IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

45 Pages V  « < 37 38 39 40 41 > »   
Reply to this topicStart new topic
> ასტრალში vol.2, ვინ სად როდის და როგორ....
ასრალ
ვინ ხართ ნამყოფი ასრალში (ამ ცხოვრებაში)
ვყოფილვარ [ 38 ] ** [21.35%]
ხშირად დავდივარ [ 18 ] ** [10.11%]
ვყოფილვარ მარა არ ვიცი თუ ეგარის.. [ 30 ] ** [16.85%]
არ ვყოფილვარ [ 52 ] ** [29.21%]
არვიცი [ 40 ] ** [22.47%]
Total Votes: 178
Guests cannot vote 
LightBeam
post Apr 10 2016, 03:50 PM
Post #761


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3
Joined: 27-August 15
From: Earth, Georgia
Member No.: 7,441

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ასტრალში გასვლის მცელობა თითქმის ყოველდღე მაქვს, ჩემს სურვილზეც არის დამოკიდებული, მაგრამ არის მომენტები როცა თავისით ხდება ეს ყვეალფერი. ამდენი მცდელობიდან სამწუხაროდ ჯერ არ მქონია ნორმალური გასვლა და ასტრალრი სამყაროს ონახულების საშუალება. შვეცდები რამოდენიმე გასვლის მცდელობა დავახასიათო. ნახევრად გძინავს, ფიქრები ავტომატურად მოდის და მათი გენერირება ხდება თავში, რასაც ვფიქრობ ყვეალფერს წარმოვიდგენ ხოლმე, ზოგჯერ არის მომენტები როცა მეუცხოვება ეს ყვეალფერი და მგონია რო ტვ-ს ვუყურებ ქვეცნობიერიდან გენერირებული ფიქრებიდან. უცებ დგება მომენტი, როცა აცნობიერებ რომ ნახევრად გძინავს, თითქოს მთელი სამყაროს გარდასახვა ხდება, ყვეალფერი შენს ქვეცნობიერში შემოდის და იწყება ვიბრაციები, ზოგჯერ საშინელი ხმაურით. გასვლის წინ თუ სიზმარში ხარ, რაღაცნაირი უცნაური გაჩერება ხდება სიზმრების, დაახლოვება კონკრეტულ საგანთან და საშინელი ხმაური ირთვება რასაც გადავყავარ სხვა მდგომარეობაში (მაგალითად, ერთხელ მესიზმრებოდა(Lucid dream, რომელიც ცალკე თემაა) საბავშვო ბაღი სადაც ბავშვობაში დავდიოდი, ჩაკეტილი იყო და ხმაური არ ისმოდა, რომ შევედი, ბავშვები დამხვდა და საშინელი კივილ-წივილი ატყდა და ასტრალში გადავყავდი). ზოგჯერ არის მომენტი როცა თვალები ღია მაქვს, არ მძინავს და ვიბრაციები მაინც მეწყება, რასაც ასტრალურ სამყაროში გადავყავარ. ერთხელ გამიმართლა და გავედი, ჩემი სუნთქვა განსხვავებულად მესმოდა, (ზოგჯერ ირგვლივ ყვეალფერს ლსდ ეფექტებით ვხედავ) დაბრუნება ძალიან იოლი იყო, სულის შერწმა ვიგრძენი სხეულთან. ასევე მქონია შემთხვევა როცა ასტრური სიმღერები მესმის, არამქვეყნიური, რომლის ვერც რითმს ვერ ვიხსენებ და ვერც ტექსტს, ეგეთ მოვლენას ასტრალურ რადიოს უწოდებენ როგორც ვიცი. ასევე რამოდენიმე დღის უკან თავის ქალაში ვიბრირებდა ტვინის მიდამოებში რაღაც და არამარტო ტვინი, სხვა ორგანოებიც, მგონი რაღაც ჩაკრასთან აქვს საერთო ( გარკვეული არ ვარ ამ თემაში).. ზოგჯერ მქონია ისეთი შეგრძნება თითქოს სამყაროს სხივი უერთდება ჩემს ენერგეტიკულ გარს... ასევე ლუციდ დრიმში, ასტრალში გავდიოდი ანუ სიზმარში არსებული სხეულიდან სხვა განზომილებაში გადავედი სადაც გაიჭედა თითქოს ყვეალფერი, კომპიუტერულ ბაგივით იყო, ეგეთი რამე შესაძლებელია?. დილით ცრუ გაღვიძებებიც მრავლად მქონია... ნეგატიური შემთხვევებიც მქონდა, როცა გრძნობ რომ ვიღაცას გამოყავხარ სხეულიდან და გარდაცვლილი ხალხის ხმაურიც მესმოდა თითქოს ოთახში, რაც დიდი ალბათობით ტვინის მანიპულაციების დამსახურებაა... ასტრალში გასვლა ჯერ ვერ ვბედავ... ვინმემ რამე მირჩიეთ... unsure.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Lanna
post Apr 21 2016, 12:10 PM
Post #762


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1
Joined: 21-April 16
Member No.: 7,517

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მე ორი წლის უკან წავაწყდი ამ თემას დავინტერესდი და დავიწყე გამოკვლევა გადოვწერე წიგნი "Фаза " აინგ.რუ -ზე შედით და იქ ნახავთ ვიდეო GაკვეთIლებსაც და წიგნსაც ... თუ Yველაფერს ზუსტად მიყვებით Gამოგივათ 100% -ით გეუბნებით ... Mე ამდენი წლის მანძილზე ვცდილობდი მაგრამ EრთI წლის შEმდეგ გავედი ასტრალშI ... ეს Iყო უმაგრესი რამ .. ვერც კი ავღწერ ... ჩემი თავიც დავინახე და სარკეშიც ჩავიხედწ ამ გრძნობას მე ვერ აგიხსნით უბრალოდ ვისაც ნამდვილად გინდათ ასტრალში გასვლა ამ წიგნს მიყევით და აუცილებლდ გახვალთ !!!!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post May 15 2016, 03:24 PM
Post #763


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ano
ანო თარგმნას აღარ აგრძელებ?


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
Kurame
post May 15 2016, 05:08 PM
Post #764


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 71
Joined: 7-May 16
From: კახეთი
Member No.: 7,521

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ახლახანს თავიდან რამოდენიმე გვერდი გადავიკითხე . საერთოდ ბევრჯელ ვცადე სიზმრის გაცნობიერება ან ასტრალში გასვლა მაგრამ გასვლა არასდროს გამომსვლია , არც გაცნობიერება. უბრალოდ ვწევარ ლოგინში გულ აღმა და ვცდილობ მოვდუნდე , უცებ იწყებს სხეული ავტომატურ მოდუნებას (როცა გონებას ვათავისუფლებ და ფიქრებს ვწყვეტ) ვგრძნობ განსხვავებულად მთელს სხეულს მაგრამ დარწმუნებული ვარ , რომ ეს სხვა სამყარო არ არის. მაგრამ რაც წინა პოსტები გადავიკითხე რაღაც გამახსენდა , რამოდენიმე ფაქტი ჩემი ცხოვრებიდან. ბავშვობაში საშინელ ალერგიას მაძლევდა კაკალი და თხილი. ერთხელ ბებოჩემის გარჩეული მთელი ჯამი მოვასუფთავე rolleyes.gif საღამოს ალერგიამაც არ დააყოვნა და 41 გრადუსი მომცა , სიცხეს ვერ მიგდებდნენ (7-8 წლის ვიყავი) კარგად მახსოვს ერთ მომენტში ჰალუცინაციები დამეწყო. მოკლედ ვგრძნობდი რომ ვიწექი ბუნებაში მდინარის პირას იმდენად ახლოს მარჯვნივ გადატრიალება მეშინოდა შიგ არ ჩავვარდნილიყავი. გულ აღმა ვწევარ , ცოტა წამომჯდარი ანუ თავი მაქვს რაღაცაზე მიდებული, და ვხედავ მოდის ჩემსკენ თევზის სიფათიანი ოთხფეხა არსება , რომელიც რაღაც უცნაურ ქერცლიან გველს ჭამდა. საშინლად შევშინდი და ამის შემდგომ არაფერი მახსოვს. გამოფხიზლების შემდეგ სიცხე აღარ მქონდა . მშობლები კიდე მეუბნებოდნენ ბოდავდიო და გველის ჭამაზე ბუტბუტებდი რარაცეებსო. არადა გარემოს აღვიქვავდი ორ პლანზე , ამ სამყაროსაც და იმ ,,ჰალუცინაციასაც'' ანუ თან ვხედავდი ამ კადრებს , თან ჩემს გარშემო მოძრავ ჩემიანებს.

ამის შემდეგ კიდევ რამდენჯერმე განვიცადე ისეთი ,,სიზმარი'' ,,ჰალუცინაცია'' რომ მეგონა რეალურად ვიყავი იქ.

ერთხელ მესიზმრა , რომ ვიყავი ჩინელი გენერალი biggrin.gif საოცრება იყო ის , რომ ვლაპარაკბდი უცნაურ ენაზე და მივმართავდი არცთუ ისე მრავალრიცხოვან ჯარს. ალბათ სამშობლოს დაცვის შესახებ. კიდევ ერთი საოცრება ის იყო , რომ ვიყურებოდი მუზარადიდან , ჩველოებრივი ადამიანი ვიყავი , უბრალოდ მე ვერ ვაკონტროლებდი მას. მახსოვს ხმლის მოყვანილობა , სწორი ორ პირიანი , დაახლოებით მეტრა ან ცოტა მეტი სიგრძის. მოყვითალო შეფერილობის. მახსოვ ხელთათმანები და წაბლისფერი ცხენი , რომელზეც ვიჯექით. როგორც მახსოვს ინდოეთთან იყო ეს ომი. სადღაც უდაბნოში. მიმართვის შემდეგ შუა ომში აღმოვჩნდი , მახსოვს ცოტა ბრძოლის სცენები და სპილოები , ანუ საბრძოლო სპილოები. მიწაზე ვიდექი და აშკარად ვმარცხდებოდით , ცჰემი მეომრების გარემოცვაში ვიდექი , სხეულზე იმასაც კი ვგრძნობდი როგორ მოედინებოდა სისხლი , ჩემი ან სხვისი . უცებ მარჯვენა მხარში ვიგრძენი გამჭოლი ჭრილობა.დავეცი და მოვლენები კვლავ სწრაფად განვითარდა . ვიწექი ადამიანების გროვაზე ,ჩემი მეომრების გროვაზე , ვხედავდ თ მესმოდა აღარ მახსოვს მაგრამ ვიცოდი რომ ჩხრიალი მესმოდა , თითქოს დანთხეული სისხლი მდინარეებად ქცეულიყო. ამდროს კი ვხედავ მოდის ორი ჯარისკაცი , ხელები ჩამავლეს და ქვემოთ ცჰამაცურეს , რაღაცაზე ვიწექი , სავარაუდოდ ნაჭერზე და იმით მიმათრევდნენ , თან ხმამაღლა მიყვიროდნენ რაღაცას. მოკლედ აზრზე რომ მოვდივარ ვზივარ ჩემი ლოგინის გვერზე კუთხეში და აშკარად ნამტირალევი ვიყავი sad.gif კარგად , რომ გამოვიხედე თვალებში წინ დედაჩემის გაფითრებული სახე დავინახე :დ თურმე ბოლო ხმაზე ვყვიროდი და ვამბობდი მხრიდან ისარი ამომაძრეთო , თურმე სასწრაფოში რეკავდა და ძლივს გავაჩერე . aikido.gif


კიდე სამი ოთხი საინტერესო სიზმარი ვნახე , ერთხელ ნათელხილვა მქონდა.

ეს დამესიზმრა დაახლოებით 12 წლის ასაკში. ჩემს მეგობრებთან ერთად უცნობ ბაზარში ვიყავი (პროდუქტების) .სავარაუდოდ ძველი დრო იყო , ხალხს ძველებურად ეცვა. ხალხში შევამჩნიე კაცი ღია წაბლისფერი გრძელი წვერითადა თმით, ამ ფერისვე თითქოს ბერის სამოსი ეცვა. ხელში ს - ს ფორმის ჯოხი და რაღაც წიგნი ეჭირა . მასთან ხალხი მიდიოდა უჩოქებდა და დალოცვას სთხოვდა. მეც მომინდა მივსულვიყავი და მივედი კიდეც. დავუჩოქე და ვუთხარი დამლოცე მეთქი. ხელი რომ არ დამადო ფეხზე წამოვდექი და შევხედე , თვალი , რომ გავუსწორე შუბლი შეიკრა , ზურგით მიბრუნდა და მითხრა , თავი არავის მოატყუებინოო. ეს ,რომ მითხრა რაღაც მრავალსართულიან შენობაში მოვხვდი. იქ კი ვიღაც ქალის სასინელი სიცილი მესმოდა. (ბევრმა იცის ხოლმე ხმამაღალ წვრილ და შემაწუხებელ ხმაზე სიცილი,ხარხარი) მოკლედ რაღაც კარს მივადექი , რომელსაც 103 ეწერა. შევაღე კარი და ვნახე ის ქალი. აღარ აღვწერ. ამის შემდგომ გამომეღვიძა და არაფრად ჩავთვალე. წელიწადნახევრის შემდეგ ზუსტად ამ ქალმა მომატყუა სასტიკად. მედა მამაჩემი სახლში , რომ დავბრუნდით გაბრაზებულები და მოსვენებით დავჯექი ამ ქალზე დავიწყე ფიქრი. და მაგ დროს გამახსენდა ჩემი სიზმარი. კინაღამ სევისალე როცა გამახსენდა ამ ქალის ოთახის ციფრები .


ამის შემდეგ იყო კიდე რამოდენიმე ასეთი სიზმარი თუ რაც არის. დაახლოებით ნახევარი წლის წინ ვნახე სიზმარი , რის შემდეგაც სიბნელის ფობია დამჩემდა. არადა ბავშობიდან არასდროს შემშინებია საერთოდ სიბნელის.



ვინც იცით სიზმრების და ასტრალის შესახებ , და ვინც დაკავებული ხართ პრაქტიკით მითხარით , ამ სიზმრებიდდან ან ჰალუცინაციიდან რომელიმე ნიშნავს რამეს?
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post May 16 2016, 09:03 AM
Post #765


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Kurame
რამეს ნიშნავს კი. ბოლო სიზმარში აშკარად მიიღე გაფრთხილება. რა ახსნა უნდა მაგას.
მასეთ ტიპებს "მოძღვრებს", მეც ვხვდებოდი ხოლმე. გვყავს ასეთები ასტრალურ პლანზე, რომლისგანაც რჩევებს ქვეცნობიერად ვიღებთ და იშვიატად მაგრამ მაინც სიზმრებშიც გვხვდებიან.

დანარჩენზე რა გითხრა. სიცხის დროსაც ხდება სხვა სიხშირეების აღქმა. ჩემი ნათლული გარდაცვლილ ბაბუას ხედავდა და ესაუბრებოდა მაგ დროს.

რაც შეეხება ჩინელ გენერალს. ყველაზე ახლოსაა აზრი რომ ესაა წინა ინკარნაცია. ამას მე ვერ გავარკვევ, შენ უფრო იგრზნობდი რამდენად რეალური სიზმარი იყო. იმიტომ, რომ სიზმარში ხშირია თავი აღიქვა სხვა პიროვნებად. ზოგჯერ რამდენიმე ადამიანიც იყო, შეიცვალო,უცბად სხვა გახდე და ა.შ. ანუ სიზმარსაც ახასიათებს ასეთი სიუჟეტი. მაგრამ როცა ასე ძალიან დალაგებული სიზმარია, მეც მგონია რომ ან ინკარნაციაა ან ე.წ. "სულის" ნაწილების შეხვედრა. ამბობენ, რომ სული იყოფა ნაწილებად და განსხეულდება სხვადასხვა პიროვნებად, სხვადასხვა დროში და სხვადსხვა პლანზეც კი. ასე დარწმუნებით მაინც ვერავინ გეტყვის


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
Kurame
post May 16 2016, 01:49 PM
Post #766


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 71
Joined: 7-May 16
From: კახეთი
Member No.: 7,521

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(tikoroma @ May 16 2016, 09:03 AM) *
Kurame
რამეს ნიშნავს კი. ბოლო სიზმარში აშკარად მიიღე გაფრთხილება. რა ახსნა უნდა მაგას.
მასეთ ტიპებს "მოძღვრებს", მეც ვხვდებოდი ხოლმე. გვყავს ასეთები ასტრალურ პლანზე, რომლისგანაც რჩევებს ქვეცნობიერად ვიღებთ და იშვიატად მაგრამ მაინც სიზმრებშიც გვხვდებიან.

დანარჩენზე რა გითხრა. სიცხის დროსაც ხდება სხვა სიხშირეების აღქმა. ჩემი ნათლული გარდაცვლილ ბაბუას ხედავდა და ესაუბრებოდა მაგ დროს.

რაც შეეხება ჩინელ გენერალს. ყველაზე ახლოსაა აზრი რომ ესაა წინა ინკარნაცია. ამას მე ვერ გავარკვევ, შენ უფრო იგრზნობდი რამდენად რეალური სიზმარი იყო. იმიტომ, რომ სიზმარში ხშირია თავი აღიქვა სხვა პიროვნებად. ზოგჯერ რამდენიმე ადამიანიც იყო, შეიცვალო,უცბად სხვა გახდე და ა.შ. ანუ სიზმარსაც ახასიათებს ასეთი სიუჟეტი. მაგრამ როცა ასე ძალიან დალაგებული სიზმარია, მეც მგონია რომ ან ინკარნაციაა ან ე.წ. "სულის" ნაწილების შეხვედრა. ამბობენ, რომ სული იყოფა ნაწილებად და განსხეულდება სხვადასხვა პიროვნებად, სხვადასხვა დროში და სხვადსხვა პლანზეც კი. ასე დარწმუნებით მაინც ვერავინ გეტყვის



საერთოდ ბავშობიდანვე მიმიწევდა და ეხლაც აღფრთოვანებული ვარ ძველი ჩინური კულტურით, მუსიკით , მათი განმარტოებული მონასტრული ცხოვრებით და ა.შ.
რაც შეეხება სიზმარს იმდენად რეალური იყო ,რომ გამოვფხიზლდი მეგონა , ისარი ისევ მხარში მქონდა და თან დედაჩემს რომ ვუყურებდი ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა , თითქოს აღარც მახსოვდა ეს სამყარო. აზრზე ძლივს მოვედი. სიზმრიდან მახსოვს გარკვეული დეტალები , მუზარადი როგორ მამძიმებდა , ხმალი როგორ მეჭირა ხელში . უდაბნოს მშრალი ჰაერს რომ ვსუნთქავდი ის მომენტიც კი მახსოვს. მახსოვს საბრძოლო სპილოები და რატომღაც დარწმუნებული ვიყავი , რომ ინდოეთთან იყო ომი. მარტო სიტყვებს ვერ ვიგებდი რას ვამბობდი ან მეუბნებოდნენ. მაგრამ თითქოს ვხვდებოდი რაზე იყო საუბარი. რაც შეეხება პერსონაჟის შეცვლას მე სულ გენერალი ვიყავი მაგრამ გარკვეული მომენტების ხტომა ხდებოდა , ასე ვთქვათ სწრაფი გადახვევა. ანუ რაც ვნახე იყო ჯარისთვის მიმართვა , შემდგომ აღმოვჩნდი შუა ბრძოლაში სადაც ისარი მომხვდა , შემდგომ კი ვიწექი მეომართა გროვაზე და დანარჩენი კი იცით.

სიმართლე გითხრა ინკარნაციის რატომღაც არ მჯერა .ალბათ იმიტომ , რომ ჯერ თითქმის არაფერი ვიცი. და არ მიფიქრია , რომ შეიძლება ინკარნაცია ყოფილიყო. მე უფრო ვფიქრობ , რომ ჩინური კულტურის სიყვარული გამო მეჩვენა ეს სიზმარი. ასე რომ ეს სიზმარი ჩემი ცხოვრების ერთერთი საუკეთესო მომენტია . ^_^
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post May 16 2016, 08:16 PM
Post #767


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Kurame
შეიძლება რეინკარნაცია არც არაფერ შუაშია.
ჩვენ ყველანი, ყველაფერი ჩვენს გარშემო, ბგერა, აზრი, ემოცია მთელი სამყარო მოძრაობს და ვიბრირებს რაღაც სიხშირეზე. ასევეა ნატიფი, ასტრალური სამყაროც. როცა ამ სიხშირეებს "ვიჭერთ", ვხედავთ ისეთ რაღაცეებს, რაც ჩვენს მატერიალურ წარმოდგენებს სცდება. ასე ხდება ტელეპატიური კავშირები. ტელეპატია მხოლოდ აზრების მიხვედრა არ არის. შესაძლოა უხეშად რო ვთქვა სხვა სხეულში შესახლებაც მოხდეს დროებით. ანუ მთლიანად იმ კონკრეტული ადამიანის პიროვნება აღიქვა მის თანაბრად, ისე, თითქოს ის იყო.
ასეთი რამ ცხადშიც დამმართნია. ხილვას ვერ დავარქმევდი, რადგან სრულიად მოულოდნელად, სრულ გონებაზე აღმოვჩნდი სხვა გარემოში, სხვა საუკუნეში და სხვა ადამიანი ვიყავი. ვფიქრობდი, ვმოქმედებდი. მაშინვე კი ვიფქრე რომ გამახსენდა წინა ინკარნაცია, მაგრამ სინამდვილეში ღმერთმა უწყის რა მოხდა და რა ტალღაზე "დავჯექი" მაგ დროს.
მედიტაციების დროსაც მომსვლია. თან ისე, რომ სიტუაციის მართვა შემეძლო, როცა ჩვენება გაწყდა, ჩემი თავი დავიბრუნე და აზრობრივი ბრძანებებით გაგრძელება შევძელი ამ მდგომარეობის. არც ჰალუცოგენი მიმიღია რამე ოდესმე და არც სიცხე მქონდა biggrin.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
Kurame
post May 16 2016, 09:17 PM
Post #768


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 71
Joined: 7-May 16
From: კახეთი
Member No.: 7,521

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(tikoroma @ May 16 2016, 08:16 PM) *
Kurame
შეიძლება რეინკარნაცია არც არაფერ შუაშია.
ჩვენ ყველანი, ყველაფერი ჩვენს გარშემო, ბგერა, აზრი, ემოცია მთელი სამყარო მოძრაობს და ვიბრირებს რაღაც სიხშირეზე. ასევეა ნატიფი, ასტრალური სამყაროც. როცა ამ სიხშირეებს "ვიჭერთ", ვხედავთ ისეთ რაღაცეებს, რაც ჩვენს მატერიალურ წარმოდგენებს სცდება. ასე ხდება ტელეპატიური კავშირები. ტელეპატია მხოლოდ აზრების მიხვედრა არ არის. შესაძლოა უხეშად რო ვთქვა სხვა სხეულში შესახლებაც მოხდეს დროებით. ანუ მთლიანად იმ კონკრეტული ადამიანის პიროვნება აღიქვა მის თანაბრად, ისე, თითქოს ის იყო.
ასეთი რამ ცხადშიც დამმართნია. ხილვას ვერ დავარქმევდი, რადგან სრულიად მოულოდნელად, სრულ გონებაზე აღმოვჩნდი სხვა გარემოში, სხვა საუკუნეში და სხვა ადამიანი ვიყავი. ვფიქრობდი, ვმოქმედებდი. მაშინვე კი ვიფქრე რომ გამახსენდა წინა ინკარნაცია, მაგრამ სინამდვილეში ღმერთმა უწყის რა მოხდა და რა ტალღაზე "დავჯექი" მაგ დროს.
მედიტაციების დროსაც მომსვლია. თან ისე, რომ სიტუაციის მართვა შემეძლო, როცა ჩვენება გაწყდა, ჩემი თავი დავიბრუნე და აზრობრივი ბრძანებებით გაგრძელება შევძელი ამ მდგომარეობის. არც ჰალუცოგენი მიმიღია რამე ოდესმე და არც სიცხე მქონდა biggrin.gif




ძალიან საინტერესო ხალხი ხართ აქ. რაცმთავარია ადამიანის გაგება შეგიძლიათ და კარგი დამოკიდებულება გაქვთ სამყაროს მიმართ . ვფიქრობ ბევრს ვისწავლი თქვენგან.
ამ სამყაროში კარგი ადამიანების მოძებნა ცოტა რთულია. რადგან ზიზღი , ამპარტავნება და თავმოყვარეობა მეფობს. ამ ფორუმში კი ვამჩნევ რომ არიან ადამიანები , რომელნიც ცდილობენ ამ ყველაფერს ზურგი აქციონ. smile.gif ალბათ ოდესმე სამყარო იდეალური გახდება , ალბათ ეს ყველაფრი სწორედ იდეალურობისკენ სვლისთის არსებობს.
რავიცი .
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post May 17 2016, 11:04 PM
Post #769


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(Alain @ 16th May 2016 - 09:17 PM) *
ალბათ ოდესმე სამყარო იდეალური გახდება , ალბათ ეს ყველაფრი სწორედ იდეალურობისკენ სვლისთის არსებობს.
რავიცი .

მეც იმედი მაქვს smile.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
Kurame
post Jun 6 2016, 12:48 PM
Post #770


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 71
Joined: 7-May 16
From: კახეთი
Member No.: 7,521

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ცოტა პაუზა მქონდა. :biggrin.gif ზედაპირულად გადავავლე თვალი პოსტებს და მგონი ეს არ ეწერა. ანუ მაინტერესებს ასტრალში გასვლა სახიფათოა თუ არა? თუ არიან იმ პლანზე რაიმე არსებები , რომელთაც შეუძლიათ რამე დაგვიშაონ ან თუ არსებობს შანსი რომ სხეულს ვეღარ დაუბრუნდე?
ვარჯიშებს დავიწყებდი მაგრამ ეს საკითხი მეტად მაღელვებს ... blush.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Jun 6 2016, 01:39 PM
Post #771


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



საწყის ეტაპზე სახიფათო არაფერია. სიზმართხილვის მეორე კარზე კი არსებობს გარკვეული საფრთხე. თუმც მეორე კარზე გადასვლა არც ისე ადვილია...


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Kurame
post Jun 7 2016, 01:03 AM
Post #772


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 71
Joined: 7-May 16
From: კახეთი
Member No.: 7,521

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(Merlin @ Jun 6 2016, 01:39 PM) *
საწყის ეტაპზე სახიფათო არაფერია. სიზმართხილვის მეორე კარზე კი არსებობს გარკვეული საფრთხე. თუმც მეორე კარზე გადასვლა არც ისე ადვილია...


ანუ თავისუფლად შემიძლია დავიწყო ვარჯიში? რაღაცნაირი შიში მაქვს , რო სხეულიდან გასვლისას ვინმე დამხვდება იქ : superstition.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Jun 7 2016, 09:46 AM
Post #773


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ყოველ ღამე იმ იმედით ვიძინებ რომ სხეულს გარეთ თავს, რომ გავაცნობიერებ იქ ვინმე დამხვდება....

საწყის ეტაპზე არავინ არ დაგხვდება. 9 თავიანი ბაღყბაყდევიც რომ დაგხვდეს იქნება აზრფორმა, რომელსაც დამოუკიდებელი ენერგია არ გააჩნია და არ შეუძლია რაიმე ზიანის მოყენება.



--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Jun 7 2016, 09:47 AM
Post #774


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



http://olmek.ru/Pirveli%20tigni%20.htm

წაიკითხეთ ეს წიგნი. აქ ყველაფერია რაც ამ პრაქიკისათვისაა საჭირო. დაწვრილებითაა აღწერილი თითოეული ნაბიჯი და მისი შედეგები.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Kurame
post Jun 7 2016, 02:14 PM
Post #775


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 71
Joined: 7-May 16
From: კახეთი
Member No.: 7,521

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(Merlin @ Jun 7 2016, 09:47 AM) *
http://olmek.ru/Pirveli%20tigni%20.htm

წაიკითხეთ ეს წიგნი. აქ ყველაფერია რაც ამ პრაქიკისათვისაა საჭირო. დაწვრილებითაა აღწერილი თითოეული ნაბიჯი და მისი შედეგები.



მადლობა , ძალიან საინტერესო წიგნი ჩანს. ვეცდები შევიძინო.
Go to the top of the page
 
+Quote Post
კიმერა...
post Jun 18 2016, 01:52 PM
Post #776


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 7
Joined: 18-June 16
Member No.: 7,534

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გამარჯობათ მეგობრებო, მე ახალი წევრი ვარ, იმედი მაქვს გამოცდილებებს გამიზიარებთ, პირველ რიგში მაინტერესებს მედიტაციის სწავლა, რა გზით და როგორ შემიძლია ვისწავლო?
Go to the top of the page
 
+Quote Post
კიმერა...
post Jun 18 2016, 01:59 PM
Post #777


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 7
Joined: 18-June 16
Member No.: 7,534

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



[size="7"]გამარჯობათ მეგობრებო, მაინტერესებს ასტრალში გასვლის სასწავლად რაიმე ლიტერატურა თუ არსებობს?
Go to the top of the page
 
+Quote Post
კიმერა...
post Jun 18 2016, 02:11 PM
Post #778


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 7
Joined: 18-June 16
Member No.: 7,534

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მადლობა
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jun 19 2016, 03:47 PM
Post #779


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კიმერა
წინა გვერდზეა, ამ პოსტით დაიწყე და შემდეგი 3-4 პოსტიც წაიკითხე http://www.esoteric.ge/forum/index.php?s=&...st&p=112769


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jun 19 2016, 03:51 PM
Post #780


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კიმერა
ციტატა(კიმერა @ 18th June 2016 - 01:52 PM) *
გამარჯობათ მეგობრებო, მე ახალი წევრი ვარ, იმედი მაქვს გამოცდილებებს გამიზიარებთ, პირველ რიგში მაინტერესებს მედიტაციის სწავლა, რა გზით და როგორ შემიძლია ვისწავლო?

მედიტაციის სწავლაში რას გულისხმობ? უბალოდ შეგიძლია, მოხერხებულად დაჯდე, მოდუნდე და ფიქრებს დააკვირდე, ან ერთ რომელიმეზე კონცეტრირდები, ან რაიმე წერტილს უყურებ. სხვადასხვა მიზნისთვის სხვადსხვა მედიტაციებია და რა გინდა გააჩნია


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post

45 Pages V  « < 37 38 39 40 41 > » 
Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 06:24 PM