წერილი ღმერთს |
წერილი ღმერთს |
Jun 1 2011, 09:26 PM
Post
#1
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,007 Joined: 29-October 09 Member No.: 6,058 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მოდი სიახლე შემოვიტანოთ ფორუმზე. ყველამ, ვისაც შეგვიძლია და ვისაც გვინდა წერილი დავუწეროთ ღმერთს. წარმოვიდგინოთ, რომ ღმერთი პიროვნებაა, რომელიც ამ ჩვენს წერილებს გულისყურით წაიკითხავს (და იმედია რაღაც ფორმით გვიპასუხებს კიდეც)...
მე ჯერ არ ვიცი რა დავწერო. თუ სათქმელი გამიჩნდება აუცილებლად დავწერ. იქნებ ვინმეს უნდა რამე დაწეროს? თუნდაც ორი სიტყვა... თუნდაც დიიიდი წერილი... -------------------- ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა «კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა» |
|
|
Jun 1 2011, 10:09 PM
Post
#2
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,626 Joined: 11-January 11 Member No.: 6,353 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Atman
თამაშის წესებით ჯერ შენ უნდა დაწერო |
|
|
Jun 2 2011, 08:07 AM
Post
#3
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,007 Joined: 29-October 09 Member No.: 6,058 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
-------------------- ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა «კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა» |
|
|
Jun 2 2011, 10:08 PM
Post
#4
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,004 Joined: 9-February 11 Member No.: 6,383 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
გურული ხომ იცით როგორ გაუგზავნიდა წერილს?
--რომ ხარ ქე ვიცი, --რა მინდა კე იცი, -აბა შენ იცი!!!! -------------------- მე ვითხოვე ძალა... ხოლო ღმერთმა მე მომცა სიძნელეები, რომელთა გადალახვით მე გავხდი ძლიერი.
|
|
|
Jun 3 2011, 07:16 AM
Post
#5
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,718 Joined: 24-July 08 From: :)))))))) Member No.: 3,438 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
elli
--რომ ხარ ქე ვიცი, --რა მინდა კე იცი, -აბა შენ იცი!!!! მაგარი წერილია მართალია კაცი -------------------- კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,– აბა, მე დღეს ვის რა ვარგე? |
|
|
Jul 20 2011, 11:30 AM
Post
#6
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 2,074 Joined: 26-December 09 From: Iq minda :) Member No.: 6,103 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
.
ციტატა წარმოვიდგინოთ, რომ ღმერთი პიროვნებაა, ჩემთვის ეს ისედაც მასეა ყველაზე გაბედული მე გამოვდექი? (გავხსენი თემა) ჩემი წერილი ღმერთს ასე ვუთხარი ..წერილი კი მინდოდა მაგრამ ლექსი გამომივიდა... ***** ინათა და დილის სხივი, წამომადგა თავზედა, ადექიო- მეუბნება ხალისიან ხმაზედა, ავუყვები საფეხურებს ხეტა გარემოცვაში, ნელ-ნელა და ნაბიჯ-ნაბიჯ, ქრისტე ღმერთის ლოცვაში. თუ ზარის ხმა წამომასწრებს ჩემთან როდის მოხვალო? -ამ კიბესაც ამოვირბენ და მოვდივარ უპალო! შენს სიყვარულს შემომატკბობ, თუმცა არ ვარ ღირსიო, სახლი შვილებით გაივსო შენიცა და სხვისიო. ჩუმად,გულში ხმას შეუწყობ შენს მადლიან გალობას გმადლობ ღმერთო რომ მიგზავნი განსაცდელს და წყალობას. ზოგჯერ ბევრს რომ შემოგბედავ, გთხოვ ნუ მიწყენ იესო, ყველას შენ შემოგავედრებ მწყურვალსაც და მშიერსო, როცა ხორბლის მარცვლებივით თვალებიდან ცრემლი მცვივა, მხოლოდ შენთვის გამინდვია, თუ ვინმესთვის გული მტკივა, იცი როგორ მთელ არსებით მინდა ხოლმე დროდადრო, ვერ გავბედავ მოგეფერო, მკერდზე თავი მოგაყრდნო. შენც ხომ იცი როგორ ვხარობ რომ მოდიხარ ჩემშიო, უშენოდ ხომ ვერც ვისუნთქებ, დავინტქმები "ბნელშიო".. მომეც ძალა,გიერთგულო, სიყვარულში ვიწვოდე, ჩემ სიცოცხლის ყოველ დღისით შენს საქებელს ვიქმოდე. როცა გავალ რას ვინატრებ? შენ ჩემთან და მე შენთანა, რომ მოუხმონ დაკარგულ ცხვარს დამბადებელ ღმერთთანა, ამოვხედავ მაღლა ზეცას გავიღიმებ თვალებით, შენსკენ სავალ გზას ვადგავარ, მარხვით,ლოცვით,წვალებით, მე ვიტყვი და შენ ისმინე, გეხვეწები იესო, ერთი თხოვნა შემისრულე, გულის გულში მიდევსო, ჩემი მამა დამილოცე, ჩემი და-ძმა,წიწილების სადარი, შენი მძლე და ცოცხალი 'ჯვართამაღლება' და პატარა წმიდა ნინოს ტაძარი! თქვენი არ ვიცი და მე კი მისმენს ნამდვილადხანდახან ისე სწრაფადაც მისრულებს თხოვნას ცოტათი მეშინია კიდეც -------------------- |
|
|
Jul 21 2011, 01:37 PM
Post
#7
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 26 Joined: 21-July 11 Member No.: 6,518 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მე ესეგი ეგეთი წერილი მაქ ერთ დღეში მინდა ბოდიბილდერი გავხდე
|
|
|
Jul 26 2011, 08:32 AM
Post
#8
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,718 Joined: 24-July 08 From: :)))))))) Member No.: 3,438 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
საუბარი ღმერთთან
უფალო, შენთან საუბარი მინდა. ჩემი ტკივილი მინდა რომ აგიღწერო. მიყვარხარ უფალო და მწამს რომ არსებობ და შენი ძალა ყველა ძალაზე უფრო დიდია. ღმერთო, ვიცი რომ მისმენ. მისმენ როდესაც ვლოცულობ და ვიცი ასევე როცა ჩემი ლოცვა ჩემი გულიდან გამოდის, მაშინ შენ მისრულებ თხოვნას, რაც ლოცვის დროს წარმოვთქვი. ღმერთო, მომეცი ძალა გულიდან გამოსული გრძნობით ვილოცო. იყავი ჩემში უფალო და ხელი შეახე ჩემს გრძნობას, რომელიც გულიდან გამოდის, ხელი შემიხე უფალო და გამოუშვი გარეთ, გამოუშვი გარეთ ის უდიდესი, უზარმაზარი, უსასრულო სიყვარული, გამოუშვი სიყვარული, რომელიც შენ მომეცი და მათხოვნინე სიყვარულით. ღმერთო, მაპატიე, მაპატიე რომ მუდამ შენში არა ვარ, მაპატიე რომ მუდამ ჩემში არ გგრძნობ, მაპატიე რომ ამ ბედნიერ წუთებს მუდმივობად არ ვაქცევ და ვცხოვრობ, ვხცხოვრობ ისე როგორც ყველა. ვცდილობ ვისწავლო ბევრი რამ , შენზე ცოდნა უფალო სწავლით გავიღრმავე, მაგრამ სწავლით არ გამიგია. მე მუდამ ვიცოდი რომ შენ არსებობ, არასოდეს არ მახსოვს რომ მეფიქრა რომ არ არსებობ, იყო ხშირად რომ შენს სახელს არც კი ვახსენებდი, მაგრამ ყოველთვის მწამდა შენი. სიყვარული და იმედი ხშირად მაკლდა. იმედი კიდევ უფრო მეტი. ახლა სიყვარული იდგამს ფესვებს ჩემში და ძლიერდება. ახლა ვიცვლები და გული ჩემი ნაზ ვარდთა ფოთოლთა ფრიალს მაგონებს. რა სილამაზეა ვარდის პეტალში. ღმერთო, განსხეულდი ჩემში, მომეცი სიყვარული, გამითბე გული, სითბო მოატარე მთელს სხეულს და მაშორე ტკივილები და ავადმყოფობა. შენით მატარე, შენთან მამყოფე... ძნელია ეს გზა უფალო სრულად, მთლიანად... მე შენ მიყვარხარ უფალო, მაგრამ სიცოცხლეც მიყვარს. მომეცი ღმერთო სილამაზე რომელიც შეჰქმენ. მომეცი ღმერთო, ვარდების ბაღი, ყვავილები, ლამაზი მცენარეები. მასწავლე მათთან ლაპარაკი და მაცხოვრე ღმერთო ამ ცხოვრებით. ღმერთო მოგვეცი პური. ღმერთო მომხედე, მომეცი ძალა, იყავი ღმერთო ჩემთან ყოველ დღე, ყოველ საათს, ყოველ წუთსა და ყოველ წამს. მადლობთ რომ მომეცი ამ ლოცვის თქმის უფლება. 8 იანვარი 2009 წელი ხუთშაბათი -------------------- კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,– აბა, მე დღეს ვის რა ვარგე? |
|
|
Jul 26 2011, 05:34 PM
Post
#9
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,626 Joined: 11-January 11 Member No.: 6,353 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ერთი კვირის წინ გადაცემა ვნახე შიზოფრენიკ ბავშვებზე,(ან უფრო სწორად, რასაც შიზოფრენიას ეძახიან) დეტალებს არ მოგიყვებით, ძალიან მძიმეა. თითქოს მესმის და შემიძლია "ვიფილოსოფოსო", რა და რატომ ხდება, სად არის ლოგიკა - ისე რომ სხვა დავარწმუნო, მაგრამ საშინელ ტკივილს და უსამართლობის შეგრძნებას ვერ ვიშორებ.
რატომ, ღმერთო?! |
|
|
Jul 26 2011, 06:20 PM
Post
#10
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,007 Joined: 29-October 09 Member No.: 6,058 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
kate
რატომ, ღმერთო?! წინააღმდეგ შემთხვევაში სული მარადიულად ჩაეფლობოდა ჭუჭყში. ტანჯვის (კარმის) მექანიზმი სიყვარულის და ნების თავისუფლების უპირობო გამოვლინებაა. ძალიან ძნელი მისაღებია, მითუმეტეს როცა ახლობელი ადამიანია ასეთ დღეში, მაგრამ... საბედნიეროდ ეს დროებითია... -------------------- ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა «კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა» |
|
|
Jul 26 2011, 07:05 PM
Post
#11
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,626 Joined: 11-January 11 Member No.: 6,353 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Atman
საქმეც, იმაშია, რომ მე თვითონ შემიძლია ავხსნა რატომ და როგორ, ისე რომ სხვას ტკივილი შევუმსუბუქო, მაგრამ მე თვითონ ვერ ვიშორებ ამ ტკივილს და უსამართლობის შეგრძნებას ერთი კვირაა უკვე. და თუ კი ვხვდები, რატომ მტკივა ასე ძალიან?! მაგრამ ვერც მე და ვერც შენ ღმერთობაზე თავს ვერ დავდებთ ..... |
|
|
Jul 26 2011, 07:09 PM
Post
#12
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,007 Joined: 29-October 09 Member No.: 6,058 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
kate
და თუ კი ვხვდები, რატომ მტკივა ასე ძალიან?! მხოლოდ თეორიულად "ვიცით" და იმიტომ. ისევე, როგორც ვიცით, რომ სიკვდილის არ უნდა გვეშინოდეს, მაგრამ ინსტიქტურად მაინც გვეშინია... -------------------- ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა «კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა» |
|
|
Jul 26 2011, 08:31 PM
Post
#13
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,276 Joined: 11-April 10 From: Kazbegi Gergeti Member No.: 6,199 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ღმერთმა იცის რას შენს გულშია . ის როგორი ღმერთია თუ არ ეცოდინება ადამიანის გონება.
-------------------- ქარისგან რთველი იხარებს საიდუმლოდ T-ეს ერთიანობაშია. |
|
|
Jul 26 2011, 09:44 PM
Post
#14
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
სულ "ვწერდი" ღმერთს წერილებს, სულ გულისტკივილი მქონდა და საოცარი უსამართლობის გრძნობა მკალვდა.. მერე ერთხელ ერთმა ადამიანმა მითხრა სამარტალს აქ მაინც ვერ იპოვნი და ტყუილად წვალობო.. მერე უცებ ყველაფერი ტავის ადგილას დალაგდა. პროტესტი არ განელებულა ადამიანური პროტესტი, მაგრამ მოვიდა გაგება, რატომ ....
ეხლა ღმერთს მხოლოდ მადლობის წერილებს ვწერ ხოლმე ან უბრალოდ ვსაუბრობთ სხვადასხვა ტემებზე... -------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Jul 27 2011, 12:26 AM
Post
#15
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,004 Joined: 9-February 11 Member No.: 6,383 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Atman
საბედნიეროდ ეს დროებითია... და ეს დროებითი იმდენად იწელება დროში, რომ მერე ჩვევაში გადადის და ეჩვევი ტკივილში ცხოვრებას. მე არ მგონია მიწაზე ცხოვრობდეს ადამიანი და დღეში ერთხელ მაინც არ ეკითხებოდეს ღმერთს ,, რატომ ღმერთო?" -------------------- მე ვითხოვე ძალა... ხოლო ღმერთმა მე მომცა სიძნელეები, რომელთა გადალახვით მე გავხდი ძლიერი.
|
|
|
Jul 27 2011, 09:35 AM
Post
#16
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,689 Joined: 11-December 09 From: New York, USA Member No.: 6,092 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
|
|
|
Jul 27 2011, 10:01 AM
Post
#17
|
|
RED soul Group: Members Posts: 230 Joined: 5-January 11 Member No.: 6,343 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
საუბარი ღმერთთან უფალო, შენთან საუბარი მინდა. ჩემი ტკივილი მინდა რომ აგიღწერო. მიყვარხარ უფალო და მწამს რომ არსებობ და შენი ძალა ყველა ძალაზე უფრო დიდია. ღმერთო, ვიცი რომ მისმენ. მისმენ როდესაც ვლოცულობ და ვიცი ასევე როცა ჩემი ლოცვა ჩემი გულიდან გამოდის, მაშინ შენ მისრულებ თხოვნას, რაც ლოცვის დროს წარმოვთქვი. ღმერთო, მომეცი ძალა გულიდან გამოსული გრძნობით ვილოცო. იყავი ჩემში უფალო და ხელი შეახე ჩემს გრძნობას, რომელიც გულიდან გამოდის, ხელი შემიხე უფალო და გამოუშვი გარეთ, გამოუშვი გარეთ ის უდიდესი, უზარმაზარი, უსასრულო სიყვარული, გამოუშვი სიყვარული, რომელიც შენ მომეცი და მათხოვნინე სიყვარულით. ღმერთო, მაპატიე, მაპატიე რომ მუდამ შენში არა ვარ, მაპატიე რომ მუდამ ჩემში არ გგრძნობ, მაპატიე რომ ამ ბედნიერ წუთებს მუდმივობად არ ვაქცევ და ვცხოვრობ, ვხცხოვრობ ისე როგორც ყველა. ვცდილობ ვისწავლო ბევრი რამ , შენზე ცოდნა უფალო სწავლით გავიღრმავე, მაგრამ სწავლით არ გამიგია. მე მუდამ ვიცოდი რომ შენ არსებობ, არასოდეს არ მახსოვს რომ მეფიქრა რომ არ არსებობ, იყო ხშირად რომ შენს სახელს არც კი ვახსენებდი, მაგრამ ყოველთვის მწამდა შენი. სიყვარული და იმედი ხშირად მაკლდა. იმედი კიდევ უფრო მეტი. ახლა სიყვარული იდგამს ფესვებს ჩემში და ძლიერდება. ახლა ვიცვლები და გული ჩემი ნაზ ვარდთა ფოთოლთა ფრიალს მაგონებს. რა სილამაზეა ვარდის პეტალში. ღმერთო, განსხეულდი ჩემში, მომეცი სიყვარული, გამითბე გული, სითბო მოატარე მთელს სხეულს და მაშორე ტკივილები და ავადმყოფობა. შენით მატარე, შენთან მამყოფე... ძნელია ეს გზა უფალო სრულად, მთლიანად... მე შენ მიყვარხარ უფალო, მაგრამ სიცოცხლეც მიყვარს. მომეცი ღმერთო სილამაზე რომელიც შეჰქმენ. მომეცი ღმერთო, ვარდების ბაღი, ყვავილები, ლამაზი მცენარეები. მასწავლე მათთან ლაპარაკი და მაცხოვრე ღმერთო ამ ცხოვრებით. ღმერთო მოგვეცი პური. ღმერთო მომხედე, მომეცი ძალა, იყავი ღმერთო ჩემთან ყოველ დღე, ყოველ საათს, ყოველ წუთსა და ყოველ წამს. მადლობთ რომ მომეცი ამ ლოცვის თქმის უფლება. 8 იანვარი 2009 წელი ხუთშაბათი ირმა შენმა ლოცვამ რაღაც ძალიან დიდი მაჩუქა. მადლობ |
|
|
Jul 27 2011, 11:42 AM
Post
#18
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,517 Joined: 10-November 10 From: ,,დედა''მიწა Member No.: 6,305 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ცდები, საერთოდ არ მიჩნდება ასეთი კითხვები. არც მე თუ მიჩნდება ვაკვირდები .....შესაბამისად მე არ მიჩნდება უჩნდება ბიო რობოტს .............. -------------------- მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....
Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки |
|
|
Jul 27 2011, 01:11 PM
Post
#19
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 652 Joined: 1-September 10 From: თბილისი Member No.: 6,251 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ნილ დონალდ უოლჩის "საუბრები ღმერთთან" ნახეთ:
http://lib.aldebaran.ru/author/uolsh_nil/u...kniga_1__5.html |
|
|
Jul 27 2011, 01:57 PM
Post
#20
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,708 Joined: 9-September 10 From: Somewhere Over The Rainbow Member No.: 6,258 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ერთი კვირის წინ გადაცემა ვნახე შიზოფრენიკ ბავშვებზე,(ან უფრო სწორად, რასაც შიზოფრენიას ეძახიან) დეტალებს არ მოგიყვებით, ძალიან მძიმეა. თითქოს მესმის და შემიძლია "ვიფილოსოფოსო", რა და რატომ ხდება, სად არის ლოგიკა - ისე რომ სხვა დავარწმუნო, მაგრამ საშინელ ტკივილს და უსამართლობის შეგრძნებას ვერ ვიშორებ. რატომ, ღმერთო?! როგორ კარგად მესმის შენი იცი?! მე ეგეთ პაციენტებს ყოველდღე ვნახულობდი. გული მეფლითებოდა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. პედიატრიაში, ჩვილ ბავშვთა განყოფილებაში ძალიან ბევრი იყო დაუნის სინდრომიანი ბავშვი, სულ პაწაწუნები. თითქმის უმეტესობა, უმეტესობა კი არა ყველა, მშობლებმა დატოვეს და იქ უვლიდნენ სანამ გადაიყვანდნენ ბავშვთა სახლში. მიუხედავად იმისა რომ ძალიან პატარები იყვნენ, როგორ გრძნობდნენ და ჭირდებოდათ სიყვარული ვერ აგიღწერთ. როგორც კი ვინმე ხელში აიყვანდა ჩუმდებოდნენ და სიცხეც უწევდათ (პნევმონია ქონდა რამოდენიმეს). არ ვიცი რატომ ხდება ესე. როცა მახსენდება ის მიტოვებული ავადმყოფი ბავშვები გული მიჩერდება. რატომ უნდა იტანჯებოდეს პატარა ესე? ან რატომ ტოვებენ მშობლები? შიზოფრენია და დეპრესიული ფსიქოზები ხო საერთოდ. გახსენებაც არ მინდა |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 27th September 2024 - 09:10 AM |