შემოქმედი, ადამიანი ანგარებისა და კო |
შემოქმედი, ადამიანი ანგარებისა და კო |
Dec 24 2015, 08:45 PM
Post
#1
|
|
RED soul Group: Members Posts: 111 Joined: 21-February 11 Member No.: 6,392 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რას ფიქრობთ ადამიანის, როგორც შემოქმედის შესახებ? ჩემი აზრით, ჩვენ ყველანი შემოქმედებისკენ უნდა ვისწრაფვოთ... ყოველი დღე უნდა იყოს სამყაროს მიმართ სამსახურის გაწევის დღე, ადამიანი თავს ვალდებულად უნდა გრძნობდეს სამყაროს მიმართ, უფრო სწორად ეს ასეა ,უბრალოდ უნდა გავაცნობიეროთ ,ეს უნდა იყოს შესისხლხორცებული და გამჯდარი ჩვენში. არ უნდა მივილტვოდეთ კომფორტისაკენ,. კომფორტი –მხოლოდ დასვენებისას! რა არის იმაზე უფრო დიდებული, როდესაც შეგიძლია აკეთო სიკეთე... აი თუნდაც ზემოხსენებული სიტყვაც "კეთება"–– სიკეთე. ესეც კი სიკეთისათვის არის გამიზნული, ზოგადად რამის "კეთება", ანუ ყოველი საქმე (შემო (ქ) მედება), ქ=+) სიკეთისკენაა გამიზნული, უბრალოდ ჩვენ ვუცვლით მიმართულებას!
|
|
|
Dec 25 2015, 12:56 PM
Post
#2
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ყველაზე სასიამოვნო ამქვეყნად ესაა - გამოხატო საკუთარი თავი. ხელოვნებაში ეს აშკარად ჩანს, თუმცა ყოველდღიურ ცხოვრებაშიც შესამჩნევია - ადამიანს სიამოვნებს აზრის გაზიარებაც კი, სიყვარულის გამოვლენა, სიბრაზის გამოვლენაც. მოკლედ, ესაა ტექნიკური მხარე ჩვენი მოქმედებების - გამოვავლინოთ საკუთარი თავი და ეს სასიამოვნოა.
რაც შეეხება ვალდებულებებს, მე არ მიყვარს ისინი. ჩვენს რეალობაში ისიც დიდი მიღწევა იქნება, რომ თავის ირგვლივ სივრცეს მოუაროს ყველამ. მე არ ვთვლი, რომ ვინმეს უნდა ვემსახურო, ან ვემსახურო, ან რამეს -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Feb 7 2016, 10:53 PM
Post
#3
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 11 Joined: 7-February 16 From: Georgia,tbilisi Member No.: 7,488 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჩემი აზრით კი სამყაროს წინაშე იმდენად ვართ ვალდებულნი რამდენადაც თვითონ ჩვენ გვჭირდება იგი. ადამიანი და სამყარო განუყოფელია ეს ორი ერთმანეთისთვის არსებობს თუმცა ადამიანებს ეს ხშირად ავიწყდებათ. ჩვენ ყველაფრის ბატონ პატრონად მივიჩნევთ თავს და ვანადგურებთ ჩვენს გარშემო ყველაფერს ამას კი კომფორტის სახელით ჩავდივართ. დაუოკებელი სრულყოფის სურვილი არ გვასვენებს სიმართლე კი ისა არის რომ სანამ ჩვენს სხეულში ვართ დამწყვდეული სრულყოფა არ გვეღირსება ავცდი თემას როგორც შემოქმედი ადამიანი ალბათ პირველრიგში არის შემოქმედი თავის ცხოვრების თუმცა მაინცდამაინც რამის კეთება ალბათ არ ნიშნავს იყო შემოქმედი თუნდაც შეილება უყურე რამე კინოს და შენზე დიდი გავლენა იქონიოს, მუსიკას მოუსმინო არავის არაფერი ავნო და ხარ უკვე შემოქმედი.
|
|
|
Feb 16 2016, 10:36 PM
Post
#4
|
|
RED soul Group: Members Posts: 111 Joined: 21-February 11 Member No.: 6,392 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჩემი აზრით კი სამყაროს წინაშე იმდენად ვართ ვალდებულნი რამდენადაც თვითონ ჩვენ გვჭირდება იგი. ადამიანი და სამყარო განუყოფელია ეს ორი ერთმანეთისთვის არსებობს თუმცა ადამიანებს ეს ხშირად ავიწყდებათ. ჩვენ ყველაფრის ბატონ პატრონად მივიჩნევთ თავს და ვანადგურებთ ჩვენს გარშემო ყველაფერს ამას კი კომფორტის სახელით ჩავდივართ. დაუოკებელი სრულყოფის სურვილი არ გვასვენებს სიმართლე კი ისა არის რომ სანამ ჩვენს სხეულში ვართ დამწყვდეული სრულყოფა არ გვეღირსება ავცდი თემას როგორც შემოქმედი ადამიანი ალბათ პირველრიგში არის შემოქმედი თავის ცხოვრების თუმცა მაინცდამაინც რამის კეთება ალბათ არ ნიშნავს იყო შემოქმედი თუნდაც შეილება უყურე რამე კინოს და შენზე დიდი გავლენა იქონიოს, მუსიკას მოუსმინო არავის არაფერი ავნო და ხარ უკვე შემოქმედი. ვერ დაგეთანხმები, სიტყვაზე, მუსიკას მოუსმინო, არავის არაფერი ავნო, ეს არის პასიური მომხმარებლური ცხოვრება, შემოქმედება კი უანგარო გაცემაზეა დაფუძნებული. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 23rd September 2024 - 03:09 PM |