IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

15 Pages V  « < 9 10 11 12 13 > »   
Reply to this topicStart new topic
> პოემა, ლექსი..., ჩვენი, სხვისი, ხალხური
Untitled_14
post Jun 22 2009, 10:47 AM
Post #201


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 193
Joined: 13-March 09
From: tbilisi,tbilisi...
Member No.: 5,929

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ლურჯო ანგელოზებო..
------------------------------------------------


ხედავთ, ჩემს ირგვლივ სხვები დაფრინავენ,
ფრთები მინდა!
ჰაერი იპობა შვიდად და მე ვხედავ წვიმას,
მას ჩემთან მოყავს მზე და მზე გადის კედელში..
ჩემი კედლები ინგრევიან,
მე ვამტვრევ რქებს და ტოტებით ვამთელებ მდინარეს..
აქ არავინაა ნაცნობი, არავინ მიწვდის ხელს,
აქ დადიან შავ ლაბადიანი მამაკაცები,
რომლებსაც არ აქვთ ხელები
და გველები მათ მაგივრად გამონაზარდი,
ჩემს ქვეშ მიწაა, ხედავთ, აქ სხვებიც დაფრინავენ!
ეს ქაოსია,
ან ჩემი ბავშვობა,
მე არ მახსოვს გზა, რომლებსაც გავდიოდი
და მტვერი არ მახსოვს,
ბურუსია.. საშინლად მცივა.. აქ არავინაა ნაცნობი..
მე მახსენდება თამაზ ბაძაღუა
და მეშინია ჩემი სიფხიზლის..
არსად ჩანს ფრთები და მაინც დაფრინავენ ისინი..
და მე ვყვირი:
წამიყვანეთ თქვენთან ლურჯო ანგელოზებო!
წამიყვანეთ, მალე, ლურჯო ანგელოზებო!
წამიყვანეთ მაღლა ლურჯო ანგელოზებო!
წამიყვანეთ, მცივა, ლურჯო ანგელოზებო!
ნეკა თითიდან სისხლი მომდის,
დეეეეეეეე, მტკივა, ჩემი სისხლიანი ხელები მტკივა,
სად არის იესო! სადაა იესო,
სისხლი მდის, შენ მომიტან თეთრ სახვევებს და სისხლს გამიჩერებ,
ხელზე მაკოცებ და ხელს თმებზე მომითათუნებ,
მე გამახსენდება მამა,
რომელიც არასოდეს მყოლია
და შენ დაგიძახებ ასე: იესო მამა..
მაგრამ არ მახსოვს გზა, რომლითაც გელოდი,
რომლითაც მოდიოდი ხოლმე ბავშვობაში,
შობის ღამეზე, როცა თავს ვიმძინარებდი, რომ საჩუქარი დამხვედროდა
და მხვდებოდა მხოლოდ სიტყვები,
“გილოცავ, საჩუქარი ხომ არაა მთავარი, მე შენ მიყვარხარ”..
არეულობა..
არეულობა..
აღრეულობა..
ქინქლები დაფანტულად მედებიან თვალის უპეებში,
ცრემლი მიგროვდება და ნაგვის ურნას ვეძებ, რომ დავიმალო..
აქ არავინაა ნაცნობი..
მე მახსენდება ანასტასია
და ველოდები მეტალის პეპლებს, რომ ნატკენი თითით ჩამოვეკიდო
ოქროსფერ მძიმე ფურცლებზე და გავყვე იქ,
საიდანაც გავაგონებ ჩემს ძახილს:
წამიყვანეთ თქვენთან ლურჯო ანგელოზებო!
წამიყოლეთ თქვენთან ლურჯო ანგელოზებო!
ამაფრინეთ თქვენთან ლურჯო ანგელოზებო!
დამიტოვეთ თქვენთან ლურჯო ანგელოზებო!
ალიო?
ეს ზეცაა?
ზუმერი გაბმულად მიჩვენებს კომურ მდგომარეობას,
საიდანღაც ჩნდებიან თეთრხალათიანი მელიები
და მწვანე ქვებით აწვებიან ტელეფონის ჯიხურს,
რომელშიც წვიმას შევეფარე,
მე კი ისევ უდაბნოში ვხვდები..
აქ გველებია?
მე მეჯავრება ოაზისები!
წყალიც არ მინდა და მხოლოდ მიწა..
მიწა..
მიწა მწამს და ცეცხლი და ცეცხლი და
მომენატრა ცეცხლი მე
ცეცხლი მე
მომენატრა მე ცეცხლი!
მე კი ვხვდები რომ ეს საუკუნე შევკარი მხოლოდ ფურცლებით..
და დასტებს წლებისას არ აქვთ ბაწრები გადასაჭერად,
მხოლოდ ყულფები..
ყულფები, როგორც თეთრი მთვარეები
და მე მახსენდება გიო საჯაია
და გავურბივარ ღამის ტარანტულებს..
ჩემი გაქცევაც სხვათაშორისია..
ბილიკები, სადაც ფეხები ეწებებიან მიწას..
აბსურდული კანონიკაა საზოგადოება,
და საზოგადო ჭეშმარიტება - აბსურდი!
აქ არავინაა ნაცნობი..
ტუჩებს ვეღარ ვიძრობ,
ხედავთ ჩემს ირგვლივ სხვები დაფრინავენ,
ეს არაა თქვენი დედამიწა..
მგონი გავირინდე..
მგონი მე სახლში ვარ, და დამელოდება??
ზამთარი თოვს და გარშემო სივრცე
ჩემსკენ აბრუნებს ნარინჯის თვალებს..
მე მტკივა ლექსი და თოვლი,
მგონი მივფრინავ, კივილი მახრჩობს!
მე ვარ სარდალი თეთრი ზამთრის და ალექსანდრიის!
მე ვარ სარდალი თეთრი ზამთრის და ალექსანდრიის!
მე ვარ სარდალი თეთრი ზამთრის და ალექსანდრიის!
ადამიანებო, მე ოქროს წვიმას მოვიყვან
და თქვენ სამუდამოდ ამოხოცავთ ერთმანეთს
და მხოლოდ პოეტებს დატოვებს მამა..
და მხოლოდ პოეტებს დატოვებს დედა..
და მე მახსენდება ნატო ინგოროყვა
და ვიხდი და ვიცმევ საკუთარ სხეულს,
ვიხდი და ვაცმევ ჰაერს და ხეებს,
როგორც კომპასებს, ვლეწავ იმედებს,
ვლეწავ ნათურებს, ვაგდებ ბილეთებს
და მხოლოდ სისხლის ამოთქმით ვყვირი!
წამიყვანეთ თქვენთან ლურჯო ანგელოზებო!
მომენატრა თქვენთან ლურჯო ანგელოზებო!
ამიტაცეთ თქვენთან ლურჯო ანგელოზებო!
დამიტოვეთ თქვენთან ლურჯო ანგელოზებო!

კვლავ
Go to the top of the page
 
+Quote Post
Untitled_14
post Jun 22 2009, 10:48 AM
Post #202


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 193
Joined: 13-March 09
From: tbilisi,tbilisi...
Member No.: 5,929

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გოგონა იებით

"ხაზების ტუჩებით,
ლიკვიდირებული წარსულის ნაგვის ურნებიდან
პერანგს ვიღებ..
კბილებით ვღრღნი და ვიფურთხები ნაგლეჯებს,
როგორც ჩემს ფილტვებს,
დანაწევრებულს..
მუსიკა გლუვია,
გოგონა ჩემი ლანდების იქით,
ოქროსფერ მზეზე..
მზე მოგზაურობს ყველაზე ჭუჭყიან ბაზარში..
მზის ზურგჩანთაში ატმებია..
თევზის ქვირითივით წითელი ატმები..
ელი, მიმატოვე?


ფარდებს მივაკარი მზერა,
ცრემლის ლაბირინთებს ვაბამ,
დღეს გუბეების ვარ, მჯერა
ხვალ მზეს შევუკერავ კაბას..

შენი მაჯისცემა მახრჩობს,
ალბათ ქარებია გუშინ,
თითზე ავიწერე “მარტო”,
გავხდი მთვარესავით მრუში..

რაღაც უსასრულოდ მეწვი,
აღარ გაილევა სიცხე,
შენი მარტოობა შევსვი
და ჩემს სიმარტივეს ვიჩხერ..

რა ხანია ამოგშალე ჩემი ფიქრის რაციონიდან,
შუქნიშნები იშლებიან
და წითელს მიჩვენებენ სულ..
წითელია ვენერა..
წითელია ხიზილალა..
წითელია დეტისონიკა..
ელი, სად მიგყავარ..
ძალიან მძიმეა შენი ანარეკლი,
და მე თვალის ყოველი დახამხამებისას
ქუთუთოები მტკივა,
რადგან ვეღარც ცრემლს იტევს და ვეღარც შენ..
უსასრულო სიჩუმის აკორდები ჩემს მეხსიერებაში..
მაშინ პატარა ვიყავი,
იები წაართვეს..
ის კი გუბეზე დამხობილი ტიროდა..
და მე მეგონა რომ ის გუბე მისი ცრემლებისგან იყო,
გოგონა აღარ არსებობს..
მოგონებები თვლემენ და ყოველ დილით მჩუქნიან
სისხლისფერ იებს..
ელი..
ამ ბოლო წამებში ტკივილი დამჩემდა,
ნისლები დააჩნდათ სტრიქონებს ჭორფლებად,
იცი, დღეს ფერების საათი გაჩერდა,
იმედი გალეწეს ჰაერში, ხორბლებად

იცი მე სულ აღარ ვკითხულობ ტერენტის,
თვალები ისედაც ბინდებით დამძიმდა,
ნაგავში ვისროლე ცისფერი ბერეტი..
ამ ბოლო წამებში ტკივილი დამჩემდა..

და იცი, მომწყინდა ამდენი კარები,
და ბავშვი იებით, სიზმრები გამიქრა,
მოდი რა, ამაღამ მე დაგემგზავრები,
მოდი და უბრალოდ დუმილი გვეტკინოს..

დღესაც, როგორც გუშინ,
მოგონებებს შევყრი მეხსიერების ფარეხში
და არასოდეს გავიხსენებ,
სანამ არ ამოყვინთავს ცრემლების გუბიდან
გოგონა, იებით..
მტკივა..
როგორც ძაღლს ტკივა,
როცა სახლიდან აგდებენ..
როცა სრულიად უფუნქციო ხდება
და თვალები იწვევენ მუდმივ ზამთარს
გადაუღებელი წვიმებით
და ყვავილების ქოთნები,
რომლებიც ტანზე მაყრის ბატონებივით,
და გაბუნდოვანება ჩემი სურვილების,
მე მინდა..
მე მინდა..
მე მინდა
ოდესმე გამითენდეს ტრივიალური მოგონება,
და აღარ იხრჩოლონ სანთლებმა,
და ტკივილები
და ტკივილები ხელის მუჭში ჩაგროვილი ეროზიებივით
გათენდნენ..
და სიბრმავე, ჩემი უძლურებისგან თვალებით გამოწოვილი
ისევ აყვირდეს!
მე მტკივა საკუთარი მოგონებები,
რომლებიც ნატვრის ხესავით იხუნძლებიან
და უმიზნო ქარში
დასაღუპავად განწირული გემის აფრებივით შრიალებენ..
მე მტკივა საკუთარი თითები,
რომელზეც გაურკვეველმა აზრებმა ამოტვიფრეს: “მარტო”..
ელი..
ელი..
ელი, მიმატოვე?

biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Untitled_14
post Jun 22 2009, 10:50 AM
Post #203


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 193
Joined: 13-March 09
From: tbilisi,tbilisi...
Member No.: 5,929

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ალლილუია


It\\'s not a cry that you hear at night
It\\'s not somebody who\\'s seen the light
It\\'s a cold and it\\'s a broken hallelujah!

Jeff Buckley







ჰეი, კრემატორო!
სანამ მოწევდე ჩვენს ბილწ სხეულებს,
ჩაწყობილებს სიგარეტივით ერთ დიდ კოლოფში,
სულ ერთხელ მაინც ასძახე ცას ალილუია!

ჩვენ ვისწავლეთ სიყვარულის მლაშე თეორია
და ფურცელ-ფურცელ ვახარისხებთ სიცოცხლეს სტამბაში,
სადაც გვბეჭდავენ და გვიშვებენ გასაყიდად ტირაჟით 1.
მაღაზიებში თაროებზე შემოდებულებს
ჩვენ აღარც გვახსოვს სათაურად რა გვაწერია
და სარჩევს მხოლოდ დალპობისას თუ აღმოვაჩენთ,
მერე კი ვინმე უწიგნურმა თუ არ გვიყიდა,
მაკულატურად ვიქცევით და საუკეთესო შემთხვევაში
ცეცხლზე დაგვწვავენ,
ან უარესი, ტვინგადაკეთებულებს ისევ გვიხმარენ ტუალეტებში
და ოდესღაც მისიებით გადატვირთულებს,
მხოლოდ უნიტაზს გვაჩუქებენ გარდასაცვლელად..

ეს ჭაობია უნაპირო
და ტალღებმორთხმით გაჭიმული ჩვენს სასულეთში,
ფსკერისკენ გვითრევს..
ჭაობი, რომელსაც მხოლოდ გვამების შესანახად იყენებენ
და ვინმე უცხომ სულ შემთხვევით ფეხი თუ ჩადგა,
თხემით ტერფამდე ჩაიყოლებს და ამოავსებს
ბინძური წყლით და სისხლისფერი წყალმცენარეებით,
ეს ჭაობია, სადაც ვაშენებთ ყოველ დილით ოქროს სასახლეს,
სადაც ვყიდით და ისევ ვყიდულობთ საკუთარ ფიქრებს,
ჩაყინულები მდუღარე წყალში ნიღბებს ვიკერავთ
და პომპეზური, გაპრანჭული მასხარებივით ვირგებთ სახეზე,
თან ისე მჭიდროდ რომ არასოდეს არ დაგვჭირდეს მისი დახევა,
მერე კი მღვრიე ჭაობიდან თავს რომ ამოვყოფთ,
აღარც კი გვახსოვს რომელია ნამდვილი სახე,
ბრჭყვიალა, ღიმილშენახმობი და მატყუარა,
თუ უხარისხო, სევდის და მტვრის ორნამენტებით..
ეს ჭაობია უნაპირო,
სადაც ყოველდღე ბოზდებიან ღვთისმშობლის წილხვედრი ქალიშვილები,
სადაც ყოველდღე ჯდებიან წამალზე ქრისტეს მეომრები,
ჭაობი, სადაც სისუფთავის ფუტლიარები
რუხი შენობების ფანჯრებიდან ძირს გადმოყარეს
და ზედ ფეხები შეაწმინდეს ლოკოკინებმა..

ჩვენ ვისწავლეთ წერა ლოცვების და რექვიემების,
ვისწავლეთ დღაბნა, საკუთარ ტვინში, საღებავების
და მათხოვრებით დამძიმებულ ტროტუარებზე
ისევ დავხატეთ ჩვენი სისხლით კრემატორიუმი,
შენ კი, კრემატორო,
ნურასოდეს მოგერიდება ჩვენი სხეულების ფერფლზე დაფურთხება,
რადგან არ გვახსოვდი სიკვდილამდე, განცდებდამჭკნარებს
და მხოლოდ ისღა დაგრჩენია,
რომ სანამ მოწევ ჩვენს სხეულებს სიგარეტივით,
სულ ერთხელ მაინც ასძახო ცას ალილუია!


ხვიარა
Go to the top of the page
 
+Quote Post
Untitled_14
post Jun 22 2009, 10:51 AM
Post #204


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 193
Joined: 13-March 09
From: tbilisi,tbilisi...
Member No.: 5,929

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დაო

შეხედე დაო,
ესაა ჩემი როიალი,
პირწამტვრეული კლავიშებით, უპიუპიტროდ.
ეს ჩემი ძაღლია, რომ ყეფს ასე ხმატკბილად.
შეხედე დაო,
ესაა ჩემი მეზობელი,
უძირო ფეხსაცმელებითა და ყურში გოგირდით,
მას ყოველ დილით პური ამოაქვს მაღაზიიდან.
ეს ჩემი ქუჩაა, ტალახიანი,
უემოციო.
შეხედე დაო,
ესაა ჩემი ავტომობილი,
საჭის გარეშე, თითისტოლა მაგნიტოფონით.
ეს ჩემი დარგული ხეა,
წელში მოხრილი, შენობისთვის საყრდენად შეყენებული.
უყურე დაო,
აქაა ჩვენი ძმის საფლავი, შემორაგული,
რატომ არა ჰგავს სურათის გმირი
კუბოში მყოფ უხორცო სხეულს?
აქ ჩემი გზაა, ორმოებით,
მიწაჩაწეულ, ასფალტაცვენილ ადგილებით გამოკვეთილი.
უყურე დაო,
ესაა ერნესტო გევარა,
ფოტოშოპში გადაკეთებული და სამზეჭაბუკე,
არადა მიწით ამოსვრილი და ღიპიანი.
ეს კი ტატოა,
მისი სიკოჭლე არ ეტყობა ნაცრისფერ სურათს.
დაო, ნუ ხუჭავ თვალებს,
უყურე დაისს,
ეს ჩემი ქალაქის მზეა,
ყოველ საღამოს იჩხერს ჰაერის უკმარისობას
და დილაობით თავის ლომკებს გადაგვაყოლა.
ეს კი მტკვარია,
თევზის მაგივრად განავლითაა გავსებული და უხარია.
შეხედე დაო,
ეს არ არის სულ არაფერი,
მხოლოდ ოფლის ორიოდ წვეთი თვალში ჩამდგარი,
ეს კი შენი და ჩემი ქომაგი, პოლიციაა,
ლურჯ პერანგებში, წითელ ტრუსებში გამოწყობილი..
უყურე დაო,
ეს კარლოა კაჭარავა, სახეშეცვლილი,
ანაც უბრალოდ საუკუნოდ დავიწყებული..
ეს კი მეფეა, ჩარკვიანი, გაღმიდან ყვირის,
ისევ ჰგონია, რომ გადმოცურავს მაზუთიან ზღვას..
ნუ უმზერ დაო
საკუთარ ფეხებს თავჩაღუნული,
ეს სულ არაა ჯოჯოხეთი რომ შეგეშინდეს,
უბრალოდ ხალხს აქ თვალები აქვს ჯოჯოხეთური..
შეხედე დაო,
ეს დავითია, აღმაშენებელი,
თავის ცხენზე სამჯერ დიდი, უპროპორციო,
ეს კი დაო,
აი რომ ჩანს და თან ვერ ხედავ,
ეს თვითონ ჩვენი ქალაქია, კასტრირებული,
ის ტრუსჩახდილი დგას მსოფლიოს გზაჯვარედინზე
და ყოველ გამვლელს და გამომვლელს უფასოდ აძლევს..
უყურე დაო,
ნუ გრცხვენია თვალების გახსნის,
ეს ისტორია ჩვენამდე ბევრად ადრე დაიწყო
და არც ჩვენს შემდეგ დააპირებს თავის მოკვლას,
უბრალოდ ყოველ დილა-საღამოს,
“კურიერამდე”, ტელევიზორში, უნდა უყურო
როგორ უყვარს მდიდარს ღარიბი
და როგორ ჯობნის სიყვარული გაბოროტებას,
უნდა უყურო, გულდასმით და თვალდაწვრილებით
და ბოლოს წყნარად შეაფურთხო ნაბიჭვარ ეკრანს,
თორემ იქიდან გამოხტება ფარისევლობა
და გეტყვის:
შეხედე დაო, ესაა ჩემი ურყევი კრედო,
მღვრიე და მრუში,
გახდი სექტანტი ბუნებრიობის რელიგიის
და შენ მიიღებ ორ კილო ფქვილს, შაქარს, პურს
და მოწყენილობას..


sad.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Untitled_14
post Jun 22 2009, 07:01 PM
Post #205


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 193
Joined: 13-March 09
From: tbilisi,tbilisi...
Member No.: 5,929

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



TeO

მე რო მიყვარს არ ნიშნავს, ყველას თავზე მოვახვიო.. tongue.gif


მაგრამ ელხა საჯიას დავდებ... რაც ყველაზე მეტად მიყვარს blush.gif


აბრამი

ვიდრე ღმერთი ბჭობდა
და ბაყაყები გუბიდან ხალიჩაზე ხტებოდნენ,
ბავშვი დავიბადე და აბრამი დამარქვეს.

ენაძვლიანი გამოვდექი, ვერც სიმართლე ვიღაღადე
და არც არავის უკითხავს, რატომ სტირიო,
მხოლოდ ის მკითხეს, რომ გაიზრდები რას იზამო და
იქაურ ქუდს არ დავიხურავ,
რა ქვეყანასაც მოველ-მეთქი - ვუპასუხე.
დიდხანს ველოდე ობლის კვერის გამოცხობას.
ბოლოს, ყველა კაცი სიკვდილის შვილი როდიათქო, ვთქვი,
ცივ თონეში გამომცხვარი კვერი ჯიბეში ჩავიდე
და სანამ ურემი გადაბრუნდებოდა, გზას დავადექი.

ერთი კარგი ცხენი მყავდა -
დეზების რტყმით სული ამოვხადე
(მისი კვიცი გვარიდან გახტა და მგელი შეჭამა).
თხაც მყავდა ერთი...
ისიც გავყიდე და უკან ვეღარ ვიყიდე -
მღვდლობა მოინდომა, აქაოდა გრძელი წვერი მაქვსო
და მგლის თავზე სახარების წასაკითხად გაიქცა,
უპატრონო ეკლესია კი, ეშმაკებმაც მიატოვეს.
არც ბევრი მდომია და ის ცოტაც დავკარგე, რაც გამაჩნდა.
არც ბევრი მცოდნია და მაინც უამრავჯერ შევცდი.

სოფლიდან გაძევება ვითხოვე და მამასახლისობა დამაკისრეს,
თოფიც მე ვიყავი და მეთოფეც,
ერიც მე ვიყავი და ბერიც, მაგრამ რად გინდა?! –
ბრმა ვიყავი და თვალხილულები მატყუებდნენ,
თვალით ვერ ვხედავდი და ყურით გაგონილს მივსდიე.
გზად, ჩემ წინ მიმავალი კაცებისგან გადებული ხიდი შემომხვდა
და ვიდრე მე, ჭკვიანი, ხიდზე გადავრბოდი,
ვიღაც გიჟი ფიქრობდა: ვინც არ დაიზარა, არც გაიხარაო.

მართალიც იყო - უხეირო გამოდგა ხიდი,
ჩამიტყდა და მღვრიე წყალში ჩავვარდი,
იმედიანი შიმშილი მკლავდა და ერთი თევზიც ვერ დავიჭირე.
შველა ვითხოვე და გამგონმაც ვერ გაიგო,
მხოლოდ ავმა ძაღლმა მიწილადა უკანასკნელი ლუკმა.
დავრდომილი ვიყავი და ვირის გარდა,
ყველამ წიხლი დამიშინა.
სხვისი ლუკმა უგემურიათქო, ვთქვი,
გლახას დასეტყვილი კიტრი მივეცი,
წავეკიდე და წყალზე გადამიყვანა.

მოუკრეფელში შევედი და თხილნარს ქვა ვესროლე,
ერთი კაკალი მადლი ჩამოვარდა,
ქვაზე დავდე, ზედ მარილი მოვაყარე
და წაღმაღთზე გავაგორე.
ქვამ ხავსი მოიკიდა,
მადლი კი წინ აღარსად დამხვედრია -
ჩემი წილი თხილის გულიც ძმებს შეეჭამათ
(არც ძალა აღმოჩნდა ერთობაში),
ბოროტებამ ამაშენა და გულკეთილობამ დამაქცია,
მშიერი ვიყავი და მაძღრებიც მშივრები მეგონენ,
სიკეთე გავეცი და ყველამ დაივიწყა,
სანეხვეზეც გადამაგდეს და ბედიც არ მომცეს.

გაჭირვებაც ვნახე და გაქცევაშიც ვერ ვივარგე -
ვალი კარიდან შემოვიდა და ჭუჭრუტანაში რას გავატევდი...
მტრებიც მომრავლდნენ და ჭერიც თავზე ჩამომექცა.
ასჯერ გავზომე და ერთხელაც ვერ გავჭერი,
ქარიშხალი დავთესე და სიოც კი ვერ მოვიმკე,
ხოლო ჭინჭრის ძირზე უეკლო ვარდები ამოვიდნენ.
იონჯაც გაწყდა
და ორი კურდღლის მადევარმა ორივე დაიჭირა -
ვირიც მოკვდა და ვირის პატრონიც.

ბოლოს კი, ისე მოხდა,
რომ ქვეყანაც ჩალით დაიხურა,
ჯოჯოხეთიდან მორიგი მუგუზალი მოევლინა სოფელს
და ახალი ცოცხით იმდენი ქვიშა მოიტანა,
რომ ძაღლებიც დადუმდნენ გაოცებისგან,
ქარავანიც შედგა
(ვირის საპალნემ აქლემები წელში გაწყვიტა)
და ერთადერთმა მერცხალმა
და ერთადერთმა ენძელამ გაზაფხული მოიყვანეს.

Go to the top of the page
 
+Quote Post
Untitled_14
post Jun 22 2009, 07:21 PM
Post #206


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 193
Joined: 13-March 09
From: tbilisi,tbilisi...
Member No.: 5,929

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



არ ვიცი ეზოთერიკებს რამდენად მოეწონებათ, მაგრამ ჩემთვის უსაყვარლესი და უახლოესი პოეტია...

რეზიუმე

მოდი, ცხოვრება შევაჯამოთ -
თუმცა, არც ისე ადვილია!
ხორცი, რომელიც შეიჭამა,
სისხლი, რომელიც დაილია,
ფეხი, რომელიც წამოვკარით,
ხელი, რომელიც ჩავიქნიეთ,
გრძნობა, რომელიც ამოვკირეთ,
ეჭვი: "არ გვხსოვს"... "არ გვქნია"...
ყველა მოშლილი პარაპეტი,
ყველა შებღალვა სამარეთა,
და არც ნაკლები და არც მეტი -
მზერა, რომელიც ავარიდეთ...
სიტყვა, რომელიც ვერ დავძარით,
ხმალი, ხელიდან განაგდები,
ყველა საყდარი და ტაძარი,
შეჩვენება და ანათემა.
მიწა, რომელიც მივაყარეთ
ზეცას, დაცემით შესაშური...
ჯვარი, რომელზეც მივაკარით
ღმერთი, სახელად იეშუა.
მამა, რომლიც აღარც ვიცით...
დედა, რომელიც - უანგაროდ!
შვილი, რომელიც გავასხვისეთ,
ცოლი, რომელიც უარვყავით -
სუფთა ფურცელზე ჩამოვწეროთ,
უნდა სულ რაღაც ათი წუთი...
გამოვითვალოთ ქვეშმიწერით
ყველა კუთხე და აზიმუტი,
სადაც ცხოვრებამ გადაგვხარა
(მაინც დარჩება ფარატინად!)
და საუკუნის გასაყარზე,
როგორც მეფე და პალადინი,
შევდგეთ წარსულის შეჯამებით -
თუმცა, არც ისე ადვილია! -
ხორცით, რომელიც შეიჭამა,
სისხლით, რომელიც დაილია...


თბილისი, ღამე, წვიმა
გიორგი საჯაია

თბილისი... ღამე... წვიმა...
გალაკტიონის ხიდი...
კისერი... თოკი... ლოდი -
რაც შეიძლება დიდი...
ახლა რაც უნდა გითხრა,
ალბათ შენც კარგად ხვდები -
ვიცხოვრე... დავიღალე...
კარგად იყავი... ვხტები!

ამ ლექსისი გარეშე ხიდზე ვერ გადავდივარ :*::


მთვარე - ძაღლიშვილი, ისე გაიტურა...

მთვარე - ძაღლიშვილი, ისე გაიტურა,
თითქოს კვალში ედგა ღამის ტარანტული.
წასვლა გამიგია, მაგრამ - პოეტურად!
არის მიტოვებაც, მაგრამ - გალანტური!

ბოლო სიგარეტიც ყავას შევუხამე
(სადღაც უნდა მეგდოს კიდევ, ორი ღერი).
წერა შემიძლია მხოლოდ შუაღამით...
სხვა დროს არ მაცლიან, თორემ - ვინ ოხერი.

რაღაც უხეირო სასმელს მიძალებით,
გუშინ საღამოდან ვიკლავ მოშიებას.
დილით მიპოვნიან, ალბათ, მიცვალებულს...
გარეთ ნერვიულად ყეფენ გოშიები.

ქალაქს გადავხედე - თვალი ამარიდა
ისე მედიდურად, მისთვის დანაბერებს...
მთელი დედამიწა, ჩემი ფანჯრებიდან,
მოჩანს, დამიჯერე - ბევრი არაფერი...

და ეს ლექსიც, თითქოს, სხვათა შორისია -
ფიქრიც მიძნელდება... იცი? გეფიცები,
ყოფნას და არყოფნას, სადღაც შორისა ვარ,
საფლავს მინაწერი წლების დეფისივით


(მთვარე - ძაღლიშვილი, ისე გაიტურა...)
გიორგი საჯაია
მთვარე - ძაღლიშვილი, ისე გაიტურა,
თითქოს კვალში ედგა ღამის ტარანტული.
წასვლა გამიგია, მაგრამ - პოეტურად!
არის მიტოვებაც, მაგრამ - გალანტური!

ბოლო სიგარეტიც ყავას შევუხამე
(სადღაც უნდა მეგდოს კიდევ, ორი ღერი).
წერა შემიძლია მხოლოდ შუაღამით...
სხვა დროს არ მაცლიან, თორემ - ვინ ოხერი.

რაღაც უხეირო სასმელს მიძალებით,
გუშინ საღამოდან ვიკლავ მოშიებას.
დილით მიპოვნიან, ალბათ, მიცვალებულს...
გარეთ ნერვიულად ყეფენ გოშიები.

ქალაქს გადავხედე - თვალი ამარიდა
ისე მედიდურად, მისთვის დანაბერებს...
მთელი დედამიწა, ჩემი ფანჯრებიდან,
მოჩანს, დამიჯერე - ბევრი არაფერი...

და ეს ლექსიც, თითქოს, სხვათა შორისია -
ფიქრიც მიძნელდება... იცი? გეფიცები,
ყოფნას და არყოფნას, სადღაც შორისა ვარ,
საფლავს მინაწერი წლების დეფისივით


რამდენი აქვს.. ყველას ვერ დავდებ, აჰა თქვენ ლინკი smile.gif))

http://literatura.ge/forum/index.php?showtopic=1090

Go to the top of the page
 
+Quote Post
Untitled_14
post Jun 22 2009, 07:31 PM
Post #207


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 193
Joined: 13-March 09
From: tbilisi,tbilisi...
Member No.: 5,929

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



პს. ქართველებიდან.. smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Untitled_14
post Jun 23 2009, 05:20 PM
Post #208


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 193
Joined: 13-March 09
From: tbilisi,tbilisi...
Member No.: 5,929

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



შოთა იათაშვილი

მაიკლ ჯორდანის
მიერ ნატყორცნი სამქულიანის
შენელებული კადრი.

სარეცხის თოკზე
ზეწარი რომ გაკიდა,
ეზოში მოთამაშე ბავშვებმა ამოიხედეს.

ყვავილებს ვრწყავდი.
წყალი მომთხოვა და
ჩაიდნის ღარიდან დავალევინე.

შიშველ სხეულზე ხალათი მოიცვა და
იატაკს გვის.
მე თმის ღერებს ვაცლი ბალიშს.

იატაკზე ტარაკანა გაცოცდა და
ძირს დაგდებულ
ბიუსტჰალტერს შემოუარა.

ძველებური საათის ქანქარა
ჩვენს რიტმს აყვა,
ჩამორჩა და ბოლოს გაუსწრო.

Go to the top of the page
 
+Quote Post
anonymouska
post Aug 7 2009, 05:14 PM
Post #209


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 796
Joined: 4-December 08
Member No.: 5,884

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჩემო მეორე საყვარელი თემა. biggrin.gif ლექსი თუ დამჭირდა, შორს წასვლა არ მომიწევს, ყველა აქ მაქვს laugh.gif


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
daat
post Aug 8 2009, 02:34 PM
Post #210


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 271
Joined: 23-July 09
From: Georgia,Tbilisi
Member No.: 6,001

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ბავშვობას

ეს მთვარეც ჩაქრა როგორც სანთელი,
ოთახის ფანჯრიდან ახლა უკვე ღამე ანათებს,
ფიქრები სხვაა.... მეკი რამდენი
წელი ვიცხოვრე... უაზრო წლები.

მირბიან წლები, წრეზე ბრუნავენ,
ვფიქრობ, არასდროს მე არ მითქვამს ლამაზი ლექსი,
სიყრმის გემები ზღვას გაცურავენ,
შენ ხომ არასდროს არ დაბრუნდები.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Anna
post Aug 8 2009, 11:00 PM
Post #211


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 177
Joined: 2-August 09
From: Tbilisi
Member No.: 6,005

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მომეწონა wub.gif

აი მეც შემოგთავაზებთ ერთს...

“Коль нет цветов среди зими
Так и грустить о них не надо”
Есенин

შენ თქვი და უცებ გულიც ჩამიქრა,
გული - ტუქსვით და რწმენით ნაზარდი,
თითქოს დავარდნენ მთები მიწაზე,
თითქოს ბავშვები გაჭაღარავნენ...

ეს თქვი და... გული ყინვამ მოგუდა,
ყინვამ მოგუდა ცა და ხმელეთი,
ვერ გამოვსწორდი და ზამთრის სუსხშიც
იების ფერს და სუნს ვიხსენებდი...

...შენ გეპატიოს ეგ მკაცრი სიტყვა,
შენ გეპატიოს ჯიუტი კილო,-
რადგან ღმერთი ხარ და რჩები ღმერთად,
მე ვარ კაცი და ... ღმერთობას ვცდილობ...



Go to the top of the page
 
+Quote Post
TeO
post Aug 14 2009, 02:50 PM
Post #212


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 4,761
Joined: 25-March 07
From: დედამიწა
Member No.: 17

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(anonymouska @ Aug 7 2009, 06:14 PM) *
ჩემო მეორე საყვარელი თემა. biggrin.gif ლექსი თუ დამჭირდა, შორს წასვლა არ მომიწევს, ყველა აქ მაქვს laugh.gif

თუ მოგეწონება ესეც შეამატე შენს კოლექციას wink.gif ოღონდ ვისა არ ვიცი.


ხშირად ამბობენ, რომ სიყვარული ნეტარებაა,

აფსურდიაო - ისიც ხშირად გამიგონია,

ქვეყნად მრავალი ჯადოსნური შედარებაა,

მე კი რატომღაც ასე ვფიქრობ, მგონია

სიყვარულია აპრილის სუნთქვა, ნოემბრის სევდა,

სიყვარულია პირველი თოვლი, მაისის ვარდი,

თეთრი უდაბნოს მდუმარება, თაკარა მზე

და სამუდამო გაქრობაზე ფარული დარდი,

და მე არ ვიცი ნეტარებაა თუ აფსურდია,

სისხლით გათანგულ მძვინვარე მხეცსაც ასე ანაზებს,

განა ტყუილად უბრძანებია გამსახურდიას:

"სიყვარულია თავად ღმერთი ამ ქვეყანაზე!"


--------------------
მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე

The Secret To You!

Слова только мешают понимать друг друга.
Go to the top of the page
 
+Quote Post
anonymouska
post Aug 31 2009, 09:10 PM
Post #213


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 796
Joined: 4-December 08
Member No.: 5,884

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



TeO kiss1.gif l_daisy.gif


კიდევ ცოტას შევმატებ ჩემს კოლექციას biggrin.gif


ფიქრო-უსასრულო, წუთო-დასაცდელო,

ჩემო სიხარულო, ჩემო განსაცდელო,

მხოლოდ შენ მიყვარხარ, შენთვის მტკივა გული,

მე ხომ შენ გაჩუქე ჩემი სიყვარული...

გულო-სატკივარო,დღეო-წვალებაო,

ჩემო ერთადერთო ლამაზ თვალებაო,

წამო-ბედნიერო, სიხარულის ცრემლო,

როგორ მინდოდა, რომ სულ შენს გვერდით მევლო.

ფიქრო-უსასრულო, წუთო-დასაცდელო,

ჩემო სიხარულო, ჩემო განსაცდელო....







--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
anonymouska
post Aug 31 2009, 09:14 PM
Post #214


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 796
Joined: 4-December 08
Member No.: 5,884

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა





რომ არ მიყვარდე არ ვეტყოდი ჩემს დარდებს ღამეს
და ჩემს გულისთქმას არ ვანდობდი ცეცხლისფერ მთვარეს,
არ ავანთებდი თეთრ ღამეში სიცოცხლის სანთლებს
და ცის ხატებად არ ვაქცევდი შენს ლამაზ თვალებს...
რომ არ მიყვარდე არ დავლევდი ღვინოსაც ეშხით,
არ შევხედავდი შემოდგომას სევდიან მზერით,
არ ვინატრებდი ბაღში ყოფნას,მხოლოდ შენს გვერდით
და მოლოდინში არ დავღლიდი ოცნებას შენით...
რომ არ მიყვარდე არ ჩავრევდი სიტყვებში ცრემლებს,
არ დავხატავდი ატირებულ გრძნობათა ფრესკებს,
არ ავუგებდი ტრფობის ტაძარს ჭეშმარიტ კედლებს,
არ ვიპოვიდი ცაზე ვარსკვლავს, უმანკოს შენებრს...
რომ არ მიყვარდე არ განდობდი ამ გრძნობას მართალს,
არ ვილოცებდი შენზე დიდხანს ღვთისმშობლის ხატთან,
არ ვინებებდი მთელი ღამე საუბარს ლანდთან,
არ მოვიდოდი უსუსური შენს გულის კართან...
შორს წავიდოდი ქარის ხმებით წითელ დილამდე
უცნობ ყვავილებს ვაუწყებდი ნაცნობ მირაჟებს
დაგშორდებოდი სიყვარულის პირველ სიზმრამდე
რომ არ მიყვარდე, ჩემო კარგო რომ არ მიყვარდე...


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
anonymouska
post Aug 31 2009, 09:15 PM
Post #215


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 796
Joined: 4-December 08
Member No.: 5,884

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



იცრუო, უფრო ადვილია,
__სიმართლის თქმაა ძნელი,
ილაპარაკო ადვილია,
__აღსარებაა ძნელი,
შეცდომა დაუშვა, ადვილია,
__გამოსწორებაა ძნელი,
გული მატკინო, ადვილია,
__მოფერებაა ძნელი;
ჩემი მოსმენაც ადვილია,
__გაგება, ცოტა ძნელი,
რაღაც გამახსენო ადვილია
__რაღაც დამავიწყო, ძნელი,
კითხვებით შემაწუხო ადვილია,
__წარსულზე ფიქრია ძნელი;
ჩემს ღალატს რა უნდა,ადვილია
__ერთგულებაა ძნელი,
უკან დახევა ადვილია
__წინ წასვლა ცოტა ძნელი,
ჩემზე უარის თქმა ადვილია,
__პოვნაა მერე ძნელი,
ჩემი დავიწყებაც ადვილია,
__მონატრებაა ძნელი,
ჩემი სიკვდილიც ადვილია,
__მაცოცხლო ესაა ძნელი...


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
anonymouska
post Aug 31 2009, 09:21 PM
Post #216


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 796
Joined: 4-December 08
Member No.: 5,884

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მე შენ მიყვარხარ ვერ გეტყვი რატომ
მე შენ მიყვარხარ არ ვიცი რისთვის
მე შენ მიყვარხარ ძლიერ და მარტო
მე შენ მიყვარხარ რისთვის ან რატომ?
ამ კითხვას ჩემს თავს ათასჯერ ვუსვამ
მაგრამ პასუხი დღემდე არა მაქვს
მე შენ მიყვარხარ ალბათ იმისთვის
რომ სიყვარულმა ასე დამჩაგრა
არვიცი ჩემზე საერთოდ ფიქრობ
ჩემზე ფიქრებით როდესმე გღვიძავს
ანდა როდესმე ატირებულხარ
იმისთვის რასაც მე შენთვის ვიზამ
მე კი ყოველდღე შენ მახსენდები
შენზე ფიქრებით იწყება დილა
გისურვებ ულევ ბედნიერებას
შენს ცხოვრებაში წყნარად და მშვიდად...


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
anonymouska
post Aug 31 2009, 09:30 PM
Post #217


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 796
Joined: 4-December 08
Member No.: 5,884

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მე ახლა ნახატს სასოებით, კრძალვით გიხატავ,
ამ ნახატს ვარქმევ სათაურად.....
მე შენ მიყვარხარ....
ცისფერი ფერით ვაფერადებ ნახატზე მეჩეთს,
და ტუშით ვაწერ ცისფერ ფერზე....
მაგიჟებ მე შენ......
გულს ვხატავ სისხლით და თუ რატომ, ამას მიხვდები,
ვწერ შავი ტუშით წითელ გულზე....
მე შენ მჭირდები....
ვდგევარ ნახატთან და ფიფქები თავზე მათოვენ,
თვალებში თხოვნა მიწერია...
ნუღარ დამტოვებ....
მე ახლა ნახატს სასოებით, კრძალვით გიხატავ,
ამ ნახატს ვარქმევ სათაურად
მე შენ მიყვარხარ....


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
TeO
post Oct 7 2009, 10:18 AM
Post #218


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 4,761
Joined: 25-March 07
From: დედამიწა
Member No.: 17

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Moon River ეს სიმღერა ალბათ ყველამ იცის, როცა მოვუსმენ ხოლმე ,მერე კარგა ხანი ყურებიდან არ გადის smile.gif)
მისი ტექსტი ვიპოვე და ასე ვთქვათ ლექსის სახით დავდებ wink.gif

Moon river, wider than a mile
Im crossing you in style someday
You dream maker
You heart braker
Where ever youre going Im going your way

Two drifters of to see the world
Theres such a lot of world to see
Were after the same rainbows end
Waiting round the bend
My huckleberry friend
Moon river and me


http://www.youtube.com/watch?v=BOByH_iOn88...feature=related


--------------------
მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე

The Secret To You!

Слова только мешают понимать друг друга.
Go to the top of the page
 
+Quote Post
TeO
post Oct 24 2009, 09:16 PM
Post #219


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 4,761
Joined: 25-March 07
From: დედამიწა
Member No.: 17

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Tea @ 5th August 2007 - 03:33 PM) *
ძალიან მიყვარს აღმოსავლური კულტურა, შინაგანად-სულიერ კომფორტს ვგრძნობ მასთან შეხებისას
..და აი, მინდა შემოგთავაზოთ იაპონური პოეზია (“ჰაიკუ”, “ტანკა” ), რომელიც ერთი შეხედვით არ არის საინტერესო, მაგრამ..
მე მალამოსავით მედება, ძალიან მსიამოვნებს, კონკრეტულად რა- ამას ვერ აგიხსნით! ამას მარტო თუ შეიგრძნობს კაცი!..
(სუფთა მედიტაციაა)

ისევ შემოვუბრუნდი..

ასი იაპონელი პოეტის ასი ლექსი >> http://burusi.wordpress.com/art/katsushika...-ასი-ლ/


--------------------
მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე

The Secret To You!

Слова только мешают понимать друг друга.
Go to the top of the page
 
+Quote Post
TeO
post Oct 27 2009, 07:19 PM
Post #220


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 4,761
Joined: 25-March 07
From: დედამიწა
Member No.: 17

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



(...მე დავიბენი)

ჯალალ-ედ-დინ რუმი


მე დავიბენი, აგარ ვიცი, ვინა ვარ, რა ვარ?
სული ვარ, გონი თუ სხეული, ვინა ვარ, რა ვარ?

მე კაცი მქვია, თუმც არ ვიცი კაცობის არსი,
აზრი ვარ, ფორმა თუ სახელი, ვინა ვარ, რა ვარ?

როგორ აღვწერო საკუთარი თავი, ცეცხლი ვარ,
წყალი ვარ, მიწა, თუ ჰაერი, ვინა ვარ, რა ვარ?

უგონო ვარ თუ გონიერი, განშორებული,
თუ მასთან მყოფი, აღარ ვიცი, ვინა ვარ, რა ვარ?

ამ სამყაროში მაქვს თუ არა ადგილი ჩემი,
არარაობა თუ რაობა, ვინა ვარ, რა ვარ?

განდეგილი თუ მოქეიფე, მთვრალი, ფხიზელი,
მწდე ვარ, ღვინო თუ სასმისი ვარ, ვინა ვარ, რა ვარ?

სიყვარული ვარ, მოყვარული თუ საყვარელი,
მოძღვარი ვარ თუ შეგირდი ვარ, ვინა ვარ, რა ვარ?

მე ქრისტიანი ბერი ვარ თუ სუფი დერვიში,
ან იქნებ თავად მესია ვარ, ვინა ვარ, რა ვარ?

მე უსხეულო სული ვარ თუ უსულო გვამი,
ცოცხალი ვარ თუ გარდაცვლილი, ვინა ვარ, რა ვარ?

სანთელი ვარ თუ უკუნეთი, შხამი, ბადაგი,
მახინჯი ვარ თუ მშვენიერი, ვინა ვარ, რა ვარ?

მე ზღვის გმინვა ვარ თუ გოდება გაოგნებისა,
ოკეანე ვარ თუ ხომალდი, ვინა ვარ, რა ვარ?

უნიშნოდ იქცა ნიშანი და უენო ენა,
უნიშნობათა შემნიშნავი, ვინა ვარ, რა ვარ?

ვინმემ რომ მკითხოს, ვინაობა, რა ვუპასუხო
შტერად შთენილმა და უბირმა, ვინა ვარ, რა ვარ?

შემსე ტაბრიზის სევდისასაც ამას იტყვიან
და მეც მას ვწუხვარ, რომ არ ვიცი, ვინა ვარ, რა ვარ?

თარგმანი სპარსულიდან - ვახუშტი კოტეტიშვილი


ღრმაა


--------------------
მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე

The Secret To You!

Слова только мешают понимать друг друга.
Go to the top of the page
 
+Quote Post

15 Pages V  « < 9 10 11 12 13 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 6th June 2024 - 09:41 PM