ასტრალური გასვლა მქონდა, სადაც თავგადაპარსული ბერები ვნახე სტაფილოსფერი სამოსით და ბრტყელი ჯოხის მსგავსი რაღაც მომცეს. მაგის მერე, დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში, მომენტებში მანტრა მესმის და რამე კარგს ველოდო თუ ყურმილი დავიჭირო ფსიქიატრის ნომრით ხელში?😃
რა რელიგიის მიმდევარი ხარ?
ჩემი აზრით ცუდი არ არის ალბათ ბუდისტები ნახე
არცერთ კონკრეტულ რელიგიას არ მივყვები. ყველა რელიგიას ვაღიარებ და პატივს ვცემ. თითქმის ყველა რელიგია მსგავს რაღაცებს მოიცავს და გვასწავლის, უბრალოდ კოგნიტური პროცესებიდან გამომდინარე აძლევენ ადამიანები სხვადასხვა ინტერპრეტაციას.
შეიძლება ბუდისტებიც იყვნენ, ერთი კონკრეტული ინდური მანტრა მესმის. აქამდე არ მომისმენია და საკმაოდ ბევრი ვეძებე რომ მეპოვა.
მეც ვნახე ეგეთი ბერი, ინდოეთში აცვიათ ეგ ფერი. მგონი ინდრას ტაძარი იყო, სადაც მე ვიყავი.
მანტრა გამიზიარე, პირდაპირ ვერ ვნახე რომელი ღმერთის ტაძარი იყო, მაგრამ ვიზუალით ინდრა მახსოვს
ინდრას მანტრა არაა. ტაძარში არც მქონია გასვლა, სახლში იყვნენ ჩემთან. jai shiv omkara - ასე ქვია მანტრას, რომელიც მესმის.
შივას მანტრები მიყვარს
😮 მე კიდე საკმაოდ იშვიათად ვუსმენ მანტრებს და ვერც იმას ვიტყვი რომ მომწონს ვერც იმას რომ არ მომწონს. თავისებურად ყველა კარგია
ისიც კიარ ვიცი შივა ვინ არის 😵
კი საკმაოდ საინტერესო გამოცდილება მივიღე..
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)