var energo vampiri. vikvebebi ezoterikebis energiit
ხო აი წიგნიც ენერგოვამპირებზე ვისაც გაინტერესებთ:
http://royallib.ru/book/astrogor_aleksandr/energeticheskiy_vampirizm.html
ახლა გითხრათ იმ წიგნზე, ზემოთ ლინკი რომ დევს...
წავიკითხე იანვარში, დამგრუზა, უარყოფითი ენერგიით გამავსო და მთელი ენერგია წამართვა, ძაან ვამპირი წიგნი აღმოჩნდა ჩემთვის
ჯერ ისა და ირგვლივ ყველა ვამპირი იყო, მეც ვამპირი ვიყავი
მაგრამ სინამდვილე სხვაგანაა, ამიტომაც წაიკითხეთ წიგნი ან არ წაიკითხოთ, სულერთია.
ცხოვრებაში როგორი თვალითაც ვიყურებით ისეთია სამყარო. თვალი — სანთელი სხეულისა22 სხეულის სანთელი თვალია. ჰოდა, თუ შენი თვალი სუფთაა, მთელი შენი სხეულიც ნათელი იქნება. 23 ხოლო თუ შენი თვალი ბოროტია, მთელი შენი სხეულიც ბნელი იქნება. თუკი ნათელი, რომელიც შენშია, სიბნელეა, სიბნელე რამდენად დიდი იქნება? მათე
ასეა ვამპირიზმის საქმეც... თუ ფიქრობ რომ ის ვამპირია, უი ენერგიას მართმევს, ჩნდება ერთგვარი სიძულვილი და ეს სიძულვილი ენერგიას გართმევს და გშლის.
ამიტომაც არ უნდა თქვა, რომ ვამპირია, პირიქით მას დახმარება უნდა და თუ შეგიძლია დაეხმარე და მიეცი იმდენი რამდენის მიცემაც შეგიძლიათ, მერე უბრალოდ შენი ცხოვრება განაგრძე.
''რასაცა გასცემ შენია რაც არა დაკარგულია"
,,უხვად გასცემდი, ზღვასაცა შესდის და გაედინების”
ენერგოვამპირიზმი კი უბრალოდ პოპულარული ტერმინი გახდა ამ ბოლო დროს, ძირითადად გამოიყებება იმისათვის, რომ სხვებს დავაბრალოთ რაღაცეები
ano
ენერგო ვაპირიზმით რა შეგიძლია დააბრალო სხვას?
gio.geoo
რა და ენერგია რომ გამოგეცლება, შეიძლება შენი ბრალია რომ არასწორად დახარჯე. მაგრამ სხვას აბრალებ ენერგო ვამპირი შემხვდა დღეს და იმან წაიღოო ))
old_man
და ენერგიის გაცვლა გამოცვლა ადამიანებს შორის ურთიერთობისას ყოველთვის ხდებაა. ენერგიის გამოცლა არ ხდება სხვა ამბავია აქ... თან ისე ხდება, რომ თანახმა ხარ
ano
ki getanxmebi am yvelafershi.
Wyali agvidzebs organizms. Gamis uwyveti, mshvidi dzilic aucilebelia.
Me 2 l wyals vsvam daaxloebit, magram game mere fxizlad mdzinavs. Faci-fuci da egreve vigvidzeb game 3 jer mainc. Samagierod wyali ro ar davlio bevri (maqsimum 1 chiqa) game mdzinavs chvili bavshvivit.
2ve shemtxvevashi me mainc vrchebi cagebuli. Yvelafris miuxedavad motentili davrchi
Es sg sg ra aris? mec gamarkviet ra. kvelgan es sg sg mxvdeba da "30 chari" "30 jeliboni". ra ubedurebaa. erti 5 clis cin iko kidev aseti mimartva "chemo baby" - vitom moferebis ertgvari forma. sinamdvileshi legalizebuli pedofilia.
Lashapoli
sg sg
Rampage
Madloba vrceli ganmartebisatvis.
ძალიან კარგი სტატაა:
http://dare.ge/%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98/
როგორ დავიცვათ თავი.
ენერგოვამპირიზმი კი არა,
საკუთარ საწყისთან კავშირი რომ სუსტი აქვს ადამიანს და ენერგიას ვერ იღებს. იქიდან საიდან სულ სიყვარული და ძალა მოდის.. თან მაგ მდგაომრეობას მოსდევს ის ფიქრიც რომ "სხვას შეუძლია რამე მოგცეს". როცა დარწმუნდები რომ სხვა ვერაფერს მოგცემს და რაც არ უნდა იყოს ეგ მხოლოდ დროებითია, მერე შენს საწყისთან კავშირზე ზრუნავას დაიწყებ და გააძლიერებ და განთავისუფლდები ე.წ ენერგოვამპირიზმისგან
რაღაც ეს სახელი "ენერგოვამპირიზმი" არ მომწონს, ეს არის დროებითი მდგომარეობა და არა ადამიანის ხასიათი ან იდენტობა. თუ ვინმეს ამჩნევთ რომ სხვების ენერგიით იკვებება, ე.ი თავის წყაროსთან, ნუ თავისი პირადი ღმა მესთან, ღმერთთან კავშირი სუსტი აქვს და მაგაში უნდა დაეხმარო აღიდგინოს თუ ახლობელია, მე ჩემი გამოცდილებიდან ეს ვისწავლე და მიხარია რომ რელურადაც შევძელი განხორციელება.. დავეხმარე სხვას მაგაში და ნუ თუ ახლობელია ეს უნდა ასწავლო და თავისიტ გაქურება მოთხოვნილება, თუმცა ვიმეორებ, ეს რწმენასთან ერთადაა "სხვას შეუძლია მომცეს რამე", ამ რწმენის ქონის დროსაა ვამპირიზმიც
გამარჯობათ , რაგაც რჩევა მაინტერესებს თქვენგან ვინც ეძოთერიკაში კარგად ან ნორმალურად მაინც ერკვევით )
ესეიგი მოხდა ისე რომ სერიოზულად დამაზიანა ენერგო ვამპირმა , ანუ ჩემს ემოციებზე ზეგავლენის მოხდენა + პანიკური შეტევების მონიჭების უნარი ქონდა რაგაც პერიოდი
მოხდა ისე ჩამოვშორდი უკეთ გავხდი და ვარ კიდევაც მაგრამ ქვეცნობიერში დარჩა მაინც რაგაც მცირე ნაწილი, როგორ განვიწმინდო ბოლომდე თუ იცით ვინმემ ? მადლობა წინასწარ,
ხო და ამის ფონძე ნერვიული აშლილობა თავის ტკივილები შემომრჩა.
ასე აიღო გაცნობიერებულად დაგმართა ეგ ყველაფერი თუ ურთიერთობამ მოიტანა? რამდენი ხანი გქონდათ კონტაქტი?
ტდ... მოდი.. დაარიგე ჭკუა ...
ურთიერთობამ 2 თვემდე რაც უფრო დრო გადიოდა მით უარესდებოდა ჩემი მდგომარეობა ეხლა რაც აღარ მაქვს ურთიერთობა მით უკეთესდება
რასაც მე მივხვდი ან ფიზიკური კონატკი უნდა გქონდეს ან მის ტერიტორიაზე უნდა იყო რო რამე დაგიზიანოს მამენტ ჩერეზ სიზმრებიდანაც შეუძლია რაგაცეების ჩალიჩი მარა მაგას სუსტი ეფეკტი აქვს.
ადრეც მყავდა რამოდენიმეჯერ ნანახი მარა მაშინ ვერაფერი დამიშავა მაშინ ვაჯიშობდი და ჯიგრულად ვიყავი )
მოკლედ რაგაც პრობლემა მქონდა მაგრად ვინერვიულე და მაშინ დაიწყო ყველაფერი .... მოკლედ არ უნდა ინერვიულოს კაცმა რა
aaCCaaCCaa
ხო თუ არყევი ნერვიულობას ძალიან გაზიანებს , ურთიერთობა აღარ მაქვს ურთიერთობა, როცა მქონდა ცდილობდა რაგაცეებს, ჩემი დამორჩილება უნდოდა, ჩემი წარსულიდან რაგაც ისეთები იცოდა რაც არავინ იცის , რაც მარტო მე ვიცი და სულ ცდილობდა დავემორჩილე სულიერად . + ისეთი რაგაცეების გაკეთება შეეძლო რასაც ნორმალური ადამიანები ვერ ვაკეთებთ და ამას მანახებდა , ნამიოკებით და აშ. (ფოკუზ და ილუზიას არ ვგულისხმობ )
მოკლედ სულიერი ხედვა ქონდა რა და შესაძლებლობები.
და ბოლოს რო გავაცნობიერე რო ის არ იყო რადაც ასაღებდა თავს თითქოს ჩემში რაგაც კოდი იYO ჩადებული მუცელში ისეთი კანკალი დაიყო ეგეთი არასდროს მქონია,
თან ეს ისე მოხდა რო პულსიც არ მქონდა აჩქარებული ანუ არც იზმენებში ვიყავი და აშ მერე გამიარა და იმის მერე უკეთესდება ჩემი მდგომარეობა ))
მე ვფიქრობ რომ არსებობენ ისევე როგორც ადამიანები, რომლებიც პირიქით, ენერგიით გავსებენ.
მთავარი ალბათ ისაა რომ ვერავინ ვერ "გამოგწოვს" ენერგიას თუ თავის სიმაღლეზე იქნები. უბრალოდ ორი ყურის პრინციპი უნდა ამუშავდეს ან უნდა მიხვდე რომ ესეთი ადამიანი კიარ უნდა გძUლდეს არამედ უნდა დაეხმარო აქეთ.
ყვლანი ვართ ენერგო ვამპირები...
ყვლანი ვართ ენერგო ვამპირები...
რომ მოდიან და გეწუწუნებიან, გეკამატებიან, წარსულზე გესაუბრებიან და რავიცი კიდევ რამდეი რამ დროს და ენერგიას გართმევენ ენერგო ვამპირიზმია მეტნაკლები არის ალბათ, ზოგს ენერგიას რომ წაარტმევ გონია, რომ ენერგით აავსე...
ჰოდა გამცემის მიმართ ჩვენ ვართ ენერგოვამპირები, იმიტომ გვიხარია მის გვერდით ყოფნა.
ენერგიის გაცვლა ყოველ წუთს ხდება ურთიერთიერთობისას.
კონკრეტულად მიზანმიმართული ბოროტი ვამპირი, რომელიც ძალით ცდილობს დაგთრგუნოს და დაგასუსტოს, იშვიათია. თუმცა ჩვენს საზოგადოებაში წუწუნს და შეზღდუდვას მიჩვეული უამრავი გაუცნობიერებელი ენერგოვამპირი გვხვდება
ichi
არ მითქვამს მე ვინმე მაწუხებს წუწუნითთქო უბრალოდ ესეც ენერგო ვაპირიზმია. ზედმეტი "სიყვარულის" გამოხატვაცკი ენერგო ვამპირიზმია ჩემის არით დააკვირდით და იგრძნობთ. აი რომ დაიწყებენ ვგიჯდები შენზე მიყვარხარ ჩემი სიხარული,სიყვარული და რავიცი კიდევ ...
ისე კარგია თუ არვიც აძლევ უფლებას შენთან იწუწუნონ და ეს ადვილად გამოგივა შენზე ნაკლები ენერგიის მქონე ადამიანთან, თანასწორთან ცოტა მოგერიდება რომ შეაჩერო და შენზე ძიერთან გექნება სურვილი წუწუნის და თუ დაიწყე ისიც არ მოგცემს უფებას ...
ichi
საერთოდ იმის მიღება გსიამოვნებს, რის მისაღებადაც მზად ხარ. ზოგს მხიარული ადამიანები არ უყვარს და აღიზიანებს, ზოგს პირიქით.
წინასწარ განწყობას, მზაობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ნუ დაყოფ ადამიენსბ ვამპირებად და კარგებად. ამიტომ ამბბს მატა, რომ ნდობით განეწყო ყველას მიმართ, ეს იყოს ძირითადი გრძნობა.
საერთოდ ენერგიის მიღებამაც ისევე შეიძლება დაგთრგუნოს, როგორც დაცლამ. გააჩნია შენ რა გჭირდება იმ მომენტში.
ნუ ე.ი. მაგ გაგებით, რაც აქ წავიკითხე...
ყველაზე დიდი ენერგო ვამპირები ბავშვები გამოდიან...
თვითონ არიან გაყურსული.... გარშემო ყველა კიდე იხარჯება ენერგიულად მისთვის....
თავიდან სასიამოვნოა.... 1 და 2 სთ. მარა აბა მთელი დღე დადექი და ეგრე ელოლიავე ბავშვს...
რო დაიღლები და ის კიდე ითხოვს, რო გაართო... ეთამაშო... და ა.შ.
სულ ფეხზე არ კიდია შენ დაიღალე თუარა?
მერე კიდე თუ წესიერად არ ექცევი და სიყვარულით არ ანებივრებ..... დაიწყებენ ტირილს, ჭყივილს, მაშინ როცა მშობელს აღარა აქ თავი უბრალოდ ამდენი ცანცარის
ერთადერთი პრასვეტი ისარი რო დააძინო ეს ბავშვი და საკუთარ თავს მიხედო.
mata
ბავშვი ანგელოზიცაა და დემონიც. გააჩნია ვის მიმართ. შენი დაღლილობა შენი არასწორი ცხოვრებიდან და ბავშვთან არასწორი დამოკიდებულებიდან გამომდინარეობს. შესაბამისად, ის ამ დროს დემონია. დემონს, ნუ ამ შემთხვევაში ეშმაკს კი ცუდი არასდროს უნდა შენთვის
accaaccaa ვარ
ზოგადად ენერგო ვამპირი ჩემი აზრით არასწორი ტერმინია
ანუ რა ხდება ჩემი გამოცდილებით, ყველაზე მძიმე და რთული სიტუაციაა ეკლესიაში ღვთის მსახურები ხშირ შემთხვევაში არიან ეგრეთ წოდებული ენერგოვამპირები( ყველაზე არ მაქვს საუბარი არამდედ რაგაც ნაწილზე )
აქ რასაც დავწერ ჩემი გამოცდილებით გიამბობთ არც წაკითხულს არც გაგონილს რაც პირადად მე გადამხდა, რაგაცეები შეიძლება მეშლება მაგრამ იმედია დაგემხარებათ თუ ვინმეს მსგავსი პრობლემა გქონიათ ან გექნებათ.
დავიწყებ ყველაფერს თავიდან ალბათ საინტერესო ისტორიაა ))
ესეიგი მოხდა ისე რომ ცხოველმა გამჩხაპნა და მოკვდა იქიდან გამომდინარე ჯარის კარანტინი მიწევდა ვერ მოვახერხე აცრის გაკეთება და მოხდა ისე რომ 1 თვით დავიგვიანე აცრა, და ერთ დღესაც ძალიან გავღიზიანდი რაგაცაზე და გამახსენდა ეგ ამბავი, უცფად ვიფიქრე ხომ არ ვცობდები თქო და ამ დროს რაგაც უცნაური გრძნობა დამეუფლა თავი ვერ გავაკონტროლე და ხმასაც ვერ ვიგებდი რამოდენიმე წამი ( პანიკური შეტევა) მაგრამ როგორია მაშინ არ ვიცოდი არაფერი და გადავწყვიტე რომ ვცოფდებოდი სახლში დიდი ვაი ვაგლახით ავედი მეშინოდა არ გავგიჯებული ყავი და ვინმესთვის რამე არ დამეშავა აქედან დაიწყო ყველაფერი უბედურება.
რამოდენიმე დგე თავის ტკივილი და უცნაური შეგრძნებები მქონდა იზმენებში ვიყავი. მერე წავედი ეკლესიაში მოკლედ ბევრი რო არ ვილაპარაკო შვილო ჩემო ეშმაკი გყავსო
თავზე ხელი დამადო წამიკითხა ლოცვა დაამთქნარა და ეგ რა შეგჩენია კინაგამ დამახჩოო
მითხრა ესა და ეს ფსალმუნი წაიკითხეო და 2 თვე მაგასთან დავდიოდი, თავიდან ცოტა მომეშვა თავის ტკივილები მაგრამ მერე დამეწყო ხანდახან დერეალიზაცია ნუ უკეთ რო აგიხსნათ რამოდენიმე წამი კანტუზიაში ხარ ყველაფერი ტრიალებს თავი გგონია ილუზიაში.
ღმერთი დიდია!!! რატომგაც მაკ ეკლესიაში რომ დავდიოდი ერთი გაჩირვეუი კაცი იყო რომელიც ტიროდა და ერთხელაც მივედი და ნუ ნერვიულობთ თქო ყველაფერი კარგად იქნება თქო ღვთის იმედი არ დაკარგოთ თქო ასე გავიცანი ეს ადამიანი.
ესეიგი ეს 2 თვე საჩმელს ძალიან ცოტას ვჭმდი და ძალიან გამოვიტე, ანუ ცოტას რო ვჭამდი გონება უფრო ნათელი მქონდა თავისტკივილი აგარ მაწუხებდა ისე,
ბოლოს უკვე რაგაც რაგაცეები შევამჩნიე ამ მღვდელს რომ მიუხედავად იმისა რომ რაგაც სასწაულებს ახდენდა და რაგაც ძალით მოქმედებდა ეს არ იყო ღვთისგან
ამას მივხვდი როცა მამა გიორგი ბასილაძის წიგნს ვკითხულობდი და ზუსტად მაგ მომენტში არ ვიცი რატომ არც შემშინებია და არც არაფერი მუცელმა კანკალი დაიწყო რაგაც ნერვიული რაგაც უცნაური .
მოხდა ისე რომ გაჭირებულ კაცმა ასეთი რაგაც მითხრა ბოლოს რომ ვნახე, მიუხედავად იმისა რომ მე მისთვის ჩემს შესახებ არაფერი მითქვია ან რანაირად უნდა გაეგო.
ადრე მეც მქონდა ეგეთი რაგაც მეგონდა დამზდევდნენო 1 თვე პატრიარქთან დავდიოდი და მამა აკაკი ლახვრის ლოცვას აკეთებს ავლაბარშიო , ხალხი იყო ჩვენს გარშემო მაგრამ ისე სულელურად თქვა რომ ჩემს გარდა ვერაავინ მიუხვდა.
და კიდე ერთი თვისება ეს მღვდელი რომელთანაც პირველად ვიყავი , ყოველთვის ცდილობდა დავემორჩილებინე აი ელემენტარულებით უთიერთობაში საკუთარ უპირატესობას მაჩვენებდა მაგრამ შენიღბულად თავიდან ვერ ვხვდებოდი, აი მაგალითად ის სანთელი აანთეო , კაცი გაიფიქრებდი მადლია გავაკეთებ ალბათ ისიც ამიტომ მეუბნებაო.
მოკლედ მივედი აკაკისთან მის წირვა ლოცვაზე რაგაც საოცარი შვება ვიგრძენი მაგრამ ვერ ვნახე რატომგაც, მეორე დგეს ისევ პირველ მღვდელთან მივედი მაშინ ბოლომდე მაინც არ მქონდა გაცნობიერებული რომ ის არ იყო ვიზევ ასახებდა თავს, ხოდა მინდოდა კაცურად მეთქვა რომ სხვასთან სიარული მქონდა გადატყვეტილი,
რატომგაც მამა აკაკის ლოცვის მერე გულთან რაგაც სიმსვიდის სითბოს შეგრძნება დამეუფლა ამას ისიც ემატებოდა რომ რაგაცნაირად ენერგიის აღქმა შემეძლო ალბათ ის მიმიხვდება ვისაც დიდი ხანი უმარხულია.
ესეიგი როდესაც შევედი პირველ მღვდელთან ტაძარში რაგაც სიბინძური შეგრძნება დამეუფლა, მეგონა რაგაც მეჩვენება თქო შემდეგ მობრუნდა ეს მღვდელი და ცუდი მზერა რამოდენიმე წამით მომაცერდა და რაგაც უცნაური თავის ტკივილი მქონდა , მეთქი ესეც მეჩვენება თქო და რამოდენიმე წამის შემდეგ ჩვენს შორი ვიგაც საშუალო ასაკის ქალი ატირდა ამის შემდეგ მღვდელმა დაღლილობა იგრძნო და თვალებს იფშვნეტდა, თითქოს არაფერი მაგრამ აშკარად რაგა ბრძოლა რაგაცაშI იყო საქმე.
იმის შემდეგ ბოლომდე დავრწმუნდი და აგარ მივსულვარ მასთან აკაკისთან დავიწყე სიარული.
ესეიგი მასთან დავდიოდი შემდეგ მოვემზადე საზიარებლად და ვეზიარე მაგრამ
გავაგრძელებ
Sandrika
საინტერესოა. ჯერ ერტი კითხვა მაქვს. ეს ყველაფერი იმიტომ დაგეწყო, რომ იფიქრე თითქოს ვცოფდებიო? ამის შიშის გამო?
tikomara
ხო ეგრე იყო ტავითან იოლ ფორმებში და მერე გაძლიერდა, რატო იძახიან რომ ზოგადად ჯადო ადრე თუ გვიან მაინც ამოქმედდებაო , ეს იმიტომ რომ ის ელოდება იმ მომენტს როდესაც სულიერად დაუძლურდები და შიშის საშუალებით ნელ ნელა გაიდგამს ფესვებს, განა ჯადომხოლოდ ერთხელ კეთდება და ვსო)) აქ ცოტა რთულადაა საქმე
სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლაა კეთილთა და ბოროტ სისტემათა შორის ) ამას მოგვიანებით დავწერ უბრალოდ დაგლილი ვარ გუშინ ვმუშაობდი გამენათევი ვარ
ბევრ საინტერესო რამეს დავწერ მხოლოდ საკუთარი გამოცდილებით რაც გადამხდა, და მერე გაავანალიზოთ თქვ ენი აზრიც მაინტერესებს დიდი ხანი არ შემოვდიოდი ფორუმზე
და კიდევ ვისაც მსგავსი რაიმე გჭირთ და ფიქრობთ რომ არაფერი შეიცვლება და უიმედოდ ხართ დამიკავშირდით რითაც შევძლებ ყველაფრით დაგეხმარებით
Sandrika
კარგად მსჯელობ
მამა აკაკისთან ერთხელ ვიყავი კვეთებულის ლოცვაზე, მარა ძალიან ცუდად გავხდი... მეთქი ან ეხლა დავეცემი...ან ეხლა და
სასწრაფოდ გამოვედი და წამოვედი... მეტი აღარც მივსულვარ იქ
მე როდესაც მამა აკაკისთან მივედი 2 თვეის ნაშიმშილები ვიყაავი საოცრად გამოფიტული და როდესაც დამლოცა ( მერე მივხვდი თუ რატომ არის ეკლესიაში ეს წესი )
სიტყვით ვერ აღგიწერთ მივხვდი ვინ იყო, მამ გიორგიც წერდა თავის წიგნში 3 დღის ნამარხულები მაინც უნდა იყო როდესაც მიდიხარ ნამდვილ მღვდელთანო.
კვეთებულის საერთო ლოცვაძე მეც ცუდად ვიყავი, ეგ ჩვეულებრივი ამბავია. ( ყველა ცუდადაა გარშემო რო გაიხედო არ ვიცი რატო )
მოკლედ პირველად რო ვეზიარე დავიწვი ანუ მუცლიდან მოყოლებული თავამდე ცეცხლი მომეკიდა შიგნიდან ისეთი მტკივნეული არაფერი ყოფილა ჩემს ცხოვრებბაში.
მეორე ზიარების შემდეგ უკვე კარგად ვარ რამოდენიმე თვეა. (მამა აკაკისთან ვეზიარე)
დეტალურად რა და როგორ მოხდა ვერ დავწერ უბრალოდ ძალიან ბევრი რაგაცაა მაგრამ შევეცდები საერთო აზრი გადმოვცე რაშია საქმე
არსებობს ადამიანები რომლებიც ემსახურებიან ბოროტებას უბრალოდ მათ არ იციან, მოვიყავნ მაგალითს აპოკალიპსიდან , განა უფალო ჩვენ შენი სახელით არ ვაძევებდით ეშმაკს ხოლო ის პასუხობს რო ისინი მას არადროს უცვნია, პირველ მღვდელძე მაქვს საუბარი
რატო ხდება ასე?
მე რო ისეთ მდგომარეობაში უფრო დიდი ხანი ვყოფილიყავი, შიშის გამო დავიწყებდი მაგიის პრაკტიკას, გინდა არ გინდა როდესაც საჩმელს აღარ ჩამ და მარხულობ გეძლევა ღვთისგან ხედვა , იმიტომ რომ ის სამართლიანია, ამა ემატება შენი პანიკური მდგომარეობა და გეძლევა ძალა, უკეთ რო ავხსნა მაგალიტად, როდესაც ერთხელ ესე ცუდად ვიყავი ძაღლმა დაიყეფა გავღიძიანდი და სიკვდილი ვუსურვე გულში დიდი ემოციით ძაღლი გაიქცა და მანქანამ კინაგამ გაიტანა, ასევე ვგძნობდი ენერგიას, ანუ პანიკურ აშლილობა რააა? სულ შფოთვები ანუ ეშმაკები გაწუხებენ , და თუ მაგით პრაკტიკას დაიწყებ გვექცნოვიერით მათთან კავშირს დაამყარებ შეიძლება იფიქრო რომ ღმეთს ემსახურები მაგარმ შენი ბატონი მისი მტერი იქნება ანუ ხიბლშI ამოყობ თავს.
ამ მდგომარეობას გაუარესებს ის რომ ბოროტის მსახურებთან ურთიერთობა გექნებათ, ისინი შეიძლება იყვნენ როგორც მღვდელი ისევე ჩვეულებრივი ერშI მოღვაწერ
მათი ამოცნობა მხოლოდ ამპარტავნებით და ფარისევლობითაა შესაძლებელი ხოლო ღვთის მსახურების თავმდაბლობით და სიწმინდით
რაც შეეხება სასწუაულებს პირველ მღვდელი ჩემს თვალწინ აკეთებდა, ხოლო ნამდვილი მღვდელი შენს სულში მოახდენს სასწაულს რომ ის არ განადიდო .
Sandrika
გააგრძელე როცა მიიცლი
როდესაც ესეთ დაძაბულ სიტუაციაში ხარ რაღაც ცუდი ან კარგი რომ ხდება უკავშირებ არარიალურს ანუ უკეთ რომ ავხსნა სიმბოლიკურ აზროვნებას ეჩვევი
მაგალითად ცოტა ცუდად გახდი თავბრუ დაგეხვა და რამდენიმე წუთის წინ რაღაც გააკეთე, შენ ქვეცნობიერად და ცნობიერად Fიქრობ და გიყალიბდება რწმენა რომ ამას თუ გააკეთებ ესე მოგივა, უკეთ რო ავხსნა სულიერ მონობაში იმყოფები. თავს იძღუდავ მოქმედებებში, შეძღუდული ხარ
პირველ მღვდელზე და მამა აკაკიზე მოვიყვან შედარებებს, მამა აკაკისგან არასდროს მიგვრძნია და გამიგია რომ რაღაც ეიძულებინა გამეკეთებინა, ყოველთვის დისტანცია იჭერდა და რასაც შევეკითხებოდი ზუსტად იმ პასუხს მივიღებდი რაც მჩირდებოდა უანგაროდ, პირველ მღვდლისგან ყოველთვის ვხედავდი მაიძულებდა ეს და ეს გამეკეთებინა, ესე პირდაპირ კი არა ირიბად ხომ ხვდებით, და როდესაც მასთან ვიყავი პირველად შვილო ჩემო ეშმაკები გყავსო. ხო ხვდებით ამის მოსმენის შემდეგ როგორ ცუდად ვიქნებოდი,
ხოლო მამა აკაკის რომ მოვუყევი ჩემი მდგომარებოის შესახებ, არ გიმარხულია შვილო იმარხულე იარე სისტემატიურად ეკლესიაში და გაგივლისო.
ზპგადად საქართველოს მოსახლეობის 90 % ზე მეტს აქვს ეკლესიის ნდობა, ეხლა რო დაუკვირდეთ პირველ რიგში ეშმაკი სად იჩალიჩებს რომ ფეხი მოიდგას რა თქმა უნდა ეკლესიაში მანდაა ყველზე დიდი ბრძოლა.
და ეს ჩარჩოები და დამახინჯებული მართმადიდებული აძროვნება ჩარჩოებშიმოქცეული მრევლი, სიმბოლიკური აზროვნება შედეგია არასწორი სულიერების.
ამის შემხედვარე ნორმალურად პრაგმატულად მოაზროვნე ადამიანები ბრკოლდებიან და ზოგადად ცუდი სიტუაციაა.
კიდევ ეთი მომენტი არის სასულიერო პირი რომელივ ცოტა მოსულელურად იქცევა ძალიან მოხუცია მრევლს უყვარს და პატივს სცემენ გგონიათ რომ სალოსობს მაგრამ სამწუხაროდ ნამდვილი სალოლს როგორ წესი ვეხ მიუხვდებიან სალოსობაში ))
მოკლედ ეს ჩვენი ცხოვრება ტრაგი კომედიაა რა
კიდევ ერთი რამ, რომ ეშინიათ ეშმაკეულების და აშ
ადამიანი ღმერთსგან შორს რომ არის აკლდება მისი მFარველობბა და ამ სულიერ უძლურების პერიოდში ჯალათებითავს ესხმიან,
ეს შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური ასევე ფიზიკური ნებისმიერი დავაადები და სენი წყარო არის უღმერთობა ამის მოსაშორებლად აუცილებელია რომ ადამიანმა
უსისხლო მსხვერპლი ანუ მარხვა ან რაიმე ცუდი პრივიჩკის მოშორება რომ გამოჯანმრტელდეს,
თუ რაღაც გინდა უნდა გაიღო მსხვერპლი ესე მართივადააა ყველაფერი.
Sandrika
მე რასაც ვუკვირდები, ადამიანის ფსიქიური მდგომარეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეზოთერულ ენაზე მენტალური და ენერგეტიკული სიძლიერე და მზადყოფნა არის მნიშვნელოვანი რათა არმოექცეს სხვისი გავლენის ქვეშ, რათა არ მოექცეს საკუთარი რწმენების გავლენის ქვეშ, რათა შეძლოს სრული სურათი დაინახოს. ამისთვის არ არის აუცილებელი გენიოსად დაიბადო - მთავარია საკუთარ თავში გარკვევას ცდილობდე, სწავლას ცდილობდე და გზები გაგეხსნება. ზოგს უწევს ასეთი გამოცდების გავლა, მეც მომიწია. დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ შეხედავ მოვლნებს.
თუნდაც ენერგო ვამპირთან ან უფრო ძლიერი და მზაკვარი ადამიანების გავლენებზე ვისაუბროთ. როცა ასეთი რამ შეემთხვევათ, ზოგი იწყებს ტირილს, წუწუნს და თავის შეცოდებას, რომ დაჩაგრეს და რა ცოდოა და ამ მდგომარეობაში რჩება. ზოგი კი უყურებს რა ხდება და რატომ და სწავლობს მეტს.
სწორედ ამ დღეებში ვკითხულობდი ოშოზე განაწყენებული მოსწავლის ბალდებებს ოშოს მიმართ. ის საყვედურობს, რომ მართალია დაეხმარა ოშო, მაგრამ სამაგიეროდ მისი გავლენის ქვეშ მოექცა და საძაგლობების ჩადენას აიძულებდა. სინამდვილეში არავინ გაიძულებს რამეს შენი ნების გარეშე. და არავის ბრალი არ არის თუ საკუთარი ნება არ გაქვს, თუ საკუთარი აზრის ქონის გეშინია. ეს პასუხი იმ სტატიის ავტორს, შენ არ გეგონს
რაც შეეხება ოშოს, მამა აკაკის და შენს პირველ მოძღვარს - არავითარი მნიშვნელობა არ აქვს შენთვის, როგორც მოსწავლისათვის ვინ არიან ისინი - წმინდანები, ცოდვილები, კეთილები, ბოროტები - მთავარია შენ როგორ უყურებ, რას იღებ, რას სწავლობ მათგან. ყოველი მათგანი მნიშვნლოვანია შენს ცხოვრებაში, ყველა მომენტი საჭიროა და უნდა მიიღო მშვიდად, არა ემოციურად. უბრალოდ დააკვირდი იმას, რასაც ვერ ცვლი.
ვიცი რომ ეს გესმის, შენს ნაწერებში ეს იგრძნობა და ამიტომაც მომწონხარ.
არავითარი გურუ-მამაო არ მყოლია, მაგრამ ოჯახის წევრმა მიმიყვანა მსგავს მდგომარეობამდე. ის ჩემს თვალში არის ენერგოვამპირი, მუდმივად ცდილობს გავლენა ჰქონდეს და მართოს. მარტივია თქვა, "დააკვირდი და მიიღე" ასეთ მოვლენებზე. პირიქით ძალიან მტკივნეულია, მას მერეც კი, როცა გათავისუფლდები მისგან და უკვე შორიდან უყურებ რა როგორ მოხდა. მაგრამ ჩვენ შევძელით ამისი დაძლევა და წინ მივდივართ.
იყავი თუ არა სხვა ადამიანი მაგ მოვლენამდე? და რა შეიცვალა მას შემდეგ?
ესაა მნიშვნელოვანი
აუ შენ გენაცვალე რა ტიკომარა ერთი ერთში გაარტყი გეთანხმები ყველააფერში
თავის შეცოდებაზე რაც დაწერე მაგის დაწერა მინდოდა პროსტა სხვა თემის გახსნას ვაპირებდი მაგრამ მაინც ვიტყვი ბარემ აქ
ესეიგი ზიარების მერე რომ დავწერე დავიწვი თქო რატო? მიზეზი არ გაინტერესებთ?
ესეიგი ზიარების შემდეგ ცოტა სიმხურვალე ვიგძენი მუცელში( ალბათ ღვინო რომ დავლიე უზმოზე მაგის ბრალი იყო )
და ზიაების შემდეგ ლოცვებში რომ წერია თხოვნით უფლის მიმართ გთხოვ ნუ დამწვავ მსგავსად უღირსისა
რატომგაც ავიჩემე რომ უნდა დავწვარიყავი, საკუთარ თავს შევუქმენი პრობლემა, და როგორ აგიხსნად ჩემი ცნობიერი თითქოს რაღააც უძლურებამ მომიცვა ღმერთს თავის შეცოდება დავუწყე ლოცვაში
და მაგის შემდეგ მოყვა დაწვა
ცოტა რო ვუკვირდები ეხლა ვფიქრობ ესეიგი სულიერი მდგომარეობა რაა ?? ჩვენ ხო სულ მუდამ განხსვავებულ მდგომარეობაში ვართ ხან ასსე ხან ისე, ის მდგომარეობა როდესაც შენი მთელი ნერვიული სისტემა ეშვება სატანურ მდგომარეობაში ხდება ადამიანი ღმერთს თავს აცოდებს ეს ფარული თავმდაბლოლბა ძალიან საშიში მდგომარეობაა
და ამასა მოყვა ჩემი დასჯა და მადლობა ღმერთს ამას მივხვდი.
ისე მეც მეგონა ადრე რომ რაღაც ოსტატი თუ არ გყავდა უმისოდ ვერანაირად ვერ მოახერხებს ადამიანი განვიტარებას მაგამ ვუკვირდები ეხლა რომ მთავარი ადამიანი რა შენ თუ მოინდომებ და იშრომებ თუმცა ვფიქრობ რო განსაკუთრებულ რთულ მდგომარეობში და ზოგადად ადამიანი როდესაც რთულ განსაცდელს წააწყდება აუცილებელია მათგან რჩევა და დახმარება იმიტომ რომ უბრალოდ მეტუ გამოცდილება აქვთ
ისე კაი იქნებოდა ამ ფორუმზე სულიერი ხედვა გაგვეხსნა თემა რაც ძალიან მნიშველოვანი და ამავდროულად რთული ამოსახსნელია და დავეხმაროთ ერთმანეთს რომ თუნდაც არასწორი რწმენა ჩამოგვიყალიბდეს და ზოგადად სვებს რათა ფანატიკური აზროვნება არ განუვითარდეთ რას იტყვით ? )
და ძალიან გლი მწყდება რა ვინც თუნდაც ჩემნაირ მდგომარეობაში იყო რაღაც პერიოდი შემდეგ ეს ფსიქიკური პრობლემები და ძალიან მოწყდნენ რეალობას ამგრად მეცოდებიან საშინელი გაურკვევლობის და დიდი შიშის შეგრძნებაა როცა ფსიქიკურად გაწუხებს რაგაც და ვერ ხვდები და არ იცი რა მოგივა, ბევრი თვითმკვლელობით ამთავრებს (((
კაი იქნება რომ რამენაირად გავხსნათ ისეთი თემები რომ ადამიანებს მეტი ინფრმაცია ქონდეთ ამის შესახებ და მკურნალობის გზებიც ვაჩვენოთ როგორ ექიმის ისევე სულიერი ანუ ცხოვრების წესი და მსოფლმხედველობის შეცვლა )) ძალიან გამიხარდება თყ თქვენც დაინტერესდებით, ისეთ ქვეყანააშI ვხოვრობთ ყოველ მეორეს ნევროზი აწუხებს (
თემა გახსენი რაზეც გინდა შესაბამის განყოფილებაში
რაც შეეხება სხვების მკურნალობას, თვითონ უნდა სურდეს განკურნება და გზას იპოვნის, ამ ნაწერებშიც დაინახავს რამე მინიშნებას.მე პირადად ვერ ავიღებ საკუთარ თავზე ვინმეს ვასწავლო. ჩვენს გამოცდილებებს იმიტომ ვყვებით აქ, რომ ვისაც აინტერესებს და აქვს მსგავსი გამოცდილება წაიკიტხოს და გაიგოს, ან აქეთ გვირჩიოს რამე.
ნერვოზი რომ აქვთ, ეგ ნორმად მიაჩნიათ ბევრს და კიდევ ერთი მიზეზი გაუგონ და აიტანონ მისი კაპრიზები.
რაც შეეხება ზიარებას - გწამდა და განიცდიდი კიდეც, ყველა სხეულით იყავი ჩართული პროცესში და ამიტომაც მოხდა რეაქცია. თორემ იმდენი იძახის მტვერი და მატლი ვარო, ცეცხლი არა ის იგრძნეს კიდე
მიყვარს ენერგოვამპირებთან თამაში
ცეცხლთან თამაში
ენერგო ვამპირმა რამე თუ დამიშავა თავიც მექნება მოსაკლავი
ხანდახან ადამიანებთან ლაპარაკი დამღლელი მეჩვენება.. ყოველდღიური საქმიანობა მირჩევნია მარტომ ვაკეთო, ვიდრე ვინმესთან ერთად, იმიტომ რომ ლაპარაკი მომიწევს.
მაგალითად, სამუშაო სივრცეში ერთი ისეთი ადამინია, რომელიც ქაოტურად ფიქრობს და ერთი თემიდან მეორეზე ხტება.. ყურადღება მეფანტება.. ის რაც განსაზღვრული მქონდა რომ გამეკთებინა, ამ ადამიანთან მეტი დრო ჭირდება ყველაფერს...
რახან ამ თემამ ამოიწია
აი, ნერვები მეშლება ჩემს თავზე
ამდენი ხანია ეზოთერიკაში ვარ და მხოლოდ ბოლო რამდენიმე წელია
დავიწყე დაკვირვება და ენერგეტიკული ცოდნების გამოყენება უშუალოდ პრაქტიკაში, სხვა ადამიანებთან ურთიერთქმედებისას. მანამდე სად ვიყავი?
ვგულისხმობ როდესაც ახორციელებენ ენერგეტიკულ ზემოქმედებებს, ცდილობენ მანიპულაციებს, გავლენის ქვეშ მოქცევას, ენერგოვამპირიზმს და ა.შ.
მანამდე ეზოთერიკა ცალკე იყო და რეალური ცხოვრება ცალკე,
მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს
თუმცა ბრძოლებმაც ძაან იკლო, ალბათ გრძნობენ, რომ კარგად შეიარაღებული ვარ და მერიდებიან
გავძლიერდი და ახლა უკვე მე გამირბიან. ვეღარც ვტესტავ
chemikerin
earth
ადრე ვმუშაობდი მარტო, ეხლა ერთ-ორ ადამიანთან მიწევს მუშაობა და მენატრება ძაან ხანდახან რო მახსენდება რა კარგი იყო
chemikerin
სულ მარტოდ მუშაობდი? მერე არ გაკლდა რამე?
მე ვაპირებ როგორც მოვახერხებ წასვლას სოფელში, (სულ მარტო არა ჩემს ქმართან) თან ისეთ ადგილზეა სახლი, ტყეში თითქმის და ახლოს არავინ ცხოვრობს. მე მიყვარს სიმარტოვე, მაგრამ ხანდახან მიჩნდება ფიქრი, ნუთუ მართლა მომეწონება?
earth
ყოველთვის არა მაგრამ გარკვეული პერიოდი მარტო მიწევდა მუშაობა და უკეთ გამომდიოდა კონცენტრაცია. სამუშაო სივრცეში კარგია სიმარტოვე..
მეზარება small talk-ები
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)