სიზმრების მართვა მაგარი იდეაა!
მე ძალიან მინდა ვმართო ჩემი სიზმრები და ალბათ, პირველ რიგში -სადაც მინდა იქ ვიმოგზაურო.. და მერე უკვე სხვადასხვა საუკუნებში და შეიძლება სხვა პლანეტებზეც გავქაჩო, მაგრამ ეს ჯერ ოცნების დონეზე!;)))
აბა, რამდენი ხანი უნდა ვუყურო ”ნაგავ” სიზმრებს, სადაც შენ ვაფშე ვერაფერს ვერ აკეთებ და თუ გაგიმართლა ხანდახან ძაან მაგარ სიზმარსაც ნახავ! არ ჯობია თავიდანვე ნახო ის რაც გინდა?
ისე ანასტასიაში ხომ გამართულად წერია, თუ როგორ შეგიძლია აკონტროლო შენი ”სიზმრები” და უხილავი მე-ს საშუალებით იმოგზაურო, ან გააკეთო რაც კი მოგესურვება! მართალია ეს, რომ შეძლო, იქ მოცემული სავარჯიშოს უნდა გააკეთო, მაგრამ თუ ნამდვულად მოისურვე- ძნელი არაფერია))!
ბავშვობაში მქონდა ხშირად "ოსოზნანნი" სიძმრები, მაგარი გასართობია, მაგალითად ერთხელ მახსოვს ქალაქი მესიზმრებოდა და რომ მივხვდი რომ სიზმარში ვარ მანქანა გავაჩერე და ჩავჯექი ვიკატავე მარა ყველაზე მაგარია ფრენის შეგრძნება, თან მაგარი რეალური შეგრძნებაა )
პირველი ნაბიჯი გაცნობიერებული სიზმრების დასაუფლებლად არის ჩვეულებრივი სიზმრების ყოველდღიური დამახსოვრება და რვეულში ჩანაწერების გაკეთება.
როგორც კი გაიღვიძებ მაშინვე უნდა გაიხსენო რაც დაგესიზმრა და რვეულში შეიტანო. არ აქვს მნიშვნელობა მოგეწონა თუ არა სიზმარი. შესაძლოა აღმოაჩინო უმოკლეს დროში, რომ ღამის განმავლობაში რამდენიმე ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სიზმრები ესიზმრება ადამიანს.
ასევე მნიშვნელოვანია გაღვიძების შემდეგ შეგრძნებების დაფიქსირებაც. თუ როგორ ხასიათზე და რა გრძნობით გაიღვიძე.
პირველი სირთულე რასაც ადამიანი აღმოაჩენს არის არასასურველი სიზმრები. ის ფრაგმენტები რომლებისაც გვრცხვენია და დღის განმავლობაში არაერთხელ ვარიდებთ თავს.
ხშირად ხდება როცა ადამიანი მიდის ფსიქოლოგთან ის არ იხსნება ბოლომდე და რაღაც მნიშვნელოვანს მალავს. ფსიქოლოგებმა ეს კარგად იციან. ამიტომაც პაციენტებს სთხოვენ სიზმრების მოყოლას ან ჩანაწერების გაკეთებას. შემდეგ კი არ არის რთული მისახვედრი რეალურად ადამიანს რა აწუხებს და რა პრობლემა აქვს.
სიზმრების ჩაწერის დროს არ უნდა გამოარჩიო მნიშვნელოვანი და უმნიშვნელო ფრაგმენტები. ყველაფერი ისე უნდა გაიხსენო როგორც იყო.
დაახლოებით ერთ თვეში დაგროვდება უზარმაზარი ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ. ერთი წელი თუ აკეთებ ამ პრაქტიკას, ქვეცნობიერების შესახებ იმდენი გეცოდინება როგორც არასდროს.
მთავარია იყო გულახდილი საკუთარ თავთან და გაბედო ჩახედო თვალებში სიმართლეს შენს შესახებ.
დღეს მქონდა გაცნობიერებული სიზმარიი რაღაც სიძმარი დამესიზმრა და სიზმეარში ვიფიქრე რომ უნდა დავიმახსოვრო ეს სიზმარი, და ამ დროს მივხვდი რომ სიზმარში ვარ(ბოდიში ტავტოლოგიისთვის ) ). მაგარი შეგრძნებაა სიზმარში რომ ხარ და რომ იცი რო სიზმარია. მერე ზევით ავფრინდი, ფრენის შეგრძნება ვაფშ მაგარია
ერთხელ დამესიზმრა ასეთი სიზმარი: რაღაც კოშმარში ვიყავი, ვიღაცეები მომსდევდნენ და შიშისგან გავიღვიძე, დღე იყო და ავდექი და რაღაც საქმეების გაკეთება დავიწყე, თუმცა ვგრძნობდი რომ რაღაც ნე ტოა. მერე დავაფიქსირე, რომ ავეჯის განლაგება სხვანაერი იყო))) მივხდი რომ ისევ მძინავს და გამეღვიძა (ღამე იყო), არადა მართლა დავიჯერე რომ ავდექი, საკმაოდ რეალური იყო ))
ადრე მესიზმრებოდა ხოლმე ეგეთი რაღაცეები მეც, ერთხელ მახსოვს ეგრე 3-ჯერ გავიღვიძე სიზმარში ) ბოლოს რომ გავიღვიძე ვამოწმებდი კიდე ხომ არ მძინავს თქო
დღეს სიზმარში ვიცოდი, რომ სიზმარში ვიყავი და ცოტა ხანი ვაკონტროლე ანუ შეგნებულად ვიფრინე ულამაზეს ბუნებაში კარგი იყო, მაგრამ არა სრულყოფილი.. დასახვეწია მანევრირება
სიზმარში გასვლის მანევრია დასახვეწი. ანუ სიზმარში მეც გამიცნობიერებია რომ სიზმარში ვარ მაგრამ ეს იმ სიამოვნებას ვერ შეედრება როცა სიზმარში გადადიხარ, ანუ ასტრალში გადიხარ
ვერ ვხსნი
ამ ბოლო დროს დავიწყე გააზრებულ სიზმრებე მუშაობა. ანუ როცა აკონტროლებ შენს სიზმარს და რასაც გინდა იმას აკეთებ. ეს საკმაოდ ძნელი მისაღწევია და ამისთვის მთელი ვარჯიშები არსებობს. მთავარი პრობლემა ისაა, რომ სიზმარში ადამიანის გონების კრიტიკული აღქმაც იძინებს, ანუ ძაან რთულია რომ სიზმარში შენ თავს უთხრა რომ სიზმარში ხარ. თუმცა ზოგჯერ ეს თავისით გამოდის და ეს არის ძაან მაგარი.
ერთ-ერთ ამერიკულ ფორუმზე ასეთი რჩევა იყო - რომ მობილურზე მაღვიძარად დამეყენებინა ჩემივე ჩაწერილი ხმა (ღამის4-5 საათზე) სადაც ვიმეორებ რომ ეს სიმარია, ეს სიზმარია, რასაც ხედავ რეალურად არ ხდება. მაგრამ არ გამომივიდა ეს ვარიანტი რადგან ჩემ მობილურს "სნუზის" გამოსართავი ფუნქცია არ აღმოაჩნდა და ყოველ 9 წუტში იმდენჯერ იძახა სანამ არ გამეღვიძა ))
კიდე უამრავი მეთოდი არსებობს ასოზნანი სიზმრების გამოსაწვევად, რაზეც გავაგრძელებ მუშაობას. წარმატებების შემტხვევაში ანგარიშს ჩაგაბარებთ
პირველი ნაბიჯი როგორც ჩანს გადაიდგა. წარმატებებს გისურვებ.
"გაცნობიერებული სიზმრები" >> http://absolutelyfreelevan.blogspot.com/2008/12/blog-post_1688.html
დღეს დავიწყე სან-ის ნასწავლი სავარჯიშოს კეთება, ანუ რა სიზმრებიც გესიზმრება გაღვიძებისთანავე უნდა ჩაიწეროო.. მოკლედ, დილას იმდენჯერ მომიწია "ჩაწერა", რომ როცა გავიგვიძე მეოთხე ჯერზე ძლივს მოვახერხე
არსებობს სიზმრის მართვის რამოდენიმე ვარიანტი. ერთ-ერთის მიხედვით, ადამიანმა, რომელსაც უნდა, რომ სიზმარი "გააცნობიეროს", ანუ სიზმარში შეიგრძნოს, რომ იგი "სიზმარშია" და ამასთან ისწავლოს სიზმრის მართვა, უპირველესად სიზმრების ჩაწერა უნდა დაიწყოს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მეთოდი, რომელიც უპირველესად სიზმრების "კლასიფიცირებას" უწყობს ხელს. ხშირად ადამიანი სწორედ სიზმარში იღებს პასუხს იმ კითხვაზე, რომელსაც რეალობაში ვერ პოულობს (ბევრი გამოგონება, ლიტერატურული შედევრი თუ მეცნიერული აღმოჩენა სწორედ სიზმარშია ნანახი). სიზმრებზე დაკვირვება, მათზე "კონტროლი" (ჩაწერის სახით) ადამიანს საშუალებას აძლევს ეს სფერო "აითვისოს და ბოლომდე "გამოიყენოს".
ვიწყებ ჩაწერას , ვნახოტ რა გამოვა
მოკლედ, ერთი სიზმარი ხომ ჩავიწერე..
მეორე ღამეს მახსოვს მხლოდ ადგილი სადაც ვიყავი სიზმარში, ჩამყვა ზილში რომ სზმარი უუნდა დამემახსოვვრებინა.ჰოდა არ მახსოვს მეღვიძებდოა თუ სიზმარში ვაღვიძებდი და ჩემს თავს ვუყვებოდი რა დამესიზმრა, რომ არ დამმვიწყებოდა. ხოდა სზმრის მაგივრად ეგ დამამახსოვრდა
დგეს კიდე მტელი დღრეა ვიხსენებ საერტოდ ვნახე რამე ტუ არა...
შეგიძლიათ ამიხსნათ როგორ ახერხებთ სიზმრების მართვას?
მოკლედ ამ დგეებში დაუშვად ეესე ვქენი ხშირად შევეკითხე ჩემს თავს რომ მძინავს თუ არა და მოკლედ როგორ მივვდე რო დავამუგამე
ამ ყველაფერს უარყოფითი მხარეებიც ექნება არა?
Хорхе Луис Борхес. Книга сноведений http://lib.ru/BORHES/kniga_snow.txt
არ ვიცი რაზეა, ამ წამს ვიპოვე
რამდენიმე კვირის წინ მქონდა, და მაგრა მომეწონა, არადა სიზმრები არ მესიზმრება ხოლმე თუ მესიზმრება მარტო კოშმარები ხოლმე)))) სიზმრები კი არა პროვოკაციები))) ან მაწამებენ და ან გავრბივარ და რო ვერ გავრბივარ.. გაწამებული ვიყავი ხოლმე ადრე სულ...
სხვათაშორის როგორც მითხრეს ხელსაწყო არის რომელსაც თავზე იკეთებ და ის შენ თვალის მოძრაობაზე ხვდება რო დაიძინე და იმ მომენტში ოდნავ გაღვიძებს, და თუ გაგიმართლა ნახევრად იღვიძებ და მერე ხვდები რო გძინავს და მერე მართავ სიზმრებს)))
undisputed
არაფერი ისეთი, უბრალოდ ერთი რამაა მთავარი, დაძინებისას დარწმუნებული იყო რომ ის რაც შემდეგ იქნება არ იქნება სიზმარი არამედ რეალობა. ამის გაცნობიერებას თუ მოახერხებ შენ შეგეძლება ეს გააკეთო.
ლუციდური სიზმარი ქვია მგონი მაგას როდესაც შეგიძლია მართო სიზმარი, ანუ ცვლილებები შეიტანო და ა.შ. მე ძალიან იშვიათად ვხედავ სიზმრბს, მაგრამ როდესაც ვხედავ ყოველთვის ისე ვითარდება სიტუაცია როგორც მინდა ერთი ისაა რომ ამ დროს ყოველთვის ვიცი რომ ფიზიკურ პლანზე მძინავს მაგრამ საკუთარი თავის განცდა მაქვს ამის მიუხედავად. არ ვიცი როგორ უნდა ისწავლო სიზმრის მართვა, მე არაფერი გამიკეთებია ამისთვის და სამწუხაროდ ვერ დავწერ რანაირად ხდება
მე კიდე სიზმრებს სულ მკაფიოდ ვხედავ ადრინდელისგან განსხვავებით. იშჭვიათად ვხედავ მაგრამ ძალიან ნათლად და მკაფიოდ ვიმახსოვრებ. აღარ ვცდილობ ვმართო, ვცდილობ დავაკვირდე...
მგონი თანდათან რეალობაც სიზმრად იქცევა ჩემთვის
ტააკ, გაცნობიერებულ სიზმრებში დიდი წინსვლები მაქვს. კვირაში მინიმუმ ერთი, როგორც წესი. გიამბობთ შთაბეჭდილებებს.
როგორ მივაღწიე. ჯერ ერთი გონება ახლა მაქვს ძაან დამშვიდებული. ეს მნიშვნელოვანია. ადრე დაძაბული სამსახურის გამო ძნელი იყო მოდუნება. ყველაზე ეფექტური გამოდგა დღის განმავლობაში გაცნობიერებული ცხოვრება, დაკვირვება საგნებზე, საკუთარ მოძრაობაზე და ბევრჯერ გამეორება-სიზმარში ხომ არ ვარ და ზოგჯერ პირიქით გამეორება რომ სიზმარში ვარ და რასაც ვხედავ სიზმარია. ეს ძაან ეფექტური გამოდგა და გაამართლა.
პირველი პრობლემა რასაც წავაწყდი, სიზმარში ვიღვიძებ და თუ რამე ფანტასტიური არ ხდება ძაან მიჭირს დავიჯერო რომ სიზმარია. მაგრამ მაინც არის რაღაც განსხვავებები. ჩემს შემთხვევაში ეს აღმოჩნდა განსხვავებული საგნები და ინტერიერი ჩემს ოთახში (რატომღაც სიზმარის სიუჟეტში ხშირად ისევ ჩემს სახლში ვარ). ეს რომ გავაცნობიერე და დავიჯერე რომ სიზმარია წავაწყდი მეორე პრობლემას. ვერ ვასწრებდი გარემოს კარგად შესწავლას, იმიტომ რომ გაცნობიერების შემდეგ მალევე მეღვიძებოდა. არ ვიცი ცნობიერს ეშინოდა თუ რა ხდებოდა, მაგრამ ასე იყო... აქ ისევ შთაგონება დამეხმარა. ანუ ვეუბნები საკუთარ თავს, რომ ეს სიზმარია, მაგრამ გაღვიძება არ არის საჭირო. ესეც წარმატებული გამოდგა და ყველაზე გრძელი გაცნობიერებული სიზმარიც მოვიდა:
გამეღვიძა ისევ ჩემს ოთახში. მივიხედ-მოვიხედე ჩემს ოთახში ვარ, მაგრამ სხვანაირი კედლები და ფანჯრებია. შეგრძნებები და რეალობის აღქმა ზუსტად ისეთივეა როგორც ფიზიკურ სამყაროში. ამის შემდეგ დავიხედე ხელის გულებზე. ჩვეულებრივად ვხედავ, მაგრამ უცებ ხელის გულის ხაზები დაიკლაკნენ და მოძრაობა დაიწყეს. ეს მეორე ნიშანი. შემდეგ მივედი კედელთან და დავაკაკუნე. ჩვეულებრივი ხმა გამოსცა, ოდნავ ყრუ. აქ არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა. მერე ვთქვი მოდი ავფრინდე და ეგრევე ვერტიკალურად ავფრინდი ჭერამდე. მშვენიერი შეგრძნებაა მერე გადაწყვიტე რომ გარეთ გავსულიყავი და იქაურობა შემესწავლა, მაგრამ დავიხედე ტანზე და საცვლები მაცვია და ასე როგორ გავიდე მეთქი. კი სიზმარია, მაგრამ მერე უცებ ქუჩაში ასე რომ გამეღვიძოს ტეხავს მეთქი და გადავიფიქრე, სხვა სიზმრებისთვის გადავდე. მერე დანარჩენი სიზმარი ვიარე ოტახებში, ვაკვირდებოდი ყველაფერს, მერე შემოვიდნენ პერსონაჟები, ჩემი ნაცნობები და მათ ვესაუბრე რაღაც თემებზე. ეს ყველაფერი დიდხანს გაგრძელდა, რასაც ჰქვია გული ვიჯერე გაცნობიერებული სიზმრის და მისი შეგრძნებების შესწავლით.
დანარჩენს მერე მოგიყვებით
old_man
ვაა, მაგარია ძალიან
old_man
ძალიან საინტერესოა... განაგრძე... მოუთმენლად ველოდები ახალ პოსტს.
old_man
გილოცავ წარმატებებს!
მე ვეცდები გიამბოთ ის გაცნობიერებული სიზმრები, რომლებიც საინტერესო იქნება ფიზიკურ სამყაროსთან კავშირში. ანუ რაღაც მინიშნებებს თუ ვნახავ თუ შევხდები საინტერესო ასტრალურ არსებებს, რომლებიც მომაწვდიან საჭირო ინფორმაციას და სხვა. ასევე გეტყვით ახალ შეგრძნებებზე და დაკვირვებებზეც.
პირველ რიგში ტექნიკაზე
გაცნობიერებული სიზმარი არასოდეს გამომსვლია დაძინებისთანავე, ან ძილის პირველ მონაკვეთში. როგორც წესი ეს ხდება დილისკენ. ვიღვიძებ დილის 5-6-7 საათზე, გამოვფხიზლდები და მტკიცე განზრახვით რომ მოვხდები გაცნობიერებულ სიზმარში ისევ ვიძინებ. ამ დროს ძაან ადვილია გაცნობიერებულ სიზმარში მოხვედრა, რადგან გონება დასვენებულია და სხეული მოდუნებული.
დავაკვირდი გაცნ. სიზმარში შესვლის და გამოსვლის შეგრძნებსასაც. შეგრძნება დაახლოებით ისეთივეა ნისლში რომ შეჰყოფ თავს და ნელ-ნელა გამოჰყოფ. კარგად რომ მესწავლა ეს პროცესი, ვეცადე ერთ ჯერზე რამდენჯერმე შევსულიყავი და გამოვსულიყავი. შესვლას უფრო დაძაბვა სჭირდება და შეიძლება აღარც გამოვიდეს თუ გონება ძაან ჩაერთო. გაცნ. სიზმრიდან გამოსვლა გაცილებით ადვილია, ვამბობ: აი ახლა გავიღვიძებ, მინდა რომ გავიღვიძო და გამოვდივარ ეგრევე..
შეგრძნებები
ჩემს ბოლო პოსტში დავწერე ნაწილი შეგრძნებები. გავაგრძელებ: გაცნ. სიზმარში საგნებთან შეხების შეგრძნება იდენტურია ჩვენი სამყაროში შეხების შეგრძნებისა. ფიზიკური კანონები მოქმედებს იმდენად რამდენადაც ჩვენ წარმოვიდგენთ გონებაში. ერთხელ შევეხე კარს და გავაღე, მეორედ გადავწყვიტე რომ არ გავაღო და უპრობლემოდ გავედი მის შიგნით through ანუ. ტკივილის შეგრძნება არ არსებობს-გადავხტი, წავიქეცი, არაფერი. ისე სიზმარში სიმაღლიდან გადახტომას მაინც ვერიდები, იმიტომ რომ ბავშვობაში მთვარეული ვიყავი და ძილში დავბოდიალობდი აქეთ-იქით, ჰოდა რაიცი რა ხდება, შეიძლენა გაცნ. სიზმრის ნაცვლად რეალში ასფალტზე აღმოვჩნდე გატყვლეპილი ) ეს ყოველთვის მახსოვს...
სხვა შეგრძნებებს რაც შეეხება. როდესაც დაჟინებით უყურებ საგნებს, იხედები აქეთ-იქით თითქოს ოდნავი ბურუსი შეიმჩნევა, თითქოს ვერ ასწრებენ საგნები ჩამოყალიბებული სახის მიღებას. თვალმოუცილებლად ყურებისას ეს საგნები იცვლება. ვუყურებდი კედელს და ჩემს თვალწინ იგი იცვლიდა ფერს. ისეთი შეგრძნება იყო კადრი რომ ნელ-ნელა, ძაან ნელა იცვლება...
პერსონაჟები
გაცნ. სიზმარში შემოდიან როგორც იმ წამს გაფიქრებული ნაცნობი ასევე უცნობი ადამიანები. მათთან ურთიერთობა და საუბარი ერთის მხრივ ცუდია, იმიტომ რომ ამ დროს რამდენჯერმე დამავიწყდა რომ გაცნ. სიზმარში ვარ ისე ჩავერთე მათთან საუბარში. აი მაგალითად, ვიყავი ჩემს ოთახში, ვაწარმოებდი დაკვირვებებს, უცებ შემოვარდა 3-4 კაცი, ჩვენ სანტქენიკები ვართ და სანტექნიკა უნდა გამოგიცვალოთო და დაიწყეს ეგრევე მუშაობა. მერე მეკითხებოდნენ რაღაცეებს და მეც ვპასუხობდი და დამავიწყდა კიდეც ჩემი დაკვირვებები...
პერსონაჟებად შემოდიან ცხოვრებაში ადრე, ერთხელ შეხვედრილი ადამიანებიც... და უფრო ხშირად ნაცნობი-მეგობრები. ჩემი დაკვირვებით მათ შორის ნაწილი ჩემი ქვეცნობიერის პროეცირების ნაწილია (გამომდინარე ურთიერთობებიდან, ემოციური კავშირებიდან) ხოლო მცირე ნაწილი კი ასტრალური არსებები, რომლებიც შემოიჭრნენ ჩემს სიზმარში და თავისი მიზნები აქვთ. ამ ეტაპზე უკვე ვცდილობ გამოვარჩიო ეს არსებანი და გავესაუბრო...
to be continued ....
რაღაც სტატიას გადავაწყდი ამ ტემაზე და.....
http://www.demo.ge/index.php?do=full&id=439
old_man მს ოთახში ვარ, მაგრამ სხვანაირი კედლები და ფანჯრებია. შეგრძნებები და რეალობის აღქმა ზუსტად ისეთივეა როგორც ფიზიკურ სამყაროში
ჩემთან კიდე დროის შეგრძნება არა რეალურია კარგად ვერ აღვიქვამ დრო უფრო სწრაფად მირბის.. როგორც დღე მაქვს გაცნობიერების ხარისხი და დროის შეგრძნების იქ ისე არ არის..
სიზმრების გაცნობიერებას მე პირადად ოლდ მენისგან ცოტა განსხვავებული მეთოდით მივაღწიე. ჩემს შემთხვევაში მქონდა განზრახვა, რომ "მე დღეს რო დავიძინებ სიზმარს გავაცნობიერებ" თითქმის ყოველ დღე ვფიქრობდი, რო აი ეხლა გავაცნობიერებ. ღამე რო მეღვიძებოდა ისევ ამ განზრახვით ვიძინებდი და ერთ მშვენიერ დღესაც მეღირსა ნანატრი გაცნობიერება.
საერთოდ განზრახვის მეთოდი ძალიან ეფექტურია. 3 წლის წინ სიგარეტს როცა დავანებე თავი, მაშინაც განვიზრახე და ვთქვი: მე სიგარეტს თავი უნდა დავანებო და ყოველდღე მახსოვდა ეს განზრახვა. მაშინაც კი როცა ვეწეოდი, ვფიქრობდი რო მე აუცილებლად დავანებებ სიგარეტს თავს და ეგ დღეც დადგა. ხორცსაც ასე დავანებე თავი, სასმელებსაც, შაქარსაც და საერთოდ განზრახვით ნებისმიერ მიზანს მიაღწევ. წარმოუდგენლად ეფექტურია და მარტივი. უბრალოდ დგება შენს ცხოვრებაში ის დღე, როცა უპრობლემოდ ამბობ უარს იმაზე, რაზეც გინდა
mata
ე.ი. როდესაც დავიძინე, საერთოდ არ მეძინებოდა, მარა სხვა რა გზა მქონდა ღამის 4თუ 5 საათი იყო. დილამდე ჯერ კიდევ დიდი დრო იყო, ამიტომ თვალები დავხუჭე და ვცდილობდი ჩაძინებას. გონება აბსოლიტურად მშვიდი და ფხიზელი იყო, სხეული კი ენერგიით სავსე. ბევრი ვიწვალე ჩაძინებაზე შეიძლება ასე30-40 წუთი, მერე კი ვიგრძენი როგორ გამოვედი სხეულიდან და მივდიოდი კოსმოსის ღია სივრცეში. გარშემო ვამჩნევდი უამრავ მანათობელ სხეულს. (ცნობიერება ფხიზლად მქონდა სხეულიდან გასვლის თანავე)
მერე გავჩერდი და ერთ შენობაში შევედი. ამ დროს აბსოლიტურად მახსოვდა ყველაფერი, ვიცოდი რომ მე იმ მომენტში ჩემ ლოგინში მეძინა და ახლა სიზმარში ვიყავი. პირველი რაც მაინტერესებდა იყო ის რომ როგორია სიზმარი და კიბის სახელურს მოვკიდე ხელი. ისეთივე მაგარი და მკვრივი იყო, როგორც ჩვეულებრივ. მერე ჩემი კლასელები ვნახე და ველაპარაკე, ვათვალიერებდი გარემოს. მერე ქუჩაში გამოვედი. აბსოლიტურად ყველაფერი იგივენაირია, როგორც აქ. თან სულ მახსოვდა რომ სახლში მეძინა და დილით ასადგომი ვიყავი და წასასვლელი. ნეტა რომელი საათია ეხლა მე სიზმარში რო დავბოდიალობ, ადგომა არ დამაგვიანდესთქო ვფიქრობდი. მერე დავიშალეთ კლასელები და მეც გავიფიქრე დაბრუნების დროა და იმ წამსვე გამომეღვიძა
ეგ იყო სულ პირველად როცა გავაცნობიერე.
ხანდახან არის რო გაცნობიერებული სიზმარი შეიძლება თვეში ერთხელ ნახო, ან 2 ჯერ. ეს დამოკიდებულია ადამიანის ენერგიის რაოდენობაზე და ნებაზე. მე პირადად მქონია დღეები როცა ერთ ღამეში ორჯერ გამიცნობიერებია სიზმარი. მერე კი თითქმის ყოველდღე ვაცნობიერებდი. ზოგჯერ კვირები გადის და ერთსაც ვერ ვაცნობიერებ. მარა საკმარისია განვახორციელო განზრახვა, ეგრევე ვაცნობიერებ.
სიზმარხილვის პრაქტიკაზე ერთი მომენტია კიდევ უმთავრესი: სექსუალური ენერგიის მართვა.
mata
I AM
სექსუალური ენერგიის მართვისათვის პირველ რიგში აუცილებელია მოსამზადებელი ეტაპის გავლა. ეს ეტაპი თუ არ გავიარეთ, მართვაზე ფიქრი ზედმეტია.
ე.ი. ეს ეტაპი არის ის რომ სამუდამოდ უარი უნდა ვთქვათ შემდეგ პროდუქტებზე:
ხორცი
ალკოჰოლი
კოფეინი (ყავა, ჩაი, კაკაო და ა.შ.)
შაქარი
ეს ვერ მოხდება ერთ დღეში . მე პირადად 1.5 წელიწადში თანდათანობით ავკრძალე. ამაში კი ისევ და ისევ განზრახვის ყოვლისშემძლე ძალა დამეხმარა. ძალით უარი არაფერზე მითქვია. ვჭამდი ყველაფერს იქამდე, სანამ მთხოვდა ორგანიზმი. უბრალოდ განზრახვა როცა არის "მე თავი უნდა დავანებო მაგ. შაქარს" (სულ გახსოვს ეს მოთხოვნა შენი თავის მიმართ) ერთ მშვენიერ დღეს აცნობიერებ რომ აღარ ხარ ძველებურად დამოკიდებული შაქარზე და შენ თავში აღმოაჩენ საკმარის ძალას, რომ უარი თქვა. მერე პერიოდულად რათქმაუნდა გინდება ეს ყველაფერი, მაგრამ გყოფნის შინაგანი ძალა იმაზე, რომ შენი სხეული დაიმორჩილო და ის აკეთებინო, რაც საჭიროა და არა ის რაც მას უნდა.
როცა ამ ყველაფერზე უარს იტყვი მერე უკვე სექსუალური ენერგიის მართვამდე ერთი ნაბიჯია.
სიზმარხილვის პრაქტიკის დროს (საწყის ეტაპზე) ხშირია სექსუალური ენერგიის მოზღვავება. ამ შემთხვევაში ჩვენ გვევალება, რომ არაფრის დიდებით არ დავხარჯოთ ეს ენერგია და შევინახოთ. შეინახო ნიშნავს შეიკავო. თუ ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები ამოღებული არა გაქვს რაციონიდან, ვერ შეაკავებ თავს. შეიკავო თავი ნიშნავს, რომ ებრძოლო სექსუალურ ფიქრებს. ამ დროს ცდილობ ვიღაც მაგარ ნაშაზე ან შენი ოცნების კაცზე კი არ იფიქრო, არამედ. ამას უყურებ როგორც ენერგიას, რომელიც უნდა აწიო ზედა ჩაკრაში. წარმოსახვით ცდილობ ერთი ჩაკრით ზევით ატანას. ამას სჭირდება გარკვეული დრო, ამ დროის მანძილზე კი სანამ თქვენ წარმოსახვით ვარჯიშს აკეთებთ, ეს ენერგია უნდა დააყოვნოთ. ამ ენერგიას ორი გზა აქვს ან იხარჯება, ან ზევით ადის... თუ შეძლებ რო ეს ენერგია რაც შეიძლება დიდი ხნით შეაკავო, ის აუცილებლად მოძებნის გზას და ავა ზევით (სხვაგან წასასვლელი გზა უბრალოდ მას არ აქვს)
პირველ ცდაზე, როცა არ იცი ეს როგორ ხდება, ცოტა რთულია, მერე და მერე ეჩვევი ტექნიკას და უპრობლემოდ აგაქვს ენერგია ზევით.
mata
გაიხარე, დიდი მადლობა რჩევისთვის
საინტერესო ვიდეობი ვიპოვე გაცნობიერებული სიზმრების ტექნიკასთან დაკავშირებით. :
1. http://www.youtube.com/watch?v=JBYw-12xwiI&feature=related აქ აღწერილია ტექნიკა როგორ ჩავუღრმავდეთ გაცნობიერებულ სიზმარს
2. http://www.youtube.com/watch?v=PU1nUC6UuWw&feature=related როგორ გავახანგრძლივოთ გაცნობიერებული სიმზარი
3. http://www.youtube.com/watch?v=iOhAtazL8Sg&feature=related გაცნობიერებულ სიზმარში გადაადგილების ტექნიკები
პირადი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ პრაქტიკული რჩევებია მოცემული და აღსაქმელად ვიზუალურადაც კარგად არის გაკეთებული
საინტერესო ვიდეოებია მართლაც მესამე განსაკუთრებით, სადაც წარმოსახვის ძალაზეა ლაპარაკი.
ყველაზე სასაცილო რაც არის არის ის, რომ გაცნობიერებულ სიზმარში რასაც აკეთებ და გამოგდის, იგივე შეგიძლია მერე ფიზიკურ სხეულშიც აკეთო. რატომ, იმიტომ რომ როცა სიზმარში ცნობიერად ხარ გარკვეული პერიოდი აკვირდები, მერე ადარებ შენს ყოველდღიურ რეალობას და რწმუნდები, რომ დღისითაც სიზმარში ხარ . ანუ დღის ცხოვრება არის ჩვენი გაცნობიერებული სიზმარი და მეტი არაფერი
მანამდე ბევრჯერ გამეგო და სხვებს უთქვიათ, რო ეს ყველაფერი ილუზიაა, სიზმარია, ადამიანი ამას იჯერებს ან არ იჯერებს.
ხოლო ის ვინც სიზმრებს აცნობიერებს, დარწმუნდება ამაში პირადად.
მე არ მაქვს დიდი გამოცდილება სიზმრების საკითხში. ეხლახანს დავიწყე, ყოველდღიურად ვწავლობ და ვცდილობ გავერკვე ამ სფეროში.
პატარ პატარა შედეგები უკვე მაქვს, ვაგრძელებ ძილს და ვნახოთ
ეს მნიშვნელოვანი ინფორმაციაა სიზმარმხილველისთვის
,,მალე უსასრულობა მშთანთქავს და მე მინდა ამისათვის მზად ვიყო…’’
,,როდესაც ადამიანი სწავლას შეუდგება, მას არასოდეს არა აქვს ზუსტი წარმოდგენა შედეგებზე. მისი მიზანი ბუნდოვანია, განზრახვანი არამყარი. ის ელოდება ჯილდოს, რომელსაც ვერასოდეს მიიღებს, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ვერ წარმოუდგენია, რა გამოცდები ელის წინ.
სწავლა ყოველთვის ისეთი არ გამოდგება ხოლმე, რასაც მისგან მოელიან. ყოველი ნაბიჯი- ეს ახალი ამოცანაა და შიში, რომელსაც განიცდის ადამიანი, იზრდება უმოწყალოდ და მტკიცედ. მისი მიზანი აღმოჩნდება ბრძოლის ველი. და ამგვარად მის წინაშე წარსდგება პირველი ბუნებრივი მტერი: შიში!
საშინელი მტერი, ვერაგი, ულმობელი. ის იმალება ყოველი მოსახვევის უკან მიმპარავი და დადარაჯებული. და თუ ადამიანი ათრთოლდება მისი სახის წინაშე და გაიქცევა, მისი მტერი ბოლოს მოუღებს მის ძებნას. ადამიანი უკვე ვეღარასოდეს გახდება ცოდნის ადამიანი.
ის შეიძლება გახდეს ყბედი, ან უვნებელი შეშინებული ადამიანი, მაგრამ ყველა შემთხვევაში ის იქნება დამარცხებული.
რათა გადალახო შიში, მხოლოდ ის არის საჭირო, რომ არ გაიქცე.
ადამიანმა უნდა დაამარცხოს თავისი შიში და მის წინააღმდეგ გადადგას შემდეგი ნაბიჯი შესწავლისაკენ, კიდევ ნაბიჯი და კიდევ. ის შეიძლება იყოს სრულიად დაშინებული და მაინც, არ უნდა გაჩერდეს.
და დადგება დღე, როდესაც მისი პირველი მტერი უკან დაიხევს. ადამიანი ირწმუნებს საკუთარ თავს. მისი განზრახვა განმტკიცდება, სწავლა აღარ იქნება საშიში ამოცანა. როდესაც დადგება ეს ბედნიერი დღე, ადამიანს შეუძლია უყოყმანოდ, რომ მან დაამარცხა თავისი პირველი ბუნებრივი მტერი. ეს თანდათანობით ხდება და მაშინ შიში ქრება უეცრად, მყისიერად.
ის, ვინც ერთხელ მაინც გადალახა შიში, თავისუფალია მისგან სიცოცხლის დასასრულამდე, იმიტომ, რომ შიშის ადგილას სიცხადე მოდის, რომელიც ფანტავს შიშს.
იმ დროისათვის ადამიანმა იცის თავისი ყველა სურვილი და იცის, როგორ უნდა მოექცეს მათ. მას შეუძლია აღმოჩენები გააკეთოს თავისთვის, ან გადადგას ახალი ნაბიჯები სწავლებაში და მისი ყველა ქმედება იმსჭვალება მახვილი სიცხადით. ადამიანი გრძნობს, რომ მისთვის არაფერია დაფარული.
და ის ხვდება თავის მეორე მტერს: სიცხადეს!
ეს სიცხადე, ასეთი ძნელად მოსაპოვებელი, ფანტავს შიშს, მაგრამ აბრმავებს კიდეც...
ის აიძულებს ადამიანს, არ დაეჭვდეს საკუთარ თავში. აძლევს რწმენას, რომ ის ცხადად ხედავს ყველაფერს, გამჭოლად. მაგრამ, ეს ყველაფერი შეცდომაა. თუ ადამიანი ნებდება თავის ვითომდა ძლიერებას, ნიშნავს, რომ ის დამარცხებულია მეორე მტრის მიერ და სწავლაში ერთ ადგილზე დაიწყებს ტკეპნას. ის წინ გაიქცევა მაშინ, როდესაც უნდა დაელოდოს, ან დაიწყებს ლოდინს მაშინ, როდესაც დაყოვნება არ შეიძლება.
ასე, ცოდნის ადამიანის მაგივრად, ადამიანი შეიძლება გახდეს მამაცი მეომარი, ან, ვთქვათ, მასხარა. თუმცა სიცხადე, რომლისთვისაც ასე ძვირი გადაიხადა, არასოდეს შეიცვლება ისევ წყვდიადითა და შიშით.
რათა აიცილო დამარცხება, უნდა დაამარცხო სიცხადე და მხოლოდ იმისთვის გამოიყენო, რათა დაინახო და მოთმინებით ელოდო, და ყოველი ახალი ნაბიჯის წინ ყველაფერი გულდასმით აწონდაწონო. ხოლო მთავარი- იცოდე, რომ მისი სიცხადე სინამდვილეში ილუზორულია.
და ერთხელაც, ის დაინახავს, რომ სიცხადე მხოლოდ წერტილი იყო თვალწინ. ის მხოლოდ ასე შეძლებს გადალახოს თავისი მეორე ბუნებრივი მტერი და მიაღწიოს ისეთ მდგომარეობას, რომელშიც მას ვერაფერი ვეღარ შეეხება. და ეს არ იქნება შეცდომა, ეს იქნება უტყუარი ძალა.
ამ ეტაპზე მისთვის ცხადი გახდება, რომ ძალა, რომელსაც ასე დიდხანს მისდევდა, ბოლოს და ბოლოს უკვე ეკუთვნის. მას შეუძლია ისე მართოს ძალა, როგორც მოესურვება. მისი სურვილები-კანონია. ის გარშემო გამჭოლად ხედავს ყველაფერს. და აი ეს ნიშნავს, რომ მის წინაშე მესამე მტერია: ძალა!
ეს ყველაზე მრისხანე მტერია. და რა თქმა უნდა უფრო ადვილია, უბრალოდ დანებდე; ბოლოს და ბოლოს, მისი მფლობელი ხომ ჭეშმარიტად დაუმარცხებელია.
აქ ადამიანი იშვიათად ამჩნევს მესამე მტერს, რომელიც უკვე მიზანში იღებს მას. და ის არც ეჭვობს, რომ ბრძოლა უკვე წაგებულია. მტერმა ის სასტიკ, ახირებულ ადამიანად აქცია. მაგრამ არც სიცხადეს და არც ძალას, აღარ დაკარგავს არასოდეს.
ცოდნის ადამიანისგან, საკუთარი ძალის მიერ დამარცხებული ადამიანი იმით განსხვავდება, რომ უკანასკნელი კვდება, ისე, რომ ვერ იგებს სინამდვილეში რა უნდა მოუხერხოს მას. ძალა, ეს მხოლოდ ტვირთია მის ბედისწერაში. ასეთი ადამიანი არ ფლობს საკუთარ თავს და არ შეუძლია, თქვას როდის და როგორ შეუძლია თავისი ძალის გამოყენება.
მაგრამ, თუ ადამიანი მხოლოდ დროებით იყო ძალის მიერ დაბრმავებული, ხოლო შემდეგ უარი თქვა მასზე, მაშინ ჯერ ყველაფერი არ დაკარგულა და ის კიდევ ცდილობს, გახდეს ცოდნის ადამიანი. ადამიანი მხოლოდ მაშინ არის დამარცხებული, როდესაც მან ყველა ცდა უარყო და ზურგი აქცია საკუთარ თავს.
მესამე მტერზე გამარჯვება გაგებით შეიძლება. ადამიანმა უნდა გაიგოს, რომ ძალა, რომელიც თითქოსდა მან დაიმორჩილა, სინამდვილეში მას არ ეკუთვნის და არც შეიძლება როდესმე ეკუთვნოდეს. ის უნდა გამყარდეს ურყევ ნებისყოფაში, ფხიზლად და უანგაროდ გამოიყენოს ყველაფერი, რაც გაიგო. მას თუ შეუძლია დაინახოს, რომ ნებისყოფის გარეშე სიცხადე და ძალა ილუზიაზე უარესია, აღწევს ისეთ წერტილამდე, სადაც ყველაფერი მას ემორჩილება.
მაშინ მიხვდება, როდის და როგორ გამოიყენოს თავისი ძალა. ეს კი იმისი ნიშანი იქნება, რომ მან გაიმარჯვა თავის მესამე მტერზე და მისი მოგზაურობა ცოდნაში დასასრულს მიუახლოვდა.
და აქ გაუფრთხილებლად ეწვევა უკანასკნელი მტერი: სიბერე!
ეს ყველაზე სასტიკი მტერია, რომელზეც ვერ გაიმარჯვებ, შესაძლებელია მხოლოდ გაჭიმო შენი დამარცხება.
ეს ის ჟამია, როდესაც ადამიანი გათავისუფლდება შიშებისაგან, მოუთოკავი და გაუმაძღარი სიცხადისაგან, ჟამი, როდესაც მთელი მისი ძალა მის განკარგულებაშია. მაგრამ ეს ის ჟამიც არის, როდესაც სრულიად შეიპყრობს სურვილი დაისვენოს, დაწვეს, განცხრომას მიეცეს. და თუ ის მას მისცემს თავისუფლებას, თუ დაღლილობით თავს განცხრომაში გადაიყვანს, მაშინ გაუშვებს თავის უკანასკნელ შერკინებას, და მიპარული მტერი დასცემს მას, გადააქცევს რა ბებერ არაფრისმაქნის არსებად. უკანდახევის სურვილი დააბნელებს მის სიცხადეს, გადახაზავს მთელ მის ძალას და მთელ მის ცოდნას.
მაგრამ თუ ადამიანი ჩამოიფერთხავს დაღლილობას და ბოლომდე იცხოვრებს თავისი ბედით, ასეთ ადამიანს ჭეშმარიტად შეიძლება ეწოდოს ცოდნის ადამიანი, თუნდაც ხანგრძლივად არა, თუნდაც მხოლოდ იმ მოკლე წამს, როდესაც მას ხელეწიფა გაუსწროს უკანასკნელ და დაუმარცხებელ მტერს.
სიცხადის, ძალის და ცოდნის ეს ერთი წამი უკვე საკმარისია.
კარლოს კასტანედა
ეს არის შესავალი მისი წიგნიდან "დროის ბორბალი" დანარჩენი ქართული თარგმანი აი აქ არის:
http://sulkhansaba.com/biblio/1011/000.doc
mata
ძალიან საინტერესო ინფო დადე, ერთი რამე მაინტერესებს, შენი აზრი.. აი კონკრეტული ნივთიერებების ამოღებით მიიღწევა მხოლოდ ეფექტი? მე ცოტა სხვანაირად ვუყურებ ამას და მაინტერესებს შენი აზრი, ნუ სხვებისაც...
სიზმრებს უმრავლეს შემთხვევაში ვერ ვიმახსოვრებ მაგრამ დილით ზუსტად ვიცი ვინ დამესიზმრა და რა სახის შინაარსი ჰქონდა სიზმარს, უმრავლეს შემთხვევაში ნეგატიური ემოციები მყვება ხოლმე ძილიდან, ამას სიზმრის გაცნობიერება ქვია?
tsisakura
mata
რა არის შენი ინფორმაციის წყარო? მხოლოდ კასტანედა?
ხშირად სრულიად გააზრებულად ვამბობ ლოცვას სიზმარში...
td.........
Emigranti
td.........
გასაგებია...
mata
http://forum.ge/?f=19&showtopic=33755533&st=45 ეს ლინკი მეზობელი ფორუმიდან ვფიქრობ საინტერესოა.....
პ.ს. იმედია სხვა ფორუმის ლინკის დადება არაა აკრძალული, თუ არ შეიძლება, მაშინ წაშალეთ
ერთ ერთ გაცნობიერებულს მოგიყვებით
ამას წინათ სიზმარში როცა გავაცნობიერე თავი, ჩემ სახლში ვიყავი და ჩემი ოჯახის წევრებს ველაპარაკებოდი. ისინი რათქმაუნდა ვერ ხვდებოდნენ რომ სიზმარში იყვნენ, მარა მე ხომ ვიცოდი, ხოდა გადავწყვიტე მოდი ახლა ჩემ ძმას ვეტყვი რო სიზმარშია და ისიც გააცნობიერებს სიზმარს.
ვლაპარაკობდით და უცბად ვეუბნევი:
- იცი რაა ჩვენ ახლა სიზმარში ვართ
ის მეუბნევა: როგორ? შენ ახლა ნამდვილი არ ხაარ?
- როგორ არა ვარ, ნამდვილი ვარ, მე ვარ აი შემეხე თუ გინდა და ხელი გავუშვირე რო მოეკიდა და დარწმუნებულიყო, რომ ნამდვილი ვიყავი. იმანაც მომკიდა ხელზე, მარა ვერ მიხვდა მაინც რო სიზმარში ვიყავით
ანუ ხალხნო არავითარი აზრი არა აქვს რომ სიზმარში ვინმეს ეძახო: იცი რაა შენ სიზმარში ხარ, სიზმარში ხარ. სულ რო გასკდე ამის ძახილით, მაინც ვერაფერს შეცვლი . არადა როგორ მეგონა (ჩემ ჭკუაში) სხვებსაც გავაცნობიერებინებ სიზმრებსთქო, მარაა არ ყოფილა ეგრე იოლად საქმე
mata
''ვბალეშჩიკობ'' შენს სიზმრებს
ისე შენს სიზმარში სხვას როგორ გააცნობიერებინებ რომ სიზმარშია ? ის ხომ შენი სიზმარია, შენ ხედავ ის კი არა .. მე ვერ გავიგე. მოკლეთ აქ რაღაც ''ზე'' ამბავია
old_man
ანუ შეიძლება დაასიზმრო შენი თავი?
Gopi
გუშინ საინტერესო სიზმარი ვნახე:
ვითომ ავტობუსში ვიჯექი და სიზმრის გაცნობიერებაზე ვფიქრობდი. ხელისგულებს ვაკვირდებოდი, მეთქი სიზმრის დროს აი ასე უნდა დავიხედო და ალბათ ხაზები არ გამოჩნდება გამოკვეთილად და მივხვდები რომ სიზმარში ვართქო. არადა მშვენივრად ჩანდა ხაზები და სიზმარში რომ ვიყავი ვერც მივხვდი. თან გვერდზე მჯდომმა ისე შემომხედა, ხელები დავუშვი, გიჟი არ ვეგონოთქო (კომპლექსი რა)
მოკლედ მეკაიფება ჩემი ჭკუა (სხვა სიზმრებიდან გამომდინარეც ვამბობ ამას) თან იმასაც მახვედრებს, რომ კასტანედას და სიზმრის გაცნობიერების და საერთოდ სიზმრებში ბოდიალის სხვადასხვა მეთოდი ჭკუის ერთ-ერთი ტრიუკია და თუ მოუნდება ისე დამაბოლებს, ვერც მივხვდები. და რომ ილუზია სწორედ ისაა, რისი დანახვაც მინდა და არა ის, რაც რეალობაა
ერთხელ ერთი ჩემი მეგობარი შემოიჭრა ჩემს სიზმრებში. ის პიროვნება ჩემზე გაცილებით მაღალ დონეზე იყო, ესოტერიკა მაქვს მხედველობაში
იმ პერიოდში რაღაც საკითხი მინდოდა გადამეჭრა და გზებს ვერ ვპოულობდი. ჩემი მეგობარი მეხმარებოდა და არ ჰქონდა ჩემთვის ნათქვამი, სიზმრებზე არაფერი. მარტო ყველამ ვიცოდით, რომ სიზმრების კარგი ახსნა იცოდა და ვუყვებოდით ხოლმე სიზმრებს.
მერე დამეწყო სიზმრები... ვხედავდი ყოველ ღამე სიზმარს და სიზმარში საკითხის გადაჭრის გზებს. ერთხელაც მესიზმრება რაღაც კიდევ და თითქოს როგორ ვთქვა დაძალებასავით ვიგრძენი. თითქოს მაჩქარებდა, თითქოს მაწუხებდა ეს ყველაფერი და სიზმარში მკაცრად ვუთხარი(ნუ სიზმარში ბერძნულად ვუთხარი, შევეცდები ზუსტ თარგმანს), ნუ მაწვალებ, ნუ მაწვები თუ რაღაც მასე. თან მბრძანებლური ტონი მქონდა.
მახსოვს მეორე დღეს მოვუყევი ჩემი სიზმარი, ხმა არ ამოიღო და მას შემდეგ დამტოვა ჩემს სიზმრებთან მანამდესაც სხვადასხვა ფორმით ვხედავდი, ვხედავდი მის სახეს და ა.შ. ეს ყველაფერი მაშინ რატომღაც არ მესიამოვნა. არ მინდოდა ვინმეს გავლენა მოეხდინა ჩემზე ქვეცნობიერად და იმიტომ. მე მინდოდა ყველაფერი რასაც ვსწავლობ გაცნობიერებული მქონდეს ჯერ გონებაში და მერე სიზმარში.
ასე რომ ჩემი გამოცდილებით ასეა, არ მესიამოვნა ჩემს სიზმარში შემოჭრა. მე არ ვიყავი სიზმარში ძლიერი, ამიტომ ერთი ძლიერი სიზმართმცოდნე მმართავდასავით და სიზმარში მოვახერხე და ვაჯობესავით. არვიცი ახლა როგორ აღვიქვამდი მსგავს სიტუაციას...
Atman
რა საოცარ რამეებს იტყვი ხოლმე. ძაან საყვარელი ხარ
ირმა
მე ვფიქრობ სხვის სიზმრებში შეჭრა უნდა მოხდეს არა "უხეშად" არამედ რბილად, მსუბუქად. თუ შენზე ამ ადამიანის ზემოქმედებამ ასეთი რეაქცია გამოიწვია, მაშინ ჩემი აზრით "ვერ მოზომა" და ესეც ალბად იმ ადამიანისთვის გამოცდილება იყო. ის მიხვდებოდა, რომ ზედმეტი მოუვიდა და არ იყო ჯერ იმისთვის მზად, რო სხვის სიზმრებში ეარა.
Atman
old_man
მაგ საქმეში ოლმეკი პროფია, ვერაფერს ვიტყვი
ეს ინფორმაცია ოლმეკის რუსულენოვანი საიტის, შეკითხვებზე პასუხის განყოფილებაში ვიპოვე და გაცნობიერებულ სიზმრებზე რაც გამიგია, იქიდან ყველაზე მნიშვნელოვნად მომეჩვენა. ამიტომ მინდა აქაც დავდო.
პრინციპში ოლმეკს უამრავ რამეში არ ვეთანხმები, განსაკუთრებით რელიგიურ თემებს რაც ეხება, მაგრამ აქ რასაც წერს სწორად მომეჩვენა.
Филя - вопрос:
У меня зубы рассыпаются буквально... не уже всё нормально(я практики прекратил).... но новичкам такое светит, вы не подскажите как сделать так чтобы этого не было? Ещё после практики появляется желание покончить жизнь самоубийством, это от чего? Вообще когда стал жить в реале жизнь улучшилась... может я что-то не так делал?
Георгий - ответ:
Начну с зубов, - Дело в том что если заниматься только сновидением то рано или поздно со здоровьем будут проблемы. Чтобы не возникали такие проблемы надо практиковать магические пассы. Эти движения перераспределяют энергию. Благодаря им, в физическом теле не бывает участков - где может не хватать энергии или может накапливаться определённо ориентированная энергия в слишком больших количествах. Если сказать коротко то тело перестаёт болеть.
Сновидения делают человека замкнутым, одиноким, хмурым и т.д. поэтому были разработаны формулы сталкинга. Сталкинг несёт веселье, радость, спокойствие, рассеивает агрессию.
Когда древние шаманы - Ольмеки - столкнулись с такими проблемами как болезнь, нежелание жить и т.д. то они стали искать выход. Им не хотелось останавливаться. Великие кошки через сно-видения научили их определённым движениям кошек. Современные маги их называют пассами.
В человеке есть два вида энергии энергия "-" и энергия "+". Сновидения накапливают минус. Эти энергии непрестанно борются друг с другом пытаясь победить. Но если один из них начинает побеждать то человек болеет и умирает. Искусство магии это искусство не только держат эти энергии в согласии и в равновесии, но и сплавлять их в единое целое.
Сталкинг это плюс. Пассы не только перераспределяют но и сплавляют эти энергии друг с другом.
Кроме этого - зубы, кости минеральное царство связаны с предками, (отец, мать, дедушка, бабушка и т.д.). сновидения усиливая - активизирует подсознание. если у вас имеется хоть какая то обида, агрессия, негативный взгляд на своих предков то это вредит им. Они связана с твоими зубами, зубы начинают сыпется. Это очень мощный знак. То что вы перестали заниматься сновидениями это правильно. Если хотите продолжит то должны начать заниматься пассами и сталкингом. Активизацию и усиление подсознания может вынести только тот кто непреклонно работает над своим характером и над своими добродетелями. В магии только очень положительный, уравновешенный, ЛЮБЯЩИЙ человек может дойти до победного конца, все остальные умирают по пути.
წყარო: http://olmek4.narod.ru/reply1.htm
mata
საერთოდ მაგარი დამღლელია არაპირდაპირად სიხმრის გაცნობიერება ხელებზე ხედვა და ასე შემდეგ..
პირდაპირი შესვლა უკეთესია..
ბევრი ტექნიკაა მაგრამ ყველა არ ვარგა მარტო კარლოსს ააქვს კარგი ტექნიკა..
მე უბრალოდ ვწვები და ვცდილობ დავიძინო აქ მთავარია რომ შინაგანი დიალოგი გამორთო.. როგორც კი მას გამორთავ ეგრევე იწყებ დაძინებას ისე რომ ცნობბიერება შენარჩუნებული გაქვს..
გათიშვა იმიტომ არის საჭირო რომ შენი აღქმის წერტილი დაიძრას..
მოკლედ დაწვები გათიშავ შინაგან დიალოგს და ძილის ტალღები მოვა შენთან ჯერ ერთი ტალღა ჩაგძირავს მერე მეორე უფრო ჩაგძირავს და მერე მიხვალ იმ დონემდე საიდანაც ვეღარ დაბრუნდები..
მე უბრალოდ გულის ძალიან ხშირი და ძლიერი ფეთქვა მიშლის ხელს..უკვე როცა უნდა დავიძIნო..
ისე დავაკვირდი და რაც უფრო გაცნობიერებულად შედიხარ სიზმარში მით უფრო რეალურია ის..
აი მაგალითად თU გავაცნობიერე სიზმარი მაგრამ ჩემი მდგომარეობა ტვინის ისეთია როგორც როცა გთვლიმავს სიზმარი ჩქარია ვერ ხვდები ვერაფერს და უფრო მალე ხდება ყველაფერი..ბურუსიანია..
მთელი ძალები სიზმრის არაპირდაპირ გაცნობიერებაზე კი არა.. პირდაპირ შესვლის ტექნიკებზე უნდა დაიხარჯოს..
და ისე უნდა შექმნა შენი ტვინისთვის ბრძანებები არა მარტო ხელზე დახედვა არამედ სხვა რაღაცეები..
მაგალითად მე ვიმეორებ როცა არაფერს ვაკეთებ შეუჩერებლივ იესოს ლოცვას და სიზმარში როგორც კი მის გაცნობიერებას ვიწყებ ეგრევე იესოს ლოცვის გამეორებას ვიწყებ ესაა ჩემი ბრძანება..ამით ვხვდები მერე რომ სიზმარში ვარ..
კიდე რაც შევამჩნიე ამ ყველაფერს უნდა მიუდგე ცოტა ირიბად და არასერიოზულად მეტი ეფექტი აქვს..
მე ხშირად მქონდა გაცნობიერებული სიზმრები ყოველ მეორე ან ყოველდღე..
უბრალოდ დაბალი გაცნობიერებისს ხარისხი იყო ბურუსიანი მოკლედ ნახევრად მაინც მეძინა.. და ისე არ ვიყავი როგორც რეალობაში..
mata
old_man
მეც დავდებ ჩემს ცხელცხელ გაცნობიერებულ სიზმრებს ))
წინა კვირას ორი მქონდა. ისევ ჩემი ოთახის შეცვლილი ინტერიერის მიხედვით მივხდი, რომ სიზმარში ვარ. მაგრამ ვგრძნობდი, რომ მეღვიძებოდა. ეს რომ არ მომხდარიყო, როგორც იმ ვიდეობშია აღწერილი მე რომ დავდე, დავიწყე ჩაღრმავების მეთოდის გამოყენება. ვმოძრაობდი ოტახში სწრაფად, ვკიდებდი ხელს სხვადასხვა ნივთს, ზოგს ვიღებდი და ვატრიალებდი. მაგრამ მაინც ნე-ნელა მეღვიძებოდა. გამეღვიძა და ისევ სწრაფად შევედი სიზმარში, ასე განმეორდა რამდენჯერმე. მაგრამ მაინც ვერ შევინარჩუნე... გამისხლტა...
მეორე სიზმარი გამოდგა უფრო ეფექტური, დავიწყე ექპერიმენტები: დავდექი სარკის წინ. ჩემს თავს ვხედავდი ნათლად. უკვე ვიცოდი, რომ აზრის ძალით ყველაფერი შემეძლო. გავიფიქრე: ახლა მინდა რომ გამეზარდოს ხელები და მართლაც ხელები იატაკამდე ჩამოიწელა. )) მოკლედ ასე გარეგნობის შეცვლაზე კიდევ რამდენიმე ტრიუკი ჩავატარე. ყველაფერი გამოვიდა )) მაგრამ, შემდეგ გავიფიქრე: ეს ხომ დაუჯერებელია და ამის გაფიქრებისთანავე შემდეგი აღარ გამომივიდა )) და მალე გამეღვიძა კიდეც....
აქ რომ წერთ თქვენს გაცნობიერებულ სიზმრებს, შეიძლება ქვეცნობიერმა საიდუმლო ინფორმაცია (ანუ ის რისი აქ გამჟღავნებაც არ შეიძლება) აღარ მოგაწოდოთ
როგორც წიგნში წერია და თQვენი სიზმრების მიხედვით ეხლა თქვენ არ ხართ სიზმარში (სიზმარს ეძახიან ასტრალურ გასვლას)
ანუ ხართ თქვენივე ქვეცნობიერში სადაც თქვენ და მცოცველები იმყოფებიან.. მცოცველი არის ტელეპორტ მასტერი რომელსაც გადაყავს ადამიანის ენერგეტიკული სხეული არაორგანული არსებების სამყაროში..
ისინი იღებენ ადამიანური ნივთების სახეს სიზმარში.. მაგრამ ეს ნივთები უცნაურად გამოიყურება ან მოძრაობს.. უნდა დააკვირდეთ ამ ნივთებს თუ ამ ნივთმა დაიწყო ვიბრირება და იცვალა ფორმა უნდა გამოთქვათ ნება რომ გინდათ ტელეპორტაცია..
თქვენ ეხლა რა დონეზეც ხართ უკვე დროა რომ ქვეცნობიერეიდან გადახვიდეთ სიზმარში.. როგორც წიგნში წერია ეს შესაძლებელია თU წარმოიდგენ შენ ნაცნობ ადგილს და იქ მოხვდებ.. ეს ადგილი უნდა იყოს ძალის ადგილი..
ანუ ადამიანების თავ შეყრის.. ინსტიტუტი, და მოკლედ ესეთი ადგილები..
და არ გაერთოთ სიზმართხილვით.. იმუშავეთ და აკეთეთ სავარჯიშოები..
როგორიცაა რომ რამოდენიმე საგანს ირჩევ სიზმარში ჯერ ერთს უყურებ, მერე მეორეს, მერე მესამეს, მერე ბრუნდებით ისევ.. და ხელებზე დაიხედეთ. უფრო სწორედ ორივე ხელი მიიტანეთ სახესთან და ისე იარეთ..
ადამიანი სიზმრიდან ვარდება იმ შემთხვევაში თუ აქვს ცოტა ენერგია, თU მისი აღქმის წერტილი ამოძრავდა..რაც გამოიწვევს იმას რომ სხვა სიზმარში გადავარდება და ცნობიერება გაქრება..
ეს სავარჯიშოები ამაგრებს აღქმის წერტილს.. ერთ ადგილას..
როგორ მაგ.. რეალურ სამყაროში შინაგანი დიალოგი ამაგრებს ერთ ადგილას აღქმის წერტილს..
starscream
ჰოდა უნდა ივარჯიშო რომ შეგეძლოს.. ჯერ დააკვირდები მერე სხვა რამე გადაიტან და ასე შემდეგ..
თორე ესე სულ გაგეღვიძება
http://www.sunhome.ru/religion/11140/p1
მგონი საინტერესოა, სიზმრის იოგაზეა და...
სიზმარი ფრენაზე
ე.ი. გავედი სხეულიდან და ვარ ჩემს სახლში. გადავწყვიტე ფრენაში ვარჯიში. გავედი ფანჯრიდან და დავფრინავ კორპუსების გარშემო... რამდენიმე კრუგი დავარტყი გარედან ჩემ კორპუსს და მერე დავატორმუზე. აუუუუ ძაან მაგარი შეგრძნებააა გამეღვიძა გაღიმებულს.
მერე კიდე მოვინდომე და გავედი ისევ სხეულიდან. ისევ ფანჯრიდან გავედი გარეთ და მეთქი ეხლა დავუვლი კორპუსებს და გავერთობი ფრენით, ხოდა გავადინე ტყაპანი მიწაზე .
რო დავეცი ეგ რათქმაუნდა არანაირი ტკივილის შეგრძნება არ იყო, ხოდა გაკვირვებული ვიყურებოდი აქეთ-იქეთ და სახლში გავჩნდი უცებ და ვიღაცა მეუბნევა. ყავა უნდა დაგელია ერთი ჭიქა და გაფრინდებოდიო
გამიკვირდა ეს რო მითხრეს თან არ ჩანდა ვინ იყო. მაგ დროს გამეღვიძა კიდეც და მივხვდი რო სიზმარში ვიღაცა მაგრად გამეკაიფა
mata
old_man
ყავა მიართვი მომდევნო სიზმარში
old_man
ასევე შეგვიძლია მთელმა ფორუმმა მოვაწყოთ ერთობლივი სიზმარხილვა. გამოცდილი, გამოუცდელი არა აქვს მნიშვნელობა, ყველამ ვცადოთ
დავთქვათ ერთი ადგილი მაგ. დისკოტეკა, სადაც შევიკრიბებით და ვიცეკვებთ.
ე.ი.
შეხვედრის ადგილი - დისკოტეკა
სიზმრის პერსონაჟები - ჩვენი ფორუმელები
რა უნდა ვქნათ - ვცეკვავთ
საინტერესოა რა გამოგვივა
არ გინდათ?
მერე დავწეროთ ვინ რა ნახა
მოკლედ მე გთავაზობთ, დღეს არის 10 თებერვალი. კვირის ბოლომდე შევეცადოთ ღამე ძილის წინ ვთქვათ: "მე ეხლა სიზმარში ფორუმელებს უნდა შევხვდე და ვიცეკვო", "ეხლა მე ფორუმელებთან მივდივარ შეხვედრაზე" , "საცეკვაოდ მივდივარ" ასეთი რაღაცეებზე ვიფიქროთ და გავაკეთოთ განზრახვა რომ ეს შეხვედრა უნდა შედგეს და არ უნდა დააკლდე, შენც აუცილებლად უნდა წახვიდე.
ოღონდ შედეგები, ვინ რა ნახა დავწეროთ ორშაბათიდან (ანუ 14 თებ.), იმიტომ რომ შეიძლება პირველ ან მეორე ღამეს როგორც წესი არ გამოვა, შეიძლება ზოგმა მესამე ან მეოთხე ღამეს ნახოს. ამიტომ ერთმანეთს დაველოდოთ და ორშაბათამდე ნუ გავამჟღავნებთ ვინ რა ნახა.
დიჯეი ვინ იქნება? ოლმეკი?
Atman რა სახე გაქვს, რა არის. მოაშორე ეგ ავატარი რააა
ოლმეკის კბენას მოეშვი და სიზმრებში შემოგვიერთდი !!
mata
მისამართი რომ ავურიო და სხვა დისკოთეკაზე მოვხვდე? მერე რა მეშველება?!
td.........
mata
მერე რა გარანტია მაქვს , რომ სენც იგივეს წარმოიდგენ...
td.........
old_man
mata
რომ არ დავიკარგოთ და ყველა განსხვავებულ დისკოტეკაზე არ მოვხვდეთ ჯობია ერთი სურათი დავდოთ აქ, ერთი ადგილის სურათი. ეს სახე წარმოდგენას აძლიერებს. აბა მოიფიქრეთ რამე კარგი ადგილი, შეკრების ადგილი
მე მოვდივარ, იქნებ ასე მაინც გაგიცნოთ
ირმა
ადგილის წინასწარ განსაზღვრა შეიძლება რათქმაუნდა, მარა ეს უნდა იყოს ისეთი ადგილი რომელიც ყველასთვის იქნება კარგად ნაცნობი. მარა, ყველა თავისებურად წარმოიდგენს ამ შეხვედრას, ადგილს, დეტალებს... ეს ხომ ჩვენი საერთო სიზმარი არ არის, ამიტომ ადგილის ზუსტ აღწერას არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ამ შემთხვევაში.
მთავარია უბრალოდ ჩვენს თავს დავავალოთ რაღაცა და ის იძულებული გავხადოთ, რომ ჩვენი ნება შეასრულოს. ამ შემთხვევაში ვუკვეთავთ სიზმრის სიუჟეტს. მთავარია ვნახოთ რო დისკოტეკაზე ვართ, ფორუმელებთან ვართ და ვცეკვავთ. მთავარია ეს სამი რაღაცა დაგვესიზმროს. თუ ეს ვნახეთ, მაშინ მიზანი მიღწეულია.
ამისი ათვისება ერთგვარი ნაბიჯია გაცნობიერებული სიზმრებისკენ.
რა მედისკოთეკება, ხვალ მძიმე დღეა, ბევრი ენერგიის დახარჯვა მომიწევს და თავდაცვაც.. ასე, რომ დღეს სულ სხვაგან ვიქნები... ძალები უნდა მოვიკრიბო ხვალისნდელი დღისთვის! წარმატებები მისურვეთ!
mata
მე სამწუხაროდ ჩავფლავდი... ან შეიძლება დამავიწყდა დისკოტეკის მაგივრად სკოლაში მოვხვდი რუსულის გაკვეთილზე )
შენ რა ნახე?
პირველ დღეს არაფერი გამომივიდა. მეორე დღეს მესიზმრება ასეთი რაღაცა:
ვზივარ სადღაც ბარში და ერთი ჩემი ძველი ნაცნობი მეუბნევა: წამო დისკოტეკაზე არ გინდა? დღეს საღამოს მივდივართ.
მე ვეუბნევი - აუუ არა, მე ხო იცი არ ვსვავ და რა მინდა ისე ხო არ დავჯდები.
ნუ კაიო და ვსო... ამ დროს სიზმრიდან გამოვდივარ და ვფხიზლდები. და ამ ძილბურანში გამახსენდა რო აუუუუუუ ეს რა ვქენი, მე ხო დისკოტეკაზე უნდა წავსულიყავი და უარი ვთქვი. ეს ძაან ძილბურანში გავაცნობიერე და მოიცა მოიცა მოვდივარ დამელოდეთ, ამ აზრებით შევიბრუნე ძილი.
ახსნა:
მე ხომ დავალებული მქონდა რომ დისკოტეკაზე წავსულიყავი და ა.შ. მაგრამ ეს იყო უბრალო ექსპერიმენტი და რეალურად მე დისკოტეკაზე წასვლის არანაირი ინტერესი არ მქონდა. ამიტომაც სიზმარმა მაჩვენა ჩემი რეალური დამოკიდებულება ამ განზრახვის მიმართ და შესაბამისად ვთქვი, რო არა არ წამოვალ.
ეს იყო ჩემი რეალური დამოკიდებულება, მაგრამ რადგან მე დავალება მქონდა მიცემული და სიზმარში მოვიქეცი საპირისპიროდ, ეს ვერ გაგიგო ჩემმა ცნობიერებამ და ამ ურთიერთდაპირისპირების გამო სიზმარი შეჩერდა, ცნობიერებამ კი გამოფხიზლება დაიწყო.
შემდეგ ვაგრძელებ.
წავედი ძილში იმ ფიქრებით, რო გამოვასწორო ჩემი ნათქვამი და მივიდე დისკოთეკაზე. ამის მერე ვნახე აბსოლიტურად სხვა სიზმარი (ნუ ამას არ დავწერ) და მერე მართლაც დამესიზმრა სიზმარში დისკოთეკა და ფორუმელები.
მივედი ჯერ მე და ცოტა ხანში მოვიდა სამი ჩვენი ფორუმელი (არ დავასახელებ). ერთად შემოვიდნენ. ჩვენ ყველას რაღაც საჭმელები გვქონდა მოტანილი და პარკებში გვეწყო, გეგონება პიკნიკზე მივდიოდით. ცოტა ხანში გარეთ გავიდნენ და მერე იქედნ ორი საერთოდ დაიკარგა და თვალი ვეღარ მოვკარი და ერთი იქვე იდგა გარეთ ფეხშიშველა წყალში და მანქანის მძღოლს ელაპარაკებოდა რაღაცეებს. მე ვიფიქრე მოდი ამ საჭმელებს მანქანაში ერთად ჩავდებთქო. გარეთ გამოვედი და ვეძებდი მუქი ლურჯი ფერის 06 მანქანას, რომელიც ეკუთვნოდა ჩვენს ერთ–ერთ ფორუმელს. ვეძებე და ეს მანქანა იქ აღარ იდგა.
ეს ისეთი დისკოთეკა იყო, რომ ხალხი ცოტა დადიოდა, არ იყო მაინცდამაინც ცნობილი და ნავაროჩენი. პატარა დისკოთეკა იყო, ნაკლებად ცნობილი და ასე რომ ვთქვათ თავისთვის იყო რაა. მუსიკაც უკრავდა რაღაცა, მარა არ იყო ისეთი მუსიკა, რო აეცეკვებინე... რაღაც თავისებური მუხტი აკლდა ამ ყველაფერს.
ახსნა:
დისკოთეკა როგორღაც დაუკავშირდა ჩემ სიზმრებს. ე.ი. დისკოთეკა ვნახე, ფორუმელებიც ვნახე, მარა აი ცეკვა კი არაფრით არ შედგა. ნუ იქ ისეთი სიტუაცია იყო რო ვერანაირად იცეკვებდი. ცეკვა ზოგადად რას ნიშნავს? ადამიანს ცეკვა მაშინ უნდება, როცა ის გახსნილია. როგორც წესი სასმელს სვავენ რო გაიხსნან და მერე იცეკვონ ხომ. ანუ ვერ იცეკვებ თუ რაღაც დონეზე გახსნილი არ ხარ. სიზმარმა გვაჩვენა ჩვენი თავი შიგნიდან, გვანახა რო ჩვენ არ ვართ ერთმანეთში საკმარისად გახსნილები, რომ გვეცეკვა. მთვრალი როცა ცეკვავს, მას სულ ფეხზე ჰკიდია კომპლექსები, საზრუნავები, პრობლემები, დაძაბულობა... ის გახსნილია ბოლომდე და შეუზღუდავი, რასაც უნდა იმას იცეკვავს და როგორც უნდა.
ჩვენ ამდენად გახსნილები ნამდვილად არ ვართ, ეს ფაქტია, ამიტომაც ბუნებრივია სიზმარში ვერ ვიცეკვეთ.
მართალია დისკოთეკაზე ფორუმელები მოვიდნენ, ანუ სურვილი ქონდათ შეხვედრისაც და ცეკვისაც, მარა არ გვეყო ერთმანეთთან გახსნის ხარისხი.
ეს ეხლა იმას არ ნიშნავს რათქმაუნდა რომ ჩვენ ეზოთერიკები რეალურად ერთმანეთთან ვერ ვიცეკვებთ. „არ გახსნა“ მიუთითებს ჩვენს შინაგან სულიერ მდგომარეობაზე და არა ცეკვის უუნარობაზე.
გარდა ამისა მე ვფიქრობ დისკოთეკის ადგილი ეს არის ჩვენი ეზოთერული ფორუმი თვითონ. და დისკოთეკის ზოგადი დახასიათება შესაბამისად არის ეზოთერული ფორუმის დახასიათება.
მოკლედ აი ასეთი ამბებია, კარგი იქნებოდა ვინმეს კიდე რო ენახა. შევაჯერებდით ინფორმაციას და უფრო სრულყოფილ სურათს მივიღებდით
mata
კარგია! ახსნაც მომეწონა
ის სამი ფორუმელი ვინ იყო? აქ თუ არ გინდა პმ-ში მომწერე. მაინტერესებს ))
მოკლედ რა ხდება , მე თქვენსავით არ ვცდილობ გაცნობიერებულ სიზმრის დამუღამებას მაგრამ ეგეთი მდგომარეობა ადრეც მქონია და მითქვია რომ ეხლა სიზმარში ვარ უბრალოდ მერე უკვე მოვშვებულვარ და მივყოლილვარ სიზმარს ანუ სხვადასხვა ტექნიკები რო გამეღრმავებინა არ გამიკთებია
ხო და გუშინ ეტყობა აქედანაც ჩამყვა თქვენ რო სულ ამაზე საუბრობთ, სიზმარში ჩემთან სახლში იყო სუფრა გაშლილი, მეორე ოთახში იყო საფერეფლე და მოკიდებული სიგარეტი დარჩენილი ერთ ერთი სტუმრის, როდესაც ვთქვი რომ ეხლა სიზმარი ვარ უცბად გამეფიქრა აბა როგორი შეგრძნებები აქვს მეთქი ამ ყველაფერს და გადავწყვიტე ეს სიგარეტი მომეწია (სიგარეტს თავი მაქვს დანბებული 5 წელია უკვე) ხოდა და ღრმა ნაფასი რო დავარტყი წარმოუდგენლად რეალური შეგრძნება ქონდა აი ზუსრტად ისეთი როდესაც ცხადშიც დიდიხნის არ მოწევის შემდეგ რომ გაქვსდა გემოც ზუსტად ისეთი.
ხო მერე გავიფიქრე ხო სიზმარია და ეს არა სასიამოვნო გემო გავიდესმეთქი და სიამოვნება მივიღო თქო შემდეგი ნაფასები უკვე წავიდა ყოველგვარი ფილტვების ტკივილის და პირში სიგარეტის საზიზღარი გემოს გარეშე
......მოკლედ გრძნობებია 100 % ტიანი .
აბა ვინც სიზმრების მართვაში კარგად ერკვევით, იქნებ დამეხმაროთ, ესე იგი რაშია საქმე: როგორც კი ვაცნობირებ ხოლმე რომ სიზმარში ვარ, ვიწყებ ჩემთვის სასურველი სიტუაციის მოდელირებას, მაგრამ ეგრევე მავიწყდება ხოლმე რო სიზმარში ვარ...და ჩვეულებრივ გრძელდება ხოლმე სიზამარი გაცნობიერების გარეშე. თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა ვისმეს?
I AM
მე დიდი გამოცდილება არა მაქვს, მაგრამ რამდენადაც მახსოვს, მეც მქონია ეგეთი შემთხვევები. ვფიქრობ ეგ ენერგიის ნაკლებობის ბრალია. ღამე რო გაგაეღვიძება კარგად უნდა გამოფხიზლდე, ისე რომ აღარ გეძინებოდეს საერთოდ. ენერგიით ხარ სავსე და ამიტომ აღარ გეძინება, ხოლო თუ ვერ ფხიზლდები და გეძინება ე.ი ენერგია არ გაქვს.
ყველაზე დიდი ენერგია მიაქვს შინაგან დიალოგს, რაც მთელი დღის მანძილზე გრძელდება ანუ შინაგანი განსჯა, მსჯელობა, ვინ მტყუანია ვინ მართალია, კარგის და ცუდის გამოყოფა და ა.შ.
ამასწინად მესიზმრა: თბილისში დავსეირნობდი, თუმცა ისეთ შენობებს ვხედავდი, მანამდე სხვა ქვეყნებში რომ მენახა და გავაცნობიერე რომ სიზმარში ვიყავი გამიხარდა, მაგრამ თან შემეშინდა არ გამომღვიძებოდა, მინდოდა რამე გამეკეთებინა რომ დავრწმუნებულიყავი სიზმრის მართვის სიმართლეში და პირველი რაც თავში მომივიდა იქვე მდგომი ბეტონის ბოძის დანგრევა იყო, მუშტი მივარტყი და ჩამოიფშვნა, ვიღაც კაცი გაოგნებული მიყურებდა, მე კი ვფიქრობდი სიზმარია და არ იცისმეთქი. მერე გამომეღვიძა, რატომ მომივიდა თავში მაინც და მაინც დანგრევა?
Fee
ვერაფერს გეტყვი.
რავიცი აბა ფანტაზიაა, ზოგს რა მოსდის თავში და ზოგს რა. ალბად ყველაზე უცნაური და წარმოუდგენელი შენთვის ეგ იყო იმ მომენტში ბოძის დანგრევა ერთი მუშტის მირტყმით. მე მაგალითად კედელში გასვლა ვცადე და გამომივიდა. ეს ყველაფერი საკუთარი წარმოსახვის ძალით ხდება. შენ თუ გწამს და გჯერა ყველაფრის გაკეთება შეიძლება
მოკლედ ამ ღამეს ასეთი რამე შემემთხვა:
შუაღამისას გამეღვიძა და მთელი სხეული თითქოს ვიბრირებდა, განსაკუთრებით თავი, ხოლო მარჯვენა ხელი დაბუჟებული მქონდა, ჰოდა ვცადე ამეწია ხელი და კი ავწიე მაგრამ ეს ასტრალური ხელი აღმოჩნდა, ფიზიკური ხელი კი იქვე დარჩა. მეთქი ვააა, ასტრალში გავდივარ და რამე! ჰოდა თავიც ასევე ავწიე, მაგრამ მოხდა საოცრება: ვხედავდი ორ მარჯვენა ხელს ერთად, ასტრალურს და ფიზიკურს (რომელიც იდო უბრალოდ), ჰოდა უცებ ფიზიკურმა ხელმა მუშტი მთხლიშა თვალში... ჰოდა ისევ ჩემს სხეულში აღმოვჩნდი, ავდექი, სარკეში ჩავიხედე და ვხედავ რომ თვალზე წითელი "ფინგალი" მადევს. რაღა უნდა მექნა, დავწექი და ვფიქრობდი ამ ყველაფერზე, შეგრძნებებიც ისეთი რეალური იყო... ისევ ვცადე სხეულიდან გამოსვლა (ნაწილობრივ მაინც), მაგრამ აღარ გამომდიოდა... ჰოდა თანდათან ჩამეძინა...
მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ მერე, როცა გავიღვიძე, აღმოვაჩინე რომ ეს ყველაფერი სიზმარში ხდებოდა, სხვა სახლში და სხვა საწოლში (ჩემ სოფელში), სიზმარში კი ვიცოდი სოფელში რომ ვიყავი, მაგრამ ვერ მივხვდი მაინც სიზმარი რომ იყო. ახლაც კი მახსოვს ყველა შეგრძნება და ყველა ფიქრი, რაც ამ სიზმარში განვიცადე...
მოკლედ ისევ მეკაიფება და მიჩალიჩებს ერთი ვიღაც!
აჰაა, გასაგებია. ::
td.........
აი ამ მონაკვეთის თვალსაჩინოება იყო ჩემი სიზმარი (თუმცა არა მარტო ამის...):
Материя – это форма бытия живого сознания, действующая особым образом по воле Бога.
Верховное Сознание, Которым являюсь Я, представило одну из Своих частей в виде
бесчисленного множества крохотных индивидуальных душ, а другую Свою часть в виде
бесчувственной, пассивной субстанции, элементами которой эти крохотные существа могут
забавляться. Из этой субстанции они лепят себе тела разных видов и различные игрушки…
забывая, что эта субстанция на самом деле не мертва! Материя – это часть живого тела Бога,
которую Он «расслабляет», позволяя маленьким душам играть с ней.
Добрая мать может разрешить ребенку какое-то время забавляться ее рукой. Она просто
расслабляет свою руку, позволяя ребенку как угодно крутить, дергать и даже кусать ее. При
этом маленький ребенок иногда входит в иллюзию, что рука, которую он трепит,
бессознательна и пассивна, другими словами, «мертва», и что теперь она полностью в его
власти. Но стоит ребенку зайти слишком далеко, как эта, такая послушная рука вдруг
«оживает» и дает ему подзатыльник.
აუ სხვა ლინკი დამიდია. ეს უნდა დამედო წესით
http://www.youtube.com/watch?v=yzpBb-50uVs
დღეს რომ ჩამეძინა გავჩნდი ჩემი სახლის წინ. ვიფიქრე მოდი ხელებზე დავიხედავთქო და თუ ხაზებს დავინახავთქო. დავიხედე და ხაზები გამოუკვეთავად რომ გამოჩნდა გამიკვირდა. ეს ხომ იმას ნიშნავს რომ სიზმარში ვართქო. არადა არანაირი შეგრძნება არ იყო რომ სიზმარში ვიყავი. ყველაფერი ძალიან ჰგავდა რეალს.
თუ ასეა მოდი მაშინ ისეთ რამეს გავაკეთებ რისი მარტო სიზმარში გაკეთება შეიძლებათქო. სხვა ვერაფერი მოვიფიქრე და ვიფიქრე მოდი ავფრინდებითქო ( მაგ დროს სხვა რამის გაკეთება შეიძლება?). მართლაც ავფრინდი, მაგრამ სამწუხაროდ არც ისე მაღლა. გარკვეულ სიმაღლეზე რომ ავედი "გაიჭედა" და მეტი მაღლა აღარ მიდიოდა გული დამწყდა. ნეტა რატომ ვეღარ ავედი უფრო მაღლა და როგორ ავიდე? მიწის ზედაპირიდან ერთი-ორი მეტრის სიმაღლეზე დავფრინავდი. "გავსრიალდი" ასე უბანში და გვერდით ქუჩებზე გავედი.
მერე ვიფიქრე ასე ბოდიალი დიდხანს გამიგრძელდება და მოდი ახლა მონროს მეთოდით გავჩნდები პირდაპირ ჩემი სახლის კართანთქო. დავხუჭე თვალები, ვკონცენტრირირდი ჩემი სახლის კარზე და რომ გავახილე ისევ იქ ვიყავი ჩემი საახლის კარი საკმაოდ შორს იყო. ვცადე მეორეჯერ, თან დავაყოლე ხმამაღლა "ჩემი სახლის კარი" - არაფეი მოხდა. მერე ვთქვი მოდი მაშინ ეხლა დედაჩემს ხომ ძინავს სახლში და მასზე ვკონცენტრირდები და იქნებ მის წინ გავჩნდეთქო - ვეცადე მაგრამ მაინც არსად გადავედი. რა მექნა, მომიწია ისევ ქუჩა-ქუჩა გაბოდიალება სახლისკენ . თან ვფიქრობდი რა პონტია, ტაკ ნე ინტერესნოთქო. რომ გავიღვიძებ, რამე უნდა მოვიფიქრო ან ვინმეს ვკითხო რა ვქნათქო.
old_man შენ ხომ არ იცი რა უნდა ქნა?
Emigranti
ვაა, განა ასე ძნელია სიზმრის კონტროლი? მე თითქმის ყოველთვის რასაც მინდა როდესაც მინდა იმას ვნახულობ ხოლმე, ძალიან მკაფიოთ.
მაგრამ სხვათაშორის ძალიან საზარელი სიზმარი ვნახე ამას წინათ : სახლში ვზივარ მშობლებთან ერთად ცალკე ოთახში და ვიცი რომ აშკარად სხვა არავინაა ჩვენს სახლში და უცბად მომესმა რაღაც ხმები გვერძე ოთახიდან, გავიხედე და არაფერია, მერე სადაც ვისხედით ისევ იმ ოთახში რომ შევიხედე აღარავინ აღმოჩნდა სხვა ოთახში გადასულან, მეც გადავედი და ოთახებს შორის გვაქვს დიდი სარკე, ოთახიდან ოთახი ჩანს პრინციპში, ჰოდა რაღაც ხმები მესმოდა თქო ვეუბნები დედაჩემს სიზმარში და ვერაფერი გავიგეო დედაჩემმა,მეთქი აი ეხლაც არის თქო ხმები აი არ გესმის თქო, გავიხედოთ თქო და პირველი გავხედე იმ სარკეს და სარკეში დავინახე ჩემი ბებიის სული, სარკიდან მიყურებდა და მიღიმოდა, ეხლაც მახსოვს მისი სახე, არადა 3-4 წლიდან არ მინახავს მგონი,ისეთი შემზარავი იყო ეგრევე გამეღვიძა სულ ოფლიანი ვიყავი და შიშისაგან თმა ამებურძგლა... ასე არასდროს შევუშინებივარ არაფერს და რას ვიფიქრებდი თუ სიზმარი შემაშინებდა... ეხლაც მიჭირს ამის გახსენება არ ვიცი ეს რა იყო... :X
მშურს თქვენი მე სიზმრებსაც იშვიათად ვნახულობ/მამახსოვრდება ისეთი დაღლილი მივდივარ ხოლმე სახლში , ერთი ორჯერ მიფრენია სიზმარში და ძალიან დიდი სიამოვნებაა, პატარაობაში კი ხშირად მქონია შეგრძნება თითქოს ვარდები სიმაღლიდან და გამომღვიძებია, ხანდახან გამომღვიძებია, სიზმარიც არ მახსოვს მარა ის მახსოვდა რო რაღაცამ შემაშინა და დამიძინია ისევ (
lasha
ძალიან საინტერესოა შენი სიზმარი. ბებიის სული რაღაცას გთხოვს მე ასე ვხსნი, რავიცი...
ყოველდრე ვნახულობ რამოდენიმე სიზმარს თან სულ მახოსოვს რა ვნახე და დილით სულ დაღლილს მეღვიძება.
სიზმრების ბრალია?
natuka
Atman
td.........
ძალიან გვიან მაინც არ ვდგები 7–8 საატია მაქსიმუმ. თან ჩვევა მაქვს როგორც კი ვიღვიძებ მაშინვე ვდეგბი ლოგინიდან. გამოცდების დროს 5 საათზე ვდებოდი მაგრამ მაშინაც დაღლილი ვიყავი...
natuka
მემგონი საკმაო ენერგიას ვერ ღებულობ ძილის დროს, იქაც იცლები დაგროვების მაგივრად. დაწექი ადრე, ნუ დაიძინებ 12 მერე. ძილის წინ მიირე შხაპი, თუ გრილი წლით იქნება უფრო კარგია. დალიე ცოტა რძე(თუ ვეგანი არ ხარ) თუ ხარ მაშინ პიტნის ჩაი. ან გვირილის, პიტნის,თავშავას და კრაზანას ნარევი. შეგიძლია რომელიმე ერთი ბალახისაც დალიო. დაძინებამდე ილოცე ან მედიტაცია გააკეთე, შეგიძლია საკმეველი ან სურნელოვანი ჩხირები გამოიყენო ამ დროს. დაძინებისას იფიქრე მხოლოდ დადებითზე შენთვის წარმოიდგინე რომ ხარ ბუბეაში და დადებითი ენერგია შემოდის შენში და იღვრება მთელს სხეულში და მოძრაობს , როგორც სისხლი. გამოღვიძებისთანავე გაუღიმე სამყაროს. თუ მზის ამოსვლამდე ადგები კარგია. ადგომისას რღმად ამოისუნთქე, თითქოს ყველაფერი ნეგატიური ამოაყოლე ამ ამოსუნთქვას და შემდეგ ჩაისუნთქე დადებითი. თუ გარეთ გახვალ და იქ შეხვდები მზეს ეს უფრო კარგი იქნება. დადექი აღმოსავლეთისაკენ პირით და ხელები ამომავალ მზეს მიუშვირე(ხელისგულებით მზისკენ). შეგიძლია თვალები დახუჭო ან უყურო მზეს. მადლობა უთხარი სამყაროს ყველაფრისათვის და წარმოიდგინე რომ მზის ამოსვლასთან ერთად შენ ივსები მისი ენერგიით, როგორც ცარიელი ჭურჭელი... ვფიქრობ ცოტახანში აღარ გაიღვიძებ დაღლილი. )
natuka
natuka
ძირითადად 12 საათზე.
კი, სიზმრებს ვაბრალებდი...
მადლობთ რჩევისთვის.
ეს ფილმი გამახსენდა უცებ
http://allmovies.ge/ge/#movie/ABBHEA
http://www.youtube.com/watch?v=66TuSJo4dZM
Lashapoli
ხო რავიცი, ადრე სიგარეტს ვაბრალებდი სახლsი ყვ ელგან მიშლიდნენ და cემს საZინებელSი ვეწეოდი. ახლა 4 თვე არ ვეწევი, მაგრამ მაინც ასე დაღლილი ვიღვიZებ.
დამესიზმრა რომ ხელებზე დავიხედე (ამ ყველაფერს ვაცნობიერებ და ვიმახსოვრებ, ვიცი რომ ეს სიზმარია, ძალიან რეალური იყო), მერე ხეზე ავედი, შენობები, ვიღაცამ მითხრა რაღაცა, მერე გამომეღვიძა (ძალიან გამიჭირდა გამოღვიძება, თავს ძალას ვატანდი, ყოველთვის მიჭირს გამოღვიძება როცა არ მინდა სიზმარში ყოფნა) , რომ გამომეღვიძა ისევ სიზმარში ვიყავი ოღონდ ცხადი მეგონა
მე დამესიზმრა რომ მაგარ ცუდ დღეში ვიყავი, ომი იყო და სახლში შემოგვივარდენ... მომგრიხეს და უცე ისე მოხდა რომ ხელზე დავიხედე... გავიქირე სიზმარში არა ვარ თქო? ყველაფერი შემიძლია, ეხლა ხელში იარაღი გამიჩნდება... ხოდა გამიჩნდა... ისე მაგრა გამისწორდა რომ გამომეღვიძა ))
კიდევ ხშირად მესიზმრება ხოლმე რომ დავფრინავ, ყველაზე მაგარი შეგრძნებაა. ოღონდ მარტივი არ არის კონტროლი ფრენის... ზოგჯერ ვერ ვიღებ სიმაღლეს... ზოგჯერ პირიქით მაგრა ავდივარ ჰაერში.
გაცნბირებული სიზმარი იგივეა რაც ასტრალაში გასვლა .
დგეს დილით (დამესიზმა) საკმაოდ ძლიერი ქართველი შავი მაგი. თავიდან ბოლომდე რომ არ მოვყვე და თავი მოგაბეზროთ , ერთს ვიტყვი , როდეაც შევატყვე რომ მაგიპნოზებდა მისკენ მოვიქნიე ხელს რაც მომყვა . მან შესძლო მისკენ ნასროლი ნივთების ჰაერში გაჩერება , შენ ტელეკინეზიც შეგძლებია თქო და ჩემი დანა მივაყოლე ეგ უკვე ვეგარ გააჩერა ჰაერში.. მერე გამეღვიძა.
იქ სადაც მე ვიყავი მისული სტუმრად ყველა თავს მოხვეულ გიპნოზის ქვეშ ყავდა და მანიპულაციას უწევდა.
ფიზიკურ და ენერგეტიკულ დონეებზე სუსტი იყო ჩმეთან შედარებით . მაგრამ ტვინი ! კონცენტრაციის უნარი კი ეტყობოდა რომ ქონდა წლების განმავლობაში ნავარჯიშები საიდუმო ფსიქო ტექნიკით .
td.........
Guru
მათი საპირისპირო ვინაა?
ვინმე არის ფორუმზე ვინც ამას აკეთეებს სერიოზულად და ყოველდღე და თუ იცნობს კასტანედას წიგნში 7 საფეხურის კლასიფიკაციას ?
ამ წიგნს ვგულისხმობ
ამაის აუდიო ვერსია აქ არის..... http://touching.ru/article/audio_library#d
კასტანედას წიგნებიდან რამოდენიმე ნამდვილად ძალიან საინტერესოა და ღრმა........ მაგალითად Сказки о силе
Сила безмолвия და Искусство сновидения
ყველა მისი წიგნის აუდიო ვერსია აქ
http://touching.ru/article/audio_library#d
ხო კიდე კასტანედას წიგნების განხილვა მინდა ........ და
ვისაც წარმოდგენა გაქვთ Точка Сборки-ზე და აშ (..მოკლრდ იცნობთ ღრნმად რა ასწავლა დონ ხუანმა)
მომწეროს ან დაწეროს აქ...........
ძალიან საინტერესოა იქნება ჩემთვის მასთან საუბარი...........
nibiru3013
ზევით რომ კასტანედას წიგნი ვახსენე თუ გაქვს წაკითხული ?....ან მოსმენილი
ისე სიზმარში ფრენა მომწონს ძალიან, ამ დროს ვხვდები რო სიზმარში ვარ და წავიდააააა
გამარჯობა!
მაინტერესებს რამდენად ეფექტურია წყვეტილი ძილის მეთოდი..? დამეხმარება სიზმრების გაცნობიერებაში?
რამდენი ხანი უნდა ვიმუშავო საკუთარ თავზე, რომ შედეგს მივაღწიო...?
chemikerin
გამარჯობა
როგორ ამბობენ ეფქტურია. დაგეხმარება.
მე როცა ვაპირებ გაცნობიერებულ სიზმარში შესვლას დილის 5-6 საათისთვის ვიღვიძებ და ვიძინებ ისევ. ასე ძაან ადვილდება გაცნ. სიზმარში შესვლა.
Existence
მოეშვი ბიძიკო კასტანედას კითხვას და პრაქტიკა დაიწყე. რჩევებიც უფრო ფასეული იქნება მაშინ...
გუშინ არ ჯეროდა და დღეს უკვე ამ საკითხშიც გაპროფესორებულა
ყოველთვის საინტერესო მომენტებში მეღვიძება ხოლმე
სიზმარი ეს მეორე ცხოვრებაა-ანუ სხვა სამყაროა და გასწავლით ბევრს რამეს. სიზმარი მეორე ცოდნაა და გააჩნია სიზმრების სხვაობას.
მე პირადად- მქონია შემთხვევა- ადრინდელი სიზმარი ამიხდა -. უცნობი სახე -რეალურში გამიცნია და ა.შ.
სხადლივ ნახვა არ ნიშნავს სიზმარს-ეს სულ სხვა მინიშნებებია.
საინტერესო იქნება ის, ადამიანები, სიზმრის ახსნა შეუძლიათ - მე, არ მყავს დანახული ბ-ონი თალეს შონიასთან იყო ვინმე ლალი - სიზმრის ახსნა შეეძლო და ყველას უკვირდათ.
ამ ფორუმში არის ისეთი პიროვნება, სიზმრების ახსნა რომ იცოდეს?
მე მგონია რომ ახსნა ინდივიდუალურია, ჩემს თავზე კარგად ვხსნი, სხვაზე არ ვიცი არ მიცდია.
მე ვერ ვხსნი ჩემს სიზმრებს. ქვეცნობიერს რაღაც ვკითხე გუშინ ძილის წინ. ვნახე სიზმარი ... ვერაფერი ვერ გავიგე...
natuka
vano kazbegi
კი მაგიც მიცდია ვიტომ ჭიქას ვუყურებდი და ისე ვლაპარაკობდი რაგაცეებს.. ეგ ადრე ბალღობაში..ეხლა მოვეშვი მაგისტანებს..
კასტანედას რაც შეეხება იქ არის მარგალიტები და თუ ვინმე ამაში მეთანხმება დიდი სიამოვნებით ვისაუბრებდი მასთან უფრო კონკრეტულად....... ეეე მეგობარო მარგალიტები და ოქროები ახალ ახთქმაშია მაგრამ მაინც გეთანხმები არის კასტანედაში დიდი ცოდნის კვალი
shamanistyc
რა მოგწონს მანდ ყველაზე ძაან აბა ? )))
დღეს დილით გავიღვიძე იმ აზრით რომ 270 დღე დარჩა რაღაც დიდ ცვლილებამდე, შეიძლება ეს ცვლილება პირადად მე მეხება და სულაც არ არის გლობალური მნიშვნელობის. გადავთვალე და ემთხვევა ფერისცვალობას, რომელიც მართმადიდებლურ კალენდარში 12 დიდი დღესასწაულთაგან ერთ-ერთია და ამ დღეს იესომ თავის სამი მოსწავლე წაიყვანა თაბორის მთაზე სადაც მათ შეიტყვეს თუ რა მოელოდა იესოს იერუსალიმში, საინტერესოა 2012-ის აგვისტოდან ხომ არ გვეწყება გამოცდებიიიი
მე კი ბოლო დროს რარაც აუხსნელ დაღლას ვგრძნობ, არა ფიზიკურს.. აი რომ დაიღლები სადღაც ყოფნით , როდესაც რაიმე მიზეზის გამო გიხდება რამის კეთება.. აი ასეთ დალას ვგრძნობ და თითქოს ველოდები .. ეს მოლოდინი ბავშვობიდან მაქვს, მაგრამ ეს ბოლო დროა ძალიან გამზაფრებულია. თითქოს დღე-დღეზე უნდა მოვიდეს, მოხდეს , დადგეს.. რავიოცი რა... ამას ვეღარ ავხსნიო, მხოლოდ გრძნობების დონეზეა. ფიზიკურად ახსნა ჭირს.
td.........
გუშინ ვიხილე რაღაც ძალიან დებილობა სიზმარი .. ძილში ვიფიქრე, ვაიმე რა დებილობა სიზმარს ვნახულობ, გავიღვიძებ თქო .. ეს უკვე კარგი დასაწყისია ხომ ? ..
კარგები ხართ
ადრე ვმართავდი მერე ვთქვი რომ სიზმრის მართვა შემიძლია მეთქი და იმის შემდეგ აღარ მიმართავს ისე მაგარია სიზმრის მარვთა
ადრე ვცდილობდი და შევეშვი.. 1 კვირის წინ შემთხვევით გამომივიდა.. ამ ფორუმიდან ახალმოწყვეტილი წავედი დასაძინებლად, გონებით ისევ აქ ვიყავი ჩაფლული,არ მახსოვს რა საკითხზე.. მოკლედ ვგრძნობ რომ მეძინება, თან ვცდილობ გავაკონტროლო ძილში გადასვლის ეტაპი.. ყურებში წუის რაღაც და უკვე ვგრძნობ როგორ გადავდივარ..ამ დროს დარწმუნებული ვარ რომ რასაც გავიფიქრებ ის დამესიზმრება..შინაგანი დიალოგი მეწყება,ჩემ თავს ვამხსნევებ და მეწყება შიში სიზმარში გადასვლის,იმიტომ რომ თვალები დახუჭული მაქვს მაგრამ ვხედავ ჩემს გვერძე მეორე ლოგინს სიბნელეში..ვიაზრებ რომ თუ დახუჭული მაქვს, რატომ უნდა ვხედავდე..შეშინებული ისევ გამოვწუილდი რეალობაში,თვალს ვახელ და ზუსტად იგივე მხვდება რაც დახუჭულზე.. ვიზუალი არ ვარ და ზუსტად ვერ მომყვება ხოლმე ნანახი თუ ვიტყვი რომ მანამდე რაც ვნახე ის გამყვა..სანამ გადასვლის პერიოდში ვიყავი ამ დროს ხო ვგრძნობდი რომ შუაში ვიყავი გაჩხერილი და დახუჭული მქონდა თვალები, როგორ ვხედავდი დახუჭული თვალებით ვერ ვხვდები, ამან შემაშინა.. მერე დავმშვიდდი გავაგრძელე ძილი იმით კმაყოფილმა რომ რაღაც ვერ იყო ჩვეულებრივად და რაც მინდოდა დამსიზმრებოდა სამჯერ გავიმეორე, სამჯერ სწრაფად დაიწერ წარმოსახვით და შევვარდი სიზმარში..რაც მინდოდა,როგორც მინდოდა ყველაფერი ისე იყო,მაგრამ დიდხანს ვერ გაგრძელდა.აჟიტირებული ვიყავი მთელი დღე,მაგრამ მეორე ღამით იგივე რომ არ გამოვიდა იმის მერე ისევ ჩვეულებრივი გახდა ძილი.. მოკედ ამდენი რატომ ვიბჟუტურე, ამ საკითხში გამოცდილების აზრი მაინტერესებს თუ გაარკვევთ რანეს რაც დავწერესავით და რას მირჩევთ..
ისევ იგივე დამემართა,სიზმარში გადასვლის და ასევე უკან დაბრუნების დროს ყურები მისკდება თითქოს წნევა მაწვება და მეშინია..მთლიანად განვიცდი იქ შესვლას და ძალიან არასასიამოვნო შეგრძნებაა,თითქოს რაღაც გამჭირვალეში ვძვრები.. და სანამ ძილში გადავალ თვალებდახუჭული რატომ ვხედავ ისე თითქოს გახელილი მაქვს, ვერ ვხვდები.. ( ვინმემ რამე მირციეთ რა, თქვენც ესე გემართებათ??
ერთხელ დამესიზმრა, რომ სრულიად უცნობ ქალაქში მოვხვდი, დავდიოდი ქუჩებში, არავინ იყო,რაღაც ხელოვნურად განათებულივით იყო, ლამაზი ,პატარა სახლები, წინ ყვავილებით, და ჰოი საოცრებავ,, 3 წლის შემდეგ ბელგიის ერთ პატარა ქალაქში მოვხვდი და ეგ იყო, დავდიოდი და თითქოს ყველა ადგილი ნაცნობი იყო, მერე უცბად გამახსენდა ,რომ სიზმარში ვნახე, მუკრონი ერქვა იმქალაქს, ეხლაც ჰქვია ალბათ.რატომღაც სულ მიზიდავდა ეს ქალაქი, ხშირად უმიზეზოდ ჩავდიოდი და ვსეირნობდი, საკვირველი ის იყო, რომ ქუჩები თითქმის ცარიელი იყო, მართლაც იშვიათად შეგხვდებოდა ადამიანი. მაინც, როგორ მოვხდი სიზმარში იქ სადაც არ ვყოფილვარ ძალიან მიკვირს.
გუშინ,დაწოლის წინ საკუთარ თავს ვუმტკიცებდი რომ დამსიზმრებოდა ერთი ადამიანი,რომელსაც პარალელურად დაესიზმრებოდა იგივე სიზმარი,და რაც მტავარია რომ გავიღვძებდით ორივეს უნდა გვხსომებოდა..
მოკლედ,ის ადამიანი ძალიან ცუდად იყო და სწორედ მაგიტომ მინდოდა..
დავიძინე,რაღაც დამესიზმრა,მაგრამ რა არ მახსოვს..
რომ გავიღვიძე საშინლად დაღლილი ვიყავი და თავი მტკიოდა,ახლაც მტკივა..
ხოდა,იმ ადამიანმა მითხრა დღეს,იცი დამესიზმრეო და ზუსტად იგივე რაღაცები მითხრა,რის თქმასაც ვაპირებდი მისთვის სიზმარში..
ახლა რა მაინტერესებს,იმიტომ გავიღვიძე დაღლილმა და თავიც იმიტომ მტკივა რომ მის სიზმარში შევაღწიე? :/
ყოველთვის მაინტერესებდა გაცნობიერებული სიზმარი და სურვილების ახდენა. ანუ რომ გაიფიქრებ ეს გავაკეთო და აკეთებ.
გუშინ ცოტა ხანი ჩავთვლიმე, და მესიზმრა კომპთან ვიჯექი. ვთქვი თამაში მინდა მეთქი და მაშინვე ჩემი ოთახი ქაუნთერის თამაშის ოთახებს დაემსგავსა და მეც იქ აღმოვჩნდი. რომ შევათვალიერე იქაურობა, ქაუნტერი რა ჯანდაბად მინდა-მეთქვი ვთქვი და გავიღვიძე
ამ ბოლო დროს არ მესიზმრება თუ არ მახსოვს სიზმრები არ ვიცი(მგონი ყველა ნანახი მაქ ) თორე ადრე დილაობით ვინმე რო მაღვიძებდა თუ იმ დროს ვხედავდი სიზმარს მაგ შემთხვევაში ყველაფერი მახსოვდა ვუბრუნდებოდი სიზმარს და ყველაფერს ვმართავდი )
თქვენც ცადეთ დილაობით დააყენეთ ბუძელნიკი და თუ მაგ დროს სიზმარს ხედავთ აუცილებლად გამოგივათ )
Cyber
Cyber
მე პირიქით, თუ დილით მაღვიძებენ მავიწყდება სიზმარი.
მაღვიძარა არასოდეეს. ყველა საყავრელი სიმგერა გადამიყვარდა. აგარ ვიყენებ მაღვიძარას. ძილის წინ ვამბობ რომ 7:30 გავიღვიძო და მაგ დროისტვის ვიღვიძებ.
natuka
მე რაღაც ხმამაღალი მუსიკა მაღვიძებს ტუ ტუ ტუ ესე იძახის ოღონდ ისე ხმამაა რომ...
მერე ვთიშავდი და ვაგრძელებდი
მატრიცა!!! ))))))))))))))))))
გუშინ მომივიდა იდეა რომ, ნეოს ბრძოლები ასწავლეს ასტრალში. ანუ მას ხომ მატრიცაში ეძინა, ნუ ცოტა სხვაა მაგრამ მაინც ეგაა
anima mundi
ყველაფერი "ფაქიზი პლანებიდან" ისწავლება, აქ (ფიზიკურ პლანზე) რამე რო ისწავლო ძალიან დიდი დრო სჭირდება. 1 რამის სწავლას ზოგი ადამიანი მთელი სიცოცხლე ანდომებს, მაშინ როცა სიზმრების დახმარებით შენ შეგიძლია ერთი ცხოვრება გაიარო ერთ სიზმარში (და ამას მოანდომო 2 საათი) და წარმოიდგინე რამხელა ცოდნას იღებ რა მოკლე დროში - 2 საათში გეცოდინება ის რასაც ხალხი 60 წელი უნდება.
სად 2 საათი და სად 60 წელი.
ხანდახან ერთი ჩვეულებრივი დღე ჩემთვის 10 წელს უდრის. და მგონია 10 წელი გავიდა, იმდენი რამე ვისწავლე ამ ერთ დღეში.
სიზმარში კიდევ უფრო მოკლე დროში სწავლობ ისეთ რაღაცეებს, რაც უნიკალურია და თუ ჩვეულებრივი ადამიანი 5 სიცოცხლე უნდება 5 რამის სწავლას, სიზმარმხილველი იგივეს მაგ. 5 თვეში ისწავლის.
სად 5 სიცოცხლე - 5 დაბადება და გასვენება, და სად 5 თვე
ამიტომაა სიზმარხილვა უნიკალური და ერთადერთი საშვალება გაიარო სწრაფი ევოლუცია თუ გინდა (მარა ყველას არ უნდა) ერთ ცხოვრებაში შეგიძLია სამი სიმკვრივის გავლაც მოასწრო, უკვდავებას ეზიარო და ა.შ. ... ბევრი ნავაროტკები
http://www.youtube.com/watch?v=LqO6fAo35LA&feature=related
ОСОЗНАННОЕ СНОВИДЕНИЕ (Трехлебов А.В., Глоба И.А.)
რუსი ბრზენები ლაპარაკობენ გაცნობიერებულ სიზმრებზე )))) გამისწორდა რო "დასაწყისი" ახსენებს
და მოკლედ განხვავება დაკვეთილ სიზმრებს შორის და ა.შ..
mata
მატა, დედაჩემს აქვსხოლმე აგცნობიერებული სიზმრები მხოლდო არ იცის თვითონ და.. ვინც ესიზმრება ზოგეჯრ კვდება. ანუ სიზმრებიტ რაღაცეებს იგებსხოლმე და
ბოლო რმდენიმე დრეა სულ მიწისძვრა ესიზმრება, თან კი ხვდება რომ სიზმარია მაგრამ ვერაფერს აკეთებს და ხომ არ იცი რას უნდა ნიშნავდეს? შეიძლება მე ვმოქმედებდე მასზე? ვგავარ მშობლებს და ანუ, შვილის ტავის ტკივილს ან რამეს ხომ არ გღძნობს.. ვფიქრობ მე ვმოქმედებ, ისედაც ვმოქმედებს, მაგრამ სიზმარშიც ხომ არ აისახება?
თუ ცალკე მიწისზვრა რამეს ნიშნავს ტავის თავზე? თუ იცი
გასულ ღამეს ვნახე გაცნობიერებული სიზმარი. აი Inception-ში რო არის მომენტები, როცა სიზმარში გარშემომყოფთა ყურადღებას იქცევენ, ზუსტად ისეთივე სიტუაციაში აღმოვჩნდი.
თავიდან ბოლომდე მოვყვები: მოვხვდი შენობაში, რომელიც დიდი დარბაზებისგან შედგებოდა, რამდენიმე სართულიანი სენობა იყო, დიდიხანს დავდიოდი დარბაზიდან დარბაზში, რამდენიმესართულიან ნაგებობად მომეჩვენა, თითოეულ სართულზე იმდენი ხალიჩა ეგო, რო იატაკიც კი არ ჩანდა და ბევრი ავეჯი იდგა. ბოლოს დავიღალე ამდენი სიარულით და ცენტრალური დარბაზისკენ გავწიე, ერთი დიდი ოთახი გავიარე და აღმოვჩნდი ადგილას, სადაც ხალხი იყო შეკრებილი. ცენტრში თავისუფალი სავარძელი დავინახე და რატომღაც იქითკენ გავსწიე. დავჯექი და ვიღაც ახალგაზრდა ქალმა ლაპარაკი დამიწყო, ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა რო ისიც ჩემსავით იყო სიზმარში მოხვედრილი. ჩვენ გარდა სხვებიც სავარძლებში ისხდნენ, ყველანი მოხუცები იყვნენ, ქალებს სახეზე პირბადეები ჰქონდათ აფარებული, ყველას კლასიკურად, შავ-თეთრ ფერებში ეცვათ, მომეჩვენა რო სადღაც XIX-XX საუკუნეების რაღაც წვეულება, თუ შეკრება იყო, ჩვენ წინ სცენა იყო, რომლისკენაც რატომღაც არ ვიხედებოდი, თან იმ ახალგაზრდა ქალმაც რო გამიბა ლაპარაკი... ამ დროს, სცენიდან შუქი მოგვანათესდა სენიშვნა მოგვცეს, აქ უცხოები ნუ შემოდიხართ და თუ შემოვა ვინმე სხვას ხელს ნუ შეუშლისო _ ასეთი რამ მოგვესმა. მერე განათება ჩემზე გადმოვიდა და იგივე გაიმეორა და ყველამ მე მომხედა, როგორც უცხო და შემთხვევით შემოსწრებულ პირს. მე ისე დავიჭირე თავი თითქოს უცხო არ ვიყავი და დაველოდე სანამ განათებას არ მომაცილებდნენ. სიტუაცია კონტროლს დაექვემდებარა და ყველაფერი ისევ ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდა, ყველამ ისევ სცენისკენ მიაბრუნა თავი და ან მოსმენა დაიწყეს და ან ერთმანეთში საუბარი. მე და იმ ახალგაზრდა ქალმა ერთმანეთს შევხედეთ და რატომღაც გაგვეღიმა. მერე ის მომიახლოვდა ყურში რაღაც უნდა ჩაეჩუღცულებინა ჩემთვის და ამ დროს გამომეღვიძა
narilla
გაცნობიერება როდის მოხდა? იქ რომ აღმოჩნდი მიხვდი რომ ეს სიზმარი იყო?
მე ეს მომენტი ყოველთვის გამომრჩება ხოლმე. ვხვდები რომ ყველაფრის შეცვლა შემიძლია და ვცვლი თუ რამე არ მომწონს, მაგრამ 'აი მე სიზმარში ვარ და რასაც მინდა გავაკეთებ' - მომენტი არ მაქვს. შეიძლება მაქვს და ვერ ვიმახსოვრებ, იმიტომ რომ უკან წამოსვლის მომენტი მახსოვს ხოლმე. დასაწყისს ვერ ვიხსენებ
გუშინ ასჯერ ან მეტჯერ მაინც ჩამეძინა სიზმარში და ძალით გავიღვიძე. აი, თან ვაცნობიერებდი რომ სიზმარი იყო... თვალის გახელა რომ ძალიან გIჭირს და წამოხტები
შიგნით რაღაც მითრევდა, მთელი სხეული დუნდებოდა ხელები ყველაზე მეტად და არ მივყევი. რას აკეთებხოლმე ასეტ დროს? მე მგონი მეშინია და არ მივყევი.. თქვენ მიყვებითხოლმე? აი, შინაგად რომ მოდს, მორევივი და მთლიანად, აზრებსაც გითიშავს, თვალები გეხუჭება და გდუნდებ მთელი სხეული.. როგორ იქცევით?
სიზმრებთან ასე ვთქვათ "გაშინაურება" ხდება სწორდ იმ დროს, როცა ხვდები რო აი მე სიზმარში ვარ. ამ გაგებამდე მისვლა შეიძლება მოხდეს, თუ რაიმე საშიშ სიტუაციაში აღმოჩნდები სიზმრის მსვლელობისას. აი ვთქვათ, არის ასეთი შემთხვევა, მე მქონია სიზმარში შემთხვევა როცა ხარი გამომეკიდა, როგორია ხარი მოგსდევს თან ისეთი ესპანეთში რო აწყობენ ხოლმე ხარების რბოლას, დაახლოებით ისეთი გამძვინვარებული ხარი... მე კი ბევრი დევნის შემდეგ, როცა უკვე დავიღალე კიდეც, მივხვდი რო სიზმარში ვარ და რომც დამეწიოს არაფერი მომივა. ეს რწმენა სიზმარში გამიჩნდა. ხოდა როცა ასეთ შეგრძნებას დაიჭერ სიზმარში, უნდა ჩაეჭიდო, არ გაუშვა ხელიდან პრინციპში აქედან იწყება სიზმარში თავისუფალი მოქმედებების განხორციელება სურვილისამებრ, ამით კი სიზმრის მართვაზეც გადადიხარ. ხვდები რო სიზმარი ეს ისეთი ილუზორული რამეა, რაშიც ძაან დიდი თავისფლება გეძლევა და გეხსნება მეტი ჰორიზონტი. თუ ადამიანი საკუთარ შეგრძნებებს ცნობიერში ადვილად მართავს, ის სიზმარშიც ადვილად შეძლებს ამას. ვთქვათ, ჩვენი შიშები განსაუთრებით სიზმარში შეიძლება გააქტიურდნენ და რაღაც საშინელი კოშმარი დაესიზმროს ადამიანს. მე მქონია შემთხვევა ისეთი კოშმარი ვნახე, გამოღვიძებულს გამიხარდა ცოცხალი რო ვიყავი. ესეც ჩემს ფობიას უკავშირდებოდა.
ამ ბოლოს სიზმარში მახსენდება რომ რაც აქ ხდება მნიშნელოვანია და ჩემს თავს ვუმეორებ დაიმახსოვრე.. დაიმახსოვრე. გამოვიღვიძებ და ამ 'დაიმახსოვრეს' მეტი აღარაფერი მახსოვს : არადა მგონია, რომ მნიშვნელოვან ხალხს ვხვდები და მესაუბრებიან საინტერესო თემებზე
http://www.amazon.com/REM-Dreamer-Dreaming-Induction-Device/dp/B003EH4V8I/ref=sr_1_2?ie=UTF8&qid=1368204083&sr=8-2&keywords=nova-dreamer
ხელსაწყო ლუციდური სიზმრებისთვის
ეს თემა ბოლომდე არ გადამიკითხავს და შეიძლება ეწეროს ან არ ეწეროს თაქტიკურ სიზმრებზე რამე http://www.scribd.com/doc/65616239/%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9B%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98
მე მიცდია ერთხელ მხოლოდ 3 ჯერ თუ ორჯერ გამოვიგვიძე აღარ მახსოვს შემდეგ იყო სიტუაცია სადაც მეძინა hd ში ვხედავდი იქ ბავშვობის კოშმარი მესიზმრებოდა რაგაც საგნები დიდდებოდა და პატარავდებოდა რომელიც 14 წლამდე მომყვა ახლა 15 ს ვარ რაღაც ძაან რეალური იყო შემდეგ მაგთიფიქსმა დარეკა მაგვიძარა მქონდა დაყენებული
ახლახან სანამ გავიღვიძებდი გაცნობიერებული სიზმარი ძალია საინტერესო სიზმარი იყო მოკლედ მოვყვები.
სიზმარი დაიწყო იმით რომ სადღაც ხალხმრავალ ადგილზე მოვხვდი (ჩემთვის უცნობ ადგილზე) უცებ გამახსენდა რო სახლში ვიყავი და დასაძინებლად დავწექი აქ მივხვდი რო სიზმარში ვიყავი. დავინტერესდი დავიწყე აქეთ იქით ყურება დავინახე ერთ ერთ შენობაზე რაღაც ეწერა დიდი ასოებით მაგრამ ვერანაირად ვერ წავიკითხე რაც უფრო ძალიან ვცდილობდი წაკითხვას მით უფრო ბუნდოვანი ხდებოდა წარწერა და ამ დროს სხვა ადგილზე გადავედი გაშლილ ველზე გავჩნდი არც ისე შორს ტყე ჩანდა (თითქოს ძველ დროში მოვხვდი ისეთი შეგრძნება მქონდა) ხოდა ამ ტყისკენ დავიწყე სიარული როცა შუა ტყეში შევედი დავინახე რაღაც ნანგრევები უცებ ჩემს უკან ვიღაცის ყოფნა ვიგრძენი და შევტრიალდი დავინახე საკმაოდ მაღალი აღნაგობის უცნაური ჩაცმულობის კაცი 25-30 წლის იქნებოდა რაღაცას მეუბნდებოდა ჩემთვის გაუგებარ ენაზე <<<< და ამ დროს ჩემმა დამ გამაღვიძა :\
გაცნობიერებულ სიზმარში რა იგულისხმება? ანუ რო იცი რო სიზმარში ხარ?
mata
ძილის წინ შენი პოსტი წავიკითხე, ჩემს ძმას ვუხსნიდი სიზმარში ვარო და მეც იგივე დამემართა, მივხვდი რო სიზმარში ვიყავი და "ვიღაც ახლობელს, არ მახსოვს" ვეუბნებოდი ნახე სიზმარში ვართთქო ))))
ხანგრძლივი სიზმრებისთვის ფსიქიკური ენერგის დაზოგვაა საჭირო (ბევრი ლაპარაკისგან თავის შეკავება ,გადაღლა და აშ) , მოსახვედრად სხვადასხვა ტექნიკები არსებობს ყველაზე კარგია (ჩემთვის) ხშირად კითხვის დასმა სიფხიზლის დროს ეხლა ხო არ მძინავს და ასევე დაძინებისას მაღვიძარას შუაღამისას დაყენება ცოტახანი გაღვიძება და გაცნობიერებული სიზმრის 'ნამერენიეთი დაძინება
Existence
და რა სარგებლობა მოაქვს გაცნობიერებულ სიზმარს? მამალის არ იყოს. გასართობად პროსტა?
old_man
მე პირიქით დავაფიქსირე. როცა ძლიერი ემოციური დღე მქონდა, თუნდაც რაიმე მოვლენა, ვეთიშებოდი რეალობას და თითქოს სადღაც შორიდან ვადევნებდი თვალს ჩემს მოქმედებებს. და უკვე მეორე დღეს ისევე მახსოვდა გუშინდელი ამბავი, თითქოს სიზმარში მენახოს. და მივხვდი, რომ ერთი და იგივეა რეალობა და სიზმარი. ნებისმიერი მოვლენა სასიამოვნოა მაშIნ როცა მიმდინარეობს. იგივე ემოციებით ვიხსენებ ლამაზ სიზმარს, როგორც ბავშვობის რომელიმე ლამაზ მომენტს. რა განსხვავებაა, ისიც ჩავლილია და ისიც, რეალურად მაშინ ვგრძნობდი ორივეს როცა იქ ვიყავი, გინდ ბავშვობაში და გინდ სიზმარში. აი დაახლოებით ამიტომ გახდა სიზმარი ჩემთვის გამორჩეულად საინტერესო.
იცით რა მაინტერსებს? ვინც აცნობიერებთ სიზმრებს სისტემატიურად, რამდენი ხანი ვარჯიშობდით? თან რეჟიმი არ გიშლით ხელს? დილით ადრე ადგომა, სამსახური და ეგეთი რაღაცეები?
მე სულ რაღაც მიშლის ხელს...
ერთ რჩევას მოგცემთ როგორ მოხვდეთ გაცნობიერებულ სიზმარში. ადრეც მეწერა რომ სიზმარში შესვლა ძალიან ადვილია ძილის მეორე ფაზაში, როცა იღვიძებთ და ისევ იძინებთ. პირველ ფაზაში სხეული ძაან დაღლილია და სიზმრის გაცნობიერებაც იშვიათად ხდება. მთელი ენერგია მიდის იმაზე რომ სხეულმა დაისვენოს. მოკლედ მაღვიძარას აყენებთ 6-ზე და იღვიძებთ, მაგრამ ეგრევე კი არ იძინებთ. დგებით ცოტა ხანი, შეგიძLიათ კომპიუტერი ჩართოთ, გაიარ-გამოიაროთ. 15-20 წუთი და მერე ისევ წვებნით მტიცე განზარხვით რომგაცნობიერება მოხდება და ეს ამართლებს. გამოფხიზლების ეს პაუზა ძალიან მნიშვნელოვანია. ეგრევე არ დაიძინოთ. მთავარია ძილი არ გაგიტხდეთ, მაგრამ ეს არ მოხდება თუ თქვენი ინდივიდუალური ძილის დროის ამოწურვამდე დარჩა 2-3 საათი. თუ საშუალოდ გძინავთ რვა საათი, 5-6 საათის შემდეგ რომ გაიღვიძოთ მარაგში გექნებათ 2-3 საათი
აუ იმდენი ვიკითხე ეს თქვენბი პოსტები, წუხელ სპონტანური გაცნობიერებული სიზმარი მქონდა თუ ასტრალშI ვიყავი არ ვიცი, მემგონი უფრო სიზმარი იო იმიტომ რო ადრეც მქონია ეგრე და მზგავსი შეგრძნებ იყო, მარა ასტრალის ეჭვი მაინ არის )))
მოკლედ ეხლა დეტალები ზუსტად აღარ მახსოვს იტოკში სადღაც გავიჩითე რაღაც სხვა სამყაროსავით იყო და ვამეთი უცებ გავაცნობიერე თავი მარა კონტროლით ვერ ვაკონტროლებდი, ძნელი იუყო კი ვცადე ამრა არ გამომივიდა
რა მაინტერესებს სიზმარში რომელიმე კითხულობთ ნაწერს? მე ვერცერთხელ ვერ მოვახერხე
old_man
იქნებ ჩვენ გონია რომ '' გაცნობიერებულობის დროს ვაცნობიერებტ მაგრამ სინამდვილეში არ ვაცნობიერებთ
old_man
დიდი მადლობა რჩევებისთვის
ჩემთვის ძალიან მარტივია სიზმრის მართვა, მთავარია გინდოდეს.
მაგალითად როცა ისეთი რამ ხდება რაც არ მევასება, კითხას ვუსმევ საკუთარ თავს თუ ეს სინამდვილეა არაფერი შეიცვლება და თუ სიზმარია, აქ აღმოვჩნდე ს გამოჩნდეს და ასე შემდეგ, რას აღარ მოვიფიქრებ ხოლმე.
ამ რიგად სიზმრის მართვა შეიძლება ითქვას კარგად გამომდის
დავფიქსირდი ამ თემაში
მოგესალმებით ყველას, პირველ რიგში - კაი სმაილებია მომწონს
ამჟამად კასტანედას "სიზმარხილვის ხელოვნებას" ვკითხულობ... ამას წინათ ამ საკითხზე ძალიან ვიყავი კონცენტრირებული, ვცდილობდი, ვკითხულობდი, ვეძებდი და... ჰოი საოცრებავ, გამომივიდა რაღაცეები. იმდენად რეალური სიზმარი ვნახე რომ შოკირებულმა გავიღვიძე. თანაც ამ სიზმარში ე.წ "ორმაგი სიზმარი" მქონდა ანუ სიზმარშიც მეძინა და ორჯერ გავიღვიძე.
და რომ გავიღვიძე (სიზმარში) თავზე მშობლები და ექიმი მადგნენ, მითხრეს რაღაც "გაუცხოების (იზოლაციის) სინდრომი" თუ "კლინიკური სიკვდილი" მოკლედ რაღაც კომისმაგვარი გქონდაო... მეც თითქოს ვგრძნობდი სხეულით რომ რაღაც დამემართა და გარესამყაროს მოვწყდი სანამ მეძინა... ვეკითხებოდი რა დღეა-მეთქი და არავინ მპასუხობდა მოკლედ რაღაცნაირად ცნობიერად მივხვდი რომ სიზმარში ვიყავი და გამეღვიძა...
ეს იყო ზერეალური, საშინლად რეალური და მტკივნეული სიზმარი!
JUST PROGRESS
პრივეტ ))
Existence
JUST PROGRESS
სიზმრის წყვეტაზე ბევრი საუბრობს... ჩემთვის ჯერ N1 გადაულახავი ბარიერია ეს, შანსი არაა - მაღვიძარამ რომ გამაღვიძოს გამოვრთავ, გადავბრუნდები და გავაგრძელებ ძილს ....
http://www.scribd.com/doc/65616239/%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9B%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98 ეს ძალიან კარგი მეთოდია hd სიზმრების გამოწვევისათვის ფანტასტიურ ხილვებს იწვევს
რა ნაცნობი სტილიათქო...
გააზრებული სიზმარი ასტრალია
Existence
რაც დაწერა ისეც ვუპასუხე, დაწეროს რატოა მაშინ გააზრებული სიზმარი ასრტალი და მერე მეც დავწერ რატო არაა გააზრებული სიზმარი ასტრალი
zviiigo
პროვოკატორი არაა ვერ ხვდება რა უნდა და გონია რო ასე მაგრა ღადაობს და ერთობა თავისი ჭკუით
მიხეილ რადუგას დოკ ფილმი << ფაზა >> გაცნობიერებულ სიზმარზე
მეცნიერულად შეისწავლის ამ ფენომენს ამიტომ ყველაფრის ერთ ქვაბში მოხარშა იგრძნობა
http://www.youtube.com/watch?v=9ccwvj3s7WI
Existence
ერთი ქვაბის გარდა კიდევ იმის პონტია რა, სამყაროს მარტვიგან გატავისუფლების გასაღების სხვა გასაღებით შეცვლის მცდელობა-მე ვიცი და გასწავლით და ასე შEმდეგ.... თან სუბიექტური ჭრილიდან გალევს ინფორმაციას იმაზე რასაც თვითონაც ვერ ჩAწვდა ბოლომდე, მაგრამ კარგია რომ რაღAც კონკრეტულზე მუშაობს ასე ღრმად.
ამის შესახებ თუ გაგიგიათ რამე?
http://www.mindmachine.ru/dreamstalker/
მოგესალმებით ბესო შენ ამ ფორუმიდან ბევრ საინტერესო რამეს გაიგებ
http://www.amazon.com/Remee-Sleep-Mask-Lucid-Dreams/dp/B00HMXH6WS/ref=sr_1_2?ie=UTF8&qid=1400357210&sr=8-2&keywords=remee
სიზმრიდანაც შეიძლება ასტრალურ რეალურ სამყაროში გახვიდე
სიზმრები რო არ მესიზმრება (ან არ მამახსოვრდება) ძალიან ცუდ დღეში ვარ ხო? რითი ვუშველო?
იცით კიდევ რა მაინტერესებს? სიმარში გარემოს როგორ მართავთ, მე პირადად ჩემი მოქმედებებს ვმართავ, მაგალითად შემიძლია ვიფრინო მაგრამ გარემოს ვერ ვცვლი. დღეს ვიფიქრე თუ ფრენა შემიძლია რატომ არ შეიძლება წვიმა წამოვიდეს თქო მაგრამ არაფერი გამოვიდა. კიდევ იმასაც ვგრძნობ როცა სიზმარში ცნობიერს ეძინება და ვცდილობ უფრო სწრაფად ვიმოძრაო და ერთ საგანს არ ვუყურო. ხანდახან იმის გარკვევაც მიჭირს სიზმარია თუ ცხადი იმდენარ რეალურია ყველაფერი, როცა დიდი სიმაღლიდან ვხტები ხანდახან ეჭვი მეპარება მართლა ხომ არ ვხტები. ხანდახან კი ვგრძნობ როგორ მეღვიძება რეალურად და როცა ვიღვიძებ ისევ გაცნობიერებულ სიზმარში ვარ ხანდახან ეს ზედიზედ რამდენჯერმე ხდება. რეალურად არასდროს გამღვიძებია პირდაპირ გაცნობიერებული სიზმრიდან.
ძალიან ცუდია რომ გარემოს, ადამიანებს და არსებებს ჩემს გარშემო ისევ ქვეცნობიერი მიქმნის : ( და სხვა სასურველ გარემოში მაგალითად კოსმოსში გასვლა არ შემიძლია.
ვინმემ დამეხმარეთ. 3 წლიდან სიზმრებში ან მკვდრებს ვხედავ ან ეშმაკებს და შეპყრობილებას ან მომავალს. ტანჯვის და წამების მეტი არაფერი არ მოაქვს ჩემთვის. უკვე ისე ვარ დაძინების მეშინია. ხან მამაოებთან ვიარე და ვერაფერი მითხრეს ხან ფსიქოლოგებთან და პასუხი ერთი იყო ყველასგან ასეთი რამ პრაქტიკაში არ გვქონიაო:Dიქნებ არის რაიმე გზა რითიც სიზმრებს არ ვნახავ
კი სამი წლიდან ასე ვარ. გარკვეულწილად სასარგებლოცაა რომ იცი რა მოხდება ან როდესაც სულებთან კონტაკტს ამყარებ მაგრამ შეპყრობილები და ეშმაკები იმდენად ძნელი ასატანია და მძიმე რომ ხშირად ისტერიულად მეღვიძება. ან საერთოდ რამე სახელი მოეძებნება ამ ყველაფერს რაც მე მჭირს?
ემოციური ნამდვილად ვარ თუმცა საშინელებებს ან მსგავს ფილმებს არ ვუყურებ (2 წელიწადია ტელევიზორისთვის არ მიყურებია დრო არ მაქვს). აი გუშინ ბებიაჩემი ვნახე რომელიც 6 7 თვის წინ გარდაიცვალა საერტოდ ხშირავ ხედავ, თითქოს ჯერ მის სახლში ვიყავი და იქაურობას ამტვრევდა ამსხვრევდა ყველაფერს მერე სახლიდან გამოვიქეცი და ფანჯრიდან მიყურებდა ხელს მიქნევდა და თვალებით მეუბნებოდა ნუ წახვალო მე შეშინებული ქვემოდან ვუყურებდი მერე ისევ ავედი და სახლში საშინელი აურზაური იყო გეგონებოდა ომი იყო ამ სახლშიო ბებიაჩემი კიდევ თავის საწოლში მუხლებზე იდგა ოღონდ მოკუნტული და ზემოდან რაღაც ნაჭრი ქონდა გადაფარებული თან მეგონა რომ ბებიაჩემი იყო თან მეგონა რომ ეშმაკი ან რაიმე მსგავსი იყო. გუშინწინ სანამ დავიძინებდი ( საერთოდ ისე ვარ ოთახში შუქსაც აღარ ვაქრობ) ვგრძნობ რომ ჩემს თავთან რაღაც ან ვიღაც არის და ეს შეგრძნება რამდენმე საათი მქონდა. ხშირად ვხედავ რომ სახლში როგორც ჩემში ასევე სხვა სახლებში რაღაც არის ეს რაღაც ხან ნათელია და ძალიან პატარა ხან ძალიან შავი ( გააჩნია სახლს). 3 თვის წინ სიზმარში ვნახე რომ რაღაც სოფელში ვიყავი და ოჩოფეხებით ( ხის ფეხებით) დავდიოდი. 4 დღის წინ საყდრისში მომიწია წასვლა იქაურობა მოვიარეთ და ოჩოფეხები წამოიღო ვიღაცამ ხალხი ერთობოდა მეც ვცადე გამევლო და როდესაც ოჩოფეხებზე დავდექი სიზმარი გამახსენდა რომელიც ვნახე ასეთი სიზმრები რომელიც რეალობაში ხდება ძალიან ხშირად ვნახულობ. თუმცა მძიმე გადასატანია როდესაც სულებს ან ეშმაკებს ვნახულობ და არ ვიცი რა ვქნა
Nina (moonchild)
ვერ ვიტყვი რომ ეკლესიის კედლებს 24 საათი თავსს ვურტყავ, თუმა არც ურწმუნო არ ვარ. საერთოდ დიდად ვერ ვიტყვი რომ მისტიკით ან რაიმე მსგავსით ვარ გატაცებული, მაგრამ ეს ბოლო პერიოდი ძალიან დავინტერესდე იმით რაც მემართება.....არც იმის სურვილი მაქვს რომ რაიმე მისტიკური ხდებოდეს ჩემს თავს მაგრამ ფაქტები აშკარაა და თანაც ძააალიან ბევრი
ფსიქოლოგებთან ძალიან ახლო კავშირი მაქვს თუმცა ყველა მაქსიმალურად ერიდება ჰიპნოზის ჩატარებას
bauli
ყველა თემაში ვიღაცას რაღაცას ასწავლი. ეს ნორმალურია?
შენ რასაც ვერ ხედავ, არ არსებობს, ეგ გასაგებია.
არ ვარ ვალდებული შენნაირად ვფიქრობდე, მესმოდეს და ვხედავდე.
დონე!
tikoroma
:*
bauli
ნუ ერევი სხვის განვითარებაში, შენი თავის გარდა არაფერი არ გიგრძვნია და ყველა სხვა ადამიანი სრულიად სხვა სამყაროა.. შენთვის არ არსებობს არაფერი და სხვებისგან რა გინდა? შენ წარმოდგენაც არ გაქვს სხვა ადამიანი ვინაა, არც ის იცი სამყარო როგორია, არც სხვა ადამიანი სადაა როგორია და სანამ ეგ არ იცი საერთოდ არ დაელაპარაკო ჯობია.. უხეში ჩარევის მეტს არაფერს აკეთებ, შენი სამყარო ერთადერთი არაა და დაანებე სხვებს თავი თუ დახმრება გინდა ჯერ ის უნდა გააცნობიერო სადაა მეორე ადამიანის ცნობეირება და ამის გარჩევა თუ არ შეგიძლია სულ ჭეშმარიტებას რომ ამბობდე ტყუილად ბლაბლაბლბლააააააააა
ასტრო ეზოთერული საღამო - თორნიკე ბიძინაშვილი, ნიკოლოზ ჩიხლაძე
ლაპარაკი გაცნობიერებულ სიზმარზე
https://www.youtube.com/watch?v=-LfplIBv5qA&list=PLHpJkQOgccdcLlbim7swKHFpP0oV0XVXO
ეს პრაქტიკა ვისაც გაინტერესებთ შეგიძიათ მომწეროთ ფეისბუქში https://www.facebook.com/AscendedMasterMerlin, ზუსტად ვიცი ეს როგორ კეთდბა და სისტემატიურად ვტოვებ ფიზიკურ სხეულს. ამ საკითხზე დავწერე განყოფილებაში ''ასტრალში vol2'' 28-29 გვერდებზე.
ამ საკიტხით ბევრია დაინტერესებული, მაგრამ უამრავი ნაყარი ინფორმაციის გამო რაც ინტერნეტშია ცოტას თუ გამოსდის მართლა რამე. მოკლედ თუ გაინტერესებთ შემიძლია დაგაკვალიანოთ...
ეს პრაქტიკა ვისაც გაინტერესებთ შეგიძიათ მომწეროთ ფეისბუქში https://www.facebook.com/AscendedMasterMerlin, ზუსტად ვიცი ეს როგორ კეთდბა და სისტემატიურად ვტოვებ ფიზიკურ სხეულს. ამ საკითხზე დავწერე განყოფილებაში ''ასტრალში vol2'' 28-29 გვერდებზე.
ამ საკიტხით ბევრია დაინტერესებული, მაგრამ უამრავი ნაყარი ინფორმაციის გამო რაც ინტერნეტშია ცოტას თუ გამოსდის მართლა რამე. მოკლედ თუ გაინტერესებთ შემიძლია დაგაკვალიანოთ...
თქვენი კომენტარი რომ წავიკითხე გამიკვირდა ძალიან და გავოცდი,რადგან მეც სწორედ ასე ვფიქრობდი და გადავწყვიტე სიზმრების ჩანიშვნა დღიურში.თუმცა,მერე დამეზარა და შევეშვი..სიზმრები ხშირად მიხდება,თუმცა მათი გაკონტროლება ნამდვილად არ შემიძლია.ანუ მოვლენებს მე ვერ წარვმართავ სიზმრის პროცესში,ხოლო როცა ვაანალიზებ რომ სიზმარია ხშირ შემთხვევაში მეღვიძება.ძირითადად კოშმარებს ვნახულობ,მინდა გამოღვიძება ან დაყვირება ,მაგრამ ვერ ვახერხებ.მოკლედ,რაღა გავაგრძელო და ვიფიქრე,რომ თუ ჩავინიშნავდი დღიურში, რაღაც პერიოდის შემდეგ შევძლებდი მის მართვას,რადგან ვფიქრობ რომ თითოეულ დეტალსა და სიმბოლოს საკუთარი დატვირთვა აქვს(ყოველთვის კი არ მესიზმრება კონკრეტული სიზმარი,ზოგჯერ აბსტრაქტულია და ბუნდოვანი).რომ არ მიხდებოდეს არც არაფერს მოვიმოქმედებდი.ბევრ რამეს აღარ დავწერ და ვინმეს თუ გაქვთ ინფორმაცია რა არის ეს ან თუ შესაძლებელია მისი განმუხტვა რაიმე გზით მიპასუხეთ.წინასწარ გმადლობთ.
სიზმრების ჩაწერა ეხელბა სიზმრების მახსოვრობას და სიზმრებზე ყურადღების გამახვილებას. სიზმრები რომ მართო ჯერ უნდა გააცნობიერო ისინი, თუ არ გააცნობიერე რომ სიზმარში ხარ როგორ უნდა მართო? მერე მეორეც: სიზმრების მართვა არის ძალიან რთული რამ.... იმისათვის რომ სიზმარი გააცნობიერო ხშირად ამას სჭირდება ძალიან ბევრი მუშაობა. იმას კი, რომ სიზმრის რეალობა მეტ-ნაკლებად მართო - ამას უკვე პრაქტიკასთან ძალიან სერიოზული მიდგომა სჭირდება.
იმდენს თუ მიაღწევ რომ სიზმრის რეალობაში ყოველისშემძლე იყო, მაშინ იმდენი ძალაც გექნება რომ მატერია მართო...
ახალი წლიდან შევწყვიტე სიზმრების ჩაწერა და ისევ გავაგრძელე
რეჟიმიდან ამოვარდი
განსაკუთრებული სიზმრები რაც დამესიზმრა ის იყო რომ
პარალიზებული ვიყავი ვერ ვყვიროდი ვცდილობდი მეყვირა ხმა მიბრუნდებოდა და ისევ მიწყდებოდა
გვერდით ვიღაც მედგა რომელსაც ვერ ვხედავდი არ შემეძლო
მეორე ის რომ სიზმარი გავაცნობიერე ეს იყო სხვანაირი გაცნობიერება
გაცნობიერებისას არ გამომღვიძებია
სიზმრის მოყოლას არ დავიწყებ ბოლომდე და იქიდან გავაგრძელებ საიდანაც გავაცნობიერე
აივანზე ვიყავი მონსტრი ამოვიდა რომელმაც ბავშვბი დახოცა და მე მომადგა
ძალიან ახლოს იყო ხელს ვერ გაშლიდი ისე
ამ დროს ვთქვი მეთქი სიზმარში ვარ მეთქი
ხომ სიზმარში ვარ ნამდვილად სიზმარია მეთქი
ბევრჯერ გავიმეორე თქმის შემდეგ გამიქრა შიში და სიზმარი უფრო მკვეთრი გახდა
ვთქვი მეთქი აივნიდან გადავხტები სიზმარში ვარ და არაფერი მომივა მეთქი
ცოტა შიშმა შემიპყრო რეალობა არ აღმოჩნდეს ტვინი არ დავასხა
აივანი ძალიან მაღალზე იყო გამოვქანდი და გადმოვხტი და უვნებელად დავხტი
შემდეგ არ მახსოვს როგორ განვითარდა მოვლენები
ხო და რა კითხვა მაქვს რატომ ვერ ვმართავდი ჩემ თავს ჩემში მეორე მე ცხოვრობს თუ რა პონტია ? O_o
ჩემგან დამოუკიდებლათ მუშაობს ჩემი ქვეცნობიერი რომელიც მე არ მაძლევს საშვალებას რომ ვმართო სიზმარი ?
ჩემს ქვეცნობიერს ველაპარაკები და ვასწავლი და არ ვიზეპირებ რაღაცეებს ზერელედ
იმიტომ რომ ძალიან პატარა შედეგი აქვს ასეთ მუშაობას საკუთარ თავთან
და ის შევამჩნიე რომ აქ დამჭირდა მნიშვნელოვანი რამ
კარლოს კასტანედას ხელებზე დახედვის მეთოდი და "მე ახლა საწოლში ვწევარ და სიზმარში ვარ"
რომელიც ახალი წლის შემდეგ შევწყვიტე მხოლოდ სიზმრებს ვიწერ
'
ხელებზე დახედება დაგავიწყდათ, ეგ ყველაზე მნიშვნელოვანია. მაგის გარეშე სიზმარი ნახევრადცნობიერია ხოლმე.
სიზმრების მართვას ნუ დაელოდებით, ეგ არ გამოგივათ ჯერ. რატომ ჰგონია ყველას რომ თუ სიზმრის რეალობაში ცნობიერად შეხვალ იქ ყოვლისშემძლე იქნები? სიზმარი ილუზიაა? კი, სიზმარი ილუზიაა, მაგრამ ეგრე მატერიაც ილუზიაა და რა მართავ მატერიას? ვერ მართავ. ხოდა თუ მატერიაც ილუზორიულია და ვერ მართავ რატომ ჰგონია ხალხს, რომ სიზმარი უნდა მართო შენს ნებაზე?
საკმაოდ ბევრჯერ ვარ გასული სხეულიდან და არც-ერთხელ არ მიმართავს სიზმრის რეალობა, ეს სისულელეა. დამწყებისთვის ეს არის უტოპია. რა თქმა უნდა სიზმრის რეალობა უფრო ნატიფია და იქ ცვლილბებეი გაცილებით ადვლად ხდება ვიდრე მატერიაში, ამიტომ აზრების ძალისხმევით შეიძლება რამე ნივთი გააჩინო ან რამე შეცვალო, მაგრამ არც ესაა ადვილი. ყოველისშემძლეობაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.
როცა სიზმრებში ცნობიერად მოხვდებით, მთავარი არის რომ რაც შეიძება დიდხანს დარჩეთ ცნობიერად. ამისათვის ხელებზე უნდა დაიხედოთ ხშირ-ხშირად. დანარჩენი რაც გინდათ ის კაეთეთ (ოღონდ ამორალური ქმედება არც სიზმარშია მოსაწონი, რასაც მატერიაში არ იკადრებ არც სიზმარში უნდა იკადრო, სექსუალურ სურვილებს თუ აჰყვებით გამოგეღვიძებათ, უარეს შემთხვევაში ენერგიასაც დაკარგავთ).
მონსტრები და ეგ ყველაფერი აზრფორმებია, დასაწყისისთვის ძირითადად აზრფორმები არიან ის არსებები რომლებიც გარს გაკრავენ. მათი არ უნდა შეგეშნდეს
ხელებზე დახედვა აუცილებლობა კი არაა. ესაა მექანიზმი, რომელსაც ვამახსოვრებინებთ თავს და ამიტომ იოლია მისი მეშვეობით სიზმრის გაცნობიერება. "ხელებად" სიზმარში ნებისმიერი საგანი შეიძლება იქცეს, ანუ ეს ფუნქცია შიეიძინოს - ჩვენი გამომაფხიზლებელი გახდეს.
ნებისმიერი მოვლნა, რაც უცნაურად მოგეჩვენებათ გამოგაფხიზლებთ.
ამ შემთხვევაში - ეს მონსტრია, რომლის არსებობამაც მიახვედრა მძნარე რომ ეს სიზმარია.
მე ჩანთა დამეხმარა - რომელმაც უეცრად ფორმა იცვალა და დავფიქრდი ეს რატომ ხდება? - აა, ხო სიზმარში ვარ.
ასევე მფრინავი თევზები
კამერა,რომელიც ღრუბელივით რბილი და ფაფუკი გახდა და ა.ს.
როცა რაღაც მოვლენა ან საგანი უცნაურად მოგეჩვენება ამ ეფექტს იძლევა..
zviiigo
მაშინ კი არ ხვდები რომ სიზმარში ხარ როცა ხელებზე იხედები - მაშინ იხედები ხელებზე როცა ხვდები, ან ეჭვი გაქვს, რომ სიზმარში ხარ. თუ ეჭვი არ გაგიჩნდა რომ სიზმარში ხარ თავისით ხელებზე არ დაგეხედება, ამიტომ ხელებზე დახედება სრულიად განსხვავდება იმ მატერიისთვის შეუსაბამო მოვლენებისგან, რამაც შეიძლება მიგახვედროს რომ სიზმარში ხარ.
ხელებზე დახედება იმიტომაა აუცილებელი, რომ საკუთარი თავი დააფიქსირო. განსჯა ჩართო სიზმარში, რომ შენ შენ ხარ, და შენ აქ ხარ. ხელები ყველგან თან დაგყვება და ამ მიზეზების გამო ხელებზე დახედება სხვა რამით ძნელად თუ ჩანაცვლდება. თან ხელებზე დახედებით აღქმის წერტილს აფიქსირებ, რადგან რაღაც საგნიდან ხელებზე გადაგაქვს ყურადღება, ხოლო როცა ერთი საგნიდან მეორე საგანზე (ამ შემთხვევაში ხელებზე) გადაგაქვს ყურადღება, ამით აღქმის წერტილს აფიქსირებ ერთ ადგილზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ სიზმარმა მყარი სახე მიიღწოს. თუ ხელებზე არ იყურე ხშირ-ხშირად აღქმის წერტილი სწრაფად იმოძრავებს, ამიტომ სიზმრის სიუჟეტი ხშირ ხშირად შეიცვლება და ამიტომ ვერაფერ აზრიანს ვერ გააკეთებ, ვერც ვერაფერს დაათვალიერებ და ან გამოხვალ სიზმრის რეალობიდან და ფიზიკურ სხეულს დაუბრუნდები ან კიდევ ცნობიერებას დაკარგავ და გაგრძელდება ისევ არაცნობიერი - ჩვეულებრივი სიზმარი.
ბევრჯერ ყოფილა გაცნობიერებული სიზმარი მართვადი. ხელებზე არ დამიხედავს, უბრალოდ სიზმარში რაღაც ტერიტორიების დათვალიერება მინდდა(გამოკვევა), მაგრამ ხალხის ჯგუფი მომამაგრეს რომ ექსკურსია ჩამეტარებინა, გავყევი სიზმრის სიუჟეტს და ვატარებდი ექსკურსიას, მაგრამ რაღაც მომენტში მომბეზრდა, მივიყვანე ეს ადამიანები კლდის კიდესთან და გადავეშვი და გავეცალე იქაურბას-გავფრინდი და გავაგრძელე ჩემი საქმიანობა... ამგვარი მომენტები არის ხოლმე.. რდესაც სიზმრის სიუჟეტის შეცვას არ ვცდილობ, მე ვეცლები და გადავდივარ სხვა ლეველზე.. რადგან როგორც ზემთ ითქვა კი არის ილუზია სიზმარი, მაგრამ ისეთივე სამყაროა როგორც ჩვენი ილუზორული რეალობა.. ხოდა რისი თQმა მინდა გამოცდილება ბევრია ამ მიმართულებით, მაგრამ არის მაინც რაღაც ნიუანსები, რაც ინდივიდუალურია და შეიძლება გარკვეულმა წესებმა პირიქით შეუშალოს ადამიანს გაცნობიერების უფრო დროულად მიღწევას.. ხელებზე დახედვა ძალიან კარგი მექანიზმია, მაგრამ ხშირად ზუსად ის ხდება სიზმრიდან გამოვარდის მიზეზიც, ანუ უეცარი გაცნობიერება ზოგჯერ ადამიანში ისეთ ემოციას იწვევს, რომ ის ავტომატურად ითიშება, როგორც მაღაი ძაბვის დროს ემართება დენის პრობკებს სოჩიკში...
td.........
td.........
ლუციდური სიზმრის ტექნიკები
გაასუფთავეთ გონება ზედმეტი აზრებისგან, მოდუნდით და გონებაში იმეორეთ ერთ-ერთი ფრაზა:
"ამაღამ სიზმარში ვიღვიძებ და ვაცნობიერებ, რომ სიზმარში ვარ"
"ამაღამ სიზმარში რაიმე უცნაურს ვხედავ და ვაცნობიერებ, რომ სიზმარში ვარ"
ან შეგიძლიათ გაიხსენოთ რაიმე, რაც ხშირად მეორდება თქვენს სიზმარში და ის გამოიყენოთ გაცნობიერებისთვის. მაგალითად: "ამაღამ სიზმარში ვნახე ესა და ეს და გავაცნობირე, რომ სიზმარში ვარ"
Robert Waggoner
რობერტ ვაგონერის მიერ გადამუშავებული კასტანედას ტექნიკა
1. დასხედით საწოლზე და მოდუნდით, გონება დაამშვიდეთ.
2. მოდუნებული მზერით უყურეთ თქვენს ხელისგულებს და თქვით: ამაღამ ძილში ვხედავ ჩემს ხელებს და ვხვდები, რომ სიზმარში ვარ"
3. ისევ მოდუნებული მზერით უყურეთ ხელებს და გონებაში იმეორეთ აფირმაცია: "ამაღამ ძილში ვხედავ ჩემს ხელებს და ვხვდები, რომ სიზმარში ვარ"
4. მზერა გადაიკვეთება, ფოკუსი დაირღვევა, დარჩით მშვიდ მდგომარეობაში და წყნარად იმეორეთ აფირმაცია.
5. ცოტა ხანში (დაახლ, 5 წუთის შემდეგ) იგრძნობთ, რომ ძილი გერევათ და მშვიდად დაასრულეთ პრაქტიკა.
6. ღამით, როცა გაიღვიძებთ, ფრთხილად გაიხსენეთ თქვენი მიზანი, თქვენ უნდა დაგეხედათ ხელებზე და გაგეცნობიერებინათ სიზმარი. გაიხსენეთ, რა გესიზმრათ. სიზმარში ხელებზე დაიხედეთ?
7. რაღაც მომენტში დაინახავთ საკუთარ ხელებს, მაშინვე აზრად მოგდით - "ეს სიზმარია!" სცადეთ, დარჩეთ კვლავ მშვიდ მდგომარეობაში, დააკვირდით და შეისწავლეთ გარემო, რომელშიც აღმოჩნდით.
როცა გაიღვიძებთ "სიზმრების დღიურში" ჩაწერეთ სიზმრის გაცნობიერების შესახებ, რა დაგეხმარათ ამაში, რა შეგრძნებები გქონდათ, რა ნახეთ და ა.შ.
http://www.radikal.ru
merlin
ეს მონსტრები და რაღაცეები რომ მესიზმრება ეს ბოროტი ძალები კი არა
გავლილი დღიდან დამოხსოვრებული რაღაცეებია მონსტრები ბევრჯერ დამსიზმრებია რომელიც იმ დღეს მინახავს კომპიუტერში
ყოველთვის ასე ხდება განვლილი დღიდან მესიზმრება
ყოველთვის შემიძლია ჩემი სიზმარი ავხსნა თუ საიდან იქნა გამოწვეული
მისტიური ჯერ არაფერი შემინიშნავს
კარლოს კასტანედას ხელებზე დახედვის მეთოდსაც ვიყენებდი მაგრამ საბოლოოდ ჩემმა იმუშავა (ხელებზე არ დამიხედავს სიზმარში XD)
რომ ვხვდები სიზმარში, მაშინვე ხტუნვას ვიწყებ და გასაფრენად გავრბივარხოლმე D და ინფორმაცია წინასწარ თუ არ დამიპროგრამებია იქვე როგორ გამოვიძახო ხომ არ გაქვთ პრაქტიკა? წიგნი გავაჩინო თუ გამჭვირვალე მონიტორი ჰარეში თუ ინფორმაცია როგორ მივიღო მოკლედ ))))
zviiigo
ამ ფორუმზე ყველას "ძნელია", "შეუძლებელია" რატო გაკერიათ პირზე? მიფრენია და მიმართავს და ა.შ.. მყავს მეგობრები ვინ საერთოდ ქალაქებს აშენებენ, ორი მყავს ვისაც თავის ქალაქი აქვს საერთოდ სიზმრებში.. შენ თუ გიჭირს არ ნიშნავს რომ სხვასაც უნდა გაუჭირდეს ))))
ტვინის შეწუხება ან დაპროგრამება არ მინდა ძილამდე, პირიქით ახლა ვწმენდ ვაკვირდები და რამის დაჯერებინება ნამდვილად არ მჭირდება. ისედაც ათასი რამითაა დატვირთული და კიდე სიზმრებზე ამ რეალობიდან ზედმეტები დავუმატო აღარ მსურს მე ეს. უბრალოდ უშუალოდ თუ გამეღვიძა სიზმარში და ვიცი რომ სიზმარია და არაფერი ხდება გარშემო და არავინაა, ანუ თავისუფალია სივრცე, პრაქტიკა თუ გაქვთ როგორ შეიძლება ინფორმაცია გამოიძახო?
10 STEPS FOR A SUCCESSFUL LUCID DREAM
http://thespiritscience.net/2015/03/26/10-steps-for-successful-lucid-dream/
TEDtalks ში ჩარლი მორლი საუბრობს გაცნობიერებულ სიზმრებზე..
ნუ სპეციალურად არასოდეს მივარჯიშია და ბუნებრივად გამომდისხოლმე სიზმრებში გასვლები.. არც მინდა ვარჯიშები. დაკვირვება მყოფნის ამ ეტაპზე. უბრალოდ იქვე, სპონტანურად ინფორმაციის მიღება როგორ გამოგიცდიათ ამის მოსმენა მაინტერესებს
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)