სიყვარული ღმერთის მიმართ, როგორ გესმით? |
სიყვარული ღმერთის მიმართ, როგორ გესმით? |
Aug 27 2013, 12:42 PM
Post
#1
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,964 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ახლა ვკითხულობ ლაზარევის წიგნებს და ტკეპნის მოსაზრებას, რომ ღმერთის მიმართ სიყვარული არის უპირველესი ამ სამყაროში. გატარებულია ასეთი აზრი რომ თუ გიყვარს ვინმე სხვა ადამიანი, აღმერთებ მას, შეიძლება ის დაკარგო რათა დაინახო, რომ ეს არ უნდა იყოს უმაღლესი სიყვარული. რომ უნდა გიყვარდეს სხვა ადამიანში ღმერთის გამოხატულება და არა თვითონ ის.
თქვენ როგორ გესმით ღმერთის სიყვარული? ვიმსჯელოთ ამ თემაზე და ჩავწვდეთ მის არსს. -------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
Sep 13 2013, 03:45 AM
Post
#2
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 43 Joined: 12-September 13 Member No.: 7,184 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
td.........
სიმართლე დაწერე, ჩვენ არ ვიცით ჭეშმარიტი სიყვარულის არსი, ან როგორ შეიძლება ბოროტებმა სიყვარულის არსი შეიმეცნონ? ჩვენ ყველანი ბოროტები და ეგოისტები ვართ, თან მერე კი არ გავხდით, ოდესღაც და ა.შ არა, ასეთია ჩვენი ბუნება, ასეთი ბუნებით ვიშვებით ბოროტებად, ხოლო მიწიერი ცხოვრების პროცესი ადამიანში ამ ბოროტების სიკეთედ გარდაქმნისათვის არის დადგენილი, ამიტომაც ითქვა: "არავინ არის კეთილი, გარდა ერთისა ღვთისა". ბოროტების ნატამალიც კი გამორიცხავს ჭეშმარიტ სიყვარულს, ასე, რომ სიყვარული რომ შევძლოთ, ჯერ ბოროტება უნდა დავთრგუნოთ ჩვენში, მინიმალურ დონეზე დავიყვანოთ და აღვხოცოთ, ამას კი დამოუკიდებლად ვერ მოვახერხებთ.............. აქ უკვე საჭიროა მხსნელი. მოკლედ, ხედავთ რამდენი რამეა საჭირო სამი სიტყვის სათქმელად? მე შენ მიყვარხარ? ისე რომ ეს სამი სიტყვა სიცრუე არ გამოგვივიდეს. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 7th June 2024 - 06:40 PM |