გვაქვს თემა, სადაც ვწერთ რა არის მავნე ჯანმრთელობისათვის. ვფიქრობ საჭიროა იყოს თემაც რა არის კარგი ჯანმრთელობისათვის.
გაგვიზიარეთ თქვენი აზრები))))))))))))
საკვებიდან–ხილი, ბოსტნეული პირველ ადგილზეა.
კარგია ერთი ჭიქა ფორთოხლის წვენი, განსაკუთრებით ზამთარში.
კარგია, მთაში სუფთა ჰაერზე სეირნობა
ინა
ინა
მიხარია რომ ჩვენს ფორუმზე მოხვედი და სითბოს აფრქვევ, კარგია ჯანმრთელობისათვის
ჯანმრთელობისთვის აუცილებელია საყოველთაო სიყვარული რომელიც უვნებელყოფს დეპრესიას, ახალისებს ცხოოვრებას ერთი სიტყვით უნდა გადმოაფრქვიო რაა, ყველას უნდა მოასხური დადებითი ემოციები აუუ რა მაგარ ხასიათზე ვაარრრ იიფფ
რძე - რომელსაც ვერ ვიტან
ცურვა, ფეხით სიარული
და დიდი ქალაქი , ნებისმიერი, იქ ისეთი ბინძურია ჰაერი და ა.შ რომ ჯანმრთელობისთვის რათქმაუნდა ცუდია..
მაინც მიყვარს ნიუ იორკი რა , მაგრამ დიდხანს ვერ ვიცხოვრებდი
ჯანმრთელობისთვის კარგია ყოველდღიური ვარჯიში, შინაგანი სიმშვიდე და გაწონასწორებულობა (ამის ვარჯიშებიც არსებობს), სუფთა ჰაერზე სეირნობა, ღიმილი, მეგობრები და კეთილი საქმეები, რაც მთავარია გული უნდა გქონდეს გახსნილი სამყაროსათვის.
ჯანმრთელობისთვის სიყვარულია კარგი წარმოიდგინეთ ექიმი რომ გამოგიწერთ: დილას 11 სთ-მდე მზის აბაზანები , საღამოთი სეირნობა და დღეში ორჯერ სიყვარული იდეალურია თქვენი ფილტვებისათვის
ყველაზე კარგია საკუთარ თავთან და სამყაროსთან ჰარმონიაში ყოფნა, ნუ თუ აბსოლუტურში არა მისკენ სწრაფვა მაინც...
ყველაზე კარგია დადებითი ემოციები!
დილით გამთენიას სეირნობა მინიმუმ 1 საათი.
მე პირადად დილაუთენია სერიოზული დატვირთვების მომხრე არა ვარ გარკვეულ გამონაკლის შემთხვევების გარდა.
Guru
ჩემი აზრით 20 წუთი სირბილს და სერიოზულ დატვირთვას გაცილებით ჯობია 3-4 საათი სეირნობა.
მზე, მზე, მზე
მზის ენერგიაა კარგი ჯანმრთელობისათვის. კარგი იქნებოდა მზის ჩასვლის დროს დადგე და მიიღო მისი ენერგია.
მზეე, მეც მიყვარს მზე...
წონის დაკლების კარგი რეცეპტი ტორსუნოვისგან:
http://www.vedamedia.ru/teleperedachi/malahov-plyus-torsunov-kak-vernut-byluyu-stroynost-6-maya-2009g
Atman
რადგან რუსული რაც დრო გადის მავიწყდება, ვერ გავიგე რა აურია რძეში. ორი კოვზი ჩაყარა და რა იყო არვიცი...
ირმა
რუსულად დაწერე რა სიტყვაც თქვა და ვეცდები ვთარგმნო.
იზიუმი
ირმა
ხო, ქიმიში და საერთოდ ჩირეული მაგარი გამოგონებაა... აღმოსავლეთში საუცხოოდ იციან ხილის დაჩამიჩება..უუუგემრიელესია...
მერე ქიშმიში რძეში?
ჯამრთელობისთვის აუცილებელია_ სრულყოფილი ძილი, სწორი კვება, სექსი და არანაირი მავნე ჩვევები.
კარგი რამე მოვისმინე ახლა ლექციაში:
თურმე საკვები იქამდე უნდა ღეჭო, სანამ გემო არ გაუვა, და მხოლოდ ამის მერე უნდა გადაყლაპო. იმიტომ რომ პრანა (სასიცოცხლო ძალა) ყველაზე მეტად გემოშია (და სუნშიც), ხოლო რასაც ვყლაპავთ დანარჩენი საშენ მასალად მიდის და რაც რჩება გარეთ გამოიდევნება.
ჯანმრთელობისთვის კარგია სიცილი, ..აგრეთვე ნიორი და ხახვი..
FORZAROMA
ატმანს ეგ არ უთხრა,, ნიორის და ხახვის ისე ეშინია , ზოგჯერ მგონია ვამპირი ხომ არაა ტქო
რა ვქნა, გაშუქებულია უკვე ნივრის თაობაზე ჩემი შეხედულება..ნიორი არც მე არ მიყვარს,მაგრამ გაციებისას იძულებული ვარ მივირთვა,..ნებისმიერ წამალზე მეტად ეგ მშველის. ...ატმანთან უკაცრავად ვარ.
ახ, რა საყვარელი ხუმრობა იცით, ვიხალისე.
ისე ატმანს ერთ რამეში დავეთანხმები. რომ მართლაა წამალი ნიორი და მცირე დოზებია საჭირო.
აი ჩვენთან ნიორი ძალიან დიდი რაოდენობით იხმარება და მგონი არაა კარგი.
მე ახლა ნიორს თვეში ერთხელ(თანაც 2 ან 3 კბილს) ვხმარობ საჭმელში. გადავეჩვიე ნივრიანებს რაც საქართველოდან წავედი, არ მიყვარს, მაგრამ ხახვზე რა მოგახსენრთ, უმაგისოდ თითქმის არ არის საჭმელი
სხვათა შორის შემწვარი ხახვი ძალიან სასარგებლოა, ორგანიზმში ყველა ანთებით პროცესს სპობს და ჩირქს შთანთქავს..
მოკლედ საბოლოოდ რომ მოვრჩეთ ხახვზე და ნიორზე:
ხახვი და ნიორი წამალია ორგანიზმისთვის და გარკვეულ დროს სასარგებლოა, მაგრამ მისი ხშირად გამოყენება არაა სასურველი, რადგანაც ეს პროდუქტები ტამა გუნაში მყოფ პროდუქტებს მიეკუთვნება (ვინც გუნები იცის რას ნიშნავს მიხვდება). ანუ ისინი ფიზიკურ და ქიმიურ სტრუქტურაზე არ ახდენენ ცუდ გავლენას და ზოგჯერ პირიქით, სასარგებლოა, მაგრამ ვინც სულიერი განვითარებით არის დაკავებული, მათთვის არ ვარგა, იმიტომ რომ ენერგეტიკაზე, კერძოდ ჭკუაზე და გონებაზე ახდენს ცუდ გავლენას.
მითუმეტეს არსებობენ შემცვლელები, რომლებიც ანთებეითი ან სხვა დაავადებების დროს შეგვიძლია გამოვიყენოთ.
მოკლედ მოვყვები იმ ლეგენდასაც, რომელიც ხახვს და ნიორს უკავშირდება:
მაშინ, როცა ღმერთი სურებს (ნახევარღმერთებს) უკვდავების ელექსირს ასმევდა, ერთ-ერთმა ასურამ (დემონმა) ნახევარღმერთის სახე მიიღო. ეს შეამჩნია მზემ და ღმერთს უთხრა, სწორედ იმ დროს, როცა ამ დემონის რიგი მოვიდა. როგორც კი ეს გაიგო ღმერთმა, მაშინვე თავისი ფორმა მიიღო (მანამდე ქალის ფორმა ჰქონდა) და თავი მოჰკვეთა დემონს. მაგრამ ელექსირის ერთი წვეთის დალევა მაინც მოასწრო დემონმა, შესაბამისად უკვდავი გახდა და ერთმანეთისგან განცალკევებულმა თავმა და ტანმა ცალ-ცალკე განაგრძეს სიცოცხლე ფარული პლანეტების - რახუს (დრაკონის თავი) და კეტუს (დრაკონის სხეული) სახით. და როდესაც ღმერთმა თავი მოსჭრა, ამ დემონის ორი წვეთი სისხლი დაეცა და მათ ნივრის და ხახვის ფორმა მიიღეს... შესაბამისად ნიორში და ხახვში არის უკვდავების ელექსირის ელემენტი, ამიტომ ისინი ძლიერი სამკურნალო თვისებებით გამოირჩევიან, მაგრამ აქვთ დემონური ბუნება და გონება ტამა-გუნას (უმეცრების მოდუსის) მდგომარეობაში გადაყავთ.
და ბოლოს: აიურვედა ამბობს, რომ რასაც ცუდი სუნი აქვს, არ უნდა შევჭამოთ. გემო ხშირად გვატყუებს, სუნი იშვიათად!
ადრე მეც მიყვარდა ხახვიც და ნიორიც, მაგრამ ახლა ოდნავაც რომ იყოს შერეული, ვეღარ ვჭამ იმ საჭმელს... მოკლედ გემოვნება იცვლება. სხვათაშორის ხშირად გამიგია, რომ ზოგიერთს პათოლოგიური მიჯაჭვულობა უჩნდება ამ პროდუქტებისადმი...
კარგი, მაშინ ეშმაკსაც წაუღია ნიორი და ხახვი.. ..ხილი ავოკადოა კიდე ძალიან სასარგებლო!..
სულისთვისაც და სხეულისთვისაც სასარგებლოა თავისუფალი იყო უარყოFითი ემოციებისგან. იყო მშვიდი, მოსიყვარულე.
რაც შეეხება პროდუქტების სარგებლობას და უსარგებლობას , მე მგონია ყველაფერს ამ სამყაროში თავის დანიშნულება აქვს, და მაინც.. თუ ნებისმიერ რამეს მადლობით მივიღებთ ყველაფერი სასრგებლო იქნება.. შეიძლება ქვა პურად გვექცეს ასეთ შემთხვევაში.. რწმენის ამბავია..
td.........
Atman
თუ საკვები არ არის წამალი, მაშინ წამალი გახდება საკვები!
"ადნაზნაჩნო!"
Atman
ზოგჯერ ცხოვრება გაგდებს ისეთ სიტუაციაში , სადაც არ გიხდებ აიმის არჩევა რა ჭამო. ისევ ვიმეორებ , არ ვამბობ ყველაფერი კუჭში ჩაიყარო განურჩევლად, რადგან ადამიანს აქვს უნარი ნებისმიერი ცოცხალი თუ არაცოცხალი არსება და მცენარე საკვებად აქციოს, თუ გაქვს იმის ფუფუნება არჩიო საკვები ძალიან კარგი!
გამარჯობა ხალხო
გავცივდი და მაცემინებს ძალიან ხშირად, ისე ცუდადაც არ ვარ რომ აფთიაქში გავიქცე, სიმართლე გითხრათ არც მინდა წამლის დალევა და მირჩიეთ რამე როგორ მოვიქცე?
ლიმონი და თაფლი მეგემრიელება(ერთმანეთში არეული) და დილას და საღამოს მივირთმევ 2 დღეა.
მადლობებიი
Fee
Fee
ცაცხვის ჩაი (ან გვირილის) დალიე და დაწექი დაიძინე. ცაცხვის ჩაი ეგრევე ოფლს მოგადენს და საბანი კარგად დაიფარე და არ ადგე. არანაირი საჭმელი არ ჭამო და დიდ ხანს იძინე.
გამოჯანმრთელებას გისურვებ
Fee
იმბირის (ქართულად "კოჭა") ფხვნილი ჩაყარე ჩაიში და დალიე ხოლმე, ან ცოტ-ცოტა დაღეჭე უბრალოდ. ოღონდ საღამოს არ გინდა. საღამოობით ტკბილსაც მოერიდე.
Atman
მადლობა რჩევებისთვის, დღეს უკეთ ვარ
კოჭა დავგუგლე და აი http://www.kvirispalitra.ge/medicina/1175-kotca-sicockhlis-eleqsiri.html
kate
კარგი არვიცი მაგრამ დალევა რომ კარგი არარის ეს კი ვიცი.აი მეკიდე ვერ ვანებებ თავს.უფრო სწორედ არ ვანებებ.
ლუდი და წითელი ღვინო მეც მიყვარს ხანდახან მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ერთხელაც გათენდება და საერთოდ უარს ვიტყვი სასმელზე
ჰო..წითელი ღვინო უბრალოდ ზედმეტ დვიჯენიებს ახშობს და მეტ გრაციას გმატებს....ნუ რაღაც დოზამდე რა თქმა უნდა!
ლუდიც - კარგია, როცა იმდენს დალევ, რომ კოცნისას არ წამოგაზიდებს!...
კოფე - კარგია, როცა შეცივნული ბრუნდები და ერთ ჭიქა ცხელ ყავას მიირთმევ....ნუ თუ მოგართვეს მით უკეთესი!
იუმორი ნამდვილად სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის
პ.ს. თუ ოფტოპიკია- ერთი პოსტით მეტი, ერთით ნაკლები..
ჯანმრთელობისთვის ძალიან კარგია ''ღიმილის ენერგიის'' აღება სამყაროსგან. ვიზუალიზაციით უნდა გააცოცხლო დიდი ვარდისფერი მასა რომელიც სამყაროდან შენში შემოდის და მთელ სხეულში განიცადო მიდი სივარდისფრე.
(ეს ლაზარევის მიხედვით. პრაკტიკაშიც გამოვცადე და ძალიან ეფექტურია ტკივილსაც კი აყუჩებს )
ეს პროცესი ძალიან ჰგავს მედიტაციას.
Gopi
Existence
კი სერგეი ლაზარევის ღიმილის ენერგიაზე
ირმა
ვეცდები სიტყვიერად გადმოვცე, აქ დიდი როლი imagination-ს აქვს ვჯდები ხოლმე მოხერხებულად და წყნარი მუსიკის ფონზე, დავხუჭავ თვალებს და ფანტაზიით ვცდილობ მოვაქუჩო სამყაროსგან მთელი მისი პოზიტივი ერთ დიდ წრეში , შემდეგ ამ წრიდან წარმოვიდგენ როგორ მოემართება ჩემსკენ მისი მასა და შემოდის მთელ სხეულში, თითოეულ ნაწილში და ორგანოში, როგორ მითბება და მინათდება მთელი სხეული.
ეს გრძელდება რამდენიმე წუთი და შემდეგ ვგრძნობ დიდ ენერგიას ჩემში. რამდენჯერმე მტკივან ადგილას გავამახვილე ყურადღება და მალამოდ მოედო, მთლიანად გამიყუჩა
Gopi
ვიზუალიზაციის, როგორც მანიფესტაციის მეთოდი უძველესია, მასზე ლაპარაკობდა ჰერმეს-ტრისმაგუსტი, მის ყველაზე "ჰერმეტულ" ანუ საიდუმლო მოძღვრებაში. ამ მეთოდს იცნობენ და იყენებენ თითქმის ყველა მისტიური, მეტაფიზიკური. ორგანიზაცია და ორდერი თუმცა აქამდე (მხედველობაში მაქვს ბოლო ასწლეული) ეს უდიდესი საიდუმლო იყო. ამის შესახებ, მე ვფიქრობ, პირველად როზენკრეიცლერები ალაპარაკდნენ. 50-70-იან წლებში დაიბეჭდა ალან უოტსის "The book on the taboo against knowing who you are" და ჯოზეფ მორფის "The power of your subconcios Mind" და "The cosmic power within You" რითაც ამ თემას ტაბუ მოეხსნა დასავლეთში, აღმოსავლეთისთვის კი იგი ყოველთვის ცნობილი იყო
.I AM
თუმცა ეს ზუსტად აგნი იოგა როგორც ასეთი, არ არის, მაგრამ იოგური წარმოსახვითი სავარჯიშოებით შეგიძლია თითის გაუნძრევლად, მხოლოდ წარმოსახვის საშუალებით მიაღწიო შენი სხეულის სრულყოფილებას
kate
დიდი მადლობა ამ ინფო-სთვის
I AM
ეს წყარო არის თუ სწორად მახსოვს ''კარმის სიაგნოსტიკიდან'' , რამდენიმე წლის უკან წავაწყდი გაზეთ ასავალ-დასავალში იბეჭდებოდა ლაზარევი. მერე მოვძებნი არქივში და ზუსტად მივუთითებ საიდან და როგორ
ვააა Emigranti მიშველე ეგეთი რამე სადმე წერია ლაზარევთააან ? თუ მე დამეწყო ჩავარდნები
უბრალოდ ლაზარევი ყოველგვარ სამყაროსგან ენერგიის მიღებას აღიქვავს როგორც მაგიას და რაც არაუნდა უწყინარ ფორმებში იყოს მაინც არსით ენერგო ვამპირიზმს ,
ეს იმიტომ რომ სულ თავისუფლად შეიძლება სამყაროდან ესე მექანიკურად მიღებულ პოზიტივს არც ვიმსახურებდეთ იმიტომ რომ ჩვენი შინაგანი უპირობო სიყვარული გაცილებით ჩამორჩებოდეს მექანიკური რიტუალებით მიღებულ პოზიტივს.
Gopi Gopi Gopi ............ ნუ მაშინებ ეხლა ..............................................................
თქვენ ნახეთ თუ არ ამოვაგდო არქივიდან და არ დაგილინკოთ ბასტა! თემას ვაოფებთ
Gopi
ახლა ერთ მეთოდს გასწავლით ტკივილის მოსახსნელად. ათი წუთიც არ სჭირდება და ყველანაირ ტკივილდამაყუჩებელზე უკეთესად მოქმედებს თუ გულდასმით გააკეთებთ
განმარტოვდით, ღრმად ჩაისუნთქეთ, გააჩერეთ ჰაერი ფილტვებში რამდენ ხანსაც შეხლებთ მერე ნელნელა ამოისუნთქეთ და ამის შემდეგ ისუნთქეთ ჩვეულებრივად რიტმულად, ყურადღება გაამახვილეთ თქვენს ტკივილზე წარმოიდგინეთ ეს ტკივილი ჭურჭელი რომ იყოს რა ფორმას მისცემდით მიუშვით ფანტაზია ნებაზე ეს შეიძლება ბოთლის ან ბიდონის, ქვაბის ან ჯამის......, სახით წარმოიდგინოთ, მოკლედ რაც როგორც ფიქრობთ შეესაბამება თქვენს ტკივილს, მერე წარმოიდგინეთ ეს ტკივილი სითხე რომ იყოს როგორი კონსტიტენციის იქნებოდა თხელი, სქელი, ბლანტი........., მერე იფიქრეთ იმაზე რა ფერის იქნებოდა ეს სითხე და ბოლოს წარმოიდგინეთ რა გემოსი შეიძლება იყოს: მწარე, მჟავე, ტკბილი, მწკლარტე......, მერე წარმოიდგინეთ ხიდზე დგახართ ხელში ამ სითხით სავსე ეს ჭურჭელი გიჭირავთ და ხიდიდან აგდებთ ხედავთ წყალი როგორ მიატივტივებს და თქვენი მხედველობის არედან ქრება........ ვერც მიხვდებით როდის გაგიარათ ტკივილმა
kate
მაგარი რამეა! ისე სუნთქვის მეთოდები ტკივილის მოსახსნელად და ზოგადად გამაჯანსაღებელი ხასიათით ნორბეკოვთანაც გვხვდება, შენმა პოსტმა გამახსენა
ჯამრთელობისთვის კარგიაა დილით უზმოზე ერთი ჭიქა წყალი და არავითარ შემთხვევაში ყავა ან ნატურალური წვენი.
"ღიმილი"- ყველაზე მარტივი, იოლი და ეფექტური საშუალება ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად
ასე რომ გაიღიმეთ, ოღონდ გულით
ცეკვაც კარგიაააა
ისე ჩემთვის ყველაზე მაგარი თერაპიაა პატარა ბავშვები.
ყველაზე ყველაზე ყველაზე მაგარი ჯანმრთელობისთვის არის პოზიტიური აზროვნება..
მერწმუნეთ..
Existence
da rashi gjirdebat es janmrteloba?
td......... td......... td..........................
td.........
Gregori Kafka
მე მინდა ვთქვა , რომ "ფრიად უბრალოს" და მისი სხვა ნიკებით დაპოსტილების სტილს ვიცავ ხოლმე პასუხის გაცემისას... და კიდევ, არსებობს ასეთი ცნება, უიმორი..:D
td......... შოკი ხაარ:Dდგეს დაზინება არ მიწერია იმდენს ვიცინებ:Dმგონი სიცილიც კარგია ხომ ჯამტელობისტვის
td.........
http://edemia.wordpress.com/2011/01/18/ვაშლის-ძმრის-სიკეთე/
ვისაც გამოცდილი გაქვთ კი დაადასტურებთ
jonjol first
ბიო ენერგეტიკაში ეგრეა რო თუ არ გეცინება და ძალით იცინი ...ტონკ ენერგიას იღებ მომავლიდან ( ნატიფ პლანზე აწმყო წარსული და მომავალი ერთია) ..ცლი შენივე სტრატეგიულ მარაგებს
იგივეა ხდება ასევე და კატეგორიულად არ შეიძლება როცა ადამიანს ღმერთან ერთობის გრძნობა არა აქვს და თუ მიტუმეტეს ცუდ ხასიათზეა
ცივი წყლით გაკაჟება ..მაქაც როგორც ძალით სიცილის დროს გამოიყოფაა ენერგია და ადამიანს სიამოვნებს, მაგრამ ... იმაზე არც ფიქრობს საიდან მოდის ეს და რომ ამ მექანიკური საქციელით თავისვე თავს ფიტავს მომავალში .
Existence
ძალით სიცილი დიდ ხანს სისულელეა. ეგ არის იმისთვის, რომ ნამდვილი სიცილი გამოიწვიო. თავიდან შეიძლება თქვა ძალით ჰა ჰა და მერე უკვე საკუთარ სიცილზე გეცინება და დასცინი საკუთარ თავს. რაც უფრო დასცინი, უფრო გეცინება და ა.შ. გამოიწვევ ბუნებრივ სიცილს.
თუ მარტო არა ხარ და იქ სხვებიც არიან, მაშინ უფრო მეტი მხიარულობის შანსი გაქვს, რადგან სხვის სიცილზე გეცინება. სხვებს კიდე შენ სიცილზე და არის ცრემლების წმენდა და ამბავი. არ დაკვირვებიხარ სიცილის მერე მაგრად გეშვება გულზე
სიცილი მაგარი რამეა. მე ვამბობ ისეთ სიცილზე მუცლის კუნთები რო გტკივა.
დილით, უზმოზე 1 ჭიქა ცივი წყალი, 1 ცალი ვაშლი და შვრიის (ჰერკულესის) ფაფა :პ
აქ დავწერ შეპირებულ, ედგარ კეისის ცნობილ "მუმიის საკვებს", რომელიც ძალიან სასარგებლოა, როგორც ფიზიკური ასევე სულიერი ჯანმრთელობისათვის. ჯერ ამ რეცეპტის ისტორია: ედგარ კეისს ის მისი ჩვეულებრივი ტრანსული სეანსის დროს არ მიუღია, თუმცა მერე ტრანსში ხშირად უნიშნავდა ავადმყოფებს "მუმიის საკვების" სახელით. ჩვეულებრივი ძილის დროს ესიზმრა, რომ ეგვიპტეში რაღაც რეცეპტებს ეძებდა, მერე ერთი მუმია (ქალი), გაცოცხლდა და გადაუთარგმნა ეს რეცეპტი, რომელიც ძალიან მარტივია:
ერთი მუჭა ფინიკი, ერთი მუჭა შავი ლეღვის ჩირი, ნახევარი მუჭა მჭადის ფქვილი, ერთი მუჭა წყალი.
წვრილად დაკეპავთ ფინიკს და ლეღვს, დაამატებთ ცოტა მჭადის ფქვილს, მოასხამთ წყალს და დაბალ ცეცხლზე ხარშავთ ათი წუთი.
ძლიერი ადამიანის ცხოვრების წესი
(კაცუძო ნიშის მიხედვით)
1. ნუ გაექცევით შიშს. გაანალიზეთ იგი და მიიღეთ შიში, როგორც მხოლოდ ფიზიკური გრძნობა. შიშს, რომლის თვალებში ჩახედვისაც გვეშინია, შეუძლია მოგვკლას. დააკვიირდით თქვენს შიშებს და ნუ აჰყვებით მათ. იფიქრეთ მათზე როგორც ფილმზე, რომელიც კინოში იხილეთ. ის, რასაც ეკრანზე ხედავთ, სინამდვილეში არ არსებობს. შიში მოვა და წავა ისევე, როგორც კადრები ეკრანზე, ცხადია, თქვენ თვითონ თუ არ ჩაეჭიდებით მას.
2. ნუ იცხოვრებთ წარსულით. გახსოვდეთ, არასდროს არ არის გვიან ყველაფრის თავიდან დაწყება. მაგრამ იმისათვის, რომ შეიცვალოთ, უნდა გნათავისუფლდეთ წარსულისგან. ნუ იცხოვრებთწარსული წარუმატებლობებისა და დანაკარგების ტვირთით. ეს ყოველივე უკვე წავიდა. იცხოვრეთ დღევანდელი დღით.
3. ნუ შეალევთ ძალებს საკუთარი თავის სიბრალულს. ეს ენერგიის ფუჭი ხარჯვაა. საკუთარი თავის სიბრალური, წყენა გაიძულებთ წრეზე იბრუნოთ, კვლავ და კვლავ დაუბრუნდეთ ერთსა და იმავე უსიამოვნო აზრებს. წლობით გულში ნატარებმა წყენამ შეიძლება კიბო დაგმართოთ. სისულელეა ახლა დაისაჯოთ თავი იმისათვის, რომ წარსულში ვიღაცამ გაწყენინეთ. განთავისუფლდით წარსულისგან მიტევების საშუალებით. მიტევება ეს თავის დაღწევაა ბოღმისა და ტკივილებისგან და პირიქით, მიუტევებლობა დამანგრევლად მოქმედებს თავად ჩვენზე.
4. ნუ ჩაებღაუჭებით ცუდ აზრებს. იფიქრეთ და ილაპარაკეთ ყოველთვის იმაზე, რაც კარგია თქვენს ცხოვრებაში. შემოაბრუნეთ თქვენი აზრები პოზიტიური მიმართულებით.
5. ყოველდღე დაგეგმეთ რაც შეიძლება მეტი ისეთი საქმე, რომელიც სიამოვნებას მოგანიჭებთ. დაიტოვეთ დრო თეატრში, გამოფენებზე, მეგობრებთან წასასვლელად, დაესწარით გასართობ ღონისძიებებს, ოღონდ თავს ნუ აიძულებთ წაქცევამდე იმხიარულოთ.
6. დაეხმარეთ სხვებს, და თქვენ თვითონ იგრძნობთ შვაბას.
7. მიუხედავათ იმისა, თუ როგორ გრძნობთ თავს, ეცადეთ ღირსეულად გამოიყურებოდეთ და მოიქეცით ისე, როგორც იღბლიანი ადამიანი მოიქცეოდა.
თუ თქვენ მართლა აღიჭურვებით ნებისყოფითა და საკუთარი სირთულეების გადალახვის სურვილით, გჯეროდეთ, წარმატება დიდხანს არ დააყოვნებს.
მზეონა
ძალიან კარგი რჩევებია!
აქ არის ძალიან კარგი ტექსტური მასალა აიურვედაზე:
http://narod.ru/disk/13468715000/aurveda.rar.html
ძალიან კარგი კრებულია და ყველას გირჩევთ!
კარგია ცივ მდინარეში სიარული, ისე რომ კენჭებმა ტერფები კარგად დაამასაჟოს. ორგანიზმის გაკაჟების ტიბეტური მეთოდი ყოფილა. სუჯოკ თერაპიის და ცივი წყლით ენერგიის გაცემის ნაზავია
გავიგე ხალებზე თურმე ცუდი ყოფილა რო მოიძრობ/მოგძვრება შემთხვევით, მომძვრა და მომივა რამე? :შ ექიმის გაერშე რამე გავიგო ხო არ იცით? 2012 მდე დავტოვებ აქაურობას ?
ამ ლინკზე რამდენიმე კარგი ფილმის ჩამონათვალია ცხოვრების ჯანსაღ წესთან დაკავშირებით:
http://rescue-world.org/load/obuchajushhie_video_i_audio_materialy/video_seminary_i_treningi/pitanie_naslazhdenie_kult_ili_lekarstvo_seminar_o_g_trushkina/35-1-0-141
ზომიერი კვება
თემა გავწმინდე.
ეცადეთ სერიოზულად პოსტოთ ამ თემაში.
ვირის ტვინის მომზადების რეცეპრტები კულინარიულ ფორუმებზე
იოგაშია, მზის ამოსვლამდე ორი საათით ადრე თუ ადგები და გაისეირნებო ყველანაირი დაავადებისგან განიკურნებიო, რადგანაც მაგ პერიოდში პრანის (მაცოცხლებელი ენერგიის) ჰაერში ყველაზე დიდი კონცენტრაციაა, მზის სხივები კი შლის მაგ ნივთიერებას და.....
nibiru3013
ამ ყინვაში უნდა ისეირნოოო? საინტერესოა, გავისეირნებ. ისე კი მისეირნია და ძალიან ბედნიერი ვიყავი. პრანის ენერგიიას გამო თუ რატომ არ ვიცი ))))))
Пять драгоценностей коровы...
http://www.youtube.com/watch?v=oU_Qnj5Ne1k
მოკლედ თბილისს ეწვია ორი საინტერესო პიროვნება: უკრაინელი ასტროლოგი (ჯოტიშის სპეციალისტი) და ინდოელი აიურვედისტი.
აიურვედისტს სურვილი აქვს პატარა სემინარი ჩაატაროს. აშრამშიც ჩაატარებს, მაგრამ იმის გარდაც შეიძლება გაკეთება თუ საკმარისი ხალხი გამოჩნდა. ასტროლოგი ალბათ სემინარს ვეღარ მოასწრებს, მაგრამ შეგვიძლია შეხვედრა მოვაწყოთ. დღეს სვეტიცხოველში გვყავდა წაყვანილი. ნამეტანი მოეწონათ სალობიეს ლობიო!
როდის იქნება შესაძლებელი შეხვედრა?
lobios meti araferi moeconat? vava...
td.........
ra ricxvamde arian? me 29 viqnebi Tbilisshi, tu manamde darchebian mec camoval...
td.........
ასტროლოგი 10 სექტემბრამდეა, აიურვედისტი 17-მდე.
სავარაუდოდ იქით ოთხშაბათს ასტროლოგის ლექცია იქნება აშრამში, იმის იქით ოთხშაბათს აიურვედისტის.
თუ მაინცდამაინც ცალკე გინდათ შეხვედრა საკმარისი ხალხი თუ მოგროვდება შევხვდეთ, ან სადმე წავიყვანოთ დასათვალიერებლად (ქალაქგარეთ ჯობია) და თან ვესაუბროთ.
ისე ლობიო, მართლა კარგი რაღაცაა ჯანმრთელობისათვის, ეს ისე თემასაც შეეწყო
zalian kargi...
Олег Бокачев Сущность питания
http://www.youtube.com/watch?v=1mDKYldj_rk
ძალიან კარგი ლექციაა სწორად კვებაზე
თავისუფლების გრძნობა მოაქვს მარტო ბოსტნეულით კვებას ხოლმე
Astrologi sveticxovelshi gyavdat da lobio moewona?
sentimennte
მცნება პირველი: მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი, ჩემსა გარეშე.
მცნება მეორე: არა ჰქმნე თავისა შენისა კერპნი, არცა ყოვლადვე მსგავსნი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქუეყანასა ზედა ქუე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქუეშე ქუეყანისა: არა თაყუანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ.
მცნება მესამე: არა მოიღო სახელი უფლისა ღმრთისა შენისაჲ ამაოსა ზედა.
მცნება მეოთხე: მოიჴსენე დღჱ იგი შაბათი და წმიდა-ჰყავ იგი: ექვს დღე იქმოდე, და ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმჱ შენი, ხოლო დღჱ იგი მეშჳიდჱ, შაბათი არს უფლისა ღმრთისა შენისაჲ.
მცნება მეხუთე: პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რაჲთა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყვნე ქუეყანასა ზედა.
მცნება მეექვსე: არა კაც-ჰკლა.
მცნება მეშვიდე: არა იმრუშო.
მცნება მერვე: არა იპარო.
მცნება მეცხრე: არა ცილი-სწამო მოყუასსა შენსა წამებითა ცრუჲთა.
მცნება მეათე: არა გული გითქუმიდეს ცოლისათჳის მოყუასისა შენისა, არა გული გითქუმიდეს სახლისათჳის მოყუასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთჳის, რაჲცა იყოს მოყუასისა შენისა.
ცხელი ხაჭაპური ნამდვილად არაა კარგი
კუჭი მტკივა, ვკვდებიიიიიიი
ყველი ისეთივე მავნეა ზუსტად როგორც ხორცი. იმის გამო რომ იგი შეიცავს ცხოველურ ნივთიერებას. ამაზე მზადდება თვითონ ყველი.
ეს მეც არ ვიცოდი დიდი ხანი...
tikoroma
კუჭის ტკივილი კი უფრო ცომეულის ბრალია, ვიდრე ყველის.
mata
tikoroma
გამოცდილი მაქვს ძნელია...
ახლა კარგად ვარ.
ეხლანდელი ყველა ძირითადად ხელოვნურ პეპსინზე მზადდება, კVეთს იშვიათად ხმარობენ, რომელიც თხის ან ღორის კუჭისგან მზადებოდა.. თუმცა მართალი ხარ, ვეგანური საკვები ნამდვილად არ არის ყველი.. მე კი მიყვარს და ვერ ველევი, ისე თავისით მოვა ეგეც ვიცი..
შუბლის ტკივილები ს მკურნალობა არ იცით?
anima mundi
ურო!
anima mundi
ვიცი რაც უნდა ვქნა
შევეშვა ფიქრს და გავთხოვდე როგორც დაბალგანვიტარებულმა ბუდისტმა მითხრა ერთხელ.. მოკლედ, მართლა.
თუ იცით რის ბრალი შეიძლება იყოს ბევრი ფიქრისგარდა, ან დისჰარმონიის შუბლის ჩაკრასთან დაკავშირებით მითხარით. ფეისბუზკე ან სადმე მომწერეთ თუ გაგახსენდათ
აქ წერა ნამდვილად არ მხიდს უკეთ
http://suprememastertv.com/ru/
Existence
რა გიხარია, ქორწილში შენ დაპატიჯებას არ ვაპირებ
თემებს ვათვალიერებდი, შემხვდა ეს თემა, დავფიქრდი, ოდნავ მზერა ქვემოთ ჩამოვწიე და პასუხიც მარტივად მივიღე ქვემოთ მოცემული თემის სათაურით...
http://pix.ge/
Qocho
ძალიან კარგი დასკვნაა
მეც ხშირად მქონია მსგავსი დაკვირვებები, მომეწონა!!!
Qocho
ათი მცნება რომ დავდე, ეგ ვიგუსლიხმე შენც რაღაც ცოტა პოტური არტისტული თვალი გაქვს ეტყობა.. მიყვარს ლამაზი პოსტები და ადამიანები რომ პოსტებს მიღმა ხედავენ რაღაცეებს
Existence
ხოო? მაშინ მე როცა ქორწილი მექნება, აუცილებლად იქნება ნახევრად კოსწიუმირებული და რაიმე ისეთი ჩაივი.. აი როცა გხედავ რაღაც სულ ზარმაც შაჰის თუ ხალიფას შვილთან ასოცირდები. და მგონია რო მოგიხდება, ალადინის პონტში და ისე იყავი მერიქიფე.. მუცელი რო გიჩანდეს და ტოპიკი გეცვას და ფართო კაბა- შარვალი, თავზე შემოხვეული იმ დიდი რაღიც კიდევ
anima mundi
წნევას იზომავ ხოლმე მაგ დროს როცა თავი გტკივა?
Tu icit vinmem,pitnis tvisebebi,rogor moqmedebs wnevaze da a.sh.mitxarit raa,minda yava chavanacvlo,pitnis da gvirilis chait, ra sargebloba moaqvs pitnas mitxarit
პიტნა, გვირილა, ჩაი შეუნაცვლე... პიტნა ძაან მიყვარს, პიტნის ჩაი, განსაკუთრებით თუ შენი მოყვანილია
მარტო პიტნის დიდი ხნით გამოყენება არ შეიძლება, ნორმალურ ფარგლებში კარგია, მაგრამ არა ყოველდღე.
მისი ყოველდღიური ხმარება ნაღვლიანს ხდის ადამიანს სხვადასხვა მიზეზის გამო კვირაში ორჯერზე მეტად ვფიქრობ არ იქნება სასურველი.
earth
gaixare :* madloba, imdeni saqme maqvs saketebeli sad mcalia mosawyenad
mata
არა. ფიზიკურ სხეულს ძლივს ვგრძნობ ხოლმე
მოკლედ ესაა მაგ დროს სიმფტომები:
თავის ძალიან ძლიერი ტკივილი, შუბლის დაჭიმულობა, სილურჯე თვალებში, შუაში ლურჯი კუბიკი ან ქვა არ ვიცი და სხვადასხვა ფიგურები, შეგრძნებებით თუ მოვეშვი სხეულის შეგრძნებას ვკარგად და ამიტომ ვფხიზლობ, ანუ თვალები გახელილი მაქვს და დავდივარ, თუ მოვეშვი და მივენდე რაც მემართება ვკარგავ სხეულს და მეძინება კი არა, აი რომ ჩაგეძინება ის მემართება წამებში.
აღარ მინდა თავი მოგაბეზროთ ჩემი თავის ტკივილით, ძალიან კარგად ვარ იმის შემდეგ რაც გადავწყვიტე რომ შევეშვა ფიქრს და ვისურვე სიმშვიდე.. მაგრამ თუ ამ სიმპომების მიზეზი იცით და მეტყვით, მადლობელი ვიქნები რათქმაუნდა
anima mundi
ქართულ ტრადიციულ მეთოდს გთავაზობ, გათხოვდი. სიმპტომები კი ავიტამინოზის ბრალია!
Barmalei
შენ კიდევ წადი არცევნებზე, და მოტხოვე პასუხი მთავრობას იმისთვის რაც გაგიკეთეს, რომ სხევბს არარ გაუკეთონ და ტავიც არ დაიღუპონ
anima mundi
ჩემი აზრით ეგ არის შინაგანი დიალოგის შედეგად გამოწვეული. როცა ადამიანებში ხედავ მათ ნაკლებს , ეს იწვევს განკითხვას, მსჯელობას და უაყოფითი აზრების წარმოებას. შენ ამ ადამიანებს შენი აზრებით მტკივნეულ დარტყმებს აყენებ, ისინი ქვეცნობიერად გრძნობენ რო შენთან კარგად ვერ არიან.... მარა რატო რას უშავებ ამას ვერ ხედავენ...
შენ ასევე საკუთარ თავშიც ხედავ ნაკლებს და საკუთარ თავსაც განიკითხავ და არ მოგწონს (საკუთარ თავსაც იქოლავ)
შენი თავიც მიიღე და შეიყვარე , ნუ ეჩხუბები, ის ხომ მაინც ძალიან საყვარელია რაც არ უნდა ქნას და გააფუჭოს
http://www.youtube.com/watch?v=VGHI1wrWpso&feature=related
mata
ნაკლს კი არ ვხედავ.. სრულიად ვხედავ უბრალოდ ადამიანს. ნაკლიან ღისებიანად იცი როგორ? აი ჯოკერს რომ თამაშობ და სხვის კარტებს ხედავ ეგაა უბრალოდ. პროსტა მე ვიძახი "აი შენს კარტებს ვხედავ და ჯობია რო ვითამაშო და მოვიგო )))))))))
td.........
კლიპში არა, ჰიპებზე ვამბობ მე.. თავისუფალ ხალხზე ბუნებასთან უფრო ახლოს ხარ
აუ, გაკაიფო.. პატარა პენისების კონკურსი იყო ერთხელ სადღაც და ვიდეო დადეს და მე დავშეარე ვდიეო რომ ვაფასებ ამ ადამიანებს, რადგან კომპლექსები დაძლიეს და. ხო წარმოგიდგენია ვინ როგორ გაიგო )))))))))
anima mundi
:D: კაია, ვატყობ ლაშალასც გამოადგება ის რეცეპტი, არა ანნ?
მეტქი ამას მაინც არ სჭირდება ჯერ თქო...
ბავშვობიდან არმიყვარდა რეცეპტები
Lashapoli
აი შენც გაგიტყდებოდა იმ კონკურსზე წასვლა.. td......... მოვიდეს ბიძინააა! აი მოვიდეს ბიძინა, მერე დამაფინასოს და კაი პროექტებს გავაკეთებ, დავწერ.. სუ კაი კაი უკრაინელ გოგოებს ჩამოვიყვან
აი, ისეთ სულიერ მდგომარეობაშ რო იქნები რო შიშველი ივლი და იქნები შიველ ხალხში და იმათ სხეულს არ შეიმჩნევ.. ე.ი რეაურად განვითარებული ხარ
Lashapoli
ერთი კაი შველივით ან გედივით ან რამე ეგეთი ცხოველივით(თხის გარდა) გოგო არ დაგხატავდა ეხლა ლაშპოლ? ეგრევე გადაგავიწყდებოდა ხუთიანები და ზოგადად არითმეტიკა...
და რეალურად ჯანმრთელობადაც მაგას ვთვლი..
ადამი და ევა იყვნენ ჯანმრთელები და ბედნიერები. რაც ვაშლი შეჭამეს მერე დაერხათ, მე მინდა სამოთხეში მაგ დონემდე, ამ ცხოვრებაში უეჭველი
Lashapoli
აიურვედული რჩევები სამი დოშასთვის:
http://1-veda.info/_ayurved/doshas.html
ოთხშაბათს, 12 სექტემბერს 19:00-ზე, აშრამში ინდოელი აიურვედისტის ლექციაა. ინგლისურიდან ქართულად თარგმნიან.
Atm@n
მე წამოვალ. კირტანები არ იქნება?
tikoroma
გაღუნული ადამიანი და ცუდი სექსი...:დ
Lashapoli
ნუ ეგ სხეულისთვის და ეგოსთვის.
აი ეხლაც მელაპარაკება ერთი მეგოაბრი, ვიღაც უნგრელ გოგოს ვეჩალიცები და ერთი სული მაქვს ნომერში შემოვითრიოო.. რა საცოდავები ხართ
td.........
განა საწყენია, მეც ვიქნებოდი კაცი რომელიმე წინა ცხოვრებაში.. და ყოველად საძაგელი. უბრალოდ:
"ღმერთმა" მოგცა სული, გონება და სხეული, ორგანიზმი თავის უამოუცნობი მრავალფეროვანი ფუქციებით, მოგცა და მოგცა თავისუფლება როგორ გამოიყენებ მათ. რეპტილოიდებმა კი შთაგვაგონეს რაღაც არამთლად სასრგებლო სტერეოტერიპები, რომ არ გამოვიყენოთ ისე როგორც საჭიროა, და ზომბებივით ვიყოთ.. მმ, პორნოგრაფია და უბრალოდ, გავლენის ქვეშ ხდებიან ადამიანები. ბუნებრივია. მხოლოდ ცოტა გულდასაწყვეტი როცა გაცილებით ბევრისთვის და დიდისთვის ხარ შექმნილი და შეგიძლია, რომ მიიღო.. შენ კი ცოტათი კმაყოფილდები მე ასე ვფიქრობ. შეიძლება დროსაც ვერ პოულობენ ამაზე ფიქრისთვის
Lashapoli
ყოჩაღ ლაშაპოლ! გამომიჭირე რაა, საღოლ ))))))))
http://sibrdzne.ge/index.php?tema_id=360&gverdi=4
ძაან კაი გამონათქვმები აქვთ ამ ქართველ წმინდა ბერებს სხვათაშორის, საყვარლები. შიო მღვიმელი ჩავიდა და ცამეტი წელი მღვიმეში იცხოვრა.. არ ვაფასებთ რა არა
Lashapoli
შენ ჩემი მტერი ხარ ფისო? მტერი მჭირდება
ვსე მუჟიკი კაზლი, გავარიუ ვამ 100 პუდოვა! სამ ტაკოი ბილ კაგდატა! ესაა ეზოტერიულად.. )
ეეეეეეეე, ისე ლაპარაკობთ ვითომ ქალი იმაზე ნაკლებს ირებდეს მაგისგან, რასაც კაცი.. მორჩა ეგ დროს, რო ქალები იყვნენ დიკრიმინირებულნი და ძირითადად ექსპლატაციის მანქანაში იყვნენ ცართულნი. ჩვენგან თუ მოითხოვთ რო ვთქვათ ქალი და კაცი თანასწორები არიან, თვქენც მოიშალეთ ეგ კომპლექსები, იმიტომ რომ მე მაგ თანასწორობას ვაღიარებ
Lashapoli
არ აღიარებ და შენი აჯობებს! (:ბოროტიდეიდასმაილი
ჩემი ის აჯობებს, რო მე ჩემ თავს დავაკლებ და თორე თქვენ თვქენიც ბევრი გეყოფათ, მე თუ არ გაღიარეთ ეხლა )))
ანუ მე თჲ არ, არ გაღიარეთ ))))
აუFF!
ქრისტე და მარიამ მაგდალინელზე რომ გავხსენი ტემა და დავსვი საკიტხი ქალის დანიშნულებაზე.. ვერავინ გაიგო რა მაინტერესებდა ერთი ადამიანის გარდა
რა აღიარებაზეა აქ საუბარი, კაციც და ქალიც ერთი მთლიანია, მხოლოდ არ ვიცით რა დანიშნულება გვაქვს და რა შეგვიძლია გავაკეთოთ საუკეთესო ერთმანეთისთვის და სამყაროსთვის... ვინც იცის იმის პოსტების კითხვა კიდევ გვეზარება )))))) ნუ მე არ ვიცი და კითხვაც მეზარება, შეიძლება ეს რომ ვტქვი ეხლა წავიკითხო
მოგიტყანთ ჯანმრთელობაზე ზრუნვის ხარისხი
რო არ ელოდები იქ გამოჩნდება ხოლმე
ტრეხლებოვის პატარა ვიდეო მოწევის (და შესაბამისად სხვა მავნე ჩვევების შესახებ):
http://www.youtube.com/watch?v=j4Gs2aXVblQ
Wolf Lake
რადგან ადამიანმა არ იცის როდის მოკვდება, ურჩევნია ცხოვრება ჯანსაღად გაატაროს .. ეს მისივე ცხოვრებისეუი განყობისთვის არის კარგი
ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანია ჭამის დროს საჭმელზე ფიქრი და არა ათასი სხვა რამის შესახებ საუბარი და ფიქრი. ადამიანმა ლუკმა კარგად უნდა დაღეჭოს, საჭმლის გემო იგრძნოს, მადლობა თქვას შინაგანად საკვებზედა კარგად დაღეჭილი საკვები გადაყლაპოს. თან საჭმელი ასე გაცილებით უფრო გემრიელია
earth
ბებიაჩემი ხარ :დდ (ცუდად არ გამიგო , იგივეს მეუბნება ხოლმე :დ )
მაღალი ვიბრაციების ადამიანებთან ურთიერთობა ბოიშ.
რატომღაც მაქვს აკვიატბული ეს გარყვნილი იდეა, რომ წმინდანთან, ბერთან, უნდა გონდეს სექსი.. რტომ ამეკვიატა. განდეგილს რომ ვკითხულობდი თუ საიდან
კარგი ჯანმრთელობისთვის საჭიროა სწორად ფიქრი! არანაირა ბიო-შმიოენერგეტიკა ამას არ უნდა.პირიქიტ უფრო შეუშლის.დააავადების მიზეზი ღრმად თქვენს თავში უნდა ეძებოდ.უბრალოდ უყურეთ რას გიშლით ეგ დაავადება და რა სიტუაციაში გაგიჩნდათ
http://video.yandex.ru/users/dzendo-org/tag/дерево/
kindatma
ფიქრები აკონტროლებენ რეალობას უბრალოდ უნდა დაუმუღამო შენ თავს და სტერტიპებს რა სად და როგორ გაქვს.. ყველას რეალობა თავისვე ფიქრები ქმნსი და ეგ უტყუარი ფაქტია..
კვებაზე მაინტერესებს. მინდა სწორად კვება.. წყალს ვსვამ ბევრს. მაგრამ რა ვჭამო არ ვიცი, არაფერი მეგმრიელება და ავტომატურად ვიკვებები.. ზრდილობისგულისთვის ვიღებ გემოს. უფრო.. ანუ მინდა კვების რეჟიმი. გამომიგზავნის კოსმოსი იმედია
Xalxno imuniteti maqvs minusebshi da rame maswavlet raa.. Zalian sustad var, am 2 tveshi 5 jer gavcivdi ukve.. Help!..
sentimennte
როცა ცუდად არ იქნები ყოველი ცხელი შხაპის მერე ბოლოს გრილი (ცივი არა) წყალი გადაივლე. ყოველ დილით სუფთა ჰაერზე გაისეირნე (ცოტა სირბილი მთლად უკეთესია). ბევრი ცხელი წყალი სვი.
კვების დიეტა და რეჟიმი ისედაც იცი, ოღონდ მთავარია საკუთარ შეგრძნებებს უფრო ენდო, ვიდრე წესებს.
Atm@n
madloba mamu
chveulebrivi, cxeli(anu marto wyali) unda vsva?
sentimennte
როცა გრძნობ რომ ორგანიზმს ცივა ცხელი სვი, როცა არ ცივა ცივი სვი. და ტკბილიც არ ჭამო დილის მერე.
Atm@n
kargi zvirpaso aucileblad gavitvaliswineb,didi madloba
ჯანმრთელობისათვის სასარგებლოა დედამიწაზე არცხოვრება, დანარჩენი ყველაფერი საზიანოა, საბოლოოდ მაინც სიკვდილს იწვევს...
td.........
daica kaco sanam mewveva exla minda imuniteti,aba rom movkvdebi isedac vici da mere eg chems sxeuls isedac agar daschirdeba
ჩვენ უკრაინელი მუჟიკები კიდე მინუს 30ში ხარივით ვართ !
kindatma
magas ra jobia? Gmertma sul janmrtelad gamyopot! Me seriozulad cudad viyavi, zlivs gamovedi mdgomareobidan da imis mere ashkarad sustad var, gushin,kaxetshi chemi mezoblebi moklemklavianebit dadiodnen,me kidev matrioshkasavit viyavi sheputuli shalis jempreshi sul papasua qalaqeli mezaxes )
http://www.youtube.com/watch?v=jkojGf_u2uI
Ise wegan vpiqrobdi,dilit cot-cota xom ar mevarjishatqo, 6:30-
ze rom avdge tavisuplad meyopa dro, ox am ukompiuterobam gadamiyola raa :/
sentimennte
http://www.youtube.com/watch?v=DhCa0FtGm1s
http://www.youtube.com/watch?v=wA1_aw2wAYI
Atm@n
shenc me mekaipebi xo?
Videos marto sataurebs vxedav, ver vuyureb
სიცხეს კარგად უძლებთ? )
kindatma
sicives mirchevnia, tan tu dabalkaloriul sachmels shecham, upro advilia sicxis "atana"
kindatma
აუ კიიიიი....
სიცივეს ვერ ვიტან...
ძალიან კარგია ჯანმრთელობისათვის თაფლი, ფინიკა, ნიგოზი, კედრის კაკალი(მგონი ასე ჰქვია). ძალიან ბევრი ინფორმაციაა ამ ვიდეოში, კარგი ვიდეოა:
https://www.youtube.com/watch?v=2TwvDFcLk0M
საინტერესო ფილმია ჯანმრთელობაზე:
http://www.youtube.com/watch?v=MNKUC9oo46A
საინტერესო რეკომენდაციები აქვს კვებასთან და ორგანიზმის წმენდასთან დაკავშირებით,
ერთერთი მარტივი და საინტერესოა პერეკისიანი წყლის დალევა, საღამოს ვაყენებთ და დილას ვსვამთ
დოზები აღარ მახსოვს
მოვუსმინე და ე.ი.
პერეკისი იგივე წყალბადის ზეჟანგი 1ჩ.კ 3%-იანი უნდა გახსნა 1ლ. წყალში. და დატოვო მთელი ღამით
დილით დალიო უზმოზე თითო თითო ჭიქებით.
და კიდე თქვა მარილიანი წყლით გაწმენდა
3ლ წყალში უნდა გახსნა 1ს.კ. მარილი და უნდა დალიო უზმოზე. 1.5 სთ-ში. და უნდა იყოს მოცხელო თბილი ეს წყალი.
უნდა გავაკეთო..........მაინტერესებს
მარილი საერთოდ ჯობია არ მიიღო, არააო კარგი.
მე პერეკისი უფრო კარგი მგონია, მაგას გავაკეთებ მერე და გეტყვით შედეგს,
ორგანიზმს ჟანგბადით თუ ოზონით ამარაგებსო არ მახსოვს და სასარგებლოაო
მარილიანი წყალი გავაკეთე უკვე და დავლიე...
ვგრძნობ რო კარგია...
პერეკის ხვალ დავლევ
მარილიანი წყალი 2 - 3 ლიტრა მდე ადის და არ ჭამ გამაღიზიანებლებს, შემწვარებს, კარგია მოხარშულები უფრო
და მგონი ეს პროცედურა 3 თუ 6 თვეში ერთხელ,
პერეკისიანი ყოველდღე შეიძლება
შეიძლება მე ხვალ გავაკეთო
პერეკისიანი წყალი ჯობია მართლაც....
მარილიანს აღარ დავლევ...
სამკურნლნალო წყლები ბევრია საქართველოში, კუჭის სამკურნალო რაღაც მჟავე წყალია ზესტაფონში ჩემი ნათესავის სამსახურთან და ისეთი კარგი იყო.
ხვალ რომ წავალ კიდევ უნდა დავლიო ბევრი განიკურნა მაგის სმით. ხოდა სანამ უფასოა მოვაგროვოთ ეგეთი წყლები ვსვათ მგონი კარგია ))))
მარილი და შაქარი არცერთი არაა სასარგებლო ზოგადად და ყველაზე კარგი წყლის დამუხტვაა. რომ დამუხტო ძალა უნდა ფლობდე, რომ ფლობდე უნდა შეიცნო, რომ შეიცნო მარტო უნდა დარჩე და შენში ენერგიის საწყისი იპოვო.. ასე კავშირშია ყველაფერი :დდდ ჰო და ჯანრთელბისთვის სულიერი განვითარებაა მთავარი. წყლის დამუხტვა არის ერთ ერთი ყველაზე ეფექტური რამე. ორგანიზმი 70% წყალია და ტვინი 90% წყალი ხოდა დამუხტული წყალი გვაჯანსაღებს
ანნა
100 %
მეორე დღეა ვსვამ, ჯერ რამე სასწაული არაფერი მომხდარა ვაგრძელებ,
დილის 6 ის ნახევრიდან 9 საათამდე ნელნელა ვათავებ,
გემო ოდნავ დაკრავს, ვინახავ მინის თავდახურულ ჭურჭელში მთელი ღამე.
და დილას ვსვამ
ერთიანად უნდა დალიო დილით უზმოზე....
მთელი დღის განმავლობაში კიარა
ეგრე თქვა იმ ქალმა.... არა? მეშლება?
ano
დილას ვსვამ დილის 9 საათამდე დაახლოებით სულ 4-5 ყლუპია რა ერთიანად არ ვიყუდებ
დილას ადრე ვდგები, მაღვიძარა მაქვს დაყენებული რო მივეჩვიო ადრე ადგომას, ვაიძულებ ჩემ თავს რასაც ქვია რა
ხვალაც დავლევ მე მგონი 1 კვირაში მივხვდები ღირს თუ არა გაგრძელება,
ისე ის ქლი ამბობს თუ რამე გაწუხებთ თავს გამოყოფს პირველ ეტაპზე და მერე დაიწყედა დალაგებაო
დამაჯერებლად კი საუბრობს რა ვიცი რა.
ამ პერეკისმა თვალები ჩამიშავა....
ფუ მოგიტყან მომგონი და გამავრცელებელი....
ეს რა ყლეობა გავაკეთე
რა ვქნა ეხლა მე
ვაიმე დადა
თვალები რა შუაშია
როგორ თუ რაშიაშია
ცხოვრებაში ესეთი რაღაცა არ მქონია
2 დღეა ეს პერეკისი ვსვი და აბა სხვა არაფერი შემიცვლია და რისი ბრალია?
ნარკომანივით მაქ თვალები....
აუ ამან თუ არ გამიარა.... ასე როგორ ვიარო.... ეს რა გავაკეთე...ასეთი დებილი რატო ვარ
აუ ძაან ცუდ ხასიეთზე ვარ
ფუ რა ვიცი რა,
მეც თუ დამემართა რამე დავწერ მერე,
დავურეკე ამ ქალს... ველაპარაკე... მითხრა არარი მაგის ბრალიო... გააგრძელეო
დავუჯერო?
კაი ამ ერთხელაც დავუჯერებ
თუ დებილი ვარ, ბოლომდე მინდა დავრწმუნდე ამაში...
ხალხო შეხედეთ აბა ამ ქალს....
სახეზე მოშავო არ დაჰკრავს?
მიუხედავად იმისა რო მაკიაჟი უსვია.... რაღაც ფერფლისფერი არ დაჰკრავს სახეზე?..... აი რაღაც ჩამქრალი ფერი
კარგია რო დაურეკე,
მაგ ქალს ვერაფერს ვამჩნე ვიზუალურად.
დღეს გამოვტოვე დალევა ხვალ დილისთვის მაქვს და დავლევ მაგრამ წინა დალევებით ვერაფერი ვიგრძენი, ანუ გინდ დამილევია გინდ არა
უბრალოდ მაინტერესებს რამეს თუ მიზამს ან კაის ან ცუდს, თვითონ სვამს და ამტკიცებს კარგიაო, მაგრამ ყველა ინდივიდუალურია კიდე ცოტა და მერე თუ არაფერი ე.ი არაფერი
ვეღარ გავიგე რა ვქნა....
ძაან დავიბენი
აღარ მაინტერესებს ჯამთელობა საერთოდ...
წავედი მე ამ თემიდან
დილა-გერკულესი ფეიხოის მურაბით
დღეში 2 ლიტრი წყალი
ჩაისთან ან ყავასთან მაქსიმუმ ერთI კოვზი შაქარი
ფიზიკური ვარჯიში კვირაში 4-ჯერ საშUალოდ 45 წუთი
საკუთარი ორგანიზმის მოსმენა(ყველაზე კარგად ის გვანიშნებს რა უხდება და რა არა)
ძილი 8 საათი
ნელი ნახშირწყლები(სწრაფ ნახშირწყლებზე უარი თქვით)მიიღეთ
თითქმის ყველაფერი რაც გემრიელია(ტკბილზე მაქვს საუბარი) არის მავნებელი. იგივე სწრაფი ნახშირწყლები.
ცილა საშუალოდ 1 გრამი კილოგრამზე.
ეს პუნქტები ჯანმრთელი და ლამაზი ფიგურისთვის.
დავაზუსტე: პომიდორი კუჭს მტკენს, წავიდა 1 ან 2 წლიანი პომიდვრის დიეტა
tikoroma
მე უცნაური რამეები მტკენს კუჭს,თუ ამას გულისხმობდი.
რამდენიმე საათიანი ძლიერი ტკივილები მეწყება: მაწონი,სმეტანა,ნადუღი,ხაჭო,პო
იდორი, ყველიც, ნაკკოფე,შოკოლადი,ფინიკის ხურმა და აღარ მახსოვს. რომშემომეჭმება რამე, გამახსენდება ;დ რამდენიმ თვე თუ აღარ შევჭამ, მერე ცოტ-ცოტა შემიძლია ვჭამო. თუ გადავამეტ,მაგ,სისტემატიურად ვჭამე კვირის განმავლობაში ან მეტხანს,მერე ისევ ამატკიებს და ასე
ხორციც მტკენდა კუჭს და მაგიტომ შევეშვი თავის დროზე. თავი შემაზიზღა
შეამოწმე რატომ გტკივა კუჭი. ნუ აი გაშუქება გააკეთე, მეც მტკიოდა და დავისვენე.
თუმცა ჩემი ტკივილი წინა ცხოვრებიდან მოდიოდა.
რავიცი, არასწორი კვების გამო, ძირითადად :დ არ მინდა გაშუქება ;დ
მე მტკიოდა კუჭი, ღამეებს მათევინებდა, მაწამებდა... ყველაფერი მწყენდა. გავრისკე და წავედი ექიმთან, ვერაფერი მიპოვა, რაღაცას ვხედავო, მაგრამ არამგონია მაგის გამო ასეთი ტკივილიო. მერე წამლები მომცა, დავლიე არ მიშველა, კიდევ მომცა სხვა წამლები, მერე თითქოს მიშველა, მერე უბრალოდ ვფრთხილობდი, მე ვიქმნიდი კუჭის ტკივილს იმას მივხვდი. დავაკვირდი ჩემს გრძნობებს, როცა რამეზე ვბრაზდებოდი და მაშინვე კუჭი. დავიწყე გრძნობების მართვა. ამან მიშველა უფრო. მერე კიდევ ის იყო, რომ ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს სქელი ბოძი შემარჭვეს კუჭში ისე მტკიოდა. ვფიქრობდი, რომ რომელიმე წინა ცხოვრებაში მქონდა მსგავსი სიკვდილი. მერე ერთმა გაიხსენა ჩემი წინა ცხოვრება, ისე რომ არაფერი იცოდა ჩემს ტკივილებზე იმ ადამიანმა აღმიწერა ზუსტად ჩემი ტკივილის ადგილი. ეს კუჭსა და გულს შორის ცოტა კუჭის ზემოთ დაგულს ქვემოთ ადგილი მტკიოდა. ხოდა გამიკვირდა ასე რომ დაემთხვა, წერტილი მითხრა რა ადგილზე მომაყენეს ჭრილობა. იმიტომაც ვერ იპოვა ექიმმა ჩემი ტკივილის მიზეზი. წინა ცხოვრებიდან მოდიოდა. ეს არის ერთი საინტერესო მაგალითი წინა ცხოვრების ინფრმაციისა, რადგან ამ ცხოვრებაში გშველის. მე ახლა კუჭი არ მაწუხებს, რადგან ვიცი რატომ მაწუხებდა.
earth
კარგია.გილოცავ
მე თუ მომეცემა შემთხვევა, გავიგებ რა ხდება. ექიმები არ მინდა ოღონდ დდ
tikoroma
მადლობა
სკოლის მოსწავლეობის დროს ძალიან დიდ დროს ვანდომებდი ფიზიუკურ ვარჯიშს, ახლა სირბილიც კაია მაგრამ მეზარება, სიზარმაცეა ყველაფროს თავი და თავი, 3-4 თვე დარბაზში ვიარე საღამოობით, სამსახურიდან მოსულლმა ვაიძულე თავი და 1.5 სთ ვვარჯიშობდი 3-4 ჯერ კვირაში, ყველაფერი შეიცვალა, განწყობა, იმუნიტეტი, შრომისუნარიანობა, რაც მთავარია წონა.
დარბაზი დახურეს, ის სახლთან ძალიან ახლოს იყო.
ახლა ვარ ისევ მოდუნებული და ვუბრუნდები ძველ ფორმებს.
500მეტრშია მეორე დარბაზი, იქნებ გადავდგა ნაბიჯი და დაწყევლილი სიზარმაცე დავაგნისო მიწაზე
არასოდესაა ფიზ. ვარჯიში გვიან.
წარმატებები თქვენც და მეც
მიყვარხართ
INVICTUS
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)