მოკლედ და კონკრეტულად გვჭირდება ადამინი, კოკრეტულად რეიკის ოსტატი, რომელსაც ინიციაცია აქვს მიღებული აღმოსავლეთში. თუ არსებობს ასეთი ვინმე საქართველოში შემატყობინეთ...
შარლატანებმა თავი არ შეიწუხოთ...
შემოგვიერთდით რეიკის კლუბში:
https://www.facebook.com/pages/reikige/297228573738366?ref=hl
––––––––––––––––––––––––––
–––––
http://www.radikal.ru
რატომ მაინცდამაინც აღმოსავლეთში? და რისთვის გჭირდებათ რეიკის ოსტატები?
violetflame
რატომ მაინცდამაინც აღმოსავლეთში? და რისთვის გჭირდებათ რეიკის ოსტატები?
რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა მიიღოს ინიციაცია და ჩაებას რეიკის სისტემაში, ჩანაფიქრი ეს არის
http://www.radikal.ru
ეგ გასაგებია, მაგრამ თქვენ დააკონკრეტეთ აღოსავლეთი რეიკის ერთი ენერგიის წყაროა კოსმიურად - დღევანდელ დღეს ადამიანები თავად ერთვებიან ამ ენერგიის ქსელში უშუალოდ კოსმოსიდან... ასე, რომ ვისაც სურვილი აქვს (და მზად არის ამისთვის!) მიზანს მიაღწევს კიდეც. კარგი იდეაა და კარგი იქნებოდა უფრო ყ ვ ე ლ ა ს მომცველი რომ იყოს და არა გამყოფი რაღაც 'მიმდინარეობების' მიხედვით...წყარო ერთია მთავარი განზრახვაა
violetflame
რეიკის ერთი ენერგიის წყაროა კოსმიურად - დღევანდელ დღეს ადამიანები თავად ერთვებიან ამ ენერგიის ქსელში უშუალოდ კოსმოსიდან... ასე, რომ ვისაც სურვილი აქვს (და მზად არის ამისთვის!) მიზანს მიაღწევს კიდეც. კარგი იდეაა და კარგი იქნებოდა უფრო ყ ვ ე ლ ა ს მომცველი რომ იყოს და არა გამყოფი რაღაც 'მიმდინარეობების' მიხედვით...წყარო ერთია მთავარი განზრახვაა...
გეთანხმებით...
violetflame
კარგი იქნებოდა უფრო ყ ვ ე ლ ა ს მომცველი რომ იყოს და არა გამყოფი რაღაც 'მიმდინარეობების' მიხედვით...წყარო ერთია მთავარი განზრახვაა..
ცოტა არ იყოს მაღიზიანებს, რომ ეს 'გამყოფი' მიმდინარეობა' არსებობს, მაგრამ მასაც აქვს თაავისი გამართლება...
'რეიკის' სწავლება თავს უყრის ერთად კოსმიური ენერგიის გადაცემის მეთოდებს, ეს მეთოდი არის მხოლოდ და მხოლოდ ცოცხალ ორგანიზმებზე ხელების საშუალებებით კოსმიური ენერგიის გადაცემა, როგორც ადამიანისთვის სარგებლიანობის მომტანი და ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოსაყენებელი... უბრალოდ, მარტივად და გასაგებად...
მიკაუ უსუიმ არ მოინდომა 'რეიკის' დაპატენტება, რამდენადაც მან იცოდა, რომ რეიკი მისი საკუთრება არ იყო, 'რეიკი' ყოველი ცოცხალი არსების საკუთრებად გამოაცხადა, ასეც არის... რეიკი, ღვთის მადლი, კოსმიური ენერგია ყოველ ჩვენთაგანშია, ის ჩვენია და ჩვენ გვეკუთვნის!
მიკაუ უსუიმ მხოლოდ და მხოლოდ რაღაც ჩარჩოში მოაქცია 'რეიკი' და მას მისცა სწავლების სახე...
ჩვენებურად 'რეიკი' ღვთის მადლია და მისი გამოყენების საშუალებებზე მინდა, რომ ადამიანებმა უფრო მეტი იცოდნენ....
http://www.radikal.ru
რეიკი ნიშნავს უნივერსალურ ენერგიას და მისი გამოყენება, როგორც თქვენ თქვით, ყველას შეუძლია - ის ყველასთვის ხელმისაწვდომია. თუმცაღა, არსებობს სხვადასხვა სიხშირისა და ენერგიის ენერგიები. რეიკი გათვლილია ჩვენი განვითარების დომეზე მყოფი ადამიანებისთვის. ჩვენი ორგანიზმი ჯერ-ჯერობით ვერ გაუძლებდა უფრო მაღალი სიხშირის ენერგიების მიღებას.... კარი წამოწყებაა, მაგრამ ასე ინტერნეტით მხოლოდ ინფორმაციებს თუ გაცვლით ან მაგალითებს მოიყვანთ პრაკტიკული სეანსების შესახებ. თუ საშუალებაა კარგი იქნებოდა შეკრებილიყავით და ერთმანეთისთვის ჩაგეტარებინათ რეიკის სეანსები პრაქტიკისათვის...
როგორ უნდა გამოიმუშავო ეს ენერგია?
ამ ენერგიის გამომუშავება არ ხდება- ეს არის ენერგიის წყარო რომელშიც უნდა ჩაერთო... თუმცაღა, რაც ჩვენს გარეთ არის ის ჩვენშიც არის. ასე, რომ თუ ძალიან მოინდომებს ადამიანი შეიძლება თვითონ გახდეს ენერგიის წყარო ( ეს ალბათ უფრო ფუტურისტული იდეაა, ანუ ახლო მამავალში ადამიანს ვერ ექნება ეს უნარი)
იესო და რეიკი?!
----------------------
იყო თუ არა იესო რეიკის ოსტატი?
„ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ნებისმიერი, ვისაც ჩემი სჯერა, შეძლებს ისეთივე სასწაულების მოხდენას, როგორსაც მე ვახდენდი და კიდევ უფრო უდიდეს სასწაულებს მოახდენთ...“
იმ უამრავ საწაულთაგან, რაც კი იესოს განუხორციელებია, იყო ის, რომ მას განუკურნებია ადამიანები დავრდომილობისაგა, ციებცხელებისაგან, კოჭლობისაგან, სისხლდენისაგან, კანის სნეულებებისაგან, გონებაშეზღუდულობისაგან, სიბრმავისაგან, სიყრუისაგან. ამ ჩამოთვლილი ავადმყოფობის დიდი ნაწილი განიკურნა მხოლოდ ხელის დადებით...
(ლუკას სახარება, თავი 4:40): „როცა მზე ჩადიოდა, ხალხმა იესოსთან მიიყვანეს ყველა, ვინც იყვნენ დაავადებული სხვა და სხვა დაავადებებით. იესომ მხოლოდ ხელის დადებით განკურნა ისინი.“
(მათეს სახარება, თავი 8:14–15), იესო ხელის მიკარებით კურნავს პეტრეს სიდედრს ციებცხელებისაგან.
(მათეს სახარება, თავი20:29–34) აღწერილია, თუ როგორ განკურნა იესომ ორი უსინათლო ადამიანი თვალებზე ხელის დადებით...
(მარკოზის სახარება, თავი 7:32–35) ასევე ხელის დადებით კურნავს იესო ყრუმუნჯს.
შეინიშნება ძალიან ბევრი საერთო იესოს მიერ ხელის დადებით ადამიანების განკურნებასა და რეიკით მკურნალობას შორის.
კიდევ ერთი უტყუარი მსგავსება მდგომარეობს იმაში, რომ იესოს შეეძლო გადაეცა სხვებისთვის ეს მკურნალობის ნიჭი.
ჩვენ ვხედავთ ლუკას სახარებაში (თავი 9:1–2), რომ იესომ თავის თორმეტ მოსწავლეს გადასცა ხელმწიფება განედევნათ დემონები და განეკურნათ ადამიანები.
ჩვენ არ ვიცით თუ როგორი მეთოდით გადასცემდა იესო ამ ნიჭს თავის მოსწავლეებს, მაგრამ თვითონ ფაქტი გვიჩვენებს მის მსგავსებას რეიკთან.
იესოს, როგორც მკურნალის უნარი –რომელიც რეიკის მსგავსია, მდგომარეობს რწმენაში.
იესო გაოცებული დარჩა, როცა აღმოაჩინა, რომ მის მიერ განკურნებული ადამიანები ურწმუნოები იყვნენ (მარკოზის სახარება, თავი 6:5–6): „მას ამაზე მეტი სასწაული არ მოუხდენია, გარდა იმისა, რომ იგი ხელის დადებით კურნავდა ადამიანებს და ის განცვიფრებული იყო იმით, რომ ამ ადამიანებს რწმენა არ გააჩნდათ)
ესეც არის რეიკის ერთერთი დამახასიათებელი თავისებურება: რეიკის მიმღების მხრიდან არ არის აუცილებელი რწმენა, რათა რეიკით მკურნალობამ შედეგი გამოიღოს...
ფაქტია, რომ იესო ფლობდა საიდუმლო ცოდნას, რომელსაც ის გადასცემდა მხოლოდ მათ, ვისაც გადასცემდა მკურნალის ნიჭს. კარგად არის ნაჩვენები მათეს სახარებაში (თავი 13:10–11) და მარკოზის სახარებაში (თავი 4:10 და 34). საიდუმლო ცოდნა – ასევე წარმოადგენს რეიკის შესწალის საგანს.
უცნობია, იესო ფლობდა თუ არა ხელით შეხების მეთოდს ბავშვობიდანვე, რამდენადაც ბიბლიაში იესო საერთოდ არ არის ნახსენები თუნდაც 12 წლის ასაკში...
ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს, რომ ადრეულ ასაკში იესო იყო აღმოსავლეთში და რომ მან მიიღო საიდუმლო განათლება ინდოეთში, ტიბეტში ან ჩინეთში. თუ ეს სიმართლეა, გამოდის, რომ იესო ეზიარა რეიკის, ან არადა რაღაც ამის მსგავსს... რამდენაც რეიკი იღებს სათავეს სწორედ ამ ადგილებში...
უილიამ რანდი
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––
რეიკი - ეს არის არატრადიციული მედიცინა, რომელშიც გამოიყენება ტექნიკა ე.წ. "ხელების შეხებით" ავადმყოფის განკურნება.
რეიკის მეთოდი დააფუძნა 1922 წელს იაპონელმა ბუდისტმა მიკაო უსუიმ.
რეიკი ნიშნავს:
რეი - სამყარო, სული
კი - ენერგია, აზრი, განწყობა.
--------------------------
ეს, ისე, მოკლედ წარმოგიდგინეთ რეიკის არსი...
მართლაც რა არის რეიკი?
ჩინელი ბუდისტი - მიკაო უსუი რეიკის გამომგონებლად გვევლინება?!:)
ჩვენთვის კი ის 2000 წელია ნაცნობია.
მართლმადიდებლობისთვის მიუღებელი, რამდენადაც მას ოკულტიზმად მიიჩნევს. ე.წ. "რეიკი" სხვა არაფერი არ არის თუ არა "ღვთის მადლი".
"ღვთის მადლი" იესოს დაბადებიდან დღემდე ქრისტიანული სამყაროსთვის კარგად არის ცნობილი...
მრავალი წმინდანი - მკურნალი (ეხლა აღარ ჩამოვთვლი) გაგვიგია და ვიცით, რომელნიც ლოცვითა და უშუალო კონტაქტით კურნავდნენ ადამიანებს მრავალი სნეულებებისაგან.
მე არ მესმის, რატომ უკეთებენ იგნორირებას სასულიერო პირები ამგვარ რამეს? რატომ თვლიან, რომ ღვთის მადლის გამოყენება ადამიანის გადარჩენისთვის აუცილებლად ოკულტიზმია? გამოდის, რომ
ქვემოთ ჩამოთვლილი წმინდანები ოკულტიზმით იყვნენ დაკავებულები... ამისი გაფიქრებაც კი მკრეხელობაა ყველა დამეთანხმებით...
წმინდა პანტელეიმონი
წმინდა ნიკოლოზ სასწაულმომქმედი
წმინდა ბარბარე
წმინდა გიორგი
წმინდა კვიპრიანე
წმინდა ირინე
წმინდა მამა გაბრიელი, რომლის საფლავთან ახლოს დგომაც კი კურნავს...
წმინდა მამა ვიტალი...
ეს არის ძალიან მცირე ჩამონათვალი იმ მორწმუნე - წმინდანებისა, რომელთაც შეეძლოთ ლოცვებითა თუ უშუალო კონტაქტებით ადამიანების განკურნება უმძიმესი სნეულებებისაგან...
მაშ, რაშია საიდუმლო?
საიდუმლო არის ღვთის სიყვარულში.
საქმე იმაშია, რომ ღვთის სიყვარულითა და გამუდმებული ლოცვებით ადამიანები სულ უფრო და უფრო ვუახლოვდებით ღვთის სამყაროს, შემომქმედს... უფრო მეტი და მეტი მადლი გადმოდის სამყაროდან ჩვენზე, გულმხურვალედ მლოცველებზე
ღვთისა და სხვა და სხვა წმინდანების ხატები სხვა არაფერი არ არის თუ არა ღვთის სამყაროში გაჭრილი სარკმელი.
იყავით მორწმუნენი ღვთისა. შეიცანით თქვენი თავი...
მოინანიეთ ცოდვები...
იესოს ათ მცნებას მისდიეთ...
შეიყვარეთ იესო...
P.S. „რეიკი“ – იგივე „ღვთის მადლი“ ჩვენშია და მისი გამოყენება ყველამ უნდა ვიცოდეთ, ეს აუცილებელიცაა...
http://www.radikal.ru
ძალიან კარგია ეს ყველაფერი და დიდი მადლობა ამდენს რომ შრომობთ. ერთ რამეს შევნიშნავდი, რეიკი არის უნივერსალური და მას რელიგია არ გააჩნია , ანუ ნებისმიერი მრწამსისა და რელიგიის ადამიანს შეუძლია მისი გამოყენება (და სხვათაშორის მათაც ვისაც ღმერთი საერთოდ არ სწამთ, მაგრამ სჯერათ ენერგიებით მკურნალობისა), როგორც პრაქტიკოსს ან მიმღებს...
როგორც ვიცი ნიკოტინი, ალკოჰოლი, კოფეინი(და კიდე ბევრი ბევრი) ხელს უშლის ადამიანის ენერგიის სწორ გამოყენებას. მე მინდა დავიწყო პრაქტიკული სავარჯიშოები აგვისტოდან. თითქოს ყველაფერზე გამაჩნია პასუხი და ვიცი რა როგორ უნდა. არ ვიცი როგორ ვიღებ პასუხებს, მაგრამ შინაგანად ყველაფრისკენ მიმავალი გზა ვიცი. შეიძლება კონკრეტული ნაბიჯები არ ვიცოდე, მაგრამ მასთან აუცილებლად მივყავარ გარემოს, როგორც კი ენერგიას მისკენ მივმართავ.
თამბაქოს ვეწევი და ახლა ცოტ-ცოტათი უნდა დავანებო თავი, რაც, ვფიქრობ, დიდ ენერგიასა და იმედის ნაპერწკალს ჩამიგდებს. ისე, ოპტიმისტი ვარ და არ მეგულება რაიმე, რასაც ადამიანი ვერ მიაღწევს შრომითა და ძალისხმევით.
საინტერესო ის არის, რომ ყოველ დღე ვხედავ ჭიდილს. არ მინდა ბოროტებას ცუდი მხარე ვუწოდო, რადგან, ვფიქრობ, მისი მიზანი სულ სხვა რამეა. როცა ვხედავ და ინტუიციასაც არ მივყვები, მომავლის გეგმებში ბევრი ''პრობლემა'' ჩნდება. ან ვიღაც გახდება ავად, ან მე რაღაც მომივა და ა.შ. ყველაფერი მატერიულ სამყაროში გადმოდის რაც კი ამ შინაგან ბრძოლებში ხდება(ბრძოლის შედეგი).
მოკლედ, მინდა ჩამოწეროთ ნაბიჯები, თუ როგორ დავეუფლოთ რეიკს და შევუერთდეთ ამ ,,ღვთიურ მადლს''. violetflame ვიცი, რომ http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=1987&st=20 თემაში წერთ. მინდა ერთ მთლიან პოსტად ვნახო(ან თუნდაც დალაგებულად, მიყოლებით) ეს ნაბიჯები, თავისი სირთულეებით, თავისი პარალელებით, სიძნელეებით, ,,ხიფათებით'' და მთელი ეს მოგზაურობა რეიკის დაუფლების სავალ გზაზე.
მადლობა ყურადღებისთვის.
დიდი სიამოვნებით თუ ჩატარდება რეიკის სეანსები მეც მიიღებ მონაწილეობას ( რეიკის ინიციაცია ახალი გავლილი მაქვს და მინდა განვავითარო სხვა ადამიანებზეც )
ketevan
ჩემ კითხვას მაინც არ უპასუხეთ, დარწმუნებული ვარ უნებლიედ გამოგრჩათ
როგორ აპირებთ შარლატანის გარჩევას არაშარლატანისგან?
ამის რამდენიმე ვარიანტია:
1. უნდა ხედავდე უშუალო შედეგს, რაიმე ხელშესახებს, რაც ფაქტის წინაშე დაგაყენებს, რომ ეს პიროვნება ნამდვილად ფლობს გარკვეულ უნარს.
2. უნდა არსებობდეს ვიღაც შეურყვნელი ავტორიტეტი, ამ საქმის მასტერი, ვინც დაადასტურებს მის უნარს და კითხვები აღარ დარჩება.
3. თვითონ უნდა იყო უფრო მსხვილი კალიბრის შარლატანი.
4. "იღბალს მივენდობი"
5. ???
MinD
როგორც ვიცი ნიკოტინი, ალკოჰოლი, კოფეინი(და კიდე ბევრი ბევრი) ხელს უშლის ადამიანის ენერგიის სწორ გამოყენებას.
აქ უნდა დაზუსტდეს ნიკოტინის ალკოჰოლის და კოფეინის როლი...
ესენი არა მარტო ენერგიის სწორ გამოყენებას უშლის ხელს, არამედ, ღვთიური - კოსმიური ენერგიისაგან რეცხავს ბიოველს...
Plasmodium
1. უნდა ხედავდე უშუალო შედეგს, რაიმე ხელშესახებს, რაც ფაქტის წინაშე დაგაყენებს, რომ ეს პიროვნება ნამდვილად ფლობს გარკვეულ უნარს.
ketevan
რეიკის შემთხვევაში რა შედეგი უნდა დაიდოს? რა დაგარწმუნებთ რომ თქვენს წინაშე მდგომი ადამიანი არის "რეიკის ოსტატი, რომელსაც ინიციაცია აქვს მიღებული აღმოსავლეთში."???
td.........
მემგონი მათზე დამოკიდებულებაა საზიანო და არა თვითონ ეს ნივთიერებები. რადგან მათი სწორი გამოყებნებისას ენერგეტიკული ველი არ ზიანდება. როდესაც ადამიანს უჩნდება დამოკიდებულება და ის რომელიმე თუნდაც სხვა ნივთიერების, ან საგნის, ან სხვა რაიმის დამოკიდებულებაში ექცევა იქ ხდება დარღვევები.. იყვნენ წმინდა განდეგილი მამები, რომლებიც დროის და სივრცეს ფლობდნენ, მაგრამ გარემოებებიდან გამომდინარე იკვებებოდნენ მხოლოდ ყავის მარცვლებითა და მისი ნაყენით, რადგან სხვა საკვები ცოტა მათ გეოგრაფიულ მდებარეობაში, ასევე იყვნენ ად არიან ადამიანები, ვინც ნიკოტინის დახმარებით სამყაროებში ინფორმაცისი გაცვლას და მოგზაურობას ახერხებენ, ალკოჰოლსაც ბევრი სამკურნალო თვისება აქვს თუ მას სწორად გამოვიყენებთ.შEიძლება ვცდები, მაგრამ ეს ჩემი შეხედულება ზოგადად დედამიწაზე არსებულის გამოყენებისადმი...
როგორც გინდათ მიუდექით, იქიდან, თუ აქედან.. ყველანაირი გამაბრუებელი საშუალებები, რომელსაც ადამიანი იყენებს კონკრეტულად გაბრუებისთვის
დამანგრეველია ბიოველისთვის...
ალკოჰოლი და რეიკი ... http://liferiddle.com/FAQ/Naskolko-sovmestimi-Reieki-i-alkogol.html
Plasmodium
რეიკის შემთხვევაში რა შედეგი უნდა დაიდოს? რა დაგარწმუნებთ რომ თქვენს წინაშე მდგომი ადამიანი არის "რეიკის ოსტატი, რომელსაც ინიციაცია აქვს მიღებული აღმოსავლეთში."???
----------------------
რეიკით ხარ დაინტერესებული თუ იმით მე რას ვფიქრობ და მე რა დამარწმუნებს?
ketevan
მაინტერესებს რეალურად რასთან გვაქვს საქმე
რადგან ფორუმზე თემა გახსენით ვიფიქრე სასაუბროდ იყავით განწყობილი
Plasmodium
მაინტერესებს რეალურად რასთან გვაქვს საქმერადგან ფორუმზე თემა გახსენით ვიფიქრე სასაუბროდ იყავით განწყობილი
---------------------------------------
ამ თემაში იმაზე უფრო სასარგებლო საკითხები შეიძლება წამოიჭრას, ვიდრე ის, რომ მე როგორ ვაპირებ რეიკის ოსტატის გამოცნობას
ეს თემა გახსნილია იმისათვის, რომ თქვენ, სხვებმაც და მეც გამოცდილება და ცოდნა გავუზიაროთ მათ, ვინც ძალიან ცოტა იციან რეიკის შესახებ.
ასეთი მიდგომით უფრო და უფრო მეტი ადამიანი გააღვიძებდა თავის თავში თვითგანკურნების
ამ უნიკალურ, მართლაც ღვთისგან ბოძებულ ნიჭს...
შედეგად უამრავი დაავადება იქნება თავიდან აცილებული...
http://www.radikal.ru
ketevan
ხო და გამიზიარე გამოცდილება, სხვას რას ვითხოვ?
შენ გქონია შეხება რეიკისთან? თუ სტატია წაიკითხე და გადაწყვიტე გესწავლა?
როგორ შეიძლება უმნიშვნელო და მეორე ხარისხოვანი იყოს სენსეის შერჩევა, რომელთანაც რაღაც ფიცის დადებას აპირებ?
მერე ინიციაციას და მისი საშუალებით გაურკვეველ ენერგოწყაროზე მიერთებას
Plasmodium
შეგიძლია თქვა რომ არ იცი მაგრამ უმნიშვნელოა და არ გვაინტერესებსო ასეთ პასუხს ვერ მივიღებ.
---------------------------------------
არ მაინტერესებს ნამდვილად შენ ჩემგან რა პასუხ მიიღებ და როგორ პასუხს ჩათვლი შენთვის მისაღებად ცოტა არ იყოს არც ვიცი და არც მაინტერესებს.
მემგონი უფრო კამათის მოყვარული ხარ.
აქ კი საკამათო რომ არაფერია?
რა გინდა კონკრეტულად გამაგებინე. ჩამოყალიბდი ჯერ შენთვითონ.
მე შენ არაფერს არ გიმტკიცებ. ვინ ხარ არ ვიცი...
აქ რასაც ვწერ მე არ მომიგონია და მე არ ვიგონებ. ვწერ გაგონილს, ნანახს და საკუთარი გამოცდილებიდან ჩემს შთაბეჭდილებებს...
რამე არ მოგწონს?! შენს ინტერესებს ეწინააღმდეგება ეს თემა?
მაშინ დახურე და სხვა თემაში შედი...
კიდევ ვამბობ, თუ ვინმემ უფრო მეტი იცის გავუზიაროთ ერთმანეთს...
ჩემს ცოდნაზე თავს არ ვდებ ესეც ავღნიშნე, მაგრამ იმ დროის მონაკვეთი, რამაც დამანახა რეიკის სარგებლიანობა, დიდი სურვილით მავსებს, რომ სხვებიც დაინტერესდნენ ამ საქმით...
------------------
http://www.radikal.ru
ფიზიკური სხეული შემადგენლობით მკვრივია. მიუხედავად იმისა, რომ იგი შედგება უამრავი ნაწილისა თუ სისტემისაგან ის ყველაზე მარტივია სხვა ენერგეტიკულ სხეულებთან შედარებით.
ფიზიკური სხეული იღებს ინფორმაციას, რომელიც მასში აღწევს მგრძნობელობითი ორგანოებიდან და გადამუშავდება ძირითადად რეფლექსებად. ეს არის ყველაზე შეზღუდული და უბრალო სისტემა, მაგრამ ის ამავე დროს უზრუნველყოფს ადამიანის ბიოლოგიურ ორგანიზმს არსებობის უნარით დედამიწაზე.
ფიზიკური სხეული შედგება მკვრივი, თხიერი, გაზისებური ნივთიერებებისაგან, რომელთაც ჩვეულებისამებრ ვუწოდებთ მატერიებს.
სინამდვილეში, ფიზიკური სხეული წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ „სკაფანდრს“ ან თუნდაც ნამდვილი ადამიანის გარეთა კოსტუმს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფიზიკური სხეული არის ადამიანის წარმომადგენელი მატერიალურ სამყაროში...
ფიზიკური სხეული არის ინფორმაციის მიმღები საშუალება მატერიალური სამყაროდან. მას აქვს აგრეთვე მატერიალურ სამყაროზე ზემოქმედების
უნარი.
ფიზიკური სხეული იკვებება მატერიალური სამყაროდან და აგრეთვე ნატიფი სხეულებიდან, ის არის სამგანზომილებიან სივრცეში და სრულიად
ხელმისაწვდომია, იმისათვის, რომ ადამიანმა შეისწავლოს...
ფიზიკურ სხეულთან სრულ ურთიერთკავშირშია ნატიფი სხეულები...
ფიზიკური სხეულის მდგომარეობა მთლიანად დამოკიდებულია ნატიფი სხეულების მდგომარეობაზე.
ადამიანის ფიზიკური სიკვდილის მომენტში ფიზიკური სხეული პირველი შორდება თავის სხეულებს და ძალიან სწრაფად ირღვევა.
http://naturalworld.ru/key_fizicheskoe-telo.htm
http://www.radikal.ru
როგორ უნდა გამოიმუშავო ეს ენერგია?
---------------------------------------------
violetflame
ამ ენერგიის გამომუშავება არ ხდება- ეს არის ენერგიის წყარო რომელშიც უნდა ჩაერთო...
_____________________________________________________________________
ბოდიში ჩემი უვიცობისთვის რადგან აქ ჯერ ახალი ვარ
მაშინ როგორ უნდა ,,ჩაერთო''
ketevan
ძალიან ემოციური ხარ. მესამე ჩაკრას მიაქციე ყურადღება
არ გეკამათები, არაფერი მაქვს შენი და რეიკის საწინააღმდეგო. კითხვას მაშინ ვსვამ როცა პასუხი მაინტერესებს, ისე არა.
რა მინდა და რა მაინტერესებს ვთქვი უკვე და არ ვაპირებ დაუსრულებლად ვატრიალო. შეგიძლია ჩათვალო რომ თვითონ არ ვიცი რა მინდა
წარმატებები.
ketevan
გასაგებია რომ გამაბრუებელი საშუალებები მავნებელია თუ მათ გასაბრუებლად გამოიყენებ, ისევე როგორც ყველაფერს დედამიწაზე, ტუ არ გამოიყენებ მართებულად საზიანოა...
Plasmodium
ძალიან ემოციური ხარ. მესამე ჩაკრას მიაქციე ყურადღება
-----------------------
არ გინდა ეხლა ეზოთერული ენით ლაპარაკი.
მაშინ მეც გეტყვი, რომ ანახატას პრობლემა გაქვს და რაც შეეხება შენს სახასრარას არ ვიცი რა ეშველება, თითქმის ჭკნება, მაგრამ გარეგნულად აჩვენებ თითქოს ყველაფერი კარგად არის...
თითო ოროლა ლიტერატურა გადაგიკითხია და თავი კიტრად მოგაქვს....
ჯერ კიდევ სოკრატემ თქვა ძვ.წ. 399 წელს "ვიცი ის, რომ არაფერი არ ვიცი"...
განა ეს საკმარისი არ არის რომ ჩვენ მის ფონზე არაფერს არ წამოვადგენდეთ?
TD... არავითარი ფიცის დადება არ არის საჭირო რეიკის შემთხვევაში - ვინც მაგას ამბობს ან წერს ესე იგი არასწორ ინფორმაციას ავრცელებს. თავად ის რომ რეიკი ითარგმენბა როგორც უნივერსალური ენერგია, ხშირ და უმეტეს შემთხვევაში, მოწმობს იმას რომ ეს არის საყოველთაო და ლიბერალური მოდალობა ენერგიით მკურნალობისა. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო ის, რომ რეიკის ინიციაცია არ ხდება - ეს არის უბრალოდ ენერგიის ქსელში ჩართვა, რომელიც ხდება რეიკის მასტერის მიერ (თუმცა, დღევანდელ ეპოქაში, როდესაც ხდება ადამიანების სულიერი გამოღვიძება, თავად ადამიანები ერთვებიან ამ ქსელში). ინიციაცია ნიშნავს ხელდასხმას და ცოტა სხვა რამეა.
მე ვარ რეიკის ენერგიის ქსელში ჩართული ინგლისელი რეიკის მასტერის მიერ და მალე მზად ვიქნები თავად განვახორციელო მგავსი რამ. ჩართვა ხდება მედიტაციითა და განწმენდით. რეიკის ოსტატი რეიკის სიმბოლოების საშუალებით ააქტიურებს ამ ენერგიის მიმღებ არხებს სტუდენტში და ასე რთავს რეიკის ენერგიის ქსელში მას. youtube-ზე მრავალი ვიდეო მასალაა, რომელიც ასახავს და ხსნის ამ პროცესს. ეს არ არის რაიმე მისტიკური საიდუმლო და არც სასწაულების მომხდენი და არ არის აუცილებელი ადამიანი რაღაც ზებუნებრივ ძალებს ფლობდეს რომ რეიკი შეასრულოს თავის თავზე ან სხვაზე - თქვენ ძალიან აბუქებთ ამ ყველაფერს ჩემის აზრით. რეიკი არის ენერგიებით მკურნალობის ერთ-ერთი (!) მოდალობა რომელიც არაჩვეულებრივი საშუალებაა რელაქსაციისათვის და ძალების აღსადგენად (ზოგიერთი სხვა მოდალობებია: quantum touch; reconnection; და ა.შ.). არ არსებობს მაგიური ტაბლეტის მსგავსი რამ ამ დედამიწაზე, რომელიც ყველაფერს განკურნავდა ან მოაწესრიგებდა და არც რეიკია მსგავსი რამ. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ყველა ადამიანი ერთნაირად არ რეაგირებს ენერგიით მკურნალობაზე - ყველაფერი ინდივიდუალურია. ასე მაგალითად, ერთმა წამალმა შეიძლება ერთი ადამიანი განკურნოს და მეორე მოწამლოს. სხვაგავრად რომ ვთქვათ რეიკი კარგი თერაპიული საშუალებაა რომელიც ადამაინებს/ცხოველებს ეხმარება რეაბილიტაციაში...
არ უნდა დაგვავიწყდეს ასევე ადამაინების კარმა და ბედი, რომელიც განსაზღვრავს ამა თუ იმ თერაპიის/მკურნალობის ეფექტურობას. თერაპევტი და მკურნალი შეეშველება ადამიანს განწმენდასა და რეაბილიტაციაში, მაგრამ ძირითადი სამუშაო ადამიანის გასაკეთებელია. ჩვენ , ქართველებმა, ცოტა უნდა შევიცვალოთ აზროვნება/მენტალიტეტი და დავანებოთ იმაზე ფიქრს თავი, რომ ვიღაც ზეციდან ჩამოფრინდება და სასწაულებს მოახდენს ჩვენთვის. ჩვენი სულები იმიტომ მოვიდნენ დედამიწაზე, რომ ისწავლონ და განვითარდნენ, ამიტომ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს არავინ არ გააკეთებს (მოხმრებით მოგვეხმარებიან ალბათ როცა საჭიროა )
ასე რომ ის აზრი რომ რეიკი სასწაულებს ახდენს არასწორია (ბოდიში იმედები თუ გაგიცრუეთ, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას) - ის უბრალოდ ძალიან კარგი თერაპიული საშუალებაა
ეს ვიდეო ძალიან კარგად ასახავს რეიკის ქსელში ჩართვას და იმას თუ რა სიმბოლოებს იყენებს და რა ადგილას რეიკის მასტერი ამ პროცესის დროს:
https://www.youtube.com/watch?v=TqUaUgyzmOg
ketevan და Plasmodium
და რა მაინტერესებს ერთმანეთი რო არ დაჭამოთ და უფრო თბილად ილაპარაკოთ არა......
violetflame
მადლობა
violetflame
ადამიანი თვითონ მარტო ვერ შეძლებს რეიკის ,,ჩართვას"???
anonimus
და რა მაინტერესებს ერთმანეთი რო არ დაჭამოთ და უფრო თბილად ილაპარაკოთ არა......
---------------
ხო, რა ვიცი. მე ნამდვილად არ მინდოდა ასეთი საუბარი, მაგრამ როცა უაზროდ გიკირკიტებს ვიღაც და თავის საკამათო ჭიას იკლავს არ მიყვარს...
violetflame
ადამიანი თვითონ მარტო ვერ შეძლებს რეიკის ,,ჩართვას"???
-----------------------------------------------------------------------
აუცილებლად მასტერი უნდა გყავდეს?
anonimus - გთხოვთ წაიკითხოთ ჩემი პოსტი გულდასმით და იქ ნახავთ პასუხს თქვენს შეკითხვაზე
td......... ... არაფერს
anonimus
აუცილებლად მასტერი უნდა გყავდეს?
----------------------------------------
პირველი დონის ინიციაციისათვის არ არის საჭირო მასტერი და მემგონი რომ მასტერი საერთოდ არ არის საჭირო...
დისტანციაზე მუშაობისათვის კარგია მეორე დონის ინიციაცია, რისთვისაც ალბათ მასტერი იქნება საჭირო, მაგრამ არა აუცილებელი...
მთავარია სამყაროსთან ახლოს იყო სულიერად და კოსმიური ენერგია გადმოდის...
http://www.radikal.ru
რატომ სვამს ხალხი აქ ერთი და იგივე შეკითხვებს და თან მითუმეტეს როდესაც მათ კითხვებზე პოსტებში უკვე იყო გაცემული პასუხი????? გასაოცარი ამბავია პირდაპირ - მე მგონი ზოგი აქ უბრალოდ, ჟარგონი რომ გამოვიყენოთ, 'საღადაოდ' არის შემოსული
anonimus
როგორ უნდა გამოიმუშავო ეს ენერგია?
http://www.youtube.com/watch?v=vHhMKA4nCoA&list=PLBFE127918D17ABC4&index=2
ეს ვიდეო დაგეხმარებათ ხელებში ენერგეტიკის გამომუშავებაში...
ketevan
მადლობა
violetflame
რატომ სვამს ხალხი აქ ერთი და იგივე შეკითხვებს და თან მითუმეტეს როდესაც მათ კითხვებზე პოსტებში უკვე იყო გაცემული პასუხი????? გასაოცარი ამბავია პირდაპირ - მე მგონი ზოგი აქ უბრალოდ, ჟარგონი რომ გამოვიყენოთ, 'საღადაოდ' არის შემოსული
----------------------------------------------------------------------------------------------
დაიღალეთ ხო ალბათ ამდენი კითხვებით
anonimus - არა არ დავიღალე კითხვებით - კითხვებზე პასუხის გაცემას და ახსნას დაჩვეული ვარ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მაგრამ ერთი და იგივე შეკითხვები კი დამღლელია ცოტა არ იყოს - კარგია კითხვის უნარი განვავითაროთ, ანუ აზრიანად/დაკვირვებით და ანალიტიკურად ვიკითხოთ ადამიანებმა რომ შევძლოთ სწორი დასკვნების გამოტანა
კარგია, რომ ზოგიერთები დაინტერესებული ხარ რეიკით, ღვთიური - კოსმიური ენერგიის გამოყენებით...
ერთერთ პოსტში დავწერე და ეხლაც გავიმეორებ, რომ ალკოჰოლი, ნარკოტიკი და ყველანაირი გამაბრუებელი საშუალებები მხოლოდ განდევნის და ასუსტებს ამ ენერგიას....
თქვენ თუ სისტემატიურად წარმოთქვამთ ლოცვებს და ახლოს დადგებით სამყაროსთან, არა მარტო ლოცვებით, არამედ მთელი სულით და გულით კოსმოსთან, თანდათანობით დაინახავთ და დარწმუნდებით, რომ ამ ქვეყნიური სიამენი აღარ დაგაინტერესდებათ, ისინი უბრალოდ დაკარგავენ თავიანთ მძაფრ შეგრძნებებს, რომელსაც გრძნობდით მანამდე, სანამ ჩვეულებრივი, მიწიერი ცხოვრებით ცხოვრობდით...
რეიკი არ არის რელიგია... რეიკი არ არის არც ჰიპნოზი... არც ნათელმხლველობა...
რეიკი სამყაროს დაბადებიდან იყო, არის და იქნება... ეს არის კოსმიური ენერგია, რომელიც ჩვენშია, ჩვენს ირგვლივაა, ყველგანაა და ყველაფერშია...
ისიც მართალია, რომ რეიკის იყენებენ ადამიანები მავნე დანიშნულებისთვის და მას რამდენადმე ოკულტიზმის სახე მიეცა...
იესო რეიკის ენერგიით კურნავდა ადამიანებს...
იესო ქრისტეს არანაირი შეხება არ ჰქონდა ოკულტიზმთან...
ასევე იესოს მოწაფეებს არანაირი შეხება არ ჰქონდათ ოკულტიზმთან, ისინი იესოს ინტერესების და ხაზის გამგრძელებლები იყვნენ...
მათეს სახარება - თავი 10 - „მოუწოდა თავის თორმეტ მოწაფეს და მისცა მათ ხელმწიფება არაწმინდა სულებზე, რომ განედევნათ ისინი და განეკურნათ ყოველგვარი სენი და ყოველგვარი უძლურება...“
რეიკის გამოყენება სუფთა ჩანაფიქრით, ანუ სამკურნალო - ენერგიის გაწმენდის მიზნით, თქვენთვისაც კარგი იქნება, რამდენადაც თქვენ გახდებით კოსმიური ენერგიის გამტარი...
--------------------------------------------------------------------------------------------
http://www.radikal.ru
----------------------------------------------
შემოგვიერთდით თქვენი გამოცდილებებით, თქვენი ინფორმაციებით ამ საკითხთან დაკავშირებით ფეისბუქზე:
https://www.facebook.com/pages/reikige/297228573738366?ref=hl
http://www.radikal.ru
ორივე ხელის გულის ცენტრში წვა რამე კავშირშია ამ ენერგიასთან?
betkho
ketevan
ხანდახან ხელები გვიოფლიანდება კიდეც დიდი რაოდენობის ენერგიის გავლის გამო...
-------------------------------------------------------------------------------------------
ხელები (ხელის გულები) ძალიან ხშირად მიოფლიანდება ხოლმე და რამე კავშირშია ამასთან?
http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=2012&st=40#entry100443
ძალიან კარგი და საყვარელი მედიტაციაა.
გამოსცადეთ თქვენზე, კამაყოფილი დარჩებით
სავარჯიშო ჩვენი შეგრძნებების გასავითარებლად
----------------------------------------------------------------
იმისათვის, რომ განავითაროთ თქვენი კინეტიკური შესაძლებლობა, უნდა დაჯდეთ მოხერხებულად მედიტაციურ პოზაში.
შევიგრძნოთ ჩვენი სხეული შიგნიდან. შევიგრძნოთ სხეულის ის ნაწილები, რომელზადაც გვინდა, რომ ყურადღების კონცენტრირება მოვახდინოთ.
თუ თქვენ ვიზუალიზაცია, ანუ მხედველობითი წარმოსახვა უფრო გეხერხებათ, წარმოიდგინეთ სხეულის რომელიმე ნაწილი ან ორგანო. ამა თუ იმ სხეულის ნაწილზე ყურადღების კონცენტრაციაში დაგეხმარებათ სმენითი შეგრძნებებიც, მაგალითად პულსაციის შეგრძნება... (პულსის გაჩენა ამორჩეულ უბანზე)
შემდეგი ვარჯიში:
ახლა კი იგივე გააკეთეთ თქვენს ირგვლივ სივრცეზე...
დახუჭეთ თვალები. შეიგრძენით ოთახი, რომელშიც იმყოფებით. მოახდინეთ ყურადღების კონცენტრირება ან გააგზავნეთ გამოსხივება (გამოასხივეთ) ოთახის სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა ნივთისკენ.
თუ დახმარებაა საჭირო, გაახილეთ თვალები და შეეხეთ თქვენი ხელით ნივთს, შემდეგ ისევ გააგრძელეთ შეგრძნებების პროცესი. ახლა კი სთხოვეთ მეგობარს, რომ თვალახვეული შეგიყვანოთ სხვა, უცნობ ოთახში. დაჯექით და შეიგრძენით გარემო სივრცე კინეტიკური შეგრძნებებით, ისე როგორც პირველ სავარჯიშოში (სხეულის ნაწილების და ორგანოების შეგრძნება)
რა შეიტყვეთ ოთახის შესახებ? ახვეული თვალები გაითავისუფლეთ და შეადარეთ რეალობა თქვენს მიერ ვიზუალური შეგრძნებებით მიღებულ შედეგს.
გააკეთეთ იგივე ადამიანების, ცხოველების და მცენარეების მიმართ.
იმისათვის, რომ გააძლიეროთ ვიზუალური შეგრძნებები, ისევ მიიღეთ მედიტაციური პოზა, დახუჭეთ თვალები და მიმოათვალიერეთ გონების თვალით თქვენი შიდა სხეული. თუ ეს თქვენთვის სირთულეს წარმოადგენს, მაშინ თქვენ თვითონვე მონახეთ რაიმე შეგრძნება თქვენს თავში რომელიც დაგეხმარებათ კონცენტრირებაში. შეეხეთ ამა თუ იმ ნაწილს ან მიაყურადეთ შინაგან პროცესებს, სანამ კარგად არ წარმოიდგენთ ვიზუალურად იმ უბანს, რომელსაც ათვალიერებთ....
ახლა იგივე გავიმეოროთ ოთახის მიმართ. თავიდან ხილული თვალებით შეისწავლეთ ოთახის დეტალები, ხოლო შემდეგ დახუჭული თვალებით გონებაში წარმოიდგინეთ ოთახის სურათი. შემდეგ შედით უცნობ ოთახში და გააკეთეთ იგივე ახვეული თვალებით. რის დანახვას შეძლებთ ?
შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ვიზუალურ შეგრძნებებზე. ის განსხვავდება ვიზუალიზაციის პროცესებისაგან, რომელიც წარმოადგენს შემოქმედებით აქტს, რომელშიც თქვენ შეგიძლიათ შექმნათ რასაც მოისურვებთ...
http://www.radikal.ru
მე მინდა რეიკის ენერგიის ქსელში ჩართვა. მასტერის დახმარებით. და ვინმემ იცით კარგი მასტერი და ჩირდება თუ არა თანხის გადახდა?
Twix001
ketevan-ს კითხე ეგ იცნობს მაგარ მასტერებს
რა საინტერესოა მეც დავიწყებ ვარჯიშს
აუუუ რამდენი რაღაცა მქონია სასწავლი
ძაან მაგარი საიტია მადლობა ადმინ
ველს რო წარმოქმნი ნატკენ ადგილას დაადე Twix001
http://www.radikal.ru
რეიკის პოზიციები.
ყოველ დილით სასურველია ყველამ გააკეთოს...
ერთ პოზიციაში დაყოვნდით დაახლოვებით 5 წუთი.
როგორც ადამიანები განსხვავდებიან ინდივიდუალობით ერთმანეთისგან, ისე განსხვავდება სხვა და სხვა ადამიანის ბიოველიც...
http://www.radikal.ru
ენერგიის გამომუშავებისთვის პირველ რიგში უნდა იზრუნოთ ენერგეტიკული არხების გახსნისთვის...
ამაში კი ძალიან დაგეხმარებათ ვარჯიშები, რომელიც სურათზეა წარმოდგენილი...
------------------------------------------------
http://www.radikal.ru
კარგი იქნებდა სურათებს თან კომენტარებიც დაურთოთ.
ენერგეტიკული არხების გახსნა სუნთქვითი ვარჯიშებით (გაგრძელება)
----------------------------------------------------------------------
http://www.radikal.ru
ინფორმაცია ენერგეტიკული რგოლის შესახებ.
-------------------------------
ენერგეტიკული რგოლის მოქმედება ძალზე ეფექტურია, ის იძლევა მყისიერ ეფექტს.
ეს არის მარტივი მეთოდი და ამავე დროს ყველასთვის ხელმისაწვდომი.
ენერგეტიკული რგოლის საშუალებით შეგიძლიათ მოახდინოთ ენერგიის ნაკადის გენერირება, ენერგეტიკული სტრუქტურების გარეცხვა, შეგიძლიათ ეს ენერგია გადასცეთ სხეულის ნებისმიერ ორგანოს...
აგრეთვე შეგიძლიათ შეასრულოთ სხვა და სხვა გამაჯანსაღებელი მოქმედება.
დაგროვილია ფართო გამოცდილება სხვა და სხვა მატერიალის ენერგეტიკული რგოლის პრაქტიკაში გამოყენების: ენერგიის ნაკადი, გენერირებული „ოქროს“ რგოლის შიგნით ამაგრებს ძვლებს, აძლიერებს იმუნიტეტს, „ვერცხლის“ რგოლი კარგია ჭრილობებისა და ანთებითი პროცესების დადებითად წარმართვისთვის. იყენებენ სხვა და სხვა სახის ხის, ქვის, რკინის და ქსოვილის ენერგეტიკულ რგოლებსაც.
ყოველი მათგანი იძლევა განსაკუთრებულ მუხტს და ახდენს სპეციფიურ ზემოქმედებას სხეულის სტრუქტურაზე.
და, რაც მთავარია კონცენტრირებული ენერგიის წყაროდ რჩება ენერგეტიკული რგოლი, რომელსაც ქმნიან თითები. ისინი ყოველთვის მზად არიან ჯანმრთელობისთვის სასარგებლო საქმიანობისთვის.
---------------------------
http://www.radikal.ru
მაინტერესებს საქართველოში თუ იყიდება (ქართულად) რეიკის სასწავლ-სახელმძღვანელო? ძალიან დამავალებთ თუ მიპასუხებთ! გმადლობთ!
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)