Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ფსიქომოდულაციის ოთახი _ რიფითი

Posted by: რიფრითი Sep 10 2018, 12:51 AM

ამას წინათ ახლობელი დავკარგე, ჩემთან შეზრდილი, თითქოს ჩემი ნაწილი წავიდა. ახლა კი არ ვიცი, როგორ ვიცხოვრო. ისიც არ ვიცი, მე თუ ვარსებობ მის გარეშე. თითქოს იგი ჩემი მზე იყო და ჩაქრა. აი, ასე, ნამდვილი მზე რომ ჩაქრეს. ალბათ, დედამიწაზე სიცოცხლე გაგრძელდებოდა, მაგრამ მაინც გენდომებოდათ აქ ცხოვრება? მე მინდა აქ ცხოვრება?

Posted by: jarmen Sep 10 2018, 02:07 AM

განაგრძე ცხოვრება, არაფერია მარადიული, უბრალოდ უნდა გააცნობიერო რომ ერთადერთი ვინც მუდამ შენთან იქნება შენ თვითონვე ხარ და დანაკარგების მტკივნეული ეფექტები შესუსტდება, ძალიან რთულია, მაგრამ გარდაუვალია ადამიანის დაკარგვა...

Posted by: earth Sep 10 2018, 07:21 AM

რიფრითი
მართლაც არაა ადვილი...
კარგი პასუხი მოგცა jarmen -მა, მართლაც მეც იგივეს გეტყოდი.

Posted by: INVICTUS Oct 14 2018, 07:31 PM

მეც დავკარგე სტუდენტობის დროს ჩემი მეგობარი, მეზობელი ერთად გაზრდილი რომ ვიყავით და მერე უნიშიც რომ ერთად ვიყავით, ძალიან ახალგაზრდა ადამიანი და რა არის ხალხნო იცით, ეს მეგობარი და კიდევ ჩემი უახლოესი ნათესავი ქალი სულ მუდამ როგორც ცოცხლები ისე მესიზმრებიან, ანუ ისინი თუ გარდაცვლილები არიან დღემდე ვერ დამიჯერებია, ნეტავ რა არის ეს?..

Posted by: INVICTUS Oct 14 2018, 07:33 PM

შეიძლება ეს სიზმრებში უნდა დამეწერა, მაგრამ თუ ვინმეს გაქვთ მსგავსი განცდა გთხოვთ დაწერეთ

Posted by: earth Oct 14 2018, 07:47 PM

INVICTUS
მეც ვერ დამიჯერებია 18 წელია გარდაცვლილი მამა. არვიცი რა არის. ალბათ ის რომ სული არ იღუპება, ალბათ ის რომ მის სულს ვგრძნობ.

Posted by: INVICTUS Oct 15 2018, 10:24 AM

მამა 2 წლის უკან დავკრძალე, მაგრამ მამის მიმართ ის გრძნობა რომ ის ცოცხალია არ მაქვს, ალბათ იმიტომ რომ ხშირად გავდივარ მის საფლავზე.

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)