ჩვენი ცხოვრების ალტერნატივები, ბედისწერა vs თავისუფალი .... |
ჩვენი ცხოვრების ალტერნატივები, ბედისწერა vs თავისუფალი .... |
Jun 17 2009, 10:40 PM
Post
#41
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,964 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
დავუშვათ ვამბობთ, რომ გვაქვს არჩევანის უფლება. გარკვეულწილად შეიძლება არჩევანი გავაკეთოთ ორ ან რამოდენიმე ალტერატივას შორის. მაგრამ, არჩევანი როცა კეთდება, კეთდება ერთი არჩევანი (ან 2, ან 3, ან რაიმე განსაზღვული რაოდენობა). როგორ უნდა დავადგინოთ, რომ თვითონ ჩვენი არჩევანი თავისუფალი იყო თუ არა? ავირჩიეთ უკვე. იქნება თვითონ არჩევის არჩევანი განსაზღვულია უკვე? როგორ უნდა ყოფილიყო არჩევანი განსაზღვრული? შენი თავი შენ არ გეკუთვნის? ხომ არავინ გაიძულებს ვინმე რამის გაკეთებას მაგ. დღეს საღამოს სადღაც წასვლას? შეიძლება კინოში წახვიდე ან თეატრში. მაგრამ რა სპექტაკლი იქნება იქ და რა კინო უკვე შენ ვერ ირჩევ. ის სხვების მიერაა არჩეული. თუ არ გაიძულებდნენ, რომ არჩევანი გაკეთებენია წასულიყავი ერთგან ან მეორეგან, ახლა იძულებული ხარ იმ კინოს უყურო, რაც შეიძლება არ მოგეწონოს, ან სპექტაკლი გამოდგეს ძაან ცუდი....მაგრამ ვეღარაფერს შეცვლი, საღამო გაგიფუჭდა. არჩევანში შეცდი, გერჩივნა სახლში დარჩენილიყავი... -------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
Jun 18 2009, 03:37 AM
Post
#42
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 99 Joined: 16-June 09 Member No.: 5,978 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
old_man'
QUOTE როგორ უნდა ყოფილიყო არჩევანი განსაზღვრული? შენი თავი შენ არ გეკუთვნის? ხომ არავინ გაიძულებს ვინმე რამის გაკეთებას მაგ. დღეს საღამოს სადღაც წასვლას? შეიძლება კინოში წახვიდე ან თეატრში. მაგრამ რა სპექტაკლი იქნება იქ და რა კინო უკვე შენ ვერ ირჩევ. ის სხვების მიერაა არჩეული. თუ არ გაიძულებდნენ, რომ არჩევანი გაკეთებენია წასულიყავი ერთგან ან მეორეგან, ახლა იძულებული ხარ იმ კინოს უყურო, რაც შეიძლება არ მოგეწონოს, ან სპექტაკლი გამოდგეს ძაან ცუდი....მაგრამ ვეღარაფერს შეცვლი, საღამო გაგიფუჭდა. არჩევანში შეცდი, გერჩივნა სახლში დარჩენილიყავი... კი, ერთის მხრივ არჩევანს აკეთებ. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ შენი არჩევანი წინასწარ განსაზღვული არ იყო. მე არც იმ აზრს ვიზიარებ, რომ ჩვენი არჩევანი წინასწარ განსაზღვულია და არც იმას, რომ ჩვენი არჩევანი ჩვენი არჩევანია და წინასწარ არ არის განსაზღვული. ჩემთვის ამ კითხვას არ აქვს მნიშვნელობა. მაგრამ, მე ვამბობ, რომ დეტერმინიზმის ან თავისუფალი არჩევანი მტკიცება არსობრივად შეუძლებელია. მერე რა რომ არჩევანი გააკეთე ახლა? რითი შეგიძლია დაამტკიცო, რომ შენს მიერ არჩევნის გაკეთება წინასწარ განსაზღვული არ იყო? ერთადერთი იმის თქმა შეგიძლია, რომ არჩევანი გააკეთე და არა იმის, რომ შენი არჩევანი განსაზღვული იყო თუ არა.მაგალითი მოვიყვანოთ ასეთი: დავუშვათ დავწერე პროგრამა, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს აირჩიოს თუ არა 2 შესაძლო ვარიანტიდან ერთი. პროგრამის დაწერა ნებისმიერად შეიძლება და ამ ორი ობიექტიდან ერთ-ერთის, ორივეს ან არცერთის არჩევა/არ არჩევა მთლიანად განსაზღვული იქნება რაღაც ალგორითმით. კოდი აირჩევს ამ ალგორითმის მიხედვით-ანუ არჩევანს აკეთებს, მაგრამ არჩევანი მთლიანად განსაზღვრულია ალგორითმით. ეს მაგალითი აჩვენებს იმას, რომ არჩევანის გაკეთება განსაზღვრულად შეიძლება. არჩევანის გაკეთება არ ნიშნავს, რომ იგი არ არის დეტერმინირებული. ამ მაგალითის კიდევ უფრო გართულება შეიძლება ცოტა უფრო არარეალური (და მომავალში შესაძლო) სიტუაციით, სადაც გამოჩნდება, რომ ხელოვნურ ინტელექტს არსობრივად ვერ შეეძლება იმის გადაწყვეტა, რომ მისი არჩევანი ან დეტერმინირებულია, ან თავისუფალი. |
|
|
Jun 18 2009, 02:11 PM
Post
#43
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 7 Joined: 14-June 09 From: seger Member No.: 5,976 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მე დარწმუნებული ვარ რომ არავიტარი ბედი არ არსებობს!
ჩემს ბედს და მომავალ ცხოვრებას მხოლოდ და მხოლოდ ჩემი საქციელი განაპირობებს აწმყოში! -------------------- ბიერკ!
|
|
|
Jun 25 2009, 10:08 PM
Post
#44
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 958 Joined: 14-March 07 Member No.: 15 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მეც მასე ვფიქრობ ^^
-------------------- "To do is to be" - Nietzsche; "To be is to do" - Kant; "Do Be Do Be Do" - Sinatra |
|
|
Jun 26 2009, 01:38 PM
Post
#45
|
|
RED soul Group: Members Posts: 134 Joined: 6-March 09 Member No.: 5,923 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რათა_ჰა?
სიტუაციით, სადაც გამოჩნდება, რომ ხელოვნურ ინტელექტს არსობრივად ვერ შეეძლება იმის გადაწყვეტა, რომ მისი არჩევანი ან დეტერმინირებულია, ან თავისუფალი. ალბათ ამის გადაწყვეტა პროგრამას არც აინტერსებს. როგორც აღნიშნე ეს მაგალითი ხელოვნურ ინტელექტს ეხება, ანუ ინტელექტს რომელიც დაპროგრამებულია - გინდ მარტივად, გინდ რთულად. რამდენად არის ადამიანური ინტელექტი ხელოვნური -ეს უკვე სხვა საქმეა. meretsegeri ჩემს ბედს და მომავალ ცხოვრებას მხოლოდ და მხოლოდ ჩემი საქციელი განაპირობებს აწმყოში! გეთანხმები. აქედან გამოდინარე ის, რასაც ჩვენს დღევანდელ ბედს ვუწოდებთ არის წარსულში ჩვენი ქმედებებით განპირობებული, მათი შედეგი. ადამიანია თავის ბედის მჭედელი. |
|
|
Jun 26 2009, 11:28 PM
Post
#46
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,718 Joined: 24-July 08 From: :)))))))) Member No.: 3,438 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ადამიანია თავის ბედის მჭედელი. ყოველთვის? კი ნამდვილია ჩვენ ვართ ჩვენი ბედის მჭედელი, მაგრამ არა მგონია ასე იყოს ყოველთვის. ალბათ ხშირ შემთხვევაში და არა ყოველთვის. ვფიქრობ ცხოვრებაში ხშირად გვხვდება სიტუაციები, როცა გარედან მოქმედებენ შემთხვევითობები, რომლებიც ცვლიან ჩვენს მომავალს, ზუსტად ამ შემთხვევითობებს ვუწოდებთ ბედს. სიმართლეა რომ ჩვენც ვართ ჩვენი ბედის მჭედელი, საკუთარი ცხოვრებით ხშირად გამომიცდია, მაგრამ ვგრძნობ გარედანაც რომ არის რაღაც რაც ცვლის ჩვენს ბედს. -------------------- კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,– აბა, მე დღეს ვის რა ვარგე? |
|
|
Jun 30 2009, 10:15 PM
Post
#47
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 47 Joined: 24-April 09 Member No.: 5,946 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
me ki mgonia, rom adamiani , dabadebamde Tavad wers tavis beds, anu momaval cxovrebas
|
|
|
Jul 5 2009, 11:24 PM
Post
#48
|
|
RED soul Group: Members Posts: 134 Joined: 6-March 09 Member No.: 5,923 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
|
|
|
Jul 6 2009, 12:28 AM
Post
#49
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,718 Joined: 24-July 08 From: :)))))))) Member No.: 3,438 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
adamiani
ასეა თუ ისეა მთავარია ყოველთვის დავაკვირდეთ ჩვენს ქცევებს, რომ უარყოფითი არ გვეწვიოს, ვიყოთ თავისუფლები, რომ „გავიზარდოთ“ -------------------- კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,– აბა, მე დღეს ვის რა ვარგე? |
|
|
Feb 27 2010, 06:29 PM
Post
#50
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,689 Joined: 11-December 09 From: New York, USA Member No.: 6,092 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
წარმოდიგინეთ ჩვეულებრივი ხე, რომელსაც რაღაც სიმაღლეზე უამრავი ტოტი ეზრდება... ამ ტოტებს ტავის მხრივ სხვა პატარა ტოტები და იმათ კიდევ უფრო პატარა და წვრილი ტოტუნები აი ეს ხე არის ადამიანის ცხოვრება და ტოტტები კი მისი ცხოვრების ალტერნატივები. სქელი ტოტებია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები რომელიც ადამიანის ცხოვრებაში სულ რამდენიმეა და მის ცხოვრებას კარდინალურად ცვლის, პატარა ტოტები უმნიშვნელო გადაწყვეტილებებია, რომლებიც უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანია და ცხოვრებას უმნიშვნელოდ ცვლის. მართლაც რა მაგარი შედარებაა ... ძალიან მომეწონა me ki mgonia, rom adamiani , dabadebamde Tavad wers tavis beds, anu momaval cxovrebas ეს კი ფრიად საინტერესო აზრია
|
|
|
Feb 27 2010, 06:46 PM
Post
#51
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,689 Joined: 11-December 09 From: New York, USA Member No.: 6,092 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
კი, ერთის მხრივ არჩევანს აკეთებ. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ შენი არჩევანი წინასწარ განსაზღვული არ იყო. მე არც იმ აზრს ვიზიარებ, რომ ჩვენი არჩევანი წინასწარ განსაზღვულია და არც იმას, რომ ჩვენი არჩევანი ჩვენი არჩევანია და წინასწარ არ არის განსაზღვული. ჩემთვის ამ კითხვას არ აქვს მნიშვნელობა. მაგრამ, მე ვამბობ, რომ დეტერმინიზმის ან თავისუფალი არჩევანი მტკიცება არსობრივად შეუძლებელია. მერე რა რომ არჩევანი გააკეთე ახლა? რითი შეგიძლია დაამტკიცო, რომ შენს მიერ არჩევნის გაკეთება წინასწარ განსაზღვული არ იყო? ერთადერთი იმის თქმა შეგიძლია, რომ არჩევანი გააკეთე და არა იმის, რომ შენი არჩევანი განსაზღვული იყო თუ არა. რატომ განიცდი ასე ამ ამბავს ... რად გინდა მაგის ცოდნა?? და რომც იცოდე ზუსტად მერე მაგით რა? მე თავისუფალი ვარ თუ არა არჩევანში ზოგადად, ამას რაც შეეხება მე ვფიქრობ, რომ : კონკრეტულ შემთხვევაში და ამ გარემოებაში, რაშიც მე ახლა თავს ვაცნობიერებ - არჩევანს ვაკეთებ საკუთარი ნებით და სურვილით... სხვისგან დამოუკიდებლად. ყოფილა შემთხვევები, როცა სხვისი ნებით გამიკეთებია არჩევანი... მაგრამ ეს უნდა მომხდარიყო თუ არა, ან მე რაც ავირჩიე, ის მანამდე თუ სხვამ დაგეგმა და მე უბრალოდ მგონია რომ მე ვირჩევ, სინამდვილეში კი მარიონეტი ვარ ...... არაა გამორიცხული მართლაც ეს ისევ საკუთარი ნება იყოს, რომელიც წინა ცხოვრებაში ჩვენ თვითონ დავუგეგმეთ ჩვენს თავს. ანუ საკუთარი თავის მარიონეტი. ეუჰ რა უცნაურად ჟღერს |
|
|
Feb 28 2010, 09:25 AM
Post
#52
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 99 Joined: 16-June 09 Member No.: 5,978 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
mata
QUOTE რატომ განიცდი ასე ამ ამბავს ... რად გინდა მაგის ცოდნა?? და რომც იცოდე ზუსტად მერე მაგით რა? არ განვიცდი. მართალი ხარ, არ არის საჭირო მაგის ცოდნა. |
|
|
Mar 4 2010, 04:37 AM
Post
#53
|
|
RED soul Group: Members Posts: 134 Joined: 6-March 09 Member No.: 5,923 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რათა_ჰა?
მიხო წამოწოლილია ხის ძირში და ღიღინებს. ხოდა, მიხოს ეკითხებიან: მილიონი დოლარი რომ მოგცენ, არ გინდა? მიხო პასუხობს: არა. ჩააცივდებიან მიხოს: როგორ თუ არ გინდა? ათას მიზეზს მოუგონებენ, რამდენად უკეთესი იქნება მისი ცხოვრება ამ მილიონი დოლარით. მოკლედ, მიხო იხტიბარს არ იტეხს. ბოლო ბოლო ეტვყიან: მიხო, მილიონი რომ გქონდეს ცხვოვრება ში ყველაფერს დაიკიდებ. მიხო კიდევ პასუხობს: ახლა არ მკიდია, რო. ხოდა, რა მაინტერესებს იცი: რითი განსხვავდება ის ერთეული, ვისაც დანახულის გაგებისათვის საჭირო ცოდნა აქვს, მიხოსაგან? რას აძლევს ეგ ცოდნა იმ ერთეულს ისეთს, რომ მიხოზე კარგად იცხოვროს? ეს შეკითხვა ეხლა ვნახე. ისე ჩანს, რომ დანახულის გაგებისთვის საჭირო ცოდნას სიმბოლურად მილიონ დოლარს ადარებ. შედარება არასწორია. მიხოს უკვე აქვს დანახულის გაგების უნარი და ძალიან კარგად ხედავს მილიონი დოლარის ფასს. კერძოდ კი იმას, რომ ცხოვრებისთვის ამ ფულს ფასი არა აქვს. ალბათ წინა ინკარნაციაში მილიონერი იყო და სიცოცხლე კი მაინც ტანჯავდა. ანუ თუ ხის ძირში წამოწოლას და ღიღინს სიმბოლურად იდეალურ ცხოვრებას ადარებ, მაშინ მიხოს უკვე ისედაც მოპოვებული აქვს ყველანაირი ცოდნა და უკიდურესად გასხივოსნებულია. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 3rd June 2024 - 01:48 PM |