IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> წმინდა მამათა გამონათქვამები, იქნებ გამოგვადგეს ყოველდ
GIORGI LELUAS...
post Oct 16 2011, 01:55 PM
Post #1


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 200
Joined: 11-October 11
From: ალბათ მომავალში ცათა სასუფეველი, axla ki Rustavi
Member No.: 6,581

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მე ვარ ნათელი, თქვენ კი ვერ მხედავთ;

მე ვარ გზა, თქვენ კი არ მომყვებით;

მე ვარ ჭეშმარიტება, თქვენ კი არ გჯერათ ჩემი;

მე ვარ სიცოცხლე, თქვენ კი არ მეძებთ;

მე ვარ მოძღვარი, თქვენ კი არ მისმენთ;

მე ვარ უფალი, თქვენ კი არ მემორჩილებით;

მე ვარ კეთილი მეგობარი, თქვენ კი არ გიყვარვართ;

მე ვარ ღმერთი თქვენი, თქვენ კი არ ლოცულობთ ჩემდამო;

და თუ თქვენ არ ხართ ბედნიერნი, ნუ დამადანაშაულებთ მე.




- რად გამიუცხოვდი, ადამიანო?

- რად მაქციე ზურგი მოყვარულს შენსას?

- რად იქმენ მონა მტრისა ჩემისა?

- მოიგონე, რომ ზეციდან შენთვის გარდამოვჰხედ!

- მოიგონე, რომ შენთვის ვიშევ ქალწულისაგან!

- მოიგონე, რომ შვილ გექმენ შენ!

- მოიგონე, რომ შენთვის დავიმდაბლე თავი!

- მოიგონე, რომ შენთვის გლახაკ ვიქმენ!

- მოიგონე, რომ მიწაზე შენთვის ვიცხოვრე!

- მოიგონე, რომ შენთვის ვიდევნე!

- მოიგონე, რომ სიტყვა ბოროტი, დამცირება, შეურაცხყოფა, ყვედრება, წყლულები, ნერწყვა, მუჯლუგუნები, დამამცირებელი ვნებანი შენთვის ვიტვირთე!

- მოიგონე, რომ შენთვის უსჯულოთა თანა შევირაცხე!

- მოიგონე, რომ შენთვის დავიკრძალე!

- სასუფევლიდან გარდამოვჰხედ, რომ შენ აღმეყვანე იქ!

- დავმდაბლდი, რომ შენ აღმემაღლებინე!

- დავგლახაკდი, რომ შენ გამემდიდრებინე!

- თავი დავიწყლულე, რომ შენ განმეკურნე!

- მოვკვდი, რომ შენ გამეცოცხლებინე!

- შენ სცოდე, ცოდვა კი მე ვიტვირთე;

- შენ დააშავე და მე დამსაჯეს;

- შენია ვალი, ის კი მეგადავიხადე;

- სიკვდილმისჯილი ხარ, მე კი შენს მაგიერ ვიწვნიე სიკვდილი;

- ეს სიყვარულმა და გულმოწყალებამ ჩამადენინა!

- ვერ მოვითმენდი შენს ესევითარ ტანჯვას;

- ნუთუ უარჰყოფ ჩემს ეგეოდენ სიყვარულს?

- სიყავრულის წილ სიძულვილს მომაგებ?

- ჩემს მაგიერ ცოდვა შეგყვარებია?

- ჩემს მაგივრად ვნებებს ემონები?

- რა ნახე ჩემში ღირსი სიძულვილისა?

- რად არ გსურს ჩემთან მოსვლა?

- სიკეთეს ეძიებ? ყოველგვარი სიკეთე მე მაქვს;

- ნეტარება გსურს? მე ვარ წყარო ნეტარებისა.

- სილამაზე გსურს? ვინაა უფროჲს შვენიერ, ვითარცა მე?

- ღირსება გსურს? ვინ არის უფრო ღირსეული, ვიდრე ძე ღვთისა და ძე მარადქალწულისა?

- სიმაღლე გსურს? ვინ იქნება უფრო მაღალი, ვითარცა უფალი, რომელიც სასუფეველში მკვიდრობს?

- დიდება გსურს? ვინ არის ჩემზე მეტად დიდებული?

- იმდიდრეს ეძიებ? მე მაქვს ყოველგვარი სიმდიდრე.

- სიბრძნე გსურს? მე ვარ სიბრძნე ღვთისა.

- ნამდვილი მეგობრის პოვნა გსურს? ვინ იქნება უფრო გულწრფელი და მოსიყავრულე მეგობარი, ვიდრე ის, ვინც სული თვისი დასდო ყოველთათვის?

- დახმარება გჭირდება? ვინ დაგეხმარება, თვინიერ ჩემსა?

- მკურნალს ეძებ? ვინ განგკურნავს, თვინიერ ჩემსა?

- სიხარულს ეძებ? ვინ მოგანიჭებს სიხარულს, თვინიერ ჩემსა?

- მწუხარე ხარ და ნუგეშს ეძიებ? ვინ განუგეშებს, თვინიერ ჩემსა?

- სიმშვიდე გინდა? ჩემთან ჰპოვებ სიმშვიდეს სულიერს.

- მშვიდობა გსურს? მე ვარ მშივიდობა სულისა.

- სიცოცხლეს ეძიებ? მე ვარ წყაროჲ სიცოცხლისა.

- ნათელს ეძიებ? მე ვარ ნათელი.

- გზას ეძიებ? მე ვარ გზა.

- წინამძღოლს ეძიებ? მე ვარ ერთგული წინამძღოლი.

- რატომ, რისთვის არ გსურს ჩემთან მოსვლა?

- ნუთუ, ვერ ბედავ მოსვლას? მაშ, ვისთანაა უფრო ადვილი მისვლა?

- თხოვნა გრცხვენის? ვინ უარვყავი, რწმენით მოსული?

- იქნებ ცოდვათა სიმრავლისა გრცხვენია? ჩემი გულმოწყალება გაცილებით დიდია.

- „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისუენო თქუენ“.
Go to the top of the page
 
+Quote Post
4 Pages V  « < 2 3 4  
Start new topic
Replies (60 - 68)
GIORGI LELUAS...
post Oct 20 2011, 08:43 AM
Post #61


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 200
Joined: 11-October 11
From: ალბათ მომავალში ცათა სასუფეველი, axla ki Rustavi
Member No.: 6,581

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



წრის რადიუსები უკავშირდება ცენტრს და რაც უფრო ახლოს არიან ცენტრთან, მით უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს. ხოლო ცენტრს თუ მოცილდებიან, დაშორდებიან ერთმანეთსაც. ასევეა ადამიანებიც. რაც უფრო შორს არიან ღმერთისაგან, მით უფრო შორდებიან ერთმანეთს.
შეიყვარე ერთი ღმერთი და შეიყვარებ მის ყველა შვილს.
ღმერთი მუდამ ზრუნავს შენზე, შენც ნუ შეწყვეტ მოყვასზე ზრუნვას. თუ შენი მოყვასი, შენი აზრით, არ არის სიყვარულის ღირსი, სიყვარულის ღირსია ღმერთი, რომლის მონა და ხატია იგი: სიყვარულის ღირსია ქრისტე, რომელმაც თავისი სისხლი დაღვარა მისთვის.

წმ. ტიხონ ზადონელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
GIORGI LELUAS...
post Oct 20 2011, 11:32 PM
Post #62


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 200
Joined: 11-October 11
From: ალბათ მომავალში ცათა სასუფეველი, axla ki Rustavi
Member No.: 6,581

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თავშეკავება, ურისხველობა, კეთილკრძალულება, სიმტკიცე, მოთმინება და სხვა ამის მსგავსი სათნოებანი, ვითარცა მხედრული ძალი, მიგვიღია ჩვენ შემოქმედი ღმერთისაგან, რათა მათი მეოხებით შევებრძოლოთ ყველა იმ განსაცდელს, რაც ამქვეყნიურ ცხოვრებაში შეგვხვდება ხოლმე და რათა სწორედ ეს სათნოებანი ჩვენი სულებისა შეგვეწიონ გაჭირვების ჟამს. ასე რომ, თუკი ჩვენ გავიწრთობთ ამ ძალებს და ყოველთვის მზადმყოფი გვეყოლება, მაშინ არაფერი ჩვენს თავს მოწევნულთაგან არ იქნება ჩვენი სულებისათვის სამძიმო და მტკივნეული, აუტანელი და დამღუპველი, რადგან ყოველაფერ ამას ვძლევთ ჩვენში არსებული სათნოებებით. იმგვარად არ ფიქრობს ის ადამიანი, ვისაც გონიერი სული არა აქვს, რადგან არა სწამს, რომ ყოველი განსაცდელი ჩვენივ სასარგებლოდ გვევლინება, რათა გაიბრწყინონ ჩვენმა სათნოებებმა, და მათი ძლით გვირგვინოსანნი შევიქნეთ ღმერთის მიერ.

წმინდა ანტონი დიდი
Go to the top of the page
 
+Quote Post
GIORGI LELUAS...
post Oct 21 2011, 10:05 PM
Post #63


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 200
Joined: 11-October 11
From: ალბათ მომავალში ცათა სასუფეველი, axla ki Rustavi
Member No.: 6,581

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მხოლოდ ღმერთი არსებობს თავისთვის, ხოლო ჩვენ ყველანი ვარსებობთ ღმერთისთვის.
ღმრთისათვის სათნოყოფა - აი, შენი ნეტარება; მასთან ერთობაში ყოფნა - აი, შენი დანიშნულება, შენი ყოველგვარი საქმინობის წესი.

წმ. ეფრემ ასური
Go to the top of the page
 
+Quote Post
default settings
post Oct 25 2011, 09:55 AM
Post #64


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 840
Joined: 9-September 10
From: milky way galaxy
Member No.: 6,257

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



არ მომწონს თქვენი მსჯელობა, რატომ გინდათ მარტო ცუდი დაინახოთ? როცა ხილს მიირთმევთ არ მგონია რომელიმე ჭიან ნაყოფს ირჩევდეთ შესაჭმელად.


--------------------
სიკვდილს სიცილით შევხვდებოდი რომ არა ის... ეხლა ღიმილით შევხვდები!

გზა მწვერვალისკენ რაც უფრო შორია და რთული მით უფრო გეწმინდება სული!

მე ნუ მიტირებთ, ის დაიტირეთ ვისაც აქვს შიში!

არსებობს ისეთი სიღრმის ხედვა, რომლის შემდეგ ყველაფერი აზრს კარგავს, გარდა იმისა...

"სიცოცხლე!
დაბადებიდან-სიკვდილამდე, იყო იქ სადაც არ გინდა!"

მოერგე ბუნებას და ბუნებაც მოგერგება!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Adolf
post Oct 25 2011, 03:03 PM
Post #65


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 57
Joined: 9-March 11
Member No.: 6,413

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



არც მე არ მომწონს! მარტო ცუდის დანახვას არავინ ცდილობს, უბრალოდ ბევრ რამეს კრიტიკული თვალით ყურება სჯობია, რა თქმა უნდა აქვს კრიტიკასაც თავისი უარყოფითი მხარე, მაგრამ მისი მთავარი დამსახურება ისაა, რომ კარგთან და ამაღლებულთან ერთად, "ჭუჭყიც" უნდა ამოვიდეს ზედაპირზე!!!გაცნობიერდეს, გადაირეცხოს, რათა სულში არ ჩარჩეს და არ ჩალპეს იმ მოტივით, რომ რადგან თითქოს არ ჩანს, ვითომც არ არსებობს!!!!! გესმის ნიბირუსსს? biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
LAIRA
post Oct 25 2011, 03:06 PM
Post #66


YELLOW soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 795
Joined: 12-October 11
Member No.: 6,582

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დაიმდაბლე შენი ამპარტავნული გულისთქმანი
ეფრემ ასური


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
default settings
post Oct 25 2011, 06:11 PM
Post #67


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 840
Joined: 9-September 10
From: milky way galaxy
Member No.: 6,257

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Adolf
ხოდა მეც ეგ დავწერე მისტერ ადოლფ wink.gif თუ ოთახში კვამლია გააღე სარკმელი და მიიღე სუფთა ჰაერი!


--------------------
სიკვდილს სიცილით შევხვდებოდი რომ არა ის... ეხლა ღიმილით შევხვდები!

გზა მწვერვალისკენ რაც უფრო შორია და რთული მით უფრო გეწმინდება სული!

მე ნუ მიტირებთ, ის დაიტირეთ ვისაც აქვს შიში!

არსებობს ისეთი სიღრმის ხედვა, რომლის შემდეგ ყველაფერი აზრს კარგავს, გარდა იმისა...

"სიცოცხლე!
დაბადებიდან-სიკვდილამდე, იყო იქ სადაც არ გინდა!"

მოერგე ბუნებას და ბუნებაც მოგერგება!
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Oct 25 2011, 07:37 PM
Post #68


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,348
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Adolf
ციტატა(Adolfi @ 25th October 2011 - 07:30 PM) *
ხოდა საქმეც მაგაშია რო ჰაერი-ც მოწამლულია!
ეს თქვენ გჭირდებათ სუფთა ჰაერი თორე მე ჩერეზ ფილტრითაც მშვენივრად ვსუნთქავ!!!

ჩვენ რა გვჭირდება თვითონ გადავწყვეტთ, ოკეი?? Laie_25.gif

ლანძღვით კაი საქმეს უკეთებთ გიგნაძეს, ასე რომ განაგრძეთ biggrin.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
default settings
post Oct 26 2011, 12:04 AM
Post #69


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 840
Joined: 9-September 10
From: milky way galaxy
Member No.: 6,257

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ეხ "ჩაქნეულიხელისსმაილი" biggrin.gif


--------------------
სიკვდილს სიცილით შევხვდებოდი რომ არა ის... ეხლა ღიმილით შევხვდები!

გზა მწვერვალისკენ რაც უფრო შორია და რთული მით უფრო გეწმინდება სული!

მე ნუ მიტირებთ, ის დაიტირეთ ვისაც აქვს შიში!

არსებობს ისეთი სიღრმის ხედვა, რომლის შემდეგ ყველაფერი აზრს კარგავს, გარდა იმისა...

"სიცოცხლე!
დაბადებიდან-სიკვდილამდე, იყო იქ სადაც არ გინდა!"

მოერგე ბუნებას და ბუნებაც მოგერგება!
Go to the top of the page
 
+Quote Post

4 Pages V  « < 2 3 4
Reply to this topicStart new topic
3 User(s) are reading this topic (3 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 1st June 2024 - 02:11 PM