IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

10 Pages V  « < 3 4 5 6 7 > »   
Reply to this topicStart new topic
> სამადჰი [2], კითხვები და პასუხები
tikoroma
post Jun 12 2015, 12:45 AM
Post #81


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



David Monny
შენმა ტელეფონმა ჩათვალა, რომ ასე იყო საჭირო biggrin.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანნა
post Jun 12 2015, 02:47 AM
Post #82


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 602
Joined: 17-April 14
Member No.: 7,274

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მე ყოველდღიურ სიტუაციებში სულ რომ ვგღრნობ ბექრაუნდად სიმშვიდეს და ბედნიერებას ეგ მომწონს. გარშემო თუ შიგნიდან თუ შინაგანი ანარეკლია გარეთ, ანუ ემოციები შეიძლება იცვლებოდეს და ფიქრები მოდიოდ მიდოდნენ უკვალოდ, მაგრამ შინაგანი ღრმა მე სულ კარგადაა და მე ამ მეს გაძლიერება მინდა. ჰმმმ..
როგორც დღესაც დავაკვირდი ნებისმერი ფიქრი, თუნდაც სხვა ადამიანზე მოდის წარსულის მეხსიერებაზე ემოციური მიჯაჭვულობისგან ან ალტერნატიული მომავლის, ანუ ვინმე გახსენდება ან გეფირება ან წარსულის ან მომავალის გამო. და ეს მუდამ ილუზიაა. ტელეპატიურ სულიერ კავშირს როცა გრძნობ ამ დროს არც წარსულია, არც მომავალია უბრალოდ გრძნობ იმ სხვას რაღაც სიკვდილის მიღმა smile.gif

ხო და მე ისევ არ მაქვს კიტხვა, მხოლოდ რამე ყოველდღიური პრაქტიკა მინდა, ეგ ვიღაც მასწავლის? ის რაც სულ მაქვს, ანუ არ მავიწყდება ვინ ვარ.. მაგრამ გაძლიერება მინდა მაგის ყოველდღიურ ყველანაირ სიტუაციებში. ყოველდღიურობის ყოველი მომენტის გაცნობიერება არის კარგი პარქტიკა, მაგრამ რაღაც კიდევ მინდა smile.gif


--------------------
Hallo, 911? I'm being held hostage by human consciousness.
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Jun 12 2015, 03:00 AM
Post #83


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ანნა
QUOTE(ანნა @ 12th June 2015 - 03:47 AM) *
ყოველდღიურობის ყოველი მომენტის გაცნობიერება არის კარგი პარქტიკა, მაგრამ რაღაც კიდევ მინდა ნეტა ვინმე თუ ამსწავლის

მე გირჩევდი არ გააძლიერო ეგ. ეგ ისევ გონებაა შენიღბული. როგორც ქრისტე ამბობს მგლები ცხვრის ტყავში. მოდის როგორც ცხვარი, წყნარი და მშვიდი, მაგრამ შიგნით მგელია. გონება, თავისი ხელსაწყოებით და ინსტრუმენტებით.
ახლა ვდებ ინტერვიუს. საქმე იმაშია, რომ ახალა ვინც შენში ამბობს, რომ კიდევ რაღაცა უნდა, ისე ეგ არის იმ სიმშვიდის მომტანიც და სწორედ ეგ არის შესაწირავი მსხვერპლიც. მე ახლა მივხვდი რა არის მსხვერპლშეწირვა. ღმერთი ამბობს რომ ყარს თქვენი სურნელოვანი დასაწველი ჩემს წინაშე და თქვენ საკლავს აღარ მივიღებ. ქრისტემ თქვა, მე ვარ უკანასკნელი მსხვერპლშეწირვა და დღესაც 2000 წლის მერე ცხვრებს და მოზვრებს კლავენ ეკლესიებთან ახლოს ქრისტეს სახელით. ამას ქვია (გუნა) უგუნურება. ignorance.
ჭეშმარიტი მსხვერპლშეწირვა არის ის ვინც ღმერთს ეძებს რო შეეწირება ღმერთს. ანუ გონება, რომლიც ეძებს ეწირება მსხვერპლად.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Jun 12 2015, 03:34 AM
Post #84


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ინტერვიუ Ananta_სთან. 11.06.2015

კითხვები იგივეა რაც Gegam_თან იყო, იგივე თანმიმდევრობით. ბოლოს კი დავუსვი ჩემი კითხვებიც. კონტექსტის მეტად გასაგებად თუ ვინმეს დაიხმართ რუსულის გადასათარგმნად, უკეთესი იქნება; ვისაც არ ჭირდება რა თქმა უნდა პირდაპირ გაიგებს

პირველი ნაწილი




მეორე ნაწილი



--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანნა
post Jun 12 2015, 09:00 AM
Post #85


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 602
Joined: 17-April 14
Member No.: 7,274

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



David Monny

biggrin.gif biggrin.gif

მე ქრისტეს სიტყვებიდა სწავლება სულ სხვანაირად მესმის, "უნდა მოკვდე რომ დაიბადო", და უნდა მოკვდეს ეგო და ტრანსფორმირდეს ტვინი, სული რომელიც ისედაც არის იბადება ამ რეალობაში.. ხო და შენი მეთოდი არ მომწონს მე ჩემი თტავისთვის. ანუ დაკიდება ყოველდღიურობის, ჩემთვის ეგ ერთ ადგილზე გაჩერებაა და ცხოვრებას არ ცვლის და ვერც რეალურ შედეგს ვხედავ რა ნაბიჯი გადავდგი,
შენ თტეორიებს არ აქვს მნიშვნელობა, ჩემზე კარგად შენ არ იცი ჩემი ცხოვრება და არც რეალობა. (ეს არ გეწყინოს, უბრალოდ გაიაზრე რო მე სხვა რეალობა მაქვს და წლების გამოცდილება და პრაქტიკა და ცოდნად და სხვა მიზნები)

ხო და მოკლედ, მე ეგ პრაქტიკა მაინტერესებს
კითხე ეგ ჩემგან:
ყოველდღიურ პრაქტიკაში რა შეიძლება აკეთოს ადამიანმა, ნებისმერ სიტუაციაში რომ უფრო განთავისუფლდეს ილუზიისგან და იყოს მუდამ ცნობიერეად
ვიცი რომ არსებობს რაღაც, ისე არ მოვძებნიდი.


--------------------
Hallo, 911? I'm being held hostage by human consciousness.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Jun 12 2015, 09:19 AM
Post #86


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თიკო.
რა არის გასხივოსნება?
ეს ბევრს სხვანაირად ესმის, პირველ რიგში ეს არის გონების სიმშვიდე. როდესაც არ შეუძლია არაბაირი აზრის გამოთქმა, ამას ქვია აბსოლუტურად ცარიელი გონება, და ამასთანავე აბსოლუტური ჰარმონია
როგორ მივაღწიოთ გასხივოსნებას?
_ეს ასე იოლად არ მიიღწევა, ჩვეულებრივ ცხოვრებაში როდესაც ადამიანს რაღაცას მიარწიოს, აქ ეს არ არის საერთოდ მისაღები, პირიქით მას ვისაც უნდა მიღწევა რაღაცის, სწორედ ის უნდა შესწირო, ის ვისაც უნდა რაღაცის მიღწევა ეს არის გონება, ის რაც ადამიანს თავისი თავი ჰგონია, მაგრამ რაც სინამდვილეში არის ის ყოველთვის არის, ეს არის აბსოლიტური სიყვარული
_რა დაემართება ადამიანს თუ ვერ მიაღწია გასხივოსნებას?
_ყველა ფიქრები და ოცნებებირომელიც აქვს, მოკლედ დედამიწა არის დიდი მაგნიტი, ჩვენი ფიქრები და ოცნებები რკინის პატარა ნამცეცები, ესიგი როდესაც ადამიანი კვდება და რჩება ეს რკინის ნამცეცები, მაშინ მისი დარჩენილი ტვირთი ისევ იქ მიიზიდავს, რისკენაც ის ოდესღაც მიილტვოდა, სანამ ამ ყველაფერს ის არ გადაიტანს ემოციურად, რაც დიდხანს გრძელდება კაცობრიობისათვის. მაგრამ იოგები ამას თავის ტავში აკეთებენ და გაცილებით სწრაფად აღწევენ ამას, შეიძლება ითქვას ჰოპ და ვსიო.
_აქვს თუ არა მნიშვნელობა ადამიანი კეთილია თუ ბოროტი?
_ავიღთ სუბიექტი და ობიექტი ყველაფერი რისგანაც ადამიანი შედგება, დარჩება სუფთა მაგნეტიზმი, მაშინ გამოდის ასე რომ მკვლელები ან ქურდები ასე უბრალოდ არ არსებობენ, არსებობს ასევე მაგნიტი რომელსაც ეწოდება მსხვერპლი, ანუ ეს ადამიანები განიცდიან შიშს რომ იქნებიან მოკლულები ან გაქურდულები, და ეს ნიშნავს რომ ისინი იზიდავენ გაუცნობიერებლად მკვლელს ან ქურდს. ამიტომ სანამ ამას ადამიანი არ გააცნობიერებს ეს ურთიერთქმედებაში იქნება.
ამიტომ მაგალითად თუ ადამიანი ყოველდღე გაიმეორებს მე ვარ სიყვარული, ეს გაჩერდება. ეს მაგნეტიზმი გაჩერდება მსხვერპლის და თავდამსხმელის.
_რა არის ცოდვა.
ის შეგრძნება რაც გაჯაჭვებს სხეულთან, ემოციური შეგრძნებები, ადამიანი ეჯაჭვება არაპოზიტიურ განცდებს, როგორიცაა სიხარული, სიყვარული, არამედ პირიქით შიში, სიძულვილი, და ა.შ.. ეს არის ცოდვა
_რეინკარნაცია არსებობს?
_კი ისეთი რაღაცა რაც არის მიზეზი და შდეგი რაც არის კარმა, ის ისევ დაიბადება ოღონდ არ ახსოვს წინა ცხოვრება, რაც შეეხება გასხივოსნებულს ანუ ავატარს მას ახსოვს მანამდე რაც იყო, აი რა განსხვავებაა
_აქვს თუ არა სული ცხოველებს?
_რა თქმა უნდა, აი მაგალითად კატა, თუ მას უყვარს მივა ადამიანთან და თუ მოვეფერებით დაიწყებს (მურუიკატსია არ ვიცი ეს სიტყვა), რაც მათ ადამიანისაგან განასხვავებს, ეს არის ის რომ მათ არ აქვთ სხეულში ისეთი მექანიზმი რომ შეძლონ გაცნობიერება.
ადამიანში პირველად ხდება გაორება ანუ დაკვირვება, რაღაც ცხოველიო ხდება გასხივოსნება ვერ გავიგე აქ რა თქვა, (15:38 წთ ზეა ვიდეოში მე ვერ ვთარგმნი)
_არსებობს მატერიალური, მენტალური და ასტრალური სხეულები? და თუ გაივლის სიკვდილის შემდეგ ამ სფეროებს ადამიანი
_კი, ეს ისევ მიზეზ შედეგზეა დამოკიდებული, მაგალითად როგორიცაა ნარკომანები, ალკოჰოლიკები, ისინი ხვდებიან ძალიან ბნელ სფეროში, ხოლო ადამიანებმა ასე თუ ისე რომლებმაც მიხვდნენ კარგის და ცუდის გარჩევა და მოსინჯეს პოზიტივი, მაშინ ისინი ხვდებიან ასტრალურ შუქში. ის ადამიანები ვინც ცხოვრებაში შემოქმედებით იყვნენ დაკავებულნი სიტყვაზე მუსას ქმნიდნენ ან წერდნენ წიგნებს და ა.შ... ესენი მენტალური ადამიანები არიან.

იჩი
_რა არის სიყვარული?
_ეს არ არის სინამდვილეში ემოცია, მაგალითად როდესაც არის ურთიერთობა ქალსა და მამაკაცს შორის ან ქალი თავისი შვილისადმი ეს ჯერ კიდევ ემოციური სიყვარულია. მაგრამ ქალს თავისი შვილისადმი იმაზე მეტი სიყვარული აქვს ვიდრე ემოციური, მაგრამ ის რაც არის სიყვარული ეს არის ადამიანის ჭეშმარიტი ბუნება, უნდა მოაშორო ადამიანს ყველა ფორმა და ობიექტი რაც თავი ჰგონია ყველა სახე და წარმოდგენები როგორაც მას თავისი თავი წარმოუდგენია სახელწოდებას კი რასაც თავის თავს უწოდებს და ასევე ყველანაირი ფერი მოიშოროს მერე არის სიყვარული.
რა არის სიყვარული ის ვინც ამ კითხვას სვამს ის არის მხოლოდ გონების ნაწარმოები.
_ვინ არის ადამიანი?
_თუნდაც ადამიანმა გულწრფელად რომ კითხოს თავის თავს ვინ არის და გადადებს ყველანაირ ურთიერთწინააღმდეგობებს, რა არის ურთიერთწინააღმდეგობები? ეს არის ტვინის მექანიზმი, ანუ ტვინს ასე შეუძლია მუშაობა: გუშინ-დღეს, შავი-თეთრი, კეთილი-ბოროტი, ეს ყველაფერი ურთიერთწინააღმდეგობებია, და ნიშნავს იმას რომ ადამიანი ეს არანაირად არ არის, ეს ასევე ნიშნავს რომ ის სხეული არასოდეს არ არის.

ანო
_რატომ შექმნა ღმერთმა მატერიალური სამყარო?
_როდესაც სიყვარული იყო სიცარიელე, აბსოლიტურად არაფერი, მან ისიც არ იცოდა რომ სიყვარულია, მან არ იცოდა თავისი თავი, ის არის უსხეულო, უფერო, უფორმო, მას უნდოდა თავისი თავის შეგრძნება რაღაც განცალკევებულისაგან, რომ გაეყო თავისი თავი და შემდეგ შეეცნო თავი კვლავ. დიახ ეს არის ის რასაც გასხივოსნებული ოსტატი უწოდებს თამაშს. შევიდა იმ სამყაროში რომ შეეგრძნო ეს გემო და არომატი, როდესაც (აქ რაღაც ბოლომდე ვერ ვთარგმნე 24: 55 წთ, მგონი 5 გრძნობა ჩამოთვალა) ადამიანი თავის 5 გრძნობას მოიშორებს ის შევა ყველგანმყოფის სამყაროში.
_რატომ ვარსებობთ?
_მატერიალური ცხოვრება არის სურვილის იმპულსი, ამიტომ ყველა ოსტატი და ბუდაც ამბობდა მოკალი სურვილი, მაგალითად როდესაც ადამიანი აკვირდება თავის აზრებს რასაც ხედავს გარე და შიგა სურათებს და არ აძლევს ამას არანაირ გრძნობებს, ეს ნიშნავს განზე გამდგარს, განცალკავებულს, თუ ადამიანს მოვიყვანთ გრძნობაზე ის იწყებს სიცოცხლეს, თუ აზრს მოვიყვანთ გრძნობაზე,
_რატომ არაფერი ვიცით და ვიწყებთ ნოლიდან.
_ადამიანი როდესაც ამ სფეროში შემოდის ყველაფერი იცის, მაგრამ რადგან მანამდე ბევრი ილუზორული წარმოდგენა ჰქონდა თავის თავზე, მას ეფარება ფარდა და ხდება ის რასაც ეწოდება მაია, ილუზია. ეს ფარდა უშლის ხელს დაინახოს თუ ვინ იყო მანამდე.
ადერ ერთ ინდოელ პრინცს, მივიდა მასთან ერთი ბერი და დაუტოვა წარწერა ტილოზე, პრინცმა იფიქრა რომ მას რაღაც დაავიწყდა მაგრამ ის უკვე წასული იყო, შემდეგ წაიკითხა და ეწერა ვინ ვიყავი სანამ დავიბადებოდი? და ამ წინადადებამ ისე ააღელვა, არ შეეძლო არც ჭამა არც ძილი, სულ იმეორებდა გონებაში ვინ ვიყავი დაბადებამდე? ამ კითხვამ ისე ააფორიაქა ის წავიდა იმ ბერთან მონასტერში, მან უარი თქვა მეფობაზე და გახდა ბერი, რეკომენდაციას ვუწევ ამ ფილმს მას ჰქვია „მასტერ ძენ“ სწორედ მას შეემთხვა ასე, ბოდჰი დჰარმა იყო ის პრიცი. ის იყო ბრძოლის ხელოვნების ფუძემდებელი, ის იყო შაოლინის სკოლაში და სწორედ მან ჩამოაყალიბა კუნგფუ როგორიც ახლა არის.
_რატომ იტანჯება ადამიანი?
_იმიტომ რომ თავი ჰგონია ის რაც სინამდვილეში არ არის, როდესაც ადამიანი თავის თავს შეიცნობს ის ამავდროულად ღმერთსაც შეიცნობს, შეიცნობს თავის თავს ე.ი. ღმერთს შეიცნობს.
_რატომ ვართ ეგოისტები?
_კარგი კითხვაა, საქმე იმაშია რომ, ემოციურ ბუნებას არ აქვს სხვა თვისება, ანუ ემოციურ ბუნებაში ანუ ამ 5 გრძნობას უფრო მეტ ყურადღებას ვუთმობთ ვიდრე საკუთარ თავს, აქედან იბადება ეგოიზმი, ის რაც არის გრძნობა ეს არის გამოყოფილი, მაგრამ თუ დავაკვირდებით ჩვენს გრძნობებს მივხვდებით რომ ეს გრძნობები ჩვენ არ ვართ, და ყველაზე მარტივი საიდუმლო, ის რისი დაკვირვებაც ჩვენ არ შეგვიძლია, ანუ განუჭვრეტელი, სწორედ ის ვართ. ყველაზე მარტივი ესაა რასაც ვერ ვხედავთ ის ვართ, როცა ვაკვირდებით ჩვენს ფიქრებს ეს მაინც დაკვირვებადია, და ეს არ ვართ, ის ვინც ამ ყველაფერს აკვირდება ის ვართ.

დანარჩენს მერე გადავთარგმნი.
მადლობა დავით რომ გაგვიზიარე.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Jun 12 2015, 01:11 PM
Post #87


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(*ANO* @ 12th June 2015 - 10:19 AM) *
_რა არის სიყვარული?

არ ვიცი
როგორც ერთმა ადამიანმა თქვა, სიყვარულს ახსნა არ სჭირდება. ანუ მდგომარეობაა. ეს მოცემულობაა ჩემთვის სიყვარული ზედაპირულად რომ გითხრა.

QUOTE(*ANO* @ 12th June 2015 - 10:19 AM) *
ეს არ არის სინამდვილეში ემოცია, მაგალითად როდესაც არის ურთიერთობა ქალსა და მამაკაცს შორის ან ქალი თავისი შვილისადმი ეს ჯერ კიდევ ემოციური სიყვარულია. მაგრამ ქალს თავისი შვილისადმი იმაზე მეტი სიყვარული აქვს ვიდრე ემოციური, მაგრამ ის რაც არის სიყვარული ეს არის ადამიანის ჭეშმარიტი ბუნება

არ ვიცი, შეიძლება გაჩნდეს ნამდვილი სიყვარული კაცსა და ქალს შორის ჩემი აზრით, რატომ არა? აქ უფრო სხვა კითხვა მაქვს, ვინ აძლევს ამ თვისებას ორივეს რომ საკუთარი თავი გაწიროს სიყვარულის გამო? ანუ აშკარად დაძლეულია ხორცი და ვნებები და სხვა "დონეზე" მიდის ურთიერთობა, სადაც არ არსებობს გარყვნილება და კითხვები.
იცი რა მაფიქრებს?იესოს ერთი არ უთქვამს ადამიანისთვის მიყვარხარო, არამედ მამა უყვარდა, ხოდა იქნებ ის მამა გვაძლევს ამ თვისებას? თვისებას რომელსაც წინ ვერაფერი უდგება?
amore vincit omnia ასეთი გამოთქმაა ლათინური, უბრალოდ ნამდვილი უნდა იყოს. ყველაზე დიდი რისი მიცემაც შეგვიძლია ერთმანეთისთვის არის სიყვარული, ამაზე მეტი არ არსებობს. აქ ყველა კითხვა ქრება, ყველა კომპლექსი და დანაშაული ზღვას მიაქვს. აქ აღარ არსებობს ცოდვა, იმიტომ რომ შენ ცუდს ის არამარტო გაპარიებს არამედ სიყვარულით გიპასუხებს, შეგვინდე შეცოდებანი როგორც ჩვენ შევუნდეთ მოყვასს, არ განიკითხო და არ განიკითხები და ა.შ. უბრალოდ სიყვარული ჩემი აზრით მეხს არტყავს ყველა წესს და რიგს და ამყარებს უპირობო სინათლეს სადაც აღარ არის განკითხვა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Jun 12 2015, 02:49 PM
Post #88


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ichi
რუსული იცი? გესმის ვიდეოების შინაარსი?


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Jun 12 2015, 03:05 PM
Post #89


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რუსული კარგად ვიცი, უბრალოდ არ მინახავს არცერთი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Jun 12 2015, 03:11 PM
Post #90


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ichi
კარგი smile.gif


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jun 12 2015, 04:56 PM
Post #91


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ano
David Monny
მომწონს. გაცილებით მარტივად აღვიქვი ეს პასუხები. სიყვარულის განმარტებაც მომეწონა, თითქმის ისაა, რასაც ვფიქრობ.


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jun 12 2015, 05:09 PM
Post #92


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ყოველშემთხვევაში, იმას მაინც არ იძახის, გინდა მოკალი, გინდა იქურდე, მაინც დროებითია მატერიალური სამყაროო

პ.ს. ხომ გითხარით, რაც ჩემი აზრების მსგავსი იქნება, ის მომეწონება-მეთქი biggrin.gif biggrin.gif

დიდი მადლობა ორივეს


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Jun 12 2015, 05:15 PM
Post #93


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



იჩი ეს თარგმანი არის ალექსის ინტერვიუსი,
მე თუ მეკითხები მაშინ გასხივოსნებული უნდა ვიყო, ამიტომ ჩემი პასუხი შეიძლება შენ აზრებს დაემთხვეს, მაგრამ მეც არ ვიცი და რა გითხრა, ის სიყვარული რაც ჩვენ გვგონია არის ბედნიერების შეგრძნება, სასიამოვნო ამბის შედეგად გამოყოფილი ენდორფინები სისხლში, რა თქმა უნდა არის სასიამოვნო შეგრძნება, მაგრამ ეს არის გრძნობა.
ის ადამიანი კი განმარტავს გრძნობა_არ არის სიყვარული.

საერთოდ ბუდიზმში სიტყვა სიყვარულს არ იყენებენ, მის მაგივრად ამბობენ სიტყვა თანაგრძნობას,
ახლა შეგიძლია სიტყვა თანაგრძნობაზე იფიქრო გააანალიზო...
ვინმე ადამიანის მიმართ გამოავლინე და შენ შეხვალ მის მდგომარეობაში, მერე წრე გაზარდე და შენ ბვერი ადამიანისადმი იქნები თანამგრძნობი,
პირველი გაგამის ინტერვიუ იყო მან სიტყვა სიყვარული განმარტა როგორც გაზიარება და თანაგრძნობა
შენ შედიხარ ადამიანის მდგომარეობაში თანაგრძნობით, იზიარებ მის სიხარულსა და მწუხარებას
"თანაგრძნობა" ჩემთვის ეს სიტყვა უფრო გასაგებია, რადგან მე არ ვარ გასხივოსნებული და არ ვიცი სიყვარული.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Jun 12 2015, 05:18 PM
Post #94


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თიკო მივხვდი ეს რომ უფრო "მოვიდოდა" შენთან rolleyes.gif

Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jun 12 2015, 05:19 PM
Post #95


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ეგოისტურია ის სიყვარული, რასაც ჩვენ ვგრძნობთ. კარგად ხსნის ეს. დედა და შვილი ყველას უყვარს თითქმის... ეგ ინსტიქტის დონეზე გვაქვს. შენია და იმიტომ გიყვარს. შენია, ჩემია, მისიასგან რო გავთავისუფლდებით და მაშინაც იგრძნობ სიყვარულს, ეგაა სიყვარული რაზეც ქრისტე საუბრობს


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jun 12 2015, 05:44 PM
Post #96


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



_აქვს თუ არა მნიშვნელობა ადამიანი კეთილია თუ ბოროტი?
_ავიღთ სუბიექტი და ობიექტი ყველაფერი რისგანაც ადამიანი შედგება, დარჩება სუფთა მაგნეტიზმი, მაშინ გამოდის ასე რომ მკვლელები ან ქურდები ასე უბრალოდ არ არსებობენ, არსებობს ასევე მაგნიტი რომელსაც ეწოდება მსხვერპლი, ანუ ეს ადამიანები განიცდიან შიშს რომ იქნებიან მოკლულები ან გაქურდულები, და ეს ნიშნავს რომ ისინი იზიდავენ გაუცნობიერებლად მკვლელს ან ქურდს. ამიტომ სანამ ამას ადამიანი არ გააცნობიერებს ეს ურთიერთქმედებაში იქნება.
ამიტომ მაგალითად თუ ადამიანი ყოველდღე გაიმეორებს მე ვარ სიყვარული, ეს გაჩერდება. ეს მაგნეტიზმი გაჩერდება მსხვერპლის და თავდამსხმელის.


დანტე ალეგიერი "ღვთაებრივ კომედიაში" განსაზღვრავს რელიგიის მიხედვით ვინ ხვდება ჯოჯოხეთში, ვინ განსაწმედელსა და სამოთხეში.
სამოთხეში პირველ წრეში (სამოთხის ყველაზე დაბალი ადგილი) არიან ქალწულები, მონაზვნები, რომლებიც მონასტრებიდან მოიტაცეს და გაათხოვეს, ან გააუპატიურეს... ძალდატანებით, მათ აიძულეს გაეტეხათ ქრისტესთვის მიცემული უმანკოების ფიცი. ეს მათი ბრალი არ იყო, მაგრამ ისინი მაინც დაბალ შრეში არიან. როცა დანტე ეკიტხება ბიეატრიჩეს, რატომ არიან ისინი აქ, დაბალ შრეში, რა დააშავეს? - იგი პასუხობს, ყველა მსხვერპლი პოტენციურად იწვევს მოძალადეს.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცოდნაა. აქ წყდება წუწუნი - რა დავაშვე, ღმერთო! რატომ ვისჯები, ღმერთო! და ამისთანები.


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Jun 12 2015, 06:31 PM
Post #97


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(tikoroma @ 12th June 2015 - 05:44 PM) *
მკვლელები ან ქურდები ასე უბრალოდ არ არსებობენ, არსებობს ასევე მაგნიტი რომელსაც ეწოდება მსხვერპლი, ანუ ეს ადამიანები განიცდიან შიშს რომ იქნებიან მოკლულები ან გაქურდულები, და ეს ნიშნავს რომ ისინი იზიდავენ გაუცნობიერებლად მკვლელს ან ქურდ

QUOTE(tikoroma @ 12th June 2015 - 05:44 PM) *
ყველა მსხვერპლი პოტენციურად იწვევს მოძალადეს.

რუსული თU გესმის ამ ადამიანს მოუსმინე
https://www.youtube.com/watch?v=QJ-4crxnVJM

ძალიან საინტერესო რაღაც დაწერე. შეგიძLია განავრცო? ოღონდ წყარო მიუთითეთ როგორც გჩვევიათ ><
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jun 12 2015, 06:42 PM
Post #98


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ichi
რაც შენ დააციტირე, მაგისი წყარო არის ვიდეო, რომელიც დავითმა დადო და ანომ თარგმნა. მოუსმინე თუკი გაინტერესებს.
რაც შეეხება დანტე ალეგიერს, ლევან ბერძენიშვილი საუბრობს ამაზე ლექციაში დანტე ელეგიერი, მე-3 ნაწილი "სამოთხე" იუთუბზე იპოვნი


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Jun 12 2015, 07:25 PM
Post #99


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(tikoroma @ 12th June 2015 - 06:42 PM) *
რაც შენ დააციტირე, მაგისი წყარო არის ვიდეო, რომელიც დავითმა დადო

აჰა, ჩემ კითხვებზე პასუხი ვნახე, მადლობა დათოს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jun 12 2015, 07:33 PM
Post #100


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(*ANO* @ 12th June 2015 - 09:19 AM) *
_რა არის ცოდვა.
ის შეგრძნება რაც გაჯაჭვებს სხეულთან,

აბსოლუტურად ვეთანხმები smile.gif ცოდვას აღიქვამენ როგორც დანაშაულს. ეს არ არის დანაშაული.
როცა ქრისტიანული თვალით ვცდილობდი "ცოდვის" განმარტებას, ასე ჩამოვაყალიბე - ცოდვა ისაა, რაც გვიშლის ღმერთამდე მიღწევაში, სულს ანაგვიანებს, დაბალ მატერიებში ტოვებს... ეს არაა დანაშაული, როგორც მღვდლები ამბობენ, არ შველის ამას დასჯა, 40 "მამაო ჩვენო" და 30 მეტანია. ამას სჭირდება მიხვედრა და გააზრება: გინდა ღმერთთან მისვლა? (რაც ქრისტიანის უპირველესი სურვილი უნდა იყოს წესით.) მაშინ ცოდვა ხელს შეგიშლის ამაში. და არა შე ცოდვილო, ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვები biggrin.gif biggrin.gif

აქ ნეტარებასა და სიამოვნებაზე ვსაუბრობდით წინა გვერდებზე. სიამოვნებაც აჯაჭვავს სხეულთან სულს. ამიტომაც გადის ზოგი რამ "ცოდვის" კატეგორიაში. მაგ. ხელოვნება, ცეკვა, თეატრი და ა.შ. ყველაფერი, რაც სულს დედამიწურ ცხოვრებასთან აგუებს და ტოვებს აქ.

ნეტარება ღმერთთან ერთობის დროს, რაზეც საუბრობენ გასხივოსნებული ადამიანები, ძლიერ უნდა განსხვავდებოდეს, იმ ნეტარების (სიამოვნების) შეგრძნებასტან, რაც ჩვენ ოდესმე გამოგვიცდია. ისევე, როგორც სიყვარული. აქ ჩვენ ვერ განვიცდით სიყვარულს და სიამოვნებას შესაბამისი ობიექტის გარეშე - ვინ გვიყვარს? ოჯახის წევრები, მეგობრები, რაიმე მუსიკა, წიგნი, ხილი... ყველთვის ჩვენი გრძნობა რაღაც კონკრეტულ ობიექტთანაა კავშირში და მისგანაა გამოწვეული. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ეს ყველაფერი გაქრა. გაქრა, აღარ არსებობს. ვინმე ან რაიმე გეყვარებათ? ვინმე ან რაიმე განგაცდევინებთ სიამოვნებას?





--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post

10 Pages V  « < 3 4 5 6 7 > » 
Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 05:18 PM