შაბათს ღამე ვაპირებთ რომ გავაკეთოთ ერთობლივი სიზმარხილვა.
ანუ შაბათი რო დაღამდება და კვირა რო თენდება
აქ მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ნებისმიერმა მსურველმა. არა აქვს მნიშვნელობა ნაცნობია თუ უცნობი, ძმაკაცია თუ დაქალი. ყველას შეგიძლიათ ჩაებათ
რას ვაკეთებთ:
დავწვებით დასაძინებლად და დავიძინებთ.
ვაყენებთ მაღვიძარას 11:55 სთ.(1–ელი გაღვიძება) რო დარეკავს მაღვიძარა, ვიღვიძებთ და ვცდილობთ გავიხსენოთ რამე ხო არ გვახსოვს სიზმრის ნაგლეჯი.
ვიხსენებთ, ვიხსენებთ და თუ გაგვახსენდება რამე, ფურცელზე ჩავწეროთ დეტალებში რა და როგორ.
მერე შემოდიხარ ფორუმზე აქ და ამ თემაში აფიქსირებ შენ თავს რო გაიღვიძე. ასე იქცევა ყველა.
სიზმრის მოყოლა შეგიძლიათ, მარა არ არის აუცილებელი, მთავარია გაიხსენოთ და ჩაიწეროთ.
1:00 საათამდე გავდივართ ყველა ფორუმიდან და ვიძინებთ 1–ზე ისევ. მაღვიძარას ვაყენებთ 3:00 სთ–ზე (მე–2 გაღვიძება)
მე–2 გაღვიძებაც ისეთივეა როგორც პირველი, ვცდილობთ გავიხსენოთ რა ვნახეთ და ჩავწეროთ დეტალებში. შემდეგ შემოვდივართ ფორუმზე და ვაფიქსირებთ 2–ედ გაღვიძებულთა სიაში ჩვენს თავს.
4 საათამდე ფორუმიდან გავდივართ ყველა და ვიძინებთ 4–ზე ზუსტად. მაღვიძარას ვაყენებთ 6 ზე. (მე–3 გაღვიძება)
მე–3 გაღვიძებაც ისეთივეა როგორც პირველი და მეორე, ვცდილობთ გავიხსენოთ რა ვნახეთ და ჩავიწეროთ ყველა დეტალი. შემდეგ შემოვდივართ კვლავ ფორუმზე და ვაფიქსირებთ ჩვენს თავს 3–ედ გაღვიძებულთა სიაში.
7 საათამდე ფორუმიდან გავდივართ ყველა და ვიძინებთ 7 ზე ზუსტად. მაღვიძარას ვაყენებთ 9 ზე. (მე–4 გაღვიძება)
მე–4 გაღვიძებაც ისეთივეა როგორც პირველი, მეორე და მესამე. – ვცდილობთ გავიხსენოთ რა ვნახეთ და ყველა დეტალი ჩავწეროთ.
შემდეგ შემოვდივართ ფორუმზე და ვაფიქსირებთ ჩვენს თავს 4–ედ გაღვიძებულთა სიაში.
ვინც ვერ გაიღვიძებს და ფორუმზე არ დაფიქსირდება – ვარდება თამაშიდან. ვნახოთ ვინ გაქაჩავს ბოლომდე
წაგებულებმა უნდა იკისროთ და მოგებულები დაპატიჟოთ ერთ კარგ პონტში.
აბა მსურველების რეგისტრაცია დაიწყოო )))
კაი არ გვინდა დაპატიჟება, ზოგი შორსაა . ისე გავაკეთოთ
უბრალოდ გამოვლინდებიან გამარჯვებულები და დამარცხებულები.
ეს არის ჩვეულებრივი სიზმარხილვის პრაქტიკა, რომელიც ადამიანში ხსნის უამრავ შესაძლებლობებსა და ცოდნას.
ძალიან სასარგებლოა ჩვენი გონებისთვის ასეთი პრაქტიკა და მე მოგეხსენებათ უკვე ორი წელია ამ პრაქტიკას მივდევ შეძლებისდაგვარად.
ერთად ძაან გამიხარდება თუ გავაკეთებთ, უფრო სახალისოც იქნება და მეტი პასუხისმგებლობაც
მინდა, ვმონაწილეობ და მანამდე სამი დღეც მაქვს სიზმრებზე კონცენტრაციისთვის.
აიმ ინ
mata
1 საათიანი შუალედები 30-40 წუთამდე რომ შევამციროთ არ ჯობია?
რატოო
mata
აბა 1 საათი რა ვაკეთო ხოლმე კომპიუტერთან? ან დრო როგორ გავიყვანო?
Atm@n
ააა რავი რამე მოიფიქრე მაგ:
ადექი წყალი დალიე, ფანჯარა გამოაღე, ჰაერი ჩაისუნთქე, მერე დადექი და იცქირე აქეთ იქეთ. რო მოვა დრო დაწექი და თვალები დახუჭე.
ე.ი. ჯერ ვართ
1. mata
2. anima mundi
3. Atm@n
მეც ჩამწერეთ
ძალიან კარგი, უკვე ოთხი ვართ
1. mata
2. anima mundi
3. Atm@n
4. natuka
მეც მინდა. ჩამწერეთ
1. mata
2. anima mundi
3. Atm@n
4. natuka
5. tikoroma
6.
კარგია, კიდევ ორი დღე დაგვრჩა
რამე თემას არ მოვიფიქრებთ?
მეც ჩამწერეთ, სავარაუდოდ შემოგიერთდებით
მატა, მეც შემოგიერთდებით, მაგრამ ერთი პრობლემაა, ჩემთვის ძაან მოუხერხებელია ყოველი გაღვიძებისას ფორუმზე შემოსვლა, თან ადვილად ვფხიზლდები და იდეა მაქვს, ყოველ ინტერვალში რაც დაგვესიზმრება ფურცელზე რო დავწეროთ და დილით ყველამ წარმოვადგინოთ ერთგვარი "რეზიუმე", ანუ ოთხი სიზმარი, თუმეტი ან ნაკლები არ იყო, რავი რას იტყვით?
მეც)
narilla
თემა არ გვინდა თავისუფლად ვიყოთ, საც რაზე უნდა იმაზე იფიქროს. ვნახოთ ჯერ ასე რა გამოვა...
ეს ფორუმზე შემოსვლა და დაფიქსირება ძაან მნიშვნელოვანი მომენტია, მაგას ვერ შევცვლი ხალხო.
.... მანდ არ ნდობაზე კი არ არის, მნიშვნელოვანია ის რომ გაღვიძებულები ერთმანეთთან კონტაქტზე გავიდეთ- გაღვიძების მომენტში უნდა იცოდე და გაიგო კიდევ ვინ გაიღვიძა, ვინები ხართ ერთად(ეს არის ამ პროექტში ერთობლიეობა). ხოდა ეს საკონტაქტო საშვალება შეიძლება იყოს ფორუმი (რადგან რო დაწერ ყველა გხედავს) , მობილურებითაც შეგიძლიათ ფორუმზე შემოსვლა და ერთი სიტყვის დაწერა რო "გავიღვიძე"... და ვისაც მობილურში ინტერნეტი არა აქვს, მაშინ დამიმესიჯოს და მე შევიყვან სიაში. (ეს ყველაზე უარეს ვარი.ანტში) ამაზე მეტის დათმობა აღარ შემიძლია, უკვე პროექტს ჩააგდებს.
earth .... არ ვიცი რა ვქნა შენზე, მობილურზე ვერ დამიმესიჯებ? - დილამდე რო კონტაქტზე არ გამოხვიდე, ჩათვალე რო დაგკარგეთ. მე არ მინდა შენი დაკარგვა
მონაწილეობენ:
1. mata
2. anima mundi
3. Atm@n
4. natuka
5. tikoroma
6. Ceeport
7. narilla
8. Zet
9.
უკვე რვა ვართ, მაგარია
ok წესებს დავიცავ...
რო არ დამეძინოს რა ვქნა ?
Mel
1 საათიან შუალედებზე მეკითხები?
მაღვიძარა რო დარეკავს წამოდექი, ცოტა ხანი ლოგინზე ჩამოჯექი და ეცადე გაიხსენო რა ნახე. მერე ფორუმზე უნდა შემოხვიდე და ამ თემაში დაწერო რო გაიღვიძე, აქ სხვებიც ვიქნებით მაგ დროს გაღვიძებულები. ასე თუ მოიქცევი აღარ დაგეძინება, მთავარია ერთი წამოდგე...
დღეს პარასკევია, შაბათი ახლოვდება
ვეცადოთ შაბათ დღეს ტკბილეულობა საერთოდ არ მივიღოთ ან ძაან ცოტა. არც ხილი არ არის რეკომენდირებული. სიტკბო ძალიან უშლის ხელს სიზმარხილვას.
ძილის წინ განსაკუთრებით არ შეიძლება არანაირი სიტკბოს და საერთოდ საჭმლის ჭამა.
ასევე ნუ მიიღებთ მწარე საკვებს.
მარა თუ ძაან გშია და იმდენად გშია რო ვეღარ იძენებ, მაშინ ჯობია ჭამო. (ეს იმათ გასაგონად, ვისაც ღამე უყვარს ჭამა)
ძალიან კარგი იქნება (ვინც შეძლებს გააკეთოს) თუ ძილამდე 4 საათით ადრე შეჭამთ საჭმელს.
მარა ვთქვათ ამას თუ ყველა ვერ შეძლებს, არაუშავს, ვისაც როგორ შეუძLია ისე გააკეთოს.
განწყობა არ უნდა გაგვიფუჭდეს ამ ყველაფრით, პირიქით...
ანუ საჭმლის ამბავი თქვენ თვითონ დაარეგულირეთ, აქ მკაცრი წესები არ არის. თუმცა მე გითხარით როგორ ჯობია თუ გინდა რო კარგი შედეგი მიიღო.... დანარჩენი თქვენ იცით/..
ე.ი. დღეს გვაქვს ღამე სიზმარხილვა
აბა მოემზადეთ....
სულ 8 კაცი ვართ, მემგონი ყველა მიწერია ვისაც უნდოდა
1. mata
2. anima mundi
3. Atm@n
4. natuka
5. tikoroma
6. Ceeport
7. narilla
8. Zet
natuka
ყოველ 2 საათში უნდა გავიღვიძოთ და 1 საათი ვიფხიზლოთ.
mata
გასაგებია
mata
1 საათიანი ფხიზლობის შემდეგ შეიძლება ბევრმა ვეღარ დაიძინოს რავიცი
gio.geoo
ეგ არის სიზმარხილვა, უნდა გამოფხიზლდე და დაიძინო.
ბევრი რო ვიქნებით ერთად შევძლებთ, თუ ერთსულოვნება იქნება არ გაგვიჭირდება.
ა ბა აბა ხო ხართ მზად.... 10 საათზე ვწვებით ყველა დასაძინებლად
და გელოდებით 12-ზე ისევ აქ
შეხვედრამდე )
მე ჯერ სტუმრად ვარ საქეიფოდ, იმედია მალე მივალ სახლში.
არ ვსვამ ნუ გეშინიათ
ყველამ მოახერხეთ დაძინება?
ჯანდაბა .. ეხლა მოვედი სახლში .. ვერ ვასწრებ, მერე გავაკეთებ ჩემს პონტში, როგორც ვიცი ესე უფრო შეიძლება გააცნობიერო სიზმარი .. მოკლედ ვერ გიერთდებით .. კაი ეხლა თავს აღარ შეგაწყენთ , თქვენ იცით : D
მე პირველი საათიდან შემოგიერთდებით, 10ზე დაძინება არ გამოვიდა, სახლში არ ვიყავი
მე ვერ ვიძინებ გარკვეული მიზეზებისდაგამო გამოვეთიშები.......... ბოდიშს მოგიხდით, სხვაგვარად არ მოხერხდა..... რაღაც პრობლემა შემექმნა დღეს..... ვვარაუდობდი რო დამეძინებოდა, მაგრამ სანერვიულო გამომიჩნდა და საერთოდ ვეღარ ვიძინებ. იმედია ეს არ ისახება თქვენზე.............
12:01 წუთია დაეძინათ ნწ ნწ
მე გავიღვიძე
ყოჩაღ ნატუკა
პრივეტ
თითქმის არ დამეძინა. ცოტა წავთვლიმე და სიზმარი არც მინახავს მგონი. ყოველ შემთხვევაშI არ მახსოვს...
ატმან პრივეტ
სამნი ვართ ჯერ ჯერობით გაღვიძებულები ....
მატა, ნატუკა, ატმანი
მე 1ზე დავიძინებ და 3ზე გავიღვიძებ, მემგონი არაუშავს ხო პირველი რომ გამოვტოვე?
Ceeport
სამწუხაროდ ვეღარ შემოგვიერთდები, უკვე დაწყებულია.
გავედი, ცოტ ადრე დავიძინებ, იქნებ ჩამეძინოს.
კაი ატმან
აბა გელოდები 3-ზე იცოდე
გადით ვისაც გასვლა უნდა.
მე დაველოდები სხვებს, იქნებ გამოჩნდნენ
სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო ... არაა?
mata
მატა ნახე სიზმარი?
დავაგვიანე? ვიხსენებდი რა დამესიზმრა
tikoroma
არა არ დააგვიანე, ყოჩაღ
ოთხი ვართ უკვე, მე, ნატუკა, ატმანი და თიკორომა
ვინც არ თამაშობთ, ნუ პოსტავთ ამ თემაში
ვინც არ თამაშობს გადით აქედან
ე.ი. I გაღვიძება
1. მატა
2. ნატუკა
3. ატმანი
4. თიკორომა
ესენი ვართ ვინც ვაგრძელებთ ...
ვიძინებთ ეხლა ჩვენ და 3 საათზე ისევ აქ ვიკრიბებით
დროებით
აზრი გამაგებინა არ მინდა არაფერი ჩემით გავალ აქედან
მე გავიღვიძე
mata
როგორც ჩანს ჩაეძინა ხალხს
მეც გავიღვიძე. სიზმარი არ მახსოვს. ძნელად ვიძინებ. 1 სთ ძლივს გამომდის მგონი ძIლი. რა სიზმარი უნდა ვნახო
tikoroma
ნუ ღელავ, ყველაფერი რიგზეა.
ასე გავაგრძელოთ
ყოჩაღ შენ
ცოტა გვიან გამეღვიძა. სამაგიეროდ 2 სიზმრის ნახვა მოვასწარი.
Atm@n მალადეც
ჩაიწერე ყოველი დეტალი რასაც ნახავ.
აბა 6 საათამდე! იქნებ გაცნობიერებაც მოვახერხო
დროებით
ე.ი. II გაღვიძება
1. მატა
2. თიკორომა
3. ატმანი
ჩვენ სამნი ვაგრძელებთ
6 საათამდე , დროებით
ჰეჰე სიზმართმიხლველებო რა დღეში ხართ თქვენ აქა
დაიძინეთ ახლავე!
კუ-კარე-კუუუუუ!!!
გავიღვიძე
მეც გავიღვიძე
7-ის მერე რომ აღარ მეძინება ხოლმე?
ე.ი. III გაღვიძება
1. ატმანი
2. მატა
3. თიკორომა
ყოჩაღთ რაა ძაან მაგრები ხართ, გავდივართ ბოლოში
წავედით ეხლა აქედან და ვიძინებთ, 9 სთ-მდე
ატმან , ბოლოში ვართ უკვე
ოკ. ვეცდები!
mata
მე არ შემოგიერთდით მაგრამ თქვენთან ვიყავი მგონი
სიზმარში გნახე და გამეღვიძა, გავიმეორე სიზმარი და მაინც დამავიწყდა. მერე ჩამეძინა და რაღაც სხვა სიზმარი ვნახე კიდე.
გამოვშტერდი ამდენი ძილისგან
მე და ატმანი ვართ ჯერ,
თიკოსაც დაველოდოთ.
ვერც ერთი სიზმარი ვერ გავაცნობიერე. ეტყობა მოტივაცია მაკლია, და ენერგიაც.
ატმან დილით მეოთხეზე დაიძინე? თუ ვერა
mata
კი დავიძინე, ოღონდ 9-ს ნახევარზე თავისით გამეღვიძა. თან აბდაუბდა და გაურკვეველი რაღაცეები მესიზმრა, ისე რომ არც მახსოვს. ყველაზე კარგად მეორე დაძინების სიზმრები დავიმახსოვრე. დიდად საინტერესო არ იყო, მაგრამ მაინც...
კაი
მთავარია რო ოთხჯერ დაიძინე და ოთხჯერვე გაიღვიძე ისე რო დათქმულ დროზე არ დააგვიანე.
mata
მოვედი. გაცნობირებული სიზმარი არ მე მქონია.
ერთი სიზმარი გამოვტოვე, 3 დამამახსოვრდა
ბრავო, ბრავო
ფინიშამდე მოაღწიეთ თქვენ, ატმანმა და თიკორომამ.
მოკლედ თამაში დასრულებულია
I ადგილის მფლობელია ატმანი
II ადგილზე გავიდა თიკორომა
გილოცავთ
შეუდარებლები იყავით , მე ძაან კმაყოფილი ვარ თქვენით და სიტყვები არ მყოფნის თქვენი სიმამაცის, ნებისყოფის და გამძლეობის აღსანიშნავად.
ეს არ იყო ადვილი, საკმაოდ რთულ დავალებას გაართვით თავი. ყოჩაღთ კიდევ ერთხელ. და მადლობა რო ასეთი მშვენიერი ღამე გავატარე თქვენთან ერთად. ჩემთვის ძაან სასიამოვნო იყო თქვენთან ყოფნა
კარგია თუ რამეში დაგეხმარე.
მე რაც ჩავიფიქრე არ მინახია, ძირითადად ჩემი ბავშვობა მესიზმრებოდა, მათ შორის ერთი ალბათ სხვა ცხოვრებიდან იყო
რამე მნიშვნელობა აქვს ამ სიზმრებს
mata
ალბათ გაცილებით მეტი ეფექტი ექნება როცა ბევრი ადამიანი ერთად გაატარებს ღამეს ბუნების ქვეშ (უმჯობესია ღია ცის ქვეშ). ერთმანეთსაც გავაღვიძებდით...
ხოო მეც ეგრე მინდოდა თავიდან, მარა მერე გადავიფიქრე,
ყველას არა აქვს შესაძლებლობა რო ღამე სახლიდან გამოვიდეს.
ტაკ. ახლა კი პრიზები გამარჯვებულებს
ატმანს გადაეცემა ქურდული ბლოკნოტი
ხოლო თიკორომას - ფუმფულა ქუდი
როცა გნახავთ, მოგიტანთ ))
mata
არ მევასება ქურდები!
mata შენ რა დაგესიზმრა?? არაქურდულია მაგის ართქმა...
mata
მე ჩამყვა,რომ 3 ზე უნდა ავმდგარიყავი და კომპი ჩამერთო, სიზმარში ჩავრთე კიდევაც და ხუტი საათი იყო უკვე და რაგა აზრიაქვსთქო, მერე გამოვედი გარეთ ვეფხვი დადიოდა ცარიელ განათებულ ქუჩებში, როგორც კი შემამჩნია გამოექანა ჩემსკენ, მე მაღაზიაში შევარდი და სხვებს ვაწყნარებდი ვერ შემოვა აქ ნუ გეშინიატთქო ხოდა დიდიხანი ვუყურებდი ვეფფხვს რომელიც გააფთრებით ცდილობდა მაღაზიაში შემოსვლას, ბოლოს შეგვეშვა და წავიდა დასისხლიანებული (რა უნდოდა არაფერს ვერჩოდი გავივლიდი რა ჩემთვის, აბა თავს ხომ არ შევაჭმევინებდი, თან ვიღაცეებს "ვებლატავებოდი" ნახეთ მალე თვითონ გაიძურწებათქო). ხო ეს იყო ჩემი სიზმარი
natuka კარგი დასაწყისია .... თუ მოინდომებ, ბევრს მიაღწევ
Lashapoli მე ვერ დავიმახსოვრე ვერც ერთი სიზმარი.
ჩაწერით იწყება ყველაფერი, ეგ პირველი ნაბიჯია.
გადადგავ თუ არა, ეგ უკვე შენი არჩევანია
natuka ნუ იყენებ მხოლოდ სმაილებს.
უი, გუშინ დმავიწყდა დაწერა.. ადგომაც დამეზარა )))
მაგრამ საინტერესო იყო და პირელად ვნახე ჩემივე თავი. ზუსტად ჩემი თავის წინ ვიყავი მე.. ან სხეულიდან გასული ვუყურებდი ან უმაღლეს "მესთან" შეხვედრის პრელუდია იყო
დაგსიზმრებიათ ან გინახავთ ვინმეს თქვენი თავი?
საკუთარი თავის სიზმარში ნახვა ნიშნავს რო "დაიწყე შენი თავის ცქერა" - საკუთარი თავის მიხედვა
ეგრე გააგრძელე....
გუშინ, თითქოს ვიღაც ჩემს წასრულს განიხილავდა და მითხრა 8 წლის გოგონად გხედავო, და გაქვს რაღაც ბლოკი მაგ ასაკში მირებულიო.. უნდა მოიშოროო. კიბეზე ავდიოდი და შუბლზეც მქონდა ვიბრაციები, წელზეც და მოკლედ.
მიხარია რომ სიზმრებისთვის ყურადღების მიქცევა დავიწყე, დრო აღარ დავკარგავ.. მადლობ mata შენ შთამაგონე
კაცო მე რა მჭირს იცით , გაცნობიერებული სიმზმარი რო მინდა ესე გამომდის ანუ ვიცი რო მძინავს და ვიცი რო სიზმარია მაგრამ იქ არ მოვქმედებ უბრალოდ ვუყურებ ჩემ თავგადასავალს რაც ხდება სარული გაცნობიერებით რო სიზმარია მაგრამ სიუჟეტი მე არ მიმყავს იმ ჩემ თავს რომელიც სიზმარშია... სტრანნი შეგრძნება ..... ....... არა და მე მინდა რო ვმართო პონტი
Existence
შენ ეხლაც ასე უყურებ ცხოვრებას, იცი რო სიზმარია ეს ყველაფერი, მაგრამ ეს არ არის რეალური გაცნობიერება.
შენ უბრალოდ იცი რო სიზმარია, მარა ვერ აცნობიერებ ამას.
შეიძლება იცოდე რაღაცა რო ეს ასეა, მარა გააცნობიერო რო ეს მართლა ასეა - ეს ორი სულ სხვადასხვა რამეებია.
მინდა მეც მოგიყვეთ იმ ღამის სიზმარი... გვიან დავიძინე, თქვენს გრაფიკს ვერაფრით ვერ მივყევი, სამაგიეროდ კი ერთი ძაან მკვეთრი სიზმარი ვნახე.... ძაან დიდი შთაბეჭდილება დამიტოვა და კარგად დამამახსოვრდა. ეხლა კი გავიხსენებ და გაგიზიარებთ თქვენც:
სიზმარი იმით დაიწყო, რო ვიღაც მოხუცმა კაცმა მიმიყვანა შენობაში, შესვლისას გავაცნობიერე, რო მონასტერს ჰგავდა ის ადგილი, თვითონ კი შავებში ჩაცმული ბერი იყო, ოდნაც გახუნებული ანაფორით, თავზეც წამოფარებული ჰქონდა, მაგრამ ჭაღარა თმა უჩანდა. იქ მისული თავს კარგად ვგრძნობდი, მაგრამ ინტერესი გამიჩნდა: არ ვიცოდი აქ რატომ მოვხვდი, ვისი სურვილით მომიყვანეს, თან არაფერი მქონდა, არანაირი ნივთი. ესეც მახსოვს.... იყო ამ შენობაში კიბეებით ასასვლელი, რომლითაც რარაც მომრგვალებულ ადგილას ავდიოდი, ეს ადგილი ფართო ჭას ჰგავდა, ირგვლივ სურო იყო მოდებული, შიგ ჩახედვისას კი შემოსასვლელი კარი ცანდა. როცა ამ ადგილას ავედი კიდევ ერთი საოსანი დამხვდა, რომელიც აქამდე არ ცანდა. ახლოს მისვლისას ვერც სახე გავარჩიე და ვერც ის, როგორი სულის ადამიანი იყო, ზოგადად ვერ გავიგე დადებითი ადამიანი იყო, თუ უფრო უარყოფითო. ემოცია მისგან არ მოდიოდა. მხოლოდ ინტერესი აღძრა ჩემში. პირქუში და ჩუმი ვინმე იყო.
ამ დროს იმ ბერმა, რომელმაც მონასტერში მომიყვანა, გასვლა დააპირა, მე დარჩენა არ მინდოდა მეორე ბერთან და ამიტო მოხუც ბერს გავყევი. თან მახსოვს ვიფიქრე, რამე ხო არ მრცება-მეთქი, მაგრამ მივხვდი თან არაფერი მქონდა. მოხუცმა ბერმა კი რაღაც სასწავლებელში მიმიყვანა,სადაც სხვებიც იყვნენ ჩემსავით..... თუმცა მე იქ აღარ გავჩერებულვარ......
ამით დამთავრდა სიზმარი....
QUOTE(mata @ Sep 3 2012, 09:53 PM)
ეს სავარაუდოდ შენი სულიერი სვლის მაჩვენებელია
მონასტერში ყოფნა ეს შენს სულთან ახლოს ყოფნას ნიშნავს. ვიღაცა დაგეხმარა იქ მისვლაში (რადგან თუ არ იცოდი ვისი სურვილით იყავი იქ) შენ იქ თავს კარგად გრძნობდი, მარა არ ენდობოდი იმას ვინც იქ მიგიყვანა, ეჭვის თვალით უყურებდი(ვერ გავარჩიე როგორი სულის ადამიანი იყო, კარგი თუ ცუდი). შენ მოგცეს საშვალება სულიერი განსწავლისათვის (სასწავლებელში მიგიყვანეს) სადაც სხვები უკვე იღებდნენ ამ სწავლებას.... მაგრამ შენ უარი თქვი ამ ყველაფერზე და წამოხვედი.
საინტერესოა მატა, საინტერესო.....
აი სულიერი ცოდნის მიღებაზე უარს არავითარ შემთხვევაში არ ვიტყვი....
ადგილს "მივაგენი" ხოდა, შემდეგ სიზმარში ისევ იქ რო აღმოვჩნდე არ გამიკვირდება. სულიერი სწრაფვით როა განპირობებული ამგვარი სიზმრის ხილვა, ამას ვხვდები.
ამის მსგავსი სიზმარი ადრეც მქონია, ოღონდ იქ უფრო სხვა სახით იყო "სულიერი ცოდნა" წარმოდგენილი. სიზმარში ვნახე, რო ბევრი წიგნი გადმომცა ერთმა ადამიანმა, რომელიც უცხოელს გავდა თავისი ჩაცმულობით, ტურისტს, თან გამყიდველიც მეგონა. წიგნები იყო თვითონ საინტერესო, რასაც დავხედე ..... ეხლაც რო მახსენდება ხოლმე: ადგილი იყო ისეთი, სადაც გადმომცა ისინი, მიწისქვეშა ადგილს ჰგავდა, სავარაუდოდო მეტრო-სადგურს, თუმცა ჩემთვის ნაცნობი მეტრო-სადგური არ იყო, მახსოვს განათებული იყო და რამდენიმე მარმარილოს სკამი იდგა.
ბარემ მოვყვები ბოლომდე: ეს სიზმარი გარკვეული ხნის წინ ვნახე, ზუსტად 3 თვის წინ ამიხდა, უშუალოდ
2 საათიან ძილში და როცა ცოტა ხანი მძინავს სიზმრებს მგონი ვერ ვნახულობ, თქვენ ნახეთ სიზმრები?
mata
სიზმრიდან რომ გიჭირს ამოძრომა მაგას რა ქვია? სადღაც იმდენად რომ ხარ წასული, რომ იცი წესით სადაც ხარ იქაური რეალობა არაა, მაგრამ სხეულით, გონებით და მტელი გღძნობებით სხვა ადგილას ხარ და ის სადაც ხარ, ანუ საწოლში შორეულ ცოდნად გახსოვს? შეგრძნებით კი ხარ, სხვა ადგილას, სრულიად სხვა პლანეტაზე და კოსმოსში, ან.. სხვა არსების სხეულიდან იყურები? მხოლოდ ამას ვერ ვაკონტროლებდი.
ეს გაცნობიერებული სიზმარია?
ისევ ჩემ თავს ვხედავ დავიტანჯეეეე! რა!
ნუ ის სილურჯე ჯანდაბას, რაღაც კარი გაიღო და გამოფრინა ანგელოზი თუ ელფი რავიცი. მოკლედ მარტივი ძილი მაინც მქონდეს.. ძილი! )))
შეიძლება დავიპროგრამო უბრალოდ მშვიდი სიზმარი? მწვანე ნამიანი ბალახი, მამული და ა.შ? მატა, მითხარი რა მაგას როგორ მივაღწიო, რომ, აი დავვიპროგრამო ძილი და დამეძინოს. ეს შეგრძნებები, რომ არც გძინავს და არც აქ ხარ და იქ, და იქით რო გადადიხარ მარა ტან გღვიძავს. მკლავს :| მედიტაციები უნდა ჩემს ნებაზე რომ ვმართო გონება, ვიცი.. ორგანიზმმა არ იცის რა ქნას და თავის ბრალი არაა ეხლა ვიცი. დავაკვირდები რას მომცემს თვითსრულყოფისთვის და მერე, უეჭვეელი მშვიდ ძილზე უნდა დავიპროგრამო
anima mundi
ბოდიშ მარა ვერ ვხვდები რას ამბობ, რაღაც აბდაუბდა ლაპარაკობ.... შეიძლება მე არ მყოფნის გამოცდილება რო გიპასუხო, მარა საერთოდ აზრზე ვერ მოვდივარ რას იძახი...ასე მგონია მთვრალი ხარ..... თუ გინდა უფრო გამოცდილ სიზმარმხილველთან გაგიშვებ, ეგებ მან გითხრას რამე
mata
სკაიპში მიწერე olmeki1
ან ამ ფორუმზე http://olmek.info/
mata
ეს გაღვიძებები ყოველ ღამე უნდა აკეთო?
mata
სულ მესიზმრება რომ ხალხშეკრებებში ვარ. რაც ეს სიზმრები დავიწყე და რომ ესწავლებინათ ჩემთვის.. და მეუბნებიან რაღაცეებს რაც მომწონს და ვიყენებ, მაგრამ რატომ ხალხმრავლობებში? და მოედანზე უდნა იყოს შეკრება მაინცდამაინც, და მაყურებლები ისხდნენ.. ეს რაზე მეტყველებს, რომ ხალხის აზრების გავლენა მაქვს?
anima mundi
რასაც წერ სიმართლეა? ამდენი რამე როგორ შეიძლება ერთად მოგდიოდეს?
gio.geoo
ჩემს ფანტაზიაზე უკეთესი წარმოდგენა მაქვს, არასიმართლე რომ იყოს ბევრად "შეუძლებელ" რამეს დავწერდი და ვიკითხავდი..
დრეს ჯერ ჯერობით თავის ტკივილია. მშვიდ ძილს ვსუურვებ თავს
mata
ანუ მაინცდამიანც ხალმრავლობები რატომ მესიზმრება? ეზოტერიკულ ტემებზე ლაპარაკობენ თან ამ სიზმრებშიც კი )) რარაც ჩემს დამოკიდებულებაზე მეტყველებს მგონი. გარდა იმისა რომ ინფორმაციას ვიღებ
anima mundi
ყველა ადამიანში ვლინდება ეგ დამოკიდებულება. მე მაგას მიჯაჭვულობას ვეძახი. მეტ ნაკლებად რაღაცას ვართ მიჯაჭვულები და რაღაცაზე ვართ დამოკიდებულები.... სწორედ მაგეებისგან გათავისუფლებაა ყოველი სულიერი მებრძოლის ამოცანა.
ხალხმრავლობაზე ვერაფერს გეტყვი, მაგაში მნიშვნელოვანს ვერაფერს ვხედავ...
ტდ და ატმანი მესიზმრა წუხელ
მეტი არაფერი მახსოვს
ყველას ატმანი როგორ ესზიმრება. სიზმრების სუპერვარსკვლავია
მე ზეტი დამესიზმრა ერთადერთხელ და მეორეც იყო, ფორუმელი რომელიღაც, მაგრამ ვეღარ დავიმახსოვრე რომელი.....
რა ფორუმელები გესიზმრებათ რაიყო
Atm@n
mec gnaxe sizmarshi,ramdenime dgis win, moputkunebuli iyavi au shen rom momelando verc gamaswreb
მე ყველაფერი გამოვტოვე :/
ამ წამს მივხვდი, რომ სიზმრებზე აღარ მიფიქრია, კაი ხანია
ანუ, არ შევუწუხებივარ არც კარგ და არც ცუდ იი თვაკსაზრისით..
კიდე, სიზმარში არა , მარა კედელზე კი მაქვს მიწებებული ZET-ი, სალარო აპარატზე ამოღება რომ არ დამავიწყდეს და ალბათ თვითონ მოვა
ბედი მაქვს ეგეთი რა
ზეტ, სადმე თუ მიხვედი და ვინმეს კედელზე, ყვითელ ფურცელზე ზეტ-იანი წარწერა აქვს გაკრული და ქვეშ სმაილი, მე ვარ იცოდე
Arc me mawuxebs sizmrebi,egec shemtxvevit shemoxetialda chems gamis simshvideshi
მე კი არ მახსოვს რომ სიზმარი არ მენახოს ოდესმე.. 5 წუთითაც რომ ჩამთვლიმოს მთელ ცხოვრებას გავდივარ.. ერთხელ მქონდა ცხოვრებაში(ერთხელ არა , მაგრამ იმ ერთხელ განსაკუთრებულად მძაფრი იყო და ხანგრძლივი) გარკველი დრო ვიყავი ქალაქიდან წასული და აბსოლუტურად სხვა გარემოში ვცხოვრობდი. რომ დავბრუნდი იმდენად გამიჭირდა ამ რეალობის აღქმა, რომ რეალობები შემეცვალა. როცა აქ ვიძინებდი იქ მეღვიძებოდა ისევ და ვაგრძელებდი იქ ყოფნას და როცა აქ ვიღვიძებდი მეგონა რომ მესიზმრებოდა აქაურობა.. სიტყვებით ვერანაირად ვერ გადმოვცემ რა ხდებოდა მაშინ ჩემ თავს.. რამოდენიმე კვირა დამჭირდა აქ დასაბრუნებლად.. ისე ნეტა რას ვბრუნდებოდი?!:D
td.........
კარგი იყო იქ? მოყევი რა წვრილმანები იქ როგორი იყო?
თან საინტერესო ისაა ეს სიზმარი შენი ფანტაზია იყო, თუ პარალელური სამყარო, რადგან ასე მძაფრი იყო უფრო პარალელურ სამყაროს ჰგავს. მოყევი რა
earth
არ ვიცი , ფანტაზია არ იყო, რადგან 2 კვირა მთაში გავატარე, მეგორებთან. ძალიან მძიმე მაგრამ არაჩვეულებრივი ლაშქრობა გვქონდა. ისეთ ადგილზე აღმოვჩნდით სადაც ადამიანები ფაქტიურად არ დადიოდნენ.. და მომაჯადოვა იქაურობამ.. აქ რომ დავბრუნდი, ვერაფრით ვერ ვღებულობდი ამ რეალობას.. ავადაც გავხდი, სიცხე მქონდა მაღალი.. და იმის მერე ყოველ დაძინებაზე გრძელდებოდა ის ლაშქრობა.. მერე იქ რომ ვიძინებდი აქ მეღვიძებდა და მეგონა რომ აქ სინამდვილეში მძინავს.. ჩემ მეგობრებსაც მოვუყევი, მაგრამ ჩათვალეს რომ უბრალოდ ჩემ აღფრთვანებას გამოვხატავდი ამ სიტყვებით.. ვერ მიხვდნენ რაზე ვლაპარაკობდი.. დეტალები რა გითხრა.. იქ ვიყავი რა.. ჩვეულებრივად.. ზურგჩანთით.. ვბანაკდებოდით... მდინარეში გავდიოდით.. და ჟოლოს ვჭამდით.. ეხლაც გამახსენდა იქაურობა და იმ ჟოლოს სუნი.. ეხლა წავალ სურათებს მოვძებბნი..
td.........
გასაგებია... არა ხარ თბილისისათვის დაბადებული, მაგრამ შეგიძლია რამე პროგრამა შეიმუშავო და ადვილი იქნება ყველაფერი. ჯერ ყოველ წელმს უნდა მოახერხო გასვლა როგორც წელს, მერე ის თქვი აი, პენსიაში რომ გახვალ და ყველა ვალდებულებას მოაწესრიგებ ქალაქგარეთ წახვალ საცხოვრებლად. იოცნებე!!!
მე მასე ვოცნებობ
earth
ხო ალბათ ეგრეა, მაგრამ აქ ვცხოვრობ.. ისე გარემოს ადვილად ვეგუები.. დამცინიან ქვაზე რომ დასვა უცებ ისეტ მაგარ პონტს გაცჰიტავს, თითქოს მთელი ცხოვრება იქ ცხოვრობდაო..
პატარა ვყოფილვარ თვეების და დედას ეძინა, მე ვტიროდი ვსკდებოდი ჯღავილით თურმე და დედას ეზარებოდა ადგომა, ბებია მიხედავსოო.. შორეულად ჩაესმოდა მარტო ჩემი ტირილი და უცებ ყურში ჩაესმა ქალის ხმა "შენ შვილს შენთვითონ მიხედე" და ამ ხმაზე წამოვხტი და მოვვარდი შენთანო.. გადაწითლბული იყავიო
ეს რა იყო ნეტა? მისი უმაღლესი "მე"? თუ მფარველი ანგელოზი რა საინტერესოა
პს. კიდევ ერთი მგალითი რომ "სიზარმცე" ცუდია და მემ უნდა აჯობოს ყოველლთვის მას
anima mundi
ანა წერე შესაბამის განყოფილებაში.
td.........
kate
როგორ ეგრევე მეხმიანები ხოლმე ქეით! )
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)