თეო, შეგიძლია ორი სიტყვით დაწერო, იმ დღეს შეგროვებულ წყალი როგორ და როდის მოვიხმაროთ...
წელიწადში ორჯერ ბუნება თავად მუხტავს წყალს!
პირველად – იანვარში, 18–დან 19–ზე , ნათლისღებაზე ვაგროვებთ წყალს
00.03 წუთიდან 00.07 წუთამდე – ელ მორიას რჩევით
ან 24 საათიდან დილის 3 საათამდე – ბაიდიუჟინის რეცეპტით.
ეს იქნება მკვდარი წყალი.
ცოცხალ წყალს ვაგროვებთ 24–დან 25 ივნისის ღამეს.
ელ მორიას მიხედვით 00.00–დან 00. 03 წუთამდე,
ხოლო ბაიდიუჟინის მიხედვით 00.00–დან ღმის 3საათამდე.
მოხმარების წესი: სამი დღის განმავლობაში უზმოზე და ძილის წინ ვსვამთ მკვდარი წყლის ერთ ლიტრს.(ერთ დალევაზე გამოდის 1ლ გაყოფილი 6–ზე) ამ დროს ორგანიზმი იწმინდება გათვალვისგან , დაავადებებისგან და ყოველგვარო უარყოფითი ენერგეტიკისაგან. ხოლო შემდგომი სამი დღის განმავლობაში ვსვამთ იგივე რაოდენობით ცოცხალ წყალს და გათავისუფლებული ადგილები ივსება სინათლით, სიცოცხლითა და ჯანმრთელობით.
წარმატებები
ესეეგი მკვდარ წყალს ჯერ ვინახავთ, სანამ ცოცხალი არ გვექნება ხო? ეგ მაინტერესებს.. თორე მე უკვე დავლიე მკვდარი .. ცოტა..
ყოჩაღ!:) ნუ გეშინია, მეც დავლიე– ცოტა შეიძლება!
მოკლედ ზაფხულამდე ოტდიხაემ
აუ, მე კი 1 გრაფინი დავლიე ნელ ნელა
ეგ არაფერია, რადგან მკვდარ წყალს ყოველდღიურობაში საკმაოდ ბევრს ვსვამთ ის არის: დახურულ ბოთლებსა თუ ონკანში...
საჭიროა პერიოდულათ მაინც ორგანიზმის ცოცხალი წყლით ავსება!!!!:) ხალხნო ეცადეთ სვათ წყაროს წყალი!!!! (ზოგჯერ მაინც)
მოკლედ 6–7 ივლისის მიჯნაზე 12.00 – 12.03 დროს მოდის ცოცხალი წყალი!.. ანუ დღეა ასეთი ივანა–კუპალა, ქრისტიანულად იოანე ნათლიმცემლის დღე და ამ დროს ხდება ბუნებაში მისტერია!..
სასურველია აავსოთ ზემოთ მითითებულ დროს წყალი, რაც ძალიან სასარგებლოა ..
მოხმარების წესი იხილეთ ზედა პოსტში
დავიწყე მკვდარი წყლის სმა – 3 დღის განმავლობაში დილას უზმოზზე 1 ჭიქა და საღამოს ძილის წინ კიდევ 1 ჭიქა!
დღეს უკვე მეორე დღეა და მართალი, რომ ვთქვა ვგრძნობ ორგანიზმში ცვლილებას– გრძნობა განსხვავებულია ჩვეულებრივისგან!
ამას წინათ ვნახე ძალიან საინტერესო ფილმი წყალზე. ქვია "вода” ან ”великое таина води". ღირს ყურება, საბოლოო ჯამში იმას ვიგებთ რომ თურმე წყალზე არაფერი ვიცით, მაგრამ ამავე დროს ამ ფილმის მიხედვით გამოდის რომ წყლის ღვინოდ გადაქცევა სავსებით რეალურია, ისევე როგორც წყალზე გავლა ან ის ფაქტი რომ ზღვა ორად გაიყოს და გზა დაგითმოს. წყალი თავად არის სასწაული რომელთან კომუნიკაციაც უნდა ვისწავლოთ, ეს უბრალოდ აუცილებელია თუნდაც იმის გათვალისწინებით რომ ჩვენც ფაქტიურად წყლისგან შევდგებით. (არა მარტო რათქმაუნდა:-)))
შოუ გეთანხმები და ეს ფილმიც ძალიან მაგარია! ყველას ვაჩვენებ და ამ ფილმის ნახვის შემდეგ აშკარად იცვლება ჩვენი წარმოდგენები და მიდგომაც სხვანაერი ხდება წყლის მიმართ, უფრო გააზრებული!! ამ ფილმის ყურების შემდეგ ჩემი ოჯახი დასალევად წყაროს წყალს ვხმარობთ...
თემაც გახსნილი მაქვს – http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=295&st=0#entry4369
ეხლა ვნახე შენი გახსნილი თემა ამ ფილმზე. სამწუხაროა მანამდე რომ ვერ წავიკითხე და უფრო ადრე ვერ ვუყურე. მე განიყინ წყალზე გადავედი, წყაროს წყალი მხოლოდ აგარაკზე და ბოთლებში ჩამოსხმულს ისედაც დიდად ვერც ვენდობი და არც მსიამოვნებს (ანუ ალმაცერად ვუყურებ:-)). ეხლა მივხვდი რატომ ვერ ვსვამდი ხოლმე ონკანის წყალს ბავშვობიდან, აგრეთვე ვერ ვსვავდი წყალს გარკვეულ ადგილებში (მაგალითად ჭის წყალს დასავლეთში ერთ-ერთ დაბაში), რატომ მეჩვენებოდა სულ რაღაც არასასიამოვნო გემო და სუნი. ამიტომ იყო რომ წყლის ნაცვლად ვსვავდი ჩაის, კომპოტს, მინერალურ წყალს, ლიმონათს და ყოველგვარ საზიზღრობას, მაგრამ იმ წყლის დალევა მაინც არ შემეძლო. ამ ფილმის შემდეგ სულ სიყვარულს ვუხსნი წყალს როცა ჭიქაში ვასხავ:-)))
სხვათა შორის ერთერთი საუკეთესო წყალი რაც კი ოდესმე დამილევია ან გამომიყენებია ნუნისშია. იქ წყალი მართლაც რაღაც საოცრებაა. ისე ურიგო არ იქნება ეზოთერიკებმა ერთხელ ლაშქრობა მოაწყონ ნუნისის ტყეში:-))
მენატრება ქართული წყლის გემო.
წყალი მართლა სასწაულია!!!
ისე ყველაფერი ინდივიდუალურია, მე მაგალითად რაც წყაროს წყალზე გადავედი ონკანისას ვეღარ ვსვამ! და ლიმონათებსა და პეპსი–კოლებზე ლაპარაკი ზედმეტია– მათ საერთოდ ვეღარ ვეკარები!! )
კარგია ბევრმა ნახოს ეს ფილმი და შეეცვალოს წყლის მიმართ ხედვა! (მე ვისაც მივწვდი ყველას ვაყურებინე )
ნუნისში სალაშქროდ წასვლაზე მეეჭვება, მაგრამ არ გამოვრიცხავ მადლობა შოუ
პირიქით მადლობა,
ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია ის რასაც შენ აკეთებ. განსაკუთრებით კი ის ფაქტი მხიბლავს ქართულად რომ თარგმნი ხოლმე ცნობილ გამონათქვამებს, ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანია.
ხო, ეს ნამდვილად ინდივიდუალურია ალბათ, ონკანის წყალს ვერ ვსვავდი და ლიმონათს გეახლებოდით:-)) თუმცა მუდმივი წყურვილი მქონდა რაღაც ისეთის რაც არც ონკანში მოდიოდა და არც მაღაზიებში იყიდებოდა:-))))
და ახლა, უვე ნამდვილად შეგიძლია წყალს ესაუბრო (აზრობრივად) და ჩაუთქვა შენთვის სასარგებლო და სასიამოვნო, რომ გახდეს ეს უეჭველია!
ერთი ამბავი ვიცი ახლობელი ადამიანისგან, აქ არ დამიწერია, მოკლედ მისი დიდედა ძალიან წმინდა ქალი იყო და კომუნისტების დროს საგიჟეში ჩასვეს (არ შწირდებოდათ ეგეთები), ხოდა შემდეგ სულიერად, როცა ვერ გატეხეს აიღეს და ექთნის დახმარებით სასმელ წყალში შხამი ჩაუსხეს.. იმ ქალმა მედდას უთხრა –უფალმა შეგინდოსო და გადასახა წყალს ჯვარი და ილოცა, მერე დალია და არაფერი მოუვიდა! (აშკარად პრასვიტლიონნი იყო) და მერე მედდა ატირებული ჩაუვარდა ფეხებში და პატიებას სთხოვდა, დამაძალეს არ მინდოდაო...
აქედან ისეთივე დასკვნა, იმ ადამიანმა თავისი სისუფთავისა და წრფელი ლოცვის დახმარებით წყალში გაანეიტრალა შხამი!
ვიცი, რომ ამ ისტორიის რეალობაში ეჭვი არ შეგეპარებათ
არა, ნამდვილად არ მეპარება. აი, კიდევ ერთი მაგალითი იმისა თუ სინათლე (ისევე როგორც სიბნელე სხვათა შორის:-))) როგორი გადამდებია. იმ ადამიანმა არა მარტო თავისი სხეული იხსნა არამედ მეორე ადამიანის სულიც. დარწმუნებული ვარ ის ექთანი ამ ამბის შემდეგ დაბრმავებული ვეღარ იქნებოდა.
ხო, მართალია..
არსებობს იმ ფილმის ლინკი რომ დადოთ? ძალიან მაინტერესებს
მე ძალიან მინდოდა დამედო ლინკი და ბევრი ვეძებე, მაგრამ ვერ ვიპოვე იქნებ სხვამ იცის..
წყალი (ანუ თემავ ამოყვინთე )
დედაჩემი კი ყოველთვის მეუბნებოდა ცუდი სიზამარი გამდინარე წყალს მოუყევიო.
ხო ახლა გეტყვით კიდევ რა გამიგია წყალზე. ერთისგან გავიგე ღამე საწოლთან ერთი ჭიქა წყალი დაიდგითო და დილით ეს წყალი დალიეთო. მხოლოდ არ უნდა დალიოთ ყლუპ ყლუპად, რადგან როგორც კი ცოტა მოაკლდება ჭიქას, მაშინვე წყალი თვისებას იცვლისო. მრავალი წლის შემდეგ კი მითხრა სხვამ, ასევე ღრმად ჩახედულმა ამ საკითხებში,– წყალი კი არ უნდა დალიო არამედ ისე უნდა გადაღვარო, რომ არ შეგეხოს და არავის შეეხოსო. ორივე წყარო ინფორმაციისა საკმაოდ ნაკითხი ამ საკითხში პიროვნებებისაგან არის, მაგრამ არ დაგიმალავთ და ცოტა დავიბენი, როგორც ჩანს რომელიღაცა წყარო არ არის სწორი. ერთი ვიცი წყალი მაგნიტური თვისებების მატარებელია და ღამით ნამდვილად იღებს რაღაც ინფორმაციას შენი ორგანიზმიდან. თუ ვინმემ რამე იცით გამომეხმაუროს, წყალს დიდი ძალა აქვს კარგი იქნება მისი სწორად გამოყენება. ისე მე რატომღაც მგონია რომ მეორეა მართალი, ე.ი. დილით წყლის გადაღვრა. არვიცი
ღამით ჭიქით წყალი ყოველთვის მიდგას საწოლთან. მწყურდება ხოლმე და თუ არ დამეზარა ვსვამ. მხოლოდ ერტ ყლუპს
დილითაც მოვსვამ ხოლმე ერთ ყლუპს. რადგან მწყურია.
საერთოდ ბევრ წყალს ვსვამ, მაგრამ როცა ვსვამ მხოლოდ ერტ ყლუპს. არ ვიცი რატო
ზემოთ წყალზე ბევრი რამეა ჩამოთვლილი. ერთი -ორს მეც დავამატებ:
მოკლედ იაპონელმა მეცნიერმა მასარუ ემოტომ დაამტკიცა, რომ წყალს შეუძლია განიცადოს ცვლილებები, მასზე ზემოქმედებით - მოკლედ სხვადასხვა სიტუაციებში ყინავდა წყალს და კრისტალების ფორმებს აკვირდებოდა. მაგალითად თუ წყალს ასმენინებს მოცარტის მუსიკას და გაყინვის შემდეგ სიმეტრიული კრისტალი გამოდის, "მეტალის" მოსმენის შემდეგ კი უშნო და ასიმეტრიული კრისტალი მიიღებოდა.
ჰო ეს ისე, უბრალოდ გამახსენდა და დსავწერე
p.s.
ისე კი ჰომეოპატია რა არის?,მაინც ვერ გავიგე, ჩემთვის მაინც რაღაც შამანობის დონეზეა ეს ყველაფერი.
როგორც ვიცი ჰომეოპათია მცენარეული და ორგანული ნივთიერებებით მკურნალობაა
* *
წყლის დაკრისტალებაზე ნანახი მაქვს ფილმი ადრე. აუ რა ქვია ესეთ წყალს ვერ ვიხსენებ, ნაკურთხი წყალი? ეკლესიაში რომ აქვთ ხოლმე. იმის კრისტალები სხვანაირია. წყალს ესმის ესე იგი
აზზე ხართ რამდენი რამეა დაფარული რაც არ ვიცით?
ხო, სადღაც წავიკითხე წყალს მიაქვს როგორც ცუდი ისე კარგი. ანუ ცუდ სიზმარს ხომ უყვებით და მიაქვს, შხაპში რომ ხართ თუ მღერით ის დადებითი მუხტიც მიაქვს
მოკლედ ბევრი რამ ცრურწმენად გვეჩვენება სანამ ახსნით არ დადასტურდება
თუ წყლის კრისტალები ფორმას იცვლიან მუსიკის გაგებისას იქნებ ჩვენი სიმღერისასაც რაღაც ხდება და შემადგენლობა ისე ეცვლება რომ ჩვენთვის ცუდია
თუმცა ...
დღეს შხაპში წყალს იმდენი ცუდი ნივთიერება და შხამი მოყვება, ცუდია თუ გაფილტრული წყლით არ ბანაობთ
შამანობის დონეზე კიარა ყველაზე რესპექტაბელურ ორგანული საჭმელების მაღაზიაში იყიდება ჰომეოპათური წამლები
ირმა
ღამით თუ მომწყურდა რა ვქნა? რა წერია კაბალაში მაინტერესებს. ძალიან საინტერესო რამე თქვი. იქნებ უფრო მეტი გვითხრა?
blanca
საერთოდ ცუდია, თუ გეღვიძება, თუნდაც წყურვილის გამო -ეტყობა ან დღის განმავლობაში იღებ არასაკმარისად წყალს ან გვიანი ვახშამის ბრალია. მზის ჩასვლის შემდეგ უმჯობესია არაფერი ვჭამოთ, იმიტომ რომ ჩვენი ორგანიზმი სინათლეზეა აწყობილი და მომნელებელი სისტემაც ამის და მიხედვით უფრო კარგად მუშაობს, სანამ მზე ჩასულა. ვახშამი გვიან (ტკბილი, ცხიმიანი, ან მარილიანი) იწვევს ღამით წყურვილს.
თუ მაინცდამაინც ღამით წყალს დალევ, სჯობს დახურული, გაუმჭვირვალი ჭურჭელიდან და სჯობს დღის განმავლობაში ეს წყალი დამუხტო პოზიტიური აზრ-ხატებებით (ჯობია მხოლოდ ერთი მუხტი ანუ მაგალითად ძალა, ან სიმშვიდე ან სიწმნიდე, ბევრის წარმოდგენით სუსტდება ჩვენი კონცენტრაციაც და დამუხტვის ძალაც).
საერთოდ, ღამე ძილისთვისაა და ამ დროს მოშორებული ხარ შენს ფიზიკურ და ეთერულ სხეულებსს- მათი რეგენერაცია იერარქიების საქმეა, შენი საქმეა მათ ხელი არ შეუშალო სხეულში ჩამობრუნებით და რაღაც აქტიურობებით, მაგალითად წყლის სმით.
თვალებს რატომ არ უნდა შეეხო?
ჰერმეტიკა რაარის?
მადლობა საინტერესო ინფორმაციისტვის
blanca
ირმა
მადლობა adamiani
adamiani
აღარ მიდგას წყალი საწოლთან ამ ბოლო დროს და არც მწყურდება მეტად. თითქოს მართლა რაღაც ფსიქოლოგიური იყო. მადლობა.
მგონი რაღაც არასწორი იყო მართლა ამდენი ხანი ამას რომ ვაკეთებდი.
ირმა
ძალიან კარგი. მიხარია.
საინტერესოა http://pen-and-notes.blogspot.com/2009/04/blog-post_1463.html
მიყვარხართ. მადლობა ფორუმელებო.
Доктор Емото провел эксперимент, помещая две надписи на бутылках с водой, на одной «Спасибо», на другой «Ты глухой». Вода сформировала красивые кристаллы в емкости с надписью «Спасибо», это доказывает, что «Спасибо» одержало верх над «Ты глухой». Таким образом, добрые слова сильнее злых.
Здоровая, чистая энергия, накопленная в воде,
способна исцелять как физические, так и душевные болезни.
:წყალი:
აქ ახსენეთ ფილმი,მაქვს ლინკი და შეგიძლიათ უყუროთ..
http://1kino.com/documental/6331-velikaja-tajjna-vody.html
მეც მირჩიეს ყურება,იმიტომ რომ 4 წელი ან ცოტა მეტი იქნება წყალს ვერ ვსვამ,როგორც კი ვიბან სახე მიჭრელდება და ა.შ
თუმცა მაინც არ მიმდის გული რომ დავლიო წყალი..
ჯი-ნია-ნი
აქ შეიჭყიტე?
http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=295&st=0
ჯი-ნია-ნი
აბა რას სვამ და როგორ ბანაობ?
ჯი-ნია-ნი
საინტერესოა, მიზეზი იცი რატომ ხდება ასე?
ჯი-ნია-ნი
ერთმა ვედებში საკმაოდ განსწავლულმა ადამიანმა მითხრა,რომ შეიძლება წინა ცხოვრებაში ზღვაში ჩაიძირე და ამის ბრალიაო..
მე სანამ ლიმონათში არ ჩავიხრჩვები ვერ შევეშვები ალბათ ამ შაქარ-წყალს
4 დღეა დავინტერესდი და ექსპერიმენტი ვცადე-დამუხტულ წყალი ( არ ვიცი როგორია ) მაგრამ შედარება, გავაკეთე.
ავიღე ონკანიდან წყალი - ბიოდენები, არ მაქვს მაგრამ არ გამომივიდა.
ავიღე გამოხდილი წყალი - ჩემი ბიოდენებისგან ვამჩნევდი რომ, რაღას უცნაურად ამოძრავებდა ნაპერწკლები და ფერებს იცვლიდა ელვისებურად. ვიდრე ონკანიდან .
ეკლესიის მიერ ნაკურთხი წყალი- სულ სხვაა და არ გავ იმ ორისგან-გამოხდილი და ონკანიდან აღებული წყალს.
ეკლესიური ნაკურთხი წყალზე ჩანდა-მოელვარე ნაპერწკლები და ფერადოვანი ცისფერი მოვერსხლო ფერებში.
რომელია დამუხტული არ ვიცი იმ სამისგან.
vano kazbegi
ბიოდენები არ არსებობს ვიღაცის მოგონილია არსებობს ერთი ენერგია "ჩი" რომლის გამოყენებაც ყველას შეუძლია უბრალოდ ცოტაოდენი ვარჯიში უნდა. წყლის დამუხტვა თუ გინდა მარცხენა ხელში დაიჭირე ცოტახანი და ეგაა მარცხენა გასცემს ენერგიას მარჯვენა იღებს ქალებში პირიქით.
gio.geoo
ცაციებში?
vano kazbegi
ეხლავე აგიხსნი ცივი წყალი ფერი აქვს შავი მე რგორც ვუყურებ პირველად წყალს არის შავი ნებისმიერი ფერთა ცვლა უკვე დამუხტვაა არ ვიცი შეგიძლია თუ არა მაგრამ რამე არხი დაიჭირო ნაკადებიდან აირჩიო რომელიმე ან სივცე გააპო ყველაზე ადვილია და სუფთა ენერგია მოდის. ან ყველაზე ადვილი წინ დაიდე და ვიზუალიზაციით რაიმე ფერის ენერგია წარმოიდგინე და ნელ ნელა როგორც წყალი ისე ჩაასხი ლურჯს გირჩევ ყველაზე მაღალი დონის ენერგიაა
თემას მინდა დავუბრუნდე და ერთი შეკითხვა მაქვს, ანუ ნათლისღებაზე რომ ავავსებ წყალს ივნისამდე შევინახო ეს წყალი უნდა ხო???? სანამ ცოცხალ წყალს არ ავიღებ! მაგრამ ამდენი თვის განმავლობაში არ გაფუჭდება ეს წყალიიიი????
ფაქტიურად 6 თვის ნაგროვები წყალი გამოიყენება? მე ვიცი რომ ნათლისღებაზე, 18-19 იანვარი სწორედ რომ ცოცხალი წყალია. რომ დააგროვო მტელი წელი არ ფუწდება. გამოცდილი მაქვს. ასევეა ნაკურთხი წყალიც. ბებიაჩემის ნაქონი ნაკურთხი წყალი მქონდა წლების განმავლობაში და ახალაგროვებულივით იყო. არადა ბებია გარდაიცვალა 3 წლის რომ ვიყავი და წყალი სადღაც 16-17 წლამდე მქონდა. მერე გამითავდა.
http://www.orthodoxtheology.ge/panteismi-inteligenciistvis/
კრიტიკული სტატია ემეტოს გამოკვლევების შესახებ. იმაზე, რომ დიქრი წყლის სტრუქტურაზე ახდენს გავლენას
ნაკურთხი წყალი, რომ არ ფუჭდება ვიცი რადგან მაქვს, მაგრამ მასე დიდი ხნით დაგროვებული წყალი არ მაქვს ანალოგიური რომ ვამტკიცო.
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)