არატრადიციული მედიცინა, ბალახები, ექსტრასენსი... |
არატრადიციული მედიცინა, ბალახები, ექსტრასენსი... |
Nov 3 2008, 10:34 PM
Post
#1
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,718 Joined: 24-July 08 From: :)))))))) Member No.: 3,438 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
აქ დავწეროთ ყველაფერი რაც ვიცით არატრადიციული მედიცინის შესახებ. ტრადიციული თუ არატრადიციული არ აქვს მნიშვნელობა მედიცინა– ჩვენი დიდი წინაპრის მედეასგან იღებს სათავეს და ჰიპოკრატემაც კი აქიდან ისწავლა ბევრი რამ. ხალხო ჩვენ ვართ დასაბამი მედიცინისა( ჩვენ არა ჩვენი წინაპრები , ჩვენ მათ ფრჩხილთან ვერ დავედრებით)
-------------------- კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,– აბა, მე დღეს ვის რა ვარგე? |
|
|
Oct 3 2013, 11:35 PM
Post
#2
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,156 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
shemoixede genacvale
ყველა დაავადება ნიშანია იმისა, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებთ. ხანდახან თუ მოგეცა დანახვა, რატომ დაგემართა ესა თუ ის დაავადება მართლაც ბედნიერებაა, რომ თვალი აგიხილოს. ერთ-ერთი მიზეზი დაავადებისა არის უმადურობა ამ ცხოვრებაზე, უდიდესი ზიანი მოაქვს ჯანმრთელობისათვის სტრესს, ნერვიულობას. დაკვირვებული ვარ შენს პოსტებს ხშირად რაღაცას უჩივი, ეს იმას ნიშნავს, მიუხედავად შენი მხიარული ხასიათისა რაღაც გაწუხებს და სტრესს აძლევ საშუალებას შემოვიდეს შენში. ერთი რამე მინდა ყველამ იცოდეს, ჩვენი ჯანმრთელობა ჩვენს ხელშია, თუ ვიქნებით შინაგანად ძლიერები, არ ვიქნებით სტრესით. ხშირად შეიძლება რაღაც ცუდი ხდება, ეს იწვევს სტრესს. დააკვირდით იმ მომენტში თქვენს სხეულს, როცა ცუდი გრძნობით ხართ. რა უარყოფითს გრძნობთ და სხეულის რომელ ადგილზე. დააკვირდით, შეისწავლეთ და დაიწყეთ მართოთ ის. რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა გაიგოთ, გაადევნეთ შინაგანი მზერა, არ შეუშვათ ორგანიზმში. მე კუჭის არეში ვგრძნობდი ამ უარყოფითს. საშინელი ტკივილებით ვიტანჯებოდი. ექმთან ვიყავი, არაფერი მჭირდა, არაფერი სერიოზული. მე კი ვკვდებოდი. მერე შევცვალე ჩემი ცხოვრება. სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით, ახლა საერთოდ არ მაწუხებს კუჭი და სრულიად ჯანმრთელს ვგრძნობ თავს. ჯანმრთელობა უდიდესი ბედნიერებაა. ჯანმრთელობა სიცოცხლეა. ვიყოთ მადლიერები, როდესაც კარგად ვართ. რაც შეეხება სიგარეტს, ამის მაზნევანობაზე არაფერს ვიტყვი, მეტი რა გვესმის. ზედაც აწერია(ეს ერთი ბოროტული გეგმაა, ამაზე მერე), მაგრამ მთავარი შენი ტკივილის მიზეზი არ არის სიგარეტი. ყველაზე დიდი მტერი ჯანმრთელობისა სტრესია. მოკლედ, ჯანმრთელობისათვის კარგია: 1. თუ არ შეუშვებ შენში არავითარ სტრესს, დააკვირდები სხულს და არ შეუშვებ შენში ორგანიზმში სანერვიულოს(ამას ცოტა გაგება უნდა, იმედია გამიგებთ) 2. უარყოფითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე მოულოდნელი შეშინებები. შეეცადეთ არასოდეს არავინ შეაშინოთ. 3. კარგი იქნება პოზიტიური განწყობა და შინაგანი სიხარულის განცდა. კარგი იქნება თუნდაც დაიწყოთ სიმღერა, რომ ხართ ჯანმრთელი, მაგრამ ყოველთვის დააკვირდით სიტყვებს. მათ უდიდესი ძალა აქვთ. ამიტომ შეცდომაში რომ არ მოვხვდეთ დაიწყეთ მარტივად, მხოლოდ ორი სიტყვით, იმღერეთ:„ჯანმრთელიიი ვააარ“ მუსიკა თქვენ დაწერეთ როგორც მოგეწონებათ. 4. იყავით მადლიერნი, რომ ხართ ჯანმრთელი. გაიხარეთ და თქვით მადლობა ყველაფერ კარგზე რასაც გრძნობთ თქვენში. ჩვენი ჯანმრთელობა ჩვენს ხელშია. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 25th September 2024 - 02:15 AM |