Saturn Moons, Saturn Moon Names, Existed Information |
Saturn Moons, Saturn Moon Names, Existed Information |
Jun 24 2009, 06:41 PM
Post
#1
|
|
YELLOW soul Group: Moderator Posts: 868 Joined: 19-June 08 From: Tbilisi Member No.: 2,617 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჯერ კიდევ გუშინ მეგონა სატურნის გარშემო 32 მთვარე მოძრაობსთქო. თურმე ნუ იტყვით და უკვე 53 მთვარეა აღმოჩენილი. უკანასკნელი - აეგაეონი - ამა წლის 5 მაისს აღმოუჩენიათ და სახელი ასხელიანი, შეიარაღებული გიგანტის საპატივცემულოდ დაურქმევიათ.
წარმოიდგინეთ 53 (ნუ ჯერჯერობით რაც ჩვენ ვიცით) მთვარე პლანეტის გარშემო მოძრაობს, მთვარეები სხვადასხვა ზომისაა, ზოგი სატურნის რგოლებს შორის მოძრაობს და ზოგიც მოშორებით, თანაც ზოგიერთი მათგანი პლანეტის მოძრაობის ტრაექტორიის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს, ელიფსისებურად, როგორც ამბობენ. ზოგიერთი მთვარის ზედაპირი გლუვია და მყარი, ზოგის კი ფორიანი სხეულებია ყინულით დაფარული, ზოგს სხვადასხვა ზომის კრატერები აქვთ, ზოგს მთები და ველები, ზოგი ტექტონურად აქტიურია. ზოგიერთი სატურნის მთვარე მილიარდობით წლის წინათ შეიქმნა, ზოგიც რაღაც უფრო დიდი სხეულების დაშლის შედეგად წარმოიქმნა. ზოგს კი, მაგალითად რეას თავისი ოდნავ შესამჩნევი (აქედან რა თქმა უნდა) რგოლრბი აქვს. ტიტანი და ენსელადუსი (სატურნის 2 მთვარე) უფრო ვარსკვლავებს მოგვაგონებენ. ტიტანი თავისი სქელი ატმოსფეროთი, ღრუბლებით, მის ზედპირზე მიმობნეული დიუნებით, თხევადი მეთანის მდინარეებით და ტბებით ძალიან მოგვაგონებს გაყინულ დედამიწას მისი განვითარების ადრეულ სტადიაში. ენსელადუსის ყინულის დაფარული ზედპირის ქვეშ გეოლოგიური აქტივობები შეინიშნება თურმე სადაც მარტივი ორგანული ნაერთები და წყალია, ეს კი პოტენციურად საცხოვრებელ გარემოს ქმნის. წინა საუკუნეში სატურნის მხოლოდ 18 მთვარის არსებობის შესახებ იცოდნენ, ყველა დანარჩენის აღმოჩენა მხოლოდ ამ საუკუნეში გახდა შესაძლებელი და ეს პროცესი ისევ გრძელდება. არსებობენ ეგრეთ წოდებული სატურნის მთვარეებზე მონადირეები. დედამიწის ტელესკოპებიდან საკმაოდ ძნელია მათი აღმოჩენა და დიდ შრომას და ძალისხმევას მოითხოვს. ერთმანეთს ადარებენ კოსმოსის სხვადასხვა დროს გადაღებულ სურათებს და რადგან ამ მანძილეზე შეუძლებელია ციური სხეულების (ამ შემთხვევასი სატურნის მთვარეების) ერთმანეთთან მიმართბეში მოძრაობაში დაჭერა, ამიტომ ნებისმიერ ცვლილებას ხედში, სავარაუდოდ ახალი მთვარის დაფიქსირება მოყვება ხოლმე. ახალ აღმოჩენილ მთვარეს დროებით ანიჭებენ პირობით სახელს S (სატურნის საპატივცემულოდ), აღმოჩენის წელს და სატელიტის ნომერს (S1, S2) და გადასცემენ საერთაშორისო ასტრონომიულ კავშირს. ეს კავშირი 1919 წელს შეიქმნა და მის მიერ შექმნილი პლანეტარული სისტემების ნომენკლატურისათვის სამუშაო ჯგუფი იგონებს სახელს ახლად აღმოჩენილი ციური სხეულებისათვის. სახელები ძირითადად ბერძნული და რომაული მითოლოგიიდან არის. სატურნის მთვარეების შემთხვევაში თავდაპირველად აღმოჩენილებს სატურნის ძმებისა და დების, ტიტანების სახელები დაარქვეს (პირველი მთვარე, ტიტანი 1655 წელს აღმოაჩინეს). ბოლო წლებში აღმოჩენილ მთვარეებს კი სხვადსხვა მითოლოგიური ღმერთებისა და ქალღმერთების სახელები ჰქვიათ. შედარებით ვრცელი ინფორმაცია არსებობს სატურნის მხოლოდ 18 მთვარეზე, დანარჩენების შესახებ ძირითადად ვიცით სახელები და აღმოჩენის თარიღი. შევეცდები ნელნელა მოგაწოდოთ ამ თემაზე არსებული ინფორმაცია. |
|
|
Jun 24 2009, 06:54 PM
Post
#2
|
|
YELLOW soul Group: Moderator Posts: 868 Joined: 19-June 08 From: Tbilisi Member No.: 2,617 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
უკაცრავად, სატურნის გარშემო უნდა დამეწერა ტოპიკის დასაწყისში მე თავად ძალიან მხიბლავს სატურნის მთვარეების იდეა, ჯერ კიდევ მაშინ მხიბლავდა 32 რომ მეგონა და ახლა მით უმეტეს წარმოიდგინეთ თავი სატურნზე ცაზე მოძრავ 53 მთვარეს რომ უყურებ, სულ სხვადასხვა ზომის, ფერის, უზარმაზარი (ახლოს) და ერთი ციდა (შორს), და ეს ყველაფერი რგოლრბის ფონზე და ყველაფერი აქეთ იქით მოძრაობს, ანუ მოძრაობას თავად ვერ ხედავ მაგრამ ცაზე რა სახით გამოიხატება ეს ტრაექტორიები ალბათ წარმოსახვაც კი გაჭირდება.
http://saturn.jpl.nasa.gov/science/moons/ ამ ლინქზე მხოლოდ სახელებია პრინციპში და დანარჩენი თქვენი წარმოსახვის უნარისთვის მომინდვია |
|
|
Jun 26 2009, 02:16 PM
Post
#3
|
|
YELLOW soul Group: Moderator Posts: 868 Joined: 19-June 08 From: Tbilisi Member No.: 2,617 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ტიტანი
ტიტანი, სატურნის მთვარეებიდან ყველაზე პირველი აღმოაჩინეს 1655 წელს. იგი სატურნის ყველაზე დიდი ზომის მთვარეა და მოცულობით პლანეტა მერკურის აღემატება, თუმცა დედამიწის ნახევარია ალბათ დაახლოებით. ტიტანი სქელი ბურუსის საფარველშია გახვეული და ერთადერთი მთვარეა მთელს მზის სისტემაში (მიუხედავად იმისა, რომ მარტო იუპიტერის გარშემო 49 მთვარე მოძრაობს) რომელსაც ატმოსფერო აკრავს გარს. მისი ატმოსფერო ათჯერ უფრო სქელია ვიდრე დედამიწისა და მდიდარია ნახშირბადზე დაფუძვნებული ორგანული ნივთიერებებით. სიტყვა ”ორგანული” ამ შემთხვევაში არ ამტკიცებს ცოცხალი ორგანიზმების არსებობას ტიტანზე. ამ მთვარეზე საკმაოდ აქტიური გეოლოგიური პროცესები მიმდინარეობს. კრატერების სიმცირე გვიჩვენებს, რომ იგი შედარებით ახალგაზრდაა და მისი ზედაპირი ფორმირების პროცესშია დედამიწის მსგავსი ტექტონური პროცესებით: ეროზია, ქარები და ალბათ ვულკანებიც. მიუხედავად სქელი ბურუსისა ტიტანის ცა უღრუბლოა ამტკიცებენ, რომ მის ზედაპირზე მეთანისა და ეთანის ოკეანეებიაა გადაჭიმული. მეცნიერებისათვის ტიტანი მზის სისტემაში გაყინული საბადოა, დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობაზე სინათლის მოსაფენად. |
|
|
Jun 26 2009, 02:26 PM
Post
#4
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 4,761 Joined: 25-March 07 From: დედამიწა Member No.: 17 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ესეც ილუსტრაციები
-------------------- მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე The Secret To You! Слова только мешают понимать друг друга. |
|
|
Jun 26 2009, 02:28 PM
Post
#5
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 4,761 Joined: 25-March 07 From: დედამიწა Member No.: 17 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
-------------------- მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე The Secret To You! Слова только мешают понимать друг друга. |
|
|
Jun 26 2009, 04:42 PM
Post
#6
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ოი და ტიტანი ვიცოდი, კროსვორდებშია ხოლმე
-------------------- FORZA ROMA
|
|
|
Jun 26 2009, 05:05 PM
Post
#7
|
|
YELLOW soul Group: Moderator Posts: 868 Joined: 19-June 08 From: Tbilisi Member No.: 2,617 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
აიაპეტუსი
სატურნის მთვარე აიაპეტუსი 1671 წელს აღმოაჩინეს და ბერძნული მითებიდან აღებული ტიტანის სახელი უწოდეს. ტიტან აიაპეტუსს, როგორც პრომეთეს მშობელს ძველი ბერძნები კაცობრიობის მამად მოიხსენიებდნენ. მეოცე საუკუნის ოთხმოციან წლებში ასტრონომებმა დაამტკიცეს ჯოვანი კასინის (აიაპეტუსის და სატურნის ბევრი სხვა მთვარის აღმომჩენის) ვარაუდები, რომ ამ მთვარის ერთი ნახევარსფერო ”ნახშირივით შავია”, მეორე კი შედარებით ნათელი და ამ თავისებურების გამო მას ინი და იანი უწოდეს. მეცნიერები წლების განმავლობაში თავს იმტვრევდნენ ამ საკითხზე და სხვადასხვა ჰიპოთეზებით ხსნიდნენ აიაპეტუსის ერთი ნახევარსფეროს მსგავს სიმუქეს. ერთერთი ჰიპოთეზით მის ზედაპირზე ყინულოვანი ვულკანები მზის რადიაციის შედეგად მუქ ფერს იღებდნენ. 2007 წლის დაკვირვებებმა ახალი ვერსია წარმოქმნა თერმული სეგრეგაციების შესახებ. აიაპეტუსი 79 დღეს ანდომებს შემობრუნებას რაც სავარაუდოდ ხანგრძლივი დღის არსებობაზე მიუთითებს. შესაბამისად მუქ მატერიას (შავი მატერია შთანთქავს უფრო მეტ სითბოს ვიდრე კაშკაშა ყინოლოვანი ზედაპირი) შეუძლია შთანთქას მზის სინათლე და გათბეს, ამის შედეგად კი მუქი ნივთიერება კიდევ უფრო მუქდება და მის ფონზე მეორე ნახევარსფერო კიდევ უფრო ღია ფერის ჩანს. მეორე, რითაც აიაპეტუსი გამოირჩევა, მთაგრეხილია რომელიც მის ეკვატორს მიყვება ზოლად. ამ მთების ჯაჭვის სიმაღლე ათი კოლომეტრია (დედამიწელი ალპინისტებისათვის დიდი გამოწვევა), ნათელ ნახევარსფეროში თითქოს ეს ჯაჭვი წყდება და შემდგომ უკვე ნაწილობრივ განათებული მთები მოჩანს. ამ განათებულ მწვერვალებს ასტრონომები ვოიაჯერის სახელით მოიხსენიებენ ერთმანეთში. ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს, რომ ეს მთები აიაპეტუსზე იმ დროს წარმოიქმნა როცა მთვარის მოძრაობა უფრო სწრაფი იყო ვიდრე დღეს, ხოლო სხვები ფიქრობენ, რომ ეს მთვარის რგოლების ჩამოშლის შედეგად დატოვებული ნამსხვრევებია. ვარაუდობენ, რომ აიაპეტუსსი სამი მეოთხედი ყონულისაგან და ერთი მეოთხედი ქვისგან შედგება. იგი ძალზედ მოშორებულია სატურნს და ამ პლანეტას ყოველთვის ერთი კუთხიდან უყურებს. |
|
|
Jun 30 2009, 06:40 PM
Post
#8
|
|
YELLOW soul Group: Moderator Posts: 868 Joined: 19-June 08 From: Tbilisi Member No.: 2,617 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რიია
რიია, სიდიდით სატურნის რიგით მეორე მთვარე, 1672 წელს აღმოაჩინეს. მას სახელი ბერძენი ქალღმერთის, კრონოსის (რომაელებთან სატურნის) ცოლის საპატივცემულოდ შეარქვეს. ქალღმერთ რიიას ღმერთების დედას უწოდებენ რადგან ბევრი ოლიმპოელი ღმერთი შვა, მათ შორის ზევსიც. რიია, პატარა, ცივი, უაჰარეო მთვარეა და ძალზედ გავს თვის დებს დიონეს და თესის, თუმცა ამ უკანასკნელთაგან განსხვავებით ის უფრო მეტად დაშორებულია სატურნისაგან და ნაკლებად განიცდის მის ზემოქმედებას, მისი ზედაპირი არ არის მათი მსგავსი გლუვი დაბლობებით დაფარული. მზით განათებულ ადგილებში რიიაზე -174 გრადუსია, ხოლო ჩრდილში -220 და ამ ტემპერატურის შესაბამისად კლდეების მსგავსი ყინულებით არის დაფარული. ისიც, აიაპეტუსის მსგავსად ყოველთვის ერთი კუთხით არის მიტრიალებული სატურნისაკენ. 1980 წლამდე ასტრონომებისათვის რიია ერთი პატარა წერტილი იყო მხოლოდ კოსმოსში. როგორც აღმოჩნდა მისი ზედაპირი ერთ მხარეს 40 კილომეტრი დიამეტრის კრატერებით არის დაფარული, ხოლო მეორე მხარეს უფრო მცირე კრატერებით. რიიას ზედაპირზე ათიდან ას კილომეტრამდე სიგრძის წვრილი ხაზები მოჩანს რომელიც კრატერებს და მცირე დაბლობებსაც სერავს. როგორც 2006 წელს აღმოაჩინეს, ეს მისტიური ხაზები მაღალი კანიონების დაკბილული რელიეფია, რომლის ზედა ნაწილი ბევრად უფრო ნათელია ვიდრე ქვედა ნაწილი რადგან ჩამოშლილი მუქი მატერია ყინულის კაშკაშა ნაწილებს აშიშვლებს. რიიას სამი მეოთხედი ყინულისაგან და ერთი მეოთხედი ქვისაგან შედგება და სპეციალისტების დასკვნით მისი გულიც (ცენტრი) ქვისაა. სატურნის მთვარე რიია ქვისა და ყინულის ნარევია და გაყინულ, ჭუჭყიან თოვლის გუნდას მოგვაგონებს. |
|
|
Jul 1 2009, 02:30 PM
Post
#9
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
-------------------- FORZA ROMA
|
|
|
Jul 1 2009, 05:42 PM
Post
#10
|
|
YELLOW soul Group: Moderator Posts: 868 Joined: 19-June 08 From: Tbilisi Member No.: 2,617 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მიღებულია უბრალოდ მე მომწონს როგორ ჟღერს ინგლისურად
|
|
|
Jul 4 2009, 12:46 AM
Post
#11
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 958 Joined: 14-March 07 Member No.: 15 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
wow 52 ერთმანეთს როგორ არ ეჯახებიან
-------------------- "To do is to be" - Nietzsche; "To be is to do" - Kant; "Do Be Do Be Do" - Sinatra |
|
|
Jul 6 2009, 10:00 AM
Post
#12
|
|
YELLOW soul Group: Moderator Posts: 868 Joined: 19-June 08 From: Tbilisi Member No.: 2,617 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
53
|
|
|
Jul 6 2009, 11:15 PM
Post
#13
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,718 Joined: 24-July 08 From: :)))))))) Member No.: 3,438 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Shou
ეს პლანეტა მეც ყოველთვის მიყვარდა, საინტერესოა ამდენი თანამგზავრის არსებობა -------------------- კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,– აბა, მე დღეს ვის რა ვარგე? |
|
|
Jul 6 2009, 11:16 PM
Post
#14
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,718 Joined: 24-July 08 From: :)))))))) Member No.: 3,438 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
-------------------- კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,– აბა, მე დღეს ვის რა ვარგე? |
|
|
Jul 7 2009, 10:20 AM
Post
#15
|
|
YELLOW soul Group: Moderator Posts: 868 Joined: 19-June 08 From: Tbilisi Member No.: 2,617 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რა ლამაზიაა დამავიწყდა მეთქვა, რომ ტიტანი, სატურნის ყველაზე დიდი მთვარე ფორთოხლისფერია. წარმოიდგინეთ კოსმოსში გამოკიდებული უზარმაზარი ფორთოხალი
შენი დადებული სატურნის ფოტო რომ ვნახე ეხლა გამახსენდა ირმა |
|
|
Jul 8 2009, 03:46 PM
Post
#16
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,718 Joined: 24-July 08 From: :)))))))) Member No.: 3,438 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რა ლამაზიაა დამავიწყდა მეთქვა, რომ ტიტანი, სატურნის ყველაზე დიდი მთვარე ფორთოხლისფერია. წარმოიდგინეთ კოსმოსში გამოკიდებული უზარმაზარი ფორთოხალი Shou მართლაც და ბუნება სასწაულებით არის სავსე -------------------- კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,– აბა, მე დღეს ვის რა ვარგე? |
|
|
Jul 9 2009, 05:16 PM
Post
#17
|
|
YELLOW soul Group: Moderator Posts: 868 Joined: 19-June 08 From: Tbilisi Member No.: 2,617 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
დიონი (დიონიი)
კასინიმ დიონი, სატურნის კიდევ ერთი მთვარე, 1684 წელს აღმოაჩინა. მას სახელი ბერძენი ღმერთქალის საპატივცემულოდ დაერქვა. ჰომეროსის თანახმად დიონი აფროდიტას დედა იყო. დიონი მცირე ზომის მთვარეა და დაახლოებით იგივე მანძილი აშორებს სატურნისაგან რაც დედამიწას თავისი მთვარისაგან. დიონი 2.7 დღეში უვლის გარშემო სატურნს. დიონის ზედაპირი სხვადასხვა დიამეტრის კრატერებიტ არის დაფარული, ზოგიერთი მათგანი სიგრძეში 100 კმ-ია. სატურნის რგოლებიდან და მთვარე ენცელადუსიდან წამოსული ყინულის ნაფხშვენები ხშირად ეყრება თავზე დიონის. ამ მთვარეზე ტემპერატურა -186 გრადუსია. დედამიწის მთვარის მსგავსად დიონის ერთი მხარე ყოველთვის სატურნისაკენ არის მიქცეული. იგი 2 უფრო მომცრო მთვარეს შორის არის მოქცეული, ერთი, ელენე, 60 გრადუსით უფრო ზემოთ მოძრაობს ორბიტაზე, ხოლო პოლიდეუსი 60 გრადუსით უკან. დიონი აგრეთვე რეზონანსშია ორ ახლოს მდებარე მთვარესთან, მიმასთან და ენცელადუსთან, ეს მთვარეები სიჩქარეს უმატებენ ერთმანეთთან მიახლოებისას და ნელდებიან როცა ერთმანეთს შორდებიან. |
|
|
Jul 9 2009, 05:50 PM
Post
#18
|
|
YELLOW soul Group: Moderator Posts: 868 Joined: 19-June 08 From: Tbilisi Member No.: 2,617 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
პატარაზე თემას გადავუხვევ (სულ პატარაზე) და ერთ ლინქს დავდებ. შეგიძლიათ შეხვიდეთ და ასტრონომიაში თქვენი ცოდნა დახვეწოთ (პალანეტებს და მათ მთვარეებს ზუსტი მდებარეობა მიუჩინოთ). მე პირადად ძალიან ვიხალისე.
http://www.bbc.co.uk/science/space/playspa...aw/jigsaw.shtml |
|
|
Jul 15 2009, 06:29 PM
Post
#19
|
|
YELLOW soul Group: Moderator Posts: 868 Joined: 19-June 08 From: Tbilisi Member No.: 2,617 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
თეზისი
თეზისიც , სატურნის ერთერთი მთვარე 1684 წელს აღმოაჩინა კასინიმ. ის დიონისა და რეას მსგავსად პატარა, ცივი, უჰაერო და ნაპრალებით დაფარული მთვარეა, თუმცა ამ ორისაგან განსხვავებით უფრო ცოტა კრატერები აქვს. თეზისს ორი მთავარი ნიშნით გამოარჩევენ: უზარმაზარი 400 კილომეტრი დიმატრის მქონე ”ოდისევსის კრატერი” მის დასავლეთ ნახევარსფეროზე და ჩრდილო პოლუსიდან სამხრეთ პოლუსამდე გადაჭიმული უშველებელი ველი ”იტაკას კანიონი”, რომელიც 100 კილომეტრია სიგანეში და 3-5 კმ სიღრმეში და მთვარის 2000 კმ-ს ფარავს. |
|
|
Feb 4 2013, 12:28 AM
Post
#20
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 813 Joined: 18-January 12 From: Mirkwood Member No.: 6,696 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მართლა ძალიან ლამაზი პლანეტაა და აი 53 მთვარე რომ იქნება საოცრებააა
ნაირილია სად ხარ, წამოდი წავიდეთ, ჩვნე ხო გვიყვარს მთვარეები და აი 53 გვექნება ^_^ |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 27th September 2024 - 06:01 AM |