ამ თემაში დაწერეთ თუ რამ საჭირო ინფორმაცია იცით დედებისვის
მომავალი დედების საყურადღებოდ (გვარს და სახელს არ დავასახელებ )
რჩევები მომავალ დედებს (საინტერესო სტატიები) - http://lady.ge/momaval_dedas.php?binn_rubrik_pl_articles=260
იოგა ორსულთათვის – http://lady.ge/momaval_dedas_full.php?aid=950
http://www.mother.ge/
ორსულთათვის - http://medicine.pvt.ge/orsul
რჩევები დედებს - http://www.eva.ge/?page=53&lang=GEO
რჩევები ფეხმძიმეებს - http://www.eva.ge/?page=52&lang=GEO
საინტერესო ბმულებია და მშვიდობაში მოიხმარეთ
ორსულობა-- http://www.bavshvi.ge/Orsuloba.html
http://www.qali.ge/index.php?showforum=14
ყველაფერი ფეხმძიმობის შესახებ -- http://pregnancy.convert.ge/php/shesavali.php3
თეო საყვარელო ეს შენი ნახატ ხომ არ არის შემთხვევით?
დაწერით ბევრ რამეს დავწერ მაგრამ ეხლა მაგის დრო არ მაქვს
უბრალოდ მოკლედ აღვწერ ძირითადად რაზე ვარ გადართული
რადგან მუცელი მეზრდება და წელის არეშიც შედარებით შევივსე
რატომღაც გული მისკდება და მეჩვენება რომ ვსუქდები, და თეო შენი იოგის თემა ძალიან გამომადგება დიდი მადლობა
გარდა ამისა ისტერიულად ვათვალიერებ ინტერნეტში ორსულთა ტანსაცმელებს და მინდა რომ ყველაფერი მქონდეს რაც მომეწონება
ვათვალიერებ თავის მოვლის საშუალებებს
მოკლედ რატომღაც მაქსიმალურად ვარ გადასული ჩემს თავზე
ვერ ვჭამ ხორცს და ექიმებს ძალიან ვეკაპასები რო მეუბნებიან ხორცის გარეშე არ შეიძლებაო
ძალიან მიყვარს დილით ახალგაღვიძებულზე ორივე ხელს რომ დავიდებ მუცელზე და გოგონა ჩემი ხელებისკენ რომ მოცოცავს
საოცარი შეგრძნებაა, მაგრამ დიმა ჯერ ვერ გრძნობს
ჯერ კიდევ პატარაა და მე უფრო შინაგანად ვგრძნობ მოძრაობას
მაგრამ ცოტათი ძნელია 2ის მაგივრად სუნთქვა ხშირად მაქვს უკმარისობები
ძნელია ასევე მთელი დღე ჯდომა და იმაზე ფიქრი რომ საღამოს მიხვალ და ისეირნებ
მაგრამ საღამოს ისეთი დაღლილი მივდივარ ხოლმე ლიმნიანი ჩაის, ჩემი ლოგინის და წიგნის მეტი არაფერი არ მინდა ხოლმე
მერე კიდე დავწერ რაღაცეებს
ტეო ძალიან საყვარელი ხააააააააააააააარ
რა სტერეოტიპი? ხორცი პროტეინს შეიცავს. პროტეინი ორგანიზმის ძირითადი სამშენებლო მასალაა
თუ ხორცს არ იღებს, მაშინ უნდა იღებდეს ისეთ რამეს რაც პროტეინს შეიცავს. ასეთი სოიოს პროდუქტებია. იღებ პროტეინს?
ვიღაცეებმა რაც არ უნდა თქვან, სიმართლე ამ შემთხვევაში არის ერთი:
პროტეინი და ცილები არის ორგანიზმის ძირითადი სამშენებლო მასალა. სამშენებლო - ანუ პირდაპირი მნიშვნელობით
ყველაზე მეტ პროტეინს შეიცავს ხორცი, შემდეგ რძის პროდუქტი, კვერცხი, პარკოსნები (ლობიო, ქართველი ერის გადამრჩენი )
პარკოსნებს შორის ყველაზე მეტს სოიო
ვეგეტერიანები პროტეინს ჩაანაცვლებენ სოიოს ნაწარმით: ტოფუ, სოიოს რძე, მოხალული სოიოს მარცვლები, სოიოს იოგურტი, სოიოს სოსისი, ძეხვი და ასე შემდეგ. პროტეინის ნაკლებობა სერიოზულ პრობლემებს იწვევს. ეს არარის სტერეოტიპი. ეს არის ფაქტი.
ვიღაცეები რას ამბობენ მითხარით, ძალიან მაინტერესებს. რომ პროტეინი საჭირო არარის? მოზრდილი ადამიანი უპროტეინოდ 'გავა', კი, არ მოკვდება. ნუ თმები და ფრჩხილები მტვრევადი გაუხდება, სახის კანი უხეში, შინაგანი ორგანოებიც რაღაც დაზიანებას მიიღებენ, გულსისხლძარღვთა სისტემაც ისე ვერ იმუშავებს..(ანუ საერთოდ თუ გამორიცხავს კველანაირი სახის პროტეინს, მათ შორის მცენარეულს). ნუ არაუშავს მიაღწევს 60 წლამდე... მაგრამ ზრდის პროცესში აუცილებელია, მითუმეტეს მუცლად ყოფნის დროს, როცა ელემენტარულად მომავალი ადამიანი უნდა აშენდეს ცილებით ცხიმებით და პროტეინებით
ფეხმძიმეს ჭირდება გარკვეული რაოდენობის პროტეინი. საიდან მიიღებს ამას მნიშვნელობა არააქვს. მაგრამ უნდა მიიღოს
საქართველოში არ იყიდება სოიოს ნაწარმი. მაგრამ არის ლობიო. ეხლა გეკითხებით მე, რამდენი ლობიო უნდა ჭამოს საკმარისი პროტეინი რომ მიიღოს?
+ ლობიო ბერავს
blanca მე მესმის შენი და შენი მოყვანილი მაგალითებიც ნაღდია, მაგრამ არის მაგრამ..
ცნობიერების დონეს გააჩნია! რაც შეეხება ხორცს ეგ იმ ორგანიზმისთვისაა საჭირო და აუცილებელიც კი ვინც ასე თვლის..
არის ადამიანების სხვა კატეგორიებიც, რომლებიც არ ჭამენ ხორცს, იმიტომ კი არა რომ ვეგეტარიანელები არიან- არა! უბრალოდ მათი სული სზვა საფეხურზეა გადასული და ხორცის ჭამის აუცილებლობა ეხსნებათ და კიდევ უფრო მაღალი საფეხური-წმინდანები, რომლებსაც უკვე მატერიალური საკვებიც არ სჭირდებათ..
ნუ ეს ამ თემაში გასარჩევი არ არის და სხვაგან ვილაპარაკოთ
Taa აი, კიდევ ინფო - http://tbiliso.ge/index.php?showtopic=504
http://levi.ucoz.com/news/2008-09-21-681
მახსოვს ადრე ბათუმში ვიყავი ჩემს ჯგუფელან ერთად
ეს გოგო მარხვაზე იყო და სადილზე დავყავდი ხოლმე რაღაც კაფეში სადაც ყველაფერი სოიოსგან მზადდებოდა
ნამცხვრებისთვის რძეს და კრემსაც კი რაღაცა ტექნოლოგიებით სოიოსგან ამზადებდნენ
მაშინ 1 ცალი სოიოს კატლეტი შევჭამე მასხოვს, და ძალიან გემრიელი იყო
ეხლაც სიამოვნებით შევჭამდი, ოღონდ საიდან მოვიტანო
ყოველთვის მიკვირდა პოზიცია იმ ადამიანების, რომლებიც ხორც ჭამენ ან თვლიან რომ ხორცი სასარგებლოა ორგანიზმისთვოს. რატომღაც, როცა გებულოებენ, რომ ვიღაცა არ ჭამს ხორცს, აქტიურად იწყებენ მტკიცებას რომ უხორცოდ დაიღუპები, აი ნახეეეეეეე რა მოგივააააააა და ა.შ. თუმცა მე ჯერ არ გამიგია ერთი შემთხვევა, რომ ვეგეტარიანელებს დაუნი და ინვალიდი ბავშვები დაებადებათ.
რა აზრი აქვს თეორიულ პოლემიკას? მე ვარ პრაქტიკის მომხრე. თუნდაც ხორცის ჭამა მივატოვე (3 წლის წინ) არა იდეოლოგიური თვალსაზრისით, უბრალოდ ექსპერიმენტი ჩავატარე, შევძლებ თუ არა, რა მოუვა ჩემ ორგამიზმს ამის შედეგად. არც არაფერი არ მომივიდა, არანაერი ცვილება. მაშინ რატომ უნდა ვჭამო საწყალი ცხოველების ხორცი?
მოკლედ, პირველი სტერეოტიპი იყო ზუსტადაც ის, რომ ხორცის გარეშე ადამიანი ვერ იცხოვრებს. მერე პრაქტიკამ აჩვენა, რომ მშვენივრად ცხოვრობს და ბევრად უფრო ჯანმრთელად.
როცა ეს სტერეოტიპი დაიმსხვრა, დარჩა შემდეგი სტერეორიპი – მეცნიერებმა თურმე დაამტკიცეს, რომ ორსულ ქალმა აუცილებლად უნდა მიიღოს ხორცი, თორემ ბავშვი დაუნი დარჩება, ბავშევბს კი ლამის 2 წლიდან ხორც აძლევენ, ვერ განვითარდებაო. იმედია პრაქტიკის დამსახურებით ეს სტერეოტიპული აზროვნებაც ოდეზღაც დაიმსხვრევა.
ოლდ მენ ჩამოყალიბდი არის ხორცი აუცილებელი თუ არ არის.
თუ "არავინ ამტკიცებს, რომ უხორცოდ ადამიანი დაიღუპება, არც არავის უთქვამს რომ ინვალიდი ბავშვი გაჩნდება" მაშინ რატომ ხორცი "ზრდისთვის არის აუცილებელი"? და რა აუცილებელია ამ შემთხვევაში 100% ხორცის შემცვლელის მოძებნა?
და თუ "ხორცს 100%-ით ვერ ცვლის ვერაფერი და ზრდისთვის არის აუცილებელი" მაშინ გამოდის, რომ "უხორცოდ ადამიანი დაიღუპება" და ავამდყოფი ბავშვები ეყოლება.
ხორცის არ ჭამის შედეგებზე ერთ მაგალითს მოვიყვანდი ცოტა უხერხული რომ არ იყოს. თან შეიძლება ვინმეს ეწყინოს
მოკლედ მე შევაჯამებ. ვთვლი რომ ბავშვმა უნდა მიიღოს ხორცი და ფეხმძიმემაც, ზრდასრულმა ადამიანმა შეიძლება არ მიიღოს, სულაც შეუძლია პურზე და წყალზე იცხოვროს და მშვენივრად იქნება.
და უცებ ასეთი შეკიტხვა გამიჩნდა - თქვენს შვილს არ აჭმევთ ხორცს? იქნებ ამით მის უფლებებს არღვევთ? იქნებ ჩანასახიც და ბავშვის ორგანიზმიც ითხოვს ხორცს? მაშინ? ეს ხომ თქვენი გადაწყვეტილება იქნება და არა მისი? დაე გაიზარდოს, ნურაფერს დააკლებთ და მერე თვითონ გადაწყვიტოს უნდა თუ არა ხორცი. ისევე როგორ თქვენ გადაწყვიტეთ ერთ მშვენიერ დღეს
სახარებაში გარკვევით წერია, რაც გამოდის შენი პირიდან ის გაბინძურებს და არა ის რაც შედისო. თუ გინდათ მიგითითებთ ზუსტად სად წერია.
Беременность и вегетарианство
Некоторые женщины считают, что во время беременности надо обильно питаться, особенно белковой пищей, например, мясом. В противном случае, по их мнению, могут родиться ослабленные и маловесные дети. Это не так. Среди беременных женщин немало детей от матерей-вегетарианок. Они прекрасно развивались и значительно реже страдали от различных аллергических состояний. Несомненно, возникает следующий вопрос: "Значит, во время беременности и последующего кормления ребенка всем надо стать вегетарианцами и отказаться от мясной пищи?" Нет, не обязательно, хотя это было бы прекрасно. Прежде всего, эти строгие правила следует соблюдать во время токсикоза беременности или при острых заболеваниях беременных и кормящих матерей в течение всего периода повышенной температуры.
По материалам книги А.М.Тимофеевой "Беседы детского доктора."
რადგან ეს თემა თავისი შინაარსით პირდაპირ ეხება დედებს, ამიტომ გთხოვთ თემას ნუ უხვევთ და ოფტოპიკს ნუ მიქმნით!!
ყველა თემის შეუსაბამო პოსტი გადატანილ იქნა თავისუფალში
პატივისცემით განყოფილების მოდერი
მითები ორსულობის შესახებ >> http://mkurnali.ge/index.php?option=com_content&task=view&id=170&Itemid=1
ჩემ მეგობარს ააქვს ვანგას კალენდარი (ოღონც არ მაძლევს ცოცხალი თავით), მოკლედ ასაკის და ჩასახვის თვის მიხედვით შეიძლება გამოიცნო გოგო იქნება თუ ბიჭი თაა, აბა გვითხარი შენი მონაცემები და შევამოწმოდ დაემთხვევა თუ არა. ამბობენ 100 % არტყამსო
მე ვფიქრობ რომ, "ხორცი აუცილებელია" არის ძალიან დიდი ტყვილი რომელიც გავრცელდა და ყველას ბრმად ჯერა....
მეც ვფიქრობ,რომ ეგრეა....თან "ოდების" თეორიას თუ გავითვალისწინებთ....
"ოდების" თეორია რა არის?
ნუ ოკულტებს ხომ აქვთ თავიანთი თეორია ხორცის მირთმევასთან დაკავშირებით....ყველა ცოცხალ ორგანიზმს აქვს თავისი "ოდი"....და ცხოველის ხორცის მირთმევის დროს, ჩვენში შემოდის ცხოველური "ოდი"....და ა.შ.
გადავხედე ვიდეოებს, ხოო ზალიან საყვარლები არიან
ამ ბოლო დროს უფრო იღვიძებს ეს დედობრივი ინსტინქტები, ეს რო მოძრაობს შიგნით რაღაც სითბოთი ვივსები
ძალიან უყვარს რო დავდივარ, რომ ვდგევარ ფეხზე ან რომ ვმოძრაობ
არ უყვარს სულ რომ ვზივარ ხოლმე სამსახურში და ფეხები რომ მაქვს გადაგებული ერთმანეთზე
რაღაც უცნაურია მაგრამ მართლა დავაკვირდი
მაგ პოზაში რომ ვზივარ ზემოთ ამოცოცდება ხოლმე მარცხენა ნეკნთან და იქ წრიალებს ხოლმე
არ ვიცი რა ხდება მაგ დროს როგორ ცოცავს თუ ცურავს მაგრამ მე რაღაც დისკომფორტს მიქმნის
და მაშინვე წამოვდგები და გავივლი გამოვივლი ხოლმე
ისე მინდა ვაღიარო რომ უძალიანსაყვარლესი შეგრძნებაა და უპრიკოლესი რომ მოძრაობს შიგნით
ძალიან საყვარელი გრძნობაა, აი ძალიან
დიდი ემოციურიობით და რაღაცეებით არ გამოვირჩევი ცხოვრებაში
მაგრამ ამის დვიჟენიებიი რაღაც ჯადოსნურად მოქმედებს ჩემზე და უკვე მიყვარს უზომოდ
თაა ჩასახვის პერიოდი უფრო დაზუსტებით უნდა მითხრა, მოკლედ კალენდრის მიხედვით თუ სექტემბერია ესეიგი ბიჭი იქნება, თუ ოქტომბერი გოგო.
მოკლედ ძაან, ძაან კარგი ამბები ხდება ფორუმზე. სამი ფორუმელი ბავშვს ელოდება. რაღაც ძაან საეჭვო დამთხვევაა. თან 2009 წელია. 9 მაგიური ციფრია. დარწმუნებული ვარ სამივე ინდიგო ბავშვი იქნება (ნუ ეს რა თქმა უნდა ეზოთერიკი დედებიდან გამომდინარე) ))
კატაბუა აკლია ამ თემას!
"Откровения матери о родах, и не только о них"
Киржаева А.В.
http://www.koob.ru/kirzhaeva/otkroveniya_materi_o_rodah_i_ne_tolko_o_nih
არ წამიკითხავს და არ ვიცი, მაგრამ ანოტაცია საინტერესო აქვს
აი, კდევ ბეეევრი ინფო Мама и мылыш >> http://www.koob.ru/mama/
კვება ყველაზე მტკივნეული საკითხი იყო ჩემთვის, ორივე ფეხემძიმობის დროს
საშინელი ტოქსიკოზის დროს ხორცის ჭამა კი არა და ჩვეულებრივი სასმელი წყლის დალევაც ცუდად მხდიდა, ძალით ჭამას აზრი არ აქვს, ნაყოფს ამით არაფერი ერგება, ცუდი ისაა, რომ თქვენი მენიუ ფეხმძმიბოსი პერიოდში დაბადებულ ბავშვზე აისახება
ხორცი, რძის ნაწარმი, თევზი ყველაფერი აუცილებელია მიიღო ამ დროს, ამიტომაც ამ დროს როგორც წესი არ მარხულობენ, მე ვცადე, მაგრამ მოძვარმა სასტიკად ამიკრძალა
ბავშვებზე.. >> http://elen.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=11
ხალხური იავნანების ტექსტები
**
იავნანა, ვარდო ნანა, იავნანინაო,
დაიძინე, გენაცვალე, იავნანინაო,
ვარსკვლავები ამოსულა, იავნანინაო,
მთვარე შეშინებულაო, იავნანინაო,
მანანოები მოდიან, იავნანინაო,
ძილი მოაქვთ გუდითაო, იავნანინაო,
თვალს გავუვსებ ძილითაო, იავნანინაო,
დაიძინე, გენაცვალე, იავნანიანო.
**
დაიძინე, დაისვენე, ნანავ და ნანინავ,
ძილი და მოსვენებაო, ნანავ და ნანინავ,
მაგ შენს პატარა საწოლში, ნანავ და ნანინავ,
გენაცვალე, გენაცვალე, ნანავ და ნანინავ,
მოდი, ნანა, პატარასთან, ნანავ და ნანინავ,
ძილი და მოსვენებაო, ნანავ და ნანინავ,
ამ ჩვენ პატარა შვილსაო, ნანავ და ნანინავ,
ვუმღერი ნაზი ხმითაო, ნანავ და ნანინავ,
მოვგვრი ტკბილად ნანასაო, ნანავ და ნანინავ.
**
ნანა, ნანა ქალასაო, (ვაჟკაცსაო)
ანგელოზის ცალასაო,
ძილი მოდის თვალასაო,
აჩუჩუნებს ჩალასაო.
**
ნანი, ნანა, ნანინა,
ტკბილი ძილით დაიძინე, გულს ნათელი დაიფინე,
ეს საწოლი კარგი ხისა, შენ ვარსკვლავი ხარ ცისკრისა,
თვალის სინათლე დედისა, მერე კი მთელი ქვეყნისა,
ენა მომე მგალობლისა, რომ ნანა გითხრას ქებისა.
**
იავნანა, ვარდო ნანა, იავნანინაო,
დაიძინე, გენაცვალოს შენი მშობელიო,
შენს ვაჟკაცობას (დაქალებას) მომასწრებს მე ღვთისმშობელიო.
**
ნანას გეტყვი ძილისთვინა,
შენი მოსვენებისთვინა,
იამა გშობა შობითა,
ვარდმა გაგზარდა ქებითა,
ნარგიზმა ძუძუ გაწოვა,
მას ჰგევხარ ფეროვნებითა,
დაიძინე, ჩემო შვილო,
გახდი მშობელიო,
შენს ქორწილში დამჭირდება სამი სოფელიო
აუ შენ ეხლავე გიჟდები შენს შვილზე მერე რა იქნება
კარგი დედიკო იქნება.
მშობლებისთვის >> http://www.psychologies.ru/themes/parents/
წიგნები >> http://psychologies.ru/themes/books/9/
Игры, в которые играют дети, дети, которые играют в игры > http://www.kindereducation.com/psychology-games.html
გიორგი ლეონიძის "დეიდა მაიკო" >>> http://www.lib.ge/body_text.php?4587
TeO
ბერძნული >>> http://www.youtube.com/watch?v=neYPYA62xEI&feature=related
ესეც თურქული - http://www.youtube.com/watch?v=5h31cg2KRrg&feature=related , რომელიც ძალიან მომეწონა (მიყვარს აღმოსავლური/ ირანული ფერწერა და ალბათ მატისიც იმიტომ მომწონს სხვა მხატვრებთან შედარებით)))
Колыбельные мира - დიდი გემოვნებით არის გაკეთებული ეს იავნანები, მშვენიერიაა!!!!!!!!! რა კარგი პროექტი შედგა
Uma ალაბთ ეს გამოგადგება >> ტანვარჯიში მშობიარობამდე და მშობიარობის შემდეგ
http://zona.ge/movies_form.php?name=4103
თეო მადლობა
Uma აი ვიპოვე ის წიგნი შენ რომ კითხულობდა აქ დავდებ იქნებ კიდევ სხვასაც დააინტერესოს
ТАЙНАЯ ЖИЗНЬ РЕБЁНКА ДО РОЖДЕНИЯ
Томас ВЕРНИ >> http://www.koob.ru/verny_t/tainaya_zhizn_rebenka_do_rozhdeniya
Uma აი, ეს წიგნი შარშან წინ დავდე #4 პოსტში >> http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=103
როცა წავიკითხე მაგარი აღფრთოვანებული დავრჩი!!.
აივენჰოვის "Воспитание, начинающееся до рождения" აი, კუბიკზეც დევს >> http://www.koob.ru/aivanhanov/upbringing_begining_before_birth
Хочу родиться!
Подготовка к зачатию и рождению ребенка.
Развитие ребенка от 0 до 3 лет
Проект в рамках реализации Программы
«Новые подходы к рождению и воспитанию БУДУЩЕГО ПОКОЛЕНИЯ» >> http://org.sirius-ru.net/razvitie_rebenka_0-3.htm
დედების უდიდეს უმრავლესობას წარმოდგენაც კი არა აქვს საკვებთან დაკავშირებული და აუცილებლად გასათვალისწინებელი ისეთი საკითხების შესახებ,როგორიცაა:
1.საკვების ხარისხი(ბუნებრივი თუ რაფინირებული),
2.საკვების მიღების დრო და რაოდენობა,
3.სხვადასხვა საკვების შეხამება.
...
"ბავშვები სუსტდებიან იმის გამო,რომ ისინი ზედმატად და მკაცრად "უჭირავთ ხელში","_წერს ჰერბერტ შელტონი,ხოლო ამ აზრს თავისებურად განავრცობს და უფრო მეტი სიღრმითა და სინათლით წარმოაჩენს ანატოლი მალოვიჩკო:"ბავშვებს ძალას ნუ ატანთ,რომ ჭამონ.ნუ ამსხვრევთ მათ ინსტიქტებს.ნუ შეგაქვთ სახლში ხელოვნური,მავნე პროდუქტები,ხელოვნური ტკბილეული.
კანფეტი ბავშვებისათვის ესაა_ჩამიჩი,ლეღვი,ინდის ხურმა;მათი ცილებია_კაკალი,ნუშისა ან ნებისმიერი კაკლის რძე,არაქისი,მზესუმზირა,მაწონ
,ხაჭო,ფრინველი,კვერცხი,ოღონდ მცირე რაოდენობით,ბევრი ბოსტნეულისა და ხილის თანხლებით.ხილი,კენკრა,კაკალი_
ავშვთა მთავარი საკვებია.
ბავშვს თავზე არ უნდა მოახვიოთ საკუთარი რეჟიმი;არც ის უნდა დაივიწყოთ,რომ ადამიანი ბუნებით მიმბაძველია.თქვენ უნდა იყოთ მაგალითი ბავშვისათვის.თქვენი ჩვევები მათ ჩვევებად იქცევა."
ბავშვს,რომელიც დიდი რაოდენობით ღებულობს მარილს,როგორც პოლ ბრეგი ამბობს,დედა საკუთარი ხელით იმ გზაზე აყენებს,რომელიც მიემართება გულის დაავადებების,სისხლის მაღალი წნევისაკენ,ინსულტისაკენ.
პოლ ბრეგი დიდი გულისტკივილით ლაპარაკობს იმის შესახებაც,რომ ამერიკაში ავადმყოფი და სუსტი ბავშვები (და არამარტო ამერიკაში!) მსხვერპლნი არიან მარილიანი საჭმელებისა!
...
ხოლო შაქარი...
უკვე ითქვა,რომ შაქარია სამოცამდე დაავადების მიზეზი.იგი ბევრად უფრო მავნებელია,ვიდრე ალკოჰოლი და ნარკოტიკები,ერთად აღებული!
...
ბავშვის სხეული შიგნიდან თუ გარედან ყვავილივით კრიალა უნდა იყოს,მაგრამ,სამწუხაროდ,ასე არაა:მას დედის მუცლიდანვე გამოჰყვა სამზეოზე უნარი ნაადრევი დაბერებისა,იმქვეყნად ნაადრევად წასვლისა.
...
ასი წლის ხუნძი ბერიკაცის კბილები ბროლივით თეთრია,ხოლო დღევანდელ ბავშვებს რომ დააკვირდეთ,გული გეტკინებათ:მათი კბილები ჩაშავებულ-ჩაყვითლებულია,დაბზარული და გამოხრული.მათი ფერმკრთალი სახეები,ჩამოყრილი და სუსტი მხრები,გაღუნული ხერხემალი,ბევრი და არადროული ჭამისაგან გადიდებულ-გაბერილი მუცლები,ფიზიკური და გონებრივი მოთენთილობა თუ აგრესიული ხასიათი...ყოველივე ამას ერთადერთი მიზეზი აქვს_არასწორი ცხოვრება,არასწორი კვება.
ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენს,ღმერთს როგორ სტკივა ასეთი ბავშვები_ავადმყოფი ყვავილები_და დედა,რომელიც თეფშზე დახვავებული შხამიანი ნუგბარი საჭმელით შვილების წვეთწვეთობით მკვლელია.
...
მდინარეები თუ არ დაიწმინდა,ზღვა,რა თქმა უნდა,მღვრიე იქნება.ასეა ბავშვის(და,საერთოდ,ადამიანის)
ანმრთელობაც.
ბავშვის ჯანმრთელობას ოქროს საძირკველი დედის წიაღში უნდა ჩაეყაროს.თვითონ ეს წიაღი უნდა იყოს სუფთა და ნათელი.
თუ დედა ცივილიზებული სამყაროს მორჩილია და მისი კანონებით ცხოვრობს_რაფინირებული საკვებით საზრდოობს,ეწევა სიგარეტს,უყვარს ყავა და ხელოვნური,ქიმიის "სიკეთით" დაშაქრული სასმელები,არ იცავს რეჟიმს,არ მოძრაობს ბუნების წიაღში და მისი დროის უდიდესი ნაწილი(დღისითა თუ ღამით) ძილსა და ტელევიზორს ეწირება,_ცხადია,მისი წიაღი ჩვილისათვის სხვა არაფერი იქნება,თუ არა ტოქსინების საბადო_ჯოჯოხეთში 9 თვიანი "სასჯელის" მოხდის შემდეგ გარეთ,სამზეოზე,გამოსული ახალი სიცოცხლე უკვე გვარიანად მოწამლული იქნება.
ბუნებრივია,ასეთი ბავშვების მდგომარეობა ძალზე დამაფიქრებელია და საოცრად სათუთ,განსაკუთრებულ მიდგომას მოითხოვს.
ეს "საოცრად სათუთი,განდაკუთრებული მიდგომა" გულისხმობს ერთადერთ პირობას:
დედამ უნდა შეიცვალოს ცხოვრების წესი და შვილი აღზარდოს ნატურალური ჰიგიენის კანონების გათვალისწინებით.
...
იოგები ჭამენ დღეში ერთხელ,
გურმანები_ორჯერ,
ავადმყოფები_სამჯერ.
http://armuri.4forum.biz/----f20/--t137-30.htm
К новой Жизни...
Музыка для будущих мам http://id.sirius-ru.net/diski.html
ბავშვს,რომელიც დიდი რაოდენობით ღებულობს მარილს,როგორც პოლ ბრეგი ამბობს,დედა საკუთარი ხელით იმ გზაზე აყენებს,რომელიც მიემართება გულის დაავადებების,სისხლის მაღალი წნევისაკენ,ინსულტისაკენ.
პოლ ბრეგი დიდი გულისტკივილით ლაპარაკობს იმის შესახებაც,რომ ამერიკაში ავადმყოფი და სუსტი ბავშვები (და არამარტო ამერიკაში!) მსხვერპლნი არიან მარილიანი საჭმელებისა!
...
ხოლო შაქარი...
უკვე ითქვა,რომ შაქარია სამოცამდე დაავადების მიზეზი.იგი ბევრად უფრო მავნებელია,ვიდრე ალკოჰოლი და ნარკოტიკები,ერთად აღებული!
.............................................................................
რა კარგი დედაა ვარ ააააა მთელი 9 თვე მარილის ნსახი არ მიმიღია და შაქარსაც ვკრძალავ მხოლდ ნამცხვრებით ვიღებ ისიც იშვიათად მარილის გამო სამშობიაროში მატირეს საჭმელი ისეთი მარილიანი იყო ვერ ვჭამდი
sam პრივეეტ,რამდენი ხანია აღარ გამოჩენილხარ
შენი პოსტიდან გამოდის, რომ ახალგაზრდა დედიკო გამხდარხარ? გილოცააავ!
ბედნიერი შვილიკოს ბედნიერო დედიკოოო, როგორ გიზრუნია ბავშვზე ეს 9 თვე, ყოჩაღ! ვამაყობ შენით!
TeO
მადლობააა
ხო ჯერ სულ რაგაც 2.5 თვისაა
იმდენი ვიკითხე მთელი ორსულობა რომ მარილი და შაქრი ავკრძალე და ვფიქრობ რომ ბავშვსაც ღ მოვცემ გარკვეულ ასაკამდე
ისე უმარილო კვება მშობიარობის დოსაც ეხმარებაა თურმე
sam
http://yoga.ge/forum/index.php?showtopic=3&pid=183&st=0&#entry183
http://join.ge/articles/13318-bbjobbbbbbbbbbbbb-bbbbbbbb-bbbbb.html
http://join.ge/articles/12884-bbbbbbbbbbbbbbb-bbbbbbbb.html
საყვარელი საბავშვო საიტია!!
http://children.wanex.net/
http://www.puphynuphy.ge/
http://puphynuphy.ge/კულინარია.php
ახალი წელი მოდის და ამ დღეს ყველაზე მოუთმენლად ბავშვები ელოდებიან
http://mkurnali.ge/index.php?option=com_content&view=article&id=347:2008-12-29-19-57-52&catid=96:2008-10-20-13-52-33&Itemid=130 - რჩევები მშობლებს თუ რომელ ასაკში როგორი საჩუქარი შეურჩიონ
ფეხმძიმე გრაცია
ჭორფლიან სახეზე - ღიმილი,
ნაბიჯი - ბაჯბაჯა, ნელი,
წინ - გამოზნექილი მუცელი,
უკან - შეზნექილი წელი.
სადღაა გრაცია! უბრალოდ აცვია,
რაღა მოიხდინოს, აბა,
რომ აღარ ეტევა აღარც ფეხსაცმელი,
არც გამოყვანილი კაბა?
ო,ეს ვიტრინები როგორ აუვსიათ!
სავსეა თაროც და დახლიც.
თვალით ჭამს ნუგბარებს და თუ შეასწარი,
შეკრთება,თავს მორცხვად დახრის.
თავადაც არ იცის,ზოგჯერ რა აცინებს
ან რაზე უტირის გული.
ხან უცბად ღელდება,ხან უცხოდ ნაზია,
ვით ლეღვი,ედემში რგული.
და მკერდქვეშ უტოკავს მწიფე საიდუმლო
და მკერდისთავები ეწვის.
უკან მოიტოვა პირველი ეჭვები,
წინ კი - წინ ხიდია ბეწვის.
ყელი აქვს შიშველი და ყელზე - გიშერი.
ავთვალო,ავსულო,ნუ მიეკარები!
ღმერთო.შენ უშველე!
ღმერთო,შენ უშველე!
ღმერთო,
დაიფარე ფეხმძიმე ქალები!
ნინო დარბაისელი
1998
ეს ლექსი თქვენ გეძღვნებათ ჩემო კარგებო!!!
http://www.youtube.com/watch?v=LUd-ZyAr7Xc&feature=related
http://www.rebenok.com/info/library/ რუს.
http://community.livejournal.com/toys_n_games_ru/tag/игры+с+детьми
საინტერესოაა
http://jane.progressor.ru/grishka/vospmam.htm ))
საყვარელი, კეთილი მონაყოლია როგორ ზრდის თავის დედიკოს პატარა შვილი
http://jane.progressor.ru/grishka/knigi.htm
დიიდი ფორუმი http://forum.hobbyportal.ru/viewforum.php?f=19
ცოტა ხნის წინ ჩვენმა ფორუმელმა სემ-მა მითხრა სლინგის შესახებ (და პირველად მისგან გავიგე), ძალიან მოსახერხებელი რამ არის ბავშვის სატარებლადო და კენგურუს სჯობიაო
საქართველოში ის ფაქტიურად უცხოა, ამოდენიმე ადამინი თუ ხმარობს, ისიც ძირითადად უცხოელები.
სემ-მა მე თვითონ შევკერეო
დავძებნე ნეტში და დავდებ ფოტოებს და ბმულებს სხვადასხვანაერი დიზაინით შეიძლება შეიკეროს და მოხმარებაშიც ყველა თავისებურად ირგებს
რა არის სლინგი?
სლინგი (ინგ. sling) - არის ერთერთი უძველესი მოწყობილობა, რომელიც ადამიანმა გამოიგონა პატარა ბავშვის სატარებლად. სლინგებს ამზადებენ ქსოვილისაგან, ისინი სხვადასხვა ფორმის შეიძლება იყოს და სხვადასხვა მიზნისათვის გამოიყენებოდეს, მაგრამ არსი ერთია - დედას თავისუფალი ჰქონდეს ხელები, რათა მან ერთდროულად ბავშვსაც მიხედოს და სხვა საქმეც აკეთოს. სლინგში ბავშვს აქვს მიღებული ბუნებრივი პოზა, ისეთივე როგორიც დედიკოს ხელებში, ამიტომ სლინგები (კენგურუთა უმრავლესობისაგან განსხვავებით) შეგვიძლია დაბადებიდანვე გამოვიყენოთ.
Baby Sling
ქართული ბმულები:
http://forum.interes.ge/index.php?showtopic=3313
http://babyandparents.blogspot.com/2009/05/blog-post_18.html
პ.ს. გამიხარდა ქართულ ბლოგებზე და საიტებზეც რომ დამხვდა ინფო
უცხოური ბემულები:
http://www.sakurabloom.com/pages/our-baby-sling-collections/
http://www.eieiobabygear.com/store/index.php?main_page=page&id=3
http://www.bundlesofluv.ca/help.html
მზეონა
ვიზუალურად ძალიან მომწონს, საყვარლობაა, მაგრამ ირმას თქმისა არ იყოს მეც ეგ შეკითხვა დამებადა
დედაჩემი ცდილობდა თურმე ციგნებისთვის მიებაძა და ბავშვი ზურგზე შემოება, მაგრამ ვერ მოახრხა
უი მე კიდე სლინგი არ მქონდა, რარაც პერიოდი არც კენგურუ და ჩემი "სლინგი" მქონდა გამოგონილი.. პირველი ბავშვი ძალიან მოწეპებული იყო ჩემზე, ოთახიდან გავდიოდი თუ არა ეგრევე ღნაოდა და , მარტო როცა ვიყავი, მოვიხვევდი ამ ცემს მხეცუნიას, ის იზინებდა და მე მშვიდად ვაკეთებდი საქმეს.. მერე ჭკუა ვისწავლე და მეორე არარ გავათამამე ესე...
http://www.youtube.com/watch?v=mdRnPu6jydo
იუთუბზე ბევრი მასაჯის მასტერკლასებია მეჩვილი ბავშვებისთვის ვფიქრობ სასარგებლო ბმულია
http://shvilebi.ge/
http://mcvane.ge/files/main/qalbatonebisatvis/rchevebi-dedebs/120662-bb-bbbye-bbbbb-bbbbb-bbbb-bbyebbbb.html
http://mcvane.ge/files/rchevebi-fexmdzimeebs/ და [url="http://mcvane.ge/files/rchevebi-dedebs/"]რჩევები დედებს[9/url]
გამოდის, რომ ჩემი ჰობია ვაგროვო ინფოები რაც ბავშვებს ეხება))
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)