IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

11 Pages V  < 1 2 3 4 5 > »   
Reply to this topicStart new topic
> პოლიტიკა, არჩევნები
ano
post Feb 28 2022, 03:04 PM
Post #41


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მე ირიბად არაფერს ვწერ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ,
საბჭოთა კავშირი უნდა დაშლილიყო, და აღარ უნდა აღდგეს, თანამედროვე სტანდარტებს არ შეესაბამება, მე პუტინის პოლიტიკას მივიჩნევ ტირანიად მას აქვს განდიდების მანია.

რაც შეეხება 90 იან წლებს, მგონია რომ ყველაზე დიდი საფასური საქართველომ გადაიხადა და ევროპამ და ამერიკამ არ დაუფასა იმ პერიოდში, სამართლიანობისათვის მოვითხოვ ყველამ გაისარჯოს ისევე როგორც საქართველომ გაისარჯა.
აი მითხარით როგორ უნდა იყოს ეს რუსული პროპაგანდა, მე ვითხოვ რომ ყველამ თანაბრად შეიწუხოს თავი, მეტი არაფერი.

ახლა კი გამოფხიზლდა დავით ევროპა ამერიკა მაგრამ ჩვენ 30 წელია ვითმენთ, ლოგიკურად მეშინია რომ ისევ მიგვატოვებენ როგოც ადრე, ამიტომ გადადგან თვითონ პირველი ნაბიჯი, დააზუსტოთ რუსეთი რომ რეალური სახე მიეცეს ჩვენს ბრძოლას, ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები აუცილებლად,
მე ველოდები რომ სოხუმს ისევ დავიბრუნებთ, მაგრამ ცივი გონებით, ისე რომ შეცდომები არ დავუშვათ.

რაც შეეხება მიშას ადამიანურად ვწუხვარ რომ ამ მდგომარეობაშია, თმები სულ გათეთრებული აქვს ნერვიულობით განა ვერ ვხედავ, კიდევ მივცემდი შანსს საქართველოს მეთაურობის მაგრამ მაშინებს მისი ფსიქოლოგიური გაუწონასწორებლობა.
ცილს არ ვწამებ არაფერში, უბრალოდ მისი ალოგიკური საქციელები მაბნევს.

რაც შეეხება ღარიბაშვილს, უბრალოდ პრაგმატულად აზროვნებს, არ აწუხებს ზედმეტი ამბიციები, და ფიქრობს რომ ქვეყანას არ აქვს შესაფერისი ფინანსური შესაძლებლობები.

გასაგებია დიდი გულის ვართ ქართველები, ძალიან კარგი, მაგრამ ძველ შეცდომებისაგან მგონი ცოტა უფრო წინდახედულება გვმართებს
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Feb 28 2022, 03:21 PM
Post #42


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მეგობრებო ყველაფერის ზედმეტად გამოფენა არ შეიძლება, მე ძალიან დიდ ენერგეტიკულ დარტყმებს ვგრძნობ, იმის გამო რომ პოლიტიკურ პოსტებს ვწერ,

1. ძალიან მიხარია რომ საქართველო ასეთ თანადგომას უჩვენებს უკრაინას, ქართველი ხალხი ნამდვილად გმირია.
2. ჩვენი მთავრობა ეხმარება უკრაინას და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.
3. ყველაფერს თავისი დრო აქვს ჩვენ დავიბრუნებთ დაკარგულ ტერიტორიებს, აუცილებლად სოხუმს ❤️

ყველაფერთან ერთად უნდა გავაცნობიეროთ, ომი მიმდინარეობს უამრავი ლტოლვილი იქნება ვინც სახლკარის გარეშე დარჩა და თავშესაფარი დასჭირდებათ.
ყველაფერს თავისი დრო აქვს მოითმინეთ ყველას კარმული წელი აქვს, დამსჯელი წელი არის მოსული, ყველაფერი ძალიან სამართლიანად გადაწყდება, მაგრამ არა ერთ_ორ დღეში
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Mar 1 2022, 07:03 AM
Post #43


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



old_man
QUOTE(old_man @ 27th February 2022 - 09:29 PM) *
ეს ყველაფერი მალე არ მორჩება
პუტინი ყველაფერზეა წამსვლელი, რეალობას ვეღარ აღიქვამს, შეიძლება ბირთვული ომიც დაიწყოს,
კარგია რომ ყველამ დაინახა რუსეთის ნამდვილი სახე.ჩვენ კი ვიცოდით ისედაც.

აი ამის დაწერას ვაპირებდი და დაგიწერია უკვე... ასე რომ +1
ამდენი წლები რაც საქართველოში ხდება, ვერავინ ხედავდა(ვითომ ვერ ხედავდნენ), არ ედარდებათ პაწუა ქვეყანა... აი უკრაინა კი სჭირდებათ.

პუტინს მაგრად აწვებიან და ეს უფრო საშიშს ხდის ურჩხულს. თუმცა მისი ბოლო დამარცხება იქნება, მაგრამ არვიცი რა ფასად.
და კიდევ ვიტყვი,–კარგია რომ მსოფლიომ დაინახა რუსეთის ნამდვილი სახე.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Mar 2 2022, 03:17 PM
Post #44


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ევროპამ ძალიან ბევრი შეცდომები დაუშვა, მისი საუკეთესო მოკავშირე საქართველო რუსეთის მეძავად აქცია, 2008 წლის ომის შემდეგ სრულ ეკონომიკურ ბლოკადაში მოვხვდით, იმის მაგივრად რომ ჩვენ დაგვხმარებოდნენ რუსეთთან მილიარდობით ევროს გაგზავნას აგრძელებდნენ, წლები მონსტრს კვებავდნენ.
ქუთაისის საუკეთესო არტილერია რომელმაც 12 რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდო ოსეთში აი ის სამხედრო ნაწილი დაშალეს და ის დამსახურება საბუთებში არ ჩაიწერეს, შემდეგ სამუშაოებისა დაითხოვეს ეს ხალხი, მადლობის მაგივრად პანღური.

ეხლა მსოფლიო პოლიტიკას შევეხები, აგერ ყარაბაღი დაიბრუნა აზერბაიჯანმა, თურქეთი დაეხმარა, რუსეთმა ხმა არ ამოიღო მისი მოკავშირე სომხები გაყიდა, ევროპას ისევ ძინავს და არ არკვევს ვინ რა მოლაპარაკებებს მართავს.

თურქეთი გერმანიის ერთ დროს საუკეთესო მოკავშირე, რამდენი წელია ახვერებთ ევროკავშირში მიღებაზე, მაგრამ როგორც ყოველთვის ლაპარაკობთ და არაფერს აკეთებთ, ღალატია ეს, თქვენს მოკავშირე თურქეთს წლებია უამრავ სანქციებს უწესებთ, ლირა გაანადგურეთ.
სირიის კონფლიქტშიც მოატყუეთ და იყენებთ, უამრავი ლტოლვილი შეუსიეთ, ჩვენ დაგეხმარებით რამდენიმე მილიონ ევროს ვერ აღირსეთ, სამაგიეროდ რუსულ ოლიგარქებთან ვაჭრობა კარგად იცოდით.

როდის უნდა გამოფხიზლდეთ, უკრაინას ვკარგავთ, რატომ არ აგზავნით ჯარებს, რატომ არ უდგახართ გვერდით, გადადგით ნაბიჯი დაგვანახეთ რომ ისევ შუა გზაზე არ მიგვატოვებთ რუსეთის ხახაში,
თუ არ გამოფხიზლდით ჯერ უკრაინას აიღებს, შემდეგ ჩვენ და თქვენც მოგადგებათ.
თქვენი მოკავშირე თურქეთი თუ არ დააფასეთ მალე ესეც რუსეთის მოკავშირე გახდება სხვა გზას არ უტოვებთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
zeppelin
post Mar 5 2022, 10:46 PM
Post #45


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 302
Joined: 13-January 12
From: NY
Member No.: 6,690

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ano
QUOTE(*ANO* @ 28th February 2022 - 07:04 AM) *
ლოგიკურად მეშინია რომ ისევ მიგვატოვებენ როგოც ადრე

მიტოვებული ხარ ისედაც. 2008 წელმა დაამტკიცა ეგ. უკრაინასაც მიცეს იარაღი მაგრამ მეტი არაფერი. რეალურად რუსეთის სამხედრო პოტენციალი გაცილებით დიდია. რუსეთთან კიდევ პირდაპირ ომში არავინ ჩაერთვება. პუტინი არის წამსვლელი ატომურ იარაღზე.

ერთი რაშიც დაგვერხმარება დასავლეთი იქნება ჰუმანიტარული დახმარება და შეიძლება ლტოლვილების მიღება. მორჩა
Go to the top of the page
 
+Quote Post
Zet
post Mar 7 2022, 01:19 AM
Post #46


VIOLET soul
Group Icon

Group: Root Admin
Posts: 2,939
Joined: 24-January 07
From: astral
Member No.: 1

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მიტოვება რას ნიშნავს? smile.gif ვინმეს ვალიაქვს ჩვენთან? ვინც რამეს გვეხმარება ეს არის მათი კეთილი ნება და დიდი მადლიერები უნდა ვიყოთ, ამერიკას პრობლემა რომ შეემთხვას რა ქართველები გავარდებიან დასახმარებლად? ამერიკისთვის და ევროპისთვის საქართველო არის როგორც ჩვენთვის ერთი აფრიკული ქვეყანა მეტი არაფერი. როგორც ჩვენ არ ვიცით აფრიკის რომელიღაც ქვეყანა, ისე არიცოდნენ ამერიკელებმა საქართველოს არსებობა. სააკასვილის დამსახურებაა რომ ვიღაცამ რაღაც გაიგო საქართველოზე საერთოდ.
საქართველო არის ქვეყანა რომელსაც ისიც კი ვერ გაურკვევია, რა ფასეულობები უნდა და ხმას აძლევს რუსეთის ოლიგარქს, რომელიც ჩაძირავს ქვეყანას და რუსეთს შუერთებს.
ეგეც რუსული ნარატივია რომ აი ამერიკა ხომ არ დაგეხმარებათ... გეგონება რუსეთი გეხმარება და ამერიკა არა. ასევე იგივე რუსული პროპაგანდაა რომ ვითომ ამერიკას რაღაც ინტერესებიაქ და მაგიტომ გეხმარება.
რათქმაუნდა კარგია რომ უკრაინას კიდევ უფრო მეტად დაეხმარონ, მაგრამ ეგ მაგათი ვალი არ არის.
და მეორესერთი ადამიანური რესურსით თუ დაეხმარება ევროპა უკრაინას, პუტინს ააქვს მილიონჯერ ნათქვამი რომ ეგრევე ატომურ იარაღს გამოიყენებს, და სად არის გარანტია რომ არ გამოიყენებს, და მთელი პლანეტა საფრთხის ქვეშ იქნება, უკრაინის ომი ტკბილი მოგონება შეიძლება გახდეს იმასთან სედარებით რაც შეიძლება დატრიალდეს.
აქ ერთადერთი გამოსავალი რუსეთის ეკონომიკა ჩაძირონ ბოლომდე და ეგ პროცესი დაწყებულია მაგრამ უფრო მეტია გასაკეთბელი.
და საბრძოლო თვითმფრინავები მიაწოდონ უკრაინას და მემგონი მაგას უკვე რაღაცდოზით მიაწოდებენ გუშინ წავიკითხე.

ევროპამ რუსეთი იმიტომ გააბლატავა რომ როდესაც შენთვითონ ცუდის გამკეთებელი არ ხარ გგონია რომ სხვაც არასდროს ცუდს არ გააკეთებს, ანუ მიამიტი ხარ. მაგიტომ არის რომ ძლივს გაიაზრეს რაც ხდება.

ჩემი აზრით უკრაინა ყველაზე უფრო იმსახურებენ კარგად ცხოვრებას და ალბათ ბოლოს მიიღბს კიდეც. რამდენი იბრძოლა უკრაინელმა ხალხმა. ჩვენ არ გვიბრძვია ფაქტიურად სააკაშვილმა იბრძოლა ჩვენს მაგივრად და ქვეყანა ააშენა. და ეგეც არ დავაფასეთ და რავიცი რა მომავალი უნდა ქონდეს საქართველოს. ლოგიკურად თუ ვიმსჯელეთ, თუ რუსეთი არ დაიშლება, საქართველოს მომავალი ეგრე აეწყობა, საქართველო გაივსება რუსებით და ბოლოს შუერთდება რუსეთს. ყოველშემთხვევაში ივანიშვილს და პუტინს ასეთი გეგმა აქვს და რაივიცი აბა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Mar 7 2022, 02:05 PM
Post #47


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ორივე მხარეს გადავხედე ინფორმაციებს, ეს ალტინფო არც ვიცოდი რა იყო.

მე ჩემი აზრი მაქვს, ჩემს ანალიზს დავწერ

1. რუსეთზე მინდა ვთქვა, მთელი რუსეთი "გამოჟირინოვსკებულია", რა არის ჟირინოვსკის იდეოლოგია: ომი, ომი და ომი... სიძულვილი, ყველა ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყნების ერთმანეთზე გადაკიდება, უკრაინის ნაწილებად დაშლა, საქართველოს დანაკუწება: სამეგრელოს მისცემს აფხაზეთს, აღმოსავლეთ საქართველოს გაუყოფს აზერბაიჯანს და სომხეთს... ასევე გაიხსნება გზა თურქეთზე ბატონობისათვის კავკასიიდან იმის წყალობით რომ კავკასიის ქვეყნებს ერთმანეთს გადაკიდებს, ანუ სომხეთს დაუპირისპირდება აზერბაიჯანს, ასევე საქართველოშიც მათ მიმართ მტრობას.
ევროპაზე ამბობენ რომ მათი გაზში გადახდილი ევროებით იომებენ და ვერც ვერავინ გაუბედავს წინააღმდეგობას, რადგან ძალიან ბევრი რესურსები აქვთ და ყველა ქვეყანა მათ რესურსებზეა დამოკიდებული, ნავთობი, გაზი, ურანი, ქიმიური ნივთიერებები რითაც აწარმოებენ თანამედროვე ჩიპებს...

2. რუსეთში უნდა გაიაროთ, ხალხს დაელაპარაკოთ და მიხვდეთ რომ ინფორმაციულ ვაკუუმში არიან, ვინც ხმას იღებს აპატიმრებენ, მიმდინარეობს მუდმივი ინფორმაციული პროგრამირება.

ახალი დაწყებული იყო ომი გადავრთე რუსულ საინფორმაციო არხზე, აჩვენებენ როგორ ბრწყინვალედ ასპარეზობენ ოლიმპიადაზე რომ ყველაზე მაგრები არიან, ყველას ჯობიან, ყველაზე მეტი მედლები აქვთ, თან დიქტორი როგორი ტემბრით ლაპარაკობს როგორც კომუნისტების დროს იცოდნენ გამოთქმით ლაპარაკი, მუდმივად აქვთ კომუნისტური განწყობა,
( ბარემ ჟირინოვსკის ქადაგებასაც გავიხსენებ "ჩვენ ყველას უნდა ვაჯობოთ სპორტში, რეკორდები დავამყაროთ, თუნდაც დოპინგები დაგვჭირდეს")

თურქეთს ახლა ჰგონია რომ რუსეთი მისი მოკავშირეა, ამიტომ თანამშრომლობს, მაგრამ მინდა თურქეთს ვუთხრა რომ რუსეთს თვალი აქვს დადგმული თურქულ კურორტებზე, ყველაფერი დროის ამბავია ჯერჯერობით უძრავი ქონების შესყიდვებს დაიწყებენ მერე მიწების მითვისებასაც, იმიტომ რომ ბუნებით გაუმაძღრები არიან, დარწმუნებული იყავით რომ გულზე სკდებიან მისი რომ არ არის ეგ კურორტები.

რატომ არ უნდა ჩაერიოს ვინმე ცხელ ომში? იმიტომ რომ ძალიან დიდი ტრაგედიაა ადამიანური მსხვერპლი. (ეს ჩემი აზრია)

რუსეთი მხოლოდ შიგნიდან უნდა გატყდეს, მხოლოდ სწორი ინფორმაციით, მათ ვერ გაიგეს რომ დედამიწა ყველასია და არა მარტო მათი, ეს ერთი ორგანიზმია, თქვენ ვერ განიკვეტებიტ, უბრალოდ სწორი აზროვნება და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი თანაცხოვრება უნდა ისწავლოთ, არავიზე უკეთესები არ ხართ.

უნდა დადოთ ფაქტები ვიდეოები ფოტოები რუსულ საინფორმაციოებში თუ რა დღეში ჩააგდეს უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობა განსაკუთრებით ბავშვები იქნებ გამოიღვიძონ და მიხვდნენ რომ ბოროტებას სჩადიან
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Mar 8 2022, 09:40 PM
Post #48


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ამ ყველაფერზე ვფიქრობდი ცოტა ხნის სულ სხვა კუთხით. როგორც ეგოების ან ეგრეგორების დაპირისპირება
როგორც ადამიანს აქვს ეგო და ცხოვრობს ამ ეგოში მეტწილად (ფიქრები, ემოციები, მოგონებები, უპირატესობის შეგრძნება ან კომპლექსები, ისტორია, მიკუთვნებულობა-რელიგია, რასა, სოციალური კლასი და ა.შ.) ასევეა ქვეყნების ეგო და ურთიერთობა მათ შორის. ერთი ეგო ცდილობს სხვაზე დომინირებას, თავის სიმართლის დამტკიცებას და ასე იქმნება ნებისმიერი კონფლიქტი იქნება ეს ოჯახში, სამსახურში თუ ქვეყნებს შორის ურთიერთობებში. ასეა ახლა რუსეთის შემთხვევაში, რომლის ცრუ ეგოს პოზიციას პუტინი გამოხატავს, რომ მე ვარ ველიკაია ძერჟავა, მე ვარ მართალი და სხვებმა უნდა დამიჯერონ.
ყოველი ეგო სულ იმისთვის იბრძვის რომ თავი გადაირჩინოს, დაიცვას და გაფართოვდეს. მას სჭირდება საპირისპირო ფიქრი სხვაზე და ეს სხვები ხშირ შემთხვევაში აღიქმებიან როგორც მტრად ან საფრთხედ.
სულიერი თვალთახედვით ეს ყველაფერი არის დიდი გაუცნობიერებულობა. აქედან გამომდინარე კიდევ იმაზე ვფიქრობდი, რომ არ არსებობს ცუდი/ბოროტი ადამიანი ან ქვეყანა და კარგი/კეთილი ადამიანი ან ქვეყანა, ყველაფერი საბოლოო ჯამში დადის გაცნობიერულობის დონეებამდე. ანუ გაუცნობიერებულობა ადამიანურ ენაზე = ბოროტებას. რასაც ახლა ვხედავთ.


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Mar 11 2022, 08:48 PM
Post #49


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



პუტინი მართლაც ძალიან საშიშია მთელი დედამიწის მოსახლეობისათვის. ეს დარწმუნებული ვარ კარგად იციან თავისმა მოკავშირეებმაც. ეს არის ფსიქოპათი, რომელსაც არაფერი ესმის. მარტო იმუქრება.
ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ ვინმემ თვითშიგნით გაყიდოს და მერე მას შესაბამისი მსჯავრი დაედოს. ეს გაყიდვა კი არ იქნება, არამედ ლოგიკური მოქმედება.
დარწმუნებული ვარ ამაზე მუშაობენ და იმედია აგვაცდინონ ამ გზით მესამე მსოფლიო ომი.
მე ვფიქრობ ისევ რუსი შესძლებს მის დამარცხებას. ვფიქრობ არსებობენ სწორად მოაზროვნე რუსები ამ ეტაპზე. ამას წინათ 700 000 რუსი დაიჭირა ერთ დღეში, რადგან მიტინგი მოუწყეს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Mar 11 2022, 08:58 PM
Post #50


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჰიტლერიც არანორმალური იყო, ფსიქიურად დაავადებული... მხოლოდ ასე შეიძლება ეწოდოს ამ ქცევას, რასაც ასეთი ადამიანები სჩადიან.
ამ ეპოქაში ნუთუ მთელი მსოფლიო ვერ შესძლებს ერთი არანორმალურის გაჩერებას?

თუმცა არის ერთი საშიშროება, რომ სხვებსაც აწყობს ეს ამბები, რომ დედამიწა ძალიან დიდი საშიშროებების წინაშეა... ეკოლოგიური მდგომარეობა უკვე გასცდა ყოველგვარ ზღვარს, უკვე დედამიწის შველა სავალალოა, ბევრი მეცნიერი ამტკიცებს, რომ უკვე ყველაფერი გვიანია.
იქნებ გეგმაცაა მოსახლეობის განადგურება და შემცირება, ატომური ომები, ბიოლოგიური ომები (ვინ იცის იქნებ კორონოვირუსიც ბიოლოგიური ომის სახეობა იყო).
Go to the top of the page
 
+Quote Post
toresi9
post Mar 11 2022, 09:54 PM
Post #51


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 71
Joined: 25-August 18
Member No.: 7,772

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(earth @ Mar 11 2022, 08:48 PM) *
პუტინი მართლაც ძალიან საშიშია მთელი დედამიწის მოსახლეობისათვის. ეს დარწმუნებული ვარ კარგად იციან თავისმა მოკავშირეებმაც. ეს არის ფსიქოპათი, რომელსაც არაფერი ესმის. მარტო იმუქრება.
ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ ვინმემ თვითშიგნით გაყიდოს და მერე მას შესაბამისი მსჯავრი დაედოს. ეს გაყიდვა კი არ იქნება, არამედ ლოგიკური მოქმედება.
დარწმუნებული ვარ ამაზე მუშაობენ და იმედია აგვაცდინონ ამ გზით მესამე მსოფლიო ომი.
მე ვფიქრობ ისევ რუსი შესძლებს მის დამარცხებას. ვფიქრობ არსებობენ სწორად მოაზროვნე რუსები ამ ეტაპზე. ამას წინათ 700 000 რუსი დაიჭირა ერთ დღეში, რადგან მიტინგი მოუწყეს.

თავად ვხდით მას საშიშს ადამიანები ამ კოლოსალური ენერგიების გაგზავნით
ყველაფერი ისევ თავად ჩვენს ხელთაა მათ შორის მესამე მსოფლიო ომის შეჩერებაც და დაწყებაც .
Go to the top of the page
 
+Quote Post
toresi9
post Mar 11 2022, 09:56 PM
Post #52


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 71
Joined: 25-August 18
Member No.: 7,772

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(earth @ Mar 11 2022, 08:58 PM) *
ჰიტლერიც არანორმალური იყო, ფსიქიურად დაავადებული... მხოლოდ ასე შეიძლება ეწოდოს ამ ქცევას, რასაც ასეთი ადამიანები სჩადიან.
ამ ეპოქაში ნუთუ მთელი მსოფლიო ვერ შესძლებს ერთი არანორმალურის გაჩერებას?

თუმცა არის ერთი საშიშროება, რომ სხვებსაც აწყობს ეს ამბები, რომ დედამიწა ძალიან დიდი საშიშროებების წინაშეა... ეკოლოგიური მდგომარეობა უკვე გასცდა ყოველგვარ ზღვარს, უკვე დედამიწის შველა სავალალოა, ბევრი მეცნიერი ამტკიცებს, რომ უკვე ყველაფერი გვიანია.
იქნებ გეგმაცაა მოსახლეობის განადგურება და შემცირება, ატომური ომები, ბიოლოგიური ომები (ვინ იცის იქნებ კორონოვირუსიც ბიოლოგიური ომის სახეობა იყო).

ისე რომ ვაკვირდები მსგავსი ლიდერები ყოველთვის დროისა და ეპოქის შესაფერისები არიან შეეფერებიან მასების ცნპობიერებას
შესაბამისად მორგებასაც კარგად ახერხებენ სხვათა შორის პუტინიც კარგად ირგებს ბუას როლს რომელიც მსოფლიოს აშინებს .
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Mar 12 2022, 07:24 AM
Post #53


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



toresi9
სრული სიმართლეა რასაც ამბობ, მიხარია რომ ასეთი აზროვნება არსებობს.
გეთანხმები, ჩვენი ძალა სხვაგან უნდა მივმართოთ, რომ არ გამოვკვებოთ უარყოფითი.
მადლობა და გაიხარე toresi9.
Go to the top of the page
 
+Quote Post
toresi9
post Mar 13 2022, 12:18 AM
Post #54


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 71
Joined: 25-August 18
Member No.: 7,772

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(earth @ Mar 12 2022, 07:24 AM) *
toresi9
სრული სიმართლეა რასაც ამბობ, მიხარია რომ ასეთი აზროვნება არსებობს.
გეთანხმები, ჩვენი ძალა სხვაგან უნდა მივმართოთ, რომ არ გამოვკვებოთ უარყოფითი.
მადლობა და გაიხარე toresi9.

<3 <3 <3 gul.gif gul.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Mar 15 2022, 12:40 PM
Post #55


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მგონია რომ რაღაც გარიგება იყო ამერიკასთან, რის შემდეგაც რუსეთმა დაგეგმა სამხედრო ოპერაცია.
ისევე როგორც 2008 ში მსოფლიო ფინანსური კრიზისის შემდეგ როგორღაც დაემთხვა რუსეთის ომი, მიზეზი თითქოს საქართველოს ნატოში იღებენ, ახლაც იგივე მსოფლიო კრიზისს მოჰყვა ისევ რუსეთის ომი.
რა მოიგო რუსეთმა და რუსმა ხალხმა?
ჯერჯერობით ფაქტია რომ რუსული ოქრო სხვებმა აითვისეს, და ასე თუ ისე მსოფლიოში არსებული რყევები რაც ოქროს ფასის მუდმივი ზრდა იყო შეჩერდა.
ასე მგონია რომ სამიზნე რუსეთის ოქრო იყო.
უკრაინა გამოიყენეს, მგონია რომ ხმის ამოღებას ვერავინ გაბედავს, თუ არადა ერთმანეთის ნაგვის ამოქექვას დაიწყებენ,
ყველა ვარიანტში რუსეთიც და უკრაინაც ძალიან წაგებულ მდგომარეობაშია, ათწლეულები დაჭირდებათ ფეხზე რომ დადგნენ, რუსი ხალხი ორმაგად ცუდ დღეშია მაგათი დანახვაც ზიზღს იწვევს მთელს მსოფლიოში, ანუ რა გამოდის ერთა შორის ზიზღი.
ორი მოძმე ერი ერთმანეთს დაუპირისპირეს.

Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Mar 15 2022, 04:34 PM
Post #56


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დიდი ცვლილებები მიმდინარეობს დედამიწაზე. 2025 წლამდე კიდევ ბევრი რამ მოხდება babu.gif


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Mar 15 2022, 05:20 PM
Post #57


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ano
QUOTE(*ANO* @ 15th March 2022 - 12:40 PM) *
მგონია რომ რაღაც გარიგება იყო ამერიკასთან, რის შემდეგაც რუსეთმა დაგეგმა სამხედრო ოპერაცია.


ისევ ეზოთერიკას მიაწექი. ასეთი რუსული პროპაგანდა უკვე დაჭკვნა. შეეშვი რაც შენი საქმე არაა. ძალიან რბილად ვწერ თან ახლა ამას


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Mar 15 2022, 05:23 PM
Post #58


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(old_man @ 15th March 2022 - 04:34 PM) *
დიდი ცვლილებები მიმდინარეობს დედამიწაზე. 2025 წლამდე კიდევ ბევრი რამ მოხდება

მასე ამბობდნენ ყველა დროის ყველა მონაკვეთში, 666 წლიდან რო იესოს მეორედ შემორბენას ელიან.
ჩემი თანამშრომელი 2018 წელს მეუბნებოდა ევროკავშირში 2022 წელს მიგვიღებენო.
ასე აგიხდა, განცხადება შევიტანეთ და უკრაინამ წამოგვიკიდა ზურგზე ეს სამარცხვინო ერი, დიახ, სამარცხვინო, როცა 800000 ამომრჩეველი ჰყავს
სრულად დემორალიზებულ, გახრწნილ და გათახსირებულ კოლაბორაციონისტ ე.წ. მთავრობას


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Mar 15 2022, 07:23 PM
Post #59


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ვითომ პოლიტიკა ჩვენი საქმე არაა, მაგრამ ვერ ხვდებით რომ მე რუსეთის პროპაგანდას არ ვეწევი,
ამერიკა და რუსეთი უკვე შეთანხმდა წინასწარ, უკრაინის ბედი უკვე გადაწყვეტილი ქონდათ, ომით ხალხს უნდა დაანახონ რომ იბრძვიან.
ყველა ხალხს ატყუებს და ძარცვავს,
ისე მიშამ კი დაიწყო ლაპარაკი თუ ყურადღებით მოუსმენ მის ვიდეოებს საკმაოდ ღიად საუბრობს რომ ომამდე წინასწარ უკვე გადაწყვეტილია ტერიტორიების ბედი, მერე დავდებ აქ იმ ვიდეოს და მიხვდებით.
ხალხი ტყუილად იკლავს თავს ის ტერიტორიები უკვე გადაწყვეტილია.

რუსებიც და უკრაინელებიც უბრალოდ გამოიყენეს და გაძარცვეს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Mar 15 2022, 07:27 PM
Post #60


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



პუტინი საკუთარ ხალხს ატყუებს, პროპაგანდის მსხვერპლია ყველა.
ნატო არის შირმა, უბრალოდ მიზეზი ომის დასაწყებად.
ძველი ნაცნობი სცენარი...
Go to the top of the page
 
+Quote Post

11 Pages V  < 1 2 3 4 5 > » 
Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 11:32 AM