IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> საუბრები იესოს იგავების შესახებ, ოშოს კომენტარები
Existence
post Jun 9 2013, 11:19 PM
Post #1


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ვიწყებ თარგმნას ოშოს ჩემი ერთ ერთი უსაყვარლესი წიგნის რომელიც ეხება იესოს

წიგნის სახელია : Беседы по притчам Иисуса
ინგლისურად გამოცემულია როგორც : Come Follow To You - Reflections on Jesus of Nazareth

საქართველოში ოშოს მდოგვის მარცვალი უფრო პოლულარულია (ვისაც ოშოს შესახებ საერთოდ რაიმე სმენია ) არადა ჩემი აზრით ამ წიგნში ბევრად საოცრად არის გაშლილი იესოს არსი რელიგიური დოგმატიკის გარეშე

P.S მომიტევეთ გრამატიკული შეცდომები .


--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....


Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
Existence
post Jun 11 2013, 12:45 AM
Post #2


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



აი რატომ გახდა იესო კაცობრიობის ისტორიის ნიშანსვეტი, შემთხვევით არ არის რომ, მისი დაბადება ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია. ეს ესეც უნდა იყოს. ქრისტემდე სხვა სამყაროა და მას შემდეგ სრულიად სხვა. ის არის დემარკაციის ხაზი კაცობრიობის ცნობიერებაში. არსებობს უამრავი კალენდარი, უამრავი თარიღის გამომთვლელი სისტემა, მაგრამ სწორედ ის კალენდარი რომელიც ეფუძნება ქრისტეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. რაღაც შეიცვალა ადამიანში მის გამოჩენასთან ერთად. მასთან ერთად რაღაც ახალმა შემოაღწია დედამიწაზე.
ბუდა სრულყოფილია, მაგრამ ის თითქოს არ ეკუთვნის ამ სამყაროს, კრიშნა შეიძლება გიყვარდეთ მაგრამ არ არსებობს ხიდი თქვენს შორის. იესო კი თავადაა ხიდი !
სწორედ აქედან გამომდინარე მე გადავწყვიტე ვილაპარაკო ქრისტეზე.
მაგრამ არ დაგავიწყდეთ რომ, მე არ ვლაპარაკობ ქრისტიანობაზე. ეკლესია ყოველთვის იესოს წინააღმდეგაა მომართული. როდესაც ორგანიზებას გაუკეთებთ ბუნტს ეს ესეც უნდა მოხდეს მან უნდა განიცადოს კრახი. ბუნტი მხოლოდ მანამდეა ჭეშმარიტი სანამ ის არის ქაოსი როგორც ქარიშხალი, შესაძლებელია კი ქარიშხლის მოწესრიგება ?
იესოსთან ერთად ქაოსი იჭრება ადამიანის ცნობიერებაში, ამიერიდან წესრიგი ვეღარ დამყარდება გარედან საზოგადოების მიერ, თქვენი შინაგანი წესრიგი თქვენვე უნდა შექმნად. იესომ შემოიტანა თქვენში ქარიშხალი ეხლა თქვენ უნდა დაიბადოთ ამ ქაოსიდან სრულიად ახალი, წესრიგი რომელიც დამყარდება თქვენი არსების ცენტრიდან არ იქნება ახალი ეკლესია, არამედ ახალი ადამიანი, ახალი ცნობიერება და არა ახალი ორგანიზაცია - ეს არის სწორედ აღმოჩენა.
ეს სიტყვები იოანეს სახარებიდან ალბათ რადენჯერ გექნებათ ნანახი ! რადენჯერ მოსმენილი ! ისინი გახდნენ თითქმის არაფრის მომცემნი უკვე ტრივიალურნიც. იმდენჯერ იმეორებდნენ მათ რომ, მათი მოსმენისას უკვე აღარანაირი ზარი აღარ რეკავს თქვენში, მათი არსი დაკარგულია, მაგრამ თუ იქნებით ცოტათი მაინც ფხიზლად, ცოტათი უფრო მეტად ცნობიერნი მათი მნიშვნელობა ისევ შეიძლება იქნას დაბრუნებული, აქ კოლოსალური პოტენციალია მაგრამ მათთვის ისევე უნდა ვიბრძოლოდ როგორი ბრძოლითაც ზღვას ართმევენ ხმელეთს. ქრისტიანობამ გაახვია ეს საოცარი სიტყვები იმდენნაირი ინტერპრეტაციის საბურველში რომ, მათი პირველადი სისუფთავე დაიკარგა მღვდელმსახურების ბაგეებში. ისინი იმეორებენ როგორც თუთიყუშები ისე რომ არც ესმით და არც თრთიან ამ სიტყვების სიწმინდით. როგორც მექანიკური რობოტები მხოლოდ იმეორებენ სიტყვებს როდესაც მათი ჟესტებიც კი არ არის ნამდვილი.
ერთხელაც მე ვიყავი მიწვეული ინდოეთის ერთ ერთ ყველაზე დიდ ქრისტიანულ საღვთისმეტყველო კოლეჯში, ყოველ წელიწადს უამრავი მღვდელმსახური თუ ქრისტიანი მისიონერი ამთავრებს მას და როდესაც მათვალიერებინებდნენ იქაურობას გაკვირვებული დავრჩი, იქ ასწავლიდნენ მათ ყველაფერს, როგორ ელაპარაკათ, როგორ მდგარიყვნენ საეკლესიო კათედრაზე, რაზე გაეკეთებინად აქცენტები, როგორი ჟესტიკულირება ქონოდათ ქადაგებისას - ეს ყველაფერი ნასწავლი უნდა ყოფილიყო მათთვის ! ზუსტად ესე იქცევა ყველაფერი ფარსად, თითოეული გამოიმუშავებს მხოლოდ ყალბ ჟესტიკულირებას.
სიტყვები რომლებშიც ღრმად შევალთ არის ცეცხლი, მხოლოდ მრავალსაუკუნოვანი თუთიყუშებრივი გამეორებებით ეს ცეცხლი დაიფარა ბევრი მტვრით. მე შევეცდები კვლავ გავაღვიო იგი. იყავით ძალიან ყურადღებით რადგან ეხლა ჩვენ შევუდგებით ოდითგანვე ცნობილ გზას სრულიად უცნობი თვალთახედვით. ჩვენ შევაბიჯებთ ძალზედ ნაცნობ ტერიტორიაზე ახალი დამოკიდებულებით მის მიმართ. ჩემი მცდელობა იქნება რომ მოგცეთ სრულებით ახალი ცნობიერება მის შესამჩნევად. მე გათხოვებთ ჩემ თვალებს რომ დაინახოთ ძველი ახლებურად, ახალი თვალებით თქვენთვის ყველაფერი იქნება ახალი, ისმინეთ :


აქ მთავრდება შესავალი... გაგრძელება იქნება


--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....


Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
Existence   საუბრები იესოს იგავების შესახებ   Jun 9 2013, 11:19 PM
Existence   [center][b]ბჰაგვან შრი რა...   Jun 10 2013, 12:49 AM
earth   :l_book: მადლობა საინტე...   Jun 10 2013, 07:11 AM
daliela   რა მაგარია . თან იოა...   Jun 10 2013, 09:05 AM
Existence   earth daliela მადლობა გამ...   Jun 10 2013, 12:13 PM
earth   ნელ-ნელა რადგან არ...   Jun 10 2013, 10:37 PM
Existence   აი რატომ გახდა იეს...   Jun 11 2013, 12:45 AM
Lashapoli   :good:   Jun 11 2013, 02:40 AM
Atm@n   მოუთმენლად ველით გ...   Jun 12 2013, 08:30 PM
Qocho   კარგია ეგზი, მადლო...   Jun 13 2013, 11:34 PM
Existence   დასაწყისში იყო სიტ...   Jun 15 2013, 01:50 AM
tikoroma   ღმერთი ნიშნავს მხო...   Jun 15 2013, 05:41 PM
daliela   ღმერთი ნიშნავს მხო...   Jun 15 2013, 05:46 PM
Existence   დასაწყისში იყო სიტ...   Jun 18 2013, 12:12 AM
Existence   დასაწყისში იყო სიტ...   Jun 28 2013, 12:26 AM
Existence   სიტყვა იყო ღმერთთა...   Aug 22 2013, 10:46 PM
Atm@n   "P.S დიდი მადლობა გ...   Aug 22 2013, 11:10 PM
Existence   ნა შტო ტი ნამიკაეშ ...   Aug 22 2013, 11:58 PM
Atm@n   Existence არაა, რაღაც არ ...   Aug 23 2013, 06:32 AM
elli   Existence Eხ რა ცოტა Iყოო?...   Aug 23 2013, 10:34 AM
Existence   არ გააოფოთ თემა უა...   Aug 23 2013, 06:18 PM
Qocho   <3 სულ სავსე ვყოფი...   Aug 23 2013, 11:29 PM


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 1st June 2024 - 03:11 PM