რატომ ვიღლებით ხოლმე იოლად?
სად ქრება ჩვენი ენერგიები?
სამსახური, სასწავლებელი, ოხ, ეს სოციუმი..
ზოგჯერ სრულიად დაცლილი ბრუნდები სახლში..
რაზე ვიხარჯებით?
დავაკვირდეთ როგორ მუშაობს ბუნება. იგი ზამთარშიც აგრძელებს მოქმედებას. მეტიც, - სიამოვნებით მოქმედებს.
ჩვენ, ბუნების შვილებს კი რა მნოგვდის?
- როგორც ვიცით ბუნების კანონები მუშაობენ მსუბუქად და ძალდატანების გარეშე, უზრუნველადაც კი. მთავარია დაემორჩილო მის კანონებს სანამ ბუნების ნაწილი ხარ..
როგორ? როგორ დავთმო წინააღმდეგობის პრინციპი?
ერთ-ერთი გზაა მივიღოთ ადამიანები და გარემო სიტუაციები ისეთად, როგორებიც ისინი არიან. არ შევებრძოლოთ აწმყო მომენტს, ეს იგივეა, რაც სამყაროსთან ბრძოლა.
შემდეგი ნაბიჯი ჩვენი ყოველი არჩევანის პასუხისმგებლობის ჩვენს თავზე აღებაა, - ანუ უნდა შევწყვიტოთ გარემოსა თუ ჩვენი თავის დადანაშაულება.
და რაც ყველაზე ძნელი და "უცნაურია", - ენერგიის დაგროვება თუ გადაგიწყვეტია, - ნუ იცავ შენს მოსაზრებას, ნუ დაარწმუნებ სხვებს შენი თვალთახედვის სისწორეში.
გარშემომყოფი ადამიანები აზრების მიმართ დარჩი გახსნილი და მიმღები.
ჰოო, ეს ბოლო განსაკუთრებით ძნელია.
სულ ვცდილობ, მაგრამ მავიწყდება და ისევ "ვებრძვი" .
ზოგადად ამბიციების და "ეგოს" დათმობა სულაც არაა ადვილი.
ენერგიის შეგროვება კი შემდეგი ბიძგისთვის აუცილებელია. (რათქმაუნდა ეხება მათ ვისაც ბიძგის სურვილი აქვს)
P. SSSS. რა ვიცით ენერგიის შესახებ?
აქა შეგროვდეს ენერგია-ინფორმაციები ენერგიის არსის, რაობის, დანიშნულები, გამოყენების, სახეცვლილების, და ა.შ. შესახებ
ვა რა მაგარია, გავითვალისწინებ და დავაკვირდები)
Katabua მადლობთ ,
მალადეც მართლა
დავამატებდი რო რაც უფრო მეტ პასუხისმგებლობას აიღებ შენ თავზე შენ ცხოვრებაზე - მით უფრო ძლიერი ხდები, ამის ფონზე რათქმაუნდა საკუთარი თავის სიყვარული და (უბრალოდ დაკვირვებული უნდა იყო) ყველაფრის მიზეზს დაინახავ იმ ერთი შეხედვით "ნეგატიური" სიტუაციებისაც. გზა გეხსნება სხვადასხვა ნიჭზე, უფრო ადვილად ხვდები რა რისთვის მოხდა შენ ცხოვრებაში, იმ შენთვის წარსულში ასე ვთქვათ სახამუშო ან "დამღლელ" ვითარებას პირიქით: დიდი სითამამით და მოწადინებით ეკიდები, თურმე რა ყოფილა არა? ამაზე "ვიგრუზებოდი"? და ასე: ერთ დროს ჩვენთვის არასასურველი სიტუაციები აღარ არსებობს და თუ არის, მისგან ენერგიას კი არ ვკარგავთ, არამედ ვიძენთ. ეს ნაწერი ციდან კი არ მოფრენილა რო კითხულობ ეს შენმა თავმა მოგიყვანა აქ... და ეს რა არი, ყველაფერზე ყველანაირი ინფორმაცია არი შენში, უბრალოდ უნდა გაეხსნა საკუთარ თავს და სამყაროს. აი ასე
ერთი ამბავი გამახსენდა.
ერთ ოჯახს დაუგროვდა კითხვები, რომელიც ყოველდღიურ ყოფას ეხებოდა. ანუ საკითხი, - თუ როგორ ეცხოვრათ, რა იქნებოდა მათი სულისთვის და ხორცისთვის უკეთესი. ..და მიმართეს ადამიანს, რომელიც განდეგილის ცხოვრებით ცხოვრობდა.
"განდეგილმა"- ჩემთან რატო მოხვედით..-ო,
- კითხვები გვაქვს და გვინდა გვესაუბროო..
- არა. თქვენ კითხვები კი არა გაქვთ, ენერგიის ნაკლებობას განიცდით, იმ ენერგიის, რომელსაც ზე ენერგია ეწოდება და აქ ჩემს ჩემი სიტყვერბის მოსასმენად კი არა, მის მისაღებად ხართ მოსულიო...
ვიცით ადამიანი გაუცნობიერებლად თუ გაცნობიერებულად, ყოველთვის ეძებს ზე-ენერგიის თუნდაც პატარა ნაპერწკალს. რატომ? მხოლოდ ეს ნაპერწკალი აქცევს მას ადამიანად. სხანაირად ის ყოფის მონაა..
რა იგულისხმება ზე-ენერგიაში?
ყოფის ენით რომ ავხსნათ, ეს ენერგია სიყვარულია, ოღონდ.. ობიექტის გარეშე. ან ყველა არსებული ობიექტისკენ მიმართული..
ერთხელ ამიხსნეს, რომ ადამიანების 95%-ს სიყვარული არ შეუძლიათო. უბრალოდ არც იციან, რა არისო.
ის რასაც ხალხი ეძახის სიყვარულს, ან სურვილია რომ სხვას უყვარდე.. ან.. ან.. ან.. უსასრულოდ, მაგრამ არა ნამდვილი სიყვარულის სასარგებლოდ;
წარმოიდგინეთ, რა დეფიციტია დედამიწაზე, ალბათ ამიტომ არის გაუტანლობა...
როცა დავფიქრდი, კითხვა დავუსვი თავს რამდენად შემიძლია მე თვითონ ვატარო ასეთი ენერგია. (როგორც ხედავთ ეგო ამუშავდა და სადღაც იყო სურვილი 5% -ში ვყოფილიყავი.. )
თქვენ რას ფიქრობთ, გვაქვს შესაძლებლობა დავიტიოთ ასეთი ენერგია?
P.S. არ მკითხოთ ახლა ვინ ჩაუსხაო "განდეგილს" "ზე ენერგია"
უცნაურია, წუხელ ზუსტად მაგაზე ვფიქრობდი (თუმცა შენი პოსტი დღეს წავიკითხე). ისე, რაა გასაკვირ ეზოთერიულ ფორუმსა ზედა
რამდენად შეგვიძლია სიყვარული, ან ის რასაც ვეძახით არის თუ არა ნამდვილად სიყვარული?! ჩვენ ვამბობთ (ადამიანები) მიყვარს ვთქვათ ”ჩაქაფული” და ასევე ვამბობთ: უი, როგორ მიყვარს ეს ბოჩოლა (სავრაუდო ”ჩაქაფული”) და მერე ვამბობთ რომ მიყვარს შვილი და ამ შვილს ”ვაღრჩობთ” ჩვენი ეგოიზმით და ”ყურადღებით” ან ”უყურადღებობით” , ან ვამბობთ მიყვარს კაცი / ქალი და მერე ”ჩაქაფულად” მთლად არა მაგრამ რაღაც მსგავსისთვის გვჭირდება მოკლედ, რაღაც მძიმედ ჩამოვაყალიბე მაგრამ პრინციპში ამის მსგავსი ზოგადად არის ეს იმას არ ნიშნავს რომ ”სიყვარული” თავისი პირველადი და სრულყოფილი ფორმით არ არსებობს და პროცენტული მონაცემიც არ არის არსებითი, რადგან თუ ერთ წვეთ ”სიბინძურეს” შეუძლია ტონა ”სინათლისა” დააბინძუროს რატომ არ შეუძლია ერთ წვეთ ”სინათლეს” ტონა ”სიბნელისა” გაანათოს?!
ოდესღაც ერთი ნახატი ვნახე თითებით დახატული. შეიძლება ფერები არ მახსოვდეს ზუსტად მაგრამ რა ვნახე და რა დავარქვი ის დღემდე მახსოვს. სამი წერტილი იყო სივრცეში სხვადასხვა ფერის და ეს წერტილები სამკუთხედად იკვრებოდა. დავინახე თუ არა ვიფიქრე რომ აი, ეს არის სიყვარული. როცა ორი არსება (ანაბეჭდი, საგანი, რა ვიცი კიდევ რა) ასე ცალცალკე თავ თავის ადგილას, თავის სამყაროში და მაინც სადღაც ერთ წერტილში, მათ ზემოთ იკვრებიან. და არა აქვს მნიშვნელობა სიყვარულს ერთის ან ყველას მიმართ, რატომღაც მაინც ეგრე წარმომიდგენია. სიყვარული - დისკო ჩვენს თავზე. ჩვენი საუკეთესო გამოვლინება.
ენერგია ჩვენ ხშირად მცენარეებისაგანაც ვიღებთ. საერთოდ ენერგია უნდა შემოდიოდეს და გადიოდეს, იცვლებოდეს. ენერგია მოძრაობაა და მისი „შენახვა“ არ არის საჭირო.
ძალიან საინტერესოა მცენარეებთან დაკავშირებით ფაქტი. თუ დიდფოთლოვანია მცენარე, ის ენერგიას გვაძლევს, თუ წიწვოვანია გვართმევს. არა, არ გვართმევს ცუდი გაგებით, უბრალოდ გვეხმარება იბრუნოს ენერგიამ. როცა ენერგიის ნაკლებობას იგრძნობ მიდი ფოთლოვან ხესთან, პირით ხისკენ ხელის გულებით შემოეხვიე ან რასაც იმ წუთში იგრძნობ. თუ იგრძნობ, რომ ენერგია მოგაწვა და არ იცი როგორ დახარჯო დადექი ზურგით წვრილფოთლოვან ან წიწვოვან მცენარესთან. ის ყოველ უარყოფითს წაიღებს.
[quote name='ირმა' date='Jan 2 2009, 02:04 PM' post='13733']
საერთოდ ენერგია უნდა შემოდიოდეს და გადიოდეს, იცვლებოდეს. ენერგია მოძრაობაა და მისი „შენახვა“ არ არის საჭირო.
ხოო..
ასეც შეიძლება ითქვას, - ენერგია თავისუფლად გაიცვლ-გამოიცვლება..
მაგრამ რა თანაფარდობით?
თუ ბუნების კანონზომიერებას ვემორჩილებით, ეს თავისთავად ხდება (ვემორჩილებით კი?!)
მაგრამ.. მაგ. თუ ლომი მისდევს შველს, რომელი მეტ ენერგიეს დახარჯავს ?
ან სამსახურში თუ 5 კაცი გვეჩხუბა..
ან თანაფარდობა პარტნიორებს შორის ურთიერთობისას..
რა თქმა უნდა "ცუდი თვალსაზრისი" არ არსებობს, რადგან იდეა მანამდე არსებობს , სანამ გამოვთქვამდეთ (ნუ რა ფილოსოფიაა.. )
ამიტომ ბალანსი რომ შედგეს, ირმას საპირისპიროს ”ვთქომ”, ანუ მორიგი ”ანტენა” ვიქნები:
თუ ენერგიის დაგროვება არ ხდება, არც მისი ხარჯვა ხდება..
-მაშ რატომ ამბობენ, ძილი ადამიანს ენერგიის აღსადგენად ჭირდებაო?!
-ავად რატომღა ვხდებით? ”ვირუსი” შემოიჭრა? რატომ ვერ გავუმკლავდით?
აა. იმუნიტეტი? .. საიდან მოდის? განა სასიცოცხლო ენერგია.. !!
საინტერესოა, ჩი-გუნის (და მსგავსი პრაქტიკის) კეთების პერიოდში რატომ არ ვხდებით ავად?
და რატომ ვაკეთებთ ჩი-გუნს?
”-გარსი რომ გავიმაგროთ, ენერგია რომ, დავაგროვოთ..”, - იტყვის ჩი-გუნის ოსტატი..
-ავად რომ არ გავხდეთ..- ვამბობთ "არა ოსტატები"..
ესე იგი, არსებობს ენერგიის ხარჯვა!..
თუ არსებობს ენერგიის ხარჯვა, არსებობს ”ნაკლები” ენერგიაც.
ყველაფერს აქვს თავისი საწინააღმდეგო მხარე და.. ამიტომ ..
თუ არსებობს ”ნაკლები ენერგია”,
არსებობს ”მეტი ენერგიაც”..
ანუ თუ არსებობს ხარჯვა, არსებობს დაგროვებაც!! (ურააააააა.. ჰმ. ჰგონია რამე თქვა )
ჰოოდა ვერსად გამექცევით..
დავაი, მუშაობაა!
ზედმეტი ენერგია არ არსებობს, არსებობს.. ვისაც რამდენი ჭირდება..
”მოხსენების” მინი ვერსია: - რა არის ძილის ამოცანა, სიზმრების შეგროვება თუ ენერგიის?.
ირმას ვეთანხმები, - მცენარეებისგან ენერგიის მიღება შეიძლება..
..რაც ძირითადად ვიზუალური კონტაქტის დახმარებით ხორციელდება (ყოველ შემთხვევაში მქონდა ასეთი გზა პრაქტიკაში) ;
მაგრამ როგორც ყველაფერში აქაც სიფრთხილეა საჭირო, - ყოველ მცენარეს ძალიან ძლიერი და თავისებური ენერგია გააჩნია, - თვით პაწაწინა ყვავილებსაც. ამიტომ უნდა ვიცოდეთ მათი თვისებები და "ვიცნობდეთ", ტორემ..
აქ ფერიც მუშაობს, იცით..
მაგ. ერთხელ დამემართა უწყინარ ყვავილთან მედიტაციობანას ვთამაშობდი და.. სასინლად ცუდად გავხდი,
მეორესთან სიცილი ამიტყდა,
მესამესთან თავბრუსხვევა და ა. შ.
საკმაოდ ძლიერი "ტიპები " არიან. ადამიანებზე უფრო ლამის;
ამას გარდა ძალიან მნიშვნელოვანია ადგილის ენერგეტიკა.
ანუ სადაც ხარობენ მცენარეები.
და საერთოდ, ადგილს დიდი მნიშვ. აქვს. ეს კარგად იცოდნენ ინდიელებმა, (იხ. "ძალის დაგილი")
ნაკლები ინფო მაქვს ქართულ "ადგილის დედაზე"; უფრო სწორად არსებული ინფორმაცია პრაქტიკაში მოსაყვანად ცოტა ბუნდოვანია;
და საერთოდ ძალიან საინტერესოა, აი, ამ რეგიონის, სადაც ვცხოვრობთ, ენერგეტიკა და თავისებურებანი..
რაც ალბათ დავიწყებასაა მიცემული დიდი ხანია..
უიი, შეცდომების გასწორება : (ქვემოდან IV პწკარი )-
"ძალის დაგილი" კი არა, "ძალის ადგილი"
(აქა სიცილი)
რად უნდა ამდენი ფილოსოფია
სექსით იხარჯება და გროვდება ენერგია
ეგეც მართალია!.
გროვდება, გროვდება..
მაგრამ მაინც, ცოტა "Philo" :-
მაგ შემთხვევაში "წავამპირებაც" შეიძლება მოხდეს.. უნებლიე თუ პირიქით..
ნუ, ბოლოს და ბოლოს, "კამა სუტრას" შესაქმნელად ტყუილად არ უშრომიათ..
10 დღის წინ მქონდა ენერგიისგან ძლიერი დაცლა- ისეთი, რომ გამოწურული ლიმონივით ვიყავი და შევეცადე ამის მიზეზი დამედგინა.. და მივედი იმ დასკვნამდე, რომ ეს გამოწვეული იყო ერთი ფაქტის გამო (ჩემი ნახატების მასიური გაჩუქება ერთბაშად), რადგან ყოველ ნამუშევარში მე მქონდა დიდი ენერგია აკუმლირებული და + დიდი სიყვარულით გავეცი ეს ყველაფერი შეჯამდა და ჩემგან ერთბაშად დიდი ენერგია გამონთავისუფლდა..
მისი აღდგენა ძალიან გამიჭირდა და ჯერ კიდევ ახლაც არ ვარ ფორმაში სიცხე მქონდა და ყელი მტკივა...
მოკლედ, ამას რატომ ვწერ -ხალხნო, გაუფრთხილდით თქვენ პირად ენერგიას და "უპრაგონოდ" ნუ ხარჯავთ პლზ!
ხო, რაც შეეხება ენერგიის დაგროვებას - ნუ ყველას თავისი ხერხები და მიდგომები აქვს
მე კიდევ ახლა დუმბაძის თერაპიულ კურს გავდივარ და ამით ვიღდგენ დაკარგულ ენერგიას!
Сила позитивного мышления. Татьяна Рубцова
მგონი ამ თემაში ჯდება ეს სტატია "პოზიტიური აზროვნების ძალა"
>> http://unityway.ucoz.ru/publ/1-1-0-43
გუშინ ის სტატია რომ წავიკითხე Сила позитивного мышления, დღეს კიდევ "ანასტასიაში" წავაწყდი ამავე ინფოს ოღონდ მგონი უფრო სრულია, ანუ ჯერ მიზეზია განხილული და მერე შედეგზეა ლაპარაკი
შესადარებლად საინტერესოა
— Есть несколько главных причин болезней человеческой плоти: это пагубные чувства, эмоции, искусственный режим приёма пищи и её состав, отсутствие ближней и дальней цели, лжепредставления сути своей и предназначения.
Противостоять болезням плоти с успехом могут положительные эмоции, многие растения, переосмысливания сути своей и предназначения очень многое могут изменить и в физическом состоянии, и в душевном...
Но и сам человек, сумевший вызвать в себе положительные эмоции, может с их помощью заглушить боль, излечить плоть от заболевания, даже ядам противостоять.
— Что значит вызвать, как можно о хорошем думать, если зуб болит или желудок?
— Чистые, яркие мгновения жизни, положительные эмоции, как ангелы-хранители, победят боль и болезнь.
— А если у какого-то человека не было достаточно чистых и ярких мгновений, вызывающих исцеляющие положительные эмоции, тогда что ему делать?
— Немедленно нужно сотворить нечто такое, чтобы появились они. Они появляются, когда окружающие тебя люди отнесутся к тебе с искренней Любовью. Вот и сотвори такую ситуацию, сотвори поступком своим по отношению к окружающим, иначе не сможет тебе помочь твой ангел-хранитель...
[quote name='TeO' date='Mar 26 2009, 02:18 PM' post='16093']
— Есть несколько главных причин болезней человеческой плоти: это пагубные чувства, эмоции, искусственный режим приёма пищи и её состав, отсутствие ближней и дальней цели, лжепредставления сути своей и предназначения.
ვა. მაგარ! ვეთანხმები, განსაკუთრებით ბოლო ფრაზაზე: - ადამიანის არსისის და დანიშნულების შესახებ..
იცი რა..
ამ ბოლო დროს ერთი ცნობილი სწავლებით დავინტერესდი, რომელიც გარკვეული შრეებზე მუშაობას და კონცენტრირებას ემყარება..
ჰოოდა მივმართე "მცოდნეთ", - მეთქი საუკეთესო წყარო დამისახელეთ, ძმებო, რომ "ჩავწვდე"..!..
ჯერ გაკვირვებით შემომხედეს.. ერთმანეთ გადახედეს..
და იცით რა მითხრეს?
- სანამ კარგად არ "დამიწდები", მასეთ ინფორმაციებს მოეშვიო..!
დედამიწაზე მყარი მატერიალური მიჯაჭვულობის გარეშე არაფერი გამოვაო. ხე ფესვებიდან იწყებაო. შენ კი ხის წვერიდან იწყებ და ფესვები სულ არ გაინტერესებსო..
სად დაფრინავ, ჰე, მანდ, ცაშიო..?!
ასეთ თუ გაგრძელდა, მიწიერი ამბებით ვინღა დაინტერესდებაო. ვინღა დარჩება დედამიწის მისიების შესასრულებლადო..
უფრო კონკრეტულად: ჯერ სულ ცოტა ორი შვილი უნდა გყავდეს, რომ მყარი მოტივაცია გქონდეს "უკან", მიწაზე დასაბრუნებლადო..!
ამის გარეშე ამ ცოდნასთან არავინ მიგიშვებსო.
არ შეიძლებაო.
არაო.
ახლა გამოიცანით რომელ სწავლებაზეა საუბარი!!!..
გამომცნობელი გამომეხმაუროს ელ- ფოსტაზე
აი, ასეე..
http://www.youtube.com/watch?v=9l-YYqjhVi4
იქნება აღარ გვინდა უკან მიწაზე დაბრუნება, ისე არ უნდა გვასწავლონ?
Katabua
adamiani
.... ძალიან სწორი და დროული შენიშვნაა, მოხარული ვარ, რომ ამ აზრს სხვაც იზიარებს, რადგან რამდენიმე წლის წინ ერთი ნაცნობი "კაბალისტი" თავგამოდებით მიმტკიცებდა, რომ თურმე ბუდას ცოლი, რომ არ ჰყოლოდა ვერ გასხივოსნდებოდაო! რადგანაც მას არ ექნებოდა თურმე მოტივაცია, უკან დასაბრუნებლად. მდა... მაგარია რა! (ლოგიკა ისვენებს)
არადა ბუდას (გაუტამას) უხეშად რომ ვთქვათ: სულ ძალიან მაგრად ეკიდა ცოლიც შვილიც და ბიცოლაც!
ვააა.. ბუდაზე არ გამოდის ეგ ამბავიიი.
"ოჯახობაში" ალბათ დედამიწაზე დარჩენის სურვილი იგულისხმება. ნუ, თუ არ გინდა "ოჯახობა"..
ან პრინციპში "ოჯახობაც" შეიზლება თან წაიყოლო "მაღლა-მაღლა".
მაგარი სანახავი იქნება.
ბუდა, ცოლი, შვილი, მიფრინავენ. და მოტივაცია.. ისევ არ არის..
ისე ერთი "კაბალისტი" გვჭირდება შემოვიდეს, რომ უფრო ღრმად გაგვანათლოს.. (ბრჭყალები სად არის, ბრჭყალები?..)
ეს სურათი ჩემმა მოსკოველმა სტუმარმა გადამიღო. ნიკოლოზ , შენ კარაგდ მიცნობ და შესაბამისად დიაგნოზიც მართებულია. სხვათაშორის მაგ დღეს რაგაც მაგდაგვარმა აზრებბმა გონებაში გაიელვა)
ენერგიის დაგროვების და აღმდგენი ვარჯიში რომლის პრაქტიკაც მიმდინარეობს ამჟამად, დეტალები საიტზე ვისი ინსტრუქტაჟითაც მიდის ვარჯიში
http://agmdgenivarjishebi.ru/Agmdgeni%20da%20damshleli.htm
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)