რამდენად განვითარებული გაქვთ ინტუიცია? ამერიკელ ფსიქოლოგებს აქვთ ასეთი ტესტი. იღებენ 25 კარტს, და ყოველ კარტზე 1 სიმბოლოა: ჯვარი, ვარსკლავი, წრე, კვადრატი და ტალღოვანი ხაზი. უნდა გამოიცნო რა არის გამოსახული შემთხვევით არჩეულ კარტზე. ალბათობის თეორიის მიხედვით ჩვეულებრივ ადამიანს შეუძლია ამოიცნოს 1 კარტი 5დან. 5დან 5თს თუ ამოიცნობთ ნათელმხილველი ხართ
ინტუიცია ეს იგივეა რაც ქვეცნობიერთან კავშირი. ანუ ქვეცნობიერი გაძლევს რაღაც მინიშნებებს და თუ ამ მინიშნებებს გრძნობ და ითვალისწინებ ე.ი. ინტუიცია კარგად გაქვს განვითარებული.
მე რაღაც დონეზე მაქვს ინტუიცია განვითარებული, მაგრამ მხოლოდ ისეთ მომენტებში, როცა ისეთი არჩევანია გასაკეთებელი რაც ცხოვრებას კარდინალურად შეცვლის (არჩევანის ალტერნატივა რამდენიმეა, მთავარია ინტუიციით მიხვდე რომელია სწორი და ამ ეტაპზე შენთვის საჭირო) .
აი გუშინ შევედი ტოტალიზატორში და გავაკეთე ფსონი. მეგონა ინტუიციამ მიკარნახა იმ ჩოგბურთელებზე დამედო, მაგრამ ყველამ წააგო(((
ასეთ უმნიშვნელო შემთხვევაში ქვეცნობიერმა არ ჩათვალა საჭირო რომ მინიშნება მოეცა თუ ვიზე დამედო და სწორადაც მოიქცა
ვსიო, აღარ შევალ ტოტალიზატორში არასოდეს!
ერთხელ მანქანით მოვდიოდი და აღმაშენებლის ძეგლთან გზაჯვარედინს რომ მივაღწიე რაღაც უცნაურ გრძნობამ დამეუფლა, რომ რაღაცა ცუდი უნდა მოხდეს. თან ისე რომ საჭესთან დავიძაბე და სიჩქარეც შევანელე ოდნავ. და უეცრად საიდანღაც ამოხტა მანქანა, გვერდზე ჩამიქროლა მაღალი სიჩქარით და ჩემს წინ მიმავალ მანქანას დაარტყა (თან მომეჩვენა რომ სპეციალურად) და მიიმალა. ის მანქანა მე2ს დაეჯახა ინერციით, მე კი დარტყმას ავარიდე. თუმცა პრინციპში სერიოზულად არავინ არ დაშავებულა.
უმა, იცი მაგაზე სინელნიკოვი რას გეტყოდა? რომ ეს სიტუაცია შენი აზრებით შექმენი. რომ დაიძაბე და ანერვიულდი ამით მიიზიდე ეს სახიფათო სიტუაცია )))
თუმცა შენს შემთხვევაში მეც მგონია, რომ ინტუიცია დაგეხმარა. სინელნიკოვის შემთხვევაში კი ყველაფერი არ უნდა ვირწმუნოთ, რასაც წავიკითხავთ
ხო მარა ეს სიტუაცია პირველ რიგში იმას ეხებოდა ვისაც დაეჯახნენ, ან ვინც დაეჯახა და უმა არაფერ შუაში იყო და აარიდეს.
მეც მგონია რომ ინტუიცია ქვეცნობიერთან, იგივე ზეციურ ძალებთან კავშირია
ერთი ეს სინელნიკოვი უნდა წავიკითხო თუმცა ამ შემთხვევაში მართლა არ მოვიზიდე, მთელი ქალაქი მოვიარე მშვენივრად და მაინცდამაინც ამ ადგილას რაგაც სტრანი გრძნობა ვიგრძენი, და საერთოდ ვითომ ყველაფერი შენელებულ კადრში მოხდა, ვიცოდი რა და მანევრის საშვალებაც მომეცა ვიღაცამ ამარიდა
კაი რამეა ინტუიცია, ზოგჯერ საშინლად შემომიტევს-ხოლმე, ზოგჯერ ისე სძინავს ოშოს უწერია ქვეყანა რაღაცა ინტუიციასთან დაკავშირებით. თუ ვინმეს უფრო ღრმად დაგაინტერესედებათ წაიკითხეთ. წიგნის სათაურია "ინტუიცია".
ერთ კაცს ვიცნობ. ციხეში იჯდა სამი წელი. რაღაც ფინანსური დარღვევებისთვის ჩააყუდეს კომუნისტების ჟამს.
ჰოდა, ეს კაცი სამი წელი ტყუილად ხომ არ იჯდებოდა. მოკვდა კარტის თამაშით
ისე განუვითარდა ინტუიცია, რომ ახლა 36 კარტიდან 30 ამოიცნობს
კაზინოებს მოეხაზათ
circle
ერთს ვიცნობ კიდე შიმშილობს ხოლმე 24 დღემდე და მერე ისე ეხსნება გონება რო სხვის აზრებს გებულობს და პახოდუ კარტიც რო დაულაგო გამოიცნობს რა რაარი.....
24 დღე რომ მაშიმშილო, გონება გამეხსნება კი არა ცოცხლად შევჭამ ნებისმიერს
ინტუიცია ძაალიან განვითარებული მაქვს და შევამჩნიე რომ უფრო მივითარდება , რამოდენიმე თვესთან შედარებით უფრო განვიტარებული მაქვს ეხლა.
შენც შიმშილობდი?))
ინტუიციის თემისთვის ცოტა გადაგიხვევიათ ბარემ მეც დავამატებდი შიმშილობაზე –– კარგია მაგალითად შიმშილობა კვირაში ერთი დღე! ოღონდ მთავარია გონებით მომზადებული იყო ამისათვის და არ გაგიჭირდება!
მე ბავშვობაში დედამ მაშიმშილა ერთი კვირა და გამოვჯანმრთელდი!
ინტუიციის განვითარებაც შეიძლება რა თქმა უნდა, თუ ამ კუთხით კონცეტრაციას მოახდენ და იმუშავებ შენს საკუთარ თავზე! მაშ
ერთი კვირა როგორ გაუძელი???
ინტუიცია არის ჩვენი არსების განუყოფელი ნაწილი, ის დაკავშირებულია გრძნობებთან და შეგრძნებებთან. გონება ნაკლებად ინტუიციურია.
ამ ეპოქაში ადამიანებს შედარებით უფრო ნაკლებად აქვთ განვითარებული ინტუიცია რადგან გრძნობებეს ნაკლებად ენდობიან და გონება ძალიან დატვირთული აქვთ უაზრო ინფორმაციით და ფიქრებით.
ინტუიციას ანვითარებს ბუნებასთან ურთიერთობა და მედიტაცია. რაც უფრო დაკვირვებული დამგრძნობიარე ხდები მით ინტუიცია გიძლიერდება.
ხანდახან მეშინია ხოლმე ჩემივე ინტუიციის.
ინტუიციაა ალბათ ეგ-
ერთხელ დაქალს ვეუბნები:
-დებს შორის პირველი შენი უმცროსი და გათხოვდება-მეთქი! (ოთხნი არიან და ამ დროს უფროს შეყვარებული ჰყავდა და უკვე პაჩტი თხოვდებოდა)
სტრანნად გამოვიდა, მე არც კი ვფიქრობდი, მაგრამ ზუსტად ასე მოხდა 1 წლის მერე უმცროსი გათხოვდა პირველი!
ერთ დროს ბრეგი ძალიან პოპულარული იყო, დედაჩემი ეხლაც შიმშილობს კვირაში ერთხელ. უბრალოდ მემგონი ორგანიზმის მონაცემებზე მაინც ბევრი არის დამოკიდებული და პოლ ბრეგი უნიკალური ადამიანი იყო ამ მხრივ. ყველა ვერ გაქაჩავს 1 თვიან შიმშილობას ....
chen iset pirobebshi vcxovrob ro aq dzalian bevri rame moqmedebs organizmze da sakvebic ara jansagia..anu chven organizms shimshiloba gaanadgurebs...
ar girchevt aravis.. imtuicis ganvitareba sxvanairadac sheidzlebaa...
ინტერნეტში გავჩითე ინტუიციის განვითარების ტრენაჟორი) ორკნოპკიანი აპარატია, რომლის მთავარი პრინციპია დასჯა არასწორ პასუხზე. ანუ უნდო იგრძნო, რომელი კნოპკა შეიცავს ტოკს, თუ არასწორად გამოიცნობ დაისჯები))) საიტზე ამკიცებენ, რომ დროთა განმავლობაში, ინტუიცია ისე გაგინვითარდებათ, რომ შეცდომების გარეშე ისწავლით სასურველი კნოპკის გამოცნობას))) http://tin.soulrise.ru/
ადრე არასოდეს მატყუებდა ინტუიცია, მარა ეტყობა დამიბლაგვდა, იმიტომ რომ ბოლო პერიოდია უკუღმა მიხდება ყველაფერი... http://www.stamp.caucasus.net/smiles.htm
shen mgoni ise akvirdebi ukve shen intuicis dacheris moments ro gereva da vegar xvdebi romeli unda daichir..... ragac uehveli gepareba...dablagveba araper shuashia tvini unda gatisho da yvelaperi rigze iqneba
sam
ქენი სიკეთე და მასწავლე როგორ გავთიშო ტვინი... ეს ალბათ უფრო ლოგიკის ამბავია... ლოგიკურად რომ ხვდები მოვლენები როგორ განვითარდება ხშირად ინტუიციას ვაბრალებთ ხოლმე... თუმცა ყველა შემთხვევას ეს არ ეხება რა თქმა უნდა, თორემ ინტუიციით თუ ვგრძნობ რომ ასე 3-4 წელიწადში უნდა მოვკვდე ვთქვათ აქ ლოგიკა არაფერ შუაშია... უბრალოდ ხშირად ერთმანეთში ვურევთ ხოლმე სუფთა ინტუიციასა და ლოგიკის უნარს...
ალბათ....
swavla dznelia...mgoni sheni intuicia dzalian kargad amartlebda mere, shen daiwye dakvirveba tu rogor mushaobda es yvelaperi, ai zustad mand airia logika da intuicaa..is ro shen grdznob 3-4 weliwadshi mokvdebi, prtxilad iyavi eg intuicia sheidzleba arc iyos da saboloo jamshi secretma itamashos didi roli...piqrebtanac prtxilad unda viyot;)
ერთხელ ჩემ მანქანას ეზოში ვიღაცამ მიუყენა მანქანა, არ ვიცნობდი ვინ იყო და მიმასწავლეს მე 6ე სართულზე ადიო. რომ ავედი ეგრევე, არც მიფიქრია ისე მივადექი ერთ კარს, მაგრამ ბოლო მომენტში გავჩერდი, ვიფიქრე ეს კარი არ იქნება, იმიტომ რომ ხის ძველი კარი იყო და ასეთი მანქანის პატრონი აქ არ იცხოვრებს თქო და მიუბრუნდი რკინის კარს. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ თავიდანვე სწორად გამოვიცანი, უბრალოდ ლოგიკამ აურია))
გუშინ რატომღაც გამახსენდა ერთი ადამიანი რომელიც სადღაც 1 წელზე მეტია არ მინახია. ხოდა ნახევარ საათში ქუჩაში შემხვდა სრულიად შემთხვევით
მეც მჭირს ასეთი რამ ხშირად, დაახლოებით 2-3 დღის განმავლობაში მახსენდება ადამიანი, რომელიც 100 წელი არ მინახია და მერე აუცლებლად უნდა შემხვდეს
მგონი ეს გასაკვირი არაა და ასე ყველას გვემართება! იმიტომ რომ ქვეცნობიერად ვიცით მომავალ შესაძლო შეხვედრაზე და აზრობრივად ვიჭერთ ამ ტალღებს... და იმ შემთხვევაში თუ ვხვდებით, მხოლოდ შემდგომ ვაანალიზებთ წინასწარ მიღებულ იმფორმაციას.. ჩახლართულად დავწერე, მაგრამ იმედია მიხვდებით
რა არის ინტუიცია?
ის რაც ყოველთვის მომდის თავში დაუპატიჟებლად და არასდროს ვუჯერებ სანამ არ ახდება
პს ვა, ეხლა ქართულად დაიპოსტა
მეც მჭირს ასეთი რამ ხშირად, დაახლოებით 2-3 დღის განმავლობაში მახსენდება ადამიანი, რომელიც 100 წელი არ მინახია და მერე აუცლებლად უნდა შემხვდეს
ყოველთვის როცა ქუჩაში ვინმეს 'დავინახავ' ანუ მომეჩვენება, აუცილებლად უნდა შემხვდეს ან დარეკოს.
გაუგებარია რატომ :???:
მაგრამ როცა ვინმე მაშინ გირეკავს როცა შენ მასზე ფიქრობ ეს ცოტა გასაგებია.
ალბათ გარკვეული დრო გავიდა რაც არ დაკონტაქტებიხართ და ერთდროულად იწყებთ ფიქრს და მერე ან შენ რეკავ ან ის გირეკავს. :biggrin:
გენაცვალეთ რა საინტერესოო ხალხი ხართ ისე ჩამითრიაა აქაურობამ, რომ დროს ვეგარ ვიგებ კითხვის დროს
რაც შეეხება ინტუიციას რაგაც მომენტში სინელნიკოვს ვეთანხმები... ერთი ჩემი ახლობელი გამახსენდა, რომელსაც დღემდე არ ვიცი რა დაემართა მაგრამ ძალიან ძალიან ცუდათ არიიი და ის ბოლოს როცა კრიზისამდე მივიდა საერთოდ ხმას აგარ იგებდა დაა ერთადერთს იმას ამბობდა რომ "ამას ნუ ამბობ" " ამის თქმა არ შეიძლება" და რაგაც ეგეთები, არადა ეხლა აქ რო იყოს პირველი აქტიური წევრი ამ ფორუმის ის იქნებოდა .... დღემდე ცუდათააა და არ ვიცი რა უშველო ...
ინტუიცია სამწუხაროდ არ მაქვს კარგად განვითარებული, მაგრამ როცა კი მოვააა ხშირ შემთხვევაში არ უსმენ ხოლმე და მერე ბრაზოოოობ აუ ჩემი და კიდევ სულ იმას გაიძახის, თითქოს დაწერილს ვხედავ რაც უნდა მოხდესო... მაგრამ ეს ცხოვრებაში ბევრ პრობლემებსაც უქმნის... ასე რომ ჩემი აზრით ზომიერებაა ყველაფერში საჭირო... ხოდა კიდევ ესეთი რამეც მსმენია, ერთი კაცი სულ იმას გაიძახდა ამა და ამ წელს ამ რიცხვში მოვკვდებიოოო და მართლა მოკვდაა საინტერესოოო არაა?!....
ეხლა გამახსენდა ჩასაბარებლად რომ ვემზადებოდი დავდიოდი მათემატიკის მასწავლებელთან, რომელმაც ერთხელ თქვა რომ ვიცი რომელ წელსაც მოვკვდებიო. თავისი ასაკი დაასახელა როდესაც მოკვდებოდა (არ მახსოვს ზუსტად), ხოდა ეს იმით ახსნა რომ მისი მამაც და ბაბუაც და მემგონი იმის ბაბუაც სწორედ ამ ასაკში მოკვდნენ
ხოო, კიდე ამ კაცს სახლი დაეწვა, ხოდა ყველაფერ იამოიბუგა გარდა ბიბლიისა, რომელიც სასწაულებრივად გადარჩა. გვერდზე რომ წიგნები იყო დაიწვა და ბიბლიას მხოლოდ ყდა დაეწვა ცოტაზე..
ჩემი ინტუიცა მარტო უარყოფით ამბებზე მოდის
დანარჩენზე ძინავს
თუ ვინმე მოზობელი მოკვდება, წინასწარ მიგრძნია ხოლმე ან თუ ვინმე ჩამოდის
ზოგჯერ კი ვინმე სტუმარი თუ უნდა მოვიდეს, წინასწარ ვიცი ვინ იქნება
როგორც წესი, ქალებს უფრო აქვთ განვითარებული ინტუიცია. ეს იმიტომ ხდება რომ ქალის ტვინის ის ნახევარსფერო რომელიც ლოგიკურ აზროვნებაზეა პასუხისმგებელი ნაკლებად აქტიურია, ხოლო მეორე ნახევარსფერო, საიდანაც ქვეცნობიერი აწვდის ინფორმაციას უფრო აქტიური. კაცებს პირიქით, თუმცა ყველას შეუძლია გარკვეული ძალისხმევის შედეგად ინტუიცია განავიტაროს....
ინტუიცია კარგად ააქვთ განვითარებული ასევე ცაციებს!
.. იმას ვფიქრობ რომ, ალბათ ინტუიციის დიფერენციაცია საჭიროა, არა? თორემ მე ლამის მერევა რომელ გრძნობაზეა საუბარი: -
* იმაზე, რომელიც გონებაში მოდის, დაახლოებით აი, ასე: - რაღაც ვიცი, არ ვიცი საიდან, მაგრამ ვიცი დანამდვილებით რომ ასეა. .. და მერე ცხადდება;
* რომელიც მოდის კადრივით: - მიდიხარ ქუჩაში და ვიღაც ნაცნობის სახე გიდგება წინ, ..- ვაა, რამ მომაგონა, რა უნდა.. და ცოტა ხანში ის ტიპი წინ გხვდება;
* რომელსაც "იწვევს" გონება: - ვიღაც ადამიანზე ფიქრობ გაცნობიერებულად, რეკავს ტელეფონი და.. ის არის;
* როდესაც სხეული "გმართავს" და "ამართლებს": - ამ გზაზე მოხვევა არ მინდოდა, მაგრამ ფეხები თავისით მიდიან. მოდი გავყვები. ... ვააა, ეს რა კარგი ვქენი, რა კარგ ადგილზე მოვხვდი!..
* რომელიც ძილში მოდის, - სიზმრად ნანახი კადრი ცხადდება;
ე.ი. ქალბატონი ინტუიცია (pardone, არ გავს მამრობითს ) სხეულის რა ნაწილშია მოთავსებული არ ვიცით. თურმე დადის ზევით-ქვევით;
.. რაღაც სავარჯიშოები იყო, - ხსენებული ქალბატონის განვითარებისთვის, - ფერად ფურცლების ნაკუწებს მაგიდაზე მიმოფანტავ, და ხელით შეიგრძნობ ფერებს, გამოიცნო.. (თვალდახუჭულ!).. და მაგიდაზე სად დევს ხელმა უნდა შეისწავლოს ცარიელი ან ნაკუწით შევსებული ადგილებს შორის განსხვავება..
კიდეევ სამი პატარა ყუთია, ერთში მძივი (ან რამე ) დევს, უნდა ან შეიგრძნო, ან დაინახო, ან გამოიცნო.. მოკლედ ეს შესაძლებელია.. შემდეგი შეკითხვაა, - დაემთხვა თუ მართლა გამოიცანი?!. იქნებ დაემთხვა.. იქნებ გამოიცანი.. ცანი.. ანი.. ი...
ძალიან ძლიერი ინტუიცია მაქვს
წამით გამახსენდა ჩემი ყოფილი თანამშრომელი, რომელიც 2 წლის წინ წავიდა სამსახურიდან
და ვფიქრობდი ნეტა სად არის რას აკეტებს/
გაიღო კარი და შემოვიდა ჩემოდნით. გაოცებული უყურებდი. მითხრა 1 კვირა თქვენთან ვიმუშავებო ........
ეს ძაან ცხადი მაგალითი
'პატარ-პატარა' ინტუიციები ყოველთვის მაქვს
ანუ, როცა რაღაცას ვიტყვი, პასუხი მაშინვე მოდის ტავში, რომ ესე ესე, ან ესე იქნება
დღეს ძალიან მომინდა ამ ფორუმზე შემოსვლა
მანამდე ცოტა თავს ვიკავებდი ძალიან არ შეგაწუხოთ ჩემი ამბით
გუშინ ღამით დაძინებას ვცდილობდი ნახევრად მეძინა ვიგრძენი თავბრუ მეხვეოდა და წამოვჯექი
მერე აღარ მახსოვს თითქოს გულზე წამივიდა და დარტყმის ხმა გავიგე უცებ ყველაფერი განათდა
თვალი მომეჭრა შუქისგან
არ ვიცი ეს რა იყო ადრეც მქონია ასეთი ძლიერი არა რაღაც სუrათები დავინახე არ ვიცი წინათგრძნობა იყო თუ რa
დღეს ტელევიზორს ვუყურებდი და იგივე სურათები ვნახე რუსულ არხზე რტრ ზე
ძალიან შემეშინდა ახლაც შოკში ვარ
დღეს მივხვდი ლოგინის კიდეს დავარტყი თავი. მანდამაინც მე მემთხვევა ყველაფერი
Junona, მგონი მესამე თვალი გაგეხსნა არ შეგეშინდეს და მალე ჩვენ გკითხავთ რჩევებს!.. აბა, გამაგრდი!..
მასეთი თავის მირტყმა ყველას რომ მოუვიდეს, ხალხი გაბედნიერდება.. (ჰმ)
წინათგრძნობა აღარ ქვია.. - რა ვიცი მესამე თვალს უფრო სხვა სახელი მოუხდებოდა... "ყველგანხედვა" ან "წინახედვა"
სულ არ გვაწუხებ, - პირიქით.. ჩვენ არ შეგაწუხოთ მაგ ამბის მერეე..
ინტუიციას კი, რომელიც თმებში გვექაჩება და სადღაც "ძალით" მიგვათრევს ხოლმე, დიდის ამბით ვუძღვნი ქვემოთა მუხლს.. (ხმა პარტერიდან: - რა გაცინებს, რაა.. დედაშენს დავურეკავ, შე მართლა კატაბუა შენაა.. )
სიზმარს რომ ნახავ და ერთ დღეში ახდება, ის არარის ინტუიცია?
ულამაზესი შეწყვეტილი სიზმარი იყო
აუ როგორ ახდა
ჰო, ეგეც არის, - სიზმრის ინტუიცია, ახდენილი სიზმარი
ვააა ეგ არ ვიცოდი კატაბუა თუ სიზმრის ინტუიციაც იყო... არც დავფიქრებულვარ მაგაზე აუუუ მე რა მემართება ხოლმე იცით?! მაინტერესებს ვინმეს აქ თუ ემართება ჩემნაირად! ჯერ, სულ სიზმრებში ვარ დღე არ ჩამიგდია სიზმარი რო არ ვნახო, მარა ეს რა უცნაურობა შემომეჩვია გადავირევი კაცო :D... ეხლა კი ვხუმრობ, მაგრამ ხანდახან სულაც არ მეხუმრება... მოკლედ, როცა გამომეღვიძება 2-3 წუთის განმავლობაში რაგაცეებს ვხედავ. აი მაგალითად, იმ დღეს შუადღისას დავიძინე და ჩემმა სიცილმა გამაღვიძა და გავიხედე და რას ვხედავ უუულამაზესი ჩიტი დაფრინავდა ჩემს ოთახში და ფარდის ფრიალსაც მშვენივრად ვხედავდი... და მერე ცოტა ხანში გაქრა.. ეს არაერთხელ მომსვლია, ჩემ ბოდვაზე რომ არაფერი ვთქვათ :D... მე ეს უკვე ჩვეულებრივად მიმაჩნია არანაირ ისტერიკას არ იწვევს, მარა რო ვყვები ხოლმე "ამან გააფრინა" სახეზე ეგ აწერიათ :D ნეტა მაგრა მაინტერესებს რისი ბრალი უნდა იყოს, ტყუილა ხო არაფერი ხდება?!.... მართლა ვხედავ იმ უხილავ არსებებს თუ უბრალო ფანტაზიის ნაყოფია??!!... აუ არადა რო იცოდეთ რა მკვეთრად და რეალურად ვხედავ!... თქვენ რას ფიქრობთ მომწერეთ???
თუ ხედავ, ესე იგი მართლა ხედავ და ვერავინ დაგარწმუნებს რომ არ ხედავ
ან რად გინდა რომ დარწმუნდე რომ არ ხედავ?
დაინახე? ისიამოვნე, ხო ლამაზია .....
ხოხ.. მაგარი რამეა რაა ეს ინტუიცია.. მეც საკმაოდ კარგად მაქვს განვითარებული.. როდესაც რამეზე მეფიქრება ვიცი რომ ის აუცილებლად ახდება.. ძალიან ხშირად მიხდებაა ფიქრები, სიზმრები და ა.შ... ზოგჯერ მაშIნებს კიდეც საკუთარი თავი, მარა ჩემზე ხშირად ჩემს მეგობრებს აშინებთ :D ვეძმას მეძახიან ხოლმე.. ბოლოს ერთი მეგობრის სიკვდილი ვიწინასწარმეტყველე და წინასწარ გამოვიტირე (არ მეგონა თუ ახდებოდა, უბრალოდ ძალიან ემოციური ვარ და რო წარმოვიდგინე ეს რო მართალი იყოსთქო საშინელი ისტერიკა დამემართა) და სამწუხაროდ 2 დღეში გამართლდა.. :( შოკში ვიყავი..
aniney
aniney
მართლაცინტუიცია ძლიერად გქონია განვითარებული!
არა კარგზეც მაქვს, უბრალოდ ეს ყველაზე ცუდი შემთხვევა იყო.. :( საერთოდ როდესაც რაღაცის გაკეთება მინდა ან გადაწყვეტილება მაქვს მისაღები, შინაგანი ხმა ყოველთვის მკარნახობს რომელი ავირჩიო, მეც თითქოს ჯიბრით მაინც საპირისპიროს ვირჩევ და მერე ყოველთვის სანანებელი მიხდება და ვიძახი აი შემდეგში მივენდობითქო, მარა მაინც არ ვენდობი ხოლმე, თუმცა 100-დან 98 მაინც მიხდება.. რატომღაც მგონია ხოლმე რომ ის რაც შიგნიდან მიბიძგებს რაღაცისკენ არასწორია და ალბათ ამიტომ ვირჩევ მაინც სხვა გზას, არადა ყოველთვის მართლდება.. :| დაწვრილმანება აღარ მინდა თორემ უამრავი რამ მახსენდება და არ ვიცი რომელი ერთი მოვყვე და საიდან დავიწყო. ეს თითქმის ყოველდღიურად ხდება ჩემს ცხოვრებაში...
ალბათ აჯობებს, რომ დაუჯერო..თორემ აბა რა გამოგდის დაუჯერებლობით? საქმეს ირთულებ!
ჰოო რავიცი, არასდროს არ ვარ ხოლმე დარწმუნებული საკუთარ თავში და ასე გამომდის... თან სულ ვიძახი აი შემდეგში დავუჯერებთქო, მარააა...
TeO
მე კარტზე და საგზაო შემთხვევებზე არ მაქვს საერთოდ არანაირი ინტუიცია, მხოლოდ ადამიანებზე მაქვს. უცნობ ადამიანებზეც. მაგალითად სახლს რომ ჩავუვლი ზუსტად ვიცი იქ იმ წუთას არის ადამიანი თუ ცარიელია სადღაც 15 წლის წინ შევამჩნიე ეგ პირველად, რაღაცაზე ჩავდიოდი მეზობელთან და ზარი რომ უნდა დამერეკა უცებ გავჩერდი და ავბრუნდი უკან და დედას ვუთხარი რომ მეზობელი არ იყო სახლში და მართლა ასე აღმოჩნდა. მერე უკვე დავაკვირდი და არასდროს მეშლება ეგ. უბრალოდ ქუჩაში უცნობი სახლის გვერდითაც რომ ჩავიარო ვგრძნობ ის სახლი ცარიელია თუ არა. სულ ესაა ჩემი ინტუიცია
serafinapekkala
serafinapekkala
serafinapekkala
თუმცა ეს დიდი ძალაა და კარგი იქნებოდა მისი გამოყენება, მაგრამ სამწუხაროდ ბევრ შესწავლას საჭიროებს
მოგესალმებით ყველას. უკვე სამი დღეა ვაკვირდები თქვენს ნააზრევს. საინტერესო ადამიანები ჩანხართ ახლა ჩემზეც გეტყვიტ ორიოდე სიტყვას შმემიზლია ადამიანების აზრების წაკითხვა თუ უშუალო კონტაქტში არიან ჩემთან. ვგრზნობ მათ ყოველ აზრს , რამდენჯერმე გამოვცადე მაინტერესებდა იქნებ ეს ჩემი გონებისმონაჩმახი იყო და სხვა არაფერი მაგრამ საპირისპიროში დავრწმუნდი.ეს ყველაზე დიდ დისკონფორტს მიქმნის
dato
დისკომფორტს რატომ?
Emigranti აბა რა გითხრა..ეტყობა არ ეწერინებათ ისე მეც მქონია ასეთი შემთხვევები სხვა ფორუმზე, რომ დავერგისტრირებულვარ და ვსო, მერე აღარც შევსულვარ რატომ ნეტავ? ხდება ხოლმე
აშკარად არ ვიყავი მანდ საჭირო )) თავისი თეოები ეყოფოდათ
ისე ვკითხულობდი, ვკითხულობდი და რომ დავრეგისტრირდი, მერე შევეშვი ))))
სხვისი აზრები კადრებად გინახავტ როდისმე? ასეთი რაღაც მემართება გავრეკე მგონი. ამას დაკვირვებულობას ვერ მივაწერ. თან კადრები მაშინ მოდის როცა ადამიანს თვალებში ვუყურებ, ჩემი გონება ითიშება და მის აზრებში დაბოდიალობს.
dato
ძალიან რთულია ალბათ ... მაგრამ მაგარია!
dato
მესმის რასაც გრძნობ. ჩემი აზრით ეს უნარი ყველა ადამიანშია განვითარებული მეტნაკლებად, უბრალოდ ყურადღებას არ აქცევენ და დროთა განმავლობაში "უჩლუნგდებათ". მე მაგიტომ შევეშვი თვალებში ყურებას ოღონდ შენგან განსხვავებით კადრებს ვერ ვხედავდი უბრალოდ ზუსტად იმას ვამბობდი რასაც ყველზე უფრო მონდომებით მიმალავდნენ და ძირითადად ეს "ტკივილს" იწვევდა ან ეგონათ განგებ ვაკეთებდი ასე. ნუ ჩაახშობ ამ უნარს მაგრამ ფრთხილად იყავი, შეეცადე მუდმივად აკეთო განმწმენდი რიტუალები და რაც შეიძლება მეტი სიყვარული იგრძნო ადამიანებისა და სამყაროსადმი. როცა შენგან სიყვარული მოდის, შენი უნარიც ნაკლებ მტკივნეულია სხვებისთვის.
ინტუიცია მაქ ისეთიიიიიიიიი ზოგჯერ თავი კუდიანი მგონია
ხანადხან მგონია რომ ამა თუ იმ პროფესიის წარმომადგენლებს ინტუიცია თიტქმის ნოლზე აქვთ, მაგ. იურისტებს
ცოტა ბრტყელი სასტავია
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)