მაინტერესებს ეზოთერული კუთხით ვის რა ინფორმაცია გაქვთ, როგორ იხსნება? რა არის თანდაყოლილი ფსიქიკური დაავადებებების მიზეზები?
საინტერესოა თქვენი პირადი აზრიც..
ასევე საინტერესო იქნება სხვადასხვა რელიგიები როგორ ხსნიან მათ
(ოღონდ სამგვერდიან ქადაგებებს ნუ დააკოპირებთ რა, მცირე რეზიუმე დაწერეთ თქვენი სიტყვებით )
წინა ცხოვრებიდან (ან ცხოვრებებიდან) წამოყოლილი სამსკარები (შთაბეჭდილებები), რომლებმაც დაღი დაასვა ფსიქიკას (ჭკუას) და დაბადებისთანავე აღიბეჭდა კარმიულ-ასტროლოგიური ბეჭდით.
მათ შეიძლება ისევ კარმულად (ასტროლოგიური მექანიზმებით) ისევ გადაიარონ, რაც იშვიათად ხდება. უფრო ხშირად გამოსავალია ამ სამსკარების დაწვა, რისთვისაც უამრავი სულიერი, ფსიქოლოგიურ, იოგურ, რელიგიურ, ეზოთერული მეთოდი არსებობს...
ფრიად და ღრმად გათვითნობიერებული არ ვარ ამ საკითხში, მაგრამ სადაც მომიძიებია ინფორმაცია მივიღე შემდეგი პასუხები. ეზოთერული კუთხით თანდაყოლილი დაავადებები გარკვეული კარმული ვალის გამო აქვს ადამიანს, ასევე შესაძლებელია წყევლის გამო მოხდეს, ან მასში ბოროტი სულის ჩასახლებით.
რამდენადაც ვიცი მართლმადიდებლობა, თავს ვერ დავდებ, რომ ამას ყველა იზიარებს და რომ ეს დაწერილია კანონებში, თანდაყოლილი დაავადებები, მაგალითად დაუნის სინდრომი განიხილება, როგორც შატმომავალზე წინაპრიც ცოდვის გამოვლინება . ერთი სასულიერო პირი საკმაოდ მკაცრადაც საუბრობდა ამ თემასთან დაკავშირებით, კრძალავდა ამ ბავშვებზე გადამეტებულ ზრუნვას და მათტან ძალიან ახლო კონტაქტს, რაც არამგონია საერთო აზრი იყოს ეკლესიაში, რადგან როგორც წესი ეკლესია მოუწოდებს შემწყნარებლობის, სიყვარულის და ავადმყოფსა და უძლურზე ზრუნვისკენ, ეს ერთ-ერტი სათნო საქმეტაგანია. ფსიქიკურ აშლილობებს ძირითადად განიხილავენ როგორც ბოროტი სულის მიერ ადამიანის შებყრობილობას.
პირადად მე მიმაჩნია, რომ დაუნის სინდრომი ან ნებისმიერი სხვა დაავადება არა მხოლოდ კარმული ვალის გამო შეიძლება გამოყვეს ადამიანს. შეიძლება ეს იყოს ერთგვარი მისია. ფსიქიკური დაავადებები კი მაინც მგონია შეპყრობილობაა მართლაც. რადგან ბევრი მაგალითია, როდესაც მძიმე დაავადების ადამიანი იკურნება გარკვეული "პროცედურების" შემდეგ.
გენეტიკური ფაქტორი არ დავივიწყოთ.
ფსიქიკური დაავადებების შემთხვევებშიც ალბათ ასეა გარკვეულწილად, მაგრამ მაინც უფრო რთულად მგონია საქმე...
აი მაგალითად ავიღოთ პიროვნების გაორება...
შეიძლება ეს იყოს არაკარმული არამედ ის რომ მის ფსიქიკაში იჭრება ვინმე სხვა სამყაროდან ან რამე ეგეთი? როგორ გგონიათ?
ანანდა
ანანდა
ანანდა
ჩაკეტილი წრეა რომლის იქით ვერ გადის ... იმიტომ რომ არც ცდილობს. ჩემი მეგობარი შიზოფრენიითაა ავად და რაც უფრო მეტად ვაკვირდები მით უფრო ვრწმუნდები იმაში რომ თავად არ უნდა ( ან არ შეუძლია) განკურნება. სულ სხვა რეალობით ცხოვრობს..
პ.ს ისე იმაზე არ გიფიქრიათ რომ მამენტ შეიძლება ისინი ხედავენ ზუსტადაც რეალობას და ის რასაც ჩვენ რეალურს და ნორმალურს ვუწოდებთ ილუზიაა??
ბევრჯერ მიფიქრია მაგაზე. ხომ შეიძლება რომ ჩვენ ვართ '' არანორმალურები'' და ვხედავთ მხოლოდ და მხოლოდ იმას რის დანახვასაც ''ავიტანთ'' .
რავიცი რავიცი...
daliela
ჩვენი ერთი ახლობელი იყო შიზოფრენიით დაავადებული , დიაგნოზი პატარაობიდანვე დაუსვე. იყო არანორმალურად ნიჭიერი. ხატავდა, უკრავდა ხვადახვა ინტრუმენტებზე ზებუნებრივად კარგად! იყო უზომოდ ნაკითხი და დიდი ინტელექტის პატრონი. მოკლედმათან ურთიერთობა ერთი იამოვნება იყო, მაგრამ ეტევები დრო ხდებოდა საშსიშად აგრესიული. შსეეძლო მოეკლა კიდეც. შეტსევსების მერე ყვებოდა, რომ ყველაფერ აანალიზებდა რაც ემართებოდა იმ მომენტსი, მაგრამ არ სეეძლო წინააღმდეგობი გაწევა, თითქო ვიღაც მისხეულსი მოქმედებდა. ზუტად აე ხსნიდა.
daliela
კი ბიბლიური სცენები აქვს ჰალუცინაციებით და ბევრი ხმა მესმისო. ამასწინათ მითხრა რომ საკუთარი პატარაობა დასდევს და რჩევებს აძლევს და ელაპარაკება
პირველი შეტევა რომ მოუვიდა ეგონა იესო ქრისტეს აკრავდა ჯვარზე ...
მერე მთელი ღამე დარწმუნებული იყო რომ ვიღაც კლავდა და ბოლო წამებს ითვლიდა. დილას მე მივდიოდი უკვე ასათიანში.
ჩემი აზრით ჩაკეტილი წრეა და ამ წრიდან გასვლა არ უნდა არაფრით. გონება გათიშული აქვს მარტო ფსიქიკით და შეგრძნებებით არსებობს. დანარჩენს უკვე მექანიკურად აკეთებს.
შიზოფრენიაზე ვკითხულობდი რაღაცეებს და წავაწყდი ამ საიტს:
http://www.schiza.org/index.php
გადავხედე, წავიკითხე და ძაან დამაინტერესა, რადგან აქ არიან ადამიანები, რომლებსაც დაუსვეს შიზოფრენიის დიაგნოზი. ისინი უზიარებენ ერთმანეთს დაავადების სიმპტომატიკას, ყვებიან თავისი ჰალუცინაციების შესახებ:
http://www.schiza.org/viewtopic.php?f=113&t=32&start=10
ეს საიტი იმით არის კარგი, რომ ადამიანები ცდილობენ სხვა კუთხით შეხედონ თავის "დაავადებას". გაერკვნენ, გამოიკვლიონ რასთან აქვთ სინამდვილეში საქმე.
ეს წაიკითხეთ:
Я вижу « сущностей» и слышу «голоса». Что это такое? Врачи говорят, что у меня шизофрения.
ОТВЕТ: - Способность видеть то, что недоступно глазами, называется ясновидением, а способность слышать разнообразные голоса – яснослышанием.
Большое количество людей стремится овладеть этими способностями, прилагают к этому огромные усилия, тратят много времени и денег, а у кого-то эти способности появляются сами по себе. И это очень часто пугает людей. Они не готовы к использованию новой информации, у них нет знаний, как использовать свои способности. Постепенно у этих людей появляется страх, ведь больше всего пугает непознанное. В страхе они начинают резонировать с темными сущностями, и вот здесь уже их способности превращаются в проклятие, и врачи ставят диагноз – шизофрения, укладывают в психушку, и кормят таблетками, делают электрошоки. А нужно всего навсего научить этих очень способных людей использовать свои способности на пользу себе и другим людям. Самостоятельно этим лучше не заниматься, да и официальная медицина здесь мало чем может помочь, потому, что отрицается сам факт наличия ясновидения и яснослышания, а называют это лишь галлюцинациями.
ოლდ ნახე აბა მგონი საინტერესოა
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustavi2&seekTime=12-02-2012%2021:05
გამოგონილი მეგობარი- მოვლენა როდესაც პატარები, ხანდახან მოზარდები და იშვიათად ზრდასრული ადამიანები თავიანთ წარმოსახვაში ქმნიან გამოგონილ პერსონაჟს, რომელთაც ხშირად ხასიათი და ქცევის წესებიც კი აქვთ.
ხდება ის რომ ხანდახან ბავშვი დაჟინებით ამტკიცებს, რომ მის გამოგონილ მეგობარს შეუძლია საუბარი და არაფრით არ არის გამორჩეული სხვა ადამიანებისგან. თუმცა კვლევებით დამტკიცდა ბავშვები ხვდებიან რომ მათი მეგობრები გამოგონილია და არ არსებობენ.
ზოგი ფსიქოლოგის მოსაზრებით, გამოგონილი მეგობრით ბავშვი მანიპულირებს და ახორციელებს იმ სურვილებს რომლის გამოც ჩვეულებრივ გაკიცხული და დასჯილი იქნებოდა, ხშირად თავის საქციელს და დანაშაულს გამოგონილ მეგობარს აბრალებს ხოლმე.
ფსიქოლოგები ასევე ფიქრობენ, რომ ბავშვები თავის გამოგონილ მეგობრებს ანიჭებენ ისეთ თვისებებს და ხასიათს, როგორიც თავად არ გააჩნიათ და ასე ქმნიან თავიანთ წარმოსახვაში საკუთარი თავის იდეალს.
არსებობს მოსაზრება, რომ ბავშვები ივიწყებენ საკუთარ გამოგონილ მეგობრებს როგორც კი სკოლაში შედიან და ნამდვილ მეგობრებს იძენენ, თუმცა ეს არ არის მართალი, ბევრი მათგანი უბრალოდ აღარ საუბრობს, მაგრამ მაინც გააჩნია იგივე ფიქრები.
http://www.imdb.com/title/tt0419326/
ძალზე გამიგრძელდა სიტყვა, იმედია თემას არ გადავუხვიე.
მინდა ავღნიშნო, რო ასტროლოგიური მონაცემები ნამდვილად მოქმედებს, ადამიანის ამა თუ იმ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე (კარმასთან ერთად). გეთანხმებით.
ჩემ მეგობარს მამა გარდაეცვალა, მაშინ მისი პატარა 2თვის იყო, ბავშმა აიდგა ფეხი, დაიწყო ლაპარაკი და იმ დღიდან (ალბათ მანამდეც), ელეპარაკებოდა უხილავ არსებას, რომელსაც ბაბუს უძახდა. ეთამაშებოდა, ეფერებოდა , ხანდახან ტიროდა. ოჯახი მარლთმადიდებელი აღმსარებლობით ცხოვროს ამიტომ მოძღვარს აკურთხებინეს ბინა და რაღაც რიტუალები ჩაატარეს. მაგრამ ყველაფერი ისევ ისე გაგრძელდა როგორც იყო. ოჯახი უბრალოდ მიეჩვია ამ ყველაფერს. პატარა ორი წლის იყო, თავის უხილავ მეგობართან თამაშობდა ოთახში, ხალიჩაზე იჟდა და ერთობოდა. დედამ ჩათვალა რომ უსაფრთხოდ იყო და სარეცხის გასაფენად გავიდა აივანზე, ბავშვის ყვირილზე რამდენიმე წუთში შევარდა უკან, ასეთი სურათი დახვდა ბავშვს ერთ ხელში რკინის საქსოვი ჩხირი Eჭირა მეორე ჩხირი იქვე მოშორებით ეგდო, ხოლო ბავშვი ტიროდა იმის გამო რომ ბაბუმ რომელსაც ვერავინ ხედავდა წაართვა მეორე ჩხირი და გადაუგდო არ აცალა დენში რომ შეეყო ის. ეს მაგონილი ნამDვილად არარის. სულ რამდენიმე თვის წინ მოხდა.
აბა ამას როგორღა ახსნით?
tamriko_faso
ბაბუას დაენანა თავის ოჯახის მიტოვება დ აბავშვთან ატარებს დროს.. რა არის აქ გასაკვირი?
გასაკვირი არა უბრალოდ გაორებაზე რომ საუბრობენ, სეიზლება დიდ ადამიანს კიდევაც ქონდეს ამგვარი განცდა, მაგრამ ბავშვებში გაორებათ არ მიმაჩნია გამოგონილი მეგოგრის ამბავი რასაც ფსიქოლოგები კარლსონის სინდრომს უწოდებენ, მე მაინც მგონია რომ ბავშვები მართლა ხედავენ იმ მეგობარს, უბრალოდ ჩვენ ვერ არვიქვავთ ამას ლოგიკურად.
tamriko_faso
ხშირად რჩებიან სულები დედამიწაზე, სხვადასხვა მიზეზებით.
ასევე პატარებს ხუთ წლამდე სხვანაირი ხედვა აქვთ, ხედავენ და ახსოვთ ჩვენზე მეტი...
ძალიან საინტერესო შემთხვევაა.
ხო ასეა, ჩემი ბავშობის აქ გადმოტანა ნამდვილად მეზარება, მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს ჩემი მეგობარი.ისიც მახსოვს ბავშობიდან რომ დავიწყე თავის შენიღბვა რომ სხვას არ ეთქვა არანორმალურიაო. ძალიან უცნაური ბავშობა მქონდა, ბებიაჩემის ნათქვამი სიტყვები :ღმერთის ნებაა" ახლაც ყურში ჩამესმის, სულ მიკვირდა Eს ღმერთი თუკი კარგს არაფერს აკეთებს, ჩემი ძმაც კი წაიყვანა თავისთან,(როგორც მითხრეს ძმის გარდაცვალების მერე) რატომ იყო კარგი ღმერთი?, და თუ ასე კარგი იყო, რატომ ტიროდნენ სახლში ყველა?. რამდენი კითხვები მქონდა ბავშობაში, ყველა რაღაც ტავის აზრრს მეუBნებოდა, ის კი ჩემი მეგობარი. სულ სხვანაირად მიხსნიდა ყველაფერს, ამიტომ მარტო მერჩია მასთან ყოფნა. მენატრება ის დრო. ბავშობა. არანაირი ფსიქიური დარღვევა მე არ მქონია. პირიქით. სრულიად ნორმალური ბავშვი ვიყავი. ახლაც როდესაც რაღაცას ვწერ, მხატრულ ლიტერეტურას დიდი ფანტაზია ჭირდება, თითქოს ვითიშები და აქ არ ვარ. მაშინ მებადება ხოლმე უცნაური გრძნობა რომ ის ისევ ჩემთან იყო და დამეხმარა. ისე რაკარგია რომ ეს საიტი არსებობს, ეს რომ მომეყოლა ახლა ჩემი რომელიმე ახლობლისთვი ეგრევე Fსიქიატრთან წასვლას მიჩევდა, ისე დელეკატურად მაგრამ მაინც.
ძალიან სწორედ გადმოსცემს ეს ნაწყვეტი იმ შეგრძნებებს რომელიც მახსოვს. ერთ ჩემს ნარკვევს დავდებ აქ. მართალია უცნაური დაბადება მქონდა, ისე გავჩნდი თავდაყირა და არ მიტირია, თუმცა დედაჩემის გადმოცემით ზალიან ბევრი მირტყეს.
უცნაური შეგრძნება, რომელიც აქამდე ჯერ არასოდეს განმეცადა, მახვედრებდა, რომ რაღაც ისეთი ხდებოდა, რომელიც მთლად შეცვლიდა ჩემს აქამდე, თითქმის უმოქმედოდ არსებობას. არც კი ვიცოდი, რა დამერქვა ამ ყოფისთვის, მაგრამ ვგრძნობდი, რომ რაღაც მნიშვნელოვანი უნდა მომხდარიყო. ვგრძნობდი ისევე, როგორც სიცივეს, როგორც სითბოს, ტკივილს. დანარჩენის შეგრძნება მე ხომ ჯერ არ შემეძლო. ამიტომ გრძნობა, რომლის ტყვეობაშიც აღმოვჩნდი, უცხო იყო ჩემთვის. თითქოს რაღაც ძალამ მთელი ძალით დამქაჩა ქვევით. ტკივილი ვიგრძენი, ტკივილი, რომელიც უსაზღვროდ გაიწელა და გაწყდა. ვიგრძენი, რომ აქამდე უზრუნველი ყოფა მე თვითონ უნდა შემეცვალა რაღაცით, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, რა უნდა მომემოქმედებინა. არადა, ძალა, რომელიც დაჟინებით მქაჩავდა ქვევით, არ ჩერდებოდა და მეც უმწეოდ ვემორჩილებოდი.
უცებ, უცნაური ხმა ჩამესმა. ხმები, რომლებიც აქამდე მესმოდა, სულ არ ჰგავდა ამ ხმას. ის უფრო გარკვეულად, ჩემივე სმენის ორგანოსთან თუ უფრო ახლოს, ჩემივე გულში ჟღერდა: იბრძოლე, გესმის! იბრძოლე, შენ უნდა შეძლო, შენ უნდა გააკეთო ეს! ამას შენს მაგივრად ვერავინ გააკეთებს. დაემორჩილე განგების ძალას!
ჩვენ გარკვეული დროით ვეღარ შევხვდებით, მაგრამ მოვა შენი დროც და მე ისევ მოვალ შენთან. შენ გაქვს იგივე გზა გასავლელი, ოღონდ ზევით, შეხვედრამდე...
ხმა შეწყდა თუ არა, აქამდე სიბნელეში ფართოდ გახელილი თვალები რაღაც უცნაურმა ნათებამ დამახუჭინა, მაგრამ ვძლიე გრძნობას, რომელიც გულს გამალებით თავის ნებაზე ათამაშებდა და ისევ გავახილე თვალები. წინ, ჩემს წინ გვირაბი მოჩანდა, რომლის ბოლოს თეთრი შუქი დამაბრმავებლად მოქმედებდა ჩემს თვალებზე.
ისევ უცნაური გრძნობა დამეუფლა. ხმაც, რომელიც დაჟინებით მთხოვდა რაღაცას, რომელიც თითქმის ვერ გავიგე, ისევ განმეორდა და ვიგრძენი, რომ ბრძოლა სწორედ ამ გვირაბის დაძლევა იყო. მე უნდა წავსულიყავი იქ, იმ შუქისკენ და მეც მთელი ძალების მოკრებით დავიძარი წინ. საშინელი ტკივილი ვიგრძენი. ტკივილი, რომელიც არ მთავრდებოდა, გაუსაძლისი აღმოჩნდა, მაგრამ ძალას, რომელიც ქვევით მექაჩებოდა და სურვილს ჩემსას, მენახა ის სამყარო, რომელიც უცხო იყო ჩემთვის, ვერაფერი აღუდგებოდა წინ. საშინელი ტკივილი არ თმობდა ჩემს არსებას. უცებ, თბილი ხმა მისწვდა ჩემს ყურთასმენას, რომელიც იგივეს იმეორებდა, რასაც ვგრძნობდი. მასაც სტკიოდა, მაგრამ, ჩემგან განსხვავებით, ის ყვიროდა, შველას ითხოვდა. იმ წუთებში საკუთარი ტკივილის შეგრძნებამ მიმატოვა და მხოლოდ ვფიქრობდი, როდის დამთავრდებოდა ეს ყოველივე, მაგრამ იმასაც ვგრძნობდი, რომ აქ მთავრდებოდა რაღაც და იწყებოდა უფრო მთავარი. მთელი ძალით გავიწიე წინ, შუქისკენ, გაწელილი ტკივილიც სადღაც გაჰქრა. უცებ, გავიგე ხმა, თბილი, ნაზი ხმა, რომელიც, ალბათ, არასოდეს დამავიწყდებოდა.
- ის დაიბადა..
ვინ? დამებადა პირველი კითხვა, ან რას ნიშნავს “დაიბადა”? პირველს მოჰყვა მეორე და ისევ ფართოდ გავახილე თვალები.
თურმე, დაბადება ჩემი ბრძოლის დასასრულს ერქვა, დაბადებით კი მე დავიბადე. აი, აქ კი უკვე გავიგე რა ერქვა ამ გრძნობას, რომელიც დამეუფლა. ეს იყო შიში. ვიგრძენი, რომ ეს ბრძოლის დასასრული კი არა, დასაწყისი იყო და ჩემდა უნებურად უცნაური ხმები აღმომხდა. მე ავტირდი!... ავტირდი იმიტომ, რომ დავიბადე, იმიტომ, რომ უკვე ვიცოდი რა იყო ტკივილი, რა იყო შიში და ვიცოდი, რომ დაბადებას თან მოყოლილი ორი განცდა თან გამყვებოდა იქამდე, სანამ ხმა, რომელმაც მომაცილა ამ ქვეყანაზე, უკან არ წამიყვანდა იქ, ზევით..
tamriko_faso
ძალიან ლამაზად და ძალიან რეალური გრძნობით გაქვს დაწერილი
ის "მეგობარი", კი, დარწმუნებული ვარ და ბავშვებზე დაკვირვებით უფრო მეტად ვრწმუნდები, მთლიანად რეალურია და არც არასდროს გვტოვებენ, უბრალოდ გარკვეული ასაკის შემდეგ, "გვავიწყდება" როგორ დავინახოთ ისინი, მაგრამ თუ გულით ვეცადეთ, ყოველთვის შეგვიძლია ვიგრძნოთ
tamriko_faso
შენი კოცნა და ჩახუტება მომინდა, ძალიან ახლოს გიგრძენი ამ პოსტებით, ძალიან მგრძნობიარე ადამიანი ყოფილხარ.
ჯერ მინდა Dიდი მადლობა გითხრათ თბილი სიტყვებისთვი, ძალიამ მიყვარხართ, მაც ამ მოკლე დროში მართლა მოვასწარი შეყვარება თქვენი ძალიან უცნაურია მაგრამ ფაქტია რომ ჩემი პოსტის მერე იმ ადამიანებმა დაპოსტეთ ვის მიმართაც ყველაზე თბილად განვეწყე მე, აქ კიდევ არიან ასეთი ადამიანები რათქმაუნდა, ნუ მიწყენთ სხვები. მიყვარხართ. მართლა ძალიან მიხარია რომ თქვენი პატარა, პაწია ნაწილი მეც ვარ. ამას ვგრძნობ მტელი ჩემი არსებით.
tamriko_faso
მადლობა თბილი სიტყვებისთვის
მცირე კომენტარი მინდა გაუკეთო შენს პოსტს.
ეს ერთობ მნიშვნელოვანი თემაა და თანაც რთულიც! ისე. მე იშვიათად ვაფიქსირებ ჩემს პოზიციებს და ზოგადად არ მაქვს პრეტენზია, იმაზე რომ ჩემი აზრი აუცილებლად სწორია. ამ პოსტს იმიტომ ვეხმაურები რომ, ასეთ ფენომენთან მქონდა შეხება პირადად.(კაი ხნის წინათ)
მოკლედ
ეს რაც შენ აღწერე, შენი ინტერპრეტაციაა იმ ფენომენისა, რასაც ე.წ. ”მფარველ სულებთან” კომუნიკაცია ქვია. ეს კომუნიკაცია ინდივიდუალურია-და ის დამყარებულია პირად მდგომარეობაზე, ამ შემთხვევაში აღქმის დიაპაზონზე-უფრო ზუსტად ფიზიკისა და სულის ვიბრაციებზე.
ინდივიდის პირადი ვიბრაცია, რეზონანსში მოდის მიღმიერ სამყაროსთან. მას უნვითარდება ახალი შეგრძნებები- და ის ადრინდელი ”ბავშვობის მეგობრის” , დღეს უკვე ”მფარველი სულის” აღმოჩენის ფაზაში გადის. ამ დროს მას ესმის ხმები-ეს ხმები ორგვარია ის ან გარედან შემოდის, ან კიდევ შიგნით ტვინში წარმოიქმნება.
სულიერი სამყაროდან ასეთი რეკომენდაცია მოვიდა:ამ ხმებს ადამიანი უნდა მიუდგეს როგორც ექოს. როცა თქვენს მიერ გამოცემული ვიბრაციები (ამ შემთხვევაში აზრების ვიბრაციები) უკან გიბრუნდებათ და ყურისთვის ახალ ბგერით ინტონაციას იძენს.(გაიხსენეთ როგორ იცვლება ექოდ გამოცემული საუბრის ტონი) თუ ადამიანი მომზადებული არ არის ამისთვის, ის ვერ მოახერხებს კომუნიკაციას და ამის ძირითადი მიზეზი შიშია. უფრო კონკრეტულად ამოუცნობის შიში.
ეს იმისთვის, რომ ვისაც რამე აქვს მსგავსი, არ ჩათვალოს რომ მას ფსიქიკური პრობლემა აქვს. გაიხსენეთ როგორ გამოსცემდა ექოს თქვენი ხმა, და გაითვალისწინეთ ისაც რომ რა ტონალობაშიც ვიბრირებს თქვენი სიგნალი-ისეთივე ოღონდ უკვე სახეცვლილი გუბრუნდებათ უკან დროის შემდეგ.
ანანდა კიდევ ერთი უცნაურობა რომელიც დღემდე ვერ გავარკვიე საიდან მოდის ახლა შენი პოსტია კითხვის დროს თითქოს იმ კითხვაზე გამეცა პასუხი. ჩემს ერთერთ რომანში მისი გმირები აღმოაჩენენ დიდ მღვიმეს, სადაც რაღაც სარკოფაგია , იქ აღწერილი სიმბოლოები, როცა ვწერდი მეგონა რომ ჩემი ფანტაზია იყო, მაგრამ წიგნის გამოშვების მერე ვიღაც ადამიანი დამიკავშირდა და აღმოჩნდა რომ მართლაც არსებობს ასეთი სიმბოლოები, გარწმუნებ როდესაც ვწერდი მე მგავსი არაფერი ვიცოდი. უბრალოდ როცა ვწერ(ყოველთვის არა) თითქოს ვითიშები, სწორედ მაშინ გამოდის ჩემი ნაწარმოები საინტერესო, მაგრამ ხანდახან ისეთი არაადეკვატურია რომ ძალიან ბევრჯერ, გააზრების მერე გადამიკეთებია ისინი. ხო ტოველთვის ვიცი რომ ვიღაც მეხმარება, წერის თუ ხატვის დროს, გინდაც ნახატები, ორი მთვარით და რაღაც გაურკვეველი არსებები, ასეთ ნამუშევრებს ვცდილობ ავარიდო ხოლმე ჩვეულებრივი ადამიანების თვალი, ვერ იგებენ და ყოველთვის ერთი და იგივე მესმის: რეებს ხატავ? ან რას წერ? ხოდა ვცდილობ გასაგებ ენაზე დავწერო, თუმცა მაინც ურევია რომანებს ქრისტიანულ რეინკარნაციული ელემენტები, ისე ვწერ ყველა აღმსარებლობის ადამიანი თავის რელიგიას ხედავს იქ.
tamriko_faso
საინტერესო იქნებოდა რომელიმე მასეთი ნახატი დაგედო... თუ შესაძლებელია რათქმაუნდა.
დავდე რამდენიმე, ერთერთი სიურეალისტურია, აქ დევს ხელოვნებაში, ჩემი ნახატები.---ისე ჩემი ავატარიც ჩემი დახატულია.
დავდე რამდენიმე, ერთერთი სიურეალისტურია, აქ დევს ხელოვნებაში, ჩემი ნახატები.---ისე ჩემი ავატარიც ჩემი დახატულია.
არ ხსნის მგონი ნახატებს. ფერადები მინდოდა ამეტვირთა.
http://a1.sphotos.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc6/184722_202158386464702_4884379_n.jpg
tamriko_faso ძალიან ლამაზია
http://www.radikal.ru
tamriko_faso
ულამაზესიაა)))
მადლობა earth- მოკლეთ ჯერ ვერ გაუგე ამ ფორუმს კიდევ ვერაფერი, პმ-შიც ვერ ვგზავნი წერილებს.
მადლობა ანანდა, არა ეს ნამუსევარი ავტოპორტრეტი არარის, უბრალოდ ფამტაზიის ნაყოფია, მინდა გითხრა აღმოჩნდა რომ ის მღვიმე რომელზეც მე რომანში ვყვები, თურმე მართლა არსებობს, მაგრამ იქ ადამიანის ხეხი არ დადგმულა, თუ არ ცავთვლით იმას რომ მე როცა ვწერდი ამ ყველაფერს იქ ვიყავი, რომანიც ასე მთავრდება არ უნდა ნახოს ის დაფარული კაცის მოდგმამ. ის მღვიმე თუშეთშია, აღმოჩენილი, მეც რომანში ეგ ადგილი მაქვს მითითებული, წიგნის გამოსვლიდან 2-წელიწადში აღმოაჩინეს მაგრამ როგორც კი მოინდომეს იქ ჩასვლა დიდი რაოდენობით მიწა ჩაინგრა და შეუძლებელი აღმოჩნდა მისი ამოღება, არავინ იცის რა ულამაზესია ის მღვიმე, იქ არსებული სარკოფაგი, კედლის მოხატულობა და კელიის მაგვარი პატარ პატარა ოთახები.მთავარ კედელზე ქალის სახე რომელსაც ცოცხალი თვალები აქვს. ბოდვას გავს ეს ყველაფერი მაგრამ დამერწმუნე რომ ეს ყველაფერი მე ვნახე.და დავწერე.
არის ასთი ლიტერატურული პორტალი, მე წიგნის მოწვდას ვერ მოვახერხებ დაგიდებ პირველი ნაწილის ლინკს და წაიკითხე, დანარჩენი ნაწილებიც იქ არის, რამდენიმე ნაწილადაა გაყოფილი. მოგობოდიშებ რომ მონიტორზე მოგიწევს კითხვა.
http://urakparaki.com/?m=4&ID=13247 დამავიწყდა ლინკის დაკოპირება, აი ეს საიტია პირველი ნაწილის დანარჩენს შენ თვითონ ნახავ.
tamriko_faso
გაამჯობათ, ის მღვიმე თუშეთში რომ იპოვეს ამ აღმოჩენის შესახებ ტელევიზიაში ან ინტერნეტში ითქვა რამე?
არ ვიცი, მე არ მინახავს და არც არავინ შემომხმიანებია, ძეგთადაცვის სამინისტოდან გავიგე შემდეგ კი რადიოში ვიყავი მიწვეული, ისე მნიHვნელოვანი ის მღვიმე ჩემთვისაა, თორემ რა უნდა ეთქვათ რაც ვერ ნახეს? უბრალოდ დაემთხვევაა ძალიან ბევრი, რომანს 33 საფეხური ქვია, ის გვირაბი რომელიც მღვიმეს უერთდება 3300 მეტრია და შემდეგ დიდი ფართობი რომელიც ჩანგრეულია. ჩემ ღომანშიც ასეა, თითო საფეხური ას მეტრიანია და 33 საფეხურია მღვიმემდე, ამდენი დამთხვევა არ შეიძლება. მე თუშეთი თვალითაც არ მინახავს, თუმცა ძალიან მინდა.
tamriko_faso
ძალიან ლამაზი და საინტერესო ნახატები გაქვს. შეიძლება გთხოვო რომელიმე, ზემოთ ნახსენები, ორმთვარიანი ნახატის დადება?!
წინასწარ მადლობთ
რათქმაუნდა შეიძლება, ეხლავე ავტვირთავ. პირიქით, მადლობა თქვენ.
ფსიქიკური პრობლემები როცა ექმნება ადამიანს, ვფიქრობ, ეს მისთვის გარკვეული გამოცდილების მომტანია. ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ გადალახავს და ხშირ შემთხვევაში, აუცილებლად გადალახავს ხოლმე ის ასეთ მდგომარეობას. ამის შემდეგ, იგი ფსიქიკურად უფრო ძლიერი ხდება!
ფსიქიკური დაავადებების გამომწვევ მიზეზებზე რო იყო ლაპარაკი, არა მარტო, კარმული დაბინძურების ბრალი (სამსკარების შედეგი) შეიძლება იყოს, არამედ ამჟამინდელ ცხოვრებაშიც, ადამიანს, იმდენი რამ ხვდება წინაღობასავით, რო ამანაც შეიძება გამოიწვიოს გარკვეული კომპლექსების, ფობიების, ფსიქოლოგიური სინდრომებისა და ფსიქიკური დაავადებების გაჩენა
ჩემს პირად გამოცდილებას ავღნიშნავ: ვერ ვიტყვი, რთული ბავშვი ვიყავი-მეთქი, მაგრამ მომიწია ფსიქოლოგთან ერთთვიანი კონსულტაციები. ამ შემთხვევაში, ერთ მიზეზს დაგისახელებთ, რომელიც მერე გავაცნობიერე და გავიგე, რო ნამდვლად ამის და ამის გამო იყო ჩემი პრობლემა გამოწვეული. ბევრ ადამიანთან მაქვს ურთიერთობა, ბევრნაირთან, მაგრამ ერთხელაც მომიწია, როგორც მერე გავარკვიე, რეპტილოიდური რასის წარმომადგენელთან ურთიერთობა. იმ ადამიანმა ჩემს ფსიქიკაზე ძალიან ცუდად იქოქმედა, იმოქმედა პირდაპირი მნიშვნელობით, ჩემს თავს ვატყობდი, რო სასიცოცხლო ძალებს მართმევდა მასთან კონტაქტი, ენერგია წამერთვა და კიდევ ერთი გარემოება _ მას ვემსგავსებოდი, მასსავით ცივსისხლიანი ვხდებოდი. მოკლედ, ძალიან სწრაფად ღრმა დეპრესიაში დაგაიზარდა და დიდხანს გაგრძელდა... მერე და მერე ავხსენი, რო ის რეპტილოიდური წარმომავლობის იყო და ნელ-ნელა შევძელი მისი ზეგავლენისაგან გათავისუფლება. არამარტო ფსიქოლოგიურად ვატყობდი, რო რაღაც ცუდი ხდებოდა ჩემს თავს, ფიზიკურადად ძაან შევიცვალე. მაგრამ მერე ყველაფერი გამოსწორდა და თავის ადგილს დაუბრუნდა...
არსებობენ ენერგეტიკულად ძლიერი და სუსტი ადამიანები, ისინი ერთმანეთზე ზეგავლენას ახდენენ და ამგვარი ურთიერთზეგავლენის შედეგად ადამიანში მიმდინარეობს გარკვეული ფსიქოლოგიური ცვლილებები. ზოგი ენერგეიკულად გვავსებს და ზოგიც პირიქით, გვფიტავს.
narilla
შემიძლია... ხვლიკივით მწვანე თვალები ჰქონდა (ხვლიკისფერი), სითეთრეშეპარული ქერა თმით, ჰიპნოტური მზერით, ნაკლებს ლაპარაკობდა, უფრო მეტს უსმენდა სხვას...
18 წლის ვიყავი, 3 თვე ვიცნობდი და ამის შემდეგ მომდევნო 6 თვე დეპრესია მქონდა, 6 თვის ტავზე ფსიქოლოგთან ვიარე, გარკვეული მოვლენებიც მოხდა ამ დროს და ჩემთვის ეს უკვე გამოფხიზლებასავით იყო, იმის მერე მდგომარეობიდან გამოვედი.
"მის ზეგავლენაში მოვყევი" მომეწონა, სტიქიური კატასტროფასავით იყო მართლაც... მის ზეგავლენაში მოვექეცი გინდოდა გეთქვა, ალბათ... მოკლედ, ეს იყო და ეს...
რა სახით მოახდინა შენზე ზემოქმედება, თავისი აზრებით, ანუ საუბრობდა და მისმა აზრებმა ასე ვთქვათ მოახდინა შენზე ზემოქმედება, თუ უბრალოდ მისმა ასე ვთქვათ აურამ?
ავხსნი უფრო დეტალურად, რადგან ასე გაინტერესებს!
ადამიანებს შორის ურთიერთობა, მარტო ფიზიკურ პლანზე, მოგეხსენება, არ მიმდინარეობს. ჩვენი გონება და ჩვენი ემოციები მატერიალურ პლამზე არ "მუშაობს". ამიტომაა, რომ ეს არამატერიალური აზრები და განცდები ადამიანებს შორის აღწევენ. საკითხავია, რამდენად ადვილად, ან რამდენად რთულად, ანუ ხვდებათ თუ არა დაბრკოლებები. ჩვენ ერთმანეთზე ფიქრითაც კი ვახდენთ ზემოქმედებას. ხოლო იმის გათვალისწინებით, რო არსებობენ ენერგეტიკულად ძლიერი და სუსტი ადამიანები, მათ შორის ზემოქმედებაც სხვადასხვა დონისაა. არიან ისეთები, რომლებიც გვავსებენ ხომ ენერგეტიკულად, მაგრამ არიან ისეთებიც, რომელიც გვაცლიან ამ ენერგიას.
ეხლა გეტყვი ჩემს შემთხვევაში როგორ იყო, მის აზრებს და მის საუბარს არ მოუხდებია ჩემზე გავლება, გავლენა მოახდინა ჩემზე იმან, რომ გასაც გავცემდი, იქნებოდა ეს ემოცია, ინფორმაცია... მასთან აღწევდა, მაგრამ საპასუხოს არ ვიღებდი. მკვეთრად გამოხატული ენერგოვამპირი არ იყო, მაგრამ რეპტილოიდური რასის წარმომადგენლის ნიშნებს აშკარად ატარებდა. აი სედარებისთვის, მაგნიტი წარმოიდგინე, იზიდავს, იკრობს და მისგანს მოშორება ძნელია.
აურას რაც შეეხება, ერთნაირი აურა გვქონდა. ერთმანეთში გადადიოდა ჩვენი აურა.
დახასიათებით დავახასიათე და კიდევ ერთი თავისებურება, ძალიან უცნაური იუმორი ჰქონდა, ცინიზმში გადადიოდა...
ასე რომ, ამით რისი თქმა მინდა: არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენს ფსიქიკაზე უარყოფითად მოქმედებენ, თავიანთი სიტყვით, საქციელით და შენ წარმოიდგინე ფიქრითაც კი, მისი მხრიდან იქნება ეს თუ შენი მხრიდან, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ერთადერთი საშუალება თავი დაიცვა მისგან, არის მოერიდო მას (თავი დააღწიო) და ენერგეტიკულად გაიწმინდო.
გარდა ამისა, ყველაფერს ისიც ემატებოდა, რომ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით შეუთავსებელი ნიშვენი ვიყავით. ყველაფერს ერთად რომ ავიღებთ, დამერწმუნეთ, შეიძლება უფრო ცუდი შედეგითად კი დამთავრებულიყო ყოველივე... მაგრამ ასე არ მოხდა
narilla
damiana
+
ასევე, ერთ რამეს ავღნიშნავ homotattoos ეს ტერმინი შემთხვევით არ მომიტანია, ჩემგან ბევრი რამ "აიღო", შეითვისა რაა, ხოდა ეს ტერმინიც ნიკად აქვს, მეტსახელად შერჩა.
იცით, ვცდილობ, დეტალურად ავსხნა და აღვწერო რა როგორ არის, რავი მხატვრული შედარებებით და მთელი ამბებით და ამ დროს, რო ვინმე მეუბნება არა ეს ასე არაა, აი ასეაო, ის აზრიღა მიჩნდება, ჯობდა საერთოდ არაფერი მეთქვა ამის შესახებ, იმიტომ რომ ერთია თქვა რაიმე და მეორე რა ინტერპრეტაციას მისცემ
მით უმეტეს ახსნა აქვს ამ ჩემს ამბავს (უკვე წინა პოსტებში დაწერილი), ჩემთვის ილუზიის ტოლფასიც რომ იყო. ბევრი რამეა ისეთი, რაც ილუზიაა და ამ ილუზიაში ადამიანი თავისი ნებით ვარდება.
ბიპოლარული აშლილობა
რა არის ბიპოლარული აშლილობა?
ბიპოლარული აშლილობა, ანუ მანიაკალური დეპრესია, არის სამედიცინო დაავადება, რომელიც იწვევს გუნება – განწყობილების, ენერგიის და პიროვნების ფუნქციონირების უკიდურეს ცვლილებებს. ეს ცვლილებები შეიძლება იყოს შეუმჩნეველი ან გამოხატული, და ტიპიურად დიდად იცვლებოდეს ადამიანის ცხოვრების მანძილზე, ისევე როგორც ცალკეულ პიროვნებებში. ამერიკაში 10 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს ბიპოლარული აშლილობა, და ეს დაავადება ერთნაირად მოქმედებს როგორც მამაკაცებზე, ასევე ქალებზე. ბიპოლარული აშლილობა წარმოადგენს ქრონიკულ და, როგორც წესი, მუდმივ მდგომარეობას მანიის და დეპრესიის პერიოდულად განმეორებადი ეპიზოდებით, რომელიც შესაძლებელია გაგრძელდეს დღეებიდან თვეებამდე. ის ხშირად იწყება მოზარდობის ან ადრეულ მომწიფების ასაკში, და იშვიათად ჩნდება ბავშვებშიც კი. ადამიანთა უმრავლესობა, ჩვეულებრივ, მოითხოვს გარკვეული სახის მუდმივ მკურნალობას მთელი ცხოვრების მანძილზე. იმ დროს როდესაც მედიკამენტოზური მკურნალობა წარმოადგენს მნიშვნელოვან საკვანძო ელემენტს ბიპოლარული აშლილობის წარმატებული მკურნალობისათვის, ფსიქოთერაპია, მხარდაჭერა და განათლება მოცემული დაავადების შესახებ ასევე წარმოადგენენ მკურნალობის პროცესის არსებით კომპონენტებს.
რას წარმოადგენს მანიაკალური აშლილობის სიმპტომები?
მანია არის სიტყვა, რომელიც აღწერს ბიპოლარული აშლილობის აქტივიზირებულ ფაზას. მანიის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:
• ან ხალისიან და ბედნიერ, ან გაღიზიანებულ, გაბრაზებულ, არასასიამოვნო განწყობილებას
• მომეტებულ ფიზიკურ და გონებრივ აქტივობას და მოჭარბებულ ენერგიას
• სწრაფად მორბენალ აზრებს და ერთი აზრიდან მეორეზე გადახტომას
• მოჭარბებულ საუბარს, ჩვეულებრივზე უფრო სწრაფ მეტყველებას
• ამბიციურ, ხშირად გრანდიოზულ გეგმებს
• რისკის გაწევას
• იმპულსურ ქმედებას, როგორიცაა ფულის ფლანგვა, სექსუალური გაუფრთხილებლობა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება
• ძილის შემცირებას დაღლილობს განცდის გარეშე
რას წარმოადგენს დეპრესიის სიმპტომები?
დეპრესია არის ბიპოლარული აშლილობის სხვა ფაზა. დეპრესიის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:
• ენერგიის დაკარგვას
• გახანგრძლივებულ სევდას
• დაქვეითებულ აქტივობასა და ენერგიას
• მოუსვენრობასა და გაღიზიანებადობას
• კონცენტრაციისა და გადაწყვეტილების მიღების უუნარობას
• წუხილისა და შფოთვის განცდის ზრდას
• ინტერესისა და მონაწილეობის შემცირებას, ნაკლები სიამოვნების მიღებას იმ საქმიანობისაგან, რომელიც ჩვეულებრივ სიამოვნების მომგვრელი იყო
• დანაშაულისა და უიმედობის განცდას
• სუიციდურ აზრებს
• მადის ცვლილებებს (ან მეტის ან ნაკლების ჭამას)
• ძილის ხასიათის ცვლილებას (მეტი ან ნაკლები ძილი)
რას წარმოადგენს "შერეული" მდგომარეობა?
შერეული მდგომარეობა არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც მანიისა და დეპრესიის სიმპტომები ერთდროულად გვხვდება. შერეული მდგომარეობის დროს დეპრესიულ განწყობას თან ახლავს მანიაკალური აქტივაცია.
რა არის ციკლის სწრაფი ცვლილება?
ზოგჯერ ადამიანებს შეიძლება აღენიშნებოდეთ ეპიზოდების სიხშირის ზრდა. როდესაც დაავადების ოთხი ან მეტი ეპიზოდი თავს იჩენს 12 თვის მანძილზე, ამბობენ რომ ასეთ პიროვნებას აქვს ბიპოლარული აშლილობა ციკლთა სწრაფი ცვლილებით. ციკლის სწრაფი ცვალებადობა უფრო გავრცელებულია ქალებში.
რა არის ბიპოლარული აშლილობის მიზეზები?
მართალია, ბიპოლარული აშლილობის გამომწვევი ზუსტი მიზეზი არ არის ცნობილი, მაგრამ მეცნიერთა უმეტესობას სჯერა, რომ ბიპოლარულ აშლილობას შესაძლებელია ის მრავალი ფაქტორი იწვევდეს, რომელიც ურთიერთქმედებს ერთმანეთთან ქიმიური დისბალანსის წარმოსაქმნელად, რაც, თავის მხრივ, ზემოქმედებას ახდენს ტვინის გარკვეულ ნაწილებზე. ბიპოლარული აშლილობა ხშირად ერთი ოჯახის ფარგლებში მიმდინარეობს, და კვლევები მიუთითებენ მოცემული დაავადების გენეტიკურ კომპონენტზე. სტრესულმა გარემომ ან ნეგატიურმა ცხოვრებისეულმა მოვლენებმა შესაძლებელია იმოქმედონ ძირითად გენეტიკურ და ბიოლოგიურ მოწყვლადობაზე და წარმოქმნან აშლილობა. არსებობს ბიპოლარული ეპიზოდების სხვა შესაძლებელი “გამომწვევები”: დეპრესიის მკურნალობამ ანტიპერესანტული პრეპარატებით შესაძლებელია მოახდინოს მანიაკალურ მდგომარეობაზე გადართვის პროვოცირება, ძილის დაკარგვამ შეიძლება გამოიწვიოს მანია, ან ჰიპეთირეოზმა შეიძლება წარმოშვას დეპრესია ან გუნება-განწყობილების გაუწონასწორებლობა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბიპოლარული ეპიზოდები შესაძლებელია და ხშირად ჩნდება აშკარად გამოკვეთილი გამომწვევების გარეშეც.
როგორ იკურნება ბიპოლარული აშლილობა?
მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ბიპოლარული აშლილობის განკურნების საშუალება, ის მაინც ექვემდებარება მკურნალობას და მართვად დაავადებას წარმოადგენს. ზუსტი დიაგნოზის დასმის შემდეგ, ადამიანების უმრავლესობამ შეიძლება მიაღწიოს დამაკმაყოფილებელი ჯანმრთელი მდგომარეობის ოპტიმალურ დონეს. მედიკამენტოზური მკურნალობა წარმოადგენს წარმატებული მკურნალობის არსებით ელემენტს ბიპოლარული აშლილობის მქონე ადამიანებისათვის. ამასთან, ფსიქოსოციალური თერაპიები, კოგნიტურ–ბიჰევიორულიი თერაპიის, ინტერპერსონალური თერაპიის, ოჯახური თერაპიის ჩათვლით, და ფსიქოგანათლება მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ დავეხმაროთ ადამიანებს მოცემული დაავადების გაგებაში და იმ უნარ-ჩვევების ათვისებაში, რომელიც გაუმკლავდება ბიპოლარული ეპიზოდების მაპროვოცირებელ სტრესულ ფაქტორებს. დაავადების სხვადასხვა ეტაპზე მედიკამენტების ან დოზირების ცვლილება შეიძლება ისეთივე აუცილებელი იყოს, როგორც ცვლილებები მკურნალობის გეგმაში.
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის კენ დაკუორტის მიმოხილვა, ოქტომბერი, 2006
მასალის წყარო: www.nami.org
ფსიქოლოგიური განვითარებისა და შემოქმედების ცენტრი "ანიმა" იხსნება და ვისაც სურვილი ან დაინტერესება ექნება, შეუძლია აქ დაკავშირება:
anima_centre@mail.ru
ან
http://www.facebook.com/anima.centre
ფსიქოლოგს, რომელიც აღნიშნულ თერაპიულ კურსს ატარებს, არის რეიკი. კურსი მედიტაციებსაც მოიცავს, ასევე ინდივიდუალურ და ჯგუფურ ტრენინგებს.
რა "ანიმა", პლაგიატები ეგენი
მიდიხარ შენ? მეც ვნახავდი.. თუ წახვალ მითხარი
ნაირილია ბიოპოლარულ აშლილობაზე საინტერესო ინფო იყო. თუ რამეს მოძებნი დადე კიდევ.
ახლა მაინტერესებს რომელიმე ფორუმელს რამე ფსიქიური აშლილობა ხომ არ ჭირდა? საინტერესოა უშუალოდ მოსმენა იმ ადამიანისგან რას გრძნობდა, რაზე ფიქრობდა. პირველწყარო იქნება...არ მოგერიდოთ დაწერეთ. აქ ყველა ყოფილი ან მომავალი გიჟები ვართ
old_man
Atm@n
ვა რა საინტერესო სტატია იყო შიზოფრენიაზე სხვათაშორის ჩემი აღმოვაჩინე რომ მეც ეგრე მაქ.და ხანდახან საერთოდ ვიგაცას ველაპარაკები ერთი მხარე ამბობს კის მეორა არას და რაღაცა დიალოგივით გამოდის ხოლმე.და სულ ორი აზრი მაქ ხოლმე რაღაცაზე ნუ რაღაც კონკრეტულზე
ჩემი კლასელი გაგიჟდა ტო.ტყული დაიწყო ბევრი.არვიცი რის გამო მარა ბოლო 2 წელი სულ რაღაცეებს იგონებს იქ იმდენი დავლიე აქ იმდენი მოვწიე ის იმდენი ვიჩხუბე.ხო ეს არაუშავს მეტ ნაკლებად ყველას ახასიათებს.და ის რომ ცნობილ ადამიანებთან ნათესავობას იგონებს?ერთი შოკი არის რა გერმანელი რეპერი.და მაგის მოსმენა დაწიყოოო.ორი წლის მერე შოკი ბიძაჩემიაო გინდ დჯეროდეს გინდ არაო და ტიპმა შეთხზა მონაყოლი რო მაგასთან ბამბერგში იყო და რა ნახა რა გადახდა თავს.თან ეჭვი მეპარება რომ იმდენად სჯერა თავისი ტყუილის რო ავიწყდება ვინ არის და მართლა რა ხდება მის გარშემო.არა ვიცი ისე ჩოულებრივი პაკაზუხა რო არის რა იმდენი დავლიე და რამე მარა ES TIPI SRULI SERIOZULOBID LAPARAKOBS ფეისბუქზე შექმნა შოკის გვერდი თვითონ რა და შედის ხოლმე და თავის ფეისბუქსი აქვეყნებს ხოლმე ვითომ შოკი წერს რო ხვალ შვეიცარიულ საათს გაჩუქებ და რამე.კაროჩე ვეღარ ვცნობ.მე მატყუებს მე!!ბავშვობის მეოგობარს!!!!ეგ რა უნდა იყოს ეგეთი ტოო!!!!აი ტრუსიკიდან დაწყებული თმის ღერით დამთავრებული რო ყველაფერი ვიცი მაგაზე,და მაინც მოდის და ყვება!!!ხოდა ჩემი აზრით ფსიქიკური დაავადებაა.ვენებს იჭრის თვეში ერთხელ.ზლივს გადავარჩინე.შემახსენეთ რა რა ქვია ამ დაავადებას გამიგია ფამილიარობა ამდაგვარი
narilla
კიდევ როცა წახვალ შემატყობინე და წამოვალ :*
ყველაზე დიდ ფსიკური დაავადება სჭირს ქალებს
იმიტომ რომ იბადებიან ქალებად!
ჯანდაბა!!
ეს შური, ქალური რაღაც ეგო.. კოშკა როგორი მართალი იყო ყოველთვის ქალებზე რასცა ამბობდა! არა ღისი ვარ! ღირსი ვარ! მირჩიოს საქმეები ეხლა ამ გოგოებმა, ვიღაც ბიჭის გამო.. არა, ვერ ვხდებოდი რო ეგრე უყვარდა და მე რო ვერთობოდი მაგას გული სტკიოდა?
ვხდებოდი! მარა მაინც ვკაიფობდი.. ხო და ღირსი ვარ!! ეხლა რო შურისძიება უნდა და დაქალები ამიმხედრა..
მე, მე ამიმხედრა დაქალები იმს გამო რო შეყვარებული არ ვახიო.. ვაიმე კოსმოსო, რისთვის?? მე რატო მეხბა ასეთი რაღაცეები?? მე, მე, მე ,მეეე მე )))) აჰ.. არ გამეცინოს მაინც..
ქალები საერთოდ დაბადებიან სამკურნალოები არიან მგონი.. ყველაფერს ივიწყებენ როცა ბიჭს ეხება საქმე.. ტფუი
აი შეყვარებულ თავში ეჭვშეპარულ ქალზე უარესი მტერი არ ინატრო ადამიანმა..
რამდენჯერ.
ამას რათქმაუნდა ვისწავლი და მეტჯერ აღარ გამოვიწვევ, მარა.. ყველა ქალი სამკურნალოა უფრო მეტად დვირე კაცები.
რა ქვია ამ დაავადებას არ ვიცი რო გVჭირს.. რაღაც უდნა ერქვას :||||
მეცნიერებმაც ვერ შიეცნეს ქალის ფენომენი და ქალის ლოგიკა, რას რატომ აკეთებენ.. რისთვის. რა მოტივით. რატო ა ყველა ქალი ქალის მტერი? რა იდოტური სტერეოტიპებია ეს..
ცენტრში რო მივალ პირველი ეგ უნდა ვკითხო და ამის ემრ,ე ვაბშე ამრტო მაგას ვიკვლევ
ალბათ კარმული კვაშირები მაქვს და პირველი ანხვიდან იმიტომ ამითალწუნა
kindatma
მშობლები ყავს?
წამოყვანე ანიამს ცენტრში ეგეც. არ ვიცი რა ქვია.. მარა შეპყრობილი ეგ ანმდვილად.. კაკ მინუმუ ოთხი ხუთი დემონი პროგრამა მართავს მაგას და გამოხატვა არ შეუძლია. ვერც ხვდება და სხვანაირად უნდა.. მართლა, ამ ცენტრში წამოიყვანე.
anima
ძალიან მინდა რო მიხვიდე და შენთვის საჭირო კითხვებზე მიიღო პასუხი. კარგი იქნება, მასთან მისვლა შენთვის რაღაც ახალი და მნიშვნელოვანი გამოცდილების მომტანი იქნება. პირადად მე როცა წამოვედი პირველი შეხვედრის შემდეგ, ისიც კი ვიფიქრე, ნეტა, იგივე კურსში სხვებიც ჩაერთონ-მეთქი. თუმცა მხოლოდ ქალებისთვისაა განკუთვნილი.
წარმატებები ანა
დღეს იყო მორიგი ტრენინგი "ანიმას" ცენტრში. ყველაფერს ვერც და არც დავწერ აქ, მაგრამ ავღნიშნავ, რო ჩემში უფრო მეტი შესაძლებლობები დავინახე, ვიდრე აქამდე მქონდა. მაგრამ არა მხოლოდ დავინახე, რეალურად ხელშესახებიც არის უკვე ჩემთვის. მოხარული ვარ რო ამ კურსის ხელმძღვანელს ვიცნობ და ის _ მე, ბავშვობიდან. ამიტომაა რო ჩემზე მუდამ დადებითი გავლენა და შთაბეჭდილების მოხდენა შეუძლია. თუმცა ანას შემთხვევაშიც რაღაც შეიცვალა და ჩემი მიზანიც ამით მიღწეულია.
ხო კიდევ...
ანა, იმ სავარჯიშოების გაკეთება არავისთან არ ღირს, ჩავთვალოთ საინტერესო ეპიზოდად და ჩვენს პირად გამოცდილებად, რომელიც ყველამ, ვისაც სურვილი ექნება, საკუთრივ უნდა გაიაროს. თუ რამე იდეა იქნება ცალკე დაგელაპარაკები ამაზე
ააა ეე მარტო ქალებისთვის არი ხო აა ეეე....
ვა ვაა იმედია გაიხსნება მე ხომ ანიმუსი ვარ....
სავარაუდოდ კაცს ნიშნავს ?
გამარჯობათ ეზოთერიკებო!
თითქმის ერთი წელი სრულდება რაც "მე თქვენთან ვარ", მაგრამ ჯერ ერთი პოსტიც არ დამიპოსტავს. მიჩნდებოდა კითხვები, მაგრამ თქვენი პოსტები ამომწურავად მპასუხობდნენ.(ახლა დაპოსტვის სურვილი იმან გამიჩნია კიდე, რომ ზეტს თურმე წაუშლია ისეთი მომხმარებლები, რომლებიც საერთოდ არ პოსტავდნენ... ხო და ახლა წაშლა მინდა მე? "
ანანდა
MinD
კეთილი იყოს შენი მოსვლა
საინტერესოა, როგორია შენი მეგობარი?
მეგობრის ჩართვა-გამორთვა რას ნიშნავს? ალბათ გულისხმობ, რომ შენი ნების გარეშე არ გეკონტაქტება?
tikoroma
რაც არ უნდა გამეკეთებინა, ის ჩემი ფიქრებით, გრძნობებით და კიდე რავიცი თითქმის ყველაფრით მანიშნებდა თუ რა შედეგს მომიტანდა ამის გაკეთება(განხორციელება, ეს ქმედება), ანუ მომავალში მახედებდასავით(დაახლოებით კარმულ დონეზე). მე ამას არ ვუწოდებ "ბავშვობის მეგობარს", ეს იგივე ჩემი გონებაა, რომელიც სხვანაირადაა დაპროგრამებული. შემდეგ ვისწავლე სურვილისდამიხედვით დაპროგრამება, მაგრამ ეს ძალიან სახიფათოც იყო, რადგან რაც უფრო ღმრად შევდიოდი მით უფრო ვშორდებოდი დღევანდელ რეალობას. მე არ მჯერა შემთხვევითობის და ამას ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე ვამტკიცებ კიდეც. ეტყობა იმიტო, რომ მე თითქმის ყველაფერს ვუკვირდები და სანამ მიზეზამდე არ მივალ მანამდე არ ვჩერდები(არ ჩერდება ჩემი გონება თუ რაც ქვია თქვენ უკეთ იცით). ყველაფერს ვარქმევ რაღაცას და ეტყობა ამის ბრალიც არის... ეს დაპროგრამების უნარი მერე წამერთვა "ბავშვობის მეგობართან" ერთად. ახლა ვცდილობ მოვიკრიბო ძალა და ისევ დავიწყო ჩემ თავთან მეცადინეობა მაგრამ ძალიან მიჭირს... ახლა თან ვერ ვიცავ მარხვას... ენერგიას ვფლანგავ ისე უბრალოდ და არ გამომდის კონტროლი...
MinD
მე რეალში არ მქონია მაგის გამოცდილება. მაგრამ სიზმარში ასტრალში გასვლისას მყავს მეგზური, რომელიც არ მინახავს, ხმა მესმის ხოლმე. მითხრეს, ქვეცნობიერი გაყოლებს მეგზურს, რომ უფრო მეტად დამაჯერებელი იყოს ეს ხილვებიო. და საერთო ეს მენიშნა ჩვენს შორის, რამდენად შეიძლება ჩემივე გონება ან რაიმე ჩემივე ნაწილი იყოს ის და არა სხვა ასტრალური არსება?
tikoroma
MinD
MinD
შენი ბავშობის მეგოაბრი, ცაკე სხვა არსება იყო და ხედავდი თუ შენში აღიქვამდი? არის მსოაზრება რომ, დედამიწაზე მოსულები ვართ სხვდასხვა გალატიკებიდან სულეირ ოჯახებატ დ ავინც ჩვენი ოაჯხიდან ინკარნრიებული არაა ადამიანში, ის ეხმარება თავის ნაწილს ამ რეალობაში.. უხიალავია, მაგრამ გღძნობენ )))))
მეც მომეწონა შენი პოსტები, მგონი პირველად მექნება ბედნიერება მე ჩუმად ვიყო და სხვას მოვუსმინო
და რამდენი წლის ხარ და რა სქესის, ხომ ვერ გვეტყვი
ისე არაფსიქიკური დაავადება არსებობს?
MinD
ძაან საინტერესოა, რაც დაწერე და თვითონაც გამორჩეული ადამიანი ხარ, იგრძნობა პირველი პოსტიდან
სურვილების დაპროგრამება ახსენე და შეგიძლია ამაზე ცოტა დაწვრილებით სხვა თემაში გვიამბო?
anima mundi
მხოლოდ ვგრძნობდი. თუ კონცენტრაციას მოვიკრებდი, დაახლოებით ისე ვგრძნობდი მის არსებას როგორც ხორციელს ამ მაგალითიდან გამომდინარე: როცა წინ იყურები და უკან ვიღაც გიდგას გრძნობ ვიღაცის მზერას ან უბრალოდ რომ დგას შენს უკან "რაღაც"... ენერგიულ ნაკადს გრძნობ, თითქოს ქარი უბერავს და შენამდე აღწევს.
ეს არ ხდებოდა ყოველთვის. ამ არსებას ისე ვგრძნობდი, როგორც "მფარველ ანგელოზს". ერთხელ მოვდიოდი ქალაქიდან და უცებ წარმომესახა, თითქოს წამში ვიხილე მთელი საუკუნე, მთელი პროცესი ცხოვებისა... ვნახე აყვავებეული და ცეცხლმოდებული სამყარო, რომელიც ჩემზე იყო დამოკიდებული. ყველა შესაძლო სიტუაცია ვიხილე, თუ რომელი ქმედების დროს როგორ გადაიქცეოდა ეს ორი ზამყარო. დაახლოებით ჩემ კარმაზე იყო აგებული. თითოს ჩემი კარმის ანარეკლი იყო.
მე საერთოდ ბევრ რამეს ვგრძნობ მაგრამ არ ვიცი ამას სხვაც თუ გრძნობს. ალბათ სხვაც გრძნობს, ან უბრალოდ შეუძლია მიანც, რომ იგრძნობს, თუ მოინდომა.
old_man
მე არ ვფლობ ისეთ ინფორმაციას, რომელიც თქვენთვის ახალი იქნება. მხოლოდ შემიძლია დიდი დიდი მაგალითები მოგიყვანოთ. ამას კი ალბათ დუმილი ჯობია. მომავალ პოსტებში შემოგიერთდებით სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით. რადგან დავიწყე დაპოსტვა, ბარემ აგყვებით.... შეძლებისდაგვარად...
MinD
ნამდვილი და ღირებული ზუსტად შენივე გამოცდილება.. სხვისი გამოცდილებების წაკითხულიდან ცოდნას არაფრად ვთვლი
მოდი აუცილებალდ შეხვედრაზე ცოტნე და შენი მეგობარიც წამოიყვანე.. იქნებ დაგველაპარაკოს კიდეც
anima mundi
არა, მთლა ნუ გავაუფასურებთ სხვის აზრს რომელიც დაასკვნა თავისი ცხოვრებიდან(ცხოვრებებიდან) გამომდინარე.
MinD
კარგია, რომ დაპოსტე
მცირე სიუჟეტი ბავშვების შიზოფრენიაზე. ინგლისურად.
http://www.youtube.com/watch?v=B9v4FsKXmj8
MinD
მწვავე ფსიქოზი - მე ვლაპარაკობ კატასთან;
მწვავე ჰალუცინაციური ფსიქოზი - მე ვლაპარაკობ არარსებულ კატასთან;
პარანოია - მეშინია ზედმეტი არ წამომცდეს კატასთან;
შიზოფრენია - კატა ლაპარაკობს ჩემში;
ნევროზი - კატა მაიგნორებს, და ჩემთვის ეს აუტანელია;
მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი - ჩემი კატა არ მაფასებს!
აბა ვინ რა დონეზე ვართ?
მე კატა არ მყავს -- ე.ი. ბოლო სტადიაა
დავუბრუნდეთ ამ მეტად საინტერესო თემას და ეზოთერული კუთხით გავაგრძელოთ დისკუსიები...
მედიცინა გასაგებია ამ მოვლენას ეძახის დაავადებას, ანუ გადახრას გარკვეული სტანდარტისგან, რაც სოციუმში ადამიანი ფუნქციონირებისთვის არის საჭირო და რასაც თვითონ სოციუმი განსაზღვრავს.
მაგრამ, სხვანაირად თუ შევხედავთ, ეს არის უბრალოდ ცნობიერების განსხვავებული მდგომარეობა.
შიზოფრენიის ზოგიერთი მდგომარეობა ვლინდება კონცენტრაციით საკუტარ თავზე და კონტაქტის დაკარგვით გარესამყაროსთან. პაციენტს ესმის ხმები, ხედავს რასაც სხვები ვერ ხედავენ, იქცევა შინაგანი ბრძანებების შესაბამისად. ეზოტერულად ეს რა ფენომენია?
ეს არის ისეთი მდგომარეობა, როცა ასტრალური სამყარო იწყებს ჩვეულებრივ ლოგიკურ აზროვნებაში შემოჭრას. საინტერესოა, რომ შიზოფრენიით დააავადებულები ხედავენ არა მხოლოდ აუხსნელ საგნებს, არამედ არქეტიპულ ნიშნებს, სიმბოლოებს და ა.შ. შეიძლება რომ პაციენტმა მიიღოს იოგის პოზები რამდენიმე საათის განმავლობაში, თავისდა უნებურად, როცა ჩვეულებრივ მდგომარეობაში მათ შესახებ არაფერი იცოდა.
ეს შემთხვევითი არ არის. აი, მაგალითად, ძველ ეგვიპტესა და საბერძნეთში ფსიქიკური დაავადებები ითვლებოდა წმინდად!
ბევრი ადამიანია ვისაც ჰქონდა და აქვს ასეთი განსხვავებული ცნობიერება, მაგრამ ნელ-ნელა შეძლო კონტროლი და დარჩა სოციუმისთვის მისაღებ წევრად. წარმოიდგინეთ ასეთ ადამიანს ექნება ჩვეულებრიოვი ხალხისგან გაცილებით დიდი აღქმა და წარმოდგენა სამყაროზე. ასეთი ადამიანები ამაზე ბევრს არ ლაპარაკობენ. ესენი არიან უფრო "პრადვინუტი" ადამიანები, რომლებმაც ინფორმაცია მოიპოვეს და დაკვირვებებით შეძლეს ცნობიერების ამ ორი მდგომარების გამიჯვნა და კონტროლი. ისე, რომ ერთი მეორეს ხელს არ უშლის.
ტრადიციულმა მედიცინამ წარმოდგენები რომ შეცვალოს ამ საკითხთან დაკავშირებით იქნება გაცილებით პროგრესული. ანუ იმაზე კი არ გაამახვილოს ყურადღება რომ ეს სიმპტომები ჩაახშოს სხვადსხვა მედიკამენტოზური მკურნალებით, არამედ პაციენტებს ასწავლოს კონტროლი და გამიჯვნა სხვა მეთოდებით.
სხვა საინტერესო საკითხია, თუ რატომ იბადება სული დედამიწაზე ასეთი მდგომაროებით, რა განაპირობებს ამას? ესეც განვიხილოთ.
old_man
საინტერესოა, განაგრძე
კიდევ ერთ საინტერესო ფაქტი - შიზოფრენიით დაავადებულები სიზმრებს ვერ ხედავენ...
რაც იმას ნიშნავს რომ ფაქტიურად დღის რეალობა და სიზმრის (ასტრალური) სამყარო ერთმანეთში აქვთ არეული. წარმოიდგინეთ რა ქაოსი გექნებათ თავში დღის მანძილზე სიზმრების აბრაკადაბრა რომ შემოიჭრეს ცხოვრებაში..
MinD
გამარჯობა მეგობარო მე მესმის შენი შენ ასაკში რომ ვიყავი მეც მასე ვიყავი მერე რაღაცეების მოხდა და აღარ ვარ მასე მაგრამ მინდა აგიხსნა რატო ხდება და რა იწვევს ამას მე როგორც ვხვედავ და ვხსნი რამოდენიმე წლის მერე.. ნუ მიზეზ შედობრიობის კანონი ძალიან კარგად გვესმის მე და შენ და ცხოვრებაშიც და ნებსმიერ მომენტშიც კარგად იყენებს და ხვდება.. მაგრამ ყველაზე საინტერესოა აქ სამშვინველის ანუ ემოციური სხეულის როლი შენ სხვადასხვა უნარებს აღწერ მეც მქონდა ეგეთი რაღაცეები ეს ესე ვთქვათ ტონკი რაღაცაა რომელიც ფსიქოლოგიას გავს და ამასთანავე ცდება მას და გადადის ეზოთერიკაში ეს უნარები მოდის სამშვინველის ანუ ემოციური სხეულის შესაძლებლობით დაამუშაოს გარედან შემოსული ინფორმაცია რაც უფრო იხსნება არხები მით უფრო მეტი ინფორმაციის დამუშავება შეუძლია აქედან მოდის ბევრი სიდხა აზრების კითხვა,მიხვედრა ადამიანების განძრახვის,ადამიანის აურის ხედვა. ეს უნარები მე რაც მქონდა ყველა არასტაბილური იყო და შესწავლის მერე მივხვდი რომ ეს არის ილუზორული და აღარ მოვინდომე მათი განვითარება რადგან ეს არ არის სულიერი ეს არის უბრალოდ მშვინვიერი გამოვლინებები და მეტი არაფერი.ხოლო ემოციურ პლანზე ვინც არის გადართული მისი გაბრაზება და გამოყვანა წყობიდან ძალიან ადვილია რაც საბოლოოდ ანგრევს ადამიანს ვინც აღიქვამს ესე ძალიან ემოციურ პლანს.
გოპი შიზოფრენიას არ გავს შენი ნიშნები ))
როგორც მივხდი უბრალოდ ემოციურობა და მგრძნობელობა გაქვს გაზრდილი. მაგრამ მიზეზი რომ არ არის? საინტერესოა შენს ასტროლოგიურ რუკაში რა ჩანს...
Gopi
ჯაია ადრე TM-ს ხო აკეთებდი დაანებე ? არ გშველის ეგ ანუუ ?
Gopi
ემოციები მაქვს უფრო დეპრესიული ალბათ, მაგრამ აშკარად გავდივარ რეალობიდან , ეს ძილის გადამეტება და დაღლილობა დაძაბულობა შფოთვა ერთად ყველფერი ისე მღლის რამის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები გვერძე გადავდო და ძალა არ მაქვს ბრძოლის.
Aტმან მადლობა პლანეტებს დავაბრალებ სხვა რა გზა მაქვს. უბრალოდ შინაგანი წინააღმდეგობა რომ მაქვს ამბიცია ძლიერი ვიყო და ახლა თუ ჩემი ემოციების გამო ყველაფერს გადავაგდებ ეს უფრო დისბალანნს მიქმნის , შინაგანი დისბალანსი კი მოგეხსენაბათ საით მიდის.
Qocho რას ნიშნავს მთვარის ან ნეპტუნის დაზიანება.. ან როგორ ხდება აღდგენა.. ერთი ორი სიტყვით თუ შეგიძლია
Gopi
http://imageshack.us/photo/my-images/843/17706496195927093585203.jpg/
Uploaded with http://imageshack.us
ჩემი სიზის მეგობარია ფსიქიატრი და იმან მითხრა, ტესტები რომ ჩაგიტარო , უნდა გაგკოჭო და გაგაქანო საავადმყოფოშიო, ყველანი ცოტათი დაქანებულები ვართო..
ის რასაც შიზოფრნიას ეძახიან ხშირად შეპყრობილობაა. ადამიანს იპყრობენ სხვა არსებები და ეგაა სიგიჟის მიზეზი. ანუ ჩვენ გვგონია რომ გაგიჟდა, ასე ვეძახით ამას.
ან ადამიანს აქვს გახსნილი რაღაც კანალები და ხედავს იმას რასაც სხვები ვერ-ამაზეც ხშირია შიზოფრენიის დიაგნოზი.
მე მყავს ერთი ასეთი ახლობელი. არ არის გიჟი, პირიქით ზედმეტად ნორმალურია, ისეთი როგორიც უნდა ვიყოთ და ვერ ვართ. ხედავს ბევრ რამეს, აქვს კონტაქტი იმქვეყნიურთან.. და გიჯიაო ახლობლებს გონიათ და მკურნალობენ, ესეც მორჩილად იტანს.. რა ვქნა აბაო..
td.........
აუტიზმიც ძალიან საინტერესოა, ძალიან მიზიდავს ეგ დაავადება :
საინტერესოა რატომ ' იკეტებიან' ადამიანები, ვის ემალებიან, საიდან მოვიდნენ და რა აშინებთ აქ .
chemikerin
გუშინ ფილმს ვუყურე მაგთზე და იქ თქვეს რომ შიში აქვთ და არ სურთ თავის გამოვლინება ფილმებში კი შელამაზებულია ხოლმე ყველაფერი, მაგრამ მე ძალიან დამაინტერესა. მათთან ურთიერთობა მინდა
tikoroma
რა ფილმს?
chemikerin
უსიტყვო ჭიდილი - silent fall ასე ჰქვია ^^
teepurple
მადლობთ!
http://www.youtube.com/watch?v=cpkN0JdXRpM
აუტისტ Temple Grandin-ზე. ნამდვილი ამბავია.
მოგესალმებით, მინდა გითხრათ რომ სულ რაღაც ერთი კვირაა გავიგე ამ საიტის არსებობის შესახებ და ძალიან მოხარული ვარ, ბევრ საინტერესო რამეს გავეცანი, ასე ვთქვათ ცოდნა ავიმაღლე
ხოლო რაც შეეხება ამ თემას, პატარა ბიოგრაფიასავით გამომივა მაგრამ იმედი მაქვს ასე უფრო გასაგები იქნება. პირადად ვიყავი შიზოფრენიით შეპყრობილი თუ არ ვიცი რა დავარქვა ამას. ადრეული ასაკიდან რატომღაც ყოველთვის საკუთარ სამყაროში ვიყავი ჩაკეტილი, ალბათ იმიტომ რომ არ მეგულებოდა ჩემს გარშემო ისეთი ადამიანი ვისაც ჩემს მეს გავუზიარებდი. ამიტომ თუ რამე მაწუხებდა ვცდილობდი საკუთარ თავში მომეკლა ეს.. ეს იწვევდა დროთა განმავლობაში კარგვეულ წილად ნერვიულ შემოტევებს, უაზრო აგრესიას რაც უარყოფიდად ისახებოდა პიროვნების განვითარებაზე სხვადასხვა კუთხით... 12 წლის ასაკში თამამად შემიძლია ვთქვა რომ გავიგე რას გრძნობს და რას ხედავს ადამიანი სიკვდილის წინ. ხედავს წამიერად მის განვლივ ცხოვვრებას და გრძნობს უდიდეს სინანულს. ალბათ მედიცინის ენაზე ამ ყველაფერს კლინიკურ სიკვდილს ეძახიან. მოკლედ ჩაიარა ამ ამბავმა ჩვეულ რიტმში გავნაგრძე ცხოვრება პატარ პატარა დაბკროლებებით რამაც ალბათ გამოიწვია ეს ფსიქიკური აშლილობა.. ((აქვე ავღნიშნავ იმასაც რომ აქ ერთ ერთი იუზერი შეეხო რეპტილიებთან კონტაქტს არ ვიცი რა არის მაგრამ ალბათ ჩემ შემთხვევაშიც ასე იყო)) ყოველთვის ბევრს ვფიქრობდი ადრეული ასაკიდან ყველაფერზე ცხოვრებაზე მომავალზე ვუღრმავდებოდი ამ ყველაფერს რაც იწვებდა ხშირად უძილობას და არასწორი ცხოვრების რეჟიმს. ერთ დღესაც რატომღაც გამიჩნდა სურვილი რელიგიით დავინტერესებულიყავი, "აქამდე არ ვიყავი ასე ვთქვათ ეკლესიური" მაგრამ ამ დროს ჩემ თავს ვატყობდი რო რაღაც უცნაური ხდებოდა ასე ვთქვათ მოუსვენრად და შეშფოთებულად ვგრზნობდი თავს. ავიღე ბიბლია ძველი აღთქმა და დავიწყე კითხვა მახსოვს დაბადების 3 ფურცელს 6 საათი ვკითხულობდი რაღაცა მინოდა მეპოვა. მოვლენებს ერთმანეთს ვუკავშირებდი დაჯე იმ დასკვნამდეც მივედი რომ მტვარეზე ღმერთის სახეა გამოსახული თქო.. ნუ ეს კიდე სხვა თემააა. მოკლედ ოჯახში შემატყვეს რომ ნიტოდ ვიყავი ეს ხდებოდა 18 წლის ასაკში. მახსოვს ბიბლიის წაკითხივდან 4 დღე და ღამე არ მეძინა.. ვფიქრობდი ძალიან ბევრს და მქონდა შიშები იმის რომ დაძინებისთანავე გაგვიძება არ მეღირსებოდა.. ნუ სიკვიდილს შიში.. პ.ს (მაგარი ოხერი რამეა) ერთი დღის მერე შემთხვევით ინტერეტში გავიცანი ადანიამი "შეიძლება რეპტილია თუ რა ჯანდაბა არ ვიცი" ჩვენი საუბარი საკმაოდ საინტერესოდ წარიმათა მსოფმხედველობაზე და გადავწყითეთ ერთმანეთი ცხოვრებაში გაგვეცნო და უკეთ გაგვეზიარა ჩვენი შეხედულებები ამ სამყაროზე. გავიცანი ეს ადამიანი მეორე დღესვე, თან უძილო ვარ, ჩვენი საუბარი გაგრძელდა 1 დღე, ვგრზნობდი რომ ეს ადამიანი ფლოდა რაღაც ზებუნებრივს, კერძოდ მან ყველაფერი იცოდა ჩემი ცხოვრების ოცნებების შესახებ.. ის ადამიანი იჯდა და ჩემ ლაპარაკს უსმენდა და იმ მომენტში მე ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი'' არ ვიცი რისგან მაგრამ ვიყავი. ბოლოს მეკითხება ასეთ რამეს რა გინდა ამ ცხოვრებაშიო და ტიპმა ყველაფერი მითხრა ჩემი ოცნებიდან თუ რა შეიძლებოდა მდომებოდა.. გეგონება საკუთარი მე მედგა წინ რამაც გამოიწვია ჩემში უსაზღვრო გაოცება და კითხვის შებრუნება ღმერთი ხარ??? მან კი ღიმილით ჩაიცინა არა როგორ გეკადრება.. მე მას მივუგე რომ არ ვიცოდი რა მინდოდა რადგან იმ მომენტში უსაზღვრო ბენდიერი ვიყავი და საიდან ან რატომ მოდიოდა ეს ბედნიერება დღესაც ვერ ვხსნი.. ჩვენი საუბრის მიწურულს მეგონა რომ ეს იყო ვიღაც ვინც გამიძღვებოდა სიკვდილის მერე. და ამაში 100% ვიყავი დარწმუნებული. იმ დონეზე რომ საკუთარ ოჯახსაც გამოვემშვიდობე.. როდესაც ამ ადამიანს დავშორდი. სახლისკენ მიმავალს დავიწყე ქადაგება ხმამაღლა. ქუჩაში და ტრანსპორტში ხალხს რწმენისკენ მოვუწოდებდი.. ხალხი გაოცებული მიყურებდა გეგონება მოსემ წარსულიდან სკუპი გააკეთაო სახლში რომ დავბრუნდი როგორც იქნა მეწვია ძილი მაგრამ აღარ მეშინოდა სიკვდილის რადგან უსაზღვრო ბედნიერებას ვფლობდი.. გაღვიძებისთანავე მახსოვს უცნაურად ვიქცეოდი და ისეთი საკვები მოვითხოვე რასაც მტელი ცხოვრება ვუარყოფდი.. საღამოსკენ სიგარეტი რომ გამომელია გადავწყვიტე მაღაძიაში ჩავსულიყავი და აი მაშინ დაიწყო. ზამთარია დეკემბერი კარგად მახსოვს.. უეცრად სურვული გამიჩნდა შუა ქუჩაში სულ გავშიშვლებულიყავი.. ასეც მოვიქეცი გავიხადე ყველაფერი დავყარე დაბლა ეს ფულიც გადავხიე დავყარე და დავრბოდი შუა ქუჩაში.. და ვგრძნობდი უსაზღვრო ბედნიერებას და თავისუფლებას.. არც სიცივის შერგძნება მქონდა არც სირცხვილის თავი ედემის ბაღში მეგონა.. ვღრიალებდი და ექო მესმოდა საკუთარი ხმის, მაგრამ სახლის კარი მახსოვდა რომ დავბრუნდი სახში ჩემები სახტად დარჩნენ, მახსოვს ფეში გვედგა მივედი და გავარვარებულ ფეჩს ხელი დავადე ტკივილს ვერ ვგრზნობდი, გამოიზახეს სასწრაფო და ამ ჩემისემბა რაგაცეები გამიკეთეს დამამშვიდებელი მაგრამ აზრი? რეაქცია 0. ყველაზე საინტერესო ისაა რომ ხმები მესმოდა. გახდის მომენტიდან უამრავი ხმა ჩამესმოდა და გუგუნი.. მეგონა რომ სხვის აზრებს ვკითხულობდი'' მახსოვს ექიმს რაგაცას ვეკითხებოდი და იმ წამსვე ამაზე პასუხს მე ვცემდი.. იმ ღამეს თავის სუიციდის მცდელობაც მქონდა.. მეორე დღესვე გამაქანეს ჩვენს ელიტარულ ასათიანზე და ისეთი განცდები და შერძებები მქონდა დღესაც მიჭირს ამის ახსნა. კონკრეტულად
1. მეგონა რომ ყოვლის შემძლე ვიყავი და ამაში ეჭვიც არ მეპარებოდა. რაღაც არამქვეყნირუი შეგძნებაა "
2. მომენტებში მქონდა ისევ სიკვიდილს შიშები, საშინელებაა ლოგინის ქვეშ ვიმალებოდი ხოლმე..
3. ზოგჯერ თავი სხვადასხვა არსებები მეგონა მაგალითად გველი ქორი და ასე შემდეგ..
4. ჯვარცმაც განვასახიერე კლინიკაში წოლისას..
5. შემეძლო მზისთვის თვალი გამესწორებინა..
6. ხმები ჩამესმოდა მაგრამ ვერ ვარჩევდი ვინ რას მეუნებოდა.
7. სხვადასხვა პაციენტებს სხვადასხვა როლი მივუჩინე... ზოგი საკუთარი ოჯახის წევრი ან თუნდაც ცნობადი სახე მეგონა.
8. ყველაფერზე მქონდა პასუხი. უაზროდ წამოვხტებოდი ხოლმე და ვტირდი ვიცინოდი. კედელზე რაღაცეებს ვჟღაპნიდი..
9. პერიოდულად ამნეზიაც მემართებოდა,
10. მახსოვს ისეთი რაღაცეები ვიცოდი რაც ცხოვრებაში არ გამიგონია.. რუსულად და ინგლისურად გამართულად დავიწე ლაპარაკი.
და კიდევ უამრავი სხვა.
ერთ ერთი ასეთი შემთხვევა კურიოზივით გამოვიდა, მიღებისას პსიქიატრი რომ მსინჯავდა, მეკითხება როდის დაიბადეო. და ჩემი სწრაფი პასუხი მოყვა.. 1988 წლის 2 რიცხვში ენკენის თვეს დავიბადე თქო ექიმი და ჩემი ოჯახი გაოცებული სახით მიყურებენ... აქამდე მართლა არ ვიცოდი ენკენის თვე როდის იყო. და უამრავი კიდე
3 თვე ნახევარი დავყავი მეხუთე განყოფილებაში. არავის მიმართ აგრესიას არ ვიჩენდი.. უბრალოდ ჩემს გამოგონილ თუ ილუზიურ სამყაროში ვიყავი. სადაც ყველაფერი შემეძლო გამეკეთებინა და ამაში ეჭვიც არ მეპარებოდა.. მკურნალობის პერიოდის მერე ყველაფერი გაქრა, მაგრამ როგორც იძახიან გამეორებას ექვემდებარება. ამ ყველაფერმა დამარობოტა რასაც ქვია. თითქოს ყველანაირი ემოცია გამომაცალა.
დიაგნოზი შიზოფრენია+მწვავე ნერვოზი ეს ექიმის ენით მარა ვინ იცის ამ ყველაფრის კონტროლი სადამდე მიგვიყვანს
საინტერესოა ვისაბროთ მსგავს შემთხვევებზე თუ საიდან მოდის ეს ყველაფერი
ძალიან საინტერესოა რაც დაწერე. დიდი ინფორმაციაა და განვიხილოთ ნელ-ნელა.
უნდა დავივიწყოტ ის სტერეოტიპი რომ ეს დაავადებაა. შენ უბრალოდ შეგეცვალა ამ რეალობის აღქმა. სხვა რეალობა შემოდის მაგ დროს. რეალობა კი ამ ფიზიკურის გარდა უამრავია. რატომ მოხდა ეს ასე ვერ იტყვი მარტივად.
შენ შემთხვევაში უბრალოდ ცუდი იყო ის რომ კონაქტი მთლიანად დაკარგე ამ ფიზიკურ რეალობასთან და მთლიანად იქით გადახვედი. თუ კიდევ დაგემართა უნდა შეძლო გამიჯვნა ამ ორი რეალობის. რომ მოახერხო იყო დამკვირვებელი. ვიცი ამას ახერხებენ. კრიტიკული შეფასების გაზრდა უნდა ისწავლო ყოველდღიურობაში და მოახერხებ.
სხვა რაღაცეები რაც დაწერე ტიპიურია. აი მაგალიტად რელიგიური მოტივები, ჯვარცმაც რომ განასახიერე. ეს არის არქეტიპი რასაც ბევრი ხედავს. სხვა მომენტებიც უცხო ენებზე ლაპარაკი მაგალიტად.
კიდევ გაიხსენე დეტალები რაც გაგახსენდება
Illusion
საინტერესოა მართლა რაც დაწერე.. უფროსწორედ, როგორც ცამოაყალიბე ეგ ყველაფერი. ანუ იმ განვლილის გაანალიზებას კარგად აკეთებ როგორ შენი ნაწერიდან და საუბრიდან ჩანს.. ეხლა როგორია შენი მდგომარეობა და როგორ აღიქვავ ამ ყველაფერს?? ცდილობ რო გამოიკვლიო ისევსენი ტავი და კონტროლს დაუქვემდებარო სენი შესაძლებლობები თუ წავიდა და აღარ გინდა?
old_man კარგი განმარტება გააკეთა, დამატებით ვერაფერს დავამატებ დალშე შეიძლება ამ თემის გაშლა, საინტერესოა ნამდვილად
ჩემი მეგობარმა ,რომელიც ფსიქიკურად ავადაა და რომელსაც დიდი ხანია ვაკვირდები იმიტომ რომ ჩემთვის განსაკუთრებული ადამიანია და შინაგანად ძალიან დიდ ემოციურ კავშირს ვგრძნობ მაგ ადამიანთან ასეთი მეტამორფოზა გაიარა :
თავიდან უბრალოდ რაღაცეებს ურევდა
მერე შიშები ჰქონდა,ბოროტის და დარქ რამეების ეშინოდა მაგრად
ბოლოს რომ ვნახე მითხრა რომ ეშმაკია
მე შევეცადე ამეხსნა მისთვის რომ სამყაროში არსებობს ბნელი და ნათელი და ის უბრალოდ საკუთარ თავში მხოლოდ ბნელს ხედავს ამჯამად მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ნათელი არარსებობს..
მაგრამ ტოტალურად შეპყრობილია იმ აზრით რომ ბოროტია..
არვიცი რავქნა .. ეს წამლებიც რომ არაფერს უშველის ზუსტად ვიცი
ალბათ რაღაც წერტილამდე მივა ბოლოს ,მაგრამ მანამდე რას გაივლის ღმერთმა იცის
თან ახლობლები და ოჯახის წევრები გიჟებს გვანან... ძალიან მატერიალისტურად და რაციონალურად აღიქვამენ მის შინაგან მდგომარეობას და ამასაც გაუცხოების მომენტი აქვს. არადა ამ ეტაპზე პირიქით ჩემი აზრით არ შეიძლება
ჰოდა რას ვამბობდი .. ეშმაკი ვარო რომ მითხრა მაგ დროს დავფიქრდი ,ქრისტიანობა როგორ აკავშირებს არეულ ფსიქიკას დემონებთან
old_man
სწორედ მაგას ვფიქრობ მეც რომ არ შეიძლება ეს იყოს დაავადება რომელსაც ასე ვთქვათ გადავყავართ სხვა სამყაროში სადაც გონებრივი შესაძლებობლები აღემატება ამჟამინდელ რეალობას.. რაც შეეხება მისი კონტროლის დაკარგვას ეს მეტყველებს ალბათ იმაზე რომ არ ვიყავი ამისთვის სულიერად თუ გონებრივად მზად. რაც შეეხება განცდებს და ხედვას იმ რეალობაში დღითი დღე ვდილობ ხოლმე დავძაბო გონება და გავიხსენო თუ რა ხდებოდა ჩემს თავს. იყო შემთხვევა როცა ვხედავდი ადამიანს ამ რეალობისთვის არარსებულ ადამიანს რომელიც ერთი შეხედვით ერთი ჩვეულებრივი მოხუცი იყო რომელიც რაღაცისკენ მიმითითებდა.. დრო და დრო მქონდა შეგრძნება და აკვიატებული აზრი რომ ეს ყველაფერი ხდებოდა იმიტომ რომ რაღაც ასე ვთქვათ მისია მქონდა დაკისრებული რომ რაღაც უნდა შემეცვალა, მაგრამ ვერ ვხვდებოდი რა გზით.. ადამიანების მიმართ დაჟინებული ცქერით ასე ვთქვათ შევდიოდი მის შინაგან სამყაროში და ვხედავდი მის შინაგანნს. მახსოვს ერთი პაციენტი დააწვინეს რომელმაც თავის მოკვლა სცადა ჩემ პალატაში იწვა. ვუყურებ ამ ადამიანს გაშტერებული მზერით "" და უცბად გარშემო იცვლის ყველაფერი ფერს კედლები თითქოს ლპებოდა და ვხედავდი მის ჩონჩხს.. ეს კიდევ უფრო იწვევდა ჩემში შიშს.. ველაპარაკებოდი აზრებით ცხოველებს ფრინველებს და მწერებს " ყოველშემთხვევაში მე ასე მეგონა" შემეძლო ერთი პატარა წერტილიდან შემქმნა უსაზღვრო სამყარო.. მახსოვს ჩემი მეგობრები რომ მოდიოდნენ ვეუნებოდი და ვარწმუნებოდი რომ შემეძლო მთვარეც კი ჩამომეწია, ასე ხდებოდა ოღონდ იმ რეალობაში და არა აქ. რატომღაც რამოდენიმე პაციენტს მივუჩინე რელიგიური გმირები.. წმინდა გიორგი ნიკოლოზი და ა.შ მე იმ პაციენტებს ვემორჩილებოდი რაღაც მომენტში. დრო და დრო უფრო ძლიერდებოდა რწმენა, ვხადავდი ჯვრებს " ვაცნობიერებდი იმ რეალობაში რომ მარხვა უნდა დამეცვა და ვაკეთებდი. მახსოვს თვალებს ვხუჭავდი და ისე დავიდოდი პალატებში ხოლმე სულაც არ მიჭირდა გზის გაკვლევა. როდესაც მე ვიწექი მაშინ იწვა გურამ შარაძის ბიჭიც და ვცდილობდი მასთან კონტაქტი მქონოდა კედლიდან რადგან მის პალატაში არ მიშვედბნენ.. ერთ დღეს დააწვიეს ერთი ფაციენტი რომელიც იყო საშინლად აგრესიული " ცხონებული დაიგუპა"" კაი კაცი იყო ალექსანდრე"" ეს კაცი არავის იკარებდა მაღალი და ზალღონით სავსე იყო.. ხოდა რატომღაც მე ამომირჩია დამისვამდა და მალაპარაკებდა და ასე იძინებდა ხოლმე, თითქოს ჩემი საუბრიდან დადეით ენერგიას იღებდა.. სულ გაიზახოდა ხმები მესმის გამაგიჯებენო.. იყო შემთხვევა როცა რაღაც ხმა ვიღაცის მოკვლისკენ მომიწოდებდა.. ერთხელ ჩემი ოჯახის წევრსაც მივაყენე ზიანი. გინდა თუ არა ეშმაკი ხარ თქო.. ერთ ერთ მოხუცი პაციენტი იწვა რომელსიც რაღაც დაავადებისგან იყო, და სიკვიდილს პირას იყო. შევედი და ასეთ რამეს ვეკითხები ვინ გინდა რომ შემდეგ ცხოვრებაში დაიბადო თქო ქალი თუ ისევ კაცი.. და ამ კაცმა დაჟინებული პასუხით ქალიო, მეთქი დაიძინე და შენ ქალად დაიბადები თქო, იმასაც სჯეროად რომ ასე იქნებოდა რადგან ისიც მსგავს მდგომარეობაში იყო.. ყველაზე საშინელი იყო ის რომ, თავიდან ვერანაირი წამალი ვრ მომარგეს მოდიოდა ჩემდან მოძღვარი. და ყველაზე მეტად იმაზე მეშლებოდა ნერვები რომ ვერ ვუმტკიცებდი ამ ექიმს თუ რა ხმები მესმოდა... ასე ვთქვათ ცდებს ატარებდა ჩემზე.. მახსოვს რომ გამომწერეს გაბრუებული ვიყავი საერთოდ ვერ ვლაპრაკობდი ვჩლიფინებდი ამდენი წამლებისგან. დროთა განმავლობაში დავუბრუნდი ამ რეალობას საბოლოვოდ მაგრამ მიჭირს ამასთან შეგუება..
Lashapoli
წავიდა და მჯერა რომ ამ ყველაფრის კონტროლი ადამიანს სძალუძს. რათქმაუნდა მინდა რომ შემეძლოს იმ საყაროში ხელმეორედ შეხწევა ოღონდ კონტროლის საშუალებიტ რადგან მერწმუნეთ დღევანდელი რეალობა მართლაც არაფერია იმ განცდილ რეალობასთან, ეს იყო ყველაზე ძლიერი ნარკოტიკი ალბათ. უბრალოდ ამისთვის სულიერად თუ გონებრივად ძლიერი უნდა იყო. ამ ყველაფრის მერე მიჭირს დღევანდელ რეალობასთან ადაპტაცია, თითქოს რობოთივით ვარ ყველაფერს ვაკეთებ მექანიკურად.. მაგრამ ჩემი დღევანდელი რეალობა ისეთივე როგორც ყველა რიგითი ადამიანის, ვაზროვნებ ვცხოვრობ ვსწავლობ, და როცა მახსენდება ის ყველაფერი ვცდილობ ღიმილით შევხედო..
daliela
პერიოდულად ჩემთანაც მოდიოდა მსგავსი აზრები, და მერწმუნე როგორც არ გინდა აუხსნა მას თუ რა არის რეალობა, ვერანაირად ვერ დააჯერებ თუ მას ეს არ უნდა.. რაც უფრო შეეწინააღმდეგები მას საპირისპიროში მით უფრო გამოიჩენს აგრესიას.. პირიქით თავი უნდა დაუქნიო რომ ის მართალია და დააკვირდე, აი უკვე რომ მისი ზლიერი სულიერება გადალახავს ამ ყველაფერს, მერე თვითონ გაანალიზებს რა არის რეალობა და მისტიკა.. ჩემ დროს იყვნენ პაციენტები რომლებიც წლები იყვნენ ამ მდომარებოაში ჩარჩენილები წამლებისგან გაბრუებულნი.. როგორ მიუყვარდა მათთან თამაში
აქვე დავამატებ იმასაც რომ. ამ ყველაფერს მოძღვარი ხედავდა როგორც სატანის მოარულებს. " მეღიმება ამ სიტყვაზე" ამ ყველაფრის მიუხედავად მწმას ჩვენი შემოქმედის არსებობის. მარა რელიგიასთან ცოტა სხვა დამოკიდებულება მაქვს, ვერ ვიღებ ისეთს როგორიც არის ან ჩემთვის უინტერესოა.. არ ვიცი...
ჰო ზუსტად მასე ვიქცევი .. ყოველთვის ვეუბნები რომ ეს რაღაც ეტაპია და უნდა გადალახოს და გაიაროს და როცა საჭიროა ეს მხოლოდ მაშინ დამთავრდება
არ ვთვლი გიჟად
იმიტომ რომ თვითონაც არვიცი რა არის ნორმალურობა
ან სადაა ზღვარი სიგიჟესა და ნორმალურობას,რეალობასა და ილუზიას შორის.
შენი დაწერილი პოსტი რომ წავიკითხე უცნაური შეგრძნება მქონდა.. რაღაც ძალიან რეალური და ნაცნობი გეწერა.
კი მივხვდი . და როცა ვნახულობ საშინელი სიმძიმე მოდის მაგისგან. დაჯე ხელს რო ვკიდებ ,ვუყურებ .. არეულია და მძიმე და იტანჯება
არ იმჩნევს მაგრამ იგრძნობა
იმედია გაუძლებს
Illusion
ყველანი მეტ-ნაკლებად გიჟები ვართ. ზოგი ვაცნობიერებთ ამას და დამკვირვებელს ვრთავთ, ზოგი ვერა. თუმცა ქცევების დონეზე სტრესულ სიტუაციებშI ამ ორს შორის დიდი განსხვავება მაინც არაა
Illusion
ძალიან საინტერესოა ყველაფერი რაც დაწერე, უდიდესი გულწრფელობა იგრძნობა შენს პოსტებში.
შენ განსხვავებული ადამიანი ხარ და ეს ამ ცხოვრებას არ ეწყობა, ამიტომ უნდა ისწავლო თავის დაცვა, შენი თავის მართვა, რომ ისევ ექიმებსა და მასეთებს არ ჩაუვარდე ხელში. ზემოთ ოლდმენმა მოგცა კარგი რჩევა,–დააკვირდი შენს თავს, გარედან აკონტროლე, ასევე ისწავლე თავიდან შენს გრძნობებზე დაკვირვება, რას გრძნობ, როცა დაკვირვებას ისწავლი, მალე შენი გრძნობების მართვასაც ისწავლი.
Illusion
იმ ადამიანს თუ ხვდები კიდევ სადმე?
ხო ეგრეა , ყველაფერი რომ მოყვე რასაც ხედავ დიაგნოზი იქნება შიზოფრენია... ადამიანს არ შEუძლია მოვლენების და საგნების კლასიფიკაციაზე უარის ტქმა, რაგდან ასე უფრო მარტივია. ამ სამყაროს მოდელი , უფრო სწორედ ის მოდელი რომელიც აქ დაამკვიდრე სმითხოვს გარკველ ჩარჩოებს და კლასიფიცირებას, სხვა შეთხვევაში ყველაფერი ჩAმოიშლება და აზრს დაკარგავს, სინამდვილში კი პირიქიტ....
Illusion
ცხოვრებაში ბევრი ადამიანი შეგხვდება, რომლებიც განსაკუთრებულ ზეგავლენას ახდენენ შენზე. ხშირად ვერ ვხედავთ, მაგრამ მათი ზეგავლენა საკმაოდ დიდი უარყოფითი ენერგიაა. ძნელია გამოიცნო და განსაზღვრო, რადგან გრძნობები გონებას აბნელებენ ხან და ვერ ხედავ.
ყველაზე მნიშვნელოვანი ერთი რამეა, არავინ არ გააღმერთო და არავინ არ ჩათვალო რომ ეშმაკი ან რაღაც რეპტილიაა.
ყველაშია შავიც და თეთრიც, მხოლოდ გზებია განსხვავებული, ვინ რა გზას ადგას და ვინ საით მიდის.
ისევ გამიმეორდა 3 დღით ოღონდ ამჯერად რაღაც დონეზე დამკვირვებელი ვიყავი და ეს იყო რაღაც სულ სხვა ზე ემოცია. ექიმებმა ისე გამაბრუეს წამბლებით დორბლი გამდის საკუთარი ხმის ეხო ეხლას ჩამესმის ყურში. ორ ცეცხლ შუა ვარ, ან დღევანდელ სოციუმს უნდა შევუერთდე ან გუდანაბადი ავიკრა და სამდე ბუნებაში დავსახლდე სადაც თეთრ ხალათიანები ვერ მომაგნებენ ავადმყოფობის პერიოდში ძალიან ცუდ პარალელებს ვავლებ და ეს ძალას მმატებს სულიერად. მარა პიზიკურად შეურაცხადი ვარ როგორც მეუნებიან
უფრო კონკრეტულად თუ შეგიძლია დაწერო ეს სამი დღე რას აღიქვამდი, რას ხედავდი ან რა გესმოდა. რა ფიქრები მოგდიოდა...
დეტალურად რომ გაიხსენო ყველაფერი
და კიდე 1 წელი გავიდა რაც ამ ფორუმზე დაპოსტე შენი ამბავი. რამე შეიცვალა?
მე მაინტერესებს როგორ იწყება შემოტევები. აი ხარ ჩვეულებრივად და როგორ შემოდის, უცებ იცვლება ცნობიერება? თუ ნელ-ნელა. ის საზღვარი როგორია, იგრძნობა გადასვლა? მაგ მომენტს აცნობიერებ?
მესმის რასაც წერ, ეგ არის რაღაც ზეცნობიერებას უერთდები, მარა გონება ვერ უძლებს ამას და ხდება ის რომ ამ სამყაროში ვეღაც ცხოვრობ ნორმალურად. რაღაც კანალი გაქვს გახსნილი. მაგრამ რატომ გაქვს გახსნილი.
სანამ სხეულში ხარ იქ სამუდამოდ ვერ გადახვალ. ერთადერთი როგორც ადრე ვთქვი გაცნობიერებაა. ფსიქოტროპული წამლების არ მჯერა მე, აქაც და იქაც იქნები სამუდამოდ გაბრუებული ))) აბა რა გირჩიოთ. ამ მდგომარეობების კონტროლი უნდა მოახერხო დამკვირვებლიდნა გამომდინარე...ყოველ წუთს აკვირდებოდე შენს თავს. იქნებ მედიტაციები დაგეხმაროს. მე ასე ვიზამდი შენს მდგომარეობაში... მერე ცხოვრებაც მორჩება და დაისვენებ. სხვა გზას მე ვერ ვხედავ
დიდი მადლობა რჩევისთვის. 25 ის ვარ თითქმის ყველა სფეროში გაათვიცნობიერებული რისი ინტერესიც მქონდა მარა ჩემთვის სასარგებლო და გულის გადასაყოლებელი ვერაფერი ვერ ვნახე. ბავშობიდან მითოლოგია მიზიდავდა და ზღაპრები, ამჯერად გრეციაში ვცხოვრობ და შენ რაც აღნიშნე მედიტაციები საითკენ გავეშურო რომ მოვიპოვო სულიერი სიმშვიდე თორე ადგილს ვერ ვპოულობ გულწრფელად ვიძახი, სასაწაული ჯილკის ადამიანი ვარ, შემიძLია მიზნის მიღწევისთვის დარჩენილი ცხოვრება დავთმო. ერთფერობება მტაჯავს მინდა სულ მოზრაობაში და რამის კეთებაშI ვიYო. მინდა მსოფლიო მოქლაქე ვიყო და დღევანდელი სისტემა ამას რომ კრძალავს ვიგრუზები. ძალიან ცუდ დროში დავიბადე ზოგჯერ საკუთარ ტავს ვეუნები ან მომავალშI ან ღრმა წარსულში დავბადებულიკავი ჯობდა. თან ოჯახიც შეშფოთებულია ხომ არ იციან რას ვგრზნობ იმ მომენტში როცა ეს მემართება. დღეს დღეობით ყველაფერს რასაც ვაკეთებ ფაქტიურად რობოტივით ვარ, 12 წლის ასაკსშI გადრდავიცვალე და განვლილი ცხოვრება კადრებივით დავინახე და მხოლოდ სინანულის შეგრძნება მქონდა. ერთი ჩემი ჩკუის და სამყაროს ფეხით შემოვლივლიდი
Illusion
პრივეტ )) საინტერესო ტიპი ხარ
ერთადერთი რაც გიშველის შენ მდგომარეობაში სანამ ამ სხეულში ხარ გამოკვეტებული როგორც ოლდმენმა გითხრა დამკვირვებელია შინაგანი დამკვირვებელი !
ზღვარი ირღვევა ცნობიერს და ეგრედწოდებულ ქვე ცნობიერს შროის და მაგით კაიფობ ,თუ დამკვირვებელს დაამუღამებ უფრო იკაიფებ და ბოლოს რო მოკვდები საინტერესოა სად გაიჩითები
დამკვირვებელი ყველა შეგრძნების მიღმა დგას ანუ რასაც არ უნდა გრძნობდე თუ იცი ეს ყოველთვის განზე იდგები და თამაში ბოლომდე არ დაკარგავ თავს
ექიმებს არ გაეკარო კიდე )))))))
Existence
ოშო სად ვნახო ? მასე ვარ ზუსტად როცა იმ ცნობიერში ვიმყოფები.
Illusion
ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რკინის ნერვებით და მიზან დასახულობით, მარა იმ მომენტში მე ნამდვილად არ ვარ ვიღაცა შემოდის და ჩორტაობს რაგაცეებს, ეხლაც ადია მომცეს შვებულება 5 დღიანი ამ წამლებმა ხო შემიკიკინა პიზიკურად გადამღალა ზიპრექსაზე ვარ, ბოლო გაბერვიდან პოლიციამ მიმაბრძანა კოლეგებთან ზაგლივით მაბავენ, 2 ჯერ გავიქეცი პსიქიატრიულიდან, და სად გავრბორდი მეც არ ვიცი, მეგობარი მყავს ერთი რომელიც ძალიან გათვიცნობიერებულია მსგავს თემებში და ის ჩამომიყალიბებს ზუსტად რა მემართება, პირამიდებსაც კი შევეხე ბოლოს და სხვა ცივილიზაციას, და იმე დევილოს თქო და გუშინ კიდე კვეთებულის ლოცვა ჩამიტარეს მარა რეაქცია 0. ბოლოს კარგი რაც მახსოვს ის იყო რომ მეგონა სიმღერა სადაც გაჟერდებოდა ჩემზე მღეროდა და ტირილი მინდებოდა მელოდიის პონზე, ტაშს რომ ვუკრავდი ეხოსავით მესმოდა, და ადამიანებს პიქრებით ველაპარაკებოდი ( მე ასე მეგონა ყოველშემთხვევაში) რიცხვებთანაც მქონდა შეხება რაგაც მითითებებს მაძლევდა, ამჟამად სრულიად გამოსული ვარ მდგომარობიდან, და ნამდვილად არ მინდა იგივე განმეროდეს ისე რომ კონტროლი დავკარგო, ერთ ერთი გამომწვევი მიზეზი უძილობა ყოფილა როგორც ექიმა მითხრა, მახსოვს განმეორებამდე 4 დღე და ღამე არ მეძინა, არ მეკარებოდა ძილი და რა მექნა
დიაგნოზი შიზოიდი :/ რომელიც განმეორებას ექვემდებარება
Illusion
საქართველოში არ ცხოვრობ ხო ?
,,Мистики и шизофреники попадают в один и тот же океан, но если мистики там плавают, то шизофреники в нем тонут.''
Fritjof Capra
ცურვა სიწავლეთ ! და ნუ დაფრთხებით
საინტერესო იქნებოდა განგვეხილა დაავადება ,, ეშმაკეული "... სახარებაში მოიხსენიება ასე. ამ ეპოქაში სხვადასხვა სახელით ვიცით მედიცინაში, მაგრამ ეს არის მომენტი, როცა ადამიანი ვერ ახერხებს თავის თავზე კონტროლს. ეს სხვადასხვა სახით შეიძლება გამოიხატოს. მცირე თუ დიდი უარყოფითი ენერგია (ეშმაკი) ადამიანში შედის და იქ ბუდობს. ეს ენერგია ხდება ადამიანის მუდმივი თანამგზავრი. როდესაც ადამიანი სიკვდილის პირასაა ეს ენერგია ტოვებს ადამიანს,ამიტომაცაა ხშირად სიკვდილის წინ უფრო განსხვავებული აზრი შესაძლოა მოვისმინოთ ადამიანისაგან.ამ დროს ის ხდება თავისი თავი.
ის ხდება თავისი თავი, რადგან განთავისუფლდა. სამწუხაროდ ისაა, რომ როცა ის სული, ბოროტი ენერგია იგრძნობს სიკვდილის მოახლოებას, მხოლოდ მაშინ ტოვებს ადამიანს. ის გამოდის მისგან და იწყებს ძებნას სხვა ადამიანში როგორ შევიდეს. ადამიანში შედის თუ ამის უფლებას მიიღებს ერთგვარად თვითონ ადამიანისაგან. ხდება ჩაკრების გახსნა და ასე ეღება შესასვლელი. ეს ხდება ძალიან დიდი ემოციური დატვირთვის დროს. ეს არის მომენტი, როცა ან ძლიერ ვტირით,ან ვყვირით აღელვებული და სხვა...
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)