IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

3 Pages V  < 1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> ღვთიური საწყისი
რათა_ჰა?...
post Mar 4 2010, 10:26 PM
Post #21


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 99
Joined: 16-June 09
Member No.: 5,978

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



vkh
QUOTE
ჩემი კიდევ უფრო მდაბიო ხედვით, "ჭეშმარიტად ეზოთერულში", რომლის მისაღწევად პირადად მე არ ვიცი, კიდევ რამდენი ინკარნაცია დამჭირდება, ვგულისხმობდი იმას, რაც თქვენს კითხვებში თემატურად უკვე გაჟღერდა, მხოლოდ ოდნავი სახეცვლილებით, რადგან სტანდარტები არ უპირისპირდება "ჭეშმარიტ ხედვას", არამედ განეკუთვნება კიდეც მას.
იმედია კითხვა არ გეწყინა. მე ჩემის მხრიდან გისურვებ ამ ინკარნაციაში აგისრულდეს ყველაფერი რისთვისაც იღწვი და რასაც ცდილობ. მე კიდევ კითხვებით ვიცი ხოლმე ტვინის გაბურღვა. ჩემს თავსაც ვუსვამ კითხვებს ამდაგვარად. ბოლო-ბოლო, რაცა ვარ ეგა ვარ და არაფერი გამომასწორებს biggrin.gif თუ გინდა იცოდე, შენს (და სხვებისაც) აზრსაც ისე ვცემ პატივს, როგორც საკუთარ აზრს. ეს კითხვები არ წარმოადგენს რაიმეს ვინმეს გასაღიზიანებლად ან დასამცირებლად. როგორც კი გაღიზიანედება ვინმე, სრული უფლება გაქვთ შესაბამისი პასუხი მომცეთ.

Go to the top of the page
 
+Quote Post
vkh
post Mar 4 2010, 10:56 PM
Post #22


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 265
Joined: 22-November 08
From: Tbilisi
Member No.: 5,871

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რათა_ჰა?
ციტატა(რათა_ჰა? @ 4th March 2010 - 10:26 PM) *
იმედია კითხვა არ გეწყინა.

მეწყინა კი არა, სხარტი აზროვნებისის ერთ-ერთი ის მაგალითია ამ ფორუმზე, რასაც ჭეშმარიტად ფხიზელ მდგომარეობაში მოვყავარ wink.gif საჭიროა ასეთი კითხვები, სადაც ხანდახან ბანგი უფრო მეტია, ვიდრე პირდაპირ მიმართული ნაკადი smile.gif ყოველ შემთხვევაში მე ასეთ მიმართებაში ვარ! თუმცა სამწუხაროდ დრო არ მაქვს, რომ ჭეშმარიტ დიალოგში შემოვიდე თქვენთან (სულისმეცნიერების პოზიციიდან wink.gif არადა საინტერესო იქნებოდა wink.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
რათა_ჰა?...
post Mar 5 2010, 11:02 AM
Post #23


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 99
Joined: 16-June 09
Member No.: 5,978

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Molen

QUOTE
QUOTE
საიდან იცი, რომ ღვთის ნაწილი მიძინებულია და სული ციხეშია ჩაკეტილი? ვიღაცამ გითხრა? წიგნში წაიკითხე? თუ უშუალოდ დაინახე მიძინებული ღმერთი და ციხეში ჩაკეტილი სული?
წავიკითხე, დავფიქრდი, გავაანალიზე და დავრწმუნდი მის ჭეშმარიტებაში.
როგორ შეიძლება წაკითხვით და ანალიზით ადამიანმა თქვას, რომ მასში არსებობს ღმერთი? ანალიზი ნიშნავს განსჯას. განსჯას ვაკეთებთ განსჯის კანონებით. განსჯის კანონებს ვირჩეთ. ანალიზის კანონებს ვირჩევთ. შენ გააკეთე არჩევანი და ამ არჩევნით მიღებულ დაკსვნას ჭეშმარიტებას ეძახი?

QUOTE
არ მინდა შუა საუკუნეების მოძღვრებებს გადავხედო, რადგან მათზე მართლაც შეიძლება იგრძნობოდეს ბნელი ხანის გავლენა
მეისტერ ეკჰარტი? Иоанн Креста? მე-13 საუკუნის ინგლისური თხზულება Облако неведения? ამათზე რაიმე ბნელი ხანის გავლენა იგრძნობა?

ჯვრის იოანეს (Иоанн Креста) თხზულება: ВОСХОЖДЕНИЕ НА ГОРУ КАРМЕЛЬ

Облако неведения არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თხზულება, ჩემი აზრით. ჩემი რჩევა იქნება სხვა რამესთან ერთად ეს ნაწარმოებიც წაიკითხო. თხზულების მიზანია მკითხველი დააყენოს ღვთის ძიების გზაზე, ისევე როგორც ნებისმიერი სულიერი ცხოვრებისათვის განკუთვნილი ნაწარმოები. ამ თხზულების მთელი არსი შეიძლება გადმოიცეს ერთ აბზაცში: ღვთის რაციონალური განსჯა (მასზე ნებისმიერი აზრობრივი განცხადების ან აზრის ჩამოყალიბება, მასზე თვისებების მიწერება და ა.შ.) არის შეუძლებელი. მასთან დაახლოება ("დაახლოება" არ ნიშნავს რომ იგი შორის არის, ან ჩვენშია, ან ჩვენგან დამოუკიდებელია, ან ჩვენი ნაწილია და ა.შ.) შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ერთი აზრით. ეს აზრი არის ღმერთის ბრმა სიყვარული. ეს აზრი უნდა იყოს სულიერების მაძებრის მთელი ცხოვრება. ამ სიყვარულის მიზეზების დასახელება არ შეიძლება. სულიერების მაძებარი უნდა ატარებდეს ამ აზრს ყოველთვის და არ უნდა აცდენდეს არცერთ მომენტს სხვა რამეზე ფიქრში.

ამის შემდეგ შეგიძლია ყველაფერში დამადანაშაულო და ყვლაფერში მართალი იქნები: მე არავითარი უფლება არ მაქვს შენ კითხვები დაგისვა და შემდეგ ჩემი აზრი შემოგთავაზო. თანაც, მე თვითონ არ ვცხოვრობ ამ ცხოვრებით (გარდა იმისა, რომ ცოტას ვჩალიჩობ) და ჩემი საქციელი თვალთმაქცობის ტიპიური მაგალითია. მარა რა ვქნა: უნდა გავუძლო საკუთარ თავს. მასზე ახლო მაინც არავინ მყავს biggrin.gif

QUOTE
მაგრამ ეს რად გვინდა?! XX საუკუნეში გადმოვინაცვლოთ და ანტროფოსოფიის გაცნობა სრულიად საკმარისიი იქნება თუ რას წარმოადგენს ჩვენი სულიერი სამყარო, რომელიც იმდენად ღრმა და მდიდარია, იმდენად უსასრულო და ყოვლისმომცველია, რომ მას აუცილებლად სჭირდება ღმერთი, რომელიც ისევ და ისევ საკუთარ თავშია საძიებელი
ეს ვერ იქნება ის, რასაც ჭეშმარიტებას ეძახი. ჭეშმარიტებაზე ვერ იტყვი იმას, რომ "მას აუცილებლად ჭირდება ღმერთი". შენ არჩევანს აკეთებ (ისევე როგორც მე) და არა ჭეშმარიტება დაინახე.

QUOTE
QUOTE
შენ თუ იცი ვინ ხარ? თუ არ იცი ვინ ხარ, მაშინ საიდან ამტკიცებ ამ ყველაფერს?
მე ვიცი ვინც ვარ, ჩემი იდნივიადუალური მიზნის გარკვეულად უნივერსალური სულიერი საშუალებით მებრძოლი.
შენ არ ამბობ, რომ ჩვენში მიძინებული ღმერთია? თუ შენში მიძინებული ღმერთია და ჯერ არ გაუღვიძია, რა იცი ვინ ხარ? თუ შენს ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს ძინავს, როგორ შეგიძლია თქვა ვინ ხარ?

QUOTE
QUOTE
როდესმე თუ ჩაგიდენია თუნდაც ერთი უანგარო საქციელი?
მრავალჯერ მიცდია, გამომსვლია?! არ ვიცი.
ადამინმა ადამიანს სიკეთით რომ უნდა ემსახუროს, ამაზე მე და შენ არ გვექნება განსხვავებული აზრი. მაგრამ, თავის მოტყუებაა ის, რომ ადამიანს უანგარო სიკეთის გაკეთება შეუძლია. როგორ შეიძლება "ნაცადი" სიკეთე იყოს უანგარო? უანგარო სიკეთე არის სპონტანური სიკეთე, სიკეთე ყოველგვარი მიზეზის და რაციონალიზაციის გარეშე. რომელ ადამიანს შეუძლია საერთოდ სიკეთე აკეთოს სპონტანურად? ან როგორ შეიძლება იყოს სიკეთე სპონტანური, როცა სიკეთესა და ბოროტებას შორის განსხვავებას ვხედავთ? როცა არჩევანს ვაკეთებთ ვის სიკეთის ხელი გავუწოდოთ და ვის არა? რაწამს სიკეთეს სიკეთეს ვუწოდებთ, იქვე არ ჩნდება იმის ახსნა, რომ ესა და ეს საქციელი კეთილია იმიტომ და ამიტომ? იმიტომ და ამიტომ გაკეთებული სიკეთე უმიზეოზ სიკეთეა? ადამიანის მიერ ჩადენილ ყველა სიკეთეში არსებობს ანგარება-მიზეზი რატომ ვაკეთებთ სიკეთეს. ანგარება არ ნიშნავს, რომ სიკეთის კეთება აშკარა გამორჩენის გამო ხდება. თუმცა, საბოლოოდ ყველა ჩადენილ სიკეთეში გამორჩენა დევს, არ აქვს მნიშვნელობა ეს გამორჩენა რამდენად უხეშია-თუნდაც იმის გამო ვაკეთებდეთ სიკეთეს რომ სიკეთის კეთებით კარგად ვგრძნობთ თავს. უანგარო სიკეთე შეუძლია მხოლოდ გააკეთოს მან, რასაც "მე" არ გააჩნია-ღმერთს მხოლოდ.

yogi
QUOTE
ღმერთის თემა ყოფელთვის საინტერესო და იდუმალებით სავსეა. პასუხის პოვნაც რთულია: ყველა ფილოსოპოსი თუ მწერალი და ჩვეულებრივი ადამიანიც თავისებურად აღიქვამს ღმერთს. მაგრამ თუ ჩვენ ვეზებთ პასუხს ჩვენი გონების საშუალებით სხვების აზრებში, ეს პასუხი ჩვენ ვერ დაგვამაკმაყოფილებს. იმიტიმ რომ ცვენი გონება შესღუდულია. მანდ ინახება მხოლოდ ის რაც ჩვენ ჩავდეთ გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად. მაგრამ ცვენ შეგვიძლია გავასხივოსნოთ შვენი გონება ჩვენი სულის სინათლით. მაშინ ჩვენ დავინახავთ და შევიცნობთ ჭეშმარიტებას. როდესაც ადამიანი აღწევს გასხივოსნებას ის ხვდება, რომ ის და ღმერთი არ არიან 2 ცალ-ცალკე მცხოვრები არსებები. ისინი განუყოფელ ერთიანობას წარმოადგენენ. ეს ჩვენი გონება ხედავს ყველაფერს დაწევრიანებულს, ამაღლეს რეალობაში არსებობს მხოლოდ ერთობა და სხვა არაფერი. როგარც ძველ ინდოელ გასხივოსნებულ ბრძენს -შანკარაჩარიას აქვს ნათქვამი: "არსებობს მხოლოდ ერთი რეალობა. და ეს რეალობა - ბრაჰმანიმაგრამ ბრაჰმანი ა. ბრაჰმანი და მხოლოდ ბრაჰმანი წარმოადგენს აბსოლუტურ რეალობას." მაგრამ ბრახმანი არც კაცი და არც ქალია, მას ვერ აღწერ. როგორც შრი აურობინდოს (უდიდესი მედიტაციის მასწავლებელი) აქვს ნათქვამი: ..."რა სახელის არ უნდა უწოდო "მას'', და რაც ნათქვამია ფილოსოფოსების მიერ "მის" არაფერს არ აქვს მნიშვნელობა. ერთადერთი რასაც უნდა აკეთებდე - უნდა გქონდეს "მასთან" შერწყმის წყურვილი. უნდა გაიგივდე "მასთან" და იცხოვრო ამ რეალობაში. იოგა კი უზენაესთან შერწყმის გზაა." თრგმანი მიახლობებითაა მოყვანილი. ვისაც გაინტერესებთ სრული ვერსია შეგიძლიან ნახოტ შრი აურობინდოს წიგნში "ინტეგრალური იოგა".
მეგობარო, წინასწარ ბოდიშს მოგიხდი თუ რაიმე გეწყინება ჩემი ნათქვამით, მაგრამ მოდი სიმართლეს შევხედოთ თვალებში. ეს ყველაფერი რასაც შენ ამბობ, წიგნებში წერია. მეც მაქვს წაკითხული მსგავსი წიგნები. შანკარას crest jewel of discrimination-იც წაკითული მაქვს, ადვაიტა ვედანტის სხვა მიმდევრებიც წამიკითხავს (მაგალითად სვამი ვივეკანანდა), ადვაიტას შემოთავაზებული ე.წ. 12 ძირითიადი უპანიშადებიც მაქვს აქა იქ წაკითხული. სხვადასხვა იოგას ნაწარმოებები. ყველა ესენი ერთიდაიგივეს ამბობს. ამის გამეორება ყველას შეუძლია უკლებლივ ვინც წაიკითხავს და მოინდომებს მის გამეორებას. ამ გამეორებით რაიმე იცვლება? მეც ვამბობდი მსგავს რამეს (და შეიძლება ითქვას ახლაც მჯერა), მაგრამ ამით მე ან შენ რამე შეგვემატა ჭეშმარიტების ძიებაში? ვიპოვეთ ღმერთი? თუ არ გვიპოვია, რა აზრი აქვს ვიღაცის ნათქვამის გამეორებას? საკუთარი თავის მოტყუება არ არის ეს ყველაფერი? მე პირადად, მიუხედავად იმისა რომ მსგავსი მსოფლხედვა დროებით სიმშვიდეს მანიჭებს, არაფერიც არ მიპოვნია და ვეღარ ვამბობ ამას. მე შემიძლია ვთქვა, ამან და ამან ასე და ასე თქვა. კიდევ ერთხელ უნდა მაპატიო. შენი წყენინება არ მაქვს მიზნათ; ამას საკუთარ თავსაც (და ალბათ პირველ რიგში საკუთარ თავს) ვეუბნები.

vkh
QUOTE
მეწყინა კი არა, სხარტი აზროვნებისის ერთ-ერთი ის მაგალითია ამ ფორუმზე, რასაც ჭეშმარიტად ფხიზელ მდგომარეობაში მოვყავარ wink.gif საჭიროა ასეთი კითხვები, სადაც ხანდახან ბანგი უფრო მეტია, ვიდრე პირდაპირ მიმართული ნაკადი smile.gif ყოველ შემთხვევაში მე ასეთ მიმართებაში ვარ! თუმცა სამწუხაროდ დრო არ მაქვს, რომ ჭეშმარიტ დიალოგში შემოვიდე თქვენთან (სულისმეცნიერების პოზიციიდან wink.gif არადა საინტერესო იქნებოდა wink.gif
იცოცხლე, გაიხარე და კიდევ ერთხელ გაიხარე. მე თუ გაგიხურეთ საქმე, ჩემი ძუძუები აუცილებლად დაგლოცავენ biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Mar 5 2010, 07:39 PM
Post #24


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



vkh
ციტატა(vkh @ 3rd March 2010 - 10:21 PM) *
თქვენ არ მყავდით მხედველობაში (=ხუმრობაა)

ვიცი რომ მე არ გყავდით მხედველობაში...(რადგან მე ეზოთერიკი არ ვარ) თქვენ ვინც იგულისხმეთ მეც იმათზე მქონდა საუბარი
ციტატა(vkh @ 3rd March 2010 - 09:51 PM) *
ვისაც ეს საკითხები ჭეშმარიტად ეზოთერულად ესმით
ისე საინტერესოა ვის თვლით ამ ფორუმზე ეზოთერიკად ნეტა...
ციტატა(vkh @ 3rd March 2010 - 09:56 PM) *
ჩემი რჩევა იქნება, გაეცნო ფორუმს, მის თავისებურებებს, იქნებ ეს სულაც არაა ის, რასაც ეძებ ან უკვე გაცემულ პასუხებში იპოვო ის პოზიცია, რაზეც იკითხე.
ფორუმს ალბათ გაეცნო უკვე იმ დონეზე, რომ გადაწყვიტა დარეგისტრირებულიყო და თემაც გაეხსნა.... ამ ადამიანს რაც აინტერესებდა დარწმუნებული ვარ ის თემები უკვე ექნება გადაკითხული... შეიძლება ძალიან ცოტა, მაგრამ აუცილებლად ექნება რამე წაკითხული...
ადამიანი შემოვიდა ფორუმზე და უნდა რომ თავისი აზრი გაგიზიაროთ, თქვენ კიდევ ეუბნევით: ფორუმს გადახედე რა
ამ ფორუმზე რომ ადამიანი შემოდის , ყველას აქვს რაღაც მიზეზი ხომ?! ასევე
Molen საც ექნება რამე მიზეზი... ეს შეიძლება იყოს 1. ეზოთერიკა აინტერესებს 2. ეზოთერიკას ებრძვის 3. უნდა რომ "ეზოთერულ წუმპეში" ჩაძირულ ხალხს დაეხმაროს 4. უბრალოდ რაღაცა ახალი აღმოაჩინა თავის თავში და აინტერესებს ეზოთერიკების აზრი 5. ყველაფერი ნაპოვნი აქვს და გაცნობიერებული, ძალიან კარგად და გამიზნულად უნდა რომ ჩვენც "მოგვაქციოს" მისკენ და ა.შ..... ეხლა თქვენ არ იცით ამ ადამიანის განზრახვა და ეუბნევით ფორუმი გადაიკითხეო და წიგნებიო??? კარგით რა.... შეიძლება რაღაც კითხვები აწუხებს უბრალოდ ადამიანს და მთელი ფორუმის გადაკითხვა ეზარება, ჯერ ეს ერთი შეიძლება წაიკითხოს და მაინც ვერ მიიღოს პასუხი... და შეიძლება ჩვენმა ერთმა დაუზარელმა პასუხმა, ადამიანს მართლაც ისეთი ინტერესი მისცეს, რომ შესაძლებელია მთელი ფორუმიც გადაიკითხოს..
ნუ ერთი სიტყვით არ მიმაჩნია სწორად თქვენი რჩევები

რათა_ჰა?
ციტატა(რათა_ჰა? @ 5th March 2010 - 12:02 PM) *
თავის მოტყუებაა ის, რომ ადამიანს უანგარო სიკეთის გაკეთება შეუძლია.
აპა პა პა პაპ ..... ამაში ვერ დაგეთანხმები, ცდები, თანაც ძალიან... უბრალოდ ჯერ არ შეგხვედრია ასეთი ადამიანი... არაუშავს შეხვდები smile.gif
ციტატა(რათა_ჰა? @ 5th March 2010 - 12:02 PM) *
უანგარო სიკეთე შეუძლია მხოლოდ გააკეთოს მან, რასაც "მე" არ გააჩნია-ღმერთს მხოლოდ.
ღმერთს როგორი სიკეთის გაკეთება შეუძლია ეგ მე არ ვიცი, მაგრამ მე პირადად ასე ვცხოვრობ: უანგარო სიკეთეს ვაკეთებ. უსაზღვრო სიკეთემ შეიძლება ადამიანი დააზიანოს კიდეც. ხანდახან უანგარო სიკეთე სიდებილეში ერევათ... ეს სიკეთე კი არა სიდებილეა რომელიც ხანდახან ახასიათებთ ხოლმე ქართველებს... სიკეთე ზომიერი და მიზანმიმართული, მისთვის ვისაც ეს მართლა სჭირდება, და რათქმაუნდა უანგაროდ. უანგარობას ვგულისხმობ მთელი მოცულობით, არამარტო პირად სარგებელზე უარის თქმა, არამედ ამ სიკეთით თავის მოწონებაზეც უარის თქმა.
რა წესია იცოდე რომ უანგარო სიკეთის კეთება მშვენიერია და კარგი და ამავდროულად ფიქრობდე... აბა მე სად შემიძლია ეგ ხომ მხოლოდ ღმერთს შეუძლია... და შენ მერე რა მაგით... ეგ რა თავის დამშვიდებაა თუ რა გამოსავალია არ მესმის... ან ვინ რა იცის ღმერთს რა შეუძლია. შენ თუ იცი რას ნიშნავს ასეთი სიკეთე ... სხვას რას უყურებ.... შეეცადე და შენც გამოგივა... მაგაზე მარტივი არაფერია.
უბრალოდ ადექი და გააკეთე
და ნახავ რა მაგარია უანგარო სიკეთის კეთება
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Mar 5 2010, 08:07 PM
Post #25


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თანაც ეს თემა ჩემი აზრით აქ არ უნდა იყოს.
მემგონი ჯობია ჯანმრთელობა და სულიერი განვითარებაში გადავიტანოთ.

აქ ადამიანის სულიერ განვითარებაზეა საუბარი მე როგორც ვხვდები და
რავიცი ნება თქვენია
მე ჩემი აზრი დავაფიქსირე უბრალოდ

პატივისცემით
მატა
Go to the top of the page
 
+Quote Post
Molen
post Mar 6 2010, 08:00 PM
Post #26


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 63
Joined: 3-March 10
Member No.: 6,166

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



mata
დიდი მადლობა, ზოგადად ყველაფრისათვის..


--------------------
ცოდნა არ კმარა - უნდა აკეთო!
ნდომა არ კმარა - უნდა გაბედო!

ჩვენი ოცნებების განხორციელებას მხოლოდ ერთი რამ უშლის ხელს: წარუმატებლობის შიში.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Molen
post Mar 6 2010, 08:01 PM
Post #27


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 63
Joined: 3-March 10
Member No.: 6,166

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



უცნობი: როგორ ხარ? რა სახე მიგიღია...
ადამიანი: ვინ ხარ? რა გინდა? ხმაზე ვერა გცნობ.
უცნობი: ვერც მიცნობ და არც არის საჭირო რომ ყველა მცნობდეს.
ადამიანი: რისთვის მოსულხარ, ახლავე წადი აქედან სანამ...
უცნობი: გაჩუმდი და ყური მიგდე, მე აქ შენ დასახმარებლად მოვედი და სანამ რამის თქმას დააპირებდე კარგად დაფიქრდი, ისედაც ფუჭი ცხოვრებით ცხოვრობ და ახლა ფუჭი მუქარებიღა გაკლდა.
ადამიანი: დასახმარებლად?! მე არ მჭირდება არავის დახმარება, ძალიან კარგად ვცხოვრობ.
უცნობი: კარგად?! თქვენ რომ გისმენთ ხანდახან სევდიანად მეღიმება.
ადამიანი: დიახ კარგად. მე ყველაფერი მაქვს რაც მჭირდებოდა.
უცნობი: არ დაიზარო, მიამბე.
ადამიანი: მე მყავს მანქანა, მაქვს სამუშაო, სადაც მთავარი მენეჯერიდან უბრალო მოხელებდე ყველა დადებითად მაფასებს, კიდეც ვსწავლობ, პოპულარული და პერსპექტიული პიროვება ვარ, მომავალსაც ყველა კარგად მისახავს, კარიერას ვიქმნი, მეგობრები ჩემით ამაყობენ, გოგონებსაც მეტს და მეტს მოვწონვარ, ფულიც არ მაკლია. და რა ვიცი კიდევ რა.
უცნობი: ცოცხალო ლეშო, მაგას უწოდებ კარგ ცხოვრებას? ეგ სანაგვეზე ყოფნა უფროა. ცხოველებსაც აქვთ საჭმელი, მათაც მოაქვთ თავი ბუნების მბრძანებლებად, მათაც ყავთ თავთავიანთი უფროსები, ქვემდგომებიც ეტრფიან, შვილებიც ეყოლებათ ადრე თუ გვიან, მაგრამ მათი ცხოვრება მაინც ცხოველურია. მეგობრებიო მიხსენე. ნაპოლეონსაც ყავდა მეგობრები, მაგრამ დელფოსის ორაკულივით იწინასწარმეტყველა ეს ის ხალხია ვინც მე ეშაფოტამდე მიმაცილებსო. ეშაფოთამდე არ ვიცი, მაგრამ წმინდა ელენემდე სულ ქვის სროლით კი მიაცილეს. თუმცა შენ ნაპოლეონამდე სად მიხვალ?! გოგონებიო... ალბათ შეყვარებული, ცოლი ან საცოლე გეყოლება. ერთ დღესაც, რომ გაქრეს იგი რას იზამ მერე?! ახალს გაიჩენ?! გაიჩინე, გაიჩინე ბატონო, მაგრამ ერთ დღესაც შიგნიდან ისეთ ხმას გაიგონებ თვითმკვლელობა მოგენატრება. აჰ, გამახსენდა, შენ ხმას ვერ გაიგონებ, იმიტომ რომ შენ დაბადებისთანავე სულიერად დაყრუვდი. მაგრამ ზმანებას ნახავ და ის გაგცემს პასუხს. ფულიო რომ მელაპარაკები, ეგ ფული კარგად შენახე, შენი საფლავის ქვის მოსაპირკეთებლად გამოგადგება. პოპულარობა და პერსპექტიულობა მანამ გექნება სანამ ახალგაზრდა ხარ, სანამ მუშაობ და სწავლობ, მაგრამ მაქსიმუმ 10 წელი იყო ბედნიერი, თუმცა რომელ ბედნიერებაზეა საუბარი, ყოველ საღამოს სახლში ბრუნდები დაქანცული, ყველას და ყველაფერს აგინებ, ბღავი, უძილობა გეტაკა, სასმელს მიეძალე და სულ იმას ფიქრობ როგორ გამოვიძღო ხვალე მუცელიო. ძალიან იშვიათად საკუთარ თავზე გული გერევა, მაგრამ ერთხელაც დაგახრჩობს იცოდე.
ადამიანი: რა გინდა?! ჩემ საწამებლად მოხვედი?!
უცნობი: შენ საწამებლად?! შენი ცხოვრება ნელი თვითმკვლელობაა, მე რაღა უნდა გაწამო, უგუნურო?! შეჰყურებ ერთსა და იმავე კედლებს, ერთსა და იმავე ხალხს, ერთსა და იმავე ქუჩას და სარკეში უყურებ დაბერებად სახეს. ხანდახან რაღაცას მოიპოვებ, მაგრამ ათ იმდენს კარგავ. გინდა წარსული გაგახსენო?!
ადამიანი: რატომ უნდა გამახსენო? რა დამრჩენია იქ?
უცნობი: ნამდვილი ადამიანი!
ადამიანი: მე მომწონს ასეთად ყოფნა...
უცნობი: მე მატყუებ, კარგი, მაგრამ საკუთარ თავს ვერ მოატყუებ. დილით ოფლად დაღვრილი გეღვიძება და ნატანჯი სახით მიმოიხედავ ირგვლივ. მეცოდები.
ადამიანი: რა ვქნა? რისი თქმა გინდა დროზე მითხარი თორემ სული მეხუთება.
უცნობი: სად გაქვს შენ სული?! შენ უსულო ლეში ხარ, რომელიც ყველაფერს ეგუება.
ადამიანი: ხანდახან არაფრის შეცვლა არ შეიძლება, ასეთია ბუნების კანონი და განგება.
უცნობი: იდიოტო, არ აქვს ბუნებას არც ერთი კანონი და ყველა თავის ბედს თვითონ ქმნის, შემოქმედი კი მხოლოდ მიგითითებს და ხანდახან ლამპრადაც გევლინება, შენ კი ამ ლამპრის წინაშე კერპთაყვანისმცემელივით დაჩოქილი დგახარ და წინ არ მიდიხარ, გზას არ მიიკვლევ. ლამპარი ქრება, შენ კი გაცოფებული გაჰყვირი, რატომ გაქრა იგი, რა დაგიშავე ღმერთოო. მაგრამ გავიწყდება რისთვის იყო ეგ ლამპარი, უგუნურო. დანებდი?! გული მერევა თქვენზე ადამიანებო, როგორ ეგუებით თქვენ ყოფას? საყვარელ ადამიანებს კარგავთ და არც კი ფიქრობთ, რომ ამის გამოსწორება შეიძლება, რადგან უძლურება, მონობა, სიცარიელეა თქვენში. გაიძახით ღვთის ნებას და თქვენი ჭკუით პასუხისმგებლობას აღებინებთ შემოქმედს. უგუნურებო, ან ის რამ გათქმევინათ ადამიანი სატანჯველად არის შექმნილი აქო?! თქვენი ამ სიტყვებით გმობთ ღმერთს. რადგან ღმერთი არავის სატანჯველად არ უშვებს და რომ დაფიქრდეთ მის ამ ვიწრო ბილიკზე გავლაც რა დიდი სიამოვნებაა, მაგრამ თქვენ ამას არასდროს არ ირჩევთ, არა, იმიტომ, რომ ლეშია თქვენი სხეული და სული მიმჭკნარი ხე, რომელსაც გახარება არასდროს უწერია. სტერეოტიპების ნარწყევში ცხოვრება გიყვართ!..
დიქტატორები გეზიზღებიან. მერწმუნე, ისინი ყველაზე დიდი ადამიანები იყვნენ, რაც კი მინახავს ცხოვრებაში. სტალინგრადს მიწასთან ასწორებდა "სს", "ვერმახტ", "პანზერ", "ლუფთფაფე", ადამიანი შიგნით 17 წამზე მეტი ვერ ცოცხლობდა... იგივე ხდებოდა მოსკოვში. ყოველ წუთს შეიძლებოდა გერმანელ ადამიანს მოეკლა პრორუსი ქართველი ადამიანი, მაგრამ პრორუსმა ქართველმა არ მიატოვა ქალაქი, არ გაქცეულა, არ შეიშინებია და არ დანებებია, თუმცა სიკვდილის ტალახში ყელამდე იდგა. ისიც მახსოვს ახალგაზრდა გერმანელი ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება ჩაგრული მხატვარი იყო, როგორ დააჩოქა გამყიდველი და სწორედ შენნაირებით დასახლებული ევროპა. მაგრამ იმედი უნდა გაგიცრუო. ისინი არ ყოფილან ადამიანები, უბრალოდ ემსგავსებოდნენ.
რაო, რა გაოცენული თვალებით მიყურებ?! არც მაკიაველისტი ვარ და არც იეზუიტი. ისინი უბრალოდ მწიგნობარი და თეორიტიკოსი იდიოტები იყვნენ. მე შენ ერთს გირჩევ: ცოდნა არ კმარა - უნდა აკეთო! ნდომა არ კმარა - უნდა გაბედო!
ადამიანი: რეებს მიედ-მოედები?! მაშ ვინ არის ადამიანი?!
უცნობი: ჭეშმარიტად გეუბნები შენ, უგუნურო, ადამიანი მე ჯერ თვალით არ მინახავს, თუმცა კი ვიცი როგორია სრულყოფილი ადამიანი.
ადამიანი: მაინც როგორი?!
უცნობი: როგორი არა, შემიძლია გითხრა ვინ.
ადამიანი: მაშინ ვინ?
უცნობი: იესო ქრისტე, ნაზარეველი.
ადამიანი: მაიცა რა. იესო ღმერთი იყო.
უცნობი: მონოფიზიტო იდიოტო! ნეტავ რატომ მიეცი ღმერთო მათ ტვინი?! ქრისტე ადამიანი იყო, ადამიანური გზის მაჩვენებელი, უმცირესი რწმენა და სიყვარულიც კი კმაროდა სასწაულების ჩასადენად შენ კი, დეგრადირებულო, იდიოტი ხარ და მეტი არაფერი, ადამიანისა არაფერი გცხია, ადვილად ნებდები და საერთოდაც სიცოცხლის ღირსი კი ხაარ?! გინდა გაგახსენო წარსული? არა, დაგანახებ მას.
ადამიანი: რა გადაეკიდე წარსულს?!
უცნობი: შენ კარგი ბიჭი იყავი, გიყვარდა სეირნობა, ხუმრობა, ღიმილი, კითხვა, ხეტიალი. ვინ არ გიყვარდა და ვის არ უყვარდი?! ბედნიერებას ვამჩნევდი შენ თვალებში და საერთოდაც მიხაროდა და იმედით მევსებოდა გული შენ შემხედვარეს. გახსოვს როგორ გიყვარდა ერთი გოგო? ყველაზე მეტად მგონი. როცა მეცადინეობდი, უცებ ჩერდებოდი, თავს ზემოთ აღაპყრობდი და ბედნიერად გაიღიმებდი, გულიდან რაღაც საოცრად სასიამოვნო ჰანგები მოდიოდა... როცა იგი წავიდა, აიქოჩრე მღელვარე ზღვასავით, ქვას ქვაზე არ ტოვებდი, გავიდა ერთი დღე, ერთი თვე, ერთი წელი და შენი ზღვა დამშვიდდა, დაწყნარდა, ახლა კი მყრალ გუბედ იქცა სადაც სვავები სისხლიან პირს განიბანენ ხოლმე.
ადამიანი: გაჩუმდი, შენი მოსმენაც აღარ მინდა...
უცნობი: არა, მე მთელი ამ ხინს განმავლობაში დადუმებული ვიყავი, ახლა გამოგაღვიძო ის დროა. გინდა განახო იგი?!
ადამიანი: არა, არ შემიძლია მისი ხილვა, ვერ გავუძლებ.
უცნობი: შეხედე მის ლამაზსა და ეთეროვან სხეულს, მხოლოდ მისი სხეული ჯობს შენ უსულო ლეშს. იცი რატომ?! იმიტომ რომ შენ იგი დაივიწყე, ის კი მარადიულობაშიც შენზე ფიქრობს. არადა რომ აბობოქრდი, მიხაროდა, ვფიქრობდი ადამიანი იბადება მასში-მეთქი და შენ იქნებოდი პირველი.
ადამიანი: კი მაგრამ როგორ?! რა მექნა?! მეც ხომ უნდა მეცხოვრა?! შენც ხომ უწყი თავს ზემოთ ძალა არ იყო...
უცნობი: მეტირება შენი უგუნურების გამო. მერე რა რომ ეს აქამდე არავის უქნია, მერე რა რომ შეუძლებლად გისახავდნენ ამას, მერე რა რომ პირველი იქნებოდი. ღმერთმანი, ზოგი პირველობაზე ოცნებობს, მაგრამ როცა არამატერიალურზე მიდგება საქმე ყველა ბოლოში გაქცევას ცდილობს. გული გქონდა? გონება გქონდა? სული გქონდა? თუ კი, მაშ შეუძლებლად რატომ გელანდებოდა შენი ოცნებები?! თუ შენი ზღვა იყო ზედმეტად სუსტი, იმისათვის რომ შემაკავებელი მატერიალური ჯებირები დაემსხრვია?! მე გეტყვი შენ რაც გჭირდა: შენ არც საკუთარი თავის გჯეროდა, არც ის გყვარებია ასე ღრმად და საერთოდაც ცხოველზე უარესი ყოფილხარ, არადა როგორ მიყვარდი.
ადამიანი: ახლა რა ვქნა?! თავი მოვიკლა?!
უცნობი: შენი ცხოვრება ისედაც ნელი თვითმკვლელობაა, მას მაინც ვერ დააჩქარებ.
ადამიანი: კი მაგრამ შენ არ თქვი დასახმარებლად მოვედი შენთანო?!
უცნობი: კი მაგრამ შენ ის არ იყავი წეღან რომ მეუბნებოდი გაჩუმდი და გაეთრიეო?!
ადამიანი: გევედრები, მაპატიე, გევედრები მაქციე ადამიანად, გევედრები... დავაგვიანე?!
უცნობი: არა, გვიანი არასდროსაა.
ადამიანი: კი მაგრამ ის ვინც მიყვარდა...
უცნობი: დადუმდი! მას მე ვპატრონობდი, სანამ შენ გამოფხიზლდები მე მოვუვლი მას, სული კი მე არ მეხება, სიცოცხლეს ადამიანები და ღმერთი ერთდროულად შობს, საერთოდაც ღმერთი და ადამიანი ერთი და იგივეა და მეტიც, ღმერთში არ არის ადამიანი, მაგრამ ადამიანში ყოველთვის არის ღმერთი.
ადამიანი: მე რამე შემიძლია? შემიძლია მას ვუბოძო სიცოცხლე?
უცნობი: თუ ნამდვილი ადამიანი იქნები კი, თუ ურწმუნო და დაუჯერებელი, უსიყვარულო და უმიზნო, მაშინ - არა!
ადამიანი: მაშინებ!
უცნობი: სანამ ეგეთ მწირ გრძნობებს არ მოკლავ შენში არაფერი გეშველება.
ადამიანი: როგორ? დამეხმარები?!
უცნობი: რა გაქვს მიზნად?
ადამიანი: უკვე აღარც კი ვიცი...
უცნობი: ხოდა მაშინ ჯერ შენი მიზანი იპოვე და ყველაფერი გააკეთე მისთვის, თუ ამას იქმ, მერე ჩემი იმედი გქონდეს.
ადამიანი: კი მაგრამ აქ, ასეთ ცხოვრებას, სამსახურს, კარიერაზე ფიქრს, სხვა ყველაფერს თავი უნდა გავანებო?!
უცნობი: უკვე მეცინება შენზე. არაფერს თავს არ გაანებებ. ეგ იგივეა რომ მკითხო ხელების დაბანას თავი დავანებოო. მას არ გიშლი, აკეთე რაც გინდა, მაგრამ რისთვის გააკეთებ, რა იქნება შენი მიზანი, რას გასცემ მისთვის, როგორ იპოვი საკუთარ თავში ღმერთს და როგორ იწამებ მას, ეს არის საძირკველი სახლისა, რომელსაც შენი ახალი ცხოვრება ეწოდება. სხვა ყველაფერი კი ფუჭია, დროებითია, დაივიწყე, მათთვის ნუ დახარჯავ ბევრ დროს. თუ შენ მიაღწევ ან თუნდაც მიუახლოვდები შენ მიზანს, ეგ ყველაფერი იმდენად ადვილი მოგეჩვენება, რომ მათი წყარო შენ თვითონ შეიქმნები. ერთ ბინძურ მაგალითს მოგიყვან და წავალ: მასონები ყოველთვის ცდილობნენ ყოფილიყნენ ადამიანები, მაგრამ ყოველთვის ჩრდილში იდგნენ, არც არაფერი გამოუვიდათ, მაგრამ მათი მცდელობა საკმარისი გამოდგა თავიანთი ყველაზე ზემატერიალური ფიქრებიც კი ხორცშესხმულად ექციათ. და შენ წარმოიდგინე, უგუნურო, ადამიანად ქცევის შემთხვევაში ვინ იქნებოდნენ ისინი და ვინ იქნები შენ!
მინდა ასე დავამთავრო: ადამიანი თავისი ღვთიური ნაწილის ღმერთად თუ იქცა, მას ეწოდება ღმერთკაცი, ღმერთკაცს კი შეულია გასცეს და მიიღოს ის, რაც ყველაზე მეტად უნდა, მაგრამ ყველაზე ღირსეული იქნება, გაიღოს სწორედ ის, რის შეგროვებასაც ტანჯული დღეები მოუნდა... ვის მისცეს?! დაკარგული სიყვარულის უსულო სხეულს. რა? ღვთიური ნაწილი, საწყისი დაბადებისა და სიცოცხლისა.


მინაწერი: ნამდვილად, ყველა ღვთიურ ქმნილებაში არსებობს უცნობისა (ღვთიური, ზეადამიანური) და ადამიანის (მდარე, მატერიალური) ფენომენი. გააჩნია რომელი მათგანის რჩევით იცხოვრებ და იმოქმედებ. დიახ, ორივენი არიან შენში, მაგრამ არ დაუშვა ორივეში იყო შენ! და ბოლოს, იესოს ფრაზა მომაგონდა: მაშ, იყავით სრულქმნილნი, როგორც სრულქმნილია თქვენი ზეციერი მამა.


--------------------
ცოდნა არ კმარა - უნდა აკეთო!
ნდომა არ კმარა - უნდა გაბედო!

ჩვენი ოცნებების განხორციელებას მხოლოდ ერთი რამ უშლის ხელს: წარუმატებლობის შიში.
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Mar 6 2010, 09:43 PM
Post #28


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Molen

მე ძალიან მომეწონა. საკმაოდ ძლიერია. ემოციაც იგრძნობა
კარგი გამოსაფხიზლებელია smile.gif

Go to the top of the page
 
+Quote Post
რათა_ჰა?...
post Mar 7 2010, 12:33 AM
Post #29


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 99
Joined: 16-June 09
Member No.: 5,978

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



mata
QUOTE
ღმერთს როგორი სიკეთის გაკეთება შეუძლია ეგ მე არ ვიცი, მაგრამ მე პირადად ასე ვცხოვრობ: უანგარო სიკეთეს ვაკეთებ.
უანგარო სიკეთის გაკეთება რომ შეგეძლოს, არ იტყოდი უანგაროდ ვაკეთებ სიკეთესო. შენ სიკეთეს აკეთებ იმიტომ, რომ მერე თქვა სიკეთეს ვაკეთებო. ეს უკვე ანგარებაა.

QUOTE
სიკეთე ზომიერი და მიზანმიმართული
მიზანმიმართული უმიზნო სიკეთე?

QUOTE
უანგარობას ვგულისხმობ მთელი მოცულობით, არამარტო პირად სარგებელზე უარის თქმა, არამედ ამ სიკეთით თავის მოწონებაზეც უარის თქმა.
მაშინ რატომ იწონებ თავს, რომ უანგარო სიკეთეს აკეთებ?

QUOTE
შენ თუ იცი რას ნიშნავს ასეთი სიკეთე ... სხვას რას უყურებ.... შეეცადე და შენც გამოგივა... მაგაზე მარტივი არაფერია.
მცდელობა ანგარებაა. ამიტომაც არაფერი გამომივა. ჯობია ისევ გულახდილი ვიყო და ვთქვა: არ გამიკეთებია უანგარო სიკეთე ცხოვრებაში.
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Mar 7 2010, 11:35 AM
Post #30


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რათა_ჰა?
ციტატა(რათა_ჰა? @ 7th March 2010 - 01:33 AM) *
QUOTE
ღმერთს როგორი სიკეთის გაკეთება შეუძლია ეგ მე არ ვიცი, მაგრამ მე პირადად ასე ვცხოვრობ: უანგარო სიკეთეს ვაკეთებ.
უანგარო სიკეთის გაკეთება რომ შეგეძლოს, არ იტყოდი უანგაროდ ვაკეთებ სიკეთესო. შენ სიკეთეს აკეთებ იმიტომ, რომ მერე თქვა სიკეთეს ვაკეთებო. ეს უკვე ანგარებაა.

ციტატა(რათა_ჰა? @ 7th March 2010 - 01:33 AM) *
უანგარობას ვგულისხმობ მთელი მოცულობით, არამარტო პირად სარგებელზე უარის თქმა, არამედ ამ სიკეთით თავის მოწონებაზეც უარის თქმა.
მაშინ რატომ იწონებ თავს, რომ უანგარო სიკეთეს აკეთებ?
ნუ ეს ორი პრიციპში ერთი და იგივეს ეხება, ამიტომ ერთად გავცემ პასუხს
კიბატონო, თუ მე თავს ვიწონებ უანგარო სიკეთის კეთებით შენს წინაშე, მაშინ მე საერთოდ არ უნდა გავაკეთო ასეთი სიკეთე, რომ არავის მოვეწონო... იმიტომ რომ მე რომც არავისთან ვთქვა, მაგრამ ვაკეთო.... მე ვისაც გავუკეთებ ამ სიკეთეს, იმ ადამიანში ხომ გამოვიწვევ მოწონებას. .... მაშინ ესეც ანგარებაა... იმიტომ, რომ მოწონება გამოიწვია ჩემმა საქციელმა
თუ იმიტომ გავაკეთე სიკეთე, რომ ვიღაცას მოვაწონო თავი... რა მნიშვნელობა აქვს მე ამ გაკეთებული სიკეთით ვის მოვაწონებ თავს. ხომ მოვაწონე, რაც მთავარია!!! ამ ლოგიკით გამოდის, რომ ადამიანს არ შეუძლია საერთოდ უანგარო სიკეთის კეთება. სიკეთის ცნება და უანგარობის ცნება ერთმანეთის საპირისპიროა, ეს ორი ერთად არ გამოდის.... და მაშინ გამოდის რომ საერთოდ არ არსებობს ასეთი საქციელი, რომელსაც შეიძლება ეწოდოს „უანგარო სიკეთე“

ე.ი. მაშ რა ვქნათ?? თუ ჩვენ არ შეგვიძლია, მაშინ ეს ყოვლისშემძლეს შეუძლია, ანუ ღმერთს(როგორც შენ ამბობ) მაშინ ღმერთიც ანგარებიანი გამოდის, რადგან ის როცა გააკეთებს უანგარო სიკეთეს , ამით ის რა ,,,არ იწვევს ხალხის მოწონებას?! აღფრთოვანებას არ იწვევს?! იწვევს იწვევს, თანაც ისეთ მოწონებას იწვევს, რომ ხალხი მასზე ხდება დამოკიდებული და თუ კი რამ კარგი და ცუდი შეემთხვევა ,,,იმდენად მონუსხულები არიან, რომ ყველაფერს მას მიაწერენ. რაღა ბევრს ვლაპარაკობ და ხალხი ასე ექცევა რწმენაში. ეს არის და ეს.
მოწონებას ეს საქციელი პირველ რიგში ვისაც უკეთებ ხომ იმისგან იწვევს? რავიცი ეხლა შეიძლება ამაზეც შემედავო, ზოგს არ მოსწონსო, მაგრამ ასეთ საუბარს უკვე ინტერესი და აზრი დაეკარგება და გადავალთ, მხოლოდ იმის დამტკიცებაზე, ვინ უფრო მაგარი მოკამათეა ჩვენს შორის, ბოლოს ვიღაცას გამოელევა არგუმენტები და გამარჯვებულიც გამოვლინდება.... მაგრამ მე პირადად არ ვცემ პატივს კამათში გამარჯვებულ ჭეშმარიტებას... იმიტომ რომ არ მომწონს ის ხერხები, რომლებსაც კამათში ვიყენებთ... მეც ეხლა ის ხერხები გამოვიყენე, რაც მიღებულია ყველასათვის და თვალსაჩინო... მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე სიმართლეს ვღაღადებ.... როგორ შეიძლება ამ ორი სიტყვით, რაც მე ეხლა ზემოთ ვთქვი, მქონდეს იმის ამბიცია, რომ თქვენ დაგაჯეროთ... თუ ასე მარტივად დამიჯერებთ და მაშინ ძალიან იოლი ყოფილა თქვენი მართვა....

ციტატა(რათა_ჰა? @ 7th March 2010 - 01:33 AM) *
სიკეთე ზომიერი და მიზანმიმართული
მიზანმიმართული უმიზნო სიკეთე?
„მიზანმიმართული“ მე ასე მესმის რომ : მე ზუსტად ვიცი, რატომაც ვეხმარები მას. მე მაქვს მიზანი ამ ადამიანის მიმართ და ამ მიზანმიმართულებით ვეხმარები. თვითონ სიტყვაც ამბობს „მიზნის მიმართვა“
„უმიზნო“ აქ რა შუაშია ვეღარ გავიგე.
თუ მიზანი გაქვს და ამ მიზნის მიმართულებით აკეთებ სიკეთეს... უმიზნო უკვე ///// არანაირად გამოდის.. ურთიერთსაწინააღმდეგო ცნებება... რავიცი ,მე ყოველშემთხვევაში ასე მესმის. თუ ვერ გავიგე არ ვიცი... შენ ალბათ სხვანაირად იგულისხმე ... არვიცი.. მართლა ვერ მივხვდი.

ციტატა(რათა_ჰა? @ 7th March 2010 - 01:33 AM) *
შენ თუ იცი რას ნიშნავს ასეთი სიკეთე ... სხვას რას უყურებ.... შეეცადე და შენც გამოგივა... მაგაზე მარტივი არაფერია.
მცდელობა ანგარებაა. ამიტომაც არაფერი გამომივა. ჯობია ისევ გულახდილი ვიყო და ვთქვა: არ გამიკეთებია უანგარო სიკეთე ცხოვრებაში.
მცდელობა ანგარებაა ამბობ.... ეს ისაა.... ის ესაა... და ეს ყველაფერი ერთად დიდი სისულელეა მეტი არაფერი... ტვინის ჭყლეტვაა და სხვა არაფერი. რატომ უყურებ ცხოვრებას რთულად? მცდელობა, რომ ანგარებაა ეგ ვინ თქვა??? სად წერია? მოდი რა გეხვეწები შენთვის რა როგორ არის იმაზე იფიქრე და აქამდე ვინც რა თქვა დაივიწყე.
„ამიტომაც არაფერი გამომივა“ ნუ ესეც ჩვეულებრივი ლოგიკური დასკვნაა.

ლოგიკა სიმართლეს არ ღაღადებს ! ცოტა მაინც რომ გაერკვიო ლოგიკის არსში, დაინახავ რა სისულელეა საერთოდ ეგ მეცნიერება. ლოგიკა შეიქმნა, მხოლოდ იმისთვის, რომ ხალხის გონება მართონ, ვიღაცის გამოგონილი წესებით. ლოგიკა და მისი წესები ადამიანებმა შექმნეს, გარკვეული მიზნებით..... აღარ მინდა ამას ჩავუღრმავდე.... უბრალოდ ასეთი აზროვნებით გაიგებ ერთ რამეს... „როგორ უნდა მოიქცე“.... აი ამას გაიგებ... მაგრამ რატომ უნდა მოიქცე ასე??? ამას ვერ გაიგებ.

არადა ლოგიკაში არაჩვეულებრივი ლექტორი მყავდა biggrin.gif ძალიან მაგარი ადამიანი, ათეისტი იყო სხვათაშორის smile.gif და მე მაგაზე კეთილშობილი და სამართლიანი ადამიანი ჯერ არ შემხვედრია.

აი მე შენი გულწრფელობა მომწონს ყველაზე მეტად. ამაზე ამაღლებული თვისება არ მეგულება ადამიანისთვის. შენი გულწრფელობა ყოველგვარი უანგარო სიკეთის კეთებას ჯობია.
თუ გულწრფელობა უფრო უკეთესად გამოგდის ვიდრე, უანგარო სიკეთის კეთება... თავს რატო იტანჯავ იმაზე ფიქრით, რაც არ გამოგდის?

ის აკეთე, რაც კარგად გამოგდის
Go to the top of the page
 
+Quote Post
jgvenza
post Mar 7 2010, 11:50 AM
Post #31


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 691
Joined: 15-January 10
From: yvelgan da arsad
Member No.: 6,118

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(რათა_ჰა? @ 7th March 2010 - 12:33 AM) *
არ გამიკეთებია უანგარო სიკეთე ცხოვრებაში.

ისე ეგ მართალია, შეიძლება სარგებელს არ ელოდე სიკეთისგან, მაგრამ სადღაც გულისკუნჭულში ამაყობ რა კეთილი ვარ, რა მაგარი, კმაყოფილებს განიცდი შენი უანგარო სიკეთის გამო... მართალია სამწუხაროდ! sad.gif


--------------------
-----------------------------------------------------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
jgvenza
post Mar 7 2010, 11:54 AM
Post #32


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 691
Joined: 15-January 10
From: yvelgan da arsad
Member No.: 6,118

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(რათა_ჰა? @ 7th March 2010 - 12:33 AM) *
არ გამიკეთებია უანგარო სიკეთე ცხოვრებაში.

ისე ეგ მართალია, შეიძლება სარგებელს არ ელოდე სიკეთისგან, მაგრამ სადღაც გულისკუნჭულში ამაყობ რა კეთილი ვარ, რა მაგარი, კმაყოფილებს განიცდი შენი უანგარო სიკეთის გამო... მართალია სამწუხაროდ! sad.gif

მაგრამ ამისგამო სიკეთის კეთებაზე უარის ტქმაც სისულელეა...


--------------------
-----------------------------------------------------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Molen
post Mar 7 2010, 11:57 AM
Post #33


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 63
Joined: 3-March 10
Member No.: 6,166

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



jgvenza
QUOTE(jgvenza @ 7th March 2010 - 11:54 AM) *
ისე ეგ მართალია, შეიძლება სარგებელს არ ელოდე სიკეთისგან, მაგრამ სადღაც გულისკუნჭულში ამაყობ რა კეთილი ვარ, რა მაგარი, კმაყოფილებს განიცდი შენი უანგარო სიკეთის გამო... მართალია სამწუხაროდ!

შეიძლება ქუჩაში მიდიოდე, ჩაფიქრებულს არც არაფერი გახსოვდეს და ვიღაცამ დახმარება გთხოვოს, შენ კი ისე გასცე რაც გაქვს არც კი ფიქრობდე რატომ ვაკეთებ ამასო. და თუ შიგნიდან რაღაც გკარნახობს მიდი ეს გააკეთეო, ანგარება კი არა სულის ძახილი უფროა.


--------------------
ცოდნა არ კმარა - უნდა აკეთო!
ნდომა არ კმარა - უნდა გაბედო!

ჩვენი ოცნებების განხორციელებას მხოლოდ ერთი რამ უშლის ხელს: წარუმატებლობის შიში.
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Mar 7 2010, 12:03 PM
Post #34


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



jgvenza
ციტატა(jgvenza @ 7th March 2010 - 12:54 PM) *
მაგრამ სადღაც გულისკუნჭულში ამაყობ რა კეთილი ვარ

ძალიან თეორიულად გესმით ეს საკითხი.
თქვენი საქციელი იმას გავს მშიერმა ადამიანმა დაიჭიროს ფრანგული რეცემპების წიგნი და გაცხარებული იკითხოს.
არ გირჩევნია კითხვას და მერე მასზე ოცნებას როდის შეჭამ ნეტა ამ კერძს.... ადგე და რამე საჭმელი გააკეთო და ჭამო ?!

შენ გგონია, რომ ამაყობს მაგ დროს ადამიანი,
მე მესმის smile.gif ასე იმიტომ გგონია, რომ თეორიულად მსჯელობ... სინამდვილეში კი არ ამაყობ - ბედნიერი ხარ, რომ ამის გაკეთება შეგიძლია

ვერც მე აგიხსნი ამას... იმიტომ რომ თეორია თეორიაა და პრაქტიკა პრაქტიკაა. უნდა გააკეთო, სხვანაირად არავითარ საუბარს და ამაზე მსჯელობას აზრი არა აქვს.
მაგრამ მე პირადად არა მაქვს იმედი, რომ შენ ეს შეძლო... სამწუხაროდ
Go to the top of the page
 
+Quote Post
რათა_ჰა?...
post Mar 7 2010, 12:20 PM
Post #35


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 99
Joined: 16-June 09
Member No.: 5,978

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



jgvenza
QUOTE
ისე ეგ მართალია, შეიძლება სარგებელს არ ელოდე სიკეთისგან, მაგრამ სადღაც გულისკუნჭულში ამაყობ რა კეთილი ვარ, რა მაგარი, კმაყოფილებს განიცდი შენი უანგარო სიკეთის გამო... მართალია სამწუხაროდ! sad.gif

მაგრამ ამისგამო სიკეთის კეთებაზე უარის ტქმაც სისულელეა...
აბსოლიტურად გეთანხმები ამაში, რომ სიკეთეზე უარის თქმა სისულელეა.

mata
QUOTE
მცდელობა ანგარებაა ამბობ.... ეს ისაა.... ის ესაა... და ეს ყველაფერი ერთად დიდი სისულელეა მეტი არაფერი... ტვინის ჭყლეტვაა და სხვა არაფერი. რატომ უყურებ ცხოვრებას რთულად? მცდელობა, რომ ანგარებაა ეგ ვინ თქვა??? სად წერია? მოდი რა გეხვეწები შენთვის რა როგორ არის იმაზე იფიქრე და აქამდე ვინც რა თქვა დაივიწყე.
„ამიტომაც არაფერი გამომივა“ ნუ ესეც ჩვეულებრივი ლოგიკური დასკვნაა.
კარგი რჩევაა; შევეცდები შევასრულო smile.gif

P.S. მეტს აღარ გავაოფტოპიკებ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
jgvenza
post Mar 7 2010, 01:08 PM
Post #36


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 691
Joined: 15-January 10
From: yvelgan da arsad
Member No.: 6,118

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



mata
აზრი ყოველთვის ყველაფერს აქვს smile.gif ის რომ მე რაღაც ნაკლს ვხედავ ჩემში არ უნდა იწვევდეს სხვაში გაღიზიანებას..შეიძლება შენ ისეთ სიმაღლეზე ახვედი უკვე რომ აბსოლუტურად უანგარო ხარ და აბსოლუტურად სრულყოფილი(რაც სინამდვილეში არ არსბობს ამ ცხოვრებაში) მე კი ჯერ არ ვარ ასე გაზრდილი, რატქმაუნდა სიკეთის კეთებას ვცდილობ სულ, რამდენადაც გამომდის, მაგრამ ის უანგარო სიკეთეც საბოლოოდ რაღაც დოზით ანგარებიანი გამოდის ჯერ-ჯერობით..smile.gif მაგრამ ეს არაა იმის მიზეზი რომ რამის კეთებაზე უარი ვთქვა, პირიქით!
QUOTE(Molen @ 7th March 2010 - 11:57 AM) *
შეიძლება ქუჩაში მიდიოდე, ჩაფიქრებულს არც არაფერი გახსოვდეს და ვიღაცამ დახმარება გთხოვოს, შენ კი ისე გასცე რაც გაქვს არც კი ფიქრობდე რატომ ვაკეთებ ამასო. და თუ შიგნიდან რაღაც გკარნახობს მიდი ეს გააკეთეო, ანგარება კი არა სულის ძახილი უფროა.

Molen
მართალია smile.gif მე სხვა შემთხვევა ვიგულისხმე. ხშირად ჩვენი ნაკლოვანებები შენიღბულია და ლამაზად შეფუთული , მე ამაზე ვლაპარაკობ..smile.gif


--------------------
-----------------------------------------------------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Mar 7 2010, 02:30 PM
Post #37


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მაპატიე jgvenza

რომ დავწერე ეს ფრაზა: "მაგრამ მე პირადად არა მაქვს იმედი, რომ შენ ეს შეძლო... სამწუხაროდ" მერე ვინანე,
რატომ დავწერეთქო, მარა უკვე გვიანი იყო და ვეღარ წავშალე.
ცუდია, რომ მერე ვეღარ შლი ამ ფორუმზე,,, ძალიან ცუდიიიიი

მაინც რა საოცარია ადამიანი smile.gif დაწერ საღაც სისულელეებს, რაღაცას მობოდავ და ... მოკლედ რა... აღარ გავაგრძელებ smile.gif

მე არც აბსოლიტურად უანგარო ვარ! არც აბსოლიტურად სრულყოფილი! და არც გასხივოსნებული!

ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და უბრალოდ ისე ვცხოვრობ, როგორც მე მიმაჩნია სწორად და ძირითადად იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ. არავითარი ჩამოყალიბებული შეხედულებებით და დოგმებით არ ვხელმძღვანებლობ... ხან ისე ვფიქრობ, ხან ასე... რავიცი ზოგადად რასაც ვხედავ და მომწონს, იმას ვიღებ, რაც არ მომწონს იმას არ ვიღებ. ეს არის და ეს მეტი არაფერი smile.gif
არავისი წყენა არ მინდოდა მე აქ

Go to the top of the page
 
+Quote Post
jgvenza
post Mar 7 2010, 06:18 PM
Post #38


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 691
Joined: 15-January 10
From: yvelgan da arsad
Member No.: 6,118

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



mata
kiss1.gif

ნამდვილად არაფერი მწყენია, ძალიან კარგია რომ პირდაპირი ადამიანი ხარ.. ყველანიჩვეულებრივი ადამიანებიო ვართ დედამიწაზე, ისინიც კი ვინც გასხივოსნებულებად თვლიან თავს,სინიც ვისაც სასწაულების მოხდენა შეუზლია და ისინიც ვინც ვერანაირი ნიჭით ვერ დაიკვეხნის.. ძალიან კარგია რომ იღებ იმას რაც მოგწონს და ცდილობ ცხოვრებისგან დადებითი და ლამაზი შეითვისო..smile.gif ასე რომ საპატიებელი ნამდვილად არაფერია kiss1.gif


--------------------
-----------------------------------------------------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
gochia
post Apr 30 2010, 06:06 AM
Post #39


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 38
Joined: 23-April 10
Member No.: 6,214

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



და რატომ არ უნდა განიცადო კმაყოფილება როცა სიკეთეს აკეთებ?ეს ხომ სტიმული იქნება მომავალი სიკეთეების გასაკეთებლად!სხვათაშორის MOLEN კარგად აზროვნებს და არ გავს ვიღაც ვიღაცეებს მეხუთე რასის განდობილებს ტაშს რომ უკრავდეს!აშკარად სცორ გზაზე დგახარ და ეგრე გააგრძელე!იმათ კი ვინც ჩვენში ღმერთს ეზებს და არ ჯერა მისი ყოფნის სინდისის ხმა გაიხსენონ,ბევრ ენაზე ის ღვთის ხმის სახელითაა ცნობილი!აღარ განვავრცობ უბრალოდ MOLEN ერთს გეტყვი ის რომ ადამიანმა სულიერი საწყისი დაივიწყა და მატერიალურზე გადავიდა ეს ბოლომდე ადამიანის ბრალი არაა!ეს არის გაზრდის პრობლემა!ბავშვმა სამყარო თავად უნდა შეიცნოს მშობლების ჩაურევლად და მასინ ის არ შეწყვეტს კავშირს უმაღლეს გონთან ვისაც ღმერთი ჰქვია!
Go to the top of the page
 
+Quote Post
gochia
post Apr 30 2010, 06:08 AM
Post #40


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 38
Joined: 23-April 10
Member No.: 6,214

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჩვენ თავს გვახვევენ უამრავ დოგმებსა და ჩარჩოებს სინამდვილეში კი ჭეშმარიტება პარალელურ ქუჩაზეა
Go to the top of the page
 
+Quote Post

3 Pages V  < 1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 14th June 2024 - 08:49 AM