ფსიქოლოგიური ტესტი |
ფსიქოლოგიური ტესტი |
Dec 3 2012, 07:18 PM
Post
#1
|
|
GREEN soul Group: პლანეტელი Posts: 1,099 Joined: 11-August 11 From: Georgia Member No.: 6,541 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ამ თემას შესავალი იმიტომ გავუკეთე, რომ მე ეს მაწუხებს, მაწუხებს სხვა ადამიანების ბედი, ჩვენი დამოკიდებულება სხვების მიმართ, არ მსიამოვნებს სხვათა "დაკონსერვებული" აზრების ბრმად გაზიარების ტენდენცია, არ მსიამოვნებს დილეტანტიზმი და საკითხში ფსევდო-ეზოთერიკულ-ინტელექტუალური დასკვნების გაკეთების ფაქტები, არ მსიამოვნებს სხვათა შეზღუდვა იმის გამო, რო არის ჰიპერაქტიური, ან იმის გამო, რო არის ახლადდარეგისტრირებული.
ძალიან არ მსიამოვნებს იმ ფაქტის გაცნობიერება, რომ სხვის აზრებს დიდ მნიშვნელობას და დატვირთვას ვანიჭებთ. უფრო ცუდი კი ის არის, რომ ამ აზრებს, იმათზე, ვისაც ეხება ის, დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია და სხვა თუ არაფერი, ერთის მხრივ, თანაფორუმელების დამოკიდებულებაში ერთგვარი სტერეოტიპის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს და მეორეს მხრივ, თავად ამ ადამიანებს ეცვლებათ საკუთარ თავზე წარმოდგენა. ხოლო იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად ემოციურად მიიღებენ სხვათა ამ შეფასებებს, მით უფრო მტკივნეული იქნება საკუთარ თავთან ყოველივე ამის დაკავშირება. მე კარგად მესმის, რომ ადამიანს სჭირდება და თავად მასშივე დევს ის ტენდენცია, რასაც საკუთარი სახელის (დავარქვათ ამას თუნდაც ავტორიტეტი) დაცვა ჰქვია, მაგრამ, მოდით, ცოტახნით დავივიწყოთ ერთგვარი სიამაყის გრძნობა და არ დაემსგავსოს ისეთ დიალოგს ჩვენი ურთიერთობა, სადაც ყოველი მხარე შეეცდება მაქსიმალურად შეტევაზე გადასვლას. აღვნიშნავ იმასაც, რომ ყოველი ჩვენთაგანი არის „უმაღლესი ღირებულების მატარებელი არსება“ და ამავე დროს ის თავისი არსით უნიკალურია, ხოლო მისი შეფასებისას ჩვენ არ გვჭირდება რაიმე ჩარჩოს მოშველიება და სტერეოტიპული კლიშეების გამოძებნა. რადგან ამას ჩვენ მივყავართ, ცნობიერად თუ არაცნობირად, ნებით თუ უნებლიედ, სხვისი პიროვნების დაბალი თვითშეფასების დამკვიდრებასთან და მის მორალურ შეზღუდვასთან. ეს რეალობაა და გამოფხიზლების საჭიროება არსებობს ამ რეალობას (ვირტუალურს, თუმცა არა მხოლოდ) რომ შევხედოთ ჯანსაღი მზერით და არა ეზოთერიკული სათვალეებით... მე განზრახ არ დავაკონკრეტებ საკუთრივ იმ მაგალითებს და იმ შემთხვევებს, რომლებსაც ვაწყდები, რადგან არ მიმაჩნია საჭოროდ, ამ საკითხის ზედმეტი კონკრეტულობით გადამძიმება. შემოვიფარგლები ჩემი პოზიციის დაფიქსირებით და აღნიშნულ თემაზე ჩემი დაკვირვებით. ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ჩვენ საიდანღაც, ცხოვრების რომელიღაცა ეტაპიდან მოვდივართ და გამიხარდება, თუ ყოველთვის ვიქნებით კორექტულები ერთმანეთის მიმართ. ბევრს აღარ გავაგრძელებ, რადგან მსურს ყველას დავუტოვო მეტი თავისუფალი სააზროვნო სივრცე! ახლა კი გთავაზობთ ერთგვარ ფსიქოლოგიური ტესტს, რომელიც დაგვეხმარება საკუტარი თავის უკეთ დანახვაში.. მე დაგიწერთ ამის ინსტრუქციას. შეგიძლიათ აქაც დააფიქსიროთ თქვენი მონაცემები, შეგიძლიათ სახლში გააკეთოთ და რაც მთვარაია, ეს ტესტი ადამიანს ეხმარება საკუთარ თავთან/თავზე მუშაობაში _ იმ თვისებების წინა პლანზე წამოწევაში, რომელიც დადებითია და სასარგებლო ჩვენი სულიერი და პიროვნული წინსვლისთვის და ამავე დროს შესაძლებელია იმ თვისებების დაძლევა, რომელთაც ჩვენ საჭიროდ არ ვთვლით და რომელიც ხელისშემშლელიც კი არის საკუთარი თავის უკეთესი კუთხით გასავითარებლად. მაშ ასე, პირველ ეტაპზე ვწერთ 5 სიტყვას/ფრაზას/წინადადებას საკუთარ თავზე, რომლებიც ამომწურავად უნდა ახასიათებდნენ ჩვენს თავს. მაგალითად, შეგვიძლია ვთქვათ: აქტიურობა/ვცდილობ ვიყო აქტიური/მე აქტიური ადამიანი ვარ მოკლედ, როგორც გენებოთ, ისე გამოთქვით ეს თვისებები მეორე ეტაპზე, როცა ამ თვისებებს ჩამოწერთ, მიუწერეთ მათ თავიანთი ანტონიმები. შეიძლება მოხდეს ისე, რო მათ ზუსტი ანტონიმები ვერ მოვუძებნოთ, მაგრამ მიახლოებით შესაძლებელია მათი დაწერა. დაბოლოს, მესამე ეტაპი: თითოეულ (10-ვე) თვისებას მიუწერეთ + - შეფასება, იმის გათვალისწინებით რომელ თვისებასაც ჩათვლით დადებითად და რომელს _ უარყოფითად. ეს თვისებები თავიანთი საპირისპირო თვისებებით არის ჩვენი ნაწილი, მხოლოდ იმგვარადაა წარმოდგენილი ჩვენში, რამდენადაც მათ ვავლენთ მეტ-ნაკლები უკიდურესობით. მას შემდეგ, რაც მოვახდენთ მათ შეფასებას +- ნიშნით, ჩვენ ვიწყებთ ამ თვისებებზე „მუშაობას“ და ვცდილობთ მათ მოდიფიკაციას. გახსოვდეთ! ჩვენ, პირველ რიგში, ვართ თვითმოდიფიცირებადი სუბიექტები და შემდეგ ვექვემდებარებით სხვათა ზეგავლენას. სიყვარულითა და პატივისცემით ნარილა! -------------------- "ვვარსებობ მათთვის, ვისთვისაც ვვარსებობ" - /ვლადიმირ მეგრე, ანასტასია/
|
|
|
Dec 3 2012, 09:53 PM
Post
#2
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 787 Joined: 15-June 11 Member No.: 6,488 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ვახ რაღაცაშია საქმე...
QUOTE არ მსიამოვნებს სხვათა შეზღუდვა იმის გამო, რო არის ჰიპერაქტიური, ან იმის გამო, რო არის ახზლადდარეგისტრირებული. აქ ფორუმზე გულისხმობ ე.ი.? ესეთი რამე არ დამიფიქსირებია ჯერ... გავაკეთე ტესტი და კარგი ადამიანი გამოვედი ძალიან (ნუ ესეც ვისთვის როგორ, თუმცა მე დადებითად შევაფასებდი საკუთარ თავს, ალაბთ ეს ცუდია ასე რომ ვფიქრობ, მაგრამ რას ვიზამთ... რას მირჩევ შევცვალო საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულება?) რამ გიბიძგა ამ თემის გახსნისკენ? -------------------- Philosophy means the love of truth in daily life - J. Krishnamurti
|
|
|
Dec 3 2012, 11:04 PM
Post
#3
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 752 Joined: 25-March 12 From: თბილისი Member No.: 6,765 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
დიახ! მადლობა ნარილლ!!
-------------------- |
|
|
Dec 3 2012, 11:09 PM
Post
#4
|
|
GREEN soul Group: პლანეტელი Posts: 1,099 Joined: 11-August 11 From: Georgia Member No.: 6,541 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
'chemikerin' date='Dec 3 2012, 09:53 PM' post='84904'
ვახ რაღაცაშია საქმე... QUOTE აქ ფორუმზე გულისხმობ ე.ი.? ესეთი რამე არ დამიფიქსირებია ჯერ... ზოგადად ყველგან არის ეს ტენდენცია QUOTE გავაკეთე ტესტი და კარგი ადამიანი გამოვედი ძალიან ნუ ესეც ვისთვის როგორ, თუმცა მე დადებითად შევაფასებდი საკუთარ თავს, ალაბთ ეს ცუდია ასე რომ ვფიქრობ, მაგრამ რას ვიზამთ... რატომ გგონია რო ცუდია შენი თავის დადებითად შეფასება?QUOTE რას მირჩევ შევცვალო საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულება? შენ ტესტი გააკეთე და შედეგებს, რაც ამ ტესტის გაკეთების შემდეგ მიიღე, თავად მიანიჭე ინტერპრეტაცია _ ეს მთლიანად შენზეა დამოკიდებული. მე რატო მეკითხები? QUOTE რამ გიბიძგა ამ თემის გახსნისკენ? იმან მიბიძგა, რაც შესავალშივე დავწერე. იქ ყველაფერი დავწერე, რაც საჭიროდ ჩავთვალე მადლობა ტესტის გაკეთებისთვის! -------------------- "ვვარსებობ მათთვის, ვისთვისაც ვვარსებობ" - /ვლადიმირ მეგრე, ანასტასია/
|
|
|
Dec 3 2012, 11:10 PM
Post
#5
|
|
GREEN soul Group: პლანეტელი Posts: 1,099 Joined: 11-August 11 From: Georgia Member No.: 6,541 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
-------------------- "ვვარსებობ მათთვის, ვისთვისაც ვვარსებობ" - /ვლადიმირ მეგრე, ანასტასია/
|
|
|
Dec 3 2012, 11:40 PM
Post
#6
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 787 Joined: 15-June 11 Member No.: 6,488 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
narilla
QUOTE რატომ გგონია რო ცუდია შენი თავის დადებითად შეფასება? უბრალოდ ვივარაუდე:QUOTE ალაბთ ეს ცუდია ასე რომ ვფიქრობ QUOTE ზოგადად ყველგან არის ეს ტენდენცია მე მაინც მგონია, რომ აქ ეს ტენდენცია არ არის... კონკრეტულ მაგალითს ვერ ვხედავ და არც შენ გვეუბნები, თუმცა ხედავ... კარგი ტესტი იყო ისე -------------------- Philosophy means the love of truth in daily life - J. Krishnamurti
|
|
|
Jul 13 2013, 09:12 PM
Post
#7
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ძალიან სახალისო ფსიქოლოგიური ტესტები http://mebonia.com/testebi/kokologia-fsiqo...-tamashebi.html
დარეგისტრირდით და მაილზე მოგივათ კითხვები და პასუხებიც. -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Jan 23 2014, 04:59 PM
Post
#8
|
|
GREEN soul Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ზემოთ რაები წერია არ წამიკითხავს მე უბრალოდ ფსიქოლოგიურ ტესტს დავდებ რომელიც ასევე ბოლომდე არ წამიკითხია
მე მარტო რა შედეგი მივიღე ის წავიკითხე და მესიამოვნა თუ როგორი "გამოვედი" ჯერ ფოტოს შეხედეთ მერე რაც პასუხი მოგივათ ის წაიკითხეთ როგორია თქვენი ფსიქოლოგიური ნატურა (ტესტი) გთავაზობთ ტესტს, რომელიც ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას განსაზღვრავს. აირჩიეთ გამოსახულება, რომელიც მოგწონთ ფერით და ფორმით. ე.ი შენ ხარ... 1 უპრობლემო, მოთამაშე. მხიარული ცხოვრება თქვენთის თავისუფლებაა, ყოველი წუთით ხარობთ. თქვენი დევიზია „ვცხოვრობთ ერთხელ“. გიყვართ სიახლეები და ცვლილებები. ვერ იტანთ შებოჭილობის შეგრძნებას და გიხარიათ ცხოვრების ყოველი სიურპრიზი. 2 დამოუკიდებელი, პირობითობის უარმყოფელი, უშუალო. თქვენ ყოველთვის მიდიხართ თქვენი გზით და ვერ იტანთ ხელისშემშლელ პირობებს, რომელიც აფერხებს თქვენს დამოუკიდებლობას. ხართ არტისტული ნატურა. ხშირად, შინაგანი თავისუფლების მოსაპოვებლად უნებლიედ იქცევით ყველასგან განსხვავებულად, ამიტომ თქვენთვის არ არის მთავარი ის, რაც „ახლა მოდაშია“. ცხოვრობთ საკუთარი წარმოდგენებით, რის გამოც ზოგჯერ „დინების საწინააღმდეგოდ ცურვა“ გიწევთ. 3 გახასიათებთ თვითანალიზი და დაფიქრება. მგრძნობიარე ადამიანი ხართ. არ გიყვართ ზედაპირულობა. უაზრო ლაპარაკს გირჩევნიათ თქვენს თავში ჩაიკეტოთ. მიუხედავად ამისა, მეგობრებთან გახსნილი და თბილი დამოკიდებულება გაქვთ. ეს გაძლევთ შინაგანი სიმშვიდის და ჰარმონიის შეგრძნებას. იშვიათად ხართ მოწყენილი. 4 ცხოვრებისეული, გაწონასწორებული, ჰარმონიული აფასებთ ბუნებრიობას და უბრალოებას. ადამიანები თქვენთან კომფორტულად გრძნობენ თავას, რადგან მყარად დგახართ ფეხზე და სხებისთვისაც საიმედო დასაყრდენი ხართ. სკეპტიკურად ხართ განწყობილი მოდის მიმართ. გიყვართ პრაქტიკული ტანსაცმელი. კეთილი და თბილი ადამიანი ხართ. 5 პრაგმატული, პროფესიონალი, საკუთარ ძალებში დაჯერებული. გჯერათ მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობების და არასოდეს ბედისწერის. უბრალო მეთოდებით წყვეტთ პრობლემებს. რეალურად უყურებთ ცხოვრებას და ყოველდღიურ საზრუნავს. არასოდეს ტოვებთ დაწყებულ საქმეს შუა გზაზე. 6 მშვიდობისმოყვარე, სამართლიანი, არააგრესიული. თქვენთან ურთიერთობა იოლია, თუმცა ძალიან ფრთხილი ხართ. მეგობრების წრეში თავს კარგად გრძნობთ, მაგრამ ზოგჯერ აუცილებლად გჭირდებათ განმარტოვებაც, რის გამოც ხშირად „იმალებით“ თქვენთვის საყვარელ ადგილებში. მიუხედავად ყველაფრისა, თავს მარტოსულად არ გრძნობთ, სამყაროსთან ხართ ჰარმონიაში და აფასებთ რასაც ცხოვრება გაძლევთ. 7 საკუთარ თავში დარწმუნებული, ანალიზის უნარის მქონე, ვისაც შეიძლება დაეყრდნო. თქვენი ცხოვრების მთავარი თანამგზავრია კულტურა. უნარი გაქვთ დაინახოთ და შეაფასოთ ისეთი რამ, რასაც სხვა ვერ ხედავს და რაც შეიძლება ნამდვილ ფასეულობას წარმოადგენდეს. გაქვთ ცხოვრების საკუთარი სტილი - ექსკლუზიური და ელეგანტური. 8 რომანტიული, მეოცნებე, ემოციური. ხართ ძალიან მგრძნობიარე ნატურა. თქვენთვის მთავარია რას გეუბნებათ გრძნობა და არა გონება, მთავარია გქონდეთ ოცნება. არ გაინტერესებთ ის ადამიანები, რომლებიც უარყოფენ რომანტიზმს და ეყრდნობიან მხოლოდ გონებას. 9 დინამიური, აქტიური, ექსტრავაგანტური. ვერ იტანთ ერთფეროვნებას. გიყვართ მოძრაობა, რისკი მრავალფეროვნება. უმოქმედობა თქვენთვის წარმოუდგენელია. |
|
|
Jan 24 2014, 11:46 PM
Post
#9
|
|
GREEN soul Group: პლანეტელი Posts: 1,099 Joined: 11-August 11 From: Georgia Member No.: 6,541 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ano
კარგი ტესტია -------------------- "ვვარსებობ მათთვის, ვისთვისაც ვვარსებობ" - /ვლადიმირ მეგრე, ანასტასია/
|
|
|
Jan 26 2014, 11:10 PM
Post
#10
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,984 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
დაწერეთ თქვენი ტესტის შედეგი. მე გამომივიდა 3
-------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
Jan 26 2014, 11:20 PM
Post
#11
|
|
GREEN soul Group: პლანეტელი Posts: 1,099 Joined: 11-August 11 From: Georgia Member No.: 6,541 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ცოტა უფრო რთული ტესტები დადეთ.
-------------------- "ვვარსებობ მათთვის, ვისთვისაც ვვარსებობ" - /ვლადიმირ მეგრე, ანასტასია/
|
|
|
Jan 26 2014, 11:52 PM
Post
#12
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,984 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
narilla
QUOTE ცოტა უფრო რთული ტესტები დადეთ. იცით რომ ძალიან მარტივი ტესტებით კეთდება საკმაოდ რთული ფსიქ. პორტრეტი? ტესტებში ფილოსოფიური წიაღსვლების გარეშე ერთხელ გავიარე რაღაცით მსგავსი ტესტების ნაკრები და მერე მითხრეს რომ ამ ტესტებს იყენებენ *(&^ ქვეყნის სპეცსამსახურები კადრების ასარჩევად -------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
Jan 27 2014, 12:47 AM
Post
#13
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,157 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მე 1 მაგრამ მეორე არჩევანს 4-საც ვიტყოდი.
|
|
|
Jan 27 2014, 02:47 PM
Post
#14
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,689 Joined: 11-December 09 From: New York, USA Member No.: 6,092 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
თავიდან 5, მერე მე-7 მოვკარი თვალი და ეგ გადავწყვიტე
|
|
|
Jan 27 2014, 09:18 PM
Post
#15
|
|
RED soul Group: Members Posts: 112 Joined: 14-September 10 Member No.: 6,266 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მე-3. სხვა ნახატებმა დიდად ვერ მიმიზიდეს
|
|
|
Jan 28 2014, 09:30 PM
Post
#16
|
|
GREEN soul Group: პლანეტელი Posts: 1,099 Joined: 11-August 11 From: Georgia Member No.: 6,541 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
QUOTE იცით რომ ძალიან მარტივი ტესტებით კეთდება საკმაოდ რთული ფსიქ. პორტრეტი? ფილოსოფოსობა საღი აზროვნება და აზროვნების მაღალ სტანდარტებთან ახლოს ყოფნაა. მას გვერდს ვერ აუვლის ვერავინ, ვისაც უბრალოდ აზროვნება სურს ტესტებში ფილოსოფიური წიაღსვლების გარეშე QUOTE ერთხელ გავიარე რაღაცით მსგავსი ტესტების ნაკრები და მერე მითხრეს რომ ამ ტესტებს იყენებენ *(&^ ქვეყნის სპეცსამსახურები კადრების ასარჩევად შეგიძლია შემოგვთავაზო რაიმე ტექსტი, თუნდაც სპეცსამსახურების კადრების ასარჩევი, ან რაიმე სხვა კარგი იქნება თუ ჯგუფში გასაკეთებელ ფსიქოლოგიურ ტესტს შემოგვთავაზებს ვინმე. -------------------- "ვვარსებობ მათთვის, ვისთვისაც ვვარსებობ" - /ვლადიმირ მეგრე, ანასტასია/
|
|
|
Jan 29 2014, 08:16 AM
Post
#17
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,157 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მეც მიყვარს ტესტები, დადეთ ვინ რა იცით.
|
|
|
Feb 8 2014, 12:37 AM
Post
#18
|
|
GREEN soul Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
კიდევ ვიოვე საინტერესო ფეისბუკის მოაზროვნეთა გვერდზე
ფსიქოლოგიური ტესტი "პირველ რიგში აირჩიეთ სასურველი სურათი და შემდეგ წაიკითხეთ შესაბამისი ტექსტი" ___________________________________________ პირველი: ხშირად ამ სურათს ის ადამიანები ირჩევენ, ვინც ცხოვრების ამ ეტაპზე საკუთარი თავით არიან უკმაყოფილონი, უნდათ რაღაცის შეცვლა უკეთესობისკენ "იქ ყველაფერი არის ბედნიერებისთვის, მაგრამ მე არ ვარ და ეს იმას ნიშნავს, რომ მე იქ აუცილებლად ვიქნები." აი დევიზი, რომლითაც ისინი მოქმედებენ ძირითადი მახასიათებელი ამ ხალხის არის ცნობისმოყვარეობა, სიმამაცე და ინტერესი ყველაფერ ახლის მიმართ, ისინი მთელი გულით ელოდებიან რაღაცის შეცვლას და ძალიან მალე ითვისებენ ახალ ინფორმაციებს. არასოდეს აქვს საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული, ყფველაფერს ეჭვის ქვეშ აყენებს და ფრიად მოსალოდნელია მნიშვნელოვანი საკითხი ბოლო მომენტში გადაწყვიტოს. _________________________________________ მეორე: საერთოდ ეს ხალხი ძალიან გაწონასწორებული, მშვიდი და აუღელვებელია. ხელი ჩაიქნიოს დაწყებულ საქმეზე და თქვას "მაინც არაფერ გამომივა" არ არის მათი სტილი. ისინი ყოველთვის აღწევენ მიზანს ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ, აუჩქარებლად დასასრულს აუცილებლად უახლოვდებიან, რაღაცით გზის დაგებას გავს მათი ცხოვრება იწყებ და აუცილებლად ამთავრებ, ამ მახასიათებლის გამო, ისინი ხშირად თავიანთი საქმის პროფესიონალები ხდებიან. "იმპრვიზაციისა" და "ექსპრომტის" გაგონებისას ისინი უშნოდ იჭყანებიან, მათი გადმოსახედიდან ცხოვრებას იმ შემთხვევაში აიწყობ, თუ გეგმის მიხედვით იმოქმედებ. ძალიან სტაბილურები არიან; ცდილობენ, სამუდამო იყოს მათი განლაგება და წყობა. უყვარს ლოგიკურად მსჯელობა და ვერ იტანს ნებისმიერ ცვლილებას ცხოვრებაში, ასევე არ უყვართ სურპრიზები და კორექტირების შეტანა მათ ცხოვრებაში, როცა ვინმე ერევა და რაიმეს ასწავლის. _________________________________________ მესამე: დაბადებიდან ორიგინალური, განსხვავებლი და კრეატიული. ყველაფრის დამოუკიდებლად გაკეთება უყვართ, თან თავისებურად. ამ ხალხს შორის, ხშირად გამოერევა ქარიზმატული ადამიანებიც, ისინი ძალიან მალე გამოდიან წყობიდან, მათი ხასიათი კი იმაზე სწრაფად იცვლება, ვიდრე დოლარის კურსი. არიან შესანიშნავი ორატორები, რომლებიც მზად არიან იდეების გაცვლისთვის ნებისმიერ წამს. ხშირად მათი არ ესმით, მაგრამ არასოდეს წყვეტენ ისეთი ადამიანების ძებნას, ვინც მათ გაუგებს და ისეთს მიიღებს, როგორებიც არიან, მშობლებთან კონფლიქტი ყოველთვის მშვიდად ჩაივლიდა, თუ რა თქმა უნდა ისინი ახალს არ მოიფიქრებდნენ რაიმეს, მათთვის სასიამოვნოს და მშობლებისთვის მიუღებელს, მაგ: ყურის გახვრეტა ოთხჯერ და ა.შ _________________________________________ მეოთხე: ზამთარში თუ ზაფხულში, არ აქვს მნიშვნელობა ცივა თუ ცხელა ეს ადამიანები შემოსილი არიან ყვითელ ლიდერის მაისურში, ეს ხალხი არის ნამდვილი ენერგოვამპირები, მაგრამ ელემენტებისგან განსხვავებით ამ ხალხს თავმოყვარეობა და მორიდება გააჩნია, არიან ძალიან ამბიციურები და იციან რა უნდათ, მეტიც, მათ ისიც იციან როგორ მიაღწიონ სასურველ მიზანს. სამსახურში ძალიან უყვართ, ბევრს კი მის მიმართ შური და ბოღმა გააჩნია, ხშირად ამბობენ რომ: არსებობს ორი გადმოსახედი არასწორი და მათი ! არიან ძალიან კატეგორიულები, ძლიერი პიროვნებები და საშიში კონკურენტები, ხანდახან გვგონია რომ სისხლთან ერთად მათ მიმოქცევაში ჯინიანობაც დაჰყვებათ. __________________________________________ მეხუთე: მას ძალიან ნათლად შეუძლია წარმოიდგინოს თავი სხვის ადგილას, მხარში ამოუდგეს გაჭირვებულს, არის კარგი მოტივატორი და იდეოლოგი. მათ ხშირად ახასიათებთ სიკეთე, თავს ბედნიერად იმ შემტხვევაში გრძნობენ თუ ყველაფერ კარგად არა მხოლოდ მათ, არამედ მათ ირგვლივ მყოფთაც აქვთ. მათ ურჩევნიათ ფიცხ ადამიანებს დაეთანხმონ და ამით ჩხუბი ჩააქრონ, იმ შემთხვევაშიც, თუ ის არასწორია, შეიძლება ვთქვათ, რომ მათთვის სიწყნარე და სიმშვიდე ძალიან ძვირად ფასობს, 99% დათმობაზე პირველი წავლენ, არ არიან შურიანები და სხვისი ბედნიერება საკუთარივით უხარიათ... |
|
|
Feb 8 2014, 11:08 PM
Post
#19
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,157 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
3 ვთქვი, მაგრამ არ დაემთხვა. ორატორული ნიჭი ნამდვილად არა მაქვს.
|
|
|
Feb 11 2014, 05:46 PM
Post
#20
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,984 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჩემი 2
ემთხვევა -------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 26th September 2024 - 03:45 PM |