ვეგეტარიანელობა - კვების ფილოსოფია
ეს მოძრაობა გაფორმდა მე-19 საუკუნის შუა პერიოდში, მაშინ ვეგეტარიანელობას კვეთრად გამოხატული მორალური მიმართულება ჰქონდა. მაგ. ლევ ტოლსტოი ამ მოძრაობის აქტიური პროპაგანდისტი გახდა მას შემდეგ, რაც სასაკლაო მოინახულა.
დღესაც ვეგეტარიანელების მნიშვნელოვანი ნაწილი ცხოველური წარმოშობის პროდუქციაზე უარს ამბობს სულიერების პოზიციიდან - არ მოვსპოთ სხვა არსების სიცოცხლე.
ვინ ანიჭებდა მცენარეულ საკვებს უპირატესობას? აი, ზოგიერთი მადგანი:
პითაგორა, ეპიკური, პლატონი, სენაკა, მონტენი, ვოლტერი, რუსო, ლამარტინი, ბაირონი და სხვა.
ვეგეტარიანელები თავიანთი შეხედულებებით არ არიან ერთსულოვანნი:
• ამ სისტემის მომხრე ყველა ადამიანი უარს ამბობს ხორცსა და თევზზე.
• მკაცრი ვეგეტარიანელები აღიარებენ მხოლოდ მცენარეულ საკვებს.
• ლაქტოვეგეტარიანელები უარს არ ამბობენ რძესა და რძის პროდუქტებზე.
• ოვოლაქტოვეგეტარიანელები, მცენარეულ საკვებთან ერთად მიირთმევენ რძეს, რძის პროდუქტებს, კვერცხს (”ლაქტო”-ლათ..,რაღაც დაკავშირებული რძესთან, ”ოვო”- კვერცხთან).
არსებობენ ე.წ. ეკოლოგიური ვეგეტარიანელები (რომლებიც დარწმუნებული არიან, რომ კაცობრიობა გაფლანგავს დედამიწის ცოცხალ რესურსებს და დაიღუპება შიმშილით, თუ დროულად არ გადავა მხოლოდ მცენარეულ საკვებზე.) და ჰიგიენური ვეგეტარიანელები (რომლებიც ცდილობენ შეინარჩუნონ ჯანმრთელობა და გაიხანგრძლივონ სიცოცხლე). მათი ძირითადი არგუმენტია: ”სამკურნალო მცენარე უამრავია, მაგრამ განა არსებობს სამკურნალო ხორცი?”
ოფიციალური მედიცინა დიდი ხნის განმავლობაში თვლიდა, რომ ვეგეტარიანელობა მავნეა ჯანმრთელობისთვის, რადგან ვერ უზრუნველყოფს ადამიანის ორგანიზმის მოთხოვნილებას სრულფასოვან ცილებზე, ბ12 ვიტამინსა და კალციუმზე. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ”ფიზიოლოგიური ნორმის” ძველი გაგება სრულიად არ შეესაბამება სინამდვილეს. ცილისა და კალციუმის რაოდენობა, შესაძლოა, მივიღოთ მცენარეული პროდუქტებიდანაც.
ასე, რომ უმთავრესი ბრალდებები ვეგეტარიანელობის მიმართ დრომ თავისთავად მოხსნა.
ვეგეტარიანელობის უდავო ღირსებები
• მცენარეული საკვები მდიდარია უჯრედისით. ეს უკანასკნელი ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის კარგ მუშაობას, ათეროსკლეროზისა და კიბოს თავიდან აცილებს.
• მცენარეული საკვები არ შეიცავს ქოლესტერინს, გარდა ამისა, მცენარეული პროდუქტები (მაგ. სოიო) თავად აქვეითებენ სისხლში ქოლესტერინის დონეს.
• ბოსტნეული და ხილი მდიდარია მრავალი ვიტამინითა და მინერალური ნივთიერებებით, რაც მნიშვნელოვანია იმუნიტეტის შესანარჩულებლად.
• მცენარეულ საკვებში არსებული ფოტონციდები თრგუნავენ ნაწლავებში მიმდინარე ლპობის პროცესებს.
• ვეგეტარიანელებს თითქმის არ აღენიშნებათ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ჰიპერტონია, შაქრის დიაბეტი. მათ შორის გაცილებით მეტია ხანდაზმული ადამიანები. ამის მიზეზი არა მხოლოდ კვების ხასიათია, არამედ ის, რომ მცენარეული რაციონის მომხრენი მეტ ყურადღებას უთმობენ საკუთარ ჯანმრთელობას.
საინტერესო ფაქტი
გასული საუკუნის 30-იან წლებში ჰიმალაის მთებში აღმოაჩინეს ხუნზების ტომი, რომელიც ზღვის დონიდან 1600-3000 მ სიმაღლეზე ცხოვრობს.
ისინი გამოირჩევიან სილამაზით, კეთილგანწყობით და სიმშვიდით. მათი საკვებია ხილი (ძირითადად გარგარი), კაკალი, მარცვლეული, ბოსტნეული - ტიპიური ვეგეტარიანული ნაკრები. დედები ბავშვებს ძუძუს აწოვებენ 3 წლამდე, შემდეგ აძლევენ თხისა და ძროხის რძეს. ზრდასრული ხუნზები რძეს თითქმის არ სვამენ, ხორცს ჭამენ არა უხშირეს 3-4-ჯერ.. წელიწადში!
მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობისას, ამ ამ ჯგუფში პრაქტიკულად არ გამოვლინდა დაავადებული ადამიანი.
ხუნზებმა მხოლოდ ახლახანს დაიწყეს გადაშენება. მრავალრიცხოვანმა ტურისტებმა, რომლებიც ვერ მალავდენ ცნობის წადილს, მოენეხულებინათ ”უკანასკნელი სამოთხე დედამიწაზე”, აბორიგენებს ჩაუტანეს ალკოჰოლი, სიგარეტი, თავს მოახვიეს თავიანთი კვების რაციონი.
პრაქტიკულად, ის, რაც ხალხმა 2000 წელი შეინარჩუნა, ცივილიზაციამ, სულ რაღაც 10 წელიწადში გაანადგურა!
რამდენიმე რჩევა ვეგეტარიანელებს:
• გახსოვდეთ, ვეგეტარიანელობა გულისხმობს არა მხოლოდ ზოგიერთი პროდუქტის გამორიცხვას რაციონიდან, არამედ ჯანსაღი ცხოვრების წესს, მაგალითად, უარის თქმას თამბაქოზე, ალკოჰოლზე.
• კალციუმისა და რკინის დეფიციტის შესავსებად რაციონში ჩართეთ პარკოსნები, კაკალი, სოკო, მწვანე ბოსტნეული, წიწიბურა..
• მცენარეული საკვები, პარკოსნების გარდა, ადვილად და სწრაფად მოინელება, ამიტომ მიირთვით ცოტ -ცოტა და ხშირად.
• ბოსტნეულის და ხილის სალათი უშუალოდ ჭამის წინ მოამზადეთ, ასე შეინარჩუნებთ მათში არსებულ ვიტამინებს.
• შეარჩიეთ მრავალფეროვანი მენიუ - თქვენთვის ეს გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე, მათთვის, ვინც შერეულ საკვებზეა. ნუ დაიყვანთ თქვენ რაციონს, თუნდაც ძალიან სასარგებლო, ერთ-ორ პროდუქტზე - ეს აუცილებლად შეუქმნის პრობლემებს თქვენს ჯანმრთელობას.
კარგი, რაციონალური რჩევებია!.
ვიცი, რომ ფორუმელების გარკვეული კარეგორია ვეგეტარიანელები ბრძანდებით,
ერთი წელს შემოგვემატა!
დაწერეთ, თუ სურვილი გექნათ:
როგორ გახდით ვეგეტარიანელები?
რა იყო ამ გადაწყვეტილების მიზეზი?
რამდენი ხანია ეს, რომ გრძელდება და თავს როგორ გრძნობთ?
და ა.შ.
გუშინ დიდი დრო მოვანდომე ამ ინფორმაციის შეკვრასა და გააზრებას, ამიტომ ძალიან გამიხარდება თუ მიიღებთ და მოგეწონებათ, მადლობა!
აგნი - 15 წელი ვეგეტარიანელია, თავიდან ოვოლაქტოვეგეტარიანელი იყო, ახლა მე-3 წელია - ლაქტოვეგეტარიანელია..
მე ოვოლაქტოვეგეტარიანელი ვარ, არც ისე დიდი ხანია (სექტემბერში 4 წელი შესრულდება). ჩემი მეგობრის დაბადების დღე ავირჩიე ვეგეტარიანელობის დაწყებად, რომელიც არ დამავიწყდება!
ეს გადაწყვეტილება სულს მოუნდა და მეც ავყევი და ახალა სულიერად დამშვიდებული ვარ.. მივხვდი, რომ ცოცხალ, უდანაშაულ არსებას ვეღარ შეჭამ! ეს მომენტი ყველას სხადასხვანაერად ემართებად - აი, ტოლსტოის სასაკლაოს ნახვის შემდეგ გაუმძაფრდა,.. მე, როდესაც მთაში ვიყავი და არაგვში დაჭერილი, ჯოხზე აცმული წითელკოპალა კალმხებს ჩავხედე თვალებში..
უკვე შევამჩნიე, რომ რძის პროდუქტებს ორგანიზმი ნაკლებად მთხოვს და კვერცხიც დიდად აღარ მინდება (აღდგომაზე მარტო ერთი კვერცხი ვჭამე)...დანარჩენს დრო მიჩვენებს.
რაც შეეხება ფიზიკურ მდგომარეობას, ამ პატარა დროის მონაკვეთში ვგრძნობ, როგორ შეიცვალა სასიკეთოდ - უფრო მსუბუქი გავხდი და ის ”სიმძიმე” ჩამომშორდა (ხორცი ამძიმებს ორგანიზმს!). გონებრივ შესაძლებლობებსაც დაეტყო გაუმჯობესება.
ჩემი გახსნილი ანალოგიური თემა სხვა ფორუმზე - http://gogaggg.com/forumi/index.php?showtopic=276&st=0
გამოდის, რომ მე საერთოდ არავარ ვეგეტარიანელი, რადგან თევზის ხორცს ვჭამ და არც ერთ კლასიფიკაციაში არ შევდივარ ლაქტოვეგეტარიანობას რაც შეეხება ამის აზრი არ მესმის, რას უშავებ ცხოველს იმით, რომ მის რძეს ვსვამ? სოფლის ძროხის მაგალითი რომ ავიღოთ, ძროხა ცხოვრობს საძროხეში, მას იქ უვლიან, დილით უშვებენ, მთელი დღე დაბოდიალობს და ბალახებს ჭამს, მერე საღამოს თვითონ ბრუნდება, ვინ რას უშავებს????
საინტერესოაა. თუმცა მე ჯერ არ მაქ მოთხოვნილება რომ ვეგეტარიანელი ვიყო
ხუნზებზე წავიკითხე, მართლაც საოცარი ხალხია: http://iamkrut.livejournal.com/109192.html?thread=563848
ხოოდა ესე იგი რა საინტერესოა, ხო გუშინ ვნახე ეს თემა და სახში რომ მივედი შემთხვევით გადავშალე აპოკრიფი(ეს არის არ აღიარებული სახარება) და მანდ წავაყწდი კაკ რაზ ერთი 3 გვერდი ეწერა სულ ამ თემაზე, ანუ რომ ხორცის ჭამა აკრძალულია და მარტო ბალახეული საკვები უდან მიიღ და რამე. რა დამთხვევაა
მე ვეგეტერიანელი არა ვარ. ხორცისა და თევზის ჭამა უბრალოდ არ მიყვარს. უფრო ხშირად ბოსტნეული და ხილი მირჩევნია. კარგია გამიგია ვეგეტერიანობა, მაგრამ ვფიქრობ ზედმეტობა იქნებოდა. ქრისტე არ იყო ვეგეტერიანი. ისედაც რაც გამოდის ჩვენი პირიდან ის გვაბინძურებს და არა რაც შედის. კარგია მარხვა რომ დაიცვა.
ხორცი ამძიმებს სულს/გონებას. მიწიერს ხდის ადამიანს და მის აზრებსა და ფიქრებს
საერთოდ საკვები ამძიმებს. რა საჭიროა?
მოკლედ ერთხელ მივედი დასკვნამდე რომ კვება არ იყო საჭირო სულისთვის და 2 დღე არაფერი ვჭამე, მხოლოდ წყალი )))
ცარიელი აზრი ვიყავი. მაგარი იყო. მხოლოდ ერთხელ მომშივდა. არ მომშიებია პრინციპში
მერე შემეშინდა, მეთქი რამე არ დავიმართო, ანუ ადამიანურობამ იმძლავრა მესამე დღეს და დავიწყე ისევ ჭამა
კიდევ მინდა მოვიდე არ ჭამის ხასიათზე )_)))))
ვინც ვეგეტარიანელია, გამოვეხმაუროთ ერთმანეთს. ( მე ვეგეტარიანელი ვარ 1989 წლიდან)
ანანდა
შენნაირ ადამიანებს დიდ პატივს ვცემ, მე კი ვცდილობ რაც შეიძლება ნაკლები ხორცი ვჭამო,სამწუხაროდ ზოგჯერ მიწევს ჩემს ირგვლივ მყოფებთან კომპრომისზე წასვლა(იმ გარემოცვაში სადაც მე ვარ აბსოლუტურად სხვანაირად აზროვნებენ და ცოტა ძნელია ) ვიცი ეს ჩემი სისუსტის ბრალია თორე ისე ნამდვილად გაცნობიერებული მაქვს რა მარაზმიცაა ცოცხალი არსების რომელსაც მცენარეზე მაღალგანვითარებული აზროვნება გააჩნია იმის საკვებად გამოყენება,მითუმეტეს როგორც იტყვიან პირდაპირ კანით ვგრძნობ როგორ უარყოფითად მოქმედებს ეს ჩემს სულიერებაზე
თან ამ პერიოდში წმინდა პრაგმატულადაც რომ მივუდგეთ რაც უფრო ნატიფ ღვთიურ ენერგიებს დავაყენებთ წინა პლანზე მით უფრო ადვილი იქნება ტრანსფორმაციის პერიოდის სიყვარულის გრძნობით გავლა
ამასაც დავწერ რომ ის სულიერი ოსტატი რომელსაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ და ფაქტობრივად მის იმფორმაციაში ეჭვი არ მეპარება პირდაპირ ამბობს რომ თუ ადამიანების უმრავლესობა (80% მაინც) დღევანდელი დღის ჩათვლით 779 დღის განმავლობაში არ გადავლენ უფრო კეთილშობილურ კვებაზე (უარს არ იტყვიან მასიური მკვლელობის კარმაზე) და არ დააყენებენ პირველ პლანზე ღვთიურ ბუნებას საკუთარ თავში დედამიწაზე აუცილებლად დაიწყება შეუქცევადი პროცესები
წინა თემიდან გამომდინარე ვიცი რომ ინგლისურს ფლობ და თუ დაგაინტერესებს გირჩევ გადახედო Supreme Master Ching Hai საიტზე Words of Wisdom ს ან Between Master and Disciples ბევრ საინტერესოს აღმოაჩენ ჩემი აზრით
http://suprememastertv.com/?langdir=1
მეც ვეგეტარიანელი ვარ ბავშვობიდან. ჭამა არა და მომზადება კი მიწევს ხანდახან
მოგესალმებით სტაჟიანებს ახალბედა ვეგეტარიანელი
სულ რამდენიმე თვეა რაც ხორცს აღარ მივირთმევ.
Existence შენნაირი პრობლემა მაქვს მეც, ჩემმა ახლობლებმა დღემდე არ იციან, დიეტას ვაბრალებ და გაოცებულები არიან: მაგ დიეტას დასასრული არ აქვსო?
ჩემი აზრით არ არის ზედმეტი აჟიოტაჟის გამოწვევა ამასთან დაკავშირებით, ჩვენც დავბრკოლდებით ასე და სხვებსაც განსჯის ახალ საბაბს მივცემთ.
Anna
ისე საზოგადოების სტერეოტიპებზე და კლიშეებზე დაკვირვებაც საინტერესოა მართნადიდებლური მარხვის დღეებში არავის არანაირი პრობლემა არა აქვს როდესაც ვეგეტარიანელი კი არა პირდაპირ ვიგანები ვხდებით ხოლო როდესაც ისე არ ეკარები ეგეთ რაღაცეებს უკვე ''თეთრი ყვავი'' ხარ ესეიგი რაღაცა ვერა გაქვს კარგად
თუმცა მე პირადად თეთრი ყვავი ვიქნები თუ ვარდისფერი სულ არ მაინტერესებს უბრალოდ არ მინდა ჩემი ზედმეტი მოთხოვნებით სხვას მოვაბეზრო თავი.
მე ხორცი ძაან მიყვარს, მაგრამ მინდა ნელ-ნელა შევამცირო და უფრო ბოსტნეულზე გადავიდი, აი მაგალითად კვირაში ერთხელ ხორცი საკმარისი იქნება ჩემთვის. სულ უარის თქმას არ ვაპირებ. რამდენჯერმე ვიგრძენი რომ ძაან დამამძიმა. აი დაახლოებით თოვლზე რომ ტალახიან წყალს გადაღვრი ეგეთი შეგრძნება მქონდა. ეხ არადა როგორ ვიცავდი რამდენიმე წლის წინ ხორცის მჭამელებს ))
old_man
მეც არ მეგონა ასე თუ ავკრძალავდი ხორცს. არასოდეს მიყვარდა, მაგრამ არასოდეს ვფიქრობდი, რომ შევიცოდო ცხოველი და არ ვჭამო, მაშინ მცენარეც ხომ ცოცხალია მეთქი ვამბობდი
ხორცის უარყოფითობაზე მახსოვს ლექცია უნივერსიტეტში ერთ-ერთი ლექტორისაგან, რომ როდესაც ესა თუ ის ცოცხალი ორგანიზმი კვდება( უფრო სწორედ, როცა კლავენ მითუმეტეს), მის ორგანიზმში შხამი გამოიყოფა. არ მახსოვს და რომელიღაცა ტომი, დასაკლავ ცხვარს რაღაც სპეციალური მეთოდებით კლავდნენ და ამ მომენტში არ ხდებოდა შხამის გამოყოფა, მაგრამ ეს მეთოდიც ასევე ამაზრზენია, მოკლედ... მაგ: ცხვარი ჰყავდათ რაღაც ისე დაბმული და მას მისდევს მგელი ისე, რომ ის ვერასოდეს ეწევა, მაგრამ ცხვარს ეშინია და გარბის... როცა დაღლილი ცხვარი ეცემა დაბლა უღონოდ, მას იყვანდნენ და მშვიდ გარემოში გადაყავდათ, ის წყნარდებოდა და მაშინ კლავდნენ. ფიქრობდნენ და მგონი ასეცაა, ასე საწამლავი ნივთიერება არ გამოიყოფა... მახსოვს მაშინ ძალიან შემძრა ამ მეთოდმა
ჩემზე იმოქმედა ზინაიდა ბარანოვას(ადამიანი, რომელიც არა თუ ხორცს, არაფერს აღარ ჭამს და პრანით იკვებება) ერთმა ლექციამ, როდესაც ის ხორცზე საუბრობს და ისეთი შეგრძნებაა თითქოს გული ერევა... ხო, ახლა არა მარტო არ მიყვარს ხორცი, უბრალოდ მძულს!!!
მინდა ვთქვა, რომ ძალიან მიხარია ამის გამო. ხორცის აკრძალვის სურვილი ჩემში ძალიან დიდი ხანი იყო ქვეცნობიერად, ახლა გარედ გამოვიდა.
ირმა
ირმა
მე უბრალოდ ვეგეტარიანელი ვარ! (ვეგანი არ ვარ) ჩემს ვეგატარიანელად ქცევაზე დიდი როლი ითამაშა იოგამ, და ბუდიზმმა!
მე ვცდილობ არ ვიყო მაქსიმალისტი, იმ სფეროში რაც ეხება საკვებს.
http://nauka.izvestia.ru/curioz/article47270?oldsearch=1
ვეგეტარიანელებზე
ანანდა
მეც დაახლოებით ეგეთივე სტაჟი მაქვს, 1 წლით ნაკლები.. ოჯახში ისეთი კანიბალები მყავს რა ვქნა არ ვიცი.. განსაკუთრებით პატარა! არადა 9 თვე მუცლადყოფნისას ხორცი არ უჭამია და მერეც 1 წლამდე, სანამ სხვა საკვები არ გასინჯა... რამ გადარია ასე არ ვიცი.. იმედს არ ვკარგავ რომ როდესმე გადავლენ ვეგეტარიანელობაზე..ტეორიულად
ამბობენ რომ ესმით რა საშინელებაცაა ხორცის წამა,მაგრამ ვერ ძლებენ.. მე კი მიწევს ამ პროდუქტის ყიდვა და მომზადება..ეს ყველაზე მეტად მაწუხებს! იმ დღეს პატარა ჭამდა ძეხვს და იძახდა , მეცოდება ეს საჭმელი, ოდესრაც ხო გოჭი იყო და დარბოდაო, მაგრამ გემრიელიაო..( 5 წლისაა, ჯერ იმედი მაქვს... მეც მის ასაკში მივირთმევდი სხვის ხორცს..ირმა
td.........
ამ წიგნს ბოლომდე არ ვეთანხმები, მაგრამ მაინც კარგი რამეა. მოხარშული საჭმლის ჭამა აღარ მინდა ამის მოსმენის შემდეგ
Сыроедение путь к бессмертию (აუდიოწიგნი)
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
В книге В.А.Шемшука "Сыроедение. Путь к бессмертию" рассказывается о фантастических результатах сыроедения, приведены механизмы объясняющие феномены поразительного оздоровления, излечения от всевозможных неизлечимых болезней, приведены случаи омоложения глубоких стариков с превращением их в молодых людей и даже юношей.
Всем известно, что от пищи зависит настроение человека, а значит и его успехи, или наоборот, не успехи на работе и в личной жизни. Хорошее настроение, обусловленное правильным питанием, обеспечивает хорошее настроение и соответственно притяжение хороших событий. В то время как пища, вызывающая неприятные ощущения, приводит к неприятностям по жизни. И оказалось, что неприятная пища питает не нас, а микробов в нашем организме. А отсюда не только неприятности в жизни, но и неприятности со здоровьем...
Содержание:
Часть I. Ода сыроедению
§1. Что нужно есть?
§2. Основная причина появления паразитов в организме
§3. Ещё один источник поступления паразитов в организм
§4. Как варёноедение вызывает болезни ЖКТ? §5. Зачем нужны организму чистки?
§6. Чистки для беременных женщин
§7. Какие массажи способствуют очищению организма?
§8. Накопление потенциала с помощью еды
§9. Ошеломляющие последствия сыроедения
§10. Виктория Бутенко о сыроедении
§11. Детоксикация - начало омоложения
§12. Как помочь организму при наступлении интоксикации?
§13. Чем же для нас является варёная пища?
§14. Пищевые диверсии
§15. Как нас заражают?
§16. Внедрение смерти на Земле
§17. Подводные камни сыроедения
§18. Где добыть живую воду?
§19. Преодоление бескультурного земледелия
§20. Очистительный комплекс и его модификации
§21. Шестдница творения
§22. Чаровная кулинария
§23. Полезные сведения
§24. Лечение истинных заболеваний
§25. Преображения семян растений для достижения человеком бессмертия
§26. Ода сыроедению
Часть II. Рецепты сыроедческой кухни
§ 1. Рецепты от А. Чупруна
§ 2. Сборник рецептов салатов от В. Даниэляна
§ 3. Сборник рецептов блюд из зерновых, бобовых, овощей и фруктов от В. Даниэляна
§ 4. Сырые конфеты
§ 5. Рецепты из книги Виктории Бутенко
§ 6. Рецепты из журнала «Дневник Сыроедки»
§ 7. Простые салаты по Герберту Шелтону
§ 8. Сыроедческие рецепты от Атерова
§ 9. Рецепты сыроедения от разных авторов
§ 10. Список сырых продуктов и их характеристика
§ 11. Десять золотых правил сыроедения
Приложение: Съедобные дикорастущие
http://allshares.ge/download.php?id=2BFBE45A27
მოგესალმებით!
ვეგეტარიანელობა არა მხოლოდ ჯანმრთელობისთვისაა კარგი, არამე სულიერი განვითარებისათვის. რადგანაც როცა ვჭამთ ხორც, ჩვენსი შემოდის ცხოველური ვიბრაციები, და გონება უფრო მშფოთვარე ხდება. რაც უშლის სიმშვიდის და სისუფთავის დამკვიდრებას. როგორც თქვა შრი აურობინდომ (უდიდესმა იოგმა და სულიერმა მასწავლებელმა): "სანამ სადჰაკი არ დაამყარებს საკუთარ თავში სიმშვიდეს და სისუფთავეს, მაღალ სულიერ გამოცდილებებზე ლაპარაკი ზედმეტია".
აი ლინკი ვეგეტარიანელიბაზე: http://www.self-discovery.ge/vegetarianeloba
აი მსოფლიოს ცნობილი ვეგეტარიანელები (ძალიან საინტერესო ნახატია) : http://www.self-discovery.ge/cnobili-vegetarianelebi
და აი პრაქტიკული ვარჯიშები სისუფთავის დასამყარებლად: http://www.self-discovery.ge/sisuptave
yogi
td.........
ჰო ეს ყველაფერი ვიცი..მაინც ჩემი ინიციატივა გამოდის... ზოგადად მთხოვენ ოჯახში ხორციანი საჭმლის მომზადებას, მაგრამ კონკრეტულად ყოველ დღე ხო არ შემიკვეთავენ მენიუს.. ეხლა ისეთი როტმია ცხოვრების რომ ასე არა გამოდის, წინასწარ დაგიკვეთოდ და შენ შემდეგ შეასრულო, ოჯახის გარდა სამსახურიც მაქვს და კიდევ მილიონი სხვა საქმე და მოვალეობა.. უბრალოდ ვამზადე იმას რასაც ჭამენ.. ბადრიჯანი ან სოიოს კერძი რომ დავამზადო ვიცი არავინ შეჭამს.. ბოსტნეული ზოგადად უყვართ , მაგრამ ისიც არჩევით.. გაგებას რაც შეეხება ესმით და აღიარებენ, მაგრამ ვერ ლევიან ამ მავნე ჩვევას.. იმედია როდესმე დაანებებენ თავს სხვისი სხეულთ კვებას..
ყველა ადამიანს თავისი გზა აქვს და თავისით დაუდგება მომენტი ცხოვრებაში, როცა ხორცს აღარ შეჭამს და სხვა. არ იქნება სწორი ვინმეს დავაძალოთ, ანდა გამუდმებით მოვუწოდოთ დაადგეს იმ გზას, რასაც ჩვენ უკვე დავადექით. მათ თვითონ უნდა მიაღწიონ ამას. წინა ცხოვრებაში ალბათ უმრავლესობა, ვინც დღეს ხორცი აკრძალა, ხორცს ჭამდა. ჯერ არ იყო დრო. ყველაფერს მომზადება უნდა. ნუ დაგავიწყდებათ გამოთქმა, ჩვენ ის არ გვაბინძურებს რაც ჩვენში შედის, არამედ, რაც გამოდის ჩვენგან. ადამინი ადრე თუ გვიან შეიძულებს ხორცს(მე ვფიქრობ ახლა როგორ შევიძულო შაქარი), მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს არც მუდმივი ტვინის გადაღლით, და არც დაძალებით, ეს უნდა მოხდეს თავისთავად, შინაგანად... არსებობს ასე მგონია, რაღაც შინაგანი ყური, რომელიც დახშული გვაქვს, ბევრი რამ გვესმის და არც გვესმის, მაგრამ დგება მომენტი როცა გავიგებთ და ვიტყვით, ახ ეს ხომ ვიცოდი, რატომ არ მესმოდა, მაგრამ გადასვლა ერთი მდგომარეობიდან მეორეში თავისთავად მოხდება.
მოვისმინე ჟასმუხინის ერთი ლექცია, სადაც ის ხსნის იმ მომენტს, რომ არ შეიძლება ვამბობდეთო ესა და ეს არ ვარგაო, მაშინ ის აუცილებლად ცუდად იმოქმედებსო ჩვენს ორგანიზმზეო და გააკეთა ასეთი სავარჯიშოსავით,–„მიყვარს შოკოლადი“ „ჩემს სხეულს უყვარს შოკოლადი“. ამ ლექციის მოსმენის შემდეგ მეც ვცდილობ ასე გავაკეთო. ადრე მეც ვამბობდი, ხორცი არ ვარგა, შაქარი,– თეთრი სიკვდილი და მისთანებს. ჟასმუხინმა კიდევ ერთი პატარა თვალი ამიხილა ამ ლექციით. ხოდა ახლა ასე ვამბობ, მიყვარს შაქარი, მაგრამ ვისწავლი უამისოდ ცხოვრებას
ირმა
მართალი ხარ, არაფერი დაზალებიტ არ გამოვა და რომც გამოვიდეს სარგებელი არ ექნება... ხორცი ცუდი ნამდვილად ვერ იქნება, რადგან ის როდესრაც ლამაზი , ცოცხალი არასება იყო.. თუმცა ხორცი ტანსაცმელივითაა, მაგრამ მაინც ძალადობრივად მოპოვებულია და ამის გამოა ცუდი არა ხორცი, არამედ ის რასაც ადამიანები სჩადიან.. დღეს სამარშუტოდან დავინახე მარაზიაში დიდი აკვარიუმი სადაც ბევრი კალმახი და კარპი(ქართლად არ ვუცი რა ქვია) იტანჯებოდა, ზოგი უკვე მოტრიალებულიც კიიყო.. გვერძე საჭერი იდო და მავთულები, ელექტროზაბვით.. სისასტიკე არაა?!
td.........
Те, кто читают эти строки, возможно, будут шокирова¬ны, узнав, как ведическая литература описывает отда¬ленное будущее — что настанут времена, когда канниба¬лизм стает обычным делом. Но и для мудрецов и святых древности тоже было шоком узнать из ведической лите¬ратуры, что люди Кали-юги будут выращивать и кор¬мить коров просто для того, чтобы убить их на скотобой¬не и съесть их мясо. В те времена такое невозможно было даже представить. Так и сейчас невозможно себе пред¬ставить, что люди будут пожирать друг друга, но со вре¬менем, по мере развития Кали-юги, степень испорченно¬сти сознания возрастет. То, что сейчас представляется неприемлемым, тогда станет нормой.
td.........
imedia im shoreul momavalshi agar davibadebi!
Питание Человека Новой Цивилизации
http://masterkosta.my1.ru/load/vedicheskoe_pitanie/1-1-0-10
ესეც კარგი ვიდეოა ვედურ კულინარიაზე:
http://masterkosta.my1.ru/load/vedicheskoe_pitanie/1-1-0-10
რძეს შაქრით ვერაფრით ვერ დავლევ...
ვერც ტაფლით! კი დამილევია წამლის ვარიანტში, მაგრამ ისე, რძე უარაფრო ჯობია... საერთოდ პროუქტი ბუნებრივი გემოსი მირჩვენია, დამტკბარი არ მიყვარს..
ჩემი არათუ რჩვევა არამედ სათხოვარი იქნება, ნუ ვუწოდებთ საკუთარ თავს ვეგეტარიანელს, რადგან ეს არ შეცვლის შენს არსს. ადამიანმა შეიძლება არ მიირთვას ხორცი და ცხოველური პროდუქტი, რაც უდაოდ მისასალმებელია მაგრამ ვერ გააცნობიეროს, რატომ ან რისთვის. არაა საჭირო იმის აფიშირება რომ იცით მე ვეგეტარიანელი ვარ და სხვაგვარად არ ძალმიძს. ბევრი მხოლოდ იმის გამო ხდება ვეგანი, რომ ცხოვრების მანძილზე ვერ მიაღწია საზოგადოებრივ სტატუსს (რაშიც რათქმა უნდა თავად საზოგადოებაა დამნაშავე) ანუ გარიყულია საზოგადოებისგან ან ფსიქოლოგიური ტრამვა აქვს გადატანილი, დამცირება ან შეურაცხოფა, და ასე შემდეგ, რის შემდეგაც ეძებს იოლ და ხელმისაწვდომ გზებს, რომ მინიმუმ საკუთარი თავი დაიკმაყოფილოს და ასე ვთქვათ რამედ ჩაითვალოს. ანუ რაიმე ჰქონდეს სათქმელი საკუთარ თავზე.
ვეგეტარიანელი არ ხდება ადამიანი არამედ მიდის აქამდე, ანუ ესაა სულის მოთხოვნილება და არა საკუთარი ნების წინააღმდეგ წასვლა. ერთ ადამიანს აქვს ნათქვამი უნდა იცხოვრო პრინციპით მინდა, და არა პრინციპით ასეა საჭირო. ამ თემაში უკეთესი იქნება განვიხილოთ თუ როგორ მივედით იმ დასკვნამდე რომ ხორცის მიღება აღარაა საჭირო, და სულიერი განვითარების რომელ ეტაპზე ვიმყოფებით, რომ ხორცი და ცხოველური პროდუქტი ხელის შემშლელი გახდა აღმასვლისთვის. ეს იქნება საინტერესო და არა ის მივირთმევთ თუ არა შემწვარ წიწილას ტყემალთან ერთად...
balian
მთავარი ის არაა, როგორ იამაყებს ადამიანის ჭკუა იმით, რომ ვეგეტარიანელია, ან როგორ შეხედავს სხვა "ხორციჭამიებს". არც ისაა მთავარი, რომ ვეგეტარიანელობა, ისევე როგორც მარხვა "მოდური" ხდება. ვეგეტარიანელობის მთავარი არსი არაძალადობაა. მთავარია ცხოველების ხოცვა შეიზღუდოს და მე ან სხვა რატომ არ ვჭამთ ხორცს ეს უკვე მეორეხარისხოვანია.
ამოსავალი წერტილი ისაა, რომ ცხოველები არ უნდა დავხოცოთ ჩვენი ენის და კუჭის სიამოვნებისთვის. დაე იყოს ადამიანი ვეგეტარიანელი თუნდაც არასრულფასოვნების კომპლექსის გამო. მაინც მისასალმებელია.
td........
Нуууууу в общем то да, согласен ...
balian
Ага...
http://www.youtube.com/watch?v=7xK_QGSqK9U
td.........
td.........
მეც მსგავსი ისტორია მაქვს. ხორცის ჭამა ბავშვობიდან არ მიყვარდა და როცა მაიძულებდნენ ცუდად ვხდებოდი. და მერე ნელ-ნელა გადამიყვარდა თევზი და კვერცხიც. არადა თევზი მაგრად მიყვარდა
ჩემი აზრით, საკვებად ცხოველის გამოყენება დანაშაული არაა მათთვის, ვისაც ეს სჭირდება. იქ სადაც თავს ნადირობით და თევზაობით ირჩენენ, დანაშაულს ვერ ვხედავ, მაგრამ რასაც ჩვენი ნაქები ცივილიზაცია დიდი ქალაქების გამოსაკვებად სჩადის საზიზღრობაა
tikoroma
+100%
აღარ შევჭამ ხორცს რა იყო გული ამერია საშინელებაა.. ჯერ ესეთი მოპყრობა რეებს უშვრებიან აააა
საეროდ საშინელებაა ცხოველების საკვების მიზნით გამრავლება, მაგრამ ფერმებში ეს საერთოდ ამაზრზენ სახეს ღებულობს! მითუმეტეს დიდ ქვეყნებში, სადაც სოფლის მეურნეობა ინდუსრიის სახეს ღებულობს... მერე გვიკვირს რატომ ავადდება ყოველი მერე ადამიანი განუკურნებელი დაავადებებით, რატომაა ამდენი აგრესია, ამდენი ფსიქიური აშლილობები... ჩემი აზრით ეს იმ ნეგატიური ენერგიის ზემოქმედებაა, რომელსაც ხორცის ყოველი ულუფა შეიცავს, რომელიც ენით აუწერელი ტანჯვის ფასად წაართვეს ცოცხალ არსებას და გადააქციეს საკვებად.
აბსოლუტურად ამორალურია გაამრავლო, გაზარდო და შემდეგ საკვებად აქციო სულიერი არსება.
am saitis forumelta umravlesoba vegetarianeli yopila )) mixaria rom arsebobt da miyvarxart adamianobistvis
რამოდენიმე თვეა ხორცი არ მიჭამია და გაცილებით მეტი ენერგია მაქ ვიდრე ხორცს როდესაც ვჭამდი.. ყველას ვურჩევ გადავიდეს ხილზე და ბოსტნეულზე ალბად ყველამ ნახა როგორი დაავადებული ცხოველების ხორცს ჭამს ხალხი იმიტომაცაა ყოველ მეორეს კიბო რო აქვს...
ახლა მოვუსმინე, თურმე მანუს კანონებში წერია, რომ კატეგორიულად არ შეიძლება 6 პროდუქტის ჭამა:
1. ღორის ხორცი
2. მამლის ხორცი
3. ხახვი
4. მწვანე ხახვი
5. ნიორი
6. სოკო
იმიტომ რომ ეს პროდუქტები შეიცავენ დემონურ (ნეგატიურ) ენერგიას.
რა თქმა უნდა ძროხის ხორცი ისედაც იგულისხმება და მაგის დაწერას მანუ საჭიროდ არ ჩათვლიდა
გუშინ ვჭამე სალათი, რომელსაც ოდნავ ეტყობოდა ნივრის გემო და დილამდე გამომყვა ცუდი შეგრძნება
balian
ინფორმაცია დავდე, რომელიც მანუს კანონებში წერია. თუ არ გაიზიარებ ეს შენი ნებაა. სიტყვა "დემონურმა" თუ აგაფორიაქა, აქ უბრალოდ იგულისხმება ცხოველური ინსტინქტების გამაღვიძებელი და გამაძლიერებელი ენერგია.
Atman
ირმა
Atman
რო იცოდე როგორ დამწყვიტე გული მჟავე კიტრის მანია მჭირს, საერთოდ მწნილები მიყვარს და სოკოც... ძმარზე რა მოგახსენო.. საღებავებში შეუცვლელია აი მამალს რომ ვუდუ და ატასი მაგიური რიტუალის შესრულებისას იყენებენ დამიჯერე მამლის ბრალი არაა ასევე იყენებენ სხვა ცხოველებს და ფრინველებს, თუ გინდა სულაც დახატე და ისე გამოიყენე , თუ ძალას ფლობ მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს..
ხო... როგორც ჩანს გაქამნებული ტამა გუნაში ვიმყოფები.. თუმცა რძის ნაწარმის გარეშე არსებობაც საკმაოდ ძნელი იქნებოდა.. ნუ ძნელი დროებითი მცნებაა ყველაფერს შეიძლება გაუძლო ადამიანმა, სრულ უსაკვებად ყოფნასაც...
ხო რა მინდა გკითხო, აი მწარე საკვებისადმი მიდრეკილება რაზე მეტყველებს(მწარე და არა ცხარე) , მაგალიტად ალოეს ფოთლები, კალციუმის ქლორიდი, გრეიფრუტი.. აი ამდაგვარი გემოს მქონე საკვების მოწონება რაზე მეტყველებს შენი აზრით?
td.........
Atman ნუ გვაბოლებ რაა . როდის მოინახულე ზეციური პლანები და როდის დაათვალიერე იქ ვინ რას ჭამს. ოღონდაც რაა
მამაკაცებში ვეგეტარიანელობა პოტენციას აქვეითებს!
Barmalei
Barmalei
უი სტატისტიკის დეპარტამენტში ვარ გასასვლელი.. ამ გახსენებაზე..
ხო კიდევ გამახსენდა და დავამატებ:
სტატისტიკით ყველაზე ჯანმრთელები იდიოტები არიან
ყოველ შემთხვევაში უხორცოდ კვებისას,ღვიძლის და ელენთის ტკივილისგან დავისვენე,საერთოდ,საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის იდეალურია.ამ კუთხით ჩემთვის მისაღებია
sentimennte
ულამაზესი ავატარი გაქვს:*, მაგამ შენ უფრო ლამაზი ხარ!!!
td.........
ირმა
მართალი გითხარა ბევრი არაფერი, მხოლოდ ის რომ პატარაობიდან ვგიჟდები ალოეს ფოთლებზე.. ეხლა ნაკლებად, ადრე კი შემეძლო უზომო რაოდენობით მეჭამა, ვატეხავდი ფოთოლს და თავის ეკლებიანა გეახლებოდით.. სამწუხაროდ უზარმაზარი, ლამის ჩემი ასაკის ალოე მომიკვდა.. ეხლა მინდა სადმე შევიძინო. ძალიან თავისებური გემო აქვს, და ჩემი აზრით სულაც ააა მწარე.. მისი რბილობი ზალიან კარგად შველს ჭრილობებს, განსაკუთრებით ჩირქოვანს.. კარგია სახის კანისთვის, კუჭნაწლავისთვის, კურნავს კუჭის წყლულს, ლიმონთან და თაფლთან ერთად (გარკვეული პროპორციით) არის შეუცვლელი ვიტამინების და მიკროელემენტების წყარო, ბავშვებს მხოლოდ ამ სახით ვაძლევ ვიტამინების კომპლექსს, ნაყიდი ვიტამინები ჩემი პედიატრის აზრით მავნებელიცაა! ერტადერთი ისაა რომ გარკვეული დაავადებების დროს არაა რეკომენდირებული, მაგალიტად ვისაც სისხლდენებისადმი აქვს მიდრეკილება.
ოშო ვეგეტერიანელობაზე და კანიბალიზმზე , როგორც ყოველთვის განსხვავებული კუთხიდან
http://video.yandex.ru/users/arni-raj/view/1911
ალოე ძალიან კარგია..ჭრილობაზე მაგრად მიშველა და ბევრი სხვა სამკურნალო თვისებაც გააჩნია..
ნიორი უძლიერესი ბუნებრივი ანტიბიოტიკია, გრიპის და გაციების უებარი წამალია(მე მშველის ყოველ შემთხვევაში).
ვეგეტარიანელებს ვირტუალურად გთავაზობთ ჩემს მიერ მომზადებულ კერძს, ისეთი ამაყი ვარ!
ხო და კიდევ... მადლობა ატმანს
Anna
გაიხარე! რა მადისაღმძვრელი ფერი აქვს!
გადავწყვიტე აღარ მივირთვა ხორცი : )
დიდი ხანი მაწუხებდა ის აზრი რომ ერთ დროს ცოცხალ, წამებით მოკლული ორგანიზმით ვიკვებებოდი. PETA ს ვიდეოს ნახვის შემდეგ ხომ საერთოდ .. საკმაოდ მძიმე ვიდეოა
თან + ამას, ფერმებში (ქარხანა უფრო შეეფერება ალბათ) გაზრდილი ცხოველების ჯანმრთელობის მდგომარეობა მოგეხსენებათ კარგად.
სამწუხაროდ ოჯახში საჭმლის მომზადება ჩემზე არაა დამოკიდებული, მაგრამ არაუშავს : ) როგორმე შეეგუებიან
ერთი რეცეპტი:
4 საშუალო კარტოფილი, 1 სტაფილო, 1,2 ჭარხალი, მწვანილი(ოხრახუში, კამა, ქინძი, ან გემოვნებით ნებისმიერი..) 1 პატარა თავი ხახვი, 1-2 კბილი ნიორი(ატმანს შეუძლია უხახვ-ნივროდაც გააკეთოს) მარილი, პილპილი გემოვნებით, შეგიძლიათ დაამატოთ სვანური მარილი ან რაიმე სანელებელი გემოვნებით(ბევრი რამე უხდება, თუნდაც კოჭა)ეს ყველაფერი გაატარეთ ხორცსაკებში ა, ჩოფერში(ბლენდერი, მე მასე ვაკეთებ) ამ მასას დაამატეთ 1 ჭიქა გერკულესი, თ ძალიან მსრალი გამოვა მასა , ოდნავ წყალიც დაამატეთ, ისე, რომ მასა დაემსგავსოს მჭადის ცომს, მოზილეთ გუნდები, ამოავლეთ ორხობილაში, ან მჭადის ფქვილში, ან მანანის ბურღულში,ოდნავ მიტკეპნეთ და ზეთში შეწვით საშუალო ცეცხლზე სანამ ოქროსფერ ქერქს არ გაიკეთებს. ძალიან გემრიელია და სასარგებლოც ასევე საკმაოდ ნოყიერი. ჩემი პუწკია შვილებიც კი აღფრთოვანდნენ, ისე მოეწონათ.
გაამოთ!
td.........
მმმ... რა გემრიელი ჩანს... ))))
David გილოცავ! გუშინ ჩემმა მეგობარაც მომახარა (იცოდა რომ გავუგებდი ) რომ ხორცზე უარი თქვა ))
მზეონა
ამ რეცეპტს პური არ ჭირდება, რადგან ჰერკულესი ასრულებს შემავსებლის როლს და ბევრად უფრო ნაზი და გემრიელი გამოდის ვიდრე პურით. ჭარხალიც ტავი სსპეციფიკურ გემოს აძლევს, ჩემი ქმარი ჭარხალს ვერ იტანს, მაგრამ ამ ვარიანტში ძალიან მოეწონა..
პოსტს იქაც დავდებ..
Atman
არა უმი უნდა იყოს. კანგაფცქვნილი.
td.........
Atman
ძალიან შეგიძლია არ დაბრაწო, თუ გიყვარს მაინცდამაინც დაბრაწული სხვა ამბავია.. ისე სასუალო ცეცხლზე შიგნიდანაც მზადდება, თითო მხრიდან 5-10 სჭირდება , ნახევრადუმიც რომ იყოს არ გავნებს, პირიქიტ უფრო სასარგებლოცაა.. კანი რომ დაუმზისფერდება მზადაა..
ბრინჯის სალათა
1 ჭიქა ბრინჯს დაასხით 2 ჭიქა ცხელი წყალი, (ბრინჯი მანამდე უნდა გარეცხოთ და გაარჩიოთ)ნახევარი ცაის კოვზი მარილი, ხარშეთ ჯერ მაღალ ცეცხლზე, ადუღეის შემდეგ დაბალზე სანამ ბრინჯი თითქმის მზად არ იქნება, შემდეგ საწურზე გადაწურეთ, ისევ ქვაბში დააბრუნეთ და ისეთი ფრმა მიეცით როგორც ბორცვს, გარშემო ჩაღრმავებული უნდა იყოს და ცენტრში ამოწეული, გული ვულკანივით ამოუღრუტნეთ ად შიგნით ჩაასხით 3-4 ს.კ ზეთი და 1,2 ჭიქა ცხელი წყალი. ქვაბს დააფარეთ ტილო და დაახურეტ თავსახური, ნელ ცეცხლზე მოამზადეთ საბოლოო მომზადებამდე სანამ წყალი სულ არ ამოშრება. ამასობაში მოამზადეთ სოუსი, ამისთვის ყვითელ ყვავილს 1ჩ.კ ან უკეთესია შაფრანს(აბსოლუტურად სხვა რამეა ზაფრანაში არ აგერიოთ, ბაზარში იყიდება.)დაამატეთ 1 ჩ.კ კოჭა(იმბირი), 1,2 ჩ.კ მუსკატი დაფქული და დანის წვერზე კარდამონი(ესეც ბაზარში იყიდება),შავი პილპირი 1,2 ჩაის კოვზი, ამას დაამატეთ 1ცალი ლიმონის წვენი, 1ცალი ფორთოხლის წვენი და მაწონი3-4 ს.კ. შემდეგ დაჭერით 3-4 ტოტი კამა , 1 გახეხილი სტაფილო(უმი), 10 ცალი რგოლებად დაჭრილი ზეთისხილი, (უკურკო იყიდეთ და მარტივად იჭრება), 1 ცალი წითელი და 1 ცალი მწვანე ბულგარული, წვრილად და თახლად დაჭრილი, აურიეთ ყველაფერი კარგად დაასხით სოუსი, კიდევ აურიეთ და მიირთვით. ბრინჯი სხვა ინგრედიენტებთან შერევამდე გააგრილეთ.
გაამოთ!
ცოტას დავწერ კოჭაზე (იმბირზე), იმიტომ რომ ამ სურდოების სეზონზე ძალიან სასარგებლო რამეა: ხელს უწყობს ვატა და კაპჰა დოშის შემცირებას, ტოქსინების გამოდევნას, კვებავს ყველა სხეულს (ენერგეტიკული სხეულების ჩათვლით), იმყოფება სატტვა გუნაში (შესაბამისად უკუჩვენება თითქმის არა აქვს). ბევრი წერა მეზარება და თავად წაიკითხეთ. უებარი სანელებელი და წამალია:
Медицинское применение:
Чтобы перечислить количество болезней, от которых избавляет имбирь, потребуется не одна страница. Он улучшает пищеварение, лечит большинство кожных и аллергических заболеваний, восстанавливает иммунитет, повышает психическую стойкость в стрессовых ситуациях, избавляет от головной боли, тошноты и морской болезни. Недавние исследования доказали, что он снимает ощущение тошноты и у беременных женщин, не вызывая при этом побочных эффектов. Имбирный чай восстанавливает силы, лечит простуду, щитовидную железу, эффективен в профилактике рака.
Зимой перед выходом на улицу можно насыпать имбирь в носки и перчатки, тогда ноги и руки будут теплыми в течение продолжительного времени. При ушибах, чтобы не было синяка, поможет примочка с имбирем. Массаж с имбирным маслом помогает при ревматизме и артрите. Аромат имбирного масла мобилизует внутренние силы организма, способствует быстрому принятию решений, "смягчает сердце", развивает терпимость и сострадание. В качестве косметического масла оказывает антисептическое и тонизирующее действие.
http://www.ayur-veda.ru/index.php?type=special&area=1&p=articles&id=24
http://spices.net.ua/type-ginger.html
(აქვეა სხვა სანელებლების დახასიათებაც).
პ.ს. იმბირი არ ვარგა მხოლოდ მათთვის, ვისაც მომატებული პიტა აქვს და მითუმეტეს ცხელ მზიან ამინდში... ასევე ერიდეთ იმბირის მიღების შემდეგ ძალიან სიცივეში გასვლას.
პ.პ.ს. ყველას, ვინც ავტონომიურ არსებობაზე და პოსტკატაკლიზმურ პერიოდზე ფიქრობს, ვურჩევ იმბირი და კურკუმა მოიმარაგონ. კურკუმა საუკეთესო ანტისეპტიკია და არა მხოლოდ საჭმელში ან წამლად, არამედ ჭრილობების დასამუშავებლადაც გამოიყენება. (აყროლებული სპირტის თრევა აღარ დაგჭირდებათ)
საკმაოდ მძიმე საყურებელი კადრებია.. ვისაც სუსტი ნერვები გაქვთ არ უყუროთ, თუმცა აქ შემომსვლელ საზოგადოებას მსგავსი რამეების მიმართ სხვა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს წესით...
ეს ვართ ჩვენ ადამიანები, "ბუნების გვირგვინად" შექმნილი არსებები... ეს ვართ ჩვენ "ადამები და ევები", რომლებსაც ჩაგვაბარეს ყოველი ცოცხალი დედამიწაზე და გვითხრეს მოუარეთო... ეს ვართ ჩვენ ინტელექტუალურად განვიტრებული არსებები, რომლებიც ცხოველებისგან განსხვავებით არ ვცხოვრობთ ინსტინქტებით, გაგავაჩნია სული და გონი...
დავფიქრდეთ ამაზე...
http://www.youtube.com/watch?v=YsY7d0Ab-dk
td.........
რა ცხოველია? ცოცხლად ატყავებდნენ თუ მომეჩVენა?
ვაიმე! აი ეს ადმიანები უნდა დააყენო და გაუტყავო თვალწინ ახლობელი ვინმე ცოცხლად რო იმდენად ეტკინოს რო საერთოდ შეძულდეს მთელი მისი არსებობა :|
მე შიშით ვერ ვხსნი ვიდეოს, ამას წინათ რომ ვნახე რამდენიმე დღე ცუდად ვიყავი...(((
ისე მაგარი საზიზღარი კადრებია. ჯობია წაიშალოს. მაგარ ცუდ ხასიატზე დაგაყეებთ. ორიოდე წუთს ვუყურე და გამოვრთე.
მოკლედ გეტყვით რაც არის გადაღებული.
ალბათ ეს ჩინეთია, წელიწადი არ წერია და ეს კადრები ფარულად ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის მიერ არის გადაღებული . იქ ეხლა რა გადაიღეს ალბათ. ჩინეთში წარსულში ხშირად იყო საუბარი ბრაკონიერებზე, რომლებიც არალეგალურად ცხოველებს ატყავებდნენ და ტყავს ჰყიდიდნენ. მემგონი ეს ტყავი, თუ მკვდარ ცხოველს ააძვრეს, თავის ხარისხს კარგავს და ამიტომ ცოცხალ, ოდნავ დარეტიანებულ ცხოველებს აძრობდნენ ტყავს. დღეს შეიძლება ეს პრობლემა უკვე გადაჭრილია, მაგრამ ეს კადრები მაინც ვრცელდება. ეს კი ძალადობის პროპაგანდას უფრო ჰგავს.
ჯობია წაიშალოს.
td.........
არც მიფიქრია ამ ვიდეოს გახსნა, ადრეც რაც ვნახე ისიც საკმარისია ჩემთვის. სიტყვითაც რასაც გადმოსცემ მაჟრჟოლებს(((
მართალი ხარ ასეთი მძიმე მდგომარეობა რომ არის და ადამიანებს(არვიცი რა სახელი ვუწოდა მათ, დიახ სამწუხაროდ ადამიანებს) არ ესმით რას აკეთებენ ამ საქციელით, მაგრამ ამ პრობლემის დაძლევა არა მგონია ამ სახით შეიძლებოდეს. არ დაიბანება სისხლი სისხლით. რათქმაუნდა საჭიროა ვიცოდეთ ეს საკითხი როგორც ინფორმაცია, მაგრამ პრობლემა რომ გადაიჭრას მხოლოდ საწინააღმდეგო გზით შეიძლება. გატყავებული ცხოველის სურათით არა(ღმერთო ჩემო) ჯობია ლამაზი ცხოველის სურათი, ჯობია სიყვარულის სწავლება. არ მოგვიტანს კარგ შედეგს ეს გზა.
გავიხსენებ სახარებიდან ერთ ადგილს, როცა ქრისტემ და მისმა მოწაფეებმა მკვდარი ძაღლი ნახეს, რომელიც ყარდა. ყველა შეძრწუნდა, ზიზღით გაივსო, მაშინ ქრისტემ თქვა,–ნახეთ რა ლამაზი კბილები აქვსო. ნუ გაივსებითო ნაგვით .(გადახვევა,–ეს საკითხი ჩანს სექრეტშიც თუ დაფიქრდებით)
Emigranti
ირმა
ჰო, არ ვიცი, მართალი ხარ ნაგვით არ უნდა ავივსოთ, ნამდვილად,ჩემთვის ის მკვდარი ცხოველიც ლამაზია, რადგან გარეგნულ მდგომარეობას არ ვაქცევ ყურადღებას.. აქ შეიძლება არაა სჭირო მსგავსი ვიდეოს და სურათების დადება, მაგრამ ზოგადად საზოგადოება თვალებზე ხელს იფარებს. როდესაც სადისტი ძაღმლჭერები მოდიოდნენ ზაღლების წასაყვანად ხშირად გამიგია მეზობლებისგან, უფფ არ შემიძლია ამის ყურება, სად მაქვს ამის ნერვები, ჯობია არც გამეგო ის კივილი.... კარებებს და ფანჯრებს ხურავენ და პირს იბრუნებენ ზიზღით. არადა შეიძლება არ გაატანო, მიიკედლო, აცრა , მოუარო... ამის გაკეთება ყველას ეზარება, რა საჭიროა ზედმეტი ტვირთია, დიდი ამბავი 5 წუთიანი კივილის მოსმენა.. მერე ხო ვერ ხედავ იქ რა ემართებათ და ივიწყებ.. ეს მდგომარება მერე იმდენად გვეჩვევა რომ ანალოგიურად ვიქცევით გაჭირვებული ადამინის ნახვისას.. ერთხელ წერეთელზე გზაზე წაქცეული , ახალგაზრდა კაცი დავინახე, პაპანაქებაში ედგო, ეტყობა დალია და წაიქცა იქვე გზაზე , მოსახვევი იყო, მანქანები კი უვლიდნენ, მაგრამ ცოტა დაუდევარი ან ჩქარი მძღოლი გადაუვლია უეჭველი. ნახევარი საათი ვეხვეწებოდი გამვლელებს დამხმარებოდნენ, ყველა ზიზღით იმრიზებოდა, ერთ ბიჭს მოუნდა დახმარება, მაგრამ ძმაკაცმა გაატრია შენ შ...გ ხო არგაქვს ხელი არ ახლოო. მერე პატრულის მანქანა გამოჩნდა გავაჩერე და ვთხოვე დახმარება, მათაც იუარეს, დიდი ამბავი ბომჟი იქნება ვინემო, მერე ნამუსზე ავაგდე , კამერები თუ გინდათ დახმარებისთვის ან მაინცდამაინც გვამი გახდეს ეს კაცი , კარგი დაველოდოთ თქო.. მერე კეთილი ინებეს და მიიღეს ზომები. ასეა.. ჯობია ცუდი ემოციებისგან დავიცვათ ნერვები.. სხვისი ტკივილის განცდა არც ისე სასიამოვნოა, ბევრიც თვლის რომ საკუთარ დადებით კარმას ამით ვნებს, რომ ცხოვრებაში იწვევს ნეგატივს.. რავიცი შეიძლება ასეცაა.. ფაქტია, რომ გავკლია თანაგრძნობა, აქ მპოსტველებს არ გეხებათ, მაგრამ ზოგადად საზოგადოებაში ეს მკვეთრად იგრძნობა.
ისიც ფაქტია, რომ მსაგვსი ფილმების შემდეგ ბევრი დაფიქრდა ამ საკითხებზე და უამრავი ადამიანი ვიცი ვინც უარი თქვა ამაში მონაწილეობაზე. გახდა ვეგეტარიანელი, შეიცვალა ბუნების მიმართ დამოკიდებულება.
მოდერს ვთხოვ წაშალოს ის ვიდეო რაც დავდე.
td.........
ვიცი, რომ ამით გინდა დაანახო ხალხს, უფრო მკაცრად ვიტყვი,–ბრმას გინდა რომ თვალი აუხილო, მაგრამ ...
td......... გეთანხმები, ეს რეალობაა, მსგავსი კადრები რომ არ მენახა დღეს ისეთივე ხორციჭამია ვიქნებოდი როგორიც 22 წელი ვიყავი. თუმცა ყოველთვის მიყვარდა ცხოველები, მაგრამ ეხლა თითქოს პატივს ვცემ მათ ძალიან ცუდი რამ უნდა ვაღიარო, მე ისინი ადამიანებზე მეტად მიყვარს. ჩემს გარშემომყოფებს არ უნდათ მსგავსი ვიდეოების ნახვა, ალბათ ქვეცნობიერად თავს იცავენ, მერე შეიძლება სინდისმა შეაწუხოთ, ისევე როგორც მე დამემართა თავიდან.
ირმა შენც გეთანხმები, პატარებს მასე უფრო შეაყვარებ ცხოველებს.
td.........
http://pix.ge/
Atman
ვიდეო არ უნდა წაიშალოს ! ეს იგივე სირაქლემას პოზიციაა და თუ ვიტყვით რომ არ შეგვიძლია ყურება ზუსტად იმ ადამიანებს დავემსგავსებით ძაღლების წამებაზე ყურებზე ხელს რომ იფარებენ, არ შემიძლია ამის მოსმენაო და იმის მაგივრად რომ გადაარჩინონ და უპატრონონ დატანჯულ ცხოველს ფანჯარას ხურავენ და ტელევიზორს რთავენ რაც შეიძლება ხმამაღლა რომ ძაღლის კივილი გადაფარონ !!
პ.ს. და არამგონია სადიზმის და ძალადობის პროპაგანდა იყოს სიმართლე. ადამიანებამდე სიმართლე უნდა მივიდეს და რეალურად ნახონ რა ნაწამებ სხეულებს ჭამენ და არცერთი მათგანი არ უფიქრდება თვითონ რას იგრძნობდნენ ტყავი რომ ცოცხლად გაეძროთ
hoo....me piradad cxovelebi da... frinvelebi-c miyvars.. prosta "begurebi ar mevaseba, bandzi tipebi arian! Ra ubedurebaa, sadac ibadebian iqve kvdebian. Frtebi mqondes da saqartveloshi movkvdebodi?!.... Amitom me unda davwamlo begurebi!
teo-
შენ რომ არ გააქტიურებულიყავი, მე მიკი არ მეყოლებოდა დღეს!
მე კი ვიტყვი და მიკვირს ხოლმე ამაზე ბევრი რომ იჯაგრება და ილანღება, ადამიანებიც და ცხოველებიც, ფრინველებიც და მცენარეებიც, ყველა=ფერი დედამიწაზე თანაბრად მიყვარს. ვერ ვიტყვი რომ ადამიანს რამენაირად გამოვყოფ. სამტყარ ერთი მთელია და არ მესმის რატომ უნდა მიყვარდეს ჯიხვი, კურდღელზე მეტად... ჩემ მცენარეებს რომლებსაც ბევრ ადამიანზე მეტად ესმით ჩემი, გრძნობენ როგორ ვარ, დარდობენ როდესაც ვტოვებ, რატომ არ უნდა მიყვარდეს მაგალითად ისევე როგორც რომელიმე ჩემი კარგი მეგობარი? რამე დანაშაულია ამაში? არანორმალურობაა? რავიცი..
td......... Mec eg ar mikvirs!
Ratom unda miyvardes jixvi- kurdgelze metad....
An ratom ar unda miyvardes karkusha- xrushaze metad...,
An...Rad ar dafrinavs spilo!
Rad ar dacuravs mela!
Me vekitxebi yvelas:
Nutu aq isev blena?!....
Tat უიი შენ ხარ გოგო
priad ubralo
მელაც დაცურავს,
სპილოც ფრინავს და
შენთან თუ ბნელა
ჩვენთან დილაა.
teo-
მააშ!
სულიერი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ადამიანი იყოს ვეგეტარიანელი. ხანდახან მძაფრად შევიგრძნობ რა ბედნიერი ვარ ხორცს რომ არ ვჭამ-თქო. გარშემო უამრავი ხორცისმჭამელი ადამიანი მყავს და ამას ძალიან განვიცდი.
მინდა რომ საერთოდ უარი ვთქვა კვერცხზე და რძის პროდუქტებზე, იმედია მეყოფა ძალა ამისთვის რადგან ''ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია''ო ნათქვამია..
ვინმემ თუ იცით მაინტერესებს რამე ფიზიოლოგიურ მოვლენებს ხომ არ გამოიწვევს ერთიანად რომ ავდგე და შევეშვა რძეს და კვერცხს? ჯანმრთელობაზე ცუდად ხომ არ აისახება?
რაც შეეხება ზემოთ პოსტებში ვიდეოებზე მსჯელობას, ვფიქრობ რომ ვინც ხორცს ჭამს რაც არ უნდა ანახო ასეთი ვიდეოები იმაზე დიდ ხანს არ იმოქმედებს. ასეთი ადამიანისთვის რა მნიშვნელობა აქვს როგორ მოკლეს მის წინ დადებული გემრიელი ქათამი რომლის შეჭმასაც აპირებს ?
Gopi
Gopi
td.........
kate
მინდა გითხრათ, როგორც ახალ წევრს ამ ფორუმისა ძალიან მახარებს თქვენი პოსტები.
ირმა
მადლობთ
Gopi
მინდა რომ საერთოდ უარი ვთქვა კვერცხზე და რძის პროდუქტებზე, იმედია მეყოფა ძალა ამისთვის რადგან ''ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია''ო ნათქვამია..
ვინმემ თუ იცით მაინტერესებს რამე ფიზიოლოგიურ მოვლენებს ხომ არ გამოიწვევს ერთიანად რომ ავდგე და შევეშვა რძეს და კვერცხს? ჯანმრთელობაზე ცუდად ხომ არ აისახება?
ჩემი დაქალი 2 წელია ვეგანია, მანამდე 12 წელი ( თუ არ ვცდები) ვეგეტარიანელი იყო, მშვენივრად გრძნობს თავს, უძალიანჯანმრთელია, ენერგია აქვს შესაშური და ყველას უსურვებ ეგეთ ჯანმრთელობას, მაგრამ მისი კვების რაციონი ძალიან მდიდარია ცილებით და ვიტამინებით, საქართველოში სტუმრად რომ მყავდა რამის დეპრესია დაგვეწყო ორივეს მისი კვების გამო, ბევრი რამ ან საერთოდ არ არის, ან ძალიან ძვირია. ამ ყველაფერს ცოდნა და ფული სჭირდება და თუ გაქვს ამის შესაძლებლობა და სურვილი.........
Anna
ჯერ ერთი რძე არაძალადობრივი გზით მოპოვებული საკვებია
ძალადობრივია იმდენად რამდენადაც ძროხებს ფერმაში წელიწადში 12 მაკეთ ყოფნა და წველა უწევთ, ანუ მათთვის არ არის ეს ბუნებრივი პირობა.
kate გეთანხმები
Existence
:D:D:D
ხო ოფი რომ არ გამოვიდეს დავამატებ, საქართველოში არ ვიცი რამდენად დიდი ფერმები გვაქვს, ვფიქრობ არ ისე დიდი, იმიტომ რომ რძეს მაღალი ფასი აქვს, მაგრამ საზღვარგარეთ............. იქ საწყალ ძროხებს გარეთ გასვლის საშუალება არ აქვთ, 24 საათი დგანან ფეხზე და გაუნძრევლობის გამო ეზრდებათ და უდეფორმირდებათ ჩლიქები, ემართებათ 1000 დაავადება და მათ აღმოსაფხვრელად უკეთდებათ დიდი რაოდენობით ანტიბიოტიკი. მოწველავენ, გადაადუღ+ გადმოადუღებენ, პასტერიზაციას გაუკეთებენ მალე რომ არ გაფუჭდეს, კიდევ არ ვიცი რეებს დაამატებენ. მერე დალევს კაცი, გონია ჯანმრთელ პროდუქტს მივირთმევო და დასცინებს ვინმე ვეგანს, ვინც ამ ინდუსტრიას ბოიკოტი გამოუცხადა.
ჩემი აზრით ეს ძალადობაა!
td.........
ადრე წავიკითხე მსგავს პირობებში მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 4 წელია, ხოლო მათ ხბოებს დედის რძე არასოდეს უჭამიათ. დაბადებისთანავე აშორებენ დედას და აჭმევენ რძისფხვნილის, თევზის ფქვილის, ანტიბიოტიკების და აღარმახსოვს რა ქვია ნაზავს, მათ დაბადებიდანვე რკინის ანემია აქვთ და შესაბამისად დიდხანსაც ვერ ცოცხლობენ
რაც შეეხება კვერცხისმდებელ ქათმებს, ისინი კალციუმის ნაკლებობით ( და არა მარტო) იხოცებიან, ამდენი კვერცხის დებისგან კალციუმის ნასახი აღარ აქვთ ორგანიზმში და ძვლები ემტვრევათ.
kate
kate
კატეგორიულობა არა უბრალოდ ჩემი სამყაროსეული ხედვაა ქრისტიანობაშიც, როცა მარხვის საიდუმლოზეა საუბარი (ფიზიკურზე და არა სულიერზე,ეს სხვა თემაა) ვფიქრობ რომ ყველანაირი ცხოველურის აკრძალვა სწორედ სულიერ განვითარებასთან არის მჭიდრო კავშირში.
რაც შეეხება იმ ხედვას რომ ბალახიც სულიერია და მასაც სტკივა ამას არ ვიზიარებ. და არც ამ აზრს > " აქ არ არსებობს ისეთი ფორმა მის არსებობას რამე რომ არ ეწირებოდეს", ვფიქრობ ადამიანს შეუძლია ისე იცხოვროს რომ მის არსებობას არაფერი შეეწიროს .
Fee
მადლობა, ენთუზიაზმი გაიზარდა
მითხარით რა კალციუმით მდიდარი პროდუქტი რომელია?
მე როგორც ვიცი კვერცხი
Gopi
kate
თუნდაც, ტიბეტში ბერები ცხოვრობენ ასეთი ფორმით, მათ არსებობას რაიმე ეწირება ?
ერთადერთი პრანული კვებაა, რომელსაც არაფრის სიცოცხლე არ ეწირება
უბრალოდ ის მინდა ვთქვა შენ გაქვს არჩევანი იყო ვეგეტარიანელი ან ვიგენი მაგრამ ის რომ შენ სიცოცხლის არანაირი ფორმა არ შეიწირო არსებობისთვის შეგნებულად თუ შეუგნებლად, შენს არჩევანზე არ არის დამოკიდებული, ეს იმ სამყაროს არსებობის კანონია რომელშიც ვცხოვრობთ, თორემ ის რომ ჩვენ შეგვიძლია არსებობის ნაკლებ ძალადობრივი გზა ავირჩიოთ, ამაზე არც ვდავობ
რაგაც არსებობს რაააა ) ამ ფორუმზე,რომ მოვხვდი!
რამოდენიმე ხანია ფიქრობდი ხორცზე უარის თქმას.
და ვემზადები ამისთვის
მოწევას 2 კვირა თავი დავანებე. საერთოდ რა ხდება ჩემს თავს ვერ გავიგე.14 წლიანი სტაჟი მქონდა. ვთქვი და თავი დავანებე.
პოლ ბრეგზე რას იტყვით? მე რა გაც მომწონს ეს კაცი.
რაღაც არსებობს რაააა ) ამ ფორუმზე,რომ მოვხვდი!
რამოდენიმე ხანია ფიქრობდი ხორცზე უარის თქმას.
და ვემზადები ამისთვის
მოწევას 2 კვირაა რაც თავი დავანებე. საერთოდ რა ხდება ჩემს თავს ვერ გავიგე.14 წლიანი სტაჟი მქონდა. ვთქვი და თავი დავანებე. (ბევრი ფიქრის გარეშე)
პოლ ბრეგზე რას იტყვით? მე რა გაც მომწონს ეს კაცი.
ღირს შიმშილობა?
ლტოლვილთა მინისტრი,რომ არის სახ.გვარ დამავიწყდაა მაგან 10 დღე იშიმშილა მარტო წყალი დალიააა. რას მირჩევთ შიძლება,რომ მომზადების გარეშე მეც გავაკეთო?
როგორ შემიყვარდით ყველააა.ამ ფორუმზე მგონია, რომ ყველა კარგები ხართ!ასეთი შაშინელება ვარ არავის არაფერს არ ვეკითხება, მე ჩემი საქმის უკეთ არ ვიცი???? აქ ყველა მიყვარხართ. რეები დავწერე კარგი არ წავშლი!
natuka
ძალიან კარგი.. :0 აქ როგორც ცანს ყველა ასე ხვდება.. ვინც ეძებს , პოულობს იმას რასაც ეძებს პოლ ბრეგზე კი აქ თემაცაა აი :
http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=1233
წარმატებებს გისურვებ შენს წამოწყებებში ვეგეტარიანელობის და არამწეველობის გზაზე.
+ 1 ვეგეტარიანელი 10-15 წლიანი სტაჯით
კითხვა მაქვს, განსაკუთრებით adamiani - თან : )
იესო ქრისტე ჭამდა თუ არა ხორცს ( თევზს) ?
td.........
მოკლედ...
მოკლედ ყველა და ყველაფერი განვიცდით ევოლუციას, ია ტაკ დუმაიუ
თავიდან ადამიანი ვეგეტარიანი კი არა უმ ხორცს ჭამდა, შეხედეთ რას მიაღწია, მგელი გახდა ვეგეტარიანი
მითხარით რატომ არ შეიძლება განვიცადოთ კიდევ ევოლუცია, მაგ: 10000 წლის მერე დავიწყოთ პრანით კვება?!
აა თუ ვაშლია პრობლემა შეიძლება მგელს დავუთმოთ, იმ პერიოდისათვის მიაღწევს ვეგეტარიანობას
თუმცა 10000 წლის მერე ვაშლი რად გადაიქცევა არავინ იცის
სურვილი მაქ შევზღუდო სრულად ხორცის პროდუქტები პირად რაციონში და იქნებ მირჩიოთ მცენარეული პროდუქტები რომლითაც შეიძლება ჩანაცვლება ხორცის თუნდაც იგივე მინერალების შემცველი
სოია, მუხუდო, ლობიო, ისპანახი.
ninka
http://www.facebook.com/#!/home.php?sk=group_149124041819717&ap=1
ვისაც სურვილი აქვს შემოგვიერტდით..))
კარგი ვიდეო ვეგეტარიანელობის შესახებ:
http://www.vedamedia.ru/teleperedachi/ruzov-v-o-v-peredache-shire-okrug-03-05-2011
ძალიან სასიხარულოა ამდენი ვეგეტარიანელის ხილვა!
ამ ადამიანებს მინდა შევთავაზო იდეა –შეიქმნას ვეგეტარიანელთა საზოგადოება, ან კლუბი, თავისი ვეგეტარიანული კაფეთი (თუ გახსოვთ "ცეკავშირის" შენობის ქვეშ რომ იყო "ლოტოსი")
F.B ზე არის ჯგუფი...
http://www.facebook.com/#!/home.php?sk=group_149124041819717&ap=1
ამას უყურეთ :
http://www.youtube.com/watch?v=R4YX_iVWIe0&feature=player_embedded#at=766
Ceeport
ეჰ , მაგაზე იმდენი კრიტიკა დავიმსახურე, რა უჟასებს ავრცელებო...
რამდენი სისასტიკეა გარშემო..
ჰმმ, ეხლა გადავხედე პოსტებს და ის გამახსენდა რომ ვეგეტერიანელი ამ ფორუმზე მოსვლის შემდგომ გავხდი
natuka
არაა ასე ადადაბაბადან.. და არც ადამიანისთვისაა ყველაფერი გაცენილი. თუნდაც ბიბლია რომ აიღო, გარკევვით წერია რისი მირთმევა შეიძლებოდა.. ნაყოფი ხეტაგან და ტავტავნი ბალახტაგან.. )
რა ხდებოდა ლომისობას გენახათ ერთი. მე ფოტოები ვნახე...
natuka
საშჰინელებაა, მადლობა ღმერთს ალავერდში აიკრძალა, თორე ალავერდობას იქაც სისხლის ზღვა იდგა ხოლმე..
ძალიან კარგი რეცეპტებია ვეგეტარიანელებისთვის
http://youryoga.org/food_of_gods.htm
ხალხო ძალიან სერიოზული კითხვა მაქვს
რამდენიმე თვეა ხორცი არ მიჭამია და შევამჩნიე რომ მეხსიერება საგრძნობლად გამიუარესდა და კონცენტრაციაც მიჭირს. შეიძლება ხორცის უჭმელობით იყოს გამოწვეული? :შ:შ
Stoned
კი, შეიძლება. ყველა ორგანიზმი სხვადასხვანაირად რეაგირებს. მე ჩემმა ექიმმა გამაფრთხილა კბილების პრობლემა დაგეწყებაო(ანუ ძვალზე აისახებაო,) მეხსიერებაზე არაფერი უთქვამს.
არ გამიგია მეხსიერებაზე იმოქმედოს, მგონი პირიქით მეხსიერება უმჯობესდება მაგ დროს... ჩემზე იმოქმედა უხორცობამ ცუდად... ფერი აღარ მედო და ძალები, მოკლედ იძულებული ვარ ხანდახან ისევ ვჭამო, როგორც ჩანს უდროობის გამო სწორი კვების ფორმებს ვერ ვიცავდი, არ ვჭამდი საკმარისად, რაც ხორცის აუცილებლობას შემიცვლიდა. არადა 9 თვე არ მქონდა ნაჭამი
ჯერ არ ვყოფილვარ მზად ამისათვის.
რავიცი, 17 წლიდან ვეგეტარიანელი ვარ, მზარდი ორგანიზმისთვის ზიანი უნდა მიეყენებია ვეგეტარიანელობას, მითუმეტეს მანამდე მაგარი ხორცისტი ვიყავი... უცებ შევწყვიტე მისი მიღება. არც მეხსიერებას ვუჩივი, მხედველობა 100% მაქვს, კბილებს რაც შეეხება, დაბადებიდან მაქვს კალცის ნაკლებობა და რაც ტავი მახსოვს კბილი სექიმი ჩემი გამუყრელი ტემაა..2 ჯანმრთელი ბავშვი გავაჩინე და გადასარევად ვგრძნობ თავს 21 წლის განმავლობაში რაც ვეგეტარიანელი გავხდი არადა კალცის ნაკლებობა და ანემია დაბადებიდან მქონდა, ეხლა გემოგლობინი ნორმალური მაქვს, არც ორსულობის დროს მქონია პრობლემები..
დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის გავითვალისწინებ ყველაფერს აუცილებლად
Stoned
მეხსიერების ნაკლებობას მეც ვუჩივი, მაგრამ არ ვიცი უხორცობას დავაბრალო თუ არა.
ვისაც აქტიური სექსუალური ცხოვრება გაქვთ ვეგეტარიანელობა არ მოგიხდებათ
ხორცის არ ჭამა ლიბიდოს აქვეითებს.
რას აღარ მოიგონებენ:D
Barmalei
ბავშვობიდან ხორცის მჭამელი არ ვყოფილვარ, ისე ვეგეტარიანი არ ვიყავი, მაგრამ, როგორც ხორცი არ მიყვარდა.
ღორის ხორცის გემო, 2007 წელს პირველად ვიგემე.- ძალიან გემრიელი ყოფილა და მამაჩემი საერთოდ არ ჭამდა ღორის ხორცს.
ხორცის ჭამა 1987წელს დავიწყე, პირველი ხბო და მერე კურდღელი და ა.შ.
ცხოველები ყველა სახეობა მიყვარს, აგრეთვე ქვეწარმავალი, ფრინველები და ჭიაღუები - რა ვიცი ყველა არსება მიყვარს.
ხელში დამიჭერია გველი, ტარაკანა, თაგვი და ა.შ. რეაქსია არაფერში არ მაქვს. ამ ყველაფერში-დედაჩემის დამსახურებაა რომ,გიყვარდეთ ბუნება მისი ქმნილება.
ბავშვობაში, ყველა არსებას ვიჭერდი , მერე ცოცხლად დავაბრუნებდი.
იმდენად მიყვარს ყველა,არსება-ზოოპარკში მუშაობაზე დავთანხმდებოდი.
Barmalei
არაა ეგრე.. შეიძლება ეგ ვეგანობას ეხებოდეს, მაგრამ ვეგეტარეანელობას არ ეხება არანაირად..
vano kazbegi
მეც ყველა ცოცხალი არსების მიმართ ეგრე ვარ.. არცერთის არ მეშინია და მითუმეტეს არ მეზიზღება... ზოოპარკში მუშაობაზე ბავშვობაში ვოცნებობდი, ეხლა კი ჩემი ოცნებაა ჩვენი ზოოპარკი ან გადაკეთდეს ისე როგორც შეეფერება ნამდვილ ზოოლოგიურ პარკს ან გაუქმდეს.. ის რაც ჩვენთანაა ცხოველების დაცინვაა და წამება.
+ ზოოპარკზე იყო ნაგულისხმევი, ისეკი ყველა ცხოველი მიყვარს, მაგრამ ზოგის მეშინია კიდევაც აი მაგალითად ძროხის მეშინია პატარაობიდან, წითელი მაისური მეცვა როცა დამაშინეს და მას მერე მეშინია ცხენისაც მეშინოდა, მაგრამ ამ ზაფხულს დავძლიე
მეგობრებო თბილისში კანდელაკის ქუჩაზე (ავერსის კლინიკის ჩასახვევთან) გაიხსნა ვეგეტარიანული კაფე ”ლოტოსი” ინდიან ფოოდს!
შეგიძლიათ ეწვიოთ! მე პირადად არ ვყოფილვარ მანქანით ჩამოვიარე-თუმცა გაჩერება დამეზარა
ანანდა
ვეწვევი აუცილებად!
ვაშაააააა ეს რა გამახარეთ, ლოტოსის კაფეში მინდაააა
Lashapoli
კაი რას მაშაყირებ, ძალიათ არაფერს ვაკეთებ, ხან არ მეცალა, ხან არ მინდოდა.. ვინც მინდოდა ყველა გავიცანი ;P ხოდა იქ თუ წავალთ წამოვალ!:))
Ever
რატო მოიწყინე, ) რიგრიგობით გავიცანი ისინი, ეხლა თქვნეი გაცნობა მინდა, მარა აგერ ლაშა მაშაყირებს...
მე მაინტერესებს 21 წლის ასაკამდე თუ ადამიანი შეჩვეულია ხორცს, მისთვის თავის დანებება ხომ არ მოუტანს ზიანს ორგანიზმს რაიმე ნივთიერების ნაკლებობა. ვიცნობ ვეგეტარიანელებს და ამბობენ რომ ორგანიზმი გაეწმინდათ და უფრო ძლიერები არიან, მაგრამ ვის უნდა კითხო ჯანმრთელობაზე ზუსტი პასუხი რომ მიიღო არ ვიცი... ბიბლიაში წერა ჭამეთ კალიებიო.. მმ.
მინდა გავხდე ვეგეტარიენელი, მინდა ვიყო უფრო ჯანმრთელი, მირჩიეთ დასაწყისისთვის რამე
ანა
ვერაფერს გირჩევ, ანანდამ სწორი თვქ ეს ყველას პირადი არცევანია დ ამან უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება. მე 20 წელია ვეგეტარიანელი ვარ, 18 წლისამ დავანებე ხორცის ჭამას ტავი, თანაც მანამდე საკმაოდ ხორცისტი ვიყავი და დაბადებიდან კალციუმის ნაკლებობა მაქვს, ისე, რომ მწარე, კალციუმის ქლორიდის გახსენებაზე ეხლაც ნერწყვები მომდის ხოლმე.. 2 წელია რაც თევზსაც არ ვჭამ, მანამდე მხოლდო თევზის ხორცს ვჭამდი. ბოლო დროს კვერცხის გემოც მაღიზიანებს და ფაქტურად მხოლოდ ნამცხვარში თუ ვღებულობ..
მყავს 2 ძალიან ჯანმრთელი შვილი. ორივე ვეგეტერიანულად ვატარე მუცლით 9 თვე. არანაირი გართულება და ტოკსიკოზები არ მქონია. გავაჩინე ასევე ბუნებრივად და ერთს წლამდე , ხოლო მეორეს 2 წლამდე ძუძუთი ვკვებავდი, ასე რომ ეს პერიოდი ისინიც ვეგეტარიანელები იყვნენ. ბავშვებს არანაირი შეფერხება არ ჰქონიათ ზრდაში და განვითარებაში. ეხლა ვეულებრივად იკვებებიან, მაგრამ უფროსს (11 წლისაა) დიდი სურვილი აქვს იყოს ვეგეტარიანელი. პერიოდულად მარხულობს ხოლმე და ეს ძალიან მოსწონს, მაგრამ გარკვეულ პროდუქტებზე უარს ვერ ამბობს და იძახის რომ გავიზრდებიი ნელა-ნელა დავანებებ თავსო. ეს ჩემი აგიტაციით არ ხდება. პირიქით ვეუბნები რომ მხოლოდ მან უნდა გადაწყვიტოს. ეს იმის შემდეგ მოუნდა რაც გაიგო თუ როგორი გზით მოიპოვება ხორცის პროდუქტები, მისი საყვარელი ძეხვი და სოსისი.. ასე რომ თუ სერიოზულად გადაწყვეტ მემგონი არაფერი იქენბა საპრობლემო. ზოგადად დამტკიცებულია, რომ შიმშილი და ვეგეტარიანელობა, ნაკლები კალორიულობის მიღება ნორმაზე, გაცილებით სასარგებლოა ჯანმრთელობისათვის ვიდრე , მედიცინის თვალსაზრისით სავსე რაციონით კვება. აბა დაუკვირდი ავად როცა ხარ რატომ არ გინდა ჭამა? ან ცხოველები რატომ შიმშილობენ როცა ცუდად არიან? ეს ბუნებრივია. ორგანიზმი ზოგავს ენერგიას დაავადებასთან საბრძოლველად და თანაც წმენდსს თავი თავს. შეიძლება თვიდან სისუსტე დაგეწყოს , სანამ ორგანიზმი გადაეწყობა, თუმცა ეს ყველაფერი უფრო ფსიქოლოგიური მომენტები მგონია. მე არაფერი მსგავსი არ მჭირდა. ერთკვირიანი შიმშილობაც გამიკეთებია და გაცილები უკეთ ვიყავი ვიდრე სხვა დროს. ისე არაა აუცილებელი ერთბაშად უარი თქვა ყველაფერზე. ეს ეტაპობრივად ხდება. ესე უფრო მარტივია და უკეთ გაიაზრებ რას აკეთებ.
ზოგადად ვთვლი რომ ძალიან დაბინძურებული და არაჯანსაღი მაქვს კვება, ბრეგის წიგნის წაკითხვის შემდეგ "ამხეილა თვალები" და იმის მერე ცოტ-ცოტა ვაქცევ ყურადღებას )) კვირაში ერთი დღე ვსვავ წყალს და ძალიან ცოტას ვჭამ, ეს გაწმენდითვის. და ხორცსაც ამოვიღებდი რაციონიდან, რომ ვიცოდე არაფერი დამაკლდება. უბრალოდ "ხორცი აუცილებელია ორგანიზმისთვის"! სლოგანით ვარ გაზრდილი, და ეხლაც იგივეს მიმეორებს დედა )) მძაგს მწვადი და აშიშხინებული ხორცი (კი ვჭამხოლმე, მაგრამ მრე ვმძიმდები და ეს სულაც არ მომწონს, თავს ლუარსაბ თათქარიძედ ვგრძნობ). ესთეტიკურადაც და ისეც. ალბათ ახლა რაც საჭიროა, ცალკე თემა და იქ რეცეფტები ბოსტნეულის სასუნავებისთვის
ანა
ეგ ლოზუნგი აბსოლუტურად მცდარია. ამაზე უკვე მეცნიერებიც არ დაობენ )) თუ რამე დაგაკლდა ყველაფერს აქვს მცენარეული შემცვლელები.
მე ფაქტიურად არ ვიღებ ცილებს. არც რძის პროდუქტს ვჭამ და არც ხორცს, მაგრამ არანაირი სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემა არ შემქმნია, პრინციპში არასდროს
რძის პროდუქტს და კვერცხს ბავშვობიდან არ ვჭამ. ხორცს რამოდენიმე წელია დავანებე თავი. ერთი ორჯერ კი გავიწიე ქათმის ხორცისკენ, მაგრამ მხოლოდ ერთი ორჯერ. ამ ბოლო დროს აღარც ვუყურებ.
მაგრამ ტკბილეულს ვერასოდეს გადავეჩვევი ესე მგონია შოკოლადზე არ ვგიჟდები, მაგრამ ფუნთუშები, ნამცხვრები, პეჩენიები... http://yoursmiles.org/t-heart.php?page=4
Ever
ყავას სვამ?
Ever
შენ ჰოპპიპოლას ნამცხვარი უნდა გასინჯო )))))) რაც ეგ ვიგემე "მაშინ მივხდი რა ტბილია ცხოვრებააააა... " ლა ლალა ))))))))
ჩიზბურგერზე უარი ვთქვი და მხოლოდ ფრი შევაკვეთინე, თქვენ არ იცით ეს რამხელა რამე იყო ჩემთვის
old_man
Ever
აი
http://www.radikal.ru
ყოვლად უნამუსოდ ვაოფებ, მაგრამ ვისაც ტბილეული უყვარს შეუძლებელია "ქაფქეიქის" ნამცხვარი არ იგემოს.
ანა
Ever
შენ გემო უნდა გასინჯო.. რაღაც საოცრებაა ჩემი მეგობრის კომპანიაა "ჰოპპიპოლა" ქაფქეიქების მწარმოებელი საქართველოში პირველი და მმმ.. აი ესეც
http://www.radikal.ru
ანა
უახლოეს მომავალში შევუკვეთავ აუცილებლად.
გემრიელად გამოიყურება
td.........
ჰო ყავაც უშაქროდ!
ყველაფერი უშაქროდ. მიუხედავად იმისა რომ ტკბილი მიყვარს, შაქარი არ მიყვარს. ამიტომ წვენებიც არ მიყვარს. ძალიან ბევრ შაქარს შეიცავს
თუ გინდათ გასწავლი როგორ გახდეთ რესკად სუპერ ჯამრთელი
დღეს ვჭამე სოსისი. არ მინდაო მაგრამ ისე იყუებოდნენ ტან მდოგვიც იქვე იყო და ვერ მოვითმინე.. თუმცა სულიერად არ მივიღე, მარტო ხორციელად ))) ხოო და, ამ დროს შემომიყვანეს მტრედი! ნამდვილი მტრედი, აი ანი შენო და გამხსენდა ის სიტყვები: "მტრედი ვეგეტრენიაო.." ხო და მოკლედ. მაინც არ ვინანე )) სულ პაწუკა ძეხვუნები იყვნენ
td.........
არ არის ვეგეტარიანელი? მეგონა მარტო მცენარეებს ჭამდა. ორი ლუკმა იყო, ბევრს ვერაფერს ცუდს ვერ მოუტანდა ორგანიზმს, თუმცა ნებისყოფის გამოცდაცაა თან.
ყოველთვის თვალწინ წარმომიდგენია ის ცხოვრელი, რომელიც სუფრაზე გამოტანილი, მოკლული, გატყავებული, დანაკუწებული. სულ ვფქრობ შვილი ყავდა, ვიღაც უყვრდა და თავისისიცოცხლეში რამე თუ მოასწროთქო. მაგრამ მაინც მივირთმევ, ასეა დაწესებული თითქოს..მმ ვნახოთ. გავიზრებ უფრო და ჩამოვყალიბდები
td.........
ბიბლიაში წერია ფეხჩლიქოსნებთო და კალიებითო. 'ახალი აღქმიდან" ასე მახსოვს. სპეციალურად მაინტერესებდა. რბილთათიანებით (კატუნები, ძაღლები ნამდვილად არა )
თუმცა მე, ვაღარებ ზოგჯერ მძას "შეწვარ=მოხრაკულები" თუმცა აღზრდამ დატოვა ტავის კვალი. ვანხოთ. რა იქნება. და როგორ იქნება.
ყველაზე საშინელება შემწვარი გოჭია. მთლიანად რომ წვავენ და მერე ჭამენ. არასოდეს არ გამისინჯავს და ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა შევჭამო საწყალი გოჭი.
Ever
ბავშობიდან რომ ზრდი, საჭელი მიგაქვსხოლმე, სახელს არქმევ და შენ მეგობრად მიგაჩნია... და ერთხელაც, მოვა ახალი წელი და ბებია აიღებს და მოკლავს. მეზობლის კაცები უფრო სწორედ (( რა დამავიწყებს როგორ გაჰკიოდა, აივანზე ვიდექი და იქიდან ვუყურებდი. იმ მომენტში მძულდნენ ადამიანები, მაგრამ მაინც ეჩვევი რაღაცნაირად. ერთხელ ბები მამლის დაკვლას მასწავლიდა. თავი მოაჭრა და მთხოვა გამეტანა ეზოს მეორე მხარეს.. დღემდე მახსოვს როგორ მოვკიდე ბიბილიოში ხელი, ტაშტში ტანი იყოდა თვალდახუჭულს მიმქონდა.. მაგრამ ალბათ ასე იყო საჭიროთქო. გავიზრდები და მიხვდები რომ ასეა საჭიროთქო..
ანა
http://yoursmiles.org/m-sad.php?page= მე ვერ შევძლებდი.
სულ ვსვამდი კითხვას ბავშვობაში, ხორცს რატომ ვჭამთთქო და სულ მესმოდა პასუხი, ღმერთმა იმიტომ შექმნა რომ ვჭამოთო. არ მჯეროდა და დღემდე არ მჯერა.
რომ ნადირობენ, მაგაზე ხომ საერთოდ ვკვდები.
Ever
მამაჩემი თევზაობდა სამსახური რომ დაკარგა პირველ პერიოდში, რამით ხო უნდა გერთო თავი და მეც დავყავდი. დაჭერილ თევზებს მატანდა ბანკაში დასაგროებლად, გამოვივლიდი ორ მეტრს შევხედავდი თუ სუნთქავდა და უკან ვუშვებდი მტკვარში.... თან მამაჩემს ვატყუებდიი არა ცოტა დაიჭირეთქო ასე ვიტანჯებოდი მთელი ბავშობა, ჩემს ხედვასა და უფროსების დამოკიდებულებას შორის. ეჰ
მე ვეგეტარიანელი ვარ
ანა
გადაწყიტე უკვე? ველქამ!
td.........
დღეს დედამ მომიტანა ქათმის ჩახოხობილი და რომ შევხედე მივხდი, არ მინდა.
Barmalei
და რატომ გგონია რომ არ იყო?
td.........
ქრისტე ჭკვიანუკა იყო,40 დღე შიმშილობდა, სადაც ეგ იცოდა რომ შიმშილობა კარგია დანარჩენსაც მიხვდებოდა
ანა
კაი ერთი!
მნიშვნელოვანი ისაა ჩვენ რას ვხვდებით დარას არა, რისი დანახვა გვინდა და რისი არა
მიუხედავად ამისა, რომ ეს იცის ადამიანმა მას სჭირდება ყოველტვის ვირაც, ვისაც გადააბრალებს..
ვეგეტარიანელობა ეს ცხოვრების წესია, უფრო ზუსტად კვების კულტურაა! ყველა ადამიანს აქვს უფლება თვითონ აირჩიოს რას მიიღებს საკვებად!
მე ვფიქრობ რომ არგუმენტები ვეგეტარიანელობის მიღების ან მიუღებლობის სასარგებლოდ რომელიმე ”წმინდა წერილიდან” არ უნდა მოვიყვანოთ.
ეს უფრო ადამიანის შინაგანი მდგომარეობის (მისი დამოკიდებულის) გამოხატულებაა ცხოველების დახოცვის და მერე მისი საკვებად გამოყენების მიმართ! ეს მდგომარეობა არ ისწავლება! ეს განიცდება შინაგანად (ენერგეტიკული განზიდულობა) მსგავსი საკვების მიმართ.
სხვა შემთხვევაში ამას არანაირი აკრძალვა არ უშველის!
ვეგეტარიანელი თუ გსურს გახდები. თუ არ გსურს დარჩები არა ვეგეტარიანელი. მე ვფიქრობ რომ აქ არანაირი პრობლემა არაა!
მაქსიმალიზმი ამ სფეროში არასასურველი მგონია!
კულინარიული თემა მინდა!!!
ანა
მადლობ.
ირაკლი ვეგეტარიანელი არ მგონია ყოფილიყო, თან 16 წლისამ დაწერა, მაგრამ დავდებ მაინც
დ ა ე, ი ც ო ც ხ ლ ო ნ . . .
გემუდარები,
ნუ ხოცავ ტარაკნებს, დედა,
დაე, იცოცხლონ.
ხომ იცი, როგორ უყვართ გათბობის მილები,
იქნებ ერთმანეთიც უყვართ?
მათ გაზურაზე უწევთ ცხოვრება,
ჩვენ დედამიწაზე,
მერე რა?
ერთიმეორისგან ვერ გაარჩევ,
სახელებიც არ ჰქვიათ,
როგორ ახარებთ სითბო და ტკბილი ჯემი,
რა მათი ბრალია, რომ არ იციან თავიანთი არსებობის შესახებ,
პლანეტებმაც ხომ არ იციან შერქმეული სახელები,
მაგრამ ბრუნავენ უმიზნოდ,
სივრცეში.
გემუდარები,
ნუ ხოცავ ტარაკნებს, დედა,
დაე, იცოცხლონ.
ანა "მშვიდი ცურვა"_ში უწერია ნახევრად ვეგეტარიანელი ვარო, ალბათ თევზს მიირთმევდა და ხორცს არა
აუ იმდღეს უყურე "თექის ცხვრებზე" და საშინლად შემეცოდნენ, თექაც აღარ მოგინდება რაა
ანანდა
აბსოლუტურად გეთანხმები, მაგრამ მე ის არ მესმის ხორცის სიყვარულს და სხვა არსებების საკვებად მოშენებას უფალს რომ აბრალებენ, მან შექმნა იმისთვის რომ ვჭამოთო. ნადირობით მაინც რომ მოიპოვებდეს ადამიანი, ტანაც თანაბარ პირობებში, სადაც ერთი-ერთზე ხარ ცხოველთან კიდე ჰო.. მარა აი რომ ზრდიან წამებით და მერე ხოცავენ უსასტიკესად და რა ვქნათ ღმერთმა ასე დაგვიწესაო, ეს არ მესმის.. ყველაფერი ქრისტეს და ღმერთს როგორ უნდა გადავაბრალოთ?
td......... და ანანდას ვეთანხმები
http://www.youtube.com/watch?v=_uVPFtONIkM&oref=http%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fl.php%3Fu%3Dhttp%253A%252F%252Fow.ly%252F7qxlm%26h%3DFAQGXM8coAQFoizPq28Xlbqpua5D8ulQzLnCZyOyNlcCpAw
ესეც საწყალი თექის ცხვრები, სხვათაშორის ვეგანები შალს არ იცვამენ
ვაჰ.. ცუდად გავხდი
მე ნანახი მაქვს ცხვრის კრეჭა და ასეთი საშინელება არ იყო..პირიქით, ფრთხილად კრეჭდნენ ცხვარს, შვილებივით უფრთხილდებოდნენ.. ის კი არა , რომ არ გაკრიჭო არასდროს, მგონი არც შეიძლება, შეეთელება მატყლი და შეიძლება მოკვდეს ცხვარი.. მარა ეს სიმხეცე რა უბედურებაა?
აი ცხოველების ინდუსტიული მოშენება და მათგან სამომხმარებლო პროდუქციიც დამზადება უნდა აიკრალოს!
ადამიანი უსასტიკესი არსებაა მტელ დედამიწაზე.
ინდუსტრიალიზაციაა თვითონ საშინელება, თორე მეცხვარე რომ ცხვარს კრეჭს, სოფელში ძროხას რომ წველის ბებო და ქათამი რომ კვერცს დადებს, ოჯახს უხარია, მაგაში ცუდი არაფერია
ვაჟაზე რაღაც ატელიე გაიხსნა, რომ ჩაუვლი ნერვები მეშლება ხოლმე, ბეწვი, ბეწვი, ბეწვი......... ყოველდღე ემატება მგონი თითო ქურქი.
რა მარაზმია ქურქის ტარება!
ანანდა
ვერ გაიგე სწორად რაც დავწერე, მეც მაგის მომხრე ვარ ყველამ თვითონ გადაწყვიტოს რითი ,ვისით და როგორ იკვებოს. უბრალოდ ამ ძღპრების მოგონებას და მიუწვდომელსა და ყოვლადმყოფზე გადაბრალებას,ჯობია ალალად თქვას ადამიანმა, მტაცებელი ვარ და მომწონს ხორცის გემო. არ მომწონს ბალახი! ეს უფრო სწორი იქნებოდა. ოჯახში 4 წევრი ვართ თუ ცხოველებს არ ცავთვლით, 3 ხორცისტია, 1თს სურვილი აქვს დაძლიოს თვისი მიდრეკილება და სიყვარული ამ საკვების მიმართ. 2 ეცინება. მიუხედავად იმისა, რომ საშინელი სტრესია , ხორცის მომზადება მიწევს ხოლმე...
გადაბრალებას და საკუტარ ტავთან ტყუილს მხოლოდ გაუუცხოვება მაოქვს.ადამიანი საბოლოოდ კარგავს გონებას და მეხსიერებას.
კაი ხორცის ჭამა გასაგებია, წახვალ მაღაზიაში იყიდი. მაგრამ აი საკუთარ გაზრდილს რომ დაკლავენ და შეჭამენ ეს მიკვირს. ვთქვათ ბოჩოლა რომ გაჩნდება და უვლი, ზრდი. მერე აუცილებლად ჩნდება რაღაც სულიერი კავშირები. როგორ უნდა შეჭამო ის? თან მაგარი ჭკვიანები არიან. სახლში რომ ბრუნდებიან საძოვრებიდან მარტო, საქმიანად. როგორ ეძახის ხოლმე ძროხა პატრონს და მინახავს მის თვალებში სიხარული პატრონი რომ დაუნახავს. მერე ის პატრონი მშვიდად შეახრამუნებს.
salome
შეიძლება ამის ბრალიცაა, შეიძლება დამთხევვა და მხედველობა , გადაღლამ ან სხვა მიზეებმა გაგიუარესა. თევზის ერთ-ერთი შემცვლელია სელის ზეთი. გუდვილის მაღაიაში შეგიძლია შეიძინო, ის ისევე , როგორც თვზი შეიცავს ომეგა-3 ს . ზეთს თუ გასინჯავ თევზისმაგვარი არომატიც კი აქვს..)) მიიღვი ბევრი ბოსტნეული, სტაFილო, ოღონდ აუცილებლად ზეთით, ან შეგიძლიამცენარეული კარაქის ბუტერბროდს დააყოლო, რადგან ა ვიტამინი ციმის გარეშე ვერ აითვისება ორგანიზმის მიერ. მე 20 წელია ვეგეტარიანელი ვარ, თევზს 2 წელია რაც არ ვჭამ, მაგრამ დიდი ცვლილებებს ვერ ვატყობ ჩემს თავს. მხედველობაზე ცოტა პრობლემები შემექმნა,მაგრამ ეს ფ=დაბინძურებული გარემოში ყოფნის გამო მოხდა და ვიმედოვნებ მოგვარდება.
ერთი კითხვა, კვერცხს თუ ჭამ? და კიდევ რატომ გადაწყვიტე ვეგეტარიანელობა?
td......... შენ გაიხარე 2 წელია არ მიჭამია სელის ზეთი და წავალ გუდვილში და ვიყიდიიიიი, ვაშაააა. ხო კიდევ როგორც მახსოვს კაკალს აქვს ომეგა 3
Fee
კი კაკალსაც აქვს და კაკლის ზეთიც იყიდება ისე იქ..))
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)