დაოსური სწავლება, გაცნობა და პრაქტიკები |
დაოსური სწავლება, გაცნობა და პრაქტიკები |
May 18 2015, 04:44 PM
Post
#1
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ძალიან საინტერესო, დოგმებისგან დაცლილი სწავლებაა დაოსიზმი. ჩემთვის აღმოჩენა იყო სხვადასხვა პრაქტიკები, რომლებიც ძალიან მარტივია, სასიამოვნოდ შესასრულებელი და მცირე დროში იძლევა შედეგს. მე არ ვთვლი, რომ ვარჯიშების შესწავლას ათწლეულები სჭირდება. მთავარია რეგულარულად ვაკეთოთ, ის თვითონ გაიხსნება და ბუნებრივად გაგრძელდება, თქვენ კი იმას მოიმოქმედებთ, რასაც ინტუიცია გიკარნახებთ და ეს სწორი იქნება ასე რომ, ნუ გაიხსენებთ რამდენ წელს ატარებდნენ შეგირდები თავიანთი გურუს თვალებში ყურებაში. იმოქმედეთ და შედეგიც მალე იქნება.
პრაქტიკების დადებამდე ცოტას ვილაპარაკებ დაოსურ სწავლებაზე. ახალი იქნებ ვერაფერი ვთქვა, მაგრამ მაინც საჭიროა. როცა ვარჯიშებს დავდებ, უფრო მარტივი გასაგები იქნება, რატომ უნდა შევასრულოთ ესა თუ ის მოქმედება. ტექსტი დაწერილია ძირითადად ვინმე Juan Li-ის სწავლების მიხედვით, მაგრამ სხვადასხვა სტატიებიდანაც დავამატე რაღაცეები, ზოგი რამე გამოვტოვე. ასე რომ წყაროდ არ ჩაითვლება ეგ უფრო ნახევარწყაროდ. დაოსური სიზმრის პრაქტიკების საფუძვლები ჩინეთის წმინდა მთებში, მიუვალ ადგილებში ცხოვრობდნენ ადამიანები, რომლებიც სიზმრების უსასროლო შესაძლებლობებს იკვლევდნენ. ისინი იყვნენ პრაქტიკოსები, რომლებმაც საზოგადოებისგან შორს, ბუნებაში უბრალო ცხოვრება აირჩიეს. მათ დაოსებს უწოდებდნენ. დაო ნიშნავს გზას - ცხოვრების ბუნებრივ გზას. დაოსური ცოდნა მკაცრად იყო გასაიდუმლოებული, იმიტომ არა, რომ მათი პრაქტიკები საშიში იყო. უბრალოდ, მათი სულიერი განვითარების მთავარი ასპექტი იყო საზოგადოებისგან გარიდება, რადგან ამუშავებდნენ გავრცელებული შეხედულებებისგან ძალიან განსხვავებულ იდეებს. საუკუნეების განმავლობაში მათ ძალიან ეფექტური და ერთიანი სისტემა განავითარეს, რაც მინზად ისახავს გამოიყენოს ადამიანის შესაძლებლობათა სრული პოტენციალი. დასოები არ კმაყოფილდებოდნენ მხოლოდ ჯანმრთელობის შენარჩუნებით და მშვიდი ცხოვრებით. მათი პრაქტიკები მხოლოდ ფიზიკური სხეულის სიჯანსაღეს არ ეხებოდა, არამედ უფრო დახვეწილი და უხილავი -ენერგეტიკული სხეულების პოტენციალის ამოქმედებასაც ითვალისწინებდა. დაოსური პრაქტიკების ძირითადი ასპექტია ენერგიასთან - სასიცოცხლო ძალასთან მუშაობა. მთელი სამყაროს, ფიზიკური თუ დახვეწილი პლანების, არსებობის საფუძველია ჩი (QI) ენერგია, რომელიც ფართო სპექტრით გამოვლინდება სხვადასხვა დონედ და სიხშირედ - ყველაზე ნატიფიდან, რაც თვალით უხილავია და მხოლოდ გაწმენდილი, მშვიდი გონებითა და ამაღლებული ცნობიერებით აღიქმება; შედარებით მკვრივი პლანი, რომელსაც ემოციურ დონეზე აღვიქვამთ და ყველაზე მყარი ჩვენი ფიზიკური სამყარო. შედარებისთვის, ეს გავს რადიაციას, რომელსაც ვერ შევიგრძნობთ, შემდეგ ელექტროენერგიას - რომელთან შეხებითაც შოკს ვიღებთ, და ქვა, რომლის აღქმაც გაცილებით იოლია. დაოსები თვლიდნენ, რომ ეს განცალკევებული სამყაროები კი არაა, არამედ ერთი, რომელიც სხვადასხვა სიხშირედ გამოვლინდება. დაოსებმა შეძლეს ეგრძნოთ როგორ მოძრაობდა ენერგია სხეულში და მასზე დაკვირვებით, შექმნეს სასიცოცხლო ძალის ნაკადების სქემა, რასაც ჰქვია ენერგო მერიდიანები. მერიდიანებში ენერგიის მოძრაობაზეა დამოკიდებული ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. სასიცოცხლო ნაკადის გადაკეტვა სხეულში ორგანოს დაავადებად გამოვლინდება. მათ მოიფიქრეს ვარჯიშები, დიეტები და მედიტაციები ენერგიის დინების დასარეგულირებლად. თუმცა ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მათ შენიშნეს, რომ ემოციური მდგომარეობა დიდ გავლენას ახდენდა ენერგიის მოძრაობის ხარისხზე. მაგ, სიბრაზის დროს გულისცემა და სუნთქვა ხშირდება, სისხლის მიმოქცევა ჩქარდება. ამ დროს დაძინება რთულდება, გონება მომართულია და ადამიანი საათებს ატარებს საკუთარ თავთან დიალოგში, განსჯაში. ბოლოს და ბოლოს, როცა დაღლილი სხეული დაძინებას მოახერხებს, ის სიზმარშიც სტრესულ სიტუაციაში აღმოჩნდება. ემოციების სამართავად დაოსებმა მრავალი ვარჯიში მოიფიქრეს. მათ შორის „შიდა ღიმილის“ პრაქტიკა, რომლის დროსაც პრაქტიკოსი შინაგან ორგანოებს უზგავნის ღიმილს და მადლიერების გრძნობას, მისკენ მიმართავს დადებითი ემოციების ტალღას. ასევე იყენებენ სამკურნალო ბგერებს, რომლებიც ასტიმულირებს სასიცოცხლო ორგანოების ვიბრაციას, რაც ხსნის დაძაბულობას და ბლოკირებას. -------------------- FORZA ROMA
|
|
|
May 19 2015, 09:23 PM
Post
#2
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
დაოსური პრაქტიკების შედეგად - მერიდიანებში ენერგიის სწორი დინების აღდგენით და შინაგანი ორგანოების გაწმენდის შემდეგ - სიზმრის ხარისხი იცვლება, მღელვარება და კოშმარები ქრება, სიზმრები ჰარმონიული და სასიამოვნოა. დაოსები თვლიან, რომ დაძინება მედიტაციურ მდგომარეობაში შესვლას ჰგავს. როცა ჩვენ ძილზე ვსაუბრობთ, მხოლოდ ფიზიკურ სხეულს ვგულისხმობთ, ხოლო ნატიფი ენერგეტიკული სხეულები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ. ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ, როგორ გადაგვაქვს ყურადღება ნატიფ სხეულში. ამას მღვიძარებიც ხშირად ვაკეთებთ. მაგ. სკოლაში მოსაწყენ გაკვეთილზე ჯდომისას, მასწავლებელი რაღაცაზე საუბრობს, ჩვენ კი გონებით სხვაგან მივდივართ, უფრო სასიამოვნო რამეზე ვფიქრობთ. ჩვენი ყურადღება შორსაა კლასისა და გაკვეთილის პროცესისგან. თუ ამ დროს მასწავლებელი გვთხოვს, მისი სიტყვები გავიმეოროთ, ჩვენ უკან დაბრუნება გვიხედება, მაგრამ არ შეგვიძლია მის კითხვას პასუხი გავცეთ. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვამბობთ, რომ ვოცნებობთ, ვაკეთებთ რაღაცას, რისი დანახვაც ფიზიკურად შეუძლებელია. ამას დაოსები „ოცნებას“ კი არა, ყურადღების ნატიფ დონეზე გადატანას ეძახიან. სწორედ ეს ხდება ძილის დროსაც. 24 საათის განმავლობაში ჩვენი ყურადღება არ არის ჩართული განუწყვეტელ ფიზიკურ საქმიანობაში. რაღაც საკითხები ფოკუსირდება ნატიფ სხეულებში. მაგ. შეიძლება ვფიქრობდეთ მეგობარზე, რომელიც ახლა პლანეტის მეორე მხარეს იმყოფება. ზოგჯერ, თუ ჩვენი ყურადღება ძლიერად ფოკუსირდება ამ საკითხზე, მოულოდნელი რამ ხდება: ტელეფონი რეკავს. ეს ჩვენი მეგობარია შორეული ქვეყნიდან და გვეუბნება, რომ გავახსენდით. ამ მოვლენას ჩვენ დამთხვევას ვუწოდებთ. დაოსებისთვის კი ცნობილია სასიცოცხლო ძალის სრული შესაძლებლობები - როცა ყურადღება გადაგვაქვს შორს მყოფ პირზე, ჩვენ ვკონტაქტობთ ნატიფი სხეულების მეშვეობით. გეოგრაფიულ მანძილს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. როცა ვიძინებთ, ჩვენი ყურადღება გადადის განზომილებაში, რომელიც არ არის შეზღუდული დროითა და სივრცით. ენერგეტიკული პრაქტიკებით ნატიფ დონეზე ამოუწურავი შესაძლებლობები გვეხსნება. დაოსებმა უარყვეს აზრი, რომ სიზმარი ფიზიკური რეალობიდან გამომდინარეობს. რა თქმა უნდა, შესაძლებელია სიზმარი ნახოთ რეალური მოვლენების გავლენით, მაგრამ ეს ერთადერთი ვარიანტი არ არის. ის, რაც მატერიალურ პლანზე ვლინდება, მხოლოდ ფრაგმენტია ჩვენი სრული არსებობისა. ამას დაოსები ფრაგმენტულ ხედვას ეძახიან. -------------------- FORZA ROMA
|
|
|
May 20 2015, 12:05 AM
Post
#3
|
|
GREEN soul Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ძან საინტერეოა
ერთი რაღაც გამახსანდა, როდესაც ადამიანზე ვფიქრობ თან ემოციით, გრძნობით, ეგ ადამიანი მირეკავს ხოლმე და ახლა ვიცი რომ დაახლოებით მე გამოვიწვიე, და მეორე მე არ მინდა ხოლმე და მეინც ვერ ვეშვები ზოგიერთებს, ალბათ ისინიც თავისი ფიქრებით "მაბამენ" რაც შეეხება სიზმარს რომ ამბობენ რეალობიდან არ გამომდინარეობსო, მე მაგალითად გუშინ ვიყავი ერთ ადგილას სადაც იყო უწესრიგობა და წუხელ მესიზმრა რომ იმ ადგილს ვალაგებდი და ყველაფერს თავის ადგილზე ვდებდი მე ძირითადად მესიზმრება ჩემი რეალობების დასასრულები ანუ რასაც რეალობაში ვერ ვახერხებ სიზმარში ვაგვირგვინებ |
|
|
May 20 2015, 09:08 AM
Post
#4
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
სიზმარი ბევრი რამიდან გამომდინარეობს, ხან ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ანარეკლია, ხან ქვეცნობიერი სურვილები, შიშები და შთაბეჭდილებები გამოდიან სიზმარში, ხშირად სიმბოლოების სახით. ანუ სადღაც, ფროიდსაც ვეთანხმები. მაგრამ როცა იწყებ სიზმრის მართვის სწავლას, სიზმარი რეალობის მექანიკური ანაბეჭდი აღარაა. უკვე შენი სურვილით იწვევ რა ნახო სიზმარში, ვის შეხვდე და ა.შ. ეს შეიძლება უბრალო სიზმარშიც მოხდეს და თუ აცნობიერებ სიზმრებს, მით უმეტეს - სრულიად თავისუფალი ხდები შენს შესაძლებლობებში.
ჩვენი ემოციური მდგომარეობა ყველაზე მეტად მოქმედებს სიზმრის სიუჟეტზე, მღელვარე და კოშმარულ სიზმრებს იწვევს, ასევე წყვეტილ და გაუგებარ სიზმრებს. ამიტომ დაოსები ზედმეტ ემოციებს არ ეძლევიან. ანუ აქ ლაპარაკი არაა, რომ არ უნდა გაბრაზდე, არ უნდა აღშფოთდე, არ უნდა გძულდეს და ყველაფერი უნდა გიყვარდეს. ეს ყველაფერი ერთი და იგივეა - ემოციებში ხარ ე.ი. სუბიექტური ხარ და საგნის ჭეშმარიტ არსს ვერ ხედავ. შეიძლება რაღაც გიყვარდეს, რაღაც არა - მაგრამ ამაში ჩართული არ უნდა იყო. გარედან დანახვაც უნდა შეგეძლოს. ამას კარგად ხსნის ლევან ბერძენიშვილი ლექციაში და ამიტომ დავდებ ვიდეოსაც ამიტომ არ არსებობს მთავარი და ნაკლებ მთავარი საგნები და მოვლენები, ყველაფერი თანაბრად მნიშვნელოვანი ან უმნიშვნელოა. ყველაფერს იღებ ისე, როგორც არის. ამიტომ როცა სურვილის ასრულება გინდა - თუნდაც სიზმრის გაცნობიერება, რაიმე კონკრეტულის ნახვა ან ჩვეულებრივი მატერიალური სურვილი, ნუ გააყოლებთ იმგვარ ემოციას, თითქოს ეს რაღაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყოს. ამას კურიოზული შემთხვევები უფრო მოყვება ხოლმე, ვიდრე ასრულება. მაგ. მე რომ მინდოდა სიზმრები ჩამეწერა, ჩემს თავს ვეუბნებოდი რომ აუცილებლად უნდა დამემახსოვრებინა, რასაც ვნახავდი და რამდენიმე დღის განმავლობაში სიზმარში ყოველ ნაბიჯზე ვეუბნებოდი ჩემს თავს "ეს დაიმახსოვრე", "ეს მნიშვნელოვანია" და გამოღვიძებულს მხოლოდ ეს "დაიმახსოვრეს" ძახილიღა მახსოვდა -------------------- FORZA ROMA
|
|
|
May 20 2015, 10:46 AM
Post
#5
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რაც შეეხება მენტალურ კავშირს, ამის განვითარებას ტელეპატიამდე მივყავართ. დაოსური პრაქტიკებით ესეც შესაძლებელია. დავდებ სავარჯიშოს, თუმცა მანამდე უნდა ავხსნა რა როგორ მუშაობს.
ჯანსაღი ორგანიზმი, ტელეპატია, სიზმრების გაცნობიერება და მსგავსი რამეები თამაშია. დაოსების მთავარი მიზანი უკვადავების მიღწევაა - True Immortal Self, ეს არ გულისხმობს მარადიულ სიცოცხლეს ფიზიკურ სხეულში. ეს ნიშნავს მუდმივად გაცნობიერებულ მდგომარეობაში ყოფნას, სიკვდილის დროს მატრიალური სამყაროდან ცნობიერად გასვლას და არსებობის მაღალ განზომილებაში გაგრძელებას. ეს პროცესი მოითხოვს ერთდროულად ფიზიკური სხეულის სექსუალური არსის (jing), ენერგეტიკული სხეულის (chi) და სულიერი სხეულის (shen) ფუნქციების სრულ გახსნას (wu) მრავალ განზომილებაში. დაოსური სულიერი პრაქტიკების სწავლება დასავლეთში დაიწყო მანტაკ ჩიამ 1981 წლიდან. ეს ცოდნა მან მიიღო განდეგილისგან სახელად One Cloud (1880-1976), რომელიც წლების განმავლობაში ცხოვრობდა დიდ თეთრ მთებში (Changbaishan) ჩინეთში. იაპონიის ომის დროს იგი ჰონ კონგის მახლობლად მთებში გადასახლდა, მანტაკ ჩია მასთან ერთად ცხოვრობდა ქოხში. One Cloud ასწავლიდა შინაგანი ალქიმიის 7 ფორმულას. დღეს უკვე გამოყოფენ 9 ფორმულას, რადგან გასამარტივებლად მისი პირველი ფორმულა 3 ნაწილადაა გაყოფილი. One Cloud-ის მიერ დამუშავებული ჭეშმარიტი უკვდავი ცნობიერების ალქიმიური ფორმულები ანალოგიურია ათასწლოვანი ტექსტებისა, რომელსაც დაოს კანონს (დაოსური ბიბლია) უწოდებენ. ფორმულების შექმნა მიეწერება Lu Dong Bin-ს, ერთ-ერთს რვა პატივსაცემ უკვდავსა და შინაგანი ალქიმიის წმინდა მფარველს ჩინურ ტრადიციაში. ეს სწავლება მკაცრად იყო გასაიდუმლოებული და მანტაკ ჩიას მეშვეობით გახდა მსფლიოსთვის ხელმისაწვდომი. მისი გვერდი ფეისბუქზე: https://www.youtube.com/user/utcoffice -------------------- FORZA ROMA
|
|
|
May 20 2015, 03:09 PM
Post
#6
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ფეისბუქი რა შუაში იყო
-------------------- FORZA ROMA
|
|
|
May 20 2015, 03:23 PM
Post
#7
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
დანტიანები
დაოსური ცოდნა სამ ძირითად ენერგეტიკულ ცენტრს - დანტიანს იცნობს. ესაა ენერგიის ერთგვარი საცავი, სადაც ხდება მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ენერგიების შეკრება და გარდაქმნა. ქვედა დანტიანში მოთავსებული ენერგია Jing (არსი) არის ყველაზე ინის ნიშნის მატარებელი ენერგია, მჭიდრო კავშირშია დედამიწის ჩისთან. ეს არის ფიზიკური ძალების წყარო, დაკავშირებულია სექსუალურ აქტივობასთან, რეპროდუქციულობასთან, სიცოცხლისუნარიანობასთან. იგი შეიგრძნობა სითბოთი. ქვედა დანტიანი მდებარეობს დაახლ. ჭიპიდან 3 თითის დადებით დაბლა და ორი თითის დადებით სიღრმეში. შუა დანტიანში მოთავსებული ჩი Qi ენერგია მჭიდროდ უკავშირდება ატმოსფერულ ენერგიას (ნაზავია ცისა და მიწის ენერგიების), ესაა ემოციური ენერგია, სიყვარულის ძალა, თანაგრძნობა, სიკეთე. შეიგრძნობა ვიბრაციით. შუა დანტიანი მოთავსებულია მკერდის ქვემოთ, შუაში, მზის წნულთან. ზედა დანტიანში მოთავსებული shen (სულიერი) ენერგია არის ყველაზე არამატერიალური, ყველაზე ზეციური - იან ნიშნის მატარებელი. ეს ცენტრი უმაღლეს ცნობიერებასთან, სიბრძნესთან, ინტუიციასთანაა დაკავშირებული. შეიგრძნობა სინათლით. ზედა დანტიანი მდებარეობს წარბებს ზემოთ შუბლის შუაში, ე.წ. მესამე თვალის გასწვრივ სიღრმეში, ტვინის ცენტრში, ჰიპოფიზის (pineal) მიდამოში. დაოსი სწავლობს ჯინ ენერგიის გარდაქმნას ჯერ ჩი-სასიცოცხლოდ და შემდეგ შენ- სულიერ ენერგიად. დაოსი ალქიმიკოსები ხდებიან ძლიერი გრძნეულები, წინასწარმეტყველები და მკურნალები. თუმცა შიდა ალქიმიის საბოლოო მიზანი არის დაოსთან შერწყმა. დაოსური სწავლებით ადამიანის სხეულში 30-ზე მეტი სახეობის ენერგიაა. ერთ-ერთი მათგანია Wei qi , რომელიც მიედინება კანის ზედაპირზე და სხეულის იმუნური სისტემის თავდაცვის პირველი ხაზია. ასევე 12 ძირითად შინაგან ორგანოს საკუთარი ჩი ენერგია აქვს. განსაკუთრებით გამოყოფენ 2 მნიშვნელოვან ჩი ენერგიას: დაბადებამდელი ჩი და დაბადების შემდგომი ჩი. დაბადებამდელი ჩი - ესაა, რაც მშობლებისგან გვერგო და მისთვის რაიმეს დამატება ჩვენ აღარ შეგვიძლია. იგი განსაზღვრულია. მიიჩნევა, რომ ადამიანს აქვს 500 წლის სიცოცხლის სამყოფი დაბადებამდელი ჩი და თუ ჩვენ ნაკლებს ვცოცხლობთ, ეს ნიშნავს, რომ ძალზე სწრაფად ვხარჯავთ მას. ჩიგუნის პრაქტიკებით ხდება მისი შენარჩუნება. ამაში გვეხმარება დაბადების შემდგომი ჩიც. დაბადების შემდგომი ჩი - ეს არის ამქვეყნად მოსვლის შემდეგ შეძენილი ჩი, რასაც ჩვენ მუდმივად ვიღებთ ჭამისას, ჰაერისგან, სითხისგან და ა.შ. ესაა ჩი, რომელიც ინახება ქვედა დანტიანში. ესაა ენერგია, რომელსაც პირველ რიგში იყენებს სხეული ყოველდღიურობაში. თუ დანტიანში საკმარისზე მეტი ენერგიაა, იგი აკონსერვებს მას და ინახავს მომავლისთვის. ამიტომ აუცილებელია სხეული მოვამარაგოთ ამ ენერგიით. ასეთ შემთხვევაში, დაბადებამდელი ჩი ენერგიის ხარჯვაც შემცირდება. სუნთქვითი სავარჯიშო ქვედა დანტიანის გააქტიურებისთვის: 1. დაჯექით სწორად, ხერხემალი გამართეთ, ორივე ხელი დაიდეთ მუცელზე, ჭიპს ქვემოთ. ისუნთქეთ ცხვირით. ჩაისუნთქეთ ნელა, ღრმად, მუცელი გაავსეთ ჰაერით, ამოისუნთქეთ ასევე ნელა, ბოლომდე გამოუშვით ჰაერი, მუცელი შეკუმშეთ. წარმოიდგინეთ რომ დანტიანის ადგილას პატარა მზე გაქვთ, რომელიც ყოველი ჩასუნთქვისას თანდათან იზრდება და უფრო ნათდება. პრაქტიკა გრძელდება 3-5 წუთი (იდეალურია 10 წთ.), შეგიძლიათ დღეში 2ჯერაც შეასრულოთ. 2. ესეც შეიძლება შესრულდეს ძილის წინ: დაწექით და მოდუნდით. ვიწყებთ სუნთქვას ფეხის გულებით, ცხვირით ჩასუნთქვა ფეხისგულში, ასევე ცხვირით ამოსუნთქვა ფეხისგულში. ეს ააქტიურებს წერტილებს K1, რომლის მეშვეობითაც ინ ენერგია შემოდის სხეულში და ავსებს ქვედა დანტიანს. 3. ვდგებით, მუხლებში ოდნავ ჩახრილი, მენჯი წინ გაწეული, ხერხემალგამართული..სხეული თავისუფალ მდგომარეობაშია. ვიწყებთ ჩასუნთქვას ფეხისგულებიდან, წარმოსახვის ძალით ჩასუნთქვისას ენერგიას ავიტანთ ფეხებში ორ ნაკადად, მენჯთან შევაერთებთ და ამოვისუნთქავთ ქვედა დანტიანში. ვსუნთქავთ ცხვირით, მუცლით ანუ - ჩასუნთქვისას მუცელი ივსება, ამოსუნთქვისას ცარიელდება. ენერგია ნელა, მდორედ მოძრაობს, ამიტომ ვსუნთქავთ ნელა, მშვიდად. -------------------- FORZA ROMA
|
|
|
May 22 2015, 09:46 AM
Post
#8
|
|
GREEN soul Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
QUOTE ამიტომ დაოსები ზედმეტ ემოციებს არ ეძლევიან. ანუ აქ ლაპარაკი არაა, რომ არ უნდა გაბრაზდე, არ უნდა აღშფოთდე, არ უნდა გძულდეს და ყველაფერი უნდა გიყვარდეს. ეს ყველაფერი ერთი და იგივეა - ემოციებში ხარ ე.ი. სუბიექტური ხარ და საგნის ჭეშმარიტ არსს ვერ ხედავ. შეიძლება რაღაც გიყვარდეს, რაღაც არა - მაგრამ ამაში ჩართული არ უნდა იყო. გარედან დანახვაც უნდა შეგეძლოს. ამიტომ არ არსებობს მთავარი და ნაკლებ მთავარი საგნები და მოვლენები, ყველაფერი თანაბრად მნიშვნელოვანი ან უმნიშვნელოა. ყველაფერს იღებ ისე, როგორც არის. ამიტომ როცა სურვილის ასრულება გინდა - თუნდაც სიზმრის გაცნობიერება, რაიმე კონკრეტულის ნახვა ან ჩვეულებრივი მატერიალური სურვილი, ნუ გააყოლებთ იმგვარ ემოციას, თითქოს ეს რაღაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყოს. პირველ ეტაპზე ამის მიღწევაც კი საკმარისია, სათქმელად იოლია და შესრულება ძნელი. ვიცი გონებრივად მივხვდი თუნდაც პირადი მცირე გამოცდილებით ზოგ სიტუაციებში მაგრამ მაინც მაგრად ვურევ. ეს რაც შეეხება ცხოვრებისეულ სიტუაციებს. რაც შეეხება სიზმარს ერთი პერიოდი ვცადე, დაახლოებით 3-4 დღე მოვუნდი ყოველდღე ძილის წინ ვკითხულობდი ამ საკითხზე, რომ სიზმრის გაცბობიერება შეიძლება და რომ მეც შევძლებ მივხვდე სიზმარში რომ ეს სიზმარია, ბოლო დღეს მივხვდი რომ სიზმარში ვარ და გამიხარდა რამდენ რამეს გავაკეთებ ახლა თუ მინდა სიმაღლიდანაც გადმოვხტებითქო და რომ წავედი სიგიჟეების გასაკეთებლად გამეღვიძა, ანუ რომ მივხვდი სიზმაარში ვარ გამეღვიძა, მეტჯერ აღარ მიცდია |
|
|
May 22 2015, 10:06 AM
Post
#9
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
კი, მეც ეგრე მომივიდა, ძალიან გამიხარდა და ემოციებმა გამომაფხიზლეს. თუმცა ამის გაკონტროლებაც შეისაძლებელია
-------------------- FORZA ROMA
|
|
|
May 22 2015, 04:01 PM
Post
#10
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ano
პირველ ეტაპზე ამის მიღწევაც კი საკმარისია, სათქმელად იოლია და შესრულება ძნელი. ვიცი გონებრივად მივხვდი თუნდაც პირადი მცირე გამოცდილებით ზოგ სიტუაციებში მაგრამ მაინც მაგრად ვურევ. ეს რაც შეეხება ცხოვრებისეულ სიტუაციებს. მთავარი სწორედ ცხოვრებისეულ სიტუაციებში საკუთარ თავზე და საქციელზე დაკვირვება და ანალიზია, რატომ ვიქცევით ისე როგორც ვიქცევით. ჩვენი მიზანი არაა მთებში გახიზვნა და იქ განმარტოებაში გასხივოსნება. ასე თუ ვიფიქრეთ დაოსურიც და სხვა სწავლებაც ძალიან შორეულ რამედ მოგვეჩვენება. მთავარია, სწავლებიდან ამოვკრიბოთ და პრაქტიკაში გადმოვიტანოთ მუშა ფორმულები. მაგ. ემოციური და მენტალური მოდუნება (ცოტა უხეშად - მოჩლუნგებაც ). არის ხალხი, რომლებიც უმნიშვნელო კრიტიკაზე მკვეთრად რეაგირებენ და მაშინვე იწყებენ საკუთარი სიმართლის მტკიცებას. კარგავენ ზედმეტ ენერგიას, ნერვებს იწყვეტენ და ა.შ. სხვისი აზრის გატარება უნდა შეგეძლოს, მნიშვნელობა უნდა წაართვა მათ. არანაირი ზემოქმედება არ უნდა მოახდინოს თქვენზე, თორემ სხვის კეთილგანწყობაზე დამოკიდებული ადამიანი თავის ცხოვრებას თავისუფლად ვერ წარმართავს. ცნობილ ადამიანებს ხშირად ლანძღავენ და აგინებენ ინტერნეტში. როგორ შეიძლება ადამიანი ბედნიერი იყოს, როცა მათ ამდენს აგინებენ? ჰკითხეთ პოლიტიკოსებს. ჩვენ რომ შეგვაგინონ, კანიდან ამოვხტებით, აბა ნომერი მითხარი, შეგხვდები და გიჩვენებ და ა.შ. და ა.შ. სურვილებს რაც შეეხება, მათ შორის სიზმრის გაცნობიერებას, ნებისმიერი სურვილის ასრულებას, აქ მთავარია მტკიცე გადაწყვეტილება, განზრახვის მიღება და დაფიქსირება ნატიფ პლანებზე (მენტალურად, ვიზუალიზაციით), ნების ძალის გამოვლენა ზედმეტი ემოციების გარეშე. სხვადასხვა მეთოდები და მედიტაციები დამხმარე საშუალებად მიმაჩნია -------------------- FORZA ROMA
|
|
|
May 23 2015, 02:08 PM
Post
#11
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
-------------------- FORZA ROMA
|
|
|
Jun 2 2015, 08:55 PM
Post
#12
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ტდ-სგან:
დაოსური სხეულის სტრუქტურა სტატიის ავტორი: ოლეგ ჩერნე თარგმნილი td………-ის მიერ დაოსური სხეული _ ტერმნია, რომელიც აღნიშნავს ადამიანის სხეულს, პრაქტიკაში გამომუშავებული სხეულის უნარით დაეყრდნოს ცზინ (ძინ )ენერგიას და ასევე შექმნა პირობები შენ (Shen) სულის ფორმირებისთვის: ცი (qi)-ხაზოვანი ენერგია (მოკვდავი); ცზინ (ძინ, jing) -ფორმის ენერგია (გეომეტრიული ფორმა); შენ (shen) -კრისტალური ენერგია (ფორმის შემანარჩუნებელი ენერგია, უკვდავი ენერგია) დაოსური სხეულის სტრუქტურა დაოსური სხეულის სტრუქტურა ესაა მაკროკოსმოსისა და მიკროკოსმოსის ურთიერთმოქმედების გაგების პროცესი,რომელიც მოქმედებს << ზეცა-დედამიწა-ადამიანი>>სქემის მიხედვით,ან/და ძალისხმევის სქემით, რომლითაც ჩამოყალიბდა ადამიანის ბუნება. ამ სქემაში არის: დედამიწა-ეს არის ფორმა ადამიანი-საზომი (ზომა) ზეცა-შესაბამისობა,სადაც საფუძვლად აღებულია 13 სტრუქტურიზაციათაგან ერთ-ერთი, მათ ქმნის ჩვენი სივრცე, რომელიც იყოფა სიხშირეების მახასიათებლებად. თვით სხეულის შესწავლის საფუძვლად აღებულია საზომი, ზომიერება , რომლითაც გაჯერებულია სწავლება დაოსური სხეულის შესახებ. ერთარსის სწავლება, ანუ სწავლება ენერგიის შესახებ (tai yi) ერთარსის სწავლება, ანუ სწავლება ენერგიის შესახებ- ეს არის ენერგიების სხვადასხვა სიხშირეების რეზონანსული მახასიათებლების გაგება, რომლებშიც შეიძლება იმყოფებოდეს და ვითარდებოდეს ადამიანის სხეული. სწავლება აღვსების შესახებ სხეულის ,მისი სისტემების, სხეულის „ჭურჭლების“ და სადინრების აღვსების ხედვა, შედის დაოსური სხეულის შემეცნებაში შევსების პოზიციიდან. აქვე განიხილება შევსების პირველადი, საწყისი სისტემები: სისხლ-ძარღვოვანი და კუნთოვანი სისტემები. ვიდრე სხეულს გავაცნობიერებთ ღერძის ან პროპორციების კუთხით, უნდა შევიმეცნოთ ის ავსების პოზიციიდან, ანუ მისი მყოფადობის მდგომარეობიდან. სხეულის აღვსება განისაზღვრება ადამიანის პრენატალური (დაბადებამდელი, თანდაყოლილი) ბუნებით, მისი სასიცოცხლო რიტმებით (პოსტნატალური ბუნება). ეს ის მომენტია რომელიც განსაზღვრავს ადამიანის ქცევას მისი დაბადების ბუნებიდან და მისი მყოფადობის, არსებობის ბუნებიდან გამომდინარე. აქ დიდი მნიშვნელობა ენიჭება დაბადების დაძაბულობას-ის თუ სხეულის რომელი სისტემა დაიძაბა პირველად, ანუ რომელი სისტემა შეივსო დაბადებისას. იგი აყალიბებს ადამიანის სუნთქვას, სუნთქვა კი აყალიბებს კვებას. ყოველივე ეს იქვემდებარებს ადამიანის ყველა ქცევას და განსაზღვრავს მის სისავსეს, არსებობის განცდებსა და როგორც შედეგი დამოკიდებულებებს(მიჯაჭვულობ ს). სწავლება პროპორციების შესახებ აქ განიხილება სხეულის სისტემები-კუნთოვანი და ძვლოვანი. დაოსური სხეული პირველ რიგში ეს არის სტრუქტურა, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის ენერგიის ცირკულაციას, ბრუნვას. პროპორციის გაგება, შემეცნება ეს არამხოლოდ ამა თუ იმ ადამიანის თვისების გამოვლენაა, არამედ სიცოცხლის ძალების გარდაქმნისა და ზრდის უნარია. პროპორცია-ეს არის სხეულის მოცემულობა, რომელიც გამოიმუშვებს 8-დან ერთ ძალისხმევას (კომბინაციურ პარამეტრებს),რომელსაც შესწევს უნარი გარდაქმნას, ტრანსფორმაცია გაუკეთოს ჩვენს სხეულს. როგორიც არ უნდა იყოს ადამიანი, ის დამოკიდებულია სქემაზე, მის საიდენტიფიკაციო კოდის მატრიცაზე , რომელიც უკავშირდება პროპორციულ ფორმას. მისი ზომები შეიძლება იყოს დიდი ან მომცრო, მაგრამ ეს არის ის მთლიანობა, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის ცხოვრებისეულ მოვლენათა მიმდინარეობას. რაც უფრო სუსტია პროპორცია, მით უფრო ნაკლები სიცოცხლიანობაა (სასიცოცხლო ძალაა) ადამიანში. სწავლება ღერძის შესახებ აქაც განიხილება სხეულის სისტემები-კანისა და მყესების. ეს არის ყველა სახის ენერგიების ბრუნვის კუთხის გაცნობიერება, სადაც ჩვენ გვაქვს ენერგია ცი-ს (qi )ბრუნვის სამი კუთხე, ენერგია ცზინ (ძინ, jing) ბრუნვის 3 კუთხე და ასევე, ენერგია შენ (shen)ბრუნვის 3 კუთხე. ეს გვაძლევს საშუალებას გავიგოთ ენერგიის გარდატეხის კუთხე და შედეგად შეგვიძლია ფიზიკური სხეულის ენერგეტიკულად გარდაქმნა, რაც თავისმხრივ არის უკვდავების საიდუმლოს გახსნა. ყოველივე ამან განაპირობა დაოსური მედიცინის შექმნა, რაც ვისმხრივ განსხვავდება ჩინურისგან იმით, რომ უკანასკნელი მუშაობს, მხოლოდ დროებით, მოკვდავ სხეულთან და აღადგენს მოლოდ მას. http://www.blog.esoteric.ge/%E1%83%93%E1%8...%E1%83%A0/#more -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Jun 26 2015, 11:05 PM
Post
#13
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
http://www.blog.esoteric.ge/%E1%83%AE%E1%8...83%A8%E1%83%98/ - დაოსური სწავლება ბუნების 5 ელემენტის შესახებ. სტატიაში საუბარია თუ როგორ გამოვლინდება სხვადასხვა სტიქია ადამიანში. ამის მიხედვით მკურნალობენ კიდეც.
სამსახურში გავიცანი ქალი, მითხრა ექიმი ვარო და ჩინური საშუალებებით მკურნალობდა. ასეთი კომპანიები ქსელური მარკეტინგის სისტემით მრავლადაა თბილისში, კარგად ვიცი რასაც წარმოადგენდნენ და დავიკიდე მაშინ. ერთხელ საუბარი ჩამოვარდა სტიქიებზე, ამ ქალმა ხელზე დაგვხედა მე და ჩემ თანამშრომელს და გვითხრა რომელ სტიქიას მივეკუთვნებოდით. თუ სწორად მახსოვს - მე ხის სტიქია მითხრა და ასევე რომელი დაავადების საფრთხის ქვეშ ვიყავი. ამ სტატიამ გამახსენა ეს ამბავი. -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Jun 27 2015, 11:58 AM
Post
#14
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
დაოსური სწავლებით ბუნების ელემენტები დაკავშირებულია შინაგან ორგანოებთან, 12 ძირითად მერიდიანთან და მოქმედებენ ჯანმრთელობაზე
წყლის სტიქია - თირკმლისა და შარდის ბუშტის მერდიანი ხის სტიქია - ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის მერდიანი ცეცხლის სტიქია - გულისა და წვრილი ნაწლავის მერიდიანი მიწის სტიქია - კუჭისა და ელენთის მერიდიანი ლითონის სტიქია - ფილტვისა და მსხვილი ნაწლავის მერიდიანი -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Oct 25 2015, 02:07 PM
Post
#15
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ფეისბუქზე ჯგუფში - "დაოსური გამაჯანსაღებელი ცენტრი" - ვსწავლობთ ტაი ჩისა და სხვადასხვა დაოსურ მედიტაციებს. იდება ვიდეო გაკვთილები მათთვის, ვისაც მოსვლა არ შეუძლია შეხვედრებზე. ჯგუფის საწვრო - 5 ლარი თვეში. სურვილის შემთხვევაში გაწევრიანდით სასიზმრეთის ჯგუფში https://www.facebook.com/groups/182726975119980/?fref=ts და იქ გიპასუხებთ ნებისმიერ შეკითხვაზე. სურვილის შემთხვევაში ფასიან ჯგუფში დაგამატებთ დასოური ჯგუფის გთავაზობთ სხვადასხვა სახის სტატიკურ და დინამიკურ მედიტაციებს,სტატიებს,ვიდეოებ ს ამ თემებზე: თაი ძი, ცი გუნი, ენერგოინფორმაციული კავშირის ყოველკვირეული მედიტაციები (კავშირის დამყარება და სტიმულირება სამყაროს ნებისმიერ ინფორმაციულ ქსელსა და სივრცის ნებისმიერ წერტილთან, ინფორმაციასთან, შესაბამისი ცოდნის მიღება სასურველ საიდუმლო თემაზე და სხვა), ინ-ისა და იან-ის გამაწონასწორებელი სხვადასხვანაირი პრაქტიკები(მზისა და მთვარის ენერგიის შერწყმა, სამყაროს საწყის ენერგიასთან შეერთება უკიდურესი ინ-ისა და იან-ის შერთება და ა.შ.) , მდუმარების პრაქტიკა, ცნობიერი სიზმრები,ზედა ასტრალის გახსნა-გაჭრა, პლანეტარული თერაპია, აურის გაწმენდა, ბაგუას დახმარებით უკვდავების ჯადოსნური ენერგეტიკული მარგალიტების დამზადება, სექსუალური ენერგიის მართვა, სექსუალური პარტნიორის მოზიდვა სივრციდან, ძვლის სუნთქვა და ძვლის ტვინის გამაახალგაზრდავებელი უნიკალური ვარჯიშები, ხუთი სტიქიის შერწყმა, დაოსური ვარსკვლავების ალქიმია და კიდევ სხვა მრავალი ვარიანტები დაოსური სუნთქვითი სისტემებიდან თავისი წერტილოვანი მედიტაციების შერწყმით... -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Nov 14 2015, 11:56 AM
Post
#16
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
დაოსური ჯგუფის თემები:
1.... შიდა ღიმილის მედიტაცია(საკუთარი ორგანოების მომარაგება დადებითი ენერგიითა და მათთან უშუალო კონტაქტი); 2....მიკროკოსმიური ორბიტა( ენერგიის ნაკადის აღდგენა, მოძრაობა, გადამუშავება და მაღალ კონდიციებამდე აყვანა ეთერულ სხეულში არსებულ ორ მთავარ ენერგეტიკულ არხში); 3....ექვსი სამკურნალო ბგერა ( ძირითადი ორგანოების გამაჯანსაღებელი და მაჰარმონიზებელი ბგერები); 4....ძვლის სუნთქვა და ძვლის ტვინის მომარაგება, გაახალგაზრდავება კოსმიური ენერგიით ; 5....ჯაჭვის პერანგი (შიდა ორგანოებისა და ენერგეტიკული წერტილების, ცენტრების მომარაგება , გააქტიურება, ენერგიით შეფუთვა); 6...სექსუალური ენერგიის მართვა(სექსუალური ენერგიის გადამუშავება მაღალი დონის სულიერ "შენ" ენერგიად გარდაქმნა, შიდა ორგანოებისა და ძვლების, ძვლის ტვინის მომარაგება სექსუალური ენერგიით, ტვინისა და ბროლის სასახლის გასტიმულირება) 6....გალაქტიკური კავშირის დამყარება სამყაროს ექვს მიმართულებასთან(სამყაროს ენერგოინფორმაციული კავშირის მედიტაციასთან ერთად); 7....პლანეტარული თერაპია (პლანეტების ენერგიის მიღება, გადამუშავება, ენერგეტიკული დელიკატესები...მზისა და მთვარის ენერგიის ჰარმონიზება ინ-იან); 8.... ვარსკვლავთა ხუთი კარიბჭის გახსნა (ზედა ასტრალის გახსნა); 9....წონასწორობის დამყარება ვარსკვლავური სამყაროს ინ-ისა და იან-ის უკიდურეს გამოვლინებებში ("უძი"-მდუმარების პრაქტიკა); ასევე ჯგუფის საფირმო სავარჯიშოების ნაკრები: "წერტილოვანი მედიტაცია", რომელიც ენერგიის მართვის იდეალურ შანსს აძლევს ნებისმიერ დაინტერესებულ მოვარჯიშეს.... დაინტერესებულები შეგევხმიანეთ ფეისბუქზე https://www.facebook.com/groups/182726975119980/ სასიზმრეტი - კოსმიური გამაჯანსაღებელი ცენტრი (თვეში 5 ლ) -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Mar 7 2016, 12:46 AM
Post
#17
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 27 Joined: 29-December 15 From: Now, here Member No.: 7,476 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
სალამი,
ეს წიგნი მაქვს რუსულად და ხომ არ გაინტერესებთ? http://www.amazon.com/Secrets-Dragon-Gate-...s/dp/1585428434 -------------------- See you in lucid dreams
|
|
|
Mar 7 2016, 11:58 AM
Post
#18
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
არა, მე მასწავლებელი მყავს და მისგან ვსწავლობ. თან რუსულადაც ვერ ვკითხულობ
თუმცა იქნებ სხვები დაინტერესდნენ -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Mar 8 2016, 12:53 AM
Post
#19
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 27 Joined: 29-December 15 From: Now, here Member No.: 7,476 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
-------------------- See you in lucid dreams
|
|
|
May 31 2020, 12:35 AM
Post
#20
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ვაგრძელებ დაოსურ საყვარელ პრაქტიკებს
მოეწყვეთ. თვალები ნახევრად დახუჭეთ, მზერა ცხვირისკენ მიმართეთ. თქვენი მარჯვენა ხელი მუცლის ცენტრში მოათავსეთ, ხოლო მარცხენა ხელი მკერდზე. ღრმად ისუნთქეთ, დააკვირდით, როგორ მოძრაობენ მუცელი და მკერდი ხელების საწინააღმდეგოდ. (სწორად შესრულების შემთხვევაში, მუცელი უფრო მეტს იმოძრავებს, მეტად შეიკუმშება და გამოიწევა, ვიდრე მკერდი) -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 1st November 2024 - 03:44 AM |