ძვირფასო ეზოთერიკებო იქნებ იცოდეთ რაიმე ორიგინალური და იმავდროულად ეფექტური საშუალება: რით ვუშველოთ დეპრესიას?!
ვის ჭირს?
მაგაზე ამ დღეებში რამდენიმე ტიპს ვესაუბრე დაა.. მაგალითად ერთმა მითხრა:
- რადგან თითეული ჩვენთაგანი უბრალოდ "მიმღებია", ანუ ენერგეტიკული ტალღების დამჭერი, მივიღოთ და გავუშვათ-ო. რადგან შემდეგ სხვა ტალღა მოდის-ო.
დეპრესია აღვიქვათ როგორც "რიგითი ტალღა" და არაფრით არ ჩავეჭიდოთ, - გავატაროთ, გავატაროთ და კიდევ გავატაროთ.
ამიტომ არ ვიდენტიფიცირდეთ დეპრესიასთან. ეს მე კი არა ვარ ცუდად. ეს ისეთი ენერგია მოვიდა რა.. და ეს წავა და სხვა მოვა-ო.. მე ცა ვარ, ენერგიები, - ღრუბლები. ეს გაცნობიერების გზააა.
რაც შემეხება მე, მე ინდიელების (კასტანედას) მეთოდს ვიყენებ, - თუ გამოუვალი მდგომარეობა მაქვს. ჰქვია "ემანაციების გადაწევა (შენჯღრევა)". ოღონდ ასე მე დავარქვი. ემანაციები იგივე ენერგეტიკული ნაკადებია. წერილობით ცოტა ძნელიაა, მაგრაამ.. მოკლედ, გარემოდან ენერგეტიკულ ტალღებს შეაგდებ შენს სხულში. სხვადასხვა მიმართულებიდან. წინიდან, მარჯვნივ, მარცხნივ, დაა.. ის ენერგია, რომელიც შენში "მოყუჩდა", გარეთ გამოვარდება. ისე, ამასაც ენერგია უნდა, - ნებისყოფის ენერგია. უჩემოდ არ გააკეთოთ რაა.. უარესი ტალღა არ დაიჭიროთ რამეე..
მე როცა დეპრესიის ნიშნებს შევამჩნევდი თავს ვარჯიშს ვიწყებდი და ეგრევე მივლიდა.
თუმცა ეს დიდი ხნის წინ იყო. რაც ეზოთერიკი გავხდი დეპრესია რა არის აღარ ვიცი )
ქობულეთში პარკი რომ გააშენეს იქ დავჯექი ერთ საქანელაზე კამიკაძე ქვია (ანალოგი არის გლდანის პარკში და კიდევ სადღაც იქნება თბილისში მოკლედ ჯდები რაღაც კაბინკაში, რომელიც ტრიალებს 180 გრადუსით, არტყამს 3 წრეს და რაღაც მომენტში შეშდება, კიდიხარ თავდაყირა და ამხელა სიმაღლიდან უყურებ მიწას მოკლედ მაგარი ადრენალინია და დეპრესია არ ვიცი, მაგრამ ცუდ ხასიათზე როცა ხარ მაგრად შველის)
ara, martla kargi metodia. ai kidixar principshi ert bewoze da fiqrob, rom sulac ar ginda sikvdili da saertod ramdeni ragac dasasrulebeli dagrCa, da kidev ragac filosofiuri sakitxebi gawuxebs (es ukve meorejer rom dajdebi, torem 1d shoki mvige) )))
პირადად მე დეპრესია არ მქონია. ცუდ ხასიათზე ვყოფილვარ, მინერვიულია რაღაცაზე ხანგრძლივად, მაგრამ დეპრესია რა არის საერთოდ არ მესმის. არც ის მესმის როგორ შეიძლება წლობით იყო პესიმისტურ და მინორულ განწყობაზე, როცა ამდენი რამ არის საინტერესო თუნდაც ამ ქვეყნიურ ცხოვრებაში. არ ვიცი, შეიძლება სისულელეს ვამბობ, მაგრამ მგონია რომ დეპრესიის ცნება უსაქმურმა ქალებმა გამოიგონეს. "დეპრესია მაქვს" - ადამიანები ამას ამბობენ მაშინ, როცა საკუთარი ინერტულობა უნდათ რომ გაამართლონ. პირადად ჩემთვის ნებისმიერი ცხოვრებისეული პრობლემა არის მოტივაცია იმისა, რომ ჩემი ცხოვრება ჩემითვე უკეთესობისკენ შევცვალო და გარკვეული თვალსაზრისით ახალ წარმატებას მივაღწიო. გულისტკივილი და პერიოდული სევდა ქრონიკულ მოვლენად არ უნდა აღვიქვათ და არ უნდა ველოდოთ ბედნიერებას, ის თავისით არ მოვა.
თუ მეგობრები ცდებიან ჩვენს წინაშე ე.ი. სადღაც ჩვენ დავუშვით შეცდომა და ამის გამოსწორება შეიძლება. მათთან თუ არა სხვებთან და სამომავლოდ. თუ ვინმეს აღარ უნდა ჩვენთან ურთიერთობა, ეს მისი არჩევანია. სინამდვილეში შეიძლება ძალიან დიდი შეცდომას უშვებდეს... ჩვენ კი გვიჩნდება შანსი იმისა რომ სხვა, ბევრად უფრო ახლობელი ადამიანი ვიპოვნოთ. თუ გარემო გვბეზრდება და გვამძიმებს, თავს ძალა უნდა დავატანოთ სხვაგან და სხვებთან ერთად აღმოვჩნდეთ.
და კიდევ. მარტო ყოფნა ეს არ არის ტრაგედია. პირიქით. შანსია იმისა რომ საკუთარ თავთან დამეგობრდე. ეს პროცესი კი დიდი აღმოჩენების პროცესია. დეპრესია ავადმყოფობა არ არის, ჩემი აზრით, უბრალოდ კომფლიქტია საკუთარ თავთან. გაუცხორება. მგონი ამ დროს საკუთარი "მე"-ს სიყვარული და პატივისცემა გვავიწყდება. რაც ძალიან დიდი შეცდომა მგონია.
ე.წ. დეპრესიას უნდა აღვივებდეს კიდევ ერთი რამ. თამაში და მცდელობა იმისა საკუთარი თავი წარმოაჩინო სულ სხვაგვარად, ვიდრე სინამდვილეში ხარ. მოატყუო გარშემო ყველა. ამ გზას ხომ ხშირად მივმართავთ ხოლმე?! ეს თამაში ალბათ ძალიან დამღლელია.
მგონია რომ დეპრესიულები ხდებიან ორი კატეგორიის ადამიანები: ადამიანები (ძირითადად გოგონები) რომლებიც საერთოდ არაფერზე ფიქრობენ და საერთოდაც არასდროს აზროვნებენ (უკაცრავად სიუხეშისთვის) და მეორე: ადამიანები რომლებიც ძალიან ძალიან ბევრს აზროვნებენ, ეძებენ, იკვლევენ, ძირითადად სახლში სხედან, ძირითადად ეგოისტები ხდებიან და საბოლოოდ "ამაოებაში" ეხვევიან.
ჩემი აზრით როგორც ერთნი, ისე მეორენი ივიწყებენ, რომ - ცხოვრება მშვენიერია !
სოფია როგორ ფიქრობ მე უსაქმურივარ? მარა დეპრესია მქონიაა უუუუუუუ......
აქ საქმე იმაშია რა იწვევს დეპრესიას.... ტალღებზე იყო საუბარი და ვერაფრით ვერ დაგეთანხმებით....ტალღა არა მავთული
დეპრესია არის აზროვნების შედეგად...ანუ რაღაცას ფიქრობს ადამიანი რაც დეპრესიაში აგდებს...ეს რო ტალღები იყოს, მძინარე ადამიანსაც შეიძლება მოხვდეს და გინახავს დაძინებული ადამიანი დეპრესიაში?
მოკლედ მე პირადად იმისგან ვარდები დეპრესიაში რომ იმას ვაკეთებ რისი კეთებაც არ მინდა, ან სხვა რამის მინდა და ამის კეთება მიწევს....
ჩემი წამალ ჩვეულებრივია...არც ენრგეტიკული შეჯანჯღარება და არც კილონახევრიანი მაჩვის ჩაშუშული....
უბრალოდ იმას ვაკეთებ რაც მსიამოვნებს....ან ვწერ...ან ვყვირივარ, ვმღერი....ვჩხაპნი....ბანკებს ვესვრი კედელს....ვტეხავდი შუშებს.... და ა.შ.
დეპრესია არის პრესისგან ამიტომ ქვია დეპრესია.. ეს ლაშარელას მიხედვით.. ისე იმას რომ აკეთებდე რაც გინდა, შეიძლება ახალი სახის დეპრესიამ მოგძებნოს. რატო? იმიტომ რომ მიმღებები ვართ.. "რადიოპრიომნიკები"
.. ვფიქრობ აზროვნება მეორადია.. ჯერ მოდის .. მავრთული და ტალღა თუ არ გინდა.. ღრუბელი და ენერგია..
იმის თქმა მინდა, რომ ფიქრი და აზროვნება ხდება მერე, რაც დეპრესია "გაგვარტყეს".
დაფიქრებაა: - აუუუუ, რა მჭირს?.. რატო? -.. და ვეძებ ტვინით.
მთავარია რომ მიხვდე რომ "რიადავოია " რა, მე კი არა ვარ დეპრესია, მოვიდა და წავაა..-ო..
არა, დღეს მოვრჩი,- არასერიოზული ვარ. ასეთ "სერიოზული" საკითხის მიმართ.
.. როცა წერ და მღერი, ან ტრანფორმაცია ხდება მაგ შენი მიღებული "ღრუბელის", ანდა გაგდება პანღურით
P.S. ამ ფორუმზე რამდენჯერაც დეპრესიაზე ჩამოვარდა საუბარი, ისეთი ამბავი ატეხეს "დეპრესანტებმა" მის დასაცავად... რომ..
.. გვანვითარებსო. ჩვენი განვითარებააო დეპრესიაო. მაააშ!.. რა გეგონათ! (რა მეგონა, რა, სადა ვბანაობდი!.. სად ვიშოვო ახლა ცოტა განსავითარებელი დეპრესია?!)..რამდენად იყიდება, ის მაინც მითხარით..
(ტალღას დაელოდე )) )
ადრე მეც მქონდაა ხოლმე დეფრესია, მგონი დეპრესია იყო ეგეც არ ვიცი ზუსტად, მაგრამ რაც "აზზე მოვედი" მის მერე შეეშინდა ჩემთან მოსვლა და გაიქცა ეხლა კიდე იცი როგორ ვარ?! რამე ცუდი ენერგია რო მოდის ხოლმე, აუუუუუ ეს კიდე მოვიდააა, დავაი ეხლააა რაა , დაა ვაჩმორებ ხოლმე ჰეჰე ... თან მართლა მაგრად მეზარებააა ხოლმე დაგრუზვააა, მთლად ეგრე იდეალურადაც არაა მაგრამ, ვცდილობ რო ეგრე იყოს... თან ცუდი ამბები სულაც არაა ცუდი, კარგი ამბები უფრო აპასნია, იცი რატო?! იმტორო - + - + - + .... ინი და იანი... აგმავალი and დაღმავალი... მოკლედ მთავარია გააცნოებიერო შენში ის რაც არ მოგწონს, ეცადო "აზზე მოსვალს" და არ იძახო ესეთი ვარ და მორჩაო.. რაც ყველას პირზე აკერია.. ხოდა კიდე რაა ეცადეთ რო ნაკლებად შემოუშვა ცუდი ინფორმაცია, თუ მიანც მოვიდა გაუშვიიიიიი, გაატარეეეეეე, დაიკიდეეეეე, ორი ყური რისთვის გაქვს ერთში შევიდა მეორეში გავიდააააააა (არა რა როგორ მეტყობა ჩემს თავსაც რო ვუფოსტავ )..........
საინტერესო სტატია თემაზე:
http://www.cvetindigo.ru/2008/06/14/depressija_zajjmet_vtoroe_mesto.html
ისე რო დაუკვირდი ჩემ თავს, აღმოვაჩინე, რომ დეპრესიის გამოცდილება არ მაქვს, ამიტომ რჩევასაც ვერ მოგცემთ
დეპრესია ტალღაა წავა და სხვა მოვა? აუ რატო არ მოდის ის სხვა ტალღა?
ხო, ვიცი, თვითონ უნდა მოვიყვანო. ამას ინტერესი უნდა, რომელიც მე არ მაქვს
არაფერი აღარ მაინტერესებს
აღარაფრით აღარ შეიზლება ჩემი აღფრთოვანება
არც სილამაზით არც მუსიკით არაფრით ... nada ...zzzzzp!
მოკლედ კლინიკური დეპრესია მაქვს ყველა თავისი 10 ფორმით 'გაჭენებულ-გამოჭენებული' უკვე 2 წელია
რას ნიშნავს დეპრესია? უბრალოდ 'ვარ'
არც სიყვარულით
აღარ მიყვარდება
არა, ესე უნდა მეთქვა:
მხოლოდ სიყვარულით, მაგრამ აღარ მიყვარდება
მოკლედ ;კანეც სვეტა;
ბლანკა, მე იგივე პრობლამე მაწუხებდა უმეტესი წილი ცხოვრების,
ცხოვრების ინტერესის დაკარგვა რასაც დეპრესია მოყვებოდა და ამას დასასრული არუჩანდა..
ჩემი ერთადერთი ოცნება იყო როდის მოვკვდები და დავისვენებ...
საბოლოოდ ეს პრობლემები გადავტწყვიტე.. მარა მეთითონ ეს ვერ მოვახერხე ოცი წლის განმავლობაში
და გარე დახმარება დამჩირდა.. თუმცა საბოლოოდ ბევრი რამე გავიაზრე და ეხლა გაცილებით უკეთესათ ვგრძნობ თავს.
და კონკრეტულად: აქ სადღაც ალფამ დაწერა რომ დეპრესია არის უენერგიობა... და მე მას ვეთანმები..
სასიცოცხლო ენერგიების უკმარისობა იწვევს დეპრესიას ...
არააქვს მნიშვნელობა შენ რა მოგბეზრდა და რა არა.. შენ თუ სავსე ხარ ენერგიით რო დაჯდე და წინდა მოქსოვო ერთი თვე მაინც არ მოგწყინდება..
როცა გაქვს ენერგია ცხოვრებაში ინტერესს ყოველთვის ნახავ!!
გარე დახმარებას რას გულისხმობ, ანტიდეპრესანტი?
აუ როგორ არ მინდა
საიდან მოდის მერე სასიცოცხლო ენერგიების უკმარისობა?
რამე იწვევს უენერგიობას თუ უენერგიობა იწვევს დეპრესიას?
მკვეთრად არ არის გამოყოფილი ეს ორი
ალბათ ხან ისეა ხან ასე
მე დეპრესიის სერიოზული გამოცდილება მაქვს. მიუხედავად იმისა რომ მას აღარ ვცნობ, კატეგორიულად აღარ ვაღიარებ ზუსტად არ ვიცი დეპრესია იყო თუ რა ჯანდაბა. ეს მაშინ დაიწყო, როცა თავი დავანებე იმ ერთადერთ საქმეს რაც მაინტერესებდა ცხოვრებაში და დავრჩი - "არავინ" - "არაფერი". არც არაფერი მაინტერესებდა, არც არავინ. არც მიყვარდა, არც მძულდა, ყველაფერი სულ ერთი იყო. მაგრამ მერე გავაანალიზე რომ ძალიან სულელურ მდგომარეობაში ვიყავი. ამის ანალიზში დამეხმარნენ. მალე და იოლად არ გადამიტანია. უბრალოდ სხვებისგან განსხვავებით, რომლებიც ამაზე ლაპარაკონებ და ეს გარეგნულად ეტყობათ, მე მალე შიგნით "დავატრიალე". ეს მგონი უარესიცაა. იმ პერიოდში სტუდენტი ვიყავი, ყველაფერს ვაკეთებდი თითქოს. რაღაც "რუტინაში" ვიყავი, მაგრამ შინაგანად მკვდარი. ნელა_ნელა დავძლიე, ნუ მე მგონია რომ დავძლიე და ისევ საქმით ვუშველე თავს. ერთი პროფესია და ერთი საქმიანობა სხვა სამი საქმით შევცვალე. თუ მანამდე საყვარელ საქმეს 6 საათს ვუძღვნიდი, მერე 8 და 10 საატს ვატარებდი წიგნებთან და სულ სხვა სფეროს შესწავლისთვის. უცნაურია, მაგრამ დეპრესია დავამარცხე მგონი მიღწეული წარმატებებით. დროთა განმავლობაში რაღაც ხიბლიც დავინახე იმ ყველაფერში რასაც ვაკეთებ. და საბოლოოდ ჩემს თავს რეცეპტიც გამოვუწერე, "არ არსებობს დეპრესია თუ თუნდაც ძალიან მარტივ საქმეს მაინც აკეთებ, ქმნი რაღაცას, რაღაცას ემსახურები, როგორც ზეტი წერს თუნდაც წინდას ქსოვ. და რაც მთავარია, არასდროს არავიზე და არაფერზე არ უნდა ვიყოთ დამოიდებუკლები საკუთარი ტავის გარდა.
ცხადია დეპრესია ენერგიასთანაც არის დაკავშირებული. ფიზიკურად ჯანმრთელს არაფერის სურვილი და არაფრის თავი არ მქონდა.
რაც შეეხება სიყვარულს. სიყვარული დეპრესიის ელემენტებს შეიცავს აშკარად. ხოდა ცოტა ვუფრთხივარ ამ მოვლენას ნუ ეს ხუმრობითამბობენ რომ სიყვარული და საყვარელი ადამიანი გვერდით ძალიან ბევრ რამეში გვეხმარება, მაგრამ მე ამის გამოცდილება არ მაქვს. ალბათ ამიტომ მგონია რომ შველა სხვაგან და სხვაში არ არის მაინცდამაინც, სიყვარულიც და ენერგიაც ჩვენშია, მთავარია ვიპოვნოთ ერთიც და მეორეც.
სოფია, გასაგებია რაც დაწერე და იგივეს ვფიქრობ. ახალი არაფერი გითქვამს.
დეპრესია არის სერატონინის ნაკლებობა ტვინში. ანუ ქიმია უნდა შეცვალო.
ისე არ და გაინტერესებს არც ქსოვა არც ქარგვა
მე მჯერა რომ სიყვარული ცვლის ქიმიას ტვინში
წუწუნს რაც შეეხება მეც შიგნიდან ვატრიალებ
მარტო თქვენ შეგაწუხეთ და აღარ განვაგრზობ
vin Tqva rom gvacuxeb? aranairad. es forumi upirvelesad imisTvis aris rom erTmaneTs movusminot da ertmanets rame vuTxrat
ra vici aba, is giTxari rac vicodi...
albaT yvelaferi drois sakitxia da cvlilebebi am mimartulebit shentanac iqneba
ადრე მეც ვერ ვხვდებოდი რომ დეპრესია ენერგიის ნაკლებობასთან არის დაკავშირებული მარა ეხლა დარწმუნებით შემიძლია ვთქვა რო ეგრეა..
თეო, შენი ავატარი შენი ნახატია?
მზისფერი ყველაზე კარგად შველის დეპრესიას
ულამაზესი ნახატია
გიდევს სადმე აქ საიტზე?
თუ არა, დადე რააა
ხალხნო, ორი-სამი კვირის წინ დეპრესიამ შემომიტია. უფრო სწორად, ამ სიტყვას ნუ ვახსენებთ, აჯობებს ასე ვთქვა: სევდა მესტუმრა უუუფს, რა ძალიან რომანტიკულ-პატეტიკურია, ხოოოდა, ვერაფრით ვერ გავაგდე, მერე ახალი წიგნი ავიღე ხელში, ერთი_ორი გვერდის შემდეგ დამავიწყდა მისი არსებობა. მთლად ბოლომდე ვერა და ახლაც თან დავატარებ, მაგრამ ჯერჯერობით ვცდილობ არ შევიმშნიო და ვუძლებ. ვუმკლავდები, მოვლენათა განვიტარებას შეგატყობინებთ გზადაგზა ...
რეინკარნციის თემას ვაოფებდი და ახლა zetის რჩევით ვხსნი ახალ თემას...
ჩემს პრობლემას დეპრესიას ვარქმევ თუ კი შეიძლება დეპრესია 10-13 წელი გრძელდებოდეს... ანუ ბავშვობიდან...
მოკლედ, პრობლემა მაქვს ამ ცხოვრებასთან.. ვერ ვეწყობი. გამიქრა ყოველგვარი ინტერესი, ამბიცია, სრული ინერციით ვცხოვრობ... აი, რა გავაკეთო? ენეგიისგან დაცლილი ვარ საერთოდ...
ვეძებ რაღაც მიზანს, ინტერესს რისთვისაც სიცოცხლე კი არა თუნდაც გაღვიძება ეღირება.... მაგრამ არაფერი მაინტერესებს რა...
დროის უმეტეს ნაწილს ძილში ვატარებ ფაქტიურად..
აქვე გამოვიტან shous პასუხსაც..
ბუნებრივია არსებულ საზოგადოებრივ წყობა-მოწყობა-განწყობაში ყველაფრის ინტერესი დაგეკარგოს, დაიღალო და ენერგია დაკარგო. იმისათვის, რომ ცხოვრება დაიწყო, დაიჯერო, ინტერესი გაგიჩნდეს და სიცოცხლის მიმართ სიყვარული და სასოება იგრძნო, წინა ცხოვეებების გახსენებას კი არა, მე პირიქით ყველაფრის დავიწყებას გირჩევდი და საკუთარი აღქმების ხელახლა შესწავლას. ინტერესი იმიტომ ქრება და შესაბამისად ენერგიაც იმიტომ იშრიტება, რომ აღქმის სიხალასეს ვკარგავთ, ბევრი სტერეოტიპი ჩნდება ქცევის, განცდების ა.შ. და ამ სტერეოტიპებში ჩვენი აღქმები და განცდები ისე იკარგება ზედაპირზე ამოსვლას ვერ ასწრებს. შეეცადე მარტივი ემოციებით დაიწყო და ყველაფრის თავიდან შეცნობას შეეცადო. ნიავი, მზე, ყვავილი, ერთი შეხედვით შეჩვეული და გაცვეთილი საგნები, დაივიწყე მათზე შენი წარმოდგენები და ისე შეხედე როგორც პირველად.
კვლავ ჩემი პასუხი
shou
მართალი ხარ ისე. სოფელში რომ ჩავედი შარშან აშკარად ვგრძნობდი გამოცოცხლებას...
მაგრამ მაშინ მონატრებული მქონდა ბუნება და იმიტომ ალბათ. 2 წელია რაც თბილისში ვარ. სანამ იქ ვცხოვრობდი მანამდეც ინერტული ვიყავი და სულ სხვაგან წასვლაზე ვოცნებობდი...
თბილისშიც გავდივარ ხოლმე პარკებში თუ მინდორში მაგრამ დიდი ცვლილებები არ მაქვს გახალისების მრივ. მალევე მინდება სახლში წამოსვლა.
მე სხვა რამეს დავაკვირდი; რად ჩვეულებრივ ადამიანებითვის მნიშვნელვანია, მე საერთოდ არ მაინტერესებს. ყოველდღიურ ცხოვრებას ვგულისხმობ, მეგობრებსაც ვეღარ ვეკონტაქტები უკვე...
რაც ადამიანებისთვის ჩვეულებრივად აღიქმება მე ძალიან მაწუხებს. თუნდაც დროის ცვლებადობა. ზამთარში ფაქტიურად მკვდარი ვარ. ვერაფერს ვაკეთებ. უბრალოდ მცივანა კი არ ვარ, ვერ ვთბები საერთოდ... სულ ვამბობ 2ტვე ვარ წელლიწადში ბედნიერი ივლისი-აგვისტო, ისიც თუ 30-35 გრადუსი ტემპ.იქნება
მოლედ დედამიწის და ადამიანთა სრულიად ჩვეულბრივ წეს-კანონებს ვერ ვეგუები...
ამიტომ ვფიქობ რომ სხვაქვეყნელი ვარ...
განსაკუთრებულობაზე ნამდვილად არ მქვს პრეტენზია... მაწუხებებს ეს მდგომარეობა. ან ნორმალურად ცხოვრება შემეძლო, ან ნუ ვიცხოვრებ საერთოდ....
ველი თქვენს გამოხმაურებებს. თქვენს შესახებაც მოყევით და მც მირჩიეთ რამე
tikoroma
რაღაც მაგდაგვარი მეც გამომიცდია, ადრე. მეც შენსავით ვერ ვხედავდი ერთ დროს ცხოვრების აზრს, მეც მციოდა... არა დეპრესია არ არის, ეს ალბათ რაღაცის ვერ, თუ არ შეგუებაა. შენი შინაგანი ბრძოლაა, რომელსაც ძალა არ შესწევს გაიმარჯოს და დაუძლურებულია, იმედდაკარგულია.
ახლა საერთოდ არ ვგრნობ რამე მაგდაგვარს, გავიმარჯვე მეთქი არ ვიცი, ვერ გეტყვი, მგონი იმ სიტუაციებს განვერიდე რაც მტანჯავდა.
ირმა
დიდი მადლობა... კარგად გაიგე ჩემი...
ეს ბოლო ორი წელია ძალიან ცუდად ვარ ჯანმრთელობის მხრივაც... ისეთი რამეები მაწუხებს, მთელი ცხოვრება რომ არ მქონია...
ანგინა, ჯირკვლები, თირკმელები, პირის ღრუს ბაქტერიული დაავადებები, აღარაფერს ვამბობ უხასიათობაზე და მოთენთილობაზე... ანგინა ჯირკვალი ბავშვობაში არ ვიცოდი რა იყო... მე მგონია რომ სტრესის ბრალია... ეს დეპრესიას ძალიან გამიმწვავდა, ფაქტიურად ვერ ვცხოვრობ... ან მძინავს, ან გაბრუებული დავდივარ მთელი დღე. იმის ენერგიაც აღარ მავს სახლი დ ავხეტო... მოკლედ ყოველდღიურ ცხოვრებაში მიშლის უკვე ხელს....
სიყვარული ვიპოვე 3 წლის წინ ეგ იყო ჩემთვის დიდი გამოცოცხლების პერიოდი... მერე გავთხოვდი და მართალია სიყვარული არ შეცვლილა ჩვენს შოის, მაგრამ ოჯხმა ბევრი პრობლემა მოიტანა, როგორც ხდება ხოლმმე დაა ეტყობა ვეღარ მკვებას ეგ გრძნობა.. ან მე ვერ ვუვლი სიყვარულს ალბათ, რა ვიცი.. ეგ ხომ წრიულია - თუ გასცემ მიიღებ ... რა ვიცი
ჯანმრთელობის პირველი მტერი სტრესია. ადამიანის უხალისობა სიცოცხლეზე ასევე შეიძლება იყოს ჯანმრთელობის გაუარესების საწინდარი.
ეს ყველაფერი, როგორც გავიგე ამ ბოლო ორი წლის მანძილზე გემართება და თუ ეს ასეა, მაშინ მოძებნე რა შეიცვალა და რა არის მიზეზი შენი ტანჯვისა.
წერის მანერა, სტილი და პლიუს კამათის ელემენტები თემატურად არ ემთხვევა შინაარსს, შორსა ვარ დეტექტიური ჟანრისგან, მაგრამ მარტივი ანალიზით ასეთი დასკვნას არსებობის უფლება აქვს, საკმაოდ ენერგიული პოსტებია ასეთი შავნაღვლიანობისთვის.
ასე, რომ საშიში არაფერია, უბრალოდ სიყვარულია საჭირო, ჯანსაღი სიყვარული და ჯანსაღი ინტიმური სიახლოვე, რომელიც აუცილებლად მოვა (რადგან ყველასთან მიდის )
ნაღვლიანი არ ვარ...
უიმედოდ ვარ,უსურვილოდ, უამბიციოდ...გულგრილი ყველაფრის მიმართ. აღარ ვიცი რა სიტყვებით ავხსნა
tikoroma
ასე შორიდან და თან ენტერნეტით ძნელია მიზეზების კვლევა. მით უმეტეს რომ ასეთი დეპრესიების მიზეზებს ძალიან ღმად მიმავალი ფესვები აქვთ.
მხოლოდ რამდენიმე რჩევა ამასთან დაკავშირებით:
adamiani
გულგრილი ხარ მატერიალური საგნების მიმართ, ასევე კარიერული ამბიციები არ გაგაჩინია. ეს კარგია და ბუნებრივი. ანუ ხვდები, რომ ამას ყველაფერს დიდად აზრი არა აქვს. სამაგიეროდ არის ფასეულობები შენში რომელთაც ნამდვილად აქვს აზრი და რომლის გამოც ღირს ძალისხმევა. როცა შინაარსი გაგიჩნდება მაშინ ქმედების ხალისიც გექნება. თუმცა მანამდე შესაძლებელია ქმედების საშუალებითაც პროვოცირება გაუკეთო აზრის გაჩენას. რადგან აქაური წყობა გეუცხოვება და ვერ ეგუები, მაშინ იქნებ იმაზე დაფიქრდე თუ რატომ შეიძლება მოხვედრილიყავი აქ. შემთხვევითობების გჯერა? ალბათ იყო რაღაც მიზეზი რის გამოც შენი აქ და ამ დროს ყოფნა იყო საჭირო. მგონია, რომ დიდი ენერგია გაქვს დაგროვილი და ამ ენერგიის სწორად გამოყენებაა საჭირო. ალბათ ამიტომაც ჩნდება დაავადებები. სიცივეც ბუნებრივია. მე ყოველთვის მცივა როდესაც ცუდ განწყობაზე ვარ და პირიქით საერთოდ ვერ ვგრძნობ სიცივეს (გარე ტემპერატურას) როცა შინაგანად ცოცხალი ვარ. ინერტულობა ჩემი გამოცდილებით დიდმა შინაგანმა ენერგიამ იცის როცა დიდი ხნის განმავლობაში მას არ, ან არასწორი მიმართულებით იყენებდი.
ფანტასტიური კომენტარია, ძალიან სასიამოვნოა ასეთი ლაკონური და ღრმა განმარტება. აბსოლუტურად ვეთანხმები და ბევრი რამე აღმოვაჩინე. მადლობა ჩემგანაც.
დიდი მადლობა ყველას...
რჩევებს გავითვალისწინებ...
ირმა
დღე-ღამე ამოტრიალებული მქონდა ნამდვილად...
ვწვებოდი ღამის 5-6 საათზე, ანუ დილის და დღის 5-6საათზე ვიღვიძებდი...
შარშან აგვისტოს მერე ეგრე ვარ. ომის დროს ვათევდიტ ღამეებს მე და ჩემი ქმარი და მერეც გავაგრძელეთ... ზნევვს რა არის?
ერთი კვირაა ვცდილობ ადრე ავდგე და ადრე დავიძინო.. მივეჩვევი ალბათ
დეპრესია ალბათ ყველა ადამიანს აქვს ცხოვრების რაღაც ეტაპზე. მეც მქონდა სადღაც 7-8 წლის წინ. როცა აღარაფერი მაინტერესებდა, ვეღარც მეგობრებთან ვურთიერთობდი და ჩაკეტილ სივრცეში აღმოჩნდი.
საშინელებაააა
არ ვიცი მეც მქონდა თუ არა, მგონი ნიშნები მქონდა მხოლოდ. მაინც საშინელება იყო, მაგრამ დავაღწიე თავი
tikoroma
როგორც იქნა წერ ამ ფორუმზე
tikoroma
1 წელი გავიდა ამ თემის გახსნიდან. რა ქენი, დააღწიე თავი? როგორ მდგომარეობაში ხარ ახლა?
მოკლედ, მე ბოლო ზაფხულს მივანგრიე ჩემი ფანატიკური რწმენა, თავის სამშობლოს და ყველაფრის სიყვარულთან ერთად. ზოგადად, რაც უფრო ძლიერია შენობა, მით უფრო ძლიერად ინგრევა. ამიტომ ამას ყველაფრისადმი ეჭვი მოყვა, ჩემივე თავის ჩათვლით. შემიძლია გაუზვიადებლად ვთქვა, რომ იმის ჩრდილიც არ ვარ ახლა, რაც 2 წლის წინ ვიყავი...
ამ თემაზე ბევრი ვიბურღე ტვინი და "ძირამდე" ჩავედი, მერე ერთ-ერთ ფორუმზე ჩავაგდე ორი პოსტი, დავაკოპირებ:
პირველში შევეცადე ზოგადად ჩამომეყალიბებინა პრობლემა, რომ უაზრო რჩევები კი არ მოეცათ, თემაზე ფილოსოფიურად ემსჯელათ და გამოსავალი ეპოვათ, მაგრამ ვერ მოახერხეს...
"Dec 10 2009, 19:28
ადამიანები ღირებულებებს ესწრაფვიან.
ყოველთვის იცოდნენ ადამიანებმა რისთვის ცოცხლობდნენ, ეს იყო მათი რწმენა ღვთისადმი, მათი სიყვარული ტრადიციებისა და ქვეყნისადმი. იესომ შეძლო ადამიანების ცხოვრებისთვის აზრი მიეცა, იგივე შეძლეს სხვა დიდმა მოძღვრებმა, მასწავლებლებმა, ღმერთკაცებმა (თუმცა მისნაირი სიდიადის არცერთი არ იყო). ადამიანებმა იცოდნენ რა უნდოდათ, იქნებოდა ეს სიკეთის კეთება, სამშობლოს გაძლიერება თუ საკუთარი რეალური, ჭეშმარიტი რწმენის სხვებისთვის ჩანერგვა.
ახლა ვიყურები გარშემო და ვხედავ ყველაფრისადმი აგდებულ დამოკიდებულებას, ღირებულებები აღარ დარჩნენ, თითქოს ყველა განადგურდა, ადამიანი უმიზნო გახდა, აღარაფერი აინტერესებს ცხოველური ინსტინქტების გარდა. მას გონია რომ ასეც უნდა იყოს, ადამიანებს მხოლოდ მათი ცხოველური ინსტინქტების (ჭამა, სმა, სექსი...) დაკმაყოფილება ანიჭებთ სიამოვნებას, თუმცა არ ესმით რომ დიადი ღირებულებებისთვის (რწმენისთვის, რომელიც სხვადასხვა დიდმა იდეოლოგებმა ჩანერგეს) სწრაფვას 100ჯერ უფრო დიდი სიამოვნება მოაქვს. სწორედ ამიტომ თუნდაც წამების დროს მორწმუნეები გაცილებით უფრო ბედნიერები იყვნენ ვიდრე დღეს ტიპიური "მოცინარი" სულელი კაცია.
ნიცშეს თემას წავაწყდი ქვევით, უაზრო პოსტებით სავსეს (როგორც ყოველთვის). ნიცშემ, ისევე, როგორც თავისი ძველი რწმენა დაანგრია, შეძლო სხვების ღირებულებებიც დაენგრია თავისი ზარატუსტრას ერთი შეხედვით თვალწარმტაცი სახით. მისი ღირებულება რწმენის ჩამნერგავებზე არანაკლები იყო - დაენგრია ილუზიები, სწორედ ამიტომ შეძლო შეექმნა ასეთი ნამუშევარი, შედევრი, მაგრამ არაფერი უთქვამს იმაზე, მას შემდეგ რაც ყველა ილუზია, რწმენა გაქრებოდა და აღარაფერი იქნებოდა დასანგრევი, ადამიანებს რისთვის უნდა ეცოცხლათ. თვითონაც, ძველი ძლიერი რწმენის გარეშე (მამამისი პასტორი იყო და დედა პასტორის შვილი) ვერ გაუძლო სიცოცხლის უაზრობას და სიკვდილამდე თერთმეტი წლით ადრე გაგიჟდა, გონება დაუბნელდა. ნიცშე ან იდიოტი იყო, ან ძალიან ბოროტი - იცოდა რასაც აკეთებდა და მაინც აკეთებდა. მე პირველი მგონია."
"Jan 1 2010, 21:09
"ადამიანს მისჯილი აქვს თავისუფლება". ადამიანი მუდმივი შემოქმედებით ხდება არარაობიდან იმად, რაც არის. ის თვითონ ქმნის ღირებულებებს და ამ გზით ადამიანის არარაობა იქცევა "აზრის" მატარებლად. ადამიანი ხდება დეტერმინირებული.
ჩვენ მხოლოდ უკუპროცესს ვიცნობთ. მას შემდეგ, რაც დეტერმინირებულმა ადამიანმა დაიწყო ყოფიერებაზე ფიქრი, მივიდა "საზღვრით სიტუაციამდე", გააცნობიერა საკუთარი არარაობა და "სიკვდილისაკენ ყოფნა", გახდა არადეტერმინირებული და მისი ერთადერთი არჩევანი არაფრის არჩევა, უმოქმედობა გახდა.
ექსისტენციალისტები ცდილობდნენ ყოფიერების აზრის მიგნებას, თუმცა მათი ყველა მცდელობა კრახით დამთავრდა. ისინი ნიჰილიზმმა "ჩაყლაპა". ამის გამო, არადეტერმინირებულმა, შესაბამისად ბედნიერების არმცოდნე მოაზროვნეების ერთმა ნაწილმა, რომელთა ერთადერთი არჩევანიც უმოქმედობა იყო, გადაწყვიტა საზოგადოების დეტერმინირებული, შესაბამისად ბედნიერების განცდის მეტ-ნაკლებად შემძლე ადამიანების ღირებულებების დანგრევა, რათა ეზიარებინათ "ჭეშმარიტებასთან", ე. ი. არარაობასთან და ნიჰილიზმთან. ამის ერთ-ერთი მაგალითია ცნობილი მოაზროვნე ოშო, რომელმაც სახელი ერთადერთი ფრაზის - "Your morality is not real" - სხვადასხვა "ლამაზად" აწყობილ ნააზრევებში ძახილით გაითქვა და ამით თავისი ცხოვრებაც ცხოველურ დონეზე უზრუნველყო.
ის ადამიანები, რომლებიც ყოფიერების საზრისს ჩაუღრმავდნენ, ბედნიერების განცდის არმქონე, ხშირ შემთხვევაში არარაობის, გარდაუვალი სიკვდილისა და ამაოების განცდის გამო უბედურ, არადეტერმინირებულ, თავისუფლებით "დაწყევლილ" ადამიანებად იქცნენ.
მათ გამოსავალი ვერ იპოვნეს. მათმა ნაწილმა გამოსავლად ტრანსცენდენტი, მარადიული აბსოლუტი, ღმერთი დაუშვა, ღირებულებების შექმნა და მათით საკუთარი თავების დეტერმინირება. თუმცა არარაობის გაცნობიერების შემდეგ მათ ვეღარ შეძლეს ღირებულებებისთვის თავის დაქვემდებარება და ბოლომდე ნიჰილისტური განწყობა შეინარჩუნეს, რასაც მოწმობს სიცოცხლის ბოლომდე ყოფიერებაზე ფიქრი, ე. ი. თავიანთი დაშვებით სრული დაუკმაყოფილებლობა.
ათეისტური გადმოსახედიდან, შეუძლებელია ისეთ დიდ ადამიანს, როგორიც იესო იყო, ვერ გაეგო ყოფიერების არარაობის გაცნობიერების მძიმე შედეგები. სავარაუდოდ, ამის გამო, მან (და არა მარტო) გადაწყვიტა ადამიანები "საღვთო" ღირებულებებისთვის დაექვემდებარებინა, რათა ამით შეენარჩუნებინა მათთვის ბედნიერების განცდის შესაძლებლობა. ამიტომ არ არის სწორი რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლა და "Your morality is not real" - ის ძახილი.
რა ვქნათ ჩვენ, ვისაც ნიჰილისტური განწყობა დაგვეუფლა და ბედნიერების განცდის შესაძლებლობა დავკარგეთ? ვინც ამას მძაფრად განვიცდით? წესით ყველაზე მეტად Doom Metal - ის მსმენელები გამიგებენ but damn it. Seems there's no escape from here."
DISCIPLINE
გმადლობ ამ პოსტისთვის.
მეც ვფიქრობდი ამ თემის გაცოცხლებას, მაგრამ არ მეგონა ვინმეს თუ აინეტრესებდა.
ახლა მეც სიცხე მაქვს და ვერ ვარ მსჯელობების ხასიათზე...
მალე გაგცემ პასუხს.
DISCIPLINE
ვცდილობ აღარ ვიფიქრო ამაზე. არ ვეძებ არავითარ მიზანს. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ცოტა დავმშვიდდი... ცხოვრების წესიც შევცვალე, მთელი დღე სამსახურში, სახლში ერთი სული მაქვს დავწვე და დავიძინო და აღარ მცალია ჩემს ზედმეტი ფიქრებისთვის. რეალურად კი ჩემი ასეთი ცხოვრებაა თავის მოტყუებაა, ყოველდღიურ ცხოვრებაში დავემალე დეპრესიას. გასაგებია, რომ ეს საუკეთესო გამოსავალია ექიმებისთვის, მაგრამ არა ჩემთვის. რადგან შეხედულებები არ შემცვლია
ორჯერ დამეპოსტა
სიყვარული ამაო არაა და ის არასდროს არ გაივლის..
Fee
არაუსჰავს, აქ ყველანი ვსწავლობთ, მაგისთვის ვართ..
ამ პრობლემას ყველა ადამიანში სხვადასხვა გარემოებები იწვევს. მე მივხვდი ჩემი პრობლემის სათავეები საიდან მოდიოდა და მალე გამოვასწორებ. სხვებსაც თავიანთ თავში ჩაღრმავებით და საკუთარი თავის ანალიზით შეუძლიათ პრობლემის ძირის მოძებნა და გადაჭრა.
ჩემი დეპრესიის მიზეზები იყო: პირველი - ფანატიზმის მერე გაათეისტება, პატრიოტიზმის გაქრობა, შესაბამისად ყველაფრისადმი რწმენის დაკარგვა(მიზანი გამიქრა, რომელიც აქამდე საყვარელი ადამიანებისთვის, რწმენისთვის, ქვეყნისთვის უპიროვნო სამსახური (selfless service) უნდა ყოფილიყო). მეორე - გარკვეული მიზეზების გამო დეპრესიის შეგრძნებამდე 1 წლის განმავლობაში ფიზიკურად აღარ ვვარჯიშობდი, არადა მთელი ცხოვრება ვვარჯიშობ და როგორც ჩანს მოთხოვნილებაში გადამეზარდა. მესამე - საზიზღარ მუსიკას ვუსმენდი, რომელმაც ჩემში დაგროვილი ენერგიები უაზროდ გაფლანგა, + idea fix - ად უიმედობა და საშინელება მიქცია. მეოთხე - კვირაში 20 სნიკერსს ვჭამდი 1-2 თვის მანძილზე. მეხუთე - პირველი მიზეზის გამო ყველაფერს ეჭვით შევხედე, მათ შორის ახლობლებსაც, დავუკვირდი, ბევრი ძალიან ცუდი რაღაც აღმოვაჩინე და თავი მარტოდ ვიგრძენი.
მგონი ესენი ძირითადი მიზეზებია და თავისუფლად შემიძლია გამოსწორება.
მოკლედ, დეპრესია არ არსებობს, ან მეტ-ნაკლებად ადვილად დაძლევადია იმისთვის, ვინც აზროვნებს.
აუუ თავი მტკივა საშინლადდ..უამრავი პრობლემა მაქვს რომელბიდანაც გამოსავალ ივერ მოვუძებნე და ამას + ძალიან დამღალა ამ ყველაფერმაა.... არადა "დასანახად" ვერ ვიტან დეპრესიას და ძალით დეპრესიულ ხალხსს მარაა ...... კაროჩე რა.. მასწავლეთ ვინმეემ ასტრალში გასვლა და იქიდან დამბრუენბელი აღარ ვარ მე xd
გოგა რას ამბობ?
ყველა პრობლემას აქვს გამოსავალი
ბევრჯერ გავქცევივარ პრობლემას და ამ გზით ამიცდენია იგი. მაგრამ ეს შეცდომა იყო ჩემი მხრიდან. პრობლემას არ უნდა გაექცე, მას უნდა დამარცხება, თორემ მერე უფრო დიდი ძალით გიტევს.
რწმენა, სიყვარული და იმედი გადაჯაჭვული ერთმანეთზეა ბევრი რამის წამალი.
მე კი რწმენა მაქვს ძლიერი. მას ვერასოდეს ვერაფერი შეეხება, მაგრამ არ კმარა. სამივეა აუცილებელი ერთად და ერთსულოვნად))))))))
საუბარი იოლია, როცა უკიდურესობამდე ხარ მისულა, იქიდან მოტრიალებაა ძნელი, თორემ პატარ-პატარა ჩავარდნები ყველას გვქონია საქართველოში, რაც ჩვენ წლები გამოვიარეთ...
ფოლკნერის სიტყვები გამახსენდა, ოღონდ მთლად ზუსტად არ მახსოვს: _ კაცი იმ დროს კი არ წახდება, როცა მიხვდება რომ ვერაფერი Uშველის, არამედ მაშინ, როცა მიხვდება აღარ მინდაო თავის შველა" ...
თუ სიყვარული გაქვს გულში, ოპტიმიზმით ხარ სავსე სადაა მაშინ დეპრესია?
ღმერთმა ნურც გამოგაცდევინოთ ის მდგომარეობა, მე რა მიზეზითაც ეს თემა გავხსენი...
როცა გავიაზრე ყველაფერი, რაც უნდა მექნა, აი, მაგალითად როგორც DISCIPLINE-მა, მიხვდა რაშიც იყო პრობლემა და რაც უნდა გააკეთოს და რომ მივხვდი ეს ყველაერი მე თვითონ უნდა გამეკეთებინა, თუ სიცოცხლის გაგრძელება მინდოდა - მაგან შემაშინა ყველაზე მეტად...
tikoroma
უკაცრავად და მე "მიყვარს" დეპრესიაც და ავადმყოფობაც.
ანუ
ამ ყველაფრის ჩავლის, დამთავრების შემდეგ, უფრო მეტად გიხარია, უფრო მძაფრად და კიდევ უფრო მეტი სიმკვეთრით აღიქვამ ირგვლივ ყველაფერს )
და ის მარტივი რაღაცეები როგორიცაა სიარული, გემო, სუნი, საღად აზროვნების უნარი (როცა სუცხე გაქვს) (ზოგჯერ ხო გაციებულხართ და ეს ყველაფერი დაგიკარგავთ ) ასე არაფრად მიგვაჩნია და ამ დროს რამდენს ნიშნავს... და მაგას (მი)გახვედრებს
მოკლედ, ჩემი აზრით დეპესია-ავადმყოფობა (იგივეა რა, ერთი ემოციებისაა და მეორე სხეულის, მგონი) იმიტომაა რომ უმადურები ვართ.
დეპრესიას ჩიტების და ყვავილების ყურება არ შველის,გულის გადაყოლების ეფექტი აქვს მაგრამ ძალიან ხანმოკლე,ჩიტი გაფრინდება,ყვავილი-დაჭკნება და დეპრესიაც გაგრძელდება,ჩიტების და ყვავილების შემქმნელი შველის დეპრესიას და ყველანაირ ამქვეყნიურ ტკივილს აყუჩებს! :*
arian adamianebi, romeltac prosta edepresiavebat..."shemomxede ra depresia maqvs" - aset depresirebulebs mxolod mamao shvelis....
pirdapir sarecelshi aziarebs xolme mamazeciers....
priad ubralo
arian adamianebi, romeltac prosta edepresiavebat..."shemomxede ra depresia maqvs" - aset depresirebulebs mxolod mamao shvelis....
pirdapir sarecelshi aziarebs xolme mamazeciers...
დამშვიდდი შენ ეგ არ გემუქრება,
"lamazi depresirebuli qalbatoni mamaos gulis vardiao"- me ese vici
priad ubralo
საკუთარი კომპლექსების გამო სამყაროზე გადაკიდება არ ღირს.. ნუ იქნები სხვის მიმართ აგრესიული და ზემოდან ნურავის ნუ დაუწყებ ყურებას,ამით შენი პრობლემები მაინც ვერ მოგავრდება, პირიქით უფრო გამრავლდება, რადგანაც რასაც გასცემ ისვე გიბრუნდება გაათმაგებული.. წარმატებები!
td.........
ჩემი შენ გითხარიო... ისე მოგდის! სამყაროზე გადაკიდება არაფერ შუაშია და ალბათ, როგორც "ლეგენდარულ ფსიხოლოჯს", გეცოდინება, რომ ყოველ შედეგს აქვს თავისი მიზეზი!..... ისე შენი მორალისტობა ჩემთვის გასაგებია, თუმცა რას ვიზამ და როგორ ეს პირადად ჩემი საქმეა....!
სხვა....არაფერი პირადული და იგივეს მოგიწოდებ შენც....ისე კი მართალი გითხრა, ნებისმიერი იუზერის უმიზეზო წყენინებას, მირჩევნია მთელ მამაოთა მოდგმას ვაგინო!!!
priad ubralo
ვისაც გინდა აგინე, ეს შენი ნებაა, ყევლა ადამიანს აქვს სიამოვნების მიღების თავისი უნიკალური მეთოდები, აბა შენ იცი , წარმატებებს გისურბვებ!
priad ubralo
priad ubralo
ყველას ერთ ქვაბში ნუ მოხარშავ ჩემო კარგო ადამიანო და ნურც განიკითხავ,ხვალ კი არა 5 წუთის მერე ვის რა გველოდება ეგ არ ვიცით,ისე მეგობრულად,სიყვარულით გირჩევ,გინებას და უარყოფიტად დამუხტული სიტყვების და ემოციების გამოჩეკას და გამრავლება გადამისამართებას თუ მოერიდები კარგი იქნება,ამ თემაში დაპოსტვა აღარც მოგიწევს (რასაც გამოუშვებ გარეთ იგივე მოგიტრიალდება უკან)
priad ubralo
დეპრესიას სიყვარული შველის
ახალგაზრდობა გამახსენდა მარა მაია რა შუაშია, თუ 'ატმანის მაიაზეა' თემა. მაშინ კიიიი
tikoroma
თიკო, იქნებ რაიმე ფსიქლოგიურიტარმვაა გაუცნობიერებელი და არ გახსოვს? მე მახსენდებახოლმე რაღაცეები.. ანუ გასაგებია ის ყველაფერი რაც დაწერე
მაგრამ
იქნე რაღაც ასაკში, მხოდა რაღაც რის ემრე სამყაროსადმი დამოკდეიბულება შეგცვალა. ჩემი გამოცდილება პრბლემა მაგაში შეიძლება იყოს ვიღაცამ რაღაც თქვა, რაღაც მოხდა და რაღაც განწყობა დაგიფიქსირდა.. სამყარო ლამაზია, მიუხედავად იმსა რომ მესამე სიმკვრივეშI ვართ აქ უნდა იყსო ბედნიერი. ამისთვის დავიაბდეთ რომ გავიხსნეოტ და მოვიტანოთ ბედნიერება დედამიწაზე.. სამყაროს სწორი გაგებით და. მე გირცევდი გაიხსენო როდის ემრე შიეცვალე და რამოხდა ამ პერიოდიშ. რამაც ტრამვა მოაგყენა და არ აგხსოვს.. გაუცნობეირებლად ჩაგრჩა..
მე პირადად მსგავსი ბავშობის ტრამვები მიშლისხოლმე ხელს და ისე, სხვა პლანეტის ვიბრაციაც მიგრძვნია და აქაურობა იამსთან შედარებით საშIნლებაა. მაგრა, მაინც აქვს ცხოვრებას ხალისი და მუღამი.. მართლა აქვს დედამიწაზე ცხოვრებას აზრი :* და აბა.. იფიქრე მაგაზე.. რამე ხომ არ მოხდა
anima mundi
ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა, ტრავმა მივაყენე საკუთარ თავს ჩემი ფანტაზიებით, ასე მგონია
ყველაფრის გამსწორება შეიზლება დედამიწაზე. დედამიწაზე ყველაფერი ცვლილებებს ექვემდებარება.
დეპრესია არი შენი ქვეცნობიერის რეაქცია შენივე უარყოფით ფიქრებზე.არ გინდა სიცოცხლე? ვსიო ეხლავე ჩავრთავ თვით განადგურების მექანიზმს ესე ამბობს
და დაავადებებიც ფიქრებიდან მოდის
kindatma
ზუსტად
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)