IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

13 Pages V  « < 6 7 8 9 10 > »   
Reply to this topicStart new topic
> ვედური ტექსტები
Atman
post Dec 28 2010, 03:23 PM
Post #141

VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

Existence

განსაკუთრებით ეს ორი ლექსი იქნება შენთვის საინტერესო (14-ე თავიდან):

ლექსი 26

ის, ვინც გულუქცევლად, სრული ერთგულებით მემსახურება მე, უმალ გადალახავს მატერიალური ბუნების მოდუსებს და ასე აღწევს ბრაჰმანის დონეს.

შინა-არსი: ეს ლექსი პასუხია არჯუნას მესამე კითხვაზე – რა საშუალებით შეიძლება ტრანსცენდენტული მდგომარეობის მიღწევა. უკვე განმარტებულ იქნა, რომ მატერიალურ სამყაროს თავისივე მოდუსების ძალი განაგებს, მაგრამ ამან ადამიანი არ უნდა შეაშფოთოს; ამაზე ფიქრის ნაცვლად შეუძლია ცნობიერება კრიშნას მსახურებაზე გადაიტანოს. კრიშნასათვის შრომასა და სამსახურს ბჰაკტი-იოგა ეწოდება. ასეთი მსახურება უნდა მიეგოს არა მხოლოდ კრიშნას, არამედ მის სხვადასხვა სრულ ექსპანსიებს: რამას, ნარაიანას და ა.შ. სხვა ურიცხვ უფლისმიერ სახეს. ის, ვინც ასეთ ნებიესმიერ წმინდა ფორმას, ან სრულ გარდასახვას ემსახურება, ტრანსცენდენტულ დონეზეა დადგინებული.

უნდა ვთქვათ ისიც, რომ კრიშნას ყოველი ფორმა სრულიად ტრანსცენდენტული, ნეტარი, ცოდნით აღსავსე და მარადიულია, ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნე, სულიერების თვისებებით აღჭურვილი. ამრიგად, თუ ვინმე ურყევად ემსახურება კრიშნას, ან მის სრულ ექსპანსიებს, ადვილად გადალახავს მატერიალური ბუნების მოდუსებს, თუმცა სხვებისთვის ეს უაღრესად ძნელია. ეს უკვე განმარტებული იყო მეშვიდე თავში.

ვინც მიენდობა კრიშნას, უმალ დააღწევს თავს მიწიერი ყოფიერების გავლენას. კრიშნას ცნობიერებაში ყოფნა ან ერთგული მსახურება ნიშნავს იმას, რომ ცოცხალი არსება უფალს უახლოვდება და უერთდება. უფალი ამბობს, რომ მისი ბუნება მარადიული, ნეტარი და ცოდნით აღსავსეა, ცოცხალი არსებები კი მისი განუყოფელი ნაწილაკები არინა, როგორც ოქროს პაწია ნამსხვრევები ოქროს მადნისა.

სულიერ მდგომარეობაში ცოცხალი არსება ოქროს მსგავსია. იგი თვისობრივად კრიშნას უტოლდება, მაგრამ მათი ინდივიდუალობათა განსხვავება არასოდეს ისპობა.

ბჰაკტი-იოგას დედაარსი დამყარებულია უფლისა და ერთგულის სასიყვარულო ურთიერთობებზე, რომელშიც უზენაესი უფალი და ინდივიდუალური სული – ორ ცალკეულ პიროვნებად რჩებიან. სხვა შემთხვევაში ბჰაკტი-იოგას აზრი არ ექნებოდა. თუ ცოცხალი არსება ისეთივე ტრანსცენდენტულ მდგომარეობაში არ იმყოფება, როგორშიც უფალია, იგი ვერ ემსახურება უზენაესს. ადამიანი მეფის პირადი თანაშემწე რომ გახდეს, საჭირო ღირსებები უნდა ჰქონდეს. აქაც ასევე – ღირსება ბრაჰმანად გახდომაა ანუ განწმენდა ყოველგვარი მატერიალური უწმინდურებისაგან.

ვედურ ლიტერატურაში ნათქვამია: ბრაჰმაივა სან ბრაჰმაპI ეტი – უზენაესი ბრაჰმანის მიღწევა შეიძლება მაშინ, თუ ადამიანი თავად გახდება ბრაჰმანი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საჭიროა იგი თვისობრივად გაუტოლდეს ბრაჰმანს, თანაც ინდივიდუალური სული, არასოდეს კარგავს თავის მარადიულ იგივეობას ბრაჰმანთან.

ლექსი 27

მე ვარ ფუძე უპიროვნო ბრაჰმანისა, რომელიც დადგინებულია უკვდავ, უხრწნად, მარადიულ და საბოლოო ბედნიერებად.

შინა-არსი: ბრაჰმანი უკვდავი, უხრწნადი, მარადიული და ბედნიერებით აღსავსეა. ტრანსცენდენტული შემეცნება ბრაჰმანით იწყება. ზესული, ანუ პარამატმა ტრანსცენდენტული შემეცნების შუა, ანუ მეორე საფეხურია. უზენაესი პიროვნება კი აბსოლუტური ჭეშმარიტებაა და მისი შეცნობა განთავისუფლების საბოლოო საფეხურად ითვლება. უზენაესი პიროვნება მოიცავს პარამატმასაც და უპიროვნო ბრაჰმანსაც.

მეშვიდე თავში განმარტებულია, რომ მატერიალური ბუნება უზენაესი უფლის უმდაბლესი ენერგიის გამოვლინებაა. უფალი უმაღლესი ბუნების ნაწილაკებით ანაყოფიერებს უმდაბლესს, მატერიალურ ბუნებას, რითაც სულიერი ენერგიის ჩასახვა ხდება. როდესაც მატერიალური ბუნებით განპირობებული ცოცხალი არსება სულიერი ცოდნის განვითარებას იწყებს, თანდათანობით მაღლდება უზენაესის, როგორც ბრაჰმანის, შეცნობამდე. ეს პირველი საფეხურია თვითშემეცნებისა. ამ საფეხურზე მას ბრაჰმანის შეცნობა დასრულებული არ აქვს. იგი გრძელდება პარამატმას, ბოლოს კი უზენაესი პიროვნების შეცნობით.

ვედურ ლიტერატურაში ასეთი პროცესის მრავალი მაგალითია. თავიდან ოთხ კუმარას ჭეშმარიტება უპიროვნო ბრაჰმანის სახით ესმოდათ, მაგრამ თანდათანობით ერთგული სამსახურის საფეხურზე ამაღლდნენ. მას, ვისაც ბრაჰმანის უპიროვნო კონცეფციაზე მაღლა წასვლა არ შეუძლია, დაცემის საფრთხე ემუქრება. „შრიმად-ბჰაგავატამში“ ნათქვამია, რომ ადამიანმა უპიროვნო ბრაჰმანის საფეხურსაც რომ მიაღწიოს, თუკი გზას არ განაგრძნობს, უზენაესი პიროვნების შეცნობის გარეშე მისი გონება ბოლომდე ვერ ეზიარება უმაღლეს ნათელს. ამიტომ ბრაჰმანის საფეხურზე ასვლის მიუხედავად, თუკი ერთგულად არ ემსახურება უფალს, შეიძლება დაკნინდეს.

ვედებში ნათქვამია რასო ვაი საჰ, რასამ ჰI ევაIამ ლაბდჰვანანდი ბჰავატი („ტაიტირია უპანიშადი“ 2.7.1.) – „როდესაც ცოცხალი არსება ღმრთაებრივ პიროვნებას, ნეტარების საუნჯეს, კრიშნას შეიცნობს, ჭეშმარიტად ტრანსცენდენტული ნეტარება მოიცავს მის არსებას“. უზენაესი უფალი აღსავსეა ექვსი სიდიადით და როდესაც ერთგული მას მიუახლოვდება, ეს ღირსებები მასზეც გადადის. მეფის მსახური თითქმის მეფისეული დიდებულებით ტკბება. ერთგულ სამსახურს უჭკნობი ბედნიერება და მარადიული სიცოცხლე ახლავს თან. ამიტომ მას თავისთავად მივყავართ ბრაჰმანის, ანუ მარადისობის უკვდავობის შემეცნებამდე. უფლის ერთგული მსახური უკვე ფლობს ყოველივე ამას. ცოცხალი არსება ბუნებით ბრაჰმანია, მაგრამ მატერიალურ ბუნებაზე ბატონობის წადილი არ ასვენებს. ხშირად ხდება მისი დაკნინება-დაცემა. თავისი არსით ხორცშესხმული სული მატერიალური ბუნების სამ მოდუსზე მაღლა დგას. მაგრამ მატერიალურ ბუნებასთან კავშირის გამო სხვადასხვა მოდუსებში – სათნოებაში, ვნებასა და უმეცრებაში იხლართება. მათი გავლენით უჩნდება ბუნებაზე მატერიალური ბატონობის სურვილიც. მაგრამ საკმარისია კრიშნას ცნობიერების მიმართ ერთგულება გამოიჩინოს, რომ იგი უმალ სულიერების მაღალ საფეხურს აღწევს, რითაც უკუაგდებს უაზრო და უკანონო სურვილს.

ერთგული მსახურება, დაწყებული მოსმენით, გალობით, ხსოვნით, ანუ ერთგული სამსახურისათვის დაწესებული ცხრა მეთოდით, საჭიროა თანამოაზროვნეთა წრეში, სადაც სულიერი მოძღვრის შეგონებით ადამიანი ყოვლისმპყრობელობის წადილს იშორებს და უფლის ტრანსცენდენტულ სასიყვარულო სამსახურში მტკიცდება. ეს მეთოდი მოწოდებულია ამ თავში, დაწყებული ოცდამეერთე ლექსიდან ბოლო ლექსამდე.

უფლის ერთგული სამსახური მეტად იოლია: უნდა შევასრულოთ მისთვის სასიკეთო საქმენი, უნდა მივირთვათ ღვთაებისათვის შეთავაზებული საჭმლის ნარჩენები, დავყნოსოთ უფლის ლოტოსისდარი ტერფებისათვის მირთმეული ყვავილები, მოვინახულოთ უფლის ტრანსცენდენტული გართობების ადგილები, ვიკითხოთ უფლის სხვადასხვა საქმეთა და ერთგულებთან მისი სასიყვარულო მეგობრობის შესახებ, განუწყვეტლივ წარმოვთქვათ ტრანსცენდენტული გალობა – ჰარე კრიშნა, ჰარე კრიშნა, კრიშნა კრიშნა, ჰარე ჰარე/ ჰარე რამა, ჰარე რამა, რამა რამა, ჰარე ჰარე, ვიმარხულოთ უფლისა და მისი ერთგულების ამქვეყნად მოსვლისა და წასვლის დღეების აღსანიშნავად. ამის შესრულების შედეგად ადამიანი საერთოდ ზურგს შეაქცევს ყოველგვარ მატერიალურ საქმიანობას. ის, ვისაც ამგვარად შეუძლია შეუერთდეს ბრაჰმაჯIოტის სხივოსნებას ან შეიცნოს ბრაჰმანის სიბრძნე, თვისობრივად უზენაესი ღმრთაებრივი პიროვნების ტოლია.

--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა

«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post Dec 28 2010, 05:51 PM
Post #142

VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

ატმან რა არის იცი ეს ეწ. ''უპიროვნო ბრაჰმანიც'' რაღაც სტრანნად გაქვთ განმარტებული ბოლო კითხვას დაგისვავ ( biggrin.gif დღეს)
შენი გაგებით ან შენ რაზეც ეყრდნობი აჯნა ჩაკრას ცნობიერება ანუ ეწ . კოსმიური მე უპიროვნო ბრაჰმანია თუ არა?

--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....

Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Dec 28 2010, 05:53 PM
Post #143

VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

Existence
QUOTE(Existence @ 28th December 2010 - 06:51 PM) *
შენი გაგებით ან შენ რაზეც ეყრდნობი აჯნა ჩაკრას ცნობიერება ანუ ეწ . კოსმიური მე უპიროვნო ბრაჰმანია თუ არა?

აჯნა ჩაკრას ცნობიერებაში რას გულისხმობ ვერ ვხვდები. თან ვფიქრობ ეგ ორი სხვადასხვა სისტემურ კლასიფიკაციებს მიეკუთვნება და ერთმანეთთან ნაკლები კავშირი აქვს.

--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა

«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post Dec 28 2010, 06:05 PM
Post #144

VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

QUOTE(atman @ 28th December 2010 - 05:53 PM) *
სხვადასხვა სისტემურ კლასიფიკაციებს მიეკუთვნება და ერთმანეთთან ნაკლები კავშირი აქვს.

კაი, კაი მართალი ხარ, თან ეხლა მაგის განმარტება მეზარება ძაან ტონკი თემაა biggrin.gif

ერთ ოშოს წიგნს და ერთ სულიერ ოსტატს კი გირჩევდი მარა შენ არ ხარ არც ერთის წამკითხავი არც მეორეს მომსმენი biggrin.gif

QUOTE(atman @ 28th December 2010 - 03:23 PM) *
კრიშნას ცნობიერებაში ყოფნა ან ერთგული მსახურება ნიშნავს იმას, რომ ცოცხალი არსება უფალს უახლოვდება და უერთდება

QUOTE(atman @ 28th December 2010 - 03:23 PM) *
მაგრამ მათი ინდივიდუალობათა განსხვავება არასოდეს ისპობა.

smile.gif კაი მადლობთ, მოკლრდ როგორც არის რაა......
თუ უფალს შეუერთდები ინდივიდულალურობა იქნება თუ არ იქნება ამას ჩემთვის პირადად დიდი მნიშვნელობა არა აქვს და ეს მივხვდი ჩემი პირველი სატორის (და უკანასკნელის ჯერ ჯერობით ჩემივე ბრალით) დროს, (ნუ თუ ილუზიაში ვარ და ვიყო biggrin.gif ) უმარღეს დონეებზე რასაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ ალბათ მაინც პრაქტიკა ჯობია ვიდრე ლაპარაკი .
მითუმეტეს ჯერ ისეთი რაღაცეები არა მაქვს ჩემ თავში გადალახული რო ალბათ სისულელეცა ასეთ თემებზე დაწვრილებით საუბარი.

--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....

Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Dec 28 2010, 06:13 PM
Post #145

VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

QUOTE(Existence @ 28th December 2010 - 07:05 PM) *
მითუმეტეს ჯერ ისეთი რაღაცეები არა მაქვს ჩემ თავში გადალახული რო ალბათ სისულელეცა ასეთ თემებზე დაწვრილებით საუბარი.

თუნდაც ის, რომ ამბობ, ხორცის ჭამა არაა კარგიო, მაგრამ მაინც ჭამ რაღაც მიზეზების გამო smile.gif

იგივე მეხება მეც (ხორცზე არა, მაგრამ სხვა რაღაცეებზე, რაც თეორიულად ვიცი, მაგრამ პრაქტიკულდ ჯერ ვერ ვქაჩავ)...

გიტა წაიკითხე თავიდან ბოლომდე და დაკვირვებით. რამდენიმე სატორი ერთად მოვა შენთან biggrin.gif

--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა

«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post Dec 28 2010, 06:30 PM
Post #146

VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

QUOTE(atman @ 28th December 2010 - 06:13 PM) *
თუნდაც ის, რომ ამბობ, ხორცის ჭამა არაა კარგიო, მაგრამ მაინც ჭამ რაღაც მიზეზების გამო

sad.gif ნუ მაჭერ ეხლა შენ წიხლს , biggrin.gif

ატმან არის დრო როცა არ ვმუშაობ მითუმეტეს საქართველოში ყოფნის დროს და ეხლა წუწუნის დაწყება ის მინდა ეს მინდაო ხო ხვდები...
თან აქ ჩემი მაცივარი რო განახა მორგი გეგონება biggrin.gif
კაროჩე ჩემებს ერთი კარგი აპოკალიფსი ჭირდებათ რა......... whistling.gif

--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....

Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Dec 28 2010, 06:32 PM
Post #147

VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

Existence
QUOTE(Existence @ 28th December 2010 - 07:30 PM) *
ატმან არის დრო როცა არ ვმუშაობ მითუმეტეს საქართველოში ყოფნის დროს და ეხლა წუწუნის დაწყება ის მინდა ეს მინდაო ხო ხვდები...
თან აქ ჩემი მაცივარი რო განახა მორგი გეგონება
კაროჩე ჩემებს ერთი კარგი აპოკალიფსი ჭირდებათ რა.........

ნაცნობი სიტუაციაა biggrin.gif

წიხლს არ გაჭერ, მაგრამ ხშირად კარგი თეორია ჩვენი პრაქტიკული უძლურების გამართლებაა. არ გეგონოს რომ შენ გგულისხმობ მარტო. პირველ რიგში საკუთარ თავს.

ძროხის ხორცი მაინც არ ჭამო! კატეგორიჩნო! biggrin.gif

--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა

«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Dec 28 2010, 06:42 PM
Post #148

VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

ღმერთის პიროვნულობის "დასამტკიცებლად" ქართულ ენასაც მოვიშველიებ. ქართულ ენაში კითხვა "ვინ" დაესმის მხოლოდ ღმერთს და ადამიანს და ხაზს უსვამს მათ პიროვნულობას. "სიყვარულს", "აბსოლუტურ ჭეშმარიტებას", "უზენაეს გონს" და ა.შ. დაესმის კითხვა "რა"!

და ისმის კითხვა: "ვინ არის ღმერთი?" (იგულისხმება მამა ღმერთი, ძე რომ პიროვნებაა ეს ყველასთვის გასაგებია უკვე)

post Dec 28 2010, 07:01 PM
Post #149

VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

QUOTE(atman @ 28th December 2010 - 06:42 PM) *
ღმერთის პიროვნულობის "დასამტკიცებლად" ქართულ ენასაც მოვიშველიებ. ქართულ ენაში კითხვა "ვინ" დაესმის მხოლოდ ღმერთს და ადამიანს და ხაზს უსვამს მათ პიროვნულობას. "სიყვარულს", "აბსოლუტურ ჭეშმარიტებას", "უზენაეს გონს" და ა.შ. დაესმის კითხვა "რა"!
და ისმის კითხვა: "ვინ არის ღმერთი?" (იგულისხმება მამა ღმერთი, ძე რომ პიროვნებაა ეს ყველასთვის გასაგებია უკვე)

ვახ ჩემი biggrin.gif კაი ეხლა საქართველოში ადამიანების უმრავლესობა ღმერთს როგორ აღიქვავდა და აღიქვავს არ დამაწყებინო
ერთ-ერთ ფორუმზე მაინც არ ქონდეს გამოცდილი შენ თავზე laugh.gif

QUOTE(atman @ 28th December 2010 - 06:42 PM) *
ძროხის ხორცი მაინც არ ჭამო! კატეგორიჩნო!

საწყალმა ინდაურმა რა დააშავა sad.gif

ვიცი ვიცი ხო ძროხას თითს არ ვახლებ
(მართლა არ მიჭამია არასდროს.. ერთხელ ვნახე სოფელში როგორ კლავდნენ ჩამოკიდულს ფეხებით და კინაღამ მივაკვდი ზედ )

--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....

Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Dec 29 2010, 08:39 AM
Post #150

VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

Atman
QUOTE(atman @ 28th December 2010 - 07:13 PM) *
თუნდაც ის, რომ ამბობ, ხორცის ჭამა არაა კარგიო, მაგრამ მაინც ჭამ რაღაც მიზეზების გამო

იგივე მეხება მეც (ხორცზე არა, მაგრამ სხვა რაღაცეებზე, რაც თეორიულად ვიცი, მაგრამ პრაქტიკულდ ჯერ ვერ ვქაჩავ)...

რა მართალია ეს, რამდენი რამეა რაც ვიცით და ვერ თუ არ ვასრულებთ სხვადასხვა მიზეზების გამო.
მაგრამ იმედი არ დავკარგოთ, ეს ყველაფერი შევადაროთ ნაყოფის დამწიფებას, როცა დამწიფდება ჩვენში ეს აზრი და როცა დრო დადგება და ვიგემებთ(დავიწყებთ შესრულებას), მაშინ თავისთავად სიხარულიც ძალიან დიდი იქნება ჩვენში.
მე ვფიქრობ ყველაფერი ნელა-ნელა უნდა გაიზარდოს ჩვენში, რადგან მკვახე ნაყოფს თუ ვიგემებთ,–უკანსვლა გვექნება სულიერ განვითარებაშიsmile.gif

--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Dec 29 2010, 10:57 AM
Post #151

VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

QUOTE(ირინი @ 29th December 2010 - 09:39 AM) *
მე ვფიქრობ ყველაფერი ნელა-ნელა უნდა გაიზარდოს ჩვენში, რადგან მკვახე ნაყოფს თუ ვიგემებთ,–უკანსვლა გვექნება სულიერ განვითარებაში

ვფიქრობ ეს მავნე ჩვევებს არ ეხება. რაც ვიცით რომ მავნეა დაუმწიფებლად უნდა მოვიშოროთ, ოღონდ ენერგიის უფრო ამაღლებულისკენ გადატანის ხერხით და არა უბრალოდ მოკვეთით.

--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა

«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
I AM
post Dec 30 2010, 01:42 PM
Post #152

ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 441
Joined: 27-October 10
Member No.: 6,297

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

როდესაც
გარდაიცვალა მაჰატმა განდი - "დიდი სულის ადამიანი", ინდოეთის ლიდერი, რომელმაც არაძალადობის გზით თავისი ქვეყანა გაათავისუფლა ინგლისელთა ბატონობისაგან, ცნობილი ფოტოსურათი გადაიღეს მის შემდეგ დარჩენილი ნივთებისა: უბრალო თეთრი ტანსაცმლის, სათვალის, სანდლებისა და ბჰაგავად გიტას გაცვეთილი ეგზემპლარისა – წიგნისა, რომელსაც იგი ყოველდღე კითხულობდა და რომელიც მისთვის შთაგონების მუდმივ წყაროს წარმოადგენდა.
დღეს მილიონობით ადამიანი მიმართავს გიტას არა მარტო ინდოეთში, არამედ მთელ მსოფლიოში. ასობით მილიონ ადამიანს აქვს ეს წიგნი, რომელიც აღიარებულია სულიერი განათლების ყველაზე უფრო სრულყოფილ წყაროდ.

ეს ისე, ცნობისათვის smile.gif

--------------------
you can change everyfing, if you can control your mind

-----------------------------------

"ზეციური სამეფო თქვენშია" -იესო ქრისტე
Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post Jan 3 2011, 01:08 AM
Post #153

VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

QUOTE(I AM @ 30th December 2010 - 01:42 PM) *
გარდაიცვალა მაჰატმა განდი - "დიდი სულის ადამიანი", ინდოეთის ლიდერი, რომელმაც არაძალადობის გზით თავისი ქვეყანა გაათავისუფლა ინგლისელთა ბატონობისაგან, ცნობილი ფოტოსურათი გადაიღეს მის შემდეგ დარჩენილი ნივთებისა: უბრალო თეთრი ტანსაცმლის, სათვალის, სანდლებისა და ბჰაგავად გიტას გაცვეთილი ეგზემპლარისა – წიგნისა, რომელსაც იგი ყოველდღე კითხულობდა და რომელიც მისთვის შთაგონების მუდმივ წყაროს წარმოადგენდა.

განდის მსოფმხედველობა და გიტას მსოფმხედველობა ფესვებშივე განსხვავდება ერთმანეთისგან იმისდამიუხედავად ეჭირა თუ არა მას ეს წიგნი ხელში ამიტომ მოდი ფორმებს მიღმა ყოველთვის არსი ვეძიოთ.

აქ შრილა პრაპჰუპადას აბსოლუტურად ვიზიარებ

http://video.mail.ru/mail/wwwbalaru/3/20.html განდიზე საუბრობს 15 წუთიდან

--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....

Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Jan 3 2011, 09:04 AM
Post #154

VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

QUOTE(Existence @ 3rd January 2011 - 02:08 AM) *
აქ შრილა პრაპჰუპადას აბსოლუტურად ვიზიარებ

http://video.mail.ru/mail/wwwbalaru/3/20.html განდიზე საუბრობს 15 წუთიდან

განავალზე მაგარი რაღაც თქვა (18-ე წუთზე)! მაგრად ვიხალისე! biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა

«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post Jan 3 2011, 02:18 PM
Post #155

VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

http://video.mail.ru/mail/salima_shahzade/659/749.html - შრილა პრაპჰუპადა

მოკლედ გავიგე მისი დამოკიდებულება ამ ეწ. პერსონალიზმზე და იმპესონალიზმზე ...თუ როგორცაა
ახალი არ იყო ჩემთვის ეს იმფორმაცია წარმოდგენა უკვე რათქნაუნდა მქონდა როგორ აღიქვავთ თქვენ ამას (ეს biggrin.gif თქვენ და ჩვენ არ მომწონს მარა უბრალოდ იყოს)

ხო ეხლა ერთი დეტალი ამ ვიდეოში იგი როდესაც საუბრობს იესოზე 6 წ წუთიდან , პრაპჰუპადა იძახის რო იესო თავის თავს ეძახდა ღვთის შვილსო და გასაგებია ეს ვედურ კონცეფციაშიც ჯდება და ლოგიკაც მიყვება მარა ერთია საინტერესო, იესო მარტო ღვთის შვილს კი არ ეძახდა თავის თავს არამედ იძახდა - იოანე 10:30 მე და მამა ერთი ვართ. და სხვათაშორის ამის გამო ქვევით როგორც ვკითხულობთ ჩაქოლვასაც უპირებდნენ . (გასაგებია რატომაც) .

აქ ეხლა იმის ძახილი რო ეს მლეჩხებისთვის იქნა ნათქვამი და ამას არ გულისხმობდა აშ ეს არის სისულელე იმიტომ რომ იესოს რაც ნალაპარაკები აქვს იმის ნახევარიც არ არის ჯერ შეცნობილი როგორც დარწმუნებული ვარ იგივე კრიშნას შემთხვევაში.

--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....

Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Jan 3 2011, 02:24 PM
Post #156

VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

Existence

შენი ბოლო პოსტის დედააზრი ვერ გავიგე, რისი თქმა გინდოდა... biggrin.gif

--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა

«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post Jan 3 2011, 02:42 PM
Post #157

VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

Atman ნუ გამაგიჟე რა ვერ გაიგე biggrin.gif რაც ამ ფორუმზე შემოვედი სულ ამ თემაზე არ ვკამათობთ biggrin.gif

როდესაც გეკამათებოდი რო ჩვენშია ღმერთი და ჩვენ ყველა ვართ ღმერთი ჩვენივე არსით თქო, ანუ აბსოლუტის ნაწილაკებივართ ფორმით ხოლო არსში ისევე აბსოლუტი ვართ (და სხვადასხვა კარგი თუ ცუდი მაგალითებიც მოგიყვანე უფრო ადვილად რო ყოფილიყო აღსაქმელი) - ანუ ჩვენ და მამა ვართ ერთი -- იესო

შენ მეუბნებოდი რო არა ნაწილები კი ვართ ღმერთისო თან არც არასდროს შევუქმნივართო მარა მთელი არ გამოვდივართო

შენი სიტყვები - QUOTE(atman @ 28th December 2010 - 02:48 PM)
ნაწილაკები ვართ, მაგრამ მთელი არ გამოვდივართ

ნაწილაკები თუ ვართ არსში ერთი როგორ არ გამოვბდივართ ამზე გვაქვს სულ კამათ და შენი აღქმა იესოს სიტყვეფთან წინააღმდეგობაში რო მოდის და თან იესოს სიტყვებს ნაწილობრივ რომ იყენებთ და სხვას რომ უგულვებელყოფთ მაგის მაგალითი მოვიყვანე მეტი არაფერი .

--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....

Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Jan 3 2011, 02:46 PM
Post #158

VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

QUOTE(Existence @ 3rd January 2011 - 03:42 PM) *
შენი აღქმა იესოს სიტყვეფთან წინააღმდეგობაში რო მოდის

სულაც არ მოდის წინააღმდეგობაში smile.gif

მე მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ძე ვერასოდეს გახდება მამა, ანუ უზენაესი. ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ იესოს მდგომარეობას, მაგრამ ვერ მივაღწევთ კრიშნას მდგომარეობას. მგონი არის ამაში პრინციპული განსხვავება.

ძე და მამა ერთნი არიან, მაგრამ ამავე დროს განსხვავებულნი smile.gif

--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა

«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Jan 3 2011, 02:48 PM
Post #159

VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

QUOTE(Existence @ 3rd January 2011 - 03:42 PM) *
თან იესოს სიტყვებს ნაწილობრივ რომ იყენებთ და სხვას რომ უგულვებელყოფთ მაგის მაგალითი მოვიყვანე მეტი არაფერი .

მე ვცდილობ ბიბლიის ციტატები არ გამოვიყენო. ჩემთვის ყველაზე მთავარი და სარწმუნო წყარო ბჰაგავად გიტა და შრიმად-ბჰაგავატამია.

--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა

«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post Jan 3 2011, 02:58 PM
Post #160

VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

Atman Atman Atman ვახ რა ჯიუტი ხარ რააააააააა lol.gif

შენი მოქცევა კი არ მინდა ჭეშმარიტებაზე biggrin.gif , უბრალოდ მინდა რო სიტყვების მიღმა არსი დაინახო და

აქ ამ სიტყვებში იოანე 10:30 მე და მამა ერთი ვართ

QUOTE(atman @ 3rd January 2011 - 02:46 PM) *
ძე ვერასოდეს გახდება მამა

ეს არსი როგორ გამოგაქვს მაგაზე ვქლიავდები ვახ ohmy.gif laugh.gif

(მიწიერ მამა შვილობაზე არ გელაპარაკები ხო ხვდები ეხლა ) ისე ძეს და მამას შორის მანამდეა განსხვავება სანამ ძე არ შეიცნობს თავის რეალურ ბუნებას ანუ ძეს და მამას შორის განსხვავება რომ იყო მხოლოდ ილუზორული და იტყვის მე და მამა ერთი ვართ . შეიცან თავ შენი

--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....

Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post

13 Pages V  « < 6 7 8 9 10 > » 
Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

Lo-Fi Version Time is now: 29th April 2024 - 01:43 AM