ემოციების მართვა, როგორ ახერხებთ? |
ემოციების მართვა, როგორ ახერხებთ? |
Jan 12 2010, 05:09 PM
Post
#1
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 90 Joined: 14-April 09 Member No.: 5,941 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რატომღაც მგონია რო ყოველთვის არ შემიძლია ჩემი ემოციების კონტროლი და გარკვეულწილად მაკომპლექსებს ეს ყველაფერი და მინდა რაღაც ისეთი ვიპოვო ჩემს თავში რო დამამშვიდებს და ამ მხრივ პრობლემა არ მქონდეს საკუთარ თავთან
უკაცრავად თუ თემა არასწორად ან არასწორ განყოფილებაში გავხსენი, უფრო კითხვის დასმა მინდოდა მაგრამ შესაფერისი განყოფილება ვერ ვიპოვე და თემის გახსნა ვამჯობინე, თუ რამეა წაშალეთ |
|
|
Jan 12 2010, 07:16 PM
Post
#2
|
|
YELLOW soul Group: Moderator Posts: 868 Joined: 19-June 08 From: Tbilisi Member No.: 2,617 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ემოციების მართვა ჩემი გაგებით ჰარმონიულ თანააარსებობას გულისხმობს საკუთარ (და სხვების) ემოციებთან. როცა ემოციები არ გაბრკოლებენ, შენ არ ცდილობ მათ ჩახშობას და ამით არ კვებავ მათ ნეგატიური ენერგიებით. როცა შენ ძალისხმევა არ გჭირდება გაწონასწორებაზე, როცა ჰარმონია და ბალანსი შენი ბუნებრივი მდგომარეობაა. გავუტიე ეხლა მგონი მთავარია არ ჩავახშოთ, შევეცადოთ ვიქცეთ დამკვირვებლებად და ვივარჯიშოთ. იგივე იოგა ძალიან შველის, ასევე მედიტაცია. თუმცა მე პირადად არც ერთი და არც მეორე მიმართულებით დიდი გამოცდილება არ მაქვს და ალბათ არ გამოვდგები მრჩეველად
|
|
|
Jan 12 2010, 07:32 PM
Post
#3
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,002 Joined: 24-October 09 From: Austria Member No.: 6,057 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რატომღაც მგონია რო ყოველთვის არ შემიძლია ჩემი ემოციების კონტროლი და გარკვეულწილად მაკომპლექსებს ეს ყველაფერი და მინდა რაღაც ისეთი ვიპოვო ჩემს თავში რო დამამშვიდებს და ამ მხრივ პრობლემა არ მქონდეს საკუთარ თავთან როდესაც მე ძალიან აღელვებული ვარ, ან ისეთი გაბრაზებული, რომ ლამისაა მწყობრიდან გამოვიდე, ვცდილობ კონცენტრაცია მოვახდინო ჩემი სუნთქვის რიტმზე, რომ ის არ აჩქარდეს, ვცდილობ მშვიდად და ნელა ვისუნთქო და ეს მეხმარება გაწონასწორებულობის შენარჩუნებაში და თავის დაჭერაში. და საბოლოო ჯამში გამოსავლის მოძებნაშიც.მე იოგით ან ამდაგვარი რამით გატაცებული არ ვარ. ეს უბრალოდ რაღაც პატარა პრაქტიკული ტრიუკი იყო. სხვა არაფერი. ჩვენი ფორუმის იოგები ალბათ უფრო მეტს გეტყვიან ამის შესახებ. -------------------- სხვებში ის გვაღიზიანებს, რაც ჩვენში ძალიან ბევრია.
პესიმიზმიც ეგოიზმია. «Терпи казак, атаманом будешь!» - უკრაინული ანდაზა ZetaTalk-ის რუსული ვერსია |
|
|
Jan 12 2010, 08:02 PM
Post
#4
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Emigranti
ეჰ 'როდესაც მე ძალიან აღელვებული ვარ, ან ისეთი გაბრაზებული, რომ ლამისაა მწყობრიდან გამოვიდე'... აქ სიტყვა 'ლამის' ზედმეტია... როცა ამ მდგომარეობაში ვარ, მწობრიდანაც გამოვდივარ, საზღვრებიდანაც, ჩარჩოებიდანაც და სულ აქეთ-იქეთ ვეხეთქები -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Jan 12 2010, 11:04 PM
Post
#5
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 2,074 Joined: 26-December 09 From: Iq minda :) Member No.: 6,103 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ოოო ეგ კი ნამდვილად არ შემიძლიაა, მიხარია თუ მწყინსს ზედ მაწერია ეგრევეე ემოციებს ვერ ვმალავ თუ არ გამოვხატე არ შემიძლია, მაგრამ გაბრაზებით თუ გავბრაზდი და მეწყინაა,მალევე მავიწყდება,ხოლმე აი დადებითი ემოპციები გიყვარდესსს,ზოგჯერ მართლა ისე ავგიზგიზდები ხოლმე, რომ ერთის მხრივ კი კარგია, მაგრამ მეორეს მხრივ ცუდიცაა, ბევრჯერ მქონია ცხოვრებაში შემთხვევა რომ ჩემი დადებითი ემოცია და კეთილგანწყობა არასწორად გაუგიათ ,ეჰ..ჭკუა მაინც ვერ ვისწავლე და ზოგჯერ რომ მელაპარაკებიან კი მინდა რომ გავითვალისწინო,მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება მაინც იგივეს ვაკეთებ რა ვქნა??
ეგეთი ბოთე ხასიათი მაქვს და -------------------- |
|
|
Jan 13 2010, 10:53 AM
Post
#6
|
|
RED soul Group: Members Posts: 248 Joined: 15-May 09 From: Tbilisi Member No.: 5,954 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ემოციების მართვა და თქვენ ვინა ხართ ვინც მარტავს, გონება?
|
|
|
Jan 13 2010, 08:19 PM
Post
#7
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 90 Joined: 14-April 09 Member No.: 5,941 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
იცით როგორ არის მე თუ აღელვებული ვარ არ მინდა გამოხატვა არა იმიტომ რომ შეიძლება უსამართლოდ მოვიქცე არამედ იმიტომ რომ ჩემს სათქმელს ბოლომდე ვერ ვამბობ გამოვტყდები რამდენიმე წელია არ "ავფეთქებულვარ" მაგრამ მაინც არის ამის საშიშროება და ზალიან მიტყდება რააა (
მოიტათ ეს მედიტაციები სად ვნახო ოღონდ ქართულად |
|
|
Jan 14 2010, 10:44 AM
Post
#8
|
|
YELLOW soul Group: Moderator Posts: 868 Joined: 19-June 08 From: Tbilisi Member No.: 2,617 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ეგ ძალიან ცუდია, რომ იკავებ. საკუთარ მაგალითზე ვიცი, როცა გგონია რომ მოერიე და ასეთი გაწონასწორებული ხარ და პრინციპში ხშირად "არაადეკვატური" გარკვეულ სიტუაციებთან მიმართებაში, სინამდვილეში ეს ემოციები არსად არ მიდის, შენში გროვდება ჩირქგროვებად და შიგნიდან გწამლავს. გათავისუფლებაა საჭირო, განწმენდა და ყველა ემოციის ზედაპირზე ამოტანა, სხვანაირად იმ სახლს დაემსგავსები ნაგვით რომ ავსებდნენ წლების განმავლობაში და ვერც კარს შეაღებ და ვერც ფანჯარას გამოაღებ. მე ვარ ამის ცოცხალი მაგალითი ჰოლოტროპკის თემაში შედი და გირჩევ სცადო, მსგავსი ემოციებისაგან გასათავისუფლებლად უებარი საშუალებაა "აბი გლუკოზა":)
|
|
|
Jan 14 2010, 08:01 PM
Post
#9
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,002 Joined: 24-October 09 From: Austria Member No.: 6,057 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
teo-
თუ შოუმ რაც აღწერა იმაზე საუბრობ, ანუ აი ემოციების დათრგუნვას და გულში ჩაკვლას რაც შეეხება, შემიძლია ვთქვა, რომ ამ შეცდომას ბევრი უშვებს. ამას ადამიანები აკეთებენ ხშირად , რადგან არ ესმით რა არის ამაში ცუდი, და ვერ ხედავენ რამდენად საშიშია ეს არა მხოლოდ მათთვის, არამედ ასევე მათი შვილებისთვისაც. ასეთი გამოკვლევა ჩატარებულა, მგონი ამერიკაში, სადაც დაადგინეს, რომ უმეტესობა ყველაზე სადისტური და დაუნდობელი მკვლელებისა და მოძალადეებისა, იყვნენ სწორედ ისინი, ვინც წარსულში ყველაზე დამცირებული და ამავე დროს გარეგნულად ყველაზე აუღელვებელი და "ჩუმი" იყო. ადამიანებმა აუცილებლად უნდა ვისწავლოთ გულახდილობა და შიშის გადალახვა. თუმცა ეს უზარმაზარი თემაა და ალბათ (იმედია) კიდევ მრავალჯერ შევეხებით ამ ფორუმზე. -------------------- სხვებში ის გვაღიზიანებს, რაც ჩვენში ძალიან ბევრია.
პესიმიზმიც ეგოიზმია. «Терпи казак, атаманом будешь!» - უკრაინული ანდაზა ZetaTalk-ის რუსული ვერსია |
|
|
Jan 15 2010, 04:42 AM
Post
#10
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 90 Joined: 14-April 09 Member No.: 5,941 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ეგ ძალიან ცუდია, რომ იკავებ. საკუთარ მაგალითზე ვიცი, როცა გგონია რომ მოერიე და ასეთი გაწონასწორებული ხარ და პრინციპში ხშირად "არაადეკვატური" გარკვეულ სიტუაციებთან მიმართებაში, სინამდვილეში ეს ემოციები არსად არ მიდის, შენში გროვდება ჩირქგროვებად და შიგნიდან გწამლავს. გათავისუფლებაა საჭირო, განწმენდა და ყველა ემოციის ზედაპირზე ამოტანა, სხვანაირად იმ სახლს დაემსგავსები ნაგვით რომ ავსებდნენ წლების განმავლობაში და ვერც კარს შეაღებ და ვერც ფანჯარას გამოაღებ. მე ვარ ამის ცოცხალი მაგალითი ჰოლოტროპკის თემაში შედი და გირჩევ სცადო, მსგავსი ემოციებისაგან გასათავისუფლებლად უებარი საშუალებაა "აბი გლუკოზა":) გეთანხმებით 2ვეს, მთლიანობაში ზალიან ბოღმა ადამიანი ვარ და შეცდომას არასოდეს ვივიწყებ ალბათ ჩემი ბრალიც არის გარკვეულწილად სტრესულ სიტუაციაში ვაიაფეთქების მეშინია და რაღაცას არ ვამბობ ვყლაპავ და ა.შ. თუმცა ვდილობ რათქმაუნდა ვიმუშაო ჩემს თავზე ამმხრივ, დიდი ხანია გარემო არ მქონია ისეთი თავი შემემოწმებინა მაგრამ მაინც მგონია ვერ ვაჯობებდი თავს სულ ერთი მაგალითიც რომ მქონოდა სიმშვიდე გაანალიზებულად შემენარჩუნებინა ალბათ მერე აღარასოდეს მექნებოდა ამის პრობლემა.. პ.ს. მადლობთ რჩევებისთვის |
|
|
Jan 15 2010, 10:34 AM
Post
#11
|
|
YELLOW soul Group: Moderator Posts: 868 Joined: 19-June 08 From: Tbilisi Member No.: 2,617 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
teo-
ნუ მოგერიდება, რისი უნდა გეშინოდეს, აარახუნე ქვაბები და მოისროლე ტაფები და იყვირე და რა ვიცი, მოიქეცი ისე როგორც "დადგენილი" და "მიღებული" არაა და თან შენს იმიჯში არ ჯდება მოკლედ, ეხლა ალბათ გეჩვენება რომ ცოტას ვაჭარბებ თუმცა ამით დაადგენ რამდენი და რაა შენში დაგროვილი, "აფეთქდი" და დააკვირდი გვერდიდან, ძალიან საინტერესოა და თან სასაცილო, და კიდევ რაც მთავარია მოგეშვება თუ გინდა წამოგყვები სტადიონზე და ერთად ვიყვიროთ |
|
|
Jan 15 2010, 03:25 PM
Post
#12
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 90 Joined: 14-April 09 Member No.: 5,941 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Shou
ოხხ რეებს მეუბნები ეგ არ მინდა ზუსტად.. მე არ მიყვარს ისეთი ხალხი საკუთარ თავს რო კონტროლს ვერ უწევს და მე იოგივე გავაკეთო? |
|
|
Jan 15 2010, 03:39 PM
Post
#13
|
|
YELLOW soul Group: Moderator Posts: 868 Joined: 19-June 08 From: Tbilisi Member No.: 2,617 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
teo-
ვიცი რომ არ გინდა |
|
|
Jan 16 2010, 12:24 PM
Post
#14
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,007 Joined: 29-October 09 Member No.: 6,058 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
შრი შრი რავი შანკარის ლექცია ემოციების და გრძნობების მართვაზე:
http://bin.ge/file/119963/Shri-Shri-Ravi-K...stvami.zip.html -------------------- ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა «კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა» |
|
|
Jan 16 2010, 07:40 PM
Post
#15
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 90 Joined: 14-April 09 Member No.: 5,941 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რაენაზეა? ვიწერ
ნიკზე მიწერა როგორ უნდა ვერ ვისწავლეე |
|
|
Jan 16 2010, 07:41 PM
Post
#16
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,007 Joined: 29-October 09 Member No.: 6,058 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
teo-
რუსულადაა -------------------- ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა «კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა» |
|
|
Jan 19 2010, 04:04 PM
Post
#17
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,984 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ემოციების მართვას ძაან დიდ ყურადღებას ვუთმობ. რადგან ეს მომენტი არის სულიერი ზრდის მნიშვნელოვანი ასპექტი. თავიდან გამიჭირდა. როგორც კი რამე არასტანდართული, უსიამოვნო სიტუაციის წინაშე ვდგებოდი და ის ის იყო უნდა ჩართულიყო ნეგატიური ემოციური ტალღა, უცებ ვცდილობდი გამეღვიძა და ჩამეხშო ეს ემოცია-სიბრაზე, აგრესია და სხვა. შედეგი მართლა საგრძნობი იყო. ვგრძნობდი რომ ემოციების არჩევით ჩემი თავის პატრონი ვხდებოდი. დადებით ემოციებსაც ასევე ვაკონტროლებდი, რადგან გადაჭარრბებული სიხარული, ბედნიერების განცდა სამყაროში წარმოქნის ე.წ. "იზბიტოჩნი პოტენციალს" იგივე ეგრეგორს, რომელსაც შენ ვერ მართავ და სცენარს ის ირჩევს. ამიტომ უნდა შეგვეძლოს როგორც უარყოფითი ემოციების შეკავება ისე დადებითის ზომერად მიღება. მოკლედ ემოციების კონტროლი თუ შეგიძლია ანუ შეგიძლია ცხოვრებისეული სიტუაციების შენი სცენარით მართვა და ეს ძაან სერიოზული ძალაა.
-------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
Dec 26 2011, 11:05 PM
Post
#18
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,489 Joined: 9-November 11 From: გზაზე.. Member No.: 6,612 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ხუთი წლს წინ მირჩიეს პირველად "ემოციების მართვა" ისწავლეო, მაგრამ ძალიან რთულია ქალისთვის, გოგოსთვის და მითუმეტეს ჩემთვის. თევზებისთვის, 21 წლის გოგოს რო ემოციების მართვას მოთხოვ..))) თუმცა ვსწავლობ, დავფიქრდები თუ გამოადგება აცუილებლად დავიწყებ.
უბრალოდ სივრცე მოქმედებს ადამიანზე, ზოგ სივრცეშ გამდის, სახლში გამგდის, გარეთ ვერა და ა.შ.. მაგრამ მაინც საინტერესოა. არაფერი ზედმეტად არ უნდა გამიხარდეს.. და old_man ზოგადა დღეში 25 საათი რომ გაუდმებულ ღიმილს და ბედნიერებას გრძნობ ეგ ცუდია? ეგეც უდან აკონტროლო? -------------------- Дыхание — это процесс, обеспечивающий метаболизм живых организмов из окружающей среды кислородом (О2) и отводящий в окружающую среду в газообразном состоянии некоторую часть продуктов метаболизма организма (СО2, H2O и др[1]). Дыхание — основная форма диссимиляции у человека, животных, растений и многих микроорганизмов. При дыхании богатые химической энергией вещества, принадлежащие организму, окисляются до бедных энергией конечных продуктов (диоксида углерода и воды), используя для этого молекулярный кислород.
|
|
|
Jan 4 2012, 01:14 AM
Post
#19
|
|
RED soul Group: Members Posts: 122 Joined: 4-January 12 Member No.: 6,678 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ნამდვილად საჭიროა. აფექტური ( ამ შემთხვევაში მე ) ადამიანი წამში ანგრევს თავისივე ნაშრომს , თავის ტავს და ირგვლივ მყოფ ადამიანებს. და პირიქით ძალიან ემოციურად შეეცოდება ( იგივე მეს ) და უკიდეგანოდ უღირს ადამიანებთან იწელება საქმე, მეგობრობა. აუცილებელია მართვა ოღონდ მე სიტყვა არ მომწონს. ძალიან "ღარიბი" სიტყვაა. მართვა როგორც აღიარება, გაგება და სწორი გამოყენება . ასე მომწონს.
-------------------- wake up
|
|
|
Jan 4 2012, 01:46 PM
Post
#20
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,984 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რახან ამ თემამ ამოიწია, მეგობრებო მინდა ერთი მცირე, მაგრამ ამ თემასთან დაკავშირებული ძაან საინტერესო ვიდეო შემოგთავაზოთ და მაინტერესებს თქვენი აზრი.
ეს ფაქტი ქართულ რეალობაში მოხდა, ბევრს ნანახიც ექნება... მოკლედ აქ რა ხდება: პირობითად A ემოციებს ვერ აკონტროლებს, ურტყამს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს B-ს. A-ს თავი დავანებოთ, თავისი გაჭირვება ეყოფა..)) მთელი ყურადღება გადაგვაქვს B-კენ და ყურადღებით ვაკვირდებით მის რეაქციებს, ემოციას, გამომეტყველებას, ენერგეტიკას.... და მერე მიტხარით თქვენი აზრი, კერძოდ, როგორ გგონიათ: 1. იყო თუ არა B-ს რეაქცია სპონტანური-მისი ბუნებიდან გამომდინარე, თუ ადრე ნავარჯიშებ-გამომუშავებული და გააზრებული რეაქციით უპასუხა 2. და ზოგადად როგორ შეაფასებდით მას? იყო თუ არა ეს მისი პიროვნული სიძლიერის დემონსტრირება თუ უბრალოდ ყველაზე ოპტიმალური რეაქცია იმ სიტუაციაში და გარემოში აი ვიდეოც: http://www.youtube.com/watch?v=EAHUIGd82zg -------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 27th September 2024 - 04:20 AM |