რეგრესსიის თერაპიის სპეციალიტის მოწვევა, ღონისძიებები |
რეგრესსიის თერაპიის სპეციალიტის მოწვევა, ღონისძიებები |
Jan 19 2011, 06:36 PM
Post
#1
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,002 Joined: 24-October 09 From: Austria Member No.: 6,057 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
წინა ცხოვრებების რეგრესსიის (PLR-Therapy) და ცხოვრებათაშორისი რეგრესიის (LBL-Therapy) თერაპიის სპეციალიტის მოწვევა
ზოგადად რეგრესიული თერაპია ეს არის თერაპევტის დახმარებით, წინა ცხოვრების გახსენება, კონკრეტული პრობლემის გადასალახავად. ეს პრობლემა შეიძლება იყოს ფიზიკური ან ფსიქიური სახის. მაგალითად შეიძლება იყოს რაიმე სახის შიშები, როგორიცაა დავუშვათ კლაუსტროფობია (დაკეტილი სივრცეების შიში), ან დაბადებიდან თანდაყოლილი რაღაც ქრონიკული ტკივილები, თუ პათოლოგიები და ა.შ. ასეთი პრობლემების წყარო ხშირად წინა ინკარნაციებში დევს. რეგრესია ხორციელდება სხვადასხვა მეთოდებით, მაგრამ ძირითადი პრინციპები ყველასთან ანალოგიაურია. ხდება პაციენტის შეყვანა ტრანსისმაგვარ მდგომარეობაში, როდესაც ადამიანის ცნობიერება მეორე პლანზე გადადის, ხოლო ქვეცნობიერება აქტივირდება და ადამიანს ძალუძს გაიხსენოს, მასში ჩაწერილი, როგორც ამ ცხოვრების, ასევე წინა ცხოვრებათა მოვლენები. რა თქმა უნდა იმდენად, რამდენადაც ისინი კავშირში იქნება კონკრეტულ ამცხოვრებისეულ პრობლემასთან. ხოლო ცხოვრებათაშორისი რეგრესია (LBL), გულისხმობს არა წინა ცხოვრებების, არამედ მათ შორის მომხდარი მოვლენების გახსენებას. ანუ იმას, თუ რა მოხდა გარდაცვალებასა და შემდეგ ინკარნაციას შორის. რეგრესიული თერაპიის შესახებ დიდი ხანია ვკითხულობ და ასეთ სეანსში მონაწილეობა ყოველთვის მინდოდა. მაგრამ დილეტანტებთან მისვლას არავის გირჩევდით. ერიდეთ არალიცენზირებულ თერაპევტებს. ამ თემაზე ბევრი წიგნია დაწერილი და ბევრი საფუძვლიანი კვლევა გაკეთებულა. მრავალი ცნობილი ავტორი არსებობს, ვინც პროფესიონალურად მუშაობს ამ საკითხებზე. და ყველაზე იდეალური, რა თქმა უნდა, პირადად ამ პიროვნებებთან მისვლა იქნებოდა. მაგალითად ისეთთან როგორიცაა მაიკლ ნიუტონი (ვისაც მის შესახებ არაფერი გაგიგიათ შეგიძლიათ აქ შეიხედოთ ). მაგრამ ეს რა თქმა უნდა ცოტა არარეალურია და თუნდაც იმ პრობლემასთანაა დაკავშირებული, რომ ბატონმა ნიუტონმა არ იცის ქართული ან რუსული ენები. თერაპევტთან კომუნიკაცია კი გადამწყვეტია რეგრესიისას. ამიტომ ვიფიქრე რომ, იქნებ შეიძლებოდეს, სადმე მსოფლიოში, ლიცენზირებული და კომპეტენტური სპეციალისტის პოვნა ( რომელმაც იცის რუსული ენა) და მისი საქართველოში მოწვევა. რა თქმა უნდა ერთი ადამიანი მარტო ვერ შეძლებდა ამას, რადგან ეს საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. მომწვევი ვალდებულია აანაზღაუროს სტუმრის მგზავრობისა და სასტუმროს ხარჯებიც. მაგრამ თუ მრავალი ადამიანი შევიკრიბებოდით ერთად ეს უფრო რეალური გახდებოდა. დავუშვათ 20 ადამიანი რომ შეგროვდეს, თითო ადამიანზე გაანგარიშებით, ხარჯები აღარ იქნებოდა უსაშველოდ დიდი. ამ მიზეზების გამო მივწერე ნიუტონის ინსტიტუტს ( http://www.newtoninstitute.org ), თხოვნით, რომ მოეცათ ისეთი ლიცენზირებული და მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტის კოორდინატები, რომელიც ფლობს ნიუტონისეულ PLR-Therapy და LBL-Therapy მეთოდებს და თანაც იცის რუსული ენა. მათ ჩემი წერილი პირდაპირ გადაუგზავნიათ შესაბამის პიროვნებასთან და რამდენიმე ხნის შემდეგ მივიღე შემდეგი იმეილი: Уважаемый г-н ..., Я отвечаю на ваш запроc. Я являюсь LBL квалифицированным русско-язычным терапевтом. Меня зовут Rifa Ходжсон. Я живу в Ванкувере, в Канаде в провинции Британская Колумбия. Я планирую посетить Россию, Москву и Санкт-Петербург осенью 2011 года. Пожалуйста, дайте мне знать, как я могу помочь вам. Dear Mr. ..., I am responding to your request for a qualified Russian speaking therapist with a LBL-license. My name is Rifa Hodgson. I live in Vancouver, British Columbia of Canada. I am planning to visit Russia- Moscow and St Petersburg in the Fall of 2011. Please, let me know how can I assist you further. Warm regards, Rifa Hodgson, B.Ed/Mus Certified Clinical Hypnotherapist, Past Life & Life Between Lives Therapist, Hypno-Fertility Therapist EFT Coach Adventure into Time and Beyond 604-741-7944 ამ ქალბატონს თავისი ვებგვერდიც აქვს სადაც არის ინფორმაცია მის შესახებ www.lifebetweenlives.ca . აი ეს ფოტოებიც იქიდან ავიღე: მარცხნივ მაიკლ ნიუტონი, მარჯვნივ რიფა ჰოჯსონი რიფა ჰოჯსონი როგორც მისი ვებგვერდიდან შევიტყვე, რიფა ასევე მაიკლ ნიუტონის მესამე წიგნის "Воспоминания о Жизни после жизни" თანაავტორია. შეიძლება ითქვას ამ წიგნის ძირითადი ნაწილი მაიკლ ნიუტონის მოსწავლეების მიერაა დაწრილი, რომლებმაც მის ინსტიტუტში LBL-სერტიფიცირება გაიარეს. რიფა ჰოჯსონი კი წიგნის მე-11 თავის, „Жизн на лету“ ავტორია(იხ. გვ 129). ამის შემდგომ რამდენჯერმე მივწერე ქალბატონ ჰოჯსონს. მოვუყევი ჩემი სურვილის შესახებ, რომ ჩამოსულიყო საქართველოში და ჩაეტარებინა სეანსები და რომ მე მარტო არ ვიყავი, ვისაც ასეთ სეანსებში მონაწილეობის სურვილი ჰქონდა. მას საწყის ეტაპზე არც უარი განუცხადებია და არც თანხმობა. მთხოვა მომეყოლა იმის შესახებ, თუ მსურველები ვინ ვიყავით, რა საკითხებით ვართ დაინტერესებული და რა ასაკის ვართ. თავიდან ვერ მივხვდი ასაკი რა შუაში იყო, მაგრამ შემდეგ ნიუტონის მეორე წიგნში „Предназначение Души“, თავში „Мастера этики“ (გვ. 171) წავიკითხე შემდეგი: „...В следующем Случае представлен двадцатишестилетний мужчина из Детройта, Субъект Уровня V, духовное имя которого Эндерадо. Сначала я не хотел принимать его. Обычно я не принимаю пациентов моложе тридцати лет, потому что я не думаю, что средний молодой человек уже прошел достаточно много развилок на своем жизненном пути. Их амнезия, блоки памяти могут быть слишком прочными. Вдобавок велика вероятность того, что их духовные Гиды могут во время сеанса гипноза создавать препятствия, чувствуя, что их ученикам слишком рано видеть определенные кармические пути...“ ანუ ალბათ ისიც ნიუტონის ამ პრინციპით ხელმძღვანელობს და იმიტომ სურს დაინტერესებულ პიროვნებათა ასაკი იცოდეს. შემდეგ იმეილებში რიფამ აღწერა სეანსის პროცედურა, როგორც იგი ამას აკეთებს და თუ რას უნდა მოელოდეს მისი პაციენტი: ცხოვრებათაშორისი რეგრესიის (LBL) წინ, რომელიც დაახლოებით 4 საათი გრძელდება, უნდა გაკეთდეს წინა ცხოვრებების რეგრესსია (PLR), რომელიც დაახლ. 2 საათი გრძელდება. მაგრამ ზოგ ადამიანს მეტი დრო სჭირდება მომზადებისა და ასევე წინა ცხოვრებების რეგრესის გავლისთვისაც (PLR). მათ ჯერ ეს უნდა შეძლონ, იმისთვის რომ ცხოვრებათაშორისი რეგრესია (LBL) შესძლონ. LBL მოითხოვს მოსამზადებელ სამუშაოს, ასევე გარკვეულ მზადყოფნას იმუშაო ყველაფერთან რასაც ნახავ, წინასწარ შექმნილი აზრისა და მოლოდინების გარეშე. გიდები ჩვენ მხოლოდ იმდენ ინფორმაციას/გამოცდილებას გვაძლევენ, რამდენი გამოცდილების მიღებისთვისაც ჩვენ მზად ვართ. ანუ ამ „მოგზაურობას“ ყველა თავისებურად აღიქვამს, იქიდან გამომდინარე რამდენად არის მზად და იმავდროულად, რამდენად თვლის სულიერი სამყარო შესაძლებლად და სასარგებლოდ, მისთვის, ამ ატაპზე, ამ ინფორმაციის გადაცემას. რიფა ჰოჯსონის აზრით ზოგ დამიანს არარეალისტური წარმოდგენა აქვს LBL მუშაობასთან მიმართებაში. ასეთ წარმოდგენას წიგნებში აღწერილი წარმატებული შემთხვევები განაპირობებენ. იქ არაა ნათქვამი იქამდე მისვლას რამდენი მუშაობა დასჭირდა. მაიკლ ნიუტონი ძალიან ნელა და ხანგრძლივად მუშაობდა მის პაციენტებთან, მათი LBL-ისთვის მომზადების პროცესში. ის ნელნელა ასწავლიდა მათ ინფორმაციის მიღებას და ამ ინფორმაციის ნდობას. LBL არ არის პირველი ნაბიჯი, ის პროცესის ბოლო ეტაპია და არა საწყისი. ყველას გამოსდის სხვადასხვანაირად, ზოგი ჯდება ველოსიპედზე და უმალ შეუძლია ატაროს, ზოგს კი რამდენიმე ცდა სჭირდება. ყველაფერს სჭირდება ვარჯიში. ჩვენ ასევე ვწვრვთნით ჩვენს უნარს მიღებული ინფორმაციის გაგებისა და უფრო მნიშვნელოვანი, ვიწვრთნით უნარს ამ ინფორმაციის ნდობისა. ქ-ნმა ჰოჯსონმა მოიყვანა ასეთი მაგალიათი: ერთ მის პაციენტს პირველ სეანსზე არ გამოუვიდა ღრმა ტრანსის, თუ ჰიპნოზის მდგომარეობაში შესვლა. ამიტომ მას მოუწია კიდევ რამდენიმე დამატებით სეანსზე მისვლა, გარკვეული პერიოდის შემდეგ და სახლში დამატებითი სავარჯიშოების კეთება. ეს ყველაფერი რიფამ იმ მიზნით აღწერა, რომ განემარტა შემდეგი მდგომარეობა: როდესაც ყველაფერი მიმდინარეობს თერაპევტის ქალაქშივე - ეს ნაკლებად პრობლემატურია. მაგრამ როდესაც თერაპევტი მოწვეულია საზღვარგარეთიდან, დავუშვათ მხოლოდ ერთი კვირით, ამისი შესაძლებლობა, რომ თუ არ გამოგივიდა, ერთ კვირაში კიდევ ერთხელ მიხვიდე და კიდევ სცადო, შეიძლება ამ შემთხვევაში აღარ იყოს. ქალბატონ ჰოჯსონს სურდა, რომ ყველასთვის, ვინც თერაპევტს საზღვარგარეთიდან იწვევს, ეს ყოველივე წინასწარ ნათელი ყოფილიყო. ასეთ შემთხვევაში ის ურჩევს პაციენტები წინასწარ მოემზადონ, გარკვეული ვარჯიშებით, ან სხვა სპეციალისტების დახმარებით მათ ქვეყანაში. მან ასევე გამომიგზავნა აუდისავარჯიშო, რომელსაც თავის რუსულენოვან პაციენტებს აძლევს რელექსაციის სასწავლად. ესაა აუდიოფაილი რომელსაც იგი იყენებს სეანსისთვის მოსამზადებელ სამუშაოებისას. იგი ურჩევს პაციენტებს ამ ჩანაწერს მაქსიმალურად ხშირად უსმინონ, მშვიდ და უსაფრთხო გარემოში. ჩანაწერი, ეხმარება მათ ისწავლონ მოდუნება და წინასწარ მიეჩვიონ მის ხმას. აი აქაა ლინკი საიდანაც შეგიძლიათ მისი ჩამოტვირთვა: http://www.filefactory.com/file/b510ac3/n/..._2010_05_17.mp3 თუ რიფა კიდევ რაიმეს მომწერს დავდებ რა თქმა უნდა ფორუმზე. ფორუმელებს და მის მკითხველებს კი ვთხოვდი მოეწერათ ჩემთვის (აქ ან პმ-ით), თუ რამდენად დააინტერესებდათ მათ ასეთ სეანსებში მონაწილეობა. თუ ასეთი სურვილის მქონე მხოლოდ 3-4 ადამიანია, რა თქმა უნდა ამის რეალიზაცია ნაკლებად რეალურია. მაგრამ 10-15 ადამიანი მაინც რომ შეგროვდეს, დარწმუნებული ვარ შევძლებდით. -------------------- სხვებში ის გვაღიზიანებს, რაც ჩვენში ძალიან ბევრია.
პესიმიზმიც ეგოიზმია. «Терпи казак, атаманом будешь!» - უკრაინული ანდაზა ZetaTalk-ის რუსული ვერსია |
|
|
Jan 19 2011, 08:02 PM
Post
#2
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,959 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
თუ მრავალი ადამიანი შევიკრიბებოდით ერთად ეს უფრო რეალური გახდებოდა. დავუშვათ 20 ადამიანი რომ შეგროვდეს, თითო ადამიანზე გაანგარიშებით, ხარჯები აღარ იქნებოდა უსაშველოდ დიდი. მიახლოებით იცი რა ჯდება ამ ქალის სეანსები (სტუმრობის ხარჯების გარდა) ? -------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
Jan 19 2011, 08:23 PM
Post
#3
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,002 Joined: 24-October 09 From: Austria Member No.: 6,057 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მიახლოებით იცი რა ჯდება ამ ქალის სეანსები (სტუმრობის ხარჯების გარდა) ? მაგას რა თქმა უნდა დაზუსტება უნდა, მაგრამ მის ვებგვერდზე http://www.lifebetweenlives.ca/FAQ.htm ეწერა რომ 4 საათიანი სეანსი 200 კანადური დოლარი ღირსო. მაგრამ ეს იქაური ფასია და ასე ერთი-ერთზე ვერ გადაიტან სხვა ქვეყნებზე. მაგალითად რუსეთში როცა ჩავა (შემოდგომაზე) იქ შეიძლება სხვა ფასი დააწესოს. უნდა ვკითხო. -------------------- სხვებში ის გვაღიზიანებს, რაც ჩვენში ძალიან ბევრია.
პესიმიზმიც ეგოიზმია. «Терпи казак, атаманом будешь!» - უკრაინული ანდაზა ZetaTalk-ის რუსული ვერსია |
|
|
Jan 19 2011, 10:07 PM
Post
#4
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Emigranti
200 კანადურ დოლარად მე ჩაგიტაებთ სეანს არ გინდატ? -------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Jan 19 2011, 11:26 PM
Post
#5
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,718 Joined: 24-July 08 From: :)))))))) Member No.: 3,438 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Emigranti
ერიდეთ არალიცენზირებულ თერაპევტებს. !!! მინდა ხაზი გავუსვა, ერიდეთ, +1 Emigranti ძალიან კარგი წამოწყებაა, ყოჩაღ...)) კანადის დოლარი, მგონი იგივე ძალისაა რაც დოლარი არა? ეს რას ნიშნავს? 200 დოლარი ერთ კაცზე თუ ერთად? -------------------- კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,– აბა, მე დღეს ვის რა ვარგე? |
|
|
Jan 19 2011, 11:46 PM
Post
#6
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,002 Joined: 24-October 09 From: Austria Member No.: 6,057 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Emigranti არა, ერთ კაცზე გულისხმობს მგონი. არც ისე ცოტაა, გეთანხმები. !!! მინდა ხაზი გავუსვა, ერიდეთ, +1 Emigranti ძალიან კარგი წამოწყებაა, ყოჩაღ...)) კანადის დოლარი, მგონი იგივე ძალისაა რაც დოლარი არა? ეს რას ნიშნავს? 200 დოლარი ერთ კაცზე თუ ერთად? ჰო, კანადური დოლარი თითქმის იმდენივე ღირს რაც აშშ დოლარი. -------------------- სხვებში ის გვაღიზიანებს, რაც ჩვენში ძალიან ბევრია.
პესიმიზმიც ეგოიზმია. «Терпи казак, атаманом будешь!» - უკრაინული ანდაზა ZetaTalk-ის რუსული ვერსია |
|
|
Jan 19 2011, 11:53 PM
Post
#7
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,718 Joined: 24-July 08 From: :)))))))) Member No.: 3,438 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Emigranti
არა, ერთ კაცზე გულისხმობს მგონი. არც ისე ცოტაა, გეთანხმები. ხოო, არვიცი რამდენი შესძლებს. კანადურ ფასებში სულაც არაა ძვირი, მაგრამ აქ... შეიძლება აქ ამდენი არ მოითხოვოს. ძალიან საინტერესო იქნებოდა. ძალიან მომინდა, მაგრამ... ((( თუმცა ვნახოთ, შემოდგომამდე დიდი დროა. ჩამოვტვირთე რელაქსი და ახლა ვუსმენ... კარგი ჩანს -------------------- კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,– აბა, მე დღეს ვის რა ვარგე? |
|
|
Jan 20 2011, 12:07 AM
Post
#8
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,002 Joined: 24-October 09 From: Austria Member No.: 6,057 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Emigranti იცი რა? შენ ხომ საბერძნეთში ხარ ეხლა და თუ გინდა, შეგიძლია, მაიკლ ნიუტონის ინსტიტუტის ვებსაიტზე, მოძებნო ლიცენზირებული თერაპევტი, სადმე შენთან ახლოს. აი ქ ნახე: http://www.newtoninstitute.org/search.php
ხოო, არვიცი რამდენი შესძლებს. კანადურ ფასებში სულაც არაა ძვირი, მაგრამ აქ... შეიძლება აქ ამდენი არ მოითხოვოს. ძალიან საინტერესო იქნებოდა. ძალიან მომინდა, მაგრამ... ((( თუმცა ვნახოთ, შემოდგომამდე დიდი დროა. ჩამოვტვირთე რელაქსი და ახლა ვუსმენ... კარგი ჩანს -------------------- სხვებში ის გვაღიზიანებს, რაც ჩვენში ძალიან ბევრია.
პესიმიზმიც ეგოიზმია. «Терпи казак, атаманом будешь!» - უკრაინული ანდაზა ZetaTalk-ის რუსული ვერსია |
|
|
Jan 20 2011, 09:45 AM
Post
#9
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,718 Joined: 24-July 08 From: :)))))))) Member No.: 3,438 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Emigranti
იცი რა? შენ ხომ საბერძნეთში ხარ ეხლა და თუ გინდა, შეგიძლია, მაიკლ ნიუტონის ინსტიტუტის ვებსაიტზე, მოძებნო ლიცენზირებული თერაპევტი, სადმე შენთან ახლოს. აი ქ ნახე: http://www.newtoninstitute.org/search.php დიდი მადლობაა, მაგრამ საბერძნეთი არ არის სიაში აქ ეკლესიის ცენზურა როგორც ჩანს ძალიან ძლიერია. -------------------- კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,– აბა, მე დღეს ვის რა ვარგე? |
|
|
Jan 20 2011, 12:36 PM
Post
#10
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 958 Joined: 14-March 07 Member No.: 15 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
და რატომ არის ძვირი 200$ ისეთ რაღაცაში, რამაც შეიძლება ადამიანის ცხოვრება შეცვალოს ამაზე უკეთესში რაში უდნა გადაიხადო?
-------------------- "To do is to be" - Nietzsche; "To be is to do" - Kant; "Do Be Do Be Do" - Sinatra |
|
|
Jan 20 2011, 08:52 PM
Post
#11
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 615 Joined: 7-November 10 From: თბილისი Member No.: 6,302 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მე არ გავრისკავდი.. საქართველოში არ არსებობს?
|
|
|
Jan 21 2011, 11:16 AM
Post
#12
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,002 Joined: 24-October 09 From: Austria Member No.: 6,057 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მაგას რა თქმა უნდა დაზუსტება უნდა, მაგრამ მის ვებგვერდზე http://www.lifebetweenlives.ca/FAQ.htm ეწერა რომ 4 საათიანი სეანსი 200 კანადური დოლარი ღირსო. მაგრამ ეს იქაური ფასია და ასე ერთი-ერთზე ვერ გადაიტან სხვა ქვეყნებზე. მაგალითად რუსეთში როცა ჩავა (შემოდგომაზე) იქ შეიძლება სხვა ფასი დააწესოს. უნდა ვკითხო. ბოდიში უნდა მოვიხადო არა სწორი ინფორმაციისთვის. როგორც ჩანს ჩემი ინგლისური არასაკმარისი აღმოჩნდა სწორად გამეგო მის საიტზე განთავსებული ინფორმაცია. იქ თურმე სულ სხვა რამ იგულისხმებოდა. საუბარი 200 დოლარის ოდენობის ავანსზე ყოფილა. ანუ იქ ამ თანხის წინასწარ გადახდაზე წერია. ეს ყოფილა არა ფასი, არამედ მხოლოდ ფასის ნაწილი. მისი მომსახურეობა ბევრად უფრო ძვირი აღმოჩნდა ვიდრე მე მეგონა. იმედგაცრუებული ვარ. იტაგო (PLR 2სთ + LBL4 სთ) თურმე 1000 დოლარი ჯდება. ეს ძალიან მაღალი თანხაა პლიუს რიფამ მომწერა, რომ ამ წელს საქართველოში ვერ ჩამოვა. რაღაც მგზავრობის უსაფრთხოების სააგენტოს, თუ ბიუროს ვკითხე რჩევა და არ მირჩიეს საქართველოში მგზავრობა, რადგან ეს მნიშვნელოვანი რისკია, განსაკუთრებით თუ რუსეთიდან მგზავრობო. . თუ გინდა, თურქეთში ჩავდივარ ოქტომბერშიო და იქ ჩამოდიო. ნდა. რა იმედგაცრუებაა. ეს კვირა რაღაც მაგარი უცნაურია. არა უშავს. ესიგი ესე იყო კარგი და საუკეთესო. არ დაიდარდოთ. ვინმე სხვას ვიპოვით. -------------------- სხვებში ის გვაღიზიანებს, რაც ჩვენში ძალიან ბევრია.
პესიმიზმიც ეგოიზმია. «Терпи казак, атаманом будешь!» - უკრაინული ანდაზა ZetaTalk-ის რუსული ვერსია |
|
|
Jan 21 2011, 06:15 PM
Post
#13
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Emigranti
გული არ გაიტეხო და ნურც ძებნას დაატან დიდ ძალას... ყველაფერი ბევრად უფრო მარტივია სინამდვილეში... ამხელა ტანხის მაგაზე მოხმარებას ჯობია უფრო სასარგებლო საქმეს მოახმარო... LBL და PრL არ ღირს ამდენი დამიჯერე!;) -------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Jan 22 2011, 12:58 AM
Post
#14
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 716 Joined: 4-October 09 Member No.: 6,040 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
არადა 1000 $ არარის ძვირი ამ კონკრეტული თერაპიისთვის. მაგრამ ამჟამად რო მქონდეს მე პირადად არ გადავიხდიდი ,ჯერჯერობით სხვა ბევრი ჩემითავისთვის სასარგებლო რაღაცის გაკეთება შემიძლია 1000$ და არა მარტო ჩემითავისთვის )
|
|
|
Jan 22 2011, 10:59 AM
Post
#15
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,718 Joined: 24-July 08 From: :)))))))) Member No.: 3,438 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
არაფრით არ იქნება 1000 კაცზე,– იქნება ლექციის ფასი. ასე რომ ათი კაცი თუ შეგროვდა 100 იქნება კაცზე. ასე მგონია... 1000-ის გადამხდელი არც კანადაში არ იქნება.
-------------------- კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,– აბა, მე დღეს ვის რა ვარგე? |
|
|
Jan 24 2011, 09:17 PM
Post
#16
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 958 Joined: 14-March 07 Member No.: 15 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ინგლისში გადავხედე ფასებს და სადღაც £250-ია ერთი სეანსი(რაც გულისხმობს მთელ დღეს) რაც 700 ლარს შეადგენს, ის ეტყობა 1000 კანადური დოლარია.
ისე იმ თურქეთის ვარიანტზე შეიძელბა ფიქრი -------------------- "To do is to be" - Nietzsche; "To be is to do" - Kant; "Do Be Do Be Do" - Sinatra |
|
|
Jan 24 2011, 09:25 PM
Post
#17
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 958 Joined: 14-March 07 Member No.: 15 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
1 Canadian dollar = 1.00573 U.S. dollars
უპს რაღაც გადავიფიქრე უცებ -------------------- "To do is to be" - Nietzsche; "To be is to do" - Kant; "Do Be Do Be Do" - Sinatra |
|
|
Jan 29 2011, 08:00 PM
Post
#18
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,689 Joined: 11-December 09 From: New York, USA Member No.: 6,092 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რეგრესიის თერაპიული კურსი იმის მერე დაეწყო ჩემს ცნობიერებას, რაც სიზმრებზე მუშაობა დავიწყე. თანდათან მახსენდებოდა ძველი სიზმრები და ცხოვრების ფრაგმენტები, რომლებიც რამოდენიმე წლის წინათ მოხდა. მაგალითად გამახსენდა სიზმარი რომელიც 5 წლის ასაკში მაქვს ნახული
|
|
|
Jan 30 2011, 09:27 AM
Post
#19
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,718 Joined: 24-July 08 From: :)))))))) Member No.: 3,438 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
mata
რეგრესიის თერაპიული კურსი იმის მერე დაეწყო ჩემს ცნობიერებას, რაც სიზმრებზე მუშაობა დავიწყე. თანდათან მახსენდებოდა ძველი სიზმრები და ცხოვრების ფრაგმენტები, რომლებიც რამოდენიმე წლის წინათ მოხდა. მაგალითად გამახსენდა სიზმარი რომელიც 5 წლის ასაკში მაქვს ნახული ვაა.. რა საინტერესოა -------------------- კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,– აბა, მე დღეს ვის რა ვარგე? |
|
|
Feb 12 2011, 12:09 AM
Post
#20
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,626 Joined: 11-January 11 Member No.: 6,353 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
როგორ ფოქრობთ, რატომ გვაქვს დაბლოკილი წინა ცხოვრებების მეხსიერება?! რა თქმა უნდა შემთხვევით რომ არა ამაში ყველა დამეთანხმებით. იმათ ვისაც ძალიან გინდათ წარსულში ჩახედვა სერიოზულად გიფიქრიათ გარდა უბრალო ცნიბისმოყვარეობის დაკმაყოფილებისა (მეც ძალიან მაინტერესებს, დამერწმუნეთ, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგეს უარს ვიტყოდი!), რას მოგიტანდათ, რაში გჭირდებათ. ეს რომ საჭირო ყოფოლიყო ცხოვრების შესაცნობათ, იმ გზის გასავლელად რისთვისაც მოვედით, მაშინ გვემახსოვრებოდა და თუ დადგა ისეთი მომენტი თქვენს ცხოვრებაში რომ გახსენება საჭიროა თქვენთვის, გაგახსენდაბათ ის და იმდენი რაც საჭიროა, დანარჩენი მხოლოდ ტვირთია, რომელიც არავინ იცის რა გავლენას მოახდენს თქვენს ეგოზე. მე რეგრესიული თერაპიის კატეგორიული წინააღმდეგი კი არა ვარ, პირიქით დიდი სიამოვნებით ვკითხულობ ნიუტონსაც და სხვებსაც, უბრალოდ ასეთია ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხზე.
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 27th April 2024 - 08:54 PM |