IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

44 Pages V  « < 29 30 31 32 33 > »   
Reply to this topicStart new topic
> რეინკარნაცია, გჯერათ?
რეინკარნაცია
გჯერათ თუ არა რეინკარნაციის?
მჯერა [ 124 ] ** [66.67%]
არ მჯერა [ 27 ] ** [14.52%]
ვერ გადამიწყვეტია [ 35 ] ** [18.82%]
Total Votes: 178
Guests cannot vote 
Dakaray
post Mar 20 2013, 03:06 PM
Post #601


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 57
Joined: 18-June 12
Member No.: 6,835

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(td......... @ Mar 20 2013, 02:09 AM) *
Dakaray
სდაა მერე პიროვნება და კაი ცხოვრება...

წავედი მივეგდო, თორე წუწუნის ტალღამ ამიტანა...

მშვიდობიან ღამეს გისურვებთ ყველას!


უფალთან ერთობა იმას არ ნიშნავს რომ იეღოვა შეგისრუტავს და თავის თავში გაგაერთიანებს, ერთი სულის ქონა ერთი და იგივე პიროვნებას არ ნიშნავს. შენც და ყველა ნათლის გამოვლინება სხვადასხვა პიროვნებები ხართ ერთი ხართ სულით და ვინაიდან არსით სული ხარ ეგო მეორე პლანზე იწევს, მაგრამ მაინც არსებობს, თორემ აღარ შეიქმნებოდა ქმნილება და იქნებოდა ის სული ისე, როგორც მანამდე იყო სანამ ეგოებში გამოავლენდა საკუთარ თავს.


--------------------
amore non est medicabilis herbis
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Mar 20 2013, 03:38 PM
Post #602


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Dakaray
ციტატა
უფალთან ერთობა იმას არ ნიშნავს რომ იეღოვა შეგისრუტავს და თავის თავში გაგაერთიანებს, ერთი სულის ქონა ერთი და იგივე პიროვნებას არ ნიშნავს. შენც და ყველა ნათლის გამოვლინება სხვადასხვა პიროვნებები ხართ ერთი ხართ სულით და ვინაიდან არსით სული ხარ ეგო მეორე პლანზე იწევს, მაგრამ მაინც არსებობს, თორემ აღარ შეიქმნებოდა ქმნილება და იქნებოდა ის სული ისე, როგორც მანამდე იყო სანამ ეგოებში გამოავლენდა საკუთარ თავს.
გიგრძვნია შენში ეგ ნაწილი? წერ ეგო აქვსო, და მიახლოებით მაინც რომ აღწერო, თუ აქვს რაიმე თვისება, ან რას ჰგავს, ეგოს ქონა რაში გამოიხატება?


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
Dakaray
post Mar 21 2013, 01:13 AM
Post #603


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 57
Joined: 18-June 12
Member No.: 6,835

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სულს ეგო არ აქვს სხეულს გარეთ ის ყოვლისმომცველია, ეგო ანუ პიროვნულობა რომ შეიძინოს მას სხეული ჭირდება, სხეულს მნიშვნელობა არ აქვს ამ შემთხვევაში იქნება ის ფიზიკური, ასტრალური ატმანური თუ როგორიც არ უნდა იყოს და რა ფორმისაც არ უნდა იყოს სულთან ერთად ქმნის ეგოს, ანუ პიროვნულობის განცდას, აქედან გამომდინარე როდესაც უფალთან ერთობაზე ვსაუბობ ეს იმას არ ნიშნავს რომ ისინი (ქრისტე, იაჰვე, ვიშნუ და აშ......) პიროვნულად შევა ვინმეში, ეს ნიშნავს იმას რომ ამ სხვადასხვა პიროვნებებს ერთი სული აქვთ, უფრო სწორედ თავად არიან ამ სულის სხვადასხვა გამოვლინებები, გაინტერესებთ მიგრძვნია თუ არა ჩემში წმინდა სული? საინტერესო კითხვაა, შევეცდები მაქსიმალურად გასაგებად გადმოვცე ჩემი განცდები, მე ვიგრძენი რომ ეს სული კი არ არის ჩემში, როგორც ნაწილი არამედ თავად ვარ ეს სული, რომელიც ჩემს შემთხვევაში, ხორციელ სხეულში გამოვლინდა, ძალიან სერიოზული განცდაა ეს და გასაცხადებლად ცოტა სახიფათოც, ათასი კითხვა გაუცნდება სხვას იტყვიან ასეთი მხოლოდ ქრისტე იყო განკაცებული ღმერთი და ა.შ თუმცა მე ვგრძნობ სხვაობას ჩემსა და ქრისტეს შორის და ეს სხვაობა მდგომარეობს შემდეგში: ის ნებაყოფლობით გათვიცნობიერებულად დაეშვა მატერიაში, რაც შემეხება მე დავეცი, გამომაძევეს, ამ დაცემის მიზეზი მიწერია, ამ სულის უზენაეს გამოვლინებას ვთქვათ ებრაელთა ღმერთს იჰვჰ-ს გავუტოლე თავი, ნაადრევად მოვინდომე იმ ტახტის დაკავება რომელზე აღსაყდრების უფლებაც შურითა და რქებით კი არა სიყვარულის საქმეებით უნდა მოიპოვოს ნებისმიერმა, ჰო და ასეთ სულიერ სეპარატისტად ანუ მიწად ვიქეცი ადამიანად და ეს სასჯელია იმისთვის ვინც აცნობიერებს საიდან სად დაეცა, კი არ დაეშვა მისიით, არამედ დაეცა. თუმცა შანსი აღზევებისა კვლავ არსებობს და ამ შანსს მე ვთვლი რომ იესო ქვია, არა ორთოდოქსნი, არა კატოლიკენი, არა ის არა ეს სექტა არამედ იესო და მისი მოძღვრება, რჯული სიყვარულისა, ყოველგვარი ადამიანური დანამატების გარეშე.


--------------------
amore non est medicabilis herbis
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Mar 21 2013, 01:54 AM
Post #604


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Dakaray
Dakaray
ციტატა
გაინტერესებთ მიგრძვნია თუ არა ჩემში წმინდა სული? საინტერესო კითხვაა, შევეცდები მაქსიმალურად გასაგებად გადმოვცე ჩემი განცდები, მე ვიგრძენი რომ ეს სული კი არ არის ჩემში, როგორც ნაწილი არამედ თავად ვარ ეს სული, რომელიც ჩემს შემთხვევაში, ხორციელ სხეულში გამოვლინდა, ძალიან სერიოზული განცდაა ეს და გასაცხადებლად ცოტა სახიფათოც
მე რასაც ვგრძნობ რომ ვარ, სახელს ვერ ვარქმევ, ის თიკორომა არ არის, არც ღვთაებრივი, არც წმინდა, არც რამენაირი, უბრალოდ მე ვარ. და ამ 'მეს" ვერ ვახასიათებ, იმიტომ რომ არაფერი აქვს ხასიათის, თვისებისმაგვარი.

ამას გარდა სიზმარში და ხილვებში ვარ მე, მაგრამ ვინ ვარ სინამდვილეში, ვერ ვხვდები. უბრალოდ მე ვარ sad.gif მოკლედ საშინელი ასახსნელია, ნეტა რამე გაგაგებინე? biggrin.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
Dakaray
post Mar 21 2013, 02:34 AM
Post #605


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 57
Joined: 18-June 12
Member No.: 6,835

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მსგავსი განცდები მქონდა სწორედ მეც და ეს იმის ბრალია რომ ადამიანში მხოლოდ წმინდა სული კი არა წყვდიადის სულიცაა, უფრო სწორედ კი თითქმის 99,9% ბნელი უარყოფითი სულით არის აღსავსე, ამაზედ საუბრობს სწორედ იესო, როდესაც ამბობს: "თუ ნათელი, რომელიც შენშია ბნელია, სიბნელე რაოდენ დიდი იქნება"? აი საკუთარ თავში ამ ბნელის დათრგუნვით ზრდი ნათლის სულს, ან პირიქით და შესაბამისად გერქმევა ძე, ნათლის ან წყვდიადის, მე კიდევ ვხარობ რომ აღარ ვარ წყვდიადის ძე თუმცა ვიყავი ძალიან დიდ ხანს და ეს საჭირო იყო. ისევე როგორც საჭიროა შენი დაბნეულობა ამ საკითხთან დაკავშირებით, ეს საჭიროა......................


--------------------
amore non est medicabilis herbis
Go to the top of the page
 
+Quote Post
Plasmodium
post Mar 21 2013, 02:42 AM
Post #606


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 269
Joined: 7-October 12
Member No.: 6,901

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Dakaray

გასაგებია რომ რაღაც იგრძენი. მეც მქონია ეგ მომენტი და მგონი ბევრს აქ. ის უფრო მაინტერესებს ამით რა შეიცვალა? როცა ის შეგრძნება გადის რა გრჩება რეალურად? მე ისევ ის ვარ რაც ვიყავი ასეთუ გამოცდილებები რამდენიმე დღეში ავიწყდება ადამიანს და რაღაც მოგონება რჩება გონების დონეზე.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Dakaray
post Mar 21 2013, 02:51 AM
Post #607


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 57
Joined: 18-June 12
Member No.: 6,835

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ამით ის შეიცვალა რომ მივხვდი ის დრო მცირედი რომელიც შანსის სახით მომეცა, საკუთარი ხორციელი სურვილების ასრულების დევნაში კი არ უნდა გავფლანგო არამედ ცათა სასუფევლის საძიებლად. სურვილი მოდის აისრულებ, ქრება, მერე ისევ ჩნდება ისევ აისრულებ ქრება, მერე კვლავ ჩნდება და ა.შ სიკვდილამდე ჰო და აბა აზრი? ამაოებაა ყველაფერი როდესაც ფინალი სიკვდილია რა სარგებელი აქვს კაცს მთელი ქვეყნის დიდება მოიხვეჭოს და სიცოცხლე დაკარგოს? მკვდარს რად უნდა ამაქვეყნიური სიამენი? მე კი როგორც პოტენციური მკვდარი ვცდილობ ჯერ მარადისობაში ვუზრუნველვყო საკუთარი სიცოცხლე და შემდეგ ვიზრუნო ტკბობაზე, ასე უფრო ლოგიკურად და აზრიანად მიმაჩნია, ასე ამაოება აღარ არის ადამიანის მცდელობა, ისე კი როგორც კაცობრიობა შვრება ამაოებაა, რადგან მეფე და პაიკი ბოლოს ერთ ყუთში იყრება საფლავში. მე კი რაღაც არ მხიბლავს სიკვდილი, არა ისე არ გამიგოთ რომ თიტქოს მეშინია, კარგად გამიგეთ აი ახლა ამ წამს რომ გავნადგურდე ეს პირიქით შვება იქნება, მაგრამ სანამ ვცოცხლობ აქ მსურს აზრიანად ვიცოცხლო და მომავალი სიცოცხლე უზრუნველვყო, რათა კვლავ არ მოვხვდე იმ სულთა წრებრუნვის ციკლში რასაც რეინკარნაცია ქვია და ასე დაუსრულებლად არ ვიბუქსაო აქ მატერიაში.


--------------------
amore non est medicabilis herbis
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Mar 21 2013, 08:48 AM
Post #608


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma
QUOTE(tikoroma @ 21st March 2013 - 02:54 AM) *
მე რასაც ვგრძნობ რომ ვარ, სახელს ვერ ვარქმევ, ის თიკორომა არ არის, არც ღვთაებრივი, არც წმინდა, არც რამენაირი, უბრალოდ მე ვარ. და ამ 'მეს" ვერ ვახასიათებ, იმიტომ რომ არაფერი აქვს ხასიათის, თვისებისმაგვარი.

ამას გარდა სიზმარში და ხილვებში ვარ მე, მაგრამ ვინ ვარ სინამდვილეში, ვერ ვხვდები. უბრალოდ მე ვარ მოკლედ საშინელი ასახსნელია, ნეტა რამე გაგაგებინე?

ჩემთვის გასაგები გრძნობაა wink.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Mar 21 2013, 08:53 AM
Post #609


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Dakaray
QUOTE(Dakaray @ 21st March 2013 - 03:51 AM) *
კვლავ არ მოვხვდე იმ სულთა წრებრუნვის ციკლში რასაც რეინკარნაცია ქვია და ასე დაუსრულებლად არ ვიბუქსაო აქ მატერიაში.

მეც იგივე მინდა smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Mar 21 2013, 09:29 AM
Post #610


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Dakaray
ციტატა
მე კი როგორც პოტენციური მკვდარი ვცდილობ ჯერ მარადისობაში ვუზრუნველვყო საკუთარი სიცოცხლე და შემდეგ ვიზრუნო ტკბობაზე
მარადიულობა არ მხიბლავს ჯერ, სანამ არ გავიცნობ იმ სამყაროს, სადაც უნდა ვიყო მარადიული.

მე რაც შემეხება, დაბნეული არ ვარ, უბრალოდ მაინტერესებს ვინ ვარ, რომელი ვარ მაგ დროს biggrin.gif რა შუაში იყო ბნელი და ნათელი ძალების ბრძოლა ვერ მივხვდი


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Mar 21 2013, 09:39 AM
Post #611


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა
ასე დაუსრულებლად არ ვიბუქსაო აქ მატერიაში.
Dakaray
მეც აღარ მინდა ეს..


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
teepurple
post Mar 21 2013, 10:16 AM
Post #612


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 813
Joined: 18-January 12
From: Mirkwood
Member No.: 6,696

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(tikoroma @ Mar 21 2013, 01:54 AM) *
Dakaray
Dakaray
მე რასაც ვგრძნობ რომ ვარ, სახელს ვერ ვარქმევ, ის თიკორომა არ არის, არც ღვთაებრივი, არც წმინდა, არც რამენაირი, უბრალოდ მე ვარ. და ამ 'მეს" ვერ ვახასიათებ, იმიტომ რომ არაფერი აქვს ხასიათის, თვისებისმაგვარი.

ამას გარდა სიზმარში და ხილვებში ვარ მე, მაგრამ ვინ ვარ სინამდვილეში, ვერ ვხვდები. უბრალოდ მე ვარ sad.gif მოკლედ საშინელი ასახსნელია, ნეტა რამე გაგაგებინე? biggrin.gif

ზუსტად იგივე მჭირს და + ამას ამ რეალობას ვერ ვაცნობიერებ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Dakaray
post Mar 21 2013, 10:58 AM
Post #613


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 57
Joined: 18-June 12
Member No.: 6,835

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(tikoroma @ Mar 21 2013, 10:29 AM) *
Dakaray
მარადიულობა არ მხიბლავს ჯერ, სანამ არ გავიცნობ იმ სამყაროს, სადაც უნდა ვიყო მარადიული.

მე რაც შემეხება, დაბნეული არ ვარ, უბრალოდ მაინტერესებს ვინ ვარ, რომელი ვარ მაგ დროს biggrin.gif რა შუაში იყო ბნელი და ნათელი ძალების ბრძოლა ვერ მივხვდი


ამას წინათ ერთმა ჩემმა მეგობარმა ასეთი რამ მომწერა:

ზოგადად ადამიანს ურჩევნა შეჩვეულ "წუმპეში" გორაობა,ვიდრე შეუჩვეველ "სამოთხეში" გადაბარგება.

რომ დავუფიქრდი მის სიტყვებს მივხვდი რომ მართალს იძახდა, ის სამყარო კი რომ გაიცნო ბარიერი უნდა გადალახო სულიერსა და ფიზიკურ სამყაროს შორის არსებული ბარიერი.

დაბნეულობა სწორედ ესაა რომ არ იცი და გაინტერესებს თან ვერ ხვდები თან გსურს.

ბნელი და ნათელი ძალების ბრძოლა კი იმ შუაშია რომ ეს ბრძოლა მიმდინარეობს ნებისმიერ ადამიანში და თავში სწორედ ეს არის, არასრულყოფილები ვართ რადგან ბრძოლაში ვართ, სრულყოფილი გამარჯვებულია, ამ ბრძოლაში იწრთობა ადამიანი ძლიერ ღმერთად................ ეს ბრძოლა თუ წააგე, შეუძლებელია იმ ციხიდან გაღწევა რასაც მატერიალური სამყარო ქვია, ვინაიდან მუდამ აქ დაგცემენ და თან ამნეზიით რაც ყველაზე დიდი უბედურებაა.


--------------------
amore non est medicabilis herbis
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Mar 21 2013, 11:42 AM
Post #614


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Dakaray
წუმპეში გორაობა გადამეტებული შედარებაა, მე არ მითქვია რომ აქ ყოფნა მომწონს. სხვა რამ ვთქვი.

ციტატა
ბნელი და ნათელი ძალების ბრძოლა კი იმ შუაშია რომ ეს ბრძოლა მიმდინარეობს ნებისმიერ ადამიანში და თავში სწორედ ეს არის, არასრულყოფილები ვართ რადგან ბრძოლაში ვართ, სრულყოფილი გამარჯვებულია, ამ ბრძოლაში იწრთობა ადამიანი ძლიერ ღმერთად................ ეს ბრძოლა თუ წააგე, შეუძლებელია იმ ციხიდან გაღწევა რასაც მატერიალური სამყარო ქვია, ვინაიდან მუდამ აქ დაგცემენ და თან ამნეზიით რაც ყველაზე დიდი უბედურებაა.



გასაგებია ეგ ყველაფერი, მაგრამ მე სხვა რამეს ვკითხულობ. რაში გამოიხატება ის მცირე პიროვნულობა, ეგო რაც უმაღლეს სულ ახასიათებს, თუკი დაახლოებით შეიძლება მისი აღწერა.


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
Dakaray
post Mar 21 2013, 12:57 PM
Post #615


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 57
Joined: 18-June 12
Member No.: 6,835

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



წუმპეში გორაობა თქვენზე არ დამიწერია, ასეთი შემთხვევა მონდა მეგობარს ვკითხე, რატომ უკვირთ თქო ადამიანებს როდესაც სულიერ სამყაროებზე ვესაუბრები თქო და ასეთი პასუხი მომწერა, კიი უხეში შედარებაა მაგრამ ფაქტიურად სიმართლეა, წუმპე ეს წუთისოფელია ადამიანებს კი მოწონთ მატერიალური სამყაროს ხორციელი სიამეებით ტკბობა.

რაში გამოიხატება და სხეულში გონში და ფორმებში ასევე თვისებებში, მიუხედავად იმისა რომ უფალი იესო არის ნათელი ნათლისაგან, ანუ წმინდა სული გამოსული წმინდა სულისაგან და ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან მას გააჩნია ასევე სულიერი სხეულიც, გარშემოწერილობა, ფორმა, რაც ამ ღმერთს პიროვნებად ხდის, მის სხეულს აღწერს მოციქული იოანე:

12. მე მივბრუნდი, რომ მეხილა ხმა, რომელიც მესიტყვებოდა, და მიბრუნებულმა ვიხილე შვიდი სასანთლე ოქროსი,

13. ხოლო შვიდ სასანთლეს შორის - მსგავსება კაცის ძისა, რომელსაც ემოსა გრძელი მოსასხამი და მკერდს ერტყა ოქროს სარტყელი;

14. თავი მისი და თმანი - სპეტაკი, როგორც ქათქათა მატყლი და როგორც თოვლი, ხოლო თვალნი მისნი, როგორც ალი ცეცხლისა.

15. ფეხნი მისნი - ცეცხლში გავარვარებული ელვარე რვალი, ხოლო ხმა მისი, როგორც ზათქი მრავალი წყლისა.

16. მარჯვენა ხელში ეპყრა შვიდი ვარსკვლავი და მისი პირიდან გამოდიოდა მახვილი ორლესული, ხოლო სახე მისი, როგორც მზე, სხივმფინარი თავისი ძალით.

17. ვიხილე თუ არა, მის ფერხთით დავვარდი, როგორც მკვდარი, ხოლო მან თავისი მარჯვენა დამადო და თქვა: ნუ გეშინია, მე ვარ პირველი და უკანასკნელი;

აქ ის აღწერს იესოს დიდებული სულიერი სხეულით.

სხეული გააჩნია მამა ღმერთსაც, თორა გვამცნობს:

11. პირისპირ ელაპარაკებოდა უფალი მოსეს, როგორც კაცი ელაპარაკება კაცს. მერე ბრუნდებოდა ბანაკში. მისი მსახური, იესო ნავეს ძე, ყმაწვილი კაცი, არ შორდებოდა კარავს.

18. თქვა მოსემ: მახილვინე შენი დიდება.

19. თქვა ღმერთმა: ჩამოვატარებ მთელს ჩემს სიდიადეს შენს წინ და მოვუხმობ უფლის სახელს შენს წინაშე. შევიწყალებ, ვინც შესაწყალებელია, და შევიტკბობ, ვინც შესატკბობია.

20. თქვა: ვერ შეძლებ ჩემი პირის ხილვას, რადგან ისე ვერ მიხილავს ადამიანი, რომ ცოცხალი დარჩეს.

21. თქვა უფალმა: აჰა, ადგილია ჩემთან. დადექი კლდეზე.

22. როცა ჩაივლის ჩემი დიდება, კლდის ნაპრალში მეყოლები და ვიდრე არ ჩავივლი, ხელი მექნება შენთვის აფარებული.

23. როცა ხელს მოგაშორებ, ჩემს ზურგს დაინახავ, პირი კი უხილავი იქნება.

ასე რომ სხეული, ფორმა და ა.შ მამა ღმერთსაც აქვს, ყველა ის ატრიბუტი რაც პიროვნულობის განცდას ქმნის, მაგრამ არსებობს ღმერთი ჭეშმარიტი, სული უსხეულო, უსახელო და პირველსაწყისი, ნათელი, ყოვლადძლიერი, ყოვლისშემძლე და ყოვლისაღმვსები, ყოვლისმცოდნე და ყველგანმყოფი, "სულიწმინდა". ეს არის ის სული რომლის გმობაც მიუტევებელია, ეს არის ის სული რომელიც გამოვლინდა მამით, იესოთი, შენით, ჩემით და 7 მილიარდი სხვათი, პლანეტებითა და სამყაროებით, ეს არის სული პირველმიზეზი, ჰო და სხვაობა ჩვენსა და იმას შორის ვისაც რმერტს ვეძახით, მხოლოდ სხეული და დროებიტი მდგომარეობაა.


--------------------
amore non est medicabilis herbis
Go to the top of the page
 
+Quote Post
nakurtxi var ...
post Mar 21 2013, 01:10 PM
Post #616


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 40
Joined: 19-March 13
Member No.: 7,061

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



და ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ?!!! მირონცხებულმა ნაძირლებმა!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Dakaray
post Mar 21 2013, 01:19 PM
Post #617


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 57
Joined: 18-June 12
Member No.: 6,835

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ზეთის ცხება სიმბლურად ამ სულის მიღებას გამოხატავს და ასეთი კი ნაძირალა ვერ იქნება, (ზეთცხებული კი არა სულმიღებული), ხოლო ის ვინც ფორმალური ქრისტიანია , ნამდვილი ქრისტიანი უნდა გახდეს. ის ვინც მოჩვენებითად წმინდანობს, ნამდვილ წმინდანად უნდა იქცეს.


--------------------
amore non est medicabilis herbis
Go to the top of the page
 
+Quote Post
Dakaray
post Mar 22 2013, 01:16 AM
Post #618


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 57
Joined: 18-June 12
Member No.: 6,835

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(nakurtxi var nu damblokavt @ Mar 21 2013, 02:41 PM) *
ნუ რაც გინდა დაარქვი. მე მაქვს ზეთი ცხებული ეკლესიაშიც დავდივარ, ჯვარიც მკიდია გულზე, მაგრამ მაინც ნაძირალა ვარ. biggrin.gif

ასეთ ადამიანებს იესო თეთრად შეფერადებულ საფლავებს ადარებს, გარედან ვიზუალურად, სიმბოლიზმით გადატვირთულ, მოჩვენებით, ყალბ იერს რომ სიკეთისა და სიყვარულის ეტალონად ასაღებენ, შინაგანად კი როგორც საფლავი ძვლებით ისე არიან აღსავსენი მატერიალური უწმინდურებით, ბოროტი ზრახვებითა და ცოდვისმშობი სურვილებით, შენ კი საყვარელო მეგობარო ნაძირალა ვეღარ გამოდიხარ, რადგან ნაძირლები არ აღიარებენ რომ ნაძირლები არიან, შენ ხარ მებაჟე რომელიც თავჩაღუნული იდგა ტაძარში გულში მღიჯს იცემდა და იძახდა: ვაი მე ნაძირალას, ჰო და იცოდე შენ უფრო გამართლებული წახვალ სახლში და სუფთა სინდისით დაიძინებ, ვიდრე ფოჩდაგრძელებული ფარისეველი რომელიც გაიძახის, ყველა შენს მცნებას ვიცავ უფალო და კმაყოფილი ვარ აგერ ამ ნაძირალას რომ არ ვგავარო, არა ხარ შენ ნაძირალა და თუ ხარ კიდევ მაგას ადვილად ეშველება, შველით იმ ნაძირლებს ვერ ეშველებათ ვინც მართლა ნაძირლები არიან და თავებს მამა აბრაამის ბატკნებად ასაღებენ.



--------------------
amore non est medicabilis herbis
Go to the top of the page
 
+Quote Post
Dakaray
post Mar 22 2013, 01:24 AM
Post #619


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 57
Joined: 18-June 12
Member No.: 6,835

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(sentimennte @ Mar 21 2013, 02:47 PM) *
Dakaray
eg xom ertgvari saidumloebacaa, ai is momenti,is wami,roca xvdebi,shenshi ragac icvleba, ragac xdeba da es ragac araamqveyniuria, aramaterialuria, ai is wami amouxsneli rcheba, roca suliwmida modis da mteli sheni arseba,imave sxeulshi, imave sulit axlidan ibadeba, axal sicocxleshi, ver vxsni da verc avxsni amas, mere mere mivxvdi rom mteli cxovrebis manzilze, tviton mudmivad chemtanaa da periodulad dabadebamdec,mucelshive "damanaxa" tavi, ra unda gameazrebina? Ra unda agmeqva? Verc veraperi, adamianebis agqma iseti pawawaa, ususuri.. mere drodadro maxsenebda tavis arsebobas, mere upro da upro gaxshirda da mere ukve kvals xedav rogor moqmedebs shens cxovrebashi, rogor gismens, giparavs, zrunavs, gzrdis, grwvtnis, da bolos ubralod gixaria rom arsebobs smile.gif dausruleblad sheizleba saubari, ubralod marto amis shesacnobad girda am qveynad dabadeba, bevri maqvs satqmeli magram ver vambob da arc vambob xolme smile.gif



რასაც თქვენ აღწერთ მაგ პროცესს იესო ზეციდან შობას უწოდებს და სწორედ ამ პროცესზე ესაუბრება მღვდელმთავარ ნიკოდემოსს, ეუბნება რა: ის ვინც წყლითა და სულით არ იშვება ვერ იხილავს ცათა სასუფეველს, ნიკოდემოსს კი მატერიალური შობა ეგონა და გაუკვირდა, ხელმეორედ როგორ უნდა იშვასო ადამიანი, მან კი მიუგო ჭეშმარიტად გეუბნები ვინც ზეციდან არ იშვება ვერ შევა ცათა სასუფეველში, ეს შობა ახალი კაცის დაბადებაა ძველ კაცში, რომელზეც წერს პავლე მოციქული რომ როგორც ბინძური ტანისამოსი ისე უნდა გავიხადოთ და გადავაგდოთ, ეს არის ძველი კაცი ყოველგვარი ბოროტება, სიძვა, მრუშობა, კაცის კვლა, ცილისწამება და ა.შ ახალი კაცი კი სიკეთის საქმეებია, ამიტომ აქ შინაგანში ტვისებათა ცვლაზეა საუბარი, ხოლო ის ვინც ამბობს რომ ზეციდან იშვა ანუ წმინდა სულით გამოვლინდა და ფლობს მის მადლს სიკეთისა და რწმენის საქმეებით უნდა ამტკიცებდეს ამ ნათქვამს და არა ლიტონი სიტყვებით, ასეთი ახალი კაცი თავს აღწევს სიკვდილის ბორკილებს ანუ აქ მატერიაში წრებრუნვის ციკლიდან გადის და მასზედ ვეღარ უფლობს ვერც კარმული წესი და ვეღარც სიკვდილი აფერხებს მის სვლას უკნ მომავალში smile.gif



--------------------
amore non est medicabilis herbis
Go to the top of the page
 
+Quote Post
elli
post Mar 22 2013, 06:25 PM
Post #620


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 995
Joined: 9-February 11
Member No.: 6,383

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Dakaray

ციტატა
ის ვინც წყლითა და სულით არ იშვება ვერ იხილავს ცათა სასუფეველს


რამდენადაც მივხვდი, აქ იმაზეა საუბარი, რომ თუ არ მოინათლები ცათა სასუფეველს ვერ იხილავო ხომ? თუ ვცდები?


--------------------
მე ვითხოვე ძალა... ხოლო ღმერთმა მე მომცა სიძნელეები, რომელთა გადალახვით მე გავხდი ძლიერი.
Go to the top of the page
 
+Quote Post

44 Pages V  « < 29 30 31 32 33 > » 
Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 09:23 PM