IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> სანელებლები, და სხვა ბუნებრივი საშუალე
Atm@n
post Feb 20 2013, 12:29 PM
Post #1


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,579
Joined: 5-June 12
Member No.: 6,820

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ამ თემაში ვისაუბროთ სხვადასხვა სამკურნალო და უბრალოდ გემრიელ სანელებლებზე. ქართული კულინარია მდიდარია სანელებლებით, მაგრამ გლობალიზაციასთან დაკავშირებით ჩვენთვის ხელმისაწვდომი გახდა სხვა ქვეყნებიდან შემოსული სანელებლები, მცენარეები, ბალახის ჩაი და ა.შ.

პირველ თემას მივუძღნი ინდურ სანელებელს, რომელსაც ჰქვია კურკუმა!



შემოგთავაზებთ მის აიურვედულ დახასიათებას:

გემო: მწარე, ცხარე, მწკლარტე.
გემო მონელების შემდეგ: ცხარე
ენერგეტიკა: გამათბობელი
ქსოვილები: მოქმედებს სხეულის ყველა ქსოვილსა და ელემენტზე.
სისტემები: საჭმლის მომნელებელი, სისხლის მიმოქცევის და სასუნთქი სისტემა.
მოქმედება: მასტიმულირებელი, ветрогонное, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, შეხორცებას, გააჩნია ანტიბაქტერიული მოქმედება.
ჩვენება: სუსტი საჭმლის მონელება, ცუდი სისხლის მიმოქცევა, ხველება, ამენორეა, ფარინგიტი, კანის დაავადებები, დიაბეტი, ართრიტი, ანემია, ჭრილობები და დაჭიმვები.
გაფრთხილება: მწვავე სიყვითლე და მწვავე ჰეპატიტი, მაღალი პიტა (ცეცხლი), ფეხმძიმობა.


კურკუმა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული აიურვედული სანელებელია. ითვლება, რომ კურკუმა იძლევა ბედნიერებას, რადგანაც ღვთაებრივი დედის ენერგიის მატარებელია. ამ სანელებელს შეუძლია გაწმინდოს სხეულის ენერგეტიკული არხები და ეფექტურია ჩაკრების გაწმენდისთვის. ასევე ხელს უწყობს მყესების ელასტიურობის გაზრდას, ამიტომ სასარგებლოა მათთვის, ვინც ჰათჰა-იოგათია დაკავებული.

კურკუმას გააჩნია გამოხატული ანტიბიოტიკური თვისებები, მაგრამ ფარმაკოლოგიური ანტიბიოტიკებისგან განსხვავებით იგი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ხელს უწყობს ნაწლავური მიკლოფლორის აღდგენას, რაც კარგ საშუალებად ხდის მას ქრონიკული და დასუსტებული ავადმყოფებისთვის.

კურკუმა შესანიშნავად წმენდს სისხლს, ათბობს მას და ხელს უწყობს ახალი სისხლის უჯრედების წარმოქმნას. კარგი საშუალებაა საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად. ამის გამო კარგია პიტა-დოშას მატარებელი ხალხისთვისაც. ასევე ამცირებს მიდრეკილებას ტკბილი და ცხიმიანი საკვებისადმი.

სასარგებლოა ვატა (მოჭარბებული ეთერის და ჰაერის სტიქია) და კაპჰა-დოშას მქონე ადამიანებისთვისაც, განსაკუთრებით კარგად ამცირებს კაპჰა-დოშას (მოჭარბებული მიწის და წყლის სტიქია).

კურკუმა კარდამონთან, იმბირთან ქინძთან, ფენჰელთან და კორიცასთან ერთად შედის სატვური ტიპის სანალებლების რიგში, ანუ ხელს უწყობს სათნოების მოდუსის გაძლიერებას.

კურკუმა ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას "ამე"-ბისგან (შლაკებისგან). ალოეს წვენთან ერთად კურკუმა იხმარება კლასიკური აიურვედული პრეპარატის - "ტრიფალას" ნაცვლად და აბალანსებს სამივე დოშას.

ენერგეტიკული არხების განმწმენდი თვისების გამო კურკუმას იყენებენ ენერგიის ბლოკირების მდგომარეობების დროს. ენერგიის ბლოკირება ხშირად გამოიხატება დათრგუნულობაში, დაძაბულობაში, დაჭიმულობაში, რომლებსაც ხანდახან თან ახლავს ენერგეტიკული "ამოხეთქვები". ეს მდგომარეობები ყველაზე ხშირად ახალგაზრდებს აქვთ. ენერგიის ბლოკირებას საბოლოოდ მივყავართ ენერგიის უკმარისობისკენ, რაც ძნელად ექვემდებარება მკურნალობას. ამიტომ იმისთვის, რომ არ დავუშვათ ენერგიის ნაკლებობა, სანამ ის უბრალოდ ბლოკირებულია, სასურველია რომ რაც შეიძლება ხშირად გამოვიყენოთ საჭმელში კურკუმა (და სხვა სასარგებლო სანელებლები).

კურკუმა ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი ცეცხლის (აგნის) ნორმალურ დონეზე შენარჩუნებას. კარგადაა ცნობილი, რომ კარგი ჯანმრთელობა დაკავშირებულის საჭმლის მონელების ნორმალურ ცეცხლთან. ისევე როგორც სხვა სატვიური სანელებლები - კარდამონი, ქინძი და ფენჰელი - კურკუმასაც შეუძლია საჭმლის მონელების ბალანსირება.

კურკუმა ძალიან კარგი საშუალებაა ჰემოროიდალური დაავადებების მკურნალობისთვის. ამ შემთხვევაში მზადდება პასტა წყლით, ან გელი. გელის დასამზადებლად შეგვიძია გამოვიყენოთ ერბო. ჰემოროიდალური დაავადებების (ბუასილის) დროს კარგია კურკუმის საჭმელთან ერთად მიღებაც.

კარგია კურკუმა ღვიძლის მკურნალობისთვის და გაწმენდისთვის, განსაკუთრებით ყველანაირი ჰეპატიტის დროს.

ეფექტრურია კურკუმა ჭარბცხიმიანობის მკურნალობისას (განსაკუთრებით ალოესთან ერთად).

მისი გამოყენება კარგია ხველების დროსაც (ლორწოვანი ნახველის გამოტანისთვის).

ასევე შეგვიძლია ვიხმაროთ ყელში გამოსავლებად ფარინგიტის და ლარინგიტის დროს.

ასთმის ალერგიული ხასიათის ვარიანტის დროს სასარგებლოა კურკუმას ფხვნილი, გაცხელებული ერბოსთან და არარაფინირებულ შაქართან ერთად (უნდა მივიღოთ ასთმური შეტევების დროს).

წარმოადგენს საგულე საშუალებას და გამოიყენება გულის მატონიზირებელ საშუალებად.

პოზიტიური გავლენა აქვს არტერიოსკლეროზის დროს. (პიტა ტიპის ადამიანებმა უნდა მიიღონ ალოესთან ერთად).

გამოიყენება ჰიპოტონიის მკურნალობისთვის.

კარგად აჩერებს სისხლდენებს. ჭრილობაზე კურკუმას ახალი ფესვის დადება ბუნებრივად და შრამების გარეშე ახორცებს მას.

ასევე გამოიყენება დიაბეტის მკურნალობისას, მენსტრუაციის დარღვევის დროს, გენიტალური ჰერპესის დროს, მკერდის სიმსივნის დროს.

ძალიან კარგი საშუალებაა კანის დაავადებების (განსაკუთრებით ფურუნკულების და აკნეს) მკურნალობისთის.

სპორტულ მედიცინაში კურკუმაზე დამზადებული გელები კარგად ხსნიან კუნთების და მყესების დაჭიმვებს (გელი მზადდება ერბოზე, შეფარდებით 1:4). ამ გელის გამოყენება შეგვიძლია ართრიტების დროსაც. ალოეს წვენი კურკუმასთან ერთად მკურნალობს პოდაგრას.

როგორც ტოქსინების მოსაშორებელი და ქსოვილების გამაჯანსაღებელი საშუალება კურკუმა სხვა საშუალებებთან ერთად ეფექტურად გამოიყენება კიბოს მკურნალობის დროს. ამ დროს დოზირება საკმაოდ მაღალი უნდა იყოს.





კურკუმა შეგიძლიათ გამოიყენოთ კულინარიაში ძალიან ბევრი სახის კერძის მომზადებისას. მე მაგალითად ჰერკულესის ფაფასთან ერთად მივირთმევ და ძალიან გემრიელია! smile.gif

თბილისში ეს სანელებელი (განსაკუთრებით ინდური) ცოტაა, მაგრამ ჯერ-ჯერობით არის 2-3 ადგილი, სადაც იყიდება. ვისაც გაინტერესებთ პმ-ში მომწერეთ და "ტოჩკებს" გეტყვით wink.gif


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

Go to the top of the page
 
+Quote Post
2 Pages V  < 1 2  
Start new topic
Replies (20 - 29)
Atm@n
post Feb 22 2013, 08:11 AM
Post #21


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,579
Joined: 5-June 12
Member No.: 6,820

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



sentimennte
QUOTE(iziko @ 22nd February 2013 - 01:13 AM) *
Ise karkades anu hibiskusis yvavilze ras ityvit? Mitxres dabal wnevas uxdebao, vici rom gansakutrebulad lamazi peris gamo bunebriv sagebavad iyeneben da mgoni damamshvidebeli epeqtic aqvso


როგორც ვიცი კარკადეს ცხელ ჩაის თუ დალევ მაღლა წევს წნევას (ნორმამდე), ცივს თუ დალევ - პირიქით, დაბლა წევს.


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

Go to the top of the page
 
+Quote Post
sentimennte
post Feb 22 2013, 11:24 AM
Post #22


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 2,074
Joined: 26-December 09
From: Iq minda :)
Member No.: 6,103

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atm@n
hoda mashin dilaobit davlev xolme cxels, yavas isev unda gadavechvio, arada adre ra kargad gadamachvie... sad.gif


--------------------

მარადის გიხაროდენ :)


"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)


Go to the top of the page
 
+Quote Post
gare movachre
post Feb 22 2013, 02:11 PM
Post #23


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 6
Joined: 22-February 13
Member No.: 7,022

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE
krombahertan kapchonnaia riba
ვიცი მაგრამ, ვეღარ ვჩამ ხორცეულ-თევზეულობას.
QUOTE
hibiskusis yvavilze ras ityvit?

მაგარი რამეა biggrin.gif ჩაიში ურევს ხოლმე ჩემი და.
Go to the top of the page
 
+Quote Post
sentimennte
post Feb 22 2013, 02:46 PM
Post #24


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 2,074
Joined: 26-December 09
From: Iq minda :)
Member No.: 6,103

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



gare movachre
ki,martla kargi ramea, tanac gul-sisxlzargvebis stimulaciistvis kargiavo, tevzi kidev ho,(yvelanairs verc tevzs vcham) mara ai xorceultan mec mwyralad var,chemi organizmi miprotestebs smile.gif


--------------------

მარადის გიხაროდენ :)


"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)


Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Feb 23 2013, 09:33 PM
Post #25


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ავად, რომ ვიყავი ყავას ვერ ვსვამდი, შემძულდა...და მივხვდი რა საწამლავი ყოფილა სინამვილეში.. ნატურალური ყავა კიდე ჰო.. რომ დააყენებ ცჩაივით, ესპრესოს პონტში, მარა ხსნაი სუფთა საწამლავია. ფიზიკურად ვიგრძენი რა ზიანი მოქვას ორგანიზმისთვის!


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
sentimennte
post Feb 23 2013, 10:12 PM
Post #26


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 2,074
Joined: 26-December 09
From: Iq minda :)
Member No.: 6,103

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



td.........
ho tat, me kidev im naleqians vegar vsvav, ara unda movicilo raa sad.gif


--------------------

მარადის გიხაროდენ :)


"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)


Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Feb 23 2013, 10:32 PM
Post #27


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



sentimennte
smile.gif მოიცილე მერე!


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Fee
post Feb 23 2013, 10:41 PM
Post #28


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 737
Joined: 2-March 10
Member No.: 6,165

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა





Uploaded with ImageShack.us


მმმ დღეს ვიყიდე და დავლიე უკვე biggrin.gif და td......... გამახსენდი იმიტომ რომ მიწავაშლა ამის ზემოთ ელაგა biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Feb 24 2013, 09:38 PM
Post #29


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



smile.gif) ხვალ ვიყიდი ტუ არის გუდვილში...


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
INA
post Apr 7 2018, 01:34 PM
Post #30


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 113
Joined: 13-August 07
Member No.: 57

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



უმ ვეგანურ კვებაზე, რომ გადავედი თავიდან ბევრ სანელებლებს ვიღებდი, მერე ნელ-ნელა თავად აღარ მოინდომა ორგანიზმმა, ძალიან მეზედმეტებოდა. ახლა აღარ ვიღებ, ან ძალიან ცოტას ისიც უცხო სუნელის მარცვლებს.
კურკუმა ძალიან სასარგებლოა, მის თვისებებს კიდევ უფრო ამძაფრებს შავი პილპილი. ერთი რეცეპტი ვნახე წყალში გახსნეს და დალიეს.
Go to the top of the page
 
+Quote Post

2 Pages V  < 1 2
Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 25th May 2024 - 12:40 AM