IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

8 Pages V  « < 2 3 4 5 6 > »   
Reply to this topicStart new topic
> Matrimonial happiness is barred to no one, ცოლ–ქმრული სიყვარული
Shou
post Dec 11 2009, 03:35 PM
Post #61


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 868
Joined: 19-June 08
From: Tbilisi
Member No.: 2,617

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



"ქორწინების ინსტიტუტი" თუ "ოჯახის ფენომენი"?wink.gif რა გითხრათ, ჩემს აღქმაში ცოლ-ქმრული სიყვარული უფრო ქალის და კაცის სიყვარული მგონია მაგრამ აქ თუ ქორწინებაზეა ხაზი გასმული მაშინ ალბათ ოჯახზე ვსაუბრობთ. თუმცა ოჯახი თავისთავად უფრო ფართო მცნებაა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
TeO
post Dec 11 2009, 04:01 PM
Post #62


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 4,761
Joined: 25-March 07
From: დედამიწა
Member No.: 17

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ირმა Shou ოჯახის ფენომენი -იყოს და ამ კუთხით განვავრცოთ აქ საუბარი wink.gif თემა მენანება დასახურად ))


--------------------
მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე

The Secret To You!

Слова только мешают понимать друг друга.
Go to the top of the page
 
+Quote Post
TeO
post Dec 11 2009, 05:57 PM
Post #63


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 4,761
Joined: 25-March 07
From: დედამიწა
Member No.: 17

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გუშინ ვუყურე License to Wed/ქორწინების ლიცენზია girl_witch.gif რობინ უილიამსის ხათრით wink.gif bigarmhug.gif
ჰოდა საინტერესოა იდეაა biggrin.gif თუ მართვის მოწმობის ასაღებად უნდა ჩაბარო გამოცდები ან კიდევ, სკოლის ატესტატისთვის 12 წელი ეწამო.. ,tongue.gif
მაშინ ოჯახის შექმნისთვის ხომ მითუმეტეს უნდა მოემზადოს ადამიანი და კიდევ უფრო ბავშვის გაჩენისთვის!!!...

და ჩვენს რეალობაში კიდევ ამ სერიოზულ საკითხს ნაკლები ყურადღება ექცევა.. ბავშვობიდან სკოლას/სწავლას აკლავს ხალხი თავს და მერე, რა? whistling.gif არადა, წარმოიდგინეთ ბავშვობის რა უძვირფასესი წლები იკარგება ტყუილად, როდესაც სწორი და გააზრებული სწავლების შემთხვევაში გენიოსი შეიძლება აღზარდო!)))
ცუდი ბავშვი არ არსებობს, არიან ცუდი პედაგოგები (როგორც გაგა იტყოდა არაფერი პირადული lol.gif )
განათლების სისტემა არის სუსტი.. გუშინ ვიხსენებდი ჩემი შრომის გაკვეთილებს..რა სისასტიკე იყო sad.gif(( 90 წუთიანი ტერორი!!! და ამ დროს რა საჭირო თემაა, იმ გაკვეთილებში რამდენი ცოდნის მოცემა შეეძლოთ - კერვა, ქსოვა, კულინარია თან რა ხალისით ვისწავლიდით wub.gif აფსუს, ეეჰ wacko.gif



--------------------
მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე

The Secret To You!

Слова только мешают понимать друг друга.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Shou
post Dec 17 2009, 01:11 PM
Post #64


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 868
Joined: 19-June 08
From: Tbilisi
Member No.: 2,617

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



იყო ქალი და იყო კაცი და იყო სიყვარული, გაჩნდა საზოგადოება და გაჩნდა საზოგადოებრივი ინსტიტუტის "ქორწინების" საჭიროება. "ქორწინებამ" შეიძინა ატრიბუტები, კაბა, ბეჭედი, ხელისმომკიდე, ქორწინების მოწმობა, ქორწილი, ტორტი, შემდგომ ნათლია, ვერცხლის ქორწილი, ოქროს ქორწილი ა.შ. და რა თქმა უნდა უარყოფითი მხარეებიც, განქორწინება, საზოგადოებრივი უკმაყოფილება, საზოგადოებრივი ერთეულის "ოჯახის" რღვევასთან მიმართებაში, ქონების/ბავშვის გაყოფა, განქორწინების მოწმობა ა.შ. მოკლედ სრული დიმპიტაური "გასართობი პაკეტი" საზოგადოებისათვის. ყველაფერი ამის ფონზე არაა გასაკვირი, რომ ქალი/კაცი იქცა ჩვეულებრივ მომხმარებლად, ანუ გაუჩნდა მომხმარებლის დამოკიდებულება "მეორე ნახევრის" არჩევისას და რადგან მეორე ნახევარი, (მაინცsmile.gif) არ არის სარეცხი მანქანა ან კონდენციონერი, შესაბამისად ჩნდება გაუგებრობა და იმედგაცრუება. თუ მამაკაცი მიელტვის მიმზიდველ "მოდელს" და ინტერესდება მხოლოდ ზომებით და ვიზუალით, ლოგიკურია მოგვიანებით არ გაუჩნდეს გაღიზიანება სხვა კომპონენტებთან მიმართებაში რომელზეც არჩევის მომენტში საერთოდ არ უფიქრია, ან თუ ქალმა შენიშნა მხოლოდ მანქანა/საფულე/ სოციალური სტატუსი და ამით მოახდინა თავისი არჩევანი ალბათ ვერ იქნება მთლად დაკმაყოფილებული როცა აღმოაჩენს რომ მისი შინაგანი მოთხოვნები ყოველდღიურობაში მხოლოდ ყოფითით არ შემოიფარგლება და თურმე რაღაც უფრო მეტი უნდა. ნუ, ეს რა თქმა უნდა უტრირებული/სტერეოტიპული მაგალითებია მაგრამ სამწუხაროდ დიდად არ სცილდება რეალობას.

ქალის და მამაკაცის ურთიერთობას, სიყავრულს მათ შორის, არ სჭირდება არანაირი სტატუსი და გარანტია ხვალინდელ დღეზე, ეს ძირს უთხრის ყველაზე უფრო სუფთას და ნათელს. ეს უნდა იყოს ნებაყოფლობით აღებული მოვალეობა ერთგულებისა ერთმანეთის წინაშე და ეს მოვალეობა უნდა მომდინარეობდეს მხოლოდდამხოლოდ სიყვარულიდან.
Go to the top of the page
 
+Quote Post
serafinapekkala
post Dec 17 2009, 01:40 PM
Post #65


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 359
Joined: 2-November 09
From: თბილისი
Member No.: 6,059

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Shou

QUOTE
ნებაყოფლობით აღებული მოვალეობა ერთგულებისა ერთმანეთის წინაშე და ეს მოვალეობა უნდა მომდინარეობდეს მხოლოდდამხოლოდ სიყვარულიდან.


ეს მიმაჩნია მე ქორწინების ერთადერთ განმარტებად. ყველაფერი რაც ჩამოთვლილი იყო აქამდე - ბეჭედი, კაბა, მოწმობა და ა.შ.... თუ ამასთან იგივდება ქორწინება ეს უკვე მათი პრობლემაა, ვისაც ქორწინება არათითზე წამოცმული ბეჭედი გონია smile.gif



--------------------
A si duarth u ortho... U or le a U or nin
Go to the top of the page
 
+Quote Post
Shou
post Dec 17 2009, 01:49 PM
Post #66


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 868
Joined: 19-June 08
From: Tbilisi
Member No.: 2,617

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რომელ თითზე უნდა ატარო ბეჭედი ეგ ვერფრით დავიმახსოვრე biggrin.gif იმას ვამბობ უბრალოდ ამ ყველაფრისთვის ფორმა "ქორწინება" არ არის აუცილებელი და ზედმეტი ატრიბუტიათქო, თორემ იყოს რა ქორწინების მოწმობა, ეგდოს სადმე, ვის რას უშლისwink.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
serafinapekkala
post Dec 17 2009, 01:54 PM
Post #67


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 359
Joined: 2-November 09
From: თბილისი
Member No.: 6,059

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გავაგრძელე პოსტი:

თუმცა ეს არ ნიშნავს რომ მე არ მინდა ბეჭედი თითზე smile.gif მაგრამ ბეჭდით დადასტურებულ სტატუსს და გარანტიას ვინც ითხოვს ის ვერასდროს გაიგებს რას ნიშნავს ქორწინება. პიობითობების გავლენის ქვეშ მოქცევა ყოველთვის არასწორია. თუმცა არის ასეთი მომენტიც: რატომღაც დამკვიდრებულია ტენდენცია, რომ პასუხისმგებლობას წყვილი მხოლოდ ბეჭდის, მოწმობის და ქორწინების დამახასიათებელი სიმბოლოების დაცვის შემდეგ აცნობიერებს. სხვა შემთხვევაში, წყვილის ურთიერთობებიდან რატომღაც გამოირიცხება ხოლმე პასუხისმგებლობის მომენტი. არ მესმის რატომ ხდება ასე. მოკლედ, ძალიან აბდაუბდა რომ არ გამოვიდეს უბრალოდ ვიტყვი რომ მე პირადად მომწონს არათითზე წამოსკუპებული ბეჭედი smile.gif მაგრამ ქორწინებას და მის ვიზუალურ სიმბოლოებს ერთმანეთში არ ვურევ smile.gif


--------------------
A si duarth u ortho... U or le a U or nin
Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Dec 18 2009, 10:33 AM
Post #68


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ბეჭედი ჩემი აზრით, ჯობია რომ არც არსებობდესsmile.gif
როცა ადამიანი რაღაც მასეთ წვრილმანებზე ფიქრობს ცოლ-ქმრული სიყვარული ჭუჭყიანდება.
მთავარია თვალებში ჩახედო და ჩაგხედოს biggrin.gif მთავარია გაუგო და გაგიგოს, მთავარია „გიყვარდეთ ერთმანეთი“



--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
mako
post Dec 18 2009, 10:51 AM
Post #69


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 10
Joined: 12-December 09
Member No.: 6,093

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მეც მომწონს ბეჭედი თითზე , არადა საქორწინო არ მიკეთია...
მხოლოდ იმ ბეჭედს ვატარებ რომლითაც ცოლად გაყოლა შემომთავაზა l_daisy.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
serafinapekkala
post Dec 19 2009, 12:31 AM
Post #70


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 359
Joined: 2-November 09
From: თბილისი
Member No.: 6,059

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



mako

l_daisy.gif wub.gif მაგარია smile.gif მე მიყვარს რომანტიკა smile.gifsmile.gif


--------------------
A si duarth u ortho... U or le a U or nin
Go to the top of the page
 
+Quote Post
Shou
post Dec 21 2009, 06:18 PM
Post #71


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 868
Joined: 19-June 08
From: Tbilisi
Member No.: 2,617

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ბეჭედს თავისი სიმბოლური დატვირთვა აქვს და ალბათ ბევრ სხვა რამესაც, უბრალოდ ქორწინების საზოგადოებრივი დატვირთვა არის ჩემთვის მიუღებელი. ორი ადამიანის ურთიერთობა ეს ძალზედ ინტიმური და ინდივიდუალურია, არ უნდა იქცეს საზოგადოებრივი ინსტიტუტის ნაწილად, ვალდებულებაც მხოლოდ შიგნით იდება და არა ქვეყნის გასაგონად და მოქმედებს მანამ სანამ გრძნოებებია ცხოველი ანუ ცოცხალი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Shou
post Jan 5 2010, 05:50 PM
Post #72


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 868
Joined: 19-June 08
From: Tbilisi
Member No.: 2,617

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჰმმ, ვატყობ ქორწინება არააქტუალური თემაა ეზოთერიულ ფორუმსა ზედა girl_sigh.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jan 5 2010, 06:31 PM
Post #73


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Shou
ციტატა(Shou @ 21st December 2009 - 06:18 PM) *
ბეჭედს თავისი სიმბოლური დატვირთვა აქვს და ალბათ ბევრ სხვა რამესაც, უბრალოდ ქორწინების საზოგადოებრივი დატვირთვა არის ჩემთვის მიუღებელი. ორი ადამიანის ურთიერთობა ეს ძალზედ ინტიმური და ინდივიდუალურია, არ უნდა იქცეს საზოგადოებრივი ინსტიტუტის ნაწილად, ვალდებულებაც მხოლოდ შიგნით იდება და არა ქვეყნის გასაგონად და მოქმედებს მანამ სანამ გრძნოებებია ცხოველი ანუ ცოცხალი.

გეთანხმები ყველაფერში...

ჩემს შემთხვევაში ილუზიებს არ ავყოლილვარ, ნამდვილად ისეთი ადამიანი იყო როგორსაც ვხედავდი. მერე შეიცვალა ურთიერთობები. რას ვერ შევეგუე იცით? მორიდების მომენტი რომ გაქრა. მინდა ისევ ისე ვუფრთხილდებოდეთ, ვერიდებოდეთ ერთმანეთს. ეს გაშინაურება რაღაც არ მომწონს...
საერთოდ, შეიძლება იყო ვინმესთან გულახდილი, მაგრამ ზღვარი ყოველთვის არსებობს მეგობართანაც და შეყვარებულთანაც. ოჯახში ეს ზღვარი მინიმუმამდე დადის უკვე. ბოლომდე გამოვხატავთ ჩვენს ცუდ მხარეს. კარგი მხარის გამოხატვა კი მაინცდამაინც კარგ ტონად არ ითვლება საქართველოში.
რა მახსენდება იცით? სხვაგან არ ვიცი და ჩემი ტოლი ბიჭები ეგრე იყვნენ, ნათესავ-მეგობრებს ვგულისხმობ: უცხო გოგოებთან ჯენტლმენები, ჩვენთან - შინაურებთან - ბუზღუნა და მომთხოვნები... smile.gif
მე განა ვინმეს ვსაყვედურობ. თვითონაც ასეთი გავხდი... სამსახურში - კარგ ხასიათზე, სახლში - მოწყენილი (ვაი რამდენი პრობლემა გვაქვს და ა. შ)
ეჰ, სულ ზეპირად ვიცი როგორ უნდა იქცეოდეს ადამიანი, რომ ბედნიერად იგრძნოს თავი, მაგრამ პრაქტიკაში გადატანა არ გინდა?!
სინამდვილეში ხომ ჩვენს ხელშია ყველაფერი smile.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
sentimennte
post Jan 5 2010, 07:34 PM
Post #74


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 2,074
Joined: 26-December 09
From: Iq minda :)
Member No.: 6,103

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ეგ ხშირად გამიგია რომ გათხოვდებიასნ და დაოჯახდებიან და იცვლებიან მერე,...ნამდვილად არ მინდა შევიცვალო. ალბათ ისევ ისეთი ვიქნები როგორიც ვარsmile.gif ყოველშემთხვევაში ძალ-ღონეს არ დავიშურებ რომ ასეთ%ივე დავრჩე.. ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი ბუზღუნა დედაკაცის სტილში, biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif მე თუ ვარ ესა ვარ რაცა ვარ დღესა ვარ smile.gif ეგაა რაა


--------------------

მარადის გიხაროდენ :)


"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)


Go to the top of the page
 
+Quote Post
ინა
post Jan 5 2010, 07:38 PM
Post #75


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 719
Joined: 24-December 09
Member No.: 6,100

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გაყოლის წამიდან სხვა შემრჩა ხელში hilarioustu8.gif
რა მაგრად წერთ,ასე მგონია ჩემს სათქმელს ამბობთ JC_cupidgirl.gif


--------------------
რატომ დაადეთ ბანი ჩემს მეგობრებს?
თუ გირევდით მე ამ ფორუმს ჩემთვის დაგედოთ მარტო.
ახსენით ბანი ჩემს მეგობრებს.
მათ არაფერი დაუშავებიათ აქ და არც მე დამიშავებია!
Go to the top of the page
 
+Quote Post
sentimennte
post Jan 5 2010, 07:50 PM
Post #76


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 2,074
Joined: 26-December 09
From: Iq minda :)
Member No.: 6,103

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კაი ახლა თორე სულ გადავიფიქრებ გათხოვებას biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif გენატვალე გულში


--------------------

მარადის გიხაროდენ :)


"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)


Go to the top of the page
 
+Quote Post
ინა
post Jan 5 2010, 10:14 PM
Post #77


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 719
Joined: 24-December 09
Member No.: 6,100

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(sentimennte @ Jan 5 2010, 07:50 PM) *
კაი ახლა თორე სულ გადავიფიქრებ გათხოვებას biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif გენატვალე გულში

ააააჰ ეგ არ გამაგონოო superstition.gif
კახელების ქორწილს ვნატრობ კაი ხანია,ხაშლამა უნდა ვჭამო,მერე ღვინო დავლიო და კარგადაც უნდა ვიცეკვოო russian.gif


--------------------
რატომ დაადეთ ბანი ჩემს მეგობრებს?
თუ გირევდით მე ამ ფორუმს ჩემთვის დაგედოთ მარტო.
ახსენით ბანი ჩემს მეგობრებს.
მათ არაფერი დაუშავებიათ აქ და არც მე დამიშავებია!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Shou
post Jan 6 2010, 10:18 AM
Post #78


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 868
Joined: 19-June 08
From: Tbilisi
Member No.: 2,617

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma

მოურიდებლობაშიც არის რაღაც. ეს ძირითადად მაშინ ხდება როცა ის სხვა ადამიანი "უცხო" კი არა შენი გაგრძელება ხდება, როგორც ხელი ან ფეხი, ან თავი და შენ უკვე საკუთარ ნაწილად აღიქვავ. აქ ერთადერთი პრობლემაა, საკუთარი თავი უნდა გიყვარდეს ძალიან, ყველაზე უფრო ძალიან ამ ქვეყნად, ზუსტად ისეთი უნდა გიყვარდეს როგორიც არის, ილუზიების გარეშე, მაშინ პრობლემები არ შეიქმნება. შენ თავს სულ მუდამ მოეფერები, შეეცდები ასიამოვნო, პრობლემები ააცილო. ჩვენ კი საკუთარი თავი არ გვიყვარს და არადა ფიცს ვდებთ საკურთხეველთან სხვა გვეყვარება და სიცოცხლის ბოლომდე გავუფრთხილდებითო. ფარისევლობაა და მეტი არაფერი სამწუხაროდsad.gif ჯერ დიდხანს, ძალიან დიდხანს საკუთარი თავის სიყვარული უნდა ვისწავლოთ და მერე ვნახოთ, იქნებ ქორწინებაც კი გამოდგეს ფორმად უფრიერთობისათვისwink.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Jan 6 2010, 10:55 AM
Post #79


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Shou @ 6th January 2010 - 11:18 AM) *
ჯერ დიდხანს, ძალიან დიდხანს საკუთარი თავის სიყვარული უნდა ვისწავლოთ და მერე ვნახოთ, იქნებ ქორწინებაც კი გამოდგეს ფორმად უფრიერთობისათვის

მართალია, თუ საკუთარი თავი არ შეიყვარე, სხვას ვერ შეიყვარებ. ასევეა პატიებაზეც, საკუთარ თავს აპატიე და სხვასაც.

ოჯახი რთული რამეა, ადამიანი თავის სისუსტის გამომვლენი თავის ოჯახშია. აი მაგალითად ამ ფორუმზე ვწერთ რაღაცეებს და შეძლებისდაგვარად ყველა ჩვენს უარყოფითს ვმალავთ ან არ ვავლენთ, ოჯახში ეს ძნელია. რაც ხარ ჩანხარ, ვერ მალავ. მთავარია იცოდე რა გინდა. ეს რათქმაუნდა ოჯახის შექმნის პირველ დღეებიდან უნდა იცოდე, რადგან დაშვებული შეცდომები, ხშირად ოჯახური ურთიერთობების ლაქად ხდება.
სიყვარული უნდა იყოს საფუძველი ოჯახის შექმნისას, მაგრამ საკმარისი არ არის. მას უნდა შეეზარდოს და ჰარმონიულად შეეწყოს თითოეულის ხასიათები.

tikoroma
QUOTE(tikoroma @ 5th January 2010 - 07:31 PM) *
საერთოდ, შეიძლება იყო ვინმესთან გულახდილი, მაგრამ ზღვარი ყოველთვის არსებობს მეგობართანაც და შეყვარებულთანაც. ოჯახში ეს ზღვარი მინიმუმამდე დადის უკვე. ბოლომდე გამოვხატავთ ჩვენს ცუდ მხარეს. კარგი მხარის გამოხატვა კი მაინცდამაინც კარგ ტონად არ ითვლება საქართველოში.

QUOTE(tikoroma @ 5th January 2010 - 07:31 PM) *
შინაურებთან - ბუზღუნა და მომთხოვნები...

სამწუხაროა, საქართველოში მეუღლეს იშვიათად მიმართავს ვინმე,– „ჩემო სიყვარულო“. ეს დიდი დანაკლისია. ალბათ იტყვით სიტყვის თქმას ისეთი მნიშვნელობა არა აქვსო, როგორც მოქმედებას, მაგრამ ეს ასე არაა. მიყვარს როცა ადამიანები ოჯახში გამოხატავენ ამ ლამაზ სიტყვებს.
„ჩემო სიყვარულო“
„ჩემო პატარა“
(მიუხედავად შესაძლებელია 40 წელს მიაღწიო)
და მრავალი სხვა, რომელთა წარმოშობაც ყველა ოჯახში თავისებურია.

იცით აი ხშირად ეგოიზმის ბრალიცაა. აი მიდით და უთხარით პირველებმა თქვენს მეუღლეებს გაჭირვებაზე რომ საუბრობთ, ნაზად მოეფერეთ, „ჩემო სიყვარულო, ერთად გადავიტანთ და შევებრძოლებით გაჭირვებას, რომელიც ჩვენ შორის არ ჩადგება“ ეს ერთი მაგალითი, თუმცა ყველა ურთიერთობა ინდივიდუალურია.




--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Jan 6 2010, 10:59 AM
Post #80


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma
QUOTE(tikoroma @ 5th January 2010 - 07:31 PM) *
ეჰ, სულ ზეპირად ვიცი როგორ უნდა იქცეოდეს ადამიანი, რომ ბედნიერად იგრძნოს თავი, მაგრამ პრაქტიკაში გადატანა არ გინდა?!
სინამდვილეში ხომ ჩვენს ხელშია ყველაფერი


მართალია, ძალიან ძნელია, ალბათ განსაკუთრებით საქართველოში, ევროპასთან შედარებით, აქ ჩვეულებაც უნდა შეცვალო.

თუმცა ამ ბოლო დროს ევროპაში შექმნილ ოჯახების ვადა 2 ან 3 წელიწადს ძლივს აღწევს. (უმეტესობა რათქმაუნდა)

ძალიან ძნელია ოჯახში სიყვარული რომ არ იფრქვევა.


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post

8 Pages V  « < 2 3 4 5 6 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 25th April 2024 - 11:28 PM