masonebi |
masonebi |
Jul 15 2011, 02:16 AM
Post
#1
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 36 Joined: 22-May 11 Member No.: 6,472 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
გამარჯობათ მე მაინტერესებს მასონებზე თუ იცით რამე.......? უკაცრავად სათაური არასწორად დავწერე......და საიდან წარმოიშვნენ საერთოდ?
|
|
|
Jul 15 2011, 10:12 PM
Post
#2
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,626 Joined: 11-January 11 Member No.: 6,353 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მასონებზე უამავი ლეგენდა დადის, რომელთაგანაც უმეტესობა სიმართლეს არ შეეფარდება და ძირითადად განპიროვნებულია მათი გასაიდუმოებული სიმბოლიკით, ჟესტების ან მიმიკის ენით, რიტუალებით და ერთმანეთთან ურთირთობებით, ამას ისიც უწყობს ხელს, რომ არც ერთი მასონი სახალხოდ არ გამოვა და თავის მართლებას ან მათი მსოფლმხედველობის ახსნას არ დაიწყებს - ეს მათ პრინციპებს ეწინაარმდეგება. ასე რომ, მასონების წინააღმდეგ ცალმხრივი "ომი" მიმდინარეობს.
მასონური ორდერი უძველესი მისტიური ორგანისაციაა, რომლებიც სხვადასხვა ვარიანტით ესსეიბისგან იღებენ სათავეს (ამის გამო მეოცე საუკუნის შუა წლებამდე ესეები მხოლოდ მამაკაცთა საზოგადოებად ითვლებოდა, მხოლოდ ესეების ბიბლიოთეკის აღმოჩენის შემდეგ გაიგეს, რომ სინამდვილეში ესეები გარკვეული მისტიური სიბრძნის მქონე ადამიანთა საკმაოდ ჩაკეტილი დასახლება იყო, რომლებიც ჩვეულებრივი სოციალური წესებით ცხოვრობდნენ). მასონები თავიანთ თავს იმ ხუროთმოძღვრების (სიტყვა მასონი - ქვაზე მომუშავეს ნიშნავს) შთამომავლებად თვლიან, ვინაც ააგო ბიბლიური სოლომონის ტაძარი და ეგვიპტის დიდი პირამიდა. და ამ ხნის მანძილზე ინახავენ და უფრთხილდებიან საკაცობრიო სიბრძნეს. თუმცა იმ სახით როგორიც ახლა ვიცით მე-15, მე-16 საუკუნეებიდან იღებს სათავეს შოტლანდიასა და ირლანდიაში, ამ დროიდან ისინი როგორც ტავისუფალი მასონები ისე იწოდებიან. ეს არის მამაკაცთა საზოგადოება, სადაც ქალები არ დაიშვებიან, მე მგონი მხოლოდ საფრანგეთის მასონთა ლოჯამ დაუშვა გამონაკლისის სახით, რამოდენიმე ქალის ინიციაცია თავიანთ ლოჟაში, თუმცა მეოცე საუკუნეში უკვე შეიქმნა ქალთა მასონური საზოგადოებები, რომელთაგან ყველაზე ცნობილია "აღმოსავლეთის ვარსკვლავი". მასონებში სამ საფეხურიანი დაყოფაა, პირველ საფეხურზე არიან განდობილები, და რომლებიც წარმოადგენენ მასონთა დიიიიიიიდ უმეტესობას, მეორე საფეხურზე უკვე გარკვეულ მისტიურ ცოდნას იღებენ, და მესამე საფეხურზე უკვე "ოსტატი მასონები" ეწოდებათ, რომელთა რაოდენობაც გაცილებით მცირეა (თუ მასონთა საერთო რაოდენობა მილიონობითაა, ოსტატი მასონები მხოლოდ ასეულები არიან). მაგრამ ოსტატი მასონები დაუფლებული ცოდნის მიხედვით იწევენ თავიანთ ხარისხს, რომელიც 4-დან 33-მდეა, 33-ს ზემოთ არანაირი ხარისხი არ არის, არის მხოლოდ 33 ხარისხიანთა შიდა წრე, საიდანაც რაიმე ინფორმაციის მიღება შეუძლებელია, თუნდაც მეორე საფეხურის ან სულაც მაღალხარისხიანი ოსტატ მასონთა მიერაც. მასონებს არა აქვთ არც რაიმე ერთიანი რელიგიური შეხედულება, უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ განდობილი გახდე, აუცილებელია აღიარო "უმაღლესი არსების", ღმერთის არსებობა, მასონთა კანონის მიხედვით, ვალდებული არ ხარ და არც უნდა განმარტო ვინ ან რა მიგაჩნია ღმერთად, მთავარია აღიარო იგი "სამყაროს არქიტექტორად", ასე რომ არ არსებობს არანაირი რელიგიური შეზღუდვები, ყველა რელიგიის წარმომადგენელს შეუძლია გახდეს მასონი, და თან დარჩეს მისი რელიგიის ერთგული...... |
|
|
Jul 15 2011, 11:56 PM
Post
#3
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 36 Joined: 22-May 11 Member No.: 6,472 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
kate რაგაც ისტორიებს მეც მივაგენი როგორც გავიგე დავით აღმაშენებლის დროს 75 განდობილი ტამპლიერი ჩამოსულა საიდუმლო განძის წასაღებად რომელშიც საიდუმლო წიგნი ყოფილა და მას ჯვრის მონასტრის ბერები აქ საქართველოში ინახავდნენ ჯვაროსნებისგან დასაცავად. სწორედ მაშინ მიუგიათ დიდგორის ბრდზოლაში მონაწილეობა.........
|
|
|
Jul 16 2011, 01:40 AM
Post
#4
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,249 Joined: 16-November 10 From: თბილისი Member No.: 6,308 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
დავიწყოთ იქიდან, რომ მასონები არიან კიდე ეღთ-ერთი შიდა რგილი, ანუ დგანან სახელისუფლებო იერარქებზე მაღლა, მაგრამ მაგათ უკან არიან კიდე რაღაც ძალები რომლებიც არ ჩანან, ანუ ეს მასონები არიან როგორც შემსრულებელი საზოგადოოებასავით იმათ წინაშე ვინებიც სინამDვილეში წარმართავენ რაღაც-რაღაც საქმეებს. რაც შეეხება რელიგიას, როგორც მე ვიცი მასონებში არ არიან როგორც ესეთი ერთ პიროვნულად რელიგიური შეხედულებეის მქონე საზოგადოებები. ანუ მაგალითად ფრანგი მასონები არიან სატანისტები, ანუ სატანისტური მოძღვრების მიმდევბარნი, ინგლისური მასონური ჯგუფებუი კათოლიკეები და ასე შემდეგ, მაგრამ ამას როგორც ეტყობა გადამწყვეტი მნიშვნელობა არააქვს რადგან ეს ადამიანები, რომლებიც ამ გაერთიანების შეიგნით არიან არ წარმოადგენენ იდეოლოგიურ ჯგუფს, ანუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მათ უკან დგას სხვა მოაზროვნე ძალა და ესნი არიან უბრალოდ ესე უხეშად რომ ვთქვათ პეშკები..
-------------------- Real Communication Happens In Silence
|
|
|
Jul 16 2011, 10:38 PM
Post
#5
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,626 Joined: 11-January 11 Member No.: 6,353 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
kate რაგაც ისტორიებს მეც მივაგენი როგორც გავიგე დავით აღმაშენებლის დროს 75 განდობილი ტამპლიერი ჩამოსულა საიდუმლო განძის წასაღებად რომელშიც საიდუმლო წიგნი ყოფილა და მას ჯვრის მონასტრის ბერები აქ საქართველოში ინახავდნენ ჯვაროსნებისგან დასაცავად. სწორედ მაშინ მიუგიათ დიდგორის ბრდზოლაში მონაწილეობა......... ისტორიულად ცნობილია რომ დიდგორის ბრძოლაში "100 ფრანკი ჯვაროსანი" იღებდა მონაწილეობას, და სავარაუდოა რომ ეს ჯვაროსნები ტამპლიერები იყვნენ, მაგრამ მათ მანამდელ და შემდგომ ბედზე, ან იმ მიზანზე რისთვისაც იყვნენ საქართველოში, გარდა ბრძოლაში დახმარებისა, რამდენადაც ვიცი ისტორიული ფაქტები არ არის. ხოლო რაც შეეხება ტამპლიერებისა და მასონების კავშირს, ეს დღემდე საკამათო თემაა, თვით მასონებს შორის. ტამპლიერ რაინდთა ორდერი, რომელიც დღესაც არსებობს მასონური ორდერია, ოღონდ მასში გაერთიანება შეუძლიათ მხოლოდ ქრისტიან ოსტატ მასონებს, რომლებსაც გარკვეული გამოსაცდელი ვადის შემდეგ რაინდის წოდება ეძლევათ. მაგრამ რაც შეეხება შუა საუკუნეების ტამპლიერთა ორდენს, ანუ მანამ სანამ დაარბევდნენ და ჯაკ დე მოლიეს კოცონზე დაწვავდნენ, არანაირი ისტორიული ფაქტით არ მტკიცდება მათი კავშირი მასონებთან, უფრო სწორად მაშინ ჯერ კიდევ არ იყო თავისუფალ მასონთა გაერთიანება, როგორც ასეთი ცნობილი. ასე რომ პირველი ტამპლიერები წამოვიდნენ ე.წ. ქვის მასონებისაგან და დარბევისა და გაფანტვის შემდეგ ჩამოაყალიბეს თავისუფალ მასონთა საზოგადოება, თუ პირიქით, თავისუფალმა მასონებმა შეიფარეს დევნილი ტამპლიერები, ძალიან ძნელი გასარკვევია. ცნობილმა კანადელმა ჟურნალიტმა და მასონმა და ტამპლიერთა ორდენის რაინდმა სტეფან დე ფოემ რამოდენიმე წიგნი დაწერა მასონების ისტორიაზე და ერთ-ერთში "ფარგალი და ჯვარი" მასონების და ტამპლიერების ისტორიას და კავშირებს იკვლევდა და საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ეს ქათმისა და კვერცხის პირველადობის კვლევას გავდა. თუმცა საბოლოოდ მაინც იქეთკენ იხრება რომ პირველი ტამპლიერები მასონებისგან დამოუკიდებელი ორგანიზაცია იყო, ხოლო ქვის მასონების მემკვიდრე თავისუფალმა მასონებმა აღადგინეს ტამპლიერთა ორდერი |
|
|
Jul 16 2011, 11:16 PM
Post
#6
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,626 Joined: 11-January 11 Member No.: 6,353 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Lashapoli
დავიწყოთ იქიდან, რომ მასონები არიან კიდე ეღთ-ერთი შიდა რგილი, ანუ დგანან სახელისუფლებო იერარქებზე მაღლა როგორც მე ვიცი მასონებში არ არიან როგორც ესეთი ერთ პიროვნულად რელიგიური შეხედულებეის მქონე საზოგადოებები. ანუ მაგალითად ფრანგი მასონები არიან სატანისტები, ანუ სატანისტური მოძღვრების მიმდევბარნი, ინგლისური მასონური ჯგუფებუი კათოლიკეები და ასე შემდეგ, აი, ასეთი და სხვა ამდაგვარი ლეგენდები და ბრალდებები დადის მასონებზე, როდესაც სინამდვილეში მასონები დღესდღეობით არ წარმოადგენენ იმ ძალას რომელსაც მსოფლიოს მართვის უნარი შესწევს. არ ვუარყოფ ე.წ, "საიდუმლო მთავრობას", რომელიც აკონტროლებს და მართავს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს, რომელიც ხშირად მასონებთან იდენტიფირდება. "საიდუმლო მთავრობა" გაცილებით რთული და კომპლექსურია. მასონების მთავარი პრინციპი არის ღმერთის "უმაღლესი არსების" აღიარება (მნიშვნელობა არა აქვს თითოეული მასონი ვის აღიარებს: წმინდა სამებას, იაჰვეს, ალაჰს, ბრაჰმას....), საკუთარ თავში ღვთიურის(სულის) არსებობის ცოდნა, სიყვარული ცოცხალი და არაცოცხალი ბუნების მიმართ, თანაგრძნობა, დახმარების გაწევა ერთმანეთის და არამასონთა მიმართ.... არც ერთი მასონური ლოჯა რელიგიის მიხედვით არ იყოფა, შეიძლება რელიგიების მიხედვით იყოს ცალკე მასონური დაჯგუფება, როგორიცაა ქრისტიან მასონთა ტამპლიერების ორდერი, მაგრამ მასში გაერთიანებული არიან სხვადასხვა ლოჯის წევრები, რომელსაც რელიგიასთან არანაირი კავშირი არა აქვს. რაც შეეხება სატანისტებს, სატანისტები სიმორცხვით არ გამოირჩევიან და რომელიმე ორგანიზაციას ან მიმდინარეობას არ აფარებენ თავს, თავისი ეკლესიაც აქვთ და არც იმალებიან. საზოგადოებაში, სამწუხაროდ მიღებულია უბრალოდ, თუ კი რამე ძნელად გასაგებია და თუ მითუმეტეს იდუმალების და მისტერიის კვალი ეტყობა სატანურად მოინათლოს. |
|
|
Jul 25 2011, 10:13 PM
Post
#7
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,276 Joined: 11-April 10 From: Kazbegi Gergeti Member No.: 6,199 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მე მყავდა უცხოელი ტურისტი მისი ოჯახის წევრები მასონებია. მასთან ერთად მთებში ვიხეტიალეთ და ძალიან საინტერესო თემებზე მესაუბრა,ასე მეგონა, მას უნდოდა ,მეც მასონის კლანში ვყოფილვიყავი.და ვკითხე მასონი ხარ- პასუხად- ათეისტი ვარო .
-------------------- ქარისგან რთველი იხარებს საიდუმლოდ T-ეს ერთიანობაშია. |
|
|
Jul 25 2011, 10:43 PM
Post
#8
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,626 Joined: 11-January 11 Member No.: 6,353 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
|
|
|
Jul 25 2011, 10:46 PM
Post
#9
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,276 Joined: 11-April 10 From: Kazbegi Gergeti Member No.: 6,199 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
vano kazbegi არც ერთი მასონი არ იტყვის, რომ ათეისტია, რადგან მასონების პირველ პირობა ღმერთის (ზოგადად) აღიარებაა, და არა უარყოფა. ალბათ მასონი არ იყო. თვითონ არ იყო მასონი - მისი მშობლები ყავდა მასონები. სურათებიც კი მაქვს დათვალირებული ანუ მამამისი და პაპამისი იყვნენ მასონები. დედა ბაბუა არც ერთი არ იყო მასონი. მისი ძმა კი მასონია ანუ ნახევარ ძმა - -------------------- ქარისგან რთველი იხარებს საიდუმლოდ T-ეს ერთიანობაშია. |
|
|
Jul 25 2011, 10:59 PM
Post
#10
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,626 Joined: 11-January 11 Member No.: 6,353 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
vano kazbegi
ახლა გასაგებია |
|
|
Oct 27 2011, 05:15 PM
Post
#11
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 441 Joined: 27-October 10 Member No.: 6,297 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მეგობრებო გადავაწყდი ასეთ ფილმების სერიას და ამ ნაწილმა http://megavideo.ge/video/51232/saiudmlo-m...axeb-nawili-7-a ყველაზე მეტად დამაფიქრა, სიმართლეა ეს (რისიც მე არ მჯერა პირადად) თუ არა, მაშინ რას ემსახურება მსგავსი ფილმები 15 წუთიანი ფილმია და გადახედეთ, მემგონი სინათლის გაიგივება სატანასთან და მასონებთან უაზრობა.. რას იტყვით?
-------------------- you can change everyfing, if you can control your mind
----------------------------------- "ზეციური სამეფო თქვენშია" -იესო ქრისტე |
|
|
Oct 28 2011, 06:37 PM
Post
#12
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 605 Joined: 6-March 11 Member No.: 6,407 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
I AM
მასონებზე ბევრი არაფერი გამეგება,მაგრამ ერთი ჩვეულებრივი რუსული ანტიდასავლური ფილმია, ''გამაგრებული'' რელიგიური დოგმებით. ისე იმ ფოტოზე სადაც გაეროს სხდომაა, სამ ექვსიან ანახებენ, არადა გაეროს 60 წლისთავია 2005 წელს გადაღბული და უბრალოდ ფოტოზე სამ ადგილას ჩანს ეს ციფრი. 2015-ში 70 წლისთავზე ''777'' გახდებიან, რაში ხარჯავენ დროს... ყველაფერი ეზოთერული საშინელება ყოფილა -------------------- Во мне не осталось ни капли честолюбия.
Я позволаю своей природе течь куда угодно. В моей суме риса на десятъ дней. У моего сердца лежит вязанка хвороста Кто болтает об иллюзии или нирване? Я забываю о тлене как имени, так и богатства. Я слушаю ночнои дождъ, Который стучит по крыше моей хижини, Я сижу спокойно, витянув обе ноги. |
|
|
Oct 28 2011, 08:27 PM
Post
#13
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 441 Joined: 27-October 10 Member No.: 6,297 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Qocho
მართალი ხარ, ყურადღებით ვუყურე და მივხვდი რომ ეს ყველაფერი ისეთივე ნაგავია, როგორც მაგალითად "ცაიტგეიტსი" (დროის სული) თან ეს უნამუსოები ისე ოსტატურად (ვინც ვერ ერკვევა ესეთ სფეროებში) ურევენ ტყუილ-მართალს რომ სიმართლის ელფერს აძლევენ მარა ერთი რამ კარგად ვერ გავიგე: რას ემსახურება მსგავსი ნაგავი? -------------------- you can change everyfing, if you can control your mind
----------------------------------- "ზეციური სამეფო თქვენშია" -იესო ქრისტე |
|
|
Oct 29 2011, 11:04 AM
Post
#14
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რას ემსახურება მსგავსი ნაგავი? unsure.gif I AM ადამიანების ყურადღების მათთვის საჭირო თემებზე გადატანას.. ასეთი ნაგვით გამოტენილი გონება არასდროს დაფიქრდება ღირებულზე და მისი მართვა გაცილებით მარტივია.., თუნდაც ასეთი ფილმებით. მითუმეტეს თუ ადამიანს გარკვეული ამბიციები აქვს "სულეირებაზე","ეზოტერიულობაზე","კრეატიულობაზე"და სხვა მდაბიო ადამიანებს ზემოდან უყურებს გადასარევი საკვებია მათთვის. -------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Oct 29 2011, 10:59 PM
Post
#15
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 440 Joined: 21-October 09 From: Malta Member No.: 6,056 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჩვენ პლანეტაზე ფინანსების 95% - 5% ადამიანების ხელშია . ამ მცირერიცხოვან კასტას კლანებს ორდენებს თუ ლოჟებს უპირველეს ყოვლისა აინტერესებთ მასების ტოტალური კონტროლი. ბილდენბერგის ჯგუფი , თავის ქალის და ძვლის ორდენი , კომისია 300 , ილუმინატები და ა.შ. ათასი საეხობის ოკულტისტური გაერთიანებები არსებობენ . თემა საინტერესოა და ქართულ რესურსებში ტაბუ დადებული. ერთი ზვიად გამსახურდია ლაპარაკობდა ხმამაღლა მასონებზე და რა ბედი ეწია..
ხო გამახსენდა , წაკითხული მაქვს კოსტანტინე გამსახურდიას აქვს კიდევ წიგნი დაწერილი ორდენებზე და ამდაგვარ ჯგუფებზე . |
|
|
Oct 30 2011, 12:16 PM
Post
#16
|
|
RED soul Group: Members Posts: 128 Joined: 29-April 11 Member No.: 6,458 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მასონთა იერარქია 1)მოსწავლე; შეგირდი
2)ქვეოსტატი 3)ოსტატი (ჩამოყალიბების გრადუსი---"წითელი მასონობა") 4)საიდუმლო ოსტატი 5)სრულყოფილი ოსტატი 6)საიდუმლო მდივანი 7)ზედამხედველი და მსაჯული 8)მშენებლობის ზედამხედველი 9)ცხრათა შორის რჩეული 10)სახელოვანი ოსტატი (რაინდი)-თხუთმეტთა შორის რჩეული 11)დიდი რჩეული რაინდი 12)დიდი ოსტატი-არქიტექტორი 13)ენოქის სამეფო რაინდი 14)უმაღლესი, სრულყოფილი ქვისმთლელი ისტორიული---ფილოსოფიური გრადუსი (ვარდისა და ჯვრისსაზოგადოება-წითელი მასონობა) 15)აღმოსავლეთის ანუ მახვილის რაინდი 16)იერუსალიმის და დასავლეთის რაინდი 17)აღმოსავლეთის რაინდი 18)თავადი როზენკრეიცერი-ტრადიციონალური და რაინდული გრადუსი (კადოშის აეროპაგი) "შავი მასონობა" ) 19)ციური იერუსალიმის დიდი პანტიფიკატი 20)დიდი ოსტატი ყველა სიმბოლური ლოჟისა "Ad Vitam" 21)დიდი ნოეს პატრიარქი 22)სამეფო ნაჯახის ანუ ლივანის რაინდი 23)სკინიის რაინდი 24)სკინიის თავადი 25)სპილენძის გველის რაინდი 26)მოწყალების რაინდი (თავადი) 27)რაინდი-ტაძრის კომანდორი 28)მზის რაინდი 29)წმინდა ანდრეას დიდი რაინდი_ადმინისტრაციული გრადუსი-("თეთრი მასონობა") 30)კადოშის დიდი რჩეული რაინდი ანუ შავ-თეთრი არწივის რაინდი (არეოპაგი) 31)დიდი კომანდორი-ინსპექტორ ინკვიზიტორი (ტრიბუნალი) 32)სამეფო საიდუმლოს უმაღლესი თავადი (კონსისტორია) საპატიო გრადუსი 33) დიდი მაგისტრი (უმაღლესი საბჭო) |
|
|
Oct 30 2011, 12:19 PM
Post
#17
|
|
RED soul Group: Members Posts: 128 Joined: 29-April 11 Member No.: 6,458 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
სხვა თაშორის საქართველოშიც არის მასონთა საძმო, მასონობა ეს არის ფილოსოფიურ ეზოთერული გაერთიანება
|
|
|
Oct 30 2011, 12:22 PM
Post
#18
|
|
RED soul Group: Members Posts: 128 Joined: 29-April 11 Member No.: 6,458 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ისე მხ.ფილმ მატრიცაში ბევრი რამ დამაფიქრებელია
|
|
|
Oct 30 2011, 01:28 PM
Post
#19
|
|
RED soul Group: Members Posts: 128 Joined: 29-April 11 Member No.: 6,458 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
|
|
|
Oct 30 2011, 02:20 PM
Post
#20
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,276 Joined: 11-April 10 From: Kazbegi Gergeti Member No.: 6,199 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
სხვა თაშორის საქართველოშიც არის მასონთა საძმო, მასონობა ეს არის ფილოსოფიურ ეზოთერული გაერთიანება საინტერესოა - მეც გამიგია საიტებზე- ქართველი მასონებზე. ისე სიმართლე გითხრა, წარმოდგენა არ მაქვს მასონებზე თუ რა აინტერესებს და რითი ცხოვრობენ მასონები?( გამიგია ძმური ურთიერთობა და ერთად აგვარებენ შეუძლებელ საქმეებს). წიგნი მათხოვეთ გამსახურდიას დროს ( MASON ) სათაური - ძველ ინგლისურ ენაზე იყო დაწერილი, სრულყოფილად არ ვიცოდი ინგლისური ენა მაგრამ, მისი ჰიეროგლიფები მაქვს დაზეპირებული, და ვკითხულობ თავისუფლად. (ხანდახან მერევა). მგონი შენ უფრო ერკვევი მასონების ცხოვრებას და წაკითხულიც კი გექნება. -------------------- ქარისგან რთველი იხარებს საიდუმლოდ T-ეს ერთიანობაშია. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 27th September 2024 - 02:32 PM |