IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

13 Pages V  « < 5 6 7 8 9 > »   
Reply to this topicStart new topic
> ვედური ტექსტები
Atman
post May 11 2010, 12:35 PM
Post #121


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა






ეს ზემოთ მოცემული პოსტის ელ ვერსიაა:

http://www.bin.ge/file/147043/B-G--18-61-72.doc.html


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Sep 1 2010, 10:02 AM
Post #122


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ეს არის რადიოგადაცემების ციკლი (სულ დაახლოებით 2 საათის ხანგრძლივობაა), რომელშიც განხილულია ვედური სამხედრო ხელოვნების და ტაქტიკის პრინციპები და აღწერილია მაჰაბჰარატას ბრძოლის ზოგიერთი დეტალი:

Дханур Веда



Жанр: Радиопередача
Тип: аудиокнига
Аудио кодек: MP3
Битрейт аудио: 64 kbps

Описание: Радиопередачи, рассказывающие о Ведической науке ведения боя - Дханур Веде. Подробным образом разобраны вопросы вооружения, тактические и стратегические навыки воинов древности. Прдеставлен план сражения на Курукшетре, после того, как Кришна поведал Арджуне Бхагават Гиту.

გადმოსაწერი ლინკი:
http://narod.ru/disk/3442106000/Дхану...еда.rar.html
http://bin.ge/file/11631/---------------------.zip.html



--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Sep 25 2010, 10:48 AM
Post #123


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მონაკვეთები ბჰავიშია პურანადან (ვედური წინასწარმეტყველებებიდან):

იესო ქრისტეს შესახებ

ტექსტი 17-21
მეფე შალვაჰანამ, რომელიც არიანების მეფე და ვიკრამადიტიას შვილიშვილი იყო, მამამისის ტახტი დაიკავა. მან შაკასები დაამარცხა, რომელთა დამორჩილებაც ძალიან ძნელი იყო, ასევე სინასები, ტირიტის ხალხი და ბაჰიკაუსები, რომელთაც ნებისმიერი ფორმის მიღება შეეძლოთ. მან აგრეთვე დაიმორჩილა რომაელები და კჰურუს შთამომავლები, რომლებიც მოღალატეები და გარყვნილები იყვნენ. მან მკაცრად დასაჯა ისინი და წაართვა ქონება. ამგვარად შლივაჰანამ საზღვარი გაავლო მლეჩიხებისა და არიანების სამეფოებს შორის. ასე გახდა სინდუსტანი ცნობილი როგორც უდიდესი ქვეყანა. მან დადგა მლეჩიხების აგურის შენობა მდინარე სიდჰუს გადაღმა და დასავლეთის მხარეს.“

ტექსტი 22
ერთხელ როდესაც საკას დამპყრობელი ჰიმატუნგაში მიემართებოდა, ჰუნას ქვეყნის შუაგულში (ჰუნადეში – მანასა საროვანას ან დასავლეთ ტიბეტის კალიაშის მთის მახლობლად მდებარე ტერიტორია) ძლევამოსილმა მეფემ დაინახა კაცი, რომელიც მთებში ცხოვრობდა. სახე ოქროსფერი ქონდა და თეთრი სამოსი ეცვა.

ტექსტი 23
,,ვინ ხართ?“ – კითხა მეფემ. ,,თქვენ უნდა იცოდეთ რომ მე იშა პუტრა ვარ, ღმერთის შვილი“ – უპასუხა ნეტარებით - ,,და მე ქალწულისგან ვიშვი.”

ტექსტი 24
,,მე მლჩიხების რელიგიის მქადაგებელი ვარ და მკაცრად მივყვები ჭეშმარიტებას.” ეს რომ გაიგო, მეფე ჩაეკითხა: ,,თქვენი აზრით რა არის რელიგიური პრინციპები?”

ტექსტი 25-26
,,მოისმინა რა შალვაჰანას კითხვა, იშა პუტრამ უპასუხა: ,,ო მეფეო, როდესაც ჭეშმარიტების რღვევა დაიწყო, მე, მესია წინასწარმეტყველი, მოვედი ამ დეგრადირებული ხალხის ქვეყანაზე, სადაც არ არსებობს წესები და კანონები. დავინახე რა ეს საშინელი მდგომარეობა არარელიგიული ბარბაროსებისა, რომელიც მლეჩიხა-დეშადან ვრცელდება, მე გადავწვიტე წინასწარმეტყველება დამეწყო.”

ტექსტი 27-29
,,ისმინე, ო მეფეო, რა რელიგიური პრინციპები დავამყარე მლეჩიხებში. ცოცხალი არსება კარგით და ცუდით დასნებოვნების ობიექტია. გონება უნდა განიწმინდოს ჯაპას სათანადო შესრულებით. წმინდა სახელების გალობით ადამიანი სიწმინდეს აღწევს. როგორც უძრავი მზე იზიდავს ყველა მიმართულებით ყველა ცოცხალ არსებას, მზის სისტემის უფალიც, რომელიც უძრავი და ყოვლისმიმზიდველია, იზიდავს ყველა ცოცხალი არსების გულს. ამგვარად, წესების შესრულებით, სიმართლის მეტყველებით, მენტალური ჰარმონიითა და მედიტაციით, ო მანუს შთამომავალო, ადამიანმა უნდა თაყვანი სცეს ურყევ უფალს.”

ტექსტი 30
,,მოვათავსე რა მარად წმინდა და მწყალობელი ფორმა უზენაესი ღმერთისა ჩემს გულში, ო დედამიწის დამცველო, მე ვქადაგებდი ამ პრინციპებს მლეჩიხებს შორის და ამგვარად “იშა-მასიჰა” (იესო მესია) შემერქვა.”

ტექსტი 31
,,ამ სიტყვების მოსმენისა და იმ პიროვნებისადმი პატივისცემის გამოხატვის შემდეგ, რომელიც თაყვანისიცემებოდა ბიწიერი ხალხის მიერ, მეფემ თავმდაბლად სთხოვა მას დარჩენილიყო მლეჩიხების ამ შემზარავ მიწაზე.”

ტექსტი 32
,,მეფე შალვაჰანა, მას შემდეგ რაც დატოვა საკუთარი სამეფო, შეასრულა აშვამედჰა იაჯნა და იმეფა 60 წელი, ზეცაში ავიდა. ახლა კი მოისმინეთ თუ რა მოხდა, როდესაც მეფე სვარგალოკაზე წავიდა.
აქ მთავრდება მეორე ნაწილი, რომელსაც “შალივაჰანას ეპოქა” ეწოდება, რომელიც ჩატურიუგა ხანდას კალი იუგის ისტორიაა და ასევე იწოდება როგორც მშვენიერი ბჰავიშია მაჰა პურანას პრატისარგა-პარვა.


ადამისა და ნოეს შესახებ

(ნაწყვეტი პრატისარგა პარვადან, თავი 4-7)

სუტა გოსვამიმ თქვა: ერთხელ ჰასტინაპურიში, როდესაც კშემალას შვილი პრადიოტა შეკრებას ატარებდა, უდიდესი ბრძენი ნარადა შეუერთდათ. მეფე პრადიოტამ დიდი სიამოვნებით მიიღო და პატივი მიაგო მას. დაჯდა რა მისთვის განკუთვნილ ადგილზე, ბრძენმა უთხრა პრადიოტას: ,,მამაშენს მლეჩიხები მოკლავენ, შესაბამისად ის იამალოკაზე ან ჯოჯოხეთურ პლანეტაზე მოხვდება. მაგრამ თუკი შენ ,,მლეჩიხა-იაჯნას” შეასრულებ, მაშინ ამ მსხვერპლშეწირვის მეშვეობით მამაშენი სამოთხისეულ პლანეტებს მიაღწევს.”

ეს რომ შეიტყო მეფე პრადიოტამ სასწრაფოდ მოიწვია საუკეთესო განსწავლული ბრაჰმანები და კურუკშეტრაში “მლეჩიხა-იაჯნას” შესრულება დაიწყო. მათ იაჯნა-კუნდა ააშენეს, რომელიც 16 კვადრატული იოჯანა იყო (126 მილი). ისინი ნახევარღმერთებზე მედიტირებდნენ და მლეჩიხა-იაჯნას ატარებდნენ. ჰარასი, ჰუნასი, ბარვარასი, გურუნდასი, საკასი, ხასასი, იავანასი, პალავასი, რომაჯასი და ისინი რომელიც განლაგებულია სხვადასხვა დვიპებში და კამარუში, ჩინეთში და შუა ოკეანეში, ყველა მათგანი მოხსენებულ იყო მანტრასთან ერთად და ფერფლად იქცეოდა. შემდეგ მეფემ გასცა დაკშინა (შეწირულობა) ბრაჰმანებისთვის და შეასრულა აბჰიშეკა. შედეგად მამამისმა მიაღწია სამოთხისეულ პლანეტებს. ამის შემდგომ იგი ცნობილი გახდა როგორც მლეჩიხებზე მონადირე ან მლეჩიხების გამანადგურებელი. მან ათი ათასი წელი იმეფა და შემდეგ კი ზეცაში ავიდა. მას ვაჟიშვილი ყავდა, სახელად ვედავანი, რომელმაც ორი ათასი წელი იმეფა.
იმ დროს კალი პურუშა ლოცულობდა უფალ ნარაიანაზე თავის ცოლთან ერთად. გარკვეული ხნის შემდეგ უფალი გამოეცხადა მას და უთხრა: ,,ეს ეპოქა სასიკეთო იქნება შენთვის. მე შევასრულე შენი სურვილი სხვადასხვა ფორმების ქონასთან დაკავშირებით. არიან ცოლ-ქმარი სახელად ადამა და ჰავიავატი. ისინი ვიშნუ-კარდამაში დაიბადნენ და მლეჩიხების მოდგმას გაზრდიან.” თქვა ეს და უფალი გაუჩინარდა. კალი პურუშა უდიდესი სიხარულით გაემართა ნილაჩაში.
ვიასამ თქვა: ,,ახლა თქვენ მოისმენთ მომავლის ისტორიას, რომელიც სუტა გოსვამის მიერაა მოთხრობილი. ეს კალი-იუგის სრული ისტორიაა, თქვენ კმაყოფილნი დარჩებით მისი მოსმენით.”

ქალაქ პრადანის აღმოსავლეთ მხარეს ღვთის ბოძებული ტყეა, ზომით 16 კვ. იოჯანა. კაცი, სახელად ადამა, იქ იმყოფებოდა პაპა-ვრიშკას ანუ ცოდვის ხის ქვეშ და სიხარულით აივსო საკუთარი ცოლის, ჰავიავატის დანახვით. კალი პურუშამ გველის ფორმა მიიღო და სასწრაფოდ მივიდა მათთან. მან შეაცდინა ცოლ-ქმარი და ისინიც უფალი ვიშნუს ნების საწინააღმდეგოდ მოიქცნენ. ქმარმა შეჭამა ცოდვის ხის აკრძალული ნაყოფი. ისინი ჰაერითა და უდუმბარად წოდებული ფოთლებით იკვებებოდნენ. შემდეგ კი შეეძინათ შვილები და ყველა მათგანი მლეჩიხა გახდა. ადამამ ცხრაას ოცდაათი წელი იცოცხლა. იგი ხილს სწირავდა მსხვერპლად და ზეცაში ავიდა მეუღლესთან ერთად. მისმა ვაჟიშვილმა, სახელად შვეტა-ნამამ, იცოცხლა ცხრაას თორმეტი წელი. შვეტა-ნამას შვილმა, ანუტამ მამამისზე ასი წლით ნაკლები იცოცხლა. მისმა შვილმა კინასამ კი იმდენივე წელი იმეფა, რამდენიც ბაბუამისმა. კინასას შვილმა მალაჰალამ რვაას ოთხმოცდათხუთმეტი წელი იმეფა. მისმა შვილმა, ვირადამ – 160 წელი. მისმა ვაჟმა ჰამუკამ კი, რომელიც უფალი ვიშნუს ერთგული იყო და ხილს სწირავდა მსხვერპლად, ხსნა მიიღო. მან 365 წელი იმეფა და ზეცაში იმავე სხეულით ავიდა, რომელშიც მლეჩიხა-დჰარმაში იმყოფებოდა.

მლეჩიხა-დჰარმა ეწოდება საუკეთესო ყოფაქცევის, სიბრძნის, ბრაჰმანის თვისებების ქონასა და უფლის თაყვანისცემას. უდიდესმა სულებმა განგვიცხადეს, რომ მლეჩიხა- დჰარმა უფლის ერთგულება, ცეცხლის თაყვანისცემა, არაძალადობა, გრძნობების კონტროლი და შეზღუდვაა. ჰამუკას შვილი მატოჩილა იყო. მან 970 წელი იმეფა. მისმა შვილმა ლომაკამ 777 წელი, რის შემდეგაც ზეცაში წავიდა. ნოემ, მისმა შვილმა, 500 წელი იმეფა. მას სამი შვილი ყავდა, სახელად სიმა, სამა და ბჰავა. ნოე უფალი ვიშნუს ერთგული იყო.

ერთხელ მას უფალი სიზმარში გამოეცხადა და უთხრა: ,,ძვირფასო ნოე, გთხოვ მომისმინო, მეშვიდე დღეს დიდი უბედურება იქნება. ამიტომ ძალიან სწრაფად უნდა იმოქმედო, რათა ააგო დიდი ხომალდი და იმით გაემგზავრო. ო, ერთგულების თავკაცო, შენ უდიდეს მეფედ გამოგაცხადებენ.”
მან მძლავრი გემი ააგო, რომელიც 300 ფუტი იყო სიგრძეში, 500 ფუტი სიგანეში და 30 ფუტი სიმაღლეში. (ბიბლიაში კიდობანი აღწერილია როგორც ,,სიგრძე იყო 300 კუბიტი, სიგანე – 50 კუბიტი, ქონდა სამი სართული და 30 კუბიტი სიმაღლის იყო.”) იგი ძალიან ლამაზი იყო და ყველა ცოცხალ არსებას შეეძლო მასში შეეფარებინა თავი. ნოე თვითონ მართავდა მას და თანაც უფალ ვიშნუზე მედიტირებდა.

უფალმა ინდრამ გამანადგურებელ ღრუბელს მოუხმო, სახელად სამბარტაკას, და 40 დღე წვიმა გადაუღებლად მოდიოდა. მთელი მიწა, ბჰარატ-ვარშა, წყალმა მოიცვა და ოთხი ოკეანე ერთმანეთს შეუერთდა. მხოლოდ ვისალა ან ბადარიკაშრამა არ შეერთდა. ვისალაში 80 000 უდიდესი ტრანსცენდენტალისტი იმყოფებოდა, რომლებიც შეუერთდნენ უფალ ნიუჰასა და მის ოჯახს. ყველა მათგანი გადარჩა, დანარჩენი კი დაიღუპა.

იმ დროს ყველა ბრძენი უფალი ვიშნუს მარად ენერგიას ადიდებდა. ბრძენთა ლოცვებით ნასიამოვნებმა ვიშნუ-მაიამ შეამცირა დამანგრეველი წყლის რაოდენობა. თანდათანობით, ერთი წლის შემდეგ მიწის ზედაპირი გამოჩნდა. მთის ქვეშ ადგილი იყო, სახელად სისინა და მეფე იქ განთავსდა თავის ხალხთან ერთად. როდესაც წყალი სრულებით დაშრა, მეფე ნოე საკუთარ ადგილს დაუბრუნდა.

სუტა გოსვამმა გააგრძელა: მეფე ნოე, მლეჩიხა, მიჯაჭვული გახდა უფალ ვიშნუზე და შედეგად უფალმა ვიშნუმ გაზარდა მისი შთამომავლობა. შემდეგ მან შექმნა მლეჩიხების შესაფერისი ენა, სავსე ბილწი სიტყვებით, კალი იუგაში მიმდინარე დეგრადაციის ზრდისათვის. უფალმა, რომელიც თვითონ იყო დიდი გონი, მისცა ეს ენა ნოეს. ნოემ სახელები დაარქვა თავის სამ შვილს. ისინი ცნობილები იყვნენ როგორც სიმა, ჰამა, იაკუტა და აგრეთვე როგორც იაკუტა, საპტა პუტრა, ჯუმარა და მაჯუიდა. მათი ქვეყნების სახელები მადი, იუნანა, სტუვალომა, ტასა და ტირასა იყო.

ჰამას, რომელიც მამამისის მეორე შვილი იყო, ოთხი შვილი ყავდა: კუსა, მისრა, კუჯა და კანაამი. კუსას 6 შვილი ყავდა: ჰალივა, სარვა, ტორაგამა, სავატიკა, ნიმარუჰალი და მაჰავალა. მათი შვილები ცნობილები იყვნენ როგორც კამალა, სინარა და ურაკა. მათ ქვეყნებს კი აკვარდა, ბავუნა და რასანა ერქვა.

ამ ისტორიის მოყოლის შემდეგ, სუტა გოსვამი, რომელიც იოგა-ნიდრას გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, მისტიურ თვლემას მიეცა. მან ორი ათასი წლის შემდეგ გაიღვიძა და თქვა: ,,ახლა სიმას შთამომავლებზე ვაპირებ მოგიყვეთ. რადგანაც იგი მამამისის პირველი შვილი იყო, მეფე გახდა. ამ მლეჩიხა მეფემ 500 წელი იმეფა. მისმა შვილმა არკასოდამ იმეფა 434 წელი. სიჰლამ, მისმა ვაჟმა კი 460 წელი. მისმა შვილმა ირატასიამ იგივე რამდენიც მამამისმა. მისმა ვაჟმა ნაჰურამ 160 წელი და მან მრავალი მტრულად განწყობილი მეფე გაანადგურა. მისმა შვილმა ტაჰარამაც იგივე ხანი იმეფა. მას სამი შვილი ყავდა: ავირამა, ნაჰურა და ჰარანა. ამგვარად მე ავღწერე მლეჩიხების შთამომავლობა მხოლოდ მათი სახელების მითითებით. მლეჩიხების ენა უმდაბლეს ენადაა მიჩნეული, რადგანაც იგი ქალღმერთ სარასვატის წყევლას ატარებს. ასე მე შემაჯამებლად ავღწერე მლეჩიხების აღორძინება კალი-იუგაში.

სანსკრიტი არის ენა, რომლითაც ბჰარატა-ვარშა იქება და იდიდება. იგივე ენა, მას შემდეგ რაც გადმოიტანეს სხვა ქვეყანაში, გახდა მლეჩიხების ენა და მათ გამოიყენეს იგი.

მოისმინეს რა ყოველივე ეს, ბრძენები ბადარიკაშრამაში განთავსდნენ, ადიდებდნენ უფალ ნარა-ნარაიანას და მასზე მედიტირებდნენ 200 წლის განმავლობაში. როდესაც მედიტაციიდან გამოვიდნენ, მათ მოინდომეს შეეტყოთ შემდეგი მასწავლებელი სუტა გოსვამისგან:

,,ო შრი ვიასას მოსწავლევ, ისეთი გონიერი და ბედნიერი ხართ, დაე ხანგრძლივად იცოცხლოთ. ახლა გთხოვ, გვითხრა ვინ არის მეფე დღევანდელი პერიოდის?”
სუტა გოსვამმა უპასუხა: ,,ამჟამად კალი-იუგის უკვე 3000 წელი გავიდა. მეფე შანკარა მართავს დედამიწას და მლეჩიხების ქვეყანაში კი შაკაპატი მეფობს. გთხოვთ მოისმინეთ თუ როგორ მოვიდნენ ისინი.”

როდესაც გავიდა კალი-იუგის 2000 წელი, მლეჩიხების მოდგმა გაფართოვდა. მათ გამრავლების მრავალი გზა შექმნეს და თანდათანობით მთელი დედამიწა მოიცვეს. მლეჩიხების სულიერ ლიდერსა და მასწავლებელს მუსა ერქვა. იგი მდინარე კაკანამის სანაპიროზე ცხოვრობდა. ისტი სუდდჰარავად იწოდება, ისტინი კი მასაპავანიდ, აჰუტი იწოდება აჯუდ და დადატი – დადჰატიდ. სიტყვა პიტრი იწოდება პაიტარად და ბჰრატა ბაზერია და ასევე პატი. ეს იავანის ენაა, რომლის მიხედვითაც ასვა ასპად იწოდება, ჯანუ ჯაინუდ და საპტა-სინდჰუ – საპტა-ჰინდუდ.

კრიმინალი შესამჩნევი ხდება საპტა-პურის წმინდა ადგილას. თანდათანობით არიავატას ხალხი ქურდი, მონადირე და უგუნური ხდება. უცხოური ქვეყნების მლეჩიხა-დჰარმის მიმდევრები გონიერები არიან და კარგ თვისებებს ფლობენ, მაშინ როდესაც არიავატას ხალხი ამის ნაკლებობას განიცდის. ამგვარად მლეჩიხების მეფობა ბჰარატაშიც (ინდოეთი) არის და მის კუნძულებზეც. იცი რა უკვე ეს ყოველივე, ო დიდო და გონიერო ბრძენო, თქვენ უნდა შეასრულოთ უფალი ჰარის ერთგული მსახურება.

დიდი ბრძენი საუნაკა ჩაეძია: ,,გთხოვთ გვითხრა, რა არის მიზეზი იმისა, რომ მლეჩიხები არ მოვიდნენ ბრაჰმავარტაში.”
სუტა გოსვამმა უპასუხა: როდესაც მეფე მაგადჰა, კაშიაპას შვილი, მეფობდა დედამიწაზე, მან გაიხსენა მამამისის მმართველობა და არია-დეშა (ინდოეთი) მრავალ ნაწილად დაყო. პანკალას აღმოსავლეთ მხარეს მდებარე ნაწილს მაგადჰა ეწოდება, კალინგა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს, ავანტა სამხრეთითაა, ამარტა-დეშა –სამხრეთ დასავლეთით, სინდჰუ-დეშა – დასავლეთით, კაიკაია – ჩრდილო-დასავლეთით, მადრა-დეშა – ჩრდილოეთით, ხოლო კონინდა-დეშა კი ჩრდილო-აღმოსავლეთით. ქვეყნის ამ ნაწილებს მისი შვილების მიხედვით დაერქვათ სახელები. მსხვერპლშეწირვის შემდეგ მან დაურიგა შვილებს ქვეყნის ნაწილები. უფალი ბალაბჰადრა ნასიამოვნები შეიქმნა მისი მსხვეპლით და სისუნაგა გაჩნდა მსხვერპლშეწირვის შედეგად, როგორც მისი შვილი. მან 100 წელი იმეფა, მისმა შვილმა კაკავარმამ კი 90 წელი. მისმა ვაჟმა კშემადჰარმამ 80 წელი იმეფა და მისმა შვილმა – 70 წელი. მისმა შვილმა ვედამისრამ იმეფა 60 წელი, მისმა ვაჟმა აჯატა-ნიპუმ – 50 წელი. დარბჰაკამ, მისმა პირმშომ, იმეფა 40 წელი, მისმა შვილმა უდაიასვამ კი 30 წელი, მისმა ვაჟმა ნანდა-ვარდჰანამ – 20 წელი, ნანდა-სუტამ, მისმა ვაჟმა, რომელიც შუდრისგან ანუ დაბალი კლასის წარმომადგენელი ქალისგან იშვა, ასევე 20 წელი იმეფა. მისმა შვილმა, პრანანკალამ იმეფა 10 წელი, მისმა ვაჟმა პრანანდამ ასევე 10 წელი. მისმა შვილმა სამანანდამ - 20 წელი, მისმა ვაჟმა პრიიანანტამ – 20 წელი, მისმა შთამომავალმა დევანანდამ ასევე 20 წელი. მისმა შვილმა იაჯნა-ბჰანგამ – 10 წელი. მისმა შვილმა მაურიანანდამ იმეფა 10 წელი. და მისმა ვაჟმა მაჰანანდამ ასევე 10 წელი.

ამ დროისთვის კალის გაახსენდა უფალი ჰარი. მაშინ ძლევამოსილი და ცნობილი გაუტამა, კაშიაპას შვილი, გაეცნო ბუდისტურ რელიგიას და მიაღწია უფალ ჰარის პატანაში.

გაუტამამ 10 წელი იმეფა. მას მიეცა შვილი, შაკია, რომელმაც 20 წელი იმეფა. მისმა ვაჟმა შუდჰოდანამ იმეფა 30 წლის განმავლობაში. მისი შვილი, შაკიასიმჰა, სატარდის მეფე გახდა 2000 წლის შემდეგ და 60 წელი იმეფა, ამ დროისათვის მთელი ხალხი უკვე ბუდისტი იყო. ვედური რელიგია განადგურებულ იქნა.
თუკი უფალი ვიშნუ მეფე გახდება, მთელი ხალხი მას გაყვება. ყველა ქმედება რაც ამ სამყაროში ხდება, უფალი ვიშნუს მამაცობის წყალობითაა. იგი მაიას ანუ ილუზორული ენერგიის მმართველია და ვინც თავს შეაფარებს ამ უფალ ჰარის, თუნდაც ცოდვილი და ბილწი პიროვნება იყოს, განთავისუფლებას მიიღებს.
ბუდა-სიმჰა შაკიასიმჰასგან დაიბადა და 30 წელი მეფობდა. მისი შვილს სახელად ჩანდრა-გუპტა ერქვა, რომელიც სულუვას, პაუსასას იავანა მეფის ქალიშვილზე დაქორწინდა. ამგვარად ერთმანეთს შეურია ბუდიზმი და იავანა. მან 60 წელი იმეფა. მისგან ვინდუსარა იშვა და იგივე ხანი იმეფა, რამდენიც მისმა მამამ. მისი შვილი აშოკა იყო. ამ დროს, ბრაჰმანებიდან საუკეთესომ, კანიაკუბჯამ შეასრულა მსხვერპლშეწირვა არბუდის მთის მწვერვალზე. ვედური მანტრების გავლენით ოთხი კშატრიაგამოვიდა იაჯნის (მსხვერპლშეწირვის) ცეცხლიდან. ამ ოთხს შორის ორამარა იყო სამავედი, ჩაპაჰანი იყო იაჯურვედი, შუკლა იყო ტრივედი და პარიჰარაკა იყო ადჰარვავედი. ისინი მიჩვეულნი იყვნენ სპილოებით მგზავრობას. მათ აშოკა საკუთარი კონტროლის ქვეშ აიღეს და გაანადგურეს ბუდისტები. ნათქვამია რომ იქ 4 მილიონი ბუდისტი იმყოფებოდა და ყველა მათგანი უჩვეულო იარაღით იყო მოკლული. ამის შემდეგ პრამარა ავანტას მეფე გახდა და დიდი ქალაქი გააშენა, სახელად ამბავატი საკუთარი ბედნიერებისთვის. იგი 4 იოჯანას ანუ 32 მილის სიდიდის იყო.

შემდეგ სუტა გოსვამმა თქვა: ,,ჩემო ძვირფასო ბრაჰმანებო, მე იოგა-ნიდრას გავლენის ქვეშ ვარ, მაშ გთხოვთ წადით თქვენთვის შესაფერის აშრამებში და უფალ ვიშნუზე იმედიტირეთ.”

2000 წლის გასრულების შემდეგ სუტა გოსვამმა თქვა: როდესაც კალი-იუგის 3710 წელი გავიდა, იმ დროისათვის პრამარა იყო მეფე, რომლის სათავეში ყოფნამ 6 წელი გასტანა, მას მიეცა შვილი მაჰამადა. მან 3 წელი იმეფა და იგივე ხანი იმეფა მისმა შვილმა დევაპიმ. იგივე მოხდა მისი შვილის, დევადუტას შემთხვევაშიც. მისი შვილი, განდჰარვა-სენა, 50 წლის მეფობის შემდეგ ტყეში წავიდა და თავისი სამეფო შვილს, შანხას გადასცა, რომელმაც 30 წელი იმეფა. უფალმა ინდრამ ზეციური ქალი, სახელად ვირამატი გამოგზავნა განდჰარვა-სანესთან. ძვირფასი ქვის მსგავსი ვაჟი დაბადა მან. მისი დაბადების ჟამს ყვავილების წვიმა მოდიოდა ციდან, მრავალი სადღესასწაულო ინსტრუმენტი უკრავდა და სასიამოვნო სიო ქროდა. ბავშვს შივა-დრიშტი დაარქვეს, რომელმაც მოგვიანებით ჯუნგლებს მიაშურა თავის მოსწავლეებთან ერთად. 20 წლის შემდეგ მან სრულყოფას მიაღწია კარმა-იოგაში. როდესაც კალი-იუგის 3000 წელმა განვლო, კალის საშინელმა სიმპტომებმა იჩინეს თავი. ის ბავშვი კაილასას საიდუმლო ადგილას დაიბადა, უფალი შივას კურთხევით, რათა გაენადგურებინა შაკასები და განევითარებინა არია-დჰარმა ან ვედური რელიგია. მამამისმა განდჰარვა-სენამ საკუთარ შვილს ვიკრამადიტია დაარქვა და ბედნიერი იყო ამით. ბავშვი ძალიან გონიერი და მშობლების დამჯერი აღმოჩნდა. როდესაც 5 წლის გახდა, ტყეში წავიდა ასკეზების შესასრულებლად და ამას 12 წლის განმავლობაში აგრძელებდა. 12 წლის შემდეგ იგი წმინდა ქალაქ ამბავატიში გაეშურა მთელი საკუთარი სიმდიდრით და მიიღო უფალი შივას მიერ გამოგზავნილი ტრანსცენდენტული სამეფო ტახტი. მისი უსაფრთხოებისათვის ქალღმერთმა პარვატიმ შექმნა ვეტალა (მოჩვენებების მეფე) და გაგზავნა იგი მეფე ვიკრამადიტიას სასახლეში. ერთხელ ძლევამოსილი მეფე წავიდა უფალი შივას ტაძარში სახელად მაჰაკალეშვარა, რომელიც სხვა დევების მეთაური იყო, და რომელსაც მშვილდი, სახელად პინაკა ქონდა. იქ იგი უფალ შივას სცემდა თაყვანს. ამ ადგილას მან ააშენა რელიგიური საბჭო სხვადასხვა სახეობის ლითონის სვეტებისაგან და მორთული მრავალნაირი სამკაულებითა და მცენარეებით, ხვიარებითა და ყვავილებით. ამ დარბაზში იგი ღვთაებრივ ტახტს ინახავდა. მან მოიწვია მოწინავე ბრაჰმანები, რომლებიც კარგად განსწავლულები იყვნენ ვედურ ცოდნაში, პატივი მიაგო მათ შესაფერისი სტუმართმოყვარეობით და მრავალი რელიგიური ისტორია მოისმინა მათგან. ამის შემდგომ, ერთ-ერთი ნახევარღმერთი, ვიტალა მოვიდა, რომელსაც ბრაჰმანის ფორმა ქონდა მიღებული. მეფისთვის ხოტბის შესხმისა და კურთხევის შემდეგ იგი დაბლა მოთავსდა და თქვა: ო პლანეტა დედამიწის მმართველო, მეფეო ვიკრამადიტია, თუკი თქვენ გესიამოვნებათ მათი მოსმენა, მე შემიძლია მოგიყვეთ და აგიღწეროთ ისტორიები და მოვლენები.

ასე მთავრდება პრატისარგა პარვას მეშვიდე თავი ბჰავიშია პურანაში.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Sep 25 2010, 10:50 AM
Post #124


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა





11.2. წინასწარმეტყველება ისლამზე.

(პრატისარგა პარვას მესამე ნაწილიდან)

შრი სუტა გოსვამმა თქვა: მეფე შალვაჰანას დინასტიიდან ათი მეფე წავიდა ზეციურ პლანეტებზე, მას შემდეგ, რაც 500 წელი იმეფეს. შემდეგ თანდათანობით დედამიწაზე დაეცა ზნეობა. როდესაც ნახა, რომ მორალური კოდექსი ეცემოდა, იგი გაეშურა დასაპყრობად თავისი ქვეყნიდან ათი ათასი ჯარისკაცით კალიდასას მეთაურობით ყველა მიმართულებით. მან გადაკვეთა მდინარე სინდჰუ და დაიპყრო განდჰარასი, მლეჩიხები, შაკასი, კასმირისი, ნავარასი და სატასი. მან დასაჯა ისინი და უზარმაზარი ნადავლი შეაგროვა. შემდეგ მეფე მაჰამადასთან (მუჰამედი), რომელიც მლეჩიხა-დჰარმას დამცველი იყო, და მის მიმდევრებთან ერთად დიდ ღმერთთან, უფალ შივასთან გაეშურა, რომელიც უდაბნოში იმყოფებოდა. მან განბანა უფალი შივა განგის წყლით და თაყვანისცა საკუთარ გონებაში პანსაგავიათი (რძე, ერბო, იოგურტი, ძროხის ნაკელი და ძროხის შარდი), სანდლის ხის პასტით და ა.შ. შემდეგ ლოცვები მიუძღვნა მას და ასიამოვნა ამით.
სუტა გოსვამმა თქვა: მეფის ლოცვის გაგონების შემდეგ, უფალმა შივამ უთხრა: ო მეფეო ბჰოჯარაია, შენ უნდა წახვიდე ადგილზე, რომელსაც მაჰაკაკშვარა ეწოდება, იმ მიწას ვაჰიკა ქვია და ახლა მლეჩიხების მიერაა წაბილწული. ამ საშინელ ქვეყანაში უკვე აღარ არსებობს დჰარმა. იქ მისტიური დემონი თრიპურა იყო, რომელიც მე უკვე ფერფლად ვაქციე, თუმცა იგი კვლავ მოვიდა ბალის ბრძანებით. მას არ ქონდა საწყისი, მაგრამ მიაღწია კურთხევა მიეღო ჩემგან. მისი სახელი მაჰაოდაა და მისი საქმეები მოჩვენებებისას გავს. მაშ მეფეო, თქვენ არ უნდა წახვიდეთ იმ ბოროტი აჩრდილის მიწაზე. ჩემი წყალობით შენი გონება განიწმინდება. მოისმინა რა ეს, მეფე საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდა.

ის ქალაქი ცნობილია როგორც მათი მომლოცველობის მხარე, ადგილი რომელიც იყო მადინა ან თავისუფალი თრობისაგან. მექნება რა მოჩვენების ფორმა (ბჰუტა), ჩემი მიმდევრების სიმპტომები იქნება ის, რომ ისინი პირველ რიგში მოიკვეთავენ სასქესო ორგანოებს, არ ექნებათ შიკჰა, მაგრამ ექნებათ წვერი. . .
გონიერმა მეფემ, ბჰოჯარაიმ, დაამკვიდრა სანსკრიტი სამი ვარნაში: ბრაჰმანებში, კშატრიებში და ვაისიასებში – და შუდრებისთვის მან შემოიღო პრაკრიტა-ბჰაშა, უბრალო ენა, რომლითაც ჩვეულებრივი ადამიანები საუბრობდნენ.

50 წლის მეფობის შემდეგ იგი ზეციურ პლანეტაზე ავიდა. მის მიერ დამკვიდრებულ მორალური კანონებს ნახევარღმერთებიც კი სცემდნენ პატივს. ღვთისმოშიში მხარე, არია-ვარტა, ვინდჰიას(ჩ)ალას და ჰიმას(ჩ)ალას შუა ან მთებს ვინდჰიასა და ჰიმალაის შუა მდებარეობდა. იქ არიანები ბინადრობდნენ, ხოლო ვარნა-სანკარასები ვინდჰიას ქვემო ნაწილში ცხოვრობდნენ. მუსულმანები მდინარე სინდჰუს მეორე მხარეს იყვნენ.

ბარბარას კუბძულზე ტუშა და მრავალის სხვა ისამსიჰას მიმდევარნი ცხოვრობდნენ და მათ მეფე ან ნახევარღმერთები მართავდნენ.


11.3. წინასწარმეტყველება ბუდიზმზე

(პრატისარგა პარვას 29-ე თავიდან)

დიდი ხნის წინ, სიტრარსად ცნობილ ქვეყანაში ზეციური პლანეტების მკვიდრნი ჩამოდიოდნენ სათამაშოდ შემოდგომის პერიოდში. ერთ დღეს ზეციური აპსარა, ცნობილი როგორც მანიუგოშა, ჩამოვიდა იმ ადგილას, სადაც ბრძენი შუკა ბინადრობდა. მშვენიერი ჭაბუკი რომ დაინახა, მან სცადა იგი სიმღერითა და ცეკვით მოეხიბლა, აღვსილი იყო რა ბილწი სურვილებით. იგი ულამაზესი ლოცვით ადიდებდა მას და მისკენ ხელებგაწვდილი სცემდა თაყვანს. ასე თუ ისე, მან მოახერხა ესიამოვნებინა მუნი. შემდეგ დიდებულმა შუკამ, ისმინა რა ამ კეთილი მლოცველის, სთხოვა მას გამოეთხოვა ლოცვა-კურთხევა. მანიუგოშამ მოკრძალებით თქვა: ,,ო უფალო, შენ ხარ დამცველი ყველასი, ვინც კი შენს კალთას აფარებს თავს. ამიტომ მე შენი კალთის ქვეშ ვარ, გთხოვ გახდი ჩემი ქმარი”. ბრძენმა თანხმობა გამოუცხადა მას და რამოდენიმე ხნის შემდეგ შეეძინათ ვაჟი სახელად “მუნი”, რომელიც 12 წლამდე მკაცრ ასკეზებს ასრულებდა. იგი ოქროს ღმერთის, სვარნადევას ქალიშვილზე დაქორწინდა. მათ ქალიშვილი შეეძინათ და კინნარი დაარქვეს სახელად. იგი ძალიან ახალგაზრდა და მშვენიერი იყო. იგი ასკეზებს ასრულებდა რათა ესიამოვნებიდა უფალი შივა, და წყალობის სახით უფალმა შივამ იგი დინჯ ბრძენ მაკარანდასთან განამწესა.
შემდეგ მამამისმა მუნიმ, სთხოვა უფალ შივას მისი ქალიშვილის დალოცვა, რათა წარმატებულად გაევლოთ ამქვეყნიური ცხოვრება.

უფალმა შივამ თქვა: 30 წლამდე შენ იხარებ დედამიწის შუაში მდებარე შენი ქვეყნით, შემდეგ კი იგი განადგურდება. ეს რომ შეიტყო, მუნი მაკარანდასთან ერთად თავის სამყოფელში გაემგზავრა და იქ ცხოვრობდა. როგორც კი 29-ე წელი დაიწყო, იმ მეფეებს შორის, რომლებიც კრიშნას მეგობრების ინკარნაციები იყვნენ, ომი დაიწყო. ბაუდა, ნიუჰას (შემცირებული ხალხი) მმართველი, თავს დაესხა უმშვენიერეს ქალაქ ნეტრაპალას, რადგანაც ეგონა, რომ ქალაქი სხვადასხვა სახის ძვირფასეულობით იყო მორთული. ძლევამოსილი მეფე ბაუდჰა-სიმჰა რომელსაც შვიდი მილიონი ჯარისკაცი ყავდა, ებრძოდა მეფებს, რომლებსაც სამ მილიონიანი ჯარი ყავდათ. საშინელი ბრძოლა ორ მხარეს შორის შვიდი დღე და ღამე გაგრძელდა. უძლიერესი მეფეები, რომლებმაც დახოცეს მოწინააღმდეგის მეომრები დაცული ბაუდა-სიმჰას მიერ, იყვნენ იოგა-სიმჰა, ბჰოგა-სიმჰა და ვიჯაია.

ამის შემდეგ უფრო მეტი ბუდისტები მოვიდნენ ქვეყნებიდან სახელად შიამა და ჯაპაკა, და ყველა მათგანი ჯადოქარი იყო. მათ კვლავ გადაიხადეს ხანგრძლივი ბრძოლა, რომელიც ერთ თვეს გრძელდებოდა. ნეთრასიმჰა მოვიდა რვა გენერლის მფარველობის ქვეშ მყოფი შვიდი მილიონი ჯარისკაცით, რათა გაენადგურებინა ბუდისტები. ბუდისტებს შეეშინდათ, ყველამ დატოვა ინდოეთი და ჩინეთში გაემგზავრნენ, რათა იქიდან გაეგრძელებინათ ბრძოლა. მოწინააღმდეგის არმიაც განაგრძობდა მათ კვალდაკვალ სიარულს. როდესაც ისინი მდინარე ჰუჰას სანაპიროს მიადგნენ, ბრძოლა კვლავ განახლდა, ეს მოხდა მაგჰის თვეში, იანვრის თვის მეორე ნახევარში. მილიონი ჯარისკაცი იბრძოდა თითოეული სახელმწიფოდან: სიამადან და ჯაპაკადან, და ათი მილიონი ჩინეთიდან. მეორე მხარეს კრიშნამსა, დევა, ნეტრაპალა, მანდალიკა, დჰანიაპადა, ლალასიმჰა, ტალანა და ჯანა ნაიაკა იყვნენ გენერლებად და თითოეულ მათგანს ერთი მილიონი ჯარისკაცი ყავდა. საშინელი ბრძოლა გაიმართა ბუდისტებსა და არიანელებს შორის. ამ ომში შვიდი მილიონი ბუდისტი და ორი მილიონი არიანელი დაიღუპა. ბუდისტებს შეეშინდათ და გაიქცნენ ბრძოლის ველიდან საკუთარ სახლებში, რათა დაემზადებინათ ხის ლაშქარი ხელსაწყო-დანადგარების მეშვეობით. მათ ათი ათასი სპილო (ხის) დაამზადეს მებრძოლებთან ერთად, ერთი მილიონი ცხენი, ათასი ბიზონი (კამეჩი), ათასი ტახი, ათასი ვეფხვი, ათასი გედი და შვიდი ათასი აქლემი. ყველა ამ ქმნილებას ხის მეომარი ყავდა ზურგზე შემოსმული. ამგვარად, ამ 125 000-იანი ხის არმიით მათ დახოცეს ორი მილიონი ჯარისკაცი, რომელნიც კრიშნამსას ემორჩილებოდნენ. იხილა რა ეს საოცრება, ჯაიანტამ, რომელიც გამოცდილი მებრძოლი იყო, ცეცხლოვანი ისრები დაუშინა ხის ლაშქარს, რის შედეგადაც არმია განადგურდა და ფერფლად იქცა. მხოლოდ სამი მილიონი კშატრია (მებრძოლი) გადარჩა და ისინი კვლავ და კვლავ ადიდებდნენ
დახელოვნებულ მებრძოლ ჯაიანტას. შემდეგ ბუდისტებმა ჩინეთიდან გააკეთეს ოცი ათასი ძლიერი რკინის ცხენი ჩALVAღY (აქვს ორი მნიშვნელობა: გოლგოთა და მძიმე განსაცდელი) და გააგზავნეს საბრძოლველად. ძლევამოსილმა მებრძოლმა იოგასიმჰამ, რომელიც სპილოზე იყო ამხედრებული და ხელთ მშვილდ-ისარი ეპყრა, კისერში ესროლა რკინის მებრძოლებს. იოგასიმჰას ისრებით დაშავებული ხუთი ატასი ჯარისკაცი დაიღუპა. ეს რომ ნახა, ბაუდასიმჰამ გააკეთა რკინის ვეფხვი და იოგასიმჰასთან გააგზავნა. ამ ვეფხვის თავდასხმის შედეგად საბოლოოდ იოგასიმჰა გარდაიცვალა, რის შემდეგაც ცხენზე ამხედრებული ბჰოგასიმჰა წავიდა ვეფხვთან საბრძოლველად. მან ყუმბარის ტყორცნით მოკლა ვეფხვი და ხმამაღლა დაიღრიალა. შემდეგ მასთან ლომი გააგზავმა ბაუდასიმჰამ, რის მიერაც მოკლული იქნა იგი (ბჰოგასიმჰა). როდესაც სვარნა-ვატის შვილმა (ჯაიანტამ) იხილა, რომ მისი დედისეული ბიძები დახოცილები იყვნენ, იგი უძლიერეს ცხენზე ამხედრდა და ბაუდასიმჰასთან გაემგზავრა. მან ილუზორული ისრები აიღო და მოწინააღმდეგის ლაშქარი ილუზიაში ჩააგდო ბაუდასიმჰასთან ერთად, ათი ათასი მეფე შეიპყრო ბაუდასიმჰას ჩათვლით და დაბრუნდა კრიშნამსებთან გაანადგურა რა მექნიკური ლაშქარი.

შემდეგ ყველა გახარებული წავიდა ქალაქში და გაძარცვეს სასახლის ქონება, რომელიც ძალიან ძვირფასი იყო და დაბრუნდნენ მეფის ციხე-სიმაგრეში. ჯაიანტა მოვიდა და გაანთავისუფლა ბაუდასიმჰა. განთავისუფლებულმა თავისი ქალიშვილი პადმაია შესთავაზა ჯაიანტას და ასევე 100 000 000 ოქროს მონეტა მის საამებლად. ამის შემდეგ ყველა ბუდისტმა ფიცი დადო შემდეგი სიტყვებით: ,,ჩვენ არასოდეს წავალთ არია-დეშაში ქვეყნის დასაპყრობად”. რის შემდეგაც მოწიწებით დატოვეს იქაურობა. ისინი ნეტრაპალაში გაემგზავრნენ დარჩენილი სამი მილიონი ჯარისკაცით.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Oct 17 2010, 04:12 PM
Post #125


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atman
Atman
ციტატა(atman @ 10th May 2010 - 11:49 AM) *
გავაკეთებ ერთგვარ შეჯამებას და დავდებ ყველა იმ ტექსტს, რისი ქართული ვერსიებიც მაქვს.

"ბჰაგავად გიტა"
"შრიმად ბჰაგავატამი" (1 სიმღერის 1 და 2 ნაწილები)
კრშნას დაბადება
კრშნა და ქრისტე
შრი იშა-უპანიშადი
შრი შიკშაშტაკა
ვედების მორფოლოგია
ვედური კოსმოგრაფია
დრო
ბგერის მნიშვნელობა ვედებში
"ადამი და ევა"
უფლის სამსახური

http://allshares.ge/download.php?id=737E413145
http://www.bin.ge/file/146895/veda.rar.html

ველოდები წინადადებებს და შეკითხვებს...

ამ ლინკის განახლება შეგიძლია. რაღაც გვიან შემოვედი თემაში არ მუშაობს უკვე wink.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Oct 17 2010, 04:22 PM
Post #126


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(tikoroma @ 29th April 2010 - 09:55 PM) *
ბგერა და ბგერის მნიშვნელობა ვედებში

ძალიან საინტერესო სტატიაა. ყველაფერი რა მარტივი და იოლია. აქედან იხსნება არა მარტო მანტრების და ლოცვის, აფირმაციების მნიშვნელობაც. კარგი იქნებოდა ჩვენი სულიერი მოძღვრებიც ასე განუმარტავდნენ ხალხს რატომ უნდა ილოცონ და იმარხულონ. მაშინ უფრო მეტი ადამიანი შეძლებდა განვითარებას და მაღალ საფეხურზე გადასვლას.
კაცმა ხომ უნდა იცოდეს რა არის ლოცვის მიზანი?რაში უშლით ცოდვილი ცხოვრება ხელს?



--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Oct 17 2010, 09:28 PM
Post #127


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma
QUOTE(tikoroma @ 17th October 2010 - 05:12 PM) *
ამ ლინკის განახლება შეგიძლია. რაღაც გვიან შემოვედი თემაში არ მუშაობს უკვე


ავტვირთე და სხვა კარგი ტექსტებიც დავამატე. ზოგიერთი ძალიან კარგი სემინარია ვედების თემაზე:

http://bin.ge/file/17035/Vedas.zip.html


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Nov 11 2010, 08:35 PM
Post #128


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სემინარი ვედანტა სუტრაზე

ეს არის სემინარი, რომელიც ეხება ადი შანკარაჩარიას, ვედანტა სუტრას ყველაზე ცნობილ კომენტატორს, თავად ვედანტა-სუტრას, იმპერსონალიზმის ფილოსოფიას და მის შედარებას პერსონალიზმთან:

История прихода Шанкарачарьи
http://goswami.ru/archive/66/#История прихода Шанкарачарьи

Основы философии майавады
http://goswami.ru/archive/67/#Основы философии майавады

Структура Веданта Сутры
http://goswami.ru/archive/67/#Структура Веданта Сутры

Книги Веданта Сутры
http://goswami.ru/archive/67/#Книги Веданта Сутры

Истинное толкование Веданта Сутры
http://goswami.ru/archive/67/#Истинное толкование Веданта Сутры

Консультация по Веданта Сутре
http://goswami.ru/archive/67/#Консультация по Веданта Сутре

Обзорная консультация
http://goswami.ru/archive/67/#Обзорная консультация


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Nov 13 2010, 10:13 AM
Post #129


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მონაკვეთი უპანიშადებიდან:


АЙТАРЕЯ УПАНИШДА
ПЕРВАЯ ЧАСТЬ


Первая глава

1. Поистине, это было вначале одним Атманом. Не было ничего другого, что бы мигало. Он подумал: "Теперь я создам миры".
2. Он создал эти миры: небесные воды, частицы света, смерть, воду. Небесные воды - над небом, небо - [их] опора, воздушное пространство - частицы света, земля - смерть; что находится внизу, то - вода.
3. Он подумал: "Вот эти миры. Теперь я сотворю хранителей миров". И, извлекши из вод пурушу, он придал ему внешний облик.
4. Он согрел его. Рот этого согретого раскрылся, словно яйцо; изо рта [вышла] речь, из речи - огонь. Ноздри [его] раскрылись; из ноздрей [вышло] дыхание, из дыхания - ветер. Глаза [его] раскрылись; из глаз [вышло] зрение, из зрения - солнце. Уши [его] раскрылись; из ушей [вышел] слух, из слуха - страны света. Кожа [его] раскрылась; из кожи [вышли] волосы, из волос - травы и деревья. Сердце [его] раскрылось; из сердца [вышел] разум, из разума - луна. Пуп [его] раскрылся; из пупа [вышел] выдох, из выдоха - смерть. Детородный член [его] раскрылся; из детородного члена [вышло] семя, из семени - вода.
Вторая глава
1. Будучи сотворены, эти божества погрузились в этот великий океан. [Атман] подверг этого [пурушу] голоду и жажде. [Божества] сказали ему: "Сотвори нам пристанище, пребывая в котором мы поедали бы пишу".
2. Он привел им корову. Они сказали: "Поистине, этого нам недостаточно". Он привел им лошадь. Они сказали: "Поистине, этого нам недостаточно".
3. Он привел им пурушу. Они сказали: "Да, это хорошо сделано". Поистине, поэтому пуруша - это хорошо сделанное. [Атман] сказал им: "Войдите каждый в свое пристанище".
4. [Тогда] огонь, став речью, вошел в рот. Ветер, став дыханием, вошел в ноздри. Солнце, став зрением, вошло в глаза. Страны света, став слухом, вошли в уши. Травы и деревья, став волосами, вошли в кожу. Луна, став разумом, вошла в сердце. Смерть, став выдохом, вошла в пуп. Вода, став семенем, вошла в детородный член.
5. Голод и жажда сказали ему [Атману]: "Сотвори [пристанище и] нам". Он сказал им: "Я доставляю вам долю в этих божествах, я делаю вас соучастниками в них". Поэтому, какому божеству ни приносится подношение, голод и жажда бывают соучастниками в нем.


რამეს ხომ არ გაგონებთ? wink.gif


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Nov 19 2010, 08:54 PM
Post #130


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ბჰაგავად-გიტას აუდიო ვერსია რამდენიმე ენაზე (სანსკრიტი, ინგლისური, ეპანური, ფრანგული, ჰინდი, გუჯარატი, არაბული). შეგიძლიათ მოისმინოთ ონლაინში:

http://www.bhagavad-gita.us/articles/664/1...udio/Page1.html


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Dec 21 2010, 09:06 PM
Post #131


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ძალიან კარგი წიგნი ვიპოვე ვედურ წინასწარმეტყველებებზე (word-ის ფორმატში) - ძირითადად "ბჰავიშია პურანას" გარჩევაა, მაგრამ არამარტო...
ამ წიგნში ნაკლებადაა ზუსტი თარიღები, მაგრამ რაც წერია ყველაფერი აღსრულდა ან აღსრულდება... ისიამოვნეთ... wink.gif


Стивен Кнапп - Ведические предсказания



გადმოსაწერი ლინკი:
http://bin.ge/file/24059/-----------------...------.doc.html




--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Dec 27 2010, 04:49 PM
Post #132


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ბჰაგავად გიტა

შრილა პრაბჰუპადას კომენტარით

(ახალი ვერსია)



გადმოსაწერი ლინკი:
http://bin.ge/file/24758/Bhagavad-Gita--Geo-new-.zip.html

წარმოგიდგენთ ბჰაგავად-გიტას უახლესი ქართულ თარგმანს (ვორდის ფაილებად). წინა თარგმანისგან განსხვავდება იმით, რომ დაწერილია უფრო მხატვრული და ლიტერატურული ენით, შესაბამისად უფრო სასიამოვნო წასაკითხია. ეს არ არის საბოლოო ვერსია, ამიტომ შეიძლება სადმე ორთოგრაფიულ შეცდომებსაც წააწყდეთ, მაგრამ მხოლოდ კრიშნამ იცის, ეს წიგნი როდის დაიბეჭდება, ასე რომ ჯობია ახლავე წაიკითხოთ smile.gif


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post Dec 27 2010, 10:45 PM
Post #133


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atman

მადლობთ რომ წარმოგვიდგენ, მოსმენილი კი მაქვს მაგრამ მაინც თვალს ვავლებ რაღაცეები მაინტერესებს

ატმან თუ ღმერთმა შექმნა ყველაფერი და ეს ღმერთი არი მკვეთრად პიროვნული (როგორც თქვენ ხედავთ ) ასე თუ აღვიქვავთ მაშინ იყო დრო როცა არაფერი არ იყო მაგრამეს პიროვნება ღმერთი მაინც იყო ხო მერე როგორც თქვენ იძახით შექმნა სხვადასხვა რაღაცეები ანუ მოხდა მისი ენერგიების სახვადასხვა მანიფესტაცია .

აქედან გამომდინარე ერთი კითხვა მაქვს შენ როგორ ხედავ ღმერთმა შექმნა ჩვენი სულებიც ? ანუ უბრალოდ არ ვარსებობდით და შეგვქმნა .

თუ

ჩვენ ვართ ღმერთის მანიფესტაცია ანუ იმის რომელიც არც არსდროს შექმნილა და არც არასდროს შეუქმნია რამე რომელიც აბსოლუტიდან ნაწევრდება ფორმებათ და შემდეგ ისევ ხდება აბსოლუტი (ხდება ესეც პირობითად თორე როდესაც სხვადასხვა ფორმა ქონდა მაშინაც ისეტივე აბსოლუტი იყო როგორც მას შემდეგ ...

თუ მიპასუხებ მოკლედ მითხარი რა გთხოვ ნუ აბსტრაქციაებით რა ხო ხვდები smile.gif



--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....


Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Dec 28 2010, 08:47 AM
Post #134


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Existence

QUOTE(Existence @ 27th December 2010 - 11:45 PM) *
აქედან გამომდინარე ერთი კითხვა მაქვს შენ როგორ ხედავ ღმერთმა შექმნა ჩვენი სულებიც ? ანუ უბრალოდ არ ვარსებობდით და შეგვქმნა .



ბჰაგავად-გიტა 2.12

არასოდეს ყოფილა ჟამი, როდესაც მე, შენ ან ყველა აქ შეყრილი მეფე არ ვარსებობდით, მომავალშიც არ დადგება დრო, როცა ჩვენ აღარ ვიქნებით. არც ერთ ჩვენთაგანს სიკვდილი არ გვიწერია, ამქყვენად მარად მოვიქცევით და მივიქცევით მარადისობისაკენ.

შინა-არსი: ვედებში, “კათჰა უპანიშნადსა” და “შვეტაშვატარა უპანიშადშიც” ნათქვამია, რომ უზენაესი ღმრთაებრივი პიროვნება ასულდგმულებს უთვალავ ცოცხალ არსებას, რომელთაც გარსად უქმნის სხვადასხვა სხეულებრივ ფორმებს, მათი პიროვნული ქცევისა და ამ ქცევის შედეგების შესაბამისად. ამასთანავე თავად უზენაესი უფალი თავისი სრული ნაწილით დამკვიდრებულია ყოველი ცოცხალი არსების გულში.

მხოლოდ წმინდანებს, რომლებიც ყველაფერს წიაღში და მის გარეთ ერთსა და იმავეს – უზენაეს უფალს ჭვრეტენ, შეუძლიათ სრულყოფილი და მარადიული მშვიდობის მოპოვება.

ვედური ჭეშმარიტება, რომელიც არჯუნას უფლისაგან გადაეცემა, განკუთვნილია ყველა იმათთვის, ვისაც თავი დიდ სწავლულად წარმოუდგენია, მაგრამ მათი ცოდნა სინამდვილეში მწირი და დაშრეტილია. უფალი გარკვევით ამბობს, რომ თავად არჯუნა და ბრძოლის ველზე შეკრებილი ყველა მეფე მარადიული ინდივიდუალური არსებები არიან და რომ უზენაესი მარადჟამული მასულდგმულებელია ამ არსებებისა – იქნებიან ისინი განპირობებულნი თუ სულიერ თავისუფლებას ზიარებულნი.

უზენაესი უფალი უმაღლესი ინდივიდუალური პიროვნებაა, არჯუნა უფლის მარადიული თანამგზავრია და იქ თავმოყრილი ყოველი მეფეც მარადიული არსებანი არიან.

არ არის სწორი, თითქოს ისინი როგორც ინდივიდები, არ არსებობდნენ წარსულში და არც მომავალში უწერიათ მარადიულ პიროვნებებად დარჩენა. სინამდვილეში, ისინი თითოეულად იყვნენ წარსულში და ეს ცალკეული მყოფობა მომავალშიც შეუწყვეტლივ გაგრძელდება. ნუთუ ამის შეცნობის შემდეგ შეიძლება ვინმეზე გლოვა-ტირილი?!

უფალი კრიშნა, უმაღლესი ავტორიტეტი, უარყოფს მაიავადების თეორიას, რომ ინდივიდუალური სული განთავისუფლების შემდეგ მაიას, ანუ ილუზიის საბურველს იხსნის და უპიროვნო ბრაჰმანს ერწყმის, რითაც საკუთარ ცალკეულ არსებობას კარგავს. არ არის სწორი ის თეორიაც, რომ ინდივიდუალობა მხოლოდ განპირობებულ სულს ახასიათებს. კრიშნა გარკვევით მიუთითებს, რომ მომავალშიც (როგორც ეს უპანიშადებშია დადასტურებული) უფლისა და ყველა სხვა ცოცხალი არსებების ინდივიდუალობა მარადიულად გრძელდება. ეს აზრი უსიტყვოდ მისაღებია! თავად კრიშნა ილუზიის საბურველქვეშ არ ექცევა. ინდივიდუალობა რომ უდავო ჭეშმარიტება არ იყოს, მაშინ მომავალთან დაკავშირებით მაინც უფალი ესოდენ დიდ ყურადღებას არ გაამახვილებდა მასზე.

მაიავადები შეიძლება შემოგვედაონ – ინდივიდუალობა, რაზედაც კრიშნა ლაპარაკობს, მატერიალურია და არა სულიერი. თუ დავეთანხმებით არგუმენტს, რომ ინდივიდუალობა მატერიალურია, როგორ უნდა გავაცნობიეროთ კრიშნას ინდივიდუალობა? უფალი ადასტურებს, რომ იგი ინდივიდუალური იყო წარსულში და ასეთად დარჩება მომავალშიც, რომ უპიროვნო ბრაჰმანი მას ემორჩილება და ყოველთვის შეინარჩუნებს თავის სულიერ კერძოობას. თუ კრიშნას მივიჩნევთ უბრალო განპირობებულ სულად, რომელსაც ინდივიდუალური ცნობიერება ახასიათებს, მაშინ მისი “ბჰაგავად-გიტა”, როგორც ავტორიტეტული წმინდა წერილი, ყოველგვარ აზრს კარგავს.

უბრალო ადამიანი, რომელსაც კაცთათთვის ნიშნეული ოთხივე ნაკლოვანება ახასიათებს, ვერ გვასწავლის ვერაფერს ისეთს, მოსასმენად რომ ღირდეს. “გიტა” ყოველივე ასეთ ქადაგება-სწავლებაზე მაღლა დგას – ვერც ერთი საერთო შინაარსის წიგნი ვერ გაუტოლდება მის ზესიბრძნეს. თუ კრიშნას უბრალო ადამიანად ჩავთვლით, რაღა დარჩება “გიტას” მთელი ღვთაებრივი დიდებულებიდან?!

მაიავადები არ ცხრებიან – ამ ლექსში მოცემული მრავლობითობა – მეფენი – პირობითია და სხეულს ეხება მხოლოდო. ეს თუ მართალია, წინა ლექსში რატომ იქნა დაგმობილი ასეთი შეხედულებანი სხეულზე. მას შემდეგ, რაც თავად უფალმა დაგმო ცოცხალ არსებათა სხეულისეული შეხედულება, პირობით მრავლობითობაზე აგებულ მტკიცებას ისევ სხეულს რატომ დაუკავშირებდა?! აშკარაა, რომ ინდივიდუალობის ფაქტი დასაბუთებულია სულიერ საფუძველზე, რასაც ისეთი დიადი აჩარიები ადასტურებენ, როგორებიც არიან შრი რამანუჯა და სხვები.

“გიტაში” მრავალგან არის გარკვევით ნათქვამი, რომ ამ სულიერი ინდივიდუალობის შეცნობა მხოლოდ უფლის ერთგულთ ძალუძთ. მათ, ვინც მოშურნეობით გულგასერილი უყურებენ კრიშნას, როგორც უზენაეს ღმთაებრივ პიროვნებას, ამ დიად ლიტერატურამდე გონება არ მოუწვდება. არაერთგულების მცდელობა – გაიგონ “გიტა” – იმ ფუტკრის ამაო ბზუილსა ჰგავს, რომელიც თავდახურულ თაფლის ქილას დასტრიალებს და გარედან აპირებს ყვავილთა ნექტარის დაგემოვნებას.

როგორც ამ წიგნის მეოთხე თავშია ნათქვამი, “ბჰაგავად-გიტას” იდუმალ სიღრმეებში ჩაწვდომა მხოლოდ ერთგულებს შეუძლიათ, სხვა მას ვერავინ შეძლებს. “გიტას” სიახლოვესაც ვერ გაეკარებიან ისინი, ვისაც უფლის არსებობის თვით ფაქტიც კი სადაოდ გაუხდიათ. ამიტომ არის, რომ “გიტას” ახსნა-განმარტებებში, რაც მაიავადთა ჭკუის ნაცოდვილარით არის დაღდასმული, მთელი ჭეშმარიტება განგებ თავდაყირაა დაყენებული და მკითხველსაც თავგზას ურევს.

უფალმა ჩაიტანიამ აგვიკრძალა მაიავადების კომენტარების კითხვა და გაგვაფრთხილა – ამ ცრუსწავლულთა შეხედულებების გაზიარება “გიტას” ჭეშმარიტი იდუმალი სიბრძნის შეცნობის უნარს აჩლუნგებს.

ინდივიდუალობა რომ ემპირიულ სამყაროს ეხებოდეს მხოლოდ, მაშინ უფლის მოძღვრება აღარ იქნებოდა საჭირო. როგორც აღვნიშნეთ მრავლობითობა სულისა და უფლისა მარადიული ფაქტია, რაც დადასტურებულია ვედებში.




ეს პრაბჰუპადას კომენტარი იყო... ჩემი აზრით მატერიალური გონებით შენს კითხვაზე სრულყოფილი პასუხის გაცემა შეუძლებელია. მაგრამ ფაქტია, ინდივიდუალური სული მარადიულია და მას არც დასაწყისი გააჩნია, არც დასასრული. რატომ ჩამოვარდა მატერიალურ სამყაროში და რატომ მოექცა ილუზიის ქვეშ ამაზე პასუხის გაცემა კიდევ უფრო რთულია. მითუმეტეს, მაშინ, როცა თვისობრივად, ღმერთისგან არ განვსხვავდებიოთ, უბრალოდ უზენაესი ღმერთები არ ვართ და მისი უსასრულოდ მცირე ნაწილაკები ვართ. ვფიქრობ ამის მიზეზი მაინც ცენტრში ყოფნის (ანუ უზენაესობის) ამბიციაა. ან შეიძლება ცენტრში დგომა არ გვინდოდეს, მაგრამ ცენტრის არსებობასაც არ ვაღიარებდეთ (იმპერსონალიზმი).

QUOTE(Existence @ 27th December 2010 - 11:45 PM) *
თუ

ჩვენ ვართ ღმერთის მანიფესტაცია ანუ იმის რომელიც არც არსდროს შექმნილა და არც არასდროს შეუქმნია რამე რომელიც აბსოლუტიდან ნაწევრდება ფორმებათ და შემდეგ ისევ ხდება აბსოლუტი (ხდება ესეც პირობითად თორე როდესაც სხვადასხვა ფორმა ქონდა მაშინაც ისეტივე აბსოლუტი იყო როგორც მას შემდეგ ...


ბრაჰმანში შერწყმა, ანუ თითქოს აბსოლუტის პირვანდელი სახის მიღება, ეს უმაღლესი ილუზიაა, რომელიც ასევე დროებითია. შეუძლკებელია აბსოლუტი ილუზიაში მოექცეს, თუნდაც ნაწილაკის სახით. ეს თვისება მხოლოდ მოსაზღვრე ენერგიას, ანუ ინდივიდუალურ სულს (ჯივ-ატმას) აქვს, როელიც ისევე ინდივიდუალურია, როგორც უზენაესი ღმერთი.

იმპერსონალისტებს აბსოლუტურად ვეთანხმები იმაში, რომ თვისობრივად ღვთაებრივნი ვართ და არ შეგვშვენის პირუტყვებივით ცხოვრება, მაგრამ "კიბოს უჯრედი" ბოლომდე მხოლოდ მაშინ გარდაიქმნება ჯანმრთელ უჯრედად, როცა ბოლომდე აღასრულებს ტვინის ნებას (თუმცა ეს მეტაფორა რა თქმა უნდა კარგად ვერ ასახავს რეალობას).

წარმოიდგინე თავად მატერიალური სამყაროს შემოქმედი - ბრაჰმაც კი, თვისობრივად არ განსხვავდება ჭიანჭველასგან, ანუ ჯივ-ატმაა, მაგრამ უსასრულოდ პატარაა კრიშნასთან და მის სხვა ფორმებთან შედარებით. ჰოდა გამოდის მერე ვიღაც და ამბობს: "მე და კრიშნა ერთნი ვართ, უბრალოდ დამავიწყდა რომ კრიშნა ვარ და უნდა გავიხსენოო" smile.gif

კრიშნას არასოდეს ავიწყდება რომ კრიშნაა და მისი თითქოს მატერიალური ფორმაც კი სულიერია.

იმედია გავეცი შენს კითხვას პასუხი smile.gif


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post Dec 28 2010, 11:23 AM
Post #135


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atman

smile.gif ჯიგარი ხარ. მადლობთ პასუხისთვის

მარა smile.gif

QUOTE(atman @ 28th December 2010 - 08:47 AM) *
ან შეიძლება ცენტრში დგომა არ გვინდოდეს, მაგრამ ცენტრის არსებობასაც არ ვაღიარებდეთ (იმპერსონალიზმი).


ამაში არ გეთანხმები იცი შენ , ნუ ისე როგორც შენ გწამს ხო ..გასაგებია რომ ესე აღიქვავ, მოკლედ ამაზე ჩემი აზრი იცი და გვიკამათია კიდეც ადრე ეხლა აღარ დავიწყებ .

აბსოლუტის პერიფერია არ არსებობს ისე.. ხო და.. ამიტომ რატო მოვექეცით ილუზიაში თუნდაც ნაწილაკები პიროვნული ღმერთის არისტოტელეს ტვინით ამას რომ ვერ ჩაწვდები ვიცი მეც კარგად მაგრამ შენ რა მაგალითიც მოიყვანი აქ

QUOTE
ვფიქრობ ამის მიზეზი მაინც ცენტრში ყოფნის (ანუ უზენაესობის) ამბიციაა
აქ ჩანს მაინც ჩვენი სასჯელი თქვენი გაგებით ხო ასეა არა.. ანუ როცა ილუზიაში მოვექეცით დავისაჯეთ.
ამის ჩემი აღქმა სხვაგვარია ჩვენ (ცოტა შეიძლება გაუგებარი მეტაფორაა თუ ბუკვალურად აიღებ) უბრალოდ ვიწყებთ შეცნობას საკუთარი თავისვე .. ნუ შეიძლება ესეც ვთქვათ რომ თამაშის სახით, ხოლო ეს ხდება ტონკი პლანზე მომენტალურად ხოლო სხვადასხვა დაბალ პლანებზე ეს თამაში მიდის ერთი შეხედვით დიდი ხანი. ამიტომ არ ვადარებ ღმერთს მხატვარს და ვადარებ მოცეკვავეს .. ხო ამაზეც გვილაპარაკია ადრე..


კიდე მაინტერესებს ერთი
QUOTE
მაიავადები არ ცხრებიან
biggrin.gif

თუ ჩვენ ჯივ-ატმებივართ მითხარი რა არის ჯივ-ატმას უმაღლესი მიზანი ?

და მითხარი ოღონდ არ დამიწყო ეხლა ღმერთობა გინდაო და რაღაცეები biggrin.gif იმიტომ რომ მე სხვანაერად ვხედავ ღმერთობას და იქ ეგოისტური ღმერთობა სისულელეეა .

თუ შევადარებთ ორგანიზმს და დავყოფთ ტვინი არის კრიშნა პიროვნულად უჯრედები ჩვენ პიროვნულად ატმან მითხარი რელიგიური ემოციების გარეშე რატომ უნდა ვუყუროთ ესე დაყოფილად ტვინი პიროვნება ღმერთი და უჯრედი პიროვნება ჩვენ, ხო შეიზლება არა ცოტა სხვა კუთხით შევხედოთ (ცოტა მაღლიდან)და ვთქვათ რომ ეს არის მთლიანად უპიროვნო კი არა არამედ პიროვნული ერთი ორგანიზმი და ტვინს ისევე არ შეუძლია იარსებოს უჯრედის გარეშე როგორც უჯრედს ტვინის გარეშე.

მომკალი და მე იცი რა მგონია.. იყო და ეხლაც ალბათ არის ეწ. იმპერსონალისტების არასწორი დამოკიდებულებები რა.. და ამიტომ გახდა საჭირო რო ეთქვა კრიშნას რომ პიროვნება არ იკარგებაო და სხვა ... მე ვთვლი რომ ბევრი კრიშნას ჭეშმარიტებიდან ვერ აიღეს არსი და ფორმებს გამოეკიდნენ ამიტომაც არის ამხელა გაუგებრობა ეწ.პერსონალისტებს და ეწ.იმპერსონალისტებს შორის.

პროსტა შენი აზრი მითხარი რა იმიტომ რომ უფრო გულწრფელი იქნება, თორე ეხლა ბრაჰმანის ცოდნით სავსე აზრი უფრო არ მაინტერესებს მართალი რომ გითხრა.



QUOTE(atman @ 28th December 2010 - 08:47 AM) *
არასოდეს ყოფილა ჟამი, როდესაც მე, შენ ან ყველა აქ შეყრილი მეფე არ ვარსებობდით, მომავალშიც არ დადგება დრო, როცა ჩვენ აღარ ვიქნებით. არც ერთ ჩვენთაგანს სიკვდილი არ გვიწერია, ამქყვენად მარად მოვიქცევით და მივიქცევით მარადისობისაკე


smile.gif ეს არის ზალიან დიდი სიბრძნე და ბევრი ეწ პერსონალური ღმერთის მოწამე რელიგიები ვერ ხვდებიან ეს როგორ უნდა იყოს
ჩემი აზრით ამ ფრაზის მერე პერსონალიზმის და იმპესონალიზმის აღქმა ისე კლიშეებად როგორც ჩვენ ვუდგებით და ჩვენამდე ხედავდნენ დაპირისპირებული მხარეები მაინც დიდი სისიულელეარა.


--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....


Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post Dec 28 2010, 11:41 AM
Post #136


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ხო და ატმან კიდე ერთი, ამ საიტზე http://www.sulo-cana.narod.ru/ ტიპი რომ იძახის ჰარე კრიშნას მანტრას ეს ვინააა ხო არ იცი?
და სანამ ამ შენელებულ მანტრას იტყოდა ადრე რო შევდიოდი იგივე კაცი იძახდა უფრო ჩქარა ამ მანტრას .
მკლედ ამ კაცის ნათქვამი ის მანტრა მაგრად მოწონდა biggrin.gif რაღაც გაპრანჭვის და დაყენებული ლაპარაკის გარეშე ამბობს და ხო არ იცი ვინაა ან ის ძველი აჩქარებული მანტრა სად ვნახო ადრე რო იძახდა შესვლის თანავე ?


--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....


Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Dec 28 2010, 01:13 PM
Post #137


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Existence @ 28th December 2010 - 12:23 PM) *
აბსოლუტის პერიფერია არ არსებობს ისე..


ვეცდები ისევ უხეში მაგალითით ავხსნა. სულიერ სამყაროში უკიდურეს პერიფერიას (თუმცა ეს მოჩვენებითია, იმიტომ რომ უსასრულობაში უკიდურესი არ არსებობს), უფრო მეტი დაძაბულობის პოტენციალი აქვს, რომ ცენტრისკენ იმოძრაოს და მას ასიამოვნოს, და საერთოდ იქაც არსებობს კონკურენცია, მაგრამ არა საკუთარი თავის, არამედ ცენტრის დაკმაყოფილებაში. მეორეს მხრივ ამაშიც არ შურთ ერთმანეთის და როცა ხედავენ, რომ ვიღაც მათზე უკეთ ემსახურება ცენტრს, შურს არ განიცდიან მის მიმართ. და საერთოდ თავად კრიშნა ამბობს, რომ ჩემი ყველაზე საყვარელი მსახური ის კი არაა ვინც უშუალოდ მემსახურება, არამედ ის, ვინც ჩემი მსახურის მსახურის მსახურის მსახურის... მსახურს ემსახურება (რა თქმა უნდა იგულისხმება სიყვარულით მსახურება და არა მონობა).

QUOTE(Existence @ 28th December 2010 - 12:23 PM) *
თუ ჩვენ ჯივ-ატმებივართ მითხარი რა არის ჯივ-ატმას უმაღლესი მიზანი ?


რასაც თვითონ აირჩევს უმაღლეს მიზნად, ისაა მისთვის უმაღლესი. ვედების მიხედვით კი უმაღლესი მიზანი უზენაესი ღმერთის უანგარო ერთგული სასიყვარულო მსახურებაა. თან ეს მიზანიცაა და საშუალებაც ერთდროულად.

QUOTE(Existence @ 28th December 2010 - 12:23 PM) *
თუ შევადარებთ ორგანიზმს და დავყოფთ ტვინი არის კრიშნა


ეგ უხეში შედარება იყო. ტვინს კრიშნას ვერ შევადარებთ. ტვინი (უფრო სწორედ თავი) ბრაჰმანებს განასახიერებს, ხელები კშატრიებს (მართვა და დაცვა), კუჭი ვაიშიებს (ეკონომიკა), ხოლო ფეხები შუდრებს. ანუ უფლის ნების ყველაზე საუკეთესო გამტარები ბრაჰმანები არიან (ოღონდ ჭეშმარიტი ბრაჰმანები და არა კასტური ბრაჰმანები). თავად კრიშნას ადამიანის სხეულში ვერც ერთ უჯრედს ვერ შევადარებთ smile.gif

QUOTE(Existence @ 28th December 2010 - 12:41 PM) *
ვთქვათ რომ ეს არის მთლიანად უპიროვნო კი არა არამედ პიროვნული ერთი ორგანიზმი და ტვინს ისევე არ შეუძლია იარსებოს უჯრედის გარეშე როგორც უჯრედს ტვინის გარეშე.


გეთანხმები, მთელს არ შეუძლია მისი ნაწილაკის გარეშეც. ამიტომაც გვიგზავნის კრიშნა უბედურებებს, ავადმყოფობებს ტანჯვას და ა.შ., რომ გამოღვიძება მოგვინდეს და სულიერ სამყაროში დაბრუნება. თავისუფალი ნების შედეგად აქ მოვხვდით, ხოლო იმის გამო, რომ გითანაგრძნობს, სულ გვაწვალებს, რომ აქ ყოფნა მოგვბეზრდეს. მატერიალურ სამყაროში ყველანაირი ბედნიერება დროებითია, შესაბამისად ილუზორული!

რაც შეეხება ტვინს და უჯრედებს, ისევ ვიმეორებ, ეგ მეტაფორა მხოლოდ გარკვეული ასპექტებისთვის გამოდგება, მაგრამ ჯივას და პარამატმას ურთიერთობის გამოსახატად ნაკლებად...

QUOTE(Existence @ 28th December 2010 - 12:23 PM) *
მე ვთვლი რომ ბევრი კრიშნას ჭეშმარიტებიდან ვერ აიღეს არსი და ფორმებს გამოეკიდნენ ამიტომაც არის ამხელა გაუგებრობა ეწ.პერსონალისტებს და ეწ.იმპერსონალისტებს შორის.


იმპერსონალისტებს შორისაც არის სხვაობა და პერსონალისტებს შორისაც. ბევრი პერსონალისტი ღმერთის პიროვნებას ფარად იყენებს და საკუთარ ეგოისტურ ამბიციებს იკმაყოფილებს იმის ნაცვლად, რომ ღმერთს ემსახუროს. ასევე იმპერსონალისტებშიც არის ძალიან ბერვი პატიოსანი და გულწრფელი ადამიანი, რომელიც ისე ცდილობს დაეხმაროს სხვებს, როგორც თვითონ ესმის. მათ აქვთ ძალიან დიდი თანაგრძნობა, სიყვარული და ა.შ. მაგრამ ძაააალიან ნატიფ დონეზე მაინც ცდებიან.

QUOTE(Existence @ 28th December 2010 - 12:41 PM) *
პროსტა შენი აზრი მითხარი რა იმიტომ რომ უფრო გულწრფელი იქნება, თორე ეხლა ბრაჰმანის ცოდნით სავსე აზრი უფრო არ მაინტერესებს მართალი რომ გითხრა.


ჩემ აზრს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, და საერთოდ ჭკუით ვაზროვნებ, ჭკუა კი პროგრამაა, მე უბრალოდ არჩევანს ვაკეთებ რომელი ცოდნით დავაპროგრამო ჩემი ჭკუა smile.gif მე ვენდობი პრაბჰუპადას მოწაფეობრივ ხაზს და მის მიერ მოცემულ ცოდნას ვიზიარებ. ვერც იმას დავამტკიცებ რომ ეს ყველაფერი ჭეშმარიტებაა და ვერც იმას დავამტკიცებ (მე პირადად), რომ ოშო ცდება (თუმცა ამის ღრმად მჯერა). ყველაფერი რწმენის და არჩევანის საკითხია და არა განსჯის და აზროვნების.

QUOTE(Existence @ 28th December 2010 - 12:41 PM) *
ჩემი აზრით ამ ფრაზის მერე პერსონალიზმის და იმპესონალიზმის აღქმა ისე კლიშეებად როგორც ჩვენ ვუდგებით და ჩვენამდე ხედავდნენ დაპირისპირებული მხარეები მაინც დიდი სისიულელეარა.


დაპირისპირება ერთი მხრივ სისულელეა, მაგრამ მეორე მხრივ ამის გარეშეც შეუძლებელია. ეს ღმერთის თამაშის ნაწილია, სადაც ბრძოლა მიდის "აბსოლუტურ ჭეშმარიტებასა" და "ნახევრად ჭეშმარიტებას" შორის smile.gif ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია წინასწარ. ჩვენი არჩევანია მხოლოდ ის, თუ რომელ მხარეს დავიკავებთ და რამელ მისიებს აღვსარულებთ.


QUOTE(Existence @ 28th December 2010 - 12:41 PM) *
ხო და ატმან კიდე ერთი, ამ საიტზე http://www.sulo-cana.narod.ru/ ტიპი რომ იძახის ჰარე კრიშნას მანტრას ეს ვინააა ხო არ იცი?
და სანამ ამ შენელებულ მანტრას იტყოდა ადრე რო შევდიოდი იგივე კაცი იძახდა უფრო ჩქარა ამ მანტრას .
მკლედ ამ კაცის ნათქვამი ის მანტრა მაგრად მოწონდა რაღაც გაპრანჭვის და დაყენებული ლაპარაკის გარეშე ამბობს და ხო არ იცი ვინაა ან ის ძველი აჩქარებული მანტრა სად ვნახო ადრე რო იძახდა შესვლის თანავე ?


ეს შრილა პრაბჰუპადას ხმაა (ესეც და წინაც), სამწუხაროდ ადრე რომ იყო ის მეც არ მაქვს. მეც ის უფრო მომწონდა biggrin.gif


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post Dec 28 2010, 02:25 PM
Post #138


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(atman @ 28th December 2010 - 01:13 PM) *
ეგ უხეში შედარება იყო. ტვინს კრიშნას ვერ შევადარებთ


კაცო ვიცი რომ უხეში შედარებაა, ეგ კი არა საერთოდ ამ თემბზე ლაპარაკიც, მაგრამ დაახლოებით ვერ ხვდები რას ვიძახი?

ანუ ის რო გითხარი
QUOTE
შევხედოთ (ცოტა მაღლიდან)და ვთქვათ რომ ეს არის მთლიანად უპიროვნო კი არა არამედ პიროვნული ერთი ორგანიზმი
მეთენხმები ამაში?

კიდე ეს

QUOTE
გეთანხმები, მთელს არ შეუძლია მისი ნაწილაკის გარეშეც. ამიტომაც გვიგზავნის კრიშნა უბედურებებს, ავადმყოფობებს ტანჯვას და ა.შ., რომ გამოღვიძება მოგვინდეს და სულიერ სამყაროში დაბრუნება.


ანუ კრიშნას ჩვან ვემსახურებით და ისიც გვემსახურება არააა?


ხოდა ატმან ამას რომ ასე შეხედო რა მოგივა (ქვევით რაც წერია ესეც უხეშია)

QUOTE
ეწ. ''ტონკამ პლანზე'' ყველაფერი რაც მოსახდენია უკვე მომხდარია ანუ ჩვენ უკვე კარგა ხნის დამთავრებული გვაქვს თამაში და ვართ ისეთივე აბსოლუტი როგორც ვიყავით მუდამ,ხოლო ფიზიკურ და არამარტო ფიზიკურ არამედ სხვადასხვა სულიერ პლანზე ეს ეწ.თამაში კიდევ გვგონია რომ გრძელდება.

ანუ ჩვენ ილუზიაში კი არ დავისაჯეთ დავიწყეთ თამაში რომლის მიზანია ისევ საკუთარი თავის შეცნობა და ეხლა ჩვენ ვემსახურებით კრიშნას სიყვარულით იმიტომ რომ კრიშნა ვართ ჩვენ. იმიტომ ვართ რომ კაცო თუ ნაწილაკები ვართ ხო ზევით როგორც დავწერე ხო მთელიც გამოვდივართ არა ანუ ნაწილაკებიდან დგება მთელი სხვაგვარად რო შევხედოთ, და ის მთელი რომელიც არასდროს არ დაშლილა, გვეხმარება და ჩვენც მივდივართ მისკენ სიყვარულით

ფორმებს ნუ აქცევ ყურადღებას რა? არსით არ მეთანხმები? ნუ გამაგიჟე biggrin.gif



--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....


Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Dec 28 2010, 02:48 PM
Post #139


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Existence @ 28th December 2010 - 03:25 PM) *
შევხედოთ (ცოტა მაღლიდან)და ვთქვათ რომ ეს არის მთლიანად უპიროვნო კი არა არამედ პიროვნული ერთი ორგანიზმი

მეთენხმები ამაში?


კრიშნა თან მთლიანი ორგანიზმია და თან შეუძლია კონკრეტული უჯრედის ფორმაც მიიღოს. მაგრამ ჩვეულებრივ უჯრედებს (ანუ ჩვენ) არ შეგვიძლია მთლიანი ორგანიზმი გავხდეთ.

ისევ ვიმეორებ: კრიშნას უპიროვნო ასპექტს კი არ ვუარყოფ, უბრალოდ ვამბობ, რომ მისი პიროვნული ასპექტია პირველადი, თორე ღმერთის გარდა არაფერი არ არსებობს და მატერიალური ენერგიებიც მისი ნაწილია.

QUOTE(Existence @ 28th December 2010 - 03:25 PM) *
ანუ კრიშნას ჩვან ვემსახურებით და ისიც გვემსახურება არააა?


ის ყოველ წამს გვემსახურება ორი სახით: პარამატმის, რომელიც ყოველ ჩვენს სურვილს ასრულებს (იგულისხმება ღრმა სურვილები, თორე ხშირად გვგონია, რომ რაღაც გვინდა, მაგრამ კარგად თუ დავუფიქრდებით არ გვინდა. მოკლედ ეს ცალკე თემაა...

ასევე ჩვენც ორი სახით შეგვიძლია ვემსახუროთ: ნებაყოფლობით და სიყვარულით, ან მატერიალური მოდუსების გავლენით, ანუ ფაქტიურად იძულებით. მთავარი განსხვავება ესაა... ბჰაკტი ტირთჰა სვამის აქვს ამაზე კარგი მაგალითი, აი ავადმყოფს რა სახით ვინ ემსახურება: საწოლი ემსახურება მას, მაგრამ არა სიყვარულით, არამედ იმიტომ, რომ სხვა გზა არა აქვს, მსახური ემსახურება იმის გამო, რომ ამაში ფულს უხდიან, მაგრამ მეგობარი, მშობელი და მეუღლე სულ სხვა გრძნობებით ემსახურებიან მას.

ჩვენ უბრალოდ უნდა ავირჩიოთ რომელ რასაში (გემოში) ვემსახუროთ, თორემ ძალიანაც რომ არ გვინდოდეს, მაინც ვემსახურებით მას smile.gif

QUOTE(Existence @ 28th December 2010 - 03:25 PM) *
ანუ ჩვენ ილუზიაში კი არ დავისაჯეთ დავიწყეთ თამაში რომლის მიზანია ისევ საკუთარი თავის შეცნობა და ეხლა ჩვენ ვემსახურებით კრიშნას სიყვარულით იმიტომ რომ კრიშნა ვართ ჩვენ.


კრიშნა არ ვართ, მხოლოდ თვისობრივად ვგავართ. კრიშნა არ ვარდება ილუზიაში ჩვენგან განსხვავებით. ამ ყველაფრის გაგება მაგალითებით რომ შეძლო შრიმად ბჰაგავატამის ისტორიები უნდა წაიკითხო და არა ოშო! smile.gif

QUOTE(Existence @ 28th December 2010 - 03:25 PM) *
იმიტომ ვართ რომ კაცო თუ ნაწილაკები ვართ ხო ზევით როგორც დავწერე ხო მთელიც გამოვდივართ არა ანუ ნაწილაკებიდან დგება მთელი სხვაგვარად რო შევხედოთ, და ის მთელი რომელიც არასდროს არ დაშლილა, გვეხმარება და ჩვენც მივდივართ მისკენ სიყვარულით


ნაწილაკები ვართ, მაგრამ მთელი არ გამოვდივართ smile.gif

QUOTE(Existence @ 28th December 2010 - 03:25 PM) *
ფორმებს ნუ აქცევ ყურადღებას რა? არსით არ მეთანხმები? ნუ გამაგიჟე


არც ფორმით გეთანხმები და არც არსით (რაღაცეებში მართალი ხარ რა თქმა უნდა, მაგრამ შენი ზოგადი განწყობაა მცდარი) smile.gif


სანამ კრიშნას პიროვნების უზენაესობას არ აღიარებ, უბრალოდ ვერ ემსახურები მას, იმიტომ რომ ყოველი ადამიანის მსახურება მისი მსახურება გეგონება, ასე კი ნამდვილად არ არის. თუ იმას ემსახურები, ვინც ილუზიაშია, თავადაც ილუზიის მსახური გამოდიხარ. და ყველა, ვინც ღმერთის პიროვნული ფორმის უზენაესობას უარყოფს და მას არ ემსახურება, ილუზიის სხვადასხვა შრეში და სხვადასხვა საფეხურზე იმყოფება. ამ ყველაფრის კარგად გასაგებად გირჩევ წაიკითხო გიტას 14-ე თავი "მატერიალური ბუნების მოდუსები).


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post Dec 28 2010, 03:22 PM
Post #140


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(atman @ 28th December 2010 - 02:48 PM) *
კრიშნა არ ვართ, მხოლოდ თვისობრივად ვგავართ. კრიშნა არ ვარდება ილუზიაში ჩვენგან განსხვავებით


huh.gif კაროჩე იმ მაგალითითაც ვერ გამიგე რა რას ვიძახი კიდე იგივეს იძახი.(ისე აუცილებელი არც არის რო გამიგო)

ოშო ვიცი შენი აზრი და შენ ჩემი ... (ისე ის მაგრად არ მომწონს რო რაღაცეების კითხვა გეკრძალება ...

ეხლა ამას რაც შეეხება

QUOTE(atman @ 28th December 2010 - 02:48 PM) *
კრიშნა თან მთლიანი ორგანიზმია და თან შეუძლია კონკრეტული უჯრედის ფორმაც მიიღოს. მაგრამ ჩვეულებრივ უჯრედებს (ანუ ჩვენ) არ შეგვიძლია მთლიანი ორგანიზმი გავხდეთ.


აი ამაში გეტანხმები ოღონდ ჩემი აზრით მგონია რო შენ ისევ ფორმას უფრო აქცევ ყურადღებას
იმტომ გეთანხხმები რო ფორმით ვერც ერთი უჯრედი ვერ გახდება მთელი ორგანიზმი რომც მოუნდეს კიდე გახდება კიბოს უჯრედი მაგრამ არსით ის მთელი ორგანიზმია

სხვათაშორის კრიშნას შემთხვევასიც გეთანხმები მაგრამ ცოტა სხვა აღქმით ოღონდ ამს არ დავწერ მიძნელდება ამის წერითი ფორმით გადმოცემა , (კირიშნა რო მიიღებს ჩვეულებრივი უჯრედის ფორმას ამით ჩვენი არსი მიიღებს ფორმის სახეს და ესეც შესაძლებელია, ჰა შევეცადე ... : blush.gif biggrin.gif ----- ამა ვიცი რო ვერ გამიგებ ახსნაც არ არის კარგი

მაგრამ აქ

QUOTE(atman @ 28th December 2010 - 02:48 PM) *
ნაწილაკები ვართ, მაგრამ მთელი არ გამოვდივართ


ატმან კარგი რაააააა

ბრაჰმანი რო გახდები ეს კონცეფცია შეცვალე კრიშნაიტებში


--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....


Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post

13 Pages V  « < 5 6 7 8 9 > » 
Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th April 2024 - 04:10 AM