მოგესალმებით!
1.გაცნობის მიზნით, გთავაზობთ ამონარიდს, პირველი წერილიდან, რომელიც ამ ფორუმის ადმინს მივწერე:
ინწირესნა..
merlinm
Ra saxis magiazea saubari?
მაგიის დაყოფა თეთრ, შავ, წითელ და ლურჯ ფერებად თითიდან გამოწოვილ თემად მიმაჩნია... მაგალითად, რა ფერისაა ბოქსი ან კარატე? თუ აპერკოტს ვინმეს დასაყაჩაღებლად გამოიყენებ შავი და თუ ვინმეს დასაცავად თეთრი?
ანაც ემსახურება თუ არა სიკეთეს, ვთქვად ადამიანის ანატომიის ღრმად ცოდნა? თუ ამ ცოდნას ქირურგი იყენებს სიცოცხლის გადასარჩენად კი ბატონო. მაგრამ, თუ ჯალათი იყენებს მსხვერპლისთვის მაქსიმალური ტკივილის მისაყენებლად, წამების დროს?
იმის თქმა მინდა, რომ მოვლენები, ნივთები, სწავლებები თავისთავად არც ცუდია და არც კარგი... არც დადებითი, არც უარყოფითი - მათ ასათებად ჩვენი მათდამი დამოკიდებულება აქცევს. მაგიაც ზუსტად ისეთივე სწავლება, მეცნიერება, ცოდნა (რაც გნებავთ ის დაარქვით) არის, როგორც ვთქვათ ზემოთნახსენები ანატომია. მხოლოდ, ფიზიკური სხეულის მაგიერ, შეისწავლის შინაგან სამყაროს, ბევრად უფრო ნატიფ და ღრმა მოვლენებს, კანონებს... აყენებს პიროვნებას თვითშემეცნების გზაზე. ხოლო, თუ ვინ როგორ გამოიყენებს ამ გზით მიღებულ ცოდნასა და შესაძლებლობებს, ეგ უკვე კონკრეტული პიროვნებების გადასაწყვეტია...
ცოტა გავაღრმავოთ თემა და თან ჩვენი პრაქტიკუმის ასპექტისაკენაც წავიჩოჩოთ
გარკვეული გზის გავლისა და გამოცდილების მიღების შემდეგ, ნათელი ხდება, რომ ყველა ეზოთერულ მოძღვრებას ძირითადად ერთნაირი საფუძველი უდევს და ისინი ძალიან მსგავსია. მაგრამ, ამის აღქმა მხოლოდ ცოდნის გარკვეული სიმაღლიდანაა შესაძლებელი, თავიდან ყველა სისტემა ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებული ჩანს. პრინციპში, ისინი არიან კიდეც განსხვავებული, მაგრამ მხოლოდ მეთოდებში, ტერმინებსა და თავიანთი ცოდნის სისტემატიზაციაში, მაგრამ სიღრმისეული დედააზრი, როგორც რუსები იტყვიან "суть", ძალიან მსგავსია. ამ ყველაფრის ასახსნელად, ძალიან კარგი შედარება მომივიდა აზრად. ვთქვათ, ადამიანებს სურთ პირამიდის მწვერვალზე ასვლა. ზოგი ამ ადამიანებიდან პირამიდის ერთ კიდესთან ცხოვრობს, ზოგი - მეორესთან, ზოგი მესამესთან და ზოგიც მეოთხესთან. პირამიდა უზარმაზარია, ამდენად მის ერთ მხარეს ცხელა, მეორე მხარეს - ცივა, მესამე წყლის ნაკადებითაა დაფარული, მეოთხესთამ კი მუდმივი ქარი მძვინვარებს. თავისთავად ცხადია, რომ ამ განსხვავებული პირობების გამო, სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ხალხი, პირამიდაზე ასვლის სხვადასხვა მეთოდიკას შეიმუშავებს და ისიც თავისთავად ცხადია, რომ ეს მეთოდები ერთმანეთისაგან ძლიერ განსხვავებული იქნება. მაგრამ რაც უფრო მაღლა შეძლებს, კონკრეტული მაძიებელი პირამიდაზე ასვლას, მით უფრო დაუახლოვდებიან სხვადასხვა კუთხიდან წამოსული მაძიებლები ერთმანეთს, ხოლო ისინი ვისაც ეყოფათ ძალა, ნებისყოფა და მონდომება მწვერვალს მიაღწიონ, გააანალიზებენ, რომ ყველანი ერთი და იგივეს ესწრაფვოდნენ და აკეთებდნენ, მაგრამ სხვადასხვა კუთხეებიდან და სხვადასხვა მეთოდებით იმედია, ამ მეტაფორით, საკმაოდ ადვილი გასაგებია, რისი გადმოცემაც მინდა...
როცა ჯგუფი Fiery პრაქტიკუმებს ატარებდა, სათაურად ბიოენერგეტიკის პრაქტიკუმს ვარქმევდით. ამ პრაქტიკუმებზე განიხილებოდა და შეისწავლებოდა ის ბაზისური ტექნიკები და მეთოდიკები, რომლებიც საჭირო და დაჟე აუცილებელიცაა, ნებისმიერი სისტემისათვის. ისევ მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ვთქვათ, თუკი ადამიანს სურს შეისწავლოს აღმოსავლური ორთაბრძოლები, მაგრამ ჯერ არა აქვს გადაწყვეტილი, კონკრეტულად რომელი სტილი უნდა. თუ ამ ადამიანს, ჩვენ ვავარჯიშებთ ზოგადი ფიზიკური განვითარებისათვის, განვუვითარებთ მას ფიზიკურ ძალას, გამძლეობას, სისწრაფეს და ასე შემდეგ, ცხადია ეს თვისებები ნებისმიეტ სტილში გამოადგება. დაახლოებით, მსგავსი არის ჩვენი პრაქტიკუმის I კურსი, მასზე ისწავლება ნებისმიერი ეზოთერიკოსისათვის აუცილებელი მეთოდიკები, როგორიცაა:რელაქსაცია, სწორი სუნთქვა, ნებისყოფის წვრთნა, ემოციების სრული კონტროლი, კონცენტრაცია, ვიზუალიზაცია, აზრების შეჩერება ანუ შინაგანი სიჩუმის მიღწევა, მედიტაცია, საკუთარ სხეულში ენერგიის შეგრძნება და მართვა.
მხოლოდ, ამ ეტაპის წარმატებით ათვისების შემდეგ, დაიშვებიან კურსანტები ძირითადი პრაქტიკუმის 3 სხვადასხვა დონეზე, რომლებიც უშუალოდ კავკასიური იოგის 3 ფუნდამენტურ ნაწილს შეადგენენ, მაგრამ ამაზე უკვე შემდეგ პოსტში.
თუ ბი კონტინიუდ...
ჩამწერეთ )))))
დავინტერესდი. ველი გაგრძელებას
დიდი ხანია მინდა ინფორმაცია კავკასიურ იოგაზე და მგონი როგორც იქნა მომეცა შანსი გავიგო და შევისწავლო მეც თქვენთან ვარ
საინტერესოა და კარგი თემაა
15-მდე მაინც უნდა შევგროვდეთ, რომ ჯგუფი შეიქმნას და პრაქტიკუმი ოფიციალურად გაიხსნას
15 ადამიანი მემგონი შეგროვდება. დაწერეთ აბა ვინ აპირებთ კიდე
1.ანა
2.mamu_ka
3.zet
???
1.ანა
2.mamu_ka
3.zet
4. old_man
1.ანა
2.mamu_ka
3.zet
4. old_man
5.HERMES555
6.???
ჩამწერეთ
მეც ჩამწერეთ
მე, ყოველთვის ეზოთერიკულ პრაქტიკას უფრო მეტ დროს ვუთმობდი, ვიდრე მის ისტორიას, მაგრამ როცა რაიმე საქმეს იწყებ, მიმსი ისტორიის მთლიანად უგულვებელყოფა მიზანშეუწონელია.
ამდენად, მცირეოდენი ისტორიული ექსკურსი, კავკასიური იოგის შესახებ.
დასაწყისისათვის, ორიოდე სიტყვა უნდა ვთქვათ, თვით ტერმინზე "კავკასიური". ჩვენთვის, ანუ კავკასიის რეგიონში მცხოვრები ხალხისათვის, ამ ტერმინს სულ სხვა დატვირთვა აქვს, ვიდრე დანარჩენი მსოფლიოსათვის. ჩვენ, გასაგები მიზეზების გამო, ამ ტერმინს აღვიქვამთ, როგორც რაიმეს დაკავშირებულს კავკასიასთან, ანუ ჩვენს რეგიონთან. თუმცა, დანარჩენი მსოფლიოსათვის, ტერმინი კავკასიური ეს არის რაიმე დაკავშირებული თეთრ რასასთან, რადგანაც მთელს მსოფლიოში თეთრი რასის ოფიციალური სახელწოდებაა, კავკასიური რასა. ეს მეცნიერული, დადასტურებული ფაქტია. თუკი ვინმეს გიმუშავიათ უცხოეთში ან უცხოურ კომპანიებთან და შეგივსიათ რაიმე ოფიციალური ფორმულარი, სადაც რასაა მისათითებელი, მიაქცევდით ალბათ ყურადღებას, გრაფას "Caucasian Race"
ამდენად, საბოლოოდ ჯერ კიდე არ არი დადასტურებული, რა იგულისხმა კოლონა ვალევსკიმ, ტერმინში "კავკასიური იოგა". იოგა კავკასიის რეგიონიდან თუ თეთრი რასის, ანუ იგივე კავკასიური რასის იოგა. არსებობს როგორც პირველი, ასევე მეორე ვერსიის როგორც დამადასტურებელი, ასევე საწინააღმდეგო არგუმენტები, თუმცა მათი ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს. პრინციპში, ეს არც არის გადამწყვეტი ფაქტორი, მაგრამ მოსახსენიებლად ღირდა...
ისე, მე როგორც ქართველი, უპირატესობას რა თქმა უნდა პირველ ვერსიას ვანიჭებ
ბევრად უფრო საინტერესოა, კავკასიური იოგის საწყისები, მისი წარმომავლობა, ანუ ისტორია იმის შესახებ, თუ ვინ მიცა კაცობრიობას ეს ცოდნა. ამ ასპექტში, კავკასიური იოგა, ორგანულად ჯდება მთელი ეზოთერიკის ისტორიულ კანვაში.
არსებობს მოსაზრება, რომ მთელი ეზოთერული ცოდნა, რომელიც თანამდეროვე კაცობრიობას გააჩნია, მიღებული აქვს ჩვენს ცივილიზაცია არიული რასისაგან. ძალიან გთხოვთ, ნუ გააიგივებთ ამ რასას გერმანელებთან, ეს ჰიტლერის პროპაგანდისტული სვლა იყო, გაეიგივებინა არიული რასა გერმანელებთან.
როგორც ტრადიციული ისტორიული წყაროებიდანაა ცნობილი, არიელები იყვნენ იმ ისტორიული პერიოდისათვის ზედმეტად განვითარებული ხალხების ერთობა, რომელთა დანამდვილებით დედამიწაზე გამოჩენას და შემდეგ გაქრობასაც ვერ ხსნიან.
ცნობილია, რომ არიელებმა დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით გადაიარეს მთელი ევრაზია და დაიპყრეს აბსოლუტურად ყველა ხალხი, ვინც კი გზაზე შეხვდათ. მაგრამ, ჩვეულებრივი დამპყრობლებისაგან განსხვავებით, ისინი არ ანადგურებდნენ დამარცხებულ ერებს, არ ერჩოდნენ მათ კულტურასა და რელიგიურ შეხედულებებს, არ ახვევდნენ თავს საკუთარი ცხოვრების წესს. პირიქით, აძლევდნენ ცოდნას, თანაც ამ კონკრეტული ხალხის გეოგრაფიული პირობების, ტრადიციების, რელიგიური შეხედულებების და ა.შ. გათვალისწინებითა და შენარჩუნებით. პრიმიტიულად რომ ვთვათ, ისინი მოევლინენ კაცობრიობას როგორც გამოცდილი მშობლები, ჯერ კიდე ჩამოუყალიბებელი, განუვითარებელი და ველური ბავშვების ბრბოს. ჯერ კარგად მიტყიპეს ეს ბავშვები, რომ ჭკუაზე მოეყვანათ, მერე კი მთელი მონდომებითა და პასუხისმგებლობით შეუდგნენ მათ აღზრდა-განათლებას ამდენად, არიულმა რასამ კაცობრიობას მიცა ეზოთერული ცოდნა.
თანამედროვე დედამიწაზე არსებულ დამწერლობებს შორის, არიულთან ყველაზე ახლოს დგას სანსკრიტი, იმდენად ახლოს, რომ შეიძლება თითქმის არიელების დამწერლობად მივიჩნიოთ. ცნობილია ისიც, რომ თანამედროვე პირობებში, ყველაზე მეტად ეზოთერული ცოდნა აღმოსავლეთ აზიაშია შემონახული, კერძოდ ინდოეთი, ტიბეტი, ჩინეთი, იაპონია. ეს ორი ფაქტიც ორგანულად ჯდება, არიული რასის ზემოტ ნახსენებ ისტორიაში. ჯერ ერთი, როგორც უკვე აღინიშნა, ისინი მოძრაობდნენ დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ და ყველაზე დიდხანს სწორედ აღმოსავლეთ აზიაში დაყვნენ, როგორც ასე ვთქვათ მარშრუტის საბოლოო წერტილში. მეორეც, არიელების გაქრობის შემდეგ, როგორც ცნობილია კაცობრიობის ისტორია გაგრძელდა და დროთა განმავლობაში წარმოიქმნა 3 უმთავრესი რელიგია: ბუდიზმი, ქრისტიანობა და ისლამი. ამ სამიდან, მხოლოდ ბუდიზმი აღმოჩნდა ტოლერანტული ეზოთერიკისადმი და მეტიც, შეიძლება ითქვას ბუდიზმი გარკვეულწილად შეერწყა-შეეხმატკბილა ეზოთერულ ცოდნას და თავის თავში მიიღო იგი. მაშინ როდესაც დანარჩენმა ორმა რელიგიამ, ქრისტიანობამ და ისლამმა ცეცხლით და მახვილით დაიწყეს ყველა იმ შეხედულების, სწავლებისა და სისტემის განადგურება, რომლებიც ოდნავ მაინც განსხვავდებოდნენ ამ ორი რელიგიისაგან. (საკმარისია გაიხსენოთ ინკვიზიცია, Молот ведьм და ა.შ.)
ყოველივე ზემოთქმულიდან გასაგებია, რომ აღმოსავლეთ აზიაში, ბუდიზმის გავრცელების პირობებში, ყველაზე მეტად შემოინახა ეზოთერული ცოდნა. მაშინ როცა ევროპასა დ შუა აზიაში, ქრისტიანობამ და ისლამმა თითქმის მთლიანად გაანადგურეს იგი. შესაბამისად, ამ ორ რეგიონში, ეზოთერული ცოდნა ან საიდუმლო ორდენებსა და დახურულ სკოლებში ინახებოდა, ანაც გეოგრაფიულად მიუდგომელ და მიუწვდომელ ადგილებში შემორჩა. ერთ-ერთ ასეთი ადგილია კავკასიის მთიანეთი. ყველასათვის ცნობილია, რომ მაგალითად სვანეთში, მიუხედავად მათი გაქრისტიანებისა, დღემდე შემორჩენილია წარმართული რიტუალები (ლამარიობა, გვარის მფარველი გველის არსბობა და ასე შემდეგ). ცნობილია ისიც, რომ კავკასიელ მთიელ ხალხთა საბოლოო დამორჩილება და "თავის ჭკუაზე მოყვანა" ვერც ერთმა მმართველმა ვერ მოახერხა, თვით სტალინმაც კი. ამდენად, ამ რეგიონის გეოგრაფიული ჩაკეტილობა და მიუდგომლობა, ქმნიდა ყველა პირობას, რომ შემონახულიყო, არიელების მიერ გადმოცემული უძველესი ეზოთერული ცოდნა და გადარჩენილიყო ეს ცოდნა ქრისტიანობის, კომუნისტების და სხვათა და სხვათა დევნისაგან.
შემდეგ პოსტში, ვისაუბრებთ კავკასიური იოგის ძირითად პრინციპებზე, მის ფილოსოფიაზე და მათ განსხვავებაზე ინდური იოგის ფილოსოფიისაგან.
ონ-ლაინ პრაქტიკუმი - ვერ გავიგე, ვიდეო დაიდება თუ როგორ მოხდება?
merlinm
merlinm
პმ-ზე მიპასუხე რა, თუ დრო არ ჭირდება მეც შემოგიერთდებით
old_man
მგონი პმ-ები იკარგება ამ ბოლო დროს, შეიძლება არც მისვლია ჩემი მესიჯი, შეიძლება ტექნიკურად გასწორება ?
tikoroma
old_man
კაი შენ მოგწერ მაშინ და თU მიიღებ მიპასუხე ტექნიკური მხარე მაინტერესებს ძირითადად წარმოდგენა არ მაქვს როგორ ხდება ონლაინ
old_man
გმადლობ. ჩამწერეთ მეც
tikoroma
მივიღე და გიპასუხე
აი მერლინმა ახსნა როგორ იქნება. ონლაინ არ იქნება
vetanxmebi old_man s,msurveli aqamde gamochndeboda kidev
1.ანა
2.mamu_ka
3.zet
4. old_man
5.HERMES555
6.natuka
7. cerebrus
8. tikoroma
davicyot jobia,ai sinq
დავიწყოთ, დავიწყოთ
აგერ მერლინიც შემოსულა, მაგრამ ჩუმად გავიდა. შეიძლება რაოდენობის გამო იმედგაცრუებულია
რუსულენოვან ფორუმებზე ასეთ პრაქტიკუმებზე ალბათ 200-300 კაცი ჰყავდა.. რას ვიზამთ აქ სხვა მასშტაბებია )))
http://www.youtube.com/watch?v=G5GDQpboqF8&feature=fvwp&NR=1
შვილები რო გეყოლებათ ასეთები იქნებით ))))))))))))))))))
1. ანა
2. mamu_ka
3. zet
4. old_man
5. HERMES555
6. natuka
7. cerebrus
8. tikoroma
9. Lashapoli
1. ანა
2. mamu_ka
3. zet
4. old_man
5. HERMES555
6. natuka
7. CerBERuS
8. tikoroma
9. Lashapoli
[quote name='tikoroma' date='Nov 18 2011, 11:31 PM' post='58635']
merlinm
პმ-ზე მიპასუხე რა, თუ დრო არ ჭირდება მეც შემოგიერთდებით
დრო ჭირდება. საკუთარ თავზე მუშაობისა და შრომის გარეშე არაფერი გამოვა
დრო ჭირდება. საკუთარ თავზე მუშაობისა და შრომის გარეშე არაფერი გამოვა
merlinm
Vox populi, vox dei... ამიტომ, დავიწყოთ.
Zet, დანარჩენი შენზეა.
როგორც შევთანხმდით, ცალკე განყოფილება მჭირდება, მოდერის უფლებებით, სადაც მხოლოდ პრაქტიკანტებს ექნებად დოსტუპი. ანუ, არაპრაქტიკანტი ფორუმელებისათვის,იქ განთავსებული ინფა მიუწვდომელი უნდა იყოს.
ყველა პრაქტიკანტობის კანდიდატმა, სასურველია PM-ით გადმომიგზავნოთ თქვენი ასაკი, ფოტო და თავისუფალი სახით, მოკლედ აღწეროთ თუ რა გამოცდილება გაქვთ ამ მომენტისათვის ეზოთერიკაში.
sheidzleba gavigo surati ra sachiroa? Dgevandel cxovrebashi rtulia ndoba,cudad nu gamigebt batono merlinm
ბატონო mamu_ka, სამწუხაროდ დღევანდელ ცხოვრებაში, ნდობაზე უფრო ყურადღების და წაკითხულის სწორად გაგების დეფიციტი შეიგრძნობა.
მე ვწერდი:
merlinm
კარგი იქნება უფრო გასაგებად თუ განმარტავდით, რა არის ამ პრაქტიკუმის მიზანი, ანუ რისი მიღწევა შეუძლიათ სტუდენტებს ამით. სულიერ განვითარებას ემსახურება თუ სულიერი ძალების განვითარებას და ფიზიკურ პლანზე მათ გამოყენებას?! მათ შორის უზარმაზარი განსხვავებაა, რაც დარწმუნებული ვარ, მოგეხსენებათ და ამ განმარტების გარეშე სწავლების დაწყება სწორად არ მიმაჩნია, როდესაც ეს გასაგები იქნება, მერე უნდა გააკეთოს ყველამ არჩევანი. და ერთი რამ კიდევ, თქვენი პოსტებიდან გამომდინარე განსხვავებას არ აკეთებთ ეზოთერიკასა და მაგიას შორის, და ამდენად საშუალებას არ იძლევით უფრო ნათელი წარმოდგენა შეიქმნას თქვენს პრაქტიკუმზე.
კავკასიურ იოგას რაც შეეხება, ეს თავისთავად საკამათო თემაა, არის თუ არა კავკასიური ან რა არის საერთოდ და ჩემს აზრზს ამაზე მოგვიანებით დავწერ.
kargad cavikitxe da vici rom mand sasurveli ecera da ara savaldebulo batono merlinm albat ase unda damecera chemi kitxva ratom aris sasurveli suratis chveneba mere upro gasagebi iqneboda kitxva old_man -s vetanxmebi,mec imedgacruebuli mechvenebit aseti cota msurvelis gamo es saqartveloa aq odno,facebook-i,scrapi manqanebi da kidev atasi sisulele upro ainteresebt vidre kavkasiuri ioga da saertod esoterica,ar mgonia eg sacyeni iyos,unda gcodnodat rom sheidzleboda asec momxdariyo me piradad dzalian mainteresebs,raodenobas ra mnishvneloba aqvs mtavaria namdvili msurvelebi iyvnen
რაც შეეხება კავკასიურ იოგას, დიდი ხნის წინ დავინტერესდი, არა იმდენად მისი პრაქტიკული მხარით, არამედ მისი მისტიური წარმოშობის გამო და ჩემი აზრით არაფერი საერთო სვანეთთან, და საერთოდ კავკასიასთან არა აქვს. ასეთ სწავლებას ერთ პატარა ჯგუფში საიდუმლოდ ვერ ჩაკეტავ, მითუმეტეს რომ მის განვითარებას და დახვეწას საუკუნეები ჭირდება, თუნდაც ეს ჯგუფი სვანები იყვნენ . თვიტონ გრაფი კოლონა ვალევსკი, რომელიც თავისთავად მისტიური პიროვნებაა და რომელმაც 20-იან წლებში ნიუ-ორკში გახსნა მაღაზია "ეზოთერიკა", საკმაოდ პოპულარული თავი დროზე, ასევე იყო ანტიკვარული ნივთებითა და წიგნებით მოვაჭრე და იცნობდა და გარკვეული იყო აზიურ და ეგვიპტურ მსოფლმხედველობაში, ჩემი აზრით "კავკასიური იოგა" მის მიერ ან მისივე დაკვეთით ინდური და ტიბეტური იოგის, ასევე ეგვიპტური მსოფლმხედველობის ნაზავია, მაღალ დონეზე შესრულებული. მასში არაფერია ისეთი, რასაც ვერ ვნახავთ, რომელიმე ამ მსოფლმხედველობაში, მაგრამ არც არაფერია ისეთი, რაც მხოლოდ კავკასიელებისთვისაა დამახასიათებელი. თანაც ვალევსკის ხელი მიუწვდებოდა საკმაოდ კომპეტენტურ პირველწყაროებთან, და თუ ინდოეთით, ტიბეტით, ეგვიპტით დაინტერესება თანდათან იზრდებოდა ამერიკაში, კავკასია შორეული და იდუმალებით მოცული რჩებოდა და ამდენად "ოქროს ასოებით" დაწერილი უძველესი სწავლება, რომელსაც მხოლოდ განდობილთა მცირერიცხოვანი ჯგუფი ინახავდა საიდუმლოდ, და რომელიც საიდუმლოდ გადასცეს მას, მშვენიერი იდეა იქნებოდა უცხო ქვეყანაში დასამკვიდრებლად. თუმცა, ამით იმის თქმა კი არ მინდა, რომ "კავკასიური იოგა" არაფრის მომცემი და უფასურია. პირიქით, მე მგონი ეს მშვენიერი მცდელობაა, გააერთიანოს და ერთად შეიკრიბოს რამოდენიმე მიმართულების საუკეთესო მეთოდები. მაგრამ არის ერთი მომენტი, ასეთ სიმბიოზს ენერგეტიკა აკლია რომელსაც ადამიანები და წლები აძლევენ ყველა სწავლებას, და ეს არის, ჩემი აზრით მიზეზი, რომ "კავკასიურმა იოგამ", მიუხედავად მის მიმართ ინტერესისა, ვერ იმუშავა, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ცნობილი არ არის.
ისე საინტერესო იქნება, merlinm თუ გვეტყვის სად და ვისთან შეისწავლა "კავკასიური იოგა"
მოდით დავიწყოთ ვისაც სურვილი გვაქვს და თავად გავერკვევით რას ასწავლის ეს კაცი
იმედი მაქვს, თუ რამე არ მოგვეწონება და უარს ვიტყვით გაგრძელებაზე ბატონი მერლინმ არ მოგვაჯადოვებს
tikoroma
ეგრე არ შეიძლება თუ იწყებ უნდა დაამთავრო კიდეც. მემგონი აჯობებს სწავლის დაწყების კონკრეტული რიცხვი დათქვათ მანამდე კი გაარკვიეთ ყველაფერი გინდათ თუ არა და ა.შ.
2 ALL!
1. როგორც კი ზეტი გამოძებნის დროს და შექმნის ჩვენთვის ფორუმის განყოფილებას, პრაქტიკუმი დაიწყება
2. თუ კონკრეტულად რა შეისწავლება პრაქტიკუმის პირველ ანუ ბაზისურ კურსზე, ერთხელ უკვე დეტალურად აღვწერე ამ თემაში. ვინც ჯერ კიდე ვერ მიაგნო ამ ინფოს, გაძლევთ პირდაპირ ბმულს პოსტზე: http://www.esoteric.ge/forum/index.php?s=&showtopic=1447&view=findpost&p=58172 განასაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მუქი შრიფტით გამოყოფილი ტექსტის ნაწილს
3. არავითარი "თუ დაიწყებ უნდა დაამთავრო" და ასე შემდეგ. დედამიწაზე ადამიანი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია მხოლოდ საკუთარი თავის წინაშე. პრაქტიკანტად ჩარიცხვა და პრაქტიკუმის დაწყება, ისევე როგორც მისი ნებისმიერ დროს მიტოვება, არ წარმოქმნის არანაირ ვალდებულებებს ჩემს, ან სხვა სულიერი თუ უსულო არსებების მიმართ.
4. ხალიავა არ იქნება, მაგის იმედი არ გქონდეთ. ვისაც ეყოფა თვითშეგნება, მოტივაცია და უნარი იმუშავოს საკუთარ თავზე მინიმუმ დღეში ერთი საათი მაინც, მიაღწევს კარგ შედეგებს. დანარჩენები მხოლოდ მოიფხანენ გულს და გაცვეთენ კლავიატურას - უშრომელი შედეგი არ არსებობს.
ერთ საატს გამოვნახავ
მზად ვარ დასაწყებად
მე დამოუკიდებლად ვაპირებდი ვარჯიშებს, რაღაცეები ვნახე ინტერნეტით. ველოდები...
2 all!
Zet-ის განმარტებით, ხვალ ჩვენი "პლაცდარმი" გვექნება.
დღევანდელი სიტუაციით, პრაქტიკუმზე დაშვებულნი არიან:
1. shendaukar
2. cerBerus
3. tikoroma
4. old_man
5. mamu_ka
6. ანა
7. Zet
8. HERMES555
9. natuka
10. Lashapoli
11. earth
12. td
თუკი ვინმემ გამოთქვა სურვილი და სიიდან გამომრჩა (ან პირიქით) შემეხმიანეთ PM-ით.
2 პრაქტიკანტები!
პირველი დავალება, რომელიც ღიად შეიძლება გამოქვეყნდეს: ბახი, თოლია ლივინგსტონი, ვისაც არ წაგიკითხავთ წაიკითხეთ, ვისაც წაკითხული გაქვთ - გადაიკითხეთ.
თუ ვინმეს არ აქვს ბახის- თოლია ლივინგსტონი მე მაქვს ელექტრო ვერსია ქართულად.
რამე შედეგი თუ არის ?
vano kazbegi
ჯერ არ დაგვიწყია
merlinm
ძვირფასო მერლინ, ამ წიგნს აქვს შვენიერი ეკრანიზაციაც და იქნებ ის ნახონ? მე პირადად წაკითხულიც მაქვს და ნანახიც. კიდევ გამიმეორო?
natuka
დადე ელექტრო -ვერსია ოკ?
ანა
მე არ მაქვს ნანახი ფილმი. იგივე სახელწოდება აქვს?
tikoroma
ვნახავ ახლა თუ მაქვს მაილზე დავდებ თუ არადა სახლში,რომ დავბრუნდება საგამოს დავდებ. მაილი მომწერე მაინც პმ–ში შეძლება აქ ვერ დავდო. ჩაინიკ.... ადრე კი გამომივიდა და ვნახოოთ.
ისე ვინც იწყებთ ეგრეგორის შექმნაზე და გაურკვეველ ეგრეგორებზე ხალხის ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად მიერთების ტექნიკებს გაეცანით თუ რათქმაუნდა გსურთ და სიტყვა ეგრეგორი თქვენთვის რამეს წარმოადგენს. ..
წარმატებგები......
Existence
http://www.radikal.ru
http://www.avoe.ge/movies/one.php?mid=8743
ეს ფილმი
http://www.link.ge/file/368839/jonatani.doc.html
და ეს word ფორმატში ნაწარმოები თუ აქედან ვერ ატვირთეთ, სკაიპით გადმოგიგზავნით.
წარმატებები
tikoroma
აქაც დევს ეგრეგორზე თემა. დასათაურება არ მახსოვს.
ალბათ ეგრეგორი ერქმევა.
ბახი, თოლია ლივინგსტონი..
იმდენჯერ მაქვს აკითხული მგონი ზეპირად ვიცი , ამიტომ ფილმს ვნახავ თანაც სიამოვნებით..
Existence
მთავარია უხერხული ადგილით არ მიგიერთონ.. )))
Existence
რა გითხრა ეგზისტ, არ შევიშმუშბნებოდი, ზოგჯერ მგონია რომ სქესი არ გამაჩნია, ეტყობა კარგი მეხსიერება მაქვს
ეხლა მოვრჩი კითხვას ისე გახდებოდა კაცი ეგეთი თოლია
იმედია მალე დავძლევთ ტექნიკურ პრობლემებს!
merlinm
იმედია მალე აღმოიფხვრება
მეზობლის ბავშვი ჩაიბარეთ ერთი სრული დღით, 3-4 წლის და ისე უნდა მოიქცეთ რომ კიდევ უნდოდეს თქვენთან ყოფნა მეორე დღეს ჩემი აზრით ერთ-ერთი ურთულესი დავალებაა..
td.........
თქვენთვის არა, ჩემთვის ერთ-ერთი რთული გამოცდაა და სხვებსაც ვურცევდი.
ასევე ძალიან მარტივია, კვერცხის მოვლა დილიდან სახლიდან გასულებმა უნდა მოურაროთ კვერცხ რომ არ გატყდეს, ხომ მარტივია? მე ვერ შევძელი ჯერ
მერლინი არ მწიყენს იმედია და მომიტევებს მოუთმენლობას, უბრალოდ მომინდა დაწერა დაინტერესებულთათვის.
ანა
კვერცხი თან უნდა ვატარო?
რა პრობლემაა კვერცხის ტარება? ჩადე რაიმე კოლოფში ბამბებით გაჭედე და ჩააგდე ჩანთაში.
იმედია სხვა რაიმე პირობა არ არის.
natuka
mamu_ka
მეტი პასუხისმგებლობისთვის ფლომასტრით პატარა ცხვირი, პირი და თვალები დაახატეთ.. სახელი დაარქვით რათქმუნდა უნდა ატარო ყველგან
ანა
კვერცხი არა, მაგრამ 3 ცალი პომიდორი -ჩერი, პაწაწუკები რომაა, ვატარე ტანსაცმლის შეგნიდან, (ზა პაზუხოი, რუსები რომ ეძახიან, უბით ანუ) მტა-გორებზე... პახოდში და ისე ჩამოვიტანე თბილისამდე არც დაჭყლეტილა)არადა ტავები ძლივს დაგვქონდა..
რა საინტერესოა,დიდი სიამოვნებით შემოგიერთდებოდით რომ გამეგებოდეს რამე
არადა როგორ მინდა..
მადლობა ზეტს!!!
შეიქმნა ფორუმის განყოფილება: პრაქტიკუმი
ვისაც, ამ განყოფილებაში შესვლა შეუძლია, დაშვებულია პრაქტიკუმზე, ანუ პრაქტიკანტია. შესაბამისად, პრაქთიკანტებო, შებრძანდით პრაქტიკუმში, იქ მცირე დავალება გელოდებათ.
თუკი, ვინმე არ არი დაშვებული პრაქტიკუმზე და უნდა... ან დაშვებულია და არ უნდა, შემეხმიანეთ მხოლოდ PM-ით.
წარმატებები!
მერლინ პმ_ში მოგწერე უკვე მარა არ მიმიღია პასუხი. ამიტომ აქაც დავწერ მეც მინდა მაგ პრაქტიკუმში მონაწილეობის მიღება.
რამდენი კაცი მოგროვდა ?
მე უკვე წავიკითხე თოლიაზე და ფილმიც კი ვუყურე-ყველაფერი გასაგებად არის აღწერილი.
ამის რაიმე შედეგი თუ არის ? ძალიან საინტერესოა და მაინტერესებ
vano kazbegi
ჯერ ადრეა შედეგი, პირველი დავალებაა გეცადა შენც რადგან გაინტერესებს
vano kazbegi
არც მე ვიცი ბევრი რამე მისწერე მერლინს და ჩაგწერს. ჯერჯერობით გაუგებარი არაფერია
merlin privet davai uvidemsya , tam obovsem i pogovorim! 4to skajew? s uvajeniem>> Jumper_In_Dreams
როდის იკრიბებით ?
=) gasagebia , magram me qartulad ver vcer da mjera rom Adminma mapatiebs (Zet ver vcer ra vqna ) =))
Ubralod me maintereseb vistan gqondat urtiertoba Xakeros-chgupidan!
Ya dumau 4to vse starie u4astniki poimut menya, I etot praktikum o4en zainteesoval menenya, no est koe kakie niuansi kotorie ya xotelbi uto4nit`, I poetomu predlojil vstre4u, ni4ego li4nogo =)) u menya do six por est` kontakt s rebyatami I s temi kto pisal knigu I pomogal v proekte Andreya Reutova ( Xakeri snovidenya) kotorie vpriamuy obshalis s Masyanei I koe kem ewe eto ne dlya obshego obozrenia, est` paru ludei s Gruzii kotorie prinyali u4astie v proekte Stalkinga ( ya pro knigu) ( zapisi iz foruma) I mne interesna svyaz mejdu etip proektom I vami ( est` li ona???)
სულ რადენი კაცია საჭირო ?
დავაგვიანე?
ერთი რაგაც მაინტერესებს აუცილებელია ერთმანეთს შევხვდეთ ხო შეიძლება პრაქტიკუმი შეხვედრის გარეშე ჩატარდეს?ჯერ არ ჩამწეროთ არ მაქ გადაწყვეტილი უბრალოდ მაინტერესებს
Simulated
პრაქტიკუმი უკვე დაწყებულია. არ ვიცი, მერლინი გეტყვის თუ შეიძლება შემოერთება
bako
შეხვედრები საერთოდ არ არის
მე ეხლა ვნახე ეს თემა.. შეიძლება რომ შემოგიერთდეთ, თუ დამაგვიანდა ძალიან? (
soi, Jumper
დამატებულები ხართ.
ჯერ-ჯერობით ძალიან წინ არა ვართ წასული და შეიძლება დაეწიოთ.
ძალიან საინტერესოა და სულ ბავშვს დავდევარ დაკავებული ვარ. ძალიან დიდი სიამოვნებით მიივიღებდი მონაწილეობას.
დიდი მადლობა..
ეზოთერიკობა არც ისეთი ძნელია....
არააა?!!!
-არა, არა, არააააა......
merlinm
თუ არის შესაძლებელი მოხარული ვიქნები თუ მიმიღებთ თქვენს ჯგუფში : )
merlinm
გამარჯობა
თავს ნებას მივცემ შეგეკითხო:
1.რას ნიშნავს "კავკასიური იოგა?"
არ არსებობს ერთიანი კავკასიური კულტურა, კავკასიური რელიგია, და არც "კავკასიურ ეზოთერიკას"უარსებია როდესმე. რის საფუძველზე და ვის მოუვიდა თავში ასეთი აზრი? გამომდინარე რასსული თეორიიდან (თეთრი რასსის წინაპრად მიჩნეული კავკასიური რასსა არის ერთ-ერთი თეორია),არიული რასსა ჩრდილო-დასავლეთიდან დაიძრა აღმოსავლეთით და ინდოეთის ნახ.კუნძულის ჩათვლით განევრცო. აგრეთვე: IV პოსტატლანტიკურმა რასსამ (ძირითადი რასსა) უკვე გაიარა იოგას კულტურა პრაინდურ კულტურაში (Iკულტურა). დღეს, იოგათი დაკავება ნიშნავს ადამიანის ამოვარდნას დღევანდელი კულტურსივრციდან, რაც ყოვლად დაუშვებელია.
2.რა არის თქვენი სწავლების მიზანი და რატომ მიგაჩნიათ (თუკი მიგაჩნიათ) რომ ის ადამიანის და სამყაროს პროგრესს ემსახურება?
ეს კითხვა გამომდინარეობს თქვენს მიერ კონსტატირებული აზრიდან:
მოვიყვან ერთ-ერთი წევრისანა მიერ აქ დადებულ ერთ სავარჯიშოს:
Τρισμέγιστος
ეგ სავარჯიშო არ არის მერლინის დადებული, თავად ანამ შემოგვთავაზა
ისა... დაგვიანებულებს მაგრამ გრანდ ტრინიანებს წყლის ნიშნებში მიიღებთ ? შუბლზე მაწერია მე ოკულტიზმი აღმავალი კვანძი და თეთრი მთვარე მერვე სახლში და ... + 1 ( ან მე ბევრი ვარ? ლეგიონი ? ნწ არა. ერთი ცალი ) მიმიღეთ
merlinm
ჰალოოოო ჰალო ჰალო
Wilhelm
გაიხარე გონიერო ადამიანო ვინც არ უნდა იყო!
მე დავსვი აქ შეკითხვები, რომელზეც წესით უნა გამახვილებულიყო ფორუმელთა ყურადღება. თუნდაც იმაზე უნდა გამახვილებულიყო, რომ შეკითხვის ადრესატმა არ უპასუხა არსებით კითხვებს, თავი აარიდა კონკრეტულ პასუხებს. პრაქტიკუმის გამავრცელებელი არ იცნობს მსოფლიო ეზოთერულ სივრცეს. ვერ ორიენტირებს სწორად. ძალზე ზერელე და საეჭვო მასალას ემყარება. ეს ჩანს თითქმის ყველა ქმედებიდან.
მაგრამ, ადამიანის არჩევანი არის პირადი და ხელშეუხებლი უფლებამოსილება. ალტერნატივა ყოველთვის არსებობს.
ჩვენმა ქვეყანამ- საქართველომ გააკეთა უკვე თავისი არჩევანი. დიდი ხნის წინ. და ყოველი მისი ისტორიული ნაბიჯი ხელახალი დადასტურებაა იმისა, რომ მან არჩევანი გააკეთა საკუთარი მორალური მრწამსიდან და განვითარების დონიდან.
იგივეს იმეორებს თითოეული ადამიანი. მაგრამ ახლა, ინდივიდუალურ გადარჩენაზეა საქმე მიმდგარი და აგრეთვე თითებზე დასათვლელ ადამიანურ არსებებზე.
ვისაც ადამიანის ფორმით ხედავ, ალბათ უწყი რომ ყველა მათგანში არ ცხოვრობს ადამიანური არსება. ესაა თავი და თავი
მეზობლის ბავშვი ჩაიბარეთ ერთი სრული დღით, 3-4 წლის და ისე უნდა მოიქცეთ რომ კიდევ უნდოდეს თქვენთან ყოფნა მეორე დღეს smile.gif ჩემი აზრით ერთ-ერთი ურთულესი დავალებაა..
3-4 წლის ბავშვზე ამხელა პასუხისმგელობას აღება , თქვენთვის სირთულეს არ წარმოადგენს ?
თუ თქვენსთვის ამ ასაკის ბავშვი მხოლოდ და მხოლოდ სიტყვა ბავშვია და მეტი არაფერი ?
რამხელა რაღაცას იღებთ თქვენს თავზე
მეცოდებიან ის ბავშვები.
სულ არ განსხვავდებით ბიჰევიორსიტებისგან , რომლებაც ერთ დროს პატარა ბავშვს თვითნებურად შიში ჩაუნერგეს, როგორც თვითონ ამბობენ დაასწავლეს.
და თქვენი მაგ თქვენი ქმედებით რას ნერგავთ ამ არსებაში , წარმოდგენა თუ გაქვთ?
Τρισμέγιστος
ახლახანს მივაქციე მაგას ყურადღება.
მართლაც საინტერესოა რატომ არ სცემს თქვენს კითხვებს პასუხს.
ნამდვილად დასაფიქრებელია.
მოგესალმებით !
დამაინტერესა დახურულმა ფორუმმა.
როგორ ეზოთერიკაში არსებობს დახურული საკითხები ? თუ, ეს ერთგვარი ძველი წვერებიანი მეთოდია ინტრიგის, რომლის ქვეშ ჩაქსოვილია ადამიანის ქვეცნობიერის ინტრიგა?
თუ, ეს 2001-2002 წლის სპირალის ახალი ტრაექტორიაზე გადმოყვანის მცდელობაა ?
ამაში ვგულისხმობ შემდეგს - http://dreamhackers.narod.ru ; ან
http://bookz.ru/authors/andrei-reutov.html
ავტორი ანდრეი რეუტოვი (ეს ფსევდონიმია)
ესეც,თუ არ შეწუხდებით წინამდებარე პოსტს ეხება
http://www.radikal.ru
პატივიცემით
რეალისტი
ხოოოოო დაააა )) ???? არ მამამტებთ?
Hel Loki, PM ნახე
merlinm
გმადლობ გულწრფელობისთვის. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, გადავწყვიტე პრაქტიკუმს ჩამოვშორდე. მიზანი მარტივია: ამ პრაქტიკუმის საბოლოო მიზანს ვერ ვხედავ, ხოლო შუალედური მიზნების მისაღწევად ჩემს ნაცად მეთოდებს გავაგრძელებ...
ამასთან, ვისგანაც სწავლობ, იმასთან "კარმულად" დაკავშირებული ხდები, და სწავლის პირველი პირობა მასწავლებლის კარგად გაცნობაა...
არსებობს ტრადიციები, სადაც მოსწავლე მასწავლებელს კიტხვებს უსვამს, და მასწავლებელი შეძლებისდაგვარად ცდილობს პასუხის გაცემას (თუნდაც იმ მომენტისთვის უაზრო კითხვებზე).
არსებობს ასევე ტრადიციები, სადაც მოსწავლის გულწრფელობა მისი მორჩილებით და რაღაც ეტაპზე უსიტყვოდ მინდობით მოწმდენა.
ორივე ტრადიცია ღირსეულ ადგილს იმსახურებსეზოთერიკის, მაგიისა და სულიერების სკოლათა ნუსხაში, მაგრამ როგორც ჩემი მცირე გამოცდილებიდან ვიცი, მასწავლებელს ყველა ამ სკოლაში ასე თუ ისე კარგად და სხვა თუ არაფერი პირადად მაინც იცნობენ.
კეთილი სურვილებით!
done. waiing mode turned on
merlinm
merlinm
მოგესალმებით უპირველეს ყოვლის, როგორც უბრალოდ ადამიანი ადამიანს და არა როგორც ეზოთერიკოსს.
პირდაპირ მოგმართავთ, და არ ვიხმარ გამოთქმებს -"ზოგიერთი ფორუმელი", და ა.შ. ასეთი მიმართვები არ უნდა ჭირდებოდეს უბრალოდ გულახდილ, გულწრფელ ადამიანს.
მთავარი კითხვა: როდის აქეთ გადაიქცა დემაგოგობად შეკითხვის დასმა?
სად აღმოაჩინეთ, ჩემს რომელ შეკითხვაში, რომელსაც აქამდე პასუხი არ გაეცით, ასეთი სერიოზული და მძიმე ბრალდების მიზეზი?
პირდაპირი, კეთილსინდისიერი ადამიანი (თანაც მასწავლებელი), მონიშნავდა შესაბამის ადგილს, უპასუხებდა შეკითხვას და განმარტებას მისცემდა მეგობრული ტონით, თუკი იმ განწყობას შეამჩნევდა, რაც უნდობლობის ინტონაციას შეიცავდა შეკითხვაში.
მაგრამ, თქვენ ასეთი რამ არ გააკეთეთ. თქვენ ამდენი ხანია არ გაეცით პასუხი ჩემს შეკითხვებს. მხოლოდ ახლაღა, როდესაც თქვენ თვალი მიადევნეთ ფორუმზე ზოგიერთი ჰიპერაქტიური:შ ფორუმელის ( ნიკებს არ დავასახელებ) დამოკიდებულებას, და მათდამი მოდერატორების კეთილგანწყობას და მხარდაჭერას, გამოხატულს წამაქეზებელი დუმილით, და არცერთგზის მითითებით ადამიანის უსაფუძვლო და ფორუმის ეთიკის (ადამიანურზე რომ აღარაფერი ვთქვათ) შეურაცხყოფაზე, ამით ძალმოცემულმა ისარგებელეთ რომ "ანგარიში" გაგესწორებინათ, ზემორე პოსტით გაგეცათ ლაზათიანი თხლაშან პასუხი
(ძალიან ეზოთერული ქმედებაა. ადამიანურზე რომ აღარაფერი ვთქვათ)
და რა თქმა უნდა მოდერატორების მოწონებაც დაიმსახურეთ. აი ამასზე იტყვიან რუსები- какой поп такой и приход-ო სრულ წარმატებებს გისურვებთ ბატონებო დახურული სწავლების მიღმა.
პს. ქრისტეს აქეთ, დახურული აღარაფერია ტუალეტის გარდა და იმის გარდა, საცა ქრისტიანულს არ ქმედებენ.
ყველა მისტერია, ყველა საიდუმლო გაიხსნა და გარეთ გამოვიდა.
იმიერიდან გადახსნილია ყველა კრეტსაბმელი.
ამის მიუხედავად, ტაქტის დაცვით, მე შეკითხვაც კი არ მომიცია დახურულობის თაობაზე. და ახლა, ამაზე თქვენი პასუხი და საერთო განწყობა მეტყველებს მთელი სისავსით.
რადგან პასუხი უკვე მივიღე, და დამოკიდებულებაც (ადამიანისადმი დამოკიდებულება უფრო მეტყველი და ფასეულია ვიდრე ნებისმიერი სიბრძნე და ინფორმაცია) გამოვლინდა, იმედი მაქვს აღსდგება სიმშვიდე, როგორც აქამდე იყო.
Atman, რაიმე რომ დატოვო, ჯერ ამ რაიმეს უნდა მიეკუთვნებოდე... ლოგიკით ეგრეა...
თუ არ ვცდები, შენ მთხოვე, ინკოგნიტოდ, ისე რომ სხვებს არ გაეგოთ, მომეცა შენთვის პრაქტიკუმის წაკითხვის უფლება. ამდენად, შენ პრაქტიკუმის სრულუფლებიანი წევრი არასდროს ყოფილხარ, პრაქტიკუმში ერთი პოსტიც კი არ დაგიწერია და ამდენად მის დატოვებაზე საუბარი, ცოტა უცნაურად მეჩვენება.
ერთი რამეა ჩემთვის გასაგები და ძალიან გამიხარდება, შენც თუ შენს თავში შეძლებ ამის გაგებას. რატომ ითხოვე პრაქტიკუმის კითხვის უფლება ინკოგნიტოდ, ხოლო მასზე უარი საჯაროდ განაცხადე? თანაც ამ თემის ასეთ ნიშანდობლივ მომენტში გისურვებ მუდამ მხოლოდ საკუთარი მისწრაფებებით გემოქმედოს და საკუთარი აზრებით გეცხოვროს
შენც ყოველგვარ სიკეთეს გისურვებ. პრივატულად ერთხელ უკვე გითხარი, შენში იგრძნობა ისეთი რამ, რასაც ხალხის დიდი ნაწილი სამწუხაროდ მოკლებულია - სულიერი მოწიფულობისაკენ სწრაფვა. შენი წარმატება მუდამ გამიხარდება.
თუ დახურულია მე როგორ ვხედავ????
ოოხ ეს ატმანი რა ეშმაკი მელა ყოფილა
ჩუმად გვითვალთვალებდა თურმე...)
პატარა ინტრიგა კი შეიქმნა, მაგრამ დახურული თემის შექმნა კი გასაგებია რატომაც მოითხოვა რათა პრაქტიკუმი მშვიდ გარემოში წარმართულიყო, ზედმეტი შენიშვნების და ღლაბუცის თავიდან ასაცილებლად
თხლაშან პასუხი არც გაუცია. ამბობს ადამიანი გინდა გაგიზიარებ ჩემს ცოდნას და გამოცდილებას, არ გინდა თავი დამანებე რა . არ უნდა იყოს მგონი ძნელი გასაგები
თუ დახურულია როგორ წავიკითხო რაზეა საუბარი?
რანაირად გავიგებ ? რეკლამაა დახურული რომაა რომ ინტერესი გაჩნდეს
old_man
პს. ქრისტეს აქეთ, დახურული აღარაფერია ტუალეტის გარდა და იმის გარდა, საცა ქრისტიანულს არ ქმედებენ.
ყველა მისტერია, ყველა საიდუმლო გაიხსნა და გარეთ გამოვიდა.
просто дурной тон. фу.
მოგესალმებით ყველას
უბრალოდ ჩემს აზრს დავაფიქსირებ მეტი არაფერი.
რატომღაც საკუთარი ცხოვრებისეული პრაქტიკიდან მიმაჩნია რომ ყველაზე ადამიანი თავადვე არის საუკეთესო მასწავლებელი საკუთარი თავისადმი. მივესალმები იმას რომ ადამიანები დაინტერესებულნი არიან მსგავსი საკითხებით მაგრამ რაკი ნახსენები იყო რომ მაგია ერთია მაგრამ მისი გამოყენების გზები სხვადასხვა, ასევე ყველა მსურველმა ჯობია საკუთარ თავს დაუსვას კითხვა პირველ რიგში რატომ ან რისთვის უნდა ამ ცოდნის მიღება და გაღრმავება? სურვილი ერთია მაგრამ გზა იტოტება და ვინ როგორ გამოიყენებს ეს უკვე სხვა საქმეა. ამიტომ მგონია რომ მთლად ასე მარტივად არ უნდა იკრიბებოდეს ხალხი "მიკროავტობუსის" პრინციპით, ერთი კაციც და გავდივართ.
კი ბატონო მერლინის წამოწყებაც მისასალმებელია მაგრამ არ მინდა ვიფიქრო რომ თუ კი მას მსგავსი გამოცდილება აქვს, უპირველეს ყოოვლისა ჯერ მის ინტერესებში უნდა იყოს რომ იცოდეს ვის ასწავლის, და რას ასწავლის. (შეიძლება ამიტომაც თქვა რომ სასურველია ფოტო გამომიგზავნოთო) რადგან ასეთმა ადამიანებმა თავად უკეთ იციან ეზოთერული სწავლებების გვერდითი და უკუ ეფექტები.
მეორე რისი თქმაც მინდოდა, თავად სიტყვა პრაქტიკა და პრაქტიკუმი უკვე წონას კარგავს და ბათილდება როცა საქმე ეხება ონლაინ ან ვირტუალურს. სწორი აღნიშვნა იყო რომ პრაქტიკუმების დროს აუცილებელია მასწავლებელის და მოსწავლის უშუალო კონტაქტი, რადგან ისევ ეზოთერიკიდან გამომდინარე მსგავსი ინფორმაციის და ენერგეტიკის გაცვლის პროცესი უფრო მნიშვნელოვანი, ეფექტურია და სწორედაც პრაქტიკული. თავად ფაქტი ონლაინ პრაქტიკუმი უკვე ცოტა არ იყოს დამახინჯებულია.
ბატონ მერლინს მინდა მივმართო და ვთხოვო რომ გაგებით შეხვდეს თუნდაც კრიტიკულ ან სკეპტიკურ დამოკიდებულებას ან რეაქციას, რადგან მართლაც ბევრია მაგალითები როცა გამოუცდელი ადამიანი ხშირად ხდება გამოყენების საგანი, და ეს მხოლოდ დაცვითი რეაქციაა და არა დემაგოგია როგორც აღნიშნეთ, ეზოთერიკოსი ამ რეაქციის არსსაც უნდა ხვდებოდეს და გაგებით ეკიდებოდეს. ისე გავიხსენოთ ის ცნობილი ინციდენტი როცა 90 იან წლებში თუ სწორად მახსოვს ერთ ერთმა ლექტორმა გვარად "ბაქრაძემ" როგორ წაიყვანა ახალგაზრდა სტუდენტთა ჯგუფი რომლებიც დღემდე უცხოეთში არიან და ისიც "საკუთარი" ნებით (როგორც გაირკვა მგონი იმ კაცს მერე სხვა გვარი ქონდა) ასეთი რაღაცეებიც ხომ ხდება, ესეც ფაქტია
რაც შეეხება ეზოთერიკას. ადამიანის ცნობიერება და გონება პოლარიზებულია (პირობითად გარეთ მინუსი შიგნით პლიუსი), ეს არავის ბრალი არაა, ნურც ნურავის დავადანაშაულებთ რომ ვინმემ ეს ცოდნა ძალით გაყო და მალავენ და ასე შემდეგ და კიდევ განტევების ვაცთა ძიება, ლუციფერის თუ სხვათა სახით. ეს კი იმას ნიშნავს რომ გარკვეულ ნიუანსებს ადამიანი თავად უნდა ჩაწვდეს საკუთარ თავში, ნებისმიერი ცოდნის თუნდაც ეზოთერულად მიღებულის გამოტანა გარეთ და გამოაშკარავება ნიშნავს იმას რომ ეს ცოდნა უკვე არის არა ეზოთერული არამედ ეგზოთერული, ის უკვე უარყოფითად არის დამუხტული რადგან ასეთ ველში გადმოდის, მითუმეტეს ასეთ სოციალურ სივრცეში რასაც ინტერნეტი ეწოდება ეზოთერიკის სწავლა სწორედ იმას გავს "კატის ძებნას ბნელ ოთახში როცა იქ არ არის". მიმაჩნია რომ ადამიანს თუ შენი დახმარება უნდა, მან გზა უნდა მიგითითოს, მთავარი არის გზის გავლის პროცესი და არა მისი ფინიში. სწორედ ასეთი პროცესი წარმოადგენს ადამიანისთვის იმ საკრალურ და ინტიმურ ნაწილს როცა ის მის შიდა პოლუსს შიდა მხარეს განავითარებს და შეიცნობს იმას რასაც ქვია ეზოთერული ცოდნა, დაფარული მხარე, რომლის გაზიარება შეუძლებელია, მითუმეტეს ვერბალური სახით ან მითუმეტეს ფორუმზე.
რაც შეეხება კრიტიკულ დამოკიდებულებას და სკეპტიციზმს, თავიდან სწორედ დაფიქსირდა მაგრამ მერე აირია. კამათის დროს პასუხებში რაც მეტი ცინიზმი და სმაილია, მით აშკარაა რომ მის ავტორს პასუხი აღარ აქვს.
ეხლა ამ წამოწყებას რომ ყველა აღფრთოვანებით არ შეხვდებოდა ესეც უნდა გვცოდნოდა.
თუ ადამიანს მართლაც უნდა რაღაც შეიცნოს, ის მას შეიცნობს, ოღონდ ძალიან გთხოვთ ამ პროცესს ხელოვნურად ნუ დააჩქარებთ თორემ შედეგი ძალიან ცუდი მოსდევს ხოლმე. ის რომ რაღაც წავიკითხოთ "ეზოთერიკაზე" არ ნიშნავს რომ ჩვენ ეზოთერულ ცოდნას ვიძენთ, პარადოქსია თავად ტერმინი ეზოთერული ლიტერატურა, მსგავსი რამ შეიძლება შევადაროთ ადამიანის არსებობას რომელსაც ორგანოები გარედან აქვს.. რომ გადმოსცენ ამბავი და მოაყოლონ რომ ეს სახელმწიფო საიდუმლოებააო, ის უკვე საიდუმლოებაა? ეზოთერულს ვერავინ გეტყვით, ის ტავად უნდა გაიაზროთ და გაიგოთ.
არ ვაკრიტიკებ არავის, მგონი თავად თემის ავტორიც გაგებით შეხვდება ამ აზრს რაც დავაფიქსირე რაც ხაზს გაუსვამს მისსავე კომპეტენტურობას ამ საკითხში.
დიდი მადლობა
steward
შეგიძლიათ ვინმემ მითხრათ როგორ დავეკონტაქტო მერლინს? თუ არის ვინმე ვინც ახლოს იცნობს მას
ძალიან მაკვირვებთ ხალხო, კიარის ნათქვამი" იყავით როგორც ბავშვები-ო, მაგრამ ერტელ რომ დაგარტყავს დენს თუ ხელი შეყავი შიგ, ბავსბიც კი არ შეყოფს ხელს იქ მეორედ, რამდენ რამეს კითხულობთ აქ, სწავლობთ, და როგორ არის მოცემული ადამიანი ვერ ვდებით? ლოგიკურად მაინც დაუკვირდით. შეცნობა სულის ონლაინშიც კი ძალიან ადვილია.
merlinm
მე რატო გამომაგდეთ?
დაიხურა პრაქტიკუმი
ძალიან არ მომეწონა აქ რაც წავიკითხე ნუ უჯერებთ ყველაფერს და ყველას
matashi
ი ია ა ტომჟე!
td.........
უჰუ რაღაც ძაან ჰგავს მოდი კამფეტს მოგცემ შემო სახში.ნე ნრავიტსა ოჩენ ოჩენ კაია რომნდ მამთავრდა,ძალიან კარგია
ძაან დავაგვიანე?
მეც ჩამწერეთ რა პრაქტიკუმზე, წინა გვერდებს საფუძვლიანად გადავიკითხავ და დაგეწევით
გვიანია უკვე?
Helen
კი გვიანაა და ეს ისედაც არ იყო კარგი პრაქტიკუმი
Helen
ეე ცუდია რო დავიგვიანე
old_man
tikoroma
natuka
პრაქტიკუმი დაიხურა!! არ მგონია დაბრუნდეს და თუ დაბრუნდა გააგრძელოს პრაქტიკუმი
gio.geoo
კი ვიცი, რომ დაიხურა სადღაც რუსულ ფორუმზე გადავაწყდი მერლის და იქაც დიდი ხანია არ გამოჩენილა
natuka
მერლინით რუსეთის ეზოთერულ ფორუმებზე ბევრი შეიძლება დარეგისტრირდეს ვერ გაიგებ რომელი მერლინია
gio.geoo
ავატარი იგივე ქონდა.
იდო აქ მერლინის რუსული ფორუმის ლინკი
საინტერესოა რა სახის პრაქტიკუმი ტარდებოდა
და რამდენად კაი მასწავლებელი არის ის ვინც ასწავლიდა...
მეც მინდა მაგრამ მგონი უკვე ძალიან გვიანია ხომ?
lester
გვიანი არასდროს არ არის
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)