IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

3 Pages V  < 1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> დახმარება მჭირდება, გამოცდილი ადამიანისგან
David Monny
post Jan 31 2021, 09:31 PM
Post #21


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ARSI
QUOTE(ARSI @ 31st January 2021 - 09:28 PM) *
კარგი გავაგრძელებ მედიტაციებს იმედია ყველაფერი კარგად იქნება. მადლობა რჩევებისთვის კიდევ ერთხელ და გადავიკითხავ შენ თემებსაც.

არაფრის, მე არანაირ მედიტაციას არ ვუწევ რეკომენდაციას, შენი ნებაა.
დარწმუნებული ვარ იმას გააკეთებ, რაც გინდა, რადგან სხვა არჩევანი არ გაქვს.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
ARSI
post Jan 31 2021, 09:35 PM
Post #22


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 18
Joined: 29-January 21
Member No.: 7,986

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(David Monny @ Jan 31 2021, 09:31 PM) *
ARSI

არაფრის, მე არანაირ მედიტაციას არ ვუწევ რეკომენდაციას, შენი ნებაა.
დარწმუნებული ვარ იმას გააკეთებ, რაც გინდა, რადგან სხვა არჩევანი არ გაქვს.

მედიტაციით მხოლოდ ერთხელ მოხდა როცა დაახლოებით იმ მდგომარეობამდე მივედი რაც ძილში თავისით და სპონტანურად ხდება, თითქოს მართლა არ მაქვს არჩევანი არვიცი როგორც არ უნდა იყოს არ მხიბლავს დეტერმინირებული სამყარო და არც ქაოსური, რეალურად იქამდე მივდივარ რომ არც ერთს არ აქვს მნიშვნელობა და საერთოდ არაფერს არ აქვს მნიშველობა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Jan 31 2021, 09:43 PM
Post #23


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ARSI
QUOTE(ARSI @ 31st January 2021 - 09:35 PM) *
მედიტაციით მხოლოდ ერთხელ მოხდა როცა დაახლოებით იმ მდგომარეობამდე მივედი რაც ძილში თავისით და სპონტანურად ხდება, თითქოს მართლა არ მაქვს არჩევანი არვიცი როგორც არ უნდა იყოს არ მხიბლავს დეტერმინირებული სამყარო და არც ქაოსური, რეალურად იქამდე მივდივარ რომ არც ერთს არ აქვს მნიშვნელობა და საერთოდ არაფერს არ აქვს მნიშველობა.

არაუშავს, ხვალ დილით რო გაიღვიძებ ისევ ექნება. დეტერმინიზმი ფილოსოფიური მიმდინარეობაა და ცოტა სხვა რამეს ნიშნავს,
თუმცა არავინ რო არ გკითხა გინდოდა თუ არა დაბადებულიყავი, ეს უნდა აღიარო. სად იყავი სანამ დაიბადებოდი?
ის, რომ არაფერს მნიშვნელობა არ აქვს, ფიქრია, რომელსაც გრძNობაც ახლავს ნიჰილისტური, რომელიც მოდის და მიდის.
უბრალოდ შენთან ხშირად მოდის, უფრო სწორად შენ აქცევ ყურადღებას ხშირად.
რატომ გავიწყდება, რომ ყველა ფიქრი, სადგურივითაა, რატომ ჩერდები სადგურებზე იმაზე მეტ ხანს, ვიდრე
ხალხის ჩასხდომისთვისაა საჭირო?
წარმოიდგინე მატარებელი დგას სადგურში. გაივსო. მძღოლი კი არ ძრავს. ცოტა ხანში ხალხი აჯანყდება.
სწორედ ასე აგიჯანყდება ემოციები და გრძნობები თუ კიდევ დიდხანს გაჩერდები მაგ ნიჰილისტურ სადგურში.
„მე ვარ“, აი, ამ გრძნობას დააკვირდი, ის აუცილებლად გაგათავისუფლებს სამუდამოდ.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
ARSI
post Jan 31 2021, 09:47 PM
Post #24


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 18
Joined: 29-January 21
Member No.: 7,986

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(David Monny @ Jan 31 2021, 09:43 PM) *
ARSI

არაუშავს, ხვალ დილით რო გაიღვიძებ ისევ ექნება. დეტერმინიზმი ფილოსოფიური მიმდინარეობაა და ცოტა სხვა რამეს ნიშნავს,
თუმცა არავინ რო არ გკითხა გინდოდა თუ არა დაბადებულიყავი, ეს უნდა აღიარო. სად იყავი სანამ დაიბადებოდი?
ის, რომ არაფერს მნიშვნელობა არ აქვს, ფიქრია, რომელსაც გრძNობაც ახლავს ნიჰილისტური, რომელიც მოდის და მიდის.
უბრალოდ შენთან ხშირად მოდის, უფრო სწორად შენ აქცევ ყურადღებას ხშირად.
რატომ გავიწყდება, რომ ყველა ფიქრი, სადგურივითაა, რატომ ჩერდები სადგურებზე იმაზე მეტ ხანს, ვიდრე
ხალხის ჩასხდომისთვისაა საჭირო?
წარმოიდგინე მატარებელი დგას სადგურში. გაივსო. მძღოლი კი არ ძრავს. ცოტა ხანში ხალხი აჯანყდება.
სწორედ ასე აგიჯანყდება ემოციები და გრძნობები თუ კიდევ დიდხანს გაჩერდები მაგ ნიჰილისტურ სადგურში.
„მე ვარ“, აი, ამ გრძნობას დააკვირდი, ის აუცილებლად გაგათავისუფლებს სამუდამოდ.

კარგი შედარება იყო. იქნებ ჩემი არჩევანით მოვედი და ჩემი არჩევანით შევიზღუდე ცნობიერება და დავიწყებას მივეცი იმიტომ რომ განცდები მომინდა პირველადი? რის საფუძველზე გამორიცხავ ამას?
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Jan 31 2021, 09:53 PM
Post #25


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ARSI
QUOTE(ARSI @ 31st January 2021 - 09:47 PM) *
იქნებ ჩემი არჩევანით მოვედი და ჩემი არჩევანით შევიზღუდე ცნობიერება

დიახ, მართალი ხარ, მაგრამ არა ეგოს არჩევანით. „მე ვარ“ გრძნობის არჩევანით მოხვედი, სურვილები
იბადებიან კვლავ და კვლავ, როგორც ჩვენი ეგო იბადება ყოველ დილით გაღვიძებისას
მანამდე კი ღრმა ძილში გამქრალია.
შენ უნდა გააცნობიერო ჯერ სიზმარი, ანუ ცნობიერად შეხვიდე სიზმარში. ეს არის სავიკალპა სამადჰი.
ამის მერე კი მთავარი უნდა გააკეთო, გააცნობიერო ღრმა, უსიზმრებო ძილი. აი, აქ, შეიგრძნობა ნამდვილი „მე ვარ“ გრძნობა.
ნეიტრალური დამკვირებელი და ბოლოს კი ამისგანაც გათავისუფლდები.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Jan 31 2021, 09:58 PM
Post #26


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა




ARSI
ვერ მოისვენებ, სანამ ყველა შესაძლო ადგილზე არ გამოიკვლევ შენ თავს.
როგორც ჩანს სიფხიზლეში შესწავლილი გაქვს საკუთარი პიროვნება და ხვდები, რო რაღაც ნიტოა.
იცი, რომ სხეული მოკვდება, შენ კი ეს არ გსურს.
ხვდები, რომ სიფხიზლეში კარგავ ხოლმე თავს, ხან რა გრძნობა, ხან რა ემოცია, ხან რა ფიქრი გაიგივებს თავის თავთან,
და საბოლოო ჯამში ვერ პოულიბ შენ თავს.
ამიტომ ძებნას აგრძელებ სიზმარში, იქნებ იქ იპოვო შენი თავი.
იქაც იგივე მოხდება, ვერ იპოვი შენ თავს, როგორც რაიმე ნივთს ან საგანს, ან ფორმას.
მერე კი ეჭვი გექნება, იქნებ იქ ხარ, ღრმა ძილში და ახლა იქ შეხვალ ცნობიერად
და იქ კი არაფერია. ეს არის ბოლო მცდელობა, რომლის იქით იცი, რომ არაფერია.
აი, აქ ხდება გასხივოსნება, როდესაც ძებნას წყვეტ. მთელი არსებით აცნობიერებ, რომ ვერასდროს
შეიცნობ და დაინახავ საკუთარ თავს და წყვეტ ძიებას. ეს არის შინაგანი სიმშვიდე და ყველა ტანჯვის დასასრული.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Jan 31 2021, 09:59 PM
Post #27


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ცნობიერება 3 მდგომარეობაში შეიძლება იყოს: სიფხიზლეში, სიზმარში და ღრმა ძილში.
სანამ სამივეს არ გამორიცხავ, მანამდე ძებნას არ შეწყვეტ დამიჯერე.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Jan 31 2021, 10:45 PM
Post #28


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ARSI
სურვილი, სიამოვნების მახსოვრობაა.
შიში, - ტკივილის.
ერთიც და მეორეც გამუდმებით მოუსვენრობაშ ამყოფებს გონებას
სიამოვნების მომენტები, მცირე ნაპრალებია ტკივილის განგრძობად დინებაში.
როგორ შეიძლება ეგო, გონება იყოს ბედნიერი?
ეს არის პასუხი შენ კითხვაზე
QUOTE(David Monny @ 31st January 2021 - 09:58 PM) *
რატომ უნდა მოვკლა ეგო იმაზე ადრე ვიდრე რეალურად მოკვდება?


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
ARSI
post Jan 31 2021, 10:56 PM
Post #29


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 18
Joined: 29-January 21
Member No.: 7,986

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



David Monny

მივხვდი კარგად და გასაგებად აღწერე beard.gif რას მირჩევ ამ ეტაპზე რამე ლიტერატურას თუ არაფერია საჭირო დათავისით მოვა ყველა საჭირო ინფორმაცია?
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Jan 31 2021, 11:05 PM
Post #30


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ARSI
QUOTE(ARSI @ 31st January 2021 - 10:56 PM) *
რას მირჩევ ამ ეტაპზე რამე ლიტერატურას თუ არაფერია საჭირო დათავისით მოვა ყველა საჭირო ინფორმაცია?

ლიტერატურა თუ გინდა 2 წიგნი კმარა.
არაფერი მოვა თავისით, მხოლოდ რაც გინდა, ან არ გინდა ის მოვა.
საჭიროა სურვილი და პრაქტიკა. ლიტერტურა საჭიროა, ეგოს საკვებად, ხომ უნდა იცოდეს კონცეფტუალურდ
რას აკეთებ? დანარჩენი კი მხოლოდ საკუთარი თავის გამოკვლევაა, ატმა ვიჩარა.
წიგნები ქართულად არ არის, არის რუსულად და ინგლისურად
ნისარგადატა მაჰარაჯი - მე ვარ იგი. ინგლისურადაა PDF
კითხა პასუხის რეჟიმშია დაწერილი, პიროვნება კეითხება, მაჰარაჯი პასუხობს.

მეორე წიგნი:
რამანა მაჰარში - ვინ ვარ მე? PDF ვერსიაა ესეც
აქაც კითხვა და პასუხებია, პიროვნება ეკითხება, მაჰარში პასუხობს.
მეტი წიგნი არაა აჭირო.
ოღონდ ეს წიგნები არ უნდა წაიკითხო, როგორც მე მხატვრულ ლიტერატურას ვკითხულობ, თომას მანს, ან დოსტოევსკის,
უნდა გააცნობიერო ყველა დეტალი, რადგან ეს პირადად შენს „მე ვარ“ შეგრძნებას ეხება.
ეს არ არის მხატვრული ლიტერატურა, ეს პრაქტიკის სახელმძღვანელოებია.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
ARSI
post Jan 31 2021, 11:21 PM
Post #31


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 18
Joined: 29-January 21
Member No.: 7,986

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(David Monny @ Jan 31 2021, 11:05 PM) *
ARSI

ლიტერატურა თუ გინდა 2 წიგნი კმარა.
არაფერი მოვა თავისით, მხოლოდ რაც გინდა, ან არ გინდა ის მოვა.
საჭიროა სურვილი და პრაქტიკა. ლიტერტურა საჭიროა, ეგოს საკვებად, ხომ უნდა იცოდეს კონცეფტუალურდ
რას აკეთებ? დანარჩენი კი მხოლოდ საკუთარი თავის გამოკვლევაა, ატმა ვიჩარა.
წიგნები ქართულად არ არის, არის რუსულად და ინგლისურად
ნისარგადატა მაჰარაჯი - მე ვარ იგი. ინგლისურადაა PDF
კითხა პასუხის რეჟიმშია დაწერილი, პიროვნება კეითხება, მაჰარაჯი პასუხობს.

მეორე წიგნი:
რამანა მაჰარში - ვინ ვარ მე? PDF ვერსიაა ესეც
აქაც კითხვა და პასუხებია, პიროვნება ეკითხება, მაჰარში პასუხობს.
მეტი წიგნი არაა აჭირო.
ოღონდ ეს წიგნები არ უნდა წაიკითხო, როგორც მე მხატვრულ ლიტერატურას ვკითხულობ, თომას მანს, ან დოსტოევსკის,
უნდა გააცნობიერო ყველა დეტალი, რადგან ეს პირადად შენს „მე ვარ“ შეგრძნებას ეხება.
ეს არ არის მხატვრული ლიტერატურა, ეს პრაქტიკის სახელმძღვანელოებია.


გასაგებია, დიდი მადლობა bigarmhug.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Feb 1 2021, 10:00 PM
Post #32


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(ARSI @ Jan 29 2021, 12:22 PM) *
გამარჯობა, შევეცდები მოკლედ დავწერო.

ბოლო ერთი წელია როცა თვით შემეცნებით ვკავდები სულ ხელი მეშლება, სულ რაღაც ხდება და იმდენად იპყრობს ყურადღებას ეს მიზეზები სხვას ვერაფერს ვეღარ ვაკეთებ. ასევე ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე რაც უფრო პროგრესი მაქვს მით უფრო ცუდი რამ ხდება და გამიჩნდა შიშები რომ თუ საკუთAრი თავის შეცნობით დავკავდები ცუდი მოხდება. მაგალითად მოვიყვან ბოლო ისტორიას სიფხიზლეში შევძელი მივახლოვებულიყავი იმ ინფორმაციის წყაროს რაც უკვე შეგრძნებებით დიდი ხანია ჩემთვის ნაცნობია სიზმრებიდან და დაიჭირეს ჩემი ძმა რომელიც ძალკიან წესიერი ადამიანია და მოკლედ რომ ვთქვა რაღაც გაუჩალიჩა პარტნიორმა. ძალიან დიდი სტრესი იყო ჩემთვის სრულიად გადმოვერთე ადვოკატები, მშობლების დაწყნარება ძმიშვილების მიხედვა, ციხეში სიარული და სამ თვეში შევძელი მისი უდანაშაულობის დამტკიცება. ამ ეტაპზე კი თითქოს ვიცი რომ თუ გავაგრძელებ მომიწევს ბევრ რაღაცაზე უარის თქმა მატერიალურ სამყაროში რისი დათმობაც არ შემიძლია.


ამ თემაზე დავითი ყველაზე კარგად დაგაკვალიანებს იმიტომ რომ პირადი გამოცდილება აქვს

http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=2216
ამ თემას გადახედე მიხვდები რატომ

რაც შეეხება შიშს, მოიშორე ნუ ჩაიციკლები პარანოიაში რომ არ გადახვიდე, პლიუს როცა მესამე თვალი ან ასე ვთქვათ ინტუიცია განვითარებული გაქვს რასაც ფიქრობ ის რეალიზდება, საკუთარი შიშების რეალიზებას ახდენს, რაც უფრო დეტალურად წარმოიდგენ პლიუს ემოციურ ენერგიას აქსოვ მით მეტად აძლიერებ ამ შიშებს და მათ რეალიზებას
Go to the top of the page
 
+Quote Post
ARSI
post Feb 1 2021, 11:51 PM
Post #33


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 18
Joined: 29-January 21
Member No.: 7,986

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



როგორ აძლევთ თავს უფლებას რომ ბოლოდმე ირწუმონოთ რაიმე? იქნებ ეგრედწოდებული სამადჰიც გონების რაღაც წერტილია და როგორ უნდა გასცდე საკუთარ გონებას? იქნებ ყველაფერი სიკვდილის შიშიდან გამომდინარეა და ზუსტად ეგოს გადარჩენისთვის უნდა მივმართოთ გონება? იქნებ ''განვითარების'' საფუძველიც ეგოა? ეგო აქციეთ არაფრად და მარადიულად? მეც ადამიანი ვარ როგორც თქვენ და ჩემთვისაც რთულია არსებობა მაგრამ არ მინდა თავის მოტყუება სად მიდიხართ ან სად მიხვედით? მითხარი კარგად ხარ? მასწავლე მეც როგორ ვიყო კარგად. თუ ეგოს მოკლავ ყველაფერს მოკლავ და ეს ყველა ფერი ჩემი ფერებია მწვანე ბავშობა წითელი აგრესია ლურჯი სიმშვიდე ვარდისფერი სიყვარული თეთრი სიკეთე შავი ბოროტება და ასე შემდეგ... ვინ ხარ? არავინ? და რატომ გახდი არავინ იქნებ გინდოდა და ისევ ვერ გაცდი სურვილებს? იქნებ თავს იტყუებ და ვერ ხვდები? შესაძლოა ''ჩაინიკური'' კითხვები მაქვს და თავს გაბეზრებთ მაგრამ მე არ დამეზარებოდა გაზიარება და თქვენც იგივეს მოგთხოვთ რასაც საკუთარ თავს. იქნებ ჩვენი პრობლემაც ესაა რომ ვერ ვღებულობთ მარადიულ სიკვდილს ყველანაირი სულის და მარადიული ენეერგიის მოკვდავებას. იქნებ ბევრად უკეთესს გარემოს შევქმნიდით რეალობისთვის რომ თვალი გაგვესწორებინა? იქნებ ჩვენ სუსტი ადმიანები ვართ რომლებსაც რეალური სიკვდილის მიღება არ გვინდა და თავს ვიტყუებთ და ყველაფერი ისევ ეგოშია სამადჰის ჩათვლით?
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Feb 2 2021, 02:07 AM
Post #34


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(ARSI @ Feb 1 2021, 11:51 PM) *
როგორ აძლევთ თავს უფლებას რომ ბოლოდმე ირწუმონოთ რაიმე? იქნებ ეგრედწოდებული სამადჰიც გონების რაღაც წერტილია და როგორ უნდა გასცდე საკუთარ გონებას? იქნებ ყველაფერი სიკვდილის შიშიდან გამომდინარეა და ზუსტად ეგოს გადარჩენისთვის უნდა მივმართოთ გონება? იქნებ ''განვითარების'' საფუძველიც ეგოა? ეგო აქციეთ არაფრად და მარადიულად? მეც ადამიანი ვარ როგორც თქვენ და ჩემთვისაც რთულია არსებობა მაგრამ არ მინდა თავის მოტყუება სად მიდიხართ ან სად მიხვედით? მითხარი კარგად ხარ? მასწავლე მეც როგორ ვიყო კარგად. თუ ეგოს მოკლავ ყველაფერს მოკლავ და ეს ყველა ფერი ჩემი ფერებია მწვანე ბავშობა წითელი აგრესია ლურჯი სიმშვიდე ვარდისფერი სიყვარული თეთრი სიკეთე შავი ბოროტება და ასე შემდეგ... ვინ ხარ? არავინ? და რატომ გახდი არავინ იქნებ გინდოდა და ისევ ვერ გაცდი სურვილებს? იქნებ თავს იტყუებ და ვერ ხვდები? შესაძლოა ''ჩაინიკური'' კითხვები მაქვს და თავს გაბეზრებთ მაგრამ მე არ დამეზარებოდა გაზიარება და თქვენც იგივეს მოგთხოვთ რასაც საკუთარ თავს. იქნებ ჩვენი პრობლემაც ესაა რომ ვერ ვღებულობთ მარადიულ სიკვდილს ყველანაირი სულის და მარადიული ენეერგიის მოკვდავებას. იქნებ ბევრად უკეთესს გარემოს შევქმნიდით რეალობისთვის რომ თვალი გაგვესწორებინა? იქნებ ჩვენ სუსტი ადმიანები ვართ რომლებსაც რეალური სიკვდილის მიღება არ გვინდა და თავს ვიტყუებთ და ყველაფერი ისევ ეგოშია სამადჰის ჩათვლით?


ყოჩაღ კარგად მსჯელობ,
რაც შეეხება სამადჰს ის მინდა ვთქვა რომ ამ ფორუმზე არის უკვე ადამიანი ვისაც აქვს ეს გამოცდილება, ისიც ჩვენნაირი უბრალო ადამიანია და აგრძელებს ცხოვრებას და იმის გამო რომ სამადჰი განიცადა არაფერი არ დაშავებულა არც მას და არც მის ახლობლებს.

მეორე საკითხია სამადჰის შემდეგ განაგრძობ კვლევა ძიებას თუ ყველაფერზე ხელს ჩაიქნევ და გადაწყვიტავ რომ უკვე ყველაფერი იცი და ამაზე მეტი შესაცნობელი აღარაფერია ეს უკვე ადამიანის პირადი გადასაწყვეტია.

მე პირადად არ ვფიქრობ რომ სამადჰი ბოლო ისტანციაა, სამადჰის მდგომარეობაში ადამიანი ხდება დამკვირვებელი ხვდება რომ ეს სხეული ინსტრუმენტია, მატერია საშუალება რომ სულმა მიიღოს გამოცდილება, ხედავს მიზეზშედეგობრივ პროცესებს იგივე კარმის პრინციპს, მაგრამ დავითსაც აქვს ის კითხვები თუ საიდან დაიწყო ყველაფერი და მგონი ამაზე პასუხებს ახლაც ეძებს.

ის რომ ჩნდება ემოციები: რეაქცია, გაბრაზება, სიყვარული, სიხარული,... და არ ებრძვი საკუთარ თავს იმის გამო რომ გაბრაზდი რადგან ეს სხეული ბუნებრივი რეაქციაა გამღიზიანებელზე,

ზოგჯერ მისი პოსტები შთაბეჭდილებას გიტოვებს რომ მხოლოდ ის არის ჭეშმარიტი, მაგრამ ის ცდილობს ახსნას რომ მეს განცდა იმაზე ბევრად უფრო მარტივი და ახლოა ვიდრე წარმოგიდგენიათო, ცდილობს გაგვაგებიოს რომ ყველაზე მთავარია მივხვდეთ ვინ ვართ,
ვინ არის მე
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Feb 2 2021, 12:20 PM
Post #35


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჯევ ვუპასუხებ ანოს, Ladies First
ano
QUOTE(*ANO* @ 2nd February 2021 - 02:07 AM) *
მე პირადად არ ვფიქრობ რომ სამადჰი ბოლო ისტანციაა

შენ კარგად მოგეხსენება როგორ დეტალებზე ვსაუბრობ სამადჰის თემაში, უბრალოდ შეგახსენებ,
სმადჰი ძირითადად ორგვარია, პირველი, დიახ, სავიკალპა სამადჰი, არ არის ბოლო ინსტანცია
და იცი რატომაც, სწორედ დამკვირვებლის გამო, ასმიტას გამო, მაგრამ ამის შემდეგ იწყება სამადჰი, სამადჰიში,
ანუ ნირვიკაპლა სამადჰი. ეს უბრალოდ ტერმინია, თუ შენთვის უფრო მოსახერხებელია და გინდა ბოლო
ინსტანციის წარმოდგენა, მაშინ ნირვანა უფრო გესიამოვნება. ახლა არ მითხრა ნირვანაც არაა ბოლო ინსტანციაო.
ნირვიკალპა სამადჰი და ნირვანა, სინონიმებია, ასევე ინდუისტური მოკშა, იაპონური კენშო, ქრისტიანული ცათა სასუფეველი,
სუფისტური ფანა და ა.შ. ვინმე დაიბადა იესოს მერე გასული 2000 წლის განმავლობაშ და მე გამომრჩა, რო ეთქვას,
არა, ცათა სასუფეველი არ არის საბოლოო ინსტანცია, კიდევ არის რაღაც სხვაო? არამგონია. ამიტომ, სახელებს არ აქვს მნიშვნელობა და
ეს შენ ძალიან კარგად იცი.

ახლა, ARSI
აქ, საიდან დავიწყო არ ვიცი, რადგან დარწმუნებული ვარ, წერა რო დაასრულე, წინადადების თავშ დასმული კითხვები არ გახსოვდა.
ასე აზრი არ აქვს. ნებისმიერი კითხვა სადგურია. პასუხიც სადგურია. იქ დიდხანს გაჩერება არ შეიძლება.
მე შემიძლია ყველა დასმულ კითხვაზე გაგცე პასუხი. ჩვენ აქ „სპეციალისტები“ არ ვართ და „ნავიჩოკებს“ არ ვეძებთ, და არც „ჩაინიკურ“ „არაჩაინიკურ“
კითხვებად ვაფასებთ კითხვებს. ეს ჩვენს ინტერესებში არ შედის. ჩემს ინტერესში შედის ეგოს მოკვლა. უფრო სწორად კი იმის გაცნობიერება, რომ არც არასდროს არსებულა.
აბა, როგორ გირჩევნია? სათითაოდ გიპასუხო, თუ მკითხვა იმ მთავარ კითხვებს, რომელიც მართლა შენს „მეს“ აწუხებს?
მე ორივე შემთხვევაში სიამოვნებით გიპასუხებ, უბრალოდ შენს პირველ კითხვას რომ არ გამოვეხმაურო აქვე, არ შეიძლება:

QUOTE(ARSI @ 1st February 2021 - 11:51 PM) *
როგორ აძლევთ თავს უფლებას რომ ბოლოდმე ირწუმონოთ რაიმე?

ამას მეუბნები მე, კარტეზიანელ კაცს, რომლის ეგზისტენციალური სტატუს-კვო სწორედ არასტაბილურობასა და ირაციონალურობაშია?
რენე დეკარტის პირველი პრინციპი ჯღერდა ასე: „მე ვფიქრობ, მაშასადამე ვარსებობ“, მაგრამ ბევრმა არ იცის ორიგინალი წინადადება, საიდანაც
წარმოიშვა ეს აზრი, მთავარი სიტყვაა გამოტოვებული, რომელიც ფრანგულად ასე ჟღერს: „dubito, ergo cogito, ergo sum“.
dubito, ნიშნავს „ვეჭვობ“, ხოლო წინადადება მთლიანად ასე გამოიყურება: „ვეჭვობ, მაშასადამე ვფიქრობ, მაშასადამე ვარსებობ“.
ანუ, თავად ფაქტი, რომ მას ყველაფერში ეჭვი ეპარებოდა, გახდა მისი არსებობის განმსაზღვრელი ფაქტორი.
ხომ ხედავ, არავითარი გურუ, მურუ არ მომიტანია მაგალითად აღმოსავლეთიდან, ეს ჩენი დასავლელი, ევროპელი ძმაა,
მაგრამ ესეც მაგალითია იმისა, რომ ჭეშმარიტება ყველგან ჭეშმარიტებაა, აღოსავლეთშიც და დასავლეთშიც, შენშიც და ჩემშიც, პეტრეშიც და პავლეშიც.
გაიხსენე ინგლისური საბავშვო ლექსი:
„Three geese in a flock.
One flew east, one flew west,
One flew over the cuckoo's nest“.
არის მესამე გზა, რომელიც შეუძლებელზე, პარადოქზე გადის, გუგულის არარსებულ ბუდეზე გადაფრენას ჰგავს,
მაგრამ რას იზამ, პარადოქსიც არსებობს.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Feb 2 2021, 12:30 PM
Post #36


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა




[/quote]
ARSI
რწმენა, ასეთ სიტყვა ჩემს ლექსიკონში არაა.
მე ან ვიცი, ან არა. ან ვხედავ, ან ვერ.
რწმენა, ეს მრევლის საქმეა ტაძრებში.
რწმენა ერთად-ერთ ადგილასაა საჭირო.
გაიხსენე ინდიანა ჯონსის ფილმი. ხრამის წინ რო დგას. ფეხი გადაადგი და ხიდი მერე გამოჩნდებაო.
არის ასეთი ადგილი, სადაც უნდა გადაეშვა უფსკრულში, მაგრამ ეს ჯერ ადრეა.
აზრი არ აქვს ამაზე საუბარს ახლა.

ყველაფერი იწყება ნდობით. შენ თუ ვინმეს, ან რამეს არ ენდე, ნაბიჯს ვერ გადადგა, ერთ ადგილას იბუქსავებ.
რომ ახტე, მყარი ნიადაგი გჭირდება, რომელსაც დააწვები ფეხებით.
რომ გაფრინდე, ფრთები გჭირდება და ასევე ჰაერი, რომელსაც დააწვები შენი ფრთებით.
რომ გაიგო ჭეშმარიტება, მასწავლებელი გჭირდება, რომელიც შინაგან მასწავლებელზე მიგითითებს,
როემლიც ხარ შენ თვითონ და, რომელიც გაგათავისუფლებს ცრუ ეგოსგან, ტანჯვისგან და უბედურებისგან.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
brevalo
post Feb 2 2021, 01:16 PM
Post #37


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 340
Joined: 5-April 16
Member No.: 7,512

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE
ან ვხედავ, ან ვერ.



ამაშია საქმე. ჭეშმარიტებაზე საუბარსაც აზრი არ აქვს. მას ან ხედავ ან ვერ. ჭეშმარიტებაზე საუბარი იგივეა რომ ბრმამ სინათლეზე ისაუბროს.

Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Feb 2 2021, 01:28 PM
Post #38


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



brevalo
QUOTE(brevalo @ 2nd February 2021 - 01:16 PM) *
ამაშია საქმე. ჭეშმარიტებაზე საუბარსაც აზრი არ აქვს. მას ან ხედავ ან ვერ. ჭეშმარიტებაზე საუბარი იგივეა რომ ბრმამ სინათლეზე ისაუბროს.

კარგი ერთი! ახლა, რო გახვალ ქუჩაში და მეზობელი შეგხვდება, არ უთხრა გამარჯობა, აზრი არ აქვს. მაღაზიაში შედი
და არ უთხრა რა გინდა, არ ილაპარაკო იმაზე, რაც გინდა, გამყიდველი დაგაყრის კითხვებს, რა გინდაო? არ უპასუხო, აზრი არ აქვს.
ბოლოს, გამოგაბურძუყებენ იქიდან, რადგან სხვის საკუთრებაში დგახარ უაზროდ.
შენ, მოსულხარ არ იცი საიდან და გვიმტკიცებ, რომ ჭეშმარიტებაზე საუბარს აზრი არ აქვს?
მოსულხარ არ იცის საიდან, იგულისხმება, რო არ იცის სად იყავი სანამ დაიბადებოდი.
ჭეშმარიტებაზე საუბარი, ჭეშმარიტების ნაწილია. ვიღაც ხედავს, ვიღაც ვერ. იმიტომ საუბრობ, რომ გინდა ყველა ხედავდეს.
მეტყველება მნიშვნელოვანი ნაწილია ჭეშმარიტების. დიალექტიკა, სიტყვა, მნიშვნელოვანია.
ის კომუნიკაციის საშალებაა. მახოლოდ შენ არ დადიხარ ამ დედამიწაზე, კიდევ 7 მლრდ. ადამიანი დავდივართ შენ გარდა.
(სწორად გამიგე, ასე მივმართავ საყოველთაო ეგოს პრინციპს და არა პირადა შენ)

სიტყვა, ცნობიერების მდგომარეობას გამოხატავს. დიოგენე ამბობდა, ხმა ამოიღე დაგინახოო.
ლაპარაკი, სიტყვები მისანიშნებელი საშუალებებია და არ შეიძ₾ება მათი უგულებელყოფა.
დიახ, ჭეშმარიტება არავერბალურია, მაგრამ მასზე მინიშნება შესაძლებელია ვერბალურად.
ეს ჰგავს ფიჩხს კოცონს რომელიც ანთებს, მას მერე რაც ამ პატარა ფიჩხიდან აინთება კოცონი, მერე თავად ამ კოცონში
ჩაიფერფლება და გაქრება, მაგრამ კოცონი, ამ ფიჩხით დაიწყო. ეს ფაქტია.
რაღაცით უნდა დაიწყო, ციდან ჩამოვარდნილები არავინ ვართ. ყველანი დედის საშოდან მოვდივართ.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
ARSI
post Feb 2 2021, 01:49 PM
Post #39


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 18
Joined: 29-January 21
Member No.: 7,986

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



David Monny

ვკითხულობ თქვენ თემას და მეხმარება ბოლომდე მიღება მიჭირს რაღაც პარალელებს ვავლებ და აშკარად იგრძნობა ''სიმართლე'' თქვენ პოსტებში. ამ გამონათქვამზე რა აზრის ხარ? არსებობს საგნები თუ არ დაინახე ვერ იწამებ და ასევე არსებობს საგნები თუ არ იწამებ ვერ დაინახავ? იქნებ აქ გავიჭედე და არაფრის დაჯერება აღარ მინდა და შესაბამისად ხედვის არეალიც ვიწრო გამიხდა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ARSI
post Feb 2 2021, 01:56 PM
Post #40


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 18
Joined: 29-January 21
Member No.: 7,986

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



David Monny
ფორუმელები თუ იკრიბებით? ან რაიმე შეხვედრას თუ დავგეგმავთ უკეთესი იქნება პირადი საუბრები და გამცდილების გაზიარება თუ სურვილი გექნებათ რა თქმა უნდა და მსურველები თუ იქნებიან.
Go to the top of the page
 
+Quote Post

3 Pages V  < 1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 01:35 PM