მოკლედ ერთი ადამიანის რჩევით დავიწყე ამ ვარჯიშების კეთება. იგი უკვე დიდი ხანია მათ აკეთებდა და როგორც მომიყვა ბევრი ჯანმრთელობის პრობლემა გაუქრა. თან ძალიან საინტერესო ფორმით - თავიდან ეს პრობლემები გამწვავდა და როდესაც ერთგვარ პიკს მიაღწია, სამუდამოდ გაქრა. როგორც მითხრეს მთავარია ამ დროს არ მიანებო ვარჯიშს თავი.
მე სულ რამდენიმე კვირაა ვაკეთებ მათ, მაგრამ უკვე შემიძლია გარკვეულ შედეგებზე ვისაუბრო. უფრო ადრე მეძინება და ადრე მეღვიძება, მყოფნის ცოტა ძილი. ეს მარტივად ჟღერს, მაგრამ ვინც მიცნობს იცის თუ რამდენად ძნელი იყო ეს ყველაფერი ჩემთვის. განსაკუთრებით ადრე დაძინებას რაც შეეხება.
ეს ვარჯიშები შეიძლება ცოტათი იოგას გავს, მაგრამ ისინი სინამდვილეში ჩინურ უშუსთან და თაი-ჩის, ან ჩიგუნის სისტემებთან უფრო ახლოა. მე პირადად მათმა სიმარტივემ მომხიბლა. სულ 5 დან 15 წუთამდე უნდა.
წესით ამ ხუთიდან ყოველი სავარჯიშო 21-ჯერ უნდა გააკეთო (მეტი არაა საჭირო), მაგრამ ეგრევე 21-ით დაწყება არ შეიძლება. 7 ეტაპად უნდა დაყო. პირველ ეტაპზე 3 ჯერ უნდა გააკეთო ყოველი სავარჯიშო. მაგალითად მარტო სამჯერ დატრიალდე. შემდეგ ყოველ ეტაპზე 3 ჯერი უნდა დაუმატო, ანუ 6-ჯერ, 9-ჯერ და ა.შ. გააკეთო ყოველი სავარჯიშო.
ეტაპიდან ეტაპზე გადასვლა ნელა უნდა მოხდეს, საშუალოდ ყოველ ერთ კვირაში. მაგრამ თუ ისეთ სტადიაზე მიხვედი, რომ რომელიმე სავარჯიშოს კეთება გაგიჭირდა, იმ ეტაპზე უფრო დიდხანს უნდა დარჩე, სანამ არ გაგიადვილდება. მე როგორც მითხრეს ზოგი მეხუთე ეტაპზე (15-ჯერ) ყოვნდება რამდენიმე კვირა, ზოგი მესამეზე (9 -ჯერ). ეს ყველასთვის ინდივიდუალურია.
მოკლედ სცადეთ და თქვენთვითონ შეაფასეთ.
Пять тибетских жемчужин
Тибетец 1
Станьте прямо, руки разведите в стороны (рис. 1). Пальцы вместе, ладони открыты и обращены вниз. Не меняя положения рук, сделайте полный оборот по часовой стрелке (т. е. вправо). Повторите оборот двадцать один раз без перерыва.
Когда закончите вращение, станьте прямо, ноги вместе, руки на бедрах (рис. 2). Сделайте глубокий, полный вдох через нос. Выдыхайте ртом, губы сложите в форме буквы «О». Повторите вдох и выдох дважды, прежде чем перейти к выполнению Тибетского Упражнения 2.
Возможно, вы почувствуете головокружение, впервые выполняя это упражнение. Будьте осторожны, не переусердствуйте. Это упражнение укрепляет вестибулярный аппарат — механизм баланса, находящийся во внутреннем ухе. При регулярных упражнениях головокружение прекратится и не будет возникать даже при большой скорости вращения, движение станет легким и плавным. Это то же вращение, которое практикуют дервиши, суфийские мистики, которые вертятся с большой скоростью в течение долгого промежутка времени. Они и известны как «вращающиеся дервиши».
Тибетец 2
Лягте на спину на мат или коврик. Ноги полностью вытянуты, щиколотки касаются друг друга. Руки вытянуты вдоль тела, ладони на полу (рис. 3). Вдохните носом, поднимите ноги чуть больше, чем на девяносто градусов, и поднимите голову, коснувшись подбородком груди (рис. 4). Это все выполняется одним плавным движением. Пальцы ног обращены вверх, поясница не должна отрываться от пола.
Выдохните носом или ртом, возвращая ноги и голову в стартовое положение, — полностью расслабьтесь на полу. Повторите упражнение двадцать один раз без перерыва, вдыхая при подъеме ног и головы и выдыхая при опускании.
Закончив, встаньте, ноги вместе, руки на бедрах (рис. 2). Сделайте два глубоких вдоха-выдоха, вдыхая носом и выдыхая ртом, губы сложены в форме буквы «О».
Тибетец 3
Станьте на колени, подушечки пальцев ног касаются пола. Колени разведены примерно на 4 дюйма (10–11 см). Ладони на задней стороне бедер, сразу под ягодицами. Спина прямая, подбородок прижат к груди (рис. 5).
Вдохните через нос, выгибаясь дугой назад от поясницы. Голову запрокиньте так далеко, как можете, не причиняя себе этим неудобства (рис. 6). Ваши руки будут служить вам опорой при наклоне назад. Затем выдохните носом или ртом, возвращаясь в исходное положение. Повторите полное движение двадцать один раз в ровном, ритмичном темпе.
Закончив, встаньте, ноги вместе, руки на бедрах (рис. 2). Сделайте два глубоких вдоха-выдоха, вдыхая носом и выдыхая ртом, губы сложены в форме буквы «О».
Тибетец 4
Сядьте прямо, ноги вытянуты перед собой. Ладони плашмя на земле возле бедер. Положение рук очень важно, ладони должны быть направлены точно вдоль бедер. Подбородок касается груди (рис. 7).
Вдыхая через нос, поднимите бедра, согнув ноги в коленях и встав на стопы плашмя, голову полностью запрокиньте назад. Вы окажетесь в положении, когда туловище параллельно земле, а руки и ноги — перпендикулярны. Выдыхайте носом или ртом, возвращаясь в исходное положение. Повторите упражнение двадцать один раз в ровном, постоянном ритме. Следите за тем, чтобы подошвы ног не скользили. Стопы должны оставаться в неизменном положении до конца упражнения. Руки также не должны сгибаться, движение производится за счет плеч.
Закончив, встаньте, ноги вместе, руки на бедрах (рис. 2). Сделайте два глубоких вдоха-выдоха, вдыхая носом и выдыхая ртом, губы сложены в форме буквы «О».
Тибетец 5
Исходное положение — опора на ладони рук и подушечки пальцев ног. Руки и ноги на ширине примерно 2 фута (60–70 см). Голова поднята и запрокинута назад (рис. 9). Не сгибая рук и ног, сделайте вдох через нос, одновременно поднимая ягодицы и касаясь подбородком груди, ваше тело представляет собой правильный треугольник (рис. 10). Выдохните через нос или рот, опускаясь в исходное положение. Ваше тело должно касаться земли только ладонями и подушечками пальцев ног в течение всего упражнения, руки и ноги не должны сгибаться. Повторите упражнение 21 раз в постоянном темпе.
Закончив, встаньте, ноги вместе, руки на бедрах (рис. 2). Сделайте два глубоких вдоха-выдоха, вдыхая носом и выдыхая ртом, губы сложены в форме буквы «О».
Закончив выполнение всех пяти упражнений, лягте на пол и расслабьтесь в течение нескольких минут. Дышите легко и спокойно. Наблюдайте за новыми ощущениями в вашем теле.
კიდევ რაღაც დამატებაც არსებობს. იმაზე მერე დავწერ. ძირითადი ვარჯიშები ესაა.
თუ თქვენც აკეთებთ ან აკეთებდით ამ ვარჯიშებს, საინტერესო იქნება თუ თქვენი გამოცდილების შესახებ მოგვიყვებით.
აი ესაა მთლიანი წიგნი საიდანაც დავაკოპირე: http://www.e-reading.org.ua/bookreader.php/148394/Kilhem_-_Pyat'_tibetskih_zhemchuzhin.html
Emigranti
ეგ ყველაფერი კაი მაგრამ... მაგ გამოჯამრთელებას ხო ჭირდება ენერგია და მაგ ენერგიას ეგ ვარჯიშები საიდან იღებენ არ დაფიქრებულხარ?
რავი...მემგონი შენ იცი რაზეც გელაპარაკები .....
ყოველშემთხვევაში ადრე იცოდი რო ესე მექანიკურად განკურნება არაფერს მოუტანს ადამიანს .......
ტექნიკას რო დებ ალბათ სწორე იქნება ისიც თქვა რომ მთელი მიროვაზრენიე თუ რაშეცვალე თან მაგის პარალელურად , ძველი პრიორიტეტებით კანკურებული სხეული დიდი თავის მოტყუებაა და პრობლემის გადაგდება სხეულიდან ბედზე ან ბავშბებზე ...აშ...
Existence
Emigranti
ორივეს გეთანხმებით, იმას დავამატებ მხოლოდ, რომ ვინც ამ ვარჯიშების სისტემა შეიმუშავა თავისთავად იგულიხმა, რომ ეს მხოლოდ მექანიკური მოძრაობები კი არ არის, არამედ სულისა და სხეულის შეთანხმებული მოძრაობა, პრინციპში, როგორც ყველა აღმოსავლური ვარჯიში დასავლურ აერობიკისაგან და კუნთების ხელოვნურად დაბერვისაგან განსხვავებით. აღმოსავლური ჰარმონიული მოძრაობებით კი შენ მხოლოდ ენერგიებს ცვლი და აბალანსებ. და თუ რომელიმე ავადმყოფობა შენი არჩეულია, კარმით ან რაიმე მიზეზით, ამგვარი ვარჯიშებით არ განიკურნება, აი, ზოგ ენერგეტიკულ მკურნალს კი შეუძლია გაგკურნოს, მაგრამ თუ ეს მოხდა შენს უმაღლეს მესთან შეთანხმების გარეშე (და როგორც აკეთებს "ექსტრასენსთა" უმეტესობა), დიდ ზიანს გაყენებს შენც და საკუთარ თავსაც.
Emigranti
http://www.youtube.com/watch?v=jeKTFrJgBPU
ეს ვარჯიშები იგივეა?
კარგად ვერ ვიგებ, როგორ ამბობს, თავიდან 3ჯერ აკეთებ თითო ვარჯიშს და მერე უკლებ? შენ პირიქით გიწერია
თიკო რა კარგი ვიდეო იპოვე, აი, ეს მეორეც კარგია, ვიზუალიზაციაც აქვს დამატებული >> http://www.youtube.com/watch?v=a6fw8Y5TLWw&feature=related
შენ მთლად სწორად ვერ გაიგე. ანუ თავიდან თითოეულ ტიბეტელს აკეთებ 3-3ჯერ და მეორე კვირიდან უმატებ კიდევ 2ს, რაც დღეში უდრის 5ს , შემდეგ კვირას კიდევ +2 და ასე ნელ-ნელა აგვყავს 21მდე
მზეონა
გმადლობ, ჩემი რუსულით კიდევ კარგად გამიგია
მე მგონი საჩემო ვარჯიში ვიპოვე, ძალიან მომწონს
Emigranti
მემგონი ივნისში დაიწყე ვარჯიშ და თუ არის რამე ახალი შეგრძნებები?
ძალიან კარგი ვარჯიშებია მე თუ მკითხავ ჯანმრთელმაც უნდა აკეთოს
GuddaX
გამოცდილება თუ გაქვს გაგვიზიარე რაა
Emigranti
მეც მეხვევა თავბრუ ვარჯიშების ბოლოს, მარტო ტრიალზე კი არა
tikoroma მართალი, ხარ და არა მარტო ამაშია სხვაობა, მეორე ვიდეოში დიდი მნიშვნელობა ვიზუალიზაციას ეთმობა, რაც პირველში საერთოდ უგულველყოფილია
მზეონა
ჰო, თიკო, შენ ჯერ ვარჯიშები ისწავლე და ეგ ვიზუალიზაცია პრინციპში უფრო რთულია და არ არის აუცილებელი. ეს ვარჯიშები ისედაც ძალიან ეფექტურია!
კიდე ერთი კითხვა. 21ზე რომახვალ მერე აღარ ზრდი რაოდენობას ხო?
ხვალიდან ვცდი...და გაგიზიარებთ აზრებს..
Emigranti
ძალიან სასიამოვნო გასაკეთებელია ეს ყველაფერი... აშკარად დადებითად მოქმედებს...
Emigranti
არაფრის, ჩემო კარგო.
თუ რამე კითხვა გექნებათ, დამიწერეთ და ვკითხავ. და კიდევ ის დამავიწყდა, რომ მეორე ვარჯიშის დროს ხელისგულები ზემოთ უნდა გქონდეთ (ეს სურათები ვაჩვენე), დასაწყისში შეიძლება დაბლა იყოს, ბალანსისთვის.
მეც მინდა რეკომენდაცია გავუკეთო ამ ხუთ სავარჯოშოს. ერთი პერიოდი ვაკეთებდი და ძალიან დამეხმარა. ტრიალს რაც შეეხება, არავის ვურჩევ თვალდახუჭული იტრიალოს მე ყოველთვის თითს ვუყურებ. მთავარია სწორი ადგილი იყოს, ტრიალს როცა მიეჩვევი შეგიძლია საათობითაც იტრიალო, ფიზიკურად არა მგონია რაიმე პრობლემა იყოს, აი სხვა მხრივ შეიძლება. ტრიალს მოაქვს განსაკუთრბული ენერგია, აგრეთვე აღვიძებს ძირეულ შიშებს, ამიტომ ცოტ-ცოტა და ფრთხილად. მე პერიოდულად ვტრიალებ, მერე ვჩერდები მერე ისევ ვიწყებ. ანუ ფიზიკურად სირთულე არ მაქვს მაგრამ ზოგჯერ ვეღარ ვუძლებ.
Shou
აბა კონკრეტული მზერა არ გქონდეთო ტრიალისასო? მგონი არაფერზე არ უნდა შეაჩერო მზერა(მოცეკავვესავიტ)პირიქით
ესაა ცადებული ამ ტრიალში თანაც 3 დან რომ იწყებ არაა პრობლემა, მერე ეჩვევი და არც ტავბრუსხვევა იქნება..
გამარჯობა,
5 ტიბეტური მარგალიტის (Five Tibetan Rites) ტრენინგი იწყება თბილისში და არავის გინდათ? მე 6 დღე ვიარე მოსამზადებელზე და, სულ 2 კაცი ვიყავით, მერე ის მეორე გამოგვაკლდა და კურსიც შეჩერდა, მე ძალიან მინდა გავიარო, მაგრამ ხალხის სიმცირის გამო ჯგუფი არ დგება.
თუ შევიკრიბებით რამდენიმე ადამიანი თავისუფლად შეგვეძლება დავიწყოთ.
თუ გაინტერესებთ ყველაფერს დეტალურად დაგიწერთ, ვინ ატარებს და ა.შ.
ძალიან ძლიერი ვარჯიშებია, თუ არ გაქვთ გაგონილი შეგიძლიათ დაგუგლოთ
კი, კარგი იქნება თU ცოტა დეტალურად დაგვიწერ..
სახელი და გვარი არ მახსოვს იმ კაცის ვინც ატარებს, უფროსწორად სახელი მახსოვს, გაგა ქვია. ზალიან მაგარი კაცია, მე ძალიან მომეწონა, თავისი მიგნებები აქვს და შიგადაშიგ გვიყვება ხოლმე. აქ თბილისში დროებითაა ჩამოსული, ისე უკრაინაში მოღვაწეობს კიდე კონკრეტულად თუ რამე გაინტერესებთ გაგიგებთ
ვნახე ვიდეო და მივხვდი რომ თურმე დიდი ხანია ასეთ ვარჯიშებს ვაკეთებ, ხვალიდან სისტემატიურად დავიწყებ და ვნახოთ რა იქნება
ერთი კითხვა მაქვს... ანუ კვირაში სამჯერ აკეთებ პირველ ჯერზეო რომ ამბობს ვიდეოში, ნიშნავს რომ, დავუშვათ პირველ ტიბეტელს ვაკეთებ ერთხელ მხოლოდ? ანუ ვბრუნავ მხოლოდ სამჯერ? და მორჩა?... ნუ ნიშნავს, რომ ყოველდღე სამ-სამჯერ ვბრუნავ? იმედია ძალიან არ დაგაბნიეთ ამ ჩახლართული კითხვით...
atinati
თავიდან ყველა ვარჯიშს აკეთებ 3-3ჯერ. ყოველ კვირას უმატებ 2ს. ადიხარ 21-მდე.
დილით სანამ ისაუზმებ სამჯერ ტრიალი, 3-ჯერ -2 სავარჯიშო, 3-ჯერ-3 სავარჯიშო, 3-ჯერ-4 სავარჯიშო,3-ჯერ-5 სავარჯიშო.
The End.
atinati
უკვე მეოთხე დღეა ამ ვარჯიშებს ვაკეთებ თავის ტკივილები დამეწყო, პირველ დღეს შუბლი მტკიოდა და ეს ვარჯიშის შედეგია????
არადა თავის ტკივილები პრინციპში საერთოდ არ მაწუხებდა მანამდე
კი მეც მტკიოდა რამოდენიმე დღე. გაგივლის.
natuka
რა მაინტერესებს იცით ამ ვარჯიშებს რამე ენერგეტიკული დათვირთვა აქვს ალბათ ხო და ასე იმიტომ მოქმედებს, იმიტომ რომ ფიტნესზე როდესაც დავდიოდი ვაკეთებდი მსგავს ვარჯიშებს, მაგალითად მე-2, მე-3, მე-4, მე-5 ტიბეტელს ))
მოკლედ ტიბეტელებს ალღო კარგად ავუღე და ყოველ დილა ვაკეთებ. თუ არ გავაკეთე უკმარისობის გრძნობა მაქვს. თავიდან ვიდეო გაკვეთილი მქონდა ჩართული და ისე მოვყვებოდი იმიტომ რომ სურათებით ყველა ნიუანსს ვერ დაიჭერ. შედეგია ძაან კარგი. თითქოს სხეული მოვირგე კარგად, გემრიელად ))
მაინტერესებს რომელი ტიბეტელი მოგწონთ ყველაზე მეტად?
მე მსიამოვნებს მე-3 და მე-5.
1-ტრიალი ყველაზე ნაკლებად.
ბოლო სამი სასიამოვნოა. მეც ყოველდ|ღე ვარჯიშობ, მაგრამ მხოლოდ 9 ვაკეთებ, რამოდენიმეჯერ მქონდა მცდელობა მომატების მაგრამ რაღაც არ მსიამოვნებდა ვარჯიში.
მე 6-თ დავიწყე და მივხდი რომ ცოტა იყო ჩემთვის. გადავედი რამდენიმე დღეში 12-ზე და მერე ერთი კვირის შემდეგ პირდაპირ 21-ზე.
ბიძაჩემი გადადებული იყო, წესით 6 წლის წინ უნდა მომკვდარიყო, მაგრამ ამ ვარჯიშებით დღესაც ბიჭივით გამოიყურება 75 წლის ასაკში.. ნუ თვითონ თვლის ამ ვარჯიშების წყალობითო...
td.........
ჰო ამ ვარჯიშებზე წერია რომ გამაახალგაზრდავებელი ეფექტი აქვს, სიცოცხლის ხანგრზლივობასაც ზრდისო
მაგრამ ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს რამდენი ხანი ვიცოცხლებ. მთავარი არაა ხანგრძლივობა. მთავარია ამ სიცოცხლის ხარისხი. რა ჯობია რომ სხეულს ფლობდე ასაკშიც
ნუ იმაზე აღარ ვამბობ შუა ხნის ასაკში სამკეცა ღაბაბი და ღიპი და კიბეებზე ხვნეშა-ხვნეშით ამოსვლა ))
ეს ვარჯიშები ამის გარანტიას იძლევა რომ სიცოცხლის ხარისხი იქნება მაღალი. მე ვვარჯიშობდი შტანგით, განტელებით მაგრამ ტიბეტელები სხვაა, სხვანაირ სიამოვნებას მანიჭებს. ეს არის ფიზიკურ+ენერგეტიკულ ვარჯიშთა კომპლექსი. სხვა ვარჯიშები კი ადრე რომ ვაკეთებდი იყო მხოლოდ ფიზიკური.
დიდი მნიშვნელობა ენიჭება აქ ხერხემალს. ხერხემლის გაჭიმვებით იხსნება ენერგეტიკული არხები და ენერგია ჩაკრებში თავისუფლად იწყებს დენას
old_man
ხო , ხერხემალი ჩემი ტკივილია, ნუ მახსენებ!
5 ტიბეტელის თითოეულ ვარჯიშს აქვს მედიტაციური დატვირთვაც. უკავშირდება ჩვენი სამყაროს ხუთ ელემენტს. კარგი იქნება თუ ვარჯიშისას გავიმეორებთ გონებაში:
1 ტიბეტელი (ენერგია): მე ენერგიით სავსე ვარ
2 ტიბეტელი: (ჰაერი) ჩემი გონება სუფთა და მშვიდია
3 ტიბეტელი: (წყალი) მე მოქნილი და მიმღები ვარ
4 ტიბეტელი: (დედამიწა) მე ძლიერი და დაბალანსებული ვარ
5 ტიბეტელი: (ცეცხლი) მე პოზიტიური და მოტივირებული ვარ
მოკლედ ხვალ დილიდან ვიწყებ მეც ტიბეტელებს
Existence
პირდაპირ 21-ით არ დაიწყო..
მე არ ვიცოდი და პირველ დღეს 21 გავაკეთე და იმ დღეს ძაან ცუდად ვიყავი. მაქანავებდა აქეთ-იქით
არადა ემიგრანტს ეწერა გაფრთხილება
კენტი რიცხვით უნდა დაიწყოთ... უმჯობესია 3 ან ხუთით...
Existence
დღეში ერთხელ აკეთებ. დილით არის ყველაზე კარგი დრო.
OK
მადლობა ფორუმელებს რო მომანდომეთ ამ ვარჯიშის კეთება
5 ტიბეტელი
Existence
მერე დაწერე რა შედეგები გაქვს, რას გრძნობ, რომელი ტიბეტელი გეძნელება და რომელი გიადვილდება.
რამდენზე ახვედი?
დაწერე რაპორტი
ვითომ ეს ოლდმენის შპრაქტიკუმია.
მეც დავიწყე ტიბეტელები. თავბრუ მეხვევა საღამოობით, არ ვიცი ამის ბრალია თუ არა
ჩემს ირგვლივ ვგრძნობ ენერგიის მოძრაობას
ხო, დადეთ აბა რაპორტები ვინც აკეთებთ.
ჰათჰას კი ვვარჯიშობ იშვიათად და თუ აჯობებს გადმოვალ რა პრობლემაა
მოკლედ 12 დღეა ვაკეთებ, დავიწყე ხუთებით სამი ძალიან ცოტა იყო, ცოტახნის წინ მინდოდა შვიდამდე გაზრდა მაგრამ მეოთხე ტიბეტელის კეთებისას ვგრძნობ თავბრუსხვევას და არასასიამოვნო შეგრძნებას მაგიტომ გავჩერდი ისევ ხუთებზე , მაქვს ცდუნება რო არეულად ვაკეთო ანუ არ დავითვალო და ზოგი უფრო მეტი ვაკეთო და ზოგი ნაკლები როგორც ვიგრძნობ პროცესში მაგრამ მაინც ვერ ვრისკავ ვარჯიში აშკარად ენერგეტიკულია და სათამაშო არ არის
ჯერ ჯერობნით ვაკვირდები ცვლილებებს ამიტომ კონკრეტულად ჯერ არ დავწერ მაგრამ ცვლილება იგრძნობ მესამე დღიდან აშკარად
ვარჯიშის მერე ვაკეთებ შავასანას და მაგ დროს ვაკეთებ ოშოსგან ნასწავლი დამცავი აურის ვიზუალიზაციას (ამ უკანასკნელს მხოლოდ მაშინ როცა მედიტაციის ცდას ვგეგმავ იმ დღეს იმიტომ რო მედიტაციის მერე ძლიან მგრძნობიარე ვარ და ვგრძნობ რო მჭირდება ეს
ლაპარაკია ამ მარტივ Protecting Aura Meditation-ზე
http://www.messagefrommasters.com/Meditation/Meditation_Techniques/Darshan_Diaries/Protective_Aura.htm
ჯერ ეს ჩაიბარე და გაგრძელება იქნება
თქვენც დაწერეთ ვინც დიდი ხანია ვარჯიშობთ, სტიმული იქნება
დიდი ხანი არ არის, სულ რამოდენიმე თვეა ვვარჯიშობ და მომწონს. შემიძლია გირჩიოთ მხოლოდ ჩემი გამოცდილებით და ჩემი აზრი მოგაწოდოთ: თუ რაიმე ფიზიკური ვარჯიშების და მითუმეტეს აღმოსავლურის გამოცდილება გაქვთ, ადვილად შეიძლება 25-მდე ასვლა (მე ათით დავიწყე და 25-ზე ავედი ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე), მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ვარჯიშის გამოცდილება გაქვთ! წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც მითითებულია. ძალიან კარგი ალტერნატივაა დროის უქონლობისას და ზარმაცებისათვის - მთელ კომპლექსს დაახლოებით 15 წუთი ჭირდება - იგივე დრო ზოგიერთ ასანისთვის არ არის საკმარისი და ორგანიზმის თითქმის ყველა კუნთი ვარჯიშდება. დარწმუნებული ვარ ფიზიკური სხეულის ჯანმრთელობისათვის ძალიან ეფექტურია და შეიძლება ისეთივე როგორიც ჰათჰა იოგაა, მაგრამ არა ენერგეტიკულად. ყველა ვარჯიშისისას, გარდა პირველი ტიბეტელისა, ენერგიულ დაწოლას მესამე ჩაკრიდან ვგრძნობ. თუ რომელიმე იოგური სისტემით ვვარჯიშობთ, ტიბეტელებით შეცვლა არ გამოვა, მაგრამ კარგია პარალელურად, და ძალიან მოსახერხებელია თუ დრო არ გაქვს ან დაგეზარა ზოგჯერ ჩაანაცვლო ტიბეტელებით, ისე კარგია ტიბეტელებით დაწყება, მერე კარგი მოდუნება და შემდეგ იოგა. ვინც იოგათი არ ვარჯიშობს და არც აპირებს ტიბეტელები ძალიან კარგი და თან ადვილი ვარჯიშებია და ძალიან კარგი ორგანიზმისთვის
შაბათს დილით ვაპირებ ტიბეტელები გავაკეთო სუფთა ჰაერზე. კუს ტბაზე.
როგორც მითხრეს უფრო კარგი ეფექტი აქვსო.
ვისაც სურვილი ექნება შემომიერთდეს
მე იქ ვიქნები უეჭველი, აბა კიდევ არიან მსურველები??
რაც ტიბეტელებს ვაკთებ ძალიან უცნაურ სიზმრებს ვხედავ
მთელი არსებით ვგრძნობ ვარჯიშის შედეგს საერთოდ მომეხსნა მუდმივი დაღლილობის შეგრძნება და უაზრო ტკივილები სახსრებში და კიდევ მრავალი გაუგებარი ტკივილი
kate
რაც შეეხება ჩაკრებს. რელაქსაციის და მედიტაციის დროს ვგრძნობ მესამე ჩაკრასთან (ყვითელთან ) ქარბორბალასავით ტრიალებს
http://www.radikal.ru
მოკლედ იუტუბზე ბევრი ვიდეო ვნახე. არის მცირე განსხვავებები.
http://www.youtube.com/watch?v=TJElLrpBetc
ამ ვიდეოში მაგალითად ეს გოგო მე-4 ტიბეტელს მოუხერხებლად აკეთებს. დაჯდომისას მუხლებს დაჯდომის პარალელურად უნდა შლიდეს. ეს კი ჯერ ჯდება და მერე კეცავს. ამის გამო ტემპი ეცემა და რიტმული მოძრაობა ირღვევა.
მე-5 ტიბეტელის დროს კი ტერფებს მთლიანად ადგამს და როგორც ვიცი არასწორია. წოლა უფრო ფართო უნდა ქონდეს და ტერფებსაც ნახევრამდე დაადგამს.
მე-4 ტიბეტელის დროს ყურადღება აუცილებლად მიაქციეთ ხელების მდებარეობას. წელს ოდნავ ქვემოთ, თეძოებთან უნდა გედოთ და არა წელთან. რომ მიხერხებულად აკეთოთ.
http://www.youtube.com/watch?v=2qLKhvsfQKc&feature=related
აი ეს ქალი აკეთებს ყველაზე სწორად. მე-4 ტიბეტელსაც კარგად აკეტებს. ხელის გულები ცოტა უცნაურად სიგანეზე უდევს მაგრამ არ ცვლის ეგ არააფერს.
მეც დავიწყე. დღეს პირველად გავაკეთე და სახლიდან რო გავედი ძალიან სვეჟად ვიყავი, აშკარად მესიამოვნა, დალშე ვნახოთ...
დღეს დილით კუს ტბაზე გავაკეთე ტიბეტელები და მართლა განსხვავდება შეგრძნებები და ბუნებაში გაკეთება ჯობია აშკარად. ენერგიას გაორმაგებულად გრძნობ.
აი რაპორტი
სურათებისთვის მადლობა ceeport-ს
გელოდებით შემდეგ შაბათს.
მადლობა old_man -ს, გაგვანდო თავის საიდუმლო ვარჯიშები :დ ჩვენი გურუა. მართლა კარგად ვგრძნობდი თავს ვარჯიშის მერე მიუხედავად იმისა რომ ცოტა გავაკეთე (5ჯერ), იქით შაბათს კიდევ ავალთ და იქ ვივარჯიშებთ, კარგი იქნება სხვებიც თუ შემოგვიერთდებით
ვაა მაგარია და რა მაინტერსებს, შესვენებების დროს სამჯერ რო უნდა შეისუნთქო შენ სამჯერ ნელა (რაღაც მედიტაციურად ხო ხვდები : )) ) ისუნთქავ თუ სწრაფად ?
და კიდე დაღმართში ვარჯიშობდი თუ მეჩვენება ?
Existence
სამჯერ ნელა ისუნთქავ.
არ იყო დაღმართი, შეიძლება იყო ცოტა მარა იქ არ ჩანდა. ხელი არ შეუშლია
მეორე სურათში მე-2 ტიბეტელს არასწორად ვაკეთებ. მხრები არ უნდა იწეოდეს წინ, მარტო თავი.
http://www.e-reading.org.ua/illustrations/148/148394-i_005.jpg
აი მეორე ტიბეტელი
დროს თუ აქვს მნიშვნელობა, რომელ საათზე გააკეთო? დილით თუ წასასვლელი ხარ ძნელია...
earth
დილით ჯობია. ვარჯიშს თუ დაიწყებ მიხვდები. დილით თუ იღებ ასევევ კონტრასტულ შხაპს ეღტ საათი არ შეიძლება ამ ვარჯიშის შემდეგ.
არეულად რომ გააკეთო ტიბეტელები შეიძლება? აი მაგალითად ჯერ მესამე და მერე მეორე რომ გააკეთო, თუნდაც? თანაბარ თანაბრად? და თუ არ შეიძლება რატომ? და რა შედეგს მოიტანს?
jashinist
მეც დავიწყე
მე, ნელა დავიწყე, 3-3 -ით... მგონი მეც საჩემო სავარჯიშო ვიპოვე, ცხოვრებაში თითქმის არ მივარჯიშია
ძალიან მომეწონა პირველი მარტო ეგ გავაკეთე ადვილად
ჯერ შეიძლება ყველა ვარჯის კარგად ვერ ვაკეთებ, მაგრამ ყოველ დილით მიხარია, რომ როგორც იქნა რაღაცას ვაკეთებ ჩემთვის, როგორც იქნა!!!
ეს ვიდეო კი ჩაკრების ვიზუალიზაციასაც უმატებს, თუმცა მესამე სავარჯიშოს ცოტა სხვანაირად აკეთებს. თან ამბობს, რომ უნდა ივარჯიშო დილით ან საღამოსო. საინტერესოა, აბა რას იტყვით ამაზე გამოცდილები
http://www.youtube.com/watch?v=a6fw8Y5TLWw&feature=related
ბოლოს რელაქსაციას მართლა იგივე დრო უნდა დაუთმო რამდენიც ვარჯიშებს, თუ არა აქვს მნიშვნელობა?
მიხარია, რომ არ ვაგდებ არც ერთ დღეს და თუმცა ნელა, მაგრამ ვზრდი რაოდენობას
რელაქსაციას 2-3 წუთს ვუთმობ
earth
ძალიან კარგია რომ დაიწყე! მალე შეგიყვარდება.
მაგ ვიდეოში მე მგონი ვარჯიშები ზედმეტად ნელა კეთდება, რამდენადაც ვიცი ტიბეტელები უფრო სწრაფი რიტმით უნდა გაკეთდეს. რელაქსაციას რაც მეტ დროს დაუთმობ მით უკეთესია, მაგრამ ალბათ მაინც ინდივიდუალურია, ყოველ შემთხვევაში აუცილებელია პულსი და სუნთქვა ნორმალურ რიტმს დაუბრუნდეს, თუ აჩქარებულია ვარჯიშის შემდეგ.
kate
14-ზე ძლივს ავედი, რო გაბევრდა ვიღლები და მეზარება, უნდა ჩამოვიდე ისევ 5-ზე
ამ ბოლო დროს მე-4 და მე-5 ტიბეტელი გამომდის ძაან კარგად. დავრწმუნდი რომ ძაან მნიშვნელოვანია რიტმი, ამას ყველაზე კარგად ვგრძნობ პირველი , მეოტხე და მეხუთე ტიბეტელების კეთებისას. ოდნავ სწრაფი რიტმით თითქოს ერწყმი სამყაროს შემოქმედებით ძალას ჰო და პირველ ტიბეტელზე წავიკითხე რაღაცეები. არის სულიერი პრაქტიკები სადაც ეს ტრიალი გამოიყენება, რაღაც მდგომარეობებში გადასასვლელად. მგონი სუფისტებთან და დერვიშებთან.
ცოტა უსიამოვნო კი არის პირველ ხანებში, სანამ თაბრუსხვევა გაივლის. მოკლედ ძლიერი ვარჯიშია. ჩემი დაკვირვებით სწრაფ ტემპში უნდა იტრიალოთ, ეფექტს უფრო ვგრძნობ. ოღონდ წონასწორობა უნდა აკონტროლოთ კარგად, თორემ ერთხელ კინაღამ გადავფრინდი სადღაც... ))
ისე არსებობს მე-6 ტიბეტელიც. იცოდით?
ოღონდ ჩვეულებრივ მოკვდავებს არ ურჩევენ მის გაკეთებას. მარტო ლამების, ბერების და ეგეთი თავგადადებული ადამიანებისთვისაა. ეს მე-6 ვარჯიში გარდაქმნის სექსუალურ ენერგიას და აყავს ზევით.
პიტერ კედლერის წიგნი წავიკითხე ცოტა ხნის წინ. ამ წიგნით გახდა ცნობილი ხუთი ტიბეტელი. საინტერესოა. ბევრი რამ გავიგე ამ წიგნიდან.
old_man
კი მეც წავიკითხე, და არც მიცდია. ვაი და შევწყვიტო ვარჯიში... კომენტარებშუ წიგნს ჰქოდა, რომ ვინც შეწყვიტა ვარჯიში ცუდი შედეგები ჰქონდათ.
მეც რაღაც განსაკუთრებულს ვგრძნობ პირველ სავარჯიშოზე. რაღაც სიხარულს და ჰარმონიას მიქმნის, ჯერ ვარჯიშის რიცხვი მხოლოდ შვიდამდე მაქვს გაზრდილი და პირველის გაჩერებისას მუდამ დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მრჩება, მინდა მალე ავიდე 21-ზე. ამ პირველს მართლა ექნება რაღაც განსაკუთრებული მნიშვნელობა, დააკვირდით მრავალ ცეკვაშია ტრიალი და ეს ვინ იცის ალბათ ძველიდან იღებს სათავეს და ვინ იცის ძველებს რა ცოდნა ჰქონდათ ამის შესახებ.
დღეში ორჯერ რომ გავაკეთო დილით და საღამოს ეგ შეიძლება?
კიდევ რა მაინტერესებს დილით რომ გავიღვიძებ მაშინვე უნდა გავაკეთო თუ უნდა გავიდეს დრო რომ ჯერ გამოფხიზლდეს ორგანიზმი და მერე გავაკეთო?
კიდევ ერთი არის რამე კონკრეტული საათი როცა ჯობია რომ შესრულდეს ეს ვარჯიში?
დღეს ავედი 21-ზე ყოველ დღე ვაკეთებ
თენქ იუ old_man
ხვალიდან ვიწყებ ახალ კომპლესს.. ვნახოთ...
td.........
რას?
old_man
მადლობა პასუხისთვის
შესრულების ტემპი როგორი უნდა იყოს,სწრაფი თუ ნელი? მე ზოგს მოძრაობას სწრაფად ვაკეთებ ზოგს ნელა
mamu_ka
მე მაგალითად 1 ტიბეტელს ვაკეთებ სწრაფ ტემპში. მე-2,3-ს ნელ ტემპში. მე-4,5 ასევე სწრაფ ტემპში მსიამოვნებს.
old_man
გასაგებია,მადლობა
ხო, მეორე და მესამე მგონი ჯობია კიდეც ნელა შესრულდეს, მეც ამ ორს ვაკეთებ ნელა თავისთავად და დაემთხვაold_man -ის ნათქვამს. პირველს კი რაც ჩქარა ვაკეთებ მით მსიამოვნებს და თან მაგ დროს ძალიან დიდ სილაღესა და სიხარულს ვგრძნობ.
არვიცი და პირველს ცეკვას ვუკავშირებ, ყოველთვის მიყვარდა ცეკვა...
შეკითხვა მაქვს, ეს ვარჯიშები უფრო ზუსტია თუ არა როგორც ამ თემის პირველ პოსტშია, თუ შეიძლება ცოტა განსხვავებულობაც?
natuka
earth
კონტრასტული შხაპი,რადგან ორგანიზმი გახურებულიაო.
natuka
გადავწყვიტე დავიწყო ამ ვარჯიშების კეთება... და რაღაც მინდა გკითხოთ...
ზოგადად, მინიმუმ კვირაში სამჯერ ერთი საათი ვვარჯიშობ (ჩვეულებრივი ფიზიკური დატვირთვა მაქვს მხედველობაში)... და მაინტერესებს ეს ვარჯიშები (5 ტიბეტელი) თუ გამიწევს იმ ფიზიკური დატვირთვის მაგივრობას... ანუ რომ შევწყვიტო ფიზიკური დატვირთვა და მთლიანად ამაზე გადმოვერთო... იმიტომ მაინტერესებს, რომ ეს ვარჯიშები ენერგეტიკულია და არ ვიცი რამდენად ჩაანაცვლებს ჩემს ჩვეულ ფიზიკურ ვარჯიშებს...
chemikerin
old_man
ანუ შემიძლია, რომ შევწყვიტო ფიზიკური დატვირთვა???
chemikerin
შეწყვიტე
old_man
მე ერთი თვე გავაცდინე ასევე სიცხის გამო.
სექტემბრიდან განვაახლებ. არაფერი დაშავდება
old_man
მადლობა
old_man
chemikerin
პრინციპში ინდივიდუალურია. თუ მარტო ტიბეტელები ვერ გაკმაყოფილებს დაუმატე რამე. სხეული თვითონ გეტყვის. მე მყოფნიდა როგორც ფიზიკური ვარჯიშები. ამიტომ გიტხარი ჩემი გადმოსახედიდან
ვიცი, რომ გაცდენა შეიძლება 1 დღე.. თუ ბევრი გააცდინე, მერე ტავიდან უდა დაიცკო, ტავდაპირველი რაოდეობიტ...
old_man
კი, გეთანხმები... მე მგონი, ჯობია ისე გავაკეთო, როგორც სხეული მეტყვის... და კიდევ მაქვს ერთი კითხვა... ამ ვარჯიშების გაკეთების მერე რამდენ ხანში უნდა ვჭამო? დამთავრებისთანავე რომ ვჭამო შეიძლება? თუ უნდა გავიდეს გარკვეული დრო?
chemikerin
ვარჯიშის შემდეგ ჭამა შეიძლება. სხეული რომ დაწყნარდება 10-15 წუთში.
მტავარი აკრძალვა ეხება ვარჯიშამდე ჭამას. 1-2 საათი უნდა გავიდეს.
old_man
დიდი მადლობა.
ტიბეტელები განვაახლე და ვაპირებ რომ აღარ შევეშვა
ვინმე ვარჯიშობს ტიბეტელებს ჩემ გარდა? თუ კი შემეხმიანეთ
old_man
მე მინდა 5 ტიბეტელი დავიწყო
მე ვვარჯიშობი და მივანებე თავი, მეც მინდა განახლება, თან დათბა და გარეთ მინდა გავაკეთო...
ვვარჯიშობ და ვანებებ და ისევ ვიწყებ
არ შეიძლება დანებება
მეც დავანებე
სისტემატიურად ვერ ვაკეტეებ მაგრამ ცოტა უენერგიობა თუ ვიგრძენი მაშინ ძალიან მშველის ხოლმე
მე ზაფხულში ვაკეთებდი, მერე შევწყვიტე...
და 1 თვის წინ განვაახლე... 11-ზე ვარ ასული ჯერ...
გმადლობთ გამოხმაურებისთვის
ახლა თუ შეიძლება თქვენი შთაბეჭდილებები დაწერეთ. შედეგებზე, ცოტა კონკრეტულად. ენერგიის მატება შესამჩნევია თუ არა? სხვა ფიზიკური ვარჯიშები რომ გაგეკეთებინათ რეგულარულად იგივე შეგრძნებები ხომ არ გექნებოდათ? გაიხსენეთ დეტალურად, რომ დაიწყეთ რა იგრძენი, რამდენ ხანში და ა.შ. ყველა დეტალი.
ამას რატომ გეკითხებით. მოკლედ ტიბეტელებზე ინფორმაციის ძებნისას წავაწყდი რაღაც რუსულ ფორუმს, სადაც მსჯელობდნენ ამ ვარჯიშებზე. იქ რამდენიმე ადამიანი ასეთ მოსაზრებას გამოთქვამდა, რომ ეს ვარჯიშებიო არაფერი განსაკუთრებული არ არისო. იგივე შედეგები გექნებათ რეგულარულად რომ აკეთოთ ნებისმიერი სხვა კომპლექსიო. უბრალოდ გაპიარებულიაო და შემოსილი მისტიკური ლეგენდითო. ეს მომენტი ხალხს ენთუზიაზმს აძლევს და იჯერებს მის განსაკუთრებულობასო. ნუ მოკლედ იცით ხომ ეს ისტორია პიტერ კელდერი აღწერს როგორ შეხვდა პოლკოვნიკ ბრედფორდს, რომელიც გადასცემს მას ცოდნას ამ ვარჯიშების შესახებ რომელიც ისწავლა ტიბეტელ ბერებთან. ამიტომ მაინტერესებს თქვენი აზრი. მე არ მჯერა ამ მოსაზრების. ენერგიის მატებას ვგრძნობ მართლა, სხვა ვარჯიშების კომპლექსი არ ვიცი რომ შევადარო. ცურვაზე რომ დავდიოდი თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი. შტანგით ვარჯიში ძაან მღლიდა... ჩემთვის ძნელია ასე შედარება.
მოკლედ თქვენი აზრი მაინტერებს მეგობრებო
old_man
სხვა ვარჯიშები არ მიცდია მე არასდროს. როცა ტიბეტელებს ვვარჯიშობდი რამდენიმე თვის განმავლობაში (3-5), მომეხსნა მუდმივი დაღლილობის შეგრძნება, კუნთების, სახსრების, წელის ტკივილი და ტეხა, ენერგიასაც ვგრძნობდი. ეს ყველაფერი მუდმივად მაწუხებდა, ფიზიკური დატვირთვის გარეშეც, სულ რაღაც მტკიოდა და ეს მომეხსნა. მარტო ვარჯიშების ბრალი არ არის ალბათ, ცოტა აღქმა და ცნობიერებაც შემეცვალა მგონი ამ 2 წელიწადში, ტიბეტელებს აღარ ვვარჯიშობ და ესენი მაინც აღარ მაწუხებს
მერე მივატოვე და თავიდან რომ ვიწყებ, ისეთი სასიამოვნო აღარაა, რაც უფრო ვუმატებ რაოდენობას მით უფრო მიჭირს შესრულება და ვეღარ ვაგრძელებ
riavi davickeb aba am varjishebs. hatha iogaa ra. iogashi vaketebdi aset varjishebs erti xani da albat ertadertia rac momconda ufro scored, rac ar shemzizgda.
old_man
5 ტიბეტელი იყო რომელიც დილით ვარჯიში არ მეზარებოდა და პირიქით დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. უბრალოდ ზამთარი მაგდებს ხოლე რეჟიმიდან, როდესაც ბნელა მიჭირს ადგომა და შესაბამისად დრო არ მრჩება ხოლმე ვარჯიშისთვის.
უბრალო ფიზიკური ვარჯიშები მიცდია, იოგაც დამოუკიდებლად ჩემთვის და 5 ტიბეტელი იყო რომელიც პროცესიც მსიამოვნებდა და შედეგიც მომწონდა. პირველივე დგეებში ვიგრძენი ენერგიის მომატება. ადრე აქ დავწერე კიდევაც რომ დილით სულ დაღლილი ვდგებოდი და ტიბეტელების შემდეგ გამიარა ამ დაღლამ. ხო კიდევ ახლა ვარჯიშობ ხოლმე რაღაც ამერიკულია ოქსისაიზ ქვია ესეც ძალიან მომწონს. რავიცი სხვა რა 5 ტიბეტელი და ოქსისაიზ ჩემი ფავორიტებია.
ძალიან კარგი
გეთანხმებით. რომ გავარჩიოთ სათითაოდ. პირველი ტიბეტელი არის ყველაზე ძლიერი ენერგეტიკული ვარჯიში. გამოიყენება სხვა სისტემებში, ცნობიერების განსხვავებული მდგომარეობის მისაღწევადაც კი. მეორე-მესამე ტიბეტელი შეიძლება ჩვეულებრივ ვარჯიშებად მოგვეჩვენოს. მაგრამ მეოთხე და მეხუთე ტიბეტელიდან შემოდის უკვე იოგის ელემენტები. ის ლეგენდაა თუ სინამდვილე რასაც კედლერი წერს სულერთია, მთავარია მუშაობს კომპლექსურად. მარა მაინც საინტერესოა თეორია. მოვძებნი კიდევ დამატებით ინფორმაციას.
მე ყველაზე მეტად მეხუტე ტიბეტელი მომწოონს. სხვათაშორის მე კიდევ იმიტომ შევწყვიტე სისტემატიური, რომ შემდეგ ცუდი შედეგები აქვს თუ თავი დაანებეო და არც თავის დანებაბა არ მინდოდა და არც დამოკიდებული რომ ვყოფილიყავი ))
მე 18 -ზე ვიყავი ასული და გამიჭირდა, მერე 15-ს ვაკეთებდი, ვთქვი არ შევწყვიტავ მეთქი, მაგრამ, რაღაც ბინის შეცვლა მქონდა, არეულობა და მაშინ შევწყვიტე, სულ მინდოდა დამეწყო ისევ, თან რომ დავანებე წონაში მოვიმატე
ახლა old_man -მა თემა გააცოცხლა და იქნებ დავიწყო თავიდან
პირველი მომწონდა ძალიან, არვიცი სიხარულით მავსებდა...
ოლდ მე მყავს ცოცხალი მაგალიტები, ბიძაჩემის და მისი მეგობრის სახით, რომლებმაც ამ მარტივი ვარჯიშებით ძალიან რთული დაავადება დაძლიეს.. ყოველ შემთხვევაში ეს ვარჯიშები მათ დაეხმარა ამაში და პირველდ ამ ტიბეტელების შესახებ მისგან გავიგე და გამეცინა კიდეც. მაგრამ ჩემ თავზეც ვგრძნობ რომ ყველა სხვა სისტემებს მირჩევნია. ერთი შეხედვით მარტივი ვარჯიშების კომპლექსია, მაგრამ ძალიან მალე გაძლევს შედეგს. აგერ 2 დღეა აღვადგიმნე ვარჯიში და ვერ წარმოიდგენ რა კარგად ვგრძნობ თავს. ისეთი გრძნობა მაქსვ რომ სხეულში და მთელს ორგანიზმში ქაოსში მოსულ ენერგიას სწორად ალაგაბს ეგრევე და ამას ფიზიკურად ვგრძნობ. რავიცი მომწონს. თანაც ძალიან პრაქტიკულია! მაქვს გეგმა ჩემებიც ჩAვრთო ამ სისტემაში..
old_man
მადლობა, სტიმული მომეცი, გავაკეთე დღეს, როგორ გამიჭირდა, 15-ს თავისუფლად ვაკეთებდი და სამი გამიჭირდა
აღარასოდეს არ უნდა გავჩერდე, თორემ ცუდადაა საქმე
ისე მართლა ენერგიის მომატება ვიგრძენი
ახლა რა მინდა გკითხოთ იცით... მითხრეს რომ ყოველდღე ერთი და იგივე ვარჯიში არ უნდა აკეთოო, იგივე კუნთებს ამუშავებო, არააო კარგი, კიდევ ყოველდღე არაო დღეგამოშვებითო, თქვენ რას მირჩევთ?
ვვარჯიშობდი ერთი პერიოდი, მერე თავი დავანებე, დილით ადგომა მეზარება ხოლმე, როგორც კი ვდგები უნივერსიტეტში გავრბივარ და ღამე ხომ არ ვივარჯიშებ (ვივარჯიშებ, თუ შეიძლება,მაგრამ მგონი არ შეიძლება).. კვირაში ორჯერ მაინც შეიძლებოდეს
ჯი-ნია-ნი
საღამოსაც შეიძლება გაკეთება, უბრალოდ ნაჭამი არ უნდა იყო და ეგრევე თუ დაწვები არ დაგეძინება.. მიტომ ისეთი დრო აირჩიეთ რომ ჭამიდან 1,5 საათი იყოს გასული და თან ძილსაც არ აპირებდეთ მინიმუმ 2 საათის განმავლობაში...
td.........
tikoroma
რათქმაუნდა ჯობია, მაგრამ სხვა საშუალება ტU არ არის რა უნდა ქნა?
ძლის ვერ დავთმობ. ჯობია სამსახურში დავაგვიანო 10 წუთი
საღამოს კარგი იქნება.. იქნებ დავიწყო
ღამე მაინც ვერ ვიძინებ და ამას მაინც დავაბრალებ : )))
საინტერესოა, თუ ვინმე ვარჯიშობთ ამ კომპლექსს, რა შედეგები გაქვთ?
მე ვაგრძელებ და შედეგი არის ის რომ ავად როდის გავხდი ვეღარ ვიხსენებ, დაქანცული როდის ვიყავი ვეღარ ვიხსენებ და ენერგიის მოზღვავებას ვგრძნობ ძაან დიდს, თუ დღეში ორჯერ გავაკეთე ტიბეტელები, ღამით მიჭირს დაძინება )) და კიდევ გამახსენდა, ორი კვირის წინ ყინვები რომ იყო, გავაკეთე ტიბეტელები და წავედი სადღაც.იქ ძაან ციოდა, ვიჯექი და შიგნიდან მიხურდა მთელი სხეული ვერ ვგრძნობდი სიცივეს. სიცხე რომ გაქვს, ოღონდ თავს ძაან კარგად რომ გრძნობ, აი ეს იყო ნამდვილი ენერგიის შეგრძნება....
ახლა ჩვენი ჟურნალისთვის ვწერ სტატიას 5 ტიბეტელზე, იქნება მარტის ნომერში, სადაც იქნება ახსნილი მექანიზმი ამ სავარჯიშოებისა, ანუ რას აკეთებს ადამიანის ორგანიზმში, როგორ მUშაობს, დეტალურად იქნება განხილული
old_man
რა კარგია
რადგან ჟურნალზე ხელი არ მიმიწვდება, თუ შეგიძლია ეს სტატია გამომიგზავნო, დიდი მადლობა.
old_man
კიდევ ერთი შეკითხვა:
ყოველდღე აკეთებ თუ არა?
earth
დავდებ მერე სტატიას..
კი ყოველდღე ვაკეთებ, ზოგჯერ დღეში ორჯერ
ისე რა ჟურნალია და თბილისის გარდა სხვაგან თუ იყიდება? და რა ღირს?
ხვალ დავიწყებ ამ ვარჯიშებს მანამდე უბრალოდ გაგონილი მქონდა ამ ვარჯიშის შესახებ ერთი გოგო მიყვებოდა წიგნი მქონდა და იმის მიხედვით ვაკეთებდიო კარგი ეფექტი ქონდაო, მერე წიგნი დამეკარგა და აღარ მახსოვს ზუსტადო, და ზუსტად როგორც ახლა მივხვდი არც ამ ვარჯიშების სახელი ცოდნია, ან იმ წიგნში სხვა სახელით ჩაწერეს.
ano
old_man
კი მეც ვაკეთებ ^.^
თან არ ვიცი რამდენად ჯანსაღია ეს, მაგრამ მოთხოვნილებაში გადაიზარდა… აი მაგალითად ყოფილა რომ ერთი დღე გამომიტოვებია, და მივხვდი რომ მაგრად მჭირდება… ვარჯიშის მერე თავს ვგრძნობ ენერგიულად...
ისე, მე 9-ზე რომ ვიყავი გაჩერებული, მაშინ უფრო ვხედავდი აშკარა შედეგებს… ცუდი მხედველობა მაქვს და ვარჯიშის მერე აშკარად ძალიან მკვეთრად ვხედავდი… ამ შედეგს ეხლა ასე აშკარად ვეღარ ვხედავ… (21-ზე ვარ უკვე)
მიხარია რომ აკეთებთ ერსი მართალია მთავარია არ შეწყვიტოთ, უნდა იქცეს ავტომატიმზმად. ამ სავარჯიშოებით რთავთ მთელ სხეულში არსებულ ენერგეტიკულ ცენტრებს. ეცადეთ არ შეწყვიტოთ. მოკლედ როგორც ვქოქავთ მანქანას ყოველდღე და თუ არ დაქოქავთ ერთი-ორი კვირა მერე ძნელად იქოქება და ერთი თვის შემდეგ საერთოდ აღარ დაიქოქება ))) რა არის ავადმყოფობა, რა ხდება დაბერებისას? - როცა ამ ენერგეტიკულ ცენტრებში ენერგიის ბრუნვა ნელდება და ორგანიზმში ჩნდება სხვადასხვა დააავადება. მე გირჩევთ მაინც წაიკითხოთ პიტერ კედლერის წიგნი. იქ ყველაფერი კარგადაა ახსნილი. მე ორივე ვერსია მაქვს რუსული და ინგლისური. რუსულში რაღაც უზუსტობები ვნახე და მერე ინგლისურს შევადარე. თუმცა დიდად არ განსხვავდება. ვისაც რომელი ენა უადვილდება მითხარით და გამოგიგზავნით ან ავტვირთავ სადმე....
მე რუსული, დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი
earth
აი რუსულად აქედან შეიძლება ჩამოტვირთვა:
http://www.koob.ru/kyelder_piter/oko_vozrozhdeniya_drevnii_sekret_tibetskih_lam
old_man
მადლობა
აუ ინგლისურადაც რა ^.^
chemikerin
აი ამ საიტიდან ჩამოტვირთე
http://www.t5t.com/product_info.php?products_id=122
დიდი მადლობა..
რა ტემპით აკეთებთ ხოლმე? როგორც ვნახე იმაზე ნელა უნდა გაკეთდეს, ვიდრე მეგონა...
მე დღეს მოვუმატე 7 გავაკეთე ყველა ტემპი ჩქარი მაქვს ყოველი ვარჯიშის მერე ჰაერი უნდა შეისუნთქოთ ცხვირით და გამოისუნთქოთ პირითო როგორც 0 ასეთი მოხურული პირით სუნთქვა ტარდება 2 ჯერ და როცა ვარჯიშობთ შეუსვენებლივ უნდა ივარჯიშოთო წიგნში ასე ეწერა. ვარჯიშების დროსაც ჰაერს ვისუნთქავთ ცხვირით გამოვისუნთქავთ პირით.
ვიდეოში რაც არის ის ტემპი ნორმალურია
http://www.youtube.com/watch?v=jeKTFrJgBPU ეს კარგი ვიდეოა, მეტი ჩქარა ვერც გააკეთებ პრინციპში სავარაუდოდ
პირველი ვარჯიში არის საათის ისრის მიმართულებით(წარმოვიდგინოთ საათი ძირს დადებილი და რა მიმართულებითაც ის მიდის ისე ვბრუნავთ, ანუ მარჯვნივ)
ano
old_man
კი მეც სწრაფად მირჩევნია.
^.^
მეგობრებო, თქვენი ხათრით ვდებ ნაწყვეტს ჩემი სტატიიდან, რომელიც მარტში უნდა გამოვიდეს, მაგრამ ჟურნალი მაინც იყიდეთ რა, დაგვეხმარეთ ))))) აქ კარგად არის ახსნილი 5 ტიბეტელის მოქმედების პრინციპი, თან ვურთავ სურათს, სადაც ჩანს ის, რაზეცაა ლაპარაკი ამ ნაწყვეტში.
"...როდესაც კელდერი ბრედფორდს ისევ შეხვდა, ვერ იცნო, ეგონა, რომ ის პოლკოვნიკის შვილი იყო, რადგან მის წინ იდგა არა 70 წელს გადაცილებული მოხუცი, არამედ 40 წლის ჯან-ღონით სავსე კაცი... შემდეგ პოლკოვნიკი მეგობარს უამბობს, თუ როგორ მიაგნო ტიბეტელების მონასტერს და რა ასწავლეს ტიბეტელმა ლამებმა. ამას მოჰყვება სავარჯიშოების თეორიული და პრაქტიკული აღწერა, მათი ეფექტი და შედეგები. შესაძლოა ვინმემ ჩათვალოს, რომ ეს ამბავი მხოლოდ ლეგენდაა, მკითხველის მისაზიდად მოგონილი ზღაპარი, ან მარკეტინგული ხრიკი, რომ შეუძლებელია ადამიანი ასე გაახალგაზრდავდეს მარტივი სავარჯიშოების კომპლექსის დახმარებით, მაგრამ თუ იგივე ეფექტს ვერ მიიღებთ, იმას მაინც მიაღწევთ, რომ თავი იგრძნოთ მხნედ და ენერგიულად, მოიწესრიგოთ ფსიქიკური მდგომარეობა, განიკურნოთ წელის, ხერხემლის და სახსრების ტკივილებისგან, გაგიქრეთ უძილობა, გაიუმჯობესოთ მეხსიერება და მხედველობა, მოიშოროთ ზედმეტი წონა.
და მაინც, რაშია ამ ვარჯიშების საოცარი ეფექტის საიდუმლო? - 5 ტიბეტელი არ არის უბრალო ფიზიკური ვარჯიშების კომპლექსი. ადამიანის სხეულში არსებობს 19 ენერგეტიკული ცენტრი, რომელთაგან 7 მთავარია, დანარჩენი 12 კი - მეორეხარისხოვანი (სხვაგვარად მათ "ჩაკრებს" უწოდებენ). ეს ცენტრები წარმოადგენენ თვალისთვის უხილავ, მაგრამ რეალურად არსებულ, ძლიერ მბრუნავ ენერგეტიკულ ველებს. ჯანმრთელ ადამიანს ისინი აკრავს მჭიდროდ, რომელიც სცდება ორგანიზმს და მოგვაგონებს კვერცხის ფორმას. დაავადებულ, სუსტ ან ხანშიშესულ ადამიანს ამ ენერგიის ბრუნვა შენელებული აქვს, ის კონცენტრირებულია მხოლოდ ენერგეტიკულ ცენტრებთან და არ სცდება სხეულს.
რა ცვლილებები ხდება სხეულში ასაკის მატებასთან ერთად და რა განაპირობებს ადამიანის დაბერებას? - ამ დროს ენერგეტიკული ველების მოძრაობა ძლიერ ნელდება და ყველა ცენტრი სხვადასხვა სიჩქარით ბრუნავს. არცერთი მათგანი მეორესთან მიმართებაში ჰარმონიულად აღარ ფუნქციონირებს. ის ცენტრი, რომელიც ყველაზე ნელა ტრიალებს, იწვევს ორგანიზმის იმ ფუნქციების მოშლას და გაუარესებას, რომელზეც აგებს პასუხს, რაც საბოლოოდ ვლინდება სხვადასხვა დაავადების სახით. ამგვარად, ერთადერთი განსხვავება ახალგაზრდობასა და სიბერეს შორის არის სწორედ ენერგეტიკული ველების ტრიალის სიხშირე. თუკი მოხდება ამ სხვადასხვა სიჩქარის დაბალანსება, მოხუც ადამიანს ისევე ახალგაზრდის ენერგიულობა და მოქნილობა დაუბრუნდება, ახალგაზრდას კი ჯანმრთელი და ხარისხიანი ცხოვრება ელოდება.
ყველაზე ეფექტური მეთოდი, რომ ორგანიზმში აღდგეს ნორმალური ენერგეტიკული ბალანსი არის ამ ხუთი სავარჯიშოს შესრულება, რომელსაც ავტორი ტიბეტელი ლამების რიტუალურ მოქმედებას ეძახის. საჭიროა ყოველივე ზემოთთქმული კარგად გაითავისოთ და გაიაზროთ, რადგან ამ ვარჯიშების არსის ცოდნა დაგეხმარებათ მოტივივაციის გაზრდაში, დროთა განმავლობაში კი პრაქტიკით მიღებული ეფექტი მას ასჯერ გააძლიერებს! "
პ.ს ამ სურათმა არ დაგაბნიოთ, აქ არ ჩანს ჩვენთვის ყველასთვის ცნობილი 7 ძირითადი ჩაკრის ველების ტრიალი, რომელიც ხერხემლის გასწვრივ მდებარეობს. აქ არის დახატული დანარჩენი 12 მეორეხარისხოვანი ჩაკრის ველების მოძრაობა. ანუ სურათზე სახსრებზე მდებარე ჩაკრების ტრიალი უფრო კარგად გამოჩნდებოდა, ალბათ ამიტომ არ მიახატეს სხვები...
old_man
მადლობა.
საინტერესოა დანარჩენი 12 ჩაკრის არსებობა არ ვიცოდი,
ისე მე კომპიუტერში კითხვა არ მიყვარს ვერ ვიმახსოვრებ კარგად ინფორმაციას მირჩევნია წიგნი ან ჟურნალი, მოკლედ ფურცელზე კითხვა, სიამოვნებით ვიყიდიდი ჟურნალს თუ მოხერხდა როდესმე ონლაინ გაყიდვები მაგალითდ http://books.ge/product_by_autors.php?usr_column_510=გურჯიევი%20გიორგი ამ წიგნების გამოწერას ვაპირებ და ამ ჟურნალსაც გამოვიწერდი
old_man
კიდევ ერთხელ მადლობა, ძალიან აუცილებელი წიგნია მათთვის ვინც ამ ვარჯიშებს აკეთებს.
აქ მინდა მოვიყვანო ერთი პატარა ნაწყვეტი, რომელიც აუცილებლად ჩავთვალე ყველამ გაითვალისწინოს:
დღეს ვუყურებდი იმედის დილაში ექიმი ყავდათ მოწვეული საუბრობდა და მაყურებლებს პასუხობდა ზარებზე, საინტერესო იყო:
მოკლედ ადამიანი თითქმის ჩასახვისთანავე ატარებს სიბერის (სიკვდილის) გენს ეს ნაწილაკი დაპროგრამებულია თვითგანადგურებაზე და იბუდებს ისეთ ადგილში სადაც იოლად განადგირდება მაგალითად სახსრებში იქ სადაც ყველაზე მეტია მოძრაობა რომ დიდი ენერგიის ზემოქმედების შედეგად ის განადგურდეს, თუ ის არ განადგურდა იწყებს მთელი ორგანიზმის მოწამვლას,
დაახლოებით 37 წლის შემდეგ ადამიანებს ეწყებათ სახსრების ტკივილი, ამიტომ საჭიროა სხვადასხვა მოძრაობები და სახსრების დატვირთვა შედეგად ეს სიბერის გენები თვითონ დაოხოცავენ თავის თავსო...
თუ ადამიანს სახსრების ტკივილები აქვს ან დიკოზი, თუ მიმდინარეობს ანთებიტი პროცესები ამ დროს მისი მექანიკური (მასაჟი ვარჯიში ) დამუშავება არასწორია ამით უფრო მეტად ვაზიანებთ ტკივილის კერას, ყველაზე კარგი ვარიანტია ექიმბაშური მალამოები რომლებიც ღრმნად აღწევენ ქსოვილში (შემადგენლობა დაახლოებით ასეთია კვერცხი ძმარმჟავა, კაარაქი) ანთების ჩაქრობის შემდეგ შესაძლებელია ფიზიკური დატვირთვაც.
ამ ვარჯიშებთან დავაკავშირე ეს ინფორმაცია, თუ რატომ ეძახიან ამ ვარჯიშებს ახალგაზრდობის შემნარჩუნებელს...
ისე 13 მდე ვიყავი ვარჯიშებში ასული მაგრამ გამიჭირდა და ახლა 9 ვაკეთებ (მეოთხე ვარჯიში ყველაზე მეტად მიჭირს)
http://s479.photobucket.com/user/mirk_01/media/kniga-5-tibetskih-uprajneniy-pole-energii-300x225_zps2aab29de.jpg.html
აი კიდევ ერთი სურათი. ტიბეტელების ვარჯიშებით გავხდებით ისეთი როგორც პირველ სურათზეა. )
ჰო და კიდევ ერთი რამე რაც აძლიერებს ეფექტს. როცა აკეთებთ ტრიალის სავარჯიშოს და მორჩებით, თვალები დახუჭეთ და წარმოიდგინეთ თქვენი თავი ასეთ კოკონში როგორც სურათზეა. წარმოიდგინეთ და შეიგრძენით როგორ ტრიალებენ ჩაკრების ენერგეტიკული ველები და ქმნიან ასეთ სფეროს...
რაღაც დროის შემდეგ მართლაც შეიგრძნობთ...
ano
ზოგადად შემთხვევითი არ არის რომ ასაკის მატება და სიბერე შესამჩნევად პირველ რიგში სახსრებზე აისახება. დააკვირდით სად მდებარეობს 12 მეორეხარისხოვანი ჩაკრა. ყველა მათგანი გალგებულია სახსრების შეერთებაზე და შესაბამისად როგორც კი მათი ბრუნვის სიხშირე ეცემა ეგრევე ჩნდება სისუსტე ამ ადგილებში
გაიხსნა 5 ტიბეტელის ქართული ჯგუფი ფეისბუკზე:
https://www.facebook.com/groups/5tibeteli/
https://www.youtube.com/watch?v=A8NmEKUg47o
ძალიან კარგი ვიდეოა.
მეოთხე სავარჯიშოს ბიჭი აკეთებს სწორად, რადგან გოგოს ხელები არ აქვს სწორად.
საინტერესოა განსხვავებული სახით შუალედები სავარჯიშოთა შორის. ამაზე რას იტყვით? წიგნში მგონი მხოლოდ ჩასუნთქვა ამოსუნთქვა ხდება ფეხზე მდგომი სახით.
მოკლედ ვვარჯიშობ და ვვარჯიშობ... ცხოვრებაში არ მივარჯიშია და წარმოიდგინეთ რა წვალებაში ვარ ამ ასაკში დავიწყე ვარჯიში. ვიბრძვიო რომ იტყვიან ჩემზეა. ყოველ დღე მეზარება, მაგრამ ვცდილობ
მარტო მეორე სავარჯიშო ვერ ავიყვანე 21-ზე, 15-ზე ვარ ძლივს, დანარჩენები კარგადაა საქმე. ზოგიერთ დღეს ვაცდენ, ნუ კვირაში ხან ორი დღე მიცდება, მაგრამ ფიქრი მაქვს ახლაა გადამწყვეტი მომენტი ჩემთვის, ან გავაგრძელებ ვარჯიშსს, ან დავანებებ და დავიწყებ ნელა-ნელა დაბერებას, ხოდა ამ მომენტისათვის ჯერ ვვარჯიშობ
დამაინტერესა და ვიწყებ მეც ვარჯიშს.
განსხვავებას დავწერ რა შეიცვლება ვარჯიშის შემდეგ... რათქმაუნდა თუ კდიევ აინტერესებს ვინმეს : )
დღეს 1 კვირა გავიდა რაც ვარჯიში დავიწყე.
დავიწყებ რა შეიცვალა ამ პერიოდში ჩემში.
1) ძილის რეჟიმი დავარეგულირე (საღამოს 9 ზე ვიღვიძებდი და დილით ვიძინებდი. კვირები ვცდილობდი გამესწორებინა და ვერ მოვახერხე, ვარჯიშის დაწყებიდან მესამე დღეს უკვე რეჟიმში ჩავდექი)
2) გავხდი უფრო ენერგიული (ადრე თუ მთელი დღე სახლში ვიწექი და გარეთ გასხვლა მეზარებოდა კი არა საწილიდან ადგომაც, ახლა იმაზე ვბრაზობ სკოლა რა მელე რჩება სახლში რაგავაკეთო მეთქი)
3) წელის ტკივილმა მომიმატა 3-4 ჯერ მეტად (ადრეც მტკიოდა მაგრამ არა ასე ძალიან. მეორე ვარჯიშიდან ვიგრძენი ტკივილის მომატება)
5 ზე ვარ ახლა 7 ზე გადავალ ხვალიდან, მხოლოდ რაც არ მომოწნს ესაა მესამე ვარჯიშს ვერვაკეთებ კარგად, სრულფასოვნების ნაკლებობის შეგრძნებამაქვს, უბრალოდ წელი არმიშვებს. იმედია მოგვარდება მალე
)G(inesich
წელის ტკივილმა მეც შემაწუხა ვარჯიშის დროს. შეეჩვიე ჯერ, ნუ მოუმატებ. მე 2 თვე ვაკეთებდი მხოლოდ 5-ჯერ.
საუკეთესო პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში - ზე აქტიური ვიყავი, ზამთარში ვაკეთებდი და სიცივე და ყინვა არ მიგრძვნია. ახლა ისევ ვიწყებ ორშაბათიდან, რეჟიმი შევიცვალე და მაწყობს დილაობით გამამხნევებელი ვარჯიში ;დ
საღამოს გაკეთება არაა სასურველი, დაძინება მიჭირდა მერე
მე კიდე პირიქით, ვვარჯიშობდი და მერე დავანებე და მაშინ იყო რომ მეტკინა წელი. რამდენი ვვარჯიშობდი უფრო კარგად ვგრძნობდი თავს.
http://geoastro.ge/bioenergy/387-5-.html
ტიბეტელების შესახებ
დღეს 7 გავაკეთე და დისკომფორტს არ ვგრძნობ, უბარლოდ მესამე ვარჯიშზე, უკან ვერვიწევი კარგად
რაც დრო გავა შეძლებ გადაწევას კარგად.
დრო გავიდა და საერთოდ ვეღარ ვვარჯიშობ. წელის ტკივილმა მოიმატა ძალიან, არ მინდა ამ ვარჯშებს დავაბრალო და არც ვაბრალებ. პარალელურად მოტოციკლი მქონდა გასაკეთებელი და ბევრჯერ მომიწია აწევა დაწევა გადაწევა და ა.შ და ახლა ისე ვარ ვარჯიშები კი არა წელში ძლივს ვიშლები
ახლა მოტოციკლი თუ აბურთავე ხელში, ვარჯიშების რა ბრალია, ჰა?
tikoroma
ტიბეტელებიც მოყვნენ ესეიგი ვარჯიშიც შუაშია
თუ კარგად გადახედავ ჩემს პოსტს არ ვწერ რომ ვარჯიშებმა ამატკია წელი !
აბა ვინ ვარჯიშობს?
მოკლედ ჩემთან ასეთი სიტუაციაა: 5 ტიბეტელს უკვე ვიყენებ როგორც გასახურებელ ვარჯიშებს, რამეთუ გადავედი დიდ იოგაში ))) ეს ჩემთვის აღმოჩნდა ტრამპლინი 1.5 წლიანი ყოველდღიური ვარჯიშის შემდეგ მივედი დასკვნამდე რომ ეს აღარ მაკმაყოფილებდა. მაგრამ მისი დიდი მადლობელი ვარ, რამეთუ მომცა დისციპლინა, კარგი ფიზიკური ფორმა და მტკიცე მოტივაცია. ჰათჰა-იოგას ვარჯიში დავიწყე ზაფხულიდან. ნახევარი საათი დილით და საღამოს განწყობისამებრ
old_man
წარმატებები
old_man
მომილოცავს!!!
tikoroma
earth
Vinne apraktikebt isev? Mominda dawyeba daviwyeb da aq davwer kide Ra minda gkitxot yvela 21 her imeorebdit marto? 36 her 72 her da 108 her gagiketebiat?
old_man
როგორ ფიქრობ პირველი, მეოთხე და მეხუთე სავარჯიშო თუ ძალიან ჩქარა აკეთებ სწორი ფორმაა თუ არა?
მეორეს და მესამეს ჩქარა გაკეთება არ მინდა, მაგრამ სხვები თითქოს ჩქარა მინდა. შენ როგორ ფიქრობ?
ყველაზე ძლიერი სავარჯიშოები ჩემი აზრიტ მანდ არის მესამე და მეხუთე ერთხელ მიმდევრობა ამერია და ჯერ მეოთხე გავაკეთე და მერე მესამე აი იმენა პრანის აფეთქებას გავდა რასაც იტყვიან მაგარი წამოიღოოო სხვა სიტყვებით ვერ გადმოვცემ ძალიან მაგარი იყო.მე რაღაც ტრამვების გამო ვეღარ ვაპრაქტიკებ მაგრამ ძალიან სერიოზული პრანის დამგროვებელი სავარჯიშოა რაც ყველაზე მტავარი ეს არის ძალაინ მაგარი წინა სამედიტაციო სავარჯიშო როცა 5 ტიბეტელის გარეშე ვმედიტირებდი სულ სხვა გამოცდილება და განცდა მქონდა ხოლო 5 ტიბეტელით სხეულს ისე ღლის და ამუშავებს რომ მედიტაციის დროს სულ სხვა უფრო ღრმა მდგომარეობებს აღწევ. ჩემი საყვარელი მესამე და მეხუთეა. სიჩქარაზეც ჩემს აზრს მოგახსენებთ მესამე სავარჯიშო უნდა გაკეთდეს ნელა მაქსიმუმ საშულოზე რადგან თავს რომ აწევ ნელ ნელა ჩაისუნთქო რომ ფილტვების ქვედა ნაწილში ჩაახწიოს ჰაერმა ასევე ფილტვების ზედა ნაწილიც გაიხსნას რადგანაც ეგ ნაწილებია ყველაზე ნაკლებად ვენტილაციას დაქვემდებარებული მე 5 სავარჯიშო კიდე გავს დაოსურ და ჩინურ მიკრო კოსმოსურ ორბიტას ანუ ენერგიის წრეზე გაშვებას. და ეგ უფრო შესაძლებელია რომ ჩქარა გააკეთო ვიდრე მესამე სავარჯიშო თუმცა ეგ ჩემი აზრია ისე მემგონი დიდი სხვაობა არ უნდა იყოს ფორმას ანუ სავარჯიშოს კეთებას არ ააქვს დიდი მნიშვნელობა მთავარი რწმენა ანუ რითი შეავსებ მაგ ფორმას ესე ვფიქრობ მე ძალიან გულიმწყდება რომ ვეღარ ვაპრაქტიკებ. ასევე ბევრი წავიკითხე ნეტში 5 ტიბეტელზე ინგლისურ რუსულ ფორუმებზე და შთაბეჭდილება დამრჩა რომ 90 % არასწორად იყენებს ესეთი თეორია მაქვს რომ 5 ტიბეტელი არის უნივერსალური სავარჯიშო ანუ მისი გამოყენება შეიძლება ნებისმიერი რამისთვის მთავარი რასაც ხალხი არ აქცევს ყურადღებას ეს არის რომ ეს სავარჯიშოები ცვლიან ჩაკრების მოძრაობას და ფერებს და ყველაფერს იმას რაც ქმნის აურას ანუ ადამიანები აკეთებენ სავარჯიშოს მაგრამ არ აკეთებენ მთავარს ვარჯიშამდე არ მედიტირებენ იმაზე თუ რა უნდათ და როგორ წარმოუდგენიათ ანუ მე 5 ტიბეტელი მიმაჩნია არა მარტო უკვდავების წყაროთ მისი მეშვეობით შენ შეგიძლია მიიღო ყველაფერი რაც გინდა სამსახური გინდა? იმედიტირე და ვიზუალიზაცია გააკეთო თუ როგორ შოულობ სამსახურს. მერე გააკეთე სავარჯიშო და შენი აურა გადაეწყობა ისე რომ ყველაფერი და მტელი სამყარო შეგიწყობს ხელს რომ სამსახური იშშოვო ხოდა მთავარს არ აკეთებს ხალხი და შედეგი არ ააქვთ ზოგი 20 წლის მანძილზე აკეთებს და შედეგი 0 ნუ კაი ფიზ ფორმაში არიან და ეგაა. აბა მე არ მწამს იმის რომ მარტო 5 ტიბეტელით შენ შეგიძლია უკვდავებას ეზიარო დაჟე მე 6 სავარჯიშოც რომ გააკეთო ლამის ყველა იოგმა იცის და აკეთებს მექვსე სავარჯიშოს და მაგ პოზებსაც მაგრამ უკვდავებას ერთეულებმა მიაღწიეს.
earth
ჩემი დაკვირვებით პირველს რაც უფრო სწრაფად აკეთებ, მით უფრო კარგი ეფექტი აქვს.
დანარჩენები როგორც მოგწონს და გამოგდის.
old_man
მადლობა
სწორედ ძალიან მიყვარს გავაკეთო პირველი სავარჯიშო სწრაფად და რაღაცნაირი შეგრძნება მაქვს, პირველ სავარჯიშოს გაცილებით მეტი რაოდენობით გავაკეთებდი ასეთი სურვილი მაქვს.
starscream
ძალიან დამაინტერესა ამ ვარჯისებამ და ხერხემლსი სერიოული პრბლემების დროს თუ შეიზლება? ოსტეოპოროზი მაქვს და ამის ფონზე სამა მალა მაქვს მოტეხილი, პლიუს კიდე მტელი ძვალსახსროვანი სისტემის დაავდბებეი მაქვს
მოსინჯე თავიდან სამ სამი გააკეთე ყველა
სამი დღე დააკვირდი თუ ცუდად არ გახდი ერთი კვირა გააგრძელე
შესაძლოა მოგიხდეს
მე პირადად თავიდან პირველი სამი დღე გული მერეოდა ვარჯიშის მერე ერთი კვირის მერე ვიგრძენი რომ ენერგია უკეთ მოზრაობდა ორგანიზმში, და ვარჯიშის რაოდენობას ნელნელა ვზრდიდი ცუდად რომ არ გავმხდარიყავი
მეორე ვარჯიშს საერთოდ ვერ გავაკეთებ ფაქტიურად ჩემთვუის იმდენად რთულია, დნარჩენებს ვცდი
torcki
როცა რომელიმეს სავარჯიშოს ვერ აკეთებ, შეგიძლია დაიწყო ოთხი დანარჩენი. მეც მიჭირს მეორე სავარჯიშო, ხოდა ვაკეთებ ნაკლები რაოდენობით სხვა სავარჯიშოებთან შედარებით. როცა მიაღწევ ნელ-ნელა იმ ოთხის რაოდენობის გაზრდას, მერე შეგიძლია დაიწყო და გაზარდო ნელი ტემპით შენთვის რთული სავარჯიშოც.
იწყებ და აკეთებ თვითოეულ ვარჯიშს სამჯერ, (მეორე თუ არ შეგიძლია, ვთქვით ბოლოსთვის მოიტოვებ), ყოველი ერთი კვირის შემდეგ უმატებ სამს(ესეც ინდივიდუალურია ჩემთვის), ბოლოს აღწევ 21-ს და აგრძელებ ასე... მთავარი ამ ვარჯიშებში არის სისტემატიურობა, აუცილებლად უნდა ყოველდღე გააკეთო და გაცდენები მაქსიმალურად ნულზე დაიყვანო. თან როცა ახალი დაწყებული გაქვს. მერე 21-ზე რომ ახვალ, და 4 თვე ივარჯიშებ, მერე დაიშვება გაცდენები. მერე შეგიძლია კვირაში 2 ან 3 დღეც გააცდინო.
Emigranti
მომინდა შენთვის მადლობის თქმა ამ თემის გახსნისათვის,–მადლობა.
მადლობა, რადგან ეს ვარჯიშები თითქოს ჩემთვის შეიქმნა ისე ვგრძნობ, მადლობა.
ეს სავარჯიშოები ბრწყინვალეა დღევანდელ კარანტინაში ყველასათვის. დაგეხმარებათ სამზარეულო დაამარცხოთ და გამარჯვებულები დარჩეთ.
15 წუთი ვარჯიშია სულ, მაგრამ ეგეც კარგია სამზარეულოს მოშორდეთ
თან ფორმაში იქნებით და იქნებით სახლში.
ყველას გირჩევთ.
აუ ვაკეთებდი ხოლმე და მართლა კარგი იყო.
დღეიდან დავიწყებ ისევ.
დავიწყე და გიპოვეთ. მოკლედ 15 ზე ვარ ჯერ. მეორე საშინლად მიჭირს. კისერი და მხრები მეღლება. მეხუთეც ცოტა მღლის. დილით ვაკეთებ, უჭმელზე. ერთი თვეა ჯერ და ენერგია საგრძნობლად მომემატა. ძილითაც უკეთ მძინავს + მცივანობა შემიმცირდა. იმედია მეტი შედეგები დაიდება.
რეალურად იმან მომხიბლა რომ ასაკის დაპატარავებას იწვევსო, წავიკითხე. ვინც წამოიღო ტიბეტიდან, როოგრც ამბობს 20 წლით ნაკლები ვიდი აქვსო და მეც მინდაააააააა
დავწერ ხოლმე კიდე რამე შედეგი თუ მექნება
nitata
რა კარგია, რომ გვიპოვე! <3
მართლა კარგი ვარჯიშებია. მე პერიოდულად ვაკეთებ ხოლმე პატარა შესვენებებით (დროის რარაც მონაკვეთებში ვერ ვახერხებ ვარჯიშს) და მიუხედავად ამისა, შედეგს ეგრევე ვხედავ.
წარმატებას გისურვებ!
td.........
nitata
ძალიან კარგი. მთავარია არ მოეშვა
nitata
მომილოცავს!!!
ძალიან კარგია რომ ვარჯიშობ. ეფექტი მთელი ცხოვრება გაგყვება.
დღესდღეობით ამ კომპლექსიდან მხოლოდ მე-2 ვარჯიშს ვასრულებ, სხვა ვარჯიშებთან ერთად
ვცდილობ ყოველდღე ვაკეთო ხოლმე.. როგორც შევატყვე, უფრო დინამიური ვარჯიშები მირჩევნია და ამიტომ მომწონს ძაან ეს სისტემა.. ვარჯიშისას ხვდები თურმე როგორ ჭირდება ორგანიზმს..
old_man
კი, მეორე მუცლის პრესების სექციაში მქონდა მეც და ამოვიღე. ძალიან მიჭირს და მეთქი ერთხელ მეყოფა თქო
ვსიო, 21-ზე ვარ პირველი დეკემბრიდან ^_^ ვგიჟდები რა, მცხელა სულ ხალხო. სუ მციოდა და ახლა შიგნიდან მგონია ცეცხლი მიკიდია. ამ სიცივეში ფარღალალა დავდივარ, რო არც ვცივდები
nitata
როგორ მიხარია, ენერგიამ სწორად დაიწყო დინება. მთავარია არ დაანებო თავი სერიოზული მიზეზის გარეშე
ამ რამდენიმე წლის წინ, როცა ეს თემა გაიხსნა, მე დავიწყე ეს სავარჯიშო.უკვე მიღწეული მქონდა 18 რაოდენობას, როცა რთულმა პირობებმა შემაწყვეტინა ეს. სამწუხაროდ ბევრი წელი დაიკარგა და ორგანიზმი დაუძლურდა. ახლა დადგა ისევ დრო, რომ ისევ დავიწყე. იქიდან რომ მესამე სავარჯიშო ძალიან მიყვარდა ახლა ვერ ვაკეთებ, რადგან მუხლები მტკივა. დავიწყე სხვები ამ ერთი კვირის წინ და მივაღწიე და შევძელი. უკვე ვგრძნობ შედეგს.ძალინ მაგარი სავარჯიშოებია.
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)