ყველა რელიგიაზე გულაცრუებულთა საზოგადოება |
ყველა რელიგიაზე გულაცრუებულთა საზოგადოება |
Jul 24 2011, 06:43 PM
Post
#1
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 26 Joined: 21-July 11 Member No.: 6,518 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რელიგია და სარწმუნოება, როგორც ასეთი ზოგადად არის ხალხის გაბრუების, დაშინებისა და გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევის საშუალება. რელიგია ზოგადად არის ქვეყნის პოლიტიკის მატარებელი სულისკვეთების განუყოფელი ნაწილი (იმ შემთხვევაში თუ საერო ხელისუფლების წარმმართველი კურსი ტანდემშია რელიგიურ კურსთან). ჩვენ გვეშინია იმის რაც არ ვიცით და ამავდროულად არ ვესწრაფვით იმის გარკვევას თუ რა იწვევევს ჩვენი ცნობიერების დამუხრუჭებას, მოქცეული ვართ პედანტიზმის ჩარჩოებში და ვერ ვხედავთ სამყაროს დუალისტურ ბუნებას. ჩვენ ვიცით ის რაც არ ვიცით, მაგრამ სამწუხაროდ გვეშინია ყოველივე ამის გაცნობიერების და იცით ყოველივე ეს რისი ბრალია? შიშის!!! შიში იწვევს გუცნობიერებელ და სხვისდამი დამოკიდებულ ქმედებებს, "მაშინალურ" გაუაზრებელ დამოკიდებულებებს, გაუცნობიერებელ დამოკიდებულ ქმედებებს, ყოველივე ეს იწვევს რომელიღაც ერთი რელიგიური კონფესიის (არა აქვს მნიშვნელობა რელიგიურ მიმდინარეობას) მიმართ უსიტყვო მორჩილებას. გავიაზროთ სამყაროს დადებითი და უარყოფითი ბუნება და მაშინვე მივხვდებით ადამიანის მიწიერი მოვლინების და სიკვდილისშმდგომი პერიოდის არსს.
|
|
|
Jul 24 2011, 07:33 PM
Post
#2
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,983 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მესმის შენი გულისტკივილი და რასაც ამბობ ეგრეა და ახალი არ არის ))
მაგრამ ყველას ერთ ქვაბში ნუ ხარშავ. ეს ადამიანზეა დამოკიდებული. თუ ოდნავ მაინც სულიერად განვითარებულია, იგი ნებისმიერი რელიგიიდან თავისი განვითარებისთვის საჭირო მარცვლებს ამოკრეფს და დოგმებს გვერდით გადადებს. ვისაც შიშში და გაურკვევლობაში ურჩევნია ცხოვრება და საკუთარ სულში არ ჩაუხედავს, ის ბრმად იჯერებს რასაც ეუბნებიან. ეს მათი არჩევანია -------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
Jul 24 2011, 07:44 PM
Post
#3
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ყველანი ამ ქვეყანას მარტო მოვდივართ და ასევე მარტო ვტოვებთ , რამდენი ადამიანიც არ უნდა გვედგას ამ დროს გვერდით. აქ მოსვლის აზრიც ყველას კონკრეტულად ჩვენ-ჩვენი გაქვს. ქრისტეც მოვიდა თავისი მისიით და თქვა,მ რომ სიტყვა კლავს ხოლო რცმენა აცოცხლებსო. ამიტომ თუ სიყვარულით და რწმენით მიუდგები ყველაფერი გაგაცოცხლებს და არ მოექცევი ჩარჩოებში. ცუდი და კარგი სად იწყება და სად მთავრდება ვერავინ იტყვის ზუსტად. და ვერც იმას იტყვის ადამიანი დარწმუნებით, რომ თუ მიეცემა საშუალება გამოიყენებს მისთვის მიცემულ ძალა-უფლებას სატავისოდ თუ სხვების კეთილდღეობას მოახმარს. ეს მარტივად ჩანს თუნდაც მსობლისა და შვილის დამოკიდებულებაში. რაოდენ ფანტასტიური ურთიერთობას არ უნდა ჰქონდეთ, მეტი ძლაუფლების მქონე ცდილობს თავის გავლენის ქვეშ მოახვედროს მასზე დამოკიდებული. მე პირადად გარკვეული შეხედულებები მაქვს რწმენასთან დაკავშირებით და არ ვთვლი რომ ჩემი რწმენის მატარებელი ადამიანების კრებაში ყველა ასე ხელაღებით გადასაყრელია. თვალები იმისთვის გვაქვს რომ ვხედავდეთ , ხოლო ყური რომ ვისმინოთ, კიდევ გვაქვს გონი და გულის-ყური. ადამიანს ყველაფერი აქვს იმისთვის მიცემული რომ დაინახოს და გაიგონოს, შეიგრძნოს და არჩევანი გააკეთოს. ამაში არავინ უშლის ხელს. ის რომ სულ ვირაცას ვადანაშაულებთ, ნებისმიერ სიყტუაციაში მხოლოდ საკუთარი შეცდომების დაფარვის და თავის გამართლების საშუალებაა.
ეცადე გაისუფთავო გული, აავსო სიყვარულით და მერე ყველაფერი დალაგდება თავის ადგილას. იარე შენ მიერ არცეული გზით და არავინ არასდროს არ დაადანაშაულო. არავინ და არაფერი არ არსებობს შენს გარშემო ამ გზაზე, რომელიც შენ აირჩიე და შენ უნდა განვლო. -------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Jul 24 2011, 08:07 PM
Post
#4
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,517 Joined: 10-November 10 From: ,,დედა''მიწა Member No.: 6,305 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რელიგია ზოგადად არის ქვეყნის პოლიტიკის მატარებელი სულისკვეთების განუყოფელი ნაწილი (იმ შემთხვევაში თუ საერო ხელისუფლების წარმმართველი კურსი ტანდემშია რელიგიურ კურსთან). ამაში 100 % მართალი ხარ ... თუ ორგანიზებულ რელიგიებს გულისხმობ საერთოდ სიტყვა რელიგია იქცა სხვების მიერ ორგანიზებულ რწმენის სინონიმად ....... რაც ყველაზე სამწუხაროა ჩემი აზრით ნუ დანარჩენი რასაც წერ რო გვეშინია და იმიტომ გვინდა რო გვწამდეს და რაღაცეები ეგ ათასგზის გადაღეჭილი ამბებია ........ თან იმთ მხრიდან არის გადაყეჭილი ვინც თავის მხრივ სულიერებას აღიქვავდა როგორც ორგანიზებული რელიგიებისგან შემოთავაზებულ დოგმებს არადა ძაან კარგი სიტყვაა რელიგია რომელიც კავშირს ნიშნავს ასევე ძაან კარგი სიტყვაა ღმერთი რომელიც ყველაფერს ნიშნავს ასევე ძაან კარგი სიტყვაა რწმენა რომელიც სიყვარულს ნიშნავს მარა ყველაზე დაბინძურებული სიტყვებია .......... -------------------- მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....
Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки |
|
|
Jul 24 2011, 08:24 PM
Post
#5
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 20 Joined: 27-November 10 From: T Member No.: 6,314 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რელიგია ერთადერთი რამაა რაც ადამიანს "წყნარად" ყოფნას აიძულებს...
|
|
|
Jul 24 2011, 08:37 PM
Post
#6
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 26 Joined: 21-July 11 Member No.: 6,518 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
old_man
მომწონს შენი მოსაზრება, მაგრამ არჩევანის თავისუფლება შენს ბოლო წინადადებაში "ცხვრის ფარის" მენტალური აზროვნების სფეროა და ცნობიერ აზროვნებას თიშავს ქვეცნიბიერისგან, ანუ იმის თქმა მინდა რომ კაცობრიობა მისი არსებობის დღიდან ზოგადად ვერ გამოდის გაუცნობიერებლის ქსენოფობიისგან. td......... ამიხსენი წინადადებაში "სიტყვა კლავს, რწმენა აცოცხლებს", სად ამოიკითხე, ან ბიბლიის რომელ გვერდზე წერია, მეც მაინტერესებს. ცუდი და კარგი სად იწყება რომ არ იცის კაცობრიობამ ეს არის სწორედ ჭეშმარიტების გზიდან აცდენის მიზეზი. |
|
|
Jul 24 2011, 09:53 PM
Post
#7
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,689 Joined: 11-December 09 From: New York, USA Member No.: 6,092 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჩემი აზრით, რელიგია გარკვეულ დახმარებას უწევს ხალხის გარკვეულ ნაწილს. ზოგი ეკლესიაში ნახულობს შვებას, ზოგი ბუნებაში, ზოგი სახლში და რავიცი, ზოგიც მარტო თავის თავში ეძებს შვებას... ზოგი ორს ერთმანეთში ათავსებს და ა.შ.
სამუდამო არაფერია და ყველაფერი იცვლება, წარმოდგენები, შეხედულებები. დღეს შეიძლება ეკლესიაში დადიოდე მარა ხვალ მიხვდე რო აღარ გჭირდება. ან პირიქით შეიძლება არ დადიოდე და მიხვიდე და გაძლიერდე სულიერად. ნუ მე მაინც ვფიქრობ რომ ეკლესია ასე თუ ისე ხალხს ეხმარება თავისი ცოდნის ფარგლებში. ყოველშემთხვევაში გამიზნულად ხალხის დაბოლება არ არის მიზანი, ეს ძაან გაზვიადებული ნათქვამია. თუ ახლა ვიღაცა ფანატიზმში გადაიჭრება, ეგ ეკლესიის რა ბრალია. შეიძლება ნებისმიერ რაღაცაზე გააფანატოს ადამიანმა (თუნდაც იმაზე რომ ეკლესია შეიძულო და გმობდე ყველგან ეგეც ფანატიზმია). სულიერ მაძიებლებში სხვათაშორის ძაან ხშირია ფანატიზმი, რაც რათქმაუნდა არ ვარგა - აბრმავებს, აჯაჭვებს. რავიცი ახლა ყველაფერს შეიძლება კარგი და ცუდი გამოუძებნო, თუ გამოძებნა გინდა. |
|
|
Jul 24 2011, 10:08 PM
Post
#8
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,708 Joined: 9-September 10 From: Somewhere Over The Rainbow Member No.: 6,258 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ყველა რელიგიას შეუძლია ჭეშმარიტების გზაზე დააყენოს ადამიანი, ოღონდ არა შიშით, არამედ დიდი სიყვარულით. არცერთ რელიგიას (ყოველ შემთხვევაში რამდენადაც მე ვიცი) არ უწერია რომ უნდა გეშინოდეს ღმერთის, ეს მერე არის მოგონილი, რომ მასები მართონ. შიში ძალიან ძლიერი სამართავი იარაღია.
ბევრს კი უბრალოდ ჭირდება რელიგია. ცოტა ეზარებათ აზროვნება და ურჩევნიათ დაწერილი დოგმებით იცხოვრონ. ზოგი უბრალოდ პოულობს ღმერთს საკუთარ თავში. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ყველანი განვსხვავდებით ერთმანეთისგან და ყველას ჩვენი გზა გვაქვს ჭეშმარიტებისკენ |
|
|
Jul 24 2011, 10:13 PM
Post
#9
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 26 Joined: 21-July 11 Member No.: 6,518 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
mata
ფანატიზმი თავისი შინაარსით გამორიცხავს თავისუფლებას ასე,რომ ფანატიზმში გადაჭრა ნიშნავს გარკვეულ უკიდურესობაში გადავარდნას, რაც ადამიანს ამ ქვეყნად მოვლინების აზრის სიცხადეს უფრო და უფრო აშორებს. |
|
|
Jul 24 2011, 10:23 PM
Post
#10
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
GuddaX
სად ამოიკითხე, ან ბიბლიის რომელ გვერდზე წერია, მეც მაინტერესებს 2-ე კორინთელთა ,3:6 "რომელმან-იგი შემძლებელ მყვნა ჩუენ მსახურებად ახლისა შჯულისა, არა წიგნისა, არამედ სულისა, რამეთუ წიგნი მოაკუდინებს, ხოლო სული აცხოვნებს." ცოტა არასწორად ვთარგმნე... უკაცრავად. წიგნი აქ იგულისხმება კანონი. -------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Jul 25 2011, 12:28 AM
Post
#11
|
|
RED soul Group: Members Posts: 131 Joined: 10-March 10 From: in my soul Member No.: 6,174 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
GuddaX გეთანხმები....
ნებისმიერ ინფორმაციაში დევს თავისებური მარცვალი, მათ შორის რელიგიაში არსებულ ინფორმაციებში, ოღონდ ამას სწორად გაგება და აღქმა სჭირდება.... სამწუხაროდ რელიგიაში ფეხის შედგმა და დოგმების ქარცეცხლში მოხვედრა ერთია, ასე რომ ნებისმიერი რელიგიის მიყოლა და ჩაყოლა, როგორც დღეს ესმით, საბოლოოდ მაინც დოგმატიკასთან მიგვიყვანს, რაც აჩერებს განვითარებას სამწუხაროდ შემიძლია ვთქვა, რომ ეკლესია დღეს ესაა ადგილი, სადაც აბსოლიტურად მუხრუჭდება ადამიანი. |
|
|
Jul 25 2011, 11:22 AM
Post
#12
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,276 Joined: 11-April 10 From: Kazbegi Gergeti Member No.: 6,199 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მე მრწამ ერთი ღმერთი და სხვა არავინ.
-------------------- ქარისგან რთველი იხარებს საიდუმლოდ T-ეს ერთიანობაშია. |
|
|
Jul 25 2011, 01:22 PM
Post
#13
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,276 Joined: 11-April 10 From: Kazbegi Gergeti Member No.: 6,199 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ადამიანები მივლენ იმ დასკვნამდე რომ ცრუ რელიგიას მიაკუთვნებენ.
-------------------- ქარისგან რთველი იხარებს საიდუმლოდ T-ეს ერთიანობაშია. |
|
|
Jul 25 2011, 02:05 PM
Post
#14
|
|
VIOLET soul Group: Root Admin Posts: 2,942 Joined: 24-January 07 From: astral Member No.: 1 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
არსებულ რელიგიის შექმნას აქვს თავის მიზანი, მარა ეს მიზანია ძალინ საშიშია და არავინ არიცის ))
ისე ამ ფორუმზე აკრძალულია მსგავსი თემები და მერე ამ თემის გადატანა მოგვიწევს. -------------------- |
|
|
Jul 25 2011, 10:38 PM
Post
#15
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,276 Joined: 11-April 10 From: Kazbegi Gergeti Member No.: 6,199 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რელიგია გულს აცრუვებ მხოლოდ უცოდინარები და ან სათავისოდ ვინმე გამოიყენოს-1.
რელიგია არავის არ უბნევ გონებას და აზროვნებას მხოლოდ ადამიანები უბნევენ - ეგრეს წოდებული პატრიარქები , ეგრესწოდებული ცრუ სექტა და ა.შ. გონიერი ადამიანი მიხვდებოდა თუ რა არის რელიგია. -------------------- ქარისგან რთველი იხარებს საიდუმლოდ T-ეს ერთიანობაშია. |
|
|
Jul 26 2011, 02:35 PM
Post
#16
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 652 Joined: 1-September 10 From: თბილისი Member No.: 6,251 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რელიგია და სარწმუნოება, როგორც ასეთი ზოგადად არის ხალხის გაბრუების, დაშინებისა და გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევის საშუალება. რელიგია ზოგადად არის ქვეყნის პოლიტიკის მატარებელი სულისკვეთების განუყოფელი ნაწილი (იმ შემთხვევაში თუ საერო ხელისუფლების წარმმართველი კურსი ტანდემშია რელიგიურ კურსთან). ჩვენ გვეშინია იმის რაც არ ვიცით და ამავდროულად არ ვესწრაფვით იმის გარკვევას თუ რა იწვევევს ჩვენი ცნობიერების დამუხრუჭებას, მოქცეული ვართ პედანტიზმის ჩარჩოებში და ვერ ვხედავთ სამყაროს დუალისტურ ბუნებას. ჩვენ ვიცით ის რაც არ ვიცით, მაგრამ სამწუხაროდ გვეშინია ყოველივე ამის გაცნობიერების და იცით ყოველივე ეს რისი ბრალია? შიშის!!! შიში იწვევს გუცნობიერებელ და სხვისდამი დამოკიდებულ ქმედებებს, "მაშინალურ" გაუაზრებელ დამოკიდებულებებს, გაუცნობიერებელ დამოკიდებულ ქმედებებს, ყოველივე ეს იწვევს რომელიღაც ერთი რელიგიური კონფესიის (არა აქვს მნიშვნელობა რელიგიურ მიმდინარეობას) მიმართ უსიტყვო მორჩილებას. გავიაზროთ სამყაროს დადებითი და უარყოფითი ბუნება და მაშინვე მივხვდებით ადამიანის მიწიერი მოვლინების და სიკვდილისშმდგომი პერიოდის არსს. ეს ძალიან ფაქიზი თემაა, და საჭიროდ მიმაჩნია მეტი სიფრთხილე გამოვიჩინოთ, ჯერ რელიგიის განმარტებისას (განმარტებით ლექსიკონებში სხვადასხვა დეფინიციები არსებობს) და მერე ამ განმარტების მიხედვით გაკეთებული დასკვნებისას. ის რაც ჩვენ ისტორიიდან ვიცით, თუ როგორ ზემოქმედებდა რელიგიები მასებზე (რელიგიური ომები, ფანატიზმი, ინკვიზიცია,) ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე რელიგია ბოროტების წყაროდ იყო ჩაფიქრებული. ამ მძიმე სინამდვილის მიზეზი, არაერთია! იგი კომპლექსურია და მისი გარკვევა დიდ დროს მოითხოვს . . როგორც გაუტამა ბუდა აღნიშნავდა. . სამყარო და სინამდვილე პორციალურია. .ანუ დაკვანტულია გარკვეულ ფრაგმენტებად, ასე რომ ნებისმიერი მოვლენისა და განსაკუთრებით ადამიანის ბუნების ასე სწორხაზოვანი წარმოდგენა–რა ვიცით, რა არ ვიცით, სად ვართ მოქცეული, რისი გვეშინია ან სხვა ასეთი ფრაზები, არა მგონია სრულიად, ან თუნდათ ნაწილობრივ ასახავდეს სინამდვილეს.. შიშის ფაქტორი, რა თქმა უნდა გასათვალისწინებელია, მას რელიგია "ცოდვის" ცნების შემოტანით ბადებს. რაც შეეხება მორჩილებას, აქ საქმე უფრო რთულად გვაქვს, რამეთუ გასარკვევია პიროვნების რაობა და მისი დამოკიდებულება რელიგიურ წყაროსთან მიმართებაში –რას ვესწრაფვით და რა გვინდა, თუ თავისუფლებას ვეძებთ (აღმოსავლური რელიგიების ძირითადი დოქტრინა "განთავისუფლებაშია") მაშინ რატომ უნდა ვემორჩილებოდეთ ვინმეს, ან ვიზღუდებოდეთ რომელიმე დოგმით!? ამ პრობლემის გასაღები თვით ადამიანშია და მას ნდობა და უანგარობა ჰქვია, ვისაც მიენდობი და მის მიმართ სიყვარული გაგიჩნდება შენდა უნებურად ემორჩილები კიდეც! რელიგიის განმარტებას რაც შეეხება–ჩემი აზრით რელიგია ეს არის "დაო" ანუ გზა რომელსაც განგებასთან მივყავართ! |
|
|
Jul 26 2011, 02:55 PM
Post
#17
|
|
VIOLET soul Group: Root Admin Posts: 2,942 Joined: 24-January 07 From: astral Member No.: 1 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჩემი აზრით არსებული რელიგია არის ადამიანების ნეგატიური პროგრამირება რომელიც თავის ზეგავლენას საუკუნეებით წინასწარ აპროგრამირებს, ეს ყველაფერი ხდება იმიტომრომ სულები დაბალ სიხშირეზე ამყოფონ, და მათი უარყოფითი ენერგია საკვებად გამოიყენონ)
-------------------- |
|
|
Jul 26 2011, 03:59 PM
Post
#18
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,249 Joined: 16-November 10 From: თბილისი Member No.: 6,308 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
გეთანხმები ზეტ, მაგრამ ზოგადად ეს რელიგიური სისტემა ვერ მიიღებდა ამხელა მაშტაბებს და ძალას რომ არა ის ჭეშმარიტების საძირკველი, რომეზეც მერე ეს უზარმაზი ტყუილების ცათამბრჯენია დაშენებული. ხოდა მერე უკვე ამ სისტემაშI მოხვედრილ ადამიანზეა დამოკიდებული რომელს დაინახავს. ზოგი გვიან ხედავს, ზოგი, ცოტა არე, ზოგიც ვერასდროს..
-------------------- Real Communication Happens In Silence
|
|
|
Jul 26 2011, 04:07 PM
Post
#19
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,626 Joined: 11-January 11 Member No.: 6,353 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
–ჩემი აზრით რელიგია ეს არის "დაო" ანუ გზა რომელსაც განგებასთან მივყავართ! გეთანხმები, რომ ყველა რელიგიის საწყისი ჭეშმარიტებისკენ მიმავალი გზაა, მაგრამ დროთა მანძილზე, ჩვენ, ჩვენი არასრულყოფილების გამო, და იმის გამო, რომ ასეთია ჩვენი ბუნება, ვცვლით, ვამახანჯებთ, შემოგვაქვს ათასი დოგმები და აკრძალვები, ვსვამთ ერთეულების მიერ შექმნილ ჩარჩოებში, ვქმნით ეგრეგორებს, რომელიც უკვე ძალიან შორსაა პირველსაწყისიდან, და რომ იმ ჭეშმარიტების მარცვალს მივაგნოთ საუკუნოვანი სტერეოტიპების ნგრევაა საჭირო, რაც არც ისე ადვილია, და არც არის გასაკვირი, რომ რელიგია, ზოგადად, გაღიზიანებას და პროტესტს იწვევს მათში, ვინც ამ ჭეშმარიტებას ეძებს. თუმცა მაინც ვერ დავეთანხმები Zet-ს, რომ რელიგიის მიზანი ადამიანთა ნეგატიური დაპროგრამება არის. ესეც ჩვენი არჩევანია, თუ ჩვენ ფანატიზმამდე ავიყვანთ რომელიმე რელიგიას, მაშინ ჩაირთვება ნეგატიური ეგრეგორი, მაგრამ თუ ჩვენ იმ ჭეშმარიტების საძიებლად გულით შევხედავთ, გულით შევალთ რელიგიაში, და არა თვალებდახუჭული, ბრმა რწმენით, ამაში უარყოფითი და ნეგატიური არაფერია, პირიქით, ესეც ერთ-ერთი გზაა. |
|
|
Jul 26 2011, 04:19 PM
Post
#20
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,007 Joined: 29-October 09 Member No.: 6,058 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
პრობლემა რელიგიებში არაა, თავად ადამიანებშია, თორემ ნებისმიერი ადამიანი, ვინც გულწრფელია ღმერთთან ურთიერთობაში და ვთქვათ არასწორ რელიგიურ გზაზე დგას, ღმერთი მაინც ანახებს ჭეშმარიტებას, ასე რომ რელიგიას ნუ დავაბრალებთ... ყველა იმას იღებს, რაც ქვეცნობიერად უნდა.
-------------------- ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა «კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა» |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 23rd September 2024 - 10:22 PM |