IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> ადამიანი და მისი "მეები", ვინ ხდება უკვდავი?
tikoroma
post Jul 17 2015, 01:43 PM
Post #1


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,348
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ერთიანი ენერგო-ინფორმაციული სივრცე, აკაშა თუ რაც გინდათ - ვთვლი, რომ არსებობს ასეთი რამ.

ზოგ თემაში (მაგ. სამადჰი სამადჰი 2 ადამიანის მიზანი ამ ცხოვრებაში ) ვისაუბრეთ ადამიანის როლზე ამ სამყაროში. არსებობს ადამიანი და მასში მყოფი ღვთის სული, ნაწილი, სუპერ ეგო, ზეცნობიერი, რავი ბევრ რამეს ვუწოდებთ. მისი პოვნა, მასთან კავშირი, თავის გაიგივება და მისი ხედვებით, შესაძლებლობებით ცხოვრება ამ სხეულში უნდა იყოს ჩვენი მთავარი მიზანი. გაურკვეველია, ის სუპერ მე არის თუ არა ინდივიდუალური პიროვნება. თუ არის ერთიანი სულის (ღმერთის) ნაწილი, ვინც თავს აცნობიერებს როგორც ერთიან ღმერთს?
მაგ. თუ მე და ჩემი მეზობელი ბესო შევიცნობთ ჩვენს უმაღლეს სულს, დავრჩებით ისევ თიკოდ და ბესოდ თუ თავს ვიგრძნობთ ერთ არსებად?

რამდენიც უნდა ვისაუბროთ იმ უცნობი "მეს" შესახებ, ფაქტია რომ არსებობს ჩემთვის ნაცნობი "თიკო", თუნდაც არასტაბილური და დროებითი. ის ცოცხალია - ის იცნობს თავის თავს. და რადგან თითქმის ვთანხმდებით მის დროებითობაზე, როგორ გგონიათ რა მოსდის მას გარდაცვალების ან გასხივოსნების შემდეგ? ქრება?

და რა ქრება კონკრეტულად?
ამის გასაგებად უნდა ვიცოდეთ რისგან შედეგბა ეს "მე". - მას აქვს ცნობიერება, რომელიც ასევე შედგება ცოდნისგან, აზრებისგან, შთაბეჭდილებებისგან, გრძნობებისგან, სურვილებისგან, ნიჭისა და შესაძლებლობებისგან. თუ შეიცვლება ან გაქრება ეს ყველაფერი, ამ შემთხვევაში ქრება "თიკოც". სიტყვა გაქრობას, ტრანსფორმაციას ვამჯობინებდი ამ შემთხვევაში. სრული გაქრობა- ტრანსფორმაცია პირველადი "მესგან" (იმასთან, ვისთანაც პირველად გავაიგივეთ თავი) ხდება მაშინ, როცა ე.წ. გასხივოსნება მოხდება. სრულიად ახალი პიროვნება ჩნდება. ნუ ეს ინდივიდუალური პიროვნებაა თუ უერთდება პირველსაწყისს, ვერ გეტყვით, ეგ კითხად დავსვი ზემოთ smile.gif ასე მოხდა ბუდას, ქრისტეს შემთხვევაში. ამიტომაც არაა ცნობილი ჩვენთვის მათი ბავშვობის და სწავლის ისტორიები, ეს არაა მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია თუ ვინ გახდნენ ისინი ტრანსფორმაციის შემდეგ.

რაც შეეხება პატარ-პატარა ტრანსფორმაციებს, ამის შემჩნევა მარტივია - მე დღეს ძალიან განსხვავებული ვარ იმისგან, ვინც 10-15 წლის წინ ვიყავი, მაგრამ არა სრულიად შეცვლილი. სრულად არა, იმიტომ რომ ამ მყარ გარემოში, აზრები, ცოდნა და შთაბეჭდილებებიც მყარად გვებეჭდება ტვინში. რაც დიდხანს ვრჩებით ერთ აზრზე, რაც უფრო დიდხანს ვაიგევბთ თავს ერთდაიმავე ობიექტთან, მით უფრო სტაბილურად ვგრძნობთ თავს და ეს გვიხარია. და ამას გვიბეჭდავენ თავში, რომ კონკრეტულად რაიმესთან უნდა ვაიგივებდეთ თავს - მაგ. ქართველი ვარ და თავს ვაიგივებდე მთელი ცხოვრება იმასთან, რაც ქართველობა მგონია. მხატვარი ვარ და მოვიქცე ისე, როგორც მიღებულია მხატვრისთვის (ვინ მიიღო? biggrin.gif). ლექსი სკოლიდან " მე იგივე ვარ მარად და მარად, არ ვსდევ ჟამთაცვლას" და ა.შ. :დ მოკლედ თავდაპირველად ცვლილების აუცილებლობა უნდა დავინახოთ, ამას შევეგუოთ და მოგვინდეს საკუთარი თავის შეცვლა (და არა სამყაროს და გარემოს, როგორც ზოგს ჰგონია (მაგ. მე) ;დ

ცვლილება, ტრანსფორმაცია იწვევს "გაქრობის" ძლიერ შიშს. შიში კი მუხრუჭია უპირობოდ. იმ წინა თემებში საუბრის დროს იმ დასკვნამდე მივედი, რომ მე მაქვს ეს შიში. მე მინდა ვაკონტროლებდე ყველაფერს, რაც ხდება ჩემს გარშემო და ჩემში, ჩემს გრძნობებსა და სურვილებში. თუ არ ვაკონტროლებ, მინდა დამკვირვებლად მაინც დავრჩე. ძალიან უსიამოვნოდ ვგრძნობ თავს, როცა გონება მეთიშება - გულის წასვლისას (ზოგს ესეც სიამოვნებით აგონდება, ნუ იცინით), ასტრალში გასვლის მცდელობისას, ტრანსში ჩავარდნისას, ჩაძინებისასაც კი თუ პროცესს ვგრძნობ. ეს ფიზიკურ პლანზე, მაშტაბებში კი საკუთარი თავის დაკარგვის შიშია - იმ "თიკოსი" რომლადაც თავს ვთვლი. გონების შიშია, რომელსაც არ უნდა სცენიდან გასვლა.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის მთავარ დანიშნულებად, მთავარ მიზნად მის პირველსაწყისთან შერწმას ვთვლი, გასხივოსნება, სამოთხე, ნირვანა, ყველაფერი რადაც წარმოგიდგენიათ, მაინც ვთვლი რომ ეს ჩვენი დროებითი ცნობიერებები არ ქრებიან სამუდამოდ. რადგან ჩვენს სამყაროში არც არაფერი ქრება smile.gif იგივე ტერმინებით რომ გავაგრძელო - ადამიანები, რომლებიც დიდხანს აიგივებდნენ საკუთარ თავს რაიმე ობიექტთან, ცოდნასთან, რომელთაც ჰქონდათ ძალა შეექმნათ საკუთარი უნიკალური ისტორია და სტაბილურად ეარსებათ სივრცეში, რომელთა სახელებიც საუკუნეებს გასცდა - მეცნიერები, პოეტები, მხატვრები, მხედართმთავრები. როგორ გგონიათ, ასეთი ძლიერი პიროვნებები გაქრებოდნენ, სრულიად ტრანსფორმირდებოდნენ? თუნდაც რეინკარნაცია არსებობდეს და ისინი სხვა ადამიანად დაბრუნდნენ, მათ ერთ ცხოვრებაში შეძლეს შეექმნათ საკმაოდ მყარი და უცვლელი სახე - რომლებიც დღესაც შთაგვაგონებენ. სახელები, რომელთაც 20-25 და უფრო მეტი ან ნაკლები საუკუნე გვაშორებს და მაინც ჩვენ მათ ძალას ვგრძნობთ.
ერთი ადამიანი მეუბნებოდა, რომ ლენინი იმდენად ბოროტი იყო, რომ იმ ქვეყნად დემონად იქცა. ეს ადამიანი ამბობდა, რომ არსებობს რაღაც ასტრალური სივრცე, სადაც "იწერება" ძლიერი პიროვნებები, თავისი არსით რჩებიან იქ და მისაწვდომები არიან ჩვენთვის. ანუ, როგორც რაფაელის "მადონა" გამოეყო ავტორს, აგრძელებს სიცოცხლეს მისგან დამოუკიდებლად და აქვს საკუთარი ისტორია ამ ფიზიკურ სამყაროში. შესაძლოა ასევე მისი ავტორი - რაფაელი, გამოეყო თავის თავის იმ ღვთიურ ნაწილს, (კონკრეტულად როგორც თვით რაფაელი - მხატვარი, მთელი თავისი ცოდნით, აზრებით, სურვილებით და ძალებით). შექმნა თავისი ისტორია და დაიწერა და დარჩა ასტრალურ სივრცეში და აგრძელებს დამოუკიდებელ არსებობას. მისმა სულმა კი გააგრძელა რეინკარნაცია, ღმერთთან შეერთდა ან რაც გინდათ და როგორც წარმოგიდგენიათ.

ამ ვერსიაზე რას იტყვით?
პ.ს. გულიანად გესაუბრეთ (მიყვარს ჭკვიან ხალხთან ლაპარაკი). მადლობა რომ არსებობთ JC_cupidgirl.gif



--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
3 Pages V  < 1 2 3 >  
Start new topic
Replies (20 - 39)
mata
post Jul 18 2015, 04:14 AM
Post #21


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ichi

თუკი მაინცდამაინც რამის სწავლა გინდა....

ნდობა ისწავლე ადამიანების.
არარი აუცილებელი ქრისტე ღმერთი ჩამოვიდეს მიწაზე თეთრ სუდარაში გამოწყობილი.... რო ენდო
ნებისმიერს შენ გარშემო მყოფს.... ჩვეულებრივ ადამიანებს ენდე.....

გადამოწმება და ეჭვებით ტკბობა.... ყველაზე ადვილია...
ენდე აბა შენს მტერს და შენს ავად მახსენებელს.... ამაში გამოიჩინე სიბეჯითე....

იესოს როცა უთხრეს: გადახტი აბა ამ კლდიდან და მამაშენმა გიხსნასო
რა იყო ეს?
ანუ შეამოწმეო უთხრეს... მარა შეამოწმა?.... ღმერთის ძალას გადამოწმება და გამოცდა დაუწყო???

შემოწმების გარეშე ენდობოდა - - ეს იყო მისი მთავარი გამოცდა ღმერთის წინაშე, რომელიც წარმატებით ჩააბარა!


აეს ისწავლე.... ცნობიერების საფეხურების ზრდა თუ გწადია

Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Jul 18 2015, 09:39 AM
Post #22


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ახალი ცოდნის დაბადების მთავარი კრიტერიუმი ფილოსოფიიდან და მეცნიერებიდან არის ეჭვი, შენ თU კითხვები არ დასვი ან არ გადაამოწმე ესე ბრმად როგორ უნდა ენდო მითუმეტეს ადამიანს? ან ძალიან გულუბრყვილო ხარ ან აბსურდულ რჩევას მაძლევ. იესოს მე რატომ მადარებ? ღMერთს ადამიანს რატომ ადარებ? ეჭვებით ტკბობა კიდე არ მესმის რა არის. მე შემიძლია ვენდო ჩემ შინაგან ხმას, მაგრამ მატას ვერ ვენდობი ასე თვალდახუჭული. დოვერიაი ნო პრავერიაი, შეიძლება ცოლს ვენდო თვალდახუჭული და მეგობარს, მაგრამ სამწუხაროდ ბევრს სხვისი ცუდი უხარია და კარგი წყინს, ასე რომ ცოდნის მისაღებად მთავარი ინსტრუმენტი ეჭვი აუცილებელია.
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Jul 18 2015, 02:14 PM
Post #23


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა
შეიძლება ცოლს ვენდო თვალდახუჭული და მეგობარს
აპ.... აქა ვართ... მატა შენი ცოლია და საუკეთესო მეგობარი

აბსურდს გეუბნევი თუ გულუბრყვილობას.... მომენდე აწი თვალდახუჭული

ვსო, მორჩა ბაზარი.

ციტატა
იესოს მე რატომ მადარებ? ღMერთს ადამიანს რატომ ადარებ?

შენ არც ღმერთი იცი ვინ არი და არც ადამიანი იცი რა არი....
ყოველი ადამიანის თვალებიდან ღმერთი გიყურებს
ენდე ნებისმიერს, მარა თუ მაინცადამაინც ცოლი უნდა ერქვას ან მეგობარი.... კიბატონო ეს ნებისმიერი ვარ მე და ვიქნები შენი ცოლი და მეგობარი.

და ყველაფერი რაც გინახია.... თუკი გინახია რო ვინმეს სხვისი ცუდი უხარია და კარგი წყინს.....
ოოოოო ჩემო ქმარო და ჩემო საუკეთესო მეგობარო
ყველაფერი რაც ხდება, შენი გაუმჯობესებისთვის ხდება....შენი განვითარებისთვის ხდება....
თორე არავის სცალია საერთოდ შენზე დრო დახარჯოს..... თუკი შენ თვითონ ამას არ ითხოვ
და როდესაც ითხოვ, და სურვილი გაქ განვითარდე...... ამიტომაც აწყდები ასეთ რამეებს (ცუდი უხარია, კარგი სწყონს)
შენ თვითონ რომ არ გინდოდეს განვითარება..... ამეებს ვერც კი დაინახავდა შენი თვალები და ვერც კი გაიგებდა შენი ყურები
მარა ითხოვ და გეძლევა
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Jul 18 2015, 02:52 PM
Post #24


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(mata @ 18th July 2015 - 02:14 PM) *
ენდე ნებისმიერს

ნდობაშI რას გულისხმობ? დავუჯერო ნებისმიერს?
QUOTE(mata @ 18th July 2015 - 02:14 PM) *
ყველაფერი რაც ხდება, შენი გაუმჯობესებისთვის ხდება....შენი განვითარებისთვის ხდება....

ამაში გეთანხმები
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Jul 18 2015, 04:38 PM
Post #25


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა
ამაში გეთანხმები


ეგ უბრალოდ მოგონილი აფირმაცია არ გეგონოს, რომელიც უნდა დაიჯერო
.... ნამდვილად ასეა.... რეალურად ეგრეა...
დაჯერებაც არ უნდა.... უბრალოდ ეგრეა


გჯერა თუ არგჯერა.... ეგ ეგრეა

Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Jul 18 2015, 04:46 PM
Post #26


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა
ნდობაშI რას გულისხმობ? დავუჯერო ნებისმიერს?


აი ხო ნებისმიერში დგები და შეგაქ ეჭვი.... (ვინცარუნდა რა გითხრას)

შენი ნებით აკეთებ ამას

ხოდა ადექი ეხლა და რა მიზეზითაც ეჭვი შეგქონდა აქამდე
ამავე მიზეზით.... ადექი და ნდობა გამოუცხადე



განა რა უნდა დაგიშავდეს ...... თუკი მეთანხმები იმაში, რაზეც ზევით დამეთანხმე
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Dec 4 2019, 01:56 PM
Post #27


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,348
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



პირველ პოსტს გამოვეხმაურები
ამდენი წლის შემდეგ დავარქვი სახელი

ეს უნდა იყოს საქართველოში ასე მიღებული - სახელიანობის ცნება (სიკვდილი სახელოვანი, სჯობს სახელისა მოხვეჭა). რომ ცხოვრების მიზანი უნდა იყოს სახელის დატოვება, ანუ სახელის უკვდავყოფა.

ესაა თვითგადარჩენის ინსტიქტის მაღალი საფეხური. დაბალი საფეხური ცხადია - გამრავლებაა.

მეორე საფეხური - ეს სახელის დატოვებაა რაღაც სივრცეში (დედამიწაზე ცხადია).


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Dec 4 2019, 03:03 PM
Post #28


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,964
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გავიხსენოთ ჩვენში უმაღლესი მეს გაღვიძების მომენტები. როდესაც უცებ ქრება ათასი ფიქრი, სადარდებელი, წუხილი წარსულზე, შიში მომავალზე და უცებ იღვიძებ შენ ნამდვილ მეში, აღარ გახსოვს ტვინის შექმნილი ცრუ მეს ათასი პრობლემა და უბრალოდ ტკბები არსებობით, ხარ ბედნიერი, მაგრამ არ იცი რით, თითქოს არ გქონია ამის წინაპირობა. რამდენი სულიერი ოსტატი წერს ამაზე და მაგრამ სანამ არ გამოცდი ვერ ხვდები. მაგრამ შემდეგ მალე გავიწყდება ეს მდგომარეობა და ისევ სხვა მეში - ტვინის ტყვეობაში იღვიძებ.
შემდეგი საფეხური უნდა იყოს რაც შეიძლება ხშირად დავბრუნდეთ იმ უმაღლეს მე-ში და შემდეგ მთლიანად მასში ვიცხოვროთ. მაგრამ ხომ არ გამოგვთიშავს ეს რეალურ ცხოვრებას, მოვალეობებისა და რუტინული საქმეებისგანაც. არამც და არამც. მას შემდეგ ყოველდღიური ცხოვრება უფრო სავსე და ჯადოსნური ხდება.


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Dec 4 2019, 03:34 PM
Post #29


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,348
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კაია ბედნიერება


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Dec 4 2019, 03:34 PM
Post #30


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,348
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ესე იგი ოლდ მენ
ეს ჩემი რაობა
ტვინის ილუზიაა?
აი ხელცასაჭიდი გამიჩნდა


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Dec 4 2019, 03:42 PM
Post #31


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma
სახელის მოხვეჭა იგივე გამრავლებისკენ სწრაფვაა ცოტა უფრო დახვეწილი ფორმით. გამრავლებისკენ, გენის დატოვებისკენ სწრაფვა იგივეა-გინდა ენი ნაწილი, კვალი დატოვო... არცერთი მაღალი განვითარების სული არ იღწვოდა სახელის მოსახვეჭად ან კვალის ადსატოვებლად. ყველა ასეთი სული ასრულებს თავის მისიას. ამიტომაცაა ადტე არ აწერდა ავტორი ხელს თავის ნაშრომს ან საერთოდ არ აფიქსირებდა მას რაიმე ფიზიკურ მატარებელზე, ამიტომაც გადაიცემოდა სიბრძნე და საკრალური ცოდნა ზეპირსიტყვიერად. დიდი მასწავლებლები სახელებსაც კი არ ამხელდნენ და არა იმიტომ, როგორც კასტანედა მალავდა თავის პიროვნებას, ტომ ზწმოქმედების მექანიზმები არ ჩავარდნოდა ვინმეს ხელთ, არამეტ ზუსტად იმიტომ, რომ საკუტარი კვალი, როგორც მიწიერ არსებას არ დაეფიქსირებინათ...


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Dec 4 2019, 04:04 PM
Post #32


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,348
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



td.........
ხოო აი მაგას მივხვდი ბოლოს


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Dec 4 2019, 04:09 PM
Post #33


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,348
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჰოდა შოთა სცთება?


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Dec 4 2019, 04:15 PM
Post #34


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma
ახლა შოთას შეცდომები მარკვევინე, ჩემსაში ვერ გავრკვეულვარ


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Dec 4 2019, 05:57 PM
Post #35


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,136
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



td.........
QUOTE(td......... @ 4th December 2019 - 05:15 PM) *
ახლა შოთას შეცდომები მარკვევინე, ჩემსაში ვერ გავრკვეულვარ

Just_Cuz_01.gif clap2.gif laugh.gif

Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Dec 4 2019, 06:04 PM
Post #36


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,348
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



biggrin.gif biggrin.gif tongue.gif tongue.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Dec 4 2019, 07:58 PM
Post #37


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,964
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma
QUOTE(tikoroma @ 4th December 2019 - 03:34 PM) *
ესე იგი ოლდ მენ
ეს ჩემი რაობა
ტვინის ილუზიაა?

კი, თიკორომა ილუზიაა
ტანსაცმელია რა ) ტვინი როგორც ინსტრუმენტი უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ. ახლა კი მასთან ვაიგივებთ თავს


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Dec 4 2019, 10:58 PM
Post #38


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,348
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მე კი მარა რაფაელი, სტალინი, სხვა ძლიერი ადამიანები?


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Dec 4 2019, 11:18 PM
Post #39


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ეგენიც ისევე როგორც ყველა ერთი უსასრულო რომანის გმირები ვართ, უბრალოდ ზოგი იწყებს ამის გაცნობიერებას და მერე თავად ხდება თანაავტორი და ზოგიც არა.. მაგარი ჩახლართული პონტია 😂😆😆


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Dec 5 2019, 03:28 PM
Post #40


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,348
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჩახლართული და ჩათლახურიც.

ძედაა, რო ვადარებ ამ 4 წლის წინათ რეები მჯეროდა
biggrin.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post

3 Pages V  < 1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th May 2024 - 09:28 AM