ენერგომიმოცვლა |
ენერგომიმოცვლა |
Nov 18 2017, 11:31 PM
Post
#1
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 340 Joined: 5-April 16 Member No.: 7,512 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ერთი შეხედვით საკმაოდ მარტივი კითხვაა, მაგრამ თუ სიღრმისეულად ჩაუფიქრდები, არც თუ ისე ხელწამოსაკრავი საკითხია...
კითხვა მდგომარეობს შემდეგში: მაგალითად, ვარჯიშის დროს ხომ ვხარჯავთ ენერგიას. ანუ ფიზიკური, ეთერული და ასევე ასტრალური სხეულები გასცემენ, ესეიგი ხარჯავენ ენერგიას. და თუ ხარჯავენ ენერგიას, მაშინ რატომ ვართ უფრო ცოცხლად, ჯანსაღად და უფრო ენერგიაზე? ესეიგი საიდანღაც იღებენ უფრო მეტ ენერგიას. იქნებ ვინმემ ამიხსნას ეზოთერული კუთხით მადლობა წინასწარ. |
|
|
Nov 19 2017, 07:05 PM
Post
#2
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,133 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ალბათ მოძრაობაში მოდის სხეული, იღვიძებს კუნთები და იღებ მეტ ენერგიას.
ისე მართლა გასარჩევია ეზოთერული კუთხით. |
|
|
Nov 20 2017, 03:42 AM
Post
#3
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 624 Joined: 17-September 12 Member No.: 6,893 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
brevalo
სვარაუდოდ ფიზიკურ ვარჯიშს გულისხმობ, თუ ფიზიკურ ვარჯიშში ადამიანი არ ურთავს აზროვნებას და ემოციას არ იხარჯება არც სტრალური და არც მენტალური ენერგია. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბიოენერგეტიკა ზღვარზეა(როკის, რომ ახსენდება რაღაცები და წაგებულ ბრძოლას იგებს). მაგრამ როდესაც ადამიანი თამაშობს მაგალითად ფეხბურთს და თვლის გონებაში, რამდენად ძლიერი დარტყმა სჭირდება რომ თანაგულდელს ბურთი მიაწოდოს ან როგორი სტრატეგიით იქნება უკეთესი თამაში ამ დროს იხარჯება მენტალური ენერგია და იწვევს გონებრივ გადაღლას თუ რეგენერაცია არ არის თანაბარი ან უფრო ძლიერი ვიდრე ხარჯვა. ასევე უნდა ითქვას, რომ მცირე ფიზიკური აქტივობის დროს სისხლის მიმოქცევა რეგულირდება ტვინს ჟანგბადი უკეთ მიეწოდება და აზროვნება გვიადვილდება, მაგალითად სეირნობისას. აქ საუბარია ბიოენერგიაზე იგივე ეთერულ ენერგიაზე და ეთერული ენერგიის უმთავრესი წყარო სხეულის უჯრედებია, ფიზიკური აქტივობის დროს სისხლის მიმოქცევა აქტიურია, უჯრედებს კარგად მიეწოდებ ჟანგბადი და საკვების გადამუშავების შედეგად მიღებული ან ორგნიზმის რეზერვებში არსებული ნივთიერებები რომლებიც ჩვეულებრივზე დიდი სიჩქარით გარდაიქმნება ბიოენერგიად, ვგრძნობთ ძალის მოზღვავებას ენერგიულობას მაგრამ გაჩერებისთანავე ორგანიზმი ითხოვს რესურსების შევსებას და გვშივდება. მოკლედ რომ ვთქვათ ამ დროს მოვიხმართ ენერგეტიკულ კრედიტს აქ არ იყო ნახსენები მაგრამ ძლიერ ფიზიკურ ვარჯიშებს ერთი ძალიან კარგი ბენეფიტი აქვს. ანერგიის მოზღვავების დროს ორგანიზმში და ბიოენერგეტიკაშ არსებული შედედებები ენერგიის დაგუბებეი და ბლოკები ხშირად იწოვება. იგივე პრინციპს იყენებს კუნდალინი იოგა ჩაკრების გახსნისას და რაჯა იოგა ასანების კეთებისას, ჰათჰა იოგები კი ამბობენ რომ ყველაზე თავარი ასანა შავასანაა, ანუ ყველა ასანა(ფიზიკური ვარჯიში) კეთდება შავასანისთვის, შავასანა კიდევ მეტი არაფერია თუ არა რელაქსი. |
|
|
Nov 23 2017, 02:38 AM
Post
#4
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 41 Joined: 16-August 16 Member No.: 7,552 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
brevalo
კითხვა მდგომარეობს შემდეგში: მაგალითად, ვარჯიშის დროს ხომ ვხარჯავთ ენერგიას. ანუ ფიზიკური, ეთერული და ასევე ასტრალური სხეულები გასცემენ, ესეიგი ხარჯავენ ენერგიას. და თუ ხარჯავენ ენერგიას, მაშინ რატომ ვართ უფრო ცოცხლად, ჯანსაღად და უფრო ენერგიაზე? იმიტომ, რომ ამა თუ იმ ვარჯიშის შესრულების დროს, ხდება ენერგიის რაციონალურად მოხმარება, – რომლისგანაც ესეოდენ ვართ ყოველდღიური ცხოვრებაში დაცილებული – რომელიც საბოლოოდ ვლინდება შედეგით, ჰარმონიით, ამ შემთხვევაში, შენი თქმით, უფრო ცოცხლად, ჯანსაღად და უფრო მეტ ენერგიაზე ყოფნით. საერთოდ, რამდენადაც პრაგმატულად გამოვიყენებთ მოცემულ ენერგიას, მით მეტად გავალთ ამრიგ და გაცილებით მეტ შედეგზე. jarmen თუ ფიზიკურ ვარჯიშში ადამიანი არ ურთავს აზროვნებას და ემოციას არ იხარჯება არც სტრალური და არც მენტალური ენერგია. გინდა თქვა, თუ ვარჯიშის დროს, ადგილი არ აქვს მენტალურ, ემოციურ ჩართულობას, მხოლოდ ქმედითიანობით ენერგია არ მიედინება(?!) |
|
|
Nov 23 2017, 06:00 AM
Post
#5
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 624 Joined: 17-September 12 Member No.: 6,893 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
დათო.
ათო. გინდა თქვა, თუ ვარჯიშის დროს, ადგილი არ აქვს მენტალურ, ემოციურ ჩართულობას, მხოლოდ ქმედითიანობით ენერგია არ მიედინება(?!) სხვანაირად გაიგე ტექსტი. ჩემი კომენტარი იყო პირველ პოსტზე პასუხი, პირველ რიგში ვარჯიშის დაკონკრეტება მოვახდინოთ, ფართო გაგებით ვარჯიშია აზიდვებიც, ამოცანების ამოხსნაც, მედიტაციაც, ასანებიც და ენერგიის მართვაც. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საუბარი გვაქვს ფიზიკურ ვარჯიშზე, თავის მხრივ 1. გონებრივი დატვირთვისას გადის მენტალური ენერგია(როდესაც გონება გეთიშება, აზროვნება გიჭირს), 2. ფიზიკური ვარჯიშისას და ფიზიკური დატვირთვისას ეთერული იგივე ბიოენერგია(ფიზიკური დაღლის მერე რომ წამოწვები სხეული გტკივა გათიშულია კუნთებს ვერ ამოძრავებ მაგრამ გონება ფხიზელია), 3. ემოციური დაძაბულობისას("მანდრაჟი" მუცელში რომ პეპლები დაფრინავენ და ჟუის) გადის ასტრალური ენერგია. შესაბამისად "თუ ვარჯიშის დროს, ადგილი არ აქვს მენტალურ, ემოციურ ჩართულობას" ენერგია იხარჯება მაგრამ, მხოლოდ ეთერული, იგივე ბიოენერგია, რომელსაც გამოიმუშავებს ჩვენი სხეულის თითოეული უჯრედში არსებული მიტოქონდრია სკვების დაშლის შედეგად. |
|
|
Nov 23 2017, 02:42 PM
Post
#6
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 41 Joined: 16-August 16 Member No.: 7,552 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
jarmen
სხვანაირად გაიგე ტექსტი. ჩემი კომენტარი იყო პირველ პოსტზე პასუხი, სწორედ ამრიგად გავიგე. პირველ რიგში ვარჯიშის დაკონკრეტება მოვახდინოთ, ფართო გაგებით ვარჯიშია აზიდვებიც, ამოცანების ამოხსნაც, მედიტაციაც, ასანებიც და ენერგიის მართვაც. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საუბარი გვაქვს ფიზიკურ ვარჯიშზე, თავის მხრივ ვარჯიშის ტიპი უკვე დაკონკრეტებული იყო შენ მიერ. 1. გონებრივი დატვირთვისას გადის მენტალური ენერგია(როდესაც გონება გეთიშება, აზროვნება გიჭირს), 2. ფიზიკური ვარჯიშისას და ფიზიკური დატვირთვისას ეთერული იგივე ბიოენერგია(ფიზიკური დაღლის მერე რომ წამოწვები სხეული გტკივა გათიშულია კუნთებს ვერ ამოძრავებ მაგრამ გონება ფხიზელია), 3. ემოციური დაძაბულობისას("მანდრაჟი" მუცელში რომ პეპლები დაფრინავენ და ჟუის) გადის ასტრალური ენერგია. შესაბამისად "თუ ვარჯიშის დროს, ადგილი არ აქვს მენტალურ, ემოციურ ჩართულობას" ენერგია იხარჯება მაგრამ, მხოლოდ ეთერული, იგივე ბიოენერგია, რომელსაც გამოიმუშავებს ჩვენი სხეულის თითოეული უჯრედში არსებული მიტოქონდრია სკვების დაშლის შედეგად. დავიწყებ იმის აღნიშვნით, რომ მე არ ვცნობ დიფერენციაციას და დისპერსიას, მეტად კონკრეტულად კი, იმას, რაც ზემოთ არის აღნიშნული. ჩემთვის პირადად, ენერგია არის ერთი სახის, რომელიც ყოველივე, თავის მხრივ, გაერთიანებულია, მათ შორის, სექსუალური ენერგიაც. რაზეც არ უნდა ვქონდეს საუბარი, თუგინდ უბრალო ჟესტის გაკეთებაზე, – მოქმედების სახით, – ენერგია მიედინება, რომელიც დღიური რესურსიდან იღებს სათავეს და გარკვეული დროის შემდგომ, აღდგენას ექვემდებარება. |
|
|
Nov 23 2017, 08:54 PM
Post
#7
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 624 Joined: 17-September 12 Member No.: 6,893 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
დათო.
გარკვეულწილად მართალი ხარ, ენერგია ერთია თუმცა ვერ დაგეთანხმები რომ არ არსებობს დიფერენციაცია ენერგიებს შორის, რას იტყვი პირველ პოსტსი დასმულ კითხვასთან დაკვშირებით? შენი აზრით როგორ ხდება ასტრალურ დ ამენტალუ ენერგიის ხარჯვა აღდგენა, მართლა ფიქრობ ყველა ენერგია დღიური რესურსებით აღდგენადია? თუ ასე ფიქრობ მაშინ როგორ ახსნი ინიციციისას ან უბრალოდ ძალის ადგილიდან აღებულ ენერგიის წარმომავლობას? |
|
|
Nov 23 2017, 09:26 PM
Post
#8
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 41 Joined: 16-August 16 Member No.: 7,552 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
jarmen
გარკვეულწილად მართალი ხარ, ენერგია ერთია თუმცა ვერ დაგეთანხმები რომ არ არსებობს დიფერენციაცია ენერგიებს შორის ამას პარადოქსი და ამბივალენტურობა თუ არა, არაფერი არ ჰქვია. დიფერენციაცია, შესაძლოა, ყოველმხრივ არსებობს, შენ თუ სორტირებას მოახდენ. რას იტყვი პირველ პოსტსი დასმულ კითხვასთან დაკვშირებით? მე ჩემი მოსაზრება უკვე გამოვთქვი, შეგიძლია, ჩემს სულ პირველ პოსტში იხილო. შენი აზრით როგორ ხდება ასტრალურ დ ამენტალუ ენერგიის ხარჯვა აღდგენა, მართლა ფიქრობ ყველა ენერგია დღიური რესურსებით აღდგენადია? თუ ასე ფიქრობ მაშინ როგორ ახსნი ინიციციისას ან უბრალოდ ძალის ადგილიდან აღებულ ენერგიის წარმომავლობას? როგორც ვთქვი, ადამიანს ფლობს დღიური ენერგიის დონეს, ლიმიტს, რომლიდანაც გამომდინარეობს ყოველივე ის, რაც ნათქვამი გაქვს კლასიფიცირებული სახით. ხოლო რაც შეეხება ენერგიის აღდგენას, ის დროსთან, ძილთან, კვებასთან და სხვა რიგი ფიზიოლოგიურ გამოვლინებებთან არის კავშირში. |
|
|
Nov 23 2017, 10:33 PM
Post
#9
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 624 Joined: 17-September 12 Member No.: 6,893 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ამას პარადოქსი და ამბივალენტურობა თუ არა, არაფერი არ ჰქვია. დიფერენციაცია, შესაძლოა, ყოველმხრივ არსებობს, შენ თუ სორტირებას მოახდენ. დათო. შენი წინა კომენტარიდან ვიმედოვნე რომ ვედურ ფილოსოფიას იცნობდი და აღარ ჩავთვალე საჭირო ჩემი სიტყვების დაწვრილებით განმარტვა. მაგრამ ვეცდები ეხლა გაგცე პასუხი უფრო დეტალურად და გასაგებად. შენ ამბობდი რომ ენერგია ერთია და დიფერენციაციას არ ცნობ, ასეთი მიდგომა ახასიათებთ ვედანტას სკოლის წარმომადგენლებს, თუმცა შენმა შემდგომმა კომენტარმა საფუძველი გამოაცალა ჩემს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელი იყო შენი მათთან რაიმე სახის კავშირი. დავიწყებ იმის აღნიშვნით, რომ მე არ ვცნობ დიფერენციაციას და დისპერსიას, მეტად კონკრეტულად კი, იმას, რაც ზემოთ არის აღნიშნული. ჩემთვის პირადად, ენერგია არის ერთი სახის, რომელიც ყოველივე, თავის მხრივ, გაერთიანებულია, მათ შორის, სექსუალური ენერგიაც ამბობ, რომ არ ცნობ დიფერენციაციას მაგრამ შემდგომ კომენტარში საკუთარ სიტყვებთან მოდიხარ წინააღმდეგობაში. მესმის რომ ატმანურ დონეზე, ანუ ყველა ენერგიის მიზეზობრივ დონეზე შესაძლოა ჩაითვალოს ყველა ენერგია ერთიანად ერთნაირად და მახოლოდ ქვედა დონეებში ვხვდებით დიფერენციაციას. მაგრამ ფაქტია და ვერ გავექცევით რომ დიფერენციაცია არსებობს და ამის უამრავ მაგალითს იპოვი თავადვე. მე ჩემი მოსაზრება უკვე გამოვთქვი, შეგიძლია, ჩემს სულ პირველ პოსტში იხილო. ვიხილე და ნაკლებად დამაკმაყოფილა, პირდაპირ ვიტყვი, რომ არ პასუხობს პირველ კითხვას. კერძოდ გაუგებრად რჩება შემდები მომენტები და თუ პატივს დაგვდებ აგვიხსენი ^^ იმიტომ, რომ ამა თუ იმ ვარჯიშის შესრულების დროს, ხდება ენერგიის რაციონალურად მოხმარება რას გულისხმობ რაციონალურ მოხმარებაში და როგორ ხდება რაციონალურ მოხმარება ამა თუ იმ ვარჯიშის დროს. საერთოდ, რამდენადაც პრაგმატულად გამოვიყენებთ მოცემულ ენერგიას, მით მეტად გავალთ ამრიგ და გაცილებით მეტ შედეგზე. რას გულისხმობდი ამ შემთხვევაში ენერგიის პრაგმატულად გამოყენებით მიღწევად გაცილებით მეტ შედეგებში და საერთოდ პირველ ი კითვის პასუხი სადაა? რატომ ვგრძნობთ თავს უფრო ენერგიულად თუ მოვიხმართ ენერგიას? როგორც ვთქვი, ადამიანს ფლობს დღიური ენერგიის დონეს, ლიმიტს, რომლიდანაც გამომდინარეობს ყოველივე ის, რაც ნათქვამი გაქვს კლასიფიცირებული სახით. ხოლო რაც შეეხება ენერგიის აღდგენას, ის დროსთან, ძილთან, კვებასთან და სხვა რიგი ფიზიოლოგიურ გამოვლინებებთან არის კავშირში. გეთანხმები, ზუსტად ამას ვგულისხმობდი სიტყვაში რეგენერაცია. ადამიანი ფლობს ენერგიის რაღაც ლიმიტს, რომელიც თავის მხრივ არ არის სტატიკური და ადამიანის ცხოვრების სტილიდან გამომდინარე იცვლება. მარტივად რომ ვთქვთ შენ ადამიანს განიხილავ როგორც ელემენტს, რომელიც დროის გარკვეულ პერიოდში ან გახარჯვის შემთხვევისას უნდა დაიტენოს კვლავ. მაგრამ შეგახსენებ რომ საქმე არ ეხება ასეთ მარტივ ჭეშმარიტებას(თუმცა აქაც გვაქვს გამონაკლისები და ნიუანსები, რომელზე საუბარიც სხვა თემისკენ წაგვიყვანს) როგორიცაა ენერგიის აღდგენა, ჩვენი მიზანია გამოვარკვიოთ, რატომ განიცდის ადამიანი ენერგიის მოზღვავებას ფიზიკური ვარჯიშის დროს, ამასტან დიფერენცირებული ენერგიის, რომელი ტიპები იხარჯება ამა თუ იმ მოქმედების დროს და რატომ. დაველოდები შენს დასაბუთებულ პასუხებს, ეცადე უფრო ფართოდ გაშალო და ჩემი შეცდომა არ გაიმეორო, არ იფიქრო, რომ ადამიანი უსიტყვოდ მიხვდება რამეს ^^ |
|
|
Nov 23 2017, 11:36 PM
Post
#10
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 41 Joined: 16-August 16 Member No.: 7,552 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
jarmen
შენი წინა კომენტარიდან ვიმედოვნე რომ ვედურ ფილოსოფიას იცნობდი და აღარ ჩავთვალე საჭირო ჩემი სიტყვების დაწვრილებით განმარტვა. მაგრამ ვეცდები ეხლა გაგცე პასუხი უფრო დეტალურად და გასაგებად. შენ ამბობდი რომ ენერგია ერთია და დიფერენციაციას არ ცნობ, ასეთი მიდგომა ახასიათებთ ვედანტას სკოლის წარმომადგენლებს, თუმცა შენმა შემდგომმა კომენტარმა საფუძველი გამოაცალა ჩემს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელი იყო შენი მათთან რაიმე სახის კავშირი. ზოგადად, ჩემთვის ღირებულია, როდესაც ადამიანმა რაღაც არ იცის, თუ გინდ ეს არ ცოდნა 2-ჯერ 2-ის ცოდნას მოიცავდეს და ამას ღიად, ყოველგვარი სიმორცხვის გარეშე აფიქრსირებს. იმის მიუხედავად, რომ გარკვეული ერუდიცია მაქვს ფილოსოფიაში, არ ვიცნობ ვედურ ფილოსოფიას. რომ გეკითხა, თავიდანვე გეტყოდი, თუმცა ეს ის სფეროა, რომელსაც ფუნდამენტალური ჭრილით ვუყურებ, შესაბამისად, დიდი ალბათობით, ახლო მომავალში გავეცნობი. ამბობ, რომ არ ცნობ დიფერენციაციას მაგრამ შემდგომ კომენტარში საკუთარ სიტყვებთან მოდიხარ წინააღმდეგობაში. ჩემი რჩევვა იქნება, როდესაც რაღაცას ამგვარს ამბობ, სკრუპულოზურად ექსპლიკაცია მოახდინო – დამიკონკრეტე, თუ შეიძლება, სად, როგორ და რანაირად მოვდივარ საკუთარ სიტყვებთან წინააღმდეგობაში. ვიხილე და ნაკლებად დამაკმაყოფილა, პირდაპირ ვიტყვი, რომ არ პასუხობს პირველ კითხვას. კერძოდ გაუგებრად რჩება შემდები მომენტები და თუ პატივს დაგვდებ აგვიხსენი ^^ ამ შემთხვევაში, შენი დამოკიდებულება სრულიად სუბიექტურია, თუმცა ამის მიუხედავად, მიჩნდება სურვილი იმისა, რომ ჩემი მოსაზრება, რაც ითქვა, შენთვისაც გასაგები გავხადო. აღარ განვაგრძობ დანარჩენი ციტატების მოყვანას, პასუხს, რადგან ვთვლი, ერთსა და იმავე რამეს მოიცავს და შევუდგები ახსნას: იქიდან გამომდინარე, რომ ფიზიკური ვარჯიშის დროს, ხდება სხეულის განვითარება, რომელიც, როგორც ყოველივე ამგვარი სეგმენტი თუ ფრაგმენტი, – როგორიცაა გონებრივი, არსობრივი, ემოციური, – ადამიანის ბუნებრივი საწყისია, – ვგულისხმობ გზას, რომელიც ამა თუ იმ ზემო აღნიშნულ ფრაგმენტულობის განვითარებაზე გადის. – ხოლო შემდგომ, რასაც ვიღებთ, ეს არის სწორედ ამის შედეგი, როგორიც, ვთქვათ, ამა თუ იმ რაღაცით, ემოციური განვითარების შედეგად, მეტად მხნედ და კარგ გუნებაზე ყოფნაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანი შედგება – ფიზიკურობისგან, გონებრივი, არსობრივი, ემოციური საწყისისგან, რომელთან ერთმანეთთან, რაც შეიძლება, ნაკლები საერთო, ზემოქმედება აქვთ და ყოველი ენერგია, რომელიც ამა თუ იმ სფეროს განვითარებას ხმარდება, საბოლოოდ მიიღება დადებითი შედეგით, რომელიც ყოველი სფეროსთვის ინდივიდუალური, განსხვავებულია. P.S. არის შემთხვევები, სადაც დიფერენციაციები გარდაუვალია, რადგან ერთიანობის წარმოადგენის მიუხედევად, ამავე დროს, ერთმანეთისგან დამოუკიდებელია, სწორედ ამ შემთხვევას აქვს ადგილი. |
|
|
Nov 24 2017, 03:00 AM
Post
#11
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 624 Joined: 17-September 12 Member No.: 6,893 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
დათო.
დიდწილად ერთსა და იმავეს ვსაუბრობთ, იმ განსხვავებით რომ შენ ფილოსოფიურ-ანტროფოსოფიურ ჭრილში განიხილავ მე კიდევ ეზოთერულ-მისტიურში. უაზრობაა ყველა სიტყვაზე გამოკიდება, გადახედე წინა კომენტარებს და ნახავ რაზეც ვსაუბრობდი, კერძოდ შენივე სიტყვებით არ ცნობდი დიფერენციაციას ხოლო შემდგომ ორ კომენტარში, მათ შორის უახლესშიც აღნიშნავ, რომ დიფერენციაცია გარდაუვალია. ეს მომენტი კი მისტიურად ბევ რამეს წყვეტს, ჩვენ ვყოფთ ენერგიებს მისი სიხშირის, სიმკვრივის, ფერის და წარმომავლობის მიხედვით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვასკვნით თუ რომელი ენერგია რისთვის, რას საკითხში იქნებოდა უკეთესი, რომ გახარჯულიყო. და სწორედ მათი ფუნქციების სწორად განსაზღვრით ვიღებთ სწორ შედეგს. ეს ეხება განვითარებასაც, როდესაც ათლეტი ცდილობს კუნთოვანი ქსოვილის მოცულობის გაზრდას იღებს ისეთ საკვებსა და დანამატებს რომელიც ამ მიზანს უწყობს ხელს, ამის შემდეგ მივდივართ შედეგამდე რასაც შენ ახსენებ. ასევე იქცევა ის ადამიანი რომელიც ცდილობს განვითარდეს ასტრალურ თუ მენტალურ პლანებზე და გაიხსნას უნარები, ამის ცოცხალი მაგალითია ასკეზები, გარკვეული სახის საკვებისგან ან სექსუალური აქტივობისგან თავის შეკავება, რაც თავის მხრივ ეხმარება პრაქტიკოსს ენერგიის დაგროვებასა და მისი ხარისხის აწევაში, ანუ ბიოენერგიის ნატიფ ენერგიად გარდაქმნაში. კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ჩვენ ერთსა და იმავე საკითხს სხვა და სხვა კუთხიდან ვუყურებ, არ ვიტყვი რომ რომელიმე ჩვენგანის ხედვა სრულყოფილია, ორივე ჩვენგანი ვცდილობთ გნვითარებას, წინ წაწევას. ამიტომ მოხრული ვიქნები თუ იქნები აქტიური ფორუმზე და დაგვეხმარები სხვა თვალით შევხედოთ საკითხებს ^^ ასევე, გირჩევ გადახედო ფორუმზე არსებულ ინფორმაციას, გაეცნო, გაიაზრო და დაპრაქტიკო. იქნებ ზოგიერთი ინფორმცია დ აპრაქტიკა სამომავლოდ დაგეხმაროს სასიკეთო შედეგების მიღებაში... |
|
|
Nov 24 2017, 08:04 PM
Post
#12
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 41 Joined: 16-August 16 Member No.: 7,552 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
jarmen
უაზრობაა ყველა სიტყვაზე გამოკიდება მინდა, გითხრა, კოგნიტიურობას ვერც მე ვგუობ. გადახედე წინა კომენტარებს და ნახავ რაზეც ვსაუბრობდი, კერძოდ შენივე სიტყვებით არ ცნობდი დიფერენციაციას ხოლო შემდგომ ორ კომენტარში, მათ შორის უახლესშიც აღნიშნავ, რომ დიფერენციაცია გარდაუვალია. გამოდის, მთლად კარგად ვერ გაგიგია ჩემი ნათქვამი. ზოგადად, ადამიანის გონებას ახასიათებს ამგვარი „თამაში“, რომ იგი ყოველივეს დიფერენციას უკეთებს, მათ შორის, ისეთ რაღაცებს, რაც ერთიანად, უპირობოდ უნდა იქნეს მიღებული. აქედან გამომდინარე, არის მეტწილი შემთხვევები, სადაც არ არსებობს დისპერსიის უცილობლობა, მაგრამ, როგორც ვთქვი, ადამიანის გონება, მისდა უნებურად, აქეთკენ არის მოტივირებული, მაშასადამე, აკეთებს მას და არის ასევე მწირე შემთხვევები, სადაც კლასიფიკაცია გარდაუვალია, ვინაიდან და რადგანაც ექსპიკაციური იქნეს საკითხი და უშუალოდ, კონკრეტულად შევეხოთ მოცემულ სფეროს, რომელიც ერთიანად გვევლინება, მაგრამ სინამდვილეში, არ არის ერთიანი და აბსოლუტურად დამოუკიდებელია იმასთან, რაც ერთი შეხედვით, ერთიანობას ჰქმნის. ამის ცოცხალი მაგალითია ასკეზები, გარკვეული სახის საკვებისგან ან სექსუალური აქტივობისგან თავის შეკავება, რაც თავის მხრივ ეხმარება პრაქტიკოსს ენერგიის დაგროვებასა და მისი ხარისხის აწევაში, ანუ ბიოენერგიის ნატიფ ენერგიად გარდაქმნაში. გარკვეული სახის საკვებისგან თავშეკავების რა მოგახსენო, მაგრამ საკუთარ ემპირიულობიდან დაყრდნობით, შემიძლია, გითხრა, სექსუალური სტაგნაცია, რომელიც ვლინდება, როგორ კოიტუსით, ისე მასტურბაციით არ დაკავებით, იძლევა შედეგს, ენერგიის დაგროვების კუთხით, მით უმეტეს, მამრობითი სქესის შემთხვევაში, გარკვეული, რიგი ფიზიოლოგიების გამო. თუმცა, ასე მგონია, მთელი ცხოვრების განმავლობაში, მსგავსი პრაქტიკა არ ღირს, მხოლოდ გარკვეულ პერიოდებში, ტაიმ-აუტების სახით. არ ვიტყვი რომ რომელიმე ჩვენგანის ხედვა სრულყოფილია, ორივე ჩვენგანი ვცდილობთ გნვითარებას, წინ წაწევას. შენი არ ვიცი, თუმცა ჩემთვის, როგორც პერფექციონიზმის მსოფლმხედველობის გამზიარებელ ადამიანისთვის, არ არსებობს სრულყოფილება, ყოველთვის შესაძლებელია იმაზე უკეთ, როგორც არის და რამდენადაც მიღწეულია ეს უკეთესობა, იმწამსვე იწევა ზღვარი მეტად აღმატებულისკენ და ასე, უსასრულოდ. ის სფეროები, რაც მაინტერესებს და რელევანტურად მივიჩნევ, სიცოცხლის ბოლო წამამდე განვითარდები. ამიტომ მოხრული ვიქნები თუ იქნები აქტიური ფორუმზე და დაგვეხმარები სხვა თვალით შევხედოთ საკითხებს აქტიურად ვაკვირდები ფორუმს, მიუხედავად იმისა, რომ თვით თვის მიმდინარეობას იმავე არ ეთქმის და როგორც კი, ჩემთვის საინტერესო საკითხს ეხება საქმე, უმალვე ვერთვები. ასევე, გირჩევ გადახედო ფორუმზე არსებულ ინფორმაციას, გაეცნო, გაიაზრო და დაპრაქტიკო. იქნებ ზოგიერთი ინფორმცია დ აპრაქტიკა სამომავლოდ დაგეხმაროს სასიკეთო შედეგების მიღებაში მადლობელი ვარ რჩევისთვის, ვაპირებდი და ვაპირებ, რომ ფორუმის თითოეულ კუნჭულს თვალი მიმოვავლო, ვგონებ, ჩემთვის რაღაცის თქმელ რაღაცებს აღმოვაჩენ, ამ სიტყვების მრავალმხრივი გაგებით. |
|
|
Nov 26 2017, 07:54 AM
Post
#13
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
საინტერესო მსჯელობაა!
-------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Dec 5 2017, 01:31 AM
Post
#14
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 340 Joined: 5-April 16 Member No.: 7,512 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მე მხოლოდ ფიზიკურ ვარჯიშს არ ვგულისხმობ. ყველა ქმედებაზე და საქმიანობაზე მაქვს საუბარი. ფიზ. ვარჯიში, მუზიცირება ან რაიმე ამოცანის ამოხსნა. შენ ამ ქმედებაში დებ გარკვეულ ენერგიას, მაგრამ თუ ეს ქმედება წარმატებით დაასრულე, გრძნობ, რომ უფრო კარგ გუნებაზე ხარ და უფრო ენერგიაზე ხარ, მიუხედავად დაკარგული ენერგიისა. საიდან გეძლევა ეს ენერგია?
გურჯიევი ამბობს, დაისახე რაღაც მიზანი და ჩადე მთელი ნებისყოფა და ძალისხმევა რომ მიაღწიო ამ მიზანს. თუ ამ მიზანს წარმატებით შეასულები, მაშინ შენი სხეული მიიღებს მაგნეტიზმს (მაგნეტიზმში ალბათ ენერგიაშ გულისხმობდა). და საიდან მიიღებს მაგნეტიზმს? ანუ ჩემი აზრით ამგვარი კანონზომიერებაა: რაღაც ამოცანაში ან ქმედებაში ჩადებული ენერგია, იმ შემთხვევაში თუ მას წარმატებით შეასრულებ, უფრო დიდი დოზით დაგიბრუნდება უკან. თქვენ რას იტყვით? |
|
|
Dec 5 2017, 02:56 AM
Post
#15
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 624 Joined: 17-September 12 Member No.: 6,893 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
არ ვიცი გურჯიევზე რა ვთქვა, როგორც მისტიკი ძლიერი პიროვნებ იყო დ ჩემს პატივისცემას იმსახურებს მაგრამ რაც შეეხება მასწავლებელ ცოტა რთულია ამ ჭრილში განვიხილოთ როგორც ინფორმაციის გამცემი. მახსოვს თურმე როდესაც წიგნე წერდა, და დაასრულებდა მონაკვეთის წერას, უკითხავდა მოსწავლეებს და ეკითებოდა გაიგეთო? თუ პასუხობდნენ რომ გაიგეს ხევდა ნწერს და თავიდან წერდა
რც შეეხება შენს მთავარ კითვას მაგას თავისუფალი ენერგია ქვია, დაუნთავრებელ საქმეს მიაქვს ენერგიის აწილი, უფრო სწორედ რომ ვთქვათ კი არ მიაქვს ბოჭავს, აკავებს. როდესაც საქმეს ამთავრებ ეს ენერგი თავისუფლდება ანუ შენი ენერგოპოტენცილი თავისუფლდება, ახალ ენერგიას არ იღებ უბრალოდ შედარებისთვის რომ ვთქვათ, როდესაც ა პუნქტიდან ბ პუნქტში მიიტან პაკეტს გითავისუფლდება ხელი და გრძნობ რომ შემსუბუქდი. აი ეს მომენტია მაგ დროსაც. |
|
|
Dec 5 2017, 07:57 AM
Post
#16
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,133 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
brevalo
ახლა მივხვდი შენი შეკითხვის სიღრმეს, კარგი შეკითხვაა. მართლაც ასეა, რა საქმეც გადამიდია, ენერგია მეკარგება ხოლმე, როცა ვაკეთებ და არ ვიტოვებ შემდეგისათვის, მართლაც უფრო მემატება ენერგია. |
|
|
Dec 5 2017, 10:26 AM
Post
#17
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 624 Joined: 17-September 12 Member No.: 6,893 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
bravelo
earth მართლა ფიქრობთ რომ ენერგია ესე არსაიდან მოდის? საიდან იღებ ამ დროს ენერგიას შეგიძლია ახსნა? ყავას რომ სვამთ ზრდის თქვენს ენერგომარაგს თუ უბრალოდ ნეიროიმპულსებს ზრდის და "აშუშენიას" გიქმნის რომ ბევრი ენერგია გაქვს? |
|
|
Dec 5 2017, 03:40 PM
Post
#18
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,347 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ამ ყველაფერ სიკეთესთან ერთად ასეთი კითხვები მაქვს:
დიდი ენერგია მოაქვს აგრესიას, ამ დროს შეპყრობილივით ვარ, შეიძLება რამდენიმე დღეც გაგრძელდეს გაბრაზება და ძაან შემაწუხებლადაც გამოვხატავ. ამას გარდა, მე თვითონ ვწუხდები ამ გრძნობით, გასაკვირი ის არის, რომ როცა დიდი პოზიტივები მაქვს ცხოვრებაში, მეგობრებთან შეხვედრა იქნება თუ რაიმე დიდი სიხარული და კმაყოფილება, აუცილებლად მოსდევს მერე ისევ აგრესიით ავსება, ზოგჯერ მეც არ ვიცი რაზე ვბრაზობ. ნუ მედიტაციები და აზრებზე კონტროლი და ამისთანები დროებით შედეგს იძლევიან, რადგან არ შემიძლია მუდმივად პრაქტიკების რეჟიმში ყოფნა. ჰოდა, გამოვილოცო თუ რა მარსივერძი მემართება? აშკარად არასწორად მოძრაობს ენერგია ჩემში ;დ -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Dec 5 2017, 05:53 PM
Post
#19
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 485 Joined: 14-July 17 Member No.: 7,641 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ნერვოზიც ენერგიაა?? მაშინ საიდან მოდის და სად მიდის
|
|
|
Dec 5 2017, 06:05 PM
Post
#20
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,133 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
jarmen მართლა ფიქრობთ რომ ენერგია ესე არსაიდან მოდის? საიდან იღებ ამ დროს ენერგიას შეგიძლია ახსნა? ყავას რომ სვამთ ზრდის თქვენს ენერგომარაგს თუ უბრალოდ ნეიროიმპულსებს ზრდის და "აშუშენიას" გიქმნის რომ ბევრი ენერგია გაქვს? ყავის დალევისას შეგრძნებას არ ვაიგივებ ენერგიის მიღებასთან, ვარჩევ ენერგიულობისაგან ისე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ყველანაირი საკვები,– ადამიანს აძლევს ენერგიას. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 28th April 2024 - 06:57 AM |