ძველ წარმართულ რელიგიებში, ეგვიპტურ და შუმერულ წარმოდგენებში ღმერთები წარმოდგენილი იყო ანთროპომორფული სახით (ადამიანის ტანით, ცხოველის თავით).
მსგავსი არსებები იყვნენ არა მხოლოდ ღმერთები, მითიური არსებებიც.
თუნდაც ანგელოზები
მსგავსს წავაწყდი ბიბლიაშიც:
გამოცხადება 4:1
ამის შემდეგ ვიხილე, აჰა, ღია კარი ცაში და პირველი ხმა, რომელიც შემომესმა, საყვირივით დამელაპარაკა და მითხრა: „ამოდი აქ და გიჩვენებ, რაც უნდა მოხდეს ამის შემდგომ“. 2 მყისვე აღმოვჩნდი სულში და აჰა, ტახტი იდგა ცაში და ვიღაც იჯდა ტახტზე. 3 ვინც იჯდა, შესახედაობით წააგავდა იასპის ქვას და სარდიონს. ხოლო ცისარტყელა ტახტის ირგვლივ შესახედაობით წააგავდა ზურმუხტს. 4 ტახტის ირგვლივ ოცდაოთხი ტახტი იყო, ხოლო ტახტზე ისხდა ოცდაოთხი უხუცესი, რომელთაც ემოსათ თეთრი სამოსლები და თავებზე ოქროს გვირგვინები ედგათ. 5 ტახტიდან გამოდიან ელვანი, ქუხილნი და ხმანი. ტახტის წინ შვიდი ცეცხლოვანი ჩირაღდანი ანთია, რომელიც ღვთის შვიდი სულია. 6 ტახტის წინ ბროლის მსგავსი მინის ზღვაა,
ტახტის შუა და ტახტის ირგვლივ – ოთხი ცხოველი, წინიდან და უკნიდან თვალებით სავსე. 7 პირველი ცხოველი ლომს ჰგავდა, მეორე ცხოველი ხბოს ჰგავდა, მესამე ცხოველს ადამიანივით სახე ჰქონდა, მეოთხე ცხოველი მფრინავ არწივს ჰგავდა. 8 ამ ოთხი ცხოველიდან თითოეულს ექვსი ფრთა ჰქონდა ირგვლივ და შიგნით თვალები იყვნენ სავსენი. არც დღით, არც ღამით არ ჰქონდათ მოსვენება და ამბობდნენ:
„წმიდაა, წმიდაა, წმიდაა უფალი ღმერთი, ყოვლისმპყრობელი, რომელიც იყო, არის და მოვა“. 9 როცა ცხოველები დიდებას, პატივს და მადლობას უძღვნიდნენ ტახტზე მჯდომარეს, ცოცხალს უკუნითი უკუნისამდე, 10 ოცდაოთხი უხუცესი დაემხო ტახტზე მჯდომარის წინ და თაყვანი სცა უკუნითი უკუნისამდე ცოცხალს. თავიანთი გვირგვინები დაამხეს ტახტის წინ და თქვეს: 11 „შენ ღირსი ხარ, უფალო და ღმერთო ჩვენო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძალა, ვინაიდან შენ შექმენი ყოველივე და შენი ნებით იყვნენ და შეიქმნენ“.
იქნებ რაიმე ცნობები, ან შეხედულება გაქვთ ამასთან დაკავშირებით?
მაგალითად ვინმე ჯორჯ ვილიამსონი
ოთხი ნათელი ვარსკვლავი: ალდებარან (კუროს თანავარსკვლავედში), ანტერეს (მორიელის თანავარსკვლავედში, რომელსაც აბრაამი და მისი მიმდევრები არწივს უწოდებენ), რეგულუსი (ლომის თანავარსკვლავედში) და ფომალაუთ (მერწყულის თანავარსკვლავედში, რომელიც წარმოდგენილია, როგორც ადამიანი, რომელიც წყალს ასხამს გემს). აქედან გამომდინარე, ბუნებრივია ძველი ადამიანები იხსენიებდნენ: ხარი, არწივი, ლომი და კაცი - რომლებიც განლაგებულნი არიან როგორც ოთხი დრო - გაზაფხულის და შემოდგომის ბუნიობა და ზაფხულ-ზამთრის მზებუდობა. როგორც ჩანს სპარსელებსა და ჩინელებს არ აინტერესებდათ თანავარსკვლავედები, მხოლოდ მათში შემავალი ვარსკვლავები. ხოლო ებრაელები ასახელებენ ამ არსებებს, მაგალითად ეზეკიელის გამოცხადებაში.
ეზეკიელი რას ასახელებს არ მახსოვს, შენი პოსტი მგონი იოანეს გამოცხადებიდან უნდა იყოს
მართლაც საინტერესოა ეს ყველაფერი.
დარვინი არ გამოდგეს მართალი ბოლოს
earth
http://ka.wikipedia.org/wiki/კინოკეფალები wikipedia
მეტი ინფორმაცია აქ დევს
http://elasevenia.blogspot.com/2013/04/blog-post_5289.html
http://elasevenia.blogspot.com/2014/02/9_3.html
ანუ რაღაც ცნობები არის ამის შესახებ რომ მსგავსი არსებები იყვნენ და არც ის იქნება გასაკვირი რომ რაც ეგვიფტურ ფრესკებზეა მართლაც რომ ყოფილიყო.
კიდევ აქ ერთი ფორუმელი წერდა ადრე რომლის სული გადადიოდა სხვა პლანტის არსების სხეულში ანუ სხეულებს ცვლიდნენ ზუსტად ვერ გავიგე რა მიზნით და ეს ქალბატონი წერდა რომ იმ პლანეტაზეც ადამიანის მსგავსები არიან ოღონდ უფრო მაღლები და მათთან ერთად ცხოვრობენ ცხოველური შესახედაობის არსებები რომლებიც ლაპარაკობენ და აზროვნებენ...
რაც შეეხება გამოცხადებას ძალიან რთულად გასაგები წიგნია ხშირად სიმბოლური დატვირთვა აქვს სიტყვებს ძირითადად ეხება ბოლო დღეებს ანუ ამ ეპოქის დასასრული და გარდამავალი პერიოდი ...
სულიერი არსებბების დანახვას სულიერი ხედვა სჭირდება ) ისე რას დაინახვ თუ სულიერი ხედვა არ გაქვ
ეგვიპტელებს ნამდვილი ცოდნა ერთი ფენიქსზე ანუ რა-ზე ქონდათ და მეორე ასტრონომიურ-მათემატიკური მეცნიერებაზე დანარჩენი კერპები მასების გასაკონტროლებლად.
ისე ძალიან დიდი კავშირია რას და ქრისტიანულრ რელიგიას შორის
გამოცხადებაზე რა გითხრათ ეს იგივე იქნება ჩემთვის რომ პირველ კლასლემა საპროფესორო დისერტაცია დაიცვას
ისე სიმბოლოებით თუ ვიმსზჯელებთ
საყვირი- გამოფხიზლება
მყისვე სულში აღმოჩენა- ქრტისტეს წიაღში მოქცევა
ცისარტყელა- მშვიდობა
ოძდაოთხი უხუცესი- დრო
ტახტიდან გამოდიან ელვანი, ქუხილნი და ხმანი- ანუ რაღაც შიში გაფრთხილება რავი რა )))
შვიდი ცეცხლოვანი ჩირაღდანი- ან შვიდი მთავარ ანგელოზი ან (უფრო რაც მგონია) შვიდი ღვთაებრივი თვისება სიყვარული. სიმშვიდე. შრომისმოყვარეობა, თავმდაბლობა, ზნეობრივი სისპეტაკე, მარხვა და უანგარობა
ბროლის მსგავსი მინის ზღვაა- ყველა ერი
ოთხი ცხოველი- ადამიანის ოთხი ინტელექტი
ლომს ჰგავდა- ადამიანი სხეული
ხბოს ჰგავდა- გონება ინტელექტი
ადამიანივით სახე ჰქონდა- ემოცია(გული)
მფრინავ არწივს ჰგავდა- სული
ოცდაოთხი უხუცესი დაემხო ტახტზე მჯდომარის წინ და თაყვანი სცა უკუნითი უკუნისამდე ცოცხალს
თავიანთი გვირგვინები დაამხეს ტახტის წინ და თქვეს შენ ღირსი ხარ, უფალო და ღმერთო ჩვენო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძალა, ვინაიდან შენ შექმენი ყოველივე და შენი ნებით იყვნენ და შეიქმნენ. ანუ თავიდან ვერ ვაკავშიებ ამ სიმბოლოებს მარა ბოლოს ალბათ დრო ქედს იხრის ღვთის წინაშე, სხვა დასკვნა ვერ გამოვიტანე იმიტომ რომ ეს 24ნი წმინდანები რომ ყოფილიყვნენ რატომ დაამხობდნენ თავიანთ გვირგვინებს???
ანუ თავიდან ადამიანმა მთელი არსით თავისი 4 ინტელექტით ღმერთს ადიდებს და ბოლოს ვხედავთ რომ დროც ქედს იხრის ღვთის წინაშე.
მოკლედ კითხვები უფრო მეტი მაქვს ვიდრე პასუხი ვინმე თუ დამეხმარებით უკეთესად გაგებაში წინასწარ მადლობა ))
რა ღმერთები არა ხოხბები, შეხედეთ რა სულელია ადამიანი ყველაფერი თავის მსგავსი რომ შექმნა ჰაჰაჰა, და ღმერთი ჰგონია თავის თავი, ვრთხასაც ღმერთი ჰგონია თავის თავი ვირთხა ყავს ღმერთად.
ადამიანს წარმოდგენაც კი არ აქვს რა ფორმების მქონე ღმერთები არსებობენ. ღმერთებს საკმაოდ უცნაური ფორმები აქვთ. საშაყირო აქ არაფერია. უბრალოდ თუ ეზოთერიზმი არ გესმის ვერ გაიგებ რატომ აქვთ ასეთი ფორმები. ეს უბრალოდ ასეა და მორჩა. უბრალო ადამიანი მაგას ვერ გაიგებს. უბრალოდ მიიღე რეალობა და ვსო.
ნახევრად ცხოველი, ანუ ეს ცხოველი არის მისი ტოტემი. მაგალითად ინდური ღმერთი განეშა, ფიზიკური სიძლიერის ღმერთია. ინდოეთში ყველაზე ძლიერ არსებად სპილო მოიაზრებოდა, ამიტომაც იმ ცხოველის სახეს ან ტანს ახატებდნენ ხოლმე მოცემულ ღმერთს. 😊
თუმცა ეს მხოლოდ ერთი მოსაზრებაა. კიდევ მრავალი არსებობს.
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)