IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

8 Pages V  < 1 2 3 4 5 > »   
Reply to this topicStart new topic
> რა ხდება ჩემს ტავს, ამოუცნობი
anouk
post Jul 30 2011, 02:56 PM
Post #41


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 68
Joined: 5-March 10
Member No.: 6,168

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



td.........
QUOTE
გულით მოინდომე და ყველაფერი დალაგდება. სამყარო ყოველთვის გვიბრუნებს იმას , რასაც გავცემთ...
ჩემს ცხვობრებაში კარგის მეტი არა მიკეტებია, სიტყვიტ თუ საქმიტ, ვარ ქველმოქმედი ბუნების და სხვისი დამხარე, მუდამ, ბავშვობიდან! ადამიანთან ბოლომდე 100% ვიხარჯები ყოველგვარი ანგარების გარეშე, უკან არაფერს ვირებ, არც მიტხოვია მარა ზოგისტვის მადლობაც მეტია, პირიქიტ, ცუდად გიხდის, აი, ესაა საწყენი.

QUOTE
დედას ბოლომდე არ აპატიებ და არ !!შეიყვარებ!! მანამდე ბევრი რამე ასევე გაგრძლედება შენ ცხოვრებაში,



მართალი გიტხრა სიძულვილი არც ვიცი როგორც ასეთი, ვისაც ცუდი გაუკეტებია მატაც პირველ რიგში რომ გაჭირვებიატ მე დავგდომივარ გვრდით მაშინ როცა ტავსიანიც დამალულა, მარა ვინც ძალიან ახლობელია და გიყვარს ადამიანს მას ვერ პატიობ ზუსტდა როცა გულს გატკენს. მე ასეტი დასკვა გამომაქვს

კი როგორ არა ატასჯერ მიტხოვია პატიება როცა მასზე ასეტ რამეესბ ვამბობ, მარა ვამბობ იმას რაც არის. ვიცი არ უნდა ვტქვა მაგრამ ალბატ სიცოცხლის ბოლომდე მეტკინება გული და ვერ ვიშორებ ამ ტკივილს.

ისე კი როგორ არა 1 კარგი რამე მახსოვს მისგან, როცა კვდებოდა მიხტრა, როცა ხალხი მოვა მხოლოდ მაშინ იტირე არ ტქვან გოგო დედას არ ტირისო, და ისე არ იტირო გული არ გეტკინოსო. ტუ ეს კარგი მახსოვს რატომ სხვას დავუკარგავ?

პ.ს. ისეტი ადამიანი ვარ ადამიანმა სულ 0.0005 სიკეტე რომ გამიკეტოს სიცოხცხლის ბოლომდე მახსოვს და ორმაგად და ატმაგად უკან ვუბრუნებ.
ეს ისე რომ იცოდეტ ჩემი ბუნება სანამ ქვას ვინმე (კიდევ) მესვრის.


მადლობა ვინც გამომეხმაურეთ.

Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Jul 30 2011, 03:51 PM
Post #42


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



anouk
QUOTE(anouk @ 30th July 2011 - 03:56 PM) *
პ.ს. ისეტი ადამიანი ვარ ადამიანმა სულ 0.0005 სიკეტე რომ გამიკეტოს სიცოხცხლის ბოლომდე მახსოვს და ორმაგად და ატმაგად უკან ვუბრუნებ.

თუ ასეთი ადამიანი ხარ, ღმერთმა გაგიმარჯოს, მაგრამ შენი პასუხი ქეთის პოსტზე ამას არ ადასტურებს. მაპატიე, მაგრამ მგონი ვერ გაიგე რას გირჩევს ქეთი. ხოო, ქეთი მეტად განათლებული პიროვნებაა და ზოგჯერ დიდი ცოდნაა საჭირო რომ გაიგო მისი...
ქეთის მხოლოდ შენდამი სიკეთე ამოძრავებდა...
მე ასე გავიგე...
არა მარტო ქეთის, ვინც ამ თემაში გიპასუხა ყველას.
აქ, ყველამ სიყვარულით მიგიღო და თავისი ცოდნა გაგიზიარა, რათქმაუნდა ინფორიაცია ჩვენ შენს შესახებ ძალიან ცოტა გვაქვს, მაგრამ ნუ გვეტყვი, რომ რამე უარყოფითი გვამოძრავებდა ვინმეს შენს წინააღმდეგ.
სამწუხაროდ არ მოველოდი ამ სახის პასუხს.


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Jul 30 2011, 08:27 PM
Post #43


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(anouk @ 30th July 2011 - 05:40 AM) *
გტხოვ ნუღარ დაწერ ნურაფერს, საკმარისზე მეტად გამოტქვი აზრები რომლეიც არანაირ სიმარტლეს არ წარმოადგენს.

ჩემო კარგო, შენი გადასაწყვეტი არ არის რას და როდის დავწერ, აი, წაიკითხავ თუ არა, შენი ნებაა smile.gif
QUOTE(anouk @ 30th July 2011 - 05:40 AM) *
არ მიცნობ და წარმდგენაც არ გაქვს რანაირ ადამიანი ვარ.
სრულიად აბსურდს წერ. მარტალი გიტხრა შენს ადგილზე შემრცხვებოდა უცნობ ადამიანს, რომელსაც არ იცნობ ასეტ რამეს რომ უწერ, თან მის მერე როცა მე ასე გავიხსენი და ჩემი გულისტკვილი დავწერე, მე ასეთ სიტყვებს უცნობს არ დავუწრდი ნამდვლად, რატომ აძლევ თავს უფლება აქ ფსიქოლოგი იტამაშო და უცნობს ასე მიმართო, მიცნპბდე მაიცნ.

შენ თვითონ გაგვაცანი შენი თავი, გულისტკივილით შემოხვედი და დახმარება ითხოვე, ჩვენ კი, ვისაც როგორ შეგვეძლო ისე, დახმარების ხელი გამოგიწოდეთ, მეტი არაფერი. ქვის სროლა, როგორც შენ გგონია არ დაგვიწყია. რა ვქნა, ისევ ფსიქოლოგი უნდა "ვითამაშო"(თუმცა, არასდროს ვთამაშობ, ფსიქოლოგია გაცილებით სერიოზულია ჩემთვის). შენ კი, ისევ ის პატარა შეშინებული ბავშვი ხარ, ტკივილებისაგან დამალვას რომ ცდილობს, და სამყაროს უპირისპირებს საკუთარ თავს. (სამყარო შენთვის შენი ყველაზე ახლობლებია, ის ვინც ყველაზე მეტად უნდა გიყვარდეს, და ვისაც ყველაზე მეტად უნდა უყვარდე: მშობლები, შვილი, ცხოვრების მეგზური), როგორი ურთიერთობა გაქვს შვილის მამასთან?, დარწმუნებული ვარ, უსამართლოდ მოგექცა და გატკინა გული. ვიცი, ისევ უნდა გეწყინოს, მაგრამ, ზოგჯერ წამალი მწარეა, ეს კედელი კი შენ თვითონ აღმართე, ცხოვრება საოცრებაა, ჩვენ ყველა ერთმანეთის სარკე ვართ, შენი ცხოვრება შენი სარკეა, რა გრძნობითაც ჩაიხედე, რის დანახვასაც ელოდებოდი, იმას დაინახავ, ოღონდ ყველაფერი ეს ქვეშეცნეულად ხდება. შენთვის უფრო ადვილია თავი შეიბრალო და თავიდანვე შეეგუო იმ აზრზს, რომ არ უყვარხარ მათ ვისაც უნდა უყვარდე, (ბავშვობიდანვე ხომ მიჩვეული იყავი ამას?!), ვიდრე გარისკო, დაიმედდე და მერე ისევ ისე გაგიცრუონ იმედი, როგორც საკუთარმა დედამ. ამიტომ, ისევ გიმეორებ, ეცადე და აპატიე დედას, ადვილი არ არის, მაგრამ შეგიძლია. ნებას ნუ მისცემ დანგრეულ ბავშვობას, მთელი ცხოვრება დაგინგრიოს.
ერთი რაღაც, იმ შენს გაკეთებულ სიკეთეებზეც უნდა ვთქვა, ასე ხშირად რომ გვიმეორებ. ქართველებს საოცარი სიტყვა გვაქვს - მადლი - მისი ზუსტი ექვივალენტი ვერცერთ ჩემთვის ნაცნობ ენაში ვერ ვნახე. როცა სიკეთეს აკეთებ ეს სიკეთეა მადლი. "მადლობა" ამ სიკეთის მიღებას ნიშნავს, გეტყვიან თუ არა მადლობას, სიკეთეს არაფერი აკლდება, მაგრამ, როგორც კი დაიწყებ შენი ჩადენილი სიკეთით თავის მოწონებას უკვე "დამადლებაა" ანუ ამ მადლის მოხსნა, დამადლებული სიკეთე, თავმოსაწონად ჩადენი, ჩადენილით თავის მოწონება - ყველა შემთხვევაში მადლის მოხსნაა (შენმა მარჯვენამ არ უნდა იცოდეს, რას აკეთებს მარცხენა - ესაა სიკეთე), უმადლო სიკეთე კი სიკეთე კი აღარ არის, და ახლა ვიცი, ისევ გაწყენინებ, არამედ ეგოისტური ქმედებაა.
პატიებაც რაღაც მაგდაგვარია, თუ პატიებას იმიტომ გადაწყვეტ, რომ შენი პრობლემები მოიხსნას, ვერასდროს შეძლებ ნამდვილად პატიებას, მხოლოდ მთელი გულით და მთელი არსებით უნდა დაბრუნდე შენს ბავშვობაში, თავიდან გადაიტანო ტკივილები, თავიდან მოძებნო კარგი დედაშენში და შეიყვარო, მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებ პატიებას, და ამის შემდეგ იგრძნობ ნამდვილ ბედნიერებას და ნამდვილ თავისუფლებას, ასე დაიბრუნებ შვილს. ამის გარეშე შენი ბავშვობის ტყვედ დარჩები.
PS. ვიცი ამას მაინც წაიკითხავ, ძალიანაც განაწყენდები და გაბრაზდები, მლანძღე და მაგინე რამდენიც გინდა, (ოღონდ ისეთ პოსტს ნუ დაწერ ბანი დაგადონ smile.gif ), მაგრამ გაბრაზება ოდესმე გაგივლის, წაკითხულიდან კი რაღაც მაინც დარჩება შენში, რომელიც, იმედი მაქვს, დაგეხმარება. ამის იმედი რომ არ მქონდეს, დროსა და ენერგიას არ დაგახარჯავდი smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Jul 30 2011, 09:05 PM
Post #44


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



kate
ახ kate
kate
რატომ ჩემს მეზობლად არ ცხოვრობ რააა sad.gif
რა ღრმაა შენი აზრები kiss1.gif


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Jul 30 2011, 09:09 PM
Post #45


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ირმა
give_rose.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Gia Amilaxvari
post Jul 30 2011, 10:00 PM
Post #46


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 218
Joined: 27-July 11
Member No.: 6,524

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



td.........
QUOTE(td......... @ 30th July 2011 - 12:44 AM) *
მე კი მგონია სადღაც 1 კვირიდან... ან შეიძკლება ჩასახვისას ენიჭება სული ეგრევე.

მცდარი მოსაზრებაა მეგობარო ადამიანი შეიძლება დაიბადოს, გაიზარდოს, გარდაიცვალოს და სული არ გააჩნდეს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Lashapoli
post Jul 30 2011, 10:11 PM
Post #47


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,249
Joined: 16-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,308

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Gia Amilaxvari @ Jul 30 2011, 10:00 PM) *
td.........

მცდარი მოსაზრებაა მეგობარო ადამიანი შეიძლება დაიბადოს, გაიზარდოს, გარდაიცვალოს და სული არ გააჩნდეს.

თუშეიძლება აგვიხსენით ეგ როგორ??


--------------------
Real Communication Happens In Silence
Go to the top of the page
 
+Quote Post
თამარი...
post Jul 30 2011, 11:02 PM
Post #48


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 325
Joined: 9-July 11
Member No.: 6,509

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



anouk
ციტატა(anouk @ 30th July 2011 - 12:37 AM) *
სიმარტლეს ამბობ, ვგონებ, ჩვეი ურთიერთობა უფრო შორიდან, წინა ცხოვრებიდან მოდის. მე და მას ვერ გვაქვს ურთიერტობა, როგორიც დედა-შვილს აქვს საერთოდ, მიხვდით ალბათ რასაც ვგულისხმობ. ვერანაიარდ ვერ მივედი მასტან ახლოს, არ მიშვებს არანაიარდ, რა აღარ ვცადე მარა არა, ისეტი შეგრძნება მაქვს რომ არ ვუნდივარ არანაიარდ! რაც არ უნდა გავაკეტო მის გულს ვერ ვიგებ, არადა, არ ვარ მკაცრი დედა, მე პირადად დედაჩემისგან მოფერრბაც და კოცნაც კი არ ვიცი, იცით ალბათ მსგავსი 'მკაცრი'' დედები რომ არსებობენ, ადრე ასე ზრდიდნენ შვილებს, მე კი ამ ბავშვს რომ იტყვიან სულში ვიძვრენდი, სულ ვეფერებოდი, მარა, არა, არ ვუნდივარ, არასოდეს პატარაც კი არ მომფერებია, ამ დროს ჩემს დას და დეიდაშვილს კი ტავზე ხელს უსვავდა და კოცნიდა ბავშვობაში, მე არასოდეს! არც არასოდეს არ გამომტირებია სადმე რომ დამიტოვებია (ბაღში ან სკოლაში პირველად), ხოდა ვფიქრობ რარაცაში უნდა იყოს საქმე, არ ვარ ისეთი ადამიანი საკუტარ შვილს არ ვუყვარდე, პირიქიტ, ბავშვებს მეზობლისასაც კი ძალიან ვუყვარვარ, ხოდა ამასთან რა დანაშაული მაქვს არ ვიცი, ძალიან მტკივა გული, არც დედისგან მიგვრძვნია სიყვარული არც ამისგან, არ ვიცი რა ვიფიქრო, ეს ძალიან მოქმედებს ჩემს ცხოვრებაზე



ციტატა(anouk @ 30th July 2011 - 02:40 PM) *
რა უნდა მეწყინოს რაც არანაიარად არ წარმოადეგნს სიმარტლეს რასაც წერ. არ მიცნობ და წარმდგენაც არ გაქვს რანაირ ადამიანი ვარ.
სრულიად აბსურდს წერ. მარტალი გიტხრა შენს ადგილზე შემრცხვებოდა უცნობ ადამიანს, რომელსაც არ იცნობ ასეტ რამეს რომ უწერ, თან მის მერე როცა მე ასე გავიხსენი და ჩემი გულისტკვილი დავწერე, მე ასეთ სიტყვებს უცნობს არ დავუწრდი ნამდვლად, რატომ აძლევ თავს უფლება აქ ფსიქოლოგი იტამაშო და უცნობს ასე მიმართო, მიცნპბდე მაიცნ.
ვარ უაღრესად მოსიყვარულე ადამიანი, ეგოიზმის 1 გრამიც არ არის ჩემში და არც ყოფილა არასოდეს! ამასტანვე ვარ უაღრესად კეთილშობილი, ბოდიში ტავზე რომ ამას ვამბობ, მაგრამ ფაქტის კონსტანტირებას ვახდენ, დიახ, ასე მახასიატებს ყველა ის ვიცნ მე მიცნობს, ადამიანებს უანგაროდ ვუკეტებ იმას რასაც საკუტარი დედა და და არ უკეტებს, შენ კი გამოგყავარ საშინელოი ვინმე და უარესი დედა! ნურას უკაცრავად, ასეტ რამეს არ მივიღებ მისგან ვინც საერეტოდ არ მიცნობს. გტხოვ ნუღარ დაწერ ნურაფერს, საკმარისზე მეტად გამოტქვი აზრები რომლეიც არანაირ სიმარტლეს არ წარმოადგენს.

პ.ს. რაც სეეხება დედაჩემის არსიყვარულს ანუ უფრო სწრად ისე არ სიყვარულს როგორც ბავშვებს დედა უყვართ, საბაბი არც მაქვს , მისგნა 1 კარგიც არ მაგონდება და როგორ უნდა მოყვარდეს, მიყვარს ისე როგორც ბიოლოგიორი დედა, რომელმაც გამაჩინა.





მაპატიე, anouk , მაგრამ... შენ თავად არ ხარ გახსნილი საკუთარ თავთანაც კი... და მით უმეტეს, არ ხარ გახსნილი ჩვენთან!
შენ წამოჭერი ეს თემა, სხვას ხომ არავის დაუძალებია? ჰოდა თუ კითხვა დასვი, პასუხის მოსმენაც უნდა შესძლო...

სად არის შენი შვილი? საკუთარ შვილთან ურთიერთობაში როგორ მოახერხე, რომ თავი ვერ შეაყვარე?
ქუჩიდან რომ მოგეყვანა ბავშვი, იმას შეუყვარდებოდი, თუ ასეთი კეთილშობილი სულის ადამიანი ხარ და ყველა ბავშვს უყვარხარ, - საკუთარი შვილის გარდა!

ქეთი აბსოლუტურად მართალია: ამის მიზეზი - შენი საკუთარი თავის სიყვარულია, ეგოიზმი, რომელმაც ჯერ დედა ვერ შეგაყვარა და მერე შვილთან გაგიფუჭა ურთიერთობა!

შეიძლება მეც ისევე მიპასუხო, როგორი ტონითაც ქეთის უთხარი, მაგრამ... ეს შენს პრობლემებს ვერ გამოგისწორებს!

ამის მეტი არც გყავს შვილი, ხომ?
ნუ, არ გიხსენებია და თუ გყავს, - ღმერთმა კარგად გიმყოფოს! მხოლოდ გამიხარდება!

მე ახლა იმ დაუბადებელ შვილზე გეუბნები!

სული ნაყოფს გაცილებით ადრე აქვს, ჩასახვამდე დიიიიიდი ხნით ადრე!
სული ირჩევს მომავალი დედის სხეულს და მასში სახლდება!
და შემდეგ ხდება დაფეხმძიმება... რომელსაც, ალბათ, და-ორ-სულება კი არა, და-ორ-სხეულება უნდა ერქვას! მაგრამ იმ ფაქტზე, რომ სული ნაყოფში პირველივე წამიდან არის, - ”ორ-სული” ამბობს თავის სათქმელს.

გითხრა, რომ შენი პრობლემა ადვილგადასაჭრელი არის-მეთქი? - ტყუილი გამომივა.
შენ შენი შანსი ორჯერ გაუშვი ხელიდან, ორი შანსი დედა-შვილობის მადლის გასაგებად, ჯერ დედასთან და მერე შვილთან!

და ადამიანური სიცოდვით მეცოდები!
ვწუხვარ, მაპატიე! sad.gif


--------------------
* * *
იქნებ სამშობლომ ვერც კი იგრძნოს სიკვდილი ჩემი,
მაგრამ ვიცი, რომ მეგობრები ატირდებიან!!!

* * *
მამა, თორმეტი წელი ხდება, რაც მიმატოვე...
მაშინ რატომ ვგრძნობ ასე მძაფრად სითბოს თითების,
როცა მიჭირს და უხილავი ხელი მიჭერს დაცემისაგან?
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Jul 30 2011, 11:46 PM
Post #49


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Gia Amilaxvari
მართლა? უსულოდ ცხოვრობენ? ახსენით რა, და კიდევ მაინტერესებს ცხოველების, ფრინველების , მცენარეების შემთხვევაში როგორ ფიქროBტ? ანუ ადამიანის გარდა სხვა ცოცხალი არსებები სული მა=ტარებლები არიან თუ არა და თუ არა რისი?


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Jul 31 2011, 04:47 AM
Post #50


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(td......... @ Jul 29 2011, 02:43 PM) *
kate
შეიძლება ასეა, მაგრამ , მაინც მგონია რაღაცის გამო არ დაიბადნენ.. რამდენი ხნის ჩანასახს უცნდება სული?

ამაზე უამრავი ვერსია არსებობს, მაგრამ ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, დავიწყებ გამონაკლისით, დანარჩენში მთლიანად ვეთანხმები დოქტორ ჰელენ უომბახის კვლევებს და დასკვნებს, მაგრამ ამაზე ქვემოთ. ჯერ ვილაპარაკოთ გამონაკლისზე, ანუ როდესაც სული იბადება არ ჩვეულებრივი ინკარნაციით, არამედ მაღალი განზომილებიდან, რაღაც მისიით, ეს მისია რამე დიდ სულიერ ლიდერობას ან ფიზიკურ პლანზე მეტად ცნობილ და პოპულარულ პიროვნებას სულაც არ ნიშნავს, მაგრამ ასეთი ადამიანები, შეუმჩნეველი არ რჩება და გარშემომყოფებზე დიდ გავლენას ახდენს. არც იმას ნიშნავს, რომ დედამიწაზე არასდროს არ ყოფილან ინკარნირებული. მოკლედ, ასეთ დროს სული ჩასახვისთანავე ემბრიონის სხეულში და არასდროს არ ტოვებს მას, ასეთი ბავშვი ყველა ვარიანტში დაიბადება. დედამ ათჯერაც რომ გადაწვიტოს აბორტის გაკეთება, ათჯერვე რაღაც ისეთი მოხდება "შემთხვევით", რომ ვერ მოახერხებს, სანამ საბოლოოდ ხელს არ ჩაიქნევს.
უმეტეს შემთხვევბში კი, უომბახის მიხედვით, რომელსაც მთლიანად ვეთანხმები და მანამდეც ასეთი წარმოდგენა მქონდა, სანამ მის ნაშრომებს გავეცნობოდი, სულმა უკვე იცის რომელ სხეულში უნდა დაიბადოს და სხეულთან და დედასთანაც მჭიდრო კავშირშია, თუმცა აუცილებელი არ არის მუდმივად სხეულში იმყოფებოდეს, დაბადებამდე სულს ჯერ კიდევ შეუძლია გადაწყვეტილების შეცვლა - "თავისუფალი არჩევანი" - ანუ გადაწყვიტოს აღარ დაიბადოს ახლა, ან ამ სხეულში, ეს ფიზიკურ პლანზე მუცლის მოშლას გამოიწვევს (თუმცა ეს ერთადერთი მიზეზი არ არის მუცლის მოშლის). აბორტის შემთხვევაში, სული სხვა სხეულს ირჩევს. დაბადების პროცესში, უმეტესობა არჩევს სხეულის გარეთ ყოფნას და ამ პროცესის ზემოდან დაკვირვებას და დაბადებისთანავე შედიან სხეულში, ვინც სხეულში რჩება ამ მომენტში ტკივილებსა და დისკომფორტს განიცდის. პირველი შთაბეჭდილება თითქმის ყველასთვის სიცივე, ცივი მკვეთრი სინათლე და ექიმების უემოციოობა, დედის მონატრებაა და გადაულახავი სურვილი დედასთან იყოს, ასევე გაოცება რომ ვერავინ ვერაფერს ხვდება, მათ ჯერ კიდევ სრული მეხსიერება აქვთ, ექვს თვემდე სული ხშირად ტოვებს სხეულს, მერე ძალიან იშვიათად და საბოლოოდ უკვე ივიწყებს ყველაფერს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
guest..
post Jul 31 2011, 07:54 AM
Post #51


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 636
Joined: 11-January 11
Member No.: 6,352

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



kate
შემოვა ეხლა anouk და დაგაწიწკნის ხუჭუჭა თმებს biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Jul 31 2011, 08:05 AM
Post #52


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Gia Amilaxvari
QUOTE(Gia Amilaxvari @ 30th July 2011 - 10:00 PM) *
ადამიანი შეიძლება დაიბადოს, გაიზარდოს, გარდაიცვალოს და სული არ გააჩნდეს.


ვინ ვართ ჩვენ? ადამიანები თუ სულები?

ან სხვანაირად თუ დავსვავთ კითხვას: მე მაქვს სული თუ მე ვარ სული?


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
guest..
post Jul 31 2011, 09:11 AM
Post #53


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 636
Joined: 11-January 11
Member No.: 6,352

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Atman @ Jul 31 2011, 08:05 AM) *
Gia Amilaxvari
ვინ ვართ ჩვენ? ადამიანები თუ სულები?

ან სხვანაირად თუ დავსვავთ კითხვას: მე მაქვს სული თუ მე ვარ სული?

ადამიანი არის სულის და ხორცის ერთობა,არის სულიც და არის ხორციც ,ააქვს სულიც და გულიც biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Jul 31 2011, 09:58 AM
Post #54


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Barmalei
QUOTE(Barmalei @ 31st July 2011 - 09:11 AM) *
ადამიანი არის სულის და ხორცის ერთობა,არის სულიც და არის ხორციც ,ააქვს სულიც და გულიც


მე არ მიკითხავს ადამიანი რისი ერთობაა, მე ვიკითხე ვინ ვართ ჩვენ... ადამიანი ფორმაა, რომელიც არა მარტო სულს და ხორცს, არამედ უამრავ პარაზიტს და დუხსაც შეიძლება შეიცავდეს smile.gif სული მარადიულია, ხორცი კვდება, ესე იგი ჩვენ ვერ ვიქნებით ერთობა (ხორცის და სულის), ჩვენ ვართ მარადიული სული, რომელიც ხორცით, კონკრეტულად კი ადამიანური ფორმით იმოსება...



--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Jul 31 2011, 10:07 AM
Post #55


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(kate @ 31st July 2011 - 04:47 AM) *
აბორტის შემთხვევაში, სული სხვა სხეულს ირჩევს.

kate
გამოდის , იმიტომ რომ სული სხვა სხეულს ირჩევს დედა და ექიმი და ხშირ შემთხვევაში მამაც ხდებიან მკვლელობის მონაწილეები და ამ დროს ამის შესახებ არაფერი იციან?

უნებლიე აბორტი გასაგებია, სხვა სხეული არჩია და ამ დროს დედას მუცელი მოეშალა, მაგრამ დედამ გადაწყვეტილება მიიღო, ხშირად საკმაოტ მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობაში, განცდებისა და ატასი ფიქრების ფონზე და ამ დროს დედა არაფერ შუაშია, ეს სულმა გადაწყვიტა ასე?!








--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
guest..
post Jul 31 2011, 11:35 AM
Post #56


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 636
Joined: 11-January 11
Member No.: 6,352

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Atman @ Jul 31 2011, 09:58 AM) *
Barmalei
მე არ მიკითხავს ადამიანი რისი ერთობაა, მე ვიკითხე ვინ ვართ ჩვენ... ადამიანი ფორმაა, რომელიც არა მარტო სულს და ხორცს, არამედ უამრავ პარაზიტს და დუხსაც შეიძლება შეიცავდეს smile.gif სული მარადიულია, ხორცი კვდება, ესე იგი ჩვენ ვერ ვიქნებით ერთობა (ხორცის და სულის), ჩვენ ვართ მარადიული სული, რომელიც ხორცით, კონკრეტულად კი ადამიანური ფორმით იმოსება...

კაი მარა მარტო სული ვერ იქნება ადამიანი ხორცის გარეშე,ასე რომ სულის და ხორცის ერთობაა ადამიანი,ხოდა სანამ ხორცი ცოცხალია ადამიანი გქვია.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Gia Amilaxvari
post Jul 31 2011, 01:05 PM
Post #57


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 218
Joined: 27-July 11
Member No.: 6,524

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atman
QUOTE(atman @ 31st July 2011 - 08:05 AM) *
ვინ ვართ ჩვენ? ადამიანები თუ სულები?

თქვენ ვინ ხართ ამას მე ვერ ვიტყვი, მაგრამ ზოგადად ადამიანზე შემიძლია ვისაუბრო.
ადამიანი არის შემოქმედისაგან გამოსული ძალა, რომლის ცნობიერებაც მატერიალურში დაეცა და დაკარგა უმაღლესი რეალობის აღქმის უნარი, ადამიანი სხვა ასეთი ძალებისაგან იმით განსხვავდება რომ მას აქვს ცნობიერება "გონება"
მეორე კითხვაზე გიპასუხებ რომ შენ სული არ ხარ, მშვინვა ხარ ანუ მატერიალურ სხეულს + გონება, მაგრამ მშვინვაში შემოქმედის მიერ ჩადებულია ეგოს მაცოცხლებელი პაწია წერტილი "ნეფეშ" და ეს არის სული რომელიც სხეულში გაზრდასა და განვითარებას საჭიროებს. მე ზემოთ აღვნიშნე ეს:
QUOTE(Gia Amilaxvari @ 30th July 2011 - 10:00 PM) *
ადამიანი შეიძლება დაიბადოს, გაიზარდოს, გარდაიცვალოს და სული არ გააჩნდეს.

რაც ნიშნავს შემდეგს: "თუ ადამიანი სხეულის სიცოცხლის პერიოდში არ იზრუნებს ამ წერტილის "ნეფეშის" განვითარება ზრდაზე, მისი გვამის მოკვდინების შემდეგ ასეთი წერტილი კვლავ იმოსება ახალი მატერიალური სხეულით და ასე დაუსრულებლად, მანამ სანამ ადამიანი არ მიხვდება მატერიალურ სამყაროში მისი ტრანსფორმირების ძირითად დანიშნულებას, სულს რაც შეეხება ამ წერტილს მხოლოდ მაშინ შეიძლება ეწოდოს როდესაც მას გარდავქმნით "ნეფეშიდან" "რუაჰად" ანუ ცნობიერებით ავმაღლდებით მატერიალურზე და საკუთარ თავს შევიცნობთ არა როგორც, ხორცისა და ძვლების გროვას არამედ როგორც მარადიულ უკვდავ პიროვნებას. დღესდღეისობით ადამიანი საკუთარ თავს ფიზიკურ სხეულთან აიგივებს, რაც იმას ნიშნავს რომ მასში ჩადებული ნეფეშ ერთ წერტილშია გაყინული აქედან გამომდინარე ის მკვდარია ვინაიდან მიწაში ჩათესილი მარცვალი თუ არ გაღივდა და არ აღმოცენდა მიწის ზემოთ მცენარის სახით, ასეთ მარცვალს მკვდარს უწოდებენ, ამ გაგებით ადამიანს არ აქვს სული, ვინაიდან რაც მოგეცა იმას თუ არ განავითარებ რა მნიშვნელობა აქვს გაქვს თუ არა? მითხარი აბა მილიარდები რომ გქონდეს ბანკში, მთელი სიცოცხლის განმავლობაში 1 ლარი რომ არ მოხსნა ანგარიშიდან და სულ ბანკში იდოს არ გამოიყენო და გარდაიცვალო ასე, რაიმე აზრი ააქვს შენს მილიარდელობას? გინდა გქონია გინდა არა, ღარიბ ღატაკისაგან არაფრით არ განსხვავდები.
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Jul 31 2011, 04:38 PM
Post #58


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(td......... @ 31st July 2011 - 01:07 AM) *
გამოდის , იმიტომ რომ სული სხვა სხეულს ირჩევს დედა და ექიმი და ხშირ შემთხვევაში მამაც ხდებიან მკვლელობის მონაწილეები და ამ დროს ამის შესახებ არაფერი იციან?

პირიქით, როცა დედა აბორტს იკეთებს, ამის გამო ირჩევს სული ახალ სხეულს, მაგრამ მკვლელობა, მაინც საშინელი სიტყვაა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Jul 31 2011, 04:59 PM
Post #59


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Gia Amilaxvari
QUOTE(Gia Amilaxvari @ 31st July 2011 - 04:05 AM) *
სულს რაც შეეხება ამ წერტილს მხოლოდ მაშინ შეიძლება ეწოდოს როდესაც მას გარდავქმნით "ნეფეშიდან" "რუაჰად" ანუ ცნობიერებით ავმაღლდებით მატერიალურზე

არ გეთანხმები, რომ "ნეფეშ" სული არ არის, და არ შეიძლება ეწოდოს სული, სანამ რუახამდე არ მიაღწევს. ყოველ დაბადებულ ადამიანში არის სული, რომელსაც სხვადასხვა სახელს უწოდებს სხვადასხვა მიმდინარეობა, რასაც კაბალა ნეფეშს უწოდებს ეს სულია, რომელიც მესამე ჩაკრას არ გაშორებია ჯერ და შეიძლება ისე იცხოვროს მთელი და თუნდაც რამოდენიმე ცხოვრება, ვერ ავიდეს მეოთხე ჩაკრამდე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უსულოა, გულის ჩაკრის შემეცნების შემდეგ ნეფაში გარდაიქმნება რუაჰად და მხოლოდ მეშვიდე ჩაკრის შემდეგ რუახი ნეშამად. კაბალისტური მოსაზრება სულის სამ ელემენტად "ნეფეშ", "რუაჰ", "ნემეშ", სულის განვითარების ეტაპებია მხოლოდ. რადგან ნეფეშიც გილგულია, ამდენად თავისთავში ატარებს რუაჰს და ნეშამას, მაგრამ საბოლოოდ ეს ყველაფერი უბრალოდ სიტყვები, ტერმინებია უკვდავი სულის აღსაწერად.
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Jul 31 2011, 05:03 PM
Post #60


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(atman @ 30th July 2011 - 11:05 PM) *
მე მაქვს სული თუ მე ვარ სული?

შენ ხარ სული, რომელსაც აქვს სხეული smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post

8 Pages V  < 1 2 3 4 5 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 10:12 PM