ფილოსოფია |
ფილოსოფია |
Jun 2 2009, 05:19 PM
Post
#1
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 55 Joined: 12-March 09 Member No.: 5,928 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ფილოსოფია არაა რწმენა, არც ურწმუნოება – ფილოსოფია ცოდნაა.
ფილოსოფოსმა რაც იცის, იცის უეჭველად და რაც არ იცის, იცის რომ არ იცის. ანუ არცოდნის შემთხვევაში ფილოსოფოსმა იცის თავისი არცოდნის შესახებ. ამიტომაა ფილოსოფია ცოდნა, მაგრამ ვინაიდან არცოდნის ცოდნა არცოდნის აღიარებას წარმოადგნეს, ამიტომაა ფილოსოფია ასევე სიბრძნის სიყვარული, ანუ სწრაფვა ცოდნისაკენ. ფილოსოფოსი არის ადამიანი რომელიც არცოდნის ცოდნიდან იწყებს. ცნობილი გამოთქმა: „მე ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი“, წარმოადგენს არა ფილოსოფიის არსს, არა ფილოსოფიის დასკვნას, არამედ ფილოსოფიის დასაწყისს. ვინც აღმოაჩენს თავის არცოდნას და შემდეგ ან რწმენაში, ან ურწმუნოებაში გადავარდება, არაა ჭეშმარიტი ფილოსოფოსი. მორწმუნე და ურწმუნოც ფილოსოფოსობს, მაგრამ ამ ფილოსოფოსობით ერთი რწმენაში, მეორე კი ურწმუნოებაში მტკიცდება. ფილოსოფოსია ის, ვინც არცოდნის ცოდნიდან, შემდგომ ახალ ცოდნას მიაგნებს, შემდეგ კიდევ ახალს და ა.შ., ანუ სულ უფრო მეტ და მეტ უეჭველ ცოდნას ეუფლება. |
|
|
Jun 2 2009, 05:24 PM
Post
#2
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 55 Joined: 12-March 09 Member No.: 5,928 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რა არის ცოდნა?
ცოდნის მთავარი მახასიათებელი არის აბსოლუტური მარტივი სიცხადე და შესაბამისად ურყევი ეჭვშეუტანლობა მასში. მაშინ როდესაც რწმენა შეიძლება შესუსტდეს ან გაძლიერდეს, ან კიდევ უარესი, დაკარგოს კიდეც ადამიანმა, ცოდნას ეს არ ემუქრება. მაგალითად, ასეთია ადამიანის მიერ იმის ცოდნა, რომ ის არსებობს. აბა სცადეთ და ვინმე დააჯერეთ, რომ ის არ არის. აი რაც შეეხება რწმენას, მაგალითად სულის უკვდავობისა ან ღმერთის არსებობისა, ეს რწმენა შეიძლება დაკარგოს ან შეიძინოს ადამიანმა. სულიერების სფეროში ცოდნა ნიშნავს ჭეშმარიტისა და კეთილის, ცრუსა და ბოროტისაგან განსხვავების უნარს. ადამიანებში არსებობს ცოდნის ორი დონე: პირველი – ცხადი და უშუალოდ მოცემული, როდესაც ადამიანი მეყსეულად, მარტივად და ნათლად განარჩევს ჭეშმარიტსა და კეთილს, ცრუსა და ბოროტისაგან. ასეთი ცოდნა იშვიათია და ფილოსოფიაში პერცეპციის სახელითაა ცნობილი. პერცეპციის მქონე ადამიანებში ეს უნარი ასევე სხვადასხვა დონისაა. მეორე – როდესაც ადამიანს შინაგანი გრძნობა კარნახობს ზოჯერ მაშინვე, ზოგჯერ მოგვიანებით, თუ რასთანა აქვს საქმე, ჭეშმარიტსა და კეთილთან, თუ ცრუსა და ბოროტთან. ამას სინდისი ეწოდება და ასევე სხვადასხვა დონის არსებობს ადამიანის სულიერების მიხედვით. შესაბამისად, უცოდინარობა მდგომარეობს ზემოთ ნახსენები უნარის, ჭეშმარიტისა და კეთილის, ცრუსა და ბოროტისაგან გარჩევის არ ქონაში. ზემოთ ნათქვამი რელიგიურად ასე გამოითქმის: ჭეშმარიტი და კეთილი ღმერთია; ცრუ და ბოროტი ეშმაკი. შესაბამისად, ცოდნა გამოდის ღმერთისა და ღვთიურის, ეშმაკისა და ეშმაკისეულისაგან განსხვავების უნარს. მოკლედ: ცოდნა სიკეთისა და ბოროტების ცოდნაა. მცოდნემ იცის რა არის სიკეთე და რა არის ბოროტება. უცოდინარმა არც ერთი იცის და არც მეორე. ზემოთ ნათქვამი ზოგს მოეჩვენება მცდარად შემდეგი მიზეზით. ბიბლიიდან ვიცით რომ ადამის ცოდვათდაცემის მიზეზი იყო ნაყოფის ჭამა ხიდან კეთილის და ბოროტის შეცნობისა. და რომ ამის შემდეგ „აჰა, გახდა ადამი ... შემცნობელი კეთილისა და ბოროტისა“(ძველი აღთქმა.დაბადება.თავი მესამე.22). გამოდის, იფიქრებს ზოგი, სიკეთის და ბოროტის ცოდნა ღუპავს. დიახ, ღუპავს, მაგრამ მაშინ როდესაც ადამიანი თავისი ჭკუით ანსხვავებს სიკეთეს და ბოროტებას და არა ღმერთის მიხედვით. ადამმა თავიდან ჭეშმარიტად იცოდა სიკეთისა და ბოროტის გარჩევა, ვინაიდან ამას ღმერთის მიხედვით (ღმერთიდან) აკეთებდა, ხოლო ცოდვათდაცემის შემდეგ საკუთარი ჭკუით მოინდომა და ეშმაკისეულ ხიბლში ჩავარდა. ასე რომ, ცოდვათდაცემამდე ადამის ცოდნა იყო ჭეშმარიტი (ღვთიური) და ცოდვათდაცემის შემდეგ გახდა ცრუ (ეშმაკისეული). * * * |
|
|
Jun 2 2009, 05:27 PM
Post
#3
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 55 Joined: 12-March 09 Member No.: 5,928 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ბევრს ჰგონია რომ ფილოსოფია მხოლოდ თაროებზე შემოდებულ წიგნებში და ფილოსოფოსთა თავებშია. ეს არათუ ესე არაა, უფრო მეტიც – ფილოსოფია არის ყველგან და ყველაფერში.
ყოველ ეპოქას მთლიანად განსაზღვრავს და აყალიბებს ამ ეპოქაში გაბატონებული ფილოსოფია. ფილოსოფია აისახება ადამიანის ცხოვრების ყოველ მსხვილმანში თუ წვრილმანში, სახელმწიფოს უზოგადეს და კონკრეტულ კანონებში, მორალში, ყველა ხელოვნებაში. |
|
|
Jun 2 2009, 05:28 PM
Post
#4
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 55 Joined: 12-March 09 Member No.: 5,928 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რატომ არ არის ფილოსოფოსი მორწმუნე? და რატომ არ არის მორწმუნე თუ ურწმუნო ფილოსოფოსი?
პასუხი: მე (ფილოსოფოსმა) არ ვიცი რა არის სიკვდილის შემდეგ და ამიტომ არაფერს ვამბობ ამაზე. ეს ნიშნავს რომ რაც არ ვიცი, ვიცი რომ არ ვიცი. და რახან არ ვიცი არც არაფერს ვამბობ ამაზე. მორწმუნემაც არ იცის და ათეისტმაც არ იცის რა არის სიკვდილის შემდეგ, მაგრამ ერთს სწამს რომ არის რაღაცა და მეორეს სწამს რომ არაფერი არაა. ცხოვრებაში საკუთარ თავზე მრავალწლიანი დაკვირვებისა და მუშაობის შედეგად მე ვიცი რომ უზნეო ცხოვრება აუბედურებს ადამიანს (იგულისხმება შინაგანი განცდა ბედნიერება–უბედურების და არა მატერიალური კეთილდღეობა) უკვე აქ, ამ ცხოვრებაში და ზნეობრივი კი აძლევს სიმშვიდეს და ნეტარებას. ამიტომ ყოველგვარი იმქვეყნიური სამოთხის დაპირება (რწმენა) თუ მოლოდინი (იმედი) არ მჭირდება ზნეობრივი ცხოვრების სტიმულისათვის. მორწმუნემ თუ ათეისტმა ეს არ იცის. ერთს სწამს რომ ზნეობრივი ცხოვრება სამოთხეს დაუმკვიდრებს და ამიტომაა ასეთი, მეორე კი თუ ზნეობრივია, მხოლოდ იმიტომ რომ კანონი ან საზოგადოებრივი მორალი აკავებს. თუ რომ მორწმუნე ან ათეისტი შეიმეცნებს იმას, რაც ზემოთ ვთქვი, ანუ ნათლად აღმოაჩენს რომ უზნეობა აუბედურებს და ზნეობრიობა აბედნიერებს, მაშინ იგი უკვე გახდება მცოდნე. |
|
|
Jun 2 2009, 05:33 PM
Post
#5
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 55 Joined: 12-March 09 Member No.: 5,928 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ფილოსოფოსები ყველა ეპოქაში ყოველთვის ყველაზე ცოტანი იყვნენ, მაგრამ ისინი განსაზღვრავდნენ ეპოქის სულს.
რაც უფრო ფილოსოფიურია ეპოქა, მით უფრო ბევრს უტოვებს იგი როგორც თანადროულ, ისე მომავალ საზოგადოებას. ასეთი ეპოქები იყო ელინური და აღორძინების ეპოქები. რაც უფრო კვდება ფილოსოფია საზოგადოებაში, მით უფერული ხდება ცხოვრება – ასეთი იყო მთელი რიგი საუკუუნეები, რომელთაც თითქმის არაფერი დაგვიტოვეს. თვლის რა რომ არ ფლობს აბსოლუტურ ჭეშმარიტებას, ფილოსოფოსი ყოველთვის სიფრთხილით და პატივისცემით ეკიდება ყველას და ყველაფერს, არის ყურადღებიანი ყველას და ყველანაირი აზრის მიმართ, საკუთარ აზრებს სიფრთხილით და გულმოდგინედ აყალიბებს, არავის არ შეურაცხყოფს და ვერც მას შეურაცხყოფს ვერავინ, რამეთუ იგი თავის აზრებს და შეხედულებებს არ აკერპებს, არც ვინმე ადამიანს თუ საკუთარ თავს. ფილოსოფოსი არავის ებრძვის, არავის არ აწვება, ყოველთვის ცდილობს მხოლოდ გააგებინოს და აუხსნას და თუ არ გამოსდის, მშვიდობიანად გაეცალოს. ფილოსოფოსობა არაა ადვილი საქმე. იგი მუდმივ მუშაობას მოითხოვს როგორც საკუთარ გონებაზე, ასევე გულზე. მუდმივ თვითშემეცნებას და მუდმივ სრულქმნას. ფილოსოფოსი არ ეძებს ამ ქვეყნად ბედნიერებას, იმიტომ რომ იცის რომ მოკვდავია, და არ ელოდება საიქიო ცხონებას, იმიტომ რომ არ იცის არის თუ არა იქით რამე. ფილოსოფოსი ცხოვრობს დღევანდელი დღით და არ აშენებს ოცნების კოშკებს მომავალში. იცის რა თუ რა არის ცხოვრება და ადამიანი, იგი თავისუფალია ილუზიებისაგან და კმაყოფილდება რეალობით. მას უყვარს სიცოცხლე, მაგრამ არ გიჟდება მასზე. მან იცის რომ არყოფნა მუდამ მის გვერდითაა სათუთად აფასებს ყოველ მშვიდ და უშფოთველ წუთს თავის ცხოვრებაში. ნათლად ხედავს რა ადამიანის ცხოვრების სიმოკლეს, საბოლოო უსუსურობას და ტანჯულ ყოფას, თანაუგრძნობს ყველას განურჩევლად და არავინ არ სძულს, არამედ შეეწევა ყველას ყველაფერში რამდენადაც კი ეს შეუძლია. |
|
|
Jun 2 2009, 05:35 PM
Post
#6
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 55 Joined: 12-March 09 Member No.: 5,928 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ფილოსოფოსი შემეცნებაში არავის არაფერს არ უჯერებს, გარდა საკუთარი თავისა. ის ეკითხება თავის თავს – ვინ ვარ მე? როგორი ვარ? რატომ ვარ ისეთი, როგორიც ვარ? შეიძლება რამე შევცვალო? და თუ კი, მაშინ როგორ?
ფილოსოფოსი შემეცნებას აწარმოებს საკუთარი თავიდან. ის არ კითხულობს ვინ არის და როგორია ივანე თუ ვალიკო. ის ცდილობს გაერკვეს თავის თავში და აქედან გაიგოს ყველა და ყველაფერი. ფილოსოფიური შემეცნების გზაა თვითშემეცნება. შეიცან თავი შენი – აი ფილოსოფოსის კრედო და მანათობელი ვარსკვლავი. საკუთარ თავში აღმოაჩენს ფილოსოფოსი მზესაც, მთვარესაც, ვარსკვლავებს, მიწას. საკუთარ თავში აღმოაჩენს იგი შიშს, სიძულვილს, უმეცრებას, სიმშვიდეს, სინათლეს და სიყვარულს. საკუთარ თავში აღმოაჩენს მთელ კოსმოსს. ასე იმეცნებს იგი ყველას და ყველაფერს – საკუთარ თავში. * * * გარე სამყარო, სხვა ადამიანები ფილოსოფოსისთვის სარკეა, სადაც ის ხედავს თავის თავს. შესაბამისად ყველასთან და ყველაფერთან მას აქვს ისეთი დამოკიდებულება, როგორც საკუთარ თავთან. |
|
|
Jun 2 2009, 05:45 PM
Post
#7
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 55 Joined: 12-March 09 Member No.: 5,928 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ფილოსოფია არის ყოველივეს საფუძველი, ყოველივე ფილოსოფიაა და ყოველში ფილოსოფიაა.
ფილოსოფოსი არის რეალობის უშუალო შემმეცნებელი. ყოველივე სხვა რეალობას იმეცნებს იგავის მეშვეობით. |
|
|
Jun 2 2009, 06:12 PM
Post
#8
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 55 Joined: 12-March 09 Member No.: 5,928 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ფილოსოფია არ არის სიბრძნის სიყვარული, როგორც ჩვეულებრივ ჰგონიათ.
ფილოსოფია არის ფილეო და სოფია, ანუ სიყვარული და სიბრძნე, ანუ სიყვარულის სიბრძნე. ფილოსოფია იწყება ცოდნით (სიბრძნით) და თავის დასრულებას ნახულობს სიყვარულში. ანუ ჭეშმარიტი ფილოსოფოსი არის სიბრძნის და სიყვარულის მფლობელი. უმაღლესი ფილოსოფოსი არის ღმერთი. და არა უბრალოდ არის, არამედ ღმერთი იგივე ფილოსოფიაა (ღვთაებრივი სიყვარული და ღვთაებრივი სიბრძნეა). |
|
|
Jun 2 2009, 06:13 PM
Post
#9
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 55 Joined: 12-March 09 Member No.: 5,928 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ფილოსოფია არის ნამდვილი ეზოთერიული ცოდნა.
|
|
|
Jun 2 2009, 06:55 PM
Post
#10
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 55 Joined: 12-March 09 Member No.: 5,928 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ეს იყო უზოგადესი აზრები ფილოსოფიაზე.
ფილოსოფიის უფრო კონკრეტულად გაცნობის მსურველებმა(!) დასვით კითხვები და გიპასუხებთ. |
|
|
Jun 3 2009, 05:42 PM
Post
#11
|
|
YELLOW soul Group: Moderator Posts: 868 Joined: 19-June 08 From: Tbilisi Member No.: 2,617 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
საინტერესოდ ჩამოაყალიბე, ამომწურავად. ფილოსოფიაზე კონკრეტული რა უნდა გკითხო?! ჩემთვის აზროვნების განსაკუთრებული უნარია, რაღაც ტაძარია სადაც განწმენდილი უნდა შეხვიდე და ცხოვრებისეული ამაოება გარეთ დატოვო (რაღაც ხატოვნად გამომივიდა) იქ კი ცეცხლში და წყალში გაიარო, ახლიდან იშვა, საკუთარი თავი შექმნა. ყოველდღიურობას არ უყვარს ფილოსოფოსები, ერიდებიან, არ აწყობთ, აშინებთ, აღიზიანებთ. თუ ვინმე გეუბნება გეყო ფილოსოფოსობაო, იგულისხმება, რომ ეს რაღაც ცუდია, მავნე ჩვევა, ვთქვათ სიგარეტის მოწევასავით რომელსაც უნდა შეეშვა სანამ დროა
|
|
|
Jun 3 2009, 07:17 PM
Post
#12
|
|
RED soul Group: Members Posts: 265 Joined: 22-November 08 From: Tbilisi Member No.: 5,871 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
|
|
|
Jun 4 2009, 12:51 AM
Post
#13
|
|
RED soul Group: Members Posts: 265 Joined: 22-November 08 From: Tbilisi Member No.: 5,871 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
საინტერესოდ ჩამოაყალიბე, ამომწურავად. ფილოსოფიაზე გემოვნებაზე არ დაობენო, ნათქვამია... მაგრამ ამომწურაობაზე რა მოგახსენო. ჩემი აზრით, კი ყველაფერზე იყო საუბარი, ფილოსოფიის გარდა. ბოდიშს კი ვიხდი ასეთი კატეგორიულობისთვის, მაგრამ ისევ ფილოსოფიის სიყვარულის და ფორუმის ღირსების გამო. ვისაც მართლა აინტერესებს ფილოსოფიაზე, აქ იპოვის: სიბრძნის სიყვარული, გაკვეთლები ფილოსოფიაში: http://tbiliso.ge/index.php?showtopic=1324 |
|
|
Jun 4 2009, 11:31 AM
Post
#14
|
|
YELLOW soul Group: Moderator Posts: 868 Joined: 19-June 08 From: Tbilisi Member No.: 2,617 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
შენ თუ თეორიული განმარტებები გჭირდება ფილოსოფიაზე მაშინ ნამდვილად არ იყო ამომწურავი და თუ კონკრეტული ადამიანის მიმართება ამ საკითხისადმი (თავისი, საკუთარი, ნაგრძნობი) მაშინ მგონია, რომ არასწორია ნაშრომი არ დაუფასო. ”არაფილოსოფიური” მიდგომაა საკითხისადმი ეს იგივეა ძეგლებს უფრო ვაფასებდეთ ვიდრე ცოცხალ ადამიანებს ჩვენს გვერდით
|
|
|
Jun 4 2009, 11:33 AM
Post
#15
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 4,761 Joined: 25-March 07 From: დედამიწა Member No.: 17 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Shou
+1 -------------------- მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე The Secret To You! Слова только мешают понимать друг друга. |
|
|
Jun 4 2009, 01:42 PM
Post
#16
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 55 Joined: 12-March 09 Member No.: 5,928 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მოგესალმებით!
ვაგრძელებთ ფილოსოფიასა და ფილოსოფოსზე საუბრებს. ზემოთ ვთქვით, რომ ფილოსოფოსი არ ფლობს აბსოლუტურ ჭეშმარიტებას. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ ფლობს ჭეშმარიტებას. ფილოსოფომა იცის რა არის ჭეშმარიტება, ხოლო არ ფლობს აბსოლუტურს იმიტომ, რომ აბსოლუტური ჭეშმარიტება უსასრულოა და მისი შემეცნება მარადისობაში მიმდინარეობს. აბსოლუტური ჭეშმარიტების ამ მარადიულ შემეცნებაში ფილოსოფოსი ჰპოვებს ცხოვრების მარადიულ საზრისს და ნეტარებას. ფილოსოფიის საგანი. ფილოსოფიის საგანი თვით ტერმინშია მოცემული. ფილოსოფიის საგანია სიყვარული და სიბრძნე. ამათგან სიყვარული საფუძველია, სიბრძნე კი მისგან გამომდინარეობს. |
|
|
Jun 4 2009, 01:44 PM
Post
#17
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 55 Joined: 12-March 09 Member No.: 5,928 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ფილოსოფიის მეთოდი.
ფილოსოფიის მეთოდია თვითშემეცნება. შეიცან თავი შენი – აი ფილოსოფოსის დევიზი. |
|
|
Jun 4 2009, 01:53 PM
Post
#18
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 55 Joined: 12-March 09 Member No.: 5,928 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ფილოსოფიის დასაწყისი.
ფილოსოფია და ფილოსოფოსობა იწყება არცოდნის ცოდნიდან. „მე ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი“ წარმოადგენს ფილოსოფიის დასაწყისს და პირველ ცხად და უეჭველ ცოდნას. როდესაც თვალნათლივ მიხვდები, რომ არაფერი იცი, მაშინ ხდები ფილოსოფოსი. რენე დეკარტის ფილოსოფიის დასაწყისის ფორმულა: „ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ“, შინაარსით იგივეა, რაც სოკრატეს „მე ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი“, რამეთუ დეკარტის გამონათქვამის შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ: „ერთადერთი რამ რაც მე ვიცი, არის ის რომ მე ვარსებობ“. |
|
|
Jun 4 2009, 02:00 PM
Post
#19
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 55 Joined: 12-March 09 Member No.: 5,928 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ფილოსოფიის გზა.
ეს ის ვიწრო გზაა, რომელზედაც იესო ქრისტე მიუთითებს: „შედით ვიწრო ბჭით, ვინაიდან ვრცელია ბჭე და ფართოა გზა, რომელსაც მივყავართ წარსაწყმედლად, და მრავალნი დადიან მასზე. ვინაიდან ვიწროა ბჭე და ძნელია გზა, რომელსაც მივყავართ სიცოცხლისაკენ, და მცირედნი ჰპოვებენ მას“. მათეს სახარება. თავი მეშვიდე. 13–14). |
|
|
Jun 4 2009, 02:07 PM
Post
#20
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 55 Joined: 12-March 09 Member No.: 5,928 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ფილოსოფიის “დასასრული“.
ფილოსოფიას ერთის მხრივ აქვს დასასრული ჭეშმარიტების შემეცნების სახით და მეორის მხრივ არა აქვს, ვინაიდან ჭეშმარიტება უსასრულოა. ჭეშმარიტებასთან მარადიულ უფრო და უფრო აღმატებულ ზიარებაშია ფილოსოფიის “დასასრული“. ეს პროცესი წარმოადგენს იმ სამოთხის ნეტარებას, რომელსაც რელიგია ქადაგებს. ანუ სიყვარულის განცდის მარად აღმატებულ ნეტარებას. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 14th June 2024 - 05:14 PM |