ხვამლის მთის საიდუმლოება, ლეჩხუმის რაიონშია |
ხვამლის მთის საიდუმლოება, ლეჩხუმის რაიონშია |
Jan 7 2011, 02:35 AM
Post
#41
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 69 Joined: 5-January 11 From: Batumi Member No.: 6,344 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ძალიან მიტაცებს მისტიური ,იდუმალებით მოცული ამბები..ავტორს მადლობას ვუხდი!
|
|
|
Jan 9 2011, 02:57 PM
Post
#42
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 25 Joined: 28-December 10 Member No.: 6,337 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
საინტერესო თემაა მე მაქვს სოფელი ხვამლის ქვეშ მაგრამ მთაზე არასდროს ვყოფილვარ ...
ალხა ფილმს ვიწერ ვგრძნობ საინტერესო იქნება : ) |
|
|
Mar 5 2011, 11:55 PM
Post
#43
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,002 Joined: 24-October 09 From: Austria Member No.: 6,057 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
საინტერესო სტატიას მივაგენი, რომელიც ამ ექსპედიციის ხელმძღვანელის, გურამ გაბიძაშვილის მოულოდნელი გარდაცვალების ამბავს ეხება:
სენსაციური აღმოჩენა ხვამლის მთაზე Tuesday, 07 September 2010 13:45 მირიან ბოქოლიშვილი ქართველი მკვლევარის გარდაცვალების მისტიკური დეტალები ხვამლის მთა ისტორიულ ლეჩხუმში მდებარეობს, უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 2002 მეტრია. „პრაიმტაიმი“ კლდოვანი მასივის ირგვლივ არსებულ მითებსა თუ რეალობებზე, ერთხელ უკვე წერდა, თუმცა ჩვენი ხელახალი ინტერესი ერთმა ტრაგიკულმა და ამასთანავე, უცნაურმა ამბავმა გამოიწვია. ხვამლსა და მის შემოგარენში უმნიშვნელოვანესი ექსპედიცია ტარდებოდა, როგორც ამბობენ, ზუსტად ერთი თვის წინათ, მკვლევარებმა სერიოზული აღმოჩენა გააკეთეს, თუმცა ამ სენსაციიდან მეორე დღეს, ექსპედიციის ხელმძღვანელი გარდაცვლილი იპოვეს... ექსპედიციის მუშაობა შეფერხდა... სოციალურ ქსელში ამ ამბავს, საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა... ვრცელდებოდა სხვადასხვა ვერსიები. ზოგი ამბობს, რომ გურამ გაბიძაშვილი მოწამლეს, ზოგი კი ამ ამბავს მისტიკას უკავშირებს. აი რას წერენ „თბილისის ფორუმის“ მომხმარებლები გურამ გაბიძაშვილის გარდაცვალებაზე: – საერთოდ, მანდ ძალიან ბევრი უცნაური მისტიკური ადგილებია. – ცუდი ამბავი მოხდა. არადა, ეგ ადამიანი ამ ექსპედიციების სულის ჩამდგმელი იყო. წელსაც იგეგმებოდა სერიოზული ამბები, შეიძლებოდა მეც წავსულიყავი დედაჩემთან ერთად ექსპედიციაში, მაგრამ აღარ გამოვიდა ამ ამბის გამო. – როგორც მე ვიცი, ოქროს ფერფლი აღმოაჩინეს, ანუ დაადასტურეს, რომ ერთ დროს ოქრო ნამდვილად ინახებოდა მანდ! – საინტერესოა, ექსპერტის დასკვნას თუ დადებენ, გარდაცვალების მიზეზი რა გახდა! – გაბიძაშვილის გარდაცვალების მიზეზი რა იყო? ასე მოკვდა და დაასაფლავეს? არავის გამოუკვლევია რა მოუვიდა კაცს? – მესამე ექსპედიციაში რომ იყო წასული, რაღაც ისეთი იპოვეს, რომ საუბარი არ აპატიესო, რომ უპოვიათ მოწამლულს ჰგავდაო, სავარაუდოდ ოქრო იპოვა. – ხვამლის მთაზე ყოველთვის ინახებოდა საქართველოს სიმდიდრე, შემოსევების და აურზაურების დროს იქ მალავდნენ მეფეები და რამდენიმე ექსპედიცია ჩატარდა ამ სიმდიდრის აღმოსაჩენად, თუმცა ვერ მიაკვლიეს, საიდან შესულიყვნენ და როგორ ენახათ. – გაბიძაშვილის გარდაცვალების მიზეზად სისხლის მოწამვლა სახელდება, თუმცა საეჭვო ვითარებაში... ეს ინფორმაციები მკვლევარის გარდაცვალებისთანავე გაჩნდა სოციალურ ქსელში. გადმოცემით კი ცნობილია, რომ ხვამლის მთაზე მართლაც იყო ქართველ მეფეთა განძთსაცავი. „ქართლის ცხოვრებაში“ ვკითხულობთ: „ოდეს ქვეყანას გაუჭირდეს, ხომლის მთამ გადაარჩინოსო“... გარდა ამისა, იქ ფიქსირდება ძალიან დიდი რაოდენობით ეგვიპტური ნაკეთობები, რაც ქართული და ეგვიპტური ცივილიზაციების მჭიდრო კავშირზე მიუთითებს. და მაინც, რა სენსაციურ აღმოჩენას მიაგნო გურამ გაბიძაშვილმა გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე? „პრაიმტაიმი“ ამ უცნაურ ამბავზე ექსპედიციის წევრს, დავით გოგუაძეს ესაუბრა, რომელიც ამასთანავე ხვამლის მთაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ავტორიცაა. – ბატონო დავით, გურამ გაბიძაშვილის გარდაცვალებამ თუ შეაფერხა ექსპედიციის მუშაობა? – შეფერხება თავისთავად გვაქვს. ეს ჩვენთვის დიდი ტრაგედიაა, რადგან მთავარი წარმმართველი ძალა იყო გურამი და მისმა მოულოდნელმა გარდაცვალებამ გავლენა იქონია, თუმცა სულ ახლახან, მაინც მოვერიეთ საკუთარ თავს და ბიჭებმა ასე თუ ისე გააგრძელეს მუშაობა. ახლა გათხრები წარმოებდა ქონაზე, ხვამლის მოპირდაპირე მხარეს, უკვე ჩამოაქვთ აღმოჩენილი მასალები. ტელეფონით ვესაუბრე ექსპედიციის წევრებს და მითხრეს, რომ ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი აღმოჩენა, რომელიც მოიცავს ჩვენს წელთაღრიცხვამდე პერიოდს. ვერცხლისა და ბრინჯაოს ნივთები აღმოჩნდა. გურამი ვარაუდობდა, რომ ოქროს ნივთებიც უნდა წამოსულიყო, ამას გათხრების გაგრძელება სჭირდება. – იქნებ მოგვიყევთ, კონკრეტულად რა ვითარებაში გარდაიცვალა ბატონი გურამი... არის თუ არა ამ ამბავში რამე უცნაური? – ორი დღით ადრე ვიყავით ტაბაწყურზე, ვნახეთ მისტიკური ადგილი. არქეოლოგმა, ზურაბ ცქვიტინიძემ, ინტერნეტით ტაბაწყურის სიახლოვეს უცნაური გამოსახულება შეამჩნია. წავედით სანახავად. მთის ზევით არის თხრილები გაკეთებული და შესამჩნევია ნაგებობების კვალი. ზოგადად, აზრად არც მოგვივიდოდა ამ მთის ზევით ავსულიყავით, რომ არა ინტერნეტის მეშვეობით ნანახი გამოსახულება. გურამი იქიდან წავიდა სოფელში, დერჩიში აქვს სახლი და მეორე დღეს გარდაცვლილი ნახეს სახლში. როგორც ჩანს, გულის შეტევით. – ამ ადგილებს, განსაკუთრებით ხვამლის გამოქვაბულებს, უცნაური ამბები უკავშირდება... – თავისთავად, მანდ ინახებოდა ქართველ მეფეთა განძთსაცავი. ცნობა არსებობს, როდესაც საქართველოს გაუჭირდა და გაიყო შუაზე, მაშინ გამოიღეს ამ განძის ნაწილი, მაგრამ დიდი ნაწილი იქ დატოვესო. მომდევნო წლებში არავითარი ინფორმაცია აღარ მოიპოვება, მაგრამ იმდენად მიუვალ ადგილზეა, რომ თვითონ ალპინისტებიც კი ქვემოდან ვერ ადიან. პირველად 1939 წელს ავიდა ალიოშა ჯაფარიძე, ორ ადგილობრივთან ერთად. ზედა ქვაბულში, სადაც განძთსაცავი იყო, უზარმაზარი ნაშალია. შეიძლება სადმე გასასვლელი იყოს, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ არის ცნობილი. იმდენად მიუდგომელი ადგილია, მუშაობა ძალიან რთულია და დიდ სახსრებთანაა დაკავშირებული. – ამბობენ, ხვამლის მთასთან ბევრი საიდუმლოებაა დაკავშირებულიო... – რა თქმა უნდა, ჩვენ გავყევით მითების კვალს, რომლებშიც ფარული საიდუმლო შინაარსი დევს. იგივე პრომეთეს საიდუმლოს გასაღებს ხვამლთან მივყავართ... თავისთავად მისტიკური ადგილია, რომელიც ბოლომდე არ გვიშვებს შიგნით, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. ერთ უცნაურ ამბავს გეტყვით: გათხრებს აწარმოებდნენ ჩვენი ექსპედიციის წევრები. პირველი სამარხი გახსნეს და ლავიწის ძვალს წააწყდა ჩვენი მეგობარი, დავით სულხანიშვილი, ეს ძვალი უცებ ხელში გაუტყდა. ორი დღის წინ ჩამოვიდა თბილისში და სრულიად შემთხვევით წაიქცა და ზუსტად ლავიწის ძვალი გაიტეხა. საოპერაციო გახდა. ასეთი რაღაცები ხდება ხოლმე. – მისტიკის ვერსიას, რამდენად აქვს არსებობის უფლება... – გააჩნია, როგორი კუთხით მივუდგებით საკითხს. სხვათა შორის, ერთ-ერთი გამოქვაბულის კედელზე გამოსახული იყო ფიგურები. ამან გვაფიქრებინა, რომ ეს არის თანავარსკვლავედი და რაღაც რიცხვია დაშიფრული. შესწავლის შემდეგ მივედით დასკვნამდე, რომ ეს არის 5604 წლის აღმნიშვნელი. ესაა ქართული ქორონიკონის დასაწყისი. სიმბოლური დამწერლობაა. უცნაურია, რომ ჟიულ ვერნმა იცოდა ამ მთის შესახებ, ნაწარმოებში აქვს მოხსენიებული. საიდან? როგორ? ეს, უცნობია. – შესაძლებელია, რომ იქ მართლაც იყოს განძი? – არის მოსაზრება, რომ, როცა საჭიროა, ეს განძი თვითონ დაგენახება. უარმავი ლეგენდა არსებობს ადგილობრივებში. ჰყვებიან, რომ იქ იყო მაცი ხვიტიას განძიც. ეს არის წარმოუდგენლად დიდი მასივი და როგორც უკვე გითხარით, მისი მთლიანად შესწავლა ძალიან დიდ სახსრებთანაა დაკავშირებული. – ეგვიპტურ კულტურასთან კავშირი, რამდენად რეალურია? – 50-60-იან წლებში რაჭის ბოლოში გათხრებს აწარმოებდა გერმანე გობეჯიშვილი, მალევე გარდაიცვალა და მის მიერ მოპოვებული მასალები არ გამოქვეყნებულა. მაშინდელი ექსპედიციის ერთადერთი ცოცხალი წევრი, მალხაზ ბარამიძე ყვება, რომ ეგვიპტესთან კავშირები იქნა დადგენილი. – მასალები, რატომ არ გამოქვეყნდა? – რა ვიცი, რა გითრათ, შეიძლება ვინმეს არ აწყობდა, შეიძლება, უბრალოდ, ყურადღება აღარ მიაქციეს გარდაცვალების შემდეგ. ყოველ შემთხვევაში ამდენი ხნის განმავლობაში რატომღაც დამალული იყო ეს ინფორმაცია, მანამ, სანამ ჩვენ არ ვნახეთ ეგვიპტური ნაკეთობები... გურამ გაბიძაშვილის ოჯახს, გასაგები მიზეზების გამო, ამ თემაზე საუბარი არ სურს. მკვლევარის გარდაცვალებიდან ჯერ 40 დღეც არაა გასული. მისმა მეუღლემ, მარინა ჯიშკარიანმა, სატელეფონო საუბრისას მხოლოდ ის გვითხრა, რომ გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა იყო. -------------------- სხვებში ის გვაღიზიანებს, რაც ჩვენში ძალიან ბევრია.
პესიმიზმიც ეგოიზმია. «Терпи казак, атаманом будешь!» - უკრაინული ანდაზა ZetaTalk-ის რუსული ვერსია |
|
|
Mar 6 2011, 04:55 AM
Post
#44
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 716 Joined: 4-October 09 Member No.: 6,040 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ვაა :/ ინწერესნო
|
|
|
Mar 7 2011, 07:02 PM
Post
#45
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,626 Joined: 11-January 11 Member No.: 6,353 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Emigranti
ძალიან, ძალიან საინტერესოა, სად შეიძლება უფრო მეტი ინფორმაციის ნახვა? |
|
|
Mar 7 2011, 07:27 PM
Post
#46
|
|
RED soul Group: Members Posts: 101 Joined: 2-March 11 From: VEGA Member No.: 6,404 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ადგილობრივ მოსახლეობასთან სოფელში ექსპედიცია დუმს, მუზეუმებში კიდე არამგონია ვინმემ რამე გითხრას იმაზე მეტი რაც კადრებში ნახე,
-------------------- New World Order Stalker |
|
|
Aug 16 2011, 11:18 AM
Post
#47
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,249 Joined: 16-November 10 From: თბილისი Member No.: 6,308 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ვინემ ხო არ იცით, რამე ახალი ბოლო ექსპედიციის შესახებ?? ექსპედიციის ხელმძღვანელის, გურამ გაბიძაშვილის საეჭვო ვითარებაში დაღუპვის შემდეგ საერთოდ მიჩუმათდა ეს თემა, ინტერნეტშიც აღარავინ ლაპარაკობს მემგონი და საინტერესო იქნებოდა რა მოხდა და რამ შეიწირა იმ ადამიანის სიცოცხლე
-------------------- Real Communication Happens In Silence
|
|
|
Aug 16 2011, 02:49 PM
Post
#48
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,268 Joined: 12-March 11 From: დედამიწა :) Member No.: 6,417 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რაც დრო გადის მით ვუგებ პატრიარქს... საჭიროა სააქართველოში მონარქია!
ყველა-ყველგან ცხვირს ყოფს... დემოკრატიაა... მკვლევარია... -------------------- |
|
|
Aug 16 2011, 06:06 PM
Post
#49
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,249 Joined: 16-November 10 From: თბილისი Member No.: 6,308 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რაც დრო გადის მით ვუგებ პატრიარქს... საჭიროა სააქართველოში მონარქია! ყველა-ყველგან ცხვირს ყოფს... დემოკრატიაა... მკვლევარია... ანუ დემოკრატიას აბრალი ამ ექსპედიციის შეწყვეტას?? ))) -------------------- Real Communication Happens In Silence
|
|
|
Aug 16 2011, 06:23 PM
Post
#50
|
|
RED soul Group: Members Posts: 180 Joined: 11-June 11 From: თბილისი Member No.: 6,486 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რაც დრო გადის მით ვუგებ პატრიარქს... საჭიროა სააქართველოში მონარქია! ყველა-ყველგან ცხვირს ყოფს... დემოკრატიაა... მკვლევარია... ტირანია ჯობია -------------------- დასჯილი ინდიელი: ბელადო დავიღალე, ამხსენი რა სასჯელი, აღარ შემიძლია ამ კალენდრის გამოთვლა, 2012 წელი ჩავამთავრე თითქმის
ბელადი: კარგი, შეეშვი. მაგ დროს შენი კალენდარი მაინც აღარავის ემახსოვრება |
|
|
Aug 24 2011, 09:19 PM
Post
#51
|
|
RED soul Group: Members Posts: 237 Joined: 23-August 11 Member No.: 6,546 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
არა და ჩვენს სანაქებო მთავრობას სად აქვს თვალები, მარტო ტანცი მანცებზე როა გადასული, მიხედოს ქართულ არქეოლოგიას, რაგა ევრობულ დიქავერს გვაყურებინებენ, ამ ჩვენს მადლიან და დალოცვილ ქვეყანაში იმდენი რამ ინახება დედამიწას სულ ეყოფა, ამხელა ისტორიის და საიდუმლოს მატარებელი ქვეყანაა, ნუთუ ეს მილიონები სად მია
|
|
|
Aug 24 2011, 09:23 PM
Post
#52
|
|
RED soul Group: Members Posts: 237 Joined: 23-August 11 Member No.: 6,546 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მდააააა, ზძალიან საინტერესოა და ძალიან სამწუხარო, ამ ჩვენს სანაქებო მთავრობა სად აქვს თვალები რომ ტანცი მანცის გარდა სხვა არაფერი რომ არ აინტერესებს, მიხედოს ქართულ არქეოლოგიას, ჩვენი პატარა ქვეყანა ხომ იმხელა საიდუმლოებებს ინახავს რაც კაცობრიობის შექმნიდან მოყოლებული მომხდარა, არა და ამით ტურისტული იმფრასტრუქტურა ხომ 100% მოიმატებს, ამდენი ადგილებია და ამდენი იდუმალებით მოცული ძეგლები, რა ჯანდაბად მინდა ევროპული დისქავერები და ასეთი სისულელეები, ჩვენს ქვეყანაში იმდენი რამის აღმოჩენა შიძლება არქეოლოგების დახმარებით რომ მსოფლიოს ეყოფა, უბრალოდ ამას სერიოზული დაფინანსება ჭირდება!!!!!!!! ვინ მეთანხმება?????
|
|
|
Aug 24 2011, 09:42 PM
Post
#53
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,249 Joined: 16-November 10 From: თბილისი Member No.: 6,308 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მდააააა, ზძალიან საინტერესოა და ძალიან სამწუხარო, ამ ჩვენს სანაქებო მთავრობა სად აქვს თვალები რომ ტანცი მანცის გარდა სხვა არაფერი რომ არ აინტერესებს, მიხედოს ქართულ არქეოლოგიას, ჩვენი პატარა ქვეყანა ხომ იმხელა საიდუმლოებებს ინახავს რაც კაცობრიობის შექმნიდან მოყოლებული მომხდარა, არა და ამით ტურისტული იმფრასტრუქტურა ხომ 100% მოიმატებს, ამდენი ადგილებია და ამდენი იდუმალებით მოცული ძეგლები, რა ჯანდაბად მინდა ევროპული დისქავერები და ასეთი სისულელეები, ჩვენს ქვეყანაში იმდენი რამის აღმოჩენა შიძლება არქეოლოგების დახმარებით რომ მსოფლიოს ეყოფა, უბრალოდ ამას სერიოზული დაფინანსება ჭირდება!!!!!!!! ვინ მეთანხმება????? ხო მაგრამ აქ არის ერთი, ნო.. როგორც ზემოთ ავღნიშნე ამ ექსპედიციის ხელმძღვანელმა, აწ გარდაცვლილმა ფურამ გაბიძაშვილმა ბოლო ექსპედიციის მიმდინარეობის დროს ჟურნალისტთან საუბარში თქვა, ისეთი აღმეოჩEნები იქნე გაკეთებული, თანამედროვე წარმოდგენებს ბევრ საკითხთან დაკავშირებით თავდაყირა აყენებდა და კი დაიღუპა მეორე თU მესამე დღეს გაურკვეველ ვითარებაში. მარტო ის რად ღირს, დმანისში არის ისეთი დროის ოქროს მაღაროები აღმოჩენილი, როდესაც თანამედროვე მეცნიერული წარმოდგენებით მსოფლიოში ქვის ხანა იყო ხოდა ევროპელმა ექსპერტებმა განაცხადეს თUრმე იმ დროის ადამიანები ქვიის პრიმიტიული იარაღებით მოიპოვებდნენ ოქროს ეგეთი რაღაც იქნება იმ მთაშიც და ვის უნდა ეხლა რო ეს გამოჩნდეს.. მითუმეტეს გული არ უნდა დაგწყდეს ამ მთავრობაზე ტაკიმასხარები არიან და ტაკიმასხარობენ, არ უნდა გეწყინოს და არც უნდა გაგიკვირდეს მაგათგან. ჩვენ თავებზე უფრო უნდა ვბრაზდებოდეთ, მაგრამ მე როგორც გამოუსცორებელ ოპტიმისტი ვთვლი, რომ მოვალთ ოდესმე გონზე -------------------- Real Communication Happens In Silence
|
|
|
Aug 24 2011, 10:04 PM
Post
#54
|
|
RED soul Group: Members Posts: 237 Joined: 23-August 11 Member No.: 6,546 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ხო მაგრამ აქ არის ერთი, ნო.. როგორც ზემოთ ავღნიშნე ამ ექსპედიციის ხელმძღვანელმა, აწ გარდაცვლილმა ფურამ გაბიძაშვილმა ბოლო ექსპედიციის მიმდინარეობის დროს ჟურნალისტთან საუბარში თქვა, ისეთი აღმეოჩEნები იქნე გაკეთებული, თანამედროვე წარმოდგენებს ბევრ საკითხთან დაკავშირებით თავდაყირა აყენებდა და კი დაიღუპა მეორე თU მესამე დღეს გაურკვეველ ვითარებაში. მარტო ის რად ღირს, დმანისში არის ისეთი დროის ოქროს მაღაროები აღმოჩენილი, როდესაც თანამედროვე მეცნიერული წარმოდგენებით მსოფლიოში ქვის ხანა იყო ხოდა ევროპელმა ექსპერტებმა განაცხადეს თUრმე იმ დროის ადამიანები ქვიის პრიმიტიული იარაღებით მოიპოვებდნენ ოქროს ეგეთი რაღაც იქნება იმ მთაშიც და ვის უნდა ეხლა რო ეს გამოჩნდეს.. მითუმეტეს გული არ უნდა დაგწყდეს ამ მთავრობაზე ტაკიმასხარები არიან და ტაკიმასხარობენ, არ უნდა გეწყინოს და არც უნდა გაგიკვირდეს მაგათგან. ჩვენ თავებზე უფრო უნდა ვბრაზდებოდეთ, მაგრამ მე როგორც გამოუსცორებელ ოპტიმისტი ვთვლი, რომ მოვალთ ოდესმე გონზე ოდესმე???? )))))))) ამ მასონების მიერ თავზე მოხვეული ზღაპრებიდან როცა გამოვფხიზლდებით უკვე ძალიან გვიან იქნება და მერე ძალიან გაგვიჭირდება რაიმეს შეცვლა!!!! |
|
|
Aug 24 2011, 10:09 PM
Post
#55
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,249 Joined: 16-November 10 From: თბილისი Member No.: 6,308 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ოდესმე???? )))))))) ამ მასონების მიერ თავზე მოხვეული ზღაპრებიდან როცა გამოვფხიზლდებით უკვე ძალიან გვიან იქნება და მერე ძალიან გაგვიჭირდება რაიმეს შეცვლა!!!! ოდესმეში არ მიგულისხმია, რომ მე და შენ რო ვხედავთ ამ ყველაფერს გულზე ხელი დავიკრიფოთ და დაველოდოთ უკეთეს დროებას. ყველა ადამიანი თავის წილ რეალობას ქმნის მე ასე მგონია და მასონებზე მინდა გკითხო შენი აზრით იმათ ვინ შთააგონა ის რაც მასონებმა ჩვენ შთავგაგონეს?? -------------------- Real Communication Happens In Silence
|
|
|
Aug 24 2011, 10:17 PM
Post
#56
|
|
RED soul Group: Members Posts: 237 Joined: 23-August 11 Member No.: 6,546 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ეს თვითონ მათ კითხე, თბილისი გაივსო ფრანკ მასონებით, ილუმინატებით და რუსეთის დიადი ლოჯის ცევრებით, მათ მაგივრად პასუხს მე ვერ გაგცემ!!!! დააკვირდი მათ აქსესუარებს და მათ სამკერდე ნიშნებს
|
|
|
Jan 6 2012, 03:12 PM
Post
#57
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 90 Joined: 5-January 12 From: 19 Member No.: 6,680 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ედელვაისის დესანტი არაფერ შუაშია ხვამლის მთასთან , სხვაგან მიდიოდნენ____
|
|
|
Jan 6 2012, 03:56 PM
Post
#58
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,489 Joined: 9-November 11 From: გზაზე.. Member No.: 6,612 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ასჯერ გაგონისლ ერთხელ ნანახი სჯობიაო.. წასვლა მინდა ხვამლში
-------------------- Дыхание — это процесс, обеспечивающий метаболизм живых организмов из окружающей среды кислородом (О2) и отводящий в окружающую среду в газообразном состоянии некоторую часть продуктов метаболизма организма (СО2, H2O и др[1]). Дыхание — основная форма диссимиляции у человека, животных, растений и многих микроорганизмов. При дыхании богатые химической энергией вещества, принадлежащие организму, окисляются до бедных энергией конечных продуктов (диоксида углерода и воды), используя для этого молекулярный кислород.
|
|
|
Jan 6 2012, 03:58 PM
Post
#59
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 90 Joined: 5-January 12 From: 19 Member No.: 6,680 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მე კიდე ექსპედიცია
|
|
|
Jan 6 2012, 04:18 PM
Post
#60
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,489 Joined: 9-November 11 From: გზაზე.. Member No.: 6,612 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
წასვლა და ექსპედიცია სხვადასხვა რამეა? ))))))))
-------------------- Дыхание — это процесс, обеспечивающий метаболизм живых организмов из окружающей среды кислородом (О2) и отводящий в окружающую среду в газообразном состоянии некоторую часть продуктов метаболизма организма (СО2, H2O и др[1]). Дыхание — основная форма диссимиляции у человека, животных, растений и многих микроорганизмов. При дыхании богатые химической энергией вещества, принадлежащие организму, окисляются до бедных энергией конечных продуктов (диоксида углерода и воды), используя для этого молекулярный кислород.
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 27th September 2024 - 05:55 AM |