გამარჯობათ ხალხნო. საიტზე ხშირად ვერ შემოვდიოდი, გარკვეული მიზეზების გამმო კაი ხნის წინ შეგპირდით და დამიგვიანდა ეს პოსტი.... ეს არის ზედაპირული სავარჯიშო დიდი რამე არაა რო ვთქვათ მარა შეგიძლიათ გაიგოთ გაქვთ თუ არა ნიჭი ააბა თვენ იცით....
ესეიგი ტქვენითაც შეგიძლიათ მოიფიქროთ სავარჯიშოები ამის მაგალითზე ან რამე ისეთი. და დაიმახსოვრეთ ტელეპატია ისე არ მიიღოთ როგორც ნათელმხილველობა, ეს ორივე განსხვავებული რამეა..
სავარჯიშო ამაში მდგომარეობს. დაგჭირდებათ მეგობარი ან ვინმე ვინც დაგეხმარებათ ამის შესრულებაში
1. ერთი ადამიანი (გამგზავნი) უყურებს კარტს და მთელი ყურადღებით ახდენს კონცენტრირებას, ეცადოს გაუგზავნოს ფორმა მეორე ადამიანს (მიმღებს). გლეხურად ავხსნი ვინც ვერ გაიგო. მაგალითად თქვენს მეგობარს უჭირავს დამა გული ის შეეცდება მოახდინოს კონცენტრირება ამ კარტზე და შეეცადოს გამოგიგზავნოთ ტქვენ, ამავდროულად თქვენ შეეცდებით ეს მიიღოთ...
2. მიმღები აღნიშნავს ფურცელზე, მიღებულ ფორმებს..
3. როდესაც კარტის კალოდა დამთავრდება, თქვენ და თქვენი მეგობარი შეაჯამებთ რეზულტატს რათა გაიგოთ ზუსტად გაიგოთ მოხდა თუ არა თქვენს შორის (ტელეპატიური) კავშირი.
4. შემდეგ გაცვლით ადგილებს და გააკეთებთ იგივეს. ანუ ორივეს როლში იქნებით გამგზავნისაც და მიმღებისაც.
მაგრამ დღეში 3-4 წავარჯიშების შემდეგ აღარ გააკეთოთ და არც გირჩევთ რადგან საშინელ დაღლილობას იგრძნობთ.....
თუ არაფერი გამოგდით არ შეგეშინდეთ, ზოგი ადამიანი კარგად აგზავნის ზოგი კი კარგად ღებულობს. შეიძლება ფორმებს ცუდათ აგზავნიდეთ მაგრამ კარგად ღებულობდეთ )
ამ სავარჯიშოს გაკეთება შეგიძლიათ შორ მანძილზეც მაგალითად თქვენ და თქვენი მეგობარი დათქვავთ დროს და დაიწყებთ ამის გაკეთებას და ყოველ 5 წუთში შეიცვლებით, მოგვიანებით დაურეკავთ ან შეხვდებით და შეაჯამებთ მიღებულ შედეგს..
გთავაზობთ. მაგალითად თქვენი მეგობარი გამოგიგზავნით ცხენის ფორმას (ანუ წარმოიდგენს ცხენს და თქვენ გამოგიგზავნით) თქვენ კი მიიღებთ როგორც დიდ ყავისფერ ცხოველის ფორმას. დიდი არაფერი არაა ეს დაგეხმარებათ ტელეპატიური მიღების განვითარებაში..
P.s ჩემი თხოვნაა უაზრო კომენთარებისგან თავი შეიკავოთ
) წარმატებები ყველას
ყველაფერი გასაგებია, მაგრამ, უგზავნის როგორ გავიგო? დაუშვათ შევხედე კარტს, შემდეგ ჩემს მეგობარს შევხედო თვალებში და რამენაერად გადავცე თუ როგორ?
ისე წარმოიდგინე თითქოს როგორც სურათი ისე მიპრინავს ან რამე მაგდაგვარად
მინდა
ისედაც რომ სულიერად ახლოს ხარ და გრძნობ ადამიანს იმასთან უფრო ადვილია? თუ სულ1?
კარგი სავარჯიშოა მაგრამ მგონი სანამ ასეთ დიდ რამეებზე გადავა ადამიანი არ ჯობია მაგალითად ფერები გაუგზავნონ ერთმანეთს ეს უფრო იოლი იქნება თავიდან
ისე ძალაინ საინტერესო რამეა.. როდესაც უყურებ ადამიანს და მის აზრებს კითხულობ, რტულია თავიდან, მარამ სუკლ თუ აკეთე, მერე ადვილია, როგორც რომ კითხვას სწავლობდე.. მერე უცნობებზეც გამოვა.. ან გინდ არამე აზრი გაუგზავნო და უცებ ის აჟღერებს იმას რაზეც ფიქრობდი..
ჯოკერში პარებშია კაი ეგ
ხოოო, ოღოდნ რამე სერიოზულზე ვიოტამაშოთ. ფულზეეე მაგალითად და ყველა მოინდომებს და კონცეტრირდება
ამის ვარჯიში მინდა, ვისაც სურს სურვილი მითხარიღ და ვცადოთ აზრების გაგზავნა
მე მინდა...
td.........
მაგარია, შევთანხმდეთ დროზე. გუშინ ვცოდვილობდი რაღაცას და შენთან ვცდილობდი დაკავშირებას, თუ გონებაში შემოსვლას - და ისეთი დაცვა გყავს - ყელში რომ ჩამარტყა მახვილი დავიხრჩვი ლამის კარი ღია დამახვედრე აწი
anima mundi
gio.geoo
maset ragacas psiqiatriashi iyeneben, "koduri sityva" hqvia, aketeb koncentracias da atqmevineb an upro meti,aketebineb kidec gadacemul inpormacias. Psiqologiis leqtorma gvitxra, gansakutrebit epeqturia, sulieri ashlilobis mqone adamianebis terapiis dros. Ho martla, ai tavisit,bunebrivad rom ganicdi adamians,rogoraa,an cudad an kargad,an agelvebulia.an ganvitarebis axal etapze gadadis(zalian didi manzilis miuxedavad) inpormacia modis tavisit, ai magalitad, mivdivar pexit,davinaxe ragac transporti,saertod ar vpiqrob aravisze da uceb ganicdi vinmes iq yopnas,da agmochndeba rom is adamiani im wutas martla iq iyo ai msgavsi ragaceebi rom gemarteba eg ra aris?-es martivi magaliti moviyvane.
რამდენი ხანია მინდა და არავინ გამოჩნდა რო მეთამაშოს..
ვაცხადებ ვაკანსიას:
ვეძებ პარტნიორს ტელეპატიური ვარჯIშებისთვის. უნდა იყოს ცოტა განვIტარებული მაინც, უნდა ქონდეს შავი თვალები აუცილებლად და შეეძლოს ჩუმად ყოფნა, ანუ ჩემნაირად არ ლაპარაკობდეს, იყოს მომთმენი, უყვარდეს ვიზუალური ხელოვნება და ფილმები ქონდეს ნანახი, სულ სულ ცოტათი უყვარდეს რამეების გაფუჭება.. ხო თავი თუ ამტკივდება კიდევ მორჩენა შეეძლოს
tikoroma
გამაცინე... ოკ, მომწერე დრო და ვცადოთ, გუშინ მართალი გითხრა ვიფიქრე ეხლა ეცდება რაღაცას თქო და არ მინდოდა, სხვა რაღაცეებით ვიყავი დაკავებული და ეტყუობა მაგან ჩაგკეტა..D მოკლედ მომწერე როდისაც გინდა და გავაკეთოთ, ჩემი ნომერიც ხო გაქვს და მეც მაქვს და მეც მოგწერ თურამეა..
მე მქონდა შემთხვევა ერთი 20 წლის წინ, ყველაზე კარგია მაგალითისთვის, თორე ისე, ვიღაცაზე რომ გაიფიქრებ და დაგირეკავს, ან ვინმეს დავინახავ ქუჩაში(მიმსგავსებით) და მერე მხვდება ან ვიგებ მასზე რამეს ეს სულაა.. მოკლედ აკადემიაში ვსწავლობდიერთ ადამიანთან ერთად, რომელიც გარკვეული იყო მაგიაშიც, ეზოთერიკაშიც.. და დავახლოვდით, რაღაცეებს მასწავლიდა.. ერთ ღამეს ვიჯექი მაგიდასთან და ვხატავდი და უცებ გამახსენდა.. გავხედე ფანჯრიდან სივრცეს და დავინახე მისი ოთახი, ვცადე წარმომედგინა რას აკეთებდა იმ მომენტში და უცებ ვიგრძენი როგორ მწვდა ვიღაც თმაში, "ცხენის კუდი" -ვით მქონდა თმა შეკრული და მომქაჩა.. ისე მომქაჩა, რომ სკამი გადაყირავდა და მოვადინე ზღართანი იატაკზე. მოკლედ აღმოჩნდა, რომ მე რომ გავიფირე მასზე მიიღო ჩემი აზრები და გადაწყვიტა ექსპერიმენტის ჩატარება და მოკლედ ტელეპატია ტალაკინეზში გადაიზარდა და შედეგად კინაღამ კისერი მოვიტეხე!
td.........
tikoroma
ლოლ
anima mundi
სად გაქვს ტელეპატიის ნიჭი რამდენიც არ გამოგივა იმდენი სხვას დააბრალებ არ შეგიძლიაო
gio.geoo
შევამოწმოთ
თუ ერთხელ მაინც დავაბრალე სხვას, ვაღიარებ საჯაროდ ჩემს უნიჭობას და ყოველმხრივ უუნარობას. და საერთოდაც გავთხოვდები :| :ამაზეუარესირაღავთქვა:
anima mundi
ანნა ჯერ ის დაწერე რატო გგონია რო ტელეპატიის ნიჭია მაინც და მაინც?? მაღაზიაში შევედი და ჩემ წინ ვინც იყო ის იყიდა რაც მე მინდოდა ეგეთები არ დაწერო
anima mundi
anima mundi
და ამ ნუსხას ყოველდღე ერთი პუნქტი აკლდება არა?
anima mundi
ეგ შავი თვალები რა საჭიროა
ანუ გინდა სექსსიმბოლო,ექიმი,ლიტერატორი
,ხულიგანი,ხელოვნებათა ცმოდნე ერთ ადამიანში არა:D
gio.geoo
gio.geoo და არამარტო.... ვინც იცით
რაც ამ საიტის შესახებ გავიგე ბევრი რამ ვისწავლე და ასევე დავეუფლე ტელეკინეზზს(მინიმალურ დონეზე)
ძალიან მინდა ტელეპატიური უნარის განვითარებაც მაგრამ საქმე ისაა რომ მეწყვილე არ მყავს რადგენ ჩემ გარშემო მყოფ ადამიანებს არავის სჯერა ესეთი რაღაცეების
არ შეიძლება ისეთი ვარჯიშებიც დადოთ სადაც მეწყვილის გარეშე ვივარჯიშებ??????
anonimus
მარტივად შეიძლება , ჩვეულებრივ კარტებზე ივარჯიშე.. თვალახვეულმაეცადე გამოიცნო რა კარტია, ან რამე ამდაგვარ ნახატებზე. ან ფულის კუპიურებზე.მერე მეცკვილეც გამოჩნდება!:)
დიდი მადლობაtd.........
ეხლავე დავიწყებ
დიდი მადლობაtd.........
ეხლავე დავიწყებ
gio.geoo
ერთი ადამიანი (გამგზავნი) უყურებს კარტს და მთელი ყურადღებით ახდენს კონცენტრირებას
ამ შემთხვევაში კონცენტრირება რას ნიშნავს?
როგორ ხდება?
დაჟინებით დახედავ კარტს, მერე მეგობას, მერე კარტს, მერე მეგობარს?...
მე და ჩემი მეგობარი ვვარჯიშობდით ,2 თუ სამი დღის მერე უკვე ვიჭერდით რაღაცეებს, ბოლოს მე მოვახერხე გადაცემა და იმან ინფორმაციის მიღება. . მაგარი შეგრძნება იყო . მერე უბრალოდ კარტი გვერდით გადავდეთ და ჩემს გონებაში წარმოდგენილ სურატებს და საგნებს ,პიროვნებებს აღწერდა სრული სიზუსტით
დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ ინფორმაციის გამცემსა და მიმღების ცნობიერების მდგომარეობას და ასევე კავშირს
td.........
თვალახვეული კარტის გამოცნობა ტელეპატიასთან რა შუაშია???
ვარჯიში ... ))))
ცდილობ წაიკითხო იმ ადამიანის აზრები ვისაც კარტი უკავია ხელში
ანუ მე შეცდომით ვვარჯიშობდი
კარტს ვდებდი ამოტრიალებულს და ვცდილობდი გამომეცნო
anonimus
თუ მარტო ხარ, ეგრეც შეიძლება. მეც ვვარჯიშობდი მასე. ინფორმაცია უნდა მიიღო კარტისგან. ეგ უფრო რთული მგონია
ანუ ტყუილად არ ვვარჯიშობდი
skrillex
გინვითარებს ხედვას, მეტი არაფერი ...
anonimus
ტყუილად არ გივარჯიშია, კი არადა გაგრძელე ვარჯიში...)
რაც შეეხება კარტია, ან რაიმე გამოსახულების მეწყვილეშტვის გადაცემას, დაჟინებით ყურება მემგონი შედეგს არ გამოიღებს. უნდა ეცადოთ ვიზუალიზაციით მოახდინოთ ამ სურათის მეწყვილესთვის გადაცემა, ანუ .... დაინახეთ როგორ უყურებს თქვენი მეწყვილე ამა თუ იმ სურათს(რასაც გადასცემთ) ანუ ეცადეთ მისი თვალებით დაინახოთ. კიდევ არის ვარიანტი, შედიხართ მეწყვილეს ველში და უბრალდო გადაგაქვთ იქ ინფორმაცია.
და თქვენ გჯერათ ეხლა ამ სისულელის?
Lacrimosa
რა მაგრი გასრთობი გქონიათ
Ted
ხო მოგეწონა:-)
თუ ადამიანი ტელეპატია სხვისი ფიქრები როგორც ჩვეულებრივი ლაპარაკი ისე ესმის თუ უფრო სხვა რამეშია საქმე???
Kastr0
შეიძლება ესმოდეს, შეიძლება ხედავდეს, შეიძლება იგრძნოს რას ფიქრობს სხვა.
"როგორც ლაპარაკი ისე" გაგება მხოლოდ სიზმარში გამომიცდია.
ტელეპატიით იმაზე მეტ ინფორმაციას იღებ, ვიდრე საუბრისას შეგეძლო გაგეგო.
Ted
მამა გიორგი ბასილაძეც და მამა გაბრიელიც, აზრებს კი არა ადამიანის წარსულს და მომავალსაც ხედავდნენ ეს ადამიანის ნიჭია თუმცა გამომუშავებაც შეიძლება, სინამდვილესი ჩვენ ბევრ ენერგიას ვხაჯვარ ფიქრში, ლაარაკში და კამათში ამ ყველაფერზე უარი ვთქვათ და ერთმანეთს უბრალოდ ვუყუროთ, გავიხსნათ და მოსმენა ვცადოთ რათქმუნდა აზრებს წავიკითხავთ... შეგიძლია ექსპერიმენტი ჩაატარო მეგობართან ერთად ყოფნის დროს სიტყვებით არ ილაპარაკოთ და რამდენიმე საათის მერე ნახავ რომ იგრძნობთ ერთმანეთის აზრებს, ყველაზე მარტივი ესეა მგონი)))
Anima Gemella
მამა ბასილაძეზე რაც წამიკითხავს წიგნები, თუ ის მართალია, აზრებსაც ხედავდა (შორ მანძილზეც), პასუხსაც სცემდა, ტელეპორტაციაც შეეძლო და გარეგნობის შეცვლაც.
tikoroma
თუ აგქვს რაიმე წიგნი წამომირე რა ხვალ ხო მე ტყუილა კი არ დავაშეარე ერთხელ, გენდელფს მირჩევნიათქო
სახლში არ მაქვს. ელ-ვერსიები მქნდა, ტუ ვიპოვე გადმოგიგზავნი.
აუ რა მაგარია ისე ტელეპატი რო ხარ და ყველას აზრი რო იცი
მეწყვილის გარეშე როგორ გავხდე ტელეპატი?
მიბადზე ბუდას ერთერთი კარგი ხერხია მაგრამ პრაგმატული მაგრამ შეგიძლია ჩაკრებზე და ენერგეტიკაზე იმუშავო დაარეგულირო ეს სისტემა და შემდეგ მაგაზეც შეიძლება ფიქრი . დამიჯერე ყველა კონკრეტულ და არაკონკრეტულ სავარჯიშოს ეგ ჯობია
რა ვაკეთო მერე?
დამწყებისთვის კარგია მედიტაციები ან მე ვაპირებ ეხლა მისც\ვლას თაი ძის ოტ\სტატთან საქართველოში გიომ ადმინისტრატორმა იცის ის დადიოდა და თუ გინდა შენც შემოდი მართლა დიდი რამაა
გამარჯობათ... მე დიდი ხანია აქ დადებულ იმფორმაციებს ვეცნობი,ძალიან საინტერესოა... ახლა კი მინდა გითხრათ,რომ მე ვისწავლე აზრების კითხვა... ჯერ კარგად არ გამომდის,მაგრამ რაც გამომდის გეტყვით... ესე იგი ვთხოვ ვინმეს,რომ დაჯდეს და იფიქროს ,რომელიმე ფერზე,ხილზე,რიცხვზე და ა.შ თან ამის ვიზუალიზაცია მოახდინოს... მერე მევხუჭავ თვალებს და იმ ადამიანზე ვფიქრობ... რამდენიმე წამში ამოტივტივდება ხოლმე თავისით..თუ ხილია,მაშინ მას ვიზუალურადაც ვხედავ,ზოგჯერ გემოს ან სუნსაც ვგრძნობ... რიცხვების შემთხვევაშიც ასეა, ფრერებზე კიდევ ჯერ თავიდან სიბნელეა,მერე ფერები ჩნდება თავისით... როგორც წესი პირველად რასაც ვხედავ იმ ფერზე ფიქრობენ ხოლმე... მაგრამ თან ძალიან დამღლელია... რამდენიმე დღის წინ წავიკითხე ხუთი ექვსი ადამიანის ფიქრები... მერე ვერაფერს ვეღარ ვკითხულობდი,არაფერი აღარ ჩანდა... მერე კი თავის ტკივილი დამეწყო და მთელი დღე მტკიოდა... კარგად გამოძინებამ კი მიშველა მერე... იმედია გჯერათ ჩემი.ამით იმის თქმა მინდა რომ აქ შეუძლებელი არაფერია,და მითუმეტეს აზრების კითხვა... ბევრს არ სჯერა,ბევრს მაინც ეჭვი ეპარება... და მინდა გითხრათ,რომ მთავარია დაიჯერო,მონდომო,ცოტა ივარჯიშო და ყველაფერი გამოვა!!!
რა ქრაქტიკებს მისდევდი წიგნიდან თუ სხვა ინფორმაციის წყაროდან?
indigo child
დაუჯერებელი არაფერია
არც წიგნები იყო და არც არაფერი... უბრალოდ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა... თავიდან კონცენტრაციის სავარჯიშოებს ვაკეთებდი . რასაც ვაკეთებდი მიწერია ფეისბუქის ჯგუფში "ვივარჯიშოთ ტელეპატიაში" თუ გნებავთ იქ ნახეთ...მეზარება წერა ,თან არც მახსოვს ყველაფერი... იქ წერია
ვარჯიში უფრო შეგიმსუბუქებს მდგომარეობას ისე აღარ დაიღლები.
მოდის, მოდის..... შემოდის..... indigo child, კარგ საქმეს აკეთებ.
ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.
indigo child, ერთი რჩევა ჩემგან: თავის ტკივილი კარგია. ვითარდები. ბევრი არ იმუშაო ამაზე, თორე გახსნის მაგივრად დაგეხურება. შენსკენ ცოდნის მცველები მოდიან. ეცადე ყველაფერი გააანალიზო. ეცადე ერთნაირი შეცდომები, რომელბსაც ერთი ახსნა აქვს, არ გაიმეორო.
პოტენციალი ძალიან მაღალია.
დრო არ არსებობს. დროის ნიშნული მერყევია.
ჩვენ გავაღწევთ აქედან.
წარმატებებს გისურვებ.
პატივისცემით
Lacrimosa
ვა Lacrimosa იმენა შეასრულე
მეც გამომდის ხანდახან ვხვდები რაზე ფიქრობენ სხვები......
მგონი td.....ს ედო ვარჯოშები კარტი რო უნდა ამოიცნო... ხანდახან მეშლება მრა 80% ვიცნობ ხოლმე.....
auf tqveni natraki ar gaishva ra!
თუ დავუშვებთ რომ ადამიანის აზროვნება ვიტარდება, აზროვნება კი გამოხატულებას პოულობს ენაში, საკომუნიკაციო ფორმები აუცილებლად შეიცვლება. ეს აპრიორული მოცემულობაა და შეიძლება ისე უცბად გახდეს შესაძლებელი ტელეპატია, ისე მოულოდნელად გადავიდეს ადამიანი ასეთ კავშირზე სხვებთან, რომ პროცესი ვერც დააფიქსიროს და ვერც გაანალიზოს. ჩავთვალოთ რომ ადამიანის ტვინი "შავი ყუთია", ჩვენ არაფერი ვიცით მის შესახებ და მხოლოდ მისი მოქმედების შედეგს ვხედავთ, ტელეპატია ტვინის ფუნქციაა...
ჩემი ძველი დღიურიდან:
ის ,,ობიექტური რეალობა'', რომელსაც ჩვენ ვხედავთ, ანარეკლია ამ ,,~ობიექტური რეალობის~".
2. ობიექტური და სუბიექტური რეალობა
ჩვენ, ადამიანები, სიცოცხლის ერთ-ერთ ლაბირინთში ვცხოვრობთ. ლაბირინთი, ეს არის სამყარო, რომელთანაც სულიერად ვართ დაკავშირებული. ეს არის ლაბირინთი, რომელსაც არ გააჩნია კუთხეები. ის შეკრული წრედია და იქ სადღაც, ჩნდებიან და ქრებიან პორტალები, რომელსაც გადავყავართ სხვა ლაბირინთში, მაგრამ ეს ლაბირინთი არის წინის გაგრძელება, მაგრამ სრულიად სხვა სახით. ამ პორტალების გახსნა დამოკიდებულია სუბიექტზე. კარმულად მოძრაობს ის ამ ლაბირინთში. თუ ~კარმა გააზრებული აქვს მას და ხედავს მიზეზ-შედეგობრივ ხაზების ჯაჭვს~, მას ეძლევა ცოდნა თვითგანვითარების, თვითდაღწევის. თვით-დ-აღ-წევის ცოდნა, ეს არის პორტალების გაჩენის დრო და ადგილის გამოთვლის თეორიული ~ცოდნა~ და ამასთან ერთად, მასთან მისასვლელი გზების წარმოსახვითი სურათი. აქ არ არსებობენ ალბათობები. არის ის, რაც არის. ვიღებთ იმას, რაც ნაჩვენებია წარმოსახვაში.
ობიექტური რეალობა, ეს არის ჩვენთან ერთად და ჩვენს გარეშე მოძრავი სივრცითი ილუზია. ის დაკავშირებულია თითოეულ სუბიექტთან კონკრეტულად, პირადულად. ობიექტური რეალობა კი არის ამ კონკრეტულ სუბიექტებთან კავშირებისგან შემდგარი სიზმარი, სამყარო, პროგრამა. სიზმრისეული სამყაროს გაცნობიერებულად შეცვლა შეუძლიათ მათ, ვინც უკვე არ ეკუთვნიან ამ სიზმარს და აქვთ მოპოვებული მასთან კავშირი. სიზმრისეული სამყაროს შეცვლა თავად ამ არსებებს, სულებს, უპიროვნო პიროვნებებს შეუძლიათ არა საკუთარი ძალით, არამედ იმ სუბიექტების დახმარებით, რომლებიც ამ სიზმრის განუყოფელი ნაწილები არიან. ეს არის გლობალური კავშირების ჯაჭვი, რომლებიც ერთი მიმართულებით მიდიან. ამგვარი კავშირები მრავალია, მაგრამ საბოლოოდ, და არა უკანასკნელად, ისინი იყოფიან უმრავლესობად და უმცირესობად. ჩვენ მათი წევრები ვართ.
ადამიანი ამ ობიექტურ რეალობაში ბუნებრივად იზრდება იქამდე, სანამ არ ისწავლის სიარულს, სანამ ის არ ისწავლის აზროვნებას. აზროვნების შემდეგ კი მასზეა საკუთარი თავის განვითარება დამოკიდებული. სანამ ის პიროვნებები, რომლებმაც არ იციან აზროვნება, მიყვებიან იმ მდინარეს ინერტულად(უსიცოცხლოდ, უაზროდ), რომელიც შექმნეს მოაზროვნე პიროვნებებმა. ორთავე არის პიროვნება, მაგრამ ისინი განსხვავდებიან დამოკიდებულებებით[ შეგრძნება <-> დამოკიდებულება, დამოკიდებულება <-> შეგრძნება ]. რომელ პიროვნებაზეც ჩვენ ვსუბრობთ არ არის ადამიანური ფსიქიკის ნაწილი, ის არის სხვაგან მყოფი, სხვანაირი ფსიქიკის ნაწილი. თუ ბავშვი იაზრებს თავის პიროვნებას მაშინ, როცა ამბობს ''მე'', ''მე მქვია'', ''მე მაქვს'', ეს პიროვნება თავის არსებობას იაზრებს მაშინ, როცა ამბობს იმას, რაც თავად უნდა რომ თქვას. ეს ,,უნდა'' ორგვარია - შთაგონებული, ანუ ნაკარნახევი ობიექტური სამყაროდან და გაცნობიერებული. თავად აქ გაცნობიერებული გადაწყვეტილებაც შესაძლოა ჩაითვალოს ნაკარნახევად, მაგრამ არა ამ რეალობიდან და არა იმგვარად, როგორც ეს შთაგონებულს ეძლევა.
2.1 ობიექტური რეალობა
ობიექტურ რეალობაში ყოველ სუბიექტს თავისი ადგილი, ასე ვთქვათ, თავისი ,,ხაზი'' გააჩნია. ეს ,,ხაზი'' კონკრეტულ სუბიექტთან მოქმედ ინდივიდამდე დადის(და არა მარტო ინდივიდამდე, ის მთელ სამყაროს მოიცავს). ,,მოქმედ ინდივიდში'' იგულისხმება მატრიცის შიგნით მყოფი ის ადამიანები, რომლებიც ჩაერთნენ სუიბექტიდან გამოსულ ,,ხაზში''. ეს ერთგვარი ,,გამოძახებაა" სამყაროდან. ამ ,,ხაზებს'' აგზავნის თავად სუბიექტი ობიექტურ სამყაროში და შემდეგ ობიექტური სამყარო, როგორც ერთგვარი მატრიცა, აგზავნის ყოველ მის ,,წევრთან'', რომელიც კარმულად და წრიულად მოქმედებს ამ კავშირების შემკვეთთან, ანუ თავდაპირველ სუბიექტთან.
ობიექტურ რეალობაში არსებულ ყველა ადამიანს, უამრავი ასეთი ,,ხაზი [ ჯაჭვი ]” გააჩნია, ეს კი უზარმაზარ სისტემას ქმნის. აქედან გამომდინარე კი იქმნება ,,ჯაჭვური რეაქცია'', ანუ ,,კარმული კავშირი''.
ყოველი გადაწყვეტილება, როგორც ქმედება(არ დაგავიწყდეთ, რომ ფიქრი ქმედებაა) ცვლის მთელ კავშირებს. გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული ასევე შემოსულია ჩვენში ობიექტური სამყაროდან და ის კარმულად მოქმედებს ჩვენზე(ანუ იმის მიხედვით, თუ რა პრინციპებით ვმოქმედებთ, ანუ - როგორი არის ჩვენი პიროვნული სქემა, სტრუქტურა. რას ველოდებით, არ ველოდებით და ა.შ.).
როცა ვსაუბრობთ მატრიცის ან პიროვნების სტრუქტურაზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ როგორც სტრუქტურა, ის აშენებულია ვიღაცის მიერ და შესაბამისად შესაძლებელია მისი რედაქტირება და მართვა. ,,მთელი'' მატრიცის რედაქტირება და მართვა მხოლოდ იმ პიროვნებებს შეუძიათ, რომლებიც გასულები არიან მატრიციდან. მაგრამ იმათ, ვინც ჯერ კიდევ წევრები არიან მატრიცის, შეუძლიათ ამ მატრიცის ,,კონკრეტული ფრაგმენტების'' რედაქტირება და მართვა, რომელზედაც მიუწვდებათ ,,X-ელი''. ეს კი ნიშნავს უკვე ძალა-უფლებას', ცოდნას, რომელიც გააჩნია ინდივიდს.
,,რედაქტირებასა და მართვაში'' იგულისხმება ის, რომ სუბიექტი გაცნობიერებულად აგზავნის ამ დამაკავშირებელ კარმულ ხაზებს შესაბამის ინდივიდთან ან ინდივიდებთან. ,,შესაბამის ინდივიდში'' შედიან სუბიექტისთვის საჭირო ინდივიდები. ამით კი მას შეუძლია იწინასწარმეტყველოს, შეცვალოს და საერთოდ, მართოს ,,მომავალი''.
როგორც ვხედავთ, მთელი ჩვენი ცხოვრება შედგება ამგვარი ,,ხაზებისგან''. ისინი ქმნიან კავშირებს; ისინი გვახვედრებენ და გვაცნობენ ადამიაენებს; იმათ მოაქვთ შესაბამისი ფიქრი, აზრი, მუზა და ყველაფერი ის, რაშიც ვცხოვრობთ. ამ ყველაფრიდან კი გამომდინარეობს ყველაფერი, რაც გაგვაჩნია(რელიგია, კულტურა და მთლიანად, ისტორია). ეს კი უკვე გახლავთ ,,ობიექტური რეალობა''.
მეთოდებს ველოდები, როგორ განვავითაროთ ტელეპატია. ოღონდ კარტების გამოცნობა არ მინდა ;დ
მითხრეს რომ სარკეს იყენებენ, მაგრამ არ ვიცი როგორ
tikoroma
ტყვილია. კარტების გამოცნობა ხდება თავისუფლად. ძალიან კარგი მეთოდია სავარჯიშოდ.
თავიდან ვიცნობ ბევრს, მერე მბეზრდება თუ ვიღლები, ვეღარ ვიცნობ კარტებს.
მოკლედ მოსაბეზრებელია
თქვენტან პოკერის თამაში მტრისას
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)