IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

7 Pages V  « < 4 5 6 7 >  
Reply to this topicStart new topic
> თვალები, სახე, .. და ზოგადად ადამიანის გარ
Existence
post Sep 10 2011, 12:41 PM
Post #101


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა




დეკოლტე ...დეკოლტე.......


--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....


Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Sep 10 2011, 02:00 PM
Post #102


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,959
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Existence
გინდა ეგეთი გქონდეს? ohmy.gif
biggrin.gif biggrin.gif


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post Sep 10 2011, 03:51 PM
Post #103


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(old_man @ 10th September 2011 - 02:00 PM) *
გინდა ეგეთი გქონდეს?


ნუ.... მინდა რააა ? ...... ეგდოს რაააა.....


--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....


Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
natuka
post Sep 10 2011, 04:01 PM
Post #104


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,268
Joined: 12-March 11
From: დედამიწა :)
Member No.: 6,417

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Existence

viannen_51.gif balloon.gif აჰა შენ ბუშტი............


--------------------
...


Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post Sep 10 2011, 05:23 PM
Post #105


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(natashka55 @ 10th September 2011 - 04:01 PM) *
Existence

აჰა შენ ბუშტი............



ესსს .... როგორ გავიგო ნატუკაააააააა ........ ?........ biggrin.gif

tongue.gif



--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....


Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Sep 10 2011, 05:29 PM
Post #106


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,959
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ანუ მაგით დაიმშვიდე თავიო biggrin.gif


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post Sep 10 2011, 05:31 PM
Post #107


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(old_man @ 10th September 2011 - 05:29 PM) *
ანუ მაგით დაიმშვიდე თავიო


შენ როდიდან ხარ ნატუკა ერთი საინტერესოა ...ესეა რა ვინ როდის გამოამჟღავნებს თავს კაცმა არ იცის.......



--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....


Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
რეალისტი...
post Jan 11 2012, 01:15 AM
Post #108


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 374
Joined: 21-June 11
Member No.: 6,495

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მოგესალმებით ძვირფასო ფორუმელებო !
ამ განყოფილებამ ერთი ჩემი ძველი სტატია მომაგონა გამიხარდება, თუ თქვენ აქედან რამეს ნახავთ
თქვენთვის საინტერესოს.
აურა და ფიზიოგნომიკა

დიაგნოსტიკა სახით მიხედვით

პირველი მცდელობა ადამიანის სახეზე გარეგანი ნიშნებით წაეკითხათ შინაგანი საიდუმლეობანი, იყო ძველ ჩინეთი. ისინი ადამიანის სახის ნაკვთების და სახის კანის საშუალებით ადამიანის დაავადებათა განსაზღვრას, ფსიქიკური მდგომარეობის გამორკვევას და ბიოენერგეტიკული ინფორმაციის მიღებას, უწოდებნენ სიან-მინს. რაც თარგმანში ნიშნავს მიახლოვებით ”წაკითხვას სახის საშუალებით”. ეს ცოდნა წარმოადგენდა საიდუმლეობას და ჩინელი ოსტატები გადასცემდნენ ამ ცოდნას მხოლოდ განსაკუთრებულ შეგირდებს. აღსაღნიშნავია ისიც, რომ ადამიანის სახეზე ეს ოსტატები კითხულობდნენ არა მარტო ინფორმაციას ადამიანების დაავადებების და ფსიქიკურ მდგომარეობაზე, არამედ აგრეთვე ინფორმაციას, მისი აურის მდგომარეობის, ცხოვრების გზის მიმართულებების და ბედის შესახებ.
ადამიანის სახე არეკლავს არა მარტო ჯანმრთელობის პრობლემებს, რომელიც წარმოიშობა ცხოვრების განმავლობაში, არამედ თანდაყოლილ სუსტ ენერგო ინფორმაციულ ჯაჭვს, დაღ დასმულს მისი ამ ცხოვრებაში დაბადებიდან.
ნიშნებს სახეზე შეუძლიათ გამოავლინონ ის ამოცანები, რომელიც უნდა გადაწყვიტოს პიროვნებამ მისი ცხოვრების განმავლობაში. ეს ნიშნები როგორ წესი, დაკავშირებულია დაავადებებთან, რომლებიც თანდაყვება მის სხვა პრობლემებს და დასტურია ცხოვრების სხვადასხვა ეტაპებზე მისი მორალურ-ფსიქიკური გადახრების.
ვინაიდან სახის ნაკვთებს გააჩნიათ პირდაპირი კავშირი ძირითად შინაგან ორგანოებთან, სისხლის მიმოქცევასთან, ბიოენერგეტიკულ მაჩვენებლებთან, ფსიქო- ნერვული კომპონენტებთან და ორგანიზმის სხვა სისტემებთან, სახის ნაკვთების განსაკუთრებულობის და კანის მდგომარეობის შესწავლამ, შესაძლებელია იქონიოს დიდი დახმარება ადამიანის ჯანმრთელობის დიაგნოზირებისას.
ამიტომაც აიუვერდაში დღესაც გამოიყენება ”ხუთი სარკის” მეთოდი. სადაც სარკეზე აისახება ადამიანის ჯანმრთელობის და მისი ფსიქოლოგიური კომპონენტების მდგომარეობა.
თვალები - კანი - ენა - ყურები - პულსი.

ჩინელი და იაპონელი ფიზიონომისტები ადამიანის სახეს ჩვეულებრივად ყოფენ
სამ ზონად. ეს ზონები ცნობილია როგორც ”სან-დინ”- ი.
ზემო ზონა - ანუ შუბლის ზონას მიასადაგებენ სითბოს და სიცხის ენერგიას. შუბლის კარგად განვითარებისას ადამიანისთვის მახასიათებელია მხიარული ხასიათი. ის ასხივებს სიხარულს, რადგანაც ეს ემოცია უკავშირდება სითბოს. - ეს ზონა აირეკლავს ფიზიკური სხეულის და სულიერების მდგომარეობას. შუა ზონა - მანიშნებელია ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობის. შუა ზონის მარცხენა მხარე, მარცხენა ლოყა - აკუთნებენ ქარის ენერგიას. ღვიძლის აღმოსავლეთით. ხოლო მარჯვენა მხარე, მარჯვენა ლოყა სიცივის ენერგიას, შესაბამისად მასზე აისახება თირკმელების, შარდის ბუშტის და სასქესო ორგანოები ენერგია. ქვედა ზონა (ზემო ტუჩიდა ნიკაპის ჩათვლით) რომელიც გამოხატავს ადამიანის ხასიათს.
ეს სამივე ზონა უნდა იყოს თანაბარი და გაწონასწორებული ერთმანეთან. ზემო ზონა იკავს მდგომარეობას შუბლის ზემო ნაწილიდან, თმების ამოსვლის ხაზიდან წარბებამდე. ის მანიშნებელია ადამიანის მენტალიტეტის და მოიცავს ცხოვრებას 15 დან 30 წლამდე. და 64 დან 93 წლამდე. შუა ზონა იკავეს მდგომარეობას წარბებიდან ცხვირის წვეტამდე. მასზე გამოსახულია ყველა ცხოვრებისეული პერიპეტიები 35-დან 50 წლამდე. ასევა სიცოცხლის სხვა პერიოდებიც. 1 დან - 7-მდე; 8-დან - 14 -მდე. 80დან 83 - მდე. და 94 დან 97-მდე. თუ, შუა ზონა დისჰარმონიულია, ანუ უფრო მოკლეა, ვიდრე დანარჩენი ორი , ეს მანიშნებელია შეფარდებით უფრო მოკლე ხანოვად სიცოცხლის. ჰარმონიული, მეჭეჭების, პაპილომების, შრამების, ლაქების, დამწვრობის გარეშე სუა ზონა, კი მანიშნებელია ხანგრძლივი ცხოვრების.
წვედა ზონა მოიცავს ცხვირის წვეტიდან ნიკაპის უკანასკნელ წერტილს. ის მართავს წლებს 51 - დან 77-მდე. 78-დან 81 -მდე. და 96-დან - 99 წლამდე.
იდეალურ სახეზე ყველა სამი ზონა კარგად არის დაბალანსებული. ეს ნიშნავს, რომ სახე პროპორციულია და არ გააჩნია დეფექტები.
მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ თუ, ადამიანი ჯანმრთელია და მისი აურა გაწონასწორებულია ის ნათლად აისახება პიროვნების სახის ნაკვთებზე. ადამიანის აურის გაუწონასწორობლობა მჟღავნდება კანის ფერის შეცვლაში. ღრმა ნაოჭების წარმოქმნაში, და სახის ზოგიერთი ნაკვთის გამოხატულობაში. მაგალითად: თვალები და ტუჩები მეტისმეტად ხდება გამოხატული ანდა ისინი გადაჭარბებულად განიცდიან ზრდას.
ვინაიდან სახის მიხედვით ჯანმრთელობის დიაგნოზირება წარმოადგენს ცალკე ვრცელ მეცნიერულ მიმართულებას. ქვემოთ მოგვყავს მხოლოდ ზოგიერთი მისი გამოყენების ძირითადი თვალსაჩინო მაგალითები. გამოცდილ სპეციალისტს სახის კანი, მისი ფერი, ტენიანობა, სისხლძარღვთა სურათი, ნაოჭების სიღრმე და განთავსება უჩვენებს ბევრს. აურის დარღვევას მოყვება შემდგომ ორგანოთა ფუნქციონირების დასუსტება და კანის გარკვეულ ნაწილებში შესაძლებელია წარმოიქმნას შესაბამის გამონაყარი. სახის კანი არის ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდი რომელიც რეაგირებს ადამიანის აურის და ორგანიზმის მდგომარეობაზე. მაგალითად: ჩაკრების დისბალანსის შემთხვევებში ადამიანის ორგანიზში ადგილია აქვს ნაწლავების და თირკმელების პრობლემებს, კანი როგორც მთავარი გამოყოფის ორგანო იღებს თავისთავზე დამატებით მისიას - გამოიყვანოს ნივთიერებათა ცვლის პროდუქტები. ამ შემთხვევაში კანზე შეიძლება წარმოიქმნას ფერისმჭამელები, კანქვეშა ცხიმგროვა, სიმკრთალე, შეშუპება და ა.შ. სახის თითოეულ კონკრეტულ ნაწილში ჩადებულია სხვადასხვა შინაგან ორგანოების ფუნქციონირების პასუხისმგებლობა. ხოლო თითოეული დაავადება ტოვებს ადამიანის სახეზე მისთვის დამახასიათებელ ნაკვალებს.


ინაგან ორგანოების დაავადებების მოკლე პროექცია
სახეზე გამოისახება შემდეგ ნაირად




1.შუბლი როგორც მთლიანობა – წვრილი ნაწლავი.
2.შუბლის პერიფერიული მონაკვეთი - სწორი ნაწლავი.
3.შუბლის ზემო ნაწილი - შარდის ბუშტი.
4.საფეთქლები ორივე მხრიდან – ელენთა.
5.თვალები – თირკმელები და საკვერცხეები ქალებში , სათესლე ჯირკვლები მამაკაცებში
6.მარცხენა თვალი – ელენთა და კუჭქვეშა ჯირკვალი
7.მარჯვენა თვალი – ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი.
8.მონაკვეთი წარბებს შორის – ღვიძლი.
9. ცხვირი ზედა ნაწილი – კუჭქვეშა ჯირკვალი .
10.ცხვირის შუა ნაწილი – კუჭი.
11. ნესტოები – ბრონქები.
12. ცხვირის წვერი – გული.
13. ლოყები – ფილტვები.
14.პირი – საჭმლის მონელების სისტემა.
15.ზემო ტუჩი – კუჭი.
16.ქვედა ტუჩის შიდა ნაწილი – წვრილი ნაწლავი.
17.ქვედა ტუჩის პერიფერიული ნაწილი – სწორი ნაწლავი.
18.ტუჩების კუთხეები – თორმეტგოჯა ნაწლავი.
19.ნიკაპი – სასქესო ორგანოები.
დაავადებათა უფრო დეტალური განხილვა
სახის მიხედვით


შუბლის არე - წარმოადგენს ნაწლავების პროექციის ზონას. მისი ქვედა ნაწილი მიეკუთნება წვრილ ნაწლავს, ხოლო ზემო ნაწილი სწორ ნაწლავს. შუბლის ნაწილი საიდანაც იწყება თმები მიეკუთნება შარდის ბუშტის ფუნქციის დარღვევის პროექციას.
საფეთქლების ზონა - ნაღვლის ბუშტის პროექცია განთავსებულია საფეთქლების ზონაში. მისი ფუნქციის დარღვევისას წარმოიქმნება შეწითლება და მუწუკების წარმოშობა, რომელიც ხშირად მიმდინარეობს საფეთქლების ზონაში თავის ტკივილის ლოკალიზაციით. ხოლო დამატებით ზოგიერთ შემთხვევებში, შეიძლება ავღნიშნოთ სახის კანის გაყვითლების წარმოქმნაც.
საფეთქლების არეში გამოყოფილი საფეთქლის არტერია, რომელსაც გააჩნია მკვეთრი კონტურები პერიოდულად სახის გაწითლებასთან ერთად მეტყველებს არტერიალური წნევის მკვეთრ მომატებას და საბოლოო შედეგად შესაძლებელ ჰიპერტონიულ კრიზისის .
ჰორიზონტალური ნაოჭები შუბლზე და თვალების ქვემოთ დაკავშირებულია ორგანიზმში ზედმეტ სითხის რაოდენობასთან და მაჩვენებელია თირკმელებში პრობლემებთან.
წარბებს შუა მონაკვეთი - ცხვირის ძგიდესთან ვერტიკალური ხაზი მარჯვენა მხრიდან უჩვენებს, რომ თქვენი ემოციების თრგუნვა აისახება ღვიძლის ნორმალურ მუშაობაზე. ხოლო ვერტიკალური ხაზი მარცხენა მხარეს, მიგვითითებს, რომ, თქვენი ელენთა ითხოვს დატვირთვების შემცირებას. თვალებს შუა ცხვირის ძგიდეზე ჰორიზონტალური ნაოჭები მეტყველებენ შეფერხებებს ნაწლავებში, ხოლო ქალებში მენსტრუალური ციკლის პრობლემებს. წარბების ტკივილი მასზე დაწოლის შემთხვევაში მაჩვენებელია გულის ფუნქციის დარღვევების.
წარბები - (ფსიქოლოგიური ასპექტი)
ხშირი, მუქი ფერის ერთმანეთში ძგიდეზე შეზრდილი წარბები გამოხატავს მძიმე თავისებურ ხასიეთის მქონე ადამიანს. ასეთი წარბების მატარებელი ეს არის ლიდერი რომელიც დგას თავის პრინციპზე ყველას აზრისგან დამოუკიდებლად. ხშირად ის გაუთვიცნობიერებების გარეშე ეწვეა გარშემო მყოფთზე ზემოქმედებას.
სადა,ნაკლებად გამომხატველი წარბები - ნიშანია ერთგულების, ასეთი ადამიანი იქნება თქვენი კარგი მეგობარი. დიდი თმები წარბებზე მაჩვენებელია სიბრძნის. ადამიანი ასეთი წარბებით იცხოვრებს დიდ ხანს. წარბები რომლების კარგად არის შემოხაზული მთლიან კონტურზე გამომხატველია, რომ ადამიანი არის ჭკვიანი, ის პსუხისმგებებლია თავის საქციელზე. ასეღ ადამიანებისათვის აგრეთვე დამახასიათებელია სიამაყე და ქედმაღლობა. თუ მარჯვენა წარბი საფეთქელთან იხრება დაბლა - თქვენს წინაშეა კეთილშობილი და ამღიარებელი ადამიანი. თუ ასეთივე არის მარცხენაც ეს ადამიანი არის პატივსაცემი პიროვნება. ნაოჭი მარჯვენა წარბზე - იმედის მოცემობის ნიშანია, ხოლო მარცხენაზე ენთუზიაზმის.
თვალები - ადამიანის თვალები ხშირად აირეკლავენ როგორც მის ფსიქიკურ მდგომარეობას აგრეთვე ფიზიკური ხასიათის გადახვევებს. რომელსაც ყურადღება უნდა მიექცეს დიაგნოზის დასმის დროს. თვალის ფერი წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად მაჩვენებელს პიროვნების კონსტიტუციის ტიპის განსაზღვრის დროს. ირიდოლოგიურ თეორიაზე დაყრდნობით თვალის ბუნებრივი ფერებია მხოლოდ ყავისფერი, ცისფერი და მათი შენაზავი. მწვანე ფერი ითვლება არა ბუნებრივ ფერად. მისი გენეტიკური ფუძეა ცისფერი. მასში შერეული სიყვითლე, რომელიც მაჩვენებელია, რომ რომელიღაც ფუნქციის დარღვევაზე.
სტრუქტურა ანუ უფრო ზუსტად, ფერადის გარსის ბოჭკოვანი ფაქტურა ასევე აირეკლავს შინაგან ორგანოების განსაკუთრებულებებს. ირიდოლოგიაში ბოჭკოვან ტექსტურას ადარებენ ქსოვილის ტექსტურასთან. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ ეს ”ძაფები” რამდენად რბილად და თავისუფლად გადაწნულია ერმანეთში.
თვალის ფერად გარსის მონაკვეთ-სეგმენტებზე სხვადასხვა ნიშნები - წერტილები,




ლაქები, წრეები, ნახევაწრეები, მოგვითხრობენ ადამიანის ფიზიკურ და ემოციურ დატვირთვებზე. ლაქების ფერები თეთრიდან - ყვითლამდე და ყავისფერიდან -შავამდე მიუთითებენ პრობლემების სიმძაფრეს. იმისთვის, რომ სწორედ და მთლიანად შეაფასოდ ფერადი გარსის ცვლილებათა სურათი, აუცილებელია სპეციალური ცოდნა , გამოცდილება და საკმაოდ დიდი დრო.
როდესაც გამოდიხართ თბილი შენობიდან ცივ არეში (მაგ.ქუჩაში), თვალის ცრემლდენა მიუთითებს ორგანიზმში კალიუმის ნაკლებობას. ხოლო ხშირად უმიზეზოდ ცრემლის წამოსვლა თვალიდან ან მომეტებული ცრემლდენა მაჩვენებელია ღრმა ნევროზის ან ელენთის პათოლოგიის. ზოგჯერ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა გამოიხატება თვალის სკლერების გაწითლებაში და მხედველობის სიმახვილის დაქვეითებაში. თვალის სკლერების სიყვითლე ასევე მაჩვენებელია დაავადებული ღვიძლის. თვალი სიპრიალე გუგიდან თითქოს გადმოგდებამდე, კონსტანტირებაა ფარისებული ჯირკვლის დაავადების. წითელი შეფერადებლობა სკლერების - ეს სიგნალია ნერვული გამოფიტვის და ქრონიკული დაღლილობის. პატარა ფერადი გარსი მაჩვენებელია სახსრების სისუსტის. თუ არის თეთრი წრე გარსის გარშემო - ესეიგი იღებთ გადამეტებულ მარილის ან შაქრის დოზას. ხოლო საშუალო ასაკის ადამიანებში ეს შეიძლება იყოს სტრესის პირველადი პირობა. თუ თეთრი წრე ძალიან გამოირჩევა და ის ძალიან თეთრია ( განსაკუთრებით შუა ხნის ადამიანებში) ეს მაჩვენებელია სახსრების დასუსტების. ისინი მალე დაიწყებენ გაბზარვას, გატეხვას და გამოიწვევს შესაბამის ტკივილებს ან არტრიტს. მოყავისფრი-მუქი წერტილები ფერად გარსზე მაჩვენებელია რომ ნაწლავები ვერ ითვისებენ რკინას.
თვალების გარშემო არით შესაძლებელია ვიმსჯელოთ ორგანიზმში თირკმელების პათოლოგიების არსებობაზე. ამ დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ისეთ ნიშნებს , როგორიცაა შეშუპება, გაწითლება, გამუქება, ამ არეალში პაპილომის არსებობა მაჩვენებელია ჩარჩენილი მოვლენების ან კისტოიდური წარმონაქმნების. ანდა მის მიმართ მიდრეკილების. ცხიმ გროვების წარმოქმნა თვალის არეში უთითებს ჩარჩენილი მოვლენების არსებობას თირკმელებში, კენჭების ან ქვიშის სახით.
თვალები (ფსიქოლოგიური ასპექტი)
დიდი თვალები მანიშნებელია ჭკუის ,დახვეწილობის და არტისტიზმის. ეს დამახასიათებელია იმ ადამიანების რომელსაც აურის მიხედვით გააჩნიათ თეთრი აურა. ადამიანები პატარა თვალებით - არიან საუკეთესო ერთგული მეგობრები, მტკიცე მორალური და ცხოვრებისეული პრინციპით. ღრმად ჩამჯდარი თვალები გამომხატველია პიროვნების რომანტიკული ნატურის. (იისფერი და ინდიგოს ფერი აურა) ბუდიდან წინ გამოწეული თვალები გააჩნიათ მოთამაშე ადამიანებს, რომლების გრძნობენ სარგებელს. ასეთი თვალებით მქონე ადამიანი თავისას არასდროს ხელიდან არ გაუშვებს. ( წითელი ტიპის აურა) ფართოდ განთავსებული თვალები - რომანტიკული ნაზი ნატურაა. ითვლება, რომ , დიდ თვალება ადამიანები ფიქრობენ და საუბრობენ სწრაფად. მათ გააჩნიათ ცოცხალი ემოციები., რაც არ შეიძლება ითქვას პატარა თვალების მქონე ადამიანებზე. ფართოდ გადანაწილებული თვალები და ფართო ძგიდე ნიშანია ადამიანების, რომლების მიდრეკილებაა ტექნიკასთან მუშაობა.
წამწამები - გრძელი მოღუნული ლამაზი გაფუებული წამწამები არის ფილტვების დაავადებების მანიშნებელი ანდა მიდრეკილება ფილტვები პათოლოგიების და ასთმისკენ.
ძგიდე — ეს არის კუჭის და კუჭუკანა ჯირკვლის მუშაობის გადახრების დროს
მაჩვენებელი ზონა.
ცხვირი - წითელი ბორცვებიანი ცხვირი ალაგ-ალაგ სისხლძარღვების ვიზუალიზაციით მანიშნებელია გულის პათოლოგიების. რომელსაც თან სდევს არტერიალური მაღალი წნევა. ხოლო დაბალი წნევა გამოიხატება ხოლმე ცხვირის მოლურჯო-მოწითალო შეფერილობით. ცხვირის ნესტოები წარმოადგენენ სუნთქვის სისტემის პროექციულ ზონას. კონკრეტულად ბრონქებს. ბრონქიტი შესაძლებელია აგრეთვე დავაფიქსიროთ ცხვირის გაწითლებით, მსხვილი პორების და მუწუკების წარმოქმნით. გულის დაავადებები ზოგჯერ აირეკლება ხოლმე ცხვირი წვერზე და მიუთითეს რომ, ამ მომენტში ორგანიზმში ფიქსირდება არითმიის მოვლენები.
ცხვირი - (ფსიქოლოგიური ასპექტი)
ცხვირის კონფიგურაციის საშუალებით შესაძლებელია გამჭრიახობის და სისხარტის თვისებების დადგენა. ცნობის მოყვარე ადამიანებს ცხვირი წვეტი ოდნავ აპრეხილი აქვთ. ასეთი ადამიანები ყოველთვის იძლევიან ბევრ შეკითხვებს. ცდილობენ რა გამოძალონ სხვებს, მათი საიდუმლოები. ასეთი უნარები სასარგებლოა ჰქონდეთ ადვოკატებსა და გამომძიებლებს. ეჭვმიტანილ ადამიანებს ცხვირის წვეტი ოდნავ დაგრძელებული აქვთ, თითქოს ზემოდან კიდია ქვემო ტუჩზე. ცხვირის ასეთი ფორმა მაჩვენებელია რომ ,მისი მფლობელი თავისუფლად ამოიცნობს სხვა ადამიანების განზრახულობას და საქციელის მოტივაციას.
ხასიათის დამალულობა შესაძლებელია განისაზღვროს ცხვირი ნესტოთა სიფართოვის მიხედვით. რაც უფრო ფართოა ცხვირი ამ ნაწილში, მის პატრონს მით უფრო მიდრეკილება აქვს დამალოს რაიმე გარშემოთათვის. კეხი - მაჩვენებელია, რომ ადამიანს აქვს უნარი გადავიდეს თავდასხმაზე . ასეთებს, როგორც წესი შეუძლიათ თავისუფლად შევიდნენ კონფლიქტში და გადავიდნენ ჩხუბზედაც, თუ ეს ნიშანი გამოხატულია საკმაოდ, ასეთი ცხვირის მატარებლისაგან არავის არ ექნება სიმშვიდე. მოკლე ცხვირი - ნიშანია გადაუწყვეტელობის და უნიათობის. (ცისფერი ფერის აურა) სწორი ცხვირი - პატიოსნობის ნატურაა, სამართლიანი ყველაფერში. ასეთი ცხვირის ადამიანს გააჩნია თანაბარი გემოვნება. გრძელი ცხვირი გამჭოლი ნატურაა და მოაზროვნე.(მწვანე აურა) . პაჭუა (ნოღა) ცხვირი - პატრონები სიცოცხლის მოყვარულები არიან, ოღონდ მსუბუქები სტარტზე. მაგრამ არამდგრადები საიდუმლოს შენახვის დროს. არწივის ფორმის ცხვირი - მერყველებს სიამაყეს, ქედმაღლობას, პატივმოყვარეობას და ძალაუფლების მოყვარულებას. ცხვირი ”კარტოფილი” - მქონენი არიან კეთილები და რბილი ხასიათის. გაორებული ცხვირის წვეტი - მანიშნებელია პირფერობის,ლაქუცის, მლიქვნელობის. ცხვირი პატარა კეხით - მეტყველებს საკუთარ თავში დაურწმუნებულებას, გადაწყვეტილების მიღების დროს ორჭოფობას.(მუქი მწვანე აურა)
ლოყები - მას მოაქვს ინფორმაცია ადამიანის ფილტვებში დარღვევების შესახებ. ამ დროს მარჯვენა ლოყა შეესაბამება მარჯვენა ფილტვს, ხოლო მარცხენა, შესაბამისად მარცხენა ფილტვს. ფილტვებში ორგანული დარღვევებისას ზოგჯერ აღინიშნება სისხლის კაპილარების კანზე დომინირება ანდა მდგრადი სიწითლის წარმოქმნა. ლოყის გამოწეულ ნაწილში. მეორდება ფილტვის ფორმა. ამ დროს ზემო მონაკვეთზე. ფილტვის ზემო ნაწილის. ხოლო ქვემოთ, შესაბამისად ფილტვის ქვემო ნაწილის. ლოყაზე კაპილიალური ქსელი სიგნალია მაღალი წნევის და ინსულტისკენ მიდრეკილების. (აპოპლექსიკური ტიპი). ვარდისფერ წითელი ლოყები და თუ, ამ დროს ტუჩები მოლურჯოა მანიშნებელია გულის მიტრალური მანკის. ხოლო ფერის შეცვლა ცხვირზე ან ლოყაზე მიესადაგება თირკმელებს და მანიშნებელია რომ, ორგანიზმი კარგად ვერ ამუშავებს რკინას, ფოლის მჟავას და საკვების მონელების ცვლა ვერ მოქმედებს ნორმის ფარგლებში. ზოგიერთი გულსისხლძარღვთა დარღვევები აღინიშნება მარცხენა ლოყის ზემო ნაწილში წითელი ლაქების წარმოშობით. მარცხენა ლოყის ჩავარდნის (შეწევის) დროს შესაძლებელია ვიფიქროთ გულის დაავადებების არსებობაზე.
ღვიძლის ქრონიკული დაავადებებისას შესაძლებელია შევნიშნოთ ყბების სახსრების ფუნქციების დაქვეითება. დაავადებების საწყის ეტაპზე ეს გამოიხატება პალპატორული კვლევისას ტკივილით. მარცხენა ყბის სახსარი უთითებს ღვიძლის მარცხენა მხარის დაზიანებას, ხოლო მარჯვენა შესაბამისად ღვიძლის მარჯვენა მონაკვეთის.
პირის ღრუ - ის ტუჩებთან ერთად ასახავს კუჭის მდგომარეობას. მშრალი ტუჩები კუთხეებში ოდნავ დამსკდარი იძლევა ნიშანს გასტრიტის ან კუჭის წყლულის შესახებ. პირთან, პირის გარშემო ხაზზე, პროექცირდება სწორი ნაწლავი. ამიტომ თუ, თქვენ შეხვდებით ადამიანს რომელსაც მკვრივად აქვს დაკეტილი პირი იცოდეთ რომ, ის ხშირად განიცდის ნაწლავების სპაზმებს.
ტუჩები - ტუჩების სხვადასხვა მონაკვეთები პროექცირებენ საჭმლის მონელების სისტემის სხვადასხვა ნაწილებს.ზემო ტუჩის ზემო ნაწილი შეესაბამება კუჭის ზედა ნაწილს. ზედა ტუჩის შუა ნაწილი შეესაბამება კუჭის შუა ნაწილს, ხოლო ზედა ტუჩის ქვედა ნაწილი შეესაბამება თორმეტგოჯა ნაწლავს (კუჭიდან გამოსასვლელს, რომელიც შეერთებულია ღვიძლთან, ნაღვლის ბუშტთან და კუჭუკანა ჯირკვალთან). ქვედა ტუჩი- მეტყველებს ნაწლავების მდგომარეობაზე. შეშუპებული ტუჩები მაჩვენებელია , რომ საჭმლის მონელების ტრაქტი გაწელილია. ქვედა ტუჩის გარედან ოდნავ გაბერილობა მიუთითებს ყაბზობისკენ მიდრეკილებას. ტუჩებზე ლაქების და პატარა ჭრილობების წარმოშობა, მანიშნებელია ყაბზობის, წყლულის ან საჭმლის მონელების სისტემაში. სისხლის შედედების . მკრთალი ტუჩები მაჩვენებელია სისხლი მიმოქცევის სისუსტის და ნაწლავებში ცუდი შეწოვადობის. ტუჩების სიმშრალე და კანკალი - ნერვიულობა და შიშის ნიშანია, რომელიც მიუთითებს გაუწყლოებას ანდა აიუვერდას მიხედვით ვატა-დარღვევას. ასევე ფერკმთალია ტუჩები ანემიის დროს. ხოლო ყავისფერ- შავი ფერით შეფერადებული ტუჩები მანიშნებელია თამბაქოს ქრონიკულ მოწევის. .
ტუჩების ზედაპირზე მრავალჯერადი ანთებითი მონაკვეთების წარმოქმნა - ეს არის სირსველება და აიუვერდას მიხედვით პიტას ქრონიკული დარღვევა. ხოლო ღია-ყავისფერი გამონაყარი ტუჩებზე - ცუდი მონელება, ანდა სწორ ნაწლავში ჭიების არსებობა. ტუჩების მოყვითალო ფერი მანიშნებელია სიყვითლის დაავადების. ხოლო, ლურჯი ფერი ტუჩები ჟანგბადის უკმარისობის ანდა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების. ტუჩების სხვადასხვა მონაკვეთების არაერთგვაროვანი შეფერადებლობა მიუთითებს შესაბამის ორგანოების დეფექტებს.

ტუჩები ვატა- წვრილია და მშრალი,
ტუჩები პიტა- წითელი
ტუჩები კაპხა- სრული და ტენიანი.

ცხვირ-ტუჩების შუა ჭრილში. პროეცირებულია შარდ სადენები. ისინი იწყებიან დაახლოებით ცრელმსადენი არხიდან და თავდებიან ნიკაპის ქვედა ნაწილში. შარდის ბუშტის პროექციის ზონის რაიონში.
გულსა და სისხლძარღვთა მიმოქცევის ორგანოებზე, გადამეტებული დატვირთვის ერთერთ მთავარ ნიშანს წარმოადგენს ღრმა და დაგრძელებული ცხვირ-ტუჩის ნაოჭი, ორივე მხრიდან. ამ ზონის სილურჯეც ასევე საშიში სიგნალია, ის გვაფთხილებს ინფაქტის წინა მდგომარეობას, გულის უკმარისობას და გულის ძგიდის შესაძლებელ დეფექტებს. აგრეთვე მიოკარდის ინფაქტის მანიშნებელია ნიკაპსა და ქვედა ტუჩის შორის განლაგებულ კანის ზონის. მგრძნობელობის დაქვეითება, თითქმის მისული ანემიამდე, თუ, ამ ზონიდან ავიწევით, ტუჩსა და ცხვირს შორის და იქ წარმოქმნილია ღრმა ნაოჭი, ეს მანიშნებელია გულის სარქველების დეფექტის.
ტუჩები - (ფსიქოლოგიური ასპექტი)
ეჭვიანი პიროვნება ყიდის თავის თავს, ქვედა ტუჩის დახრილი გამობერილი ფორმით.ხოლო თვით შეფასებაზე შესაძლებელია ვიმსჯელოთ კუნთით რომელიც ამოძრავებს ზედა ტუჩს, გამოიწვევს ზოგად გაფუებას და ტუჩის შუაში შეკუმშვას. ზედა ტუჩის მოღუნულობას პირდაპირ ცხვირთან მაჩვენებელია სიყვარულის, თავის სახლის, სიმყუდროვის და კომფორტის მიმართ, (ცაისფერი ტიპის აურა). ჭრილის სიღრმე მაჩვენებელია უნარის იპოვოს, შექმნას და მოაწყოს საკუთარი საცხოვრებელი . ეს უნარი განსაკუთრებით შესამჩნევია ნამდვილ მშენებლებში და ნიჭიერ დამპროექტებლებში.
ფართო პირი წვრილი ტუჩებით - სული სიძლიერე, ენერგიულობა, ამაყობა და მტკიცე გადაწყვეტილობა. ნახევამთვარის ფორმის ტუჩები ამჟღავნებს იუმორისტებს და მასის მიერ შეყვარებულ პიროვნებებს. (ყვითელი ტიპის აურა) .მოღუნული შვილდის ფორმის ტუჩები - მუდმივად ნაწყენია თავის თავზე. გარშემოებზე და საერთო ყველაზე. პატარა პირის წვრილი ტუჩებით - ეს არის ძალიან კრიტიკული ნატურა, რომელიც მუდმივად დგას თავის პრინციპზე. ადამიანები სავსე ტუჩებით - ესენი არიან მგრძნობიარე ნატურები, რომანტიკოსები,( ინდიგო და ლავანდის ფერი აურა) მაგრამ ხშირად არიან სიყვარულში მსუბუქად მოაზროვნენი.

ნიკაპი - ნიკაპზე აისახება ადამიანის რეპროდუქციული სისტემების მდგომარეობა. ქალებში ამ მონაკვეთში მუწუკების ან სიწითლის წარმოქმნა მიუთითებს დანართებსა და საკვერცხეებში დარღვევებს ( ბოლო შემთხვევაში ადგილი აქვს მხარეთა შეფარდებობასაც). მამაკაცებში მსგავსი ნიშნები მაჩვენებელია პროსტატიტის არსებობის და მის განვითარების.
ერთი სიტყვით ეს ზონა მაჩვენებელია მცირე მენჯის მიდამოებში მიმდინარე დარღვევების.
ნიკაპი - (ფსიქოლოგიური ასპექტი)
წინ გამოწეული ნიკაპი, რომელსაც შუაში აქვს ორმო გამოხატავს პატრონის სურვილს ყოველთვის იყოს ყველასთვის საყვარელი პიროვნება. ასეთი ნიკაპი თითქმის ყოველთვის აძლევს სახეს დელიკატურობას. პიროვნების სურვილი უფრო მეტად უყვარდეს თვითონ, ვიდრე სხვა ის, აყალიბებს ოდნავ ვიწრო , კვადრატულ ნიკაპს. ის ძირითადად დამახასიათებელია ქალთა სქესისთვის. ქალებს ასეთი ნიკაპით შეუძლიათ გათხოვდნენ ძალიან მორიდებულ, და ღარიბ ადამიანზეც, ოღონდ ისეთზედ რომელიც არის მის მიმართ დიდი სიყვარულის მატარებელი. (მწვანე ფერის აურა ქალებში). ფართო კვადრატული ნიკაპი მამაკაცებში მანიშნებელია მისი ნატურის უცნაურობაზე. ძალიან ეჭვიანობაზე, ეშმაკობასა და არასანდოობაზე.
ორმო ნიკაპზე მანიშნებელია მძვინვარე ტემპერამენტის და სექსუალობის. ადამიანი ასეთი ნიკაპით მუდმივი ბავშვია, მას ყოველთვის ქაჩავს ცელქობა. მაგრამ, ზოგჯერ თავის თამაშობით ის ტოპავს ძალიან ღრმად. წვეტიანი ნიკაპი მაჩვენებელია არამდგრადი ჯამრთელობის. მრგვალი ნიკაპი - ესეთი ადამიანი ყოვეთვის მოსაწყენია და ყოველთვის თავის თავშია.
ყურები - (ფსიქოლოგიური ასპექტი)
წვეტიანი ყურები - მანიშნებელია არა მდგრადობის და ხასიათის ცვალებადობის. დიდი ყურები ეს არის მგრძნობიარობის და კეთილ სულიერების მომასწავებელი.(თეთრი აურის ტიპი) გრძელი ბიბილო - მაჩვენებელია სიბრძნის. ადამიანი ასეთი ყურებით იცხოვრებს დიდ ხანს. მცირედ გამოხატული ბიბილო სიანჩხლის მაჩვენებელია.


თმები - (ფსიქოლოგიური ასპექტი)
მძიმე ხშირი თმები მაჩვენებელია ცხელი ტემპერამენტის და მზადყოფნის კამათან და წყენინებასთან. თმების სიუხვე პატარა ბავშვებში მამტკიცებელია ტემპერამენტის ძალის და მელანქოლიისაკენ გადახრის. მუქი ხვეული თმა მერტყველებს მისი პატრონის შინაგან სიფიცხეზე. ხოლო სხვადასხვა მხარეს გადაწეილი ისე, რომ თითქოს მას არ ვარცხნიდნენ მაჩვენებელია გულგრილობის. რბილი,სადა და თანაბარი თმები დაკავშირებულია მოლაპარაკე და დამჯერ ნატურასთან. ასეთი ადამიანი არ არის ცუდის დამამახსოვრებელი და ის ყოველთვის ცდილობს გაუგოს მეორეს, არის ზრდილობიანი და კარგად აღზდილი. მტვრევადი და მყიფე თმები როგორც წესი გააჩნიათ ადამიანებს ასევე მყიფე კონსტიტუციით.

პრაქტიკით დამტკიცებული სხვადასხვა
დაავადებების გარეგანი გამოვლინებები


ამიმიკური, ნიღაბის მსგავსე სახე - მიმიკა არ შეესაბამება გარშემო მოვლენებს - არის ნიშანი მძიმე ფსიქიკური დაავადების.(შიზოფერენიის)
ნაოჭებიანი სახე - ახალგაზრდა ადამიანსაც - ენდოკრინული დარღვევები
სახის მკვრივი კანი – ჯანმრთელობი მანიშნებელი. ხოლო მოდუნებული, მოშვებული კანი მეტყველებს კანის ნაადრევ სიბერეზე. ეს ხდება კუჭ-ნაწლავის და ნივთიერებათა ცვლის დაავადებებისას.
სახის ზოგადი შეშუპება – მაჩვენებელია ავადმყოფი გულის.
სახის მიწის ფერი - ”ჩამოშვებული” სახე – მანიშნებელია სიმსივნური დაავადებების. ხოლო ნათელი ლაქური პიგმენტაცია ქალების სახეზე არის ორსულობის ნიშანი.
შემთხვევებში როდესაც წარმოიქმნება მოყავისფრო- მოყვითალო პიგმენტური ლაქები სახეზე მეტყველებს თირკმელების პათოლოგიაზე..
სახის მოლურჯო სიმკრთალე – ანემიის სიმპტომი ან ფილტვის პათოლოგია.
ცვირისებული სიმკრთალე – ტუბერკულიოზის ნიშანი
მსხვრევადი თმები – ავიტამინოზი, ნივთიერებათა ცვლის უკმარისობა.
ცხიმოვანი, ჩამოკიდებული თმები – ენდოკრინული პრობლემების ნიშანი,
ნაწლავების და კუჭის დაავადებები. ყმაწვილობის საკმაოდ ადრეული პერიოდისთვის კორონალური სისხძარღვთა დარღვევის ირიბ სიმპტომს წარმოადგენს ნაადრევი თმების გათეთრება.
ადამიანის პირველად ნახვის დროს გულის დაავადებათა, ან მის მიმართ ადამიანის მიდრეკილების პირველად სიმპტომის მაჩვენებელია მოკლე კისერი. ამის გარდა მოკლე კისერის მატარებელი ადამიანისთვის სრულიად რეალურია ტვინის სისხძარღვების ნაადრევი სკლეროზის საშიშროება. სისხლძარვებში დარღვევებისთვის ასევე დამახასიათებელია ყურის ნიჟარების სიმკრთალე, დამახასიათებელი ცვირისებული შეფერადებლობით.

რომ, ადამიანს დაესვას ზუსტი დიაგნოზი, რა თქმა უნდა, აუცილებელია გათვალისწინებული იყოს სხვადასხვა ფაქტორების შეწყმა და დამარწმუნებელი დიაგნოსტიკურ სამკურნალო გამოცდილება.

ბოლოს - მართალია მეცნიერებას ” წავიკითხოთ ადამიანი სახის ნაკვთებით”
[სიან-მინს] გააჩნია ათასწლეული ისტორია , თანამედროვე სწავლულები თვლიან, რომ სახის ნაკვთებით მაინც მეტ-ნაკლებად შეუძლებელია დაზუსტებულად ვთქვათ ადამიანზე რამე კონკრეტული.




Go to the top of the page
 
+Quote Post
FORZAROMA
post Jan 11 2012, 07:52 PM
Post #109


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 69
Joined: 5-January 11
From: Batumi
Member No.: 6,344

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



bf_nonew.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
guduna
post Jan 16 2012, 10:48 AM
Post #110


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 37
Joined: 5-January 12
Member No.: 6,679

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მე პირაადად თვალებით ვხედავ ყველაFერს მე თუ ადამიანს თვალებში ჩავხედავვ ვხვდები ის უკვე ვინა ვხედავ მომავალს ახლაა როგორ არის მისი სულიერი მდგომარეობა, ასევე მომავალს ვხედავ სურათებითაც შემიძლია თუ თვალები კარგად ჩანს ... თვალები ინახავს ჩემთვის იმ ინფორმაციას რაც მხოლოდ თვალებს ააქვს ნანახი თვალებიდან ვახწევ ადმაიანის გონებბაში დ ამისი შინაგანის წაკითხვა მიადვილდება, ჩემს შემთხვევაში თვალები იმის დანახვაში მეხმარება თუ რადაინახა იმადამიანმა მისი ქვეცნობიერი კიდე მის ყველა საიდუმლოს მიხსნის თვალები უნიკალური რამარის... ჩემ თვალებს ძალიან ბევრი რამის დანახვა შეუძლიაა
Go to the top of the page
 
+Quote Post
starscream
post Jan 17 2012, 10:32 AM
Post #111


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 615
Joined: 7-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,302

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სახეზე რომ ვხედავ ადამიანს ეგრევე ვხვდები რა მასტია რა სიტუაციაში როგორ იმოქმედებს და ასე შემდეგ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
starscream
post Jan 17 2012, 10:35 AM
Post #112


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 615
Joined: 7-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,302

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რეალისტი
თვალის კაკლის გარშემო ყავისფერი წრე რომ ჩნდება და თვალები გიმუქდება და უსინათლო გიხდება რა ჭირს ადამიანს?
Go to the top of the page
 
+Quote Post
რეალისტი...
post Jan 17 2012, 11:56 AM
Post #113


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 374
Joined: 21-June 11
Member No.: 6,495

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მოგესალმებით გუდუნა ! starscream !

მე პირაადად თვალებით ვხედავ ყველაFერს მე თუ ადამიანს თვალებში ჩავხედავვ ვხვდები ის უკვე ვინა ვხედავ მომავალს ახლაა როგორ არის მისი სულიერი მდგომარეობა, ასევე მომავალს ვხედავ სურათებითაც შემიძლია თუ თვალები კარგად ჩანს ...
გუდუნა ! რაც თქვენ დაწერეთ და გრძნობთ რომ ეს ასეა ? პატარა რჩევა - მოახდინეთ თქვენი დაკვირვების სისტემატიზაცია, კერძოდ თითეულ ადამიანზე თქვენი დაკვირვება გადაიტანეთ ქაღალდზე და შეეცადეთ ორ დაკვირვებას შორის დააფიქსიროთ სხვაობები და მსგავსობა. ეს იმიტომ რომ თქვენ ზუსტად იცოდეთ რომელ თქვენს მიერ შენიშნულ ნიშანს რა ინტერპრეტაცია გაუკეთოდ მომავლის. საკუთარი თავს დაუსვით შეკითხვა რას ნიშნავს ვხედავ ყველაფერს?
მოახდინეთ ამ ყველაფრის დიფერენციაცია, მხოლოდ მაშინ შეგეძლებათ მიუახლოვდეთ თქვენ ინტუიციის ნაკარნახევს, დგას თუ არა ახლოს რეალობასთნ
თქვენი შეგრძნებები. ამით პარალელურად დახვეწავთ ინტუიციასაც. რამდენად ის გკარნახობთ სწორედ ან გკარნახობთ რა ის სწორედ? თუ გაგიჩნდათ შანსი იგივე ადამიანზე თქვენი დაკვირვებები გაიმეოროთ სამჯერ- ოთხგე გატკვეული დროის ინტერვალებით ( ორი-სამი დღე, ერთი კვირა, 10-15 დღე) მხოლოდ ამის შემდეგ გამოიტანეთ დასკვნები და მიეცით თქვენს ფანტაზიას რეალობასთან მიახლოების საშუალება.
starscream !
ის რაც თქვენ აღწერეთ დაკავშირებულია თვალებში არსებულ ჩხირებსა და "колбочки’ გადახრებთან
თვა­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ყო­ველ­თვის ავად­მყო­ფო­ბას­თან არ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. მა­თი მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა იყოს გა­რე­მოც. თვა­ლე­ბის ,,სიმ­შრა­ლე .ერთ-ერ­თი ასე­თი პრობ­ლე­მაა. რო­დე­საც ახამ­ხა­მებთ, ცრემ­ლე­ბის აპ­კმა უნ­და და­ფა­როს თვა­ლე­ბი. ზოგ­ჯერ ცრემ­ლე­ბი არა­საკ­მა­რი­სად ანო­ტი­ვე­ბენ თვა­ლებს.სიმ­შრა­ლის მსუ­ბუ­ქი და პე­რი­ო­დუ­ლად გან­მე­ო­რე­ბა­დი ფორ­მა ად­ვი­ლად იკურ­ნე­ბა ანუ მას სიპრიალე უბრუნდება.
ზოგადია მიზეზები, რომლებიც დაავადებას კი არ უკავშირდება, არამედ ცხოვრების არასწორი წესით არის განპირობებული. ასეთია:
არასწორ პოზაში ძილი;
ორგანიზმში სითხის სიჭარბე;
ქრონიკული გადაღლა;
სტრესი;
არარაციონალური კვება;
ნაკლებმოძრავი ცხოვრების წესი.
მეგობრებო ახლა დანარჩენი თქვენ თითონ მოიძიეთ.
ბოდიშ ვიხდით მაგრამ, ამდენი დრო ნამდვილად არ მაქვს.
კეთილ განწყობით თქვენს მიმართ
რეალისტი
Go to the top of the page
 
+Quote Post
display name
post Mar 13 2012, 08:39 PM
Post #114


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 2
Joined: 13-March 12
Member No.: 6,752

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(old_man @ Dec 23 2010, 09:27 PM) *
თვალები და სახე მართლა ადამიანის სულის სარკეა. მისი ფიქრები, აზრები, განზრახვები ძაან კარგად აისახება სახის ნაკვთებზე. ხომ არის გაიცნობ ადამიანს, ნათელი სახე და თვალებში გულწრფელობა აქვს, გესიამოვნება მასთან საქმის დაჭერა და გაიცნობ ადამიანს და შეხედავ და მისი ბუნება, ეშმაკური ზრახვანი შენდამი კარგად ჩნდება.
შემდეგ ინკარნაციას რაც შეეხება, მგონია, რომ წინა ცხოვრებაში დაგროვილი ემოციური ბუნება აისახება სახეზე.

ძირითადად უფრო გენეტიკა აისახება ხოლმე.
Go to the top of the page
 
+Quote Post
You
post Mar 14 2012, 02:36 PM
Post #115


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 18
Joined: 13-March 12
Member No.: 6,751

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(progress @ Sep 5 2011, 04:18 AM) *
არასოდეს ვუყურებ ვინმეს თვალებში არ მომწონს და ხშირად ვარიდებ თვალებს ოღონდ ეს არ ხდება გამიზნულად ქვეცნობიერად ხდება ან შეიძლება შეჩვევაც იყოს...

შეჩვევასაც თავიზი მიზეზი აქვს ხოლმე biggrin.gif

მე ხანდახან შიშს ვგრძნობ ხოლმე და არ ვუყურებ, ხან კიდევ რაღაც კომპლექსია..


ჩემს თვალებში ძნელია რაღაცის ამოკითხვა, დარწმუნებული ვარ biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
progress
post Apr 3 2012, 03:45 AM
Post #116


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 67
Joined: 27-July 11
Member No.: 6,525

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



You

პირადად ჩემთვის, არც შიშისმომგვრელია და არც მგონია კომპლექსი იყოს, იმიტომ რომ შემიძლია ნებისმიერ დროს მაგრამ ვერიდები, არასასიამოვნო შეგრძნებაა
დისკოპფორტის მომგვრელი, შეიძლება ისიც რომ ბავშვობიდანვე შეჩვეული ვარ რაღაცის გამო მაგრამ ვერ ვიხსენებ ზუსტად...
კომპლექსი რომ იყოს აუცილებლად გამოვასწორებდი, ეს უფრო სიღრმიდან მოდის შეიძლება კომპლექსზე უარესი იყოს, რაღაც დაღი ქვეცნობიერზე
ან წინა ცხოვრებიდან..ბევრი რამ შეიძლება იყოს მიზეზი.

ისე კარგად იკითხება ადამიანები თვალებით თითქოს მამ ეპიცენტრს უყურებ (მთავარ, საწყის წერტილს)


--------------------
"Ubedurebis mizezi sakutar tavshi edzie"
Go to the top of the page
 
+Quote Post
You
post Apr 4 2012, 02:41 PM
Post #117


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 18
Joined: 13-March 12
Member No.: 6,751

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(progress @ Apr 3 2012, 03:45 AM) *
You
არასასიამოვნო შეგრძნებაა
დისკოპფორტის მომგვრელი, შეიძლება ისიც რომ ბავშვობიდანვე შეჩვეული ვარ რაღაცის გამო მაგრამ ვერ ვიხსენებ ზუსტად...

ჰო მერე მორცხვიაო იტყვიან, არადა არაა მასე biggrin.gif

Go to the top of the page
 
+Quote Post
givi
post Apr 9 2012, 07:41 PM
Post #118


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 196
Joined: 17-March 12
Member No.: 6,757

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თვალებიც მხოლოდ ინსტრუმენტია, მათში შედის ელექტრული იმპულსები (გარემოდან) შემდეგ ბადურაზე ხდება სამგანზომილებიანი ჰოლოგრაფიული გამოსახულების შექმნა, რაც თავის მხრივ ასევე ელექტრული იმპულსების სახით გადაეცემა თავის ტვინის უკანა ნაწილს, და აქვე წარმოიშობა (ტვინში) სამგანზომილებიანი ჰოლოგრამა, და ტვინი აცნობიერებს თუ "რა არის ეს"


--------------------
Все что есть – это уроки. Одна нескончаемая школа. И нет никакой иной причины для существования всего, что есть.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Jun 17 2015, 02:37 PM
Post #119


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თუ თვალები ერთს ამბობენ ხოლო სიტყვები სხვას, გამოცდილი ადამიანი თვალებს დაუჯერებსო
100%
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Jun 17 2015, 07:03 PM
Post #120


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თვალები სახეთი... რა უნდა ამოიცნო....
მუდმივად იცვლება


შენ თუ იმ კონკრეტულ სურათზე მოახდენ დაკვირვებას.... მერე ეგ ვის რაში გამოადგება.....
ის იყო უკვე.... ეხლა სხვანაირი ხარ
ხვალ სხვანაირი
და ა.შ... (უარესი, ან უკეთესი)

ამას ვერ დაიჭერ

ასერომ ფსიქოლოგია და ეგეთები...... საერთოდ საერთოდ.... არაფრის მომცემია

უბრალოდ გართობაა ეს ყველაფერი და ვისაც სიამოვნებს .... დაე გაერთოს

მარა რეალობასთან არაფერი აქ საერთო

Go to the top of the page
 
+Quote Post

7 Pages V  « < 4 5 6 7 >
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 27th April 2024 - 12:58 PM