IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

13 Pages V  < 1 2 3 4 5 > »   
Reply to this topicStart new topic
> ვედური ტექსტები
Atman
post Apr 18 2010, 09:05 PM
Post #41


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა







უკაცრავად ისე და მართლა ქადაგება გამომდის მგონი babu.gif unsure.gif


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Fee
post Apr 18 2010, 09:24 PM
Post #42


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 737
Joined: 2-March 10
Member No.: 6,165

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(atman @ 18th April 2010 - 09:05 PM) *
უკაცრავად ისე და მართლა ქადაგება გამომდის მგონი

ჩემი აზრით არ არის ეს ქადაგება smile.gif გინდაც იყოს ვერაფერს ცუდს ვერ ვხედავ და სიამოვნებით ვკითხულობ ცოტ ცოტას, ეს სახელები მირევს ცოტა ტვინს biggrin.gif
შენ წეღან დაწერე რომ აქ ყველაფერი ერთიანდებაო და ზუსტად ეგრე ვფიქრობ მეც, მიუხედავად იმისა რომ ცოტა რამ მაქვს წაკითხული, აშკარად ეტყობა.

ჭეშმარიტების ძიება კიდევ არამგონია ცოდვა იყოს smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Apr 18 2010, 09:30 PM
Post #43


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მე თავს დავდებ რომ ცხადში და რეალობაში (სიზმრებში ოლმეკს კითხეთ) ვედებზე დიდ ცოდნას ამ დროში ვერ იპოვით.... მაგრამ საქმე ამაში არაა. ვედები დემონებმაც იციან, მთავარია სწორი და საჭირო ცოდნა აიღო აქედან და მისი რეალიზაცია მოახდინო...

შრიმად ბჰაგავატამის დადებას გავაგრძელებ და პარალელურად თუ სხვა საკითხები დაგაინტერესებთ მზად ვარ გიპასუხოთ.


რუსული ვინც კარგად იცის, ამ საიტებზე უამრავი ძალიან კარგი ინფორმაციაა:

http://golosved.com/
http://vedamedia.ru/
http://www.vedicuniversity.ru/filosofiya.htm
http://krishna.ru/

აქ კი ქართულადაა ტექსტები (საიტი განვითარების პროცესშია და თანდათან მეტი ტექსტი დაიდება):

http://www.yoga.ge/pages/shrimadbhagavatam/bhagavatam.html


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Apr 18 2010, 09:37 PM
Post #44


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა





პ.ს. ამ ცოდნის ინდოეთიდან დასავლეთ ქვეყნებში გავრცელება შრილა პრაპჰუპადას წყალობაა. მან თარგმნა უამრავი ვედური ტექსტი, და თანაც ყველაზე საჭირო რომლებიც იყო ღმერთის სიყვარულის (ბჰაკტის) შესასწავლად, ის ცოდნა თარგმნა და კომენტარებიც გაუკეთა. და რაც მთავარია მოქმედებდა გურუს დავალებით და არა თავისი სახელისთვის ან თავისი ხუშტურებით.

ქრისტიანობამ მე მომცა ღმერთის რწმენა და ღმერთის სიყვარულის აუცილებლობაში დამარწმუნა, ვედები კი მაძლევს ძალიან დიდ და ძალიან პრაქტიკულ ცოდნას ღმერთის სიყვარულზე.


ბევრს ღმერთი თანამდებობა ჰგონია, რომელსაც უნდა მიაღწიო. ამ გზით ვერ შეიყვარებ ღმერთს, მხოლოდ საკუთარ თავს შეიყვარებ უფრო ძლიერად (ჩვენ კი ღმერთები არ ვართ, არც ახლა და არც პოტენციურად. პოტენციური ღმერთის მსახურები ვართ მხოლოდ).

გისურვებთ ღმერთის უანგარო და ერთგულებით სიყვარულს! wink.gif


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
parsmani
post Apr 18 2010, 10:55 PM
Post #45


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 180
Joined: 20-February 10
From: TIFLIS
Member No.: 6,155

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(Atman @ Apr 18 2010, 08:55 PM) *
parsmani
მე ჭეშმარიტ მართლმადიდებლებს არ ვუქადაგებ, ჯერ ერთი ჭეშმარიტი მართლმადიდებელი არც წაიკითხავს ამას, იმიტომ რომ აკრძალული ექნებათ მოძღვრისაგან. ერთ-ერთი დიდი წმინდანი ამ მოძღვრებაში ამბობდა, რომ არ უნდა ვუქადაგოთ იმათ, ვისაც სწამთ ღმერთის გულწრფელად, ამა თუ იმ რელიგიაში. ჩემგან შეგიძლია ის აიღო, რაც ცოდნას ეხება და არა რწმენას, და რაც შენივე რწმენაში გაგაძლიერებს... ამ ყველაფერს თუ წაიკითხავ არა მგონია სცოდო, პირიქით, ღმერთის სიყვარულისკენ გიბიძგებს, უბრალოდ იქ, სადაც ამ ტექსტებში კრშნა, ვიშნუ ან ღმერთის სხვა რომელიმე სახელი წერია, შენ ქრისტე იგულისხმე. ქრისტე ამ გზას გვასწავლიდა, მაგრამ მოვიდა ძირითადად უმეცარ ხალხთან საქადაგებლად და ვერ ეტყოდა ცისას, როცა არ იცოდნენ მიწისა. ახლა კი საბედნიეროდ ცოდნა გაიხსნა, მთავარია დაინახო. მე დავინახე და მჯერა, იმიტომ რომ თუ ჩაუღრმავდები ამ ყველაფერს, გამორიცხულია არ დაიჯეო, ყველაფერი ერთიანდება აქ. ეს არის მოძღვრება ცაზე, უზენაეს ღმერთზე, "მამაზე", რომელიც პიროვნული სახით არსად არ ჩანს ბიბლიაში.

არ მინდა შენი რწმენაში შერყევის მიზეზი გავხდე. მიყევი ქრისტეს გზას, აქედან კი აიღე ის რაც დაგეხმარება. ცოტა ხანში მაგარ ტექსტებს დავდებ კიდევ, მაგალითად უდიდესი ბრძენის და წმინდანის, ნარადას ცხოვრების შესახებ და ნახავ თუ განსხვავდება დიდად ჭეშმარიტი ქრისტიანობისგან.

სიმართლე გითხრა ქრისტეს კარგად გაგებაში სწორედ ვედები დამეხმარა.

არა ატმან მე მოძღვარს არვემორჩილები ყველაფერში ეს ერთი ,მეორეც ჩემი თავი უბრალოდ მაგალითად მომყავს,თორემ მაგდენი რწმენა ნაღდად მაქ და სიყვარული ქრისტესი, რომ კრიშნას და ვედებს არდავიჯერებ, მე ვიგულისხმე რომ ადამიანს რომელსაც რწმენაში ახალი ჩავარდნილია ან სუსტია მაგ ამბავში იმას რწმენა რო შეერყევა ქრისტესი და ქრც კრიშნას არიწამებს იასნია ,მე მაგ ადამიანი რომ მერე შეცოდავს მე მის ცოდვის მოკითხვაზე გკითხე ,ანუ შენც აგებ პასუხს თუ არა ? ამა ზე მაინტერესებს პასუხი და თუარგინდა არგამცე შენროგორცგინდა , უბრალოდ ეს შეკითხვა დამებადა რა და გკითხე მეტი არაფერი ,არანაირი კამათი ისე გკითხე.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Fee
post Apr 18 2010, 10:58 PM
Post #46


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 737
Joined: 2-March 10
Member No.: 6,165

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(parsmani @ 18th April 2010 - 10:55 PM) *
არა ატმან მე მოძღვარს არვემორჩილები ყველაფერში

ბოდიში რომ გეკითხები და თან თემას ვაოფებ, მაგრამ რატომ არ ემორჩილები?
Go to the top of the page
 
+Quote Post
parsmani
post Apr 18 2010, 11:12 PM
Post #47


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 180
Joined: 20-February 10
From: TIFLIS
Member No.: 6,155

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(Atman @ Apr 18 2010, 09:05 PM) *
უკაცრავად ისე და მართლა ქადაგება გამომდის მგონი babu.gif unsure.gif

იქადაგე ატმან ძმაო თუ გექადაგება აბა რაუნდა ქნა ,მარა ცოტა დიდი პასუხისმგებლობა მგონია მე ეგ smile.gif განსაკუთრებით იქ სადაც ამომთხარე biggrin.gif
ძაან მიხარია რო ვხედავ რომ მართლა გულით ხარ მოწადინებული ვიღაცას რაღაცა ასწავლო და არც ძილში ნანახ პასუხებს არიძლევი biggrin.gif
პროსტა რაარი იცი? ეს ქვეყანა აქამდე რომ არსებობს და მოვიდა რწმენით მოვიდა ,ქრისტეს სიყვარულით მოვიდა,ჯერ იმდენი მოწამე გვყავს ერთ დღეს რომ მსოფლიოს არყავს ერთად , ამით ვართ ძამიკო კიდე რომ ვართ, ეხა მეც და შენც ბევრ დაზომბებულ დავერბოვკებულ ქრისტიანებსაც ვხედავთ ,მარა ისევ ეგეთი ჯობია რწმენაშერყეულს და ურჯულოს ჩვენი ერისთვის ქვეყნისთვის, (აგერ ოლმეკს დავუპოსტე მეთქი ქრისტეს თუნახულობ ყოველდღე ჩვენი ქვეყნის გაერთიანებაზე რაგითხრა თქო და მიპასუხა ეგ არმიკითხიაო))) უფრო სერიოზულებზე ვეკითხებოდიო) biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Apr 19 2010, 07:04 AM
Post #48


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



parsmani
QUOTE(parsmani @ 18th April 2010 - 10:55 PM) *
არა ატმან მე მოძღვარს არვემორჩილები ყველაფერში ეს ერთი ,მეორეც ჩემი თავი უბრალოდ მაგალითად მომყავს,თორემ მაგდენი რწმენა ნაღდად მაქ და სიყვარული ქრისტესი, რომ კრიშნას და ვედებს არდავიჯერებ, მე ვიგულისხმე რომ ადამიანს რომელსაც რწმენაში ახალი ჩავარდნილია ან სუსტია მაგ ამბავში იმას რწმენა რო შეერყევა ქრისტესი და ქრც კრიშნას არიწამებს იასნია ,მე მაგ ადამიანი რომ მერე შეცოდავს მე მის ცოდვის მოკითხვაზე გკითხე ,ანუ შენც აგებ პასუხს თუ არა ? ამა ზე მაინტერესებს პასუხი და თუარგინდა არგამცე შენროგორცგინდა , უბრალოდ ეს შეკითხვა დამებადა რა და გკითხე მეტი არაფერი ,არანაირი კამათი ისე გკითხე.


არა მე არ ვაგებ პასუხს. მე ჩემს მოვალეობას ვიხდი (გაუკეთე სხვას ის, რაც თავად გინდა გაგიკეთონ), ყველაზე ცუდი რაიმე გზის ნახევრად მიყოლაა თორე ამ გზას მიყვები თუ მართლმადიდებლურს, ჩემი პირადი აზრით არსობრივი განსხვავება არაა, უბრალოდ ეს გზა ინტელექტუალური წყობის ადამიანისთვის უფრო ადვილია ვიდრე მართლმადიდებლობა, იმიტომ რომ აქ ისეა ყველაფერი აწყობილი, შანსი არა გაქ რომ ღმერთი არ შეიყვარო, თუ კარგად ჩაუღრმავდები. ყველანაირ კითხვაზე ამომწურავ პასუხს გაძლევს (წვრილმან კითხვებს არ ვგულისხმობ, მაგაზეც იძლევა ვედები პასუხს, უბრალოდ შეიძლება ნათარგმნი არ იყოს სანსკრიტიდან biggrin.gif )

ბჰაგავად გიტაში კრშნას ეტაპობრივად მიჰყავს არჯუნა ბჰაკტისკენ. პირდაპირ არ ეუბნება ამ ყველაფერს, ძალიან ღრმა და ფილოსოფიურ რჩევებს აძლევს და ბოლოს არჩევანის წინაშე აყენებს, მაგრამ ისე, რომ ნებისმიერი გონიერი ადამიანი ღმერთის სიყვარულს აირჩევს smile.gif

მართლმადიდებლურ ფორუმზე ერთი მხრივ არ უნდა ვწერდე მაგ ყველაფერს, მაგრამ მეც მართლმადიდებელი ვიყავი (ფორმით) როცა ეს ცოდნა მივიღე და სულაც არ ვნანობ, პირიქით...

ყველას სურვილს და ოცნებას რაღაც "ვიბრაცია" აქვს და იმას პოულობს რაც უნდა. ღმერთი ყველა სურვილს გვისრულებს (სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ). მთავარია სწორი სურვილები გვქონდეს, იმიტომ რომ არასწორ სურვილებზე პასუხსაც ვაგებთ მერე. გულწრფელად მაძიებელი კი ყოველთვის იპოვის...


QUOTE(parsmani @ 18th April 2010 - 11:12 PM) *
ეს ქვეყანა აქამდე რომ არსებობს და მოვიდა რწმენით მოვიდა ,ქრისტეს სიყვარულით მოვიდა,ჯერ იმდენი მოწამე გვყავს ერთ დღეს რომ მსოფლიოს არყავს ერთად , ამით ვართ ძამიკო კიდე რომ ვართ, ეხა მეც და შენც ბევრ დაზომბებულ დავერბოვკებულ ქრისტიანებსაც ვხედავთ ,მარა ისევ ეგეთი ჯობია რწმენაშერყეულს და ურჯულოს ჩვენი ერისთვის ქვეყნისთვის, (აგერ ოლმეკს დავუპოსტე მეთქი ქრისტეს თუნახულობ ყოველდღე ჩვენი ქვეყნის გაერთიანებაზე რაგითხრა თქო და მიპასუხა ეგ არმიკითხიაო))) უფრო სერიოზულებზე ვეკითხებოდიო)


ეს 2000 წელი ძალიან მცირე დროა მარადისობასთან შედარებით და ოლმეკს ვეთანხმები იმაში რომ საქართველოს გაერთიანებაზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი საკითხები არსებობს, მაგრამ თუ ოჯახი არ გიყვარს საქართველოს ვერ შეიყვარებ, თუ საქართველო არ გიყვარს მსოფლიოს ვერ შეიყვარებ და ა.შ.

მაგრამ თუ გინდა ყველა და ყველაფერი ერთდროულად და რაც შეიძლება მალე შეიყვარო, ყველაფრის პირველსაწყისი და მიზეზი - ღმერთი უნდა გიყვარდეს. ფესვებს უნდა დაასხა წყალი პირველ რიგში, რომ ხემ გაიხაროს და არა ღეროს, ფოთლებს ან ნაყოფს... ღმერთი კი სულაც არაა უპიროვნო, უფორმო სუბსტანცია, რომელიც ყველაფერს განჭოლავს და "სიყვარული" ქვია. ღმერთი პირველ რიგში პიროვნებაა, ისევე როგორც ჩვენ. მისი უპიროვნო ასპექტის შეყვარება შეუძლებელია და თავის მოტყუებაა.

არაფერში არ მჭირდება არც ძალა, არც გონებრივი შესაძლებლობები, არც მისტიკური ძალები და არც "ზეადამიანობა" თუ ღმერთის უანგარო სიყვარული არ მაქვს. უბრალო დურგალი, რომელიც თავის მოვალეობას პირნათლად ასრულებს, ყველა მცნებას იცავს და ღმერთი მთელი გულით უყვარს, გაცილებით უფრო მაღლა დგას, ვიდრე ნებისმიერი "ზეადამიანი" რომელიც როცა უნდა გაქრება და გაჩნდება, აზრებს კითხულობს, "სიყვარულის იმპულსებს" უგზავნის მეორე ადამიანს და საერთოდ კაცობრიობას, მაგრამ ღმერთისადმი (პიროვნული ღმერთისადმი) უანგარო სიყვარული არა აქვს...

მართლმადიდებლობაში 2 მთავარი დოგმატური შეცდომაა: ის რომ "ცხოველებს სული არ აქვთ" და ის რომ "ადამიანი მხოლოდ ერთხელ იბადება". ეს არის აბსოლუტური აბსურდი, თუმცა არა გადამწყვეტი ღმერთის სიყვარულისთვის, ამიტომაც გვყავდა და გვეყოლება ბევრი წმინდანი.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
jgvenza
post Apr 19 2010, 10:09 AM
Post #49


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 691
Joined: 15-January 10
From: yvelgan da arsad
Member No.: 6,118

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მართლა საინტერესოა..
როგორც ცანს ჩვენი საზოგადოების 80% დაიტებს ემხრობა.. smile.gif კიდევ დასტურდება ჩემი განცდა რომ დედამიწა რაღაც მოჯოჯოხეთო ადგილია. sad.gif


--------------------
-----------------------------------------------------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
jgvenza
post Apr 19 2010, 10:14 AM
Post #50


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 691
Joined: 15-January 10
From: yvelgan da arsad
Member No.: 6,118

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(atman @ 19th April 2010 - 07:04 AM) *
მართლმადიდებლობაში 2 მთავარი დოგმატური შეცდომაა: ის რომ "ცხოველებს სული არ აქვთ" და ის რომ "ადამიანი მხოლოდ ერთხელ იბადება". ეს არის აბსოლუტური აბსურდი, თუმცა არა გადამწყვეტი ღმერთის სიყვარულისთვის, ამიტომაც გვყავდა და გვეყოლება ბევრი წმინდანი.

ატმან მე მართლმადიდებელი ვარ და რატომღაც ვერ დავინახე ესეთი მყაროი დოგმა ამ მიმართულებით . თუნდაც ის რომ ქრისტე ლეღვის ხეს ელაპარაკება, შესძახებს და გაახმობს ამით, გვაქვს ბევრი მაგალითი იმისა როგორ ასერულებენ სხვადასხვა ცხოველები და ფრინველები ღვთის დავალებებს და ეხმარებიან წმინდანებს..ეს მაფიქრებინებს რომ ასეთი დოგმა ადამიანებმა შექმნეს და არა თვითონ მართლმაიდდებლურმა სწავლებამ..რაც შეეხება ერთხელ დაბადებაზე, ესეც საკამათოა..ბევრი რამ დაფარულადაა მინიშნებული, ბევრიც დაფარეს შეგნებულად .


--------------------
-----------------------------------------------------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Apr 19 2010, 10:19 AM
Post #51


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



jgvenza

სწავლებას ადამიანები ადგენენ და ეგ ვიგულისხმე მეც, აბა იესოს კი არ დაუტოვებია მართლმადიდებლური დოგმატიკა. აბა მიდი მართლმადიდებლებს კითხე თუ არ არის ეგ ორი დოგმა ჭეშმარიტი და ურყევი. biggrin.gif


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Apr 19 2010, 10:27 AM
Post #52


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(jgvenza @ 19th April 2010 - 10:09 AM) *
კიდევ დასტურდება ჩემი განცდა რომ დედამიწა რაღაც მოჯოჯოხეთო ადგილია.


უფრო სწორი იქნებოდა: გამოსასწორებელი ადგილი და გზა სულიერ სამყაროში. თვით სამოთხიდანაც კი დედამიწაზე ჩამოდიან დიდი სულები, რომ აქ დაიბადონ და შანსი მიეცეთ სულიერ სამყაროში მოხვედრის. დედამიწა იგივეა რაც გულის ჩაკრა ადამიანში. სული კი გულის ჩაკრის მიდამოშია, არც ზემოთ არც ქვემოთ. ენერგიებს აწევ ზემოთ, კუნდალინებს და ეგეთებს, სულს კი ვერა. (თუმცა არსებობს გზა სამოთხისეული პლანეტების გავლით სულიერი სამყაროსკენ, მაგრამ ეს უკიდურესად ხანგრძლივი და რთული გზაა, აქ კი, მითუმეტეს კალი იუგაში, როცა სიცოცხლე ხანმოკლეა და მატერია ნაკლებადმიმზიდველი (რა თქმა უნდა გონიერი ადამიანებისთვის), გაცილებით ადვილია სულიერ სამყაროში წასვლა.

მთავარი აქცენტი ღმერთის სიყვარულზე უნდა იქნეს გადატანილი და არა დედამიწაზე სამოთხის შენებაზე, როგორც ამას ბევრი თანამედროვე ეზოთერიკი მოგვიწოდებს. თუნდაც მეგრეს "ანასტასია" სხვა არაფერია, თუ არა დედამიწაზე სამოთხის შექმნის მცდელობა. შეიყვარეთ ღმერთი და სამოთხე თავად შეიქმნება დედამიწაზე, ოღონდ დროებით, მერე კი კალი იუგა მთელი ძალით ამოქმედდება, ვინც დაიმსახურებს სულიერ სამყაროში გადაინაცვლებს, ვინც არა და ან სამოთხეში წავა, ან ჯოჯოხეთში, ან ისევ აქ დაიბადება, ოღონდ უკვე ცოდნის მიღების გაცილებით ნაკლები შანსი ექნება.

ახლა დაწყებულია კალი იუგის ე.წ. ოქროს ხანა, რომელიც 10 000 წელი გაგრძელდება და ღვთაებრივი ცოდნა თითქმის ყველასთვის მისაწვდომი იქნება წინა საუკუნეებისგან განსხვავებით. გამოიყენეთ ეს შანსი მეგობრებო wink.gif


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
jgvenza
post Apr 19 2010, 10:31 AM
Post #53


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 691
Joined: 15-January 10
From: yvelgan da arsad
Member No.: 6,118

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atman
მეტსაც გეტყვი, დიდი "ბრძოლა" მაქვს იმაზე, რომ რახან მართლმადიდებელი ვარ ძაღლი სახლში არ უნდა მყავდეს , ვინაიდან უწმინდურია. არადა რომ ვკითხულობ სად ნახეთ ეს აკრძალვა თქო დუმდებიან.. უწმინდური ადამიანზე მეტად არაა, ის რომ ტუალეტები ბინებში გვაქვს და არა ეზოს კიდეში, როგორც ადრე იყო, სახლიდან დაშორებული, რომ უწმინდურებით არ დაბინძურებულიყო სახლი, იმის გამო ხდება რომ ადრე ადამიანი ცალკე სახლში ცხოვრობდა ან ცალკე ოთახში, ეზო ქონდა, ეხლა მეგაპოლისებში ეს შეუძლებელია, თუნდაც თილისში. ასევე ცხოველებიც ეზოში ყავდათ, და არა მათი უწმინდურების გამო, უბრალოდ საცხოვრებელი არ იყო მოწყობილი ამისთვის, კატა კი მოქნილი, პატარა ზომის არსებაა, შეუძლია მარტივად შეძვრეს ნებისმიერ ვიწრო გასასვლელში და სახლსი შეაღწიოს, თანაც თაგვებს ებრძვის და ის არ შერაცხეს უწმინდურად. smile.gif ის მიკვირს ძაღლს უწმინდურად თვლიან და სახლები ტარაკნებით აქვს თავსე, თუმცა არც ტარაკნის წინააღმდეგი არ ვარ,ყველაფერს თავის დანიშნულება აქვს ამ სამყაროში.
გაბრიელ ბერიც კი საკუთარ თავს ქრისტეს ძაღლად მოიხსენიებს, ოღონ განსხვავება ისაა , რომ მე ცოდვილი ვარ და ძაღლი უცოდველიაო. smile.gif

რაც შეეხება სწავლებას, მერწმუნე ადრექრისტიანული მართლმადიდებლობა საკმაოდ განსხვავდება დღევანდელისგან. უბრალოდ დღევანდელი ადამინისთვის ბევრი რამ მიუღებელი გადხა. ალბატ როდესმე ყველაფერი გამჟღავნდება და ბერ კითხვას გაეცემა პასუხი..


--------------------
-----------------------------------------------------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
jgvenza
post Apr 19 2010, 10:33 AM
Post #54


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 691
Joined: 15-January 10
From: yvelgan da arsad
Member No.: 6,118

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(atman @ 19th April 2010 - 10:27 AM) *
სული კი გულის ჩაკრის მიდამოშია

პატარა მეკითხება ღმერთი სად ცხოვრობსო. ყველგან მეთქი. როგორო? ასე თქო-ის ყველგანაა, ჩვენშიცაა და ჩვენ მასში მეთქი..გასაგებიაო-ესეიგი ღმერთი გულში ცხოვრობს და მერე როცა გული გახმება ის თავის სახლში დაბრუნდება და ჩვენც წაგვიყვანსო..


--------------------
-----------------------------------------------------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Apr 19 2010, 10:57 AM
Post #55


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(jgvenza @ 19th April 2010 - 10:33 AM) *
პატარა მეკითხება ღმერთი სად ცხოვრობსო. ყველგან მეთქი. როგორო? ასე თქო-ის ყველგანაა, ჩვენშიცაა და ჩვენ მასში მეთქი..გასაგებიაო-ესეიგი ღმერთი გულში ცხოვრობს და მერე როცა გული გახმება ის თავის სახლში დაბრუნდება და ჩვენც წაგვიყვანსო..


ბრძენი ყოფილა! biggrin.gif

სხვათა შორის ძაღლი ვედებშიც უწმინდურად მოიხსენიება, არ ვიცი რატომ... ალბათ უფრო იმიტომ რომ დემონებს ძაღლში ადვილად შეუძლიათ შესვლა, თორე თავად ძაღლის სული არაფერ შუაშია... ეს ყველაფერი წვრილმანი და მეორადი ხდება, როცა ღმერთის სიყვარულს სწავლობ. მერე უკვე ყველა არსებაში ღმერთის ნაწილს ხედავ, მაგრამ სანამ ამას შეძლებ ჯობია გედში უფრო დაინახო ღმერთის ნაწილი, ვიდრე ყვავში... ლომში უფრო, ვიდრე ძაღლში... ანუ უნდა განვვითარდეთ საიმისოდ რომ ყველა ცოცხალი არსება გვიყვარდეს.

იმედია მიმიხვდი რისი თქმაც მინდა... smile.gif


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Apr 19 2010, 11:41 AM
Post #56


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



შრიმად ბჰაგავატამი


თავი მეოთხე
შრი ნარადას გამოცხადება

1. სუტა გოსვამის ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ შაუნაკა მუნი, რომელიც ხანგრძლივი მსხვერპლშეწირვის ცერემონიის შემსრულებელი ყოველი რშის უფროსი, სწავლული წამყვანი იყო, ასე მიესალმა სუტა გოსვამის.

2. შაუნაკამ თქვა: “ო სუტა გოსვამი, შენ ყველაზე იღბლიანი და პატივცემული ხარ მათ შორის, ვისაც საუბარი და თხრობა შეუძლიათ. გთხოვ, გვიამბე “შრიმად ბჰაგავატამის” ღვთისმოსავი ეპისტოლე, რომელსაც დიდი და ძლევამოსილი ბრძენი შუკადევა გოსვამი მოჰყვა.

3. როდის, სად და რატომ დაიწყო ეს? ვინ შტააგონა დიდი ბრძენი კრშნა-დვაიპაიანა ვიასა ამ ნაწარმოების დაწერაზე?

4. მისი [ვიასადევას] შვილი გახლდათ დიდი ერთგული, გაწონასწორებული მონისტი, ვისი ჭკუაც ყოველთვის მონიზმში იყო განმტკიცებული. იგი ტრანსცენდენტული იყო მატერიალისტური საქმიანობების მიმართ, მაგრამ თავს არ ამჟღავნებდა და უმეცარ პიროვნებას ჰგავდა.

5. როდესაც შრი ვიასადევა თავის შვილს მიჰყვებოდა, მშვენიერმა მობანავე გოგონებმა, რომლებიც შიშვლები იყვნენ, სხეული ტანსაცმლით დაიფარეს, თუმცა თავად ვიასადევა შიშველი არ იყო. მაგრამ როცა მისმა შვილმა ჩაუარა, ასე არ მოქცეულან. ბრძენმა ჰკითხა ამის შესახებ, გოგონებმა კი უპასუხეს, რომ მისი შვილი წმინდა იყო და მათი შეხედვისას ქალს და კაცს შორის განსხვავებას ვერ ხედავდა. მაგრამ ბრძენი ამჩნევდა ასეთ განსხვავებებს.

6. როგორ იცნეს იგი [შუკადევა გოსვამი] მოქალაქეებმა, როცა კურუსა და ჯანგალას პროვინციებში ხეტიალის შემდეგ ქალაქ ჰასტინაპურში [ახლანდელ დელიში] შევიდა და მუნჯსა და განუვითარებელ გიჟს ჰგავდა?

7. როგორ შეხვდა მეფე პარიკშიტი ამ დიდ ბრძენს და მისგან როგორ მოისმინა ეს დიადი სიმღერა, რომელიც ვედების ტრანსცენდენტულ არსს [“ბჰაგავატამს”] მოიცავს?

8. ჩვეულებრივი იგი [შუკადევა] ძროხის მოწველისათვის საჭირო დროით რჩებოდა მეოჯახის კარზე, მხოლოდ იმისთვის, რომ სახლი განეწმინდა.

9. ნათქვამია, რომ მაჰარაჯა პარიკშიტი უფლის უმაღლესი დონის ერთგულია და რომ საოცარია მისი დაბადება და საქმიანობები. გთხოვთ, მოგვიყევი მის შესახებ.

10. იგი დიადი იმპერატორი იყო და მემკვიდრეობით მიღებული სამეფოს მთელ სიმდიდრეს ფლობდა. იგი იმდენად ამაღლებული იყო, რომ პანდუს დინასტიას დიდება შემატა. მაშ, რამ აიძულა, ყველაფერი მიეტოვებინა, განგის ნაპირას წასულიყო და სიკვდილამდე ეშიმშილა?

11. იგი იმდენად დიდი იმპერატორი იყო, რომ მტრები მოდიოდნენ მისი ტერფების წინაშე ქედის მოსახრელად და თავიანთი კეთილდღეობისთვის მთელ ქონებას აძლევდნენ მას. იგი ახალგაზრდა და ძლიერი იყო და ულევ სამეფო სიმდიდრეს ფლობდა. მაშ, რატომ მოისურვა ყველაფრის მიტოვება, მათ შორის საკუთარი სიცოცხლისაც კი?

12. ღმრთეების პიროვნების საქმისათვის თავდადებულნი მხოლოდ სხვების კეთილდღეობის, წინსვლისა და ბედნიერებისთვის ცხოვრობენ. მათ ცხოვრებაში არავითარი ეგოისტური ინტერესი არ გააჩნიათ. მაშ, თუკი იმპერატორი [პარიკშიტი] მიჯაჭვული არ იყო არავითარ ამქვეყნიურ ქონებას, როგორ მიატოვა მოკვდავი სხეული, რომელიც სხვების თავშესაფარს წარმოადგენდა?

13. ჩვენ ვიცით, რომ შენ გარკვეული ხარ ყოველ საკითხში, გარდა ვედების ზოგიერთი ნაწილებისა, ამიტომ შეგიძლია ნათელი პასუხები გასცე ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს.

14. სუტა გოსვამიმ თქვა: როდესაც მეორე ეპოქამ მესამე გადაფარა, სატიავატიმ, ვასუს ქალიშვილმა, პარაშარასაგან შვა დიადი ბრძენი [ვიასადევა].

15. ერთხელ, მზის ამოსვლისას, მან [ვიასადევამ] დილით სარასვატის წყლებში განიბანა და კონცენტრირებისათვის მარტო დაჯდა.

16. დიდმა ბრძენმა ვიასადევამ იხილა, რომ ამ ეპოქაში ადამიანები უგულვებელყოფენ თავიანთ მოვალეობებს. დედამიწაზე ეს სხვადასხვა ეპოქებში ხდება, დროთა ვითარებაში გამოვლენილი უხილავი ძალების გამო.

17-18. ფლობდა რა სრულ ცოდნას, დიდი ბრძენი თავისი ტრანსცენდენტული მხედველობით ხედავდა, რომ ეპოქის გავლენით ყველაფერ მატერიალურს დაცემა ელოდა. იგი იმასაც ხედავდა, რომ ურწმუნო ხალხის სიცოცხლის ხანგრძლივობა იკლებდა და სათნოების უკმარისობის გამო ისინი მოუთმენლები გახდებოდნენ. ამრიგად, მან ყოველი ფენისა და საფეხურის ადამიანის კეთილდღეობაზე დაიწყო ფიქრი.

19. მან იხილა, რომ ვედებში მოცემული მსხვერპლშეწირვებით ადამიანების საქმიანობათა განწმენდა შეიძლებოდა. და პროცესის გასამარტივებლად მან ერთი ვედა ოთხ ნაწილად დაყო, რათა ადამიანებს შორის გაევრცელებინა იგი.

20. ცოდნის თავდაპირველი წყაროები [ვედები] ოთხ ნაწილად იქნა დაყოფილი. პურანებში ნახსენები ისტორიული ფაქტები და ნამდვილი ამბები კი მეხუთე ვედად არის ცნობილი.

21. მას შემდეგ, რაც ვედები ოთხ ნაწილად იქნა დაყოფილი, პაილა რში “რგ ვედას” მასწავლებელი გახდა, ჯაიმინი – “სამა ვედასი” და მხოლოდ ვაიშამპაიანამ გაითქვა “იაჯურ ვედას” ცოდნით სხელი.

22. სუმანტუ მუნი ანგირას მიაბარეს “ათჰარვა ვედა”, რასაც მან თავი მიუძღვნა. მამაჩემ რომაჰარშანას კი პურანები და ისტორიული ჩანაწერები მიანდეს.

23. თავის მხრივ, ამ სწავლულმა მეცნიერებმა მათთვის მინდობილი ვედები მრავალ თავიანთ მოსწავლეს, მოსწავლეთა მოსწავლეებს და მათ მოსწავლეებს გადასცეს და ასე დაიყო ვედები შესაბამის ტოტებად.

24. ამრიგად დიდმა ბრძენმა ვიასადევამ, რომელიც უაღრესად კეთილია უმეცარი მასების მიმართ, შეასწორა ვედები, რათა ნაკლებად გონიერ ხალხს მათი ათვისება შეძლებოდა.

25. სიბრალულის გამო დიადმა ბრძენმა ჩათვალა, რომ ეს ადამიანებს სიცოცხლის უმაღლესი მიზნის მიღწევაში დაეხმარებოდა. ამრიგად, ქალების, მუშებისა და ორგზისშობილთა მეგობრებისთვის მან “მაჰაბჰარატად” წოდებული დიდი ისტორიული თხზულება შეადგინა.

26. ო ორგზისშობილო ბრაჰმანებო, მისი ჭკუა მაინც ვერ დაკმაყოფილდა, თუმცა მთელი ხალხის კეთილდღეობისთვის შრომობდა.

27. ამრიგად, ბრძენმა, რომელიც გულში უკმაყოფილო იყო, დაფიქრდა, რადგან იცოდა რელიგიის არსი, და საკუთარ თავს უთხრა:

28-29. მე მკაცრი მოწაფეობრივი აღთქმით, თვალთმაქცობის გარეშე ვეთაყვანებოდი ვედებს, სულიერ მოძღვარსა და სამსხვერპლო საკურთხეველს. ვიცავდი წესებსაც და წარმოვაჩინე მოწაფეობრივი თანმიმდევრობის მნიშვნელობა “მაჰაბჰარატას” განმარტებით, რომლითაც ქალებს, შუდრებსა და სხვებსაც [ორგზისშობილთა მეგობრებს] კი რელიგიის გზის დანახვა შეუძლიათ.

30. მე ვგრძნობ, რომ რაღაც მაკლია, თუმცა ყველაფერი მაქვს, რაც ვედების მიხედვით არის საჭირო.

31. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ განსაკუთრებული ყურადღება არ გამიმახვილებია უფლის ერთგულ სამსახურზე, რომელიც ესოდენ სიამოვნებს ცოცხალ არსებებსაც და შეუმცდარ უფალსაც.

32. როგორც ვთქვით, როდესაც ვიასადევა თავის ნაკლოვანებებზე დარდობდა, ნარადა მოვიდა კრშნა-დვაიპაიანა ვიასას ქოხში, რომელიც სარასვატის ნაპირას იდგა.

33. შრი ნარადას სასიკეთო გამოჩენისთანავე შრი ვიასადევა პატივისცემით წამოდგა და ისეთივე მოკრძალებით სცა მათ თაყვანი, როგორიც ბრაჰმაჯის, შემოქმედს ერგება.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
parsmani
post Apr 19 2010, 01:20 PM
Post #57


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 180
Joined: 20-February 10
From: TIFLIS
Member No.: 6,155

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(Fee @ Apr 18 2010, 10:58 PM) *
ბოდიში რომ გეკითხები და თან თემას ვაოფებ, მაგრამ რატომ არ ემორჩილები?

იმიტომ რომ ვარ ჯიუტი და დაუმორჩილებელი სამწუხაროდ biggrin.gif
მე მას ვუყურებ როგორც მედიატორს ჩემსა ღმერთს შორის ,რომელსაც ვაბარებ აღსარებას ,რომელიც მაზიარებს ,რჩევას მომცემს მარა გავითვალისწინებ თუ არა და სწორედ ჩავთვლი თუ არა ეს უკვე ჩემი საქმეა,შეუცდომელი არავინაა მღვდელიც ადამიანია.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Apr 19 2010, 01:40 PM
Post #58


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



შრი იშოპანიშადი
(ღვთაებრივი უპანიშადი)
(სანსკრიტიდან თარგმნა
ა.ჩ. ბჰაკტივედანტა სვამი შრილა პრაპჰუპადამ)



1. სამყაროში ყოველ სულიერსა და უსულოს კონტროლს უწევს და ფლობს უფალი. ამიტომ ადამიანმა უნდა აიღოს მხოლოდ მისთვის განკუთვნილი აუცილებელი წილი და ხელი არ ახლოს სხვა რამეს, კარგად ესმოდეს, თუ ვის ეკუთვნის ყოველივე.

2. ასეული წლობით სიცოცხლეს შეიძლება ესწრაფოდეს ის, ვინც ამგვარად შრომობს, ვინაიდან ასეთი მოღვაწეობა კარმის კანონის ტყვეობაში არ აქცევს მას. ადამიანს სხვა არჩევანი არა აქვს ამ გზის გარდა.

3. მკვლელი სულისა, ვინც არ უნდა იყოს იგი, უნდა წავიდეს ურწმუნოთა სამყაროების სახელით ცნობილ პლანეტებზე, რომლებიც წყვდიადითა და უგუნურებითაა მოცული.

4. თუმცა ღმრთეების პიროვნება არ ტოვებს საკუთარ სავანეს, იგი ფიქრზე სწრაფია და ყველას ასწრებს სრბოლაში. ძლევამოსილ ნახევარღმერთებს არ ძალუძთ მასთან მიახლოება. თუმცა ადგილს არ იცვლის, განაგებს მათ, ვინც ჰაერითა და წვიმით გვასაზრდოებენ. იგი ყველას აღემატება თავისი ბრწყინვალებით.

5. უზენაესი უფალი დადის და არც დადის. ძალიან შორისაა და ძალიან ახლოსაც. ყველაფერშია და მაინც ყველაფერს მიღმა მყოფი.

6. მას, ვინც ყველაფერს უზენაეს უფალთან კავშირში ხედავს, ვინც ყოველ არსებას უფლის განუყოფელ ნაწილაკებად აღიქვამს და ვინც ყველაფერში უზენაეს უფალს ჭვრეტს, არ სძულს არც არაფერი და არცერთი არსება.

7. ის, ვინც მუდამ ხედავს, რომ ყოველი ცოცხალი არსება სულიერი ნაპერწკალია, რომლებიც თვისობრივად ერთიანები არიან უფალთან, ხდება ჭეშმარიტი მცოდნე. მაშ, რაღა აღძრავს მასში ილუზიას ან შიშს?

8. ასეთი პიროვნება სინამდვილეში უნდა იცნობდეს უდიდესს, ხორცშეუსხმელს, ყოვლისმცოდნეს, უნაკლოს, უსისხლძარღვოს, წმინდასა და უბიწოს, თვითკმარ ფილოსოფოსს, რომელიც უხსოვარი დროიდან უსრულებს ნატვრებს ყველას.

9. ისინი, ვინც უმეცრების საქმიანობათა განვითარებით არიან დაკავებულნი, უმეცრების უკუნეთში მოხვდებიან. მაგრამ უფრო განწირულნი არიან ეგრეთწოდებული ცოდნის განვითარებით დაკავებულნი.

10. ბრძენთ განუმარტავთ ჩვენთვის, რომ ცოდნას განვითარება ერთ შედეგს იძლევა, და ნათქვამია, რომ სხვა შედეგს იძლევა უმეცრების განვითარებაო.

11. მხოლოდ ის, ვისაც ერთდროულად შეუძლია უმეცრებისა და ტრანსცენდენტული ცოდნის პროცესების შესწავლა, თავს აღწევს ხელახლა დაბადებისა და სიკვდილის ტყვეობას და უკვდავების სრული ნეტარებით ტკბება.

12. ისინი, ვინც თაყვანს სცემენ ნახევარღმერთებს, უგუნურების უკუნეთში მიემართებიან, ხოლო უფრო განწირულნი არიან აბსოლუტის თაყვანისმცემელნი [აქ იგულისხმება უპიროვნო ბრაჰმანი, ღმერთის უპიროვნო ასპექტი].

13. ამბობენ, რომ ერთ შედეგს იძლევა ყოველ მიზეზთა უზენაესი მიზეზის თაყვანისცემა, სხვა შედეგს კი – იმის გაღმერთება, ვინც არ არის უზენაესი. ყოველივე ეს მოუსმენიათ უშფოთველი ავტორიტეტებისგან, რომლებმაც ნათლად განმარტეს ზემოთქმული.

14. ადამიანი სრულყოფილად უნდა იცნობდეს ღმრთეების პიროვნებას და მის ტრანსცენდენტალ სახელს, ისევე როგორც წარმავალ მატერიალურ სამყაროს, თავისი წარმავალი ნახევარღმერთებით, ადამიანებითა და ცხოველებით. როდესაც გაიგებს ამას, იგი ამაღლდება სიკვდილზე და, მასთან ერთად, ეფემერულ კოსმოსურ გამოვლენაზეც და ღმერთის მარადიულ სასუფეველში ნეტარებითა და ცოდნით აღსავსე საუკუნო ცხოვრებით დატკბება.

15. ო, უფალო ჩემო, ყოველი სულიერის მასულდგმულებელო, შენი ნამდვილი სახე შენივე თვალისმომჭრელი ბრწყინვალებითაა დაფარული. გთხოვ, მოიცილე ეს საფარველი და უჩვენე საკუთარი თავი შენს წმინდა ერთგულს.

16. ო, ჩემო უფალო, ო, თავდაპირველო ფილოსოფოსო, სამყაროს მასულდგმულებელო, ო, მარეგულირებელო პრინციპო, წმინდა ერთგულების საბოლოო მიზანო, კაცობრიობის მამამთავართა კეთილმოსურნევ, გთხოვ, გასწიე შენი ტრანსცენდენტული სხივების სიკაშკაშე, რათა შენი ნეტარი სახე ვიხილო. შენ ხარ ღმრთეების მარადიული უზენაესი პიროვნება, სადარი მზისა, ისევე როგორც მე.

17. დაე ფერფლად იქცეს ეს წარმავალი სხეული და დაე სიცოცხლის ჰაერი შეუერთდეს მთელ ჰაერს. ახლა, ო, უფალო ჩემო, გთხოვ გაიხსენე ყოველი ჩემი მსხვერპლშეწირვა და რამეთუ შენ ხარ უმაღლესი განმცხრომელი, გთხოვ, გაიხსენე ყველაფერი, რაც გამიკეთებია შენთვის.

18. ო, უფალო ჩემო, ცეცხლივით ძლიერო, ყოვლისშემძლევ, ახლა მოწიწებით ქედს ვიხრი შენს წინაშე და ვემთხვევი მიწას შენს ტერფებთან. ო, უფალო ჩემო, გთხოვ მატარე სწორი გზით, რათა მოგაღწიო შენ და ვინაიდან შენ იცი, რაც მიკეთებია წარსულში, გთხოვ დამიხსენი წარსულ ცოდვათა საპასუხო შედეგებისაგან, რათა არავითარი დაბრკოლება არ შეხვდეს ჩემს წინსვლას.



აქვე მოვაყოლებ შრილა პრაპჰუპადას ჩემი აზრით ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო ლექციას (სინქრონული რუსული თარგმანით) ზემოთმოყვანილი უპანიშადის განხილვაზე:

http://allshares.ge/download.php?id=D70745AC47


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
ინა
post Apr 19 2010, 03:16 PM
Post #59


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 719
Joined: 24-December 09
Member No.: 6,100

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Atman @ Apr 17 2010, 06:13 AM) *
parsmani
არ დასუსტდები. მეც ეგრე მეგონა მაგრამ პირიქით მოხდა, ადრე უფრო გამხდარი ვიყავი, მერეც გამხდარი ვიყავი ვეგეტარიანელი რომ გავხდი, მაგრამ ძალიან ცოტას ვჭამდი და იმიტომ... ახლა სწორად კვება დავიწყე და გაცილებით მოვიმატე. რძის პროდუქტი უნდა მიიღო ბევრი. ენერგეტიკულად აბსოლუტურად ცვლის ხორცს (განსაკუთრებით ყველი). ენერგია იმხელა გექნება ვერ გაიგებ სად წაიღო wink.gif

ააიიიიიმეეე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
აი ამას ქვია ილუზია ტო biggrin.gif
უკაცრავად რა და ერთი მსუქანა გამახსენდა ახლა,დიეტაზე რომ დადგა,დასუსტება დაიწყო და თან რმ ეჯერა,რომ ჭამდა და არ სუქდებოდა biggrin.gif


--------------------
რატომ დაადეთ ბანი ჩემს მეგობრებს?
თუ გირევდით მე ამ ფორუმს ჩემთვის დაგედოთ მარტო.
ახსენით ბანი ჩემს მეგობრებს.
მათ არაფერი დაუშავებიათ აქ და არც მე დამიშავებია!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Apr 19 2010, 03:19 PM
Post #60


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ინა

7-8 კილო მოვიმატე და მეტი რა ჯანდაბად მინდა biggrin.gif

შენ ღიპიანი კაცური კაცები მოგწონს დაგრეხილი ყანწით ხელში და ეზოთერულ ფორუმში ეგეთებზე ბოდიში biggrin.gif


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post

13 Pages V  < 1 2 3 4 5 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 12:07 AM